საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.06.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-9358/24/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 151

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2969?local=true საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 27 ივნისი 2024 11:00 2024 წლის 27 ივნისი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/451; 19.06.2024) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: გიორგი ჩაკვეტაძე. 1 of 2 6/27/2024, 1:31 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის 27 ივნისი, 11.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N151 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, თამარ კორძაია, გურამ მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა და გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე გიორგი ჩაკვეტაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/451; 19.06.2024) II მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: გიორგი ჩაკვეტაძე. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებს - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ცაგარეიშვილის (პარტიულ სიაში N63) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - არჩილ გორდულაძე (პარტიულ სიაში N75). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: 1 - - - ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის არჩილ გორდულაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/451; 19.06.2024) II მოსმენით განხილვა. მოისმინეს: გიორგი ჩაკვეტაძის მოხსენება, რომლის თანახმად, წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად ცვლილება ხორციელდება: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-10 პუნქტში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „10. დასაშვებია პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“; რეგლამენტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კომიტეტის წევრების მიერ მოსაზრებები და შენიშვნები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/451; 19.06.2024) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/451; 19.06.2024) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2