„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/404; 18/06/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4,
22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რკინიგზის სისტემაზე, რკინიგზის
სისტემაში მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის
გადაზიდვაზე და რკინიგზის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „ბილეთი“ − მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა
მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის
ვალდებულებას. ბილეთი წარმოადგენს მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულების დადების
ფაქტის დადასტურებას, მიუხედავად ბილეთის ფორმისა;“;
ბ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) „რკინიგზის სადგური“ – რკინიგზის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელზეც
სარკინიგზო მომსახურების გაწევა შეიძლება დაიწყოს, შეჩერდეს ან დასრულდეს და რომელიც
განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის
გადაზიდვის ორგანიზებისათვის;“;
გ) „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:
„რკინიგზის
სადგურის
მენეჯერი“
იურიდიული
პირი
ან
მისი
„ც1)
ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია რკინიგზის ერთი
ან მეტი სადგურის მართვაზე და რომელიც შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურის მენეჯერი;“;
დ) „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჯ1-ჯ7 ქვეპუნქტები:
„ჯ1) „ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი“ - იურიდიული პირი, ან მისი
ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი
შემადგენლობის მოვლა-შენახვაზე ან/და ტექნიკურ მომსახურებაზე;
ჯ2) „ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი“ - საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სარკინიგზო
უსაფრთხოების წესის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი;
ჯ3) „ტუროპერატორი“ - „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ტუროპერატორი;
ჯ4) „ბილეთების გამყიდველი“ - რკინიგზით მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული
მომსახურებით საცალო მოვაჭრე, რომელიც ყიდის ბილეთებს, მათ შორის პირდაპირი
მიმოსვლის ბილეთებს ერთ ან მეტ სარკინიგზო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების ან
სხვა შეთანხმების საფუძველზე;
ჯ5) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური,
ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან
ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ
და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
ჯ6) „გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი“ - ფიზიკური პირი, რომელიც არ არის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუმცა ნებისმიერი მიზეზით მისი გადაადგილება
შეზღუდულია და საჭიროებს სათანადო ყურადღებას, რათა სხვა მგზავრების მსგავსად
შეძლოს სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობა;
ჯ7) „დანიშნულების პუნქტი“ – მგზავრის ბილეთში მითითებული ჩამოსხდომის პუნქტი;
ვ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 61 მუხლის მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:
„5. სააგენტო ახორციელებს მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და
მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემაზე
უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის აღიარებასა და
მათ მონიტორინგს.
6. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დაწესებულებისგან ან/და იურიდიული პირისგან
გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.“.
4. 131 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 და 133 მუხლები:
„მუხლი 132. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ზედამხედველობა და მონიტორინგი
1. სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და
მონიტორინგს, მათ შორის ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით
გადაზიდვის შესრულებაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის წესი მტკიცდება
სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
3. გაეროს მიერ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო კლასიფიკაციის შესაბამისად I და VII
კლასის სახიფათო ტვირთების რკინიგზით გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია წინასწარი
წერილობითი შეტყობინების სახით, უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით
დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესაბამისად.
მუხლი 133. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი
1. ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს რკინიგზით სახიფათო
ტვირთის გადაზიდვას ან/და მის შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან/და
დახარისხებას, ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან მეტი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის
სპეციალისტი, გარდა საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტს უნდა გააჩნდეს სახიფათო ტვირთის
გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს სააგენტო.
3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი
სასწავლო კურსის გავლისა და სააგენტოში გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.
სერტიფიკატის მოქმედების ვადა შესაძლოა, ერთჯერადად გახანგრძლივდეს დამატებით 5
წლით, თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი სერტიფიკატის მოქმედების
ვადის გასვლამდე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ჩააბარებს გამოცდას.
5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების, გამოცდის ჩატარების,
სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მისი მოქმედების შეჩერებისა და
გაუქმების წესი და პირობები, აგრეთვე აღნიშნული სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება
სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის
სტატუსის აღიარების, ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები, რაც მათ
შორის მოიცავს შესაბამისი სასწავლო კურსის მიმართ მოთხოვნებს, მტკიცდება სააგენტოს
დირექტორის ნორმატიული აქტით.
7. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მის მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის
გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირება.
აღნიშნული ინსპექტირების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.“.
5. 37-ე მუხლის მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:
„9. მგზავრთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ბარგთან, ტვირთთან,
ტვირთ-ბარგთან და ფოსტასთან დაკავშირებული საკითხების, მგზავრთა რკინიგზით
გადაყვანაზე ზედამხედველობისა და სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვის წესის
რეგულირების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნორმატიული აქტით ამტკიცებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესს.“.
6. 37-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371-377 მუხლები:
„მუხლი 371. მგზავრთა დისკრიმინაციის აკრძალვა
1. სარკინიგზო ტრანსპორტით სარგებლობისას დაუშვებელია მგზავრთა დისკრიმინაცია.
2. სარკინიგზო საწარმოებმა, ბილეთების გამყიდველებმა ან ტუროპერატორებმა მოსახლეობას
უნდა შესთავაზონ სახელშეკრულებო პირობები და ტარიფები მგზავრის მოქალაქეობის ან
სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველის ან ტუროპერატორის დაფუძნების ადგილის
ნიშნით პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაციის გარეშე.
3. ეს მუხლი ასევე ვრცელდება სარკინიგზო საწარმოებსა და ბილეთების გამყიდველებზე
მგზავრებისგან ჯავშნების მიღებისას.
4. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში, განსაზღვრულ
სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შესაძლოა, დაუწესდეთ საშეღავათო პირობები.
მუხლი 372. მგზავრთა მიმართ შეზღუდვების დაწესების დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით მგზავრებთან
მიმართებით განსაზღვრული ვალდებულებებისგან გათავისუფლება მგზავრის გადაყვანის
ხელშეკრულებით. სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოიაზრებს
ამ კოდექსით ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მგზავრთა უფლებების
შეზღუდვას, მგზავრისათვის სავალდებულო არ არის.
2. სარკინიგზო საწარმოს, ტუროპერატორსა და ბილეთების გამყიდველს უფლება აქვს,
მგზავრებს შესთავაზოს სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც უფრო ხელსაყრელია
მგზავრისთვის, ვიდრე ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით
განსაზღვრული პირობები.
მუხლი 373. სამგზავრო ინფორმაცია
1. სარკინიგზო საწარმომ, ასევე ტუროპერატორმა, ბილეთების გამყიდველმა და რკინიგზის
სადგურის
მენეჯერმა,
რომელიც
მგზავრებს
სთავაზობს
მგზავრის
გადაყვანის
ხელშეკრულებებს ერთი ან მეტი სარკინიგზო საწარმოს სახელით, მგზავრს შეთავაზებული
ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეისების თაობაზე უნდა მიაწოდოს მგზავრთა
უფლებების
დაცვის
წესით
გათვალისწინებული
მგზავრობასთან
დაკავშირებული
ინფორმაცია.
2. მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს რეალურ დროში,
ისეთი ფორმით (მათ შორის, შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით), რაც
იძლევა საშუალებას, ადრესატის მიერ სრულად და ნათლად იქნას აღქმული მიწოდებული
ინფორმაცია.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სმენადაქვეითებული და
მხედველობაშეზღუდული პირების საჭიროებებს.
მუხლი 374. მატარებლის მოძრაობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა
1. ინფრასტრუქტურის მენეჯერმა მატარებლების განრიგთან დაკავშირებული მონაცემები
რეალურ დროში უნდა მიაწოდოს სარკინიგზო საწარმოებს, ბილეთების გამყიდველებს,
ტუროპერატორებსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერებს.
2. სარკინიგზო საწარმომ უნდა უზრუნველყოს სხვა სარკინიგზო საწარმო (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), ბილეთების გამყიდველი და ტუროპერატორი მგზავრთა უფლებების დაცვის
წესით გათვალისწინებული სამგზავრო და დაჯავშნის სისტემებთან დაკავშირებული
ინფორმაციით, ამავე წესის შესაბამისად.
მუხლი 375. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის
მქონე მგზავრთა სარკინიგზო მომსახურებით უზრუნველყოფა
1.
სარკინიგზო
საწარმომ
ან/და
რკინიგზის
სადგურის
მენეჯერმა
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრების
წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით, უნდა შეიმუშავოს მატარებლით მგზავრობის
არადისკრიმინაციული წესები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მათ შორის, მისი
დამხმარე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის გადაყვანისათვის.
2. სარკინიგზო საწარმომ და რკინიგზის სადგურის მენეჯერმა უნდა უზრუნველყონ, რომ
პერსონალი,
რომელიც
საკუთარი
ფუნქცია-მოვალეობების
შესრულების
ფარგლებში,
უშუალოდ უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების
შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის დახმარების გაწევას, გადიოდეს შეზღუდულ
შესაძლებლობებთან
დაკავშირებულ
სპეციალურ
სწავლებას
და
იცოდეს,
როგორ
უზრუნველყოს ასეთ პირთათვის სარკინიგზო გადაყვანის მომსახურების ხელმისაწვდომობა.
ასეთ სასწავლო კურსებს უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი და ემსახურებოდეს
პერსონალის მომზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და ცნობიერების გაზრდას
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე
პირების საჭიროებებთან მიმართებით.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე
მგზავრების უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დამატებითი
მოთხოვნები და წესები განისაზღვრება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით.
მუხლი 376. თანხის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა
1. თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია მგზავრის გადაყვანის
ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა 60 წუთით ან
მეტი დაგვიანებით, დაგვიანებული მომსახურების განმახორციელებელმა სარკინიგზო
საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მგზავრს შემდეგი უფლებებით სარგებლობა,
საიდანაც მგზავრი ირჩევს ერთ-ერთს:
ა) ბილეთის მთლიანი ღირებულების ანაზღაურება მგზავრობის იმ მონაკვეთზე ან
მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა და იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც
უკვე განხორციელდა, თუ ისინი აღარ ემსახურება მგზავრის თავდაპირველ მგზავრობის
გეგმას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს
გამგზავრების
პირველ
პუნქტში
დაბრუნების
მომსახურებით,
პირველივე
შესაძლებლობისთანავე;
ბ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად,
მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და პირველივე შესაძლებლობისთანავე;
გ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად,
მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და მგზავრისათვის მოსახერხებელ დროს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის, მიუხედავად იმისა,
მსგავსი სატრანსპორტო პირობებით მარშრუტის შეცვლა ხორციელდება დაგვიანებული
მომსახურების განმახორციელებელი სარკინიგზო საწარმოს თუ სხვა სარკინიგზო საწარმოს
მიერ, აღნიშნულმა არ უნდა წარმოშვას დამატებითი ხარჯები მგზავრისათვის. ეს მოთხოვნა
ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მარშრუტის შეცვლა მოიაზრებს მომსახურების
უფრო მაღალი კლასის მქონე ტრანსპორტისა და ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობების
გამოყენებას. სარკინიგზო საწარმოებმა უნდა მიმართონ გონივრულ ძალისხმევას დამატებითი
დაკავშირებული რეისების/გადაჯდომების თავიდან ასაცილებლად და უნდა უზრუნველყონ
რაც შეიძლება მცირე დროით დაგვიანება მგზავრობის მთლიანი დროის ფარგლებში.
მგზავრები არ უნდა განთავსდნენ უფრო დაბალი კლასის სატრანსპორტო საშუალებებში,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი საშუალებები მარშრუტის შეცვლის ერთადერთი
ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა უნდა
ანაზღაურდეს მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობითა და
სარკინიგზო საწარმოს მიერ დადგენილი წესით. თანხა, ასევე შესაძლებელია, ანაზღაურდეს
ვაუჩერის სახით ან/და სხვა სარკინიგზო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების
მიწოდებით, იმ პირობით, თუ ამ ვაუჩერთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული
პირობები საკმარისად მოქნილია მოქმედების ვადასა და დანიშნულების პუნქტთან
მიმართებით და მგზავრი თანახმაა, მიიღოს ეს ვაუჩერი ან/და მომსახურება.
მუხლი 377. კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისათვის
1. მგზავრი, მგზავრობის უფლების შენარჩუნებით, უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია
სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისათვის, თუ ის იგვიანებს ბილეთზე
მითითებული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას და
ბილეთში გადახდილი თანხა ანაზღაურებული არ არის ამ კოდექსის 376 მუხლის შესაბამისად.
დაგვიანებისათვის გათვალისწინებული მინიმალური კომპენსაცია შეადგენს:
ა) ბილეთის ღირებულების 25 %-ს 60-დან 120 წუთამდე დაგვიანებისათვის;
ბ) ბილეთის ღირებულების 50 %-ს 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილი ასევე ვრცელდება სააბონემენტო ბარათის ან სეზონური
ბილეთის მფლობელ მგზავრებზე. თუ მგზავრი აწყდება განმეორებითი დაგვიანების ან
მომსახურების გაუქმების შემთხვევებს სააბონემენტო ბარათის ან სეზონური ბილეთის
მოქმედების ვადის განმავლობაში, ის უფლებამოსილია, მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია
სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების შესაბამისად, რომელიც უნდა ადგენდეს
დაგვიანების განსაზღვრისა და კომპენსაციის გაანგარიშების კრიტერიუმებს. თუ 60 წუთზე
ნაკლები ხანგრძლივობის დაგვიანების შემთხვევები განმეორებით ხდება სააბონემენტო
ბარათის
ან
სეზონური
ბილეთის
მოქმედების
შემთხვევების
აღრიცხვა
შესაძლებელია
ვადის
განმავლობაში,
კუმულაციურად,
ხოლო
დაგვიანების
მგზავრებისათვის
კომპენსაციის გადახდა შესაძლებელია სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების
შესაბამისად.
3. კომპენსაცია დაგვიანებისათვის გაანგარიშდება მგზავრის მიერ გადახდილი ბილეთის
ღირებულების მთლიანი ოდენობით. თუ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულება ეხება
ორმხრივ მგზავრობას, კომპენსაცია მიმავალი ან უკან დასაბრუნებელი რეისის
დაგვიანებისათვის გაანგარიშდება ბილეთზე მითითებული მგზავრობის ამ კონკრეტული
ნაწილის ღირებულების ოდენობით. თუ ცალკეული ნაწილების ღირებულება მითითებული
არ არის, კომპენსაცია გაანგარიშდება ბილეთისათვის გადახდილი ღირებულების თანხის
ნახევარი
ოდენობით.
დაგვიანებული
მომსახურების
ღირებულება,
რომელიც
გათვალისწინებულია მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა
ფორმით და უფლებას აძლევს მგზავრს, იმგზავროს ორ ან მეტ თანმიმდევრულ მონაკვეთზე,
მთლიანი ღირებულების ოდენობის პროპორციულად გაანგარიშდება.
4. კომპენსაცია ბილეთის ღირებულებისათვის გადახდილ უნდა იქნეს კომპენსაციის
მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღის ვადაში. კომპენსაცია მოთხოვნილ უნდა იქნეს
დაგვიანებული ან გაუქმებული რეისის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 10 დღის
ვადაში. კომპენსაცია ასევე შესაძლებელია, ანაზღაურდეს ვაუჩერის სახით ან/და სხვა
სარკინიგზო
გადაყვანასთან
დაკავშირებული
მომსახურების
მიწოდებით,
მგზავრის
თანხმობის შემთხვევაში.
5. სარკინიგზო საწარმოს უფლება აქვს, დააწესოს მინიმალური ზღვარი, რომელიც აღემატება
ამ მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას.
6. მგზავრებს არ აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება, თუ ისინი ინფორმირებული არიან
დაგვიანების შესახებ ბილეთის შეძენამდე ან თუ სხვა მომსახურების ფარგლებში მგზავრობის
გაგრძელებით ან მარშრუტის შეცვლით გამოწვეული დაგვიანების ხანგრძლივობა 60 წუთზე
ნაკლებია.
7. სარკინიგზო საწარმო ვალდებული არ არის გადაიხადოს კომპენსაცია, თუ მგზავრის
გადაყვანის ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლის
დაგვიანება, მომსახურების შეწყვეტა ან მგზავრის გადასხდომის დაგვიანება გამოწვეულია
ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:
ა) საგანგებო გარემოებები, რომლებიც არ უკავშირდება უშუალოდ რკინიგზის საქმიანობას,
მათ შორის მეტეოროლოგიური პირობები, სტიქიური მოვლენები, ეპიდემია და სხვა, თუ
აღნიშნული პირდაპირ გავლენას ახდენს შესაბამისი მომსახურების შესრულებაზე და რომლის
თავიდან აცილება ან შედეგების პრევენცია სარკინიგზო საწარმოს არ შეეძლო, მიუხედავად
მოცემული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით მიმართული საჭირო
ძალისხმევისა;
ბ) მგზავრის ბრალით;
გ)
მესამე
პირის
ქმედება,
როგორიცაა
ლიანდაგზე
მყოფი
ადამიანები,
ელექტროგაყვანილობების ქურდობა, საგანგებო სიტუაცია ბორტზე, სამართალდამცავი
ორგანოების ღონისძიებები, საბოტაჟი, ტერორიზმი ან სხვა, თუ აღნიშნული პირდაპირ
გავლენას ახდენს შესაბამისი მომსახურების შესრულებაზე და რომლის თავიდან აცილება ან
შედეგების პრევენცია სარკინიგზო საწარმოს არ შეეძლო, მიუხედავად მოცემული შემთხვევის
თავისებურების გათვალისწინებით მიმართული საჭირო ძალისხმევისა.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არ მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა
სარკინიგზო საწარმოს პერსონალის გაფიცვა, იმავე სარკინიგზო ინფრასტრუქტურით
მოსარგებლე სხვა საწარმოს ქმედება ან უმოქმედობა ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან
რკინიგზის სადგურის მენეჯერის მოქმედება ან უმოქმედობა.
9. სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანების შემთხვევაში დამატებითი
მოთხოვნები და ვალდებულებები განისაზღვრება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის
წესით.“.
7. 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მგზავრობის საფასური მგზავრს ასევე მთლიანად უბრუნდება ავადმყოფობის ან ბილეთში
აღნიშნული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და მის ნაცვლად შეთავაზებული
სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.“.
8. 42-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 421-422 მუხლები:
„მუხლი 421. რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობა
1. რკინიგზის ბილეთების რეალიზაციისას, სარკინიგზო საწარმომ, რკინიგზის სადგურის
მენეჯერმა, ბილეთების გამყიდველმა და ტუროპერატორმა მგზავრებს უნდა მიაწოდონ
ზოგადი ინფორმაცია ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით
გათვალისწინებული მათი უფლებებისა (მათ შორის საჩივრის წარდგენის უფლება) და
ვალდებულებების შესახებ. ამ ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება
ხორციელდება სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფორმით, ვებგვერდზე
გამოქვეყნების გზით. მათ უნდა დააკონკრეტონ, სად შეიძლება ასეთი ინფორმაციის მიღება
მომსახურების გაუქმების, მგზავრის მიერ გადასხდომაზე დაგვიანების
ან ხანგრძლივი
დაგვიანების შემთხვევაში.
2. მგზავრს უფლება აქვს მოთხოვნის უფლების წარმომშობი შემთხვევის დადგომიდან 3 თვის
ვადაში საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს ამ
კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით განსაზღვრულ მათ
პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით. სარკინიგზო საწარმო ან
რკინიგზის სადგურის მენეჯერი საჩივარს განიხილავს 1 თვის ვადაში.
3. ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მგზავრთა უფლებების დაცვაზე
ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. ამ სფეროში სააგენტოს საქმიანობის ძირითადი
მიმართულებებია:
ა) მგზავრთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
ბ) მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა;
გ) რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების შემოწმება (ინსპექტირება).
4. თუ სააგენტო გამოავლენს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევას, იგი
უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად
რამდენიმე:
ა) მოითხოვოს დარღვევისა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული
ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება;
ბ) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია პირს მის მიერ რკინიგზის
მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში;
გ) სამართალდამრღვევს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება
სავალდებულოა და მისი შესრულება უნდა მოხდეს სააგენტოს მიერ მითითებულ ვადაში.
6. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი
უფლებამოსილია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიიღოს
გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სარკინიგზო
საწარმოსთვის ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერისთვის ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.“.
მუხლი 422. სააგენტოს მიერ საჩივრის განხილვა
1. სააგენტო ვალდებულია განიხილოს მგზავრის საჩივარი რკინიგზის მგზავრთა უფლებების
დაცვის წესის დარღვევასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. სააგენტო უფლებამოსილია მგზავრის საჩივართან დაკავშირებული გარემოებების
შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს შემოწმება. სარკინიგზო საწარმო,
ინფრასტრუქტურის მენეჯერი, რკინიგზის სადგურის მენეჯერი, ბილეთების გამყიდველი და
ტუროპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს მას შესაბამისი
მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, ასევე უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილ
თანამშრომელთა დაშვება შესაბამის ინფრასტრუქტურასთან.
3. სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
სააგენტოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.
4. სააგენტო უფლებამოსილია, საჩივრის განხილვისას, გონივრული ვადით შეაჩეროს
შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის
გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს საჩივრის წარმდგენ პირს. საჩივრის
განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. საქმის წარმოების შეჩერების
პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში.“.
9. 59-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 მუხლი:
„მუხლი 591. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი
1. თითოეული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების სარკინიგზო ქსელში გამოყენებამდე,
უნდა განისაზღვროს მის ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უნდა
ფლობდეს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს.
2. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო
სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა. სააგენტო ასევე უფლებამოსილია უსაფრთხოების წესის შესაბამისად, განაახლოს,
შეაჩეროს ან გააუქმოს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი.
3. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს იმ სარკინიგზო
სატრანსპორტო საშუალებების, რომელთა მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასაც
ახორციელებს, მოძრაობისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა.
4.
სარკინიგზო
უსაფრთხოების
წესით
განისაზღვრება
ტექნიკურ
მომსახურებაზე
პასუხისმგებელი პირის მიერ ფუნქციების დელეგირებისა და მისგან საგამონაკლისო
შემთხვევები.
5. სააგენტო ახორციელებს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის ინსპექტირებას,
მონიტორინგსა და ზედამხედველობას სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკურ
მომსახურებაზე
პასუხისმგებელი
პირის
ინსპექტირების,
მონიტორინგისა
და
ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს
უნდა მიეცეს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ ინფორმაციასთან,
შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების
უფლება.
7. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სავალდებულო სერტიფიცირების, მათ
შორის მისგან საგამონაკლისო შემთხვევები განისაზღვრება სარკინიგზო უსაფრთხოების
წესით.
8. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება
სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.
10. 64-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უსაფრთხოების სერტიფიკატის, ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის
სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების დამტკიცება;“.
ბ) მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო
დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის წესის
დამტკიცება;“.
გ) მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“-„მ“ ქვეპუნქტები:
„თ) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის შესრულებაზე ზედამხედველობისა და
მონიტორინგის წესის დამტკიცება;
ი) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების, გამოცდის ჩატარების,
სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მისი მოქმედების შეჩერებისა და
გაუქმების წესის, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის
სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება;
კ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის
სტატუსის აღიარების, ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების
დამტკიცება;
ლ) სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების
განმახორციელებელი პირის ინსპექტირების წესის დამტკიცება;
მ) ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და
ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცება.“.
დ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2025 წლის 1
ოქტომბრამდე უზრუნველყოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცება.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2-მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-5-მე-8 ნაწილები ამოქმედდეს 2026 წლის 1
იანვრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების
(შემდგომ – ასოცირების შეთანხმება) თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება,
თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. კერძოდ,
ასოცირების შეთანხმების 293-ე მუხლის თანახმად მხარეთა შორის თანამშრომლობის
სფეროები მათ შორის მოიცავს დარგობრივი სტრატეგიების განვითარებას საგზაო,
სარკინიგზო,
საავიაციო,
დაკავშირებული
საზღვაო
ეროვნული
ტრანსპორტსა
სატრანსპორტო
და
პოლიტიკის
ინტერმოდალურობასთან
ჭრილში,
ტექნიკურ
აღჭურვილობასა
და
სატრანსპორტო
პარკების
განახლებასთან
დაკავშირებული
სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით, ასოცირების შეთანხმების XXIV დანართში
განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ხოლო 296-ე მუხლის თანახმად,
საქართველო
ვალდებულია
მოახდინოს
ეროვნული
კანონმდებლობის
დაახლოება
ასოცირების შეთანხმების XXIV დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო
აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების
დებულებების შესაბამისად. ასოცირების შესახებ შეთანხმების XXIV დანართით
საქართველოსთვის განსაზღვრულია ვალდებულება მოახდინოს თავისი კანონმდებლობის
დაახლოება 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 1371/2007
რეგულაციასთან (EC)
რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ,
რომელიც გაუქმებულ იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის (EU)
2021/782 რეგულაციით რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და
2004 წლის 29 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/49/EC დირექტივასთან
გაერთიანების
რკინიგზების
უსაფრთხოების
შესახებ,
რომელიც
გაუქმებულ
იქნა
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის (EU) 2016/798 დირექტივით რკინიგზის
უსაფრთხოების
შესახებ.
შესაბამისად,
წარმოდგენილი
კანონპროექტით
ეროვნული
კანონმდებლობა უახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ ახალ
სტანდარტებს, რაც გათვალისწინებულია (EU) 2021/782 რეგულაციითა და (EU) 2016/798
დირექტივით.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი ნაწილობრივ აწესრიგებს მგზავრთა გადაყვანასთან
დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს, მათ შორის მათ უფლება-მოვალეობებს. მიუხედავად
ამისა, რჩება მგზავრთა უფლებებთან და მათ ეფექტურ დაცვასთან დაკავშირებული
ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა მოწესრიგებაც საჭიროა საკანონმდებლო
დონეზე. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის
და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთათვის სათანადო გარანტიების შექმნა
და შესაბამისი მექანიზმების დანერგვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი, როგორც
რკინიგზის მგზავრთა უფლებები, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება სარკინიგზო
გადაყვანის მომსახურებით სრულფასოვანი სარგებლობა. ასევე მნიშვნელოვანია,
განისაზღვროს მგზავრთა უფლებების დაცვაზე საზედამხედველო ორგანო, რომელიც
განახორციელებს
მონიტორინგს
და
განიხილავს
მგზავრთა
უფლებების
დაცვასთან
დაკავშირებული წესების დარღვევის საკითხებს.
საქართველოს
სარკინიგზო
კოდექსი
არ
ითვალისწინებს
ტექნიკურ
მომსახურებაზე
პასუხისმგებელი პირის ცნებას და შესაბამისად, არ არეგულირებს ასეთი პირის საქმიანობასა
და მის პასუხისმგებლობებს მაშინ, როცა ასეთი სუბიექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ
სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე, არ არსებობს ტექნიკურ
მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული შესაბამისი
საკანონმდებლო საფუძველი, რაც ასევე მოწესრიგებას საჭიროებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, მემანქანეთა სერტიფიცირებისა და მათთვის მართვის
მოწმობების გაცემის სისტემის დანერგვის ფარგლებში მნიშვნელოვანია, მემანქანეთა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა
და უფლებამოსილი ექიმის აღიარებისა და მონიტორინგის საკითხის მოწესრიგება და
ამისათვის შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების განსაზღვრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების მიზანია რკინიგზის მგზავრის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული
საკითხების რეგულირება საკანონმდებლო დონეზე და სათანადო მექანიზმების შექმნა
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად.
სარკინიგზო უსაფრთხოებისათვის, მნიშვნელოვანია სარკინიგზო კოდექსში შემოვიდეს
ტექნიკურ
მომსახურებაზე
პასუხისმგებელი
პირის
ცნება,
განისაზღვროს
მისი
პასუხისმგებლობა და დაწესდეს სავალდებულო სერტიფიცირების მექანიზმი.
მემანქანეთა სერტიფიცირებისა და მათთვის მართვის მოწმობების გაცემის სისტემის
დანერგვის ფარგლებში მნიშვნელოვანია, მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა)
გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის
აღიარებისა
და
მონიტორინგის
საკითხის
მოწესრიგება
და
ამისათვის
შესაბამისი
საკანონმდებლო საფუძვლების განსაზღვრა.
სარკინიგზო სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სახიფათო ტვირთის
რკინიგზით
გადაზიდვის
საკითხი,
რაზეც
კოდექსი
არ
განსაზღვრავს
შესაბამის
საზედამხედველო ორგანოს და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის
ვალდებულებას. აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას ითვალისწინებს წარმოდგენილი
კანონპროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო
საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. კანონპროექტი ხელს შეუწყობს რკინიგზის
სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ
განხორციელებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
აღნიშნული კანონპროექტით ხორციელდება ცვლილებები საქართველოს სარკინიგზო
კოდექსში. კერძოდ, ზუსტდება რა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მოქმედების
ფარგლები, ცვლილება შედის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილში და კონკრეტდება,
რომ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რკინიგზის სისტემაზე და რკინიგზის
სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
კანონპროექტით იცვლება რკინიგზის სადგურის განმარტება და ასევე, განისაზღვრება ისეთი
ახალი ტერმინები, როგორიცაა ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, ტექნიკურ
მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი, ტუროპერატორი, ბილეთების
გამყიდველი, დანიშნულების პუნქტი და სხვა.
კანონპროექტით
განისაზღვრება
სახიფათო
ტვირთის
რკინიგზით
გადაზიდვაზე
ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი და საქართველოს მთავრობის ნორმატიული
აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე
ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილად განისაზღვრება საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. აღნიშნულთან ერთად, ჩნდება სახიფათო ტვირთის
გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და წესრიგდება აღნიშნული პირის
სერტიფიცირების საკითხი. ამასთან, განისაზღვრება სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის
სააგენტოს ფუნქციები სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტთან მიმართებით, რაც
ასევე, დამატებით უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
კანონპროექტი უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო
საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას და მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს
რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით. კერძოდ, კანონი პირდაპირ ადგენს, რომ
სარკინიგზო ტრანსპორტით სარგებლობისას, დაუშვებელია მგზავრთა დისკრიმინაცია.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელია ამ კოდექსითა და საქართველოს
კანონმდებლობით მგზავრებთან მიმართებით განსაზღვრული ვალდებულებების შეზღუდვა
ან მათგან გათავისუფლება, კერძოდ, მგზავრის რკინიგზით გადაყვანის ხელშეკრულებაში
დაშვებული გამონაკლისით ან მისი შემზღუდავი პირობით.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის კუთხით, რასაც
კანონპროექტი
აწესრიგებს,
წარმოადგენს
ერთი
მხრივ,
მგზავრთა
ინფორმირება
მგზავრობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე და მეორე მხრივ, ინფორმაციის მიმოცვლა
ინფრასტრუქტურის
მენეჯერს,
სარკინიგზო
საწარმოს,
ბილეთების
გამყიდველს,
ტუროპერატორსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერს შორის, რათა დროულად იქნას
უზრუნველყოფილი არსებული ინფორმაციის განახლება და თავის მხრივ, მგზავრთათვის
ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
კანონპროექტის შესაბამისად, სარკინიგზო კოდექსით განისაზღვრება მნიშვნელოვანი
გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის
მქონე პირების გადაყვანისათვის. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სარკინიგზო
საწარმოებისა
და
რკინიგზის
სადგურის
მენეჯერის
ვალდებულება,
უზრუნველყონ
შესაბამისი პერსონალის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სპეციალური
სწავლება.
კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს მგზავრის უფლებებსა და გარანტიებს იმ
შემთხვევაში, თუ გადაყვანის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანიშნულების პუნქტში
ჩასვლა დაიგვიანებს. კანონი ასევე, დეტალურად აწესრიგებს კომპენსაციის გაანგარიშების
წესს დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანების შემთხვევაში.
კანონპროექტით, მგზავრს წარმოეშობა უფლება, საჩივრით მიმართოს სსიპ - სარკინიგზო
ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ, თუ გამოავლენს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას,
უფლებამოსილია,
შეადგინოს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და სამართალდამრღვევს
დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მგზავრს ასევე, უფლება აქვს საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის
სადგურის მენეჯერს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით
განსაზღვრულ მათ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით.
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
ერთ-ერთ
მნიშვნელოვან
სიახლეს
წარმოადგენს
ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი. კერძოდ, თითოეული სატრანსპორტო
საშუალების სარკინიგზო ქსელში გამოყენებამდე, უნდა განისაზღვროს მის ტექნიკურ
მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უნდა ფლობდეს ტექნიკურ მომსახურებაზე
პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის
სერტიფიკატს
გასცემს
სსიპ
-
სარკინიგზო
ტრანსპორტის
სააგენტო
სარკინიგზო
უსაფრთხოების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ტექნიკურ
მომსახურებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს იმ სარკინიგზო
სატრანსპორტო საშუალებების, რომელთა მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასაც
ახორციელებს, მოძრაობისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა.
კანონპროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი სიახლის თანახმად, სსიპ - სარკინიგზო
ტრანსპორტის სააგენტო აღიარებს მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და
მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემაზე
უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებასა და უფლებამოსილ ექიმს და განახორციელებს
მათ
მონიტორინგს.
აღნიშნული
საკითხი
მნიშვნელოვანია,
რადგან
ევროკავშირის
სამართლისა და საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, მემანქანეთა პირველადი თუ პერიოდული
სამედიცინო შემოწმება ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მემანქანეთა
მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის გასაცემად და შემდგომ, ამ დოკუმენტების
იურიდიული ძალის შესანარჩუნებლად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან. ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი
შეესაბამება
დამტკიცების
შესახებ“
„ხედვა
2030
საქართველოს
საქართველოს
მთავრობის
2022
განვითარების
წლის
3
სტრატეგიის
ნოემბრის
№517
დადგენილებით დამტკიცებულ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიას“,
რომლის თანახმად, გაგრძელდება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირისაქართველოს
ასოცირების
შეთანხმებით
გათვალისწინებული
დირექტივებისა
და
რეგულაციების ეფექტიანად დანერგვა და შესრულება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2-მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, რაც უზრუნველყოფს კოდექსის მოქმედების სფეროს დაზუსტებას და
ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
დამტკიცებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებების ამოქმედებას.
2025 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის
თანახმადაც, სააგენტო განახორციელებს მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა)
გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის
აღიარებასა და მათ მონიტორინგს. ამასთან, გაკეთდება ზოგადი დათქმა, რომ სააგენტო
უფლებამოსილია
ნებისმიერი
დაწესებულებისგან
ან/და
იურიდიული
პირისგან
გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
რაც შეეხება რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საკითხს, მისი მასშტაბური
ხასიათიდან
გამომდინარე,
საჭიროა
გარდამავალი
პერიოდის
დაწესება,
რათა
უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ღონისძიებები. შესაბამისად, კანონის პირველი მუხლის
მე-4 ნაწილიც ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა.
ანალოგიურ საკითხს წარმოადგენს მგზავრთა უფლებებთან დაკავშირებული დებულებებით
გათვალისწინებული საკითხები, რაც დამატებით მოსამზადებელ სამუშაოებს საჭიროებს.
შესაბამისად, კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-5-მე-8 ნაწილები ამოქმედდება 2026 წლის
1 იანვრიდან.
2025 წლის 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში კანონპროექტის პირველი მუხლის მე-9 ნაწილი,
რომელიც ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს უკავშირდება.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა,
საწყის ეტაპზე, 2025 წელს, სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
ასიგნებები, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, 2026-2028 წლებში, როგორც სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები, ისე სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს მიერ, მომსახურების საფასურის სანაცვლოდ, მოხდება
უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებებისა და უფლებამოსილი ექიმების აღიარება,
რომელთაც უფლება ექნებათ განახორციელონ მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შეფასება. შესაბამისად, კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს სააგენტოს საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებს მოუწევთ აღიარების
მომსახურების საფასურის გადახდა, აღნიშნული თანხა კი აისახება სააგენტოს საკუთარ
შემოსავლებში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი სამედიცინო
დაწესებულება მიმართვას სააგენტოს აღიარებისათვის. სააგენტოს მიერ მომსახურების
გაწევის სახეები, საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან
გათავისუფლებისა
და
გადახდილი
საფასურების
დაბრუნების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს მიერ ხდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის
სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება, ამ სტატუსის
შეჩერება და გაუქმება, შესაბამისი მომსახურების საფასურის სანაცვლოდ. აღნიშნული
გავლენას მოახდენს სააგენტოს საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მომსახურების საფასური
აისახება სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
იმაზე თუ რამდენი პირი მოითხოვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის
სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარებას და გადაიხდის შესაბამისი
მომსახურების საფასურს. აგრეთვე, კანონპროექტის შესაბამისად, სახიფათო ტვირთის
გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოში გამოცდის ჩაბარების
საფუძველზე, რომლისთვისაც დადგინდება შესაბამისი საფასური. აღნიშნული გავლენას
მოახდენს სააგენტოს საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მომსახურების საფასური აისახება
სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ
რამდენ პირს ექნება გამოცდის ჩაბარების სურვილი და გადაიხდის გამოცდის ჩაბარების
საფასურს. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურების განაკვეთები,
საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების
დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანებით.
კანონპროექტის
თანახმად,
სამართალდარღვევას,
იგი
თუ
სააგენტო
გამოავლენს
ადმინისტრაციულ
უფლებამოსილია,
შეადგინოს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი და მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად სარკინიგზო საწარმოსთვის ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერისთვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. აღნიშნული გავლენას ახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე,
ვინაიდან
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შედეგად დაკისრებული ჯარიმის თანხა ირიცხება სახელმწიფო
ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის შედეგად
დაკისრებული ჯარიმის რაოდენობასა და ოდენობაზე.
კანონპროექტის მიხედვით, ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს მოუწევს
ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოპოვება, რომელსაც
გასცემს სააგენტო. მომსახურების სანაცვლოდ, სააგენტო უფლებამოსილი იქნება მიიღოს
შესაბამისი საფასური, რომელიც აისახება სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი მოითხოვს ტექნიკურ
მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს. სააგენტოს მიერ მომსახურების
გაწევის სახეები, საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან
გათავისუფლებისა
და
გადახდილი
საფასურების
დაბრუნების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს
რკინიგზით
სახიფათო
ტვირთის
გადაზიდვას
ან/და
მის
შეფუთვას,
დატვირთვას,
გადმოტვირთვას ან დახარისხებას, ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან მეტი სახიფათო ტვირთის
გადაზიდვის სპეციალისტი. აღნიშნული გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან სპეციალისტი გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს.
გავლენის
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
სპეციალისტების
რაოდენობასა
და
ანაზღაურებაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, სააგენტო განახორციელებს აღიარებული უფლებამოსილი
სამედიცინო დაწესებულებებისა და უფლებამოსილი ექიმის მონიტორინგს. მონიტორინგი
გულისხმობს აღიარებული სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის
პერიოდულ მონიტორინგს, მათ შორის, მემანქანეთა სამედიცინო შემოწმების საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. მონიტორინგი განხორციელდება
სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯებით, სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ან სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და არ
საჭიროებს დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.
კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სააგენტო განახორციელებს საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის
შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს. ზედამხედველობა და მონიტორინგი
განხორციელდება სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯებით, სააგენტოსთვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში
ან
სააგენტოს
საკუთარი
შემოსავლებიდან და არ საჭიროებს დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.
კანონპროექტის თანახმად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი
გაიცემა სააგენტოში გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. აგრეთვე, სააგენტო უფლებამოსილია
განახორციელოს მის მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის
სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირება. გამოცდის ჩატარება და ინსპექტირება
განხორციელდება სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯებით, სააგენტოსთვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ან საკუთარი შემოსავლებიდან და არ
საჭიროებს დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.
კანონპროექტის
თანახმად,
სამართალდარღვევას,
იგი
თუ
სააგენტო
გამოავლენს
ადმინისტრაციულ
უფლებამოსილია,
შეადგინოს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი და მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად სარკინიგზო საწარმოსთვის ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერისთვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება
განხორციელდება სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯებით, სააგენტოსთვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ან სააგენტოს საკუთარი
შემოსავლებიდან და არ საჭიროებს დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.
კანონპროექტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია განიხილოს მგზავრის განცხადება
რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევასთან დაკავშირებით და
გამოიყენოს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ღონისძიებები.
აღნიშნული უფლებამოსილება განხორციელდება სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯებით,
სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ან
სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და არ საჭიროებს დამატებითი საბიუჯეტო სახსრების
გამოყოფას.
კანონპროექტის
პასუხისმგებელი
ინსპექტირება,
თანახმად,
სააგენტო
ახორციელებს
ტექნიკურ
მომსახურებაზე
პირის
ინსპექტირებას,
მონიტორინგსა
და
ზედამხედველობას.
მონიტორინგი
და
ზედამხედველობა
განხორციელდება
სააგენტოს
ადმინისტრაციული ხარჯებით, სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში ან სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და არ საჭიროებს
დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს
რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვას ან/და მის შეფუთვას, დატვირთვას,
გადმოტვირთვას ან/და დახარისხებას, ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან მეტი სახიფათო
ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი. აღნიშნული პირის საპენსიო სქემაში ჩართვას გავლენა
ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით განისაზღვრება ტერმინი „რკინიგზის სადგურის მენეჯერი“. დღეის
მდგომარეობით, „რკინიგზის სადგურის მენეჯერის“ ფუნქციებს ასრულებენ სს „საქართველოს
რკინიგზის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. კანონპროექტს რკინიგზის სადგურის
მენეჯერზე არ ექნება ფინანსური გავლენა.
კანონპროექტი ითვალისწინებს, სააგენტოს მიერ, მომსახურების საფასურის სანაცვლოდ,
უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებებისა და უფლებამოსილი ექიმის აღიარებას,
რომელთაც უფლება ექნებათ განახორციელონ მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შეფასება და გასცენ მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV100/ა). შესაბამისად,
დაწესებულებებზე,
კანონპროექტი
რომელთაც
ფინანსურ
სურთ
გავლენას
აღიარების
მოახდენს
მიღება.
გარდა
იმ
სამედიცინო
ამისა,
პროექტი
ითვალისწინებს მემანქანეების მიერ მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ცნობის (ფორმა №IV-100/ა) აღების ვალდებულებას, რომლის ხარჯსაც გასწევს მემანქანე,
თუმცა შესაძლებელია, სურვილის შემთხვევაში, მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) აღების ხარჯები დაფაროს მემანქანის დამსაქმებელმა.
შესაბამისად, პროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს პირზე, რომელსაც სურს აიღოს
მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა). სააგენტოს მიერ
მომსახურების გაწევის სახეები, საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი
გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანებით.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს
რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვას ან/და მის შეფუთვას, დატვირთვას,
გადმოტვირთვას ან/და დახარისხებას, ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან მეტი სახიფათო
ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი. აღნიშნული ვალდებულება ფინანსურ გავლენას
მოახდენს ნებისმიერი იურიდიული პირის ხარჯვით ნაწილზე, რომელსაც უნდა ჰყავდეს
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი, ვინაიდან საჭირო იქნება სახიფათო
ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის დაქირავება ან შესაბამისი თანამშრომლის
გადამზადება. დღეის მდგომარეობით არ არსებობს სტატისტიკა თუ რამდენი იურიდიული
პირი აწარმოებს აღნიშნულ საქმიანობას. თუმცა სარკინიგზო რეფორმის ფარგლებში მოხდება
იმ პირების იდენტიფიცირება და აღრიცხვა, რომლებსაც ეყოლებათ სახიფათო ტვირთის
გადაზიდვის სპეციალისტი.
კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი მომსახურების საფასურის სანაცვლოდ, სააგენტოს მიერ
ხდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი
პირის სტატუსის აღიარება, ამ სტატუსის შეჩერება და გაუქმება. აღნიშნული ფინანსურ
გავლენას მოახდენს იმ პირზე, რომლის მიმართაც ხდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის
სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება, ვინაიდან მას
მოუწევს აღიარების
მომსახურების საფასურის გადახდა. სააგენტოს მიერ მომსახურების
გაწევის სახეები, საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან
გათავისუფლებისა
და
გადახდილი
საფასურების
დაბრუნების
წესი
განისაზღვრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. გარდა ამისა,
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირი
მიიღებს შემოსავალს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისთვის, რაც
აისახება მის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის თანახმად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი
გაიცემა 5 წლის ვადით. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შესაძლოა, ერთჯერადად
გახანგრძლივდეს დამატებით 5 წლით, თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი
სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ჩააბარებს
გამოცდას. აღნიშნულის შედეგად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტს არ
მოუწევს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების გავლა და შესაბამისი
საფასურის გადახდა, რაც დადებითად აისახება მის ხარჯვით ნაწილზე. თუმცა აღსანიშნავია,
რომ კანონპროექტის თანახმად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის
სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოში გამოცდის ჩაბარების საფუძველზე, რომლისთვისაც
დადგინდება შესაბამისი საფასური. შესაბამისად, სახიფათო
ტვირთის გადაზიდვის
სპეციალისტის სერტიფიკატის პირველად აღების შემთხვევაში, პირს მოუწევს გამოცდის
საფასურის გადახდა, რაც აისახება მის ხარჯვით ნაწილზე. სააგენტოს მიერ მომსახურების
გაწევის სახეები, საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან
გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი განისაზღვრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილ
შემთხვევაში, განსაზღვრულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შესაძლოა,
დაუწესდეთ საშეღავათო პირობები. აღნიშნული დადებითად იმოქმედებს შეღავათის მქონე
პირების ხარჯვით ნაწილზე. დღეის მდგომარეობით, პრაქტიკაში საშეღავათო პირობები
დადგენილია სტუდენტების, ვეტერანების, რკინიგზელებისა და დევნილების მიმართ.
კანონპროექტის თანახმად, სარკინიგზო საწარმომ და რკინიგზის სადგურის მენეჯერმა უნდა
უზრუნველყონ, რომ პერსონალი, რომელიც საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების
ფარგლებში, უშუალოდ უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და
გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის დახმარების გაწევას, გადიოდეს
შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ სპეციალურ სწავლებას და იცოდეს, როგორ
უზრუნველყოს ასეთ პირთათვის სარკინიგზო გადაყვანის მომსახურების ხელმისაწვდომობა.
აღნიშნული ვალდებულება გავლენას მოახდენს სარკინიგზო საწარმოსა და რკინიგზის
სადგურის მენეჯერის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მათ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი
პირების სწავლება და გადამზადება. აგრეთვე, გავლენას მოახდენს იმ პირების საშემოსავლო
ნაწილზე, რომელთაც უნდა მოახდინონ შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული
სპეციალური სწავლება.
კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პირების
საჭიროებებს, რომლებსაც გააჩნიათ სმენითი ან/და მხედველობითი შეზღუდვები. აღნიშნულ
საჭიროებებზე რეაგირებას უზრუნველყოფს სარკინიგზო საწარმო, ასევე ტუროპერატორი,
ბილეთების გამყიდველი და რკინიგზის სადგურის მენეჯერი არსებული პერსონალით.
კანონპროექტის თანახმად, სარკინიგზო საწარმოს, ტუროპერატორსა და ბილეთების
გამყიდველს უფლება აქვს, მგზავრებს შესთავაზოს სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც
უფრო ხელსაყრელია მგზავრისთვის, ვიდრე ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა
უფლებების დაცვის წესით განსაზღვრული პირობები. შესაბამისად, კანონპროექტით
განისაზღვრა მინიმალური სტანდარტები მგზავრებისთვის. უფრო ხელსაყრელი პირობების
განსაზღვრა დამოკიდებული იქნება თავად სარკინიგზო საწარმოზე, ტუროპერატორსა და
ბილეთების გამყიდველზე.
კანონპროექტის თანახმად, თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია
მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში
ჩასვლა
60
წუთით
ან
მეტი
დაგვიანებით,
დაგვიანებული
მომსახურების
განმახორციელებელმა სარკინიგზო საწარმომ უნდა მოახდინოს თანხის ანაზღაურება და
მარშრუტის შეცვლა. აღნიშნული გავლენას მოახდენს მომსახურების განმახორციელებელი
პირების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მოუწევთ თანხის ანაზღაურება. აგრეთვე, გავლენა
ექნება მგზავრის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან მიიღებს თანხის ანაზღაურებას.
კანონპროექტის თანახმად, მგზავრი, მგზავრობის უფლების შენარჩუნებით, უფლებამოსილია
მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისათვის, თუ ის
იგვიანებს ბილეთზე მითითებული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე
გადაადგილებისას და ბილეთში გადახდილი თანხა ანაზღაურებული არ არის. აღნიშნული
ვალდებულება გავლენას მოახდენს სარკინიგზო საწარმოზე, რომლის მიზეზითაც
გამოწვეულია დაგვიანება, ვინაიდან მოუწევს კომპენსაციის გადახდა. აგრეთვე, ფინანსური
გავლენა ექნება მგზავრზე, რომელიც მიიღებს კომპენსაციას.
კანონპროექტის თანახმად, მგზავრს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს
ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების
დაცვის წესით განსაზღვრულ მათ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ საკითხებთან
დაკავშირებით. აღნიშნული გავლენას მოახდენს სარკინიგზო საწარმოსა ან რკინიგზის
სადგურის მენეჯერის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მათ უნდა გააჩნდეთ საჩივრის
განხილვისთვის სათანადო რესურსი.
კანონპროექტის
თანახმად,
სამართალდარღვევას,
იგი
თუ
სააგენტო
უფლებამოსილია,
გამოავლენს
შეადგინოს
ადმინისტრაციულ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი და მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად სარკინიგზო საწარმოსთვის ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერისთვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. აღნიშნული გავლენას ახდენს
ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევზე, ვინაიდან მას მოუწევს დაკისრებული ჯარიმის
გადახდა.
კანონპროექტი ითვალისწინებს სერტიფიკატის აღებას ტექნიკურ მომსახურებაზე
პასუხისმგებელი პირისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მიერ, რომლის
გაცემისთვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დადგინდება შესაბამისი
მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, კანონპროექტს ექნება
ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთაც უნდა აიღონ შესაბამისი სერტიფიკატი. დღეის
მდგომარეობით,
ტექნიკურ
მომსახურებაზე
პასუხისმგებელი
პირის
ფუნქციებს
ახორციელებენ სს „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი
პირი ასევე შეიძლება იყოს ნებისმიერი კერძო პირი, რომელიც დააკმაყოფილებს
კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის თანახმად, ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელმა პირმა და სახიფათო
ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტმა უნდა აიღონ სერტიფიკატი, რომლის გაცემისთვისაც
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგინდება შესაბამისი მომსახურების
საფასურის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული მომსახურების საფასურის ზუსტი
ოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს
მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან (შემდგომ – ასოცირების
შეთანხმება). კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 293-ე მუხლის თანახმად მხარეთა შორის
თანამშრომლობის სფეროები მათ შორის მოიცავს დარგობრივი სტრატეგიების განვითარებას
საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო ტრანსპორტსა და ინტერმოდალურობასთან
დაკავშირებული
ეროვნული
აღჭურვილობასა
და
სატრანსპორტო
სატრანსპორტო
პოლიტიკის
პარკების
ჭრილში,
განახლებასთან
ტექნიკურ
დაკავშირებული
სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით, ასოცირების შეთანხმების XXIV დანართში
განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ხოლო 296-ე მუხლის თანახმად,
საქართველო
ვალდებულია
მოახდინოს
ეროვნული
კანონმდებლობის
დაახლოება
ასოცირების შეთანხმების XXIV დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო
აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების
დებულებების
შესაბამისად.
ასოცირების
შესახებ
შეთანხმების
XXIV
დანართით
საქართველოსთვის განსაზღვრულია ვალდებულება მოახდინოს თავისი კანონმდებლობის
დაახლოება 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 1371/2007
რეგულაციასთან (EC)
რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ,
რომელიც გაუქმებულ იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის (EU)
2021/782 რეგულაციით რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და
2004 წლის 29 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/49/EC დირექტივასთან
გაერთიანების
რკინიგზების
უსაფრთხოების
შესახებ,
რომელიც
გაუქმებულ
იქნა
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის (EU) 2016/798 დირექტივით რკინიგზის
უსაფრთხოების
შესახებ.
შესაბამისად,
წარმოდგენილი
კანონპროექტით
ეროვნული
კანონმდებლობა უახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ ახალ
სტანდარტებს, რაც გათვალისწინებულია (EU) 2021/782 რეგულაციითა და (EU) 2016/798
დირექტივით.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EU) 2021/782 რკინიგზის
მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის დირექტივა (EU) 2016/798 რკინიგზის
უსაფრთხოების შესახებ.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მომიხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.