„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/458/10; 19/06/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/458/10; 19/06/2024) გამომდინარე, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-06-24
ბიუროს ნომერი 367
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 49-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე,
მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მორიგდებიან ან სასამართლო მედიაციის
პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
ნახევრდება.
2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის
სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მორიგდებიან ან სასამართლო
მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, მხარეები
მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“;
ბ) 21 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. 98-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას
აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო
მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა,
მედიაციაში წარმომადგენლობისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან
ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა,
მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო
ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის
მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული
თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს
აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.“.
3. 1875 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო მედიაციის ვადა შეადგენს 45 დღეს, რა დროსაც სულ მცირე
2 შეხვედრა უნდა გაიმართოს. ამ ვადის დენა იწყება მედიატორისთვის საქმის
განაწილების მომენტიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მედიაციის შესახებ“,
რომლის მიზანია დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისება და ამ
მხრივ სათანადო პირობებისა და მექანიზმების უზრუნველყოფა. სხვა კანონების
მსგავსად, ამ კანონის მოქმედების პერიოდშიც დროდადრო ვლინდება სხვადასხვა
საკითხი, რომლებიც კანონით გათვალისწინებული ცალკეული სამართლებრივი
ურთიერთობების მოწესრიგების გაუმჯობესებისა და უფრო მეტად დახვეწის
მიზანშეწონილობაზე მიუთითებს, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების
განხორციელების მართებულობას განაპირობებს.
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტისა და საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტების მიზანია „მედიაციის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ცალკეული
ხარვეზების აღმოფხვრა და სხვადასხვა საკითხის მოწესრიგების გაუმჯობესება,
რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტისა და მედიატორის
პროფესიის განვითარებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში
შემავალი სხვა კანონპროექტები ემსახურება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების
აღმოფხვრასა და სხვადასხვა საკითხის მოწესრიგების გაუმჯობესებას, რაც, თავის
მხრივ, ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტისა და მედიატორის პროფესიის
განვითარებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
1
განისაზღვრება, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასამართლო
მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, სახელმწიფო
ბაჟის ოდენობა განახევრდება, ხოლო თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე
სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება,
მხარეები მთლიანად გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი ნორმის თანახმად,
სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების
შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო
ბაჟის 70%).
იმ მოქმედებათა ჩამონათვალს, რომლებიც სასამართლოში წარმომადგენლობის
განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელ
დოკუმენტში
(მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში) სპეციალურ მითითებას
საჭიროებს, ემატება მედიაციაში წარმომადგენლობა.
ზუსტდება სასამართლო მედიაციის ვადის დენის დაწყების მომენტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
2
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე
სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება,
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება, ხოლო თუ სასამართლოს მთავარ
სხდომამდე სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით
დასრულდება, მხარეები მთლიანად გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი ნორმის
თანახმად, სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით
დასრულების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი
სახელმწიფო ბაჟის 70%). სასამართლოში განსახილველ საქმეებზე გადასახდელი
სახელმწიფო ბაჟის ოდენობები დღესდღეობით დადგენილია საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის სათანადო ნორმებით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება
გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რიგ შემთხვევებში ზრდის მიმართულებით, ხოლო რიგ შემთხვევებში − კლების
მიმართულებით, რაც დამოკიდებული იქნება სასამართლო მედიაციის პროცესში
დავების მხარეთა შეთანხმებით დასრულების რაოდენობასა და იმ გარემოებაზე,
თუ ეს დავები სასამართლოში განხილვის რა ეტაპზე დასრულდება მხარეთა
შეთანხმებით სასამართლო მედიაციის მეშვეობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე
სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება,
3
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება, ხოლო თუ სასამართლოს მთავარ
სხდომამდე სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით
დასრულდება, მხარეები მთლიანად გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი ნორმის
თანახმად, სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით
დასრულების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი
სახელმწიფო ბაჟის 70%). სასამართლოში განსახილველ საქმეებზე გადასახდელი
სახელმწიფო ბაჟის ოდენობები დღესდღეობით დადგენილია საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის სათანადო ნორმებით. ამრიგად, კანონპროექტის მიღება
შესაბამის ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც სასამართლოში
დავას სასამართლო მედიაციის პროცესის მეშვეობით შეთანხმებით დაასრულებენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
4
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს მედიატორთა ასოციაცია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
გურამ მაჭარაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
5
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
გურამ მაჭარაშვილი, ქეთევან ჩარკვიანი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი.
6