საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-3423/24; 20.03.2024) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-8272/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 74

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2919?local=true საქართველოს პარლამენტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თარიღი 10 ივნისი 2024 12:00 2024 წლის 10 ივნისი, 12:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/387; 01.05.2024) სავალდებულო დასკვნა; მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; 2. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების პაკეტიდან „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (1-3423/24; 20.03.2024); 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/392; 31.05.2024); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე − გიორგი კაკაურიძე; 4. საქართველოს მაკროეკონომიკური მთავრობის მიერ პროგნოზებისა და წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს სამინისტროების „ძირითადი ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/394; 31.05.2024); 1 of 2 6/11/2024, 4:55 AM საქართველოს პარლამენტი https://parliament.ge/print/announcement/2919?local=true მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე − გიორგი კაკაურიძე. 2 of 2 6/11/2024, 4:55 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა ოქმი N74 2024 წლის 10 ივნისი, 12:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული) სხდომის თავმჯდომარე: ალექსანდრე ტაბატაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი, ხატია წილოსანი, ირაკლი კირცხალია (ალექსანდრე დალაქიშვილის უფლებამონაცვლე), ლევან მაჭავარიანი, სალომე ჯინჯოლავა, არმაზ ახვლედიანი, დევი ჭანკოტაძე, თეიმურაზ ჯანაშია, გუბაზ სანიკიძე, თეონა აქუბარდია; სხდომა გახსნა თავმჯდომარემ და დაადასტურა კვორუმის არსებობა. ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 07-2/387; 01.05.2024) სავალდებულო დასკვნა მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი. 2. საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების პაკეტიდან „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (N1-3423/24; 20.03.2024) 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/392; 31.05.2024) მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე − გიორგი კაკაურიძე. 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ( №07-2/394; 31.05.2024) მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე − გიორგი კაკაურიძე. 1 1. მომხსენებელმა განმარტა, რომ კანონპროექტის თანახმად, „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის XIV თავს (გარდამავალი და დასკვნითი დებულებები) ემატება 691 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დებულებებს ლიცენზიის მფლობელის უფლება-მოვალეობების, ინსპექტირების, იძულებითი ზომების გამოყენების, რადიოაქტიური მასალის ექსპორტის, იმპორტისა, ტრანზიტის და ბირთვული მასალის ექსპორტის/იმპორტის საკითხებზე. ეს მუხლი ძალაში იქნება 2026 წლის 1 იანვრამდე - „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულად ამოქმედებამდე - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კომიტეტს მიაჩნია, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა მარეგულირებელ ორგანოს შეუნარჩუნდეს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სრულყოფილი კონტროლის მექანიზმები, აღმოიფხვრება არსებული საკანონმდებლო ხარვეზი. მარეგულირებელ ორგანოს ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას და ცნო განხილვისათვის მომზადებულად. 2. კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გამოთქვა შემდეგი სახის პრინციპული შენიშვნები: 1. სახელმწიფო ბიუჯეტის შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, თავდაცვის ინდუსტრიის დაფინანსების ყოველწლიურად გაზრდა მკაფიო ფინანსური დასაბუთების გარეშე მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ფისკალური პარამეტრების დარღვევა და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა; 2. მსგავსი შინაარსის ცვლილება საჭიროებს ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს, რათა დასაბუთდეს მიღებული იქნება, თუ არა გაზრდილი დაფინანსების პროპორციული სარგებელი ეროვნული უსაფრთხოების, ან ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რომლის გარკვევაც შესაბამისი ფინანსური დასაბუთების გარეშე შეუძლებელია; 3. წინადადებაში არ არის დაკონკრეტებული როგორ და რა წყაროებით უნდა დაფინანსდეს თავდაცვის ინდუსტრიის გაზრდილი ხარჯები, მაგალითად თუ ის დაეფუძნება სესხებს, აღნიშნულმა შეიძლება გააუარესოს მთავრობის ვალის დონე, შესაბამისად თავდაცვის ინდუსტრიის ხარჯების ყოველწლიურმა ზრდამ დაფინანსების მკაფიო სტრატეგიის გარეშე შესაძლოა წარმოქმნას გადაჭარბებული რისკები ქვეყნის ვალის მდგრადობასთან დაკავშირებით; 4. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების სწრაფმა და დაუგეგმავმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეფექტიანი ხარჯვა, ვინაიდან მსგავსი ცვლილების განხორციელების დროს მნიშვნელოვანია შესაბამისი დასაბუთება, აქვს თუ არა თავდაცვის ინდუსტრიას უნარი 2 ეფექტიანად აითვისოს და გამოიყენოს გაზრდილი დაფინანსება, რაც ასევე არ არის აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი. შესაბამისად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა ცნობილი. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე და მეოთხე საკითხებზე ისაუბრა. თავდაპირველად მომხსენებელმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა. მისი თქმით, 2023 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 5%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 79.8 მლრდ ლარს შეადგენდა. ასევე, ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებაში 2.8%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 38.3%-იანი ნიშნულის ოდენობით. წლის მეორე ნახევარში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების ანალიზის გათვალისწინებით დაზუსტდა ეკონომიკური პარამეტრები, კერძოდ: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაიზარდა 6.5%-მდე, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შემცირდა 5%-დან 3.1%-მდე; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განისაზღვრა 78.8 მლრდ ლარის ოდენობით; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრა 19 410.0 მლნ ლარის ოდენობით; წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა მშპ-ს 38.4%; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოსალოდნელი მოცულობა კვლავ 2.8%-ზე შენარჩუნდა. მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2023 წელს გადაიხედა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით. გადასახდელების ნაწილში გათვალისწინებული ასიგნებები თავდაპირველ გეგმასთან შედარებით გაიზარდა 431.2 მლნ ლარით და განისაზღვრა 22 311.3 მლნ ლარით. მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების განახლებისას საქართველოს მთავრობა მუდმივად აკვირდებოდა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს. 2023 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა. 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 80 246.1 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 10.1 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 21 574.9 ლარს (8 210.1 აშშ დოლარი) შეადგენდა. 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 604.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 6 090.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (9.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 15 514.0 მლნ აშშ დოლარს (14.5 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9 423.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წელს, საქართველოს 7 072.2 ათასი ვიზიტორი ეწვია (2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა 5 426.9 ათასს შეადგენდა), რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 30.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2023 წლის ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის ვიზიტორების რაოდენობასთან შედარებით აღდგენილი იყო 75.6 პროცენტით. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 125.3 მლნ აშშ 3 დოლარი შეადგინა, რაც 17.3 პროცენტით (608.7 მლნ აშშ დოლარით მეტი) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, 2023 წლის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის პერიოდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებთან შედარებით აღდგენილია 126.2 პროცენტით. 2023 წელს, წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 6.5 პროცენტით შემცირდა და 3 767.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (261.8 მლნ აშშ დოლარით ნაკლები). 2023 წელს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24.0 პროცენტით შემცირდა და 1 594.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს გაერთიანებული სამეფო (392.0 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდები (360.5 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (168.8 მლნ აშშ დოლარი) წარმოადგენდა. 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 21 640 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 22 124 175.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.2%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 19 410 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 19 732 619.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.7%. საგადასახადო შემოსავლებთან ერთად მნიშვნელოვანია ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების მაჩვენებელიც. 2023 წელს დაბრუნდა 2 331 556.8 ათასი ლარი ზედმეტად გადახდილი გადასახადების სახით, გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 380 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 331 339.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 87.2%, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 850 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 060 216.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 111.4%, არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულია 433 547.1 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (350 000.0 ათასი ლარი) 123.9%-ია, ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულია 228 352.9 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელის (420 000.0 ათასი ლარი) 54.4%-ია. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების ზღვრული მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 3%-ს. 2023 წლის სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის დაზუსტებული მაჩვენებელი განისაზღვრა 3.0%-ის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა (-1 786.3) მლნ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2%-ია. საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების ზღვრული მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 60%-ს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულმა მოცულობამ შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მაჩვენებლის 39.2%. ამასთან, ვინაიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ით, ჯამურად ეს ვალდებულებები მშპ-ის 39.3%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%). 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თვალსაზრისით. სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ 4 100.2% შეადგინა, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 18 239 900.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 18 716 484.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.6%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 16 710 350.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 16 994 174.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.7%, გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 279 550.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 325 789.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 116.5%, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 250 000.0 ათასი ლარის ოდენობით, მობილიზებულ იქნა 1 396 519.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 111.7%, არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 203 359.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელის (200 000.0 ათასი ლარი) 101.7%-ია, ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 290 848.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (450 000.0 ათასი ლარი) 64.6%-ია. ვალდებულებების ზრდამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 3 469 326.4 ათასი ლარი, მათ შორის: 1 459 420.9 ათასი ლარი - საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წმინდა ზრდა; 0.5 ათასი ლარი - სხვა კრედიტორული დავალიანებები (საშინაო); 1 711 456.6 ათასი ლარი - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან მიღებული საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტები; 298 448.4 ათასი ლარი - ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები. 2023 წლის მანძილზე სახელმწიფოს მიერ ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე მიიმართა 2 267.4 მლნ ლარი, მათ შორის: საგარეო ვალდებულებები - 1 561.9 მლნ ლარი; საშინაო ვალდებულებები - 705.5 მლნ ლარი. 2023 წლის განმავლობაში „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შეტანილი იქნა ერთხელ. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 431 174.0 ათასი ლარით და განისაზღვრა 22 311 291.1 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 22 350 179.4 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 100.2%-ია. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 16 899 923.2 ათასი ლარით, დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 16 914 310.5 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 100.1%-ია, გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 16 928 572.2 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 100.1%-ია. მინისტრის მოადგილემ უწყებების მხრიდან საბიუჯეტო თანხების ათვისების პარამეტრებზეც ისაუბრა და კომიტეტს მის კომპეტენციაში შემავალი სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გააცნო. კერძოდ: თავდაცვის სამინისტრო - გეგმის 100.1%, 1 მილიარდ 274 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო 100.5%, 1 მილიარდ 150 მლნ ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 99.9%, 179.8 მლნ ლარი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 99.9%, 89.2 მლნ ლარი; დაზვერვის სამსახური - გეგმის 100%, 18 მლნ ლარი. დეტალური განხილვის შემდგომ კომიტეტმა დღის წესრიგით წარმოდგენილ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას ცალ-ცალკე უყარა კენჭი, დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა მათ. 5 (კომიტეტის ვებგვერდზე სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სხდომის მდივანი ლევან ნუცუბიძე 6