„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/404; 18/06/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1064 მუხლი:
„მუხლი 1064. რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა
რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა გამოიწვევს იურიდიული პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე
ოდენობით.“.
2. 211-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ კოდექსის 1064 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს
უფლებამოსილ პირს.“.
3. 239-ე მუხლის 101 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 ნაწილი:
„102.
ამ
კოდექსის
1064
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებით ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომლის მიღებაც თავის მხრივ „ერთის
მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან
(შემდგომ – ასოცირების შეთანხმება) გამომდინარე ვალდებულებას წარმოადგენს
საქართველოსთვის. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 293-ე მუხლის თანახმად მხარეთა
შორის თანამშრომლობის სფეროები მათ შორის მოიცავს დარგობრივი სტრატეგიების
განვითარებას
საგზაო,
სარკინიგზო,
საავიაციო,
საზღვაო
ტრანსპორტსა
და
ინტერმოდალურობასთან დაკავშირებული ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში,
ტექნიკურ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო პარკების განახლებასთან დაკავშირებული
სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით, ასოცირების შეთანხმების XXIV დანართში
განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ხოლო 296-ე მუხლის თანახმად,
საქართველო ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება
ასოცირების შეთანხმების XXIV დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო
აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების
დებულებების შესაბამისად. ასოცირების შესახებ შეთანხმების XXIV დანართით
საქართველოსთვის განსაზღვრულია ვალდებულება მოახდინოს თავისი კანონმდებლობის
დაახლოება 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 1371/2007
რეგულაციასთან (EC) რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ,
რომელიც გაუქმებულ იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის (EU)
2021/782 რეგულაციით რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება ეროვნულ კანონმდებლობაში 2021/782
რეგულაციით გათვალისწინებული დებულებების ტრანსპოზიცია.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში იმ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, რომლის
საფუძველზეც, სხვა საკითხებს შორის, განისაზღვრება რკინიგზის მგზავრთა უფლებების
დაცვის უფრო მაღალი სტანდარტები, საჭირო გახდა საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რათა ეფექტურად მოხდეს რკინიგზის
მგზავრთა უფლებების პრაქტიკაში დაცვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტში მითითებული მოთხოვნებისა და დებულებების სათანადო აღსრულებისთვის,
საჭიროა განისაზღვროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რკინიგზის მგზავრთა
უფლებების დაცვის წესის დარღვევისთვის. ამასთან, აუცილებელია აღნიშნული
სამართალდარღვევების სათანადო ადმინისტრირებისთვის დადგინდეს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის განმხილველი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო. გამომდინარე აქედან, აღნიშნული საკითხების
მოსაწესრიგებლად საჭიროა საკანონმდებლო აქტის მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
რკინიგზის
მგზავრთა
უფლებების
დაცვის
წესის
დარღვევისთვის.
ამასთან,
სამართალდარღვევების სათანადო ადმინისტრირებისთვის დადგინდება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის განმხილველი, სახდელის შეფარდების და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც იქნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება
1064 მუხლი, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა რკინიგზის
მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევისთვის. აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს
იურიდიული პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.
აგრეთვე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 211-ე მუხლს ემატება მე-4
ნაწილი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება 1064 მუხლით
გათვალისწინებული დარღვევისას ექნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს.
ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლს ემატება 102 ნაწილი,
რომლის თანახმადაც, 1064 მუხლებით დადგენილი დარღვევისთვის, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო იქნება საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი შეესაბამება „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517
დადგენილებით დამტკიცებულ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიას“,
რომლის თანახმად, გაგრძელდება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირი-
საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული
რეგულაციების ეფექტიანად დანერგვა და შესრულება.
დირექტივებისა
და
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი
ითვალისწინებს ახალი ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღებას, შესაბამისად,
ოპტიმალურად იქნა მიჩნეული საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის თარიღად 2026
წლის 1 იანვარის განსაზღვრა, რათა დროის ამ შუალედში შესაძლებელი გახდეს შესაბამისი
ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
როგორც სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები, ისე სააგენტოს
საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევის სახე, კერძოდ, განისაზღვრება
პასუხისმგებლობა რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევისთვის. ჯარიმის
ოდენობა აღნიშნული დარღვევის შემთხვევაში მერყეობს 500 ლარიდან 5 000 ლარამდე
დიაპაზონში. აღნიშნული გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან ჯარიმის თანხის გადახდა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის
დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი, ადმინისტრაციული
სახდელის შეფარდებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე
პასუხისმგებელი ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო
ტრანსპორტის სააგენტო. სააგენტოს მიერ ამ კანონპროექტით გათვალისწინებული
მოვალეობების განხორციელებისას ხარჯების ნაწილი დაიფარება სააგენტოსთვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნაწილი კი სააგენტოს
საკუთარი შემოსავლებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით განისაზღვრება ახალ სამართალდარღვევათა სახე, კერძოდ, განისაზღვრება
პასუხისმგებლობა რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესების დარღვევისთვის.
ჯარიმის ოდენობა აღნიშნული დარღვევის შემთხვევაში მერყეობს 500 ლარიდან 5 000
ლარამდე დიაპაზონში. შესაბამისად, კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა იმ პირებზე,
რომლებიც
ჩაიდენენ
სამართალდარღვევას.
ამასთან,
ჯარიმის
ალტერნატიულ
ადმინისტრაციულ სახდელად განსაზღვრულია გაფრთხილება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის დადგენა, რისთვისაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შესაბამისი
ოდენობის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების სახით. აღნიშნული ოდენობა
მითითებულია კანონპროექტის 1064 მუხლში და მისი განსაზღვრა მოხდა სარკინიგზო
ტრანსპორტის დარგის სპეციფიკისა და სხვა სატრანსპორტო დარგებში განსაზღვრული
ადმინისტრაციული სახდელების ოდენობის ერთგვაროვნების პრინციპის გათვალისწინებით.
განისაზღვრება პასუხისმგებლობა რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის
დარღვევისთვის. ჯარიმის ოდენობა აღნიშნული დარღვევის შემთხვევაში მერყეობს 500
ლარიდან 5 000 ლარამდე დიაპაზონში. ამასთან, ჯარიმის ალტერნატიულ ადმინისტრაციულ
სახდელად განსაზღვრულია გაფრთხილება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს
მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან (შემდგომ – ასოცირების
შეთანხმება). კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 293-ე მუხლის თანახმად მხარეთა შორის
თანამშრომლობის სფეროები მათ შორის მოიცავს დარგობრივი სტრატეგიების განვითარებას
საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო ტრანსპორტსა და ინტერმოდალურობასთან
დაკავშირებული
ეროვნული
სატრანსპორტო
პოლიტიკის
ჭრილში,
ტექნიკურ
აღჭურვილობასა
და
სატრანსპორტო
პარკების
განახლებასთან
დაკავშირებული
სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით, ასოცირების შეთანხმების XXIV დანართში
განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ხოლო 296-ე მუხლის თანახმად,
საქართველო ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება
ასოცირების შეთანხმების XXIV დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო
აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების
დებულებების შესაბამისად. ასოცირების შესახებ შეთანხმების XXIV დანართით
საქართველოსთვის განსაზღვრულია ვალდებულება მოახდინოს თავისი კანონმდებლობის
დაახლოება 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს N 1371/2007
რეგულაციასთან (EC) რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ,
რომელიც გაუქმებულ იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის (EU)
2021/782 რეგულაციით რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება ეროვნულ კანონმდებლობაში 2021/782
რეგულაციით გათვალისწინებული დებულებების ტრანსპოზიცია.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის (EU) 2021/782 რეგულაცია რკინიგზის
მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.