საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები;

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.06.2024
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#[513d]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-06-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 21
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა: 1. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; 2. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 7/3/24, 11:49 AM ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა თარიღი 27 ივნისი 2024 10:45 2024 წლის 27 ივნისი, 10:45 საათი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/454; 19.06.2024) (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, II მოსმენისთვის) (პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემთხვევაში); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი კირცხალია; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, ა. შალუტაშვილი; 2. საქართველოს ინიციატივის პარლამენტის წესით წევრის წარმოდგენილი ირაკლი კირცხალია საქართველოს კანონის მიერ საკანონმდებლო პროექტები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/456; 19.06.2024) (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, II მოსმენისთვის) (პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემთხვევაში); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი კირცხალია; https://parliament.ge/print/announcement/2951?local=true 1/2 საქართველოს პარლამენტი 7/3/24, 11:49 AM პასუხისმგებელი: მ. ხურციძე, ა. შალუტაშილი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/455; 19.06.2024) (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, II მოსმენისთვის) (პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემთხვევაში); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: მ. ხურციძე, გ. სირაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად განსახილველი საკითხი 4. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი არველაძე; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი. https://parliament.ge/print/announcement/2951?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N21 ქ. თბილისი 27 ივნისი, 2024 წელი სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ბარვენაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე (სულ 12 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი კირცხალია; საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, წარმომადგენლები. პარლამენტის წევრები, აპარატის ორგანიზაციებისა და მასმედიის სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. 1 დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/454; 19.06.2024). (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, III მოსმენისთვის); მომხსენებელი: ირაკლი კირცხალია 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/456; 19.06.2024). (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, III მოსმენისთვის); მომხსენებელი: ირაკლი კირცხალია 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/455; 19.06.2024). (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, III მოსმენისთვის). მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი მოისმინეს: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის - ირაკლი კირცხალიას მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ . მომხსენებელმა მესამე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტები, რომლებშიც ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები. 2 აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით განხილვისთვის. მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის წევრის - ირაკლი კირცხალიას მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე . მომხსენებელმა მესამე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტები და აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით განხილვისთვის. 3 მოისმინეს: 3. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელმა მესამე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით განხილვისთვის. დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 4
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N20 ქ. თბილისი 27 ივნისი, 2024 წელი სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ სანიკიძე (გოჩა ენუქიძის უფლებამონაცვლე), გიორგი ბარვენაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე (სულ 12 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი კირცხალია; საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი არველაძე. მოწვეული სტუმრები: მარიამ გაბუნია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თამარ ნიკოლოზაშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სოფიო თვალავაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ლაშა ინაური - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ნიკოლოზ მამუკელაშვილი სსიპ „აწარმოე საქართველოში“; დიმიტრი გულისაშვილი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; თინათინ ნებიერიძე - საქპატენტი; სალომე ქავთარაძე - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო; ეკატერინე ლაბაძე - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო; დაჩი ქინქლაძე - შემოსავლების სამსახური; თამარ ლილუაშვილი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო; გიორგი ჩიტაძე - აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი; ბექა ფერაძე - მთავარი შრომის ინსპექტორი. 1 სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, წარმომადგენლები. პარლამენტის წევრები, ორგანიზაციებისა და აპარატის მასმედიის სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/454; 19.06.2024). (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, II მოსმენისთვის); მომხსენებელი: ირაკლი კირცხალია 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (073/456; 19.06.2024). (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, II მოსმენისთვის); მომხსენებელი: ირაკლი კირცხალია 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/455; 19.06.2024). (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, II მოსმენისთვის). მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 2 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად განსახილველი საკითხი 4. საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმები. მომხსენებელი: გენადი არველაძე მოისმინეს: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის - ირაკლი კირცხალიას მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტები და აღნიშნა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მე-2 მუხლში შეიცვალა მოქმედების ვადა და ცვლილებები ამოქმედდება 2024 წლის პირველი დეკემბრიდან. კანონპროექტის სხვა მუხლებში ცვლილებები არ განხორციელებულა. მომხსენებელმა ასევე, წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აღნიშნა, რომ ცვლილება განხორციელდა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტში. კერძოდ, კანონის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით)“; „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „10. საწარმო, ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი-მე-3, 91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა 3 საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ. 11. ფიზიკური პირები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ“. ცვლილება განხორციელდა კანონპროექტის მე-2 მუხლშიც. კერძოდ, კანონის ამოქმედების ვადა განისაზღვრა 2024 წლის პირველი დეკემბრიდან. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით განხილვისთვის. მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის წევრის - ირაკლი კირცხალიას მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე . მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეორე მოსმენით განხილვისთვის საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით დაიხვეწა კანონპროექტები და ცვლილებები ასახულია წარმოდგენილ ტექსტში. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 4 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით განხილვისთვის. მოისმინეს: 3. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი კირცხალია მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელმა მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ პირველ მუხლში განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები, მეორე მუხლში კი ცვლილებები არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით განხილვისთვის. მოისმინეს: 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის მოხსენება საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებზე და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმების თაობაზე. 5 მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2024 წელი განსაკუთრებულია. შესრულდა 10 წელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან, რაც იძლევა შესაძლებლობას ამ ათი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესისა და წარმატებების შესაფასებლად. ამ პერიოდში ქვეყანამ განიცადა უამრავი ცვლილება და მიღწევა. განხორციელდა რეფორმები, რომელმაც ბიზნეს გარემო უფრო გამჭვირვალე და მიმზიდველი გახადა უცხოელი ინვესტორებისთვის. საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით, რაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) განაპირობა. მომხსენებელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი - საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც ცალსახად ქვეყნის მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების აღიარებაა. ქვეყნის მიზანია მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს აქტიურად დაახლოებას და ინტეგრაციას ევროკავშირში ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით. DCFTA-ის განხორციელების პროცესის ეფექტიანობა განპირობებულია იმ მონიტორინგისა და პოლიტიკის დაგეგმვის არსებული პრაქტიკით, რომელიც 2014 წლის შემდეგ სრულდება. DCFTA ძალაში შესვლის შემდეგ, ადგილობრივი ექსპორტი ევროკავშირში 2014 წელს შეადგენდა 407 მლნ-ს, 2023 წლის მონაცემებით - 576 მლნ-ს, რაც არის 42%იანი ზრდა. ასევე, ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში 2014 წელს შეადგენდა 68%-ს, 2023 წელს 82%-ს. ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 78 %-ით არის გაზრდილი. DCFTA მოიცავს საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებებს სფეროში:  ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები: 26  სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები: 200  საბაჟო სფერო: 3  საჯარო შესყიდვები: 5  მომსახურება: 9 სხვადასხვა მნიშვნელოვანია აგრეთვე, ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამები. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მეშვეობით ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია შედეგები, რომელიც 10 წლის განმავლობაში კონკრეტულად უკავშირდება ბენეფიციარების მხარდაჭერას. 6 აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს 2014-2024 წლების ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამებია:  ევროკავშირში გამოფენების ორგანიზება - 530 ბენეფიციარი,  ექსპორტის სტიმულირების პროგრამა - 45 ბენეფიციარი,  ექსპორტის მენეჯერების კურსი - 500-მდე ბენეფიციარი,  საერთაშორისო შემსყიდველებთან დაკავშირება - 100 ბენეფიციარი,  „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან’ - 100 ბენეფიციარი. ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერებთან დაკავშირებით აღინიშნა, ამ ბარიერების აღმოფხვრის და ამ სფეროში საქართველოს ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციონალური რეფორმები, რომელიც შეეხო, როგორც ჰორიზონტალურ, ისე, სექტორულ დაახლოებას. ჰორიზონტალურ ნაწილში ნაწილობრივ დაახლოებულია 6 აქტთან. სექტორულ ნაწილში - 20 აქტიდან დაახლოებულია 14-თან. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიღებით საქართველოს ნაწილობრივ ჰქონდა შესრულებული ჰორიზონტალური ვალდებულებები. 2024 წლის აპრილში პარლამენტში წარდგენილი კოდექსის ცვლილებების მიღებით სრულად შესრულდება ჰორიზონტალური ვალდებულებები. ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრის და ამ სფეროში საქართველოს ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციონალური რეფორმები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების სექტორული დაახლოება მოიცავს DCFTA-ის TBT სფეროს საკანონმდებლო დაახლოების სექტორული ვალდებულებებიდან, ევროკავშირის 20 საკანონმდებლო აქტთან დაახლოებას. დაახლოება განხორციელებულია 14 აქტთან. დაახლოების შედეგად მიღებული ტექნიკური რეგლამენტები ეხება სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების უსაფრთხოებას, მათ შორისაა ისეთი პროდუქტები როგორიცაა: საბაგიროები, ლიფტები, წყლის გამაცხელებლები, ელექტრომოწყობილობები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მანქანა-დანადგარები, სათამაშოები, სამშენებლო პროდუქტები. მომხსენებელმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2024 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის რადიომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. 2025 წლიდან სამშენებლო პროდუქტების რეგლამენტს დაემატება კიდევ 101 პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა. ამოქმედდება ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. 7 დანარჩენ 6 დირექტივასთან დაახლოების მიზნით მომზადებულია და 2025 წლის ბოლომდე მიღებულ იქნება საკანონმდებლო პროექტები, რომლებიც ეხება სამედიცინო მოწყობილობებს, ასაწონ საშუალებებს, ელექტრომაგნიტურ თავსებადობას და ფეთქებადი ნივთიერებების იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის სისტემას. მომხსენებელმა ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების ბაზარზე ზედამხედველობის ნაწილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2020 წლის პირველ იანვარს შეიქმნა სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომლის მიზანია, შეზღუდოს საფრთხის შემცველი ან/და შეუსაბამო პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობა, რათა დაცულ იქნას მოქალაქეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, აგრეთვე გარემო და საკუთრება. სააგენტოს მიერ ზედამხედველობა ხორციელდება ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა: 22 დასახელების სამშენებლო პროდუქტი, სათამაშოები, მანქანადანადგარები, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები, წნევის ქვეშ მომუშავე მარტივი ჭურჭლები, ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები, თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, შეცდომაში შემყვანი პროდუქტები, სანთებელები და ლაქ-საღებავები. სააგენტოს შექმნის დღიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით ადგილობრივ ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდა ჯამში 2 526 პროდუქტზე წინასწარი დეკლარირების ელექტრონული პლატფორმის საშუალებით შემოწმდა შემოსავლების სამსახურის საბაჟოს 7 გაფორმების ეკონომიკური ზონიდან შემოსული 109 268 პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება. ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების სტანდარტებისა და მეტროლოგის ნაწილში აღინიშნა, რომ მეტროლოგიის ინსტიტუტმა მიაღწია საერთაშორისო აღიარებას. კერძოდ, • 2013 წელს გაზომვების შემდეგ მიმართულებაში - მასა, ელექტრობა, ტემპერატურა; • 2018 წელს მოხდა სფეროების გაფართოება და საერთაშორისოდ აღიარებულ სფეროებს დაემატა გაზომვების შემდეგი მიმართულებები სიგრძე, წნევა, რადიაციული, ტენიანობისა და მცირე მოცულობის გაზომვები. • 2023 წლიდან საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტომ მოიპოვა სტანდარტიზაციის ევროპული ორგანიზაციების (СENCENELEC) აფილირებული წევრის სტატუსი. საქართველოს სტანდარტად რეგისტრირებულია 25 500-ზე მეტი სტანდარტი. ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მაჩვენებელია 70%, რაც წლის ბოლოსთვის 80%-მდე გაიზრდება. 8 2024 წლის 5 ივნისს სტანდარტებისა და მეტრო-ლოგიის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა EURAMET-ის სრულ-უფლებიანი წევრის სტატუსი. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის წარმატებულ მაგალითს. ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს აკრედიტაცია. 2017 წლიდან საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი აღიარებულია ევროკავშირის აკრედიტაციის ორგანიზაციის EA-ს მიერ. აკრედიტაციის ცენტრი შესაბამისობაშია ევროკავშირის რეგულაციის 765/2008-ის მოთხოვნებთან და საქართველოში აკრედიტებული ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირში და მსოფლიოს მასშტაბით. ამ ტიპის აღიარება სამხრეთ კავკასიაში გააჩნია მხოლოდ საქართველოს აკრედიტაციის სისტემას. ამ ეტაპზე აკრედიტაციის ცენტრი EA-ს მიერ აღიარებულია შემდეგ სფეროებში:  პროდუქტის, პროცესის და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაცია;  პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაცია;  საკალიბრო და საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაცია;  სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაცია;  ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაცია;  საკვალიფიკაციო ტესტირების მიმწოდებლების აკრედიტაცია. 2022 წლიდან აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ ევროკავშირის აკრედიტაციის ორგანიზაციის EA-ს მიერ ევროკავშირის აკრედიტაციის ორგანიზაციების შეფასებებში, ასევე, აკრედიტაციის ცენტრი სრულად არის ინტეგრირებული ევროკავშირის აკრედიტაციის სისტემაში, რაც მათ შორის მოიცავს ხმის უფლებით სარგებლობას აკრედიტაციის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებაზე. ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე აღინიშნა, რომ TBT სტრატეგია არის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც, მიმდინარე წლის ბოლომდე, სხვადასხვა უწყებების ჩართულობით შემუშავდება . ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად, 2024 წელს დაიწყო მუშაობა TBT სტრატეგიაზე, რომელიც გაითვალისწინებს ევროკავშირის ახალი და ძველი მიდგომის დირექტივებთან დაახლოებას და ხარისხის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღინიშნა, რომ სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით, 2025-2026 წლებში სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო გეგმავს საერთაშორისო სტანდარტის EN/ISO 17034 დანერგვას ფიზ-ქიმიურ ლაბორატორიაში სტანდარტული ნიმუშების წარმოების მიზნით. 2026 წლისთვის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ახალი სერვისების დანერგვის მიზნით იგეგმება აღიარების 9 მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება აკუსტიკური და ვიბრაციული გაზომვების მიმართულებით. 2026 წლისთვის ასევე იგეგმება გაზომვების დიაპაზონის გაფართოება ელექტროობის, მასის, მცირე მოცულობის და ტემპერატურის სფეროებში. აკრედიტაციის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2024 წლის ბოლომდე ყველა აკრედიტებული ორგანიზაცია (დაახლოებით 300 ორგანიზაცია) ჩართული იქნება გაციფრულების სისტემაში. 2026 წლის ბოლომდე იგეგმება ევროკავშირის მიერ აღიარებული სფეროების გაფართოება - ვერიფიკაციის და ვალიდაციის, მენეჯმენტის და აუდიტის სისტემების სერტიფიცირების და ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების სფეროებში. EA-ს წესების შესაბამისად იგეგმება აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყნებში - მათ შორის პირველ ეტაპზე მეზობელ ქვეყნებში. 2024-2026 წლებში იგეგმება მუშაობა ევროკავშირისთვის ნოტიფიცირებული ორგანოების (Notified bodies) სისტემის ჩამოყალიბებაზე. ბაზარზე ზედამხედველობის ნაწილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ დამატებით დაიფარება 101 ახალი სამშენებლო პროდუქტი: სახურავის საფარი, სივრცის გათბობის მოწყობილობები, მინის პროდუქტები, ხისგან დამზადებული პანელები და სხვა. 2024 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის რადიომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელის მოქმედება ვრცელდება ელექტრონულ პროდუქტზე, რომელიც მიზნობრივად ასხივებს ან/და იღებს რადიოტალღებს, რადიოკომუნიკაციის და/ან რადიოგანსაზღვრის მიზნით. 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მოქმედება ვრცელდება ელექტრომოწყობილობებზე, რომლებიც დაპროექტებულია 50-დან 1000 ვოლტამდე ცვლადი დენისა და 75-დან 1500 ვოლტამდე მუდმივი დენის ფარგლებში გამოსაყენებლად (საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელ. კაბელი, ნათურა და აშ.). 2024 წლის ბოლომდე დამტკიცდება დადგენილების პროექტი „ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, ტექნიკური რეგალამენტის მოქმედება ვრცელდება მოწყობილობებზე, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრომაგნიტური დარღვევა. მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრო სიგარეტი, 10 მიკროტალღური ღუმელი, ლედ განათება, მანქანა-დანადგარები, ფიქსირებული ინსტალაციები და სხვა. 2025 წლიდან ასევე ამოქმედდება ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების თაობაზე „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული 14 ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტები განსაზღვრავს ეტიკეტირების წესს საქართველოს ბაზარზე განთავსებული საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ენერგომომხმარებელი პროდუქტებისათვის, როგორიცაა: საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმელი, სივრცის გამათბობელი, წყლის გამათბობელი, სამაცივრე მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო სარეცხი მანქანა, ჰაერის კონდიციონერი, მყარი საწვავის ბოილერი, ელექტრონული ეკრანები და სხვა. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ეს არის როგორც გამოწვევა, ასევე შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მწარმოებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ცხოველური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით და ევროკავშირში გატანით. ეს მიმართულება პირდაპირ მიბმულია ექსპორტის ზრდასთან ევროკავშირში და იმ სიკეთეებთან, რომელიც უნდა მიიღოს ქვეყანამ. ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს ევროკავშირის 200 სამართლებრივ აქტთან დაახლოების ვალდებულება. ჯამში, ამ დროისთვის დაახლოებულია 138 სამართლებრივი აქტი (69%). სურსათის უვნებლობის სფეროში დაახლოების შედეგად კანონმდებლობით მოწესრიგდა ისეთი საკითხები როგორიცაა:  სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესი და ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის წესები;  სახელმწიფო კონტროლის წესი და ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის წესი;  მიკვლევადობის მოთხოვნები;  სურსათის მიკრობიოლოგიური პარამეტრები;  სურსათში დამაბინძურებლების მაქსიმალურად დასაშვები ზღვრები;  სურსათში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალურად დასაშვები ზღვრები;  საკვებდანამატები;  მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება (ეტიკეტირება, ვიტამინები და მინერალები, კვებითი ღირებულება და სხვ.); 2024-2027 წლებში გათვალისწინებულია დაინერგოს კანონმდებლობა:  სურსათთან შეხებაში მყოფი გადამუშავებული ცელულოზას ცელოფნისგან დამზადებული მასალისა და ნივთების შესახებ;  გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების ავტორიზების განაცხადების შესახებ;  სურსათთან შეხებაში მყოფი გადამუშავებული პლასტმასის მასალისა და საგნების შესახებ; 11  ვაშლის წვენში და სხვა ვაშლის წვენის შემცველ სასმელებში პატულინის მინარევის აღკვეთისა და შემცირების თაობაზე და სხვა. ვეტერინარიის სფეროში დაახლოების შედეგად კანონმდებლობით მოწესრიგდა ისეთი საკითხები როგორიცაა:  მიკვლევადობის მოთხოვნები;  ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესები  ცხოველთა კეთილდღეობის საკითხები (ხბო, ღორი, ქათამი)  ცხოველთა სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა;  ცხოველის საკვებში დანამატები.  ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ზოგიერთი სახელმწიფო კონტროლის მინიმალური სიხშირეები და სხვა. 2024-2028 წლებში გათვალისწინებულია ისეთი საკითხების დარეგულირება, როგორიცაა:  ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტები  გარკვეული ჩამოთვლილი დაავადებების პრევენციის და კონტროლის წესები.  ქვეყანაში შემოსაყვანად ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიკატების ფორმები და ქვეყანაში წყლის ცხოველების და ცხოველური წარმოშობის გარკვეული პროდუქტების გადაადგილებისთვის, ასევე ოფიციალური სერტიფიცირების წესები;  სუფთა სისხლის საჯიშე ცხოველების, ჰიბრიდული საჯიშე ღორების და მათი ჩანასახოვანი პროდუქტებით ვაჭრობა და სხვა. ფიტოსანიტარიის მიმართულებით აღინიშნა, რომ მცენარეთა დაცვის სფეროში დაახლოების შედეგად კანონმდებლობით მოწესრიგდა ისეთი საკითხები როგორიცაა:  მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა;  ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობები;  სხვადასხვა კულტურებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები;  პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები;  სხვადასხვა სახეობის თესლისა და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების წესები და სხვ. 2024-2027 წლებში გათვალისწინებულია ისეთი საკითხების დარეგულირება, როგორიცაა:  ღივების საწარმოებლად განკუთვნილი ღივებისა და თესლების მიკვლევადობის მოთხოვნები;  საბაზისო და სერტიფიცირებული კარტოფილის თესლის ხარისხების და პირობები შესახებ;  სანერგე მცენარეების ტიპებისა და სახეობების შესახებ; 12  სასაზღვრო კონტროლის პუნქტების მინიმალურ მოთხოვნების, მათ შორის ინსპექტირების ცენტრების მოთხოვნების შესახებ, ასევე სასაზღვრო კონტროლის პუნქტებისა და საკონტროლო პუნქტების ჩამონათვალის შესახებ და სხვა. ევროკავშირში აღიარების შედეგად მიღწეული შედეგებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საკანონმდებლო დაახლოების შედეგად, აღიარების მოპოვების შემდგომ, ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, როგორიცაა: თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ლოკოკინები, დამუშავებული ტყავი, მატყლი და ცხოველის საკვები. მიმდინარეობს მუშაობა დედა ფუტკრის და აქვაკულტურის ექსპორტისთვის ევროკავშირის ბაზრის გასახსნელად. ევროკავშირის ბაზარზე 2022 წლიდან ექსპორტირებულია 300 ტონამდე თაფლი, 700 ტონამდე თევზის ზეთი და ფქვილი, 2 021 წლიდან 60 ტონაზე მეტი შინაური ცხოველის საკვები, 2023 წლიდან 160 ტონამდე ლოკოკინა. საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებები საბაჟო სფეროში სრულად შესრულებულია. კერძოდ, მიღებულ იქნა:  2017 წლის 13 დეკემბერის „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია.  2019 წლის 28 ივნისის საქართველოს საბაჟო კოდექსი, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსის დებულებების შესაბამისად.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს ბრძანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე. საქართველო ასევე გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს. 2014 წლიდან დღემდე ევროკავშირის სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობით და თანადაფინანსებით აშენდა და/ან აღიჭურვა 5 სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი: ფოთის პორტში, კარწახში, წითელი ხიდზე, სარფში და სადახლოში. მომხსენებელმა ერთიანი ტრანზიტის პროცედურის შესახებ (CTC) და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების შესახებ (SAD) კონვენციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა CTC და SAD კონვენციების დებულებებთან დაახლოების და კონვენციებზე საქართველოს მიერთების მიზნით. შედეგად, საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული სატრანზიტო დოკუმენტაცია და გარანტია, იმოქმედებს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის, 13 „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნების (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) და თურქეთის, სერბეთის, მაკედონიის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მასშტაბით. გადამზიდავები ვალდებული აღარ იქნებიან, განმეორებით მოიპოვონ გარანტია ან ტრანზიტის ქვეყნის საბაჟოსთვის გააფორმონ დამატებითი დოკუმენტები. კონვენციის იმპლემენტაცია მოიცავს ერთიანი ელექტრონული სისტემის - NCTS დანერგვას. 2024 წლის 1 დეკემბრიდან იგეგმება საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვის ოპერაციების განხორციელება NCTS მეშვეობით. ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებთან (AEO) დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2014 წლიდან საქართველო მუშაობს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის დანერგვაზე. პროგრამა მიზნად ისახავს გაამარტივოს საბაჟო ფორმალობები, მონაწილე ეკონომიკური ოპერატორებისთვის სხვადასხვა შეღავათების შეთავაზების გზით. 2021 წლიდან განხორციელდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამის პრაქტიკული იმპლემენტაცია და დაკმაყოფილდა ევროკომისიის მიერ მოლაპარაკების დაწყებისთვის განსაზღვრული საბაზისო პირობები, რაც გულისხმობდა პროგრამის პრაქტიკული იმპლემენტაციის სულ მცირე 1 წლიან გამოცდილებას და არაუმცირეს 7 აქტიურ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები საქართველოსა და ევროკავშირის შორის AEO-ს ურთიერთ-აღიარების საკითხზე. მომსახურება და ელექტრონული კომერცია მოიცავს ფოსტის, ტელეკომის და ელექტრონული კომერციის მიმართულებას. საფოსტო მომსახურების სფეროს 3 საკანონმდებლო აქტთან დაახლოების მიზნით, მომზადდა და უახლოეს მომავალში განსახილველად წარედგინება მთავრობას კანონის პროექტი „ფოსტის შესახებ“, რომელშიც ასევე ასახულია “2018 წლის 18 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018/644 რეგულაცია, ტრანსსასაზღვრო საამანათო მომსახურების მიწოდების შესახებ“. ტელეკომთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურეობისათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დაახლოების 6 ვალდებულებიდან შესრულებულია ერთი - რადიოსიხშირული სპექტრის პოლიტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ (676/2002/EC) გადაწყვეტილება. დანარჩენ ევრო-დირექტივებთან დაახლოების მიზნით, მომზადდა ცვლილებების პროექტები საქართველოს კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, თუმცა აღნიშნული დირექტივები განახლებული სახით თავად ევროკავშირმა დააინტეგრირა მის ახალ დირექტივაში - ელეტქრონულ სატელეკომუნიკაციო კოედექსში და საქართველოს აღნიშნულის იმპლემენტაციისთვის ახალი ვადა, სავარაუდოდ 2026 წელი განესაზღვრება. აღნიშნული დირექტივებიდან ერთერთი, რომელიც ეხება უნივერსალურ მომსახურებას, ელექტრონულ 14 სატელეკომუნიკაციო კოედექსის მიხედვით მომზადებულია ცვლილებების პროექტი საქართველოს კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საქართველოს მთავრობას. დაწყებულია მუშაობა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირებისთვის, რაც მოსახლეობას ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობისას როუმინგის ხელმისაწვდომი ტარიფებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. როუმინგულ მომსახურებასთან დაკავშირებული ევროკავშირის აქტების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო პროექტები, რომელიც თანხმდება ევროკომისიასთან. ამასთან, ევროკავშირის როუმინგის აქტების ასახვის მიზნით დაიწყო ასოცირების შეთანხმების სატელეკომუნიკაციო მომსახურებების XV-B დანართში ცვლილებების შეტანის პროცედურები. ელექტრონული კომერციის მიმართულებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2023 წლის 13 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“. მომხსენებელმა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დამტკიცდა „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში DCFTA-ის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი. დაიწყო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ძირითად სტანდარტებთან დაახლოების პროცესი. მიღებულ იქნა კანონი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“. ევროკავშირის დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ახალი ინსტიტუციური მოწყობის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდილ ხარისხს. 2021 წელს საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დაახლოების 4 ფაზიდან I ფაზა დაიხურა და შესაბამისად გაიხსნა ევროკავშირის ქვეყნების ცენტრალური მთავრობების საჯარო შესყიდვების ბაზრები ქართული კომპანიებისთვის. ასევე, მიღებულ იქნა ახალი კანონი საჯარო შესყიდვების შესახებ. დაინერგა საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და ინოვაციური მიდგომები. შეიქმნა ეფექტიანი მექანიზმები საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახსრების რაციონალურად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით განსახორციელებლად ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის და პრაქტიკის შესაბამისად. 2024 წელს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაიწყო ევროკავშირის კომუნალური სექტორის 15 დირექტივასთან დაახლოების მიზნით კანონის ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც პარლამენტს წარედგინება 2025 წელს. საჯარო შესყიდვების ახალი კანონიდან გამომდინარე მიმდინარეობს მუშაობა 33 კანონქვემდებარე აქტზე, რომლებიც მიღებულ იქნება 2024 წლის ბოლომდე. მომხსენებლის ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2017 წელს DCFTA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით ცვლილებები შევიდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობაში, ძირითადი ცვლილებები მოიცავდა აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას. კერძოდ: • საქართველოს საპატენტო კანონი; • საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ; • საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ; • საქართველოს კანონი დიზაინის შესახებ; • საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ; • საქართველოს კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ; • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა, 2023 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ მიღებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებათა პროექტები: • საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ცვლილებები; • საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებები. 2024 წელს მიღებულ იქნა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონში ცვლილება და კანონი „პატენტრწმუნებულთა შესახებ“. კონკურენციის მიმართულებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2014 წლის 14 აპრილს, შეიქმნა საქართველოს კონკურენციის სააგენტო. 2020 წელს ძირეული ცვლილებები განხორციელდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რითაც დიდწილად შესრულდა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პირობები. 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ანტიდემპინგური კანონმდებლობა და სააგენტოში ფუნქციონირება დაიწყო შესაბამისმა დეპარტამენტმა. ასოცირების ვალდებულებების შესაბამისად „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლის 1 ივნისს შევიდა ძალაში. ხოლო, ამავე წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაიწყო კანონის აღსრულების პროცედურები. 16 2024 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „კონკურენციის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, გაძლიერდა კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, ასევე უწყების სახელწოდება შეიცვალა შემდეგნაირად - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად, 2024 წელს დაიწყო მუშაობა სახელმწიფო დახმარებების მიმართულებით ქართული კანონმდებლობის ევროკავშირში არსებულ სამართლებრივ ნორმებთან მაქსიმალურ დაახლოებაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც შეეხება რეფორმებს შრომის სფეროში, 2018 წელს შემუშავებულ იქნა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც პირველ ეტაპზე მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე ინსპექტირების განხორციელების სავალდებულო მანდატს აწესებდა, ხოლო 2019 წლის ცვლილებების შედეგად, შრომის უსაფრთხოების კანონს ორგანული კანონის სტატუსი მიენიჭა, რომლის მიხედვითაც შრომის ინსპექციის მანდატი გაიზარდა, რაც ზედამხედველი უწყების მიერ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე ინსპექტირების განხორციელების უფლებას გულისხმობს. ამასთანავე, 2019 წლის 1 სექტემბრიდან ორგანული კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე გავრცელდა. 2020 წელს განხორციელდა ფართომასშტაბიანი შრომის სამართლის რეფორმა, რომლის შედეგადაც ძირეული ცვლილებები შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ და მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის ინსპექციის შესახებ“. 2021 წლიდან ფუნქციონირებას შეუდგა შრომის კანონმდებლობის აღსრულების საზედამხედველო მექანიზმი - სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახური“. 2021 წელთან შედარებით შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებები გაიზარდა დაახლოებით 4-ჯერ. შემოწმებული აქტიური სუბიექტების რაოდენობაც გაზრდილია 4-ჯერ. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ 42%-ით არის შემცირებული ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობა. 2023 წელს 2021 წელთან შედარებით შრომითი უფლებების მიმართულებით პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებების რაოდენობა გაზრდილია 282%ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 260%-ით. ასევე, აღინიშნა, რომ ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც შეეხება რეფორმებს გარემოს დაცვის სფეროში, დამტკიცდა 17 საქართველოს კლიმატის ცვლილების სტრატეგია (2030) და სამოქმედო გეგმები (2021-2023 და 2024-2025 წლებისთვის). 2021 წელს დასრულდა საქართველოს მე-4 ეროვნული შეტყობინების (FNC) შემუშავება და დოკუმენტი წარდგენილ იქნა გაეროს კლიმატის ჩარჩოს კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს წინაშე. 2023 წელს დამტკიცდა საქართველოს განვითარების კონცეფცია (LT LED). გრძელვადიანი დაბალემისიანი 2023 წელს საქართველომ მოახდინა „ვერცხლისწყლის შესახებ“ მინამატას კონვენციის რატიფიკაცია და მიღებულ იქნა შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში. 2023 წელს საქართველო შეუერთდა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილებას და მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. 2020 წლის 22 მაისს მიღებულ იქნა ახალი ტყის კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. 2019 წლის 31 დეკემბერს განხორციელდა ცვლილებები საქართველოს მთავრობის 423-ე დადგენილებაში, რომლის შედეგადაც, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, დადგინდა რეგულაციები არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერასთან დაკავშირებულ აქტივობისთვის, ასევე, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ საქართველოს ნავსადგურებით სარგებლობასთან დაკავშირებით. 2023 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონი, რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან (IUU) დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევისათვის. აღნიშნული კანონის მიღება არის ევროკავშირის მიერ თევზჭერის სერტიფიკატის აღიარების საფუძველი, რომელიც ძალაშია 2024 წლის 2 აპრილიდან. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ DCFTA-ს განხორციელების პროცესში საზოგადოების მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად 2015 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკონსულტაციო ჯგუფი (DAG). 18 DCFTA-ს საინფორმაციო ვებგვერდი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინონ შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მათ მიერ მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე. ასევე, ვებგვერდი უზრუნველყოფს შეუფერხებლად მიიღონ ინფორმაცია იმ სარგებელის, შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ, რომლებიც DCFTA არის გათვალისწინებული. ვებ გვერდზე ასევე თავსდება DCFTA სამოქმედო გეგმები და შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშები. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, მაკა ბოჭორიშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 19