„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/458/10; 19/06/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/458/10; 19/06/2024) გამომდინარე, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი:
060000000.05.001.019578) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიაციო მორიგება შეიძლება სასამართლომ აღასრულოს.“.
2. 131 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგება შეიძლება ცნოს და აღასრულოს
სასამართლომ. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების
უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.“.
3. მე-14 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის
დამტკიცება;“.
4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის
ფარგლებში სათანადო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების
უზრუნველყოფა;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 და 152 მუხლები:
„მუხლი 151. მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისია
1. მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისია (შემდგომ − ეთიკის კომისია)
მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორის მიერ
მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი
სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ ახორციელებს დისციპლინურ
სამართალწარმოებას და წყვეტს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
დაკისრების საკითხს.
2. ეთიკის კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით,
მედიატორთა ასოციაციის წესდებითა და მედიატორთა ერთიან რეესტრში
რეგისტრირებულ მედიატორთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების
განხორციელების შესაბამისი წესით.
3. ეთიკის კომისია შედგება 9 წევრისგან. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის
ვადით ირჩევს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება მედიატორთა ასოციაციის
1
წესდებით დადგენილი წესით. ეთიკის კომისიის წევრად არჩეულად ითვლება
(ითვლებიან) ეთიკის კომისიის წევრობის ის კანდიდატი (კანდიდატები),
რომელმაც (რომლებმაც) შესაბამის კენჭისყრაში მონაწილე მედიატორთა
ასოციაციის საერთო კრების წევრთა ყველაზე მეტი ხმა მიიღო (მიიღეს). თუ
მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების აღნიშნულ წევრთა ყველაზე მეტი ხმა
ეთიკის კომისიის წევრობის ორმა ან ორზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი
რაოდენობით მიიღო, ამ კანდიდატთა არჩევის საკითხი წყდება მედიატორთა
ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.
4. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, სრული
შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის
თავმჯდომარეს. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს
ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად
უნდა იყოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. პირისთვის მედიატორთა ასოციაციის
წევრობის შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი, როგორც მედიატორთა
ასოციაციის თავმჯდომარის, უფლებამოსილების შეწყვეტას.
5. ეთიკის კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს მედიატორთა ასოციაციის
სახელით.
მუხლი 152. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის
გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის განხილვის წესი
1. მედიატორს უფლება აქვს, მისთვის დისციპლინური სახდელის დადების
შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის/მისი წარმომადგენლისთვის
ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე
საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 7 დღის ვადაში
ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად
გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და
ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს − მედიატორთა ასოციაციასა და მედიატორს,
რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს
იხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
XIII1 თავით დადგენილი წესით, ამ კანონის ნორმათა გათვალისწინებით.
3. საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმის მხარეები არიან:
მედიატორთა ასოციაცია და მედიატორი, რომელსაც დისციპლინური სახდელი
დაედო.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის
სხდომაზე დგება ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ აღნიშნული სხდომის თავმჯდომარე
და სხდომის მდივანი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის
ოქმში აღინიშნება:
ა) სხდომის თარიღი;
ბ) სხდომის დაწყების დრო;
გ) სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივნის ვინაობა;
2
დ) საქმის დასახელება და რეგისტრაციის ნომერი, ეთიკის კომისიის
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თარიღი;
ე) მხარეთა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა შესახებ ინფორმაცია;
ვ) მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის
შედეგები;
ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და
შესაბამისი არგუმენტები;
თ) სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი;
ი) სხდომის დამთავრების დრო.
6. მხარეს უფლება აქვს იშუამდგომლოს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში იმ გარემოების შეტანის
თაობაზე, რომელსაც, მისი აზრით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა
შეიძლება ჩაწერილ იქნეს სათანადო ელექტრონული საშუალების გამოყენებით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის
ოქმი საქმეს დაერთვება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის
გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საქმის განმხილველი სადისციპლინო პალატის
წევრები. საქმის განმხილველი სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული
აზრის არსებობის შემთხვევაში იგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაერთვება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის
გადაწყვეტილება მხარეებს ეგზავნებათ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მედიაციის შესახებ“,
რომლის მიზანია დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისება და ამ
მხრივ სათანადო პირობებისა და მექანიზმების უზრუნველყოფა. სხვა კანონების
მსგავსად, ამ კანონის მოქმედების პერიოდშიც დროდადრო ვლინდება სხვადასხვა
საკითხი, რომლებიც კანონით გათვალისწინებული ცალკეული სამართლებრივი
ურთიერთობების მოწესრიგების გაუმჯობესებისა და უფრო მეტად დახვეწის
მიზანშეწონილობაზე მიუთითებს, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების
განხორციელების მართებულობას განაპირობებს.
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტისა და საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტების მიზანია „მედიაციის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ცალკეული
ხარვეზების აღმოფხვრა და სხვადასხვა საკითხის მოწესრიგების გაუმჯობესება,
რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტისა და მედიატორის
პროფესიის განვითარებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში
შემავალი სხვა კანონპროექტები ემსახურება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების
აღმოფხვრასა და სხვადასხვა საკითხის მოწესრიგების გაუმჯობესებას, რაც, თავის
მხრივ, ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტისა და მედიატორის პროფესიის
განვითარებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებას ენიჭება მედიატორთა
განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცების, ხოლო
1
მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს მედიატორთა განგრძობადი
პროფესიული განვითარების სისტემის ფარგლებში სათანადო პროგრამების
შემუშავებისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის უფლებამოსილება.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ფარგლებში იქმნება ეთიკის კომისია,
რომელიც მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორის
მიერ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის
ერთიანი სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ განახორციელებს
დისციპლინურ სამართალწარმოებას და გადაწყვეტს მისთვის დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს.
იქმნება მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ
გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო
პალატაში გასაჩივრების მექანიზმი.
აღმოიფხვრება სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან და საერთაშორისო
სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ ნორმებში
არსებული ცალკეული ხარვეზები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
2
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
3
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს მედიატორთა ასოციაცია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
4
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
გურამ მაჭარაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
გურამ მაჭარაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი.
5