საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება“
- „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება“ მოხსენება
- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (ეს პროექტი) მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი (156 KB)
📄 მოხსენება (1.5 MB)
📝 მოხსენება (993 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (21.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (10.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (8.3 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.3 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (10.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.5 MB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2024-06-28
📜 ტექსტი
მოხსენება
სამთავრობო პროგრამის
შესრულების მიმდინარეობის
შესახებ მოხსენება
ივნისი, 2023 - მაისი, 2024
1|სამთავრობო პროგრამის
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სარჩევი
შესავალი ..................................................................................................................................................... 4
1.
საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები .. 7
1.1
საგარეო პოლიტიკა ................................................................................................................... 7
1.2
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება .................................................................. 27
1.3
უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა ......................................................................... 38
1.3.1
საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი .................................................. 38
1.3.2
ადამიანის უფლებების დაცვა ....................................................................................... 61
1.4
2.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა........................................................................... 68
ეკონომიკური განვითარება ........................................................................................................... 72
2.1
ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო − სწრაფი ეკონომიკური განვითარება .................... 72
2.2
დასაქმება .................................................................................................................................. 79
2.3
სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოსა და კერძო სექტორის
კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ........................................................................................ 86
2.4
ეკონომიკური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება და სატრანზიტო ჰაბის
პოტენციალის ათვისება ..................................................................................................................... 97
3.
2.5
ენერგეტიკის განვითარება და ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა .......................... 101
2.6
ტრანსპორტი და ლოგისტიკა .............................................................................................. 103
2.7
კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები ................................................. 109
2.8
ტურიზმის განვითარება ...................................................................................................... 111
2.9
ინფრასტრუქტურის განვითარება ..................................................................................... 114
2.10
რეგიონული განვითარება ................................................................................................... 116
2.11
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ....................................................... 117
2.12
გარემოს დაცვა ....................................................................................................................... 123
სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება .................................... 127
3.1
ჯანმრთელობის დაცვა ......................................................................................................... 127
3.2
სოციალური დაცვა................................................................................................................ 132
3.3
განათლება .............................................................................................................................. 136
3.4
მეცნიერება .............................................................................................................................. 151
3.5
ახალგაზრდული პოლიტიკა ............................................................................................... 153
2|სამთავრობო პროგრამის
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
3.6
კულტურა ............................................................................................................................... 155
3.7
სპორტი .................................................................................................................................... 161
4. სახელმწიფო მმართველობა ............................................................................................................ 162
3|სამთავრობო პროგრამის
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
შესავალი
საქართველოს მთავრობა ურყევად ახორციელებს ქვეყნის დემოკრატიული, მდგრადი და
მშვიდობიანი განვითარების დღის წესრიგს და ატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს
სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების ეფექტიანად რეალიზებისთვის.
ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება უწყვეტად გრძელდება სამთავრობო პროგრამით
განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში
ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოების გაძლიერებას, სოციალური პოლიტიკის
განვითარებას, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის
გაუმჯობესებას.
2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი.
აღნიშნულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ქვეყნის
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ
განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ფარგლებში კონკრეტული რეფორმების გასატარებლად
საქართველოს მიერ გაწეულმა ძალისხმევამ.
საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის
განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში აქტიურად გაგრძელდა ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი
ინსტრუმენტების გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და
საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხების
აქტიურად დაყენებისთვის.
ქართული მხარე აგრძელებდა ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული
დაბრუნების მიმართულებით. მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების
პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების
უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით.
საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების
მიმართულებით. მიღებულ იქნა თავდაცვის კოდექსი, რომლის საფუძველზე შეიქმნა ერთიანი
სამართლებრივი ჩარჩო − ის არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად
მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, აწესებს სამხედროების სოციალური დაცვის
უმნიშვნელოვანეს გარანტიებს, ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობის
ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს. საქართველო წარმატებით გადავიდა ნატოსთან
თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ მექანიზმზე, ინდივიდუალურად მორგებულ
პარტნიორობის პროგრამაზე. 2023 წელს ევროპული საბჭოს მიერ გამოცემული (CFSP) 2023/920
გადაწყვეტილებით დამტკიცდა „ევროპული სამშვიდობო მექანიზმის“ (European Peace Facility)
30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი.
4|სამთავრობო პროგრამის
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საზოგადოების უსაფრთხოების, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის
მიმართულებით არაერთი ხელშესახები ნაბიჯი გადაიდგა − განხორციელდა კრიმინალური
პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად
განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად
ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახება გამომძიებელთა
საქმიანობის ეფექტიანობაზე. წარმატებით გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის
ინსტიტუტის განვითარება.
გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობის თითოეულ ფაქტზე რეაგირების გაუმჯობესების
მიმართულებით სახეზეა ხელშესახები შედეგები. საქართველოს მთავრობის დადგენილებით,
დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის,
მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“.
ამასთან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გამარტივდა
სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.
საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და რეგიონის მასშტაბით
ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. 2021-2022 წლებში
დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023
წელსაც გაგრძელდა − გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. ამ მხრივ
პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო 2024 წელი − პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის
საშუალო მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო,
როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე. 2023 წელს
დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა ასევე აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ
ტენდენციებზე − დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის
მინიმალური მაჩვენებელი.
საქართველოს მთავრობა განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმებით წარმატებით
აგრძელებს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და ხარისხიან სერვისებზე საყოველთაო
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმის,
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის (DRG) ამოქმედების შედეგად, 2023 წლის
ბოლოსთვის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-იდან
12%ამდე შემცირდა. 2023 წელს ამოქმედდა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა,
რასაც დადებითი ეფექტი ჰქონდა როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ასევე
ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის ბალანსირებაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით
მოცულია მოსახლეობის 95%.
საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა განათლების სისტემის
რეფორმის განხორციელებისა და თითოეულ საფეხურზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების
მიმართულებით. გადამუშავდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელოსაგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობასა და ხარისხის გაუმჯობესებას. ზოგადი
განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსება 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით,
გაზრდილია 322.68 მლნ ლარით და შეადგენს 1,972.65 მლნ ლარს. რაც შეეხება უმაღლესი
განათლების დაფინანსებას, 2020 წელთან შედარებით, ის გაზრდილია 26%-ით და შეადგენს
181.3 მლნ ლარს. ამასთან, 2023 წელს მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და
5|სამთავრობო პროგრამის
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება
გაუნულდათ.
სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის,
უმნიშვნელოვანესია ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის
სისტემის არსებობა. საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად ითანამშრომლა ყველა
დაინტერესებულ მხარესთან და ინკლუზიურად შეიმუშავა „ღია მმართველობა საქართველოს
(OGP) 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის მიზანია, გაუმჯობესდეს ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ხარისხი, გაძლიერდეს საზოგადოების წინაშე
სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების მექანიზმები და გაიზარდოს ჩართულობის
შესაძლებლობები. აქტიურად გრძელდება საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026
წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია, რომლის მიზანია მოქალაქეთა საჭიროებებზე
რეაგირებადი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობისა და პროფესიული საჯარო სამსახურის
კეთილსინდისიერი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
წარმატებით მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება
ადგილობრივი თვითმმართველობების როლის კიდევ უფრო გაძლიერება.
და
გრძელდება ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი.
ზემოთ აღნიშნულ მნიშვნელოვან შედეგებთან ერთად, წინამდებარე ანგარიში მოიცავს
დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ საანგარიშო პერიოდში
განხორციელებული ძირითადი ღონისძიებების შესახებ, სამთავრობო პროგრამაში გაწერილი
პრიორიტეტების, მიზნებისა და რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად.
6|სამთავრობო პროგრამის
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის
მოგვარება და ადამიანის უფლებები
1.1 საგარეო პოლიტიკა
ევროკავშირში ინტეგრაცია და სამართლებრივი ჰარმონიზაცია
2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს
სტატუსი. აღნიშნულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ევროკომისიის
მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ფარგლებში კონკრეტული რეფორმების გასატარებლად
საქართველოს მიერ გაწეულმა ძალისხმევამ. შედეგად, 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ
დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ევროკომისიამ საქართველოს პროგრესი პირველად შეაფასა ე. წ.
გაფართოების პაკეტის ფარგლებში, გაწევრიანების, ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების
მიხედვით, შესაბამისი 6 კლასტერისა და 33 თავის მიხედვით.
2023 წლის გაზაფხულზე საქართველომ მოამზადა გაფართოების პაკეტის ფარგლებში
საქართველოს ერთი წლის პროგრესის შესახებ ანგარიში, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე
დაიწყო მუშაობა 2024 წლის გაფართოების ანგარიშზე, რომელიც ევროკომისიას მიეწოდება
2024 წლის სექტემბრის დასაწყისში.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევა გასწია როგორც
საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით.
მთლიანობაში მიღებულ იქნა 25-ამდე ახალი საკანონმდებლო აქტი და განხორციელდა
ინსტიტუციური ცვლილებები კანონმდებლობის აღსრულების კუთხით ევრორეგულაციების
და ევროდირექტივების შესაბამისად. შედეგად, ასოცირების შეთანხმების შესრულების
კუთხით, საქართველომ ვალდებულებების დაახლოებით 55% განახორციელა.
საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური
დიალოგის დინამიკით. ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოში განხორციელებული
ევროკავშირის სანქციების საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის, დევიდ ო’სალივანის,
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის,
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის, კუმარ
იერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის სამსახურის
უფროსის, ჯიმ ო’ბრაიენის სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველომ, დასავლელ
პარტნიორებთან სანქციების საკითხში თანამშრომლობის კუთხით, მაღალი შეფასება მიიღო.
განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, მრავაწლიანი პაუზის შემდეგ, ევროკავშირის
უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ
ბორელის ვიზიტი, რომლის დელეგაციაში ასევე იმყოფებოდა სამეზობლოსა და გაფართოების
გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი. ასევე აღსანიშნავია, ევროკომისარ ენერგეტიკის
საკითხებში, კადრი სიმსონის ვიზიტი, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და
უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრი ელჩების სტუმრობა საქართველოში, მათ შორის,
ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის,
7|სამთავრობო პროგრამის
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების ვიზიტი
და სხვა.
2023 წლის 1 ივნისს ქ. კიშინეუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში, ხოლო 2023 წლის 5 ოქტომბერს
− ქ. გრანადაში მესამე სამიტში.
საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო მაღალი დონის ვიზიტებით ქ. ბრიუსელში. 2023
წლის 25-26 ოქტომბერს, ევროკომისიის პრეზიდენტის მიწვევით, საქართველოს პრემიერმინისტრმა მონაწილეობა მიიღო გლობალური კარიბჭის ფორუმის პირველ შეხვედრაში და
საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი და ქვეყნის,
როგორც რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის, ამბიციური გეგმები გააცნო.
2024 წლის 20 თებერვალს ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების საბჭოს სხდომა, საქართველოს პრემიერ მინისტრის − ირაკლი კობახიძის
ხელმძღვანელობით. სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა ასოცირების საბჭოს დღის
წესრიგით განსაზღვრული საკითხები. მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ
გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც
ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის აღიარებაა და მიმოიხილეს
ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა. კიდევ ერთხელ დადასტურდა
ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
მხარდაჭერა. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გზაზე.
საანგარიშო პერიოდში, ასევე გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის,
ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, ასოცირების
ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფების 4
შეხვედრა; ადამიანის უფლებათა დიალოგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის
სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი იყო
ასევე 2023 წლის ნოემბერში ევროკავშირთან დიალოგის ახალი ფორმატის ჩამოყალიბება
ენერგეტიკის დარგში. აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს
განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა
და დაკავშირებადობის პოლიტიკის წარმატების კონტექსტში.
გრძელდებოდა მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელების
მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით. საანგარიშო
პერიოდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, გაიმართა საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 5 სხდომა.
გრძელდებოდა ევროკავშირთან თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის
ფარგლებში. 2023 წლის 11 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“
საგარეო საქმეთა მინისტრების, ხოლო 2024 წლის 14 მარტს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“
მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრა.
ინტენსიურად ხორციელდებოდა კონსულტაციები ევროკომისიასთან აღმოსავლეთ
პარტნიორობის
ეკონომიკური
და
საინვესტიციო
გეგმით
საქართველოსთვის
8|სამთავრობო პროგრამის
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების განხორცილების ხელშეწყობის კუთხით.
მიმდინარეობდა მუშაობა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტზე, რომელთა
შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის ინტერნეტკაბელი, შავ ზღვაზე
საბორნე გადაზიდვების ინტენსიფიკაცია და საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც
მიმდინარე სამუშაოების ნაწილია.
ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებთან მეტი თავსებადობის
მისაღწევად, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ევროკავშირის ჩარჩოპროგრამებსა და
სპეციალიზებულ სააგენტოებში ჩართულობის გაზრდის კუთხით. საანგარიშო პერიოდში
აქტიურად მიმდინარეობდა ევროკავშირთან მუშაობა ევროპულ სატრანსპორტო
გაერთიანებაში საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებაზე.
გაგრძელდა
ევროკავშირის/შენგენის
სივრცეში
უვიზო
რეჟიმის
შეუფერხებელი
ფუნქციონირების
ხელშეწყობისთვის
აქტიური
თანამშრომლობა/კონსულტაციები
ევროკომისიასთან, ისევე, როგორც წევრ ქვეყნებთან (მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე რეადმისიის შეთანხმების განხორციელების კუთხით (რომელიც
მაღალ ნიშნულზეა) და საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების მიზნით
(საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს ევროკავშირის/შენგენის ზონის 17 ქვეყანა − 2023
წლის დეკემბერში გერმანიამ საქართველო აღიარა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად)).
ევროკომისიის უკანასკნელი შეფასების თანახმად, საქართველო წარმატებით ასრულებს
თანამშრომლობის ყველა შესაბამის პუნქტს, რაც უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი
ფუნქციონირების გარანტს წარმოადგენს. საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან
კოორდინაციით, მომზადდა და 2024 წლის 30 აპრილს ევროკომისიას მიეწოდა უვიზო რეჟიმის
შეჩერების მექანიზმის შესრულების ანგარიში.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პარალელურად, მიმდინარეობდა
კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება გაწევრიანების
გზაზე, მათ მიერ შეძენილი გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის
მიზნით, ამ კუთხით, მნიშნველოვანია 2023 წლის 3 ოქტომბერს დასავლეთ ბალკანეთის
ქვეყნების (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა) საგარეო საქმეთა
მინისტრების მოადგილეების ვიზიტი.
საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის
განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში გამოყენებულ იქნა ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი
ინსტრუმენტი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დღის
წესრიგში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს
კონფლიქტის
მშვიდობიანი
მოგვარების
აუცილებლობის
საკითხების
აქტიურად
დაყენებისთვის.
საქართველოს
დელეგაცია
აქტიურად
და
კონსტრუქციულად
იყო
ჩართული
მოლაპარაკებების ფორმატებში − ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ერგნეთში
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. საანგარიშო პერიოდში
ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი − 58-ე, 59-ე და მე-60.
მოლაპარაკებების ფარგლებში,
განსახილველ
მთავარ
საკითხებს წარმოადგენდა
9|სამთავრობო პროგრამის
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
შეთანხმება, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების
გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ
სახლში დაბრუნება. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა და
კონსულტაციები თანათავმჯდომარებსა და აშშ-სთან.
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის 7 შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რაც დღესდღეობით
მწვავედ დგას ადგილზე. ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა ყველა შესაბამის
ფორმატში გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობოდ
და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს ყველა შესაბამის
ფორმატში.
მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების ინფორმირება ადგილზე შექმნილ რთულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების,
ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად იყო დასმული
და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრაზე,
პოლიტიკური კონსულტაციებისას. ასევე ეფექტიანად იყო გამოყენებული საერთაშორისო
ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის: გაეროს უშიშროების საბჭოს,
გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს
ფორმატები; ეუთოს მინისტერიალი, მუდმივი საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა,
უსაფრთხოების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენცია, ვარშავის ადამიანური
განზომილების კონფერენცია; ევროსაბჭოს სამიტი, მინისტერიალი, მინისტრთა კომიტეტი,
მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, ადგილობრივ და
რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი; ევროკავშირისა და ნატოს სხვადასხვა ფორმატის
სხდომები/შეხვედრები.
ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, საერთაშორისო დღის
წესრიგში აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და
ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული გამოწვევები. საერთაშორისო თანამეგობრობის
მხრიდან ადგილი ჰქონდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და
გამოხმაურებას რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ
განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, რაც აისახა ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში.
ქართული მხარე განაგრძობდა აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიასთან. საქართველო ყველა დონეზე აყენებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობას, რასაც მისიის მანდატი
ითვალისწინებს.
ქართული მხარე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და
ღირსეული დაბრუნების კუთხით.
10 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების
ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის
მიმართულებით. ამ კონტექსტში გრძელდებოდა აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ
პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან.
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ფარგლებში გრძელდებოდა ძალისხმევა
ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და
შერიგების პროცესის ხელშესაწყობად საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური
ჩართულობის უზრუნველყოფისთვის, განსაკუთრებით, რუსეთისა და მისი საოკუპაციო
რეჟიმების მხრიდან აფხაზეთის რეგიონში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ
ბოლო პერიოდში გაზრდილი წნეხის ფონზე.
საანგარიშო პერიოდში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად წარიმართა. 2023 წლის
ივლისში საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით,
მონაწილეობა მიიღო ნატოს ვილნიუსის სამიტში. სამიტის კომუნიკეში დადასტურებულია
ალიანსის ერთგულება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ
საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის
მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და
მოწოდებულ იქნა, რომ რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე
უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების
ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. კომუნიკეში მოკავშირეებმა მაღალ დონეზე შეაფასეს
საქართველოს ძალისხმევა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც საქართველოში,
ისე ნატოს შტაბბინაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 2024 წელს
პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რომლის ფარგლებში შედგა ორმხრივი
შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა
(NGC) ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) დონეზე. საქართველოს მხარდაჭერის
გამოხატულება იყო 2024 წლის მარტში ქვეყანაში ნატოს გენერალური მდივნის, იენს
სტოლტენბერგის ვიზიტი. 2023 წლის ნოემბერში მეხუთედ ვუმასპინძლეთ ნატოს სამხედრო
კომიტეტს. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს სტუმრობდა კავკასიასა და ცენტრალურ
აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა.
ალიანსთან მიმდინარეობდა თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC), წლიური
ეროვნული პროგრამისა (ANP) და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის
(SNGP) ფორმატების გამოყენებით. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ნატო-საქართველოს
კომისიის (NGC) 6 სხდომა. შემუშავდა 2023 წლის წლიური ეროვნული პროგრამის
თვითშეფასების დოკუმენტი და შედგა ნატოს შემფასებელი მისიის ვიზიტი 2023 წლის
ოქტომბერში. ასევე შემუშავდა საქართველოს 2024 წლის რიგით მე-16 წლიური ეროვნული
პროგრამა (ANP). პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ა.წ. 29 აპრილს
წარედგინა ნატოს მხარეს. ამასთან ერთად, მიმდინარეობდა მადრიდის სამიტზე მიღებული
საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებების კონკრეტული ელემენტების
განხორციელება გაძლიერებული არსებითი პაკეტის (SNGP) მეშვეობით.
გრძელდებოდა მუშაობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
11 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საანგარიშო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ
პარტნიორთან, გრძელდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო
დონეზე, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და
საგარეო
ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე. ამასთან, აქტიურად გრძელდებოდა თანამშრომლობა
ამერიკულ ბიზნესწრეებთან, წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან, არასამთავრობო სექტორთან,
მედიასთან, კვლევით ინსტიტუტებსა და აკადემიურ საზოგადოებასთან.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და
შეხვედრა. 2023 წლის 14 − 17 ივნისს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჯორჯიის შტატის
დელეგაცია აღნიშნული შტატის გუბერნატორის, ბრაიან კემპისა და პირველი ლედის, მარტი
კემპის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჯორჯიის ეროვნული
გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი, ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის
შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები.
2023 წლის 27 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, ჯეიმს
ო’ბრაიენი, რომელსაც თან ახლდნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური
წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო,
თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის,
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი, 2023 წლის 5-6 დეკემბერს ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე − ჯოშუა ჰაკი, 2024
წლის 17 იანვარს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ, 2024 წლის 14 მაისს, შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრასიის საკითხებში, ჯეიმს
ო’ბრაიენი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის
მოადგილე, ჯოშუა ჰაკი.
2024 წლის 14 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა,
შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს
მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში, ლუის ბონოსთან. იგი საქართველოს
ასევე ეწვია ა.წ. 18 აპრილს.
რაც შეეხება ქართული მხარის მიერ აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტებს, 2023 წლის
დეკემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვივნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და
გენერალური პროკურორი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს
პროკურატურის დელეგაციამ, საქართველოსა და აშშ-ს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე
სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით,
აშშ-ის იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ორმხრივი
მოლაპარაკებები გამართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ოფიციალურ
ცერემონიაზე ხელშეკრულების პარაფირება მოხდა, მისი შემდგომი ხელმოწერისა და
რატიფიცირების მიზნით.
აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული
საკანონმდებლო აქტები, რომელშიც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი
მტკიცე მხარდაჭერა: მათ შორისაა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (აშშ-ის
ბიუჯეტი − Consolidated Appropriations Act FY24), რომლის ფარგლებშიც, ზედიზედ მერვე
12 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
წელია, აისახება საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ოკუპირებულ
რეგიონებთან დაკავშირებით და გამოხატულია ურყევი პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე, როგორც შენარჩუნებულია საქართველოსთვის
გათვალისწიენბული დაფინანსების უმაღლესი ნიშნული ($ 132 025 000).
მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც
მოცემული წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის
პრიორიტეტებს განსაზღვრავს; მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები
როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების
მხარდაჭერის კუთხით.
ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ასევე გრძელდება მუშაობა აშშ-ის
სავაჭრო
წარმომადგენლის
ოფისთან,
აღმასრულებელ
და
საკანონმდებლო
ხელისუფლებასთან, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან
ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის,
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხებზე.
აქტიურად გრძელდება კანადურ მხარესთან მუშაობა უცხოური ინვესტიციების დაცვის
შეთანხმებაზე (FIPA) მოლაპარაკებების კუთხით; 2023 წლის ივლისში ჩატარდა
მოლაპარაკებების მე-6 რაუნდი, შეთანხმების ხელმოწერა 2024 წლის განმავლობაშია
დაგეგმილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კანადასთან ეკონომიკური თანამშრომლობის
გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამის ქვეყნებში საქართველოს გაზრდილი რეგიონული
როლის, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი რგოლის
გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ასევე რეგიონულ ორგანიზაციებსა და
მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
მრავალწლიანი პაუზის შემდგომ, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია
დარჩიაშვილის, რეგიონული ტურნე არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაისა და პანამის
რესპუბლიკებში. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
პირველი ვიზიტი პარაგვაიში და პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან
პანამაში. რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა
კოლეგა მინისტრებთან, ასევე პარაგვაის პრეზიდენტ სანტიაგო პენიასა და არგენტინის ვიცეპრეზიდენტთან, სენატის თავმჯდომარესთან, ვიქტორია ვილარუელთან. ეხვედრებზე
გამოიხატა
დაინტერესება
საქართველოსთან
კონკრეტული
მიმართულებებით
თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით.
სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის შეხვედრა პერუს, გრენადის, ანტიგუა და ბარბუდასა და გვატემალის საგარეო
საქმეთა მინისტრებთან.
გაიმართა საქართველოში გვატემალის, კუბის, პერუს, ელ სალვადორის, დომინიკის
თანამეგობრობისა და ჰონდურასის არარეზიდენტი ელჩების ვიზიტები. რეგიონის ქვეყნებთან
ხელი მოეწერა ოთხ შეთანხმებას და უვიზო მიმოსვლის შესახებ ორი შეთანხმება ძალაში შევიდა.
13 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
აქტიური იყო თანამშრომლობა კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოებთან როგორც
ორმხრივ, ისე რეგიონული ორგანიზაციების ფორმატებში. ამის ნათელი მაგალითია, როგორც
2023 წლის დეკემბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი
კარიბის ქვეყნების გაერთიანების (CARICOM) სამდივნოში, გაიანაში, ასევე, მიმდინარე წლის
მაისში, საქართველოს ექსპერტული ცოდნისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარების
მიზნით, კარიკომსა და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის
ჩატარებული ვიდეოკონფერენცია.
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შემდეგ, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი
ურთიერთობები და პოლიტიკური დიალოგი წარიმართა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
შემდგომი პროგრესის მისაღწევად, რაც 2023 წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი
ქვეყნის სტატუსის მინიჭებით წარმატებით განხორციელდა. აღნიშნულმა ისტორიულმა
გადაწყვეტილებამ მკვეთრად გაზარდა ურთიერთობების დინამიკა და ევროპის ქვეყნების
ჩართულობა საქართველოში, ისევე, როგორც დამატებითი იმპულსი შესძინა ევროპელ
პარტნიორებთან თანამშრომლობის ურთიერთსასარგებლო სფეროების გამოკვეთასა და მათ
შემდგომ განვითარებას.
გაგრძელდა მუშაობა ევროპის ქვეყნებთან − დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან,
სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატების ფარგლებში; შემუშავდა და დასკვნით ეტაპზე
გადავიდა უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა რუმინეთთან; მომზადდა იტალიასთან მაღალი
დონის დიალოგის თემატური მოდალობები; საქართველოსა და ნორდიკულ ქვეყნებს შორის
არაფორმალური პლატფორმის ფარგლებში გაიმართა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა
მინისტრების დონეზე; გაგრძელდა მუშაობა ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის
ფარგლებში; გაიმართა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი, ორი ქვეყნის
პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, სადაც გაფორმდა 11 სამართლებრივი
დოკუმენტი.
ნაყოფიერად იქნა გამოყენებული საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი
პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი (ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები, ხორვატია,
ალბანეთი, ფინეთი, შვეიცარია, ირლანდია, პოლონეთი). გაიზარდა საქართველოს
ჩართულობა ბალკანეთის რეგიონში − გაიხსნა საქართველოს საელჩო და საპატიო საკონსულო
ხორვატიის რესპუბლიკაში.
რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო განუხრელად ემხრობოდა
და ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში
სტაბილურობის აღდგენისა და ხანგრძლივვადიანი მშვიდობის მიღწევისაკენ.
საქართველო გამოთქვამდა და გამოთქვამს მზაობას, ხელი შეუწყოს მეზობელ ქვეყნებს შორის
დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის ინტერესშია. 2023
წლის 26-27 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, გაიმართა
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა.
თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები რჩებიან საქართველოს ძლიერ
სტრატეგიულ პარტნიორებად, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას აკავშირებს რეგიონული და
გლობალური მნიშვნელობის პროექტები. სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა
საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ
ფორმატად, რომლის ფარგლებშიც საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა
14 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
შეხვედრები სხვადასხვა უწყებას შორის. მიმდინარე წლის 26 იანვარს ასევე ხელი მოეწერა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ
ერთობლივ დეკლარაციას. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში არიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო
საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შეხვედრები არ
გამართულა, მაგრამ გაიმართა ექსპერტების შეხვედრები, რომლებზეც განხილულ იქნა
პოზიციები. სომხეთსა და აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხი ასევე წარმოადგენდა ქვეყნებს შორის პოლიტიკური
კონსულტაციების დღის წესრიგის ნაწილს.
საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების/ვიზიტების
ინტენსივობით როგორც ჩვენი მხრიდან სომხეთის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის
რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, ისე ამავე ქვეყნებიდან საქართველოში.
2024 წლის 26-27 იანვარს შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო
ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც გაიმართა საქართველოსა და სომხეთის
რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-13 სხდომა. 26 იანვარს
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
ორმხრივ დეკლარაციას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველი ოფიციალური ვიზიტებით
ეწვია 2024 წლის 16 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკას, 25 მარტს − სომხეთის რესპუბლიკას,
16 მაისს − თურქეთის რესპუბლიკას სახელმწიფო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში ხელი
მოეწერა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში
თანამშორმლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს“.
მიმდინარე წლის 20 მაისს გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო
საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი, საგარეო
საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. 2024 წლის 13-14 მაისს ქ. თბილისში გაიმართა
პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე.
2023 წლის 7-8 ივლისს გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი
ქ. ბათუმში, ხოლო 2023 წლის 26 ოქტომბერს შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამუშაო
ვიზიტი საქართველოში, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში.
2023 წლის 8 ოქტომბერს შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის
სამუშაო ვიზიტი საქართველოში. 26-27 ოქტომბერს შედგა აზერბაიჯანის პრემიერმინისტრის, ალი ასადოვის სამუშაო ვიზიტი საქართველოში, რა დროსაც მან თბილისის
აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 24 ნოემბერს შედგა საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მან მონაწილეობა მიიღო
SPECA-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტზე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულმა საომარმა ქმედებებმა ევროპაში რუსეთის
შემოვლითი გზით ტვირთების გადაზიდვის აუცილებლობა წარმოშვა, რამაც, თავის მხრივ,
15 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) მიმზიდველობა
გაზარდა. აღნიშნული კი, ერთი მხრივ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთში და,
მეორე მხრივ, შავი ზღვის პორტების მეშვეობით, ევროპაში ტვირთების გადაზიდვის
შესაძლებლობას იძლევა.
ამ მიზნებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ
აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის
ფარგლებში, ხელს უწყობენ შავი ზღვის რეგიონში საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან,
ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის
გაღრმავებას; ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას; შავ ზღვაზე
საბორნე მიმოსვლის განვითარებას, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის
გასაუმჯობესებლად; რეგიონული სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნებისა და
ინფრასტრუქტურული პროექტების (საპორტო, სარკინიგზო, საგზაო, მილსადენი, საკაბელო)
განვითარება-პოპულარიზაციას (მათ შორისაა: სატრანსპორტო დერეფნები: „შუა დერეფანი“,
სატრანსპორტო მარშრუტი „ლაპის ლაზული“, TRACECA, კასპიის ზღვა − შავი ზღვის
სატრანსპორტო დერეფანი; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: აღმოსავლეთ-დასავლეთ
ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი
პორტი, ფოთის „PACE“ ტერმინალი, ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი, ფოთის
მრავალ-მოდალური ტერმინალი ყაზახური „PTC Holding-ის“ ჩართულობით და სხვა;
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და დერეფნები: დასავლეთის საექსპორტო მილსადენი
(WREP), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი,
სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, AGRI LNG
Project, EAOTC, სხვ.).
დიპლომატიური უწყება ასევე ხელს უწყობდა შავი ზღვის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებასა
და შეუფერხებელ დაკავშირებადობას. ამ მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა ბაქო-თბილისიყარსის რკინიგზის დროული ამოქმედებისა და „აზერბაიჯანის რესპუბლიკას, საქართველოს,
რუმინეთსა და თურქმენეთს შორის საერთაშორისო სატრანზიტო და სატრანსპორტო
მარშრუტის „კასპიის ზღვა-შავი ზღვის“ დაარსებისა და დანერგვის შესახებ“ შეთანხმების
პროექტისა და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო
დერეფნის“ დაფუძნების თაობაზე შეთანხმების პროექტის გაფორმების ხელშესაწყობად, შავი
ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განსავითარებლად. საანგარიშო პერიოდში საგარეო
საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილოება მიიღეს შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში გამართულ უფროსი თანამდებობის
პირების (12 სხდომა), მინისტრთა კომიტეტებისა (3 სხდომა) და სამუშაო ჯგუფების
შეხვედრებში. შავი ზღვის კვლევათა საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) სხდომებში;
მიმდინარეობდა მუშაობა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი
ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ახლადდანიშნულმა საქართველოს
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს ახლო
აღმოსავლეთისა და აფრიკის 7 ქვეყანასა და ორგანიზაციას.
2023 წლის 17 აგვისტოს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი
ისრაელის სახელმწიფოში, ხოლო 2023 წლის 2-3 მაისს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა
16 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
„შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, აგრეთვე საქართველოსა და ისრაელის
სახელმწიფოს შორის ერთობლივ დეკლარაციას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, 2024 წლის 24 იანვარს განხორციელდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია
დარჩიაშვილის ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა
შეთანხმება საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. 2024 წლის 15 თებერვალს განხორციელდა
საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც
მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ვიზიტის
ფარგლებში გაიმართა ასევე ერთობლივი ბიზნესფორუმი.
2023 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გაეროს კლიმატის
ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში არაბთა გაერთიანებულ
საამიროებში.
საანგარიშო პერიოდში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ეგვიპტესთან, რუანდასთან.
ხელი მოეწერა არაერთ ქვეყანასთან ურთიერთგაგების მემორანდუმებს, მათ შორის,
საანგარიშო პერიოდში მხარეთა აქტიური მუშაობის შედეგად გაფორმდა საქართველოსა და
არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის
შესახებ შეთანხმება („CEPA“).
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ უკავია აღმოსავლეთ და
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
რეგიონი საქართველოსთვის განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არის
მნიშვნელოვანი.
საქართველოს ტრადიციულად ინტენსიური ურთიერთობები აქვს რეგიონის წამყვანი
ეკონომიკების მქონე ქვეყნებთან: ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთსა და
იაპონიასთან, ასევე ცენტრალური აზიის ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ ქვეყნებთან:
ყაზახეთთან, უზბეკეთთან, თურქმენეთთან. ამასთან, დიდი ყურადღება ექცევა
ურთიერთობების განვითარებას რეგიონის მზარდ ეკონომიკურ სახელმწიფოებთან:
სინგაპურთან, ტაილანდთან, ინდონეზიასა და მალაიზიასთან. განსაკუთრებული როლი
ენიჭება ურთიერთობებს წყნარი ოკეანის რეგიონის ორ წამყვან ქვეყანასთან: ავსტრალიასა და
ახალ ზელანდიასთან, მათ შორის, აღნიშნულ რეგიონში არაღიარების პოლიტიკის
განმტკიცების ხელშეწყობის ფარგლებში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ
ერთობლივი განცხადების მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი
თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და
ხალხთა შორის კონტაქტების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში ორ ქვეყანას შორის
გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომლის
ფარგლებშიც, 2023 წლის 31 ივლისს, მიღებულ იქნა „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და
საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“.
შედგა უმაღლესი დონის შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან, სახელმწიფო
17 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საბჭოს პრემიერთან, ლი ციანგთან; შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი
ჩინეთში,
რომელსაც
მმართველი
პარტიის
თავმჯდომარე,
ირაკლი
კობახიძე
ხელმძღვანელობდა.
საანგარიშო პერიოდში გაიმართა საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური
კომისიის მორიგი სხდომა. განხილული იყო სატრანსპორტო დერეფნები, ტვირთების
გადაზიდვა შუა დერეფნის მეშვეობით და საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობები,
საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობა, ქართული ექსპორტის გაზრდა ჩინურ ბაზარზე
და ჩინელი ტურისტების რაოდენობის გაზრდა საქართველოში. ჩინეთის სარტყლისა და გზის
ინიციატივაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა.
ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შედეგებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2024 წლის 10
აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება − „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო
მოთხოვნებისგან ორმხრივად განთავისუფლების შესახებ“. შეთანხმება 2024 წლის 28 მაისიდან
ამოქმედდა.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და ჩინეთს შორის მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი
შედეგები სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების
გაღრმავების მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის
ფარგლებში, ხელი მოეწერა 5 სხვადასხვა დოკუმენტს სატრანსპორტო, სავაჭრო, განათლების,
ინსტიტუციური თანამშროლობისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით.
2023 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2023
წელს საქართველოს ეწვია 48.304 ჩინელი ტურისტი (ზრდა, გასულ წელთან შედარებით,
555%).
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებისა და ევროკავშირის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა იაპონიის
ინტერესი საქართველოს მიმართ. სხვა ტრადიციულ თანამშრომლობასთან ერთად, იაპონური
მხარე აქტიურად დაინტერესდა საქართველოში საინვესტიციო პოტენციალით და ორმხრივი
ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობებით, აგრეთვე მსხვილმასშტაბიან პროექტებში
მონაწილეობით (საზღვაო ელექტრო და ბოჩკოვანი კაბელები).
2023 წლის 3 აგვისტოს იაპონიაში საქართველო-იაპონიის სავაჭრო სამრეწველო პალატა
დაარსდა. 2023 წლის 9 ოქტომბერს იაპონიაში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების
სამინისტროებს შორის საინფორმაციო კავშირების სფეროში.
საქართველოს პოლიტიკური ხილვადობის შემდგომ გაზრდასა და ეკონომიკური
კეთილდღეობის გაძლიერებას მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ცენტრალური აზიის რეგიონის
ქვეყნებთან ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება. ამ მხრივ, საანგარიშო
პერიოდში, აღსანიშნავია შემდეგი მაღალი/უმაღლესი დონის ვიზიტები: ყაზახეთის
რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური
ვიზიტები საქართველოში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი
ყაზახეთის რესპუბლიკაში.
18 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. 2023
წლის მონაცემებით, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა,
2022 წელთან შედარებით, 1,5-ჯერ გაიზარდა. ასევე საგრძნობლად არის გაზრდილი
საქართველოში ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების ოდენობაც (2022
წლის მონაცემებთან შედარებით, 30%-ით).
აქტიურად ვითარდებოდა ურთიერთობები ინდოეთთან პოლიტიკის, ეკონომიკის,
ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ამ მხრივ აღსანიშნავია
შემდეგი: 2024 წლის 9 თებერვალს ინდოეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება
ქ. თბილისში რეზიდენტი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ოფიციალურად ეცნობა ქართულ
მხარეს. 2023 წლის 9 აგვისტოდან, ინდურმა ავიაკომპანიამ „IndiGo-მ“ დაიწყო პირდაპირი
ფრენების შესრულება დელი-თბილისი-დელის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები
დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა. ამ მხრივ აღსანიშნავია შემდეგი: 2024 წელს: კორეის
რესპუბლიკამ უმასპინძლა „დემოკრატიის მესამე სამიტს“, რომლის ფარგლებშიც,
ვიდეომიმართვა გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; ქ. თბილისში
გაიმართა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის „ეკონომიკური პარტნიორობის
შეთანხმების“ (EPA) შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი; ქ. სეულში გაიმართა
„საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების
ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მე-4
რაუნდი.
ზემოაღნიშნულის გარდა, 2023 წლის 21 სექტემბერს, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა
და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორს შეთანხმებას დიპლომატიური და
სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელიც 2024
წლის 2 აპრილიდან შევიდა ძალაში.
საგარეო უწყებათა დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა: ჩინეთთან,
იაპონიასთან, შრი-ლანკასთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან, უზბეკეთის რესპუბლიკასთან,
კორეის რესპუბლიკასთან, თურქმენეთთან, იაპონიასთან, ფილიპინების რესპუბლიკასთან,
ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და კამბოჯის სამეფოსთან.
საანგარიშო პერიოდში აქტიურად ვითარდებოდა მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს
თანამშრომლობა აზიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან: საანგარიშო პერიოდში შედგა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები პალაუს სახელმწიფო
მინისტრთან, ასევე უზბეკეთის, მარშალის კუნძულებისა და შრი-ლანკის ყაზახეთის საგარეო
საქმეთა მინისტრებთან.
გაგრძელდა მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო),
საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებისა და ქვეყნის
სათანადოდ პოზიციონირების უზრუნველსაყოფად.
აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური
ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები,
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო
19 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საზოგადოების ინფორმირების მიზნით. აღნიშნულ ფორმატებში 2023 წელს გაკეთდა 80-ამდე
ეროვნული განცხადება, ხოლო 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით − 30-ზე მეტი განცხადება.
ამასთანავე, მომზადდა „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე
ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2023 წლის
შემაჯამებელი ანგარიში.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-15
წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს გაეროს
უშიშროების საბჭოში 2023 წლის 10 აგვისტოს გამართულ დახურულ სხდომაზე. სხდომის
დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი მხარდამჭერი განცხადებით წარდგნენ
უშიშროების საბჭოს წევრი, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.
2023 წლის 7 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია
„აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო,
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ (განამტკიცებს
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადადგილებული
პირების საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებისა და ქონებრივ უფლებებს).
რეზოლუცია მიღებულ იქნა უპრეცენდენტოდ მაღალი მხარდაჭერით.
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველო არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი (2023 −
2025 წლების ვადით). საბჭოს წევრის რანგში, საქართველო აქტიურად მონაწილეობდა
საანგარიშო პერიოდში გამართულ სესიებში. საბჭოს 55-ე სესიის მაღალის დონის სეგმენტში,
მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
18-22 სექტემბერს, ქ. ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის
კვირეულის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრა გამართა გაეროსა და
ეუთოს გენერალურ მდივნებთან.
საანგარიშო პერიოდში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომებსა და სხვა ფორმატების
შეხვედრებზე, ქართული მხარისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ არაერთხელ
დაისვა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა
საქართველოს
და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
წარმომადგენლების მიერ ეუთოს სხვადასხვა ფორმატში გაკეთდა 25-ამდე განცხადება.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან
დაკავშირებული საკითხები აისახა საანგარიშო პერიოდში ეუთოში საქართველოს მეგობართა
ჯგუფის ორ განცხადებასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვანკუვერის დეკლარაციაში.
2023 წელს საქართველოს ეწვია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა.
2024 წლის 17 აპრილს საქართველოს ეწვია ეუთოს 2025 წლის თავმჯდომარე ქვეყნის ფინეთის
მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში და გამართა შეხვედრები შესაბამის ოფიციალურ
პირებთან, მომავალი თავმჯდომარეობის დაგეგმვის მიზნით. 2024 წლის 15 მაისს კი
საქართველოს ეწვია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ
საქმეთა მინისტრი, იან ბორჯი. მან გამართა შეხვედრები ქვეყნის მაღალი და უმაღლესი რანგის
ოფიციალურ პირებთან. ეუთოს თავმჯდომარე ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზს.
20 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე
საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, შესაბამისი წერილები გაიგზავნა ეუთოს
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (2024 წლის
თებერვალში), ეუთოს, ევროპის საბჭოსა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეების
პრეზიდენტების სახელებზე.
2024 წლის 23 მაისს საქართველოს ეწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორი, მატეო მეკაჩი. ვიზიტის ფარგლებში,
დირექტორმა გამართა შეხვედრები ქვეყნის მაღალი და უმაღლესი რანგის ოფიციალურ
პირებთან.
საანგარიშო პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, საპარლამენტო ასამბლეისა
და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ფორმატები აქტიურად და
რეგულარულად გამოიყენებოდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით
საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
2023 წელს საქართველოს ეწვივნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ
ბურიჩი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი. ვიზიტის
ფარგლებში, ისინი ეწვივნენ საოკუპაციო ხაზს და იძულებით გადაადგილებულ პირთა
დასახლებას წეროვანში. 2024 წლის 18-19 იანვარს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგე. ვიზიტის ფარგლებში, მან
და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ,
ოფიციალურად წარადგინეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი 2024 − 2027 წლების
სამოქმედო გეგმა.
2023 წლის 31 ოქტომბერსა და 2024 წლის 7 მაისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტმა მიიღო მეათე და მეთერთმეტე გადაწყვეტილებები საქართველოში კონფლიქტზე,
რომელშიც ევროპის საბჭო საუბრობს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონების ოკუპაციაზე და კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოუწოდებს რუსეთს, როგორც
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ
სახელმწიფოს, უზრუნველყოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის
უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
2023 წლის ნოემბერსა და 2024 წლის აპრილში გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს გენერალური
მდივნის 28-ე და 29-ე კონსოლიდირებული ანგარიშები საქართველოში კონფლიქტის შესახებ.
გასული წლიდან, ანგარიშში გენერალური მდივანი იყენებს ტერმინს − „საოკუპაციო ხაზი“,
რითაც ხაზი ესმება რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას.
საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის ზამთრის სესიაზე მიღებულ იქნა მონიტორინგის
კომიტეტის ყოველწლიური რეზოლუცია, რომლითაც ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს
სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში.
2024 წლის 16-17 მაისს, ქ. სტრასბურგში, ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობით, გაიმართა
ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელზეც ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ
წარმოადგინა ორგანიზაციის დაარსებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დეკლარაცია,
რომელშიც, ორგანიზაციის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წევრმა
21 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა
და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დეკლარაცია
მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო
აღჭურვილობა საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან.
საანგარიშო პერიოდში საქართველო არჩეულ იქნა გაეროს სურსათისა და სოფლის
მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრად (2023 − 2025 წლების ვადით) და
ასევე,გაეროს განვითარების პროგრამის, მოსახლეობის ფონდისა და პროექტების
მომსახურების ოფისის (UNDP/UNFPA/UNOPS) აღმასრულებელი საბჭოს წევრად (2025 − 2027
წლების ვადით).
საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა კვლავ რჩება საქართველოს
მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად. კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობით
გრძელდება დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების საქმეში,
რისთვისაც გრძელდება არსებული მექანიზმების დახვეწა და თანამშრომლობა, როგორც შიდა,
ასევე გარე აქტორებთან. აღნიშნულ პროცესში ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა
მოწინავე ქვეყნის (ირლანდია, ისრაელი, იტალია) საუკეთესო პრაქტიკა.
ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტი რესურსი და ყურადღება დაეთმო წარმატებულ
პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიმართაც ჩვენი დიასპორის ინტერესი სულ უფრო
იზრდება. საგრანტო მექანიზმების დანერგვამ და მოცულობის ზრდამ მკვეთრად გააძლიერა
უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები და დიასპორული
ორგანიზაციები, რომელთა ჯამური რაოდენობა 300-ს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ ინიციირებული საგრანტო პროექტების მიმართ
საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა მზარდი ინტერესის გათვალისწინებით,
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პროექტების ბიუჯეტი. კერძოდ: „უცხოეთში
მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერისა“ და „იყავი შენი ქვეყნის
ახალგაზრდა ელჩის“ საგრანტო პროგრამების ბიუჯეტი ჯამში გაორმაგდა 350 000 ლარიდან
700 000 ლარამდე; მკვეთრად გაიზარდა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამა − 40 000
ლარიდან 150 000 ლარამდე, რაც გულისხმობს ახალი შექმნილი სახელმძღვანელოს ბეჭდვისა
და საკვირაო სკოლის მასწავლებელთა გადამზადების ხარჯს; ასევე დაემატა სამი ახალი
პროგრამა, რომელთა საერთო ჯამი შეადგენს 180 000 ლარს. მიმდინარე წელს დიასპორული
პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ბიუჯეტი გაიზარდა 700 000
ლარით.
საანგარიშო პერიოდში ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ ახალი
საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაფუძნებას − გაიხსნა 10 ახალი საკვირაო
სკოლა.
მნიშვნელოვნად გააქტიურდა ურთიერთობები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
კერძოდ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და მიგრაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, მიმდინარეობს დიასპორასთან
ურთიერთობის კომპონენტში სამინისტროს გაძლიერება დიასპორის მონაცემთა ბაზისათვის
შესაბამისი პროგრამის მომზადებისა და დიასპორის ვებპორტალის (GDA.GE) დასრულების
კუთხით.
22 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა მუშაობა საქართველოს კანონის − „უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ ცვლილებების
პაკეტის მომზადების მიზნით.
მნიშნელოვანი ყურადღება დაეთმო აქტიურ კულტურულ დიპლომატიას, რომლის
გამოყენებით საქართველო აგრძელებდა ქვეყნის საერთაშორისო ხილვადობის გაზრდასა და
საერთაშორისო კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში ქვეყნის
ჩართულობის ხელშეწყობას.
ისტორიაში პირველად, საქართველოს წარმომადგენელი არჩეულ იქნა კულტურული
ფასეულობების შენარჩუნებისა და აღდგენის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ICCROM-ის
საბჭოს წევრად.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
ეფექტიანი დაცვა. სამინისტრო განაგრძობდა მუშაობას საკონსულო სერვისების ხარისხისა და
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, როგორც ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით, ასევე
საკონსულო პერსონალის მაღალი კვალიფიკაციის უზრუნველყოფის მიმართლებით.
საანგარიშო პერიოდში გაიხსნა ახალი გენერალური საკონსულო იტალიაში, ქალაქ მილანში.
დღეის მდგომარეობით, ფუნქციონირებს საქართველოს 13 გენერალური საკონსულო 8
ქვეყანაში. ასევე მიმდინარეობს მუშაობა საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების
კუთხით − დაინიშნა 4 ახალი საპატიო კონსული აშშ-ში, პოლონეთში, ხორვატიასა და
იაპონიაში. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს 87 საპატიო კონსული მსოფლიოს 65
ქვეყანაში.
2023 წლის 10-11 სექტემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს საპატიო კონსულების
კონფერენცია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობდა საქართველოს მოქალაქეებისთვის
თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მიმართულებით. საანგარიშო
პერიოდში ძალაში შევიდა შეთანხმებები სომხეთთან (ID-ბარათებით მგზავრობა), პერუსთან,
დომინიკის თანამეგობრობასა და ჩინეთთან ორდინალური პასპორტის მფლობელთათვის
ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ. რაც შეეხება დიპლომატიური
და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ძალაში შევიდა შეთანხმებები პაკისტანსა და
დომინიკის თანამეგობრობასთან. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს
შესაძლებლობა აქვთ, უვიზოდ იმოგზაურონ მსოფლიოს 75 ქვეყანაში, ხოლო დიპლომატიური
ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს − 86 ქვეყანაში.
დამტკიცდა საზღვარგარეთ შექმნილი კრიზისული სიტუაციის დროს კრიზისების მართვის
განახლებული სისტემა, რომლის მიზანია საზღვარგარეთ კრიზისების დროს საქართველოს
მოქალაქეთათვის ეფექტიანი და კოორდინირებული დახმარების გაწევის ხელშეწყობა და
დიპლომატიური წარმომადგენლობების/საკონსულო დაწესებულებების შესაძლებლობების
გაძლიერება კრიზისების ანალიზისა და საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვის
მიმართულებით.
23 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა სახის საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით,
საკონსულო კონსულტაციები გაიმართა ნიდერლანდებთან, თურქეთთან, შვეიცარიასთან,
დანიასთან, ისლანდიასთან.
საანგარიშო პერიოდში განახლდა საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემა
(Geoconsul).
ევროკავშირთან
სამართლებრივი
დაახლოების
ეფექტიანი
კოორდინაციისა
და
მონიტორინგის
მიზნით,
შეიქმნა
ევროკავშირთან
სამართლებრივი
დაახლოების
კოორდინაციისა და მონიტორინგის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მხარს
დაუჭერს
ევროკავშირთან
სამართლებრივი
დაახლოების
პროცესის
ეფექტიან
განხორციელებას.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან
შესაბამისობის ცხრილის შევსების პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ხელს უწყობს
სამართლებრივი დაახლოების პროცესში ჩართული უწყებების საქმიანობაში ერთიანი
სტანდარტებისა და მიდგომების ჩამოყალიბებასა და ევროკავშირის სამართლებრივი აქტების
ტრანსპოზიციის საუკეთესო პრაქტიკის განვითარებას.
ამასთან, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილი
ცვლილების შედეგად, ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის თაობაზე საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს დასკვნა გახდება სავალდებულო საქართველოს მთავრობის მიერ
საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე, თუ პროექტები შემუშავებული
იქნება ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით. გარდა ამისა,
ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო, რომლის ნორმატიული აქტი არ
დაექვემდებარება სავალდებულო სამართლებრივ ექსპერტიზას, უფლებამოსილი იქნება,
ნორმატიული აქტის პროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის თაობაზე
სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი დასკვნისათვის გადასცეს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ − საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გაწევრიანდა ევროპის
კავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებელი წევრის სტატუსით. ორგანიზაციის
გენერალურმა ასამბლეამ მიმდინარე წლის 15 მარტს ერთხმად დააკმაყოფილა საქართველოს
ნოტარიუსთა პალატის აპლიკაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გაწევრების თაობაზე.
ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) გაწევრებულია ევროკავშირის ქვეყნების
ეროვნული ნოტარიატები.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კონგრესის გენერალური ასამბლეის მსვლელობისას,
რომელშიც 50-ამდე ქვეყნის 600 წარმომადგენელი მონაწილეობდა, ფარული კენჭისყრის
საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ)
გაწევრიანდა. ამ ეტაპისთვის ბიურო დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო
საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდეგ, კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო
ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) თავმჯდომარე გახდა და მიმდინარე წლის
სექტემბერში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. პენიტენციური
სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანება მნიშვნელოვან როლს ასრულებს
24 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების,
ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით. სსიპ − საქართველოს იუსტიციის
სასწავლო ცენტრი ორგანიზაციის თავმჯდომარე ერთი წლის ვადით იქნება და ამ ეგიდით
შესაძლებლობა ექნება, ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო
მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.
ორმხრივი თანამშრომლობა სახელმწიფოებთან
საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში,
აქტიურად თანამშრომლობდა უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის ფარგლებში, კერძოდ:
საქართველოსა და პორტუგალიას შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაცია,
რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის
განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას ციფრული მმართველობისა და
სერვისების განვითარების მიმართულებით;
საქართველოსა და პორტუგალიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების
მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს
კანონმდებლობის დაახლოების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას,
დანაშაულის პრევენციის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მსჯავრდებულთა
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის
სფეროში
საგანმანათლებლო
პროგრამების
და
შემუშავებასა
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
საქართველოსა და ციხისა და სასჯელაღსრულების სერვისების ევროპულ ორგანიზაციას
(Europris) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, პენიტენციურ
სისტემაში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების გაძლიერების კუთხით.
მემორანდუმის საფუძველზე, 2023 წლის ნოემბერში, საქართველომ პენიტენციური
სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა, რომელსაც 21 ქვეყნის
წარმომადგენელი ესწრებოდა. კონფერენციის ფარგლებში მიმოხილულ იქნა
საუკეთესო პრაქტიკა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის
პროცესში არსებული ინოვაციების თაობაზე;
საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული სამართლებრივ სფეროში
თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაცია, რომლის ფარგლებში ქვეყნები
ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ სამართლის უზენაესობის სფეროში შემავალ
ასევე
ხელი
მოეწერა
სამართლებრივ
სფეროში
საკითხებზე.
ურთიერთთანამშრომლობის სამუშაო გეგმას;
საქართველოსა და ხორვატიას შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაცია,
რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ეროვნული
კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების, ელექტრონული
მმართველობის, აგრეთვე პენიტენციური სისტემების ეფექტიანი მართვისა და
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით;
25 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ
ხელშეკრულების
ხელმოწერა და
შემდგომ
ხელშეკრულების პარაფირება.
სარატიფიკაციოდ პარლამენტში წარდგენა იგეგმება 2024 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ორმხრივი თანამშრომლობა გაძლიერდა იუსტიციის
სამინისტროს სისტემის ფარგლებში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სხვა
ქვეყნების თემატურ ინსტიტუციებს შორის. ამ მიზნით, გაფორმდა 9 თანამშრომლობის
მემორანდუმი.
ორმხრივი სამართლებრივი სისტემებისა და რეფორმების დაახლოების მიზნით, იუსტიციის
სამინისტრომ დანერგა სამართლებრივი ფორუმებისა და სამუშაო შეხვედრების ტრადიცია
პარტნიორ სახელმწიფოებთან. წარმატებით ჩატარებულ ღონისძიებებს შორისაა:
თბილისში გამართული ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი თემაზე −
„საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის
გზაზე“;
თბილისსა და პრაღაში გამართული ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმები;
თბილისში გამართული საერთაშორისო სემინარი − „პრაღის პროცესის ფარგლებში“;
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე − „მსჯავრდებულთა და
პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული
ინოვაციები“;
ხორვატიის იუსტიციისა და საჯარო ადმინისტრირების სამინისტროსა და
ევროკომისიის ორგანიზებით, ზაგრებში გამართული საერთაშორისო კონფერენცია −
„ევროკავშირის გაფართოების მომავალი: სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური
უფლებები“;
ერევანში გამართული მე-5 სომხურ-ქართული სამართლებრივ ფორუმში.
საერთაშორისო ორგანიზაციებში ან ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში წარდგენილი
კანდიდატები
2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით, სულ გამოცხადდა 4 კონკურსი,
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატების ნომინირების/წარდგენის
მიზნით. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე შექმნილმა კომისიებმა
აირჩიეს კანდიდატები შემდეგ კომიტეტებში წარსადგენად: გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ბავშვის უფლებათა კომიტეტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ
დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი.
სახელმწიფოს ინტერესების დაცვა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და ადამიანის უფლებათა მმართველ კომიტეტში
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ IV“ (ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმე“)
სახელმწიფოთაშორისი დავის არსებითი განხილვის ფარგლებში, გაიგზავნა მთავრობის
პოზიციის ამსახველი დოკუმენტები,
კომპლექსურ
მტკიცებულებებთან ერთად.
ზემოხსენებული სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს
26 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის
მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი
რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რუსეთის მიერ
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და „ბორდერიზაციის“ კონტექსტში. სტრასბურგის
სასამართლომ საჩივარი სრულად დასაშვებად გამოაცხადა და გაიზიარა საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად.
2024 წლის 9 აპრილის ისტორიული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ
სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ რუსეთს დააკისრა
სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევებზე.
გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ
მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა სუვერენიტეტი, რამდენადაც, სტრასბურგის
სასამართლოს შეფასებით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთელი საერთაშორისო
საზოგადოების მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილად არის აღიარებული და უკანონოა
„ბორდერიზაციის“ პროცესი. შესაბამისად, უკანონოდ და ევროპულ კონვენციასთან
შეუსაბამოდ გამოცხადდა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოქმედი „დე ფაქტო“ ორგანოების
მხრიდან დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა.
ამასთან, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ბორდერიზაციის“ პირობებში
განგრძობითად და სისტემურად ირღვევა შემდეგი უფლებები: სიცოცხლის უფლება
(ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი), წამების/არასათანადო მოპყრობის აკრძალვა
(ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი), თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება უკანონო
დაკავებების/პატიმრობის კონტექსტში (ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი), პირადი და
ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი),
საკუთრებისა (ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი) და
განათლების უფლებები (ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი)
და მიმოსვლის თავისუფლება (ევროპული კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის
ეპიზოდზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაკავების
ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის (ცხინვალის „დე ფაქტო“ „ხელისუფლების“
წარმომადგენლების) მიმართ. დაპატიმრების ორდერების აღსრულების მიზნით, გრძელდება
თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა დამნაშავე
პირები წარდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. ხაზგასასმელია, რომ ჰააგის
სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება ქართული
მხარის პასუხისმგებლობის გამოვლენის გარეშე.
1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება
ეროვნული უსაფრთხოება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათაშორის სამუშაო
ფორმატში შემუშავდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო სამუშაო ვერსია.
უსაფრთხოების გარემოს დინამიკურობის გათვალისწინებით, რეგულარულად ხდება
დოკუმენტის არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა.
27 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, „საფრთხეების შეფასების
დოკუმენტის“ განახლების პროცესი დასრულდა და საბოლოო პროექტი წარედგინა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ, ეროვნული დონის კონცეპტუალური
დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელ მუდმივმოქმედ უწყებათაშორის კომისიას.
ზემოხსენებული კომისიის მიერ „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ განხილვის შემდეგ,
ის საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო
ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც დაწყებულია საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ახალი პროექტის შემუშავება.
ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების მედეგობის
გაძლიერების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს აპარატი აგრძელებს შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმებისა და შესაძლებლობების
განვითარების ხელშეწყობას. მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული
შესაბამისი ასპექტები ასახულია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების
შეფასების სამუშაო დოკუმენტებში.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კოორდინაციით, დაწყებულია „საქართველოს
კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ განახლების პროცესი.
დოკუმენტზე მუშაობა, „საქართველოს საფრთხეების შეფასების ეროვნულ დოკუმენტში“
იდენტიფიცირებული ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების
რისკის შემცირების მიზნით, 14 უწყებათაშორის თემატურ ჯგუფში მიმდინარეობს.
თავდაცვის სისტემა
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების
შესაძლებლობების განვითარების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების,
სამხედრო მრეწველობის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და
უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით.
კონცეპტუალური ჩარჩო
მიღებულ იქნა თავდაცვის კოდექსი, რომლის საფუძველზე შეიქმნა ერთიანი სამართლებრივი
ჩარჩო, რომელიც არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის
სამხედრო სამსახურს, აწესებს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანეს
გარანტიებს, ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან
სამართლებრივ საფუძვლებს. დაიხვეწა თავდაცვის ორგანიზება, რომელიც ეფუძნება
ტოტალური თავდაცვის მიდგომას, ეროვნული მედეგობის გაძლიერებას, ეროვნული
წინააღმდეგობის ორგანიზებასა და ამოცანით მართვას, რომელთა განხორციელების გზები და
პრინციპები
აისახება
ეროვნული
და
უწყებრივი
დონის
კონცეპტუალურ
დოკუმენტებში/სამართლებრივ აქტებში.
28 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
თავდაცვის კოდექსით შეიქმნა რეზერვის მყარი საფუძველი, რაც ასევე მნიშვნელოვანია
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში
შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების
ეროვნული სააგენტო 2024 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს პირთა სამხედრო აღრიცხვაზე
აყვანასა და მის ორგანიზებას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და
სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში პირთა გამოძახებასა და გაწვევას, ასევე
სამხედრო სამსახურში რეკრუტირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას.
ამასთან, ახლებურად დარეგულირდა სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის
ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლებელი გახდა სტუდენტების მიერ,
ნებაყოფლობით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა, შესაბამისი
პირობებით. აგრეთვე შეიქმნა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან
გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისია და
დამტკიცდა მისი საქმიანობის წესი.
ზემოაღნიშნულთან ერთად:
თავდაცვის კოდექსით გაუმჯობესდა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში
დასაქმებული პირების სოციალური გარანტიები;
საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა საბინაო პროგრამის განგრძობითობა;
გაიზარდა სამხედრო მოსამსახურის დაჭრა-დასახიჩრებისათვის ან დაღუპვისათვის
დაწესებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა, რომელიც, დაჭრა-დასახიჩრების
შემთხვევაში, 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 20 000 ლარით, ხოლო დაღუპვის
შემთხვევაში − 15 000 ლარის ნაცვლად − 30 000 ლარით;
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებზეც გავრცელდა
სამხედრო მოსამსახურეებისთვის დადგენილი გარკვეული სოციალური გარანტიები.
შემუშავდა და დამტკიცდა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმა 20242025, რომელიც თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2021 − 2025 წწ-ის დოკუმენტში
გაცხადებული მიზნების შესასრულებლად განსაზღვრავს შესაბამის აქტივობებს, შესრულების
ვადებსა და პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებს.
გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესება
თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის ეფექტიანობის ამაღლებისთვის, ყურადღება
დაეთმო ინფორმირებული გადაწყვეტილების პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციას.
შემუშავდა თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ანალიტიკური მეთოდების სახელმძღვანელო,
რომელიც ხელს შეუწყობს უწყებაში ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის
დანერგვას. ასევე, საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდა
ორგანიზაციული ცვლილების მართვის (OCM) გზამკვლევი. დოკუმენტი ხელს შეუწყობს
თავდაცვის სამინისტროში სამომავლო რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელების
პროცესს. კიდევ უფრო დაიხვეწა რესურსების მართვის სისტემა. კერძოდ, საანგარიშო
პერიოდში, თავდაცვის რესურსების მართვაში ჩართული პერსონალის პროფესიული
კვალიფიკაციისა და საჭირო უნარების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კურსები გაიარა
თავდაცვის სამინისტროს სფეროში მომუშავე 69 თანამშრომელმა.
29 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
რისკების მართვა
თავდაცვის მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, კარგი მმართველობის
პრინციპების პრაქტიკაში განმტკიცებისა და ხარჯთეფექტიანი გადაწყვეტილებების
უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სტრატეგიის მიხედვით, მიმდინარეობდა რისკის მართვის
სისტემის დანერგვა, რაც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ცნობიერების ამაღლებასა და
რისკების რეესტრების შემუშავებას.
საანგარიშო პერიოდში, რისკის მართვის საბაზისო ტრენინგის კურსი დაინერგა სსიპ −
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ბაზაზე. რისკის მართვის ტრენინგი
გაიარა სამინისტროს სისტემის 55-მა მოსამსახურემ. გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით,
რისკის მართვის თემაზე გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია. 2024 წლის
მდგომარეობით, რისკების რეესტრებზე მუშაობას აგრძელებს 10 სტრუქტურული ერთეული.
ამასთან, რისკზე ორიენტირებული მიდგომით შეირჩა 6 ახალი სტრუქტურული ერთეული,
რომლებიც ტრენინგების გავლის შემდეგ გადავლენ რისკების რეესტრების შემუშავებაზე.
სოციალური მხარდაჭერა, სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თითოეული მოსამსახურისა
და მათი ოჯახის წევრებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნას, სოციალური და
ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტებსა და დაჭრილ-დაშავებულ
სამხედრო
მოსამსახურეებზე ზრუნვას. აღნიშნულის ფარგლებში, განხორციელდა 25 სოციალური
პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6750-მა პირმა.
სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო
მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის
მიზნით, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, თავდაცვის სამინისტროს
დაფინანსებით ისარგებლა 2291-მა ბენეფიციარმა.
2024 წლიდან სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს,
აგრეთვე თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს) მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 330იდან 990 ლარამდე ოდენობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრადასახიჩრების ან ტრავმის მიღების გამო.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, ფსიქოლოგიური
რეაბილიტაციის კურსი გაიარა 38-მა ბენეფიციარმა. მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო
მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისებით
ისაგებლა 123-მა ბენეფიციარმა, მათ შორის, 40-მა უკრაინელმა ბავშვმა და 8 თანმხლებმა პირმა.
ამასთან, ჩატარდა კასკადური ტრენინგები სამეთაურო რგოლისა და პროგრამის
განხორციელებაში მონაწილე 299 პირისათვის.
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამხედრო ჰოსპიტალი აღიჭურვა
თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. სამხედრო ჰოსპიტალში არსებულ
პალატებსა და საოპერაციო ბლოკში დაიწყო და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
სამხედრო ჰოსპიტალის მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილ იქნენ
სამედიცინო დაზღვევით. სულ, საანგარიშო პერიოდში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში
სამედიცინო
სერვისი-სტაციონარული
მომსახურება
გაეწია
11851
პირს
30 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
(სამხედრო/სამოქალაქო), ხოლო ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისით ისარგებლა
41216-მა პირმა (სამხედრო/სამოქალაქო).
მიმდინარეობდა დაჭრილ-დაშავებული მომსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების
ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მარო მაყაშვილის სახელობის
სარეაბილიტაციო ცენტრში. ცენტრმა მომსახურება გაუწია 196 ბენეფიციარს (155 სამხედრო
მოსამსახურე და 41 ოჯახის წევრი). საანგარიშო პერიოდში, 16 დაჭრილ/დაშავებულ
მოსამსახურეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა/კვლევა საზღვარგარეთ. ასევე
საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურებით ისარგებლა 25-მა ბენეფიციარმა. დაჭრილი და
დაშავებული მოსამსახურეები სისტემატურად იღებდნენ მონაწილეობას საერთაშორისო
სპორტულ ღონისძიებებში.
2023 წელს განხორციელდა სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის პირველი
პროექტი, რომლის ფარგლებში, ახალი პროფესიის შეძენის მიზნით, გადამზადდა ზღვრულ
ასაკს მიღწეული 55 სამხედრო მოსამსახურე. დაიწყო 2024 წლის პროექტის განხორციელება,
შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით.
თავდაცვის შესაძლებლობები
თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, საანგარიშო პერიოდში, თავდაცვის
სამინისტრო წარმატებით ახორციელებდა ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის,
საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების
განვითარების, ასევე თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლებაგაუმჯობესების პროექტებს.
სამხედრო ინდუსტრია
ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობისა და შიდა ბაზრის მოთხოვნის
უზრუნველყოფის მიზნით, გაიზარდა „დელტა ტექსტილის“ მიერ წარმოებული პროდუქციის
ასორტიმენტი და წარმადობა. „დელტა ტექსტილის“ საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით,
დაიგეგმა საცალო გაყიდვების ამოქმედება და სხვადასხვა სამოქალაქო პროდუქციის
წარმოება. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, „დელტა-ვებეს“ მიერ დამზადდა და
თავდაცვის ძალებს გადაეცა სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების
პირველი პარტია. დასრულდა უპილოტო საფრენი აპარატების ოპერირებისათვის თავდაცვის
ძალების სამხედროების თეორიული და საველე მომზადება. ქართველმა სამხედროებმა,
პოლონელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, წარმატებით გაიარეს გამოცდები
და დაშვებულნი არიან ოპერირებისთვის.
ჯარის პოპულარიზაცია
სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცების, საქართველოს თავდაცვის ძალების
შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქართული ჯარის პოპულარიზაციის მიზნით, განახლდა
თავდაცვის სამინისტროს პროექტი − „ჩვენი ჯარი.“ პროექტმა მოიცვა 628 სკოლა, 24023
მოსწავლე და 2287 მასწავლებელი. სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის შემუშავდა
პროექტი − „ჯარის ბანაკი“, რომელიც პირველად 2023 წლის 25 ივნისი −18 აგვისტოს პერიოდში
რვა როტაციად განხორციელდა. ფართო საზოგადოებაში ჯარის პოპულარიზაციის მიზნით,
პროექტის − „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით არსებულ სამხედრო
ბაზებზე 2023 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 1 ივნისამდე სულ 46 ღია კარის დღე ჩატარდა,
31 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
რომელმაც სკოლის მოსწავლეების გარდა, სტუდენტების ვიზიტებიც მოიცვა. თავდაცვის
ძალებში რეკრუტირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა შესაბამისი
საინფორმაციო კამპანია, მათ შორის, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით.
მოხალისეები
თავდაცვის სამინისტრო და სსიპ − თავდაცვის მოხალისე განაგრძობენ მოხალისეობრივ
ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მათი შესაძლებლობების განვითარების,
ეროვნული თავდაცვის საკითხებში ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და
პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, რაც ასევე მხარს უჭერს ქვეყანაში
ტოტალური თავდაცვის მიდგომის განმტკიცებას.
საანგარიშო პერიოდში მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ამერიკულ ორმხრივ
წვრთნებში. თავდაცვის ძალების დღეს, 30 აპრილს, მოხალისეობრივმა ორგანიზაციებმა
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამოფინეს თავიანთი
აღჭურვილობა. დასრულდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო კურსი
მოხალისეებისთვის. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად
მიმდინარეობს გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის საბაზისო
კურსები, რომლებშიც, მთლიანობაში, 200-ზე მეტი კურსანტი იღებს მონაწილეობას. ასევე
ქ. ბათუმსა და ქ. თბილისში, პარალელურად, მიმდინარეობს ორგანიზაცია „ვემსახურები
საქართველოს“ კურსი, სადაც ასევე მონაწილეობენ მოხალისეები. თავდაცვის სამინისტრო
სრულად არის ჩართული აღნიშნული კურსების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში.
სამხედრო განათლება
თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამხედო მოსამსახურეების
საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ეროვნული თავდაცვის აკადემიის
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა ორი ახალი საბაკალავრო პროგრამა
(ავიაციის ინჟინერია, სამართალი), რომლებზეც სწავლის დაწყება დაგეგმილია 2024 წლის
სექტემბრიდან. გაძლიერდება აკადემიაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა (ჩატარდა 10
სამეცნიერო კონფერენცია, კვლევა მიმდინარეობს 15 ახალ კვლევით პროექტზე, ხოლო კვლევა
დასრულდა 3 კვლევით პროექტზე) და განვითარდა აკადემიის დისტანციური სწავლების
ცენტრი, რომლის ბაზაზე შეიქმნა ახალი ონლაინ-დისტანციური სასწავლო კურსები.
მთლიანად აღიჭურვა დისტანციური სწავლების ცენტრის ვიდეოლაბორატორია ნორვეგიის
თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის დახმარებით.
პროფესიული განათლება
საანგარიშო პერიოდში, სსიპ − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ
ორგანიზება გაუწია 4 საერთაშორისო კურსს, რომლის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი
ექსპერტების მიერ განხილულ იქნა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა
თემატიკა.
სწავლების დაგეგმვის კურსის (Exercise Planing Course) აკრედიტაციის (SELECTED) პროცესის
გასავლელად საჭირო პროცედურების დასრულების მიზნით, წვრთნებისა და სამხედრო
განათლების მიერ, ნატოს სტანდარტების მიხედვით, შემუშავდა კურსის საკონტროლო
დოკუმენტაცია (Course control Documentation (CCD)), რომელიც გადაგზავნილია
ხელმოსაწერად ნატოს შესაბამის დაწესებულებაში.
32 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გენდერული თანასწორობა თავდაცვის სისტემაში
2023 წლის ბოლოს დასრულდა თავდაცვის სამინისტროს, დიდი ბრიტანეთის, უსაფრთხოების
სექტორის მართვის ჟენევის ცენტრსა (DCAF) და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women)
შორის თანამშრომლობის ფარგლებში სამწლიანი ერთობლივი პროექტი − „ქალები
თავდაცვაში − მომავალი ქალი ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება“. პროექტის
ფარგლებში, განხორციელდა ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მენტორინგისა და
პროფესიული განვითარების ტრენინგები.
2023 წლის ოქტომბერში თავდაცვის სამინისტროში შემუშავდა სექსუალური შევიწროების
პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი და აღნიშნულ თემაზე ცნობიერების ამაღლების
მიზნით, 2024 წლის პირველ კვარტალში, გადამზადდნენ თავდაცვის სამინისტროს
გენერალური ინსპექციისა და იურიდიული დეპარტამენტის და ასევე გენერალური შტაბის
სამხედრო პოლიციის თანამშრომლები.
ინფრასტრუქტურა
თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარეობდა
მასშტაბური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. კერძოდ, დაიწყო და ხორციელდება
შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები:
სპეციალური ოპერაციების სარდლობისთვის ახალი ბაზის მშენებლობა;
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა;
აღმოსავლეთ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გენერალ
მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა 400 კადეტზე;
გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის განვითარების
მიზნით,
სრულად
რეაბილიტირდა
კადეტთა
საცხოვრებელი,
განახლდა
კომპიუტერული ტექნიკა და დასრულდა ლაზარეთის მშენებლობა.
სამინისტროს საბინაო პოლიტიკის ფარგლებში, სთძ-ის უფროს ოფიცრებს მიეცათ საშუალება,
აეშენებინათ ბინები უპროცენტო შიდა განვადებით. 5000-ამდე მოქმედ, ყოფილ სამხედროსა და
სხვა კატეგორიის მოქალაქეებს დაუკანონდათ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული
ბინები და მოუგვარდათ წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა. 2023 წელს
დასრულდა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა. აშენდა 7-სართულიანი 39 კორპუსი,
რომლებშიც 1092 ბინაა განთავსებული. ინფრასტრუქტურული განვითარებისა და
უზრუნველყოფის კუთხით, საყაზარმე ზონების სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები
მიმდინარეობდა 81 ობიექტზე.
წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის JTEC-ის სიმულაციების, კავშირგაბმულობის
და ინფორმაციული სისტემების ცენტრის განვითარების მიზნით, დასრულდა ახალი შენობის
მშენებლობა, მოწესრიგებულია კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურა.
სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია
შემუშავდა
სტანდარტიზაციის
სახელმძღვანელო,
რომელიც
ეფუძნება
ნატოს
სტანდარტიზაციის მთავარ კონცეპტუალურ დოკუმენტებს; დაიწყო მუშაობა თავდაცვის
უწყებაში სტანდარტიზაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბებისა და სტანდარტიზაციის
კონცეფციის შემუშავებისთვის.
33 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
შემუშავდა ნატოს კოდიფიკაციისა და ასევე საგნის აღწერისა და იდენტიფიკაციის
სახელმძღვანელო დოკუმენტები; დაიწყო მუშაობა კოდიფიკაციის სისტემის ერთიანი
მონაცემთა ბაზის დახვეწისა და თავდაცვის სისტემაში ეროვნული კატალოგის დანერგვის
მიზნით.
კიბერშესაძლებლობები
კიბერსარდლობის
ორგანიზაციულ
მოდელზე
გადასვლის
მიზნით,
შემუშავდა
კიბერსარდლობის ჩამოყალიბების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ამასთანავე,
მიმდინარეობდა მუშაობა კიბერუსაფრთხოების მიმართულების სამხედრო გვარეობის კოდის
ჩამოყალიბებასა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამხედრო მოსამსახურეების
რეკრუტირებაზე/გადამზადებაზე.
სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობდა
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროცესი, რაც
გულისხმობს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ახალი, თანამედროვე, ადმინისტრაციული
შენობა-ნაგებობით უზრუნველყოფასა და კიბერსაოპერაციო სივრცის მოწყობას. 2024 წელს
დასრულდება სამშენებლო პროექტის დაგეგმვის ყველა საჭირო ეტაპი, რის შემდგომაც
დაიწყება შესაბამისი სამუშაოები.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების
აღმშენებლობის
ნდობის
ფონდის
(DCB
TF)
ფარგლებში,
მიმდინარეობდა
კიბერლაბორატორიის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.
2024 წელს კიბერუსაფრთხოების ბიურომ უმასპინძლა ნატოს ყველაზე მასშტაბურ
კიბერსწავლება „Cyber Coalition-ის“ დაგეგმვის საწყის კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობა
მიიღო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა. მიმდინარე
წლის თებერვალში გაიმართა ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო
კიბერსწავლება − „Defence Cyber Marvel“, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს გუნდი,
კიბერუსაფრთხოების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისიდან ჩაერთო.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც ჯამში შეადგენს 7
მილიონ ევროს და მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს კიბერსაჭიროებების
გაძლიერებას, კიბერუსაფრთხოების ბიურომ დაიწყო სხვადასხვა სახის სასწავლო კურსში
საკუთარი პერსონალის გადამზადება.
მნიშვნელოვანი წვრთნები
სამხედრო პერსონალის წვრთნისა და განათლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით,
საქართველომ წარმატებით უმასპინძლა აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას −
„AGILE SPIRIT 23-ს“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 22 ქვეყნის 3100-ზე მეტმა სამხედრო
მოსამსახურემ. ასევე ჩატარდა უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება − „დიდგორი
2023“, რომლის მიზანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გამტკიცება და ეფექტიანი
თანამშრომლობა. 2024 წელს საქართველომ უმასპინძლა სპეციალური ოპერაციების
მრავალეროვნულ სწავლებას − „TROJAN FOOTPRINT 24-ს“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6
ქვეყნის 1100-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი
ცენტრის (JTEC) ორგანიზებით, მიმდინარეობს ნატო-საქართველოს სწავლების (NATO-Georgia
Exercise) დაგეგმვის ეტაპი, რომლის აღსრულება 2025 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
34 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი 2024 წლის 25 ივლისი − 6 აგვისტოს პერიოდში დაგეგმილ
მრავალეროვნული სწავლების − „NOBLE PARTNER 24-ის“ ჩასატარებლად.
საქართველომ 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში კვლავ უმასპინძლა კანადურ, ყოველწლიურ,
მრავალეროვნულ, სამეთაურო-საშტაბო სწავლებას − „MAPLE ARCH 23-ს“, რაც
მნიშვნელოვანია ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების კუთხით.
ჩატარდა სარდლობების დონის საშტაბო სამეთაურო სწავლებები − „გელათი“ და „შამქორი“.
ასევე, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში,
ჩატარდა სამმხრივი სწავლებები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
საერთაშორისო ურთიერთობები
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა − საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ნატოსთან
თანამშრომლობის ყველა ფორმატის (NGC), პრაქტიკული მექანიზმისა (ANP, SNGP,
PARP/ITPP, Military Committee with Georgia Work Plan) და პროგრამების (DEEP, PDP, BI, IPCP,
ACDE, Smart Defence) წარმატებით განხორციელება.
საქართველო წარმატებით გადავიდა დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესიდან (Planning and
Review Process, PARP) ნატოს ახალ თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმზე,
ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე (Individually Tailored Partnership
Programme (ITPP)). შემუშავდა 2023-2024 წლების ITPP-ის პოლიტიკური (ალიანსთან
თანამშრომლობის სტარტეგიული მიზნები) და პრაქტიკული კომპონენტები (პარტნიორობის
მიზნები) და ალიანსთან თანამშრომლობა ახალი პრაქტიკული მექანიზმის ფარგლებში
გაგრძელდა.
თავდაცვის სამინისტრომ წარმატებით განაგრძო ნატოს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP)
ფარგლებში განსაზღვრული რეფორმებისა და საჭირო ღონისძიებების შესრულება. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ANP-ის მე-16 ციკლის განხორციელება.
დაიწყო მუშაობა ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმის ფარგლებში
2025-2026 წლების პრიორიტეტული მიმართულებებისა და აქტივობების განსაზღვრის
მიზნით. ასევე შემუშავდა 2023-2024 წლების სამუშაო გეგმის 2023 წლის ერთობლივი
შეფასების დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდება ნატოს „დუმილის პროცედურით“.
ალიანსთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა დონის სამუშაო
შეხვედრა/ვიზიტი. ამ მხრივ აღსანიშნავია ნატოს სამხედრო კომიტეტის რიგით მეხუთე
ვიზიტი საქართველოში (2023 წლის 8-9 ნოემბერი), კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს
გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ვიზიტი (2023
წლის 24 მაისი და 19 დეკემბერი), ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი (2024 წლის 18 მარტი).
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი:
წარმატებით დაიხურა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესყიდვების
ინიციატივა;
საზღვაო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო სანაპირო დაცვის სააბორდაჟო
ჯგუფით პირველად ჩაერთო ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ზღვის
მცველში (Operation Sea Guardian). 2024 წლის მარტში, ნატოს გაერთიანებული საზღვაო
ძალების სარდლობისა და თურქეთის საზღვაო ძალების მხარდაჭერით,
35 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
განხორციელდა სასაზღვრო პოლიციის საპატრულო ხომალდების მეორე დონის
თვითშეფასება (SEL-2);
„AGILE SPIRIT 2023-ის“ ფარგლებში პირველად განხორციელდა მრავალეროვნული
სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფის (GEO-POL MNSOLTG)
შეფასება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ნატოს საპასუხო ძალების (NRF) 2024 წლის
როტაციაში;
სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, გაიწვრთნა სამხედრო პოლიციის 2
ოცეული და განხორციელდა სამხედრო პოლიციის ბატალიონების შტაბის ოფიცრების
შეფასება;
კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში, გაგრძელდა დანიის მხრიდან
საქართველოსთვის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გადმოცემა (საერთო
ღირებულება − 885,943.23 ევრო) და შესაბამისი ტრენინგები;
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა „Intermarium Cyber Security
Forum 2023“. ამასთან, სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლისა და უსაფრთხო
კომუნიკაციების ინიციატივის ფარგლებში, ჩატარდა დაზვერვისა და უსაფრთხოების
კონფერენცია;
საჰაერო თავდაცვის ინიციატივის ფარგლებში, საჰაერო ვითარების მონაცემთა
გაცვლის შესახებ „ASDE“ პროგრამის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს,
თურქეთის რესპუბლიკასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის.
ამასთან, ავიაციის ინიციატივის ფარგლებში, ჩატარდა ნატოს რეგიონული საჰაერო
უსაფრთხოების პროგრამის (RASP) განხორციელებადობის ანალიზი (feasibility study),
რის შედეგადაც პროექტი გადავიდა განხორციელების ფაზაში;
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და შვედეთის თავდაცვის
უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა
მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოსა (EDA) და
წევრ ქვეყნებთან EDA-სთან, ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმების მიზნით.
„ევროპული სამშვიდობო მექანიზმის“ (European Peace Facility) ფარგლებში შესრულდა
შემდეგი ღონისძიებები:
სამხედრო საინჟინრო მიმართულებით: აღმოსავლეთ და დასავლეთ საბრძოლო
საინჟინრო ბატალიონები, სარდლობის ქვეითი ბრიგადები დაკომპლექტდნენ მაღალი
გამავლობის ავტომობილებით;
სამხედრო სამედიცინო მიმართულებით: შესყიდულ იქნა ROLE 2F დონის,
ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა;
2023 წელს ევროპული საბჭოს მიერ გამოცემული (CFSP) 2023/920 გადაწყვეტილებით,
დამტკიცდა „ევროპული სამშვიდობო მექანიზმის“ (European Peace Facility) 30 მილიონი
ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა 2024 წლის
დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებები: არტილერიის მართვისა და
კონტროლის, სამხედრო სამედიცინო, სამხედრო საინჟინრო და რქბ, მობილობისა და
კიბერუსაფრთხოების
შესაძლებლობების
განვითარება.
ზემოაღნიშნული,
პრიორიტეტული
მიმართულებების
მიხედვით
შემუშავდა
საჭიროებების
ჩამონათვალის პირველადი მონახაზი.
36 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
თანამშრომლობა აშშ-სთან
2023-2024
წლებში
მიმდინარეობდა
საქართველოს
თავდაცვისა
და
შეკავების
შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაცია. 2023 წლის 31
აგვისტოს და 2024 წლის 27 თებერვალს GDDEI-ის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრებზე
ამერიკული მხარის მიერ წარმატებულად შეფასდა პროგრამის მიმდინარეობა.
2023-2024 წლებში, თავდაცვის ძალების განვითარების 2030 გეგმის შესაბამისად, აქტიურად
მიმდინარეობდა შეიარაღების/აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი. 2023 წელს, აშშ-ის
საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF), საქართველომ 35 მილიონი აშშ დოლარი,
ხოლო აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 333 პარაგრაფის ფარგლებში − 37
მილიონი აშშ დოლარი მიიღო. 2024 წელს, საქართველო FMF-ის ფარგლებში, სავარაუდოდ, 35
მილიონ აშშ დოლარს, ხოლო აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის 333
პარაგრაფის ფარგლებში, 20 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
2023-2024 წლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რეგულარულად
მონაწილეობას უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) შეხვედრებში.
იღებდა
თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან
ორმხრივი თანამშრომლობა ხორციელდება ნატოს 26 წევრ ქვეყანასთან. ამასთან, 2023-2024
წლებში განხორციელდა სტრატეგიული დონის ვიზიტები საქართველოსა და პარტნიორ
ქვეყნებში, ინიციირებულ იქნა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, კოორდინაცია
გაეწია საერთაშორისო ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებებს:
სლოვაკეთისა და პორტუგალიის თავდაცვის სამინისტროებთან დაიწყო პრაქტიკული
ორმხრივი თანამშრომლობა, ხელმოწერილი დეკლარაციების საფუძველზე;
აზერბაიჯანთან ხელი მოეწერა განახლებულ ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობის შესახებ;
განახლდა პრაქტიკული თანამშრომლობა უნგრეთის თავდაცვის სამინისტროსთან;
გაფორმდა სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამა დანიურ მხარესთან.
გრანტები/ფინანსური დახმარებები - საანგარიშო პერიოდში თავდაცვის სამინისტრომ,
პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, მოიძია ფინანსური რესურსები სხვადასხვა
თემატური მიმართულების განვითარების მიზნით:
შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოყო 18,000 ევრო თავდაცვის ძალების
წარმომადგენლებისთვის ინგლისური ენის კურსების ჩასატარებლად;
დანიის მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ
JTEC-ს გადასცა 403 000 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა;
2019 წელს თურქეთთან ხელმოწერილი 100-მილიონიანი გრანტის ხელშეკრულების
ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გამოიყო 6 მლნ ლირა (210,000 დოლარი),
რომლითაც ხორციელდება სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის შეძენა;
2024 წელს თურქეთის რესპუბლიკა 10 მილიონ ლირას, ხოლო დანიის სამეფო − 198,897
ევროს გამოყოფს.
37 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
1.3 უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა
1.3.1 საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდგომი
განვითარების მიზნით, განხორციელდა არაერთი სტრუქტურული/ფუნქციური რეფორმა და
საკანონმდებლო ცვლილება.
სტრუქტურული ცვლილებების კუთხით ნიშანდობლივია, რომ რაჭის პოლიციის
დეპარტამენტი გაუქმდა 2007 წელს და მას შემდეგ ცალკე დანაყოფად აღარ ფუნქციონირებდა.
რაჭაში გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც გააჩინა
პოლიციის ცალკე დანაყოფის შექმნის საჭიროება. შედეგად, 2023 წლის 25 ოქტომბრიდან,
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო. რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტის
თანამშრომლებმა მუშაობა ამბროლაურში, თანამედროვე ტიპის შენობაში დაიწყეს.
სტრუქტურული ცვლილება აგრეთვე განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
პოლიციის დეპარტამენტში, სადაც შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული −
არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს
არასრულწლოვანის მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირება,
არასრულწლოვნის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირის) მიერ/მიმართ ჩადენილი
დანაშაულის/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო
ქმედების გამოძიება, დანაშაულის/სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი არასრულწლოვანის (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის
პირის) შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში,
არასრულწლოვანთა მიმართ გადამისამართების/რეფერირების მექანიზმის გამოყენება.
გარდა ამისა, ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანად ბრძოლის უზრუნველსაყოფად,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 2023
წელის 8 დეკემბერს, შეიქმნა ორი ახალი სტრუქტურული ერთეული: აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან
ბრძოლის მთავარი სამმართველო.
ასევე აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ახალი დანაყოფი − საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსაგზაო
შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დეტალურ ანალიზს, ე.წ. „შავი წერტილების“
იდენტიფიცირებასა და შემდგომში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას.
2024 წლის პირველი მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის
დეპარტამენტი გაფართოებული მანდატით განაგრძობს საქმიანობას.
38 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად განისაზღვრა ადამიანის უფლებების
დაცვის სფეროში სამინისტროს სისტემის დანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია და
უფლებათა დაცვის არსებული სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი
წინადადებების, რეკომენდაციებისა და მეთოდოლოგიური მასალების შემუშავება.
დეპარტამენტი უზრუნველყოფს, სამინისტროს სისტემაში საუკეთესო და
ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებებზე სხვადასხვა მოქმედების
ჩატარების პრაქტიკის კვლევას, ანალიზსა და იდენტიფიცირებული ხარვეზების
აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
გაზრდილი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფლებამოსილებად
განისაზღვრა სამინისტროში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი., რაც
უწყების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლებას,
სამინისტროს
შესაბამისი
დანაყოფებისა და
ინფორმაციის დამუშავებაზე
განსაზღვრული უფლებამოსილი პირების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა
და მეთოდური დახმარების გაწევას და ამ მიმართულებით ერთგვაროვანი პრაქტიკის
დამკვიდრებას შეუწყობს ხელს;
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილებას ასევე დაემატა
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა.
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი მონიტორინგს განახორციელებს
ინფორმაციული
უსაფრთხოების
პოლიტიკის
მოთხოვნების
შესრულებაზე.
განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, დეპარტამენტის სტრუქტურულ
ერთეულად ჩამოყალიბდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.
ეს სამსახური ასევე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის მიზნით,
ზედამხედველობს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული
საკითხების შესრულებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საანგარიშო
სამართლებრივი ცვლილებები:
პერიოდში
განხორციელდა
მნიშვნელოვანი
2024 წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი, რომლის საფუძველზეც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა
ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებისთვის, როგორიცაა: საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (344-ე მუხლი) და საქართველოს
სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის
საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა)
კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით (3441 მუხლის პირველი ნაწილი);
2023 წლის 22 ივნისს მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა „საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი
39 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში და განისაზღვრა,
რომ ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას უფლებამოსილი ორგანოს
თანამშრომლების მიერ გადაღებული ფოტოსურათის შემდგომი დამუშავება
დასაშვები იქნება სამართალდარღვევის პრევენციისა და მასზე რეაგირების,
დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სასჯელის
აღსრულების, ასევე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის
მიზნით;
დეპარტამენტში შეიქმნა სამართალწარმოების ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი
სამმართველო,
სამართალწარმოების
პროცესში
დაშვებული
ხარვეზების
იდენტიფიცირებისა და შემდგომში მათი ანალიზის/აღმოფხვრის მიზნით.
დეპარტამენტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება
გამოძიების ხარისხის ზრდას. მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესების მიზნით,
შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პროგრამა და მონიტორინგის განხორციელების
მეთოდოლოგია, რომელთა დახმარებითაც ხდება მონიტორინგის პროცესში
დამუშავებული ინფორმაციის სისტემატიზება;
ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების
დაცვის დეპარტამენტის მიერ მუდმივ რეჟიმში ხდება არასრულწლოვანთა
მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი
და საქმის წარმოების პროცესში დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირება.
მონიტორინგის პროცესში წამოჭრილი ხარვეზებისა და მიგნებების გამოვლენისას, მათ
აღმოსაფხვრელად მზადდება შესაბამისი რეკომენდაციები და იგეგმება თემატური
აქტივობები.
საანგარიშო
პერიოდში
მონიტორინგი
განხორციელდა
არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის 3200-ზე მეტ სისხლის
სამართლის საქმეზე;
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი ასევე აქტიურად არის ჩართული
სამინისტროს მოსამსახურეთა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ
საკითხებზე გადამზადების პროცესში. საანგარიშო პერიოდში, 1 440 გამომძიებელი
გადამზადდა რვა თემატური მიმართულებით, მათ შორის, ქალთა მიმართ/ოჯახში
ძალადობისა და სქესობრივი ხასიათის დანაშაულების გამოძიების მიმართულებით.
ასევე შშმ პირთა უფლებებსა და კომუნიკაციის სტანდარტზე გადამზადდა 1900-ამდე
სამართალდამცავი;
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი აქტიურად ამზადებს თანამშრომლებს,
როგორც ადმინისტრაციული რესურსით, ასევე პარტნიორი/დონორი ორგანიზაციების
მონაწილეობით.
საანგარიშო
პერიოდში,
დეპარტამენტის
ჩართულობით,
კომპეტენციას
მიკუთვნებულ
საკითხებზე
გადამზადდა
2000-ზე
მეტი
სამართალდამცავი.
40 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და გამომძიებლისთვის მხოლოდ
საგამოძიებო უფლებამოსილების დაკისრების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში განხორციელდა კრიმინალური პოლიციის რეფორმა,
რაც გულისხმობს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო და საუბნო მიმართულებების
გამიჯვნას. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობები
დაკავშირებულია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესთან და მას
სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები.
ამ კუთხით ნიშანდობლივია, რომ, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით,
გამომძიებლის/უფროსი გამომძიებლის შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა 19-ჯერ.
ასევე, საანგარიშო პერიოდში, სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში
დაინერგა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი. 2023 წლის 1
ივნისიდან 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით, სსიპ − საქართველოს შსს პოლიციის აკადემიაში
სწავლება გაიარა 1 162-მა გამომძიებელმა. დამატებით, სსიპ − საქართველოს შსს აკადემიაში
მუდმივად მიმდინარეობს გამომძიებელთა მომზადება გამომძიებელთა საბაზისო
მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. 2023
წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით, სწავლება გაიარა 143-მა გამომძიებელმა.
გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება.
უშუალოდ საანგარიშო პერიოდში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი დაინერგა აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო
სამმართველოში (შეიქმნა 59 საშტატო ერთეული, ჩატარებული 4 კონკურსის შედეგად, შეირჩა
48 კანდიდატი). 2024 წლის მაისის მდგომარეობით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი
დანერგილია 3 ტერიტორიულ ორგანოში.1 ჯამში, დანიშნულია 400-ამდე მართლწესრიგის
ოფიცერი. იგეგმება აღნიშნული ინსტიტუტის გაფართოება და სხვა დიდი ქალაქების დაფარვა.
2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით, შსს აკადემიაში სწავლება გაიარა 91-მა
მართლწესრიგის ოფიცერმა. მართლწესრიგის ოფიცერთა გადამზადება ასევე აქტიურად
ხორციელდება საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით. მაგალითისთვის, საანგარიშო
პერიოდში, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო
ბიუროსთან (INL) თანამშრომლობით, განხორციელდა 4 აქტივობა, რომლის ფარგლებშიც
გადამზადდა 113 მართლწესრიგის ოფიცერი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული რეფორმის ეფექტიანად დანერგვის მიზნით,
შემუშავდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების 2024 −
2027 წლების სტრატეგია, რომელიც ამჟამად გადის დამტკიცების შესაბამის პროცედურებს.
ქალაქ ბათუმში დაიწყო არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე მორგებული
სპეციალური
ინფრასტრუქტურის
(ოთახის)
მოწყობისთვის
საჭირო
შესაბამისი
პროცედურები. საანგარიშო პერიოდამდე ანალოგიური ინფრასტრუქტურა მოეწყო ქ.
1 ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო
სამმართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო
სამმართველოში.
41 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისსა და სოფელ დუისში (კახეთი). მსგავსი სპეციალური
ინფრასტრუქტურა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას, არამედ სამართალდამცავ ორგანოებში
სხვა, ნებისმიერი ვიზიტისას. ასეთი გარემოს არსებობა სამართალწარმოების ეტაპზე ხელს
უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის
პრინციპების მაღალი სტანდარტით დაცვას. ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნა
იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ
სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების მიზნით, 2023 წლის ივნისში შინაგან
საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა საინფორმაციო კამპანია − „ნუ წაართმევ ბავშვობას“.
საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კამპანიის −
„ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს
თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლებსა და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც 2 300ამდე ახალგაზრდას მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე,
სამართალდამცავი უწყებისთვის მიმართვისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ევროპის
საბჭოსთან (COE) თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე
გადამზადდა 190 პოლიციელი.
საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საზღვრის რისკის ანალიზის
ერთიანი სისტემის რეფორმირების კუთხით. კერძოდ, 2023 წლის ივლისსა და დეკემბერში,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1/290 და №1/514 ბრძანებებით დამტკიცდა
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“ და
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელის
დანერგვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა“. საზღვრის რისკის ანალიზის ერთიანი სისტემის
დანერგვის ფარგლებში, რისკის ანალიზის თემატიკაზე გადამზადდა საზღვრის მართვაში
ჩართული დანაყოფების 100-ზე მეტი თანამშრომელი. დანაშაულის პრევენციისა და მასზე
ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო გამტარ
პუნქტებზე დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო,
შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, აგრძელებს მუშაობას API/PNR (მგზავრის
წინასწარი მონაცემი/მგზავრის სახელის ჩანაწერი) სისტემის განვითარების მიმართულებით.
2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის მაისამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახმელეთო საზღვრის დაცვის,
სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების გაუმჯობესების, ნატოსთან
თანამშრომლობის, თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიების დანერგვის, სწრაფი
რეაგირების,
ოპერატიულ-საგამოძიებო
კომპონენტების
გაძლიერების,
სასაზღვრო
სექტორების აღჭურვისა და მესაზღვრეების გადამზადების კუთხით.
სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს,
კერძოდ:
42 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
აშენდა 9 სასაზღვრო პოსტი;
სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 9 სასაზღვრო სექტორსა და 13 სასაზღვრო პოსტს;
სასაზღვრო სექტორები აღიჭურვა თანამედროვე საზღვრის დაცვისა და
საკომუნიკაციო საშუალებებით. დამატებით, 24 სასაზღვრო სექტორის საზღვრის
დასაცავ მონაკვეთზე მოეწყო დამოუკიდებელი ქსელის მქონე ფოტოხაფანგების
სისტემა;
განახლდა მესაზღვრეების შეიარაღება.
მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდა სანაპირო დაცვის განვითარების კუთხითაც,
კერძოდ:
საქართველოს ისტორიაში პირველად, 2023 წლის სექტემბერში, საქართველოს
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკურმა ჯგუფმა, 12
მოსამსახურის შემადგენლობით, საბერძნეთში (ბერძნულ ხომალდზე ხმელთაშუა
ზღვაში) მონაწილეობა მიიღო ნატოს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების
ოპერაციაში − „ზღვის მცველში“. ამას საფუძვლად ედო კანონაღსრულების ტაქტიკური
ჯგუფების მიერ ნატოს ოთხდონიანი შეფასების წარმატებით დასრულება და ალიანსის
მიერ საქართველოსთვის ოპერაციის − „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის
სტატუსის მინიჭება. NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველია,
რომელსაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ
სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად, აღნიშნული სტატუსი მიანიჭა;
აშშ-ის ევროპის საზღვაო სარდლობის (USNAVEUR) მიერ შავ ზღვაზე ვითარების
გაცნობიერებულობის გაზრდის პროექტის (MDA) ფარგლებში, საქართველოს
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფლოტის შემადგენლობაში დისლოცირებულ
მცურავ ერთეულებზე, ასევე სანაპირო დაცვის სადგურებზე და მართვის ცენტრებში
განხორციელდა რადიო-საკომუნიკაციო საშუალებებისა და სისტემების განახლება;
ამჟამად მიმდინარეობს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ორი
მცურავი
საშუალების
სერტიფიცირების
პროცესი
ნატოს
ოპერაციული
შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნული პროცესის მიზანია, მცურავმა საშუალებებმა მიიღონ ნატოს სწრაფი
რეაგირების ძალების სტატუსი (NATO Response Force). 2024 წლის მარტში წარმატებით
განხორციელდა ნატოს ორდონიანი შეფასების მე-2 დონის შეფასების პირველი
საფეხური. მომავალ წელს დაგეგმილია აღნიშნული შეფასების პროცესის დასრულება;
სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაციის კუთხით, ასევე გადაიდგა დადებითი
ნაბიჯები, კერძოდ: ინტენსიურად მიმდინარეობდა არსებული მცურავი ერთეულების
ტექნიკური მზადყოფნის უზრუნველყოფა, როგორც საქართველოს სანაპირო დაცვის
დეპარტამენტში, ასევე პარტნიორი ქვეყნების გემთსარემონტო ქარხნებში.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს შსს სსდ-ის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური
რესურსების განვითარება და შესაბამისი სოციალური პირობების გაუმჯობესება.
43 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე, სასაზღვრო პოლიციის მიერ
გამოვლენილი დანაშაულის რიცხვი გაზრდილია 24%-ით.
ასევე გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი
მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცენტრი უკვე
ფუნქციონირებს ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. მცხეთაში, ქ. გორსა და ქ. ბათუმში და
სამომავლოდ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება. 2024 წელს მიმდინარეობს ცენტრის
მოწყობის სამუშაოები ქალაქ ზუგდიდში. 2023 წლიდან დღემდე, შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის სერვისებით სულ
ისარგებლა 200 000-ამდე მოქალაქემ.
ასევე აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისებზე ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესების ფარგლებში, 2023 წლის 25 სექტემბრიდან, შს სამინისტროს სსიპ −
მომსახურების სააგენტოდან ნებისმიერი სახის ცნობის მოთხოვნა და მიღება შესაძლებელია
სრულად დისტანციურად, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო
(Intelligence-Led Policing) კონცეფციის იმპლემენტაციაზე. აღსანიშნავია, რომ განხორციელდა
ანალიტიკური ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც გულისხმობს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ანალიტიკოსებით დაკომპლექტებას.
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები დაკომპლექტდა 94 ანალიტიკოსით. ასევე,
საანგარიშო პერიოდში, გაეროს, ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის მთავრობისა და სხვა
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ორგანიზებული დანაშაულისა და ანალიზზე
დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით, ჯამში გადამზადდა 166
თანამშრომელი.
პრიორიტეტად რჩება ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლა. საანგარიშო პერიოდში, ორჯერ განხორციელდა მოქმედი, ორგანიზებული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021 − 2024 წლების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის
შესრულების მონიტორინგი. ასევე აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობს
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025 − 2028 წლების ეროვნული
სტრატეგიისა და ამავე სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა
უწყებათაშორის ფორმატში.
საანგარიშო პერიოდში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის
მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისთვის“ ან „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის
ფაქტზე დაკავებულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა 79 პირი, ხოლო
„კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 8
„კანონიერი ქურდი“.
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოვლენის
მიზნით. საანგარიშო პერიოდში, ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებზე
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 16 პირი.
44 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ,
რომლის მთავარი სამიზნე ნარკორეალიზატორები არიან. საანგარიშო პერიოდში,
ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია
4406 პირი, მათ შორის 294 ნარკორეალიზატორია.
მთავარ პრიორიტეტად და გამოწვევად რჩება ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობა. შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ე.წ. „დარქნეტში“
არსებული ონლაინმაღაზიების იდენტიფიცირებას, ტექნიკურ დამუშავებასა და შემდგომ
ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას ინტერნეტნარკორეალიზაციაში
ჩართული პირების დაკავების მიზნით. შს სამინისტროს ნაყოფიერი მუშაობის შედეგად,
საანგარიშო პერიოდში, დაიხურა 10 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია და დაკავებულ
იქნა ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 31 პირი.
პრიორიტეტულ საკითხად რჩება ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს გავლით
ტრანზიტულად გადაზიდვის აღკვეთა. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ პრობლემასთან
გამკლევების მიზნით, შს სამინისტრომ განაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის
შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასთან (DEA), ასევე
ევროპელ სამართალდამცავებთან. მათთან ერთად, გრძელდება ისეთი კომპლექსური
ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო კონტროლირებადი
მიწოდება. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სსიპ −
შემოსავლების სამსახურსა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისს
(UNODC) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, შექმნილია
უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი − „კონტეინერების კონტროლის ჯგუფი“, რომლის მიზანია
საქართველოში შემოტანილი ან ტრანზიტით მოძრავი აკრძალული ტვირთების აღმოჩენა.
ჯგუფი განთავსებულია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმისა და ფოთის პორტებში. ჯგუფის წევრები მუდმივ
რეჟიმში ახორციელებენ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით მოძრავი საეჭვო
ტვირთების იდენტიფიცირებასა და მათ შემოწმებას. ჯგუფის წევრები, კვალიფიკაციის
ამაღლებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით, მუდმივად გადიან გადამზადებას როგორც
ქვეყნის შიგნით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებსა და სემინარებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ.
სანგარიშო
პერიოდში
კიბერდანაშაულის
ბრალდებით
დაკავებული
და
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 179 პირი.
საანგარიშო პერიოდში,
გაგრძელდა კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე
გამომძიებელთა გადამზადების პროცესი. ამ მიზნით, სსიპ − საქართველოს შსს აკადემიაში
ისწავლება საგანი − „ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული საგამოძიებო
მოქმედებები“. 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით, სწავლება გაიარა
143-მა გამომძიებელმა. ასევე აღსანიშნავია, რომ გამომძიებელთა კვალიფიკაციის
ასამაღლებელი
კურსის
ფარგლებში,
„კიბერდანაშაულის
გამოძიება,
ციფრული
მტკიცებულებების მოპოვება-დამუშავება და კიბერუსაფრთხოება“ სწავლება გაიარა 57-მა
გამომძიებელმა. ტრენინგები ტარდება ევროპის საბჭოსთან (CoE), ევროკავშირთან, გაეროსა და
სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.
45 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ასევე მნიშვნელოვანია, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს
გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS), ევროკავშირის მხარდაჭერით,
თანამედროვე
კიბერდანაშაულთან
ბრძოლის
აღჭურვილობა
და
პროგრამული
უზრუნველყოფა გადასცა. გარდა ამისა, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის
თბილისის
ეროვნულ
ცენტრალურ
ბიუროს,
ვაშინგტონის
ინტერპოლის/ეროვნულ
ცენტრალურ
ბიუროსთან
თანამშრომლობის
ფარგლებში,
უსასყიდლოდ მიეწოდა ახალი Dell PowerEdge სერვერები.
2023 წლის 1 ივნისიდან დღემდე, დაინიშნენ შსს-ის პოლიციის ახალი ატაშეები და, დღეის
მდგომარეობით, შს სამინისტროს ჰყავს 19 პოლიციის ატაშე, რომლებიც ფარავენ 37
სახელმწიფოს.
2023 წლის 1 ივნისიდან დღემდე, ევროპოლთან თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის წევრ
სახელმწიფოებთან, საერთო ჯამში, გაიცვალა 1200-ზე მეტი ოპერატიული ინფორმაცია 13 000ზე მეტი პირის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ევროპოლის ფარგლებში, საქართველო აქტიურად
მონაწილეობს EMPACT-ის ოპერატიულ-სამოქმედო გეგმების განხორციელებაში. 2023 წელს
საქართველო ჩართული იყო EMPACT-ის 6 ოპერატიულ-სამოქმედო გეგმასა და 77
ოპერატიულ აქტივობაში. 2024-2025 წლების პერიოდში კი საქართველო მონაწილეობას
მიიღებს 10 ოპერატიულ-სამოქმედო გეგმისა და 136 ოპერატიული აქტივობის
განხორციელებაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ევროპოლის ფარგლებში საქართველო
ჩართულია 6 ანალიტიკურ პროექტში, კერძოდ: საკუთრების წინააღმდეგ ბრძოლა,
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მაღალი რისკის მქონე კრიმინალური დაჯგუფებების
წინააღმდეგ ბრძოლა, ტერორიზმის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ონლაინსივრცეში
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
ორმხრივი თანამშრომლობისა და ინტერპოლთან თანამშრომლობის ფორმატებში, მსოფლიოს
სხვადასხვა სახელმწიფოსთან, საერთო ჯამში, გაიცვალა 7 000-ზე მეტი ოპერატიული
ინფორმაცია 21 000-ზე მეტი პირის შესახებ.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად
თანამშრომლობს აშშ-ის შესაბამის სამსახურებთან, კერძოდ, საქართველოში მოვლენილნი
არიან და ორმხრივ ფორმატში აქტიური თანამშრომლობა ხორციელდება გამოძიების
ფედერალურ ბიუროსთან (FBI), ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციასა (DEA)
და რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან (RSO). საანგარიშო პერიოდში, ორმხრივ და
მრავალმხრივ ფორმატებში (ინტერპოლი, ევროპოლი), აშშ-ის შესაბამის დანაყოფებთან,
საერთო ჯამში, გაიცვალა 60-ზე მეტი ოპერატიული ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში, მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით მოპოვების მიზნით,
განვითარდა
საექსპერტო-კრიმინალისტიკური
შესაძლებლობები,
ლაბორატორიები
აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ცალკეული საექსპერტო
მიმართულებებით გაფართოვდა აკრედიტაციის სფერო. შემთხვევის ადგილზე მუშაობის
სტანდარტიზების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტისა და ამერიკული აკრედიტაციის
ორგანოსთვის (A2LA) წარდგენილია შესაბამისი მოთხოვნა/დოკუმენტაცია ქ. თბილისის
46 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოსთვის აკრედიტაციის (ISO17020) მინიჭების
შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საანგარიშო პერიოდში, მომზადდა „დნმის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტით, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე,
დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა.
აღნიშნულ ბაზაში შეინახება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა გენეტიკური პროფილები,
ამასთან, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის, მისივე თანხმობით,
დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. მოცემული საკანონმდებლო ცვლილები
განხილვისთვის წარედგინა საქართველოს მთავრობას.
ასევე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ანტინარკოტიკული და
სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსთან (INL) თანამშრომლობის
ფარგლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს გადაეცა ინფრაწითელი
სპექტრომეტრი.
საანგარიშო პერიოდში, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების საპასუხოდ,
გაგრძელდა და გაძლიერდა მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის ეფექტიანი მართვა,
აგრეთვე რეადმისიის ხელშეკრულების აღსრულება. მიგრაციისა და საზღვრის მართვის
მიმართულებით, გაეროს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების
მხარდაჭერით, განხორციელდა 61 აქტივობა (ტრენინგი, სემინარი, სასწავლო ვიზიტი) და
ჯამში გადამზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 788 თანამშრომელი.
საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის − „PROMETHEUS
II-ის“ ფარგლებში, განხორციელდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
წარმომადგენლის განთავსება საფრანგეთის საზღვარზე (პარიზის ბოვეს აეროპორტი).
დამატებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა
სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტექნიკა და აპარატურა (მათ შორის, პასპორტის წამკითხველები
და ხელის რაციები).
2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 მაისამდე პერიოდში, საქართველოს მიერ გაფორმებული
რეადმისიის ხელშეკრულებების ფარგლებში, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა განიხილა
რეადმისიის განაცხადი 3 915 პირზე, აქედან დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 3 897
პირზე, ხოლო უარყოფითი − 18 პირზე.
საქართველოში თავშესაფრის სისტემის გაჯანსაღების მიზნით, შსს მიგრაციის
დეპარტამენტის მიერ მომზადდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ამჟამად აღნიშნული
პროექტი, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის მიზნით, გადის შიდაუწყებრივ
პროცედურებს.
47 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ამასთან, 2023 წლის 17 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრის №62 ბრძანებით დამტკიცდა
„თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი“,
რომელიც განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში თავშესაფრის
მაძიებელთა დროებითი განთავსების წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე სხვა
ადგილას განსახლების წესს.
2024 წლის 18 აპრილს ცვლილებები შევიდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში, რომლის საფუძველზეც დაიხვეწა თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრიდან
გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა განთავსების უფლების შეწყვეტის პროცედურული
ნორმები.
საანგარიშო პერიოდში, სსიპ − საქართველოს შსს აკადემიაში გაგრძელდა პოლიციელთა
მომზადებისა და გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელება, მათ შორის, შსს თანამდებობრივი დაწინაურების პროგრამაც. აგრეთვე, სსიპ
− საქართველოს შსს აკადემიაში სისტემატურად ხორციელდება საგანმანათლებლო
პროგრამებისა და ტრენინგმოდულების შემუშავება/განახლება, რასაც უმეტესწილად წინ
უძღვის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, შსს აკადემიის
ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლება და მიღებული ცოდნის აკადემიის სასწავლო
პრაქტიკაში დანერგვა.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომეთვალყურეობის
ერთიან ქსელში ჩაირთო 674 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა და 158 ნომრის ამომცნობი ე.წ.
„ჭკვიანი“ ვიდეოკამერა. ამოქმედდა 129 სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 333
კმ-ს. 2024 წლის 21 მაისის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ვიდეომეთვალყურეობის ერთიან ქსელში ჩართულია 7 597 ვიდეოკამერა.
ამათგან, 5 246 არის ზოგადი ხედვის, ხოლო 2 351 − ნომრის ამომცნობი ე.წ. „ჭკვიანი“
ვიდეოკამერა. სულ, ქვეყნის მასშტაბით, ამოქმედებულია 584 სიჩქარის კონტროლის სექცია,
რომელიც ფარავს 2 053 კმ-ს.
ევროკავშირის TWINNING ინსტრუმენტის მეშვეობითა და აშშ-ის ანტინარკოტიკული და
სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსთან (INL) თანამშრომლობით,
საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადდა სამინისტროს 122 თანამშრომელი.
მიმდინარე წელს ფუნქციონირება დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო
უსაფრთხოების ობსერვატორიამ (EaP RSO), რომლის პოლიტიკის კოორდინაციის სამუშაო
ჯგუფში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროც. გარდა ამისა, 2023 წლის დეკემბერში,
ევროკავშირმა გამოყო ახალი გრანტი 2024-2025 წლებისთვის საქართველოს, მოლდოვასა და
უკრაინის სატრანსპორტო საზოგადოებაში (Transport Community - TCT) ჩართულობის
ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, კიდევ უფრო გაძლიერდება
ორგანიზაციის დამკვირვებელი სტატუსის მქონე ქვეყნების მხარდაჭერა, სხვადასხვა
სწავლებისა და აქტივობების განხორციელების გზით. დამატებით, გაეროს პროექტების
მომსახურების ოფისის (UNOPS) მხარდაჭერით, ახალი გრანტის ფარგლებში, დაგეგმილია
სხვადასხვა სწავლებისა და აქტივობების განხორციელება და შესაბამისი დანაყოფების
გაძლიერება ტექნიკური კუთხით.
48 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საანგარიშო პერიოდში, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანად
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა:
მართვის
კუთხით,
განხორციელდა კახეთის რეგიონში სამი ერთეული რეზერვუარის სამშენებლო
სამუშაოები;
ქ. ბათუმში მოეწყო ოპერატიული მართვის ცენტრი;
ქ. კასპში აშენდა ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა;
განხორციელდა 2 (ორი) ერთეული სტაციონარული კოშკურის სამშენებლო სამუშაოები.
ასევე განახლდა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
შეძენილ იქნა 11 ერთეული ტყის ხანძრების განკუთვნილი ავტომანქანების
აღჭურვილობა;
შეძენილ იქნა მაღალი წარმადობის წყლის საქაჩი ტუმბოს („ROSENBAUER“) სახანძრო
აღჭურვილობა;
შეძენილ იქნა მეხანძრე-მაშველის ზამთრის უნიფორმა და ეკიპირება;
გაფორმდა 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვის ხელშეკრულება;
გაფორმდა 31 ერთეული სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის
ხელშეკრულება.
განახლდა შესაბამისი მცურავი და სამთო-სამაშველო საშუალებების ავტოპარკი:
შეძენილ იქნა „IVECO ASTRA-ს“ მარკის 10 ერთეული ტყის ხანძრების სალიკვიდაციო
სამუშაოებისთვის განკუთვნილი ავტომანქანა;
შეძენილ იქნა 4 ერთეული სწრაფმავალი კატარღა.
საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა შს
სამინისტროს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, კერძოდ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №3854605
ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის საშტატო განრიგში განხორციელდა ცვლილება, რომლის შედეგად,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაემატა და ქვედანაყოფები
დაკომპლექტდა, დამატებით, 300 საშტატო ერთეულით;
შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში
მოქმედი სსიპ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების
სააგენტოს სასწავლო ცენტრში (სამმართველო):
- დაინერგა უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი) გამოყენების საბაზისო
მომზადების კურსი;
- შეიქმნა მიზნობრივი სასწავლო პროგრამები;
- სასწავლო ცენტრმა წარმატებით დანერგა საერთაშორისო ISO 21001:2018
სტანდარტი;
- მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული მომზადებისა და
გადამზადების პროგრამების შემუშავება.
49 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სასწავლო ცენტრში სხვადასხვა სასწავლო პროგრამების/კურსების ფარგლებში,
მომზადება/გადამზადება გაიარა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 359
მოსამსახურემ და სხვადასხვა უწყების/ორგანიზაციის 105 თანამშრომელმა;
2024 წლის მარტის თვეში სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ
ბათუმში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მიერ ჩატარდა
მოხალისეთა ტრენერების სწავლება, რაც მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე
პრაქტიკულ ნაწილს. კურსის მიზანია პოტენციური ტრენერების მომზადება
მოხალისეთათვის სწავლების ჩატარების მიმართულებით. აღნიშნულ სწავლებაში
მონაწილეობა მიიღეს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა
და აღნიშნული რეგიონის მოხალისეებმა.
საანგარიშო პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის
(GCF) ფინანსური მხარდაჭერით, კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის (CRM)
პროექტის ფარგლებში შემუშავდა: თბილისის, სენაკის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, სიღნაღის,
ლაგოდეხის, თელავის, ახმეტის, გორისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საგანგებო
მართვის გეგმები.
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო მართვის გეგმების მომზადების საკითხებზე
კონსულტაციები გაეწიათ და სამსახურის მიერ შეთანხმებულ იქნა 398 ორგანიზაციისა და
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანგებო მართვის გეგმები.
ადგილობრივი ტერიტორიული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მონაწილეობით,
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩატარდა 28
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის 7 საჯარო სკოლაში. მიმდინარეობს ევროკავშირის
მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ტექნოგენური
კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამის PPRD East 3
ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში“ (EU-SAFE) ფარგლებში, 2023 წელს,
წარმატებით მიმდინარეობდა პროექტი, სახელწოდებით − „ტექნიკური შესაძლებლობების
განვითრების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. აღნიშნული
პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობითა და დაფინანსებით,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 191 თანამშრომლისთვის ჩატარდა სწავლებები.
ასევე აღსანიშნავია, რომ შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აქტიურად
გაგრძელდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი, კერძოდ, მიმდინარეობს
სახანძრო
უსაფრთხოების
ზედამხედველობის
ელექტრონული
სისტემის
(eFss)
ფუნქციონალის განვითარების სამუშაოები. შემუშავდა და მიმდინარეობს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ელექტრონული ოქმის ტესტირება.
50 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა სოციალური
გარანტიებით უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც, პერიოდულად
ხორციელდება ბინათმშენებლობის პროექტები.
2023 წელს, ქ. თბილისში, დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. „პოლიციის ქალაქში“
შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და ბინას 1 000-ამდე პოლიციელი მიიღებს.
2024 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს მთავრობის
წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც 2006 წლის შემდეგ, პირველად,
კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის გაიზარდა პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური
ზღვარი და 560-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად გახდა 1000 ლარი, ხოლო სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცველის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისთვის
დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად გახდა 1200 ლარი.
გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის განახლება.
საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები შს სამინისტროს კუთვნილ
ობიექტებზე, მათ შორის, მიმდინარეობს პოლიციის ქალაქის, შსს-ის დანაყოფებისათვის
საჭირო ბაზების, ყაზარმებისა და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა/კეთილმოწყობა
ქ. თბილისსა და რეგიონებში. ასევე განხორციელდა შსს-ის დანაყოფების (მათ შორის,
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის
დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და სხვა)
ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა
ავტოსატრანსპორტო საშუალებით განახლდა.
სამინისტროს
ავტოპარკი
655
ერთეული
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, მნიშვნელოვნად
გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შესაძლებლობები, კერძოდ, სასაზღვრო პოლიციას
დაემატა 2 ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი. ორივე ვერტმფრენის
ტრანსპორტირება საქართველოში სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ეკიპაჟის მიერ
განხორციელდა. ახალი ვერტმფრენები აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე
გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობებით. ახალი ბორტები სრულად
დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „H 145“
ვერტმფრენის მესამე ბორტის გადმოცემა 2024 წლის ივნისამდე იგეგმება. 3 ახალი
თანამედროვე ვერტმფრენის დამატება მნიშვნელოვნად აძლიერებს სასაზღვრო ავიაციის
შესაძლებლობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში „Airbus Helicopters-ის“ სასწავლო
აკადემიაში გაიარეს გადამზადება სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მფრინავებმა და
საინჟინრო-ტექნიკურმა პერსონალმა.
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ „AS350B3e S/N 7323“ (ბორტი GBP-10004) ტიპის შვეულმფრენს რუმინეთის რესპუბლიკაში
51 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ჩაუტარდა ტექნიკური მომსახურება, რომელიც ითვალისწინებდა 12-წლიანი/1200-საათიანი
ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოებს.
სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან (მაგ.: აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის ბიურო, აშშ-ის
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი (US ODC), აშშ თავდაცვის საფრთხეების
შემცირების სააგენტოსთან (US DTRA), თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის
სააგენტოს (TİKA) ოფისი, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლონური
ორგანიზაცია ICAD, პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სახანძრო სამსახური, გაეროს
განვითარების პროგრამა (UNDP)) თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად განახლდა
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით, კერძოდ,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა წყალქვეშა, სახანძრო, ქიმიური,
ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ), სამთო, საავარიო და სხვა სახის
სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელთა ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიონ
ლარს აჭარბებს.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა
საქართველო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების
განმახორციელებელ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, აქტიურად
აგრძელებს 4-სვეტოვანი პოლიტიკის განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს სამთავრობო და
არასამთავროსო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობას, დანაშაულის ეფექტიან
გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის
ეფექტიანი დახმარების აღმოჩენას, მათ საფუძვლიან რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში
რეინტეგრაციას. კერძოდ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 20232024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი
ღონისძიება.
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს
საერთაშორისო შეფასებებიც, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის 15
ივნისის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს
მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-8 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“.
ამასთან, 2023 წლის მონობის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო, ამ დანაშაულის
წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევით, 160 ქვეყანას შორის მე-14 ადგილს, ხოლო რეგიონში
პირველ ადგილს იკავებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის ფარგლებში,
Moneyval-ის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, განხორციელდა ცვლილებები:
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში;
52 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე
მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულებაში.
დამტკიცდა სანქციადაკისრებულ პირთა სიების ფორმირების წესი და პროცედურა. ამასთან,
კომისიის გადაწყვეტილებით, გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციიდან
გამომდინარე, სანქცირებულ პირთა ეროვნულ სიაში შეყვანილ იქნა ორი პირი (ამ ეტაპზე,
სანქციადაკისრებულ პირთა ეროვნულ სიაში სულ შეყვანილია 4 ფიზიკური პირი).
მოგვიანებით, კომისიის სამდივნომ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით
დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით, მიმართა გაეროს შესაბამის სანქციათა
კომიტეტს ზემოხსენებული პირების გაეროს სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანის
შუამდგომლობით.
კიბერუსაფრთხოება
სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტო, სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთად,
ჩართულია საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2025 − 2027 წლების ეროვნული სტრატეგიისა
და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ამ ეტაპზე
შემუშავებულია სტრატეგიის პირველადი სამუშაო ვერსია.
დასრულდა მუშაობა 2023 − 2028 წლების კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების
სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.
მომზადდა „კიბერკრიზისის მენეჯმენტის“ ონლაინკურსი, რომელიც ელექტრონულ სასწავლო
პლატფორმა „elearning.gov.ge-ზე“ განთავსდა და ხელმისაწვდომია საჯაროდ.
საანგარიშო პერიოდში ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე − „elearning.gov.ge“
მოსახლეობისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლების მიზნით განთავსებულ
კურსებზე დარეგისტრირდა 4 947 მონაწილე, ხოლო გამოცდა წარმატებით ჩააბარა 3 971-მა
პირმა (მათგან საჯარო მოხელე − 608).
სამწლიანი პროექტის − „გაერთიანებული სამეფო − საქართველოს კიბერთანამშრომლობა“
(UKGCP) − მხარდაჭერით, 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა კამპანიის მეორე ტალღა,
რომელიც კიბერსივრცეში უსაფრთხოდ ოპერირებისთვის აუცილებელი ჩვევების
გამომუშავებას ემსახურებოდა.
ნარკოპოლიტიკა
მიმდინარეობს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ
დამტკიცებული ნარკოპოლიტიკის 2023 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2023-2024
წლების ნარკოპოლიტიკის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია, რომლის მიზანია
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვით გამოწვეული ზიანის შემცირება,
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სამედიცინო მიზნებისათვის
ხელმისაწვდომობა, ადამიანთა ცხოვრებისეული პოტენციალის გაუმჯობესება და ჯანსაღი
ცხოვრების წესისა და გარემოს იდეის რეალიზება.
საქართველოს ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას ასევე წარმოადგენს
ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021 − 2026 წლების ეროვნული სტრატეგიის
დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია. ამ მიზნით, მუშაობა დაიწყო პრევენციის
53 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სტრატეგიის მეორე სამოქმედო გეგმაზე 2024 − 2026 წლებისათვის. მიმდინარეობს
კონსულტაციები.
გარდა ამისა, 2023 წლის ნოემბერში მომზადდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (აფნ)
ადრეული გაფრთხილების სისტემის კონცეპტუალური ჩარჩოდოკუმენტის პროექტი,
შემდგომში ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის მიზნით. კონცეფციის
დოკუმენტი დამატებითი კონსულტაციებისათვის გაზიარებულია თემატურ უწყებებთან.
ნარკოვითარების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით, მომზადდა ნარკოვითარების რიგით
მე-4 2022 წლის ანგარიში. ანგარიშის მიგნებები გაზიარებულ იქნა თემატურ უწყებებსა და
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
სამართლებრივი უსაფრთხოება
სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, სამართალშემოქმედებითი
საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი
ექსპერტიზისა და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმისწარმოების
მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების
დასანერგად, დაწყებულია მოსამსახურეთა სათანადო მომზადება. კერძოდ, ფრიდრიხ
ებერტის ფონდისა (FES) და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს პროექტი −
„ხელოვნური ინტელექტის ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები“, რომლის მიზანია,
იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში შეიქმნას ჩარჩოდოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს
ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს.
სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა გონიერი კონტრაქტის კონცეფცია,
უძრავი ქონების ტრანზაქციების ელექტრონულად განხორციელების მიზნით, რომლის
შექმნის ტექნიკური ნაწილი დასრულებულია.
ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში/ქალაქში მყოფი
საქართველოს მოქალაქეები დისტანციურად, ელექტრონული მოწყობილობის (კომპიუტერი,
ტელეფონი და ა.შ.) საშუალებით შეძლებენ უძრავ ქონებაზე გარიგებების დადებას, ნასყიდობის
საფასურის გადახდასა და უფლების რეგისტრაციას. ხელშეკრულების მხარეები დაცული
იქნებიან შესაძლო რისკებისგან, კერძოდ, გარიგების თანხა წინასწარ განთავსდება დაცულ
საბანკო ანგარიშზე და მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრი შეაფასებს ხელშეკრულების ყველა
პირობას და დაარეგისტრირებს შემძენის საკუთრების უფლებას, ამონაწერის მომზადების
თანადროულად, ნასყიდობის თანხა ავტომატურად გადაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე.
შედეგად, დაზღვეულია როგორც გამყიდველის, ისე მყიდველის რისკები. ამდენად, ახალი
სერვისი იქნება სანდო, ზუსტი, სწრაფი, დაზოგავს მომხმარებლის დროსა და ფინანსებს, ხელს
შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს
მოქალაქეებს გაუადვილებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენას.
სამართალშემოქმედებითი საქმიანობა
საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიიღო
სამინისტროს მიერ შემუშავებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები:
54 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
იუსტიციის
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
პენიტენციური კოდექსი − სფეროს მომწესრიგებელი ახალი, ერთიანი საკანონმდებლო
აქტის მიღების მიზანი იყო, ერთი მხრივ, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა
უფლებების შინაარსის გაფართოება და ამ უფლებათა დაცვის გარანტიების კიდევ
უფრო გამყარება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ისე, რომ კვლავაც
უზრუნველყოფილ იქნეს პენიტენციური სისტემის უსაფრთხოება მაღალ დონეზე;
მეორე მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებასა და საქმიანობის
ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება, მათ შორის,
ამავე სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის გარანტიების
გაფართოების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს უწყობს სისტემის გამართულ
ფუნქციონირებას;
„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ ახალი კანონი,
რომლის ამოქმედების (2024 წლის 1 ივლისი) შედეგად, ჩამოყალიბდება საქართველოს
სახელმწიფო ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა − ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურა. იგი იმოქმედებს სამთავრობო, დარგობრივ და
მუნიციპალურ დონეებზე, ხელს შეუწყობს ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურაში
(INSPIRE) ინტეგრაციას, ქვეყანაში რესურსების გამოყენების ოპტიმალურ დაგეგმვასა
და
პროცესების
ეფექტიან
მართვას,
ასევე,
საჯარო
დაწესებულებებში
სტანდარტიზებულ, სისტემატიზებულ, უტყუარ და აქტუალურ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, გადაწყვეტილებების მიღების ხარისხის ამაღლებასა და ელექტრონული
მმართველობის განვითარებას;
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებათა
პროექტები (შენობა-ნაგებობაზე უფლების რეგისტრაციის წესი, საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების წესი, ფიზიკური პირის საკუთრებაში
არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის
დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად
მიჩნევა – „სამშენებლო ამნისტია“);
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება,
რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე პირთა ნატურალიზაციას, რითაც
სრულად შესრულდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე
აღებული ვალდებულება;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში თანმდევ ცვლილებასთან ერთად, რომლის მიღებით შესრულდა MONEYVALის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული, საქართველოში ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე
რაუნდის შეფასების ანგარიშში მოცემული შეფასებები და რეკომენდაციები, რაც
შესაძლებელს გახდის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების
პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს FATF-ის სტანდარტებს;
55 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური
რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტი
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, აგრეთვე „საერთაშორისო კერძო
სამართლის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონებში
ცვლილებები). კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს
საერთაშორისო ელემენტის მატარებელ სასამართლო დავებთან დაკავშირებულ
საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიან წვდომას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების
დაცვას მისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის გზით და ოჯახის რჩენის
საკითხებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, უცხო ქვეყნების შესაბამის
ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით, აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას;
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანია იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის მოსამსახურეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის სამართლებრივი
მექანიზმის შექმნა.
გრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი, რითაც კიდევ უფრო
ამაღლდება სამართლებრივი ნორმების ფართო საზოგადოებისთვის აღქმადობა. აღნიშნულის
ფარგლებში, მიწასთან დაკავშირებული საკითხების სისტემატიზებული ფორმით
რეგულირებისა
და
შესაბამის
სამართალურთიერთობებში
უფლება-მოვალეობების
დაწყებულია
ერთიანი
საკანონმდებლო
ჩარჩოს
შემუშავება.
განსაზღვრის მიზნით,
სანოტარო მომსახურება
უწყვეტად
გრძელდება
სანოტარო
მომსახურების
ხელმისაწვდომობის
ზრდა.
მუნიციპალიტეტებში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იყო, საანგარიშო
პერიოდში დაინიშნა 6 ნოტარიუსი. ახლადდანიშნული ნოტარიუსები საქმიანობას
ახორციელებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: წყალტუბო − სოფელი გეგუთი, ახალქალაქი,
აჭარა, ჩაქვი, ბათუმი, ბაკურიანი.
სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების გაყალბების რისკების პრევენციის
მექანიზმების დანერგვის მიზნით, მიმდინარეობს სანოტარო მომსახურებაში ელექტრონული
ხელმოწერის დანერგვის სამუშაოები.
სტუდია „იუსტიცია“
სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და იურიდიული ხასიათის
პრობლემატიკაზე დისკუსიის წარმართვის მიზნით, მოეწყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის
სფეროში ინოვაციური პლატფორმა − „სტუდია იუსტიცია“. აღნიშნული პლატფორმა
იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, სამართლის ცალკეული დარგების
წამყვან სპეციალისტებს, სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე აკადემიური წრეების
წარმომადგენლებსა და სტუდენტებს საშუალებას მისცემს, აწარმოონ ინტერაქტიული
დიალოგი საზოგადოებასთან.
56 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სასჯელაღსრულების სისტემა
პენიტენციური კოდექსის რეფორმა
ახალი პენიტენციური კოდექსის ძალაში შესვლის შედეგად:
ბრალდებულს მიენიჭა ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო განსაკუთრებული რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს –
ვიდეოპაემნის უფლება;
მსჯავრდებულს მიენიჭა პაემნის გარესამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით
ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი − ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი
− ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი −
ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი);
ყველა სახის პაემნით სარგებლობა შესაძლებელი გახდა საფასურის გადაუხდელად
(დღეს საფასური დაწესებულია ხანგრძლივი პაემნისთვის);
თითოეული პენიტენციური დაწესებულების მიხედვით დადგენილი სატელეფონო
საუბრების
მაქსიმალური
რაოდენობა
და
ხანგრძლივობა
მინიმალურ
რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნა. ამასთან, მინისტრი უფლებამოსილი
იქნება, გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა.
შენარჩუნდა წახალისების სახით დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოთავსებულ
ოჯახის
წევრ
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მიენიჭათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის
უფლება. დასაშვები ხდება მათ შორის მიმოწერაც;
ყველა მსჯავრდებულს მიენიჭა აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების
უფლება.2 მსჯავრდებულები აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებენ ციფრული ან
კორესპონდენციული სწავლების ფორმებით. დამატებით, პროექტ „ციფრული
უნივერსიტეტის“ ფარგლებში, ციფრული სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ხდება
ფინანსური სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება;
შესაძლებელი გახდა ბრალდებულის ჩართვა ბრალდებულთა მხარდამჭერ
პროგრამებში, მისივე თანხმობით, ბრალდებულის სტატუსისთვის დამახასიათებელი
სპეციფიკის გათვალისწინებით;
კოდექსის თანახმად, ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა 2026
წლიდან გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს და გახდება
არანაკლებ 4 მ2-ისა;
მნიშვნელოვნად გაიზარდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის
სოციალური დაცვის გარანტიები, რომლითაც ამ სამსახურის ყველა მოსამსახურე
ისარგებლებს;
პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭა სპეციალური სტატუსი, რამაც
თანამშრომელთა პირობები გაათანაბრა და გააუმჯობესა;
2 კოდექსის მიღებამდე ამ უფლებით სარგებლობდა მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული და ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდიდა
დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
57 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, იღებენ წელთა
ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას – აგრეთვე
სახელმწიფო კომპენსაციასა და სხვა.
გრძელდება პენიტენციურ კოდექსთან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
ჰარმონიზაცია.
პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარება
დასრულდა დაბა ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების, 700 მსჯავრდებულზე
გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა და ამჟამად მიმდინარეობს მისი
ეტაპობრივი დატვირთვა.
ქალაქ რუსთავში ახალი მცირე ზომის (150 მსჯავრდებულზე გათვლილი) პენიტენციური
დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობების
სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარეობს მათი მოპირკეთება.
გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის
განახლება. სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობის მიზნით,
2020-2023 წლებში სრულად განახლდა პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული
მოედნები და ინფრასტრუქტურა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს №17 პენიტენციურ
დაწესებულებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები.
იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში
მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა უფლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სერვისებზე შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფის
მიზნით, 2023 წლის ივნისიდან დაიწყო პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების
გახსნა. კერძოდ, იუსტიციის სახლები გაიხსნა რუსთავის №5, №12 და №16, გლდანის №8,
ლაითურის №1 და ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებებში.
თანამშრომელთა სამუშაო გარემო პირობები
პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით,
№2, №5, №8, №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყო თანამშრომელთა სპორტული
სავარჯიშო სივრცეები; №2, №6, №10 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყო
თანამშრომელთა მოსასვენებელი ოთახები.
პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს
სახელმწიფო.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის 2023
წლის 7 ნოემბრიდან ამოქმედდა წესი თანამშრომლის მძიმე ავადმყოფობისას მისთვის
ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ (წლის განმავლობაში, ჯამში, არაუმეტეს 25 000
ლარისა). წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა არ/ნაწილობრივ ფინანსდება
კერძო/საყოველთაო დაზღვევით.
ასევე 2024 წლის 9 მაისიდან ამოქმედდა თანამშრომელთათვის სოციალური დაცვის
დამატებითი გარანტიები, რაც გულისხმობს თანამშრომლის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას
58 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
დაქორწინების, შვილის შეძენის/ბავშვის შვილად აყვანისა და ოჯახის წევრის (მეუღლე,
შვილი, ნაშვილები, დედა, მამა, მშვილებელი) გარდაცვალების შემთხვევაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ რეჟიმში ახორციელებს თანამშრომელთა
უწყვეტი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს. საანგარიშო პერიოდში
სხვადასხვა სასწავლო პროგრამით გადამზადდა 1 411 თანამშრომელი.
ამასთან, გაიხსნა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა.
ადგილზე შესაძლებელია უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების
განხორციელება. სასწავლო ბაზა ემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის,
დანაშულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს,
აღსრულების ეროვნული ბიუროსა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს. ხუთ
ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ სააკაძის სასწავლო ბაზაზე მოეწყო სასროლეთი,
ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო
ოთახები, სპორტული დარბაზი, სარბენი ბილიკები, სიმულაციური სწავლების ცენტრი,
სასწავლო სასამართლო დარბაზი, სასწავლო ციხის საკნები, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო
ნომრები, სასადილო და სხვა საჭირო სივრცეები.
მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამები
პენიტენციურ სისტემაში გრძელდება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების
გაძლიერება, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტების ფარგლებში („ზიანის
შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და
პრობაციის პროგრამაში“; „ერუდიციის კურსი“; „ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციის პროგრამა“;
„ახალი შემოქმედებითი სივრცეები − ახალი შესაძლებლობები“).
საანგარიშო პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო ღონისძიებებში
ჩართული იყო 9 660 ბრალდებული/მსჯავრდებული.
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, იზრდება პროექტის
− „ციფრული უნივერსიტეტის“ მასშტაბი. უმაღლეს განათლებაში ჩართულ 117
ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან 24 ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებში იღებდა
მონაწილეობას, 86 ჩართული იყო კორესპონდენციულ სწავლებაში, ხოლო ციფრულ
სწავლებაში ჩართული იყო 7 მსჯავრდებული. 2024 წლის მაისისთვის ციფრული სწავლება
დანერგილია №16 დაბალი რისკის, №5 ქალთა, №1 და №2 პენიტენციურ დაწესებულებებში.
გრძელდება სპორტის მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია, რომლის
ფარგლებშიც პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარულად ტარდება სპორტული
ფესტივალები, მწვრთნელთა და ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლება-გადამზადებისა
და დასაქმების პროგრამები.
ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება
2024 წლის იანვრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, საჭიროების მიხედვით,
შეძენილ იქნა ახალი სამედიცინო აპარატურა. მიმდინარე წელს გაგრძელდება საჭიროების
გამოვლენა და დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების აღჭურვა.
59 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გაგრძელდება
სამოქალაქო
სექტორის
ეკვივალენტური
ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის.
მკურნალობის
მიწოდება
დასრულდა ევროსაბჭოს მხარდაჭერით შექმნილ ახალ ფსიქიკური ჯანდაცვის სტანდარტზე
მუშაობა. გაიწერა 2-წლიანი სამოქმედო გეგმა და იგეგმება ორივე დოკუმენტის ერთად
დამტკიცების პროცედურები.
დანაშაულის პრევენცია, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულება და პრობაცია
პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის
ინოვაციური მოწყობილობა PROBBOX-ი, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 20 ადგილას
განთავსდა.
შემუშავდა პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის პროგრამა. კურსის პილოტირების მიზნით,
იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადამზადდა 45 პრობაციის ოფიცერი, რომელთაგან 19-მა
ტრენერთა ტრენინგი გაიარა.
სკოლის მასწავლებელთათვის დანაშაულის პრევენციის ონლაინკურსის ჩატარების მიზნით,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან
თანამშრომლობით,
შემუშავდა
აღნიშნული
კურსის
პროგრამა.
მიმდინარეობს
ვიდეოლექციების მომზადების პროცესი. დანაშაულის პირველი დონის პრევენციის მიზნით,
ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები, ქვეყნის მასშტაბით, 70 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
სარეაბილიტაციო პროგრამებსა და მომსახურებებში ჩაერთო 1 744 პირი (განრიდებული,
პრობაციონერი,
ყოფილი
პატიმარი).
საანგარიშო
პერიოდში,
უვადო
თავისუფლებააღკვეთილი პირების გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამაში
ჩართული იყო 51 უვადო მსჯავრდებული. მუნიციპალიტეტების მიერ მხარდაჭერილ
მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართული იყო 243 ბენეფიციარი.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს სპეციალისტების, მათ შორის, პრობაციის ოფიცრების, სოციალური მუშაკებისა და
ფსიქოლოგების პროფესიული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის
მიზნით განხორციელებულ ტრენინგებსა და პროგრამებში ჩართული იყო 347 მონაწილე.
შემთხვევის მართვა და გათავისუფლებისთვის მომზადების პოლიტიკა
შემთხვევის მართვა დანერგილია ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. საანგარიშო
პერიოდში შემთხვევის მართვაში ჩართული იყო 926 მსჯავრდებული.
პრობაციისა და პენიტენციური სისტემების თანამშრომლების ჩართულობით მომზადდა
გათავისუფლებისთვის მომზადებისა და გარდამავალი მენეჯმენტის კონცეფცია, სტრატეგია,
პილოტირების სამოქმედო გეგმა და გარდამავალი მენეჯმენტის პროცესში ჩართული
სპეციალისტის სამუშაო აღწერა.
აღდგენითი მართლმსაჯულება
აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის,
მედიაციის რეგიონული სივრცეები გაიხსნა ბათუმში, გორში, საჩხერეში, დედოფლისწყაროში,
დმანისსა და ხობში. მომზადდა აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ საქართველოს
60 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
კანონის პროექტი და ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტების ცვლილების პროექტები,
რომლებიც მიზნად ისახავს განრიდების პროგრამების გაძლიერებას. 2023 წელს, განრიდების
პროგრამებში ჩაერთო 1000 პირი, მათგან 493 პირის მიმართ გამოიყენეს მედიაცია, 393
შემთხვევაში შედგა მედიაციის შეხვედრა.3 საანგარიშო პერიოდში ასევე გაიმართა 1 მედიაცია
უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გათავისუფლებისათვის
მომზადების პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულსა და დაზარალებულ მხარეს შორის.
არასრულწლოვანთა რეფერირება
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი
და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანების რეაბილიტაციის გასაძლიერებლად,
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის რეგიონული ოფისები თელავსა და ბათუმში
გაიხსნა. საანგარიშო პერიოდში, ცენტრში გადამისამართებულ იქნა არასრულწლოვანთა 152
შემთხვევა. დაინერგა სოციალური უნარებისა და სოციალური გადაწყვეტილებების და
ოჯახის გაძლიერებისა და პოზიტიური აღზრდის პროგრამები. შემუშავდა რისკისა და
საჭიროებების შეფასების ახალი ინსტრუმენტი. მომზადდა არასრულწლოვანთა რეფერირების
ცენტრში შემთხვევის მართვის მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის დამტკიცების
შესახებ ბრძანების პროექტი.
იუსტიციის სამინისტრო, სხვადასხვა უწყების ჩართულობით, მუშაობს ბავშვთა
რეფერირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოზე, რომლის მიზანია, ბავშვთა
რეფერირების პრინციპებისა და პროცედურის განსაზღვრის გზით, რთული ქცევის მქონე
(კანონთან კონფლიქტში მყოფი, მიგრანტი და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები)
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის, აგრეთვე მათ
მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის ხელშეწყობა.
1.3.2 ადამიანის უფლებების დაცვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის
უფლებების ცენტრალური პოლიტიკის ლოკალიზაცია მუნიციპალიტეტებში. ამ მიზნით, 2023
წლის დეკემბერში, შეხვედრა შედგა მთავრობის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი
თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილულ იქნა ადამიანის
უფლებათა დაცვის 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმის ამოცანები და აქტივობები.
შეხვედრაზე შედგა შეთახმება, რომ მუნიციპალიტეტები, პასუხისმგებელი უწყებების
პარტნიორების სტატუსით, აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამოქმედო გეგმის შესრულების
პროცესში.
3 სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო,
საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, აწარმოებს განრიდების/განრიდებისა და მედიაციის
პროგრამის სტატისტიკური ინფორმაციის მონიტორინგს წლის განმავლობაში ორჯერ, იანვრისა და ივნისის
თვეებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, წარმოადგინოს ზუსტი და
უტყუარი სტატისტიკური მონაცემები საანგარიშო პერიოდისათვის და წარმოდგენილია მხოლოდ 2023 წლის
სტატისტიკური მონაცემები.
61 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გადაიდგა ნაბიჯები გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობის თითოეულ ფაქტზე რეაგირების
გასაუმჯობესებლად, კერძოდ:
2024 წლის 22 იანვარს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი
დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“
(შემდგომში − რეფერირების პროცედურები);
რეფერირების
პროცედურების
დოკუმენტით
განისაზღვრა
ღონისძიებათა
ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას, ეფექტიან დაცვას, მხარდაჭერასა და მეორეული
ვიქტიმიზაციის პრევენციას;
დოკუმენტის მთავარი ამოცანაა რელევანტურ უწყებებს შორის, მსხვერპლზე
ორიენტირებული მიდგომით, სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია და შეთანხმებული
საქმიანობის უზრუნველყოფა;
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2023 წლის პირველი ივლისიდან, ქალთა
მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გამარტივდა
სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა;
ცვლილების თანახმად, აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის აუცილებელ
პირობას აღარ წარმოადგენს სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ გაცემული
მსხვერპლის ან/და დაზარალებულის სტატუსის შესახებ ცნობის წარდგენა;
სახელმწიფო სერვისების მიმწოდებლის მიერ განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის
საფუძველზეც, მიიღება გადაწყვეტილება პირისთვის მომსახურების მიწოდების ან
უარის თქმის შესახებ.
სახელმწიფოთაშორის საქმეებზე
აღსრულების პროცედურები
სტრასბურგის
სასამართლოს
გადაწყვეტილებების
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, ქართული მხარის აქტიური ჩართულობით,
მიმდინარეობს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ (ე.წ. „დეპორტირებულების საქმე“) და
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე.წ. „აგვისტოს ომის საქმე“) სახელმწიფოთაშორის
საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები.
მინისტრთა კომიტეტი გამოსცემს მკაცრ გადაწყვეტილებებს/რეზოლუციებს რუსეთის
მიმართ, რომლებშიც ხაზგასმულია როგორც მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დაკისრებული
კომპენსაციის გადახდის, ისე ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე საფუძვლიანი,
ყოვლისმომცველი, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარებისა და
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ქართველების საკუთარ
სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფის უპირობო ვალდებულებები.
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს
მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად და
ქართული მხარის ინიციატივით, 2023 წელს შემუშავდა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული
გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგიული დოკუმენტები.
62 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
დოკუმენტების მიზანია, რუსეთისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის
პირობებში, მინისტრთა კომიტეტმა, ყველა დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს
ჩართულობით, შეიმუშაოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ
მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
აღსრულების შესაძლო გზების მოძიებისთვის საკითხი გადაეცა ევროპის საბჭოს
საერთაშორისო საჯარო სამართლის სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტს (CAHDI). კერძოდ,
კომიტეტმა უნდა გამოიკვლიოს ყველა შესაძლო გზა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო
სამართალს და უზრუნველყოფს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების
გადახდას.
ასევე, საანგარიშო პერიოდში, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მიერ გამოტანილი 23 გადაწყვეტილება/განჩინება.
საკუთრების უფლება
მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე რეფორმა ხელს უწყობს მიწაზე საკუთრების
უფლების დაცვას, მიწის ეფექტიანად მართვას, სოფლის მეურნეობის სექტორისა და
აგრობიზნესის განვითარებას. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 59
მუნიციპალიტეტში, ხოლო 2023 წლის 1 ოქტომბრიდან − ქალაქ თბილისის მერიის მიერ
განსაზღვრულ არეალებზე დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია (პარალელურად,
მიმდინარეობდა სპორადული რეგისტრაცია დაინტერესებულ პირთა განცხადებების
საფუძველზე). სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ყველა სახის მომსახურება (მიწის
ნაკვეთების საკადასტრო აზომვა, დოკუმენტაციის მოძიება, თვითნებურად დაკავებულ
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება და უფლებების რეგისტრაცია) მოსახლეობას
საცხოვრებელ ადგილზე უფასოდ მიეწოდება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აიზომა 1 037 948 მიწის ნაკვეთი (380
079 ჰა), აქედან უკვე რეგისტრირებულია 724 210 მიწის ნაკვეთი (308 604 ჰა). საანგარიშო
პერიოდში აიზომა 662 394 მიწის ნაკვეთი (182 172 ჰა), აქედან უკვე რეგისტრირებულია 476 379
მიწის ნაკვეთი (217 694 ჰა). აზომვითი სამუშაოები და რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს
− დღეში საშუალოდ იზომება 3 500 – 4 000 მიწის ნაკვეთი და რეგისტრირდება 2 700 მიწის
ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებულ
მესაკუთრეთა 48.4% (375 203 მესაკუთრე) ქალია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 1000-ზე მეტი
სამუშაო ადგილი.
საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მიწის
სისტემური რეგისტრაციის პროცესში დაინტერესებულ პირთა შორის წარმოშობილი დავის
ალტერნატიული გადაწყვეტისათვის აქტიურად ხორციელდება სანოტარო მედიაცია.
სანოტარო მედიაცია ხელს უწყობს მიწის რეგისტრაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას
და იმავდროულად ახდენს სასამართლოთა განტვირთვას.
63 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ბავშვის უფლებები
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ
მიმართული
ღონისძიებების
განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა
ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის,
ტრეფიკინგისგან დაცვის 2025 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი, რომელიც
მიზნად ისახავს ქუჩის სიტუაციაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესებას. სტრატეგიის დოკუმენტისა და მისი შესრულების სამოქმედო გეგმის
დამტკიცება იგეგმება 2024 წლის ბოლომდე.
სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, მთავრობის ადმინისტრაციის
ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა
სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის − „ლიდერობის, თანასწორობის, ადვოკატირების და
დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში და ფინანსური მხარდაჭერით,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ტრენინგკურსი − „ბავშვზე მორგებული
მართლმსაჯულების პრინციპები (ბავშვის უფლებები და ბავშვის განვითარების
თავისებურებები)“.
ეთნიკურ უმცირესობათათვის ხელმისაწვდომი კანონმდებლობა
ეთნიკურ უმცირესობათათვის კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
მიზნით, საანგარიშო პერიოდში სსიპ − საქართველოს საკანონმდებლო მაცნის მიერ ითარგმნა
და ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) განთავსდა აფხაზურ ენაზე − 30, სომხურ ენაზე − 26, ოსურ
ენაზე − 37, ხოლო აზერბაიჯანულ ენაზე − 25 საკანონმდებლო აქტი.
შშმ პირთა უფლებები
საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის
სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების იმპლემენტაცია.
ასევე, საანგარიშო პერიოდში, მომზადდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2024 წლის სამოქმედო
გეგმა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის
დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით,
ხორციელდება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სამართლებრივი
ანალიზი და შეფასება.
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის
სერვისების
მისაწვდომობის
უზრუნველყოფის კუთხით, სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შემუშავდა
UI/UX სტანდარტის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შეფასდება ელექტრონული
სერვისებისა და ვებგვერდების მისაწვდომობის შესაბამისობა. ამასთან, სამინისტროს
სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორციელდა ოფიციალური ვებგვერდების
მისაწვდომობის უზრუნველყოფა.
64 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულმა
სააგენტომ დაამტკიცა და ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფს, მათში შემავალ სტრუქტურულ
ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებს გაუზიარა „სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის გზამკვლევი“.
აქტიურად მიმდინარეობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში განთავსებული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების
შეფასების სისტემის დანერგვა და მათი თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა. აღნიშნულის
ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების
(ფიზიკური, სენსორული, ფსიქიკური და ინტელექტუალური) შეფასების ინსტრუმენტის
პილოტირებისთვის შემუშავდა სამოქმედო გეგმა, ჩატარდა ტრენინგი სპეციალისტებისთვის,
განისაზღვრა საპილოტე დაწესებულებები და შეირჩნენ სპეციალისტები, რომლებიც
განახორციელებენ ინსტრუმენტის პილოტირებას.
ხანდაზმულ პირთა უფლებები
გრძელდება მუშაობა ხანდაზმულ პირთა უფლებების საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო
გაუმჯობესებისა და ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის საკითხზე.
ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ჩაატარა ტრენინგები
ისეთ თემებზე, როგორიცაა: „ბავშვის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“, „ოჯახში და
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები“, „პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ციფრულ ეპოქაში“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა“, „თანასწორობა შრომით ურთიერთობაში“ და სხვ.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის რუბრიკის − „კანონი მარტივად“ ფარგლებში
შეიქმნა 20-ამდე აუდიო მასალა საზოგადოებისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე,
როგორიცაა: შრომითი უფლებები, სექსუალური შევიწროების პრევენცია, მეუღლეთა
თანასაკუთრება და სხვა, რომლებიც 2024 წლიდან რადიო „იმედის“ საშუალებით შუქდება.
სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა,
პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, თანაბარუფლებიანი გარემოსა და
შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა სამოქალაქო
თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021− 2030 წწ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი
სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული ამოცანების განხორციელება.
კერძოდ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის
ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, გრძელდებოდა კომპლექსური ღონისძიებების გატარება
65 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის შესაძლებლობების გაზრდისა და სწავლების
მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, ისევე, როგორც ბენეფიციართა სეგმენტის გაზრდის
მიმართულებით. მათ შორის:
სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე ეტაპობრივად გაფართოვდა
ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი და სახელმწიფო ენის
ბილინგვური მეთოდით სწავლება 36 საბავშვო ბაღსა და 184 საჯარო სკოლაში დაინერგა;
რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში მაღალკვალიფიციური კადრების
არსებული დეფიციტის დასაძლევად მუნიციპალიტეტებში მივლინებულ იქნა 397
ქართულენოვანი მასწავლებელი;
ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისა და
პროფესიული განვითარების მიმართულებით ადგილობრივი და ორენოვანი დამხმარე
მასწავლებლების გადამზადების პროცესი;
სახელმწიფო ენის სწავლებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალელურად, ეთნიკური
უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება სრულად რეალიზებული იყო
როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე მოქმედ არაქართულენოვან საჯარო
სკოლებში/სექტორებზე. ამავდროულად,
ადგილობრივი თემის მოთხოვნის
საფუძველზე, მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების − ოსური, ასურული, ჩეჩნური,
უდიური, ხუნძური ენების სწავლება 12 სკოლაში მიმდინარეობდა;
არაქართულენოვანი სკოლების 4000-ზე მეტი პედაგოგი ჩაერთო სხვადასხვა
პროფესიული გადამზადებისა და ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებში;
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ზრდასრული
მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ენის შესწავლის მოთხოვნის საპასუხოდ ზურაბ
ჟვანიას
სახელობის
სახელმწიფო
ადმინისტრირების
სკოლა
ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს სახელმწიფო დაფინანსებით სთავაზობდა შესაბამის
პროგრამებს, როგორც 12 ცენტრში, ასევე საჯარო ორგანიზაციებში, სამხედრო
სამსახურსა და რელიგიურ დაწესებულებებში, ასევე საცხოვრებელ ადგილზე.
საანგარიშო პერიოდში 6000-ამდე პირმა გაიუმჯობესა ქართული ენის ცოდნის დონე
პირისპირ, დისტანციური თუ ჰიბრიდული სწავლების ფორმით, მათ შორის,
ადგილობრივმა საჯარო მოხელეებმა;
ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და
უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად
გრძელდება
საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის
მასშტაბური
სამშენებლოსარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება;
ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა
პროფესიულ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ქართულ ენაში მომზადების კურსის დანერგვის შედეგად, პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 289 ახალგაზრდა. სხვადასხვა პროფესიის
სპეციფიკის გაცნობისა და ადგილზე დაუფლების შესაძლებლობა შექმნა პროფესიული
უნარების საორიენტაციო და სასერთიფიკაციო კურსებმა, რომელიც შერჩეულ
არაქართულენოვან სკოლებში დაინერგა;
უმაღლეს განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
მიზნით, გაგრძელდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ე.წ.
„1+4 პროგრამა“), რომელშიც 2023 წელს 1384 სტუდენტი ჩაერთო;
66 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მიმდინარეობდა „1+4 პროგრამის“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
საჯარო სექტორში სტაჟირების სპეციალური პროგრამა, ახალგაზრდების
პროფესიული უნარების განვითარების, საჯარო სფეროში მუშაობის გამოცდილების
შეძენისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით.
პროგრამაში დღემდე 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების/ცნობიერების ამაღლების
მიზნით,
ჩატარდა
საინფორმაციო
შეხვედრების,
კულტურულ-საგანმანათლებლო
ტრენინგსემინარებისა და თემატური ღონისძიებების რამდენიმე ციკლი, 3000-ამდე
ბენეფიციარის ჩართულობით, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები,
ანტიდისკრიმინაცია, ადრეული ქორწინება, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაცია და სხვა; ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროაქტიული მიდგომის
ფარგლებში, მასშტაბურად განხორციელდა აქტუალურ თემატიკაზე სხვადასხვა ტიპის
საინფორმაციო ბეჭდური და მედია მასალის თარგმნა. ხელმისაწვდომი იყო სატელევიზიო და
ინტერნეტმაუწყებლობა ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე. საზოგადოებრივი
მაუწყებლის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული მასალები,
ამავდროულად, რეგიონული ტელევიზიებითაც ვრცელდებოდა. ფუნქციონირება განაგრძო
შვიდენოვანმა ვებპორტალმა (www.1tv.ge). სახელმწიფოს დაფინანსებით წლის განმავლობაში
რეგულარულად გამოიცემოდა ყოველკვირეული გაზეთები − სომხურენოვანი „ვრასტანი“ და
აზერბაიჯანულენოვანი „გურჯისტანი“.
კანონმდებლობაზე ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად,
საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა და საქართველოს
საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე განთავსდა 40-ამდე საკანონმდებლო აქტი, ამასთანავე,
30-ამდე საინფორმაციო მასალა ითარგმნა და განთავსდა შესაბამისი უწყებების ვებგვერდებზე.
სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ეთნიკური
უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა მრავლობითი
ინფრასტრუქტურული პროექტები შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების,
გარეგანათების რეაბილიტაციის, სკვერებისა და გასართობი სივრცეების მოწყობისა და სხვა
მიმართულებებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე
პოზიტიურად აისახა.
სახელმწიფო პროგრამებზე, მომსახურებებსა და უფასო იურიდიულ დახმარებაზე წვდომის
ხელშესაწყობად, რეგულარულად მიმდინარეობდა საინფორმაციო და ცნობიერების
ამაღლების კარდაკარ კამპანიები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში. ჯამში, 250-ზე მეტი სოფლის
5000-ამდე წარმომადგენელს მათთვის გასაგებ ენებზე მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია
სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და ეკონომიკური საქმიანობის
მხარდამჭერი პროგრამებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ.
კულტურათაშორისი
დიალოგის
განვითარების,
მრავალფეროვნების
წარმოჩენის,
გაზიარებისა და ხელშეწყობის მიზნით, მხარდაჭერილი იყო მუზეუმებისა (272 000 ლარი) და
თეატრების (1 952 000 ლარი) საქმიანობა და სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული
ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე. ეროვნულ უმცირესობათა
დაცვის შესახებ ჩარჩოკონვენციის (FCNM) მე-4 ციკლის ფარგლებში, შედგა კონვენციის
67 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მრჩეველთა კომიტეტის მონიტორინგის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის
შედეგად მომზადა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ
საქართველოს ანგარიში.
1.4 შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა აგრძელებდა აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და
ჩართულობის პოლიტიკას, ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით, ასევე
სამშვიდობო ინიციატივით − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებული
მიმართულებებისა და სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების ეფექტიანი განხორციელების
გზით, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები,
კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებული
მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის
დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის
ხელშეწყობას.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობისა და მიმდინარე
ოკუპაციის მიუხედავად, რაც უკიდურესად ართულებს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან
განხორციელებას, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების
რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში
გახსნილი შესაძლებლობების მიმართ და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს, რაც
უმთავრესი შედეგია ამ პოლიტიკის საბოლოო მიზნების მისაღწევად.
გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით,
ფუნქციონირებას აგრძელებდა სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“
ფარგლებში მოქმედი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გრანტებს
გასცემს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ერთობლივი ბიზნესპროექტების მხარდასაჭერად. 2023
წლის 15 მაისი − 15 ივნისის პერიოდში, მშვიდობის ფონდის მეოთხე საგრანტო კონკურსის
ფარგლებში,
აფხაზეთისა
და
ცხინვალის
რეგიონებიდან
129
ბიზნესპროექტი
დარეგისტრირდა, რაც განაცხადების სტაბილურ მატებას და, შესაბამისად, ადგილობრივი
მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესს ადასტურებს. შედეგად, დაფინანსდა 22 ქართულაფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი; ჯამურად, ფონდის ამოქმედებიდან (2020 წლის
სექტემბერი) ოთხი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 300-ზე მეტი ბიზნესპროექტი
დარეგისტრირდა, რომელთაგან 100-ამდე პროექტია დაფინანსებული.
ამასთან, 2023 წელს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილებების შედეგად, ფონდს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე
გრანტის გაცემის და ამგვარად, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი, ქართულაფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნეს ინიციატივების დაფინანსების შესაძლებლობა მიეცა.
მშვიდობის ფონდი გრანტებს გასცემს საერთაშორისო კონტრიბუციების საფუძველზე.
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ფონდის
წარმატებული საქმიანობის შედეგად, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების
მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ.
68 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები
ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე შეუფერხებელი და გამარტივებული წვდომის
ხელშეწყობა. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი არაერთი
საშეღავათო პროგრამის გამოყენებით, 2023 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 235
სტუდენტი, ხოლო საკუთარი სურვილით ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად −
დამატებით, 6 ახალგაზრდა; ამასთან, 4 ახალგაზრდა ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ე.წ. „1+4“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც
განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, აფხაზებისა
და ოსებისთვის.
სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები
მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის
პასპორტზე გამარტივებული წესით წვდომის უზრუნველყოფა. 2023 წელს საქართველოს
მოქალაქის პასპორტი ოკუპირებული რეგიონებიდან 142-მა ადამიანმა აიღო.
საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები
მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვაზე წვდომის უზრუნველსაყოფას. ამ მიზნით,
შეუფერხებლად გრძელდებოდა „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ეფექტიანი
ფუნქციონირება და მის ფარგლებში საჭირო სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რითაც საანგარიშო
პერიოდში აფხაზეთის რეგიონიდან 1178-მა, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 298-მა ადამიანმა
(სულ: 1476) ისარგებლა. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი
ცვლილებების განხორციელების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები
მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროგრამის მიღმა არსებული
ჯანმრთელობის დაცვის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა და უფასო
სამედიცინო მომსახურების მიღება სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ამოქმედებული
ნეიტრალური პირადი ნომრის ფლობის საფუძველზე.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო
დაწესებულებების მხარდაჭერასა და, სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის
საშუალებით, იმუნიზაციისა და გრიპის ვაქცინების, დიაბეტის, ტუბერკულოზისა და
აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების, ანტივირუსული ტესტებისა და სამედიცინო
აღჭურვილობის რეგულარულად მიწოდებას, რომელთა ღირებულებამ 1.5 მილიონი ლარი
შეადგინა. ჯამში, 2023 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე
დახარჯულმა თანხამ 7 მილიონს გადააჭარბა.
გრძელდებოდა აფხაზეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა და
ადგილზე მოსახლეობის დახმარება. კერძოდ, საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით,
აფხაზეთის რეგიონს გადაეცა მცენარეთა და ცხოველთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის,
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო 400,000 ლარზე მეტი ღირებულების საშუალებები.
ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესებზე
დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით,
გრძელდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო პარტნიორებისა და
69 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ორგანიზაციების ჩართულობა და მათ მიერ ნდობის აღდგენისა და ჰუმანიტარული
პროექტების განხორციელების მხარდაჭერა.4
გრძელდებოდა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და
გადმოსვენების პროგრამა.
საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა და
ოჯახებს გადაეცა 1990-იანი წლების აფხაზეთის შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგული 68 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი, გაიმართა მათი სათანადო
პატივით დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი. სახელმწიფო მინისტრის აპარატის
ძალისხმევითა და დაფინანსებით განხორციელდა გენეტიკური საექსპერტო მომსახურების
გაწევა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ნეშტების იდენტიფიცირების პროცესის
ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, 176 ბიოლოგიური ნიმუშის გენეტიკური გამოკვლევაპროფილირება და დაარქივება გახდა შესაძლებელი; ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტის (ICRC) ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი
ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრები. ამასთან, ICRC-ის ინიციატივით
ჩატარებული სტრატეგიული კვლევის რეკომენდაციების შესაბამისად, გრძელდებოდა უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც
მიმართულია პროგრამის ეფექტიანობისა და პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების
როლის ეტაპობრივი გაზრდისკენ.
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა
სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებასა და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას,
მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაარსებული ინსტიტუციონალიზებული
ფორმატის − „მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის
გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ ფარგლებში. საანგარიშო
პერიოდში, ასევე გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
(IPRM) მონაწილეების შეხვედრა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების
ხელმძღვანელებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან; ამასთან,
გრძელდებოდა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრები
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის, ამ კუთხით არსებული დაცვის
მექანიზმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ასევე მათთვის განკუთვნილი
სასწავლო ტრენინგი − „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი − როგორ დავიწყოთ ბიზნესი“,
რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას
ისახავს მიზნად.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის
გაძლიერების ხელშეწყობას. 2023 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კიდევ უფრო
4 2023 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 23 ახალ ჰუმანიტარულ და ნდობის აღდგენის პროექტზე; 2024
წელს - დამატებით 28 პროექტზე; ხოლო 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში - სულ 46
პროექტზე
70 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გააფართოვა
2021
წელს
დაარსებული
ინიციატივა
−
„მშვიდობის
ჯილდო
ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ახალი თემატური ნომინაციები −
„საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“, „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ და „საუკეთესო
სამშვიდობო გზავნილი“.
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის შერიგებისა და ჩართულობის
პოლიტიკის ფარგლებში ხელმისაწვდომი ყველა პროგრამისა და სერვისის თაობაზე
დეტალური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის, ასევე შერიგებისა და ჩართულობის
პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევის უკეთ წარმოჩენის,
ჩართულობის გაზრდისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო
მინისტრის აპარატმა დაიწყო ერთიანი საინფორმაციო პორტალის შემუშავების პროცესი.
პორტალი შექმნის კონსოლიდირებულ სივრცეს, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება
ერთი ფანჯრის პრინციპით, სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გათვალისწინებითა და
მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული განმარტებებით ქართულ, აფხაზურ, ოსურ და
ინგლისურ ენებზე.
საანგარიშო პერიოდში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა სოციალურეკონომიკური,
ინფრასტრუქტურული,
სასოფლო-სამეურნეო,
ჯანდაცვითი,
საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით სხვადასხვა ღონისძიება და
პროექტი. აღსანიშნავია, რომ 14,424 ოჯახს, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის
მიზნით, გაეწია ფინანსური დახმარება, ხოლო 2000-ამდე სტუდენტს სახელმწიფოს მიერ
დაუფინანსდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების საფასური.
სოფელ ზარდიაანთკარში განხორციელდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად
დაზიანებული იმ 28 სახლის რეაბილიტაცია, რომელთა მფლობელებს სახელმწიფოსგან
კომპენსაცია არ მიუღიათ და უზრუნველყოფილნი იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. ამ
მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 1.8 მილიონი ლარის ეფექტიანად
ხარჯვის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოთავისუფლებული ფულადი
სახსრების კვლავ ამ ოჯახების კეთილმოწყობის მიზნით გამოყენების თაობაზე.
71 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
2. ეკონომიკური განვითარება
2.1 ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო − სწრაფი ეკონომიკური განვითარება
ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური
მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. ფუნდამენტური
ეკონომიკური რეფორმების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკონომიკის სტრუქტურა
და გაიზარდა ინკლუზიურობა. ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის,
მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებული
ღონისძიებების შედეგად, ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა მის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური
დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა
და ფართო რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი აჩვენა.
2021-2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის
დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა − გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა,
მთლიანობაში პოსტპანდემიურ პერიოდში − 2021 − 2023 წლების საშუალო ეკონომიკურმა
ზრდამ კი − 9.7%.
2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას უმთავრესად ხელი შეუწყო საინვესტიციო აქტივობის
ზრდამ, რეალური ინვესტიციები 23%-ით გაიზარდა. სექტორების მიხედვით კი ეკონომიკურ
ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და
კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობებისა და სხვადასხვა სერვისის მიმართულებით
ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
2024 წელი, ეკონომიკური ზრდის კუთხით, მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციებით
დაიწყო − პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 − 2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი
ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის − საშუალოდ 5.1%-ის ოდენობით.
ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის მაჩვენებლებზეც,
კერძოდ, 2023 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა.
ისტორიულად მაღალი დასაქმებისა და უმუშევრობის მინიმალური დონის ფონზე,
ფიქსირდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზრის ხარისხობრივი გაუმჯობესების
მიმართულებითაც.
2023 წელს პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა საგარეო მოწყვლადობის შემცირების
კუთხითაც, რომლის ნათელი გამოვლინებაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება,
2023 წლის მდგომარეობით, ის ისტორიულ მინიმუმზეა და 4.3%-ს შეადგენს. 2023 წელს
მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებას ძირითადად ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის
ზრდამ, რაც დიდწილად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და კომპიუტერული და
საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის ზრდას უკავშირდება.
72 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ
დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა
(608.7 მლნ აშშ დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას − 4.1 მილიარდ აშშ დოლარს
გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს
26.2%-ით გადააჭარბა. 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები
წინა წლის გაორმაგების შემდეგ კვლავ გაიზარდა (1.5%-ით) და 808 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და
საქართველოს, მშპ-სთან მიმართებით, აქვს რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ბოლო სამ წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი აშშ
დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ქვეყანაში. 2023 წელს
პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების
რეკორდული ოდენობა 2022 წელს დაფიქსირდა და 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მოცულობა განპირობებული იყო სააქციო
კაპიტალით, რაც ახალ ინვესტიციებს უკავშირდება და ასევე რეინვესტირებით. სავალო
ვალდებულებები შემცირდა, რაც მიანიშნებს, რომ კომპანიების ფინანსური მდგომარეობის
გაუმჯობესების შედეგად უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანიების მიერ
ხორციელდება დამფუძნებელი კომპანიების მიმართ სასესხო ვალდებულებების გასტუმრება.
ბოლო 3 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა
პროდუქტთან ფარდობა საშუალოდ 6.8%-ს შეადგენს, რაც აღემატება საქართველოს შესადარი
ქვეყნების მაჩვენებელს.
გლობალურად მაღალი ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველომ სწრაფად მოახერხა
ინფლაციის მოთოკვა. 2023 წლის აპრილიდან ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ
ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. 2023 წელს
საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო, როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის
საშუალო ინფლაციაზე. 2024 წლის იანვარ-აპრილის საშუალო წლიური ინფლაცია კვლავ
მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლებია და იგი 0.6%-ის დონეზე დაფიქსირდა. ინფლაციის
დაბალმა დონემ შესაძლებელი გახადა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან
გამოსვლის დაწყება. 2023 წლის მაისიდან, შემცირებული ინფლაციის ფონზე, ეროვნულმა
ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობით შემცირება დაიწყო და ეტაპობრივად
8.0%-ამდე შეამცირა.
ბოლო წლებში, არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა
სუვერენული საკრედიტო რეიტინგი − წამყვანი სარეიტინგო კომპანიების – „Fitch“, „S&P“,
„Moodys“ – შეფასებით, საქართველომ რეიტინგი პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე
შეინარჩუნა და კრიზისები რეიტინგის გაუარესების გარეშე დაძლია. ამასთან, აღსანიშნია, რომ
წინა წლის დასაწყისში Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის
პერსპექტივა გააუმჯობესა, სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო 2024 წლის დასაწყისში
დაადასტურა პოზიტიური პერსპექტივა. 2024 წლის მარტში კი Moody’s-მა საქართველოს
საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურამდე
გააუმჯობესა. სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური
შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და
ეკონომიკური მდგრადობა.
73 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში:
2023 წელს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით
2.2%, ხოლო მთავრობის ვალმა 39.3% შეადგინა, რაც შესაბამისობაშია და
მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებლებს;
2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა,
მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 8,5% შეადგინა. საშუალოვადიან პერიოდში
აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება 7%-ის ფარგლებში;
2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი
დაფიქსირდა და იგი მშპ-ის 4.3%-ს გაუტოლდა;
2024 წლის აპრილის მდგომარეობით, კვლავ შემცირდა სესხების დოლარიზაციის
კოეფიციენტი და მან 44.7% შეადგინა;
2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა
და 14.0% შეადგინა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე,
საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის,
უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველომ,
როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, პირველად წარადგინა 2024 − 2026 წლების
„ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, 2024 წლის 15
იანვარს. დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ვებგვერდზე5. აღნიშნული დოკუმენტი განხილულ იქნა ევროკომისიის მიერ და მიმდინარე
წლის მაისში გამოქვეყნდა მისი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები6.
საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის დანერგვის
მიმართულებით გრძელდება მუშაობა. ამ მიზნით, USAID-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს
მუშაობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონულ
პლატფორმაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს, მიიღონ მონაწილეობა
ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
საანგარიშო პერიოდში ასევე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის
პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:
მთავრობის ვალის მართვა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 28
თებერვლის №435 განკარგულებით მოწონებული დოკუმენტის („მთავრობის ვალის
მართვის სტრატეგია 2023 − 2026“) შესაბამისად;
2023 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობამ 39.3% შეადგინა, რაც
მნიშვნელოვნად ნაკლებია მთავრობის ვალის ზღვრულ 60%-თან შედარებით.
მთავრობის ვალის დინამიკა 2024 წლის განმავლობაშიც სტაბილურობით ხასიათდება;
5 https://mof.ge/5653.
6https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-9881-2024-INIT/en/pdf.
74 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის
მიზნით, გრძელდება ბენჩმარკ ბონდების გამოშვება. 2023 წლის ბოლოს
მდგომარეობით, ბენჩმარკების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზრდილია გასულ
წელთან შედარებით და ყველაზე დიდი ბენჩმარკის მოცულობამ 2 მილიარდ ლარს
გადააჭარბა. ბენჩმარკ ბონდების მოცულობის შემდგომი ზრდისა და რეფინანსირების
რისკის მართვის მიზნით, აქტიურად გამოიყენება ვალდებულებების მართვის
ოპერაციები, დაინერგა ახალი ინსტრუმენტი − ფასიანი ქაღალდების გაცვლა. 2024
წლის იანვარ-მაისში ჩატარდა 4 გაცვლისა და 4 გამოსყიდვის აუქციონი. 2024 წელს
ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და გამოსყიდვის/გაცვლის კალენდარი დაგეგმილია
იმგვარად, რომ წლის ბოლოს ფასიანი ქაღალდების პორტფელი გაიზრდება 1 500
მილიონი ლარით. 2024 წლის იანვარ-მაისში პორტფელის ზრდამ შეადგინა 555 მლნ
ლარი. მიმდინარეობს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა, რომლის
შემდგომი გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პროგრამის შეფასების
საფუძველზე;
2024 წლის 2 − 5 მაისს თბილისში გაიმართა და წარმატებით განხორციელდა აზიის
განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო
65 ქვეყნის დელეგაციამ და სტუმარმა, მათ შორის იყვნენ აზიის განვითარების ბანკის
პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები,
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი,
საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი
მედია და სხვა, სტუმრების რაოდენობამ ჯამში შეადგინა დაახლოებით 3100 კაცი,
წლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა 70-ზე მეტი ღონისძიება 13 ლოკაციაზე.
საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა განვითარების პარტნიორთან
პრიორიტეტული პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის.
საანგარიშო პერიოდში მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და
პროგრამების დასაფინანსებლად გაფორმდა 8 სასესხო/საგრანტო შეთანხმება, დაახლოებით, 235
მლნ ევროს ოდენობის საგარეო ფინანსურ რესურსზე: საფრანგეთის განვითარების
სააგენტოსთან (AFD), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის
განვითარების ბანკთან (ADB), აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს
დაცვის საპარტნიორო რეგიონალურ ფონდთან (E5P). მათ შორის, დაახლოებით 95 მლნ ევრო
საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო, დაახლოებით, 140 მლნ ევრო საინვესტიციო
პროექტების დასაფინანსებლად. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი
ფინანსური რესურსი მიიმართება კომუნალური ინფრასტრუქტურის, ირიგაციის, ურბანული
განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, ენერგეტიკისა და
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისათვის, ასევე სხვა პროექტების
დასაფინანსებლად.
წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა, მოლაპარაკება და კონსულტაციები გერმანიის
განვითარების ბანკთან (KfW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD),
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), საფრანგეთის
განვითარების სააგენტოსა (AFD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) და სხვა,
დაახლოებით, 400 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. მათ შორის,
75 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის
გასაფორმებელ სასესხო შეთანხმებაზე „ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება
ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით −
მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა“, რომელიც მსოფლიო ბანკის ბორდის მიერ
დამტკიცებულ იქნა მიმდინარე წლის 21 მაისს, რომლის ფარგლებში საქართველოსთვის
გამოყოფილი იქნება 32,4 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, შავი ზღვის
ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლისთვის.
მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ
დაფინანსებული „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამის
მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო
ეფექტიანი და ინკლუზიური და ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას განათლების,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორების მიმართულებით. აღნიშნული
პროგრამა პირველად ხორციელდება დაფინანსების „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის“
ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტის მეშვეობით, რაც გულისხმობს, რომ პროგრამით
გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია და მონიტორინგი მთლიანად
დაეყრდნობა საჯარო მმართველობაში არსებულ ინსტიტუტებსა და სისტემებს.
პროექტის განხორციელების კოორდინირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო, ხოლო ოთხი ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგებისა და
ინდიკატორების მიღწევას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შენარჩუნებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის
გაგრძელების მიმართულებით:
2023 წლის 6 სექტემბრიდან ამოქმედდა თანამედროვე მოთხოვნებისა და ხარისხიანი
მომსახურების სტანდარტების შესაბამისი ფუნქციონალის მქონე ახალი ჩათი − „RS
ჩათი“. ახალი ჩათის ოპტიმიზირებული ინტერფეისი დაინტერესებულ პირს
საშუალებას აძლევს, მარტივად მიიღოს ინფორმაცია/კონსულტაცია ქართულ და
ინგლისურ ენებზე როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით;
ელექტრონული სერვისების წახალისებისა და დისტანციური მომსახურების (paperless)
გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის დეკემბრის თვიდან სსიპ − შემოსავლების
სამსახურის მიერ დაინერგა დისტანციური იდენტიფიცირების საშუალება (FACE
RECOGNITION), რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 24/7
საათის განმავლობაში ავტომატურ რეჟიმში მიიღონ ისეთი ელექტრონული სერვისები,
როგორიც არის: საქართველოს მოქალაქის ფიზიკურ პირად რეგისტრაცია,
ელექტრონული გვერდის აქტივაცია, ავტორიზებული გვერდის პაროლისა და
მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილება;
2024 წლის პირველი აპრილიდან ჩათში დაინერგა ახალი ელექტრონული სერვისი −
ციფრული ასისტენტი − ჩათბოტი „RS ბოტი“, რომლის მეშვეობით წინასწარ შერჩეული
მოდულების შესაბამისად − აქტუალურ საკითხებზე, მომხმარებელს შეუძლია,
76 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საგადასახადო და საბაჟო მიმართულებით კვირაში 7 დღე, 24 საათი მიიღოს
სასურველი ინფორმაცია/კონსულტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში პარტნიორი ქვეყნების მიერ
აღიარებული და საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი
მონიტორინგისა და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, საქართველოს ტერიტორიის
გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობისა და პარტნიორ ქვეყნებთან მუდმივი
კოორდინაციის გაგრძელებისა და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის
მიმართულებით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით,
რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან სსიპ −
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი.
სამუშაო ჯგუფი, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საბაჟო ფორმალობებისას
სანქცირებული ობიექტის (მაგ.: საქონელი, პირი, გარიგება და სხვა) იდენტიფიცირების
შემთხვევაში, საქონლის/სატრანსპორტო საშუალების/პირების საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებს.
აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები (ჯამში, 37 რისკის
პროფილი), რომლის საფუძველზეც, ოპერატიულად იდენტიფიცირდება და მკაცრად
კონტროლდება, ევროპის საბჭოს მიერ მიღებული 2014 წლის 31 ივლისის (EU) N833/2014
რეგულაციის კონსოლიდირებული ვერსიით, ასევე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის
მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს მიერ მიღებული აშშ-ის ექსპორტის კონტროლის
წესების (EAR) 746-ე ნაწილით და ეკონომიკური სანქციების მონაწილე სხვა სახელმწიფოების
მიერ დაწესებული შემზღუდავი რეგულაციებით გათვალისწინებული სანქცირებული
საქონლის ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტისა და გადატვირთვის ოპერაციები რუსეთისა
და ბელარუსის მიმართულებით. ასევე აკრძალულია და კონტროლდება სანქცირებული
ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიერ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
გადაადგილება.
საქართველო რჩება ერთგული თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს
გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
სანქციების აღსრულების მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ
ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში, აგრეთვე ხორციელდება
მჭიდრო თანამშრომლობა ევროკომისიის საგადასახადო და საბაჟო კავშირის გენერალურ
დირექტორატთან (DG TAXUD), ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და
კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალურ დირექტორატთან (DG FISMA), ევროკავშირის
კომისიის კრიზისზე რეაგირების ჯგუფთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან,
შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის
წარმომადგენლებთან (EXBS), შეერთებული შტატების ვაჭრობისა და ხაზინის
დეპარტამენტებთან და სხვა.
77 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის პროცესში სანქცირებული ობიექტების
იდენტიფიცირება
ხორციელდება
პარტნიორი
ქვეყნების
მიერ
მიღებული
7
კონსოლიდირებული სამართლებრივი აქტებით .
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372
დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის
კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-5 და მე-6 მუხლების
გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით არ ხორციელდება ორმაგი
დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემა.
საბაჟო კონტროლის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა საქართველო-რუსეთის საზღვარზე
მდებარე ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი და საერთაშორისო აეროპორტები, ამ მიზნით,
განხორციელდა როგორც პუნქტების დამატებითი აღჭურვა, ისე საკადრო რესურსის დამატება.
პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმებით, ხორციელდება 50 მაღალპრიორიტეტული, სენსიტიური
საქონლის ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება
ევროკავშირის ევროკომისიის საგადასახადო და საბაჟო კავშირის გენერალურ
დირექტორატთან (DG TAXUD), ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და
კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალურ დირექტორატთან (DG FISMA), ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე აშშ-ის ვაჭრობისა და ხაზინის
დეპარტამენტებთან.
აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და
საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება. ამასთანავე, 1200-ზე მეტ
შემთხვევაში, იმპორტზე/ექსპორტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა
იმპორტიორთა/ექსპორტიორთა ზეპირ/წერილობით მოთხოვნებზე.
სსიპ − შემოსავლების სამსახურის მოთხოვნითა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით,
გაიმართა სსიპ − შემოსავლების სამსახურის სამუშაო ჯგუფის, საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასწავლო
ღონისძიებები/სამუშაო შეხვედრები. კერძოდ, შეერთებული შტატების ექსპორტის
კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით, მიეცა დაშვება
სანქციების სასწავლო ელექტრონულ მოდულზე, გაიმართა სასწავლო ღონისძიებები
საქართველოში, ასევე სამუშაო შეხვედრები სსიპ − შემოსავლების სამსახურის
ხელმძღვანელობასა და შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის, სახელმწიფო
დეპარტამენტის, ხაზინის დეპარტამენტის, საზღვრის დაცვისა და საბაჟოს ხელმძღვანელ
პირებს შორის. ევროკავშირის ორგანიზებით (TAIEX), გაიმართა სასწავლო/სამუშაო
შეხვედრები, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების
წარმომადგენლებმა გაუზიარეს სანქციების აღსრულების პრაქტიკა თავიანთ კოლეგებს
საქართველოში.
ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების
პოტენციალის ათვისებისა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების
7 შესაბამისი აქტები განთავსებულია მითითებულ ბმულზე.
78 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
უზრუნველსაყოფად, ასევე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, საბაჟო
მიმართულებით რიგი პროექტების (მათ შორის, „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“
(CTC) და „საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ (SAD) კონვენციებთან
მიერთება, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემისა“ (NCTS) და ავტორიზებული
ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის იმპლემენტაცია) წარმატებით დანერგვასთან
დაკავშირებით:
კონვენციებთან მიერთების მიზნით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი
პროცედურები (2023 წლის 5 ივლისი). კონვენციების ტექსტი ითარგმნა ქართულ ენაზე.
შენიშვნები მიღებულია ყველა უწყებისგან;
2023 წლის 24 – 27 ოქტომბერს გაიმართა ევროკომისიის (საბაჟო და საგადასახადო
დირექტორატის − DG TAXUD) წინასწარი შემფასებელი მისიის ვიზიტი. ვიზიტის
ფარგლებში, მოხდა არსებული სისტემის ფუნქციონირების შეფასება, როგორც
საკანონმდებლო, ისე პროცედურული და ტექნიკური თვალსაზრისით. მომზადდა
შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები. საბოლოო შემფასებელი მისია იგეგმება 2024
წლის ივნისის ბოლოს;
დასრულდა ახალი კომპიუტერიზებული სისტემისა (NCTS) და მისი სხვადასხვა
მოდულის შექმნა. 2023 წლის 6 აპრილიდან სისტემა ფუნქციონირებს ეროვნულ
დონეზე. 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისის თვის მდგომარეობით, ჯამში
განხორციელდა 812 ტრანზიტული გადაზიდვა NCTS დეკლარაციით. მიმდინარეობს
სისტემის შესაბამისობის ტესტირებები. დღეის მდგომარეობით. დასრულებულია
ტესტირებების 1 ფაზა და მეორე ფაზის წინასწარი ტესტირებები. ჯამში
განხორციელდა 600-ამდე სხვადასხვა სცენარის ტესტირება. პარალელურად, მუდმივ
რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები
შესაბამის აქტორებთან (კომპანიები, ბანკები და სადაზღვევოები).
2.2 დასაქმება
2023 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ
ტენდენციებზე. 2023 წელს ასევე დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და
უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი. დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და
მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა
რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს.
უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით
განისაზღვრა.
2024 წლის პირველ კვარტალში, გაგრძელდა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების
მზარდი დინამიკა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2024 წლის პირველ
კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, შთამბეჭდავად
− 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში
დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი
79 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მაჩვენებელი მილიონ 402 ათასი შეადგინა. დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის
ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და
სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.
საანგარიშო პერიოდში მომზადდა „მრეწველობის სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის
კვლევა“, რომლის მიზანია ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე მრეწველობის სექტორში
საწარმოების არსებული და სამომავლო მოთხოვნის გამოვლენა, რომელთა გათვალისწინებაც
შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში
უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული
დისბალანსის შემცირებას. ამასთან, დაწყებულია მუშაობა კვლევის შედეგების
გაციფრულების თაობაზე. ასევე მომზადდა „შრომის ბაზრის წლიური ანალიზი“.
დასაქმებულების შრომის უფლებების დაცვისთვის არსებითად მნიშვნელოვნია სსიპ − შრომის
ინსპექციის სამსახურის, როგორც საზედამხედველო ინსტიტუტის, შესაძლებლობების
გაძლიერება. 2023 წელს და 2024 წლის პირველი კვარტალის საანგარიშო პერიოდში შრომის
ინსპექტირების პროცესის დახვეწისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით, მომზადდა 6 სახელმძღვანელო დოკუმენტი, ასევე შემუშავდა შრომის
ინსპექტორების საჭიროებებზე დაფუძნებული შიდა სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც
ყველა შრომის ინსპექტორი გადამზადდა.
შრომის უსაფრთხოების ნორმების ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიზნით, 2024
წლის 15 მარტიდან ფუნქციონირებას შეუდგა დაძმობილების (Twinning) ახალი პროექტი −
„უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება საქართველოში ევროკავშირის
სტანდარტებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“. დიდი ყურადღება
ეთმობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შრომითი ნორმების შესახებ.
სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს შემოწმდა აქტიური მეწარმე
სუბიექტების 1,22%, 2022 წელს − 0,94%, ხოლო 2021 წელს − 0,47%. ასევე გაზრდილია
პირველადი და შემდგომი ინსპექტირებების რაოდენობა. ამ მხრივ, 2023 წელს
განხორციელებული ინსპექტირებები, 2021 წელთან შედარებით, გაოთხმაგდა, ხოლო 2022
წელთან შედარებით ,დაახლოებით გაორმაგდა.
რაც შეეხება, 2023 წელსა და 2024 წლის პირველი კვარტალის საანგარიშო პერიოდში
განხორციელებული ზედამხედველობის შედეგებს, სამსახურის მიერ განხორციელდა 6 652
ინსპექტირება (პირველადი და განმეორებითი, დარღვევების სრულ გამოსწორებამდე).
გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაიცა 20 897 მითითება.
პირველადი ინსპექტირებების შედეგად, ჯამში, 3 664 სამუშაო ადგილი შემოწმდა.
შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით, მზარდია იმ
ობიექტების რაოდენობა, რომელთაც პირველადი ინსპექტირების შედეგად დარღვევები
გამოასწორეს. ასევე, 2023 წელს 2018 წელთან შედარებით, ანუ მას შემდეგ, რაც „შრომის
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი იქნა მიღებული, 42%-ით არის შემცირებული
ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობა.
80 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
რაც შეეხება შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებას, მზარდია
ზედამხედველობის შედეგად მოცულ დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც 2023 წელს 2021
წელთან შედარებით დაახლოებით 380%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 6%-ით
გაიზარდა.
ასევე გაზრდილია მომართვიანობა შრომითი უფლებების დარღვევაზე: 2023 წელს 2021
წელთან შედარებით, მომართვიანობა გაიზარდა 215%-ით, 2022 წელთან შედარებით კი −
გაიზარდა 123%-ით.
უშუალოდ სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის მოთხოვნით
მომართვიანობა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 278%-ით გაიზარდა, 2021 წელთან
შედარებით კი გაზრდილია 750%-ით.
აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაო ადგილებზე თანასწორობის საქმეების შესწავლის შედეგად
2023 წელსა და 2024 წლის პირველი კვარტალის საანგარიშო პერიოდში დისკრიმინაცია წინა
სახელშეკრულებო ეტაპზე გამოვლინდა 78 სუბიექტის მიმართ; დისკრიმინაცია
მიმდინარე/დასრულებული შრომითი ურთიერთობისას – 8 სუბიექტის მიმართ;
მტრული/არაჯანსაღი სამუშაო გარემო (მექანიზმი) დადგენილია 12 სუბიექტის მიმართ.
რაც შეეხება შრომის ბაზრის მომსახურებებს და ამ მიმართულებით არსებულ მონაცემებს:
პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვა:
2023 წელს ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება
ჩაუტარდა 4856 სამუშაოს მაძიებელს;
2024 წლის I კვარტალში კონსულტირება გაეწია 144 სამუშაოს მაძიებელს.
მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები:
2023 წელს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული
გადამზადების კომპონენტში ჩაერთო 36 მიმწოდებელი და 97 მოთხოვნად პროფესიაზე 3911
სამუშაოს მაძიებელი. 2023 წელს სწავლა დაასრულა 2007 მოსარგებლემ. ასევე 2022 წლის
ქვეპროგრამის ფარგლებში ჩართულმა 909 ბენეფიციარმა სწავლა დაასრულა 2023 წელს.
მონიტორინგის შედეგად, 2022 წლის პროგრამის მონაწილეებიდან 2023 წელს დასაქმდა 102
პირი. 2023 წლის პროგრამის მონაწილეებიდან დასაქმებულია 2 297. სულ, პროგრამის
ფარგლებში, 2023 წელის მდგომარეობით, დასაქმებულია 2 399 პირი, მათ შორის, 30 შშმ პირი.
სტაჟირება:
2023 წელს, სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო 31 დამსაქმებელი და 144 სტაჟიორი, მათ შორის,
6 შშმ პირი. კომპონენტის ფარგლებში, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, დასაქმებულია 88
სამუშაოს მაძიებელი.
მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების
შემუშავება და დანერგვა:
2023 წელს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 198 მოწყვლად პირს გაუწიეს
მხარდაჭერითი
მომსახურება.
დაბალკონკურენტუნარიანი
ჯგუფების
დასაქმების
81 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ხელშეწყობის მიზნით, შშმ პირთათვის მოძიებულ იქნა 120 ვაკანსია. 2023 წელის
მდგომარეობით, დასაქმებულია 33 შშმ პირი.
2024 წელს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 41 შშმ პირს გაუწიეს მხარდაჭერითი
მომსახურება.
სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება:
2023 წელს სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 5 დამსაქმებელი და 14 შშმ სამუშაოს
მაძიებელი. 2023 წელის მდგომარეობით, დასაქმებულია 14 შშმ პირი.
2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით,
დამსაქმებლებთან, მათი პროგრამაში ჩართვის მიზნით.
სააგენტო
აქტიურად
მუშაობს
შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირება:
2023 წელს ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 11329 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის,
348 შშმ პირმა. რაც შეეხება ჯგუფურ კონსულტირებას, სააგენტომ პროექტის − „მოწყვლადი
დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის
ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)“ − ფარგლებში, განახორციელა „SHUTTLE −
მეთოდოლოგიის“
პილოტირება
ორ
მუნიციპალიტეტში.
კერძოდ,
ჯგუფური
კონსულტირებები ჩატარდა ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში.
იმ ბენეფიციარებიდან, ვისაც გაეწია კონსულტირება, 2023 წელის მდგომარეობით,
დასაქმებულია 1 422 სამუშაოს მაძიებელი. 2024 წლის პირველ კვარტალში ინდივიდუალური
კონსულტირება გაიარა 783 სამუშაოს მაძიებელმა.
საშუამავლო მომსახურება:
2023 წელს დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 11 470 თავისუფალ სამუშაო ადგილზე,
საშუამავლო მომსახურების გაწევის (სამუშაოს მაძიებელთა შერჩევის) მიზნით, არსებული
ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 2 626 სამუშაოს მაძიებელი,
მათ შორის, 177 შშმ პირი. დასაქმებულია 749 სამუშაოს მაძიებელი.
2024 წლის პირველ კვარტალში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 1 951 თავისუფალ
სამუშაო ადგილზე, საშუამავლო მომსახურების გაწევის (სამუშაოს მაძიებელთა შერჩევის)
მიზნით, არსებული ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 1 003
სამუშაოს მაძიებელი.
2023 წელის მდგომარეობით, სულ დასაქმდა 39 999 სოციალურად დაუცველი, აქედან 32 921
პირს აქვს აქტიური ხელშეკრულება, ხოლო 7 078 პირი პროგრამას გამოეთიშა სხვადასხვა
მიზეზით.
2023 წლის მდგომარეობით, ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 20 096 მოსარგებლე; მათ
შორის, 2023 წელს დასაქმდა 11 124 პირი, მათ შორის, 317 შშ პირი.
2023 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით,
ფორმალიზება მოახდინა 2 386 პირმა.
82 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
საკუთარი
ეკონომიკური
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
საქმიანობის
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
22 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი სამუშაოების
პროგრამის ფარგლებში ჯამში მიმართვა განახორციელა 86 151 მოქალაქემ, მათ შორის, 14 757
პირმა 2023 წელს.
2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, სააგენტომ საზოგადოებრივ სამუშაოზე
ჩართვის მიზნით, 29 417 სოციალურად დაუცველთან გააფორმა ხელშეკრულება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ, ყველა სხვა რელევანტური სახელმწიფო უწყების
ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ექსპერტული
დახმარებით, შეიმუშავა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ და ძალაში შევიდა 2023
წლის 1 სექტემბრიდან.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შრომითი მიგრაციის მართვის გაუმჯობესების
მიზნით, განხორციელდა შემდეგი (სიახლეები):
შეიქმნა და განვითარდა შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) მონაცემთა
სპეციალური ელექტრონული სისტემა (labourmigration.moh.gov.ge);
დარეგულირდა საშუამავლო კომპანიების (კერძო დასაქმების სააგენტოებისა და
ფიზიკური პირების) საქმიანობა, სავალდებულო სერტიფიცირების გზით;
შეიქმნა და ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის
მექანიზმები;
შეიქმნა და ამოქმედდა მექანიზმები, საშუამავლო კომპანიების კანონიერი საქმიანობის
წახალისებისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით;
გაუმჯობესდა საშუამავლო კომპანიების მიერ საზღვარგარეთ დასაქმებული
საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის მექანიზმი;
ჩამოყალიბდა საშუამავლო კომპანიების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის
ეფექტური სისტემა;
ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის რეგულირება
განისაზღვრა საკანონმდებლო დონეზე (აქამდე რეგულირდებოდა მთავრობის
დადგენილებით);
შეიქმნა და ამოქმედდა საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების
შესახებ მონაცემების აღრიცხვის ახალი მექანიზმი და გაუმჯობესდა შესაბამისი
სტატისტიკური მონაცემები;
ჩამოყალიბდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის
მოქალაქეების სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა;
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი
ბინადრობისა და საიმიგრაციო ვიზის (D1) მოპოვებისთვის სავალდებულო
კრიტერიუმი გახდა შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში
რეგისტრაცია.
2023 წლიდან 2024 წლის მაისის მდგომარეობით, შრომითი მიგრაციის ოფიციალური
სტატისტიკური მონაცემები შემდეგია:
83 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
შრომითი იმიგრაცია (საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები):
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების
ძალაში შესვლამდე მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, სამინისტროში
შემოსული ანგარიშების საფუძველზე, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში
საქართველოში დასაქმდა 1196 უცხო ქვეყნის მოქალაქე;
განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, 2023 წლის 1 სექტემბრიდან
2024 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდში, ადგილობრივი დამსაქმებელის მიერ
სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდა საქართველოში დასაქმებული 25079 უცხო
ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაცია.
შრომითი ემიგრაცია (საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმება):
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების
ძალაში შესვლამდე, საშუამავლო კომპანიები ვალდებულნი იყვნენ, წელიწადში ერთხელ
სამინისტროსთვის
მიეწოდებინათ
ინფორმაცია
გასული
წლის
განმავლობაში
განხორციელებული საშუამავლო საქმიანობის თაობაზე. შესაბამისად, 2023 წლის 1
მარტისთვის სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, საშუამავლო კომპანიების
დახმარებით, 2022 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ დასაქმდა 255 საქართველოს მოქალაქე.
რაც შეეხება განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, არსებულ
მარეგულირებელ ნორმებს, 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების
სავალდებულო სერტიფიცირება. ამავდროულად, სერტიფიცირებული საშუამავლო
კომპანიები ანგარიშებს წარადგენენ წელიწადში ორჯერ. შესაბამისად, ამ მიმართულებით
ოფიციალური მონაცემები შემდეგია:
2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში საქართველოს ფარგლებს
გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი გაიცა 13
საშუამავლო კომპანიაზე;
2024 წლის 1 მარტისთვის ანგარიშვალდებული იყო 2 საშუამავლო კომპანია, რომელთა
მიერაც, წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ამ კომპანიების დახმარებით, საზღვარგარეთ
დასაქმდა 69 საქართველოს მოქალაქე.
შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) სფეროში განხორციელებული ინსპექტირებებისა
და მონიტორინგების ოფიციალური სტატისტიკა:
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებაზე განხორციელებული
ზედამხედველობის ფარგლებში, სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურისთვის აღნიშნულზე
მანდატის მინიჭების დღიდან, 2023 წლის სექტემბრიდან, 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით:
სერტიფიკატის მოპოვების მიზნით შემოსული განაცხადების სასერტიფიკატო
კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განახორციელა 13 ობიექტის
მონიტორინგი და შეადგინა შესაბამისი აქტები;
საქართველოში დასაქმებული, არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების
(იმიგრანტების)
გამოვლენის
მიზნითა და
საქართველოში დასაქმებული,
84 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (იმიგრანტების) ინსპექტირების
მიზნით, განხორციელდა 52 ინსპექტირება 52 ობიექტზე, რომლის შედეგადაც 20
ობიექტზე, რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტებთან მიმართებით, გამოვლინდა
დარღვევები შრომით ხელშეკრულებებთან მიმართებით, რაზეც შედგა 20
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (გაფრთხილება).
საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა (ცირკულარული შრომითი
მიგრაცია)
დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ
საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების
გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
აღნიშნული მიმართულებით, დაწყებულია და მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება
სამუშაოები შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის
განვითარების, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების
გაფართოების, შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მიზნით ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ამ მიზნით, ინტენსიური დიალოგი
მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან (ორმხრივი
თანამშრომლობის კონკრეტული სქემების შეთანხმების მიზნით, მათ შორის, პილოტური
პროექტების განხორციელების გზით).
შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და
საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით,
საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გარკვეული შედეგები. კერძოდ:
2023 წლის განმავლობაში, წარმატებით შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა საქართველოს
1193 მოქალაქე. ხოლო, 2024 წლის 1 იანვრიდან 20 მაისის მდგომარეობით, წარმატებით
შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა საქართველოს 424 მოქალაქე;
პარალელურად, ყოველდღიურად მიმდინარეობს გერმანიიდან შემოსულ ვაკანსიებზე
შესაბამისი კანდიდატურების გადარჩევის პროცესი და წისაწარ (არსებული შერჩევის
მეთოდოლოგიის საფუძველზე) შერჩეული კანდიდატების გერმანული მხარისთვის
მიწოდება;
პარალელურად, მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან
(საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია,
კვიპროსი, უნგრეთი) საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების
(ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო, შრომითი მიგრაციის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს
აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM, GIZ,
85 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ICMPD), რომელთა ფინანსური და ექსპერტული დახმარებით იგეგმება და ხორციელდება
სხვადასხვა ტიპის აქტივობა.
2.3 სამეწარმეო
და
საინვესტიციო
გარემოსა
კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება
და
კერძო
სექტორის
საანგარიშო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის პროცესი. ობიექტების პრივატიზების შედეგად
შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გადაირიცხა 200 305 592 ლარი.
ხოლო 2024 წლის I კვარტალში 60 918 871 ლარი, მათ შორის, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის
მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 230 823 708 ლარი.
ამასთან, პროაქტიულად მიმდინარეობდა უძრავი ქონების პრივატიზება ელექტრონული
აუქციონის ფორმით, რის შედეგადაც, 2023 წელს (იანვარ-დეკემბერი), პროექტის − „100
საინვესტიციო შეთავაზების ბიზნესს“ ფარგლებში, გაიყიდა 162 ობიექტი, ჯამური საწყისი
ფასით − 50 953 610 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 60 272 460 ლარს;
ხოლო, 2024 წელს ამავე პროექტის ფარგლებში გაიყიდა 52 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით −
8 515 200 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 9 117 200 ლარს; მათ
შორის, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“
ფარგლებში, გაიყიდა 168 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 35 492 860 ლარი, რომელთა
საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 41 162 810 ლარს.
სამთო-მოპოვებითი სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მიზნით,
UNDP-სთან თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, განახლდა და აქტიურად
მიმდინარეობს წიაღის კოდექსის სამუშაო ვერსიის მომზადების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ლიცენზია გაიცა წიაღით სარგებლობის 521
ობიექტზე, ხოლო ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებული თანხის ჯამურმა
ოდენობამ შეადგინა 75 197 861 ლარი. გაცემული ლიცენზიების ფარგლებში, მოსალოდნელია
2605 ადამიანის დასაქმება, ხოლო გამართული აუქციონების შედეგად მოსალოდნელი
საინვესტიციო ვალდებულებების ჯამური ოდენობა შეადგენს 25 მილიონ ლარს. დამატებით
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, სალიცენზიო პირობების კონტროლის კუთხით
შემოწმდა წიაღით სარგებლობის 347 ობიექტი.
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმა.
საქართველოს 2023 − 2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2023-2024
წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა
განახლებული სამოქმედო გეგმის პროექტზე, რომელიც ასახავს სტრატეგიით
გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, 2025-2026 წლებში განსახორციელებელ
აქტივობებს. სამოქმედო გეგმის პროექტში გაწერილი ღონისძიებები უზრუნველყოფს
როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობისა და
ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე
ინვესტორთა ბაზის განვითარებას.
86 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
2023 წელს მომზადდა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც 2024
წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება.
2023 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის
შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო. ასევე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 29
მარტს აღნიშნული კანონის შესაბამისი სამართლებრივი აქტი გამოსცა.
2023 წლის 16 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო. ასევე საქართველოს ეროვნულმა
ბანკმა 2024 წლის 29 თებერვალს აღნიშნული კანონის შესაბამისი სამართლებრივი აქტი
გამოსცა.
2023 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა „ნებაყოფლობით კერძო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონი მიიღო. კანონი შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ
პრინციპებსა და ევროკავშირში მოქმედ შესაბამის დირექტივასთან.
2023 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი მიიღო.
აღნიშნული ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სსიპ − საპენსიო სააგენტოს
საინვესტიციო მანდატის გაფართოებას. ასევე, 2024 წელს მომზადდა და საქართველოს
პარლამენტს წარედგინა ცვლილებების ახალი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო
სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებასა და საპენსიო სააგენტოში არსებული
ორი საბჭოს: სამეთვალყურეო საბჭოსა და საინვესტიციო საბჭოს გაერთიანებას ერთ
მმართველობით საბჭოში და საპენსიო სააგენტოს საპენსიო ფონდად სახელწოდების
ცვლილებას.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა „ავტოსატრანსპორტო საშუალების
მფლობელის სამოქალაქო პასუხისგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე, რომელიც განსახილველად წარედგინება საქართველოს
პარლამენტს. აღნიშნული კანონის პროექტი ხელს შეუწყობს სადაზღვევო ბაზარზე
სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტების განვითარებას. ასევე სავალდებულო
დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები აისახა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს
კანონში.
2024 წლის 28 მარტს საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცდა „კაპიტალის
ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სსიპ − აწარმოე საქართველოში, აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან
ურთიერთთანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია, საქართველოში მცირე და
საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ფასიანი ქაღალდების განთავსების
სტიმულირების გზით. აღნიშნული პროგრამა მოიცავს როგორც თანადაფინანსების, ასევე
ტექნიკური დახმარების კომპონენტს. „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო
პროგრამა“ ხელს შეუწყობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე, მცირე და საშუალო ზომის
კომპანიების მხრიდან, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების რაოდენობის ზრდას. ამ
დროისთვის პროგრამის ფარგლებში დაწყებულია განაცხადების მიღება.
87 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
2023 წელს, კერძო კაპიტალის ფონდის დაარსების ხელშეწყობისათვის, მომზადდა სამოქმედო
გეგმა. მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავდა კერძო კაპიტალის ფონდების განვითარებისათვის
მიზანშეწონილობის ანალიზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი ფონდის
აქტივების მმართველებზე გამოცხადების ე.წ. RfP დოკუმენტსა და ინსტრუმენტის დიზაინზე.
2023 წელს მომზადდა უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების (REIT) ხარჯსარგებლიანობის
ანალიზი. ასევე შემუშავდა ტრასტის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც
გაზიარებულია დაინტერესებულ მხარეებთან შემდგომი რეაგირებისა და სამუშაოს
დაგეგმვისათვის.
საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ განხორციელდა
აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის განვითარების შესახებ სხვადასხვა
ქვეყნის მოდელის შესწავლა და ანალიზი. სსიპ − აწარმოე საქართველო, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, მუშაობს აქტივებზე
დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის დიზაინის შექმნასა და დანერგვაზე.
სამეწარმეო გარემოს ინსტიტუციური და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების
ფარგლებში,
ერთ-ერთი
პრიორიტეტია
ბიზნესსაქმიანობასთან
დაკავშირებული
რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სისტემის განვითარება, რომლის ფარგლებში
უზრუნველყოფილია კანონის პროექტებსა და კანონქვემდებარე აქტებზე RIA ანგარიშების
მომზადება. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების
მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
კოორდინაციითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკისა და OECD-ის გაიდლაინების შესაბამისად, მომზადდა „მცირე და
საშუალო ზომის საწარმოების რეგულირების ზეგავლენის შეფასების ტესტის“ (RIA SME Test)
მეთოდოლოგია, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხორციელდება მისი პრაქტიკაში დანერგვა.
ამასთან, გრძელდება მეწარმეებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა,
კერძოდ:
2023 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ
საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ
შეთანხმებას. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 15 მაისის (№4177)
დადგენილებით შეთანხმება რატიფიცირებულია. მხარეთა შორის შესაბამისი
შეტყობინებების გაცვლის შემდგომ შეთანხმება ამოქმედდება;
2024 წლის თებერვლიდან გაიხსნა მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან ეკონომიკური
პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღებასთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა 2024 წლის 28 −31 მაისს. შეთანხმებაზე
მოლაპარაკებების დასრულება იგეგმება 2024 წლის ბოლომდე.
ასევე
გრძელდება
უზრუნველსაყოფად:
მუშაობა
ევროკავშირთან
საკანონმდებლო
შესაბამისობის
შემუშავდა და მინისტრის ბრძანებებით დამტკიცდა DCFTA-ის განხორციელების 2024
წლის სამოქმედო გეგმა და საშუალოვადიანი გეგმა 2024-2027 წლებისთვის;
88 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გეგმის შესაბამისად, გრძელდება საკანონმდებლო დაახლოების პროცესი DCFTA-ის
ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია
DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების 65%-ზე
მეტთან;
მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა საქართველოს კანონის პროექტი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“;
2024 წლის იანვრიდან ევროკავშირმა აამოქმედა საფლაგმანო ინიციატივების
ფარგლებში შემუშავებული ფინანსური დახმარების მექანიზმი, დაახლოებით, 12
მილიონი ევროს ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში საჭირო
ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა, რამაც ხელი უნდა
შეუწყოს დაახლოებული კანონმდებლობის აღსრულებას;
2023 წლის ივლისში ევროპული მეტროლოგიის ორგანიზაციის (EURAMET)
ექსპერტების მიერ მეტროლოგიისა და სტანდარტების ეროვნული სააგენტოს
მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონურ განყოფილებებში, საერთაშორისო აღიარების
მიზნით, ჩატარდა შეფასება (Peer-review) ISO/IEC17025:2017 სტანდარტის შესაბამისად.
შეფასებამ წარმატებით ჩაიარა, რის საფუძველზეც, ნოემბრის თვეში წარმატებით
განხორციელდა GEOSTM-ის ხარისხის სიტემის პირველადი პრეზენტაცია EURAMETის ხარისხის ტექნიკური კომიტეტის სხდომაზე, რაც EURAMET-ის სრული წევრობის
სტატუსის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა. ამასთან, აკრედიტაციის ცენტრმა მიაღწია
დამატებით აღიარებას და 2023 წლის დეკემბრიდან გახდა EA-ს (ევროკავშირის
ორგანიზაცია აკრედიტაციის სფეროში) სრული წევრი;
ქართული მხარის მიერ მომზადდა 2024-2025 წლების საქართველო-ევროკავშირის
DCFTA-ს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა (PAP), რომლიც ევროკომისიასთან
შეთანხმებით მიღებულ იქნება 2024 წლის ბოლომდე. გეგმის მიზანია, ჩამოაყალიბოს
ორმხრივად შეთანხმებული აქტივობები, მათ შორის, DCFTA-ის მიღმაც.
აქტიურად გრძელდება საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების მხარდაჭერა სხვადასხვა
ინსტრუმენტის გამოყენების გზით. ამ მიმართულებით:
ექსპორტის მხარდაჭერის მიზნით, საერთაშორისო ღონისძიებებზე ქართული
კომპანიების მონაწილეობის მხარდაჭერა ორგანიზების/თანადაფინანსების გზით −
საანგარიშო პერიოდში სულ მხარდაჭერილ იქნა 152 ბენეფიციარი (თანადაფინანსების
213 ფაქტი). არსებული მდგომარეობით, სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში
მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს 18 საერთაშორისო
ღონისძიებაში/გამოფენაში;
საანგარიშო პერიოდში, 2024 წლის 22 მაისის მდგომარეობით, ტექნიკური დახმარების
(პროდუქტის
კომპონენტის
−
ექსპორტის
სტიმულირების
პროგრამის
ლიცენზირება/სერტიფიცირება; ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო
გაყიდვების სტიმულირება) ბენეფიციარი გახდა 15 კომპანია. აღნიშნული პროგრამა
მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის
საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას.
89 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საქართველოს მთავრობა ფოკუსირებულია ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზე, რათა
ხელი შეუწყოს ცოდნის ტრანსფერსა და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნას. ამ
მიმართულებით:
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, გრძელდება მუშაობა
„საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტზე, რომლის დებულებებიც თანხვედრაში იქნება საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკასთან და წაახალისებს ადგილობრივი და უცხოური
ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. ახალი კანონით გადაიხედება არსებული
საინვესტიციო პოლიტიკა, გაიზრდება ინვესტორთა უფლებების დაცვის არეალი და
შეთავაზებული
იქნება
საერთაშორისო
საინვესტიციო
სამართლით
გათვალისწინებული გარანტიები. რეფორმის ფარგლებში, მზადდება რეგულირების
ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA), რომლითაც სიღრმისეულად გაანალიზდება
ახალი რეგულაციის შესაძლო გავლენა ბიზნესსექტორზე. კანონპროექტზე მუშაობის
პროცესი მიმდინარეობს კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით, ხოლო მისი
საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად წარდგენა იგეგმება 2024 წლის
საშემოდგომო სესიაზე;
სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში მიერ, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით,
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 3 ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელთა
ჯამური ღირებულება 4 მილიონი აშშ დოლარია. პროექტების განხორციელების შემდეგ
200-ამდე
სამუშაო
ადგილი
შეიქმნება.
ახალი
პროექტები
დაიწყო
მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში, IT-სა და ბიზნესსერვისების ცენტრის სფეროებში;
გაფართოვდა პროგრამა, რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთ წარმომადგენლობითი
კომპანიების ჩართულობას საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამ
მიმართულებით დაქირავებულია ორი საერთაშორისო კომპანია (Waveteq და OCO
Global), რომლებიც სქართველოს საინვესტიციო გარემოს აცნობენ საერთაშორისო
კომპანიებს და ეხმარებიან სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვაში. აღნიშნულ
პერიოდში ინფორმაცია მიეწოდა 1,000-ზე მეტ კომპანიას და გაიმართა 40-ამდე
შეხვედრა;
სააგენტოს მიერ გრძელდება მუშაობა საინვესტიციო კონსულტანტებისა და
სკაუტებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის
მიწოდების კუთხით. საანგარიშო პერიოდში გაიმართა გაცნობითი ტური, რომლის
ფარგლებში სააგენტომ უმასპინძლა კიდევ 5 კონსულტანტს;
საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიზნით, სსიპ-ის − აწარმოე
საქართველოში წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 16 გამოფენასა და
კონფერენციაში, რომელთა ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართა 350 კომპანიასთან;
მუშაობა გრძელდება და მოკლე ვადაში დასრულდება სსიპ-ის − აწარმოე
საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც
განსაზღვრავს პრიორიტეტებსა და აქტივობებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
საანგარიშო პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის
მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან (კანადა, კორეის რესპუბლიკა) გაიმართა ინვესტიციების
ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების სამი რაუნდი
(ორი კანადასთან, ერთი კორეის რესპუბლიკასთან). ასევე უნგრეთთან მიმდინარე
90 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მოლაპარაკებები ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებებზე
წარმატებით დასრულდა მიმდინარე წლის აპრილში, რის შედეგადაც შეთანხმება მზად არის
ხელმოსაწერად.
საანგარიშო პერიოდში, ინოვაციური ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების ხელშეწყობის
მიმართულებით, განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების
გრანტების პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის პერიოდში,
დასრულდა შეფასების მე-11 რაუნდი და ამჟამად მიმდინარეობს მე-12 რაუნდი. მე-11
რაუნდის ფარგლებში, სააგენტომ მიიღო 411 განაცხადი, გადაამზადა 150 ბენეფიციარი
და შედეგად დააფინანსა 20 სტარტაპი. მე-12 რაუნდის ფარგლებში, სააგენტომ მიიღო
544 განაცხადი, გადაამზადა 150 ბენეფიციარი, ამჟამად მიმდინარეობს განცხადების
შეფასების პროცედურები და 2024 წლის 1 ივნისს გამოვლინდება 20 გამარჯვებული
სტარტაპი;
ჯამურად, 2018 − 2024 წლებში სააგენტოს მიერ თანადაფინანსების საგრანტო
პროგრამის ფარგლებში, 38 მლნ ლარის მოცულობით, მხარდაჭერილ იქნა 224
ბენეფიციარი კომპანიის 239 პროექტი, თანადაფინანსებული თანხის მოცულობამ 20 მლნ
ლარი შეადგინა. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული ბენეფიციარი
კომპანიების მიერ დამატებით მოზიდული კაპიტალის მოცულობა 288 მლნ ლარს
აღემატება, ხოლო 2018 − 2023 წლებში მათ მიერ ჯამურად დაგენერირდა 200 მლნ
ლარის შემოსავალი;
2023 წლიდან მიმდინარეობს „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ახალი
საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. 2023 წლის ივნისიდან 2023
წლის დეკემბრამდე პერიოდში, 25,000 ლარით დაფინანსდა 20 სტარტაპი, ხოლო 2024
წლის იანვრიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, 146 განმცხადებლიდან ტრენინგები
გაიარა 126-მა ბენეფიციარმა და დაფინანსდა 15 სტარტაპი;
ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან 2023 წლის
31 დეკემბრამდე პერიოდში, სააგენტომ მიიღო 11 საპროექტო განაცხადი, რომელთა
განხილვის შედეგად, დეტალური კვლევისათვის შეირჩა ორი პროექტი. ამასთან, 2024
წელს სააგენტომ მიიღო 29 სააპლიკაციო განაცხადი, რომელთა პირველადი შეფასება
ამჟამად მიმდინარეობს. დამატებით, არსებულ პროექტებზე, ტექნოლოგიების
კომერციალიზაციისთვის, აქტიურად გრძელდება შეხვედრები საერთაშორისო
კომპანიებთან;
ასევე გრძელდება „500 Georgia აქსელერაციის პროგრამა“, რომელიც გულისხმობს
საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, 500 Global − გლობალური ვენჩურული
კაპიტალის კომპანიის მიერ სტარტაპების გადამზადებას. 2023 წელს, მე-5 რაუნდის
ფარგლებში, აქსელერაცია გაიარა 10-მა სტარტაპმა. 2024 წლის მაისის მდგომარეობით,
მიმდინარეობს პროგრამის მე-6 რაუნდი, რომლის ფარგლებშიც, აქსელერაციას გადის 9
91 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სტარტაპი, 2024 წლის ივნისში აქსელერაცია დასრულდება და სტარტაპები დემო
დღეზე ინვესტორთა წინაშე წარდგებიან;
ამასთან, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის პერიოდში, 500-ის ვენჩურული
ფონდის ფარგლებში, დაფინანსება მიიღო აქსელერაციაგავლილმა 10-მა სტარტაპმა,
თითოეულმა 100,000 აშშ დოლარის ოდენობით;
2023 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს რეგიონებში განხორციელდა 8
პრეაქსელერატორის პროგრამა (გურია, აჭარა, შიდა ქართლი, იმერეთი, მცხეთამთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი), რომლის ფარგლებშიც,
გადამზადდა 265 ბენეფიციარი და შეიქმნა 124 სტარტაპ გუნდი, რომლებმაც საკუთარი
იდეები დემო დღეზე წარადგინეს. 2024 წლის საანგარიშო პერიოდში კი 3 რეგიონში
(სამეგრელო, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი) დაიწყო პროგრამის ინტენსიური სასწავლო
ფაზა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ხოლო 2 რეგიონში (შიდა ქართლი, მცხეთამთიანეთი) უკვე გამოცხადებულია განაცხადების მიღება; ამასთამ, შიდა ქართლსა და
მცხეთა-მთიანეთში ინტენსიური სასწავლო პროგრამა 2024 წლის ივნისში დაიწყება;
2023 წლის 13 სექტემბერს, სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში გაიმართა Startup
World Cup ღონისძიება, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს სახელით წარდგა
მსოფლიო ჩემპიონატზე. ამასთან, 2023 წლის 29 სექტემბერს, სააგენტოს მხარდაჭერით,
პარტნიორებთან ერთად, რიგით მეორე საინვესტიციო ეკოსისტემის ღონისძიება –
Investment Ecosystem Conference vol 2 გაიმართა. კონფერენციამ უმასპინძლა მეწარმეებს,
სტარტაპებს, 500-ზე მეტ ანგელოზ ინვესტორსა და სფეროთი დაინტერესებულ 3,000მდე მოწვეულ სტუმარს. კონფერენციის მიზანია ინვესტორებისა და სტარტაპების
გაერთიანება, არამხოლოდ საქართველოდან, არამედ კავკასიისა და ცენტრალური
აზიის რეგიონიდან. აღნიშნული კონფერენციის რიგით მესამე ღონისძიება
დაგეგმილია 2024 წლის 28-30 ივნისს;
საანგარიშო პერიოდში, სააგენტომ სამი ტექნოლოგიური ბანაკი ჩაატარა:
ტექნოლოგიურ ბანაკში სკოლის მოსწავლეებისთვის მონაწილეობა მიიღო
საქართველოს მასშტაბით 100-მა მოსწავლემ, რომელთაც სხვადასხვა ტექნოლოგიური
მიმართულებით გაიარეს ლექციები და დაესწრნენ ვორქშოპებს, ხოლო ფინალურ დემო
დღეზე წარადგინეს სტარტაპიდეები. ამასთან, ტექნოლოგიურ ბანაკში სკოლის
მოსწავლე გოგონებისთვის მონაწილეობა მიიღო, მთელი საქართველოს მასშტაბით,
დამამთავრებელი კლასის 49 მოსწავლე გოგონამ, ხოლო ტექნოლოგიურ ბანაკში
სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და მწვანე ტექნოლოგიების
მიმართულებით მონაწილეობდა 50 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა
უნივერსიტეტიდან;
„Do IT in Georgia“ პროექტის ფარგლებში, 5000 IT სპეციალისტის გადამზადების
პროგრამის განხორციელება 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში
მიმდინარეობს ტრენინგები სამი მიმართულებით: პროგრამირება, დიზაინი და
პროექტების მართვა. ტრენინგები ტარდება 9 ტრენინგპროვაიდერის მიერ. პირველი
ეტაპის ფარგლებში, პორტალზე აქტიურია 81 კურსი. კურსებზე ჩაირიცხა 1,046
სტუდენტი, მათ შორის, 562 ქალი. ამ დროისათვის დასრულებულია 34 ერთეტაპიანი
92 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
კურსი, რომელიც დაასრულა 442 მონაწილემ. ფინალური გამოცდა/პროექტი ჩააბარა და
სერტიფიკატი მიიღო 362 სტუდენტმა (82%);
o
2023 წლის ივლისში, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ასევე დაიწყო
Code IT in Techparks პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა
3 სასწავლო მოდული Front End Development-ის მიმართულებით. 2023 წელს
პროექტი მიმდინარეობდა 8 ტექნოპარკში და გადამზადდა 341 სკოლის
მოსწავლე. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, 520 აპლიკანტიდან გადამზადდა
178 ბენეფიციარი;
საანგარიშო პერიოდში, თბილისისა და რეგიონულ ტექნოპარკებში აქტიურად
მიმდინარეობდა ღონისძიებები სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის,
ჰაკათონები, ტექნოლოგიური კვირეულები, ტრენინგები, ლექციები, ვორქშოპები,
ტექნოლოგიური ბანაკები და ინოვაციური კონკურსები. ინოვაციური მეწარმეობის,
სტარტაპების შექმნისა და განვითარების მიმართულებით, ტრენინგები და
ბიზნესმენტორშიფი გაიარა 1,400-ზე მეტმა ბენეფიციარმა. პროექტები განხორციელდა
STEAM და ICT განათლების მიმართულებით, სადაც მონაწილეობა მიიღო 2,200-ზე
მეტმა ბენეფიციარმა; ამასთან, სააგენტოს ფაბსკოლის ბაზაზე ჩატარდა 40-ზე მეტი
ღონისძიება, რომელშიც მონაწილება მიიღო 500-ამდე ბენეფიციარმა. რეგიონული
ტექნოპარკების სივრცე დაეთმო 300-ამდე ღონისძიებას, რომელსაც 10,000-ზე მეტი
ადამიანი დაესწრო;
მიმდინარე წლის მარტში დასრულდა პროექტი „Hardware StartUP ინკუბატორი 2.0“,
რომელიც ყველა ტექნოპარკში მიმდინარეობდა 5 თვის განმავლობაში, სადაც 150-ამდე
ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას. პროექტის ნახევარფინალები ჩატარდა ბათუმში,
კასპსა და თელავში. ფინალში გასულმა 18-მა გუნდმა დემო დღეზე ჟიურის წინაშე
წარმოადგინა Hardware პროტოტიპები, შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული
ტექნოლოგიური იდეა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ პრიზი, გრანტის სახით:
15,000, 10,000 და 5,000 ლარის ოდენობით.
გაგრძელდა ღონისძიებები მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით:
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების
2021 − 2025 წლების სტრატეგიის 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და შესაბამისი აქტივობები
წარმატებით სრულდება, რაც ასევე აღიარებულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობისა
და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეიტინგში „SME Policy Index 2024“.
აღნიშნული შეფასება ეფუძნება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021 −
2025 წლების სტრატეგიის შედეგებს, რომლის თანახმად, საქართველომ, აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველი პოზიცია დაიკავა და 12 ინდიკატორიდან 11
ინდიკატორში უპირობო ლიდერია;
საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდა „კერძო სექტორის
განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ რეგულარული სხდომები.
93 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით,
„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გრძელდება/ფართოვდება სახელმწიფო ფინანსური
მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის:
საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის
ჩათვლით პერიოდში (20 მაისის მდგომარეობით), დადასტურებულია 326 სესხი 227
მლნ ლარზე მეტი მოცულობით (მათ შორის, 212 სესხი 159 მლნ ლარამდე მოცულობით,
ასევე ჩართულია სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში);
სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის
ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით (20 მაისის მდგომარეობით),
დადასტურებულია 698 სესხი/ლიზინგი 579 მლნ ლარამდე მოცულობით. აღნიშნული
პროექტების ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 1.141 მლრდ ლარს, ხოლო დაგეგმილი
ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა − 6,531;
მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის კუთხით, 2024
წელს შემუშავდა და გაშვებულია მიკროსესხების მხარდაჭერის ახალი პროგრამა.
აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს მიკრობიზნესებისთვის 50 000 ლარამდე
სესხების ხელშეწყობას, რათა მათ საკუთარი წარმოების გაფართოება/განვითარება
შეძლონ.
ცოდნის, კომპეტენციებისა და ინფორმაციის მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესის
წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო
რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების ქსელის განვითარება. საკონსულტაციო ცენტრის
კონცეფცია ბრიტანულ Growth Hub-ის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და
საშუალო მეწარმეების ინფორმაციით უზრუნველყოფას, მათთვის საკონსულტაციო
მომსახურების მიწოდებასა და ტრენინგებისა და სემინარების შეთავაზებას.
2023 წლის ივნისში გაიხსნა პირველი საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონში, რომელიც წლის ბოლომდე მუშაობდა საპილოტე რეჟიმში,
ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით და კონსულტაცია გაუწია 300-ზე მეტ
ვიზიტორს. 2023 წლის განმავლობაში, რეგიონული საკონსულტაციო ცენტრის
წარმომადგენლების მიერ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, მათ შორის, რეგიონის
600-ზე მეტ მეწარმესთან და 40-ამდე ადგილობრივი საჯარო და კერძო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან;
2024 წლის დასაწყისში, სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება სამეგრელოზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა. ასევე გაიხსნა აჭარისა და კახეთის
საკონსულტაციო ცენტრებიც;
2024 წლის მაისის ჩათვლით, საკონსულტაციო ცენტრებში ბიზნესდიაგნოსტიკა გაიარა
64-მა მეწარმე სუბიექტმა. ამავე პერიოდში გაფორმდა 33 სამმხრივი ხელშეკრულება
საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკონსულტაციო
ცენტრებში ჩატარდა 6 ტრენინგი და 12 სამუშაო შეხვედრა (ვორქშოფი). სულ, ხუთი თვის
მანძილზე, ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 150 ბიზნესსუბიექტის 200-მა
წარმომადგენელმა;
ამის გარდა, 2023 წლის ნოემბრიდან სააგენტო ახორციელებს მცირე და საშუალო
საწარმოთა გაციფრულების მხარდაჭერის პროექტს ევროკავშირთან გაფორმებული
94 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად. ამ მიმართულებით, სააგენტომ უკვე აიყვანა
ციფრული ტრანსფორმაციის ორი ექსპერტი.
სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით, გრძელდება მუშაობა მათი
შედეგების მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით. 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის
მაისის ჩათვლით პერიოდში, (20 მაისის მდგომარეობით), სსიპ-მა − აწარმოე საქართველოში
შეაფასა ბიზნესის მხარდამჭერი შემდეგი სახელმწიფო პროგრამები/მექანიზმები:
სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის
ნაწილი (მიკრო გრანტები);
სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული და
უნივერსალური
ინდუსტრიული
ნაწილები
(სესხის/ლიზინგის
პროცენტის
თანადაფინანსება);
საკრედიტო საგარანტიო სქემა;
ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამები.
ამასთან, მიმდინარე წელს შეფასდება სააგენტოს ყველა პროგრამა.
საანგარიშო პერიოდში, სივრცითი და ურბანული გეგმების შემუშავების მიზნით,
დაწყებულია ან/და მიმდინარეობს არაერთი პროექტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
აღსანიშნავია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ვალდებულების ფარგლებში, კანონის ამოქმედებიდან დღემდე მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა 210 300-ზე მეტი
სუბიექტი, ხოლო საანგარიშო პერიოდში − 95 854.
ხელსაყრელი საგადასახადო სისტემის − დაბალი საგადასახადო წნეხის შენარჩუნებისა და
ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართულებით 2024 წლის მარტიდან საშუალო
კატეგორიის დღგ-ის გადამხდელებისათვის ავტორიზებულ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია
„ქცევის რეიტინგის“ მოდული. ქცევის რეიტინგი წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს
ხედვას გადასახადის გადამხდელის მიერ ზოგადი საგადასახადო ვალდებულების
შესრულების ქცევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ფასდება გადამხდელის მიერ
განხორციელებულ ფაქტობრივ ქმედებაზე დაყრდნობით.
საგადასახადო დეკლარირების ავტომატურ სისტემასთან დაკავშირებით სსიპ − შემოსავლების
სამსახური ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის დეკლარაციის
წინასწარი შევსების მექანიზმის დანერგვა. აღნიშნული გულისხმობს საგადასახადო ორგანოს
მხრიდან მცირე ბიზნესის დეკლარაციით განსაზღვრული მონაცემების ავტომატურ შევსებას,
არსებული მონაცემების საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს მიეცემა შესაძლებლობა,
გაეცნოს საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარ შევსებულ დეკლარაციის მონაცემებს,
საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს ცვლილება ან დაეთანხმოს/წარადგინოს.
დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2023 წლის
ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების
პროგრამის (რომელიც 2020 წელს დაინერგა) ფარგლებში დაბრუნებულმა თანხამ შეადგინა 2
063 848 460 ლარი.
95 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო
მიმართულებით,
აღსანიშნავია,
რომ
ეკონომიკური
სტანდარტების
დანერგვის
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ მიმდინარე წლის 27 მარტს
გამოქვეყნდა ანგარიში, საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის
გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის
საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შესახებ. შეფასება განხორციელდა
საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური
ფორუმის მიერ მეორე რაუნდის ფარგლებში და ეფუძნება OECD-ის მიერ განახლებულ
მეთოდოლოგიას. შეფასების პროცესში იურისდიქციები ფასდება 10 ელემენტის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ამ 10 ელემენტიდან 8-ში საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი.
2024 წლის 21 მაისს ინფორმაციის გაცვლის დანერგვის პროცესში გამოვლენილი
საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებები განხორციელდა „საგადასახადო საკითხებში
ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის
ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“
კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და
შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის
ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 აპრილის №125
ბრძანებაში, ინფორმაციის გაცვლისთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესის
გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
2024 წლის 18 მარტს წარმატებით დასრულდა საგადასახადო მიზნებისათვის
გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის (Global Forum) მიერ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ −
შემოსავლების სამსახურის კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის შეფასება.
შედეგად სსიპ − შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის დაცვისა და
კონფიდენციალურობის სისტემა შესაბამისად იქნა მიჩნეული ინფორმაციის გაცვლის
საერთაშორისო
სტანდარტთან.
აღნიშნული
შეფასება
აუცილებელ
წინაპირობას
წარმოადგენდა, საქართველოს მიერ ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის
ორმხრივად გაცვლის უფლების მოსაპოვებლად ანგარიშგების საერთო სტანდარტის (Common
Reporting Standard) ფარგლებში.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს
მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №573 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა
„საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების
სტრატეგია“. სტრატეგია შემუშავდა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და
პრაქტიკების საფუძველზე, პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების
სახელმძღვანელოს შესაბამისად.
„სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №1012 განკარგულებით, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მიენიჭა 7 მსხვილი საწარმოს ფინანსური ზედამხედველის როლი და
ფინანსური გამჭვირვალობის, მართვის სტანდარტების გაუმჯობესების და ფისკალური
96 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
რისკების შემცირების უზრუნველყოფის მიზნით, მიღებულ იქნა სახელმწიფო საწარმოთა
ფინანსური ზედამხედველობის წესი.
საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში:
2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განხილულ იქნა 20 მლნ ლარზე მეტი
ღირებულების 7 ახალი საინვესტიციო პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება
აღემატება 827 მლნ ლარს. ჯამურად განხილული იქნა 968 მლნ ლარის ღირებულების
20-ამდე ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი;
საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის ახალი მეთოდოლოგიის
საფუძველზე მომზადდა და დამტკიცდა საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების
ფინანსური და ეკონომიკური გაანგარიშებისთვის გამოსაყენებელი ეკონომიკური
ერთეულების ღირებულებები და პროექტების შეფასების კრიტერიუმები და ქულათა
სისტემა;
მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა
საინვესტიციო პროექტების მართვის ელექტრონულ სისტემაზე (ePIM), რომელიც
დაინერგება მიმდინარე წლის ბოლომდე.
2.4 ეკონომიკური შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება და სატრანზიტო ჰაბის
პოტენციალის ათვისება
გრძელდება
ინფრასტრუქტურული
პროექტების
განხორციელება
საქართველოს
სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და ქვეყნის სატრანზიტო − ლოგისტიკური
პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის.
გრძელდება მუშაობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით.
2023 წლის ივნისში, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს
მიერ გამოცხადებული შესარჩევი პროცესის ფარგლებში, პროექტის მიმართ ინტერესი
გამოხატა 4-მა კანდიდატმა. აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი
საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია შეისწავლა შესარჩევმა კომისიამ და ამავე კომისიის
გადაწყვეტილებით, 2023 წლის სექტემბერში, კვალიფიცირებული კანდიდატის სტატუსი
მიენიჭა 2 კანდიდატს. 2024 წლის 20 მაისისთვის, სააგენტოში კვალიფიცირებულმა ერთმა
კანდიდატმა (China Communications Construction Company Limited) წარმოადგინა შესაბამისი
განაცხადი/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოსა და მისი
კონსულტანტების მიერ, ხოლო შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება
განხორციელდება შესარჩევი კომისიის მიერ, დადგენილი წესით უახლოეს პერიოდში.
აღნიშნული პროცესის პარალელურად, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ
გამოცხადდა ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების
საერთაშორისო ტენდერი, რომლის ფარგლებშიც, 2024 წლის 10 მაისს, სატენდერო
დოკუმენტაცია წარადგინეს შესაბამისმა კანდიდატებმა. მიმდინარე წლის 10 მაისს, შპს
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ საჯაროდ გახსნა პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი
კონვერტები/პაკეტები. ზემოაღნიშნულ ტენდერში წინადადება წარმოადგინა სამმა კომპანიამ.
წინასწარი გათვლებით, ზაფხულის პერიოდში, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება
97 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გამარჯვებულ პრეტენდენტთან და შესაბამისად დაიწყოს საზღვაო ინფრასტრუქტურის
მშენებლობა.
2023 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებითად
გააუმჯობესოს ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, საჰაერო ტრანსპორტის გამტარუნარიანობა,
რათა დააკმაყოფილოს საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით საჰაერო
ტრანსპორტირების მიმართ არსებული ზრდადი მოთხოვნა. გეგმად დასახულია ახალი
საერთაშორისო აეროპორტის განვითარება ვაზიანში (თბილისიდან 23 კმ მანძილზე),
რომელმაც, გეგმის მიხედვით, უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა შემდეგი 30 წლის
განმავლობაში. ახალ აეროპორტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ორივე ფაზის მშენებლობის
შემდეგ 18 მილიონზე მეტი მგზავრი.
ამ ეტაპზე მომზადებულია განკარგულების პროექტი შპს „აეროპორტების გაერთიანებასა და
აზიის განვითარების ბანკთან (ADB)“ გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომლის
თანახმად, ADB შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანადაფინანსებით
უზრუნველყოფს თბილისის ახალი აეროპორტისთვის განვითარების გენერალური გეგმის
(მასტერპლანი) მომსახურების შესყიდვას. უშუალოდ მასტერპლანის ბიუჯეტი შეადგენს 736
000 აშშ დოლარს, სადაც ADB და UAG (საქართველოს აეროპორტების გაერთიანება)
წარმოდგენილია თანაბარი კონტრიბუციით. ტენდერის გამოცხადება იგეგმება უახლოეს
პერიოდში და განვითარების გეგმის დასასრულებლად საჭირო იქნება 6-8 თვე.
2024 წლის მაისში დასრულდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA)
ექსპერტების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე
მუშაობა. კვლევა და შეფასებები მოიცავს აეროპორტის ტერმინალის, სამიმოსვლო ბილიკებისა
და აეროპორტის ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ბაქანის, სამიმოსვლო ბილიკებისა
და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელს მდგომარეობას; მოკლე, საშუალო და
გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს;
აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის (მათ შორის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის,
სამიმოსვლო ბილიკები, ბაქანი) განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებასა და
შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას.
ამასთან, დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და
მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პროექტირების სამუშაოები. ამჟამად
მიმდინარეობს ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, რომლის
საფუძველზეც გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება
იგეგმება 2024 წელსვე, ხოლო მთლიანი პროექტის საბოლოო დასრულება 2026 წელს.
2024 წლის დასაწყისში დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის
გაფართოების სამუშაოები, რამაც ჯამში ავტოსადგომზე ადგილების რაოდენობა 700-ამდე
გაზარდა.
2023 წლის ბოლოს ხელი მოეწერა „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თვითმფრინავების
სადგომი ბაქნის რეკონსტრუქციისა და სადგომების სქემის შეცვლის სამშენებლო სამუშაოების
შესახებ ხელშეკრულებას“, მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წელს. ამასთან, არსებული
98 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით, 2023 წელს ხელი მოეწერა ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში, მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის მშენებლობის მიზნით,
შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წელს.
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის
ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს მუშაობა თელავის აეროპორტის
ტერმინალში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ამ ეტაპზე გაფორმებულია, როგორც
ტერმინალის,
ისე
ასაფრენ-დასაფრენი
ზოლის
მშენებლობის
პროექტირების
ხელშეკრულებები, დასრულებულია ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან
დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში იგეგმება შესაბამისი ტენდერის გამოცხადება.
სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 2024 წელს და საოერიენტაციოდ დასრულდება
ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში.
2023 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის
მშენებლობის შესახებ. 2024 წელს, მესტიის ტერმინალის პროექტირების შესყიდვის მიზნით,
გამოცხადდა კონკურსი და გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. მშენებლობის დაწყება
იგეგმება მიმდინარე წლის მანძილზე, ხოლო დასრულება 2025 წელს.
ამასთან, გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO)
სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის, ასევე ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო
სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული რეგულაციების დანერგვა
საქართველოს საავიაციო სფეროში.
სს „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, 2024 წლის მაისის
მდგომარეობით, დასრულებულია აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ყველა (ჯამში,
6) გვირაბის მშენებლობა. მათ შორის, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს
დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც 8300 მ-ს შეადგენს. 3 გვირაბში
(ხარაგაული-ძირულა-შოროპანი) უკვე მოძრაობს მატარებლები. დარჩენილ 3 გვირაბში
(ხაშური-მოლითი)
მიმდინარეობს
სარკინიგზო
ინფრასტრუქტურის
მოწყობის
დამასრულებელი სამუშაოები, მათ შორის, დარჩენილია მეცხრე გვირაბის უსაფრთხოების
სისტემის მოწყობა. სრულად დამთავრებულია სამუშაოები ზესტაფონი-ხარაგულის
მონაკვეთზე. ამასთან, დასრულდა და ექსპლუატაციაში მიღებულია ძირულისა და ქვიშხეთის
ახალი, თანამედროვე სადგურის შენობები და სხვა სასადგურე ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს ქვიშხეთი-მოლითის მონაკვეთებზე მიწის ვაკისის და ხელოვნური
ნაგებობების მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშაოები. სრულდება ქვიშხეთის ქვესადგურის
მშენებლობა. ასევე ბოლო ეტაპზეა მოლითის სადგურის მშენებლობისა და ზესტაფონისა და
მოლითის ქვესადგურების რეკონსტრუქციის სამუშაოები.
ამასთან, დღეისათვის დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო
სამუშაოების, დაახლოებით, 95% და 2024 წლის მაისიდან სატესტო რეჟიმში აღდგა
სარკინიგზო გადაზიდვები.
აგრეთვე, დასრულდა საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების
შესაძლებლობების კვლევა, რომლის ფარგლებში, შეფასდა საქართველოს სარკინიგზო
99 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სისტემის არსებული მდგომარეობა, მომზადდა ბაზრის ანალიზი სამგზავრო და სატვირთო
სარკინიგზო მომსახურების მოთხოვნის თაობაზე და ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის
განვითარების მიზნით, შედგენილ იქნა სარკინიგზო ქსელის გეგმა, ეკონომიკურ-ფინანსური
სარგებლიანობისა და სოციალურ-ეკოლოგიური ზეგავლენის შეფასებების გათვალისწინებით.
გაგრძელდება მუშაობა ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ქვეყნის
სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების TEN-T-ის
საინვესტიციო გეგმის შესრულების გზით.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური
დასაბუთების კვლევაზე მუშაობა დაიწყო 2024 წლის დასაწყისში, რომელზედაც მუშაობა
დასრულდება მიმდინარე წელს.
უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების
გაძლიერება, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შავ ზღვაზე
პირდაპირი საბორნე მიმოსვლის ხელშეწყობა. ამ მხრივ, აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ქვეყნებს, რუმინეთსა და ბულგარეთთან, საბორნე
მიმოსვლის ინტენსივობის ხელშეწყობა. ამ ეტაპისთვის ყოველკვირეულად 4 საბორნე ხაზი
ოპერირებს ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებიდან კონსტანცას, ვარნასა და ბურგასის
ნავსადგურების მიმართულებით.
სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით გრძელდება საქართველოს
ჩართულობა რეგიონალურ ინიციატივებში, მათ შორის, ტრასეკასა და „ტრანსკასპიური
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ ასოციაციის (TITR) ფარგლებში.
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისათვის გრძელდება
მუშაობა ციფრული კორიდორის (ჰაბი) განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს,
ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ოპტიკურბოჭკოვან კავშირს, ხოლო, მეორე მხრივ,
საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონალური „დატა ცენტების“
ფორმირებას.
მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან „საერთაშორისო
კავშირის, მათ შორის, ციფრული ჰაბისა და რეგიონალური დატა ცენტრების
განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის“ ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაზე, რომლის ფარგლებში, 2024 წელს
მომზადდება შავი ზღვის გავლით ოპტიკურბოჭკოვან კავშირის განვითარებისა და დატა
ცენტრების ფორმირების კვლევა და რეკომენდაციები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ,
საქართველოს, როგორც ციფრული კორიდორის (ჰაბი), განვითარების მიმართულებით.
ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი
კაბელის“ პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარე წლის
ივლისისთვის დასრულდება. საანგარიშო პერიოდში, მსოფლიო ბანკის მიერ გამოიყო 35 მლნ
აშშ დოლარის დაფინანსება, რომელიც პროექტისთვის აუცილებელ შემდგომ კვლევებს
მოხმარდება. ასევე, თბილისში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში
სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მე-7
100 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი
განიხილეს, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი
ეტაპები და ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბების საკითხები.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით, ტვირთების გადაადგილების
ხელშეწყობის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, თურქეთისა
და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის გაცვლას. 2024 წლის მაისში
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა
სამმხრივი ერთობლივი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, მხარეები
შეთანხმდნენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით ელექტრონული
ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის ამოქმედებაზე წლის ბოლომდე.
2.5 ენერგეტიკის განვითარება და ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა
საქართველოს
ენერგეტიკული
პოტენციალის
ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით,
ფართომასშტაბიანი რეფორმა.
ოპტიმალურად
ათვისებისა
და
გრძელდება ენერგეტიკის სფეროს
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებულია
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“, რომლის შესაბამისადაც, ენერგეტიკულ
ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპები უნდა დაინერგოს. ამ ეტაპზე, დღით
ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრები ფუნქციონირებს
სიმულაციურ რეჟიმში და მათი გახსნის თარიღად დადგენილებით განსაზღვრულია 2024
წლის 1 ივლისი, თუმცა, პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკული ბაზრის
გარდამავალ მოდელზე, რაც გულისხმობს 2024 წლის პირველი ივლისისთვის მხოლოდ დღით
ადრე და დღიური ბაზრების შეზღუდული ფორმით ამოქმედებას, ხოლო საბალანსო და
დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ
ივლისამდე.
ამასთან, „Unbundling-ის“ მიმართულებით, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის საკანონმდებლო
ცვლილებებზე, რაც უზრუნველყოფს კომპანიების მართვის უფლებების იმგვარად
გადანაწილებას, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში არ იყოს ერთდროულად, ერთი
მხრივ, ენერგიის გადაცემის/განაწილების და, მეორე მხრივ, წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის
საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები.
ამასთან, დაწყებულია საბოლოო მომხმარებლების ბაზარზე გაყვანის პროცესი (გარდა
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისა), რაც ეტაპობრივად
განხორციელდება 2026 წლის პირველ ივლისამდე, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის
მიხედვით. პარალელურად, ხორციელდება 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული
ჰიდროელექტროსადგურების ეტაპობრივი დერეგულირებაც.
ამასთან, გრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი
ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით,
აშენდა 4 ჰიდროელექტროსადგური („დმანისი ჰესი“, „როშკა ჰესი“, „კორშაჰესი 1“, „ტოლოში
ჰესი“) ჯამური დადგმული სიმძლავრით − 6 მგვტ. ამჟამად, სულ გაფორმებულია 284
ხელშეკრულება, მათგან 214 ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე, ასევე 26
101 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ქარისა და 44 მზის ელექტროსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით. გაფორმებული
ხელშეკრულებებით, ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე − 3396
მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით, 13 მლრდ კვტ/სთ-ია.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით დანერგილი
განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში
გამოცხადდა და დასრულდა 800 მგვტ დადგმული სიმძლავრის მეორე აუქციონი. აუქციონზე
შევიდა 147 განაცხადი ჯამურად 1900 მგვტ სიმძლავრეზე. ამჟამად მიმდინარეობს
გამარჯვებული კომპანიების გამოვლენისთვის საჭირო პროცედურები.
სატრანზიტო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს გადამცემი ქსელის
განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში:
დასრულდა 220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის (ეგხ) მეორე ფაზის
პირველი და მეორე ნაწილების სამშენებლო სამუშაოები;
დასრულდა „ადიგენი-შუახევის“ სექციის პროექტირება და მოცემული სექციისათვის,
მიმდინარეობდა მასალის მოწოდება;
დასრულდა მასალის მოწოდება და აქტიურად მიმდინარეობდა 500 კვ ქვესადგურ
წყალტუბოს მშენებლობა;
დასრულდა 500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტირება, ჩატარდა ანძების
ტესტირება და მიმდინარეობდა სანებართვო და განსახლების პროცედურები;
გრძელდება სამშენებლო სამუშაოები 220/110 კვ ქვესადგურ ოზურგეთისა და 220 კვ
ქვესადგურ ლაჯანურისთვის;
დასრულდა დეტალურ პროექტზე მუშაობა და მიმდინარეობს სანებართვო
პროცედურებისთვის განკუთვნილი მოცდის პერიოდი 500 კვ წყალტუბო-ახალციხე და
400 კვ ახალციხე-თორთუმის ეგხ პროექტისთვის;
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა 500 კვ ეგხ-ის − ლაჯანური-წყალტუბო, 220
კვ ორჯაჭვა ეგხ-ის − წყალტუბო-ლაჯანური და 220 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის − ქ/ს ლაჯანურილაჯანური ჰესი დეტალურ დიზაინზე მუშაობა;
2023 წელს ხელი მოეწერა 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი − ახალი
თელავის“ მშენებლობისა და 110 კვ ეგხ „იყალთოს“ ქვესადგურში „ახალი თელავის“
შეჭრის პროექტის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს დეტალური
დიზაინის მომზადება;
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გურიის ელექტროგადამცემი ხაზების 220 კვ და 110 კვ
სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დაიწყო 2023 წელს.
აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების
უზრუნველსაყოფად. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო
სამუშაოები დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9000-ზე მეტი ოჯახისათვის.
ენერგოეფექტურობის გაძლიერებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის
მიზნით, საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს მუშაობა
კანონქვემდებარე აქტებზე. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში, დამტკიცდა „შენობების
ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული 1 კანონქვემდებარე აქტი. ასევე
მომზადებულია „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“
საქართველოს კანონებით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების 11 პროექტი, რომლებიც
102 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
დამტკიცდება 2024-2025 წლებში. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობის განახლებული
დირექტივის მოთხოვნების ასახვის მიზნით, მომზადდა ცვლილებების პროექტი
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს
კანონებში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს.
აქტიურად მიმდინარეობს მწვანე ზრდის სტრატეგიის შემუშავება, რომლის პირველადი
ვერსია ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ბოლოს.
გარდა ამისა, მიმდინარეობს ევროკავშირის განახლებადი ენერგიის განახლებული დირექტივის
(Directive (EU) 2018/2001, (RED II)) გადმოტანა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის
წარმოებისა და გამოყენების წახალისების“ შესახებ საქართველოს კანონში. საქართველოს
პარლამენტში კანონპროექტის წარდგენა დაგეგმილია მიმდინარე წლის ივნისის თვეში.
მომზადდა მწვანე წყალბადის სტრატეგიის პირველადი ვერსია, გარდა ამისა, აჭარის რეგიონში
დაწყებულია მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ
მიმართულებით საქართველოში არსებული პოტენციალის შესწავლას.
მომზადდა საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და
კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის საბოლოო პროექტი. 2023 წლის 11 და 15
დეკემბერს ჩატარდა საჯარო განხილვები, რომელსაც ესწრებოდნენ არასამთავრობო
ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
საჯარო განხილვებზე დამსწრეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია დოკუმენტებისა და
მათი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შესახებ. საქართველოს
სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული
ინტეგრირებული გეგმის პროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო
სესიაზე დასამტკიცებლად.
2.6 ტრანსპორტი და ლოგისტიკა
გრძელდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს განვითარება, საერთაშორისო და
ევროპული პრაქტიკების გათვალისწინებით.
წარმატებით გრძელდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესი − 2023 წელს, საქართველოს
აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 013 995 მგზავრს მოემსახურა,
რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის. 2023 წელს მიღებული
მგზავრების რაოდენობა 35%-ით აღემატებოდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას და 15%-ით აღემატებოდა 2019 წელს დაფიქსირებული
მგზავრთნაკადის მაჩვენებელს. მზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლებია მიმდინარე
წელსაც. 2024 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 1 946 881
მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული
მგზავრების რაოდენობას და 34%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-აპრილში მიღებული მგზავრების
რაოდენობაზე.
„ღია ცის“ პოლიტიკის უზრუნველყოფის ფარგლებში, 2023 წელს საავიაციო ბაზარზე
შემოვიდნენ შემდეგი ახალი ავიაკომპანიები: Wizz Air Malta, IndiGo, SunExpress, Iraqi Airways,
Air Centrum, Flyone, Azimuth Airlines, Red Wings და Armenian Airlines. გასული წლის
103 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
განმავლობაში, ფრენები დაიწყო ახალი მიმართულებებით: ქუთაისი-ჰამბურგი-ქუთაისი;
ქუთაისი-მადრიდი-ქუთაისი;
ქუთაისი-ფრანკფურტი-ქუთაისი;
ქუთაისი-ბრიუსელიქუთაისი; ქუთაისი-პოზნანი-ქუთაისი; თბილისი-დელი-თბილისი; თბილისი-ერბილითბილისი და სხვა.
მიმდინარე წელს, მაისის მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების
სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელმაც რეგულარული საჰაერო
მიმოსვლის განხორციელება დაიწყო ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით. ასევე,
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება განაახლა ავსტრიულმა
ავიაკომპანია Austrian Airlines-მა ვენა-თბილისი-ვენის საჰაერო ხაზზე. რეგულარული
რეისების განხორციელება დაიწყეს თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJET-მა და
ირანულმა Iran Airtour Airlines-მა.
პოზიტიური მოლოდინებია მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის აქტიურ
პერიოდთან მიმართებაში. 2024 წლის ივნის-ოქტომბერში დაგეგმილია 13 600 ავიარეისის
შესრულება. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი − 2480
რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს
მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.
სამოქალაქო ავიაციის სფეროს ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარებისთვის
უმნიშვნელოვანესია საავიაციო უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების სტანდარტების
მუდმივი გაუმჯობესება. მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო
უშიშროების აუდიტი ჩატარდა. ICAO-ს ოფიციალური დასკვნის საფუძველზე, საქართველომ
წარმატებით გაიარა აღნიშნული აუდიტი და გააუმჯობესა საავიაციო უშიშროების
უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები. აუდიტის დასკვნის თანახმად,
საქართველოს საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის მდგრადობის ინდიკატორმა
89.75% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია
წინამორბედ, 2015 წლის აუდიტთან მიმართებაშიც, რომლის ფარგლებშიც საქართველომ
მაღალ შედეგებს მიაღწია და მისი საერთო მაჩვენებელი 87.8%-ს შეადგენდა. 2008 წელს
განხორციელებული ანალოგიური აუდიტის შედეგებით, საქართველოს საავიაციო
უშიშროებაზე ზედამხედველობის საერთო მაჩვენებელი 58%-ს უტოლდებოდა.
ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, თანმიმდევრულად
გრძელდება საავიაციო უსაფრთხოებასთან, საავიაციო უშიშროებასთან, მომხმარებელთა
უფლებების დაცვასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასა და სამოქალაქო ავიაციის სხვა
მიმართულებებთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვა. საერთო
დანიშნულების ავიაციის ფრენის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისა და განვითარების
ხელშეწყობის მიზნით, ევროპული რეგულაცია დაინერგა აღნიშნული სახის ექსპლუატაციაში
ჩართული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენებისათვის (საერთო დანიშნულების ავიაციის
მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესი). სამოქალაქო ავიაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა
საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და
104 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
კომპენსაციის წესი, რომელიც ითვალისწინებს გარემოზე სამოქალაქო ავიაციის მავნე
ზეგავლენის საკითხის რეგულირებას.
სამართლებრივად მოწესრიგდა პარაპლანებით ფრენის საკითხი. შემუშავდა პარაპლანით
ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის,
პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის
სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი
აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესი.
რეგულაციის მოთხოვნების დაცვით, ფრენები ხორციელდება დაბა გუდაურში სპეციალურად
გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების ევროპული გამოცდილების შესწავლის
შედეგად, მიღებულ იქნა შესაბამისი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები („ზემსუბუქი
საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის“, „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის
მწარმოებლის იდენტიფიკაციის“ და „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის
გაცემის“ წესები). ახალი რეგულაციების მიღებით, საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო
ხომალდების წარმოება, აღრიცხვა, ექსპლუატაცია და საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის
მოპოვება გაცილებით მარტივი პირობებით იქნება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს
სამოქალაქო ავიაციის აღნიშნული მიმართულების განვითარებას.
გრძელდება საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება ევროკავშირთან
გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის
დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლის განხორციელება რამდენიმე ფაზად
არის დაგეგმილი. სარკინიგზო რეფორმის I ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს დარგის
ინსტიტუციური მართვისა და სამართლებრივი ფაზის ფორმირება.
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის I ფაზის ერთ-ერთ აქტივობად განისაზღვრა
სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დაფუძნება.
შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის
ფარგლებში, 2023 წლის 1 ივლისიდან, ფუნქციონირებს სსიპ − სარკინიგზო ტრანსპორტის
სააგენტო. სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო სარკინიგზო დარგის სახელმწიფო
რეგულირებასა და ზედამხედველობას განახორციელებს, პირველ ეტაპზე, უსაფრთხოებისა
და ტექნიკური შესაბამისობის მიმართულებით. ამასთან, სააგენტო ახორციელებს სამუშაოებს
სათანადო საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შექმნისა და სრულყოფის მიზნით.
რეფორმის I ფაზის ფარგლებში, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელდა
ცვლილებები, რომლებითაც განისაზღვრა სარკინიგზო უსაფრთხოებასთან, მატარებლის
მემანქანეებთან და სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ძირითადი
მოთხოვნები.
ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი
ჰარმონიზაციის მიზნით, შემუშავდა:
სარკინიგზო უსაფრთხოების წესი, სარკინიგზო უსაფრთხოების მართვისა და
რეგულირებისათვის, სარკინიგზო უსაფრთხოების შესახებ (EU) 2016/798 დირექტივის
ჯეროვანი იმპლემენტაციის მიზნით, რომელიც დარგის დაინტერესებულ მხარეებთან
105 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
კონსულტაციების
დასრულების
შემდეგ,
დასამტკიცებლად
წარედგინება
საქართველოს მთავრობას;
მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის,
განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და
პირობების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტი, ლოკომოტივებისა და
მატარებლების მემანქანეების სერტიფიცირების თაობაზე 2007/59/EC დირექტივის
შესაბამისად და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დირექტივის
მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რომელიც დარგის დაინტერესებულ
მხარეებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ, დასამტკიცებლად წარედგინება
საქართველოს მთავრობას;
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესახებ შესაბამისი ნორმატიული
აქტების პროექტი, სახიფათო ტვირთების შიდა ტრანსპორტირების თაობაზე
2008/68/EC დირექტივის შესაბამისად და სახელმწიფო მხრიდან რკინიგზით სახიფათო
ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის სფეროს RID-ის რეგულაციების საფუძველზე,
რეგულირებისა და უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, რომელიც 2024 წლის
ბოლომდე დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
განისაზღვრა სარკინიგზო ინციდენტების, შემთხვევებისა და სერიოზული შემთხვევების
განმარტებების კლასიფიკაცია და მოწესრიგდა მათ მოკვლევასთან დაკავშირებული საკითხები.
შედეგად, შესაბამისი შემთხვევების მოკვლევას, 2025 წლის 1 იანვრიდან, განახორციელებს
დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული სატრანსპორტო უსაფრთხოების
მოკვლევის ბიურო, რაც გაზრდის ანგარიშვალდებულებისა და ობიექტურობის ხარისხს.
საზოგადოებრივი
სამგზავრო
სარკინიგზო
და
საავტომობილო
ტრანსპორტის
მომსახურებების შესახებ 1370/2007/EC რეგულაციის შესაბამისად, საზოგადოებრივი
მომსახურების ვალდებულებების უზრუნველსაყოფის მიზნით, დამტკიცდა საქართველოს
მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის №608 განკარგულება „საზოგადოებრივი მომსახურების
ხელშეკრულების გაფორმებაზე კომპეტენტური ორგანოს განსაზღვრის, საზოგადოებრივი
მომსახურების ხელშეკრულებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი
კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს მთავრობის
აღნიშნული განკარგულებით დარეგულირდა საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო
მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ხოლო
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე კომპეტენტურ ორგანოდ
განისაზღვრება სსიპ − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. ამასთან, მომზადდა
საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების პირველადი პროექტი, შემდგომში სს
„საქართველოს რკინიგზასთან’“, 2024 წლის 15 ივნისამდე მისი ხელმოწერის მიზნით.
ამასთანავე, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვების წილის გასაზრდელად და შუა
დერეფანში
გარემოსდაცვითი
მდგრადობის
მისაღწევად
გაგრძელდება
მუშაობა
საკონტრეილერო გადაზიდვების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, 2024 წელს იგეგმება
საქართველოსა და აზერბაიჯანში საკონტრეილერო (სატვირთო ავტოსატრანსპორტო
საშუალებებისა და მისაბმელების ტრანსპორტირება სპეციალიზირებული სარკინიგზო
პლატფორმების გამოყენებით) გადაზიდვების განვითარების შესახებ ტექნიკურ106 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ეკონომიკური დასაბუთების კველვის პროექტის დაწყება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს
კონსულტანტის შერჩევის პოროცესი.
დასრულდა ევროკავშირის მხარდაჭერილი საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით
Twinning-ის პროექტი: „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და
საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების ხელშეწყობა“ (მიმდინარეობდა
2022 წლის იანვრიდან).
გრძელდება მუშაობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, რეგიონული (სომხეთი,
აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მნიშვნელობის საგზაო უსაფრთხოების
ობსერვატორიის შექმნაზე, რაც გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის
ანალიტიკურ შესაძლებლობებს.
მიმდინარეობდა მუშაობა საგზაო უსაფრთხოების 2022 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის
2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. 2024 წლის 29 მარტს გაიმართა
აღნიშნული სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა საგზაო უსაფრთხოების სფეროში
მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და საქართველოს შესაბამის
(სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ) სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით.
2023 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოში
დაიწყო მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანების სფეროსა და ავტოსადგურების
რეფორმირება. აღნიშნული რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება. საკანონმდებლო
ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (გარდა,
ნებისმიერი
სამგზავრო
გადაყვანისა,
რომელიც
სრულდება
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში) სანებართვო სისტემაში მოქცევას, საერთაშორისო
გადაყვანა/გადაზიდვის
პროცესის
მარეგულირებელი
ნორმების
დახვეწასა
და
ავტოსადგურების სერტიფიცირებას. ამასთან, მგზავრობის უსაფრთხოების, მგზავრის მიმართ
გადამზიდველის პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე
მოთხოვნებთან მისადაგების, ასევე საავტომობილო ტრანსპორტის დარგის დინამიკური
განვითარებისათვის შესაბამისი პროცესების მოქნილი და ეფექტიანი წარმართვის მიზნით,
კანონით დადგენილია სანებართვო პირობების, ნებართვის მისაღებად წარმოსადგენი
დოკუმენტების ნუსხის, ნებართვის მოქმედების ვადის, აგრეთვე ავტოსადგურის
სერტიფიცირების მარეგულირებელი ნორმების განსაზღვრა საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
ამ ეტაპზე მიღებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებები:
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის №169 დადგენილება „ტექნიკური
რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის
გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3
იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის №170 დადგენილება „ტექნიკური
რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და
პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31
დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
107 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გაგრძელდება მუშაობა სერვისებისთვის ერთიანი ელექტრონული/ციფრული პლატფორმის
განვითარების მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებს საერთაშორისო გადაზიდვების
(სატვირთო, სამგზავრო) სფეროში ჩართული სექტორი. პროგრამა უზრუნველყოფს
მომხმარებლის დროის დაზოგვასა და გააუმჯობესებს კოორდინაციას. დღეის
მდგომარეობით, შემუშავებულია პროგრამა, დანერგილია პრაქტიკაში სააგენტოს სერვისების
ნაწილი, ხოლო დარჩენილი სერვისები წლის ბოლომდე უნდა დაინერგოს.
საქართველოს ნავსადგურებში 2024 წლის 1 იანვრიდან საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს
საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემის აქტიური დანერგვა/გაუმჯობესება და სისტემის
სრულყოფისთვის სხვადასხვა მოდულების ჩაშენება. აღნიშნული სისტემის დანერგვის
მიზნით, შემუშავდა საკანონმდებლო ბაზა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“. სისტემის სრულფასოვანი ოპერირების დაწყება 2024 წლის ოქტომბერში იგეგმება.
ნავსადგურების გაციფრულების ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის ჯაჭვის სრული
დიჯიტალიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და
დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) მხარდაჭერით,
2023 წლის ოქტომბერში დაიწყო ნავსადგურის გაერთიანების სისტემის (PCS) დანერგვაზე
მუშაობა. შესწავლილ იქნა რეგიონულ სისტემებთან, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო
პოლიტიკის ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირის სისტემებთან ინტეგრირების შესაძლებლობები.
შედეგად, საკონსულტაციო ჯგუფის (Actual IT) მიერ შემუშავდა პროგრამის განხორციელების
სამოქმედო გეგმა, საწყისი ანგარიშის დოკუმენტი და ტექნიკური დოკუმენტი. 2024 წლის
სექტემბრიდან დაგეგმილია სისტემის საცდელი რეჟიმის ამოქმედება. 2025 წლის 10 იანვარს
დაგეგმილია სისტემის რეალურ რეჟიმში გაშვება.
2023 წლის 13 ივნისს დამტკიცდა საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების
კონცეფცია. კონცეფციაში წარმოდგენილი პრიორიტეტების შესაბამისად, განხორციელდება
საქართველოს, როგორც საქართველოს საზღვაო დროშისა და ფლოტის, სანავსადგურო და
საზღვაო სფეროს მომიჯნავე სექტორების კვლევითი დარგის განვითარების ხელშეწყობა, ასევე
საზღვაო ტრანსპორტის დარგსა და საზღვაო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვა.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №314 დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა
საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი
კომისია, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო და
ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა და ამისათვის კოორდინირებული
პოლიტიკის წარმართვა შესაბამისი სტრატეგიების დოკუმენტების შემუშავების გზით.
განხორციელდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო
შრომის საერთაშორისო კონვენციის“ რატიფიცირება (Maritime Labour Convention 2006) და 2023
წლის 31 მაისს მიღებულ იქნა „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონი და
თანმდევი ნორმატიული აქტები. ზემოაღნიშნული კანონი ამოქმედდება 2024 წლის 1
ივლისიდან.
ქართველი მეზღვაურების დასაქმების ბაზრის გასაფართოებლად და ხელშესაწყობად 20232024 წელს შიდა ნაოსნობაში ჩართული „მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელი
სერტიფიკატების აღიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმები“ გაფორმდა:
რუმინეთის, ბულგარეთის რესპუბლიკასა, თურქეთის რესპუბლიკასა და უკრაინის
108 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სახელმწიფოებთან, ხოლო საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების
კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების შესახებ ურთიერთგაგების
მემორანდუმები გაფორმდა კატარის სახელმწიფოსთან. ჯამში, ქართველი მეზღვაურების
კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს 73 მოწინავე საზღვაო
სახელმწიფო, მათ შორის, 22 ევროკავშირის წევრია, ხოლო შიდა ნაოსნობაში ჩართულ გემებზე
მეზღვაურთა სერტიფიკატებს აღიარებს 4 სახელმწიფო.
2.7 კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები
საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული
სტრატეგიის
შესაბამისად,
გრძელდება
საქართველოში
ფართოზოლოვანი
ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარება.
პროექტ „Log-In Georgia-iს“ ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე, აშენდა 400
კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა რაჭის, ქობულეთი-ხელვაჩაურის, ზუგდიდიხობისა (ნაწილობრივ) და წყალტუბო-ვარციხე-ხონის (ნაწილობრივ) მიმართულებებზე.
ამავდროულად, მიმდინარეობს კიდევ 1400 კმ-ზე სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ კი,
ზუგდიდი-ხობისა და წყალტუბო-ვარციხე-ხონის დარჩენილ მონაკვეთზე, ასევე აბაშასენაკის, ჭიათურა-საჩხერისა და ზესტაფონი-ხარაგაულის მიმართულებებზე. მშენებლობების
დასრულება დაგეგმილია 2025 წლის პირველ კვარტალში. პარალელურად, გამოცხადებულია
კიდევ 2 ტენდერი ქედა-შუახევისა (260 კმ) და ხულო-ადიგენის (210 კმ) მიმართულებებზე.
პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელებისა და მომსახურებების
განვითარების
ხელშეწყობის
მიზნით,
პოლიტიკის
საკანონმდებლო
ჩარჩოს
გაუმჯობესებისათვის,
მომზადდა
„სატელეკომუნიკაციო
ინფრასტრუქტურისა
და
სატელეკომუნიკაციო
მიზნებისთვის
გამოყენებადი
ფიზიკური
ინფრასტრუქტურის
გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტები,
რომლებიც ითვალისწინებს ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის, მათ შორის 5G
ქსელების განვითარებისა და მშენებლობისათვის ნებართვების გამარტივების საკითხებს.
საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ეფექტიანად გამოყენების
მიზნით, პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, აქტიურ ფაზაშია ქვეყნის მასშტაბით
ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამები, მათ შორის, ქალებისთვის,
ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 2023
წელს პროგრამით ნაწილობრივ დაიფარა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ჩოხატაურისა და
სამტრედიის მუნიციპალიტეტები, ასევე დაიწყო რაჭა-ლეჩხუმში, ზუგდიდსა და ხობში
ტრენინგები.
სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში და არამარტო მის ფარგლებში
აშენებული საბითუმო ინფრასტრუქტურის მაქსიმალური რეალიზებისა და „ბოლო მილის“
სერვისის განვითარებისათვის, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, დაიწყო
საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებში მზადდება საქართველოს სოფლებში
„ბოლო მილის“ კავშირის გაძლიერებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და
109 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
რეკომენდაციები, რომლის შესაბამისად განისაზღვრება აქტივობები და დახმარების
პროგრამები, რათა ტელეკომოპერატორებმა საბითუმო ქსელის საშუალებით მომსახურება
მიაწოდონ ბოლო მომხმარებელს (მოსახლეობასა და ორგანიზაციებს).
საქართველოში დიჯიტალიზაციის
საანგარიშო პერიოდში მიღებულია:
განვითარების
პროცესების
ხელშეწყობის
მიზნით,
საქართველოს
კანონი
„სატელეკომუნიკაციო
ინფრასტრუქტურისა
და
სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის
გაზიარების შესახებ“, რაც მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს სატელეკომუნიკაციო
ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების გაფართოებას ნაკლები დანახარჯებით და,
შესაბამისად, უზრუნველყოფს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდას;
საქართველოს კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“, რაც დააჩქარებს
საქართველოს ევროპის ერთიან ციფრულ ბაზარსა და გლობალურ სავაჭრო სივრცეში
ინტეგრირებას.
გაგრძელდა მუშაობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის
ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) პროექტის EU4Digital ინიციატივის II ფაზაზე,
რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის რეგიონულ საფლაგმანო პროგრამას და შექმნილია
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერისთვის. მისი
მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან
ინტეგრაციისთვის მომზადება.
იმისათვის, რომ გაგრძელდეს ევროკავშირის ციფრულ ერთიან ბაზართან საქართველოს
ინტეგრაცია და მათ შორის, მობილური ქსელების როუმინგის მომხმარებლებს მიეცეთ
შესაძლებლობა, ისარგებლონ ხელმისაწვდომი სერვისებით როუმინგის გამოყენებისას
ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის როუმინგულ რეგულაციებთან საკანონმდებლო
დაახლოების მიზნით, მომზადდა საკანონმდებლო პროექტები, პროცესებში ჩართულები
იყვნენ საქართველოს მობილური ოპერატორები. ევროკომისიის დახმარებით, EU4Digital
პროგრამის ფარგლებში, დაიწყო მომზადებული დოკუმენტების რევიზია ევროკომისიის
ექსპერტების მიერ, რათა სწრაფად და ეფექტიანად იყოს შესაძლებელი საქართველოს
ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში. ასევე, ევროკავშირის
როუმინგული რეგულაციების ასახვის მიზნით, დაიწყო ასოცირების შეთანხმების XV-B
დანართში ცვლილებების შეტანის პროცედურები.
ამასთან,
გრძელდებოდა მუშაობა, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ
ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის
სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, მისაღებ საკანონმდებლო
აქტების პროექტებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, „მსოფლიო
ბანკის“ ტექნიკური დახმარებით, მომზადდა „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და
საინფორმაციო საზოგადოების ეროვნული სტრატეგიის 2025-2030 წლებისთვის“ პროექტი.
აღნიშნული სტრატეგიით განისაზღვრება ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების
განვითარების სამომავლო მიმართულებები, სტრატეგიის პროექტი მოიცავს ციფრული
110 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სამთავრობო
პლატფორმების,
ციფრული
ფინანსური
სერვისების,
ციფრული
ბიზნესების/მეწარმეობის, ციფრული უნარების, ციფრული ინფრასტრუქტურის, ციფრული
პოლიტიკისა და რეგულირების კანონმდებლობის განვითარების საკითხებს და ა.შ.
სტრატეგიით ასევე განისაზღვრება ქვეყანაში ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო
საზოგადოების კოორდინაციის მექანიზმები.
2.8 ტურიზმის განვითარება
ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება. 2023 წლის
მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 7,072,220 შეადგინა, რაც
2019 წლის მონაცემის 75.6% აღდგენის მაჩვენებელია. საერთაშორისო ტურისტების
რაოდენობამ კი 4,669,467 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 91.9% აღდგენის მაჩვენებელი
და, 2022 წელთან შედარებით, 27.8%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
აღდგენის დინამიკა სტაბილურობას განაგრძობს − 2024 წლის პირველი კვარტალის
მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა
1,300,551-ით განისაზღვრა, რაც 2019 წლის მონაცემების 80.4% აღდგენაა. ტურისტული
ვიზიტების შემთხვევაში კი რაოდენობამ 2019 წლის მონაცემებს 6.4%-ით გადააჭარბა (938,644
ტურისტული ვიზიტი).
მარკეტინგული აქტივობების ხარისხიანი და მრავალფეროვანი შეთავაზებების ფორმირების
მიზნით, საანგარიშო პერიოდში გატარდა შემდეგი ღონისძიებები:
საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, პოპულარიზაციის
მიზნით, განხორციელდა ინტეგრირებული კამპანია საერთაშორისო პლატფორმაზე −
Bloomberg;
განხორციელდა ინტეგრირებული პიარ და მარკეტინგული კამპანია − KPNR
გერმანიაში.
კამპანიის
ფარგლებში
განხორციელდა
შეხვედრები
ისეთ
ტუროპერატორებსა და გამოცემებთან, როგორებიც არის: TUI, DVR, Berliner Zeitung, Der
Tagesspiegel, Frankfurter Allgemeine Zeitung, Falstaff, Globetrotter და სხვა;
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ითანამშრომლა მსოფლიოში ერთ-ერთ
მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან − Skyscanner-თან;
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს
სამოგზაურო პლატფორმაზე − Expedia 2023 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის
მარკეტინგული კამპანია განახორციელა;
მარკეტინგული კამპანიის − The Hollywood Reporter-ის ფარგლებში ამერიკულ
ჟურნალში ფილმის − „მოქალაქე წმინდანის“ შესახებ რეკლამა განთავსდა და ხელი
შეეწყო მის პოპულარიზაციას;
ხორციელდება მარკეტინგული კამპანია − Treasures of Georgia, რომლის ფარგლებშიც,
საქართველოს ეწვივნენ ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი − Bettany Hughes და მისი
გადამღები ჯგუფი. აღნიშნულის ფარგლებში მომზადდა ერთსაათიანი დოკუმენტური
111 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მასალა საქართველოს შესახებ − „Treasures of Georgia“, რომელიც გაშუქდა ბრიტანულ
ტელევიზიაში − „Channel 4“ და სოციალურ არხებზე;
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან
ერთად, დაესწრო საერთაშორისო გამოფენებს: Top Resa − საფრანგეთი, TT Warsaw −
პოლონეთი, WTM London − დიდი ბრიტანეთი, MATKA − ფინეთი, FITUR − ესპანეთი,
New York Travel and Adventure Show − აშშ, BaltTour − ლატვია, Health Tourism Expo −
გერმანია, EMITT − თურქეთი, Satte India Expo Market − ინდოეთი, ITB Berlin 2024 −
გერმანია, KITF 2024 − ყაზახეთი, ATM Dubai − არაბთა გაერთიანებული საამიროები,
Riyadh Travel Fair − საუდის არაბეთი;
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო გასტრო კონგრესზე
Madrid Fusión 2024, სადაც საქართველო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი;
განხორციელდა 63 პრესტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა
მიზნობრივი ქვეყნიდან მოწვეულმა 304-ამდე მედიის წარმომადგენელმა და შედგა 9
გაცნობითი ტური 102 ტუროპერატორისთვის. ასევე განხორციელდა ციფრული
ღონისძიება − „Traverse Winter Edition 2024“, სადაც მონაწილეობა მიიღო 150-ამდე
ინფლუენსერმა;
საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით,
განხორციელდა ქვეყნის გაცნობითი ღონისძიება და B2B შეხვედრები სკანდინავიის
ქვეყნებში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. დუბაიში. ამასთან,
საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მონაწილეობა მიიღო შემდეგ ღონისძიებებში:
m&i Summer Limassol; Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) Congress; M&I Lake Como;
Kingdom Business Luxury Travel Congress; IBTM Barcelona 2023; ICCA-ს რიგით 62-ე
საერთაშორისო კონფერენცია; ასევე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო
ბიურომ მონაწილეობა მიიღო შემდეგ გამოფენებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში:
MCE Central & Eastern Europe; Luxury Travel Mart; Meetings Arabia Luxury Travel Mart; Pure
Meetings and Events; Amour Forum Sardinia; Destination Wedding Planners Congress
Zimbabwe; IMEX Frankfurt. ასევე, ქვეყნის გაცნობითი პრეზენტაცია და B2B შეხვედრა
ჩატარდა თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში. 2023 წელს საქართველოს საქმიანი
ტურიზმის შესაძლებლობებისა და პოტენციური დამკვეთების მოზიდვის მიზნით,
გაიმართა ღონისძიება − „Discover Georgia powered by m&i“. ფორუმის ფარგლებში
საქართველოს ეწვია 55 ღონისძიების დამკვეთი ე.წ. „ბაიერი“;
ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადდა
2500-ამდე ადამიანი 10 სხვადასხვა თემატიკაში;
განხორციელდა 11 პრესტური, 1 ფოტოტური, 3 გასტრონომიული ტური და ასევე
ჩატარდა შედმეგი ფესტივალები: „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, „ჯაზ&ვაინი“ −
კახეთი, „წინანდლის ღვინის ფესტივალი“ − კახეთი, „ჭაჭის ფესტივალი“ − კახეთი,
„ზამთრის სეზონის გახსნა“ − გუდაური, „გემო ფესტი“ − სვანეთი, ქუთაისი, „გიზგიზი“
− გუდაური, სვანეთი, ბაკურიანი;
ღვინის გზის პროექტში ჩაერთო 28 ახალი ობიექტი. ასევე მომზადდა საპროექტო
დოკუმენტაცია 23 ახალი საოჯახო მარნისა და საწარმოსთვის, რომელთათვისაც
საგზაო მანიშნებლები დამონტაჟდება 2024 წლის ბოლომდე;
ქვეყნის სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელს დაემატა 10 ახალი ბილიკი სამეგრელოზემო სვანეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში, ჯამური სიგრძით − 185 კმ;
112 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების, მომსახურების დონის გაზრდისა
და ევროპარლამენტის დირექტივასთან ჰარმონიზაციისთვის, მიმდინარეობდა
მუშაობა ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაზე, რომლის შედეგად
საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“;
2023 წლის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის
გადაწყვეტილებით, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს ისეთ გამორჩეულ
ღონისძიებას ტურიზმის გლობალური სექტორისთვის, როგორიცაა მსოფლიო
ტურიზმის დღე, რომლის მთავარ თემატიკას წარმოადგენს „ტურიზმი და მშვიდობა“.
ღონისძიების ფარგლებში, ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის
წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და
მედიის ეპიცენტრში;
2023 წლის განმავლობაში, გაფორმდა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის
შეთანხმება და მემორანდუმები ისრაელის სახელმწიფოსთან, დომინიკის
რესპუბლიკასთან, გვატემალასა და შრი-ლანკასთან. თანამშრომლობის აღნიშნული
ფორმატი წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების,
მათთან დარგის ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავებისა და ვიზიტორთა
ნაკადების შემდგომი ზრდის შესანიშნავ საფუძველს.
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სსიპ − კურორტების
განვითარების სააგენტო USAID-სთან ერთად მუშაობს „საკურორტო საქმიანობის“ შესახებ
საქართველოს კანონპროექტის მომზადებაზე.
კურორტების მდგრადი განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო ბაზარზე
სწორი პოზიციონირებისა და ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის
მისაღებად, მომზადდა 10 საკურორტო ადგილის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის
კვლევა.
კურორტების განვითარების სააგენტოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო საქართველოს
კურორტებისა და საკურორტო ადგილების დარგის განვითარების 2025 − 2030 წლების
სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც იქნება კურორტებისა და საკურორტო
ადგილების განვითარების გზამკვლევი დოკუმენტი.
2024 წლის 22-23 აპრილს, სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსა და იმერეთის
რეგიონში
სახელმწიფო
რწმუნებულის
ადმინისტრაციის
მხარდაჭერითა
და
თანაორგანიზებით, კურორტ „წყალტუბოში“ ჩატარდა ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა
ასოციაციის (EHTTA) გენერალური ასამბლეა და ევროპის თერმული მემკვიდრეობისა და
30-ამდე საერთაშორისო
ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიებებში EHTTA-ს
წევრი, მათ შორის, ევროპის თერმული ქალაქის მერები იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოში
აქტივობები:
მთის
კურორტების
განვითარების
მიზნით,
განხორციელდა
შემდეგი
2023 წელს წარმატებულად ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა განაპირობა ის
ფაქტი, რომ გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის
მუდმივ კალენდარში მოხვდა და საქართველო FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპებს
ყოველწლიურად უმასპინძლებს;
113 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ბაკურიანმა და გუდაურმა წარმატებით უმასპინძლეს მსოფლიო სათხილამურო
ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ 4 მაღალი რანგის ზამთრის საერთაშორისო
სპორტულ ღონისძიებას (სკი კროსის, სნოუბორდ ქროსის, მოგულსის, დუალ
მოგუსლსი მსოფლიო თასები). ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყანას ჯამში 300-ამდე
საერთაშორისო ათლეტი ეწვია 20-ამდე ქვეყნიდან (მათ შორის, აშშ, კანადა, ავსტრია,
საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია,
გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები და ა.შ.). შეჯიბრებები საერთაშორისო მედიამ
გააშუქა და პირდაპირ ეთერში „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა;
2024 წლის აპრილში, საქართველოს ისტორიაში პირველად, გუდაურმა უმასპინძლა
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს სნოუბორდში, სადაც 18 ქვეყნის 80-მა ათლეტმა
იასპარეზა;
2024 წლის მარტში, საქართველოს ისტორიაში პირველად, მესტიამ წარმატებით
უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მა
მაღალრეიტინგულმა საერთაშორისო რაიდერმა. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში
ჯამში 300 მილიონზე მეტი აუდიტორია ჰყავდა;
გუდაურში აშენდა 2 ახალი თანამედროვე საბაგირო კომპლექსი (1249მ/1369 მ,
გამტარუნარიანობა − 1800 − 2400 მგზავრი/სთ), რამაც განტვირთა რიგები და გაზარდა
კურორტის გამტარუნარიანობა.
2.9 ინფრასტრუქტურის განვითარება
საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ქვეყნის
შემდგომი განვითარებისთვის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად,
გრძელდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო
გზებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება.
ინტენსიურად გრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის,
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა
მიმართულებით.
2023 წელს ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა: რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი
მონაკვეთი; გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი და კახეთის
მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი (ვაზიანის შემოვლითი გზა).
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთის
მონაკვეთზე 2024 წელს გაიხსნა 9 კმ-იანი ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი გზა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე გახსნილია 36 კმ-იანი გზა,
აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი.
ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალური გზის 276 კმ ავტოტრანსპორტისთვის
უკვე გახსნილია.
თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი.
114 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. გაჭრილია ხუთივე
გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი;
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ
კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. ახალი 9 კმ სიგრძისა
და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს
მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება;
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობის პროექტის
ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია 13 კმ-ზე, ხოლო თბილისისაგარეჯოს პროექტის ფარგლებში, უკვე ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი ვაზიანის
შემოვლითი გზის გარდა, პირველი ლოტის მონაკვეთზე უკვე მოწყობილია საფარი 5
კმ-ზე, ხოლო მეორე ლოტის ფარგლებში − 6 კმ-ზე (ორივე მხარეს);
ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზაზე, 2024 წელს, გეგმით
გათვალისწინებული დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად;
დაწყებულია თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო
დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად
შესაბამისი ღონისძიებები, რათა შესაძლებელი იყოს 2024 წლის ბოლოს სამშენებლო
ტენდერის გამოცხადება;
ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს ყველა
მონაკვეთზე. საფარი მოწყობილია უკვე 36 კმ-ზე, გრძელდება საფარის მოწყობის
სამუშაოები 14 კმ-ზე.
გრძელდება სამუშაოები უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების
რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად.
2023 წელს 60 მდებარეობაში დასრულებული პროექტების შედეგად, 150 000-ზე მეტ
ბენეფიციარს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება, საიდანაც 60 000-ზე მეტ ბენეფიციარს
არასდროს არ ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე.
2023 წლის ბოლოდან 24-საათიანი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს შემდეგი ქალაქების
მოსახლეობა: თელავი, დედოფლისწყარო, ჯვარი და თეთრიწყარო.
2024 წელს პროექტები დასრულდება 30-ზე მეტ მდებარეობაში,
წყალმომარაგება გაუუმჯობესდება 75 000-ზე მეტ ბენეფიციარს.
რის
შედეგადაც,
ქვეყანაში ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელების
მიზნებისთვის,
2024
წლის
დასაწყისში
დაიწყო
ქვემო
ქართლის
რეგიონის
მუნიციპალიტეტებისთვის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების სამშენებლო
სამუშაოები. ამასთან, გაფორმდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის არასახიფათო
ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მუნიციპალიტეტების მხარდასაჭერად,
2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
დაფინანსდა 350 მლნ ლარამდე ღირებულების 864 პროექტი. 2024 წელს, საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უკვე განაწილებულია 400 მლნ
ლარამდე.
115 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2023 წელს დაფინანსდა 10 მლნ
ლარამდე ღირებულების 47 პროექტი. ამასთან, 2024 წელს, მაღალმთიან დასახლებებში
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 15 მლნ
ლარი, საიდანაც დაფინანსდა 32 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის,
საგზაო
ინფრასტრუქტურისა
და
ნაპირსამაგრი
სამუშაოების,
წყალმომარაგების/წყალარინების და სხვა მიმართულებით.
2023-2024 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, მცირე ბიზნესის
მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილია 5,5 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში უკვე
მიმდინარეობს მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო
40 600 000 ლარი და დაფინანსდა 3 780 პროექტი. აღნიშნული მიმართულებით წელსაც
მოხდება პროექტების დაფინანსება. ამ ეტაპისათვის, კრება უკვე ჩატარდა 3 162 დასახლებაში.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და დასრულებულია
ჯამში, 78 პროექტი, 730 მლნ ლარამდე ღირებულებით. პროგრამა საქართველოს 63
მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს ურბანული განახლების პროექტების
განხორციელებას როგორც საჯარო, ისე კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.
პროგრამის ფარგლებში განახლდა 730-ამდე შენობა, 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო 92
სკვერი და 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები
პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო
და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის
სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს, 2023 წელს, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით,
შემუშავდა
ერთობლივი
გამტარი
პუნქტის
–
„იფექ–იოლუ“-„აბრეშუმის
გზა“
ხელშეკრულების, თანმხლები პროცედურული პროტოკოლისა და კონცეპტუალური
დიზაინის პროექტები. განისაზღვრა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმდა ერთობლივი სგპ-ის
კოორდინატები.
ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტის პროექტის განხორციელების მიზნით, შექმნილია
საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის
ფარგლებშიც გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, შეთანხმდა ხელშეკრულების პროექტი,
რომელიც მზად არის შიდა პროცედურებზე გასაგზავნად. მხარეებს შორის მიმდინარეობს
არქიტექტურული პროექტის დამუშავება. პროექტის ცალკეული კომპონენტების
მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო
პარტნიორებთან.
2.10
რეგიონული განვითარება
საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წელს დამტკიცდა „2024 − 2030 წლების
ევროკავშირის
ჭკვიანი
სპეციალიზაცია
(S3)
იმერეთისთვის“,8
რომელიც
8 საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის №148 დადგენილება.
116 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ორიენტირებულია იმერეთის რეგიონის განვითარების მხარდაჭერაზე და
ხორციელდება ევროკავშირის კოჰეზიის ჩარჩო პოლიტიკის უახლესი ინსტრუმენტის
დანერგვით და პრაქტიკული წვლილი შეაქვს მდგრადი, ცოდნაზე დაფუძნებული და
ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში, ეკონომიკის ძირითადი სექტორების
(მრეწველობა, მომსახურება, სოფლის მეურნეობა) მხარდაჭერაში. მიმდინარეობს 2024
− 2026 წლების შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
მიმდინარეობს
ევროპული
ტერიტორიული
ერთეულების
ნომენკლატურა
სტატისტიკისთვის (NUTS) კლასიფიკაციის საქართველოში დანერგვის შესახებ
არსებული ჰარმონიზაციის გეგმის განხორციელება, რომელიც, აგრეთვე აისახა
„საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების
სტრატეგია 2024 − 2027-სა“ და „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული
სისტემის განვითარების 2024 − 2027 წლების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო
გეგმაში“.9
შემუშავდა საქართველოს 2024 − 2026 წლების ინტეგრირებული ტერიტორიული
განვითარების პროგრამის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს ცხრა რეგიონის
მდგრადი და დაბალანსებული სოციალურ-ეკონომიკური და ტერიტორიული
განვითარება, ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის პრინციპებისა და სტანდარტების
გათვალისწინებით. პროგრამა უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს
მთავრობას დასამტკიცებლად. პროგრამის ფარგლებში, პროექტები დაფინანსდება
ხუთი პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით:
1. ინტეგრირებული ურბანული განახლება.
2. ენერგეტიკული ტრანზიციის ინიციატივები, გარემოს დაცვისა და კლიმატის
ცვლილების შედეგების შესარბილებლად.
3. მცირე და
საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და
ინოვაციების ხელშეწყობა.
4. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ემსახურება
მოსახლეობას და ზრდის საინვესტიციო შესაძლებლობებს.
5. ადამიანური კაპიტალის განვითარება, სოციალური ინფრასტრუქტურისა და
ადგილობრივი საბაზისო საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება.
2.11 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება
2023 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.4
მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის
მაჩვენებელს აღემატება 15%-ით. ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის
მაჩვენებელმა 2023 წლის მონაცემებით 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
9 საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის №150 დადგენილება.
117 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და
გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ
მიმართულებით, 2022 წელთან შედარებით, 4%-იანი ზრდა აღინიშნა.
ასევე, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების
მაჩვენებელმა 4.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.4 მლრდ ლარით (102%)
აღემატება.
2023 წელს, სოფლად უმუშევრობის დონე გასულ წელთან შედარებით შემცირდა 1.1
პროცენტული პუნქტით და უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი − 14.6%
დაფიქსირდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული
პროექტების ფარგლებში, 2023 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის
საიდანაც
დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7.5 მილიარდ ლარს მიაღწია,
სახელმწიფო თანადაფინანსება 2 მილიარდი ლარია, ხოლო საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის
მასშტაბით, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 900 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც
სახელმწიფო თანადაფინანსება 295 მლნ ლარს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის
საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, 2023 წლის 1 ივნისიდან 29 თებერვლის
მდგომარეობით, 6,167 ბენეფიციარზე გაცემულია, დაახლოებით, 800 მილიონი ლარის
ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის
პროცენტის თანადაფინანსებამ 148 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, ერთწლოვანი
კულტურების მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით, გაცემულია დაახლოებით 70 მილიონი
ლარის ღირებულების 1,310 სესხი, სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 14 მილიონ
ლარზე მეტს.
ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავლის“ შედეგია. საანგარიშო
პერიოდში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 26 მილიონი ლარით თანადაფინანსებულია 2,838
ჰა-ზე ახალი ბაღების გაშენება.
სახელმწიფო მხარს უჭერს პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო
ინფრასტრუქტურის შექმნას. საანგარიშო პერიოდში, ხელშეკრულება გაფორმდა 41
გადამამუშავებელი საწარმოსა და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნობრიობით.
ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე
ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით, ხორციელდება არაერთი პროგრამა. საანგარიშო
პერიოდში: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“,
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა“ და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამების“ ფარგლებში,
ჯამურად, 573 ბენეფიციარს დაუფინანსდა 756 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და
იმპლემენტის შეძენა. ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებამ
შეადგინა დაახლოებით 10 მილიონი ლარი.
118 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მიმდინარეობს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს
სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, მევენახეობისა და მეფუტკრეობის
ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და ბიოპრეპარატების
თანადაფინასებას. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამით საანგარიშო პერიოდში 163 ათასი ლარით
თანადაფინანსებულია 16 ბენეფიციარი.
საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით,
შემუშავდა „საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სტრატეგია და
სამოქმედო გეგმა. სტრატეგიის მიზანია საქართველოს აკვაკულტურის განვითარების საგზაო
რუკის შედგენა, რომლის განხორციელებაც განაპირობებს საქართველოს აკვაკულტურის
მდგრად განვითარებას. სტრატეგია ეხება, როგორც შიდა წყლების, ასევე საზღვაო
აკვაკულტურის განვითარებას, თუმცა მეტი ყურადღება ეთმობა მტკნარი წყლის
აკვაკულტურის განვითარების საკითხებს. საანგარიშო პერიოდში, მუშაობა დასრულდა
საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების მართვის
გეგმებისა და სანებართვო პირობების შემუშავებასთან დაკავშირებით. ამასთან, მიმდინარეობს
მუშაობა საქართველოში არსებული თევზის მეურნეობებისთვის სახელმძღვანელო
დოკუმენტების, გზამკვლევების, მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებაზე.
მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის მხარდაჭერის მიზნობრიობით, 2024 წელს
დამატებითი მექანიზმები ამოქმედდა, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში თანამედროვე
სტანდარტების მსხვილფეხა მესაქონლეობის მიმართულების ფერმების ჩამოყალიბებასა და
ფუნქციონირებას. ფერმერებისთვის იქმნება ბიზნესის გაფართოებისა და სრულყოფის
შესაძლებლობები. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მაღალპროდუქტიული
ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია და ისარგებლოს
შეღავათებით 7 წლის განმავლობაში. ინიციატივა გათვლილია როგორც მსხვილ, ასევე
საშუალო და მცირე მეურნეობებზე და ფარავს როგორც მეხორცულ, ისე მერძეულ
მიმართულებას, რაც თავისთავად შეუწყობს ხელს ხორცისა და რძის წარმოების ზრდას.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის მოვლა-მოყვანის
მიზნობრიობით, 2024 წლის 21 მაისის მდგომარეობით, ქულა დაერიცხა 62,405 უნიკალურ
ბენეფიციარს და ფართობმა შეადგინა 44,426.95 ჰა. დარიცხული ქულების ოდენობაა 22
მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 2024 წლის 10 მაისის მდგომარეობით ბენეფიციარების მიერ
განაღდებულია 8 მილიონ ლარზე მეტი. საანგარიშო პერიოდში, თხილის ერთ-ერთი
ძირითადი მავნებლის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარდა მასშტაბური
ღონისძიებები. ქვეყნის 620 ადმინისტრაციულ ერთეულში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
სულ დამუშავებულია 364 450 ჰა ფართობი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით, ხორციელდება
სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით მიზნობრივი პროგრამები, კერძოდ:
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის
ფარგლებში, 5-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო 81 ათასი ლარის
თანადაფინანსება;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი
მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 3-მა
კოოპერატივმა მიიღო 750 ათასი ლარის თანადაფინანსება;
119 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 50-მა კოოპერატივმა მიიღო 2 მილიონზე მეტი
ლარის თანადაფინანსება.
გარდა ამისა, ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით გათვალისწინებულია
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებითი შეღავათი, რაც გულისხმობს
სხვადასხვა პროგრამაში თანადაფინანსების მეტი პროცენტის გაცემას. საანგარიშო პერიოდში,
პროგრამების: „დანერგე მომავალი“, „ქართული ჩაი“, „ტექნიკური დახმარების პროგრამა“
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 21
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაფინანსდა, დაახლოებით, 800 ათასი ლარით.
აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება
სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის დარგში
ინვესტირებას. საანგარიშო პერიოდში, 5673 ბენეფიციარს დაზღვეული ჰქონდა, დაახლოებით,
9 ათასი ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში ანაზღაურებულმა ზიანმა შეადგინა, დაახლოებით,
16 მილიონი ლარი.
2023 წლიდან ხორციელდება მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის
განვითარების მიზნით ახალი პროგრამა. საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 60 ბიზნესიდეა,
ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 9 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო
თანადაფინანსების ოდენობამ დაახლოებით 5 მილიონი ლარი.
სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გამოფენებში ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის
მწარმოებლების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირებისა და ქართული აგრო სასურსათო
პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის. საანგარიშო პერიოდში 50-ზე მეტმა
ქართულმა კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი პროდუქცია 7 გამოფენაზე გერმანიაში,
ლატვიაში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, ნიდერლანდებსა და ამერიკის შეერთებულ
შტატებში. ქართული ღვინის მარკეტინგული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობდა
ამერიკის შეერთებული შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში,
პორტუგალიაში, დანიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, იაპონიასა და
სამხრეთ კორეაში. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ 16
საერთაშორისო გამოფენაზე, 3 ფესტივალსა და 100-ამდე სპეციალიზებულ პრეზენტაციადეგუსტაციაზე. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 30
კომპანიაზე, აღებული 162 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 17 კომპანიის 58 ნიმუშში. ასევე
განხორციელდა 690 საინსპექციო კონტროლი, 80 კომპანიაში აღებული 1700 ნიმუშიდან
დარღვევა აღმოჩნდა 18 კომპანიის 34 ნიმუშში. სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს
კონტრაქტორი კომპანიების მიერ შემოწმებულ 66 კომპანიაში აღებული 471 ნიმუშიდან
დარღვევა აღმოჩნდა 14 კომპანიის 16 ნიმუშში.
2023 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 259.0 მილიონი აშშ
დოლარის ღირებულების ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია.
სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2023 წელს რთველი ჩატარდა ორგანიზებულად და კერძო
სექტორის მაღალი ჩართულობით. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, გადამუშავდა 221.2 ათას
120 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ტონამდე ყურძნის მოსავალი, რის შედეგადაც მევენახეებმა 306 მილიონამდე ლარის
შემოსავალი მიიღეს.
2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაიწყო
„თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება. პროგრამა
ითვალისწინებს სოფლად სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობების ხელშეწყობას, კლიმატის
ცვლილების შერბილების, ადაპტაციისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის მხარდაჭერას
ევროკავშირის LEADER/CLLD მიდგომის შესაბამისად. კერძოდ, ადგილობრივი საჭიროებების
გათვალისწინებით, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიერ შემუშავებული „LEADER
ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებზე“ დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების
საფუძველზე, პროგრამის ბენეფიციარებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას. ამ ეტაპზე,
მიმდინარეობს 21 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ავტორიზაციის
მაძიებლების) ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებად ავტორიზაციის მიზნით განცხადებების
განხილვის პროცესი.
ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან დაახლოების მიმართულებით, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობით, შემუშავდა „სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
აქტიურად მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, კერძოდ,
განხორციელდა 31 ათასზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. რისკის ანალიზის ფარგლებში,
რისკის მართვის წინასწარი ღონისძიებების შემუშავების უზრუნველსაყოფად და სურსათის
უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის მინიმიზირების ზომების ეფექტიანად
განსახორციელებლად, სურსათის/სასმელი წყლის მონიტორინგის შედეგების ანალიზით,
განისაზღვრა პოტენციური საფრთხეები და მომზადდა რისკის შეფასებისათვის ინიციირების
დოკუმენტი „2022-2023 წლებში საქართველოში აფლატოქსინ M1-ის შემცველი ნედლი რძით
წარმოებული რძის და რძის ნაწარმის მოხმარებით განპირობებული საქართველოს
მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკის შეფასებისათვის“.
ვეტერინარიის მიმართულებით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განხორციელდა როგორც უფასო
ვაქცინაცია ცხოველთა ინფექციურ 6 სხვადასხვა დაავადებაზე, ასევე ცხოველების 70-ზე მეტი
ინფექციური/ინვაზიური დაავადებების ლაბორატორიული გამოკვლევა, ვეტერინარული
ზედამხედველობის პუნქტებზე სეზონურ საძოვრებზე მიგრირებული ცხოველების
კლინიკური შემოწმება და მათი ინსექტოაკარიციდებით დამუშავება. ასევე უფასოდ
მიმდინარეობს მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონლის იდენტიფიაცია-რეგისტრაცია, მათი
სადგომების რეგისტრაცია, საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაცია.
საანგარიშო პერიოდში, მცენარეთა სხვა განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების
წინააღმდეგ დამუშავდა 90 ათას ჰექტრამდე ფართობი (კალიები, ამერიკული თეთრი პეპელა
და სხვა).
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა წარმატებით გაიარა
საერთაშორისო აკრედიტაციას ISO 17025 სტანდარტის მიხედვით და ხარისხის მენეჯმენტის
121 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სისტემა სრულად აკმაყოფილებს ISO 9001 მოთხოვნებს. ლაბორატორია აგრძელებს მუშაობას
ახალი კვლევის მეთოდების დანერგვის მიმართულებით, რაც იძლევა გარანტიას, რომ
დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა და ხელი შეეწყოს ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას.
საანგარიშო პერიოდში, ლაბორატორიის ქსელში ჩატარებულია 650 ათასზე მეტი სხვადასხვა
დასახელების ანალიზი. ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი
ლაბორატორიაში დაინერგა ტრიფენილმეთანის საღებავების ნარჩენებისა და მათი
მეტაბოლიტების, მათ შორის, მალაქიტის მწვანის განსაზღვრა თევზში.
გრძელდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის
კანონმდებლობასთან დაახლოება. საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო დაახლოება
განხორციელდა ევროკავშირის 10 სამართლებრივ აქტთან (მათ შორის: სურსათის უვნებლობა
− 4, ვეტერინარია − 3, ფიტოსანიტარია − 3).
გრძელდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მიმდინარე
მდგომარეობით, ქვეყანაში ჰიდრომელიორირებული მიწის ფართობი 210 ათას ჰექტარს
შეადგენს. საანგარიშო პერიოდში, 26 ათას ბენეფიციართან არის გაფორმებული 48 ათასი
განაცხადი.
საქართველოს ტერიტორიაზე მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნა, განვითარება და მიწის
რესურსების
გამოყენებაზე
პოლიტიკის,
სამართლებრივ,
ინსტიტუციონალურ,
ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს
მიწის მდგრადი მართვის პოლიტიკის გატარების აუცილებელ წინაპირობას. დასახული
მიზნის მისაღწევად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შემუშავებული „მიწის
რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და განვითარების შესახებ“ კონცეფციის
საფუძველზე, განხორციელდა საპილოტე პროექტი. დაიწყო მიწის რესურსების
ინტეგრირებული მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება, რომელიც მოემსახურება
სახელმწიფოებრივად გარანტირებული ინფორმაციის დიგიტალურ ინტეგრირებას ქვეყანაში,
მიწის რესურსების მდგომარეობის შეფასების მიზნით. ამ ეტაპზე ხორციელდება აქტიური
სამუშაოები მონაცემთა ინტეგრაციისა და დამუშავების მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით,
მიწის საფარის დეშიფრირება განხორციელებულია 2 მილიონ ჰა ფართობზე. ამ კუთხით,
სამუშაოების სრულად დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წელს. აღნიშნულის შესაბამისად,
ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მიწის ფონდის შესახებ ეროვნული ერთიანი მიწის
ბალანსის პერიოდული დათვლა და მიწის რესურსებზე სანდო, ზუსტი, ერთგვაროვანი და
დიგიტალური გეო-ინფორმაციით სარგებლობა.
საანგარიშო პერიოდში, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის სრულყოფის
მიზნით, განახლდა კვალიფიციურ სანერგე მეურნეობათა რეესტრი. დაიხვეწა ტექნიკური
რეგლამენტები, სარგავი მასალის სფეროში ახალი ევროპული დირექტივის მოთხოვნების
შესაბამისად.
30 ათას ჰა ფართობზე შეიქნა ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური
თვისებების ამსახველი რუკები. გამოკვლეული ნიადაგების საერთო ფართობმა შეადგინა 300
ათასი ჰა, რომლის შედეგადაც შექმნილი ციფრული რუკები ხელმისაწვდომია ფართო
საზოგადოებისთვის FAO-ს ვებპორტალის საშუალებით.
122 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
კლიმატის ცვლილებისა და „მწვანე ეკონომიკის“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, კვლევას
დაექვემდებარა ენერგეტიკული სასოფლო-სამეურნეო და აგროსატყეო კულტურების ახალი
სახეობები და ჯიშები, რომლებიც გამოყენებული იქნება როგორც ემისიების შემცირების,
ქარსაფარი ზოლების გაშენების, ასევე ბიოსაწვავის მიღების მიმართულებით.
2.12 გარემოს დაცვა
2023 წელს გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით,
მიღებულ იქნა შემდეგი ახალი კანონები: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, ,,წყლის
რესურსების მართვის შესახებ“, „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის შესახებ“.
რეგიონულ და ლოკალურ დონეზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და
ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად, ევროპულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით, ქართველი და ევროპელი ექსპერტებისა და ყველა ძირითადი
დაინტერესებული მხარის ჩართულობით, შემუშავდა და 2023 წელს საქართველოს მთავრობის
მიერ დამტკიცდა ცენტრალური ზონისთვის (რომელიც მოიცავს ქ. რუსთავს) ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის მართვის 2023 − 2025 წლების გეგმა.
ასევე, ყველა ძირითადი დაინტერესებული პირის ჩართულობით, შემუშავდა ქ. თბილისის
აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმის პროექტი (2024 − 2026), რომელიც ამ
ეტაპზე თანხმდება დაინტერესებულ მხარეებთან და დამტკიცდება უახლოეს მომავალში.
საანგარიშო პერიოდში დაიწყო მუშაობა შავი ზღვის ზონის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმაზე,
შეგროვდა საჭირო ინფორმაცია და მიმდინარეობს მათი დამუშავება.
ტრანსპორტის სექტორიდან, რომელიც წარმოადგენს ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის
უმთავრეს წყაროს ქვეყანაში, დაბინძურების შესამცირებლად საქართველოს მთავრობის 2023
წლის 28 ივნისის №238 დადგენილებით დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში
ავტომობილების გაფრქვევების ევრო 5 სტანდარტის შემოღებასთან დაკავშირებით“.
ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, საქართველოში პირველად ან დროებით ვეღარ
დარეგისტრირდება ავტომობილი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ავტომობილის გამონაბოლქვის
ევრო 5 სტანდარტს. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისთვის 2024
წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის
ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. ავტომობილების ემისიის სტანდარტის შემოღება ხელს
შეუწყობს
გრძელვადიან
პერსპექტივაში
ავტოპარკის
გაუმჯობესებასა
და
გაახალგაზრდავებას.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 აპრილის №127 დადგენილებით დამტკიცდა
„ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში
აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე
განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი”.
123 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მონიტორინგს უწევს
სამრეწველო საწარმოების მიერ საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების
მდგომარეობას, მათ შორის, მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტი
თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესს. ამ ეტაპზე თვითმონიტორინგს
დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ
სისტემაში დარეგისტრირებულია 31 სტაციონარული ობიექტი, კიდევ 11 საწარმოს კი შეძენილი
ან ჩამოტანილი აქვს მონიტორინგის ხელსაწყო.
კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, ადრეული შეტყობინების ეფექტური სისტემის
არსებობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის უმნიშვნელოვანეს
ღონისძიებას წარმოადგენს და, შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება მრავლობითი
საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესება.
შემუშავდა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების (წყალდიდობა, თოვლის ზვავები,
გვალვა, სეტყვა და ძლიერი ქარი) რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის; ხოლო
გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) რუკები დასრულების ეტაპზეა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ფუნქციონირებს 215 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური
სადგური/საგუშაგო (მათ შორის, 149 მეტეოროლოგიური და 66 ჰიდროლოგიური).
კლიმატის მწვანე ფონდის პროექტის − „მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების
სისტემების გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება
საქართველოში“ ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების დამონტაჟების დროს,
გათვალისწინებულ იქნა განსაკუთრებით მოწყვლადი თემები, რომელთა საფრთხეების
გამოვლენაც ამავე პროექტის საფუძველზე განხორციელდა.
საინფორმაციო სისტემების დანერგვის მიზნით, საანგარიშო პერიოდში დამუშავდა
სატენდერო დოკუმენტაცია და ჩატარდა ბაზრის კვლევა ძლიერი საინფორმაციო
სატელეკომუნიკაციო სისტემების (ICT) დანერგვისთვის. აღნიშნული სისტემის დანერგვის
შედეგად შესაძლებელი იქნება ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან
მონაცემების მიღება, ხარისხის კონტროლი და მონაცემთა ბაზების შევსება; თანამედროვე
პროგრამის მეშვეობით ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილებების
მომზადება; პროგნოზებისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ
გაფრთხილებების თანამედროვე ტექნოლოგიებით გავრცელება.
საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე
მონიტორინგის სისტემები. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, სხვადასხვა ტიპის
ინსტრუმენტული გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე.
საანგარიშო პერიოდში გაფორმდა ხელშეკრულება შვეიცარიელ ექსპერტებთან, რომლის
საფუძველზეც, საქართველოს მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, რის
შედეგადაც, მაქსიმალურად შერბილდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო
სტიქიური მოვლენების განვითარებით მიყენებული უარყოფითი შედეგები.
124 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. საანგარიშო
პერიოდში ამოქმედდა 8 სტაციონარული და 1 მობილური ახალი ავტომატური სადგური,
ამჟამად საქართველოს 8 ქალაქში ფუნქციონირებს 18 ავტომატური სადგური (მათ შორის, 3
მობილური); ინდიკატორული გაზომვები ხორციელდებოდა 30 დასახლებულ პუნქტში.
საანგარიშო პერიოდში წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდებოდა საქართველოს
მდინარეებისა და ტბების 236 წერტილში, ევროკავშირის წყლის ჩარჩოდირექტივის
მოთხოვნების შესაბამისად.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, 2023 წლის სექტემბრიდან
დაიწყო ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში (თბილისი,
ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი). გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისათვის
დღემდე 5162 ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა. ავტომობილებიდან
კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად 3 წლით აიკრძალა
კატალიზატორების ექსპორტი.
გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საანგარიშო
პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან საუკეთესო
პრაქტიკის გათვალისწინებით, კანონმდებლობის ანალიზისა და გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადების მხარდაჭერის თაობაზე.
სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობდა ტყის მართვის გეგმების შემუშავება.
2024 წლის მდგომარეობით, ბოლო წლებში განხორციელებული ტყის ინვენტარიზაციის
შედეგად, მონაცემები განახლებულია და შედგენილია 10-წლიანი მართვის გეგმები სააგენტოს
მართვას დაქვემდებარებული ტყის ფართობის (1,8 მლნ ჰა) 60%-ზე. 2024 წელს
ინვენტარიზაციის სამუშაოები შესრულდება სახელმწიფო ტყის 337 264 ჰა ფართობზე.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით ხეტყის
დამზადება, 2023 წელს დამზადდა 160, 010 კბ/მ მერქნული რესურსი. მოსახლეობისა და
საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით მომარაგების მიზნით, გაცემულ იქნა 270 653
კბ/მ მერქნული რესურსი. ხოლო ელექტრონული აუქციონის მეშვეობით გაიყიდა 99 841 კბ/მ
მერქნული რესურსი.
2024 წლის მაისის მდგომარეობით, სამეურნეო და მოვლითი ჭრებით დამზადებულია 5593,545
კბ/მ მერქნული რესურსი. საბიუჯეტო ორგანიზაციების მომარაგების მიზნით, დამზადებული
და მიწოდებულია 603 კბ/მ მერქნული რესურსი. მოსახლეობის სათბობ შეშაზე
მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით სოციალური ჭრის ტყეკაფებიდან გაცემულია 19
907 კბ/მ მერქნული რესურსი.
ხეტყის დამზადებისა და მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მოეწყო შესაბამისი
ინფრასტრუქტურა სატყეო გზებისა და საქმიანი ეზოების სახით. უკვე მოწყობილია 54 საქმიანი
ეზო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. 2024 წელს, დამატებით, 16 საქმიანი ეზო მოეწყობა.
დეგრადირებული ტყის მასივების აღდგენის მიზნით, 2023 წელს ტყის აღდგენის სამუშაოები
1679.56 ჰა ფართობზე განხორციელდა.
125 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
2024 წლის მაისის მდგომარეობით, მომზადდა ტყის აღდგენის პროექტები და
განსახორციელებელ სამუშაოთა ტექნიკური დავალებები ტყის აღდგენის მომსახურების
შეძენის უზრუნველსაყოფად, ჯამში, 2292,6 ჰა ფართობისთვის, 7 რეგიონში.
მიმდინარეობს მომსახურების შესყიდვა ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელების
მიზნით.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარება, ახალი
დაცული ტერიტორიების დაარსების სამუშაოები, კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო
„გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი. შედეგად,
შეიქმნა 15310 ჰა ფართობის ახალი დაცული ტერიტორია; დაიწყო მუშაობა რაჭის დაცული
ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების საკითხზე; სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების მიზნით, მიმდინარე ეტაპზე შერჩეულია
კომპანია და დაგეგმილია შესაბამისი კვლევების განხორციელება. საანგარიშო პერიოდში
მიმდინარეობს 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობის სამუშაოები 8
დაცულ ტერიტორიაზე (ბორჯომ-ხარაგაული, კინტრიში, მტირალა, ქობულეთი, თბილისი,
თუშეთი-ფშავ-ხევსურეთი-ყაზბეგის დამაკავშირებელი ბილიკების). 2 დაცულ ტერიტორიაზე
დასრულდა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (იმერეთისა და ჯავახეთის
დაცული ტერიტორიები), ხოლო 8 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურისტული
ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები (თბილისი, ქობულეთი, მარტვილი,
ოკაცე, ფშავ-ხევსურეთი, ბორჯომ-ხარაგაული, კოლხეთი, ერუშეთი).
საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა გარემოსდაცვითი განათლების
ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.
სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი განათლების საკითხების
ინტეგრირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის
მიმართულებით გამართულ ტრენინგებში, ლექცია-სემინარებში, სასწავლო კურსებსა და
პროგრამებში ჩაერთო 8000-ამდე მონაწილე. მიმდინარეობს გარემოსდაცვითი კუთხით
დეფიციტური პროფესიებით დაინტერესებული სტუდენტების წახალისება „მწვანე
სტიპენდიის“ პროგრამის გზით.
მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ხელშეწყობის მიზნით, ქვეყანაში დაინერგა
და ფუნქციონირებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ), რომელიც მოიცავს
ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის
დანერგვას.
მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირდა 3 605 ახალი
მწარმოებელი, დღეის მდგომარეობით კი სულ რეგისტრირებულია 13 144 მწარმოებელი.
2023 წლის 19 დეკემბერს სამინისტრომ მიანიჭა მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია
აკუმულატორების ნარჩენების შესაბამისობის ინდივიდუალური სქემის განხორციელებაზე
ა(ა)იპ − ამბოლი ო2-ს. 31 მაისის მდგომარეობით, სამინისტროს მიერ ავტორიზებულია და
ფუნქციონირებს სამი კოლექტიური და ერთი ინდივიდუალური მგვ-ის ორგანიზაცია.
126 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
აღნიშნული მგვ-ის ორგანიზაციების მიერ საანგარიშო პერიოდში შეგროვებულია
სპეციფიკური ნარჩენების შემდეგი რაოდენობა: ნარჩენი ზეთები − 1290.39 ტონა; ნარჩენი
საბურავი − 4,272.10 ტონა; ნარჩენი ბატარეა და აკუმულატორი − 1321.89 ტონა; ნარჩენი
ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები − 103.86 ტონა.
სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალის გაფართოების მიზნით, შემუშავებულია ტექნიკური
რეგლამენტის პროექტი „ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების
მართვის შესახებ“, სადაც გათვალისწინებულია ყველა დაინტერესებული მხარის შენიშვნები,
მიმდინარეობს დამატებითი კონსულტაციები, რის შემდეგაც დადგენილების პროექტი
დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.
3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის
განვითარება
3.1 ჯანმრთელობის დაცვა
2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე,
საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის
ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების
უზრუნველყოფაზე. დღეის მდგომარეობით:
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%.
მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, თითქმის სამჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე
სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი − 450 მლნ ლარი, ხოლო 2023 წელი – 1 796 მლნ
ლარი);
ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ
წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური
ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ
ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2023 წელს 41%-ამდე არის
შემცირებული.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის
ნოემბრიდან ამოქმედდა სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმი დიაგნოზთან
შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG). შედეგად:
2023 წლის ბოლოსთვის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ
27%-იდან 12%-ამდე შემცირდა.
DRG რეფორმის დადებითი შედეგია ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის
ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დაწესდა თანაგახადის ზედა ზღვარი. საპენსიო
ასაკის პირებისთვის თანაგადახდის ზღვარი შეადგენს არაუმეტეს 500 ლარს, ხოლო 0-5 წლის
ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის
არაუმეტეს 1 000 ლარს, დანარჩენი მოსარგებლეებისთვის კი არ აღემატება 1 500 ლარს.
127 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
რეფორმამ ხელი შეუწყო სექტორში ხარჯების გაზომვადობას, გამჭვირვალობასა და
პროგნოზირებადობას და შექმნა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების
პოტენციალი.
მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, 2023 წელს
ამოქმედდა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა, რამაც უპირობოდ დადებითი
ასახვა იქონია როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ასევე ფარმაცევტულ
სექტორში კონკურენციის ბალანსირებაზე. დღეისათვის რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი
განსაზღვრულია 7100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და
სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე.
ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,
ამოქმედდა საკანონმდებლო ჩარჩო მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმის
გამოყენებისთვის. 2023 წელს მართული შესვლის შეთანხმების პრინციპებზე დაყრდნობით,
სამინისტრომ შეისყიდა 21 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი კომპანია როშისა და
ნოვარტისისგან, ხოლო 1 მედიკამენტი აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის − კომპანია
ბიომარინისგან.
წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო
მედიკამენტებზე 2024 წლიდან მოიხსნა თანაგადახდა და წლიური ლიმიტი. გაფართოვდა
ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები.
შედეგად, საანგარიშო პერიოდში, პროგრამის მოსარგებლეა 365 ათასამდე პირი.
ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის კვლავ
ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება:
2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს (დაზღვევისა და სოციალური სტატუსის
მიუხედავად) შეუძლია, მიიღოს ონკოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო,
ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად − ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულების
შესაბამისად. ყოველწლიურად ონკოლოგიური სერვისის მიმღებია 20-23 ათასამდე
პაციენტი;
ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის, ჩამოყალიბდა საერთაშორისო
თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან. ონკოლოგიური
დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში,
2023 წლის 1 აგვისტოდან დღემდე განხორციელდა 0-18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური
პროგრამის 89 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა.
ჯამურმა ხარჯმა შეადინა 4 670 ათასი ლარი;
დაფინანსების
დამატებითი
შესაძლებლობაა
სოლიდარობის
ფონდის
შემოწირულობები. საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში
მომსახურება მიიღო 0-22 წლამდე 54-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა, ჯამურმა ხარჯმა
შეადგინა 693 380 ლარი.
128 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
2023 წლის დეკემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარობის დაფინანსება − მშობიარობა
− 500 ლარიდან და საკეისრო კვეთა − 800 ლარიდან 1 222 ლარამდე. ამასთან, მოიხსნა
პაციენტისთვის თანაგადახდის ვალდებულება. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან დაიწყო მშობიარობის შემდგომი ვიზიტისა
და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. პროგრამას ასევე დაემატა გალაქტოზემიაზე,
ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე სკრინინგი. პროგრამის
წარმატების მაჩვენებელია ანტენატალური ვიზიტებით მაღალი მოცვა (95%), ისევე, როგორც
კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მიღებული მშობიარობების მაღალი − 100%იანი წილი.
პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) დონეზე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის
ზაფხულიდან განხორციელდა პჯდ დაწესებულებების შეფასება და საყოველთაო
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩევა ხორციელდება ისეთი
კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ექიმებისა და
ექთნების კვალიფიკაცია და მონაწილეობა უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში,
ასევე იმუნიზაციის, C ჰეპატიტზე სკრინინგისა და სხვა პრევენციულ პროგრამებში.
ამ კრიტერიუმების მიხედვით, 2024 წლის მარტიდან, პროგრამის ფარგლებში, სერვისების
მიწოდებას აგრძელებენ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ყველაზე ხარისხიან და
პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებს აწვდიან. ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაციის
ახალი სახელმძღვანელოს შესაბამისად, სამინისტრომ 2023 წლის ნოემბერში მიიღო საოჯახო
მედიცინის პრაქტიკის თანამედროვე სტანდარტები, რომელთა დანერგვაზე მუშაობა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით აქტიურად ხორციელდება.
2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტების
ფარგლებში 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო
აპარატურით. აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, ხოლო რეაბილიტაცია
ჩაუტარდა 10 ამბულატორიას, ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობარეაბილიტაცია.
2022 წელს სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში დაიწყო ინოვაციური
ტექნოლოგიების, კერძოდ, ტელემედიცინის დანერგვა. 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა
აპარატურით და 2024 წლის აპრილისთვის 3100-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა
სპეციალისტის კონსულტაცია ტელემედიცინის სერვისის საშუალებით. დაგეგმილია კიდევ 60
სოფლის ამბულატორიის აღჭურვა ტელემედიცინის თანამედროვე აპარატურით.
პირველადი ჯანდაცვის, როგორც „მეკარიბჭის“ (gatekeeper) ფუნქციის უკეთ განხორციელების
მიზნით, სამინისტრომ დაამტკიცა 19 გზამკვლევი ყველაზე გავრცელებული დაავადებების
მართვისთვის. გზამკვლევების მიზანია არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება და
პაციენტებისთვის ამბულატორიულ პირობებში დაავადებების მართვის საუკეთესო
შესაძლებლობების შექმნა. შედეგად, თუ 2020 წელს ამბულატორიულად მართვადი
დაავადებების 15%-ის ჰოსპიტალიზიაცია ხდებოდა, 2024 წელის დასაწყისისთვის თავიდან
აცილებადი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა წილი 12%-მდე შემცირდა.
129 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
კვლავ გრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა. 2024 წლის მარტის
ჩათვლით, სკრინინგული კვლევით გამოკვლეულია 2.8 მლნ ბენეფიციარი, მკურნალობაში
ჩაერთო 86 ათასზე მეტი პირი, მათ შორის, სრულად განიკურნა 82 ათასზე მეტი პირი,
განკურნების მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს. საქართველო C-ჰეპატიტთან ბრძოლაში გლობალურ
ლიდერადაა აღიარებული. C ჰეპატიტის ელიმინაციის პარალელურად, 2024 წელს ამოქმედდა
B ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მართვის პროგრამაც. პროგრამა მოიცავს ბენეფიციართა
გამოვლენას, დიაგნოსტიკას, სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და
მონიტორინგს.
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა
ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია − 65%-იდან 80%-ამდე გაიზარდა
განკურნების მაჩვენებელიც.
დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სისხლში
გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი თაობის სისტემები (CGM). პროგრამის
ფარგლებში შეძენილი მოწყობილობით ამჟამად სარგებლობს 1 155 ბავშვი. CGM სისტემების
სრულყოფილად
გამოყენებისთვის,
პროგრამის
ფარგლებში დაიწყო
მობილური
სმარტფონების დაფინანსება. 2023 წელს პერიოდში გაცემულია 167 სმარტფონი და 241 CGM
სისტემა. გაიზარდა პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. თუ გასულ წლებში
პროგრამა მხოლოდ დედაქალაქის 3 დაწესებულებაში იყო ხელმისაწვდომი, 2023 წლიდან
ბავშვთა მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია შიდა ქართლის, ქვემო ქართლის,
კახეთის, იმერეთის, აჭარის რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში. გრძელდება მუშაობა
პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების მიმართულებით.
გასული წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის გაფართოება. 2023 წელს დაემატა დიალიზის სერვისის ოთხი
მიმწოდებელი ზუგდიდში, ახალქალაქში, წალკასა და ბათუმში. ხოლო 2024 წელს დაემატა
დიალიზის სერვისის ცხრა მიმწოდებელი (მარტვილის, ყვარელის, დუშეთის, საგარეჯოს,
ჭიათურას, ხულოს, სენაკის, ტყიბულის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები). 2024 წლის
აპრილის მდგომარეობით, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომია 49 დაწესებულებაში.
პროგრამის ფარგლებში ჩართული იყო 3.3 ათასამდე პაციენტი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის
გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის დასაყისში შეფასდა სტაციონარში 6 თვეზე და მეტი
დაყოვნების პაციენტების რაოდენობა და დაყოვნების მიზეზები. წლის მეორე ნახევარში 120
პირი გადაყვანილ იქნა სენაკის მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში. მომზადდა
ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სტანდარტები, რომელიც გახდება მომსახურების
ხარისხის გაუმჯობესების საფუძველი.
2022 წლიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რომელიც 2024
წლიდან მოიცავს ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციების სრულად
დაფინანსებას, მათ შორის, საზღვარგარეთ. ტრანსპლანტაციის წინა კვლევები,
მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამით ტრანსპლანტაცია ფინანსდება საქართველოს
130 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ყველა მოქალაქისთვის.
საექთნო პროფესიის გაძლიერება და ექიმების პროფესიული განვითარების სისტემის
ფორმირება ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია.
საკანონმდებლო დონეზე 2024 წელს განხორციელდა ექთნებისა და მეანი ექთნების
(წარსულში ბებიაქალების) საკანონმდებლო აღიარება და მათი „რეგულირებად“
პროფესიად განსაზღვრა;
ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა ექთნების
პროფესიული განვითარების სტანდარტებზე;
შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სისტემა ჯანდაცვის სფეროში რეგულირებადი
პროფესიების რეგისტრაციისთვის;
2023 წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმის, ექთნის, ხოლო
2024 წლიდან უმცროსი ექიმის, ექთნის თანაშემწის, ბებიაქალისა და სანიტრის
პოზიციებზე;
დიპლომის
შემდგომ
განათლებაზე
ფინანსური
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად, სარეზიდენტო მზადება უფინანსდება სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო
ქულის მქონე პირებს პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში.
საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2023 წლიდან
დაწყებულია სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაცია: 210 ჰოსპიტალს
(კლინიკების 78%) დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციაზე. რამდენიმე
დაწესებულებამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც საქართველოში მაღალი
სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ევროინტეგრაციის კონტექსტში, კვლავ პრიორიტეტად რჩება ასოცირების ხელშეკრულების
ფარგლებში არსებული დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება. ევროპასთან ასოცირების
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში, 2023 წელს
პარლამენტმა მიიღო კანონები „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის
ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“. პარლამენტში განხილვის პროცესშია
კანონი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“. აღნიშნული კანონი ეთიკური და
ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით დაარეგულირებს მედიცინის დახმარებით
რეპროდუქციის სფეროს.
მომზადებულია და უახლოეს პერიოდში მთავრობას წარედგინება კანონპროექტები
„სამედიცინო მოწყობილობების რეგულირებისა“ და ასევე „კოსმეტიკური პროდუქტების
რეგულირების შესახებ“.
2023 წლიდან რეფორმების შემდეგი ეტაპი დაიწყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. 2023 წელს, საქართველოს პარლამენტის
131 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მხარდაჭერით, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და დაინერგა
პარამედიკოსის ინსტიტუტი. მიმდინარე ეტაპზე გადამზადდა და დასაქმდა 286
პარამედიკოსი და 30 მოტომედიკოსი.
2023 წელს დასრულდა თბილისსა და რეგიონებში 18 რაიონული სამსახურის ფართის
მშენებლობა/რეაბილიტაცია, ხოლო 2024 წელს კი დასრულდა საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში არსებული 30 სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის სარემონტო
სამუშაოები.
რეანიმობილები უკვე დაემატა ხულოს, ოზურგეთის, ლენტეხის, მესტიისა და ყაზბეგის
რაიონებს, ხოლო პედიატრიული პაციენტების ტრანსპორტირებისათვის თბილისის
ლოკაციას. 2023 წლის აგვისტოში შესყიდულ იქნა და წლის ბოლომდე კიდევ მოხდება 15
ერთეული, ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილის მოწოდება ბათუმის,
თბილისის, გურჯაანის, აბაშის, წნორისა და ტყიბულის რაიონებისთვის.
მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკის განახლება − 2023 წელს დაემატა რთულ რელიეფზე
გადაადგილებისთვის 25 ახალი ავტომობილი და 18 სასწრაფო დახმარების ავტომანქანა,
ხოლო 2024 წელს ეტაპობრივად მოხდება 105 ახალი ავტომობილის დამატება.
3.2 სოციალური დაცვა
უწყვეტად ხორციელდება მიზნობრივი ჯგუფების ასაკობრივი პენსიით, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), მარჩენალდაკარგულთა,
რეპრესირებულთა, დევნილთა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა, ომის ვეტერანთა,
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პირთა და სხვა კატეგორიათა ფულადი დახმარებებით
უზრუნველყოფა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დემოგრაფიული მდგომარეობის
გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის შემოღება საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული უზრუნველყოფს, შენარჩუნებულ იქნეს
ხანდაზმულთათვის
ფისკალური
მდგრადობა,
ეკონომიკური
პარამეტრების
გათვალისწინებით. ინდექსაციის წესის შესაბამისად, 2024 წლიდან სახელმწიფო პენსიის
ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 315 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი
ასაკის ხანდაზმულთათვის 415 ლარით. სახელმწიფო პენსიით მოსარგებლეთა რაოდენობა
მიმდინარე ეტაპზე, დაახლოებით, 847 ათასზე მეტი პირია, ხოლო, საპენსიო უზრუნველყოფის
მიზნით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 3.9 მლრდ
ლარი. საპენსიო ასაკის პირებს შორის თითქმის 70% ქალია.
2024 წლის აპრილში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით, 2024 წლის 1 მაისიდან კომპენსაციის
მიმღები პირისთვის გაიზარდა კომპენსაციის მისაღები მაქსიმალური ზღვარი და არსებული
560-ლარიანი ლიმიტის ნაცვლად, განისაზღვრა 1 000 ლარით (2025 წლის იანვრამდე).
ამასთანავე, შეიცვალა კომპენსაციის გაანგარიშებაში გათვალისწინებული კოეფიციენტები,
განხორციელდა კომპენსაციების ხელახალი გადაანგარიშება. შესული ცვლილებებით ასევე
დადგენილია სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ზღვრის ინდექსაციაც, რაც
132 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გულისხმობს კომპენსაციის ზღვრის ყოველწლიურ ზრდას მსგავსად ასაკობრივი პენსიის (70+)
ინდექსაციის წესისა.
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებია,
დაახლოებით, 660 000 პირი, მათ შორის, სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად იღებს
230 000-ზე მეტი ბავშვი.
საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის ოჯახის წევრის „საზოგადოებრივი დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის გამო, დაახლოებით 173 000 პირს 4 წლის
განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება.
პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლებაზე, რათა
იგი უფრო მეტად პასუხობდეს ოჯახების, განსაკუთრებით, ბავშვიანი შინამეურნეობების
გამოწვევებსა და საჭიროებებს.
სამინისტროს სისტემაში იგეგმება „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა, რაც გულისხმობს
რეგიონულ დონეზე ჯანმრთელობის, ბავშვზე ზრუნვის, სოციალურ და დევნილთა
საკითხებზე მოქალაქეთა ერთ სივრცეში სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. მიმდინარეობს
აქტიური მუშაობა შესაბამისი სერვის-ცენტრების რეაბილიტაციაზე/მშენებლობაზე, ახალი
ელექტრონული სისტემების დანერგაზე, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით
თანამშრომლების გადამზადებასა და სტანდატრტული ოპერაციული პროცედურების
შემუშავებაზე, რათა ჩამოყალიბდეს მოქალაქეთათვის სოციალური მომსახურების მიწოდების
თანამედროვე სტანდარტების სისტემა.
შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა,
როგორც ფულადი დახმარებების ზრდის, ასევე მხარდამჭერი მომსახურებების განვითარების
მიმართულებით. კერძოდ, 2023 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
პირებისთვის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა სოციალური პაკეტის ინდექსაციის
პირობები, მსგავსად სახელმწიფო პენსიის ინდექსაციისა. შედეგადაც, 2023 წლიდან გაიზარდა
შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტი 65 ლარით და
შეადგინა 340 ლარი, ხოლო 2024 წელს კი − 390 ლარი. მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა
სოციალური პაკეტი 2023 წელს შეადგენდა 175 ლარს, ხოლო 2024 წელს კი 195 ლარს. უწყვეტად
გრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სოციალური
პაკეტის დანამატის გაცემა სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. სოციალური პაკეტის
მიმღებია, დაახლოებით, 183 ათასი პირი, მათ შორის არის 114 ათასამდე შშმ პირი და 15
ათასამდე ბავშვი.
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი
რეფორმა, რომელიც შეეხება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის
სამედიცინო მოდელის ჩანაცვლებას ბიოფსიქოსოციალური მოდელით.
რეფორმა გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭებას არა მხოლოდ
სამედიცინო დიაგნოზის, არამედ ფუნქციური შეფასების საფუძველზე. საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ბრძანებით 2023 წელს დამტკიცდა შესაძლებლობის შეზღუდვის
133 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური (ბფს) მოდელის დანერგვასთან
დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა, რომელიც
გათვლილია 2023-2025 წლებზე და ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვის/სრულწლოვანი პირის სტატუსის დადგენის სისტემაში ბიოფსიქოსოციალური
მოდელის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებები.
ქვეყანაში მიმდინარე სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერების რეფორმირების
ფარგლებში აქტიური პროცესია შშმ პირთა და შშმ ბავშვთა დიდი ზომის პანსიონატების
დეინსტიტუციონალიზაცია.
მოცემულ ეტაპზე, ბავშვები აღარ არიან განთავსებულნი დიდი ზომის ზრუნვის
დაწესებულებებში და ისინი მომსახურებას იღებენ ალტერნატიულ ზრუნვის
მომსახურებებში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, ხანგრძლივი
მოვლა), ხოლო ზრდასრულთა დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში, 2023 წელს
მარტყოფის პანსიონატის 18 ზრდასრული შშმ ბენეფიციარი განთავსდა 3 მცირე
საოჯახო ტიპის მომსახურებაში.
ეტაპობრივად გაგრძელდება ბენეფიციართა გადაყვანა დონორი ორგანიზაციის
მხარდაჭერით შექმნილ ალტერნატიულ მომსახურებებში. უახლოეს პერიოდში
იგეგმება 10-ამდე მცირე საოჯახო ტიპის სახლის ამოქმედება.
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად განვითარდა სხვადასხვა
მომსახურება:
2023 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის
სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურება, სადაც ბენეფიცარები იღებენ
სპეციალიზებულ, ხანგრძლივ, კომპლექსურ სამედიცინო მოვლას და
სოციალურ მხარდაჭერას; 2024 წლის მარტში მომსახურების მიმღებია 12
ბენეფიციარი. ამ მომსახურების შექმნით დასრულდა ჩვილ ბავშვთა სახლის
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი;
ხანდაზმულთა და შშმ პირთა ინსტუტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის
მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა
პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის მომსახურებები. 2024 წლის
დასაწყისიდან რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სერვისების
მიწოდება, სამომავლოდ კი მასშტაბი ეტაპობრივად გაიზრდება. დაგეგმილია
სოციალური
მომსახურებების
დეცენტრალიზაციის
პოლიტიკის
მიმართულებით პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის
სერვისის მუნიცპალიტეტებისათვის დელეგირებაამასთან, მიმდინარეობს შშმ
პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შშმ პირთა
ინსტიტუციონალიზაციის პრევენციული ღონისძიებებისა და შესაბამისი
ალტერნატიული და მხარდამჭერი მომსახურებების განვითარების პროცესები.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის
ამაღლებას, ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი სერვისების შექმნას.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში დასაქმებული ყველა
134 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და იურისტის გადამზადება ბავშვის უფლებების, მათ
შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
2023 წლის ოქტომბრის თვეში, თბილისში გაიხსნა ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება − თავშესაფარი, ხოლო 2024 წლის
იანვრის თვეში, ზუგდიდიში გაიხსნა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული
ცენტრი. ამასთან, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური-სოციალური
მომსახურების ცენტრის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ქ. ქუთაისში
ახალი ცენტრის ამოქმედება.
ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამის“ ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული
მომსახურებები.
2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი 66 550 000 ლარს შეადგენდა. 2024-ში კი განისაზღვრა
76 350 000 ლარით.
2023 წლიდან ქვეპროგრამაში ინტეგრირდა, ხოლო 2024 წლიდან დაიწყო
ფენილკეტონურიისა და ცელიაკიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საკვები
ვაუჩერებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას 2024 წლიდან
დაემატა
სახელმწიფო
ზრუნვაში
მყოფი
ბავშვების
ფსიქოსოციალური
კონსულტირების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
აქტიურად მიმდინარეობს სოციალური მომსახურებების სისტემის გაუმჯობესება, რაც
გულისხმობს სოციალური მომსახურებების გამრავალფეროვნებასა და გაზრდას,
მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების და კვალიფიკაციური სპეციალისტების
მომზადების ხელშეწყობის გზით.
2024 წლიდან დაიწყო უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი (3
და მეტი), სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში
2024-2025 წლებში 1000-ამდე ოჯახის საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფა მოხდება.
პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს
შეადგენს.
13 000 დევნილი ოჯახის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის გეგმის
ფარგლებში, 2021 წლიდან 9000-ზე მეტი დევნილი ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა
საცხოვრებელი ფართით. ამასთან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2023 წელს
დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების მასშტაბური მშენებლობის პროცესი, რომლის
ფარგლებშიც, მომდევნო წლებში დამატებით 7000-ამდე დევნილი ოჯახი იქნება
უზრუნველყოფილი ახალი საცხოვრებელი ფართებით.
აქტიურად მიმდინარეობს ეკომიგრანტთა უსაფრთხო გარემოში განსახლების პროგრამაც. 2021
წლიდან 1600-ზე მეტი სტიქიით დაზარალებული ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი
საცხოვრებელი ფართით. მათ შორის, კომპენსაცია გაიცა, 2023 წლის სექტემბრის თვეში
გურიის რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 700-ზე
მეტ ოჯახზე.
135 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
3.3 განათლება
ადრეული და სკოლამდელი განათლება
გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
სახელმწიფო სტანდარტები“ და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელოსაგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობასა და ხარისხის გაუმჯობესებას.
ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს
დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების მოდელებზე მუშაობა, რაც გულისხმობს
საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული
დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების
მცირეკომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ეროვნული სტანდარტების
დანერგვისა და ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ჩატარდა
ტრენინგები და ინტენსიური ქოუჩინგი. მიმდინარე პროცესებში საზოგადოების
ჩართულობისა და მათ წინაშე ანგარიშგების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების
მიზნით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“.
გრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
საგანმანათლებლო პერსონალის გადამზადება. „სკოლამდელი განათლების საბაკალავრო
პროგრამის“ განსახორციელებლად სამმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ
მოიპოვა აკრედიტაცია, ხოლო ორმა მათგანმა უკვე 2023-2024 სასწავლო წლიდან მიიღო
სტუდენტების პირველი ნაკადი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში,
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, შეიქმნა ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის
პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული
სისტემა, რომლის მეშვეობით 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით
პერიოდში, განხორციელდა მოქმედი დაწესებულებების აღრიცხვა შემდგომში მათთვის
ავტორიზაციის განრიგის შემუშავების მიზნით. სულ დარეგისტრირდა 2,081 დაწესებულება −
რეგისტრაციის შედეგად, ელექტრონულ ბაზაში აისახა დაწესებულებების მონაცემები: მათი
სამართლებრივი ფორმის, საჯარო/კერძო სექტორის მიკუთვნებულობის, დასაქმებული
თანამშრომლების სრული რაოდენობისა და დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების
რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია რეგიონულ და რაიონულ
ჭრილში, კერძო და საჯარო სექტორის მიხედვით.
2023 წელს დაიწყო და დასრულდა ბაღების თვითშეფასების პროცესი. სულ თვითშეფასება
განახორციელა 2,047 დაწესებულებამ − 1,737-მა საჯარომ და 310-მა კერძომ. მიმდინარეობს
თვითშეფასების შედეგების ანალიზი, რომელიც საფუძვლად დაედება ბაღების
136 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ავტორიზაციის განრიგის შედგენას. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სისტემის მომზადება
ავტორიზაციის პროცესის დასაწყებად.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №337 დადგენილებით დამტკიცდა
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო
სისტემის წარმოების წესი“, რომლის შესაბამისადაც განსაზღვრულია, რომ არაუგვიანეს 2026
წლის 1 მარტისა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სისტემის
შექმნასა და გამართულ ფუნქციონირებას.
ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების
უზრუნველყოფის მიზნით, საბავშვო ბაღიდან დაწყებულია ორენოვანი განათლების
დანერგვა. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება.
2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართულია 34 სკოლამდელი დაწესებულება.
ბილინგვური საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის შემუშავებულ რესურსებზე
დაყრდნობით, გადამზადდა 83 დამხმარე მასწავლებელი.
ზოგადი განათლება
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები
განხორციელდა სისტემის დეცენტრალიზაციის მიმართულებით. გადამუშავდა და
დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილი. იდენტიფიცირდა
სკოლისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები და მეტად ცხადი გახდა, რა
მიმართულებით ენიჭება სკოლას ავტონომიურობა და რა სახის ანგარიშვალდებულების
სისტემა ყალიბდება სამინისტროს წინაშე. მნიშვნელოვნად გაიზარდა კერძო სკოლების
დამოუკიდებლობისა და აკადემიური თავისუფლების ხარისხი.
ზოგადი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსება 2024 წელს, 2023 წელთან
შედარებით, გაზრდილია 322.68 მლნ ლარით და შეადგინა 1,972.65 მლნ ლარი.
2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გადადის ახალ სახელფასო
სისტემაზე, რომლის მთავარი პრინციპი ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად
სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა, რომელიც მასწავლებლის
განათლებას, სამუშაო გამოცდილებას, საათობრივ დატვირთვას გაითვალისწინებს და მისცემს
შესაძლებლობას სკოლის ბაზაზე დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად მიიღონ
დამატებითი ანაზღაურება.
ახალი სახელფასო სისტემით მასწავლებელთა 93%-ს ხელფასი გაეზრდება პროპორციულად
2023-2024 წლების საათობრივი დატვირთვების შესაბამისად, აქედან სრულ განაკვეთზე მყოფ
70%-ს, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება. დანარჩენ 23%-ს − 800, 700, 600
და 400, 300, 200 ლარით.
ამასთანავე, არცერთ მასწავლებელს ხელფასი არ დააკლდება და იმ 7%-ს, რომელთაც ახალი
სახელფასო სისტემის პირობებში ანაზღაურების ზრდა ვერ შეეხება, სისტემა სთავაზობს
გარდამავალ პერიოდს და დათქმებს ხარისხიანი განათლებისა და სამართლიანი სახელფასო
სისტემის უზრუნველსაყოფად.
137 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერისათვის, მათი პროფესიული განვითარებისა და
საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფისთვის, განათლების E სახლისა და
საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების ქვეპროგრამის ფარგლებში, საანგარიშო
პერიოდში შეიქმნა და გამოქვეყნდა 1898 საგანმანათლებლო რესურსი https://educationhouse.ge/
და მიმდინარეობს სერვისების ნაწილზე მუშაობა. იქმნება ერთიანი სივრცე, სადაც სასკოლო
საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ ყველა საჭირო რესურსა და სერვისს.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 ივნისის №221 დადგენილებაში „მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ შევიდა
ცვლილება, რომელიც ძირითადად ეხება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას,
არაქართულენოვან სკოლებში დასაქმებულ მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს.
ჩატარდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
შეფასება, რომელიც შეეხება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული
დაწინაურების სქემის შემუშავებას, განხორციელებას, შედეგებსა და მის მიმართ სასკოლო
საზოგადოების დამოკიდებულებებს.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი არის ვრცელი,
მრავალკომპონენტიანი პროექტი, რომლის მიზანია ზოგადი განათლების სისტემის
დაფინანსების ახალი, თანასწორობასა და ხელმისაწვდომობაზე დაფუძნებული, ეფექტიანი
მოდელის შემუშავება, რომელიც თანხვედრაში იქნება სკოლის სპეციფიკურ მოთხოვნებთან
და ხელს შეუწყობს სათანადო რეფორმების გატარებასა და საგანმანათლებლო პოლიტიკის
განხორციელებას.
ამ ეტაპისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების არსებული მოდელის
კომპლექსური შეფასებისთვის სსიპ − საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ
შემუშავებულია კვლევის კონცეფცია. ამასთან,
ცენტრი წარმართავს კვლევებს
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების არსებული მოდელის კომპლექსური
შეფასებისთვის.
2023 წელს განახლებული რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების
ამოქმედებიდან ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაერთო 339 საჯარო სკოლა. მათი შეფასება კი
განხორციელდა ფორმირებული ექსპერტთა კორპუსის მიერ, რომელშიც გაერთიანდნენ
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საგნობრივი ექსპერტები. საანგარიშო
პერიოდში ავტორიზაცია მოიპოვა 312-მა სამსაფეხურიანმა და 27-მა ორსაფეხურიანმა საჯარო
სკოლამ. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეირჩა საჯარო სკოლები, რომელიც
2024 წელს გაივლიან ავტორიზაციას. 2024 წლის მაისის ჩათვლით მხარდაჭერა გაწეულია 100ზე მეტი საჯარო სკოლისათვის. ამავე თვის ჩათვლით, წარმოდგენილია 55 სკოლის
საავტორიზაციო განაცხადი და დაწყებულია ავტორიზაციასთან დაკავშირებული
ადმინისტრაციული წარმოებები. 2024 წელს საავტორიზაციო პროცესში ჩართული იქნება 129
საჯარო სკოლა, მათ შორის, 115 სამსაფეხურიანი (და მათ შორის, 4 სკოლა სწავლებას
ახორციელებს ეროვნულ უმცირესობათა ენებზეც) და 14 ორსაფეხურიანი საჯარო სკოლა.
ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური
ჩართულობით გადამუშავდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, ასევე,
ზოგად განათლებაში პოლიტიკის სწორად განსაზღვრის მიზნით, განხორციელდა კვლევები
138 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შეფასების, სახელმძღვანელოების კმაყოფილების და
მასწავლებლის
პროფესიული
განვითარების
სქემისა
და
მასწავლებლებისთვის
შეთავაზებული ტრენინგების მიმართულებით. კვლევაში ჯამში მონაწილეობდა 40 000
მასწავლებელი.
საჯარო განხილვებისთვის მომზადდა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების
განახლებული დოკუმენტი. განათლების სისტემის ყველა რგოლის ჩართულობით
განისაზღვრება ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები თითოეულ საგანში, რასაც უნდა
დაეფუძნოს საგაკვეთილო სწავლება და მოსწავლის აღზრდა.
ჩატარა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, რომლის
მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მესამე თაობის სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის
ეფექტიანობის შეფასება (მომზადებულია კვლევის ანგარიში).
ჩატარდა სასკოლო სახელმძღვანელოების კომპლექსური შეფასება, რომელიც რამდენიმე
ნაწილისგან შედგება, მათ შორისაა: სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება სწავლების
პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის ანალიზი და
საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი (მომზადებულია კვლევის ანგარიში).
„მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის
ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარიგდა:
6 376 875 ერთეული სახელმძღვანელო ჯამური ღირებულებით 24111823 ლარი. მათ
შორის არის 295 562 ერთეული ბილინგვური სახელმძღვანელოები, ჯამური
ღირებულებით − 1652638 ლარი, არაქართულენოვანი (აზერბაიჯანული, სომხური, და
რუსული) სკოლების და სექტორისთვის.
სსიპ − ქალაქ თბილისის №202 და სსიპ − ქალაქ ბათუმის №3 საჯარო სკოლების
მოთხოვნის შესაბამისად შესყიდული იქნა ბრაილის შრიფტითა (1155 ერთეული) და
რელიეფურად დაბეჭდილი (47 ერთეული) სახელმძღვანელოები, ჯამური
ღირებულებით 600004 ლარი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეების განათლების ხელშესაწყობად გახმოვანდა IX და X კლასის, 31
სახეობის სახელმძღვანელოები, ღირებულებით 98245 ლარი, აუდიო ვერსიები
სრულად გადაეცა სკოლებს.
სახელმძღვანელოების გაციფრულების მიმართულებით, 2023 წლის 8 მაისს დაიდო
ხელშეკრულება 2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით
გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების გაციფრულების, Android და iOS
სისტემაზე
მომუშავე
აპლიკაციის
შექმნის
მომსახურების
სახელმწიფო
შესყიდვაზე, ჯამური ღირებულებით 393 450 ლარი.
2024 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში განათლებას იღებს 13 113 სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სსიპ
მოსწავლეთა მხარდასაჭერად 2403 სპეციალური მასწავლებელია დასაქმებული.
139 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მომზადდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის
აკრედიტაციის პროცესი გაიარა სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სსიპ − შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტმა. პროგრამა 2024-2025 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 ივლისის №937644 ბრძანებით
დამტკიცდა მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალი, რომელთა ფლობაც უნდა
დადასტურდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად. ასევე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1
აპრილის №86/ნ ბრძანებით დამტკიცდა „საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის
ჩატარების წესი“. გამოცდის წარმატებით ჩაბარება წარმოადგენს სპეციალური მასწავლებლის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას.
სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ №
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 29
დეკემბრის №1779079 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალური განათლების სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი.10
2023 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1292040
ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2023-2024
წლების ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმა“, რომლის მიზანია უზრუნველყოს
განათლების მისაწვდომობისა და ხარისხის ზრდა განათლების ყველა საფეხურზე. გეგმა სამ
სტრატეგიულ პრიორიტეტს ეფუძნება: ინკლუზიური განათლების სისტემური გაძლიერება
და განვითარება, ინკლუზიური განათლების მიდგომების, მეთოდოლოგიის და მომსახურების
განვითარება განათლების ყველა საფეხურზე, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული
ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
2023 წლის 15 ნოემბერს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა
ცვლილება, რომლის თანახმად, 2024 წლიდან განხორციელდება სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული სერვისები
ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახურის მიერ, რაც გააუმჯობესებს პროცესის კოორდინაციას. ეს, თავის
მხრივ, გაზრდის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების
მიღების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ამასთან, დაინერგება ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მომსახურებები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 29
თებერვლის №73/ნ ბრძანებით განხორციელდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №141/ნ ბრძანებაში, რომლის თანახმად საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის სამსახურში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული −
ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი (სამმართველო), ასევე
10 ხელმისაწვდომია აქ.
140 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
განხორციელდა აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის დასაკომპლექტებლად საჭირო
ღონისძიებები.
ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე ხარისხიანი განათლების
უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობს ბილინგვური
განათლების პროგრამის დანერგვა. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი. 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართულია
184 საჯარო სკოლა.
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგი მიმდინარეობს 2023 წელს განახლებული
სისტემით (საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს დადგენილება №307, 16/08/2023
წ). მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადამუშავდა
ალტერნატიული სასწავლო გეგმა და მზადდება დანერგვის ხელშემწყობი მეთოდოლოგიური
გზამკვლევი.
გრძელდება უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ქართული
ენის დისტანციური სწავლების შეთავაზება.
„არაფორმალური განათლების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან 2024
წლის მაისის ჩათვლით უცხოეთში მცხოვრები 1450 ქართველი მოსწავლე 73 ქვეყნიდან
ონლაინრეჟიმში ეუფლება ქართულ ენას, აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია 40 ქართული
ენის მასწავლებელი. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო 33
გასაღები და ჩატარდა პირისპირ/ონლაინ ტრენინგები უცხოეთში საკვირაო სკოლების
მასწავლებლებისთვის. ჯამში ტრენინგს ესწრებოდა 120 ადამიანი.
2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის განმავლობაში, სსიპ − საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის სამსახური დამატებით 23 საჯარო სკოლაში შევიდა. მოცემულ
ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოებისა და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, საქართველოს მასშტაბით, 719 საჯარო სკოლაში, 2 კერძო
სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯში უზრუნველყოფს.
აქტიურად გაგრძელდა მუშაობა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის
კომპონენტისა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს
მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას საგანმანათლებლო
პროცესში,
ასევე,
მოსწავლეთა
ეფექტიანი
სოციალური
ფუნქციონირებისათვის
ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, თბილისსა და რეგიონებში,
ახალი სოციალური მუშაკები დაემატნენ და მათი რაოდენობა 70-ამდე გაიზარდა. სოციალური
მუშაობის კომპონენტით, მანდატურის სამსახური, ამჟამად, შესულია საქართველოს 64
საჯარო სკოლაში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს საგანმანათლებლო
სივრცეში, როდესაც სოციალური მუშაკი სასკოლო ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა და
ის თავის ფუნქცია-მოვალეობებს უშუალოდ ადგილზე ახორციელებს. აქამდე, სოციალური
მუშაობა სკოლებში, საჭიროებისამებრ, ინტერვენციის ფარგლებში ხორციელდებოდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აგრძელებს სასკოლო მედიაციის
საპილოტე პროექტის განხორციელებას. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით,
141 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების,
კონფლიქტებზე რეაგირებისა და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო
მექანიზმია.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებში გრძელდება
სარისკო ქცევის პრევენციის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა 13
წელს ზემოთ ასაკის მოსწავლეებისთვის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის (EU
DAP Unplugged Program) გამოყენებით − 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის.
პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცნობიერების
ასამაღლებელ კამპანიებს. მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები
მოსწავლეებთან,
მათ
მშობლებსა
და
მასწავლებლებთან/ადმინისტრაციის
წარმომადგენლებთან, წლის განმავლობაში, ათასობით საინფორმაციო-საგანმანათლებლო
შეხვედრას ატარებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია და მათზე
რეაგირება, დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია, კრიზისული სიტუაციების
მართვა; მოწყვლადობის რისკის წინაშე მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირება; ძალადობა და
კიბერბულინგი; ოჯახში ძალადობა; ბავშვთა ასაკში ქორწინება; გენდერული თანასწორობა;
ტოლერანტობა; სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, ბავშვთა უფლებები და
ანტიდისკრიმინაციული
მიდგომები.
ფსიქოსოციალური
მომსახურების
ცენტრის
თანამშრომლების მიერ, სოციალური მუშაობის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო, საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ,
სადისკუსიო და საინტერვენციო ღონისძიებაში ჩაერთო დაახლოებით: 15 500 მასწავლებელი და
ადმინისტრაციის წარმომადგენელი; 150 000 მოსწავლე; 15 000 მშობელი/კანონიერი
წარმომადგენელი.
სასკოლო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განხორციელდა
შემდეგი ღონისძიებები:
დასრულდა 4 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობს 7 საჯარო სკოლის
ამასთან,
დაწყების
ეტაპზეა
და
მიმდინარეობს
მშენებლობის
პროცესი.
წინამოსამზადებელი სამუშაოები კიდევ 70 სკოლის შენობის მშენებლობის
დაწყებისთვის.
დასრულდა 11 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 92 საჯარო
სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დასრულდა 150-ზე მეტი სკოლის სხვადასხვა სახის ნაწილობრივ სარეაბილიტაციო
სამუშაოები.
საქართველო გაწევრიანდა „კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის“ სასკოლო
კვების საერთაშორისო კოალიციაში (School Meals Coalition) და განსაზღვრა ეროვნული
ვალდებულებები. დამტკიცდა „სასკოლო კვების პროგრამა“, რომლის ფარგლებში
მუნიციპალურ დონეზე განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა
სასკოლო კვების ორგანიზების მოდელების შესარჩევად. მიმდინარეობს კვლევის შედეგების
დამუშავება.
142 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
„ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის „ახალი სკოლის მოდელისა“ და
„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში:
„ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“
ფარგლებში დაიბეჭდა და დარიგდა 22726 ერთეული დამხმარე საგანმანათლებლო
რესურსები, ჯამური ღირებულებით − 99326 ლარი.
„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის
ფარგლებში, უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილ იქნა თბილისის 64 საჯარო
სკოლის 11527 მოსწავლე, აქედან 25 საჯარო სკოლის 403 მოსწავლე არის სსსმ სტატუსის
მქონე.
პროფესიული განათლება
მიმდინარეობს ორი ახალი კოლეჯის მშენებლობის პროცესი ბორჯომსა და ბოლნისში, ხოლო
წყალტუბოსა
და
ხაშურში
ორი
ახლად
განვითარებული
კოლეჯი
ემზადება
ავტორიზაციისათვის. ამასთან, მიმდინარეობს ფოთში − სსიპ − კოლეჯ „ფაზისისა“ და თელავში
− სსიპ − კოლეჯ „პრესტიჟის“ სასწავლო სახელოსნოს სამშენებლო სამუშაოები. გრძელდება 4
საგანმანათლებლო დაწესებულების (ბორჯომი, ბათუმი, ბოლნისი და გურჯაანი) და ორი
პრაქტიკული სწავლების სივრცეების (ფოთი და თელავი) მშენებლობა.
სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პარტნიორობის
ფარგლებში,
გაგრძელდა
თბილისში
ტრანსპორტის/ლოგისტიკისა
და
სამშენებლო
მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესი. მომზადდა ცენტრის
მშენებლობის დეტალური პროექტი და ბიზნესმოდელის სამუშაო ვერსია. სამშენებლო
სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამოცხადებული ტენდერი არ შედგა და მიმდინარეობს
პროცედურები ტენდერის ხელახლა გამოცხადების მიზნით. ამასთან, საერთაშორისო დონის ორი
ახალი ცენტრის – თელავის ღვინის სკოლისა და დუშეთის ტურიზმის სკოლის განვითარების
მიზნით, მომზადდა ზოგადი და დეტალური შეთანხმება, რომლის ხელმოწერის შემდგომ
პროექტის განხორციელება შევა აქტიურ ფაზაში.
აზიის განვითარების ბანკის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით,
აქტიურად გაგრძელდა მუშაობა საჯარო სკოლებთან, რის შედეგადაც, პროფესიული
მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება, სულ მცირე,
20 საჯარო სკოლაში. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები,
განხორციელდა შერჩეული სკოლების გაძლიერება და მომზადება პროფესიული მომზადებისა
და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
ინტეგრირებული
პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით, შერჩეულია 20 საჯარო სკოლა და
აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები იმისათვის, რომ სკოლებმა 2024 წლის
ახალი სასწავლო წლიდან სრული ზოგადი საფეხურის მოსწავლეებს შესთავაზონ
ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. ინიციატივა დამამთავრებელი
კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების
პარალელურად, დაეუფლონ პროფესიას.
143 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
გაიზარდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელებულ პროგრამებზე
გამოცხადებული ადგილებისა და ჩარიცხული პირების რაოდენობა. მათ შორის, აღსანიშნავია,
დუალური პროგრამები, რომლებზეც 2023 წლის მიღების ფარგლებში გამოცხადებული იყო 554
ადგილი და ჩაირიცხა 463 პირი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სისტემას დაემატა სამუშაოზე
დაფუძნებული 55 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დაფინანსებით, გაგრძელდა ზრდასრულთა განათლების
სისტემის განვითარების პროცესი და სისტემას დაემატა 192 პროფესიული მომზადებისა და
პროფესიული გადამზადების პროგრამა. 2024 წლის მდგომარეობით, ხელმისაწვდომია
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 507 პროგრამა. საანგარიშო
პერიოდში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე ჩაირიცხა
5745 პირი, ხოლო, 2024 წლის მდგომარეობით, ჩარიცხულ პირთა ჯამური რაოდენობა 20 500-ზე
მეტია. საგულისხმოა, რომ 2023 წელს განხორციელებული პროფესიული მომზადებისა და
პროფესიული გადამზადების კურსდამთავრებულთა კვლევის თანახმად, დასაქმების
მაჩვენებელი შეადგენს 86%-ს.
რაც შეეხება ინტეგრირებული პროგრამების დანერგვას, აღნიშნულ პროგრამებზე სწავლება
ხელმისაწვდომია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. დღეისათვის ხორციელდება 91
ინტეგრირებული პროგრამა (23 სახელმწიფო დაწესებულებაში − 86 პროგრამა, 3 კერძო
დაწესებულებაში − 5 პროგრამა). ამასთან, აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაციისა და
ჩარიცხვის მაჩვენებელი ყოველწიურად იზრდება, სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი, წინა
წლებთან შედარებით, 2023 წელს 40%-ამდე გაიზარდა და 783 შეადგინა.
2023 წელს ჩატარებული კურსდამთავრებულთა კვლევის მიხედვით, 2022 წლის
კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლები ბოლო 6 წლის მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს
და 81%-ს აღწევს.
პროფესიული განათლების საერთო ბიუჯეტმა 2023 წელს შეადგინა 124.1 მილიონი ლარი, ხოლო
2024 წლისთვის გათვალისწინებულია 125.4 მილიონი ლარის გამოყოფა. ამასთან,
შემუშავებულია პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მოდელის სამუშაო ვერსია,
რომელიც ითვალისწინებს შედეგებზე დაფუძნებულ კომპონენტს, საანგარიშო პერიოდში
დაიწყო აღნიშნული მოდელის სიმულაცია.
2023 წლიდან საფუძველი ჩაეყარა საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიან მექანიზმს. ინიციატივა
გულისხმობს კერძო სექტორის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში
შემოყვანას და, შესაბამისად, პროფესიული განათლების მიწოდებაში მათი როლის კიდევ უფრო
მეტად გაზრდას. ინიციატივის ფარგლებში 2023 წელს დაიწყო მშენებლობის მიმართულების
პროფესიული განათლების პროვაიდერის განვითარება ქ. ვალეში (სამცხე-ჯავახეთი) კომპანია
„BK ქონსთრაქშენთან“ პარტნიორობით.
პროფესიულ
განათლებაში
კერძო
სექტორის
ჩართულობის
მიზნით,
შემუშავდა
კვალიფიკაციების განვითარების ახალი მოდელი. 2023 წლის ივნისში დამტკიცდა პროფესიის
სტანდარტის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოდულების შემუშავებისა
და დამტკიცების წესი. საანგარიშო პერიოდში კერძო სექტორის ჩართულობით
შემუშავდა/გადამუშავდა 30 პროფესიული კვალიფიკაციის პროექტი.
144 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მომზადდა პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის, ასევე
პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, საქმიანობის დაწყების, შეფასების,
უწყვეტი პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლის მოდელებისა და პროფესიული
განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ახალი მოდელის სამუშაო ვერსიები. ამასთან,
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დამწყები პროფესიული განათლების
მასწავლებლებისთვის შეიქმნა მოსამზადებელი პროგრამის (pre-service) მოდულები (სულ − 9
მოდული).
პროფესიული განათლების მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის მიზნით, 2024 წლის
მაისში მშენებლობის, ინჟინერიისა და სტუმარმასპინძლობის დარგის 28 მასწავლებელი
გაემგზავრა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იტალიისა და ლატვიის მიმართულებით
პარტნიორ დაწესებულებებში. ამავე წლის ივნისში სოფლის მეურნეობის მიმართულების 14
მაწავლებელი მიიღებს საერთაშორისო გამოცდილებას გერმანიაში პარტნიორ დაწესებულებაში
ვიზიტის ფარგლებში.
კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამტკიცდა „პროფესიული განათლების
შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორის სტანდარტი.
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში
დამტკიცდა ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების მარეგულირებელი ჩარჩო. ამასთან,
ცვლილება შევიდა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში, რომლის საფუძველზე შეიქმნა
შესაძლებლობა,
უცხო
ქვეყნის
საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან
ერთად
განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაეფუძნოს პროფესიულ
საგანმანათლებლო სტანდარტს ან შემუშავდეს პარტნიორი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო
დაწესებულების ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი
„Beyond Europe with Micro-credentials“ და დაიწყო ახალი პროექტის − „INVEsT in you: promote
international traineeship programs for Armenian, Georgian and Moldovan students in Central Europe“
განხორციელება, პროფესიული უნარების სააგენტოს ჩართულობით.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა
საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების
განხორციელების მიზნით. ამჟამად საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამები
(საკვალიფიკაციო და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების) ხორციელდება 7
დაწესებულებაში, ICT, ინჟინერიისა და ტურიზმის მიმართულებით.
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად, 40 პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი გადამზადდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას, მოიზიდონ დაფინანსება
დონორებისგან, არსებული ან ახალი პროგრამების დასაფინანსებლად, რაც გააუმჯობესებს
სტუდენტთა მიღწევებს.
2023 წელს, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით, WorldSkills საქართველოს
ეროვნული კონკურსი გაიმართა. კონკურსი სამი მიმართულებით: კულინარია, კონდიტერია და
145 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ვებტექნოლოგიები 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში 21-წლამდე 16-მა კონკურსანტმა
მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულები 2024 წელს WorldSkills-ის რიგით
47-ე საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება მიმდინარეობს
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. 2024 წლიდან დაიწყო
პროფესიული განათლების საინფორმაციო პლატფორმაში პროფესიული განათლების
სარეგისტრაციო მოდულის ინტეგრირება.
საანგარიშო პერიოდში შეიქმნა კვალიფიკაციების განვითარების ინოვაციური ელექტრონული
პლატფორმა. ელექტრონული პლატფორმა იძლევა კვალიფიკაციების განვითარების პროცესის
ელექტრონულად წარმართვის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, შემუშავდა პროფესიული განათლების ელექტრონული სწავლების პლატფორმა −
lms.geoskills.ge, რომელიც მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების შესაძლებლობების გაძლიერებასა
და დივერსიფიცირებას, მომხმარებელზე მორგებული ციფრული გარემოს შექმნის გზით.
უმაღლესი განათლება
2020 წელთან შედარებით, 2024 წლისთვის უმაღლესი განათლების დაფინანსება გაზრდილია 26%ით და შეადგენს 181.3 მლნ ლარს.
2023 წლის სექტემბრიდან გაიზარდა როგორც წარჩინებულ სტუდენტთათვის სახელმწიფო
სტიპენდიის ოდენობა (150 ლარიდან 300 ლარამდე), ასევე ბენეფიციართა რაოდენობა (3000-იდან
5000 სტუდენტამდე). სტიპენდიის მიღების კრიტერიუმები გახდა საერთო ყველა სახელმწიფო
უნივერსიტეტისთვის და, წარჩინებისა და აკადემიური მიღწევების გარდა,თავის თავში მოიცავს
სოციალურ განზომილებასაც (დამატებითი ქულები სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი
ჯგუფის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის).
2023 წელს მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ. აღნიშნული
გადაწყვეტილება შეეხო საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე,
დაახლოებით, 30 000-ამდე სტუდენტს, რომლებსაც, ჯამში, 40 მილიონზე მეტი ლარის
დავალიანება ჩამოეწერათ და სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა
ეძლევათ.
2023-2024 სასწავლო წელს სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და
სამაგისტრო გრანტი მოიპოვა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის (მაღალმთიანი, მრავალშვილიანი,
ობოლი, შშმ, ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები,
აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლადამთავრებულები და სხვა) 1544-მა სტუდენტმა.
სასწავლო წლის ბიუჯეტი შეადგენს 2,7 მლნ ლარს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა
სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამები. საერთაშორისო
146 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
პარტნიორობის ფარგლებში დადებულია ხელშეკრულებები 10-ზე მეტ უნივერსიტეტთან,
პერსონალისა და სტუდენტების გაცვლის მიმართულებით.
2023-2024 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების
მოდელზე. 2023 წელსვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჰოლისტური მიდგომით
შემუშავებულიყო უმაღლესი განათლების საბაზო (core) დაფინანსების მოდელიც, რომელიც 2024
წლის ბოლომდე შემუშავდება. ამასთან, დაგეგმილი ღონისძიებების რეალიზაცია დასრულდება
2025 წლის ბოლოს, ინფორმაციის მართვისთვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნით, რომელიც
მოემსახურება, როგორც საბაზო (core) დაფინანსების მოდელის, ასევე შესრულებაზე
დაფუძნებული მოდელის (PBF) იმპლემენტაციას.
პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, ასევე შეიქმნა კონკურენტული
ინოვაციის ფონდი (CIF) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი
ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისთვის, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური
საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. 2023-2024 წლებში,
აღნიშნული ფონდის ფარგლებში, ორი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, რომლის საერთო
ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ცალკეული
უნივერსიტეტებისა და კონსორციუმების 27 პროექტი.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული
რეფორმების შედეგად, 2023 წლიდან ყველა საფეხურისა და სახის უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების შეფასების პროცესში ჩაერთნენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც
თავმჯდომარის რანგში ხელმძღვანელობენ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს. ექსპერტთა
ჯგუფში, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, შედიან − დარგის ადგილობრივი ექსპერტები,
სტუდენტი და დამსაქმებელი.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განათლების
მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, დაიგეგმა სადოქტორო
საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება. შესაბამისად, 2022 წელს შემუშავდა
სადოქტორო
საფეხურის
საგანმანათლებლო
პროგრამების
შეფასების
ხარისხის
უზრუნველყოფის ჩარჩოდოკუმენტი, რომელიც ადგენს სადოქტორო სწავლების დამატებით,
სპეციფიკურ მოთხოვნებს და გამოყენებული იქნება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის
შეფასების დროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან
ერთად. 2023 წლის განმავლობაში დოკუმენტი რამდენჯერმე იქნა გაზიარებული უმაღლესი
განათლების სისტემის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და მათი უკუკავშირების
გაანალიზების შედეგად, დოკუმენტის პროექტი მნიშვნელოვნად დაიხვეწა. შემუშავებული
დოკუმენტი სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის შეფასებისთვის ადგენს შემდეგ სტანდარტებს: 1. სადოქტორო პროგრამის
შინაარსი და სტრუქტურა; 2. დოქტორანტთა მხარდამჭერი მექანიზმები და ხელმძღვანელობა; 3.
ადამიანური და მატერიალური რესურსები; 4. შიდა ხარისხის უზრუნველყოფა.
დოკუმენტი სრულად ითვალისწინებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის სადოქტორო
პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომებსა და ეროვნული კონტექსტის
თავისებურებებს და ეფუძნება ზალცბურგი − II სახელმძღვანელო პრინციპებს. სადოქტორო
147 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
პროგრამების ჩარჩოდოკუმენტის საბოლოო სახით დამტკიცება იგეგმება
განმავლობაში. დამტკიცებული სტანდარტი ამოქმედდება 2025 წლიდან.
2024
წლის
გაგრძელდა პროგრამა − „ვისწავლოთ საქართველოში“, რომლის ძირითად მიზანს 2020 − 2023
სასწავლო წლებში უნივერსიტეტების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების
მხარდაჭერა წარმოადგენდა. 2024 წლიდან გრძელდება უსდ-ების ხელშეწყობა განათლების
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიზნით. საქართველოს უნივერსიტეტები
მონაწილეობას მიიღებენ ორ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში (NAFSA (აშშ) და
EAIE (საფრანგეთი)) 2024 წლის მაისსა და სექტემბერში.
კლასტერული აკრედიტაციის მეორე ეტაპზე, 2023 წელს განხორციელდა ტურიზმის, თავდაცვისა
და უსაფრთხოების, სპორტისა და ხელოვნების სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია. განხორციელდა ტურიზმის სფეროში − 20, სამხედრო
მეცნიერებების სფეროში − 2, სპორტის სფეროში − 1 და ხელოვნების სფეროებში − 103
საგანმანათლებლო პროგრამის კლასტერული აკრედიტაციის პროცესი.
2023 წლის განმავლობაში განხორციელდა ტურიზმის, თავდაცვისა და უსაფრთხოების,
სპორტისა და ხელოვნების სფეროს აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ატესტაცია.
ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მოძიების მიზნით, გამოცხადდა ახალი
კონკურსები. შეფასების პროცესები სრულად განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტების
ჩართულობით.
2023 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის არსებობის ისტორიაში
პირველად, ცენტრმა განახორციელა უცხო ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია. ცენტრში 2023 წელს დარეგისტრირდა მედიცინის 3
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთა შეფასების პროცესში ჩაერთნენ საერთაშორისო,
ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტების აკრედიტაციის ექსპერტები.
ცენტრმა 2023 წელს დაიწყო პროცესების მხარდაჭერისა და ექსპერტთა კორპუსის
განვითარებისთვის მზადება. ცენტრი ექსპერტთა კორპუსის შევსებისა და განვითარებისთვის
აცხადებს კონკურსებს, მოქმედი ექსპერტებისთვის კი − ატესტაციის პროცესს.
საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის განახლების მიზნით, 2023 წლის ბოლოს ცენტრმა
გამოაცხადა შესარჩევი კონკურსი, რომელიც განთავსდა უმაღლესი განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ვებგვერდზე. აკრედიტაციისა და
ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი მნიშვნელოვნად შეივსო და გამრავალფეროვნდა.
განხორციელდა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი
კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება.
დაწესებულებებისგან მიღებული უკუკავშირების საფუძველზე, გადამუშავდა 2022 წლის
დასაწყისში შედგენილი სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების
ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოდოკუმენტის პროექტი. სადოქტორო საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების ფარგლებში,
ცენტრში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, ავტორიზაციის მე-6 სტანდარტის (კვლევა,
განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა) განახლების მიზნით.
148 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
კლასტერული აკრედიტაციის გეგმის შესაბამისად, დამტკიცდა 7 უმაღლესი განათლების
დარგობრივი მახასიათებელი.11
სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელებული სასტიპენდიო
პროგრამების
ფარგლებში,
უცხო
ქვეყნის
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში/ორგანიზაციებში შესაბამის აკადემიურ და კვალიფიკაციის ამაღლების
პროგრამებზე სწავლის მიზნით, დაფინანსდა საქართველოს 225 მოქალაქე. ბენეფიციართა
ოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდა მასწავლებლის მომზადების ერთწლიან
საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება: 2023-2024 სასწავლო
წლისთვის მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ
პირთა დაფინანსება გაიზარდა და განისაზღვრა 3 200 000 ლარით. დაფინანსდა 1067 პირი.
2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების
უმაღლესი განათლების ხელშეწყობისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები
სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, დაფინანსდა 2395 სტუდენტი.
დაფინანსების თანხამ შეადგინა 5,1 მლნ ლარი.
დღეის მონაცემებით, სკოლა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სთავაზობს
ინტეგრაციის ხელშემწყობ, ქართული ენის შემსწავლელ 30 პროგრამას/კურსს, რომლებიც
სხვადასხვა ენობრივი დონისა და შესაძლებლობების მქონე პირებს ეხმარება, შეისწავლონ
ქართული ენა და სრულფასოვნად ინტეგრირდნენ ერთიან საზოგადოებრივ და პროფესიულ
სივრცეში.
გრძელდება საქართველოს მომზადდება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის შედეგადაც, გარდა
უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის კომპონენტებისა, საქართველოს გაეხსნება წვდომა
პროგრამის ყველა კომპონენტზე.
2021 წელს საქართველოსთვის გაიხსნა Erasmus+ პროგრამის პროფესიული განათლების
კომპონენტენტი. კერძოდ, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური
გაძლიერება (Tempus-ის პროგრამის მსგავსი, რომელიც განკუთვნილი იყო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის). 2024 წლიდან საქართველო ევროპული ქსელის
„Eurydice Network-ის“ წევრი გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ
ევროკავშირის წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს.
Eurydice Network-ში 40 ქვეყანაა ჩართული. ქსელის მიზანია, აღწეროს და სისტემატურად
განაახლოს მასში ჩართული ქვეყნების განათლების სისტემები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც
განთავსებულია ერთიან ევროპულ პლატფორმაზე. ქსელში ჩართვა კიდევ უფრო გაზრდის
საქართველოს განათლების სისტემის ხილვადობას, გამჭირვალეობასა და სანდოობის ხარისხს,
ევროკავშირისა და მსოფლიოს მასშტაბით. მომზადდა ე.წ. „Feasibility study“ პროექტის დიზაინი,
11 „ფინანსების“, „ბიზნესის ადმინისტრირების“, „მარკეტინგის“, „აღრიცხვის და დაბეგვრის“, „სტომატოლოგიის“,
‘„მასწავლებლის განათლების“, „სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის“ უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები. ასევე, განახლებული და
დამტკიცებულია „კონფლიქტოლოგიის“, და „მასწავლებლის განათლების“ უმაღლესი განათლების დარგობრივი
მახასიათებლები.
149 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სამინისტროს უშუალო ჩართულობით; ჩატარდა შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები
Erasmus+ სამიზნე ჯგუფებისთვის; ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, ჩატარდა 42 ტრენინგი
და 5 რეგიონული (ბათუმი, ქუთაისი, თელავი) საინფორმაციო დღე, რომელშიც, ჯამში,
მონაწილეობა მიიღო 640-მა პირმა.
პარალელურად, Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების კომპონენტის მიმართულებით,
2020 − 2023 წლებში საქართველო აქტიურად იყო ჩართული ინსტიტუციური განვითარებისა და
სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტებსა თუ პროგრამებში. კერძოდ,
Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის (EMJMD) მიმართულებით,
საქართველოს უნივერსიტეტები ჩართული არიან 6 პროექტში;
უმაღლეს განათლებაში ინსტიტუციური განვითარების (CBHE) მიმართულებით, ჯამში,
საქართველოს მონაწილეობით, 23 საპროექტო განაცხადმა მიიღო დაფინანსება. აქედან 11
პროექტი ხორციელდება საქართველოს უსდ-ების კოორდინაციით;
Erasmus + Jean Monnet პროგრამის ფარგლებში, ჯამში, დაფინანსდა 17 საპროექტო
განაცხადი საქართველოს მონაწილეობით. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ყველა
მიმართულებით ევროკავშირში ინტეგრაციის თემებზე დისკუსიების წარმართვა და
ცნობიერების გაზრდა;
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის
პროექტებში თუ სასტიპენდიო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის მაჩვენებელი
კი შემდეგია:
Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში (EMJMD), 88
სტუდენტმა მოიპოვა სტიპენდია საქართველოდან;
საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 6320-მა
სტუდენტმა და აკადემიურმა პერსონალმა ისარგებლა მოკლევადიანი მობილობით
ევროკავშირში, ხოლო 3166-მა − საქართველოში.
საანგარიშო პერიოდში შვიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 15 მლნზე მეტი
ლარით დაფინანსდა (ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად).
იურისტების მომავალი თაობების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, მათი
სამართლებრივი პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაში ჩართულობისა და სამინისტროს მიერ
დასახული მიზნების მიღწევაში თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად, იუსტიციის
სამინისტროში დაფუძნდა ინოვაციური ახალგაზრდული პლატფორმა − კლუბი
„YOUTHTITIA“.
საანგარიშო პერიოდში საჯარო სკოლებში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ
ჩატარდა ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგები, რომლებშიც
მონაწილეობა მიიღო 53 საჯარო სკოლის მაღალი კლასების (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12
კლასები) 1 333-მა მოსწავლემ.
ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის
ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საჯარო სკოლების მასწავლებლებს
შესთავაზა ტრენინგები ადამიანის უფლებების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს
წყალტუბოს,
სამტრედიის,
აბაშის,
მარტვილის,
ახმეტის,
ქარელის,
კასპის
მუნიციპალიტეტების მასწავლებლებმა.
150 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შეიქმნა უფასო და ყველასთვის
ხელმისაწვდომი ქართული ენის ონლაინკურსი, რომელიც განთავსებულია ცენტრის
დისტანციური სწავლების ელპლატფორმაზე − eacademy.tcj.gov.ge და მისი გავლა შეუძლია
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
3.4 მეცნიერება
ყოველწლიურად, ეტაპობრივად იზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც
2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გაზრდილია 2,480 მლნ ლარით და შეადგინა 78,230 ლარი.
შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო სახელმწიფო
სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უწყვეტობა. ფონდის საგრანტო კონკურსებისა და
პროგრამების ბიუჯეტი, 2023 წელთან შედარებით, გაიზარდა 2.5 მლნ ლარით და 2024
წლისათვის შეადგინა 35 მლნ ლარი.
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ფარგლებში, 2023 წელს დაფინანსდა 489
პროექტი, ხოლო გაცემული პრემიების, ჯილდოებისა და სახელობითი სტიპენდიების საერთო
რაოდენობამ შეადგინა 25. ამ პერიოდში ბენეფიციარ მეცნიერთა საერთო რაოდენობამ
შეადგინა 1593, რომელთა 39.3% ახალგაზრდა მეცნიერია.
ყოველწლიური კონკურსის სახით ფინანსდება გამორჩეული მეცნიერების ფუნდამენტური
კვლევები და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევები. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო
საგრანტო მხარდაჭერით სტარტი აიღო კონკურსებში გამარჯვებულმა 112-მა ფუნდამენტური
კვლევის პროექტმა, ასევე 31 პოსტდოკის, 38 დოქტორანტისა და 42 მაგისტრანტის კვლევითმა
პროექტებმა. 2023 წელს გრანტით დაფინანსდა და 2024 წლის ბოლომდე ორგანიზდება 22
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. უნდა აღინიშნოს, მნიშვნელოვნად გაიზარდა
საკონფერენციო გრანტების პროექტის ბიუჯეტი და 2024 წლიდან იგი შეადგენს 170 000 ლარს
თითო პროექტისათვის. ეს საშუალებას მისცემს ქართველ მეცნიერებს, საქართველოში
ჩაატარონ მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება და მოიპატიჟონ მსოფლიოს
საუკეთესო მკვლევრები. 2024 წლის საგრანტო კონკურსები მიმდინარე ფაზაშია და შედეგები
ცნობილი გახდება წლის მეორე ნახევარში.
სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციირებით, 2024
წელს მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავდა და გამოცხადდა
საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და
სამეცნიერო კვლევის სტიმულირების საგრანტო კონკურსი. კონკურსის მიზანია საქართველოს
მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო კვლევების
სტიმულირება საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური STEM ის მიმართულებით.
ეტაპობრივად იზრდება უცხოეთში მოღვაწე ქართველ სამეცნიერო დიასპორის
წარმომადგენელთა ჩართულობა საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში. ამ
ეტაპზე მიმდინარეობს და 2024 წლის ბოლომდე დასრულდება ზემოაღნიშნული პროცესის
დინამიკის შესახებ მაჩვენებლების (შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების) დამუშავება.
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩოპროგრამასთან − „Horizon Europe“ საქართველოს
ასოცირების 2021 წლის 7 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით
დამტკიცებულია პროგრამა − „საერთაშორისო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა
151 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ჩართულობის ხელშეწყობა“. პროგრამის ფარგლებში ქართველი მკვლევრებისა და სამეცნიერო
სფეროს წარმომადგენლების ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩოპროგრამის −
„Horizon Europe-ის“ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის ამაღლების მიზნით,
უზრუნველყოფილია ეროვნული ოფისის − „ჰორიზონტი ევროპის“ ფუნქციონირება, რომლის
საქმიანობის შედეგად, დღეის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული საგრანტო კონკურსების
ფარგლებში ქართველი მონაწილეების ჩართულობით დაფინანსდა, ჯამში, 35 პროექტი, 28
ორგანიზაციის მონაწილეობით, სადაც ევროკავშირის პირდაპირი კონტრიბუცია 3,62 მლნ
ევროა. საქართველოს მონაწილეობით, შეტანილ იქნა 192 საპროექტო განაცხადი (234
აპლიკაცია). საქართველოდან წარდგენილი საპროექტო წინადადებების წარმატების
მაჩვენებელი შეადგენს 17.09%-ს.
ევროპულ კვლევით სივრცეში (ERA) ინტეგრაციის ფარგლებში, საქართველოს
წარმომადგენლები საანგარიშო პერიოდისათვის მონაწილეობდნენ ERA-ს დელეგატების
ფორუმებში.
პირველად საქართველოში ჩატარდა ევროპის მასშტაბური COST ENIS-ის სამეცნიერო
კონფერენცია. COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის
ასოციაციის „European Network on International Student Mobility: Connecting Research and
Practice“ (ENIS) პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას BTU თბილისში უმასპინძლა,
რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 24 ქვეყნის 105 მაღალი რანგის მეცნიერი, მკვლევარი და
პროფესორი ესტუმრა. როგორც COST-ის სრულუფლებიან წევრს, ქართველ მეცნიერებს აქვთ
წვდომა ორგანიზაციის მკვლევართა მსხვილ ქსელზე, რესურსებსა და დაფინანსების არაერთ
შესაძლებლობაზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან დღემდე 48 მკვლევარმა (მათგან − 21 ქალი,
17 მამაკაცი, მათ შორის, 26 ახალგაზრდა მკვლევარი) ისარგებლა COST-ის ერთ-ერთ network
აქტივობაში. მათგან 43 მკვლევარი ჩართულია COST-ის აქციების მმართველი კომიტეტის
საქმიანობაში. 91 მკვლევარი ჩართულია COST-ის აქციების ფარგლებში მოქმედ სხვადასხვა
სამუშაო ჯგუფში.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შემუშავდა და 2024
წლის 25 აპრილს გამოცხადდა ახალი საგრანტო კონკურსი − „შავი ზღვის ლურჯი
განვითარება“, რომელიც ეხმაურება კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩოპროგრამის მისიას −
„აღვადგინოთ ოკეანეები და წყლები“ და შესაბამისობაშია მდგრადი კვლევებისა და
ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA) ამოცანებთან. კონკურსის ერთ-ერთი მთავარ პირობას
წარმოადგენს საქართველოს სამეცნიერო წრეებისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების
სამეცნიერო წრეების მხრიდან კვლევების ერთობლივად განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს:
ევროკავშირის
მხარდაჭერით
შექმნილი
სტრატეგიული
დოკუმენტის
−
სტრატეგიული კვლევის ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA-Strategic Research
Innovation Agenda) მიზნების განხორციელებას;
შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით მულტიდისციპლინური კვლევების ჩატარებას;
შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო ფონდებთან, კველევით ცენტრებთან დაახლოებას;
ქართველი და უცხოელი მეცნიერების დაახლოებასა და ერთობლივად შესაბამისი
ღონისძიებების გატარებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედ სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
152 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
განვითარების
სააგენტოს
კომპეტენციათა
ფარგლებში
მოქმედებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების
პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2023 წელს შეადგენდა 10,100.000 ლარს, ხოლო 2024 წელს −
15,000,000 ლარს.
სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიური კონკურსების
სახით უწყვეტად ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მატერიალურტექნიკური ბაზების განახლების ფინანსური მხარდაჭერა.
3.5 ახალგაზრდული პოლიტიკა
სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023 − 2026-ის განხორციელების 2024-2025 წლების
სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში, პარტნიორი ორგანიზაციის ორგანიზებით, ჩატარდა
საჯარო შეხვედრები, მთელი საქართველოს მასშტაბით (ჯამში − 6 შეხვედრა), რომელშიც
მონაწილეობდა 350-ზე მეტი ახალგაზრდა 10 რეგიონიდან.
მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის კუთხით, ახალგაზრდობის სააგენტო
ყოველწლიურად აკომპლექტებს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს, რომელიც ევროპის
საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის თანამმართველობის მსგავსი ფორმატით მუშაობს.
საანგარიშო პერიოდში, დაკომპლექტდა 22 წევრისგან (გენდერული და გეოგრაფიული
წარმომადგენლობითი პრინციპის დაცვით) შემდგარი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო,
რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და აწვდის რეკომენდაციებს სააგენტოს
მიმდინარე საქმიანობასთან, სახელმწიფოს ახალგაზრდულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო
გეგმასთან, ასევე სხვა სახელმწიფო პოლიტიკებთან დაკავშირებით. საბჭოს შემადგენლობაში
არიან როგორც ეთნიკური უმცირესობის, ისე სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდები.
სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტომ, როგორც ახალგაზრდულ საკითხებზე, ევროპის საბჭოს
კამპანიის − „დემოკრატია აქ დემოკრატია ახლა“ საკონტაქტო უწყებამ, აჭარის რეგიონულ
ცენტრთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო ,,ახალგაზრდული დიალოგი 2023-ის“
ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში. ღონისძიებაში ჩართული იყო 30 ქართველი და
25 უცხოელი ახალგაზრდა, მათ შორის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების
წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება
დემოკრატიულ ცხოვრებაში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ასევე ახალგაზრდებსა და
დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის სტიმულირება, ახალგაზრდების მონაწილეობის
ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „მუნიციპალური ახალგაზრდული სტრატეგიები“ და
სამოქმედო გეგმები დამტკიცებულია 26 მუნიციპალიტეტში.
სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის
ორგანიზებით, გაიმართა „ახალგაზრდული კონგრესი 2023“. კონგრესს დაესწრო 14 − 30 წლის
400-ამდე ახალგაზრდა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ასევე პარტნიორი
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები. სხვადასხვა
ახალგაზრდულ თემატიკაზე დიალოგის შესაძლებლობასთან ერთად, კონგრესის
153 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
განმავლობაში ახალგაზრდებს საშუალება
სახელმწიფოს ახალგაზრდულ სტრატეგიას.
ჰქონდათ,
დეტალურად
გაცნობოდნენ
აქტიურად
ფუნქციონირებს
ახალგაზრდული
შესაძლებლობების
ელექტრონული
პლატფორმა − Youthplatform.gov.ge, რომელზეც ყოველდღიურად იტვირთება სხვადასხვა
კატეგორიის შესაძლებლობები ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.
ამჟამინდელი მონაცემებით, პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 1250 მომხმარებელი:
აქედან 1053 ახალგაზრდა, 163 ორგანიზაცია და 34 ახალგაზრდული მუშაკი.
განხორციელდა ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებისთვის საჭირო
სარეაბილიტაციო სამუშაოები, შედეგად ახალგაზრდული ბანაკები სრულად რეაბილიტირდა;
მომზადდა 2 საბანაკე პროგრამა. 2023 წელს ბანაკებში 3000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო
მონაწილეობა, მათ შორის, 2200-ამდე ახალგაზრდა − ანაკლიის საზაფხულო ბანაკში, ხოლო
700-ამდე ახალგაზრდა − შაორის საზაფხულო ბანაკში. ახალგაზრდულ ბანაკებში ჩატარდა
ინტერაქტიული ტრენინგი პროფესიის არჩევისა და მართვის, ფინანსური წიგნიერების,
მოხალისეობის, ახალგაზრდული შესაძლებლობების, კომუნიკაციებისა და გუნდური
მშენებლობის თემებზე.
ევროკავშირის ტექნიკური დახმარების (Skills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, სიტუაციის
ანალიზისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავდა კონცეპტუალური
დოკუმენტი და მის საფუძველზე ახალგაზრდული სერვისების ხარისხის სტანდარტის
დოკუმენტები (ახალგაზრდული ცენტრების, სივრცეებისა და ბანაკების), რომელიც მიზნად
ისახავს ცენტრების, სივრცეებისა და ბანაკების ხარისხის სტანდარტის დანერგვასა და
ხარისხიანი სერვისების განვითარების ხელშეწყობას.
ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარების მიზნით, 40 წარმომადგენელს ჩაუტარდა
სამეწარმეო უნარების განვითარებისა და პროექტების წერის ტრენინგები.
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოზარდებისთვის
მოეწყო ბანაკი, ჯამში, 44 მოზარდის მონაწილეობით.
მომზადდა შედარებითი ანალიზი თემაზე − „მოხალისეობრივი საქმიანობა საქართველოსა და
ევროპაში“. შემუშავდა რეკომენდაციები ახალგაზრდების მოხალისეობის პოლიტიკის
გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ინიციატივა გახდა საფუძველი მოხალისეობის თემაზე
მომუშავე ორგანიზაციების სტრუქტურული დიალოგის პლატფორმის შექმნის.
აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ევროპის საბჭოს ოფისთან. ქვეყანას ჰყავს
წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ სამეთვალყურეო კომიტეტსა (CDEJ) და
ახალგაზრდობის დეპარტამენტის პროგრამულ კომიტეტში (CPJ). ახალგაზრდობის
კომპონენტი ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის სამოქმედო გეგმაში მკაფიოდაა
აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო. ამას გარდა, საქართველოს
ახალგაზრდობის წარმომადგენელი ჰყავს ევროპის საბჭოს კონგრესში − ახალგაზრდა
დელეგატი 2024-2025 წლების მანდატის ფარგლებში.
ევროპის ახალგაზრდული ფონდი (EYF) პირველად ეწვია საქართველოს და ჩაატარა
ტრენინგი/საინფორმაციო სესია ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და საინიციატივო
ჯგუფებთან.
154 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, გამოცხადდა მასშტაბური საგრანტო
კონკურსი. კონკურსის მიზანია, ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა,
თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში განავითარონ სხვადასხვა
კომპეტენცია. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 000 ლარი. ამას გარდა, 2024 წლის 1 მაისს
გამოცხადა კიდევ ერთი საგრანტო კონკურსი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების
ინიციატივების მხარდასაჭერად. საგრანტო კონკურსის მიზანია ახალგაზრდული
ორგანიზაციების,
საინიციატივო
ჯგუფებისა
და
ახალგაზრდების
გაძლიერება,
ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების
შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად. კონკურსის საერთო
ბიუჯეტია 600 000 ლარი.
2024 წლის მარტიდან აქტიურად დაიწყო მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის
საორგანიზაციო სამუშაოები. ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული
ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას,
ინტერმედიას − რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებას,
მოხალისეობრივ აქტივობებსა და STEM კონკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს
ახალგაზრდებს,
მეცნიერების,
ტექნოლოგიების,
ინჟინერიისა
და
მათემატიკის
მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. ფესტივალში საქართველოს
სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 25 000-ამდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აქტიურად მიმდინარეობს
„ჯარის ბანაკის“ მოსამზადებელი სამუშაოები. 2024 წლის მაისიდან დაიწყო ახალგაზრდული
„თემატური ბანაკის“ განხორციელება, რომლის მთავარ მიზანსაც განსხვავებული თემატიკის
შესახებ დისკუსიების გამართვა და აქტიური დიალოგი წარმოადგენს.
3.6 კულტურა
„კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, სამინისტრო სხვადასხვა პროგრამის
ფარგლებში აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობას
ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის,
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების,
ეროვნული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის,
კულტურის
ხელმისაწვდომობისა
და
სახელოვნებო
განათლების
განვითარების
მიმართულებით.
„კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსდა 500ამდე პროექტი, მათ შორის, 60-ამდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის
თარგმნა/გამოცემა, აქედან ხელოვანთა შემოქმედების ამსახველი 20-ამდე წიგნი-ალბომის
გამოცემა და სხვა პროფესიული კონკურსი თუ ღონისძიება.
„საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში,
საანგარიშო პერიოდში, ჩატარდა/დაფინანსდა 130-ამდე პროექტი, აქედან 100-ზე მეტი
პროექტი-ღონისძიება საზღვარგარეთ, 15-ამდე საერთაშორისო ღონისძიება განხორციელდა
155 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საქართველოში, ხელი შეეწყო 17 ახალგაზრდა არტისტის 5-ზე მეტ ქვეყანაში საერთაშორისო
ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობას.
მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 20 პროექტი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების გამოვლენა/შესწავლა/ ინვენტარიზაცია
სააგენტოში შექმნილია და დღემდე მუდმივად ვითარდება გეო ინფორმაციული სისტემა (გის)
პორტალი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან
მონაცემთა ბაზას ინტერაქტიული რუკით. გის პორტალზე თავს იყრის ინფორმაცია
ფოტოებით, აღწერილობებითა და ზუსტი მდებარეობით თითოეულ კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლზე/ობიექტზე, მათ დაცვით ზონებზე, სამუზეუმო კოლექციებზე,
მუზეუმებზე, მუზეუმ-ნაკრძალებზე, კედლის მხატვრობებსა და დოკუმენტაციაზე.
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა 226 ძეგლის/ობიექტის
აღწერა/შესწავლა/ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებიც აისახა გეოსაინფორმაციო ბაზაში.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია/კონსერვაცია
საანგარიშო პერიოდში დასრულდა 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია
და ამჟამად მიმდინარეობს 19 ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საანგარიშო პერიოდში მომზადდა 10 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის
პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს 8 ძეგლის პროექტირება.
თანამედროვე ტექნოლოგიები (სკანირება, 3D მოდელების შექმნა)
უპილოტო საფრენი აპარატების, ზუსტი GPS მოწყობილობებისა და 3D ლაზერული სკანერის
საშუალებით ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების აერო
ფოტო-ვიდეო გადაღება, ფოტოფიქსაცია, 3D მოდელებისა და მრავალწერტილოვანი ზუსტი
ფიქსაციის შესაქმნელად, შემდგომში არქიტექტურული პროექტის უზრუნველსაყოფად,
ზუსტი ანაზომების მისაღებად ან დაზიანების დინამიკის განსასაზღვრად. საანგარიშო
პერიოდში შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 24 ერთეული 3D მოდელი.
სახელოვნებო განათლების საკანონმდებლო რეფორმის განხორციელების მიზნით, საანგარიშო
პერიოდში სამინისტროს მიერ მომზადდა „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონის
პროექტი და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც იქნება სრულად ახალი კანონი და
მოაწესრიგებს დღესდღეობით დაურეგულირებელ სფეროს − სახელოვნებო განათლებას
(რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის პარალელურად ხორციელდება) და
უზრუნველყოფს მის ჩართვას ფორმალური განათლების სისტემაში.
სათეატრო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით,
სამინისტროს მიერ მომზადდა ახალი კანონის პროექტი „თეატრების შესახებ“ და შესაბამისი
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედ კანონს „პროფესიული თეატრების
შესახებ“. კანონპროექტი უზრუნველყოფს თეატრების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და
მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო თეატრების
სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას.
156 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
როგორც სახელოვნებო განათლების, ისე თეატრების მარეგულირებელი საკანონმდებლო
პაკეტი შემუშავდა სფეროს კვალიფიციური წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით.
სამინისტრო აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობას ღია
კონკურსის წესით 10-ამდე პრიორიტეტული მიმართულებით. პროექტების დაფინანსების
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს შესაბამისი პირებისა და დარგის ექსპერტებით
დაკომპლექტებული კომისია. ინფორმაცია კონკურსებისა და მისი შედეგების შესახებ
გამჭვირვალეა და რეგულარულად ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
დაიწყო კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვა მუზეუმებში.
მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო
მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 5 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი.12
ახალი კადრების მოზიდვა და რესურსების მობილიზება
სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ბოლო
რამდენიმე თვის განმავლობაში სტაჟირებას გადის თბილისის აპოლონ ქუთათელაძის
სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის 17 სტუდენტი,
რომელთა გადამზადებასაც უზრუნველყოფენ სააგენტოს წამყვანი სპეციალისტები.
სტაჟირების შედეგად, შესაძლებელი გახდება მათ მიერ საქმიანობის დამოუკიდებლად
განხორციელება, რაც გააძლიერებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროს.
განხორციელდა 8 თეატრის, მათ შორის, სახელმწიფო, კერძო პროფესიული და სამოყვარულო
თეატრების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება, სასცენო განათებისა და
გახმოვანების აპარატურით აღჭურვა; 4 სსიპ თეატრის მუზეუმი აღიჭურვა სპეციალური
ინვენტარით, გაუმჯობესდა ექსპონატების დაცვისა და მათზე ხელმისაწვდომობის პირობები.
სხვადასხვა
პროექტის
ფარგლებში
დანადგარები,
ხელსაწყოები,
მუსიკალური
ინსტრუმენტები და საკრავები თუ სხვა სახის აღჭურვილობა იქნა შეძენილი შემოქმედებითი
ინდუსტრიების, მცირე შემოქმედებითი საწარმოებისა თუ ინდივიდუალური შემოქმედებითი
მეწარმეებისთვის.
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ კომპანია
„სტეინვეი ენდ სანზ“-თან გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო 40
ერთეული როიალი. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის −
„სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ ფარგლებში, საქართველოს 6
რეგიონში 24 მუსიკალური სკოლა დაფინანსდა 600000 ლარით, 103 ერთეული მუსიკალური
ინსტრუმენტის შეძენის მიზნით.
ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობით, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების
მუზეუმში გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და
ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია. 542 კვ/მ ფართობის სივრცეში მოეწყო
12 1. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის
ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; 2. ქართული სპორტის მუზეუმი; 3.
გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი; 4. სიმონ ჯანაშიას
სახელობის საქართველოს მუზეუმი (რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს); 5. სვანეთის
ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.
157 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია,
რომლის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში
ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების
ავთენტიკურობის დადგენა უახლესი აპარატურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენებით. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა „ფიროსმანის“ ერთ-ერთი ტილოს
ავთენტურობა, რომელიც კერძო კოლექციაში ინახება. საქართველოში აქამდე მსგავსი
შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა უმნიშვნელოვანესია ქართული
ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის.
როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით, სამინისტროს
მხარდაჭერით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 60-ამდე
საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალი. ფესტივალებში მონაწილე/ბენეფიციართა
რაოდენობა 5000-ზე მეტია.
საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა მუზეუმებმა
გამართეს 194 გამოფენა/ღონისძიება, 1291 საგანმანათლებლო აქტივობა, სამინისტროს
მუზეუმებს სტუმრობდა 601 819 დამთვალიერებელი.
გაიხსნა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახლადრეაბილიტირებული
მეორე კორპუსი. კერძოდ, სრულად განახლდა 6000 კვ/მ ფართობის სივრცე, სადაც მოეწყო
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო, საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები
და ფონდსაცავები. შენობა აღიჭურვა თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით.
შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების მიზნით, სსიპ − შემოქმედებითმა საქართველომ
ჩაატარა: კონკურსები სალიტერატურო ჟურნალების, საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერის
მიზნით;
შემოქმედებითი
ინდუსტრიების
ფორუმი,
იუნესკოს
კულტურული
მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის დაფინანსებული პროექტის − „შემოქმედებითი
გარდასახვა
−
შემოქმედებითი
და
კულტურის
ინდუსტრიების
ეკონომიკური
შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში; სემინარი შემოქმედებითი ეკონომიკის
განვითარების სტრატეგიის საკითხზე; ლიტერატურული კონფერენცია − „პატარა ქვეყნების
ლიტერატურების კომერციალიზაცია და მისი როლი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის
ჩამოყალიბებისა და პოპულარიზაციის საქმეში“ (UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამის
ფარგლებში).
2023 წელს დასრულდა ანსამბლ „სუხიშვილების“ შენობის დაზიანებული სახურავის
რეაბილიტაცია; გორის, ფოთის, ზესტაფონის, ჭიათურისა და დმანისის სახელმწიფო
პროფესიული თეატრების შენობების რეაბილიტაციის პროექტები. განხორციელდა ძველი
კინოსტუდიის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის გამოკვლევის, შესწავლის,
შეფასების, აღდგენა-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები; ფონდის სივრცეში გაიხსნა
თოჯინების სახლი, დასრულდა საგამოფენო სივრცის მოწყობა.
გაგრძელდა საფრანგეთში ლევილის მამულის რეაბილიტაციის სამუშაოები; კაპიტალურად
აღდგა „გუშაგის სახლი“, მამულში მოეწყო 6 სტუდიოს ტიპის საცხოვრებელი სივრცე,
სრულად შეიცვალა შატოს სახურავი.
158 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
შეიქმნა ქართული კინოკრიტიკის პლატფორმა − ორენოვანი პორტალი https://gfr.ge
„ქართული კინოს მიმოხილვა“. გაგრძელდა თეატრის, სახვითი ხელოვნების, აკადემიური და
ტრადიციული მუსიკის, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო
ექსპონატთა ელექტრონული აღრიცხვის, მონაცემთა ბაზებისა და ინტერნეტპორტალების
განვითარება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელოვნებო განათლების მიმართულებით
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური და სამეცნიერო ადამიანური
რესურსის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებას, თანამედროვე
ხელოვნების სფეროში ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების
მხარდაჭერას, ახალგაზრდა ხელოვანების ინიციატივების ხელშეწყობას.
აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარეს სახელოვნებო უმაღლესმა სასწავლებლებმა.
განხორციელდა მისაღები გამოცდების რეფორმა სსიპ − თბილისის ა. ქუთათელაძის სახ.
სახელმწიფო აკადემიაში. სამხატვრო აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული
პერსონალის ხელფასი 40%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურება გაეზარდა
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას 40%-ით,
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს − 25%-ით.
ასევე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,
საჭირო სპეცდანადგარებითა და ახალი კომპიუტერული ტექნიკით პირველად ძირეულად
აღიჭურვა ფაკულტეტები.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყო
სხვადასხვა აქტივობა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, მათ შორის,
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმის
ფარგლებში. ხელი შეეწყო 6 ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით
სამართლებრივი ბაზის განახლებას, შემუშავებულია თანამშრომლობის პროგრამების
პროექტები კულტურის სფეროში ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: იტალია, პოლონეთი,
უნგრეთი, საფრანგეთი, იაპონია და სხვა. განახლდა 2 ორმხრივი თანამშრომლობის
დოკუმენტი: „საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის
კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების
აღმასრულებელი პროგრამა (2023 − 2027 წლები)“ და „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა
და საქართველოს მთავრობას შორის 2024 − 2028 წლებისათვის კულტურის სფეროში
თანამშრომლობის პროგრამა“.
გარდა ამისა, მრავალმხრივ ფორმატებში კულტურული თანამშრომლობის განვითარების
მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული
იუნესკოს, ევროპის საბჭოს, BSEC-ის, ევროკავშირის სხვადასხვა ღონისძიებაში. საქართველომ
განაგრძო აქტიური მონაწილეობა შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში და კულტურულ,
შემოქმედებით და აუდიოვიზუალურ სექტორებში თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე
ეროვნული კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან
(AVMSD) შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს კულტურისა და MEDIA-ს საკოორდინაციო
ჯგუფებში აქტიურმა ჩართულობამ ხელი შეუწყო ერთობლივი ინიციატივებისა და
პროექტების განვითარებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველომ
159 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
მონაწილეობა მიიღო მრავალ ერთობლივ ღონისძიებაში შვედეთში, ესპანეთში,
პორტუგალიაში, პოლონეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბელგიაში. საქართველოდან
საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარდგენილი განაცხადებიდან ხელი შეეწყო 9-ს, მათმა
ჯამურმა დაფინანსებამ კი შეადგინა 556 184.29 ევრო.
მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა სხვადასხვა კულტურული პროექტი.
მასშტაბურ პროექტებს შორისაა ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში გამართული
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი − „ევროპალია-საქართველო“, სადაც საქართველო
სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა 2023-2024 წლებში. ფესტივალის ფარგლებში
განხორციელდა 80-ამდე ღონისძიება, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი 2
მასშტაბური გამოფენა, სადაც 600-ამდე ექსპონატი იყო წარმოდგენილი საქართველოსა და
მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან. გამოფენა 60000-ამდე დამთვალიერებელმა ნახა.
ფესტივალზე ასევე ჩატარდა თანამედროვე ხელოვანთა 3 გამოფენა; კლასიკური და
ტრადიციული მუსიკის კონცერტები, სპექტაკლები, პერფორმანსები, ლიტერატურული
საღამო. მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა არტისტმა და 20-ამდე შემოქმედებითმა ჯგუფმა,
ხელოვანმა.
ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენები გაიმართა ევროპის თანამედროვე ხელოვნების 4
საერთაშორისო მნიშვნელობის საგამოფენო ცენტრში: ბრიუსელში ბოზარის ხელოვნების
ცენტრი, კრაკოვის ეროვნული მუზეუმი, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
დანიაში და ბეილერის ფონდი შვეიცარიაში. დანიაში ზემოხსენებული გამოფენა ჩრდილოეთ
ევროპაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა იყო, სადაც
მხატვრის 50-ამდე ნამუშევარი ოთხი თვის განმავლობაში 350000-მა დამთვალიერებელმა ნახა.
ქართული კულტურული მემკვიდრეობის უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა − „ოქროს
საწმისი-საქართველოს ხელოვნება“ გაიხსნა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში. წარმოდგენილი
იყო 800-ზე მეტი ექსპონატი საქართველოს 12 და უცხოეთის 4 მუზეუმიდან (ლუვრი,
იერუსალიმის არქეოლოგიის მუზეუმი, ბერლუზეუმი, ბრიტანეთის მუზეუმი (British
Museum).
2023 წელს დაფუძნდა „ლევილის ქართული ფესტივალი“. საფესტივალო პროგრამაში, ჯამში,
300-ამდე ხელოვანი (5 სსიპ თეატრი; 8 ფოლკლორული ანსამბლი და ესტრადის
წარმომადგენელი) მონაწილეობდა. 2024 წლის მაისში ლევილის მამულმა პირველად
უმასპინძლა ხელოვანთა რეზიდენციას. პროექტის − „ქანდაკების სიმპოზიუმი ლევილში“
ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 10-ამდე სტუდენტმა მამულში 1
თვე იცხოვრა და მამულის პარკში საკუთარი ქანდაკებები სამუდამოდ განათავსა.
საანგარიშო პერიოდში, საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობდა ვენეციის
ხელოვნების/არქიტექტურის ბიენალეებზე, სადაც 2 წარმატებული გამოფენა ჩატარდა.
გამოფენების მიმდინარეობის პერიოდში გამართულ სახელოვნებო რეზიდენციებში 28
ახალგაზრდა ხელოვანი, კურატორი ხელოვნების ისტორიკოსი, მუზეუმების, გალერეების
თანამშრომელი მონაწილეობდა.
2024 წელს პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო ეროვნული სტენდით პირველად
წარსდგა. Grand Palais Éphémère-ში ფესტივალის ფარგლებში, სამინისტროს ხელშეწყობით,
საგანგებოდ გამოსაცემად მომზადდა და დაიბეჭდა სხვადასხვა ჟანრის 9 წიგნი, წიგნი-ალბომი
160 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ფრანგულ ენაზე, გამოფენის კონცეფციის − „ჰაგიოგრაფიიდან პოსტ-მოდერნიზმამდე“
თანახმად. 2024 წლის მაისში პეშტი ვეგადოს (უნგრეთი, ბუდაპეშტი) სახელოვნებო ცენტრში
გაიხსნა ქართველი ქალი მხატვრების შემოქმედების ამსახველი გამოფენა − „ქალი ხელოვანიეპოქის სახე“.
„კულტურის ხელშეწყობის პროგრამაში“ ცალკე პრიორიტეტად გამოიყო „კულტურაზე
ხელმისაწვდომობა“, რომელიც მოიცავს რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან, ეთნიკური
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ პუნქტებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში მცხოვრებთა, აგრეთვე ქალების, ბავშვების, ახალგაზრდების, შშმ პირების,
ეთნიკური უმცირესობების, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის კულტურულ ცხოვრებასა
და შემოქმედებით საქმიანობაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული მოიცავს 25-ამდე
სხვადასხვა საკონკურსო თუ არასაკონკურსო მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც
დაფინანსდა 440-ამდე პროექტი.
ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქვეყნის
კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე სსიპ
ორგანიზაციების მიერ განხორციელდა 35 პროექტი. ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელთა მუზეუმების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს შორისაა − 24
გამოფენა; 52 საგანმანათლებლო პროგრამა.
3.7 სპორტი
გაიზარდა სპორტის სფეროს დაფინანსება. 2023 წელთან შედარებით (2023 წელი −
241,990,871.77), 2024 წელს დაფინანსდა 245,067,300.00 ლარით.
2023 წელი − ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში მოპოვებული მედლები (მსოფლიოსა
და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები, ოლიმპიური თამაშები, საერთაშორისო ტურნირები)
ჯამში: სულ 1400 მედალი, ოქრო − 565; ვერცხლი − 406; ბრინჯაო − 429.
2024 წელი − ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში მოპოვებული მედლები (მსოფლიოსა
და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები, ოლიმპიური თამაშები, საერთაშორისო ტურნირები).
ჯამში: პირველ კვარტალში 195 მედალი, ოქრო − 74; ვერცხლი − 59; ბრინჯაო − 62.
საქართველომ 2023 წლის ივნის-ივლისის თვეებში რუმინეთთან ერთად უმასპინძლა 21წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს. 2024 წლის თებერვალში საქართველომ
უმასპინძლა კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს კარატეში.
განხორციელდა ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა,
ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის, ასევე პერსპექტიულ სპორტსმენთა
სტიპენდიების პროგრამის რეფორმა, სადაც სპორტსმენების სტიპენდია საშუალოდ 50%-იდან
70%-ამდე, მწვრთნელებისა და ექიმების − 35%-იდან 50%-ამდე გაიზარდა. აღნიშნული
პროგრამით ისარგებლა 36-მა სპორტულმა ფედერაციამ, 375 მწვრთნელს, 622 სპორტსმენსა და
76 საექიმო პერსონალს, ჯამში, 1073 ბენეფიციარს გაეზარდა სტიპენდიის ოდენობა. გაიზარდა
ვეტერან სპორტსმენთა და ვეტერან სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარების წლიური
ბიუჯეტი 500 000 ლარით და შეადგინა 1 200 000 ლარი. 2023-2024 წლებში ბენეფიციართა
161 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ნუსხას დაემატა 50-ზე მეტი პირი და დაფინანსების ზედა ზღვარი გაიზარდა ყოველთვიურ
300 ლარამდე.
გრძელდება მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების
სოციალური მხარდაჭერის პროგრამა. ასევე, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 22 მარტის
№118
დადგენილების
საფუძველზე,
შპს
„სპორტმშენსერვისმა“
მაღალმთიანი
მუნიციპალიტეტებისა და ეროვნული სპორტული ფედერაციებისთვის, საერთო ჯამში,
შეისყიდა 3 788 620 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი. ასევე შპს
„სპორტმშენსერვისმა“, ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ეროვნული
სპორტული ფედერაციებისათვის, საერთო ჯამში, 4 641 856 ლარის სპორტული ეკიპირება
შეიძინა.
2023 წელს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, სპორტული ინფრასტრუქტურის
განვითარების მიმართულებით, განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი:
თბილისში, დიღომში მდებარე ოლიმპიური ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყო მშვილდოსნობის
ბაზა; კასპში დასრულდა ჩოგბურთის კორტების მშენებლობა, რომელმაც უმასპინძლა დევისის
თასის გათამაშების მატჩს; დასრულების ეტაპზეა ქალაქ ფოთში, მალთაყვაში, კანოესა და
ნიჩბოსნობის სპორტული კომპლექსის მშენებლობა; თბილისში მიმდინარეობს საქართველოს
ეროვნული ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის რეაბილიტაცია; მიმდინარეობს
სოფელ დიღომში მულტიფუნქციური სპორტული ბაზის რეაბილიტაცია; ლენტეხის
მუნიციპალიტეტში დაწყებულია აილამას სამთო ბანაკის მშენებლობა.
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროსთან
თანამშრომლობით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის
ახალი შენობის მშენებლობა, რაც მოიცავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობის
აშენებას, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის
სექტემბერი. აღნიშნული უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება
უმაღლესი აკადემიური ახალი პროგრამების დანერგვა, განვითარება.
4. სახელმწიფო მმართველობა
მთავრობის პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მდგრადი,
მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირებადი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა და
პროფესიული საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერი და ეფექტიანი ფუნქციონირება.
საანგარიშო პერიოდის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა აღნიშნულ
მიზნებთან დაახლოებისათვის, საჯარო მმართველობის რეფორმის 2023 − 2026 წლების
სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის დაწყების გზით.
აღსანიშნავია, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა ფუნდამენტური მნიშვნელობის სფეროა
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. გასათვალისწინებელია, რომ 2020 წელს
დამტკიცებული ევროკავშირის გაფართოების შესწორებული მეთოდოლოგიის შესაბამისად,
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში ცენტრალური როლი
162 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
„ფუნდამენტური საკითხების ჯგუფს“ უკავია, საჯარო მმართველობის რეფორმა კი, სწორედ
ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. შესაბამისად, მთავრობის დღის წესრიგის
პრიორიტეტად რჩება საჯარო მმართველობის მყარი სისტემის ჩამოყალიბება.
საანგარიშო პერიოდში, კარგი მმართველობის უზრუნველსაყოფად, გადაიდგა შემდგომი
ნაბიჯები:
პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის ფუნქციური სისტემის ჩამოსაყალიბების
ხელშეწყობის პროცესში განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით, გაგრძელდა
ინტენსიური ღონისძიებები საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების უწყვეტად
გაძლიერების კუთხით. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, შემდეგი ძირითადი
ღონისძიებები განხორციელდა:
პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს
შესაბამისად, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის
მთავრობის მხარდაჭერით (UNDP PAR მხარდაჭერის პროექტი, ფაზა 2), შემუშავდა
პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით პირველი ელექტრონული სასწავლო კურსი
და შესაბამისი მოდულები განთავსდა სწავლების ერთიან ელექტრონულ
პლატფორმაზე − elearning.csb.gov.ge. აღნიშნული რესურსით სარგებლობის
შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის
ფართოდ გავრცელებას;
საანგარიშო წელს, განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით, დაიგეგმა და
განხორციელდა
ბიუჯეტირებისა
და
ხარჯთაღრიცხვის,
ასევე
საჯარო
კონსულტაციების წარმართვის ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა
სახელმწიფო უწყების 200-ამდე წარმომადგენელმა მიიღო. ამასთან, გაგრძელდა
შესაძლებლობების გაძლიერების ციკლი და დამატებით 80-ამდე პასუხისმგებელი
საჯარო მოხელე გადამზადდა პოლიტიკის ანალიზის, მონიტორინგისა და
შეფასების მიმართულებით;
გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების
პროცესების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით,
შესაბამისი ღონისძიებები გატარდა ადგილობრივ დონეზეც. კერძოდ, 63
მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები გადამზადდნენ საქართველოს მთავრობის
2022
წლის
15
თებერვლის
№264
განკარგულებით
დამტკიცებული
„მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ მიხედვით
შექმნილ ტრენინგმოდულში;
ამასთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების ხელშეწყობის
მიზნით, პროცესები აქტიურ ფაზაშია საკანონმდებლო აქტების რეგულირების
ზეგავლენის შეფასების (RIA) დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებითაც:
163 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
o
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, RIA-ს სიღრმისეულად
გაცნობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების
50-ამდე საჯარო მოხელისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა;
o
შესაძლებლობების უწყვეტად გაძლიერებისა და მდგრადობის შენარჩუნების
მიზნით, პირველად მზადდება ელექტრონული კურსი USAID-ის საჯარო
მმართველობის პროგრამის ხელშეწყობით და, პარალელურად, GIZ-თან
თანამშრომლობით, აქტიურად მიმდინარეობს მოხელეთათვის RIA-ს
მიმართულებით ტრენერთა ტრენინგის ორგანიზება;
o
აღსანიშნავია, რომ RIA-ს საფუძველზე, საანგარიშო წლისთვის პარლამენტმა
მიიღო 2 საკანონმდებლო ცვლილება, ხოლო 1 საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტის შესახებ მიმდინარეობს საკომიტეტო განხილვები.13
საჯარო სამსახურის განვითარების მიმართულებით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ
შემუშავდა საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
პირველადი სამუშაო ვერსია, რომელიც ხაზს უსვამს, საჯარო მმართველობის
კონტექსტში, საჯარო სამსახურის განვითარებისა და ძლიერი, ანგარიშვალდებული,
ქმედითი საჯარო დაწესებულებების არსებობის მნიშვნელობას. სტრატეგიაში
ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე მახვილდება: (1) პროფესიული საჯარო
სამსახურის სისტემის განვითარება საჯარო სამსახურის საკოორდინაციო მექანიზმისა
და ანგარიშგების გაძლიერებით (2), ადამიანური კაპიტალის განვითარება და (3)
საჯარო სამსახურის მიმზიდველ დამსაქმებლად ჩამოყალიბება. სტრატეგიის შექმნით,
საქართველოს მთავრობა გამოხატავს ურყევ ნებას, აღმოფხვრას ფრაგმენტულობა,
არსებულ პრაქტიკასა და კანონმდებლობაში თანმიმდევრულობისა და ერთიანი
ხედვის შეტანის გზით.
ამასთან, კვლავ პრიორიტეტად რჩება საჯარო სექტორში ადამიანური კაპიტალის
განვითარება. ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების შესაძლებლობების
გაზრდის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურომ საანგარიშო პერიოდში არაერთი
მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო დოკუმენტი შეიმუშავა სტრატეგიული
ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ხელშესაწყობად, მათ შორის, სამუშაო
ძალის სტრატეგიული დაგეგმვისა და საჯარო სამსახურში თანამშრომელთა მოზიდვის
საკითხებზე.
საჯარო
მოსამსახურეებისთვის
პროფესიული
განვითარების
პროგრამების
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროცესების გაციფრულების თანამედროვე
ტენდენციების გათვალისწინებით, შემუშავდა მოხელეთა სწავლების ერთიანი
ელექტრონული პლატფორმა (elearning@csb.gov.ge).
13 „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკანონმდებლო
პაკეტი პარლამენტისათვის მთავრობის მიერ წარდგენილია 2023 წლის 22 დეკემბერს.
164 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
აღსანიშნავია, რომ პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესების მიზნით,
„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების
განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებაში შევიდა
ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გაფართოვდა საჯარო მოხელეების პროფესიული
განვითარების საბაზისო პროგრამების ჩამონათვალი. აღნიშნული ცვლილება ხელს
შეუწყობს და გააუმჯობესებს საჯარო დაწესებულების ფუნქციონირებას, პროგრამები
კი განკუთვნილი იქნება თითოეული რანგის მოხელისთვის.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ანტიკორუფციული მიმართულებით.
ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია
გრძელვადიანი მიზნებისა და ხედვების ფორმირება. შესაბამისად, მიმდინარეობს
ბიუროს შიდა სტრატეგიის შემუშავების პროცესი. პირველ ეტაპზე, ევროპის საბჭოს
მხარდაჭერით,
მომზადდა
ტექნიკური
დოკუმენტი
−
„საქართველოს
ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიისა და
სამოქმედო გეგმის პროექტის წინადადება“. ამჟამად მიმდინარეობს სტრატეგიის
შემუშავების მეორე ეტაპი.
უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო სრული მანდატით 2023 წლის
პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. ბიუროს ამ პერიოდიდან გადაეცა ორი
მნიშვნელოვანი ფუნქცია − პოლიტიკური ფინანსებისა და ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციების მონიტორინგი და მამხილებელთა დაცვისა და ინტერესთა
შეუთავსებლობის სტანდარტების გაუმჯობესება.
მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიღებულია მეორე
მოსმენით. აღნიშნული ცვლილებები თანხვედრაშია საერთაშორისო პარტნიორების,
მათ შორის, ვენეციის კომისიის, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებთან ბიუროს
ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
მონიტორინგთან დაკავშირებით არსებული სიახლეებიც: თითოეული ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია დაექვემდებარება ფაქტობრივი სისწორისა და სისრულის
შემოწმებას და ბიუროს ამ პროცესისთვის განესაზღვრება გონივრული ვადა.
მამხილებელთა დაცვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად, 2023 წლის ნოემბერში,
ანტიკორუფციულ ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მამხილებლისათვის უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ
დახმარებას.
2023 წლის სექტემბრიდან ანტიკორუფლიული ბიურო ახორციელებს პოლიტიკური
ფინანსების მონიტორინგს. მომზადდა და საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით
მიიღო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული
165 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ბიუროსთვის
სპეციალური
ადმინისტრაციული
განხორციელების უფლებამოსილების მინიჭებას.
წარმოების
ღონისძიებების
ხაზგასასმელია, რომ ბიუროს მინიჭებული აქვს ეროვნული კოორდინატორის როლი
ისეთ საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობაში, როგორებიცაა: ევროკავშირი,
კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), გაეროს ნარკოტიკებისა და
დანაშაულის ოფისი (UNODC) და სხვა.
ბიურო გახდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელისა“
(The European Partners against Corruption/EPAC) და „კეთილსინდისიერების
საერთაშორისო ქსელის“ (Network for Integrity) წევრი. მისი ორგანიზებით გაიმართა
არაერთი საერთაშორისო და ეროვნული დონის კონფერენცია. ასევე ხელი მოეწერა
ანდალუსიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისსა (OAAF) და ბიუროს შორის
სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის არაწევრი პირველი სახელმწიფო,
რომელიც გაწევრიანდა ევროპული კეთილსინდისიერებისა და მამხილებელთა დაცვის
უწყებათა ევროპულ ქსელში (NEIWA).
საერთაშორისო შემფასებელი მისიების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები
გადაიდგა; ანტიკორუფციულმა ბიურომ, როგორც ეროვნულმა კოორდინატორმა, 2023
წლის ივნისში უმასპინძლა GRECO-ს შემფასებელი ექსპერტების ვიზიტს
საქართველოში. კოორდინირებული მუშაობის შედეგად, 2024 წლის მარტში, ქ.
სტარსბურგში, დამტკიცდა შეფასების მე-5 რაუნდისა და მე-4 რაუნდის მე-2
შესაბამისობის ანგარიშები. ამასთან, მე-4 რაუნდის ფარგლებში გაცემული 16
რეკომენდაციიდან ქვეყანას მხოლოდ 1 რეკომენდაცია დარჩა შეუსრულებელი.
სახელმწიფო სტრუქტურებში ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემების დანერგვა
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის მეშვეობით ხორციელდება.
საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა
მიღწეული. კერძოდ, გაიზარდა ცენტრალური სამინისტროების წილი, რომლებშიც
უფლებამოსილების დელეგირებისა და მენეჯერული ანგარიშვალდებულების სისტემა
ჩამოყალიბებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 მარტის №133
დადგენილების შესაბამისად.
მიმდინარე ეტაპისთვის 7 ცენტრალურ სამინისტროში14 დამტკიცებულია დოკუმენტი,
რომლითაც განსაზღვრულია უფლებამოსილებები და ანგარიშვალდებულების
სისტემა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მიზნებისთვის.
უფლებამოსილებების
განსაზღვრა/დელეგირება
გულისხმობს
თითოეული
14 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო; რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
166 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
საბიუჯეტო
პროგრამისთვის
პასუხისმგებელი
პირებისა
და
შესაბამისი
ანგარიშვალდებულების სტრუქტურის ჩამოყალიბებას. აღნიშნული მიმართულებით
მუშაობა მიმდინარეობს სხვა სამინისტროებთანაც.
ამასთან, მნიშვნელოვანია საჯარო უწყებებში რისკის მართვის სისტემის
ჩამოყალიბების
კუთხით
გადადგმული
ნაბიჯები.
ზემოთ
აღნიშნული
სამინისტროების უმეტესობაში განსაზღვრულია რისკის მართვის პროცესის
კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირი, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროში
აღნიშნული
მიზნებისთვის
ჩამოყალიბებულია
სტრუქტურული
ერთეული
(სამმართველო). ასევე რიგ სამინისტროებში იდენტიფიცირებული, შეფასებული და
რისკების რეესტრში აღრიცხულია სტრუქტურული ერთეულების ძირითადი რისკები.
რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობის
გასაუმჯობესებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შიდა აუდიტის განვითარება. ეს
ინსტიტუცია პასუხისმგებელია შიდა კონტროლის სისტემის შეფასებასა და შესაბამისი
რეკომენდაციებისა თუ სხვა ტიპის მხარდაჭერის საშუალებით დაწესებულების
მიზნების მიღწევის მხარდაჭერაზე. მიმდინარე ეტაპისთვის მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ როგორც ცენტრალური მმართველობის, ისე ადგილობრივი
თვითმმართველობის დონეზე იკვეთება შედარებით კომპლექსური შიდა
აუდიტორული შემოწმების სახეების: სისტემური და ეფექტიანობის აუდიტების
მზარდი ტენდენცია.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო საჯარო სექტორის შიდა
აუდიტორების სერტიფიცირების პროცესი, რომლის მთავარი მიზანია შიდა
აუდიტორთა კვალიფიკაციის გაუმჯობესება. სერტიფიცირების პროგრამა შემუშავდა
OECD/SIGMA-ს მხარდაჭერით და იგი სრულ შესაბამისობაშია შიდა აუდიტის
საერთაშორისო სტანდარტებთან. მიმდინარე ეტაპისთვის, GIZ-ისა და USAID-ის
საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების
მხარდაჭერით, სერტიფიცირების პროცესში ჩართულია 30 შიდა აუდიტორი, ხოლო
20-მა შიდა აუდიტორმა უკვე გაიარა გადამზადება. მნიშვნელოვანია სერტიფიცირების
პროცესის მდგრადობის უზრუნველყოფა და, საბოლოო ჯამში, ყველა შიდა
აუდიტორის ჩართულობა.
საანგარიშო პერიოდში გრძელდება სახელმწიფო სერვისების მიწოდების კომპონენტის
ფარგლებში დამტკიცებული „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022 − 2025
წლების სტრატეგიისა“ და მისი 2022-2023 და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმების
აღსრულება. სტრატეგიის იმპლემენტაცია მოიაზრებს ოთხი მიმართულებით
(სერვისების შექმნა, მიწოდება, განფასება და ხარისხის უზრუნველყოფა) ახალი,
ერთიანი მიდგომების დანერგვას სახელმწიფო სერვისების გამცემ უწყებებში. გარდა
ამისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით ტარდებოდა
საკონსულტაციო შეხვედრები შექმნა-მიწოდების მიმართულებით ერთიანი
მიდგომების დამნერგავ უწყებებთან.
167 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
აღსანიშნავია, რომ სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ
წარმატებით გაიარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საზედამხედველო სასერტიფიკაციო აუდიტი, eIDAS
რეგულაციისა და ETSI სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
დამატებით, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ −
ციფრული მმართველობის სააგენტო საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით
ორთობლივად მუშაობენ ეროვნული კანონმდებლობის ურთიერთთავსებადობის
საკითხებზე. აღნიშნული მიზნით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ქართული
კანონმდებლობის (საქართველოს კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ და შესაბამისი კანონქვემდებარე
აქტები) შესაბამისობის ანალიზი eIDAS 2.0-ის მოთხოვნებთან. ასევე მომზადდა
კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველადი სამუშაო
დოკუმენტი.
ციფრული სერვისების მიმართულებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტო ჩართულია EU4digital საპილოტე პროექტის მეორე ფაზის სამუშაოებში, რაც
მოიაზრებს ელექტრონული იდენტიფიცირების სქემებზე შეთანხმებას აღმოსავლეთის
პარტნიორობის ქვეყნებში.
ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაიწყო ციფრული იდენტიფიცირების
საფულის (GeWallet) დანერგვა, რომელიც თანამედროვე ტიპის აპლიკაციაა და მაღალი
დაცულობის იდენტიფიკაციის საშუალებას წარმოადგენს. 2024 წლის მაისის
მდგომარეობით, დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლის ფარგლებში
იდენტიფიცირებულია
ბიზნესმოთხოვნები,
დაინტერესებული
მხარეების
მოლოდინები, ტექნიკური და ფუნქციური მოთხოვნები, ასევე შეფასებულია სანდო
მომსახურების ჩარჩოს მოთხოვნები.
„სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციის“ პროექტის ფარგლებში, 2023 წლის
ივნისიდან 2024 წლის მარტამდე გაციფრულდა 781 161 აქტის ჩანაწერი, ხოლო, სულ,
პროექტის დაწყებიდან 2024 წლის მარტამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს ათწლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მონაცემთა ელექტრონულ
ბაზაში გაციფრულდა 10 000 000 სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს
დიგიტალიზებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მონიტორინგი.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოფლების დამისამართების კომპონენტში.
აღსანიშავია, რომ ქვეყანაში არსებული სოფლების 78% იყო დაუმისამართებელი. სსიპ
− საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საანგარიშო პერიოდში დაასრულა
საქართველოს სოფლების დამისამართების ტექნიკური ნაწილი, რაც მოიცავდა
დაუმისამართებელ სოფლებში ქუჩათა ქსელის პროექტის შექმნას, ქუჩებისთვის
ნუმერაციის მინიჭებასა და მუნიციპალიტეტებში წარდგენას, დაუმისამართებელ
სოფლებში სახელდებული/ნომერმინიჭებული ქუჩების სამისამართო რეესტრში
აღრიცხვას,
სახელდებული/ნომერმინიჭებული
ქუჩების
გათვალისწინებით,
168 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
სამისამართო ობიექტების ნუმერაციასა და სამისამართო რეესტრში აღრიცხვას.
პროექტის განხორციელების შედეგად, 1 წლის განმავლობაში:
მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, დამუშავდა 60 მუნიციპალიტეტისა
და 3 692 დასახლების საზღვარი;
დამუშავდა და ფორმირდა 45 692 ქუჩის, შესახვევისა და ჩიხის (ჯამში, 20 169 კმ)
მონაცემი − სოფლებში, ქუჩების სახელდება სისტემური წესით განხორციელდა
არაბულით ციფრებით;
ახლადსახელდებული
ქუჩების
გათვალისწინებით,
განაშენიანებულ
ტერიტორიებზე უძრავ ნივთებს მიენიჭა ნუმერაცია − შეიქმნა 354 927 ახალი
მისამართი.
გრძელდება იუსტიციის სახლების მასშტაბური მშენებლობა. კერძოდ, 118-ე იუსტიციის
სახლი გაიხსნა ზესტაფონში, დასრულდა სამტრედიის იუსტიციის სახლის
მშენებლობა და მიმდინარეობს მისი გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.
ამასთან, მიმდინარეა 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა, შემდეგ ლოკაციებზე:
თბილისში (გლდანის), ხაშურში, თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, მცხეთაში,
შროშაში, ტოლებში, ცაიშში, ზოტსა და ხელვაჩაურში.
აქტიურად მიმდინარეობს მობილური იუსტიციის სახლების პროექტი. კერძოდ, მათი
რაოდენობა 20-ამდე გაიზარდა და მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი.
აღსანიშნავია, რომ მობილური იუსტიციის სახლები კვირის განმავლობაში
ერთდროულად ემსახურება 90 სოფელს.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა დისტანციური სერვისების განვითარების
მიზნით. კერძოდ, შემუშავდა ეროვნული არქივის მკვლევართა მომსახურების
ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობით გამარტივდა მკვლევართა
მომსახურება და გაიზარდა საარქივო დოკუმენტების ციფრული ასლების
ხელმისაწვდომობა.
აგრეთვე
მომზადდა
ხელნაწერთა
კატალოგი
და
კინოდოკუმენტების კატალოგი. მათი მეშვეობით შესაძლებელია ეროვნულ არქივში
დაცული უძველესი ხელნაწერებისა და XX საუკუნის კინოდოკუმენტების შესახებ
მონაცემების დისტანციურად მოძიება. აღსანიშნავია, რომ კინოდოკუმენტების
კატალოგი უკვე ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ვებგვერდზე.
დასრულდა საქართველოს ციფრული მმართველობის 2024 − 2029 წლების სტრატეგიისა
და მისი 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. აღნიშნული
სტრატეგია ითვალისწინებს მუშაობას ციფრული მმართველობის თანამედროვე
ტენდენციებზე და უახლოესი 6 წლის განმავლობაში აყალიბებს ქვეყნის საჯარო
მმართველობის პირობებში ციფრული მმართველობის განვითარების ხედვას. აგრეთვე
სტრატეგია მიემართება იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოფხვრას.
169 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ციფრული
მმართველობის
მიმართულებით,
აღსანიშნავია
მნიშვნელოვანი
ღონისძიებები პორტალ My.gov.ge-ის მიმართულებით, რომლის განახლების
სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პორტალზე რეგისტრირებულია 370 000 ფიზიკური და
220 000 იურიდიული პირი. დღეში, პორტალზე საშუალოდ 50 000-ამდე ტრანზაქცია
ხორციელდება. ასევე საანგარიშო პერიოდში შეიქმნა პორტალ My.gov.ge-ს მობილური
აპლიკაცია.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა მონაცემთა გაცვლის ერთიანი
სისტემის განახლებაზე. სამთავრობო უწყებებს შორის უწყვეტი ტრანზაქციების
განხორციელებისა
და
ციფრული
სერვისების
სრულად
მიწოდების
უზრუნველსაყოფად, G3 აკავშირებს 300-ამდე ორგანიზაციას (სამინისტროები და
საჯარო სექტორის სუბიექტები). მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა აერთიანებს 176
სერვისსა და 530 ქვესერვისს და ყოველწლიურად ემსახურება 100 მილიონზე მეტ
ტრანზაქციას.
გრძელდება
მუშაობა
პოლიტიკის
წარმატებით
დეცენტრალიზაციის
განხორციელებისათვის. ამ მიზნით, შემუშავდა დეცენტრალიზაციის 2020 − 2025
წლების სტრატეგიის განხორციელების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი
და მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ მისი დამტკიცების პროცედურები.
მუნიციპალიტეტების ქონების გაზრდის მიზნით, 2023 წელს სახელმწიფოს მიერ
მუნიციპალიტეტებს გადაეცათ, ჯამში, 1277 ერთეული ქონება. ფისკალური
დეცენტრალიზაციის მიმართულებით განხორციელდა არაერთი საკანონმდებლო
ცვლილება, მათ შორის, შევიდა ცვლილება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტებს მიეცათ დამატებითი
სახის მოსაკრებლის (საკონტეინერო მოსაკრებელი) შემოღების უფლება და გაიზარდა
მშენებლობის ნებართვისთვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა. ამასთან,
ცვლილება
განხორციელდა
„ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც ორ მოსაკრებელზე
(ქვიშა-ხრეში, საცემენტე ნედლეული) გაიზარდა მუნიციპალურ ბიუჯეტში
გადასარიცხი მოსაკრებლის ოდენობა. ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში,
2023 წელს, მუნიციპალიტეტებმა მიიღეს, დაახლოებით, 1.6 მილიარდი ლარი, რაც,
2018 წელთან შედარებით, დაახლოებით, 781 მილიონი ლარით ანუ 96%-ით მეტია.
ამასთან, 2023 წლის 29 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №555 დადგენილებით
დამტკიცდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკის დოკუმენტი − „ღია
მმართველობა საქართველოს (OGP) 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“, 15 რომლის მიზანია,
გაუმჯობესდეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ხარისხი,
გაძლიერდეს საზოგადოების წინაშე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების
მექანიზმები და გაიზარდოს ჩართულობის შესაძლებლობები.
რიგით მეხუთე სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესის აქტიურად იყვნენ ჩართულნი
სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. სამოქმედო გეგმის
15 ღია მმართველობა საქართველოს (OGP) 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა ხელმისაწვდომია აქ.
170 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა
ერთობლივად შემუშავების მიზნით, სამდივნოს ორგანიზებით, გაიმართა16 ღია მმართველობა
საქართველოს ფორუმის ორი შეხვედრა17 და 20-ამდე თემატური სამუშაო შეხვედრა, რომელშიც
მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები.
ღია მმართველობა საქართველოს რიგით მე-5, 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი
ღია მმართველობა საქართველოს საბჭომ 2023 წლის 20 დეკემბერს განიხილა, მოიწონა და OGP
საქართველოს სამდივნოს დოკუმენტის მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა
დაავალა.
სამოქმედო გეგმა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის
მიმართულებით ფარავს 10 მსხვილ ვალდებულებას.
16 2022 წლის 21 იანვრის ფორუმის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ, ხოლო 2022 წლის 24
თებერვლის ფორუმის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.
17 ფორუმის შეხვედრის ოქმები ხელმისაწვდომია აქ.
171 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს
შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს
მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ
მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა