გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები;
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 95
შენიშვნა ერთობლივი გასვლითი სხდომა (2024 წლის 18 ივნისი, 14:00 საათი ქ. ფოთი, კოლხეთის ეროვნული პარკი):
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი;
2. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2932?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა
თარიღი
18 ივნისი 2024 14:00
2024 წლის 18 ივნისი, 14:00 საათი
ქ. ფოთი, კოლხეთის ეროვნული პარკი
დღის წესრიგი
1. გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ
ვალდებულებათა
შესრულების
2014-2024
წლების
შედეგები
და
დარჩენილი
ვალდებულებების შესრულების გეგმები;
მომხსენებელი:
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
მინისტრის
პირველი
მოადგილე ნინო თანდილაშვილი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები:
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(07-2/376;
27.03.2024) (წამყვანი კომიტეტი) III მოსმენა;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ნინო თანდილაშვილი;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი:
„თუშეთის,
ბაწარა-ბაბანეურის,
ლაგოდეხისა
და
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/384; 24.04.2024) (წამყვანი კომიტეტი) I
მოსმენა;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
6/21/2024, 4:10 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2932?local=true
ნინო თანდილაშვილი;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და
დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/387;
01.05.2024). (წამყვანი კომიტეტი) II მოსმენა;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო
თანდილაშვილი.
6/21/2024, 4:10 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
სხდომის ოქმი N95
2024 წლის 18 ივნისი, 14:00 საათი
ქ. ფოთი, კოლხეთის ეროვნული პარკის
ადმინისტრაციის შენობა
სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე
კომიტეტის წევრები: ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, გიორგი
ხახუბია, გიორგი ცაგარეიშვილი (უფლებამონაცვლე: ბექა დავითულიანი);
ალექსანდრე დალაქიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ედიშერ თოლორაია,
გოდერძი ჩანქსელიანი.
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი დენის სალუქვაძე, მთავარი
სპეციალისტი - ნანა გოგიტიძე, წამყვანი სპეციალისტები: ნათია შამათავა, ანი
სისორდია, ფიქრია რობაქიძე (სხდომის მდივანი), უფროსი სპეციალისტი ხათუნა მუკბანიანი.
მოწვეული სტუმრები: გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის
პირველი
მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; დაცული ტერიტორიების
სააგენტო უფროსის მოადგილე - თომა დეკანოიძე.
დღის წესრიგი
1.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი „კოლხეთის
დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/376; 27.03.2024) (წამყვანი კომიტეტი) III
მოსმენა;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი:
თუშეთის,
ბაწარა-
ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა
და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/384;
3.
24.04.2024)
(წამყვანი
კომიტეტი)
I
მოსმენა;
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: პროექტს „რადიაციული
დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/387; 01.05.2024). (წამყვანი
კომიტეტი) II მოსმენა;
4.
გარემოს
დაცვის
გათვალისწინებულ
სფეროში
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებით
ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების
შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები.
I საკითხი
მოისმინეს:
ნინო
თანდილაშვილის
ინფორმაცია
წარმოდგენილი
კანონპროექტის შესახებ. აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონში ცვლილება
განაპირობა კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში
მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილების უზრუნველყოფამ. კერძოდ,
მოქმედი
კანონის
თანახმად,
ტრადიციული
გამოყენების
შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება დაშვებული იყო
ზონაში
ვიზიტორთა
გადაადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ლიმიტირებული
ძოვების, თიბვის, თევზჭერისა და საშეშე მერქნის დამზადების მიზნით 2024
წლის 1 იანვრამდე.
ადგილობრივი
მოსახლეობის
ეკონომიკური
მდგომარეობის
გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ელქტროძრავიანი ნავების შეძენა,
ასევე, ვიზიტორთა მომსახურების მიზნით ელქტროძრავიანი ნავების შეძენა
გამოიწვევს დიდ დანახარჯებს. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად,
თხევად
საწვავზე
მომუშავე
შიგაწვისძრავიანი
ნავებით/პონტონებით
ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილება დაშვებული
იქნება 2028 წლის 1 იანვრამდე.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების
შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
მომზადებულად
ცნო
და
მხარი
დაუჭირა
საქართველოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.
II საკითხი
მოისმინეს:
ნინო
თანდილაშვილის
ინფორმაცია
წარმოდგენილი
კანონპროექტის შესახებ. აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი იზრდება 2245 ჰა-თი, ამასთანავე
დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება სოფელ ტბათანის და მიმდებარე
ტერიტორიას, რომელიც მოექცევა დაცული ტერიტორიების V კატეგორიის
შესაბამისი დაცვითი რეჟიმის ქვეშ.
ასევე აღნიშნა, რომ
დაცული ტერიტორიის გაფართოებით
შეიქმნება
ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობა ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს,
ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცული ტერიტორიებს შორის, რაც ხელს
შეუწყობს ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ურთიერთდაკავშირებული
ქსელის ჩამოყალიბებას.
ამასთანავე, გაფართოებული ტერიტორიის განვითარება (აღდგენითი ან/და
განაშენიანების ღონისძიებების) მოხდება ქალაქმშენებლობითი გეგმების
შესაბამისად,
რომელსაც
შეიმუშავებს
და
დაამტკიცებს
ახმეტის
მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც შესაბამისობაში იქნება დაცული
ლანდშაფტის კატეგორიის მიზნებთან. ხოლო, რაც რაც შეეხება განაშენიანების
დეტალური
გეგმას,
იგი
შემუშავდება
„სივრცის
დაგეგმარებისა
და
ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილების შესაბამისად. კანონი
ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტი
მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.
III საკითხი
მოისმინეს: ნინო
თანდილაშვილის
ინფორმაცია
წარმოდგენილი
კანონპროექტის შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტი განიხილება მეორე
მოსმენით და მისი შემუშავება განაპირობა „რადიაციული დაცვის,
ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 71-ე მუხლის (დასკვნითი დებულებები) შინაარსით შექმნილმა
საკანონმდებლო ხარვეზმა. კერძოდ, 71-ე მუხლის თანახმად, „ბირთვული
და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 20
მარტის კანონი ძალადაკარგულია 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, გარდა ამ
კანონის
IV
თავისა
(ბირთვული
და
რადიაციული
საქმიანობის
ავტორიზაციის სისტემა). ხოლო „რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 16
ივნისის კანონის III თავის (ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
რეგულირება) ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 1
იანვარი.
ზემოაღნიშნულის
კანონის
გათვალისწინებით
„რადიაციული
დაცვის,
მიზანშეწონილად
ბირთვული
ჩაითვალა,
უსაფრთხოებისა
და
დაცულობის შესახებ“ გარდამავალ დებულებებს დაემატოს 69 მუხლი 1
ლიცენზიით
ინსპექტირების,
განსაზღვრული
იძულებითი
საქმიანობის
ზომების
განხორციელების,
გამოყენების,
აგრეთვე,
რადიოაქტიური მასალის ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის
და ბირთვული მასალის ექსპორტის/იმპორტის ნებართვის გაცემის
დროებითი წესი, რომელიც უზრუნველყოფს გარდამავალ პერიოდში
მარეგულირებელი
ორგანოს
ეფექტიან
კონტროლს
ბირთვულ
და
რადიაციულ საქმიანობაზე.
აღინიშნა,
რომ
გარემოს
დაცვის
კომიტეტს
გააჩნდა
შენიშვნები
წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულ
იქნა კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის წარსადგენად.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
მიზანშეწონილად
იქნეს
მიჩნეული
საქართველო
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი კანონის პროექტის „რადიაციული დაცვის, ბირთვული
უსაფრთხოებისა
და
დაცულობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე
მოსმენით განსახილველად წარდგენა.
IV საკითხი
მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია. აღნიშნა, რომ საქართველომ
ამ 10 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გარემოს დაცვის
მიმართულებით და აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც
საქართველოში გარემოსდაცვითმა მმართველობამ და კანონმდებლობამ
განიცადა. მიღებული კანონები ნერგავს ამ სფეროების მართვის ევროპულ
პრინციპებსა და სტანდარტებს და უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად
განვითარებას.
საქართველოს პროგრესი გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების
შეთანხმების ხელმოწერის ათი წლისთავზე შთამბეჭდავია, მიღებულ იქნა
მთელი რიგი სტრატეგიული დოკუმენტები:
-ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამა (NEAP);
-გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის შესაბამისად დამტკიცდა
ეროვნულად
განსაზღვრული
წვლილის
დოკუმენტი
(NDC),
რომლის
მიხედვით 2030 წლისთვის დაგეგმილია სათბურის აირების ემისიების 35%ით შემცირება 1990 წლის დონესთან შედარებით;
-დამტკიცდა საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების
კონცეფცია, რითიც ქვეყანას აღიარებული აქვს კარბონ-ნეიტრალურობის
მიღწევა 2050 წლისთვის
გარემოსდაცვითი
მმართველობის
სისტემის
გაუმჯობესების
კუთხით
შემუშავდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომლის საფუძველზეც
დაინერგა
სრულიად
ახალი
რეგულაციები,
რომლებიც
ეფუძნება
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დირექტივის მოთხოვნებს. ასევე,
მიღებულ იქნა
კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“
რომელიც ეფუძნება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს და წარმოადგენს
ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთ სავალდებულო
პრინციპს, წინდახედულობისა და პრევენციის პრინციპებთან ერთად.
ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესების კუთხით, კერძოდ: დამტკიცდა 2023-2025
ცენტრალური
ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, უმეტესად ქალაქ
რუსთავისათვის, გაფართოვდა ხარისხის მონიტორინგის ქსელი ასევე,
შემოღებული იქნა ავტომობილის გაფრქვევების ევრო 5 სტანდარტი მსუბუქი
და სატვირთო კატეგორიის ავტომობილებისთვის.
გაუმჯობესდა დიზელის საწვავის ხარისხის სახელმწიფო სტანდარტი ევრო 5მდე;
შეიქმნა ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალი
სისტემა
და
გაიზარდა
პასუხისმგებლობა
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირების გაუვლელობისთვის. 4 უმსხვილეს ქალაქში დაინერგა
ავტომობილების გაფრქვევების გზაზე კონტროლის სისტემა
აღსანიშნავია, რომ 31-მა მსხვილმა საწარმომ დანერგა ჰაერში უწყვეტი
თვითმონიტორინგის სისტემა.
ასევე,
ლაქ-საღებავების
მოხმარებიდან
გაფრქვევების
შესამცირებლად
დადგინდა მათში მავნე ნივთიერებების ზღვრული მნიშვნელობების.
ახალი
კანონმდებლობა
მიმართულებით,
კერძოდ,
შემუშავდა
წყლის
საქართველოს
რესურსების
ტერიტორია
მართვის
დაიყოფა
7
განსხვავებულ მდინარის აუზად. შემუშავდა როგორც მდინარის აუზის
მართვის გეგმები, ასევე, შემუშავდა წყალდიდობების საფრთხეების რუკების
მომზადების მეთოდოლოგია, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის
წყალდიდობის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებს.
დასრულდა წყალდიდობის რისკების რუკების შემუშავება 7 მდინარის
აუზისთვის. ამასთანავე,
შავი ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი
მდგომარეობის ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა
საზღვაო გარემოს
ეროვნული სტრატეგია, რომელიც ინტეგრირებულია გარემოს დაცვის
მოქმედებათა მე-4 ეროვნულ პროგრამაში (NEAP - 4)
ბიომრავალფეროვნების
დაცვის
კუთხით
მიღებულ
იქნა
კანონი
,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’. ასევე, გაფართოვდა დაცული
ტერიტორიების რაოდენობა, რომლის ფართობი გაიზარდა (2019 წელთან
შედარებით) 37%-ით და შეადგინა ქვეყნის 13.3%)
აღსანიშნავია, რომ დაარსდა 101 დაცული ტერიტორია და ფართობი (იყო
666,107 ჰა და გახდა 928218 ჰა)
2021-2023 წლებში შეიქმნა 9 დაცული ტერიტორია: 2 ეროვნული პარკი, 3
აღკვეთილი,5 დაცული ლანდშაფტი და დაარსდა პირველი სახელობითი,
ერთი მე-6 კატეგორიის დაცული ტერიტორია
2021 წელს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
4 დაცულ ტერიტორიას (მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკები და
ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიები)
2022 წელს UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის ფარგლებში,
დაარსდა ორი ბიოსფერული რეზერვატი: „დედოფლისწყაროს ბიოსფერული
რეზერვატი“ და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“
საქართველოში დამტკიცებულია ზურმუხტის ქსელის 66 ტერიტორია
(1,306,748 ჰა, ქვეყნის ტერიტორიის 18.7%)
მიღებულ იქნა ნარჩენების მართვის კოდექსი, ნარჩენების მართვის 15 წლიანი
ეროვნული სტრატეგია (2016-2030 წწ) და ნარჩენების მართვის ხუთწლიანი
ეროვნული სამოქმედო გეგმა (2016-2020წწ) (2022-2026 წწ). ამასთანავე,
ნარჩენების
მართვის
სტრატეგიაში
ინტეგრირდა
ბიოდეგრადირებადი
ნარჩენების სტრატეგია
სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამრეწველო სექტორიდან
გარემოს დაბინძურების შესამცირებლად და ამ კუთხით 2023 წელს მიღებულ
იქნა ახალი კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“, რის საფუძველზე
ქვეყანაში დაინერგება ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის
მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და
მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირებადა და კონტროლი, ასევე ნარჩენების
წარმოქმნის პრევენცია.
პრევენცია, შემცირება და კონტროლი, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია
2020 წელს მიღებულ იქნა ახალი ტყის კოდექსი. ასევე დასრულდა ტყის
ეროვნული აღრიცხვა და განახლდა ძირითადი მონაცემები ქვეყნის ტყეების
რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ.
აღსანიშნავია,
რომ
ბოლო
რამდენიმე
ათწლეულის
განმავლობაში
საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას კლიმატის ცვლილების
შედეგების აღმოფხვრაში და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში.
საქართველოს, ისევე როგორც ევროკავშირს, 2050 წლისთვის გაცხადებული
აქვს კლიმატნეიტრალურობა.
მიღებულია
დოკუმენტი,
უსვამს,
რომელიც
ხაზს
უამრავი
რომ
პოლიტიკური
საქართველო
იზიარებს
ევროკავშირის ძირითად პრინციპებს კლიმატის ცვლილების კუთხით, მათ
შორის ეროვნული მზადყოფნის გაძლიერებისა და ბუნებრივი საფრთხეების
მართვის
კუთხით.
ამ
მიმართულებით
გადადგმული
მნიშვნელოვანი
ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული ევროკავშირის მხრიდან.
მიღებულ იქნა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023
წლების სამოქმედო გეგმა (CSAP). საქართველოს პარლამენტის გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით,
მუშაობს კლიმატის კანონზე, რომელიც მიღებით, საკანონმდებლო დონეზე
გააძლიერებს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებები
კლიმატის ცვლილების მიმართულებით.
აზრი გამოთქვა:
მაია
ბითაძემ
-
გარემოს
დაცვა
ჩვენი
ხელისუფლებისთვის განიხილება არა როგორც მხოლოდ დაცვის ობიექტი,
არამედ როგორც მოსახლეობის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრებისა და
ეკონომიკის განვითარების ახალი მიმართულება, სადაც გარემო დაცულია და
შექმნილია განვითარებისთვის ნორმალური პირობები.
აზრი გამოთქვა:
მაკა ბოჭორიშვილმა- საქართველოს მიერ ასოცირების
შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი
ნათლად აჩვენებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის
კუთხით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმას, რომ ევროკავშირის
ფასეულობებსა
და
ინტერესებს
გარემოს
დაცვასთან
და
კლიმატთან
დაკავშირებით, საქართველო მთლიანად იზიარებს და ყველაფერს აკეთებს
იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებსა და
შესაძლებლობებს.
გადაწყვიტეს: გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებულ
ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების
შედეგების ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
მაია ბითაძე
ფიქრია რობაქიძე