„ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ოფისის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 111
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
6/11/24, 5:00 AM
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
10 ივნისი 2024 12:30
2024 წლის 10 ივნისი, 12:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პარლამენტის კინოდარბაზი
(A კორპუსი, - 1 სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„თავდაცვის
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/374; 13.03.2024) განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/386; 29.04.2024) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების დოკუმენტი“ (07-2/382; 24.04.2024) განხილვა;
მომხსენებელი:
ნოდარ
პაპუკაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
https://parliament.ge/print/announcement/2914?local=true
1/2
საქართველოს პარლამენტი
6/11/24, 5:00 AM
4. „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ოფისის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი:
ლევან
ხეცურიანი
-
„ჰორიზონტი
ევროპა”
ეროვნული
ოფისის
ხელმძღვანელი.
https://parliament.ge/print/announcement/2914?local=true
2/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N111
2024 წელი, 10 ივნისი, 12:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზი
(A კორპუსი, -1 სართული)
სხდომას უძღვებოდა: გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ბაია კვიციანი, რამინა ბერაძე, ბექა
დავითულიანი, მარიამ ლაშხი, გენრიეტა წიწავა, იმედა ნიკურაძე, ვლადიმერ კახაძე,
ქეთევან ჩარკვიანი (გიორგი სოსიაშვილის ადგილმონაცვლე), ვახტანგ მეგრელიშვილი,
როსტომ
ჩხეიძე,
თამარ
ჩარკვიანი,
ფრიდონ
ინჯია
(დავით
ზილფიმიანის
ადგილმონაცვლე).
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნოდარ პაპუკაშვილი -
საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
ალექსანდრე წულაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილე;
გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ლევან ხეცურიანი - “ჰორიზონტი ევროპა” ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი;
დავით ლომინაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
საქართველოს
კანონში
შეტანის
თაობაზე“,
ცვლილების
„პროფესიული
შეტანის
თაობაზე“,
განათლების
შესახებ“
„განათლების
ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/374; 13.03.2024) განხილვა
მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი -
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/386; 29.04.2024) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი -
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
3.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დასამტკიცებლად
წარმოდგენილი
„ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი“ (№07-2/382; 24.04.2024) განხილვა;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი -
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
4. ,,ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ოფისის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი:
ლევან
ხეცურიანი
-
“ჰორიზონტი
ევროპა”
ეროვნული
ოფისის
ხელმძღვანელი.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტების ერთობლივი სხდომა
5.
განათლების
ვალდებულებათა
სფეროში
ასოცირების
შესრულების
შესახებ
2014-2024
შეთანხმებით
წლების
შედეგები
გათვალისწინებულ
და
დარჩენილი
ვალდებულებების შესრულების გეგმები;
მომხსენებელი: ალექსანდრე წულაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
6. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშსა“ (№07-2/392; 31.05.2024) და სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის
ანგარიშზე (№1-5809/23; 21.05.2024) და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია
„ძირითადი
მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა
და
საქართველოს
სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/394; 31.05.2024) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,
ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
საქართველოს
შეტანის
კანონში
თაობაზე“,
ცვლილების
„პროფესიული
შეტანის
თაობაზე“,
განათლების
შესახებ“
„განათლების
ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/374; 13.03.2024).
მომხსენებლის განცხადებით წარმოდგენილ კანონების პროექტებში პირველი მოსმენის
შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს მეორე მოსმენით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „უმაღლესი განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/374; 13.03.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 3.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,
ნოდარ
პაპუკაშვილმა
კომიტეტის
წევრებს
პირველი
მოსმენით
განსახილველად
წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/386; 29.04.2024).
კანონპროექტის შესაბამისად,
ზოგადი განათლების საბაზო საფეხური ერთი წლით
გაიზრდება და ოთხწლიანი სასწავლო პროგრამების შეთავაზება სავალდებულო გახდება
განათლების
ფორმატში,
რაც
სინქრონში
მოვა
წამყვანი
ევროპული
ქვეყნების
საგანმანათლებლო სისტემებთან. შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება
2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება.
კანონპროექტის
მიღების
ჩამოყალიბებულები
შედეგად
იქნებიან
მოსწავლეები
იმისათვის,
რომ
უფრო
მომზადებულები
მიიღონ
მეტად
და
გააზრებული
გადაწყვეტილება, განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ
პროფესიულ სასწავლებელში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის
შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის (ერთი წლით დიდი, ვიდრე ამჟამად არსებული
რეგულაციით), ხოლო შეთავაზებული სოლიდური ოთხწლიანი საბაზო საფეხურის
პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის
ბაზარზე.
გარდა აღნიშნულისა, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების
ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი ითვალისწინებს
გარდამავალი დებულებების დამატებას, რომელიც აკონკრეტებს ახალი საკანონმდებლო
ნორმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს. კერძოდ, ზოგადი
განათლების საბაზო
საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე შეეხება იმ
მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში, რაც იმას ნიშნავს,
რომ 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასელი მოსწავლეების X კლასში გადაყვანას
საფეხურის დაძლევის გარეშე, ანუ უკვე 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასის მოსწავლეებს
გაუხანგრძლივდებათ სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით.
აგრეთვე, ცვლილებები შეეხება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
(რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის
სწავლის
შედეგები)
კერძოდ
განმახორციელებელ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს.
დაწესებულება უფლებამოსილი იქნება 3 წლიან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის დასრულების შესაძლებლობა მისცეს იმ პირებს, რომლებიც
ჩაირიცხნენ 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების
საფუძველზე.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვა ეხებოდა დაზუსტებას იმის შესახებ,
არის თუ არა შესწავლილი რა კონკრეტულ ცვლილებებს გამოიწვევს ზემოაღნიშნული
საკანონმდებლო ინიციატივა სკოლის მოსწავლეებისათვის.
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილემ,
ბაია
კვიციანმა
ითხოვა
დაზუსტება
პროგრამული ცვლილებების შესახებ.
ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გადანაწილებული
იქნება ისე, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იყოს მეტად დატვირთული,
იქნება შედარებით გამარტივებული და დაემატება ის სეგმენტები, რომელიც საჭიროა
ბავშვის უნარების გაძლიერებისთვის. საბაზო განათლებაზე ერთი წლის დამატება ნიშნავს
მეტად
მომზადებული
ახალგაზრდა
თაობის
გამოსვლას
სკოლიდან,
რომელიც
დამოუკიდებლად შეძლებს, უკეთესად, დაგროვებული ცოდნის საფუძველზე განაგრძოს
საკუთარი პროფესიული საქმიანობა. ამას გარდა, მომხსენებლის განცხადებით დაწყებით
და საბაზო საფეხურზე ჩატარდება ორი გამოცდა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს
პირველი
მოსმენით
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/386; 29.04.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 1;
თავი შეიკავა: 2.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ
პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის
მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების
დოკუმენტი“ (№07-2/382; 24.04.2024).
დოკუმენტში
ასახულია
მთავარი
მიზნები,
რომელთა
მიღწევის
შედეგად,
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს პიროვნული, ეროვნულსახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური
ღირებულებების
მქონე,
ღირსეული
ცხოვრებისათვის
მომზადებული,
კონკურენტუნარიანი, თავისუფალი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც გაცნობიერებული
ექნება
ადამიანის
ძირითადი
უფლებებისა
და
ვალდებულებების
პატივისცემა,
დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის არსი,
მუდმივად ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და
ეკონიმიკურ ცხოვრებაში სათანადო ჩართულობის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარების,
მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად
მოქმედება.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის
წევრმა
ვახტანგ
მეგრელიშვილმა
ითხოვა
განმარტება
ციფრული
მოქალაქეობის ტერმინის შესახებ.
ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით ციფრული მოქალაქეობა ნიშნავს თანამედროვე
ტექნოლოგიების შესწავლისა და გამოყენების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდას და ამ
მიმართულებით STEM საგნების სწავლება გააქტიურებულია.
კომიტეტის წევრმა, მარიამ ლაშხმა იკითხა სკოლების მოქნილობის შესახებ, თუ რამდენად
შეეძლებათ მათ, დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით, გარდა მოცემული გაიდლაინებისა
შეიმუშაონ
ინდივიდუალური
დოკუმენტი
რომელიც,
ასევე,
იქნება
ერთგვარი
სახელმძღვანელო დოკუმენტი მათთვის.
მომხსენებლის განცხადებით, პროცესის ბოლო საფეხური მოიცავს სასკოლო სტანდარტის
დამტკიცებას, როცა სკოლების აქტიურობა და მათი ჩართულობა პროცესში იქნება
ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე ყველა სკოლისთვის ინდივიდუალურად შემუშავდება
სტანდარტები და დამტკიცდება ესგ-ს საფუძველზე.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილ „ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს“ (№07-2/382; 24.04.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
“ჰორიზონტი ევროპა” ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა კომიტეტის
წევრებს წარუდგინა ,,ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ოფისის საქმიანობის ანგარიში.
მომხსენებელმა
ყურადღება
გაამახვილა
„ჰორიზონტი
ევროპის“
ფარგლებში
განხორციელებულ პროგრამებზე, გრანტების განაწილებასა და სამომავლო გეგმებზე.
კერძოდ, სამომავლო გეგმებიდან აღსანიშნავია საგრანტო ოფისების კოორდინატორების
ქსელის გაფართოება კერძო უნივერსიტეტებსა და სხვა ტიპის ორგანიზაციებში, ერთი
საგრანტო განაცხადის მომზადების ტრეინინგის განხორციელება წლის განმავლობაში;
გეგმის მიხედვით საინფორმაციო დღეების ჩატარება; დოქტორანტებში მიზნობრივი
საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; მიზნობრივი საინფორმაციო
ღონისძიებების ჩატარება; მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში „ჰორიზონტის“ თემატური
დღის დაგეგმვა და ორგანიზება; ერთობლივი კომიტეტის შეხვედრის (JCM) დაგეგმვა და
ორგანიზება; მიმდინარე პროექტების მართვა და განხორციელებასთან არსებული
პრობლემატიკის აღმოფხვრა; სამინისტროებსა და სახელმწიფო
საკონტაქტო პირების იდენტიფიკაცია და ქსელში ჩართვა და ა.შ.
ორგანიზაციებში
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ იკითხა იმ
რესურსის შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე გააჩნია ,,ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს
ოფისის.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაია კვიციანმა ითხოვა დაზუსტება იმის შესახებ,
თუ რა განაპირობებს საქართველოს სტატისტიკური მონაცემების განსხვავებას თუნდაც
ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით. ასევე, კონკრეტულად რა მიზნები არსებობს
გრანტების გაცემისას.
კომიტეტის წევრმა, ლადო კახაძემ იკითხა მეცნიერთა ერთიანი რეესტრის შესახებ.
მომხსენებლის
კადრებით
განცხადებით
არის
არსებული
უმნიშვნელოვანესი,
რესურსის
რომლებიც
შევსება
უფრო
სპეციალიზირებული
მეტად
საუნივერსიტეტო
მიმართულებით გააქტიურდებიან. გრანტებთან დაკავშირებით, ლევან ხეცურიანის
განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დაფიქსირდეს საქართველოში
არსებული სამეცნიერო ჯგუფები „ჰორიზონტი ევროპის“ პროექტებში, ხოლო გაცემული
გრანტებიდან ხდება არსებული რეალობის გათვალისწინებით ჩვენთვის საჭირო და
ვალიდური პროექტების აღება. ერთიან რეესტრს რაც შეეხება, ოფისს აქვს ორი
ინსტრუმენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით - საინფორმაციო
დღეები, ზოგად პუბლიკასთან საურთიერთოდ, სპეციალიზირებული შეხვედრები,
თემატური ჯგუფების დაკავშირებისა და კოლაბორაციისთვის და ამ ჯგუფების
დაფიქსირება უცხოეთში. აღნიშნული მიმართულებების მიხედვით მეცნიერთა ერთიანი
რეესტრის შემუშავება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე 400 მეცნიერია და სია გაიზრდება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად
მიიღეს ,,ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ოფისის საქმიანობის ანგარიში.
გამოცხადებული ტექნიკური შესვენების შემდეგ, განახლდა გაერთიანებული კომიტეტის
სხდომა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,
ალექსანდრე წულაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა განათლების სფეროში ასოცირების
შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ
ვალდებულებათა შესრულების 2014-2024
წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები.
მომხსენებლის განცხადებით, სამინისტროს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის
შესრულების მონიტორინგის ანგარიშმა მაღალი შეფასება დაიმსახურა ევროპელი
ექსპერტების მხრიდან. ევროკომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმებით,
საქართველოში
დაიწყო
რეგიონული
მნიშვნელობის,
აღმოსავლეთ
პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა, ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსის
მშენებლობის სამუშაოები ლისის ტბის ტერიტორიაზე. სკოლას ყავს ექვსი პარტნიორი
ქვეყანა და ფუნქციონირებას დაიწყებს 2024 წლის შემოდგომიდან. ევროკავშირთან
საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებული თანამშრომლობის
მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პროფესიული განათლების მიმართულებით
არსებული
თანამშრომლობაც.
მომხსენებელმა
ამ
მიმართულებით
გამოყო
ორი
უმნიშვნელოვანესი პროექტი - პროფესიული განათლება და დასაქმება და უნარები
დასაქმებისთვის,
ორივე
მიმართულებით
მნიშვნელოვანი
პროგრესია
მიღწეული.
თანამშრომლობის შედეგად და სახელმწიფოს ძალისხმევით სამინისტროს მიერ შემუშავდა
და 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც შეიძლება შეფასდეს
როგორც გარდამტეხი ფაქტორი პროფესიული განათლების სფეროში. აღსანიშნავია, რომ
საქართველოს
უმაღლესი
განათლების
სისტემა
უახლოვდება ევროპის
უმაღლეს
საგანმანათლებლო სისტემას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების
ევროპულ
რეესტრში
დარეგისტრირდა
და
უმაღლესი
განათლების
ხარისხის
უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის სრულფასოვანი წევრი გახდა, რაც ნიშნავს იმას,
რომ დღეს საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის
სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების
ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და პრინციპებთან. პროგრესი მიღწეულია
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევის დაფინანსების სქემების
დიზაინისა და შეფასების პროცედურების ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების
ჩარჩოს პროგრამის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებითაც და ასევე,
ახალგაზრდობის პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. 2023
წელს საქართველო ევროპული ქსელის წევრი გახდა, ქსელში 40 ქვეყანაა ჩართული და ამ
ქვეყნების განათლების სისტემების შესახებ ინფორმაცია ერთიან ქსელშია შეყვანილი.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ცნობად
მიიღეს განათლების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ
ვალდებულებათა შესრულების 2014-2024
ვალდებულებების შესრულების გეგმები.
წლების
შედეგები
და
დარჩენილი
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა
მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ
კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშსა“ (№072/392; 31.05.2024) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-5809/23; 21.05.2024) და
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
ინფორმაცია
„ძირითადი
მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი
მიმართულებების შესახებ“ (№07-2/394; 31.05.2024).
მომხსენებლის
განცხადებით,
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს 2 მილიარდ 81 მილიონი ლარი აქვს ათვისებული და შესრულების
მაჩვენებელი 100,1%-ია. პროგრამების დონეზე, როგორც ზოგადი განათლების, ასევე,
პროფესიული,
უმაღლესი,
ინკლუზიური
განათლების,
მეცნიერებისა
და
ინფრასტრუქტურის მიმართულებით არის 100%-იანი შესრულების მაჩვენებელი გასული
წლის განმავლობაში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი დადებითად აფასებს
წარმოდგენილ დოკუმენტებს და შენიშვნები არ გააჩნია. „საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშსა“ (№07-2/392; 31.05.2024) და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-5809/23; 21.05.2024) და საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
ინფორმაცია
„ძირითადი
მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“
(№07-2/394; 31.05.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ჩაკვეტაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე