ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.06.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#[50ed]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 16
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა - 2024 წლის 17 ივნისი, 15:00 საათი ენგურჰესი : 1. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; 2. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2931?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა თარიღი 17 ივნისი 2024 15:00 2024 წლის 17 ივნისი, 15:00 საათი ენგურჰესი დღის წესრიგი 1. ენერგეტიკის ვალდებულებათა დარგში ასოცირების შესრულების შესახებ 2014-2024 შეთანხმებით წლების შედეგები გათვალისწინებულ და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/385; 24.04.2024) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გიორგი ხახუბიას, სალომე ჯინჯოლავას, სალომე ქურასბედიანის, გენრიეტა წიწავას, ეკა სეფაშვილის, ისკო დასენის, ანტონ ობოლაშვილის, გელა სამხარაულის, ელგუჯა გოცირიძის, გოჩა ენუქიძის, ნიკოლოზ სამხარაძის, დავით მათიკაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, გოდერძი 6/17/2024, 11:08 AM https://parliament.ge/print/announcement/2931?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 ჩანქსელიანის, ირაკლი ბერაიას, ხატია წილოსანის, ირაკლი ჩიქოვანის, მამუკა მდინარაძის, ბექა დავითულიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილის, ზაზა ლომინაძის, ბაია კვიციანის, ვიქტორ ჯაფარიძის, პაატა კვიჟინაძის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეზურნიშვილისა და ლევან ქარუმიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/405; 15.12.2023) (კომიტეტი წამყვანია, III მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი. 6/17/2024, 11:08 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N16 ენგურჰესი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 17 ივნისი, 2024 წელი სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გოჩა ენუქიძე, ელგუჯა გოცირიძე, გიორგი ხახუბია (ისკო დასენის უფლებამონაცვლე), ვიქტორ სანიკიძე (ირაკლი კირცხალიას უფლებამონაცვლე), ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ლევან ქარუმიძე (ბეჟან წაქაძის უფლებამონაცვლე) (სულ 10 წევრი). საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი: მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ლევან ქარუმიძე; სალომე ქურასბედიანი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი - ნინო წილოსანი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი გიორგი ხახუბია; საქართველოს პარლამენტის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, ბექა დავითულიანი, ლევან ქარუმიძე, ვიქტორ სანიკიძე. 1 მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი არველაძე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი - გიორგი ფანგანი; საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; მოწვეული სტუმრები: ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენლობა საქართველოში - ხელმძღვანელი - სალომე ჯანელიძე; საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი - გიორგი ტატიშვილი; საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სტრატეგიული დაგეგმვისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი - ნუგზარ დვალი; ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი - ლევან მოსახლიშვილი; ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ჯანო ნადარეიშვილი; საქრუსენერგოს გენერალური დირექტორი არჩილ ნიკოლაშვილი; საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია - თეიმურაზ გოჩიტაშვილი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროობა (სსე) - დირექტორთა საბჭოს წევრი - ზვიად გაჩეჩილაძე და პროექტის მენეჯერი - დავით უთმელიძე; სამეგრელოზემო სვანეთის გუბერნატორი - გიორგი გუგუჩია; სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - ნინო ვიბლიანი; ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - ლევან მებონია; ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი - ⁠გია ხუბუა; ენგურჰესის ფინანსური დირექტორი - ⁠ზვიად კილასონია; ენგურჰესის კომერციული დირექტორი -⁠ ირაკლი შენგელია; საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი - გიორგი ქათამაძე; შპს „ენგურჰესი“ - თამარ აბაკელია; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი - ⁠გივი სანიკიძე; ზურაბ არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; ანა გოგოლაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის უფროსი; მარიამ მძევაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; მარგალიტა არაბიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. 2 დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად განსახილველი საკითხი 1. ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ენერგეტიკის დარგში გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები. მომხსენებელი: გენადი არველაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/385; 24.04.2024). (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის) მომხსენებელი: გენადი არველაძე 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გიორგი ხახუბიას, სალომე ჯინჯოლავას, სალომე ქურასბედიანის, გენრიეტა წიწავას, ეკა სეფაშვილის, ისკო დასენის, ანტონ ობოლაშვილის, გელა სამხარაულის, ელგუჯა გოცირიძის, გოჩა ენუქიძის, ნიკოლოზ სამხარაძის, დავით მათიკაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, ირაკლი ბერაიას, ხატია წილოსანის, ირაკლი ჩიქოვანის, მამუკა მდინარაძის, ბექა დავითულიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილის, ზაზა ლომინაძის, ბაია კვიციანის, ვიქტორ ჯაფარიძის, პაატა კვიჟინაძის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეზურნიშვილისა და ლევან ქარუმიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№073/405; 15.12.2023). (კომიტეტი წამყვანია, III მოსმენისთვის) მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 3 მოისმინეს: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის მოხსენება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ენერგეტიკის დარგში გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებსა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე. მომხსენებელმა წარმოადგინა ანგარიში და აღნიშნა, რომ, 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ (შემდგომში „ასოცირების შეთანხმება“). საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 18 ივლისის №2495-რს დადგენილებით მოახდინა მისი რატიფიკაცია. 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება განახორციელოს ევროკავშირის სტანდარტების იმპლემენტაცია სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც დაყოფილია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ნავთობის, ნახშირწყალბადის რესურსების ძიება და მოპოვების, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ჯამში დასანერგი იყო ევროკავშირის 44 დირექტივა/რეგულაცია. მათ შორის:  ელექტროენერგეტიკის ნაწილში 4 დირექტივა/რეგულაცია  ბუნებრივი აირისა და ნავთობის ნაწილში 6 დირექტივა/რეგულაცია  განახლებადი ენერგიის/ენერგოეფექტურობის ნაწილში 34 დირექტივა/რეგულაცია ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განისაზღვრა, რომ თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში მოიცავს:  რეგიონულ ენერგეტიკულ საკითხებზე თანამშრომლობას;  საქართველოს გაწევრიანებას ენერგეტიკულ გაერთიანებაში;  ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას;  მიმზიდველი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას;  განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობას;  ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას;  კონკურენტული, გამჭვირვალე და ეფექტიანი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას;  ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ხელშეწყობას; 2017 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, რითაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაადასტურა ვალდებულება, მოახდინოს ეროვნული ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის დირექტივებთან და რეგულაციებთან. 4 მომხსენებელმა განხორციელებული რეფორმებიდან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პროგრესი განხორციელდა 2019-2020 წლებში, როდესაც ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველომ მიიღო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან (ე. წ. „მესამე ენერგეტიკული პაკეტი“) ჰარმონიზებული ენერგეტიკული კანონმდებლობა, კერძოდ:  კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ;  კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ;  კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ;  კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ;  კანონი ენერგოეტიკეტირების შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2020 წლამდე ენერგოეფექტურობის საკითხები კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა. ამ პროგრესის გათვალისწინებით, 2019 წლის ნოემბრისთვის საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების საერთო დონემ შეადგინა 25%. 2020 წლის ნოემბრისთვის საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების საერთო დონემ შეადგინა 36%, რომელიც მოიცავდა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აქტებს:  „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“;  „საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმა“ ;  „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესები“;  „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა“ - ე. წ. „პრემიალური ტარიფი“ . მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო ბაზრის ეტაპობრივი გახსნის პროცესი. დღემდე, საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან უკვე გათავისუფლდა 2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული 75 მეგავატამდე ჰიდროელექტროსადგურები. 2021 წლის პირველი ივლისიდან დაიწყო, ასევე, საბოლოო მომხმარებლების ბაზარზე გაყვანის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება, 2026 წლის პირველ ივლისამდე. ბუნებრივი გაზისა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წელს დამტკიცდა:  „ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფცია“;  „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმა“; 5  საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ნუსხა (გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებით უზრუნველყოფის პერიოდი). ამ პროგრესის გათვალისწინებით, 2020 წლის ნოემბრისთვის საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების საერთო დონემ შეადგინა 44,5%. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2022 წლიდან დაიწყო მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობა. კერძოდ, 2022 წელს გაფორმდა შეთანხმება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“, რომლის ფარგლებშიც, ხორციელდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კვლევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების ბაზარზე დაფუძნებული ახალი მხარდაჭერის სქემა, ე. წ. CfD მექანიზმი (აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში 2023-2024 წლებში უკვე ჩატარდა 2 სიმძლავრის აუქციონი, ჯამურად 1100 მგვტ სიმძლავრეზე). მომხსენებლის განმარტებით, 2022 წელს ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის ამოქმედდა ახალი ენერგეტიკული პაკეტი „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“, ე. წ. „მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი“, რომელიც დიდ აქცენტს აკეთებს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციაზე, ენერგოეფექტურობაზე, მომხმარებელთა გაძლიერებაზე და მდგრად და დეკარბონიზებულ ენერგეტიკულ სისტემაზე. 2023 წელს მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. კერძოდ, ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელსა (ENTSO-e) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის გაფორმდა „გამჭვირვალობის პლატფორმისთვის მონაცემთა მიწოდების შესახებ ხელშეკრულება“. ასევე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გახდა სერტიფიკატების გამცემ ორგანოთა შესაბამისი ასოციაციის დამკვირვებელი წევრი და დაიწყო ელექტროენერგიის წარმოშობის „მწვანე სერტიფიკატების“ გაცემა (2023 წელს გაიცა 6 029 079 „მწვანე სერტიფიკატი“, ხოლო 2024 წელს უკვე გაიცა 1 524 744 „მწვანე სერტიფიკატი“). მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიწყო მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი, რაც, სამომავლოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას ენერგეტიკის დარგში. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2014-2024 წლებში აშენდა 6 და ექსპლუატაციაში შევიდა 8 ქვესადგური და სხვადასხვა ელექტროგადამცემი, მათ შორის, ორჯაჭვა ხაზები და დაახლოებით 738 მგვტ გენერაციის ობიექტები, მათ შორის, 57 ჰიდრო და 1 ქარის ელექტროსადგური. 2024 წელს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალ მოდელთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს 2024 წლის პირველი ივლისისთვის მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე. ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 10 წლიანი პერიოდისათვის შეიმუშავებს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას და მისი დანართია ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა (NECP). ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმაში (NECP) განხილულია 2030 წლისთვის გეგმები და 2050 წლის ხედვები. დოკუმენტმა გაიარა დამტკიცებისთვის ყველა პროცედურა, მათ შორის მოსმენა კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე და 2024 წლის 24 ივნისის კვირაში დოკუმენტი მიღებული იქნება კენჭისყრით პარლამენტის მიერ. დოკუმენტებს ჩაუტარდათ არაერთი საჯარო განხილვა და მის შემუშავებაში იყო მაღალი ჩართულობა და თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას. ეს მიმართულებებია: დეკარბონიზაცია, კვლევები, ინოვაციები და კონკურენტუნარიანობა, შიდა ენერგეტიკული ბაზარი, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოეფექტურობა. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებიდან გამომდინარე, 2019-2020 წლებში დამტკიცდა და ამოქმედდა:  საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ (2012/27/EE დირექტივის შესაბამისად) - 28/05/2020;  საქართველოს კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ (2010/31/EE დირექტივის შესაბამისად) - 28/05/2020;  საქართველოს კანონი ენერგოეტიკეტირების შესახებ (2010/30/EE (+2017/1369 EU რეგულაცია) დირექტივის შესაბამისად) - 26/12/2019;  საქართველოს კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების (2009/28/EC დირექტივის შესაბამისად) – 20/12/2029. განახლებული დირექტივის ასახვის მიზნით, 2023 წელს მომზადდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: 7    „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონი; „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონი; „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა წახალისების შესახებ“ კანონი. და გამოყენების „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონის შესაბამისად 2022-2023 წლებში 15 კანონქვემდებარე აქტი დამტკიცდა. შემუშავებულია და უახლოეს მომავალში დამტკიცდება 4 კანონქვემდებარე აქტი. „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონის შესაბამისად 2021-2023 წლებში 4 კანონქვემდებარე აქტი დამტკიცდა. შემუშავებულია და უახლოეს მომავალში დამტკიცდება 7 კანონქვემდებარე აქტი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს EU/KFW, რომლის ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია: • ენერგოეფექტურობის სფეროში მოქმედი კანონებით განსაზღვრული შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება და ღონისძიებების განხორციელება; • ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღებული ენერგოდაზოგვების გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ჩამოყალიბება; • ენერგოაუდიტორთა პროფესიის შესწავლა; • შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტური გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების მიზნით, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება • კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება და სხვ. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ • მომზადებულია „შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის“ პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. • სერტიფიკატი ადგენს შენობის ენერგოეფექტურობის კლასს. • მომხმარებელს ექნება საშუალება, არჩევანი ენერგოეფექტურობის მაღალი კლასის მქონე შენობაზე გააკეთოს. „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან“ დაკავშირებით აღინიშნა, რომ მოთხოვნები ძალაში შევიდა 2023 წლის პირველი ივლისიდან. ამ ეტაპზე, წესი ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე. უკვე დარეგისტრირებულია 12 000-მდე დეკლარაცია, რაც რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ მინიმალური მოთხოვნების ამოქმედებამდე გადამზადება გაიარა დაახლოებით 500-მა არქიტექტორმა. გავლილი ტრენინგის შედეგად მათ 8 შეუძლიათ შესაბამისობის დეკლარაციის შევსება. გარდამავალი ეტაპის შემდგომ, „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები“ ასევე გავრცელდება მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში (რაც შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქციას გულისხმობს) ყველა არსებულ შენობასა და არსებული შენობის ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2019 წლის ბოლოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ენერგოეტიკეტირების შესახებ“. დასრულებულია ეტიკეტირების შესახებ 14 ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. ამჟამად რეგლამენტები გადიან კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო განხილვებს და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. ეკოდიზაინის ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ შედგენილია ეკოდიზაინის 9 ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც ადგენენ : • ენერგიის მომხმარებელი პროდუქტის მიმართ ეკო-დიზაინის მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ასეთი პროდუქტის შიდა ბაზარზე თავისუფალი მიმოქცევა. • უზრუნველყოფენ იმ მოთხოვნების დაწესებას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ენერგიის მომხმარებელი პროდუქტი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებიდან გამომდინარე, რათა ეს პროდუქტი განთავსდეს ბაზარზე ან/და გაიშვას ექსპლუატაციაში • რეგლამენტები ხელს უწყობენ ენერგოეფექტურობას, გარემოს დაცვასა და ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების გაზრდას. „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მასში მიმდინარეობს ცვლილებები ახალი დირექტივის (2018/2001/EC) შესაბამისად. მომზადებულია კანონში ცვლილების საბოლოო პროექტი. მიღებულია 8 კანონქვემდებარე აქტი. 2024-2025 წლებში შემუშავდება კანონქვემდებარე აქტები წარმოშობის სერტიფიკატების, ბიოსაწვავის/ბიოგაზის შესახებ. ცვლილება შედის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესთან დაკავშირებით. ელექტოენერგიის გარდა უფლებამოსილი უწყება შეძლებს წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას გაზზე და მათ შორის წყალბადზე. მომზადდა სხვადასხვა პროფესიებისთვის მომზადება/გადამზადების პროგრამები. კერძოდ, მომზადდა განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების 4 მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც გაიარა 91-მა მემონტაჟემ. ესენია: • მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი; • მზის თერმული სისტემების მონტაჟი; • ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი; 9 • ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი. მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დონორების ჩართულობით აქტიურად მუშაობს საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლის საკითხზე. დონორები არიან გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) და აზიის განვითარების ბანკი (ADB). შეიქმნა მწვანე წყალბადის კომიტეტი. ჩამოყალიბდა წყალბადის სტრატეგიის პირველადი ვერსია. მწვანე წყალბადის სამოქმედო გეგმისა და საგზაო რუკის მომზადებაზე პასუხისმგებელია აზიის განვითარების ბანკი. აღებული ვალდებულებების ფარგლებში მნიშვნელოვანი მიმართულებაა აგრეთვე, მწვანე ზრდის სტრატეგია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 2022 წლის ბოლოს, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, მოახდინა მწვანე ზრდის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიცირება. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ჩამოყალიბდა მწვანე ზრდის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის უწყებათაშორისი საბჭო და სამუშაო ჯგუფი. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ნინო წილოსანმა, ანა გოგოლაძემ, მარგალიტა არაბიძემ, გიორგი ფანგანმა, ზვიად გაჩეჩილაძემ, გელა სამხარაულმა, ზურაბ არველაძემ, გიორგი ხახუბიამ, ნუგზარ დვალმა, ⁠გივი სანიკიძემ, გიორგი გუგუჩიამ, სალომე ჯანელიძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა და წარმოდგენილი ანგარიში. ცნობად მიიღო მოისმინეს: 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. 10 მომხსენებელმა მეორე მოსმენის განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები სრულიად იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, კანონპროექტის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კანონის მე-191 მუხლის მე-18 ნაწილში წინადადებაში „თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, შეიცავს და რეალიზაციის შემდეგ“... სიტყვა „და“ შეიცვალა კავშირით - „ან/და“. შესაბამისად ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, შეიცავს ან/და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს სერიოზულ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ“. ასევე, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ კანონპროექტის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 22-ე ნაწილში, ისეთ სამართალდარღვევებზე, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს, შემცირდეს დადგენილების ჩაბარების ვადა და განისაზღვროს დარღვევის სიმძიმის გათვალისწინების შესაბამისად რელევანტური ვადით. ამასთან, კანონპროექტის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული კანონის 22-ე ნაწილი, მე-6 პუნქტით გათვალისწნებული კანონის 426-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 427-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს სააგენტოს დადგენილებების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ადრესატისთვის ჩაბარების წესს, მათ შორის, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, მიზანშეწონილია, კანონის პროექტით გათვალისწინებულ იქნეს, რომ საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის. 11 მოისმინეს: 3. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, გიორგი ხახუბიას, სალომე ჯინჯოლავას, სალომე ქურასბედიანის, გენრიეტა წიწავას, ეკა სეფაშვილის, ისკო დასენის, ანტონ ობოლაშვილის, გელა სამხარაულის, ელგუჯა გოცირიძის, გოჩა ენუქიძის, ნიკოლოზ სამხარაძის, დავით მათიკაშვილის, მიხეილ სარჯველაძის, გოდერძი ჩანქსელიანის, ირაკლი ბერაიას, ხატია წილოსანის, ირაკლი ჩიქოვანის, მამუკა მდინარაძის, ბექა დავითულიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძის, ლევან მგალობლიშვილის, ზაზა ლომინაძის, ბაია კვიციანის, ვიქტორ ჯაფარიძის, პაატა კვიჟინაძის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი მეზურნიშვილისა და ლევან ქარუმიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და სტაბილური ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტს წარმოადგენს. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი აქტიურად არის ჩართული ენერგეტიკის დარგის რეფორმებში და სისტემატურად მუშაობს იმისთვის, რომ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ენერგეტიკული გაერთიანებასთან თანამშრომლობით, დაინერგოს და განხორციელდეს ყველა ის მნიშვნელოვანი დებულება, რომელიც ასახულია ევროპულ კანონმდებლობაში. ენერგო სექტორში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით განისაზღვრება ის ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები და პრინციპები, რომლებიც ქვეყნის სამომავლო ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და იმავდროულად წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელ პრინციპს. ამასთან, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფცია კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს განახლებადი ენერგიების წარმოებისათვის. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ემატება 21 მუხლი, რომელიც ადგენს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრებს. კერძოდ, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. აღნიშნული კანონი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2030 წლის 31 დეკემბრიდან, ვინაიდან საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინაშე 12 აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, განსასაზღვრია სამიზნე მაჩვენებლები 2030 წლამდე და 2050 წლამდე ხედვით. კონკრეტული კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენით უკვე განხილულია. წარმოდგენილია მესამე მოსმენით განხილვისთვის. კანონპროექტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისთვის. დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 13