„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ.264) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18
მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„91. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის
ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე აქვეყნებს
ვებგვერდზე - www.eauction.ge. ინფორმაციის გავრცელებისათვის შესაძლებელია
გამოყენებული იქნეს
სხვა საშუალებებიც. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების
ვადას ადგენს ლიცენზიის გამცემი ორგანო.“.
მუხლი 2.
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნულმა
სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობაში
მოყვანა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
რედაქცია ითვალისწინებს აუქციონის გამართვისათვის საჭირო დროის დიფერენცირებას
სასარგებლო წიაღისეულის სახეობების მიხედვით. კერძოდ, საწვავი რესურსებისა და
ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის,
არამადნეული ნედლეულის, საშენი მასალების მოსაპოვებლად, თუ მოსაპოვებელი
ჯამური მოცულობა/წონა 500 000 (ხუთასი ათას) კუბურ მეტრს/ტონას არ აღემატება,
აგრეთვე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად ლიცენზიის
გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი
აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 15 დღისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
სასარგებლო წიაღისეულის სხვა სახეობებისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა
აუქციონის გამოცხადებისთვის. საკითხის მარეგულირებელი ნორმების თანახმად,
აუქციონის შემცირებული ვადა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს წიაღისეულის სახეობების
უმრავლესობის მიმართ. კერძოდ, ჩანაწერი ფარავს პრაქტიკულად ყველა რესურსს, გარდა
მადნეული რესურსებისა და მინერალური წყლისა.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, არსებული დიფერენცირება აღარ
იარსებებს და სასარგებლო წიაღისეულის ყველა სახეობასთან მიმართებაში
ვადა
განისაზღვრება ლიცენზიის გამცემის მიერ. აუქციონის ვადას განსაზღვრავს თავად
ლიცენზიის გამცემი, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მეწარმეთა ინტერესების
მხარდაჭერას. აღნიშნული ცვლილებით მოქნილი გახდება ლიცენზიის გამცემის მიერ
განსაზღვრულ იქნეს ისეთი ვადა, რომელიც საკმარისი იქნება დაინტერესებული პირების
ინფორმირებისთვის, ვინაიდან გამოქვეყნება ხდება ელექტრონული საშუალებით და
ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად მოიძიოს ინფორმაცია აუქციონის
გამართვის თაობაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილებით შემოთავაზებული საკითხი, რომლის
გადაჭრასაც წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს, „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის 12 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად,
ასახულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში და იგი თან ახლავს
წარმოდგენილ კანონპროექტს (იხ. დანართი).
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ის
საკითხები, რომელთაც კანონპროექტი შეეხება, რეგულირებულია ამავე კანონით,
შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრობლემების გამოსწორებისა და საკითხების
სრულყოფილი რეგულირებისათვის აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა.
აღნიშნულის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია ასახულია რეგულირების ზეგავლენის
შეფასების ანგარიშში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის,
რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა
პირებმა მიიღონ ლიცენზია უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს მოქმედი რეგულაციებით არის
შესაძლებელი. კანონპროექტი უზრუნველყოფს არამიზნობრივი დროის ოპტიმიზაციას.
ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონპროექტს ახლავს რეგულირების ზეგავლენის
შეფასების ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის ასახული კანონპროექტის
მოსალოდნელი შედეგები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის მე-18 მუხლის 91 პუნქტი ყალიბდება განახლებული რედაქციით, რომლის
თანახმადაც, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე
აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე
აქვეყნებს ვებგვერდზე www.eauction.ge. ინფორმაციის გავრცელებისათვის შესაძლებელია
გამოყენებული იქნეს
სხვა საშუალებებიც. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების
ვადას ადგენს ლიცენზიის გამცემი ორგანო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე სსიპ - მინერალური
რესურსების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული
აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ახალი
რეგულაციით შემოთავაზებული წესების აღსრულება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულმა ცვლილებებმა
აუქციონის ვადების ოპტიმიზაციისა და 10 დღიანი ვადის შემოღების გზით, შესაძლოა,
ხელი შეუწყოს ჩაშლილი აუქციონების რაოდენობის შემცირებას, მოსალოდნელია
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების რაოდენობის ზრდა, რაც თავის
მხრივ, პოზიტიურად აისახება სახელმწიფოს საბიუჯეტო სარგებლიანობაზე. შესაძლოა,
მას პირდაპირი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების
საშემოსავლო ნაწილზე. სახელმწიფო ბიუჯეტის თვალსაზრისით, მოსალოდნელია
აუქციონიდან გენერირებული შემოსავლების რაოდენობის ზრდა. ეს მიღწეული იქნება
გაცემული ლიცენზიების რაოდენობის ზრდით, რაც იქნება უფრო მოქნილი სისტემის
შექმნის შედეგი.
რაც შეეხება გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, მეტი
ლიცენზიების გაცემის ერთ-ერთ შედეგს წამოადგენს, გაცემული ლიცენზიების
ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლით გენერირებული
შემოსავლების ზრდა. სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს ნამეტ სარგებელს სალიცენზიო
მოსაკრებლისა და აუქციონის ფასის გადახდის შედეგად. ეს დადებით ზეგავლენას
მოახდენს ადგილობრივ ბიუჯეტსა და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტზე, რადგან
აღნიშნული თანხები, მოპოვების ადგილმდებარეობის შესაბამისად, მიემართება
ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალურ ბიუჯეტებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიურ
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში
არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ვადების ოპტიმიზაციას გავლენა ექნება მცირე და საშუალო ლიცენზიანტებზე,
რადგან ის გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ განხორციელებული პროექტების
რაოდენობას.
მაგალითისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესს ტენდერში მონაწილეობისთვის
შესაძლოა, სჭირდებოდეს ლიცენზიის ფლობა საშენ მასალებზე. ამ დროს, მნიშვნელოვანია,
აუქციონი შედარებით სწრაფად ჩატარდეს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებმა შეძლონ
ტენდერებში კონკურენტულად მონაწილეობა. მსგავსი ტიპის მოქნილობა მნიშვნელოვანია
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ მათ შეძლონ ბაზარზე კონკურენტულად
ოპერირება. ამასთან, გაცემული ლიცენზიების გაზრდილი რაოდენობა, დადებით
ზეგავლენას იქონიებს სოციალურ გარემოზე, კერძოდ, გაიზრდება სექტორში
დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის, უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი
მოსახლეობის დასაქმება.
აუქციონზე ობიექტის განთავსების ვადების ოპტიმიზაცია, გამოიწვევს
მინერალური რესურსების სექტორში ინვესტიციების მოცულობის გაზრდას, ვინაიდან,
შესაძლებელი გახდება ლიცენზიის შემჭიდროებულ ვადაში გაცემა, რაც საკმაოდ
მიმზიდველია პოტენციური ინვესტორებისთვის და სექტორით დაინტერესებული
სუბიექტებისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის
მდგომარეობაზე.
მიღება
არ
იქონიებს
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
შემთხვევაში:
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დანართი
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში
’’ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს
კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
The USAID Economic Governance Program
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
The USAID Economic Governance Program
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს
კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან
დაკავშირებით
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’
საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
The USAID Economic Governance Program
31 იანვარი 2023
კონტაქტის ნომერი/
დავალების ნომერი/
„დელოიტ ქონსალთინგი“ / Deloitte Consulting LLP
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო | საქართველო
USAID | GEORGIA
ენა: ქართული
Language: Georgian
31 იანვარი, 2024 წ. / January 31 , 2024
შენიშვნა: ამ ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის მეშვეობით გაწეული
დახმარების შედეგად, „დელოიტ ქონსალთინგის“ მიერ. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ
ემთხვეოდეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.
ანგარიში მომზადებულია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობის და
რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის მხარდამჭერი პლატფორმის ფარგლებში,
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ
DISCLAIMER: This report was produced for review by the United States Agency for International Development. It was
prepared by Deloitte Consulting LLP. The author’s views expressed in this publication do not necessarily reflect the views of
the United States Agency for International Development or the United States Government.
This report was produced in cooperation with USAID Economic Governance Program and Regulatory Impact Assessment
Institutionalization support platform, by the working group of LEPL National Agency for Mineral Resources.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
The USAID Economic Governance Program
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს
კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან
დაკავშირებით
აკრონიმები
EU
European Union / ევროკავშირი
USAID
United States Agency for International Development / აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტო
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
The USAID Economic Governance Program
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს
კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან
დაკავშირებით
შინაარსი
ნაწილი I .................................................................................................................................... 5
1.1 შემაჯამებელი მიმოხილვა.................................................................................................... 5
ნაწილი II ................................................................................................................................... 8
1.
პრობლემის განსაზღვრა ..................................................................................................... 8
1.1.1 პრობლემის კონტექსტი..................................................................................................... 8
1.1.2 სამართლებრივი ანალიზი ................................................................................................12
1.1.3 საბაზისო სცენარი - სექტორში არსებული ზოგადი ტენდენცია........................................13
2. პოლიტიკის მიზნები .............................................................................................................17
3. პოლიტიკის ალტერნატივები ................................................................................................17
4. ალტერნატივის ზეგავლენის შეფასება ..................................................................................20
4.1 ზეგავლენის თვისებრივი შეფასება......................................................................................20
4.2 ზეგავლენის რაოდენობრივი ანალიზი ................................................................................24
5. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი .........................................................................................24
5.1 შერჩეული ალტერნატივა ....................................................................................................25
6. მონიტორინგი და განხორციელება ........................................................................................27
ნაწილი III .................................................................................................................................28
1. საჯარო კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან .......................................................28
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
The USAID Economic Governance Program
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს
კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან
დაკავშირებით
ნაწილი I
1.1 შემაჯამებელი მიმოხილვა
წინამდებარე რეგულირების ზეგავლენის შეფასება ეხება სასარგებლო წიაღისეულის
ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების
ვადების
ცვლილებას.
დღევანდელი
კანონმდებლობის თანახმად,
ისეთ
მინერალურ
რესურსებზე, რომელთა ჯამური მოსაპოვებელი მოცულობა აღემატება 500 000 ტონას/კუბურ
მეტრს ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა შეადგენს ერთ თვეს, ხოლო ისეთ ლიცენზიაზე,
რომლის მოსაპოვებელი მოცულობა ნაკლებია 500 000 ტონა/კუბურ მეტრზე 15 დღე.
კვლევის პროცესში დაინტერესებულ მხარეებს დაეგზავნათ კითხვარი. დაინტერესებული
მხარეები დაჯგუფდა ინტერესისა და ზეგავლენის თვალსაზრისით (მაღალი და დაბალი),
კითხვარები დაეგზავნათ, როგორც საჯარო უწყებებს: ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
სამინისტროს,
პარლამენტის
კომიტეტებს,
ასევე
არასამთავრობო
ორგანიზაციებს, ბიზნეს ასოციაციას, ბიზნესომბუდსმენს და ლიცენზიანტებს. (იხ. ცხრილი)
დაინტერესებულ მხარეთა მატრიცა
ინტერესი
/ დაბალი გავლენა
მაღალი გავლენა
გავლენა
დაბალი
ინტერესი
CENN - კავკასიის გარემოდაცვითი
ორგანიზაციების ქსელი
პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკის და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი
REC
მწვანეთა მოძრაობა დედამიწის
მეგობრები
მწვანე ალტერნატივა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
5
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
მაღალი
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
ინტერესი
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო
ცემენტის მწარმოებელთა ასოციაცია
ბიზნესომბუდსმენი
სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო
მცირე ლიცენზიანტი
საშუალო ზომის ლიცენზიანტი
დიდი ლიცენზიანტი
საჯარო კონსულტაციების პროცესში ლიცენზიანტები შერჩეულ იქნენ საქმიანობის მასშტაბის
გათვალისწინებით
შემთხვევითობის
პრინციპით.
კონსულტაციების
ფარგლებში
დაინტერესებული მხარეების მიერ გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო
ნორმის ცვლილების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. კერძოდ,
სასურველია
სახელმწიფომ
სააუქციონო
ვადების
ოპტიმიზაციის
პარალელურად
უზრუნველყოს სააუქციონო პროცესისთვის საჭირო ყველა სერვისის და ინფორმაციის
ხარისხიანად და დროულად
მიწოდება ლიცენზიის მაძიებლებისთვის, რათა პროცესის
გამჭვირვალობის ხარისხი იყოს მაღალი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივის მიზანი
ნათლად იქნას განმარტებული საზოგადოებისთვის. აღნიშნული ცვლილება არ უნდა იქნას
აღქმული, როგორც სააუქციონო პროცესის შემაფერხებელი არამედ, როგორც მოქნილი და
წამახალისებელი ლიცენზიის მაძიებლებისათვის. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ
აღნიშნული
საკანონმდებლო
სექტორში
ყოვლისმომცველი
ცვლილებები ხორციელდება
რეფორმის
მომზადების
მინერალური
პარალელურად.
რესურსების
ეს
რეფორმა
ძირეულად შეცვლის პროცესებს, ამიტომ აღნიშნული ცვლილებები დროებითი ხასიათისაა,
რომ რეფორმის განხორციელებამდე აღმოიფხვრას რიგი არაეფექტურობების ნაწილი.
საჯარო კონსულტაციაში ჩართული, დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული
მოსაზრებებისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა,
ერთობლივი მუშაობის შედეგად, გამოავლინა რეფორმის რამდენიმე ძირითადი მიზანი:
6
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
აუქციონის ვადების ოპტიმიზაციის გზით მეტად მიმზიდველი სააუქციონო გარემოს შექმნა.
სერვისების მიწოდების დაჩქარება, ლიცენზიის მაძიებელთა მოთხოვნების დროული
დაკმაყოფილება და აუქციონზე გამოტანილი რესურსების ლიცენზირების საფუძველზე
მაქსიმალური სარგებლის მიღება.
აღნიშნულ ცვლილებას აქვს ერთი ოპერაციული მიზანი:
აუქციონის ვადის შემცირება
იმგვარად, რომ გამოირიცხოს ლიცენზიის მაძიებელთა მხრიდან მოცდის პერიოდი.
არსებული კვლევის ფარგლებში, უცვლელობის ალტერნატივასთან ერთად განხილული იქნა
პოლიტიკის ერთი ალტერნატივა - აუქციონზე სალიცენზიო ობიექტის განთავსების ვადების
ოპტიმიზაცია. პოლიტიკის ალტერნატივა 1 შეფასდა თვისებრივი ანალიზის მეთოდით.
ალტერნატივა შეფასდა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი
ზეგავლენის მიმართულებით.
აუქციონის ვადების ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავებული 10 დღიანი ვადის ცვლილების
პროექტი, ემსახურება აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ობიექტების სწრაფ
ლიცენზირებას, რომელიც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება რესურსის რაციონალურ
გამოყენებაზე.
ასევე,
ვალდებულების გაუქმება, რომლის თანახმადაც, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის
გამართვის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა
გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, მნიშვნელოვნად დაზოგავს ხარჯებს ადამიანური
რესურსის თვალსაზრისით.
წიაღის სექტორის მიმდინარე რეფორმის პირობებში, ხელმისაწვდომია მხოლოდ აღნიშნული
ალტერნატივა, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგეგმილია მთლიანი სექტორის
მართვის ახლებური რეგულირება და სრულყოფილი მოწესრიგება. აქედან გამომდინარე,
წიაღის სექტორში არსებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შესაძლოა
ამჟამადაც მოითხოვდეს გარკვეული სახის რეგულირებას, გათვალისწინებული იქნება
კომპლექსური მიდგომის ფარგლებში.
ალტერნატივის ზეგავლენის შეფასების შეჯამება მოხდა მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის
(MCA) მიხედვით. კვლევის მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის ნაწილში პოლიტიკის
ალტერნატივა შეფასდა: ეფექტიანობის, განხორციელებადობა/შესრულების სიმარტივისა და
რისკების შეფასების მიხედვით.
შეფასების კრიტერიუმი
ალტერნატივა 1
რაოდენობრივი შედეგები
რაოდენობრივი შედეგების განსაზღვრა არახარჯთეფექტიანია
7
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
ეფექტიანობა 1 - აუქციონის ვადების
1
შემცირება
განხორციელებადობა/ შესრულების
5
სიმარტივე
რისკი
-1
შეჯამება
5
აუქციონის ვადების ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავებული 10 დღიანი ვადის ცვლილების
პროექტი, ემსახურება აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ობიექტების სწრაფ
ლიცენზირებას, რომელიც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება რესურსის რაციონალურ
გამოყენებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უმეტეს შემთხვევაში, აუქციონში მონაწილე სუბიექტები
თავად წარმოადგენენ განცხადების ავტორს და შესაბამისად, 10 დღიანი ვადა სრულიად
საკმარისია
აუქციონში
მონაწილეობისათვის
განსახორციელებელი
პროცედურების
დაცვისთვის. ალტერნატივის საერთო/საბოლოო ჯამური ქულის მისაღებად, დაჯამდა ყველა
კრიტერიუმის ქულა. რაოდენობრივი შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ ალტერნატივა 1
დადებით შედეგს აჩვენებს და პოლიტიკის მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალებას
წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შერჩეულ იქნა ალტერნატივა
1.
ნაწილი II
1. პრობლემის განსაზღვრა
1.1.1 პრობლემის კონტექსტი
სსიპ
მინერალური
რესურსების
ეროვნული
სააგენტო
წარმოადგენს
სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აცხადებს აუქციონს.
აუქციონის გამოცხადების საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის განცხადება ან ლიცენზიის
გამცემის გადაწყვეტილება. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ინტერნეტ გვერდზე
www.eauction.ge (შემდგომში - ვებ-გვერდი).
“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის
თანახმად,
აუქციონის
სხვა
ვებ-გვერდის
საშუალებით
გამართვის
შემთხვევაში,
სავალდებულოა ლიცენზიის გამცემმა ორგანომ გამართვის თარიღამდე არაუგვიანდეს 3
8
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
სამუშაო დღისა, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, კერძოდ
აუქციონის გამართვის დრო და შესაბამისი ვებ-გვერდი.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ სააგენტო აუქციონის გამართვისთვის იყენებს www.eauction.geს ვებ-გვერდს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებისა თუ უფლების აუქციონის გზით
მოპოვებისათვის
შექმნილ
უმსხვილეს
პლატფორმას.
ვებგვერდი
ღიაა
ნებისმიერი
დაინტერესებული პირისთვის და შესაბამისად, ამ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
სრულიად საკმარისია აუქციონით დაინტერესებულ პირამდე ინფორმაციის მისვლის
თვალსაზრისით. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მას გაცილებით მეტი სუბიექტი ადევნებს
თვალყურს და უფრო მასშტაბური საშუალებაა ინფორმაციის გავრცელებისათვის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს ვებ-გვერდზეც ინფორმაციის განთავსების
ვალდებულება სააგენტოსთვის წარმოადგენს მხოლოდდამხოლოდ დამატებით ხარჯს
ადამიანური რესურსის თვალსაზრისით და არ ქმნის შედეგობრივად განსხვავებული მიზნის
მიღწევის შესაძლებლობას.
კანონში 2019 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად განისაზღვრა, რომ აუქციონის
ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს
ერთი თვისა გამოაქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე.
კანონის ნორმის ზემოაღნიშნული რედაქციით არ არსებობდა საგამონაკლისო ნორმები და
სასარგებლო წიაღისეულის მცირე მოცულობის მოპოვებით დაინტერესებულ პირებს უწევდა
ერთთვიანი ლოდინი აუქციონის გამოცხადებამდე. 2020 წლის 17 მარტს კანონში შეტანილი
ცვლილების თანახმად, ლიცენზიის გამცემი გარკვეული სახის რესურსებისთვის, მოპოვების
ლიცენზიის აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას, აუქციონის გამართვამდე
არაუგვიანეს 15 დღისა, აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე. 1
ნორმის ამგვარი რედაქციით ჩამოყალიბება და ვადების დიფერენცირება განაპირობა
დასახელებული რესურსების მაღალმა ეკონომიკურმა მნიშვნელობამ, რათა აღნიშნული
რესურსების
მოპოვების
ლიცენზიით
დაინტერესებულ
პირებს
არ
დასჭირვებოდათ
ერთთვიანი ლოდინი აუქციონის გამოცხადებამდე და ლიცენზია მიეღოთ უფრო მოკლე
ვადაში. ამასთან, უცვლელი დარჩა სხვა ვებ-გვერდის საშუალებით აუქციონის ჩატარების
შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება.
1 2020 წლის 17 მარტს შეტანილი ცვლილებით მე-18 მუხლს დაემატა 91 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საწვავი და
ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულისა და
საშენი მასალების (თუ ჯამურად მოსაპოვებელი მოცულობა არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) კუბურ
მეტრს/ტონას), ასევე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე
აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს 15 დღისა
აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე.
9
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
ვადებთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების
გაკეთებიდან ლიცენზიის გაცემამდე პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია, ვინაიდან, განცხადების
მიღების შემდეგ აუქციონის გამოცხადებამდე, განცხადება გადის სხვადასხვა ეტაპებს.
კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით დაინტერესებული პირის მიერ
განცხადების
შემოტანის
შემდეგ,
პირველ
რიგში
სასარგებლო
წიაღისეულით
სარგებლობისათვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეულ ობიექტზე ხდება მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ადგილზე გასვლა, ტერიტორიის
შესწავლა, ვიზუალური შეფასება და გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება.
შემდეგ ეტაპზე, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული
წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და
გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
სააგენტო განხილვის პროცესში რთავს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელთა
ინტერესებიც იკვეთება საქმისწარმოებასთან, ამასთან მათ უსაზღვრავს 10 დღიან ვადას
საკითხის შესათანხმებლად. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ჩართულ მხარეთა მიერ პოზიციის
წარმოდგენა სააგენტოში ხდება დაგვიანებულ ვადებში ან უარეს შემთხვევაში მხარეთა მიერ
პოზიციის წარდგენა საერთოდ არ ხდება.
წარმოებაში ჩართულ უწყებათა მიერ დადებითი პოზიციის წარმოდგენის შემთხვევაში,
სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით 15 ან 30 დღიანი ვადის დაცვით
ცხადდება აუქციონი.
ლიცენზირების პროცესის დასკვნით ეტაპზე, აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული
დღის ვადაში ლიცენზიანტმა უნდა უზრუნველყოს აუქციონის საბოლოო თანხის გადახდა,
ხოლო თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს სააგენტო გასცემს
ლიცენზიას. ბოლო წლების სტატისტიკას თუ დავაკვირდებით (იხ. გრაფიკი ლიცენზიის
გაცემის დაჩქარებული მომსახურება) ლიცენზირების პროცესის დაჩქარების მიზნით,
ლიცენზიანტები ხშირად მიმართავენ ლიცენზიის გაცემის დაჩქარებულ მომსახურებას, რაც
გულისხმობს ლიცენზიის მიღებას, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარდგენის დღეს, მომდევნო სამუშაო დღეს ან ოთხ სამუშაო დღეში. ამასთან, აღსანიშნავია,
რომ ლიცენზიის მფლობელს უწევს დამატებითი ხარჯის გაწევა ფასიანი მომსახურებით
სარგებლობისათვის.
მიუხედავად იმისა,რომ ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია
გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის შესახებ მიიღოს განცხადების შემოტანიდან 1 თვის
ვადაში (ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს სამ თვემდე)
აღნიშნული ვადები ირღვევა და ხდება ლიცენზიის გაცემის პროცედურის გაჭიანურება.
10
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
გრაფიკი 1 - ლიცენზიის გაცემის დაჩქარებული მომსახურების ტენდენცია წლების მიხედვით
წყარო: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
არსებული
სტატისტიკური
მონაცემების
მიხედვით,
2020-2023
წლებში,
ლიცენზიის
დაჩქარებული წესით მიღებისათვის ჯამში 251-მა განმცხადებელმა მომართა სააგენტოს, რის
შედეგადაც სააგენტოს ბიუჯეტში ჯამში 50,690 ლარი შემოვიდა. მომართვიანობა
განსაკუთრებით მაღალი იყო 2020 და 2021 წლებში, თუმცა 2023 წლის მონაცემები აღემატება
წინა
წლის
მაჩვენებელს.
აღნიშნული
მეტყველებს,
რომ
ლიცენზიის
მფლობელთა
დაინტერესება დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით კვლავ
აქტუალური რჩება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დაჩქარებული მომსახურებიდან
მიღებული თანხა ფარავს სააგენტოს 2022 წლის ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების
საფუძველზე, შეიცვალა სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები. აღნიშნული
ცვლილების შემდეგ მომართვიანობის რაოდენობის ცვლილება არ ახდენს პროპორციულ
ზეგავლენას დაჩქარებული მომსახურებით მიღებულ შემოსავლებზე.
11
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს სალიცენზიო რეჟიმის გაუმჯობესების
საჭიროებაზე, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს წიაღის
სექტორის რეფორმისა და წიაღის კოდექსის შემუშავების ფარგლებში. სალიცენზიო რეჟიმის
გაუმჯობესება თავის თავში ასევე გულისხმობს გონივრული ვადების დაწესებას
ლიცენზირების პროცესის თითოეული ეტაპისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხის
კომპლექსური მოწესრიგება მოხდება წიაღის კოდექსით, მის შემუშავებამდე მიზანშეწონილია
სააგენტომ
საკუთარი
რესურსის
ფარგლებში
მაქსიმალური
მოქნილობა
შესძინოს
ლიცენზირების პროცესს, რომელიც ამ ეტაპზე შესაძლებელია განხორციელდეს აუქციონის
ვადების ოპტიმიზაციის გზით.
1.1.2 სამართლებრივი ანალიზი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავი არეგულირებს
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესს. აღნიშნული თავის მე-18 მუხლი კი არეგულირებს
ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის საკითხს.
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, ლიცენზიის გაცემის პროცესში
ხელმძღვანელობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, “წიაღის
შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. მათ შორის, საქართველოს
მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით 2 დამტკიცებული დებულებით,
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს3 უფროსის 2023 წლის 15 სექტემბრის
№10 ბრძანებით დამტკიცებული დებულებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაიცემა აუქციონის წესით, გარდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136
დადგენილებით დამტკიცებული დებულების 31 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა,
რომელიც ითვალისწინებს ლიცენზიის გაცემის პირდაპირ წესს 4.
2 „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების
თაობაზე”
3 „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი
ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
4 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის
გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
12
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
1.1.3 საბაზისო სცენარი - სექტორში არსებული ზოგადი ტენდენცია
თუ დღეს არსებულ პრაქტიკას და საკანონმდებლო ცვლილებებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ
2020 წლის 17 მარტს განხორციელებული ცვლილების შედეგად, განსაზღვრულ სასარგებლო
წიაღისეულის რესურსზე აუქციონის გამოცხადების 15 დღიანი რეჟიმის შემოღებით,
არსებული სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით შემცირდა ჩაშლილი
ობიექტების რაოდენობა და გაიზარდა აუქციონზე გატანილი ობიექტების საფუძველზე
გაცემული ლიცენზიების რაოდენობა, რომელიც ასახულია გრაფიკ N2- ში.
გრაფიკი 2 - აუქციონზე გატანილი ობიექტების სტატისტიკა წლების მიხედვით
წყარო: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
თუ შევადარებთ კანონის ცვლილებამდელი რედაქციის საფუძველზე გამოცხადებული
აუქციონებისა და ჩაშლილი ობიექტების რაოდენობას საკვლელ პერიოდს, ნათლად
დავინახავთ, რომ აუქციონის 15 დღიანი რეჟიმის შემოღებით, შემცირდა ჩაშლილი
ობიექტების რაოდენობა. აუქციონის გამოცხადების ვადების შემცირებამ მოქნილობა შესძინა
პროცესს, რაც პოზიტიურ დინამიკაში გამოიხატა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების
მიხედვით ჩაშლილი ობიექტების რაოდენობა სხვადასხვა გარეფაქტორების ზემოქმედებით
იცვლება, მაგრამ ცვლილებამდელი პერიოდის ნიშნულს არც ერთ წელს არ აღწევს.
13
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
აუქციონის ვადების ოპტიმიზაციამ და 10 დღიანი ვადის შემოღებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს
ჩაშლილი ობიექტების რაოდენობის შემცირებას და შექმნას სტიმული სააგენტოს მიერ ბევრად
მეტი სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება
სახელმწიფოს საბიუჯეტო სარგებლიანობაზე.
ლიცენზიის
მაძიებელს
აუქციონში
მონაწილეობისათვის
უწევს
ელექტრონულად
დარეგისტრირება შესაბამის ვებ-გვერდზე (ინტერნეტგვერდი www.eauction.ge) და სრულ
სააუქციონო პროცესში ელექტრონული ფორმით ჩართვა, რაც ნიშნავს, რომ ლიცენზიის
მიღებით დაინტერესებული პირი, ნებისმიერ შემთხვევაში სარგებლობს ვებ-გვერდზე
ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებული ინფორმაციით. შემდეგ, ამავე ვებ-გვერდზე
რეგისტრაციისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს
აუქციონში.
განცხადების მიღების შემდეგ, აუქციონის გამოცხადებამდე, განცხადება გადის სხვადასხვა
ეტაპებს. განცხადება განხილვის ვადები ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავდება
სალიცენზიოდ შერჩეული ობიექტის, მოსაპოვებელი რესურსის სახისა და ოდენობის
გათვალისწინებით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თითოეული განცხადების განხილვას
საშუალოდ 4-5 თვე სჭირდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას,
რომ კანონმდებლობით დადგენილი აუქციონის გამართვის ვადების დაცვით (15 დღიანი და
1 თვიანი), ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებულ პირებს უწევთ ხანგრძლივი ლოდინი
აუქციონის გამოცხადებიდან მის მიღებამდე. ხანგრძლივი ლოდინის ფარგლებში, ლიცენზიის
მფლობელთა დაინტერესებულობა მცირდება, მონაწილეობას აღარ იღებენ აუქციონში და
სალიცენზიო ობიექტი ჩაშლილად ცხადდება. ეს ნათლად ჩანს ობიექტების ჩაშლის მიზეზების
უფრო დეტალურად შესწავლის შემთხვევაში (იხ. გრაფიკი 3).
14
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
გრაფიკი 3 - აუქციონზე ობიექტების ჩაშლის მიზეზები
ჩაშლილი ობიექტები
100
90
58
80
70
60
50
37
40
30
27
36
20
10
11
10
2022 წელი
2023 წელი
0
2021 წელი
აუქციონი ჩაიშალა სხვა მიზეზის გამო
განმცხადებელმა მონაწილეობა არ მიიღო აუქციონში
წყარო: სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2021-2023 წლებში, ჩაშლილად გამოცხადდა 179 ობიექტი.
ჩაშლილი ობიექტების დაახლოებით 68%, კერძოდ 122 ობიექტი განმცხადებელთა აუქციონში
მონაწილეობის მიუღებლობის გამო ჩაიშალა. აუქციონის ჩაშლის ძირითად მიზეზს
წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან ინტერესის შემცირება. მაგალითისთვის,
ქვიშა-ხრეშის ლიცენზიით დაინტერესებული პირთათვის, ლიცენზიის მიღება ხშირ
შემთხვევაში
საჭიროა
ინფრასტრუქტურული
პროექტების
გამართულ
ტენდერში
მონაწილეობისთვის.
უმეტესწილად,
პროცედურის გაჭიანურების გამო,
დაინტერესებული პირი
განხორციელების
ლიცენზიის
მიზნით
მიღების
ვერ ახერხებს ტენდერში
მონაწილეობის მიღებას, მისი შემჭიდროვებული ვადებიდან გამომდინარე და შესაბამისად
შემდგომში აუქციონშიც არ იღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც უკვე მოძიებული ინვესტორებიც ლიცენზიის
გაცემის პროცედურის ხანგრძლივობის გამო, უარს ამბობენ ლიცენზიანტის ინვესტირებაზე,
რაც ზიანს აყენებს როგორც სააუქციონო პროცესის მიმდინარეობას და პროცესში ჯანსაღ
კონკურენციას, ასევე უარყოფითად აისახება წიაღის სექტორის განვითარებაზე.
განცხადების მიღების შემდეგ, აუქციონის გამოცხადებამდე, განცხადება გადის სხვადასხვა
ეტაპს. კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით დაინტერესებული პირის
მიერ განცხადების შემოტანის შემდეგ, პირველ რიგში, სასარგებლო წიაღისეულით
სარგებლობისათვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეულ ობიექტზე, ხდება მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ადგილზე გასვლა, ტერიტორიის
15
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
შესწავლა, ვიზუალური შეფასება და გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება, რომელიც
შეიცავს დეტალურ ინფორმაციას, დასკვნასა და რეკომენდაციას წიაღით სარგებლობის
ობიექტის დამუშავების პირობების შესახებ.
შემდეგ ეტაპზე, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული
წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და
გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე,
სააგენტო საქმისწარმოების პროცესში რთავს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელთა
ინტერესებიც
იკვეთება
საქმისწარმოებასთან.
შესაბამისად,
ლიცენზიის
გაცემისთვის
ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მომზადებული გეოსაინფორმაციო
პაკეტი/ტოპოგრაფიული რუკა (გარდა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა მტკნარი
წყლის
(სამეწარმეო
გეოსაინფორმაციო
დანიშნულებით)
პაკეტისა,
ობიექტთან
ეგზავნებათ
შესაბამის
დაკავშირებით
მომზადებული
სახელმწიფო
რწმუნებულის
ადმინისტრაციასა (რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს საკითხის შეთანხმებას შესაბამის
მუნიციპალიტეტთან) და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს. აღნიშნული უწყებები
აფიქსირებენ პოზიციას ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ხოლო
ბოლო ეტაპზე, ლიცენზიის გამცემის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით ცხადდება
აუქციონი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის
გაცემამდე ობიექტი წარმოების მრავალ ეტაპს გადის. ამასთან აუქციონის ჩატარებით არ
სრულდება ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება და მისი ბოლო ეტაპი
ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანების გამოცემაა, რომლისთვისაც კანონმდებელი ასევე
განსაზღვრავს გარკვეულ ვადებს.
კანონმდებლობით დადგენილი აუქციონის გამართვის
ვადების დაცვით (15 დღიანი და 1 თვიანი), ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებულ პირებს
უწევთ ხანგრძლივი ლოდინი აუქციონის გამოცხადებიდან მის მიღებამდე.
2018 წელს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგნეტოს (USAID-ის) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) - ფარგლებში, PMO Business Consulting-ის მიერ
მომზადდა ბიზნესის განწყობის კვლევა წიაღის სექტორში. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს,
როგორც ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო კომპანიებმა
სექტორში არსებული გამოწვევების გამოსავლენად. 195 შერჩეული ადგილობრივი
კომპანიიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 67-მა ადგილობრივმა კომპანიამ და გარდა ამისა,
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 38 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელმა.
საერთაშორისო რესპონდენტთა 84%-ის განცხადებით, ლიცენზირების გამჭვირვალე
პროცედურები, სერვისების ეფექტური მიწოდება და ლიცენზიების დროულად გაცემა
მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.
მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიისა და ნებართვების მიღებასთან დაკავშირებული პროცესი
დროში ხანგრძლივდება, რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში სიტუაცია
გაცილებით გაუმჯობესდა. კომპანიები დადებითად აფასებენ წიაღის ეროვნული სააგენტოს
16
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
საქმიანობას, თუმცა თვლიან, რომ დამატებითი ნაბიჯებია საჭირო სექტორის ეფექტური
რეგულირების მისაღწევად.
2. პოლიტიკის მიზნები
ზოგადი მიზანი
პოლიტიკის ზოგად მიზანს წარმოადგენს, აუქციონის ვადების ოპტიმიზაციის გზით მეტად
მიმზიდველი სააუქცინო გარემოს შექმნა, სერვისების მიწოდების დაჩქარება, ლიცენზიის
მაძიებელთა
მოთხოვნების
დროული
დაკმაყოფილება
და
აუქციონზე
გამოტანილი
რესურსების ლიცენზირების საფუძველზე მაქსიმალური სარგებლის მიღება.
კონკრეტული და ოპერაციული მიზნები
ცხრილი 1 - კონკრეტული და ოპერაციული მიზნები
მიზანი
ინდიკატორი
პასუხისმგებლობა
დრო
აუქციონის ვადის შემცირება იმგვარად, რომ გამოირიცხოს ლიცენზიის მაძიებელთა
მხრიდან მოცდის პერიოდი.
აუქციონის ვადების
შემცირება
ლიცენზიის
სსიპ მინერალური
აღების მთლიან
რესურსების
ვადაში აუქციონის
ეროვნული
ჩატარებისთვის
განსაზღვრული
სააგენტო
2024 წელი
ვადის წილი
აუქციონის განთავსებიდან
აუქციონის
სსიპ მინერალური
მის ჩატარებამდე არსებულ
განთავსებიდან
რესურსების
პერიოდში არასაჭირო
მის ჩატარებამდე
ეროვნული
მოცდის შემცირება
გასული დღეების
სააგენტო
2024 წელი
რაოდენობა
3. პოლიტიკის ალტერნატივები
მიზნების განსაზღვრისა და პრობლემის ანალიზის შემდეგ, განხილულ იქნა უმოქმედობის
სცენარი და აუქციონზე ობიექტის განთავსების ვადის შემცირების ალტერნატიული მეთოდი.
17
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
უმოქმედობის სცენარის პირობებში, სააგენტო აგრძელებს აუქციონზე განსათავსებელი
ობიექტის მიმართ დროის უცვლელი რეჟიმის გამოყენებას. შემოთავაზებული ალტერნატივის
შემთხვევაში კი შემოღებული იქნება შემცირებული ვადები.
ალტერნატივა 0 - უმოქმედობის სცენარი
აღნიშნული ალტერნატივა წარმოადგენს ე.წ უმოქმედობის/ნულოვან სცენარს, რომელიც
გულისხმობს არსებული მდგომარეობის უცვლელად შენარჩუნებას. ნულოვანი სცენარის
მიხედვით, სააუქციონოდ განთავსების ვადებში ცვლილება არ შევა და წარიმართება უკვე
არსებული გრაფიკის შესაბამისად.
მიუხედავად
იმისა,
რომ
ნულოვანი
სცენარი
წარმოადგენს
მიმდინარე
პრაქტიკის
გაგრძელებას, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ძირითადი რისკები და შესაძლებლობები,
რომლებიც დაკავშირებულია სტატუს ქვოს შენარჩუნებასთან. ანალიზის ეს ფორმა
მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ უწყებას გაცნობიერებული
ჰქონდეს კომპრომისები და პოტენციური შედეგები, იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდება
ცვლილება აუქციონზე ობიექტის განთავსების ვადების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.
რისკები:
●
არსებული მდგომარეობის შენარჩუნების ერთ-ერთ რისკს წარმოადგენს ბაზრის
პოტენციური შესუსტება, რის მიზეზსაც წარმოადგენს დაწესებული ვადების
არაოპტიმალურობა. აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება შეაფერხოს პროცესი და
საგრძნობლად შეამციროს ბაზარზე კონკურენტუნარიანობა.
●
უმოქმედობის შემთხვევაში, შეიძლება პოტენციურმა ლიცენზიის მაძიებელმა აღარ
განაგრძოს
სააუქციონო
პროცედურები,
რადგან
მას
აღნიშნული
ლიცენზია
კონკრეტული მიზნობრიობით სჭირდებოდა. მაგალითად, ინფრასტრუქტურული
პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა.
შესაძლებლობები:
●
ვადების მიმდინარე პრაქტიკის შენარჩუნების ერთ-ერთ უპირატესობად შეიძლება
ჩაითვალოს დროის ხანგრძლივობიდან
გამომდინარე პროგნოზირებადობა და
სტაბილურობა. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო მოწესრიგებულ სააუქცინო
გარემოს ჩამოყალიბებას და დაეხმაროს ლიცენზიის მაძიებლებს ეფექტურად დაგეგმონ
თავიანთი
სტრატეგიები,
სრულფასოვნად
მოახდინონ
ფინანსური
სახსრების
მობილიზება.
●
თუკი ლიცენზია პერსპექტიულობის მაღალი ხარისხით ხასიათდება, ვადების
უცვლელობა გაზრდის აუქციონის მიმართ ინტერესს და შესაბამისად ჯანსაღ
18
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
კონკურენციას.
აღნიშნული
კი,
ვაჭრობის
გათვალისწინებით,
გაზრდის
სახელმწიფოსთვის აუქციონიდან მიღებულ ფინანსურ სარგებელს;
●
მიმდინარე ვადების შენარჩუნება შეამცირებს დაყოვნებით გამოწვეული შეფერხების
რისკს და ლიცენზიის მაძიებლებს საშუალებას მისცემს განაგრძონ თავიანთი
ოპერაციები ახალ ვადებთან და პროცედურებთან ადაპტაციის გარეშე.
ალტერნატივა 1 - ვადების შემცირება
ამ მეთოდის გამოყენებით მოხდება არსებული 15 და 30 დღიანი აუქციონის საიტზე
გამოქვეყნების ვადების შემცირება 10 დღემდე. ასევე, აღარ იარსებებს სააგენტოს
ვალდებულება,
რომლის
თანახმადაც,
ლიცენზიის
გამცემმა
აუქციონის
გამართვის
თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს
სათანადო ინფორმაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს აუქციონის გამართვის თარიღი
და იმ ვებ-გვერდის მისამართი, რომლის საშუალებითაც იმართება აუქციონი. მიუხედავად
იმისა, რომ ცვლილება ორიენტირებულია არსებული მოდელის მეტად დახვეწაზე,
აუცილებელია განვიხილოთ ცვლილების შემდგომი, როგორც პოტენციური რისკები, ასევე
შესაძლებლობები.
რისკები:
●
შემცირებულმა
ვადებმა
ლიცენზიის
მაძიებელთათვის
შეიძლება
წარმოქმნას
შეფერხება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილე სუბიექტები არ
არიან სათანადოდ მომზადებულნი. ამან შეიძლება გამოიწვიოს მონაწილეთა
რაოდენობის შემცირება, რაც გავლენას იქონიებს სააუქციონო ფასზე და გაზრდის
არასტაბილურობას.
●
ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა მივიღოთ დაინტერესებულ პირთა
ინფორმირებულობის ნაკლებობა და ხელი შეუშალოს სალიცენზიო ობიექტთან
დაკავშირებული გარემოებების მოკვლევას. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა
მოახდინოს პროცესის ეფექტურობასა და სამართლიანობაზე.
●
ალტერნატივა 1-ის გამოყენების კიდევ ერთ რისკს წარმოადგენს, აუქციონში
მონაწილეობისთვის ფინანსური სახსრების მობილიზებისთვის არასაკმარისი დრო.
შესაძლებლობები:
●
შემცირებულმა
მაძიებლებს
ვადამ,
შორის,
შეიძლება
რადგან
ხელი
შეუწყოს
მონაწილეებს
კონკურენციას
დასჭირდებათ
ლიცენზიის
უფრო
სწრაფი
გადაწყვეტილების მიღება, რაც პოტენციურად გამოიწვევს მეტად ორიენტირებული და
დინამიური სააუქციონო გარემოს ჩამოყალიბებას.
19
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
●
●
შემცირებული
ვადის
არსებობა
პოტენციურად
რაციონალურ
სარგებლობას/გამოყენებას,
რაც
ხელს
შეუწყობს
მიღწეული
რესურსების
იქნება
პროცესის
დაჩქარებით და გაცემული ლიცენზიების გაზრდილი რაოდენობით.
ვადების ცვლილების კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს, ჩაშლილი ობიექტების
რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება, პროცესის ოპტიმიზაცია და აღნიშნულის
ხარჯზე გაცემული ლიცენზიების რაოდენობის ზრდა.
4. ალტერნატივის ზეგავლენის შეფასება
4.1 ზეგავლენის თვისებრივი შეფასება
ქვემოთ მოცემულია შერჩეული პოლიტიკის ალტერნატივის თვისებრივი ზეგავლენის
ანალიზის შემაჯამებელი ნაწილი.
ცხრილი 2 - ზეგავლენის თვისებრივი შეფასების გეგმა
ზეგავლენები
სახე:
1)
პირდაპირი;
ჯგუფ(ებ)ი,
მოსალოდნელ
შესაბამისი საზომი
რომლებმაც
ი შედეგების
ინდიკატორ(ებ)ი
განიცადეს
შეფასება
ზეგავლენა
(დადებითი ან
აღნიშნულ
და/ან სხვა
უარყოფითი)
ზეგავლენას
2)
შესაბამისი
არაპირდაპირ ინდიკატორები
ი
ალტერნატივები
, რომლებიც
ექვემდებარება
, რომლებმაც
განიცადეს
ზეგავლენა
დაზოგილი სამუშაო დრო
1
დადებითი
აუქციონის ჩატარების ვადა
1
დადებითი
ბიზნესების მიერ
1
ადმინისტრაცი პირდაპირი მინერალური დადებითი
ული
რესურსების
ეროვნული
სააგენტო
ეკონომიკური
მინერალური პირდაპირი ლიცენზიის
რესურსების
მაძიებლები
სექტორზე
მცირე და
პირდაპირი /
მცირე და
საშუალო
არაპირდაპი
საშუალო
განხორციელებული
ბიზნესზე
რი
ბიზნესები
პროექტების გაზრდილი
რაოდენობა
მცირე და საშუალო ბიზნესის
ლიცენზიის მისაღებად
გაწეული ხარჯების შემცირება
20
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
სახელმწიფო არაპირდაპი საბიუჯეტო
ბიუჯეტი /
რი
დადებითი აუქციონიდან გენერირებული
შემოსავლები
1
შემოსავლების ზრდა
ადგილობრივი
ბიუჯეტი
ადგილობრი
ვი
მოსაკრებლიდან მიღებული
თვითმმართვ
შემოსავლების ზრდა
ელობის
შესამოსავლე
ბი
მინერალური არაპირდაპი სააგენტოს
რესურსების
რი
დადებითი
რეგულირების საფასურიდან
შემოსავლები
1
მიღებული შემოსავლები
სააგენტოზე
ინვესტიციები პირდაპირი / საინვესტიცი დადებითი
ინვესტიციების მოცულობა
მინერალური არაპირდაპი ო გარემო
მინერალური რესურსების
რესურსების
რი
1
სექტორში
სექტორში
ლიცენზიის აღების
პროცედურის შემცირებული
ხანგრძლივობა
სოციალური და გარემოსდაცვითი
დასაქმება
არაპირდაპი მინერალური დადებითი
რი
დასაქმების დონე
რესურსების
მინერალური რესურსების
სექტორში
სექტორში
1
დასაქმებულ
ები
გარემო
არაპირდაპი ადგილობრი უარყოფითი
რი
ვი
განხორციელებული
1
პროექტების რაოდენობა
ეკოსისტემა
ადმინისტრაციული
“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის
თანახმად,
აუქციონის
სხვა
ვებ-გვერდის
საშუალებით
გამართვის
შემთხვევაში,
სავალდებულოა ლიცენზიის გამცემმა ორგანომ გამართვის თარიღამდე არაუგვიანდეს 3
სამუშაო დღისა, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, კერძოდ
აუქციონის გამართვის დრო და შესაბამისი ვებ-გვერდი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ
2012 წლიდან არსებული პრაქტიკით, სააგენტო აუქციონის გამართვისთვის იყენებს
www.eauction.ge-ს ვებ-გვერდს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებისა თუ უფლების
აუქციონის გზით მოპოვებისათვის შექმნილ უმსხვილეს პლატფორმას. ვებ-გვერდი ღიაა
21
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და შესაბამისად, ამ გვერდზე ინფორმაციის
გამოქვეყნება სრულიად საკმარისია აუქციონით დაინტერესებულ პირამდე ინფორმაციის
მისვლის თვალსაზრისით. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მას გაცილებით მეტი სუბიექტი
ადევნებს თვალყურს და უფრო მასშტაბური საშუალებაა ინფორმაციის გავრცელებისათვის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს ვებ-გვერდზეც ინფორმაციის განთვასების
ვალდებულება, სააგენტოსთვის წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დამატებით ხარჯს
ადამიანური რესურსის თვალსაზრისით და არ ქმნის შედეგობრივად განსხვავებული მიზნის
მიღწევის შესაძლებლობას.
ეკონომიკური
● მინერალური რესურსების სექტორზე
ალტერნატივა 1-ის საფუძველზე, სააუქციონო ვადების ოპტიმიზაცია გამოიწვევს
აუქციონის ჩატარებისთვის საჭირო დროის ცვლილებას, კერძოდ, აღნიშნული
ალტერნატივა დადებითად იმოქმედებს ლიცენზიის მაძიებლებზე, რადგან მათ აღარ
დასჭირდებათ არასაჭირო მოცდა და გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის აღებას
შეძლებენ უფრო სწრაფად. მოქნილი სააუქციონო სისტემა ძალზედ მნიშვნელოვანია
წიაღის სექტორით დაინტერესებული სუბიექტებისთვის.
● მცირე და საშუალო ბიზნესზე
მცირე
და
საშუალო
ლიცენზიანტების
შემთხვევაში
ვადების
ოპტიმიზაციას
განსაკუთრებული გავლენა ექნება, რადგან ალტერნატივა 1-ის განხორციელება
გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ განხორციელებული პროექტების
რაოდენობას.
მაგალითისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესს ტენდერში მონაწილეობისთვის
შესაძლოა
სჭირდებოდეს
ლიცენზიის
ფლობა
საშენ
მასალებზე.
ამ
დროს,
მნიშვნელოვანია აუქციონი შედარებით სწრაფად ჩატარდეს, რომ მცირე და საშუალო
ბიზნესებმა შეძლონ ტენდერებში კონკურენტულად მონაწილეობა.
მსგავსი ტიპის მოქნილობა მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ
მათ შეძლონ ბაზარზე კონკურენტულად ოპერირება.
● სახელმწიფო ბიუჯეტზე
ალტერნატივა 1-ის კიდევ ერთ დადებით მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენს,
აუქციონიდან გენერირებული შემოსავლების რაოდენობის ზრდა. ეს მიღწეული იქნება
გაცემული ლიცენზიების რაოდენობის ზრდით, რაც იქნება უფრო მოქნილი სისტემის
22
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
შექმნის შედეგი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს
ნამეტ სარგებელს სალიცენზიო მოსაკრებლისა და აუქციონის ფასის გადახდის
შედეგად. თუმცა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულს არ ექნება დიდი ეფექტი.
● ადგილობრივ ბიუჯეტზე
მეტი ლიცენზიების გაცემის ერთ-ერთ არაპირდაპირ შედეგს წამოადგენს, გაცემული
ლიცენზიების
ფარგლებში
ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისათვის
მოსაკრებლით გენერირებული შემოსავლების ზრდა. ეს დადებით ზეგავლენას
მოახდენს ადგილობრივ ბიუჯეტზე, რადგან აღნიშნული თანხები მიემართება
მუნიციპალურ ბიუჯეტებში. თუმცა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულს არ ექნება
დიდი ეფექტი.
● მინერალური რესურსების სააგენტოს შემოსავლებზე
ალტერნატივა 1-ის ზეგავლენა შეიძლება გამოიხატოს რეგულირების საფასურიდან
მიღებული შემოსავლების ზრდაში, რომელიც მინერალური რესურსების სააგენტოს
ბიუჯეტში მიემართება.
● ინვესტიციები მინერალური რესურსების სექტორში
აუქციონზე ობიექტის განთავსების ვადების ოპტიმიზაცია, გამოიწვევს მინერალური
რესურსების სექტორში ინვესტიციების მოცულობის გაზრდას, ვინაიდან შესაძლებელი
გახდება ლიცენზიის შემჭიდროებულ ვადაში გაცემა, რაც საკმაოდ მიმზიდველია
პოტენციური
ინვესტორებისთვის
და
სექტორით
დაინტერესებული
სუბიექტებისთვის. თუმცა აღნიშნული ეფექტი მოსალოდნელია არ იყოს დიდი.
სოციალური და გარემოსდაცვითი
● დასაქმება
გაცემული ლიცენზიების გაზრდილი რაოდენობა, დადებით ზეგავლენას იქონიებს
სოციალურ გარემოზე კერძოდ, გაიზრდება სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, მათ
შორის უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
● გარემო
სააუქციონო ვადების ოპტიმიზაციით გამოწვეული პროექტების განხორციელების
მზარდ ტენდენციას, შესაძლოა ჰქონდეს უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ
ეკოსისტემაზე და გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე (წყალი, ჰაერი, ნიადაგი). თუმცა,
23
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
აღნიშნული ალტერნატივის ფარგლებში გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების
მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
4.2 ზეგავლენის რაოდენობრივი ანალიზი
ცვლილება არ უკავშირდება მნიშვნელოვან რაოდენობრივ ზეგავლენას, რომლის შეფასებაც
შესაძლებელი იქნებოდა ხარჯთეფექტიანად არსებული მონაცემების ანალიზით. ამ
ცვლილებით არ არის მოსალოდნელი ისეთი ზეგავლენა, რომელიც მოახდენს მნიშვნელოვან
ცვლილებებს კერძო სექტორის ან სახელმწიფოს ხარჯებსა და შემოსავლებში. შედეგად,
რაოდენობრივი ანალიზის განხორციელება არ არის ხარჯთეფექტიანი.
5. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი
პოლიტიკის ალტერნატივის შეფასება განხორციელდა -5 დან 5 ქულამდე შესაბამისი სკალით,
იმის მიხედვით თუ როგორია მისი მნიშვნელობა და ზეგავლენა პროცესზე. ალტერნატივის
შეფასებისას “-5” ყველაზე ცუდ და არასასურველ შედეგს, ხოლო “5” ყველაზე მეტად
სასურველს წარმოადგენს.
მრავალკრიტერიუმიანი
ანალიზის
ნაწილში,
პოლიტიკის
ალტერნატივა
შეფასდა
ეფექტიანობის, განხორციელებადობისა და რისკების კრიტერიუმების მიხედვით.
ეფექტიანობის კრიტერიუმი დაფუძნებულია ანგარიშის წინა თავებში განსაზღვრულ
პოლიტიკის მიზნებზე, რომლებიც მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის უმნიშვნელოვანეს
ნაწილს
წარმოადგენს.
ეფექტიანობასთან
ერთად
შეფასდა
პოლიტიკის
განხორციელებადობა/შესრულების სიმარტივე, რაც უკავშირდება იმას, თუ რამდენად იოლად
მიღწევადია პოლიტიკის აღნიშნული ალტერნატივა. ამასთანავე შეფასდა და განისაზღვრა
მოცემული ალტერნატივის გატარების შემთხვევაში წარმოშობილი პოტენციური რისკები,
რომლებმაც შესაძლოა დააზიანონ პოლიტიკის ალტერნატივა.
ალტერნატივის საბოლოო/საერთო ჯამური ქულის მისაღებად დაჯამდა შემოთავაზებული
კრიტერიუმების ჯამური ქულები. (იხ. ცხრილი 1)
ცხრილი 3 - მრავალკრიტერიუმიანი ანალიზი
შეფასების კრიტერიუმი
ალტერნატივა 1
რაოდენობრივი შედეგები
რაოდენობრივი შედეგების განსაზღვრა არახარჯთეფექტიანია
ეფექტიანობა 1 - აუქციონის ვადების შემცირება
1
24
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
განხორციელებადობა/ შესრულების სიმარტივე
5
რისკი
-1
შეჯამება
5
აუქციონზე ობიექტის განთავსების დროის შემცირება არ წარმოადგენს მნიშვნელოვან
ცვლილებას სააგენტოსა და სექტორის საქმიანობაში, მაგრამ პრიორიტეტულია ცვლილების
ძალაში შესვლამდე გააზრებულად მოხდეს მსგავსი ტიპის ცვლილებების ანალიზი.
პრაქტიკაში ვადების შემცირება სხვა მრავალ უპირატესობასთან ერთად, სააუქციონო
პლატფორმას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს საბაზრო პირობების ცვლილებებს. ხშირ
შემთხვევაში, სწორედ ამგვარი მოქნილობაა გადამწყვეტი მინერალური რესურსების
სექტორში, სადაც ფასები როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების ზემოქმედებით სწრაფად
მერყეობს.
ეფექტიანობის კრიტერიუმის მიხედვით ალტერნატივას მიენიჭა 1 ქულა, ვინაიდან,
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილების საფუძველზე აუქციონზე ობიექტის განთავსების ვადები
შემცირდება, ლიცენზირების საერთო ვადებთან მიმართებით აღნიშნულს უმნიშვნელო
ზეგავლენა ექნება, რის შედეგადაც ცვლილება შეიძლება შეფასდეს, როგორც მცირე
ზეგავლენის, მაგრამ სააუქციონო პროცესზე დადებითი ეფექტის მქონე.
განხორციელებადობის კრიტერიუმის მიხედვით ალტერნატივა შეფასდა 5 ქულით, რადგან
აღნიშნული ცვლილების განხორციელება მარტივია, მოითხოვს მხოლოდ კანონმდებლობის
ცვლილებას და არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ ხარჯებთან, შედეგად შეფასდა
როგორც მაქსიმალურად დადებითი.
რაც შეეხება რისკების კრიტერიუმს, ალტერნატივა შეფასდა - 1 ქულით გამომდინარე იქიდან,
რომ ნებისმიერი სახის ცვლილება დაკავშირებულია რისკებთან, რომელმაც შესაძლოა
შეაფერხოს აღსრულების პროცესი. მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას აუქციონზე ობიექტის
გამოქვეყნების ვადების ცვლილების საკითხიც, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ პოტენციურად
უფრო ნაკლები დაინტერესებული პირი იქნება ინფორმირებული აუქციონის შესახებ.
აღნიშნულმა კი შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენციის შემცირება.
5.1 შერჩეული ალტერნატივა
აუქციონის ვადების ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავებული 10 დღიანი ვადის ცვლილების
პროექტი, ემსახურება აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ობიექტების სწრაფ
ლიცენზირებას, რომელიც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება რესურსის რაციონალურ
გამოყენებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უმეტეს შემთხვევაში, აუქციონში მონაწილე სუბიექტები
25
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
თავად წარმოადგენენ განცხადების ავტორს და შესაბამისად, 10 დღიანი ვადა სრულიად
საკმარისია
აუქციონში
მონაწილეობისათვის
განსახორციელებელი
პროცედურების
დაცვისთვის.
ვადის სტანდარტიზაციასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მნიშვნელოვანია ყველა
რესურსის მოპოვებით დაინტერესებულ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის არსებობის
კუთხით. პირებს, მიუხედავად იმისა, რა მოცულობისა და სახეობის რესურსის მოპოვების
ლიცენზიით არიან ისინი დაინტერესებული, ექნებათ თანაბარი შესაძლებლობა აუქციონში
რეგისტრაციისა და საჭირო პროცედურების განხორციელებისათვის. ასევე აუქციონის
თაობაზე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი ვადით.
რაც შეეხება დაინტერესებულ პირთა მხრიდან საჭირო დოკუმენტების წარდგენას, აუქციონში
მონაწილე სუბიექტებს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული ხასიათის ქმედებების
განხორციელება
მოეთხოვებათ,
რაც
გულისხმობს
პირის
შესაბამის
ვებ-გვერდზე
რეგისტრაციას, წინასწარ გადასახდელი თანხისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდას.
აღნიშნული კი, თავისი შინაარსით, არ არის დაკავშირებული მოქმედებებთან, რომლის
შესრულებისთვისაც შესაძლოა საჭირო იყოს 10 დღეზე მეტი ვადა. შესაბამისად, ცვლილებით
არ ხდება დაინტერესებულ პირთა უფლებების შევიწროება ან მათზე რაიმე ფორმის
უარყოფითი ზეგავლენა, პირიქით, ცვლილება მაქსიმალურად მორგებულია დაინტერესებულ
პირთა ინტერესებზე, რათა მათ დროულად მიიღონ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზია.
ცვლილების განხორციელების მრავალკრიტერიუმიანმა ანალიზმა აჩვენა, რომ მას აქვს
ჯამურად უფრო მეტი დადებითი ეფექტი კრიტერიუმების მიხედვით, ვიდრე უარყოფითი
ზეგავლენა. შესაბამისად, მიზანშეწონილია ცვლილების განხორციელება.
ალტერნატივის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ალტერნატივა 1 მთლიანობაში დადებითად
იქნა შეფასებული, რაც თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ მისი განხორციელების
შემთხვევაში სააუქციონო პროცესი ბევრად უფრო მოქნილი, დახვეწილი და მარტივი გახდება.
ეფექტიანობა 1-ის კრიტერიუმის შეფასებისას, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ვადების
შემცირებით გამოწვეულ შესაძლებლობაზე, რომელიც საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს
სააუქციონო პროცესი აუქციონზე ობიექტის ოპტიმალური დროით განთავსების გზით.
განხორციელებადობა/შესრულების სიმარტივის კრიტერიუმის შეფასებით დადგინდა, რომ
ალტერნატივა 1 შესაძლებლობას ქმნის დროის მცირე მონაკვეთში შეუფერხებლად
განხორციელდეს ცვლილება.
რაც
შეეხება
პოტენციური
რისკების
შეფასების
კრიტერიუმს,
ალტერნატივა
1-ის
განხორციელების პირობებში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეების წარმოშობა,
26
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
ლიცენზიის
მაძიებლის
მიერ
საჭირო
ფინანსური
რესურსების
მობილიზებისა
და
ინფორმირებულობის კუთხით.
6. მონიტორინგი და განხორციელება
ცვლილებების მონიტორინგისა და მისი ეფექტიანი განხორციელებისათვის, მნიშვნელოვანია
მოხდეს მონაცემების პერიოდული შეგროვება და ამ მონაცემებისთვის თვალყურის დევნება.
ეს საჭიროა ცვლილებების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. მონიტორინგის გეგმა და
მონაცემების შეგროვების ხანგრძლივობა მოცემულია ქვევით არსებულ ცხრილში:
ცხრილი 4 - მონიტორინგისა და განხორციელების გეგმა
ინდიკატორი
ლიცენზიის გაცემის საშუალო ვადა
შეფასების დრო და
მონიტორინგზე
სიხშირე
პასუხისმგებლობა
კვარტალური
საქართველოს მინერალური
რესურსების ეროვნული
სააგენტო
ლიცენზიის გაცემის საშუალო ვადაში
კვარტალური
აუქციონის ჩატარებისათვის
განსაზღვრული ვადის წილი
საქართველოს მინერალური
რესურსების ეროვნული
სააგენტო
ჩაშლილი აუციონების რაოდენობა
წლიური
საქართველოს მინერალური
რესურსების ეროვნული
სააგენტო
განმცხადებლის მხრიდან
წლიური
საქართველოს მინერალური
მონაწილეობის არ მიღების წილი
რესურსების ეროვნული
აუქციონის ჩაშლის მიზეზებში
სააგენტო
აუქციონის განთავსებიდან მის
კვარტალური
საქართველოს მინერალური
ჩატარებამდე გასული დღეების
რესურსების ეროვნული
რაოდენობა
სააგენტო
ლიცენზიის დაჩქარებული წესით
კვარტალური
მოთხოვნის რაოდენობა
საქართველოს მინერალური
რესურსების ეროვნული
სააგენტო
27
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
ნაწილი III
1. საჯარო კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან
პოლიტიკის ზეგავლენის შეფასების პროცესში უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს
დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და მათთან შესაბამისი კონსულტაციის
გამართვა, რათა შეფასდეს თუ რა ტიპის გავლენა და სარგებელი შეიძლება ჰქონდეს
შემოთავაზებულ პოლიტიკას სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის. ასევე, საჯარო
კონსულტაციების განხორციელებით შესაძლებელი ხდება მხარეების ჩართულობის ხარისხის
განსაზღვრა და მათი როლის დადგენა პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
სააუქციონო ობიექტის საიტზე გამოქვეყნების ვადების ცვლილება, თავისი ყოვლისმომცველი
შინაარსის გათვალისწინებით, საჭიროებდა პროცესში სხვადასხვა მასშტაბის ლიცენზიანტთა
ჯგუფების ჩართულობას. ამავდროულად, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის
მონაწილეობას.
საჯარო კონსულტაციის პროცესში სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს
ბაზაში არსებული 4000 ზე მეტი ლიცენზიანტისგან შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ
იქნა 30 ლიცენზიანტი, რომელთა დაჯგუფებაც მოხდა სამ ძირითად ნაწილად: მცირე,
საშუალო და მსხვილ ლიცენზიანტებად. აღნიშნული მიდგომა საშუალებას იძლევა,
კონსულტაციის პროცესში მივიღოთ საკვლევი საკითხის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა
მასშტაბის ლიცენზიანტებისგან, ეფექტურად იქნას აღქმული მათგან მომდინარე შეფასებები
და ამ ყოველივეს გათვალისწინებით პოლიტიკის შეფასების პროცესი მეტად გამჭვირვალე და
ეფექტური გახდეს.
საჯარო კონსულტაციის პროცესში ჩართულ უწყებებს თუ კერძო ლიცენზიანტებს
ინდივიდუალურად დაეგზავნათ სპეციალურად შედგენილი კითხვარი, რომელსაც თან
ახლდა საკითხის მოკლე ანოტაცია, სადაც დეტალურადაა მიმოხილული თუ რას ეხება
არსებული პოლიტიკის ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი. საჯარო კონსულტაციების
პროცესში, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მხრიდან შეთავაზებულ იქნა
კონსულტაციის ყველა შესაძლო ალტერნატიული ფორმა როგორც დისტანციური, ასევე
პირადად შეხვედრის ფორმატიც, თუკი ეს გააადვილებდა პროცესს დაინტერესებული
მხარეებისთვის.
კითხვები
1. რა გამოწვევებს ხედავთ ამჟამად აუქციონთან (გამოქვეყნებიდან ჩატარებამდე)
დაკავშირებულ ვადებთან დაკავშირებით?
28
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
2. ეთანხმებით თუ არა აუქციონის ვადების ოპტიმიზაციას და სააგენტოს ვებ-გვერდზე
აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების (ჩატარების თარიღამდე
არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის) ვალდებულების გაუქმებას? თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ
დაასაბუთეთ პასუხი
3. რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზემოაღნიშნულ ცვლილებებს
თქვენთვის?
4. შემოთავაზებული ცვლილებების შემთხვევაში, რამდენად საკმარისი იქნება ვადები
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობისათვის?
ინტერესი
/ დაბალი გავლენა
მაღალი გავლენა
გავლენა
დაბალი
CENN - კავკასიის გარემოდაცვითი
პარლამენტის დარგობრივი
ინტერესი
ორგანიზაციების ქსელი
ეკონომიკის და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი
REC
მწვანეთა მოძრაობა დედამიწის
მეგობრები
პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
მწვანე ალტერნატივა
მაღალი
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
ინტერესი
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების სამინისტრო
ცემენტის მწარმოებელთა ასოციაცია
ბიზნესომბუდსმენი
სსიპ სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო
29
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
მცირე ლიცენზიანტი
საშუალო ზომის ლიცენზიანტი
დიდი ლიცენზიანტი
საჯარო კონსულტაციების ნაწილში ასახულია დაინტერესებულ მხარეთა მატრიცაში
მითითებული
იმ
უწყებებისა
და
ორგანიზაციების
მოსაზრებები,
რომლებთან
განხორციელებული კომუნიკაციის საფუძველზეც, მიღებული იქნა უკუკავშირი.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილე ინსტიტუცია : მწვანე ალტერნატივა
მონაწილე პირის ვინაობა, თანამდებობა: დავით ჭიპაშვილი, ორგანიზაციის აღმასრულებელი
დირექტორი
არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელმა, ბატონმა დავით ჭიპაშვილმა
მოსაზრებების სრულფასოვნად ჩამოყალიბებისა და გამოთქმისთვის, მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ
მათთან სამომავლოდ გაზიარებული ყოფილიყო კანონში ცვლილების პროექტი და შესაბამისი
განმარტებითი ბარათი, რასაც სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გონივრულ
ვადაში უზრუნველყოფს.
ბატონი დავითი კონსულტაციის დასაწყისში აღნიშნავს, რომ მსგავს გეგმაზე დაინტერესებული
მხარეების მიერ მოსაზრების გამოთქმის თხოვნა წლის ბოლოს, დროის მოკლე მონაკვეთში, როდესაც
არ არსებობს გეგმის გადაუდებელი განხილვის აუცილებლობა წარმოადგენს არასწორ პრაქტიკას და
მიზანშეწონილია
დამგეგმავმა
უწყებამ
შეარჩიოს
ოპტიმალური
ვადა
მოსაზრებების
წარმოდგენისთვის.
კითხვაზე ეთანხმებით თუ არა აუქციონის ვადების ოპტიმიზაციას და სააგენტოს ვებ-გვერდზე
აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების (ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3
30
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
სამუშაო დღის) ვალდებულების გაუქმებას, ბატონი დავითი განმარტავს, რომ გეგმის აღწერაზე
ძალიან
რთულია
მოსაზრების
გამოთქმა,
მითუმეტეს
როდესაც
აღწერა
არასრულადაა
წარმოდგენილი. კერძოდ, სააგენტოს ვებ-გვერდზე აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის
გამოქვეყნების ვალდებულებების გაუქმებაზე გეგმის აღწერისას საუბარი არ არის და არც
დასაბუთების ნაწილია წარმოდგენილი. მიუხედავად ამგვარი მოცემულობისა, ბატონი დავითი
მიიჩნევს, რომ აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში
სააგენტოს ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება არათუ გასაუქმებელია,
პირიქით, გაუგებარია რატომ არ ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე აუქციონის შესახებ ინფორმაცია,
სხვა ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში, გამოქვეყნებისთანავე. ბატონი დავითი სვამს შემდეგ
კითხვას, თუ რა სირთულე ან უარყოფითი გავლენა შეიძლება ახლდეს ინფორმაციის უფრო
ეფექტურად გავრცელებას.
რაც შეეხება კითხვას იმაზე, თუ რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს
ზემოაღნიშნულ ცვლილებებს, კერძოდ 15 დღიანი და ერთთვიანი ვადების უნიფიცირებას 10
კალენდარულ დღემდე. ბატონი დავითი აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება მართებული გადაწყვეტილება
შემდეგი გარემოებების გამო:
1.
10 დღიანი ვადა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაციამ
მიაღწიოს ყველა დაინტერესებულ პირამდე და არც იმისთვის არის საკმარისი, რომ მსურველს
გაუჩნდეს გეგმა, სრულად გაიაზროს ლიცენზიის და კანონის მოთხოვნები და მოასწროს
შესაბამისი
თანხისა
და
დოკუმენტაციის
მობილიზაცია.
სპონტანურად
მიღებული
გადაწყვეტილება, კი, ლიცენზიის პირობებისა და კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის
საფრთხეს ქმნის. დროის სიმცირემ, შესაძლოა შეამციროს აუქციონში მონაწილეთა
რაოდენობა, ასევე მოიზიდოს არასაიმედო პოტენციური ლიცენზიის მფლობელები.
2.
იმ შემთხვევაში როდესაც აუქციონის ჩატარების ინიციატორი ლიცენზიის მაძიებელია,
შემჭიდროვებული
ვადა
აუქციონზე
სამართლიანი
კონკურენციის
არსებობას
(სხვა
მსურველებამდე ინფორმაციის მისაღწევად მცირე დროის გამო) და შესაბამისად, მყიდველის
მიერ მაქსიმალურად მაღალი ფასის გადახდას გამორიცხავს.
3.
აუქციონის
ჩატარების
შესახებ
სააგენტოს
უფროსის
გადაწყვეტილება
არის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გასაჩივრება, საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
შეუძლია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით
გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში თუკი, აუქციონის გამოცხადების
შესახებ გადაწვეტილება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რომელიმე დაინტერესებულ მხარეს 10
დღიანი ვადა უკიდურესად მცირეა იმისთვის, რომ პირმა აუქციონის ჩატარებამდე შეძლოს
გადაწყევტილების გასაჩივრება. აუქციონის ჩატარების შემდეგ გასაჩივრების შემთხვევაში,
შესაძლოა, დაზარალდეს ლიცენზიის კეთილსინდისიერი მფლობელი; სწორედ ამის
გარკვეულწილად აცილების შესაძლებლობას იძლეოდა გამოქვეყნებიდან აუქციონის
ჩატარებამდე დაწესებული ერთთვიანი ვადა. შესაბამისად, ბატონი დავითი მიიჩნევს, რომ
31
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
არათუ 10 დღემდე უნდა შემცირდეს ვადამ არამედ 15 დღიანი ვადაც კვლავ ერთ თვემდე
უნდა გაიზარდოს.
მცირე ზომის ლიცენზიანტებისგან შემდგარი ჯგუფი
შპს „საქმილსადენმშენი“
შპს „თ.ა ჯგუფი“
შპს “მშენებელი თბილისი 95”
შპს „თი-ენ-თი კარიერი“
შპს „ჩოლაბური“
შპს “ერთაწმინდა”
შპს „ემპა კომპანი“
შპს „აგროსაწარმო“
შპს “ინფრაკონ”
შპს „არალი“
●
მცირე ზომის ლიცენზიანტებს დაესვათ შეკითხვა თუ რა გამოწვევებს ხედავენ ამჟამად
აუქციონთან (გამოქვეყნებიდან ჩატარებამდე) დაკავშირებულ ვადებთან დაკავშირებით.
ლიცენზიის მფლობელთა აბსოლიტური უმრავლესობის აზრი ამ საკითხზე ერთმანეთთან
თანხვედრაშია, კერძოდ შპს “ჩოლაბური”-ს წარმომადგენელთა განმარტებით, განცხადების
განხილვის პერიოდი საკმაოდ გაწელილია, შესაბამისად სწორედ დროის ასეთი
ხანგრძლივობა წარმოადგენს ამჟამინდელი ვადების ერთ-ერთ გამოწვევას და თითოეული
დღით ვადის შემცირებას მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ექნება პროცესზე. მსგავს
პოზიციას იზიარებს შპს “საქმილსადენმშენი”, რომელთა პასუხშიც აღნიშნულია, რომ 15
დღიანი და ერთ თვიანი ვადა სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას გარკვეულწილად აფერხებს.
●
კითხვაზე ეთანხმებით თუ არა აუქციონის ვადების ოპტიმიზაციას და სააგენტოს ვებგვერდზე აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების (ჩატარების
თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის) ვალდებულების გაუქმებას, შპს “თ.ა ჯგუფი”-ს
წარმომადგენლები თვლიან, რომ აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება
კი არ უნდა გაუქმდეს, პირიქით მაქსიმალურად უნდა იქნას ყველა არსებული რესურსით
32
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
დაინტერესებული პირისთვის ინფორმაცია მიწოდებული, მაგალითად რადგან ლიცენზიის
განცხადების დაწყებიდან, აუქციონზე მონაწილეობის ჩათვლით, rs.ge-ს მომხმარებლებს
გვიწევს ყველაფრის კეთება, სასურველია, აღნიშნული ინფორმაცია დაგზავნილი იქნას rs.geზე შეტყობინეს სახით, კონკრეტულად ლიცენზიების მქონე და მომლოდინე პირებზე;
ამავე კითხვაზე შპს “ჩოლაბური”-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მიზანშეწონილია ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების გაუქმება, რადგან უშუალოდ
განმცხადებლის ინფორმირება ისედაც ხდება და სხვა პირს აუქციონის საიტიდანაც შეუძლია
მიიღოს ინფორმაცია. აღნიშნულ საკითხს დანარჩენი ლიცენზიანტები თანხმობას
გამოთქვამენ და დადებითად აფასებენ ვალდებულების გაუქმებას.
●
●
ლიცენზიის მფლობელებს ასევე ეთხოვათ პოზიციის დაფიქსირება თუ რა დადებითი ან
უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ლიცენზიანტებისთვის,
რაზეც ლიცენზიანტების უმრავლესობის პოზიცია ერთიანდება იმ აზრის გარშემო, რომ
ვადების ოპტიმიზაციის პროცესი ეფექტური და მოქნილი სააუქციონო გარემოს შექმნისკენაა
მიმართული, რაც მათგან პოზიტიურად ფასდება.
საჯარო კონსულტაციაში ჩართულ მცირე ზომის ლიცენზიანტთა ჯგუფს ასევე ეთხოვათ
პასუხის დაფიქსირება კითხვაზე იქნება თუ არა შემოთავაზებული ცვლილებების
შემთხვევაში, საკმარისი ვადები დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობისათვის, რაზეც
შპს “არალი”-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვადა სრულიად საკმარისი იქნება,
ვინაიდან დაინტერესებული პირი მუდმივად თვალყურს ადევნებს წარმოდგენილი
განცხადების წარმოების მსვლელობას და ელოდება აუქციონის გამოცხადებას. მსგავსი
პოზიცია წარმოადგინა შპს “მშენებელი თბილისი 95”-მა, რომელთა პასუხშიც აღნიშნულია,
რომ დაინტერესებულ პირს ხშირი კომუნიკაცია აქვს ლიცენზიის გამცემთან და მის მიერ
სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება ხდება უშუალოდ ვებ გვერდ www.eauction.ge-ზე (სადაც
იმართება აუქციონი). უშუალოდ პროცედურული ნაწილი (საიტზე დარეგისტრირება,
თანხის გადარიცხვა/ასახვა და სხვა) ძალიან მარტივ პროცედურას წარმოადგენს და
შესაბამისად ზემოხსენებული ვადების ოპტიმიზაცია სავსებით საკმარისი და მისაღებია
დაინტერესებული პირისთვის.
საშუალო ზომის ლიცენზიანტებისგან შემდგარი ჯგუფი
შპს “ჩემპიონი”
შპს “ლ. და ზ. ინერტი”
შპს „სუპერ ბეტონი“
შპს „მიქსორი“
შპს „მესხეთი XXI”
შპს „ევროცემენტი“
33
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
შპს „შარაგზამშენი პირველი“
შპს “პრაიმ ბეტონი”
შპს „ეგრისი +“
●
●
●
●
საშუალო ზომის ლიცენზიანტებს დაესვათ შეკითხვა თუ რა გამოწვევებს ხედავენ ამჟამად
აუქციონთან (გამოქვეყნებიდან ჩატარებამდე) დაკავშირებულ ვადებთან დაკავშირებით.
○ ლიცენზიანტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, არსებული ვადა
ზედმეტად ხანგრძლივია, შესაბამისად ლიცენზიის მაძიებელს უწევს საჭიროზე მეტი
ხნით დაყოვნება რაც აფერხებს სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნულ პოზიციას შპს
“პრაიმ ბეტონი”-ს წარმომადგენლები შემდეგნაირად ხსნიან, კომპანიისთვის
მისაღები იქნება აუქციონის ვადების ოპტიმიზაცია, რადგან ყოველი დღე
კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამუშაოების დროულად დაწყების
მიზნით. სწორედ ამიტომ, ვადების შემცირება საკმარისი იქნება. შპს “მესხეთი XXI”
მიერ მოწოდებულ პასუხშიც ნათლად ჩანს, რომ ვადების ოპტიმიზაცია დააჩქარებს
ლიცენზიანტისთვის ლიცენზიის მიღებას.
ლიცენზიანტებისთვის დასმულ კითხვაზე ეთანხმებიან თუ არა აუქციონის ვადების
ოპტიმიზაციას და სააგენტოს ვებ-გვერდზე აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის
გამოქვეყნების (ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის) ვალდებულების
გაუქმებას, პოზიციები ორად გაიყო. კერძოდ, შპს “ევროცემენტი”-ს მიერ მოწოდებულ
პასუხში აღნიშნულია, რომ ისინი არ ეთანხმებიან სააგენტოს ვებ-გვერდზე აუქციონის
ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების (ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3
სამუშაო დღის) ვალდებულების გაუქმებას, რადგან სააგენტო უნდა იყოს ვალდებული
არამხოლოდ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია, არამედ ვალდებული უნდა დარჩეს
გაუგზავნოს განმცხადებელს შეტყობინება მითითებულ მეილზე, ასევე შესაბამის ნომერზე,
სადაც მოხსენიებული იქნება აუქციონის გამოცხადების დრო და თარიღი.
მეორე შემოთავაზებული პოზიცია, რომელსაც ლიცენზიანტების დანარჩენი ნაწილი ემხრობა,
პოზიტიურად აფასებს სააგენტოს ვებ-გვერდზე აუქცინის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის
გამოქვეყნების ვალდებულების გაუქმებას.
ლიცენზიის მფლობელებს ასევე ეთხოვათ პოზიციის დაფიქსირება თუ რა დადებითი ან
უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ლიცენზიანტებისთვის,
რაშიც მათმა უმრავლესობამ მხოლოდ დადებითი შედეგი დაინახა, კერძოდ ის, რომ მოხდება
ლიცენზიის დროულად აღება, რაც დადებითად აისახება გასაწევი საქმიანობის მთლიან
ციკლზე. უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა შპს “ევროცემენტი”-ს
წარმომადგენლებს, კერძოდ ცვლილებებს მოცდის დროის შემცირების თვალსაზრისით
დადებითი ზეგავლენა ექნება, მაგრამ შესაძლოა უარყოფითად აისახოს იმ ლიცენზიის
მაძიებლებლებზე, რომლებიც ვერ მოახდენენ შესაბამისი თანხების შემცირებულ ვადაში
მობილიზებას.
საჯარო კონსულტაციაში ჩართულ საშუალო ზომის ლიცენზიანტთა ჯგუფს ასევე ეთხოვათ
პასუხის დაფიქსირება კითხვაზე იქნება თუ არა შემოთავაზებული ცვლილებების
შემთხვევაში, საკმარისი ვადები დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობისათვის.
34
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
○ აღნიშნულ კითხვაზე საშუალო ზომის ლიცენზიანტთა აბსოლუტური უმრავლესობა
აფიქსირებს პოზიციას, რომ შემოთავაზებული ცვლილების შემთხვევაში დადგენილი
ვადები სრულებით საკმარისი იქნება, რადგან ლიცენზიის მაძიებლები, რომლებსაც
განცხადება შეაქვს ლიცენზიის მოსაპოვებლად, წინასწარ ფლობენ ინფორმაციას
ყველა საჭირო პროცესის შესახებ.
დიდი ზომის ლიცენზიანტებისგან შემდგარი ჯგუფი
შპს „მაგმა კონსტრაქშენი“
შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“
შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“
შპს „მნ რეზერვსი“
სს „არქეოპოლისი „
შპს “არ ემ ჯი აურამაინ”
შპს “კავკასიის სამთო ჯგუფი”
შპს “ჯორჯიან გოლდ კომპანი”
სს “ RMG Copper”
შპს “უდაბნო”
●
დიდი ზომის ლიცენზიანტებს დაესვათ შეკითხვა თუ რა გამოწვევებს ხედავენ ამჟამად
აუქციონთან (გამოქვეყნებიდან ჩატარებამდე) დაკავშირებულ ვადებთან დაკავშირებით.
○ დიდი ზომის ლიცენზიანტთა მიერ შემოთავაზებული პოზიცია ორ ნაწილად გაიყო.
კერძოდ, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“-ს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ
რომ ვადების ოპტიმიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ აუქციონის
დაწყებამდე
აუქციონში
მონაწილეობის
მიღების
მსურველს
აუქციონის
გამომცხადებლის მხრიდან უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია აუქციონზე
გამოსატანი ობიექტის შესახებ, კერძოდ: განახლებულ ტოპოგრაფიულ რუკაზე
დატანილი
○ აუქციონზე გასატანი ობიექტის ადგილმდებარეობა (სასურველია ჩანდეს
იზოგიფსები, რომ შევძლოთ განვსაზღვროთ მომავალი ლიცენზიის დამუშავებასთან
35
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
დაკავშირებული შესაძლო ტექნიკური სირთულეები); რომელი წლის გეოლოგიურ
ანგარიშზე დაყრდნობით არის მომზადებული გეო-საინფორმაციო პაკეტი;
სალიცენზიო კონტურის შესწავლის ხარისხი და ბადე; ისტორიულ-კულტურული,
თუ არქიტექტურული ძეგლების არსებობა, როგორც უშუალოდ სალიცენზიო
კონტურის შიგნით, ასევე, მის მიმდებარედ; შეთანხმებულია, თუ არა ლიცენზიის
გამოცხადება მიმდებარედ არსებულ მოსახლეობასთან, რათა არ მოხდეს
ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ლიცენზიანტის მიერ დაგეგმილი
მოპოვებითი სამუშაოების ხელშეშლა და თუ შეთანხმებულია რა პირობაა
მოსახლეობის მიერ წამოყენებული, რომ სწორად განისაზღვროს და შეფასდეს
სამომავლო სოციალური სახის რისკები; დაცული ტერიტორიების არსებობა, როგორც
სალიცენზიო კონტურის შიგნით, ასევე, მის მიმდებარედ; სატყეო ფონდის მიწებთან
თანხვედრა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს
თანხმობა სალიცენზიო კონტურის შიგნით ტყითსარგებლობის/ სპეციალური ჭრის
შესახებ.
○ დანარჩენი ლიცენზიანტების პოზიცია ერთიანდება იმ აზრის გაშემო, რომ
ამჟამინდელი ვადები არასაჭირო დროით ახანგრძლივებს პროცესს, რაც
დაინტერესებული მხარეებისთვის დისკომფორტის შექმნის წინაპირობაა.
●
ლიცენზიანტებისთვის დასმულ კითხვაზე ეთანხმებიან თუ არა აუქციონის ვადების
ოპტიმიზაციას და სააგენტოს ვებ-გვერდზე აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის
გამოქვეყნების (ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის) ვალდებულების
გაუქმებას, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“-ს მიერ წარმოდგენილი პოზიცია ამ
შემთხვევაშიც გამორჩეულია, რადგან ისინი ეთანხმებიან აუქციონის ვადების ოპტიმიზაციას,
თუმცა, არ ეთანხმებიან აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების
ვალდებულების გაუქმებას, ვინაიდან სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია
წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა
აუქციონის გამოცხადებამდე მიიღოს სრული ინფორმაცია აუქციონზე გასატანი ობიექტის
შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში შეძლოს ადგილზე გასვლა, მომავალი სალიცენზიო
კონტურის ვიზუალური დათვალიერება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გარკვეული
ინფორმაციის დაზუსტება/გადამოწმება.
○ სიის დარჩენილი მსხვილი ლიცენზიანტები კი ვალდებულების გაუქმებას
●
დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ცვლილებას დადებითი შედეგი
მოყვება, როგორც უშუალოდ ლიცენზიანტებისთვის, ასევე მთლიანი პროცესისთვის.
ლიცენზიის მფლობელებს ასევე ეთხოვათ პოზიციის დაფიქსირება თუ რა დადებითი ან
უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ლიცენზიანტებისთვის,
რაზეც ორიგინალური პასუხი მივიღეთ შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“-ს
წარმომადგენლების მხრიდან, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ
პირს უნდა ქონდეს დრო და საშუალება აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე
წარმოდგენილი ამომწურავი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე მიიღოს მისთვის სწორი
და გააზრებული გადაწყვეტილება. დასანანი იქნება, თუ დროის ან ინფორმაციის სიმწირის
გამო, მომავლი ლიცენზიანტი ვერ შეასრულებს სალიცენზიო პირობებს, რითაც იზარალებს,
როგორც სახელმწიფო, ასევე თავად ლიცენზიის მფლობელი.
36
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
●
○ სხვა ლიცენზიანტები პროცესს მეტწილად დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ
სრულიად ადექვატური იქნება ცვლილების შემდგომ დადგენილი ვადები, რაც
ლიცენზიანტებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად შეძლონ საკუთარი ბიზნეს
გეგმის განხორციელება.
საჯარო კონსულტაციაში ჩართულ დიდი ზომის ლიცენზიანტთა ჯგუფს ასევე ეთხოვათ
პასუხის დაფიქსირება კითხვაზე იქნება თუ არა შემოთავაზებული ცვლილებების
შემთხვევაში, საკმარისი ვადები დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობისათვის.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“-ს მიერ წარმოდგენილი პოზიცია ამ შემთხვევაშიც
გამორჩეულია, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ უპრიანი იქნებოდა გამოცხადების ვადის
შემცირებასთან (ათი სამუშაო დღე) ერთად გაზრდილიყო სააგენტოს ვებ-გვერდზე
წინსწრებით განთავსებული (ათი სამუშაო დღე) სალიცენზიოდ გამზადებული ობიექტის
საინფორმაციო დოკუმენტაცია, რაც დაინტერესებულ პირს მიცემდა საშუალებას კარგად
გაცნობოდა და შეესწავლა წარმოდგენილი ამომწურავი ინფორმაცია მომავალი ლიცენზიის
შესახებ, უშუალოდ გასულიყო ადგილზე მომავალი სალიცენზიო კონტურის სანახავად,
შესაძლებლობის შემთხვევაში აეღო ზედაპირული სინჯები, დაეთვალიერებინა რელიეფი და
შედეგად მიეღო გააზრებული და სწორი გადაწყვეტილება.
• ამ შემთხვევაშიც სხვა ლიცენზიანტთა პოზიცია მსგავსია, კერძოდ, მათი შეფასებით
ლიცენზიის მაძიებლებისთვის შემცირებული ვადები სრულებით მისაღები იქნება.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილე ინსტიტუცია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, წერილობითი ფორმით მიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონზე ობიექტის
განთავსების ვადების საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რაზეც სამინისტრო თავისი
კომპეტენციის ფარგლებში, მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული აუქციონის ვადების
ოპტიმიზაციის მიზნით, შესაბამისი კანონპროექტის განხილვის პროცესში.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილე ინსტიტუცია: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტი
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაგზავნილ წერილზე მიღებულ იქნა შემდეგი პასუხი: კომიტეტი
მიესალმება სააგენტოს ინიციატივას აუქციონის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც მათი
აზრით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პროცედურების გამარტივების თვალსაზრისით, მაგრამ
ამავდროულად აუცილებელია მხედველობაში იქნას მიღებული აუქციონის გამოცხადებამდე
არსებული პროცესი, ბიუროკრატიული მექანიზმების ინტეგრირების მიმართულებით, რათა
დაიზოგოს სახელმწიფოს ფინანსური და ადამიანური რესურსი, აგრეთვე ხელი შეეწყოს ლიცენზიის
მაძიებელს სახელმწიფოს სერვისების შეუფერხებლად მისაღებად იმ რესურსებზე, რომელზეც
37
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება არ არის საჭირო.
● ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა დადებითად შეაფასა სააგენტოს ინიციატივა,
მოხდეს აუქციონზე ობიექტის განთავსების ვადების ოპტიმიზაცია და დახვეწა,
პარალელურად კი მოხდეს მოწოდებული რეკომენდაციების ანალიზი და პოზიციის
შეჯერება, რათა ეტაპობრივად მოხდეს ბუნებრივი რესურსების მოპოვების სისტემური
მართვის მექანიზმების მეტად დახვეწა.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილე ინსტიტუცია: საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი
●
●
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილი კითხვარის
მიხედვით თუ რა გამოწვევებს ხედავს ორგანიზაცია ამჟამად აუქციონთან (გამოქვეყნების
ჩატარებამდე) დაკავშირებულ ვადებთან მიმართებით. მათ მიერ მოწოდებულ იქნა შემდეგი
პოზიცია, კერძოდ:
○ აუქციონის ჩატარების დღეს მოქმედი ვადები შესაძლოა აჭიანურებდეს
წიაღისესული მოპოვების ლიცენზიის მიღების პროცესს, იმ პირებისთვის, რომელთა
განცხადების საფუძველზეც სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ
დაიწყო სააუქციონოდ სალიცენზიო პაკეტის მომზადება. მათივე აზრით, მსგავს
შემთხვევაში დაინტერესებულ სუბიექტებს უკვე წინასწარ მიღებული ექნებათ
ლიცენზიის თაობაზე გადაწყვეტილება და შესაბამისად მზად შეხვდებიან პროცესს.
აქედან გამომდინარე, მსგავსი ლიცენზიის მაძიებლებისთვის 15 დღიანი/ერთ თვიანი
ვადა შესაძლოა აჭიანურებდეს პროცესს.
კითხვაზე ეთანხმებით თუ არა აუქციონის ვადების ოპტიმიზაციას და საააგენტოს ვებგვერდზე აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების (ჩატარების
თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის) ვალდებულების გაუქმებას, ბიზნესომბუდსმენის
აპარატის მიერ შემოთავაზებული მოსაზრების თანახმად, აუქციონის ჩატარების 15
დღიანი/ერთთვიანი ვადის ოპტიმიზაცია 10 კალენდარულ დღემდე, პოზიტიურად შეიძლება
აისახოს დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა ინიციატივითაც მოხდა სალიცენზიო
პაკეტის მომზადება და აუქციონის გამოცხადება.
○ თუმცა, აპარატში ფიქრობენ, რომ ვადების შემცირებისას გათვალისწინებული უნდა
იქნას იმ პირთა სამეწარმეო ინტერესიც, რომლებმაც გასაცემი ლიცენზიის შესახებ
შეიტყვეს მხოლოდ აუქციონის გამოცხადების შემდგომ. უფრო კონკრეტულად,
გასათვალისწინებელია შეძლებენ თუ არა მსგავსი სუბიექტები აუქციონის
გამოცხადებიდან 10 კალენდარულ დღეში ერთის მხრივ მობილიზდნენ აუქციონში
მონაწილეობის მისაღებად და მეორეს მხრივ, დააკმაყოფილონ აუქციონის ყველა
მოთხოვნა და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
○ ამ თვალსაზრისით ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები თვლიან, რომ
აუქციონის ჩატარების ვადების შემცირებისას სიღრმისეულად უნდა იქნას
გაანალიზებული ის შედეგები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანსაღი კონკურენციის
შეზღუდვა და თანასწორი მოპყრობის პრინციპის დარღვევა, რაც შეიძლება
გამოიხატოს პირთა გარკვეული წრისათვის აუქციონში მონაწილეობის მისაღებად
არასაკმარისი ვადის დადგენაში. რაც შეეხება სააგენტოს ვებ-გვერდზე აუქციონის
ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების (ჩატარების თარიღამდე
38
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
●
●
არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის) ვალდებულების გაუქმებას, ვფიქრობთ,
გადაწყვეტილების მიღებამდე უმჯობესია, ლიცენზიის მფლობელთა გამოკითხვის ან
ანალოგიური მეთოდის გამოყენებით დადგინდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვან
ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს სააგენტოს ვებ-გვერდი დაინტერესებული
პირებისთვის
აუქციონის
გამოცხადების
შესახებ
ინფორმირებულობის
თვალსაზრისით. თუ აღმოჩნდება, რომ დაინტერესებულ პირთა მნიშვნელოვანი
ნაწილი აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას იღებს სწორედ სააგენტოს
ვებ-გვერდიდან, ვფიქრობთ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი მსგავსი ცვლილების
განხორციელება.
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე რა ტიპის შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზემოაღნიშნულ
ცვლილებებს დადებითი თუ უარყოფითი, მათ მიერ მოწოდებულ პასუხში აღნიშნულია, რომ
წინამდებარე კითხვის პასუხი წარმოადგენს დადებითი და უარყოფითი შედეგების ანალიზის
ნაწილს.
შემოთავაზებული ცვლილებების შემთხვევაში, რამდენად საკმარისი იქნება ვადები
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებულობისათვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ
მითითებულია, რომ პასუხი, ისევე როგორც წინა კითხვის შემთხვევაში, განმარტებულია
მეორე კითხვის გრაფაში.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილე ინსტიტუცია - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, წერილობითი ფორმით მიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მოსაზრების წარმოდგენის
მიზნით აუქციონზე ობიექტის განთავსების ვადების საკანონმდებლო ცვლილებასთან
დაკავშირებით, რაზეც მათი მხრიდან შემოთავაზებულ იქნა შემდეგი პოზიცია.
კერძოდ, აღნიშნული საკითხის განხილვა არ წარმოდგენს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს” კომპეტენციას.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილე ინსტიტუცია: CENN - კავკასიის გარემოდაცვითი ორგანიზაციების
ქსელი
მონაწილე პირის ვინაობა, თანამდებობა: ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლი, აღმასრულებელი დირექტირი
●
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაგზავნილი კითხვარის
მიხედვით თუ რა გამოწვევებს ხედავს ორგანიზაცია ამჟამად აუქციონთან (გამოქვეყნების
ჩატარებამდე) დაკავშირებულ ვადებთან მიმართებით. მათ მიერ მოწოდებულ იქნა შემდეგი
პოზიცია, კერძოდ: მთავარი გამოწვევები დაკავშირებულია რიგი სასარგებლო წიაღისეულის,
39
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
●
●
●
მათ შორის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზირებასთან მონაწილეობრივი პროცედურების
გარეშე, რაც გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელებისა და გადაწყვეტილების მიღების
პროცესში საზოგადოების ჩართულობის ლიმიტირების გარდა, ლიცენზიანტს უწესებს
დაბალ მოთხოვნებს, შეაფასოს რისკები მის ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც
შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს გარემოს.
○ აღნიშნულ გარემოებაში, აუქციონის შესახებ ინფორმაციის გავრცელების
ვალდებულება
გარკვეულწილად
ავსებს
გარემოსდაცვითი
ინფორმაციის
საჯაროობის მხრივ წარმოქმნილ ვაკუუმს.
○ სასურველია, პოტენციურად გარემოს დამაზიანებელი საქმიანობების რისკების
შეფასება და ინფორმირება-ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს ნებართვების
გაცემის პროცედურებით და არა - აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირეული
ვადების დაწესებით.
კითხვაზე ეთანხმებით თუ არა აუქციონის ვადების ოპტიმიზაციას და სააგენტოს ვებგვერდზე აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების (ჩატარების
თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის)
ვალდებულების გაუქმებას, CENN-ის
წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებული მოსაზრების თანახმად, ისინი არ ეთანხმებიან
წარმოდგენილ მოსაზრებას. აუქციონის გამოცხადების ვადების საკითხის განხილვამდე
აუცილებელია საჭირო ცვლილებების ინიცირება, რაც უზრუნველყოფს წიაღის
მოპოვებასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილებების
შესახებ
მოსახლეობის
უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესებას.
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე რა ტიპის შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზემოაღნიშნულ
ცვლილებებს დადებითი თუ უარყოფითი, მათ მიერ მოწოდებულ პასუხში აღნიშნულია, რომ
წარმოდგენილმა ცვლილებამ შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს ინფორმაციის საჯაროობის
არსებული, თუნდაც შეზღუდული მექანიზმები.
შემოთავაზებული ცვლილებების შემთხვევაში, რამდენად საკმარისი იქნება ვადები
დაინტერესებულ
პირთა
ინფორმირებულობისათვის,
კავკასიის
გარემოდაცვითი
ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დაინტერესებულ პირთან
ინფორმირებისთვის ვადები და პროცედურები არასაკმარისია და მისი გაუმჯობესება ვერ
მოხერხდება აუქციონის გამოცხადების ვადების ოპტიმიზაციით. ამისთვის საჭიროა
გადაიხედოს გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების პროცედურას დაქვემდებარებული
საქმიანობების სია და შევიდეს წიაღის მოპოვების ყველა ის საქმიანობა, რასაც, არსებული
პრაქტიკის მიხედვით, სერიოზული უარყოფითი გავლენა აქვს გარემოზე.
საჯარო კონსულტაციაში მონაწილე ინსტიტუცია: კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი
ცენტრი ( REC Caucasus)
მონაწილე პირის ვინაობა, თანამდებობა: სოფიკო ახობაძე, აღმასრულებელი დირექტორი
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მხრიდან გაგზავნილ წერილზე, კავკასიის
რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ მოწოდებული იქნა მოსაზრება. კერძოდ, „სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ თანახმად,
რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილების
40
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით
შესაბამისად, აუქციონის გამოცხადებამდე ლიცენზიის გამცემმა უნდა უზრუნველყოს გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს საინჟინროგეოლოგიურ დასკვნას, ინფორმაციას წიაღით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისებრივ, და დროში
განსაზღვრულ ნორმებთან დაკავშირებით.
აღნიშნული გეო-საინფორმაციო პაკეტი, მოიცავს ინფორმაციას სალიცენზიო ობიექტის ფარგლებში
ან მის უშუალო სიახლოვეში არსებული ობიექტების შესახებ, როგორიცაა ჭარბტენიანი
ტერიტორიები, შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ტყით დაფარული ტერიტორია, სადაც გაბატონებულია
„წითელი ნუსხის“ სახეობები, დაცული ტერიტორიები, ზურმუხტის ტერიტორიები, კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლები.
აღნიშნული გეო-საინფორმაციო პაკეტი განსახილველად წარედგინება გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს (თუმცა #136 დადგენილების მიხედვით აღნიშნული არ არის
სავალდებულო), ასევე, შესათანხმებლად ეგზავნება შესაბამის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.
ვინაიდან, როგორც გეო-საინფორმაციო პაკეტის მომზადება, ასევე მისი შეთანხმება დაინტერესებულ
მხარეებთან სრულდება აუქციონის გამოცხადებამდე, უშუალოდ აუქციონის ვადის შემცირებას არ
უნდა ქონდეს უარყოფითი შედეგები გარემოსდაცვითი კუთხით.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტის მიერ მოწოდებულ პოზიციაში ნათქვამია, რომ
მნიშვნელოვანია გეო-საინფორმაციო პაკეტის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან სავალდებულო შეთანხმების მიზნით შესაბამისი ცვლილებები შევიდეს
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
დებულებაში“.
41
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა - The USAID Economic
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში ლიცენზიებისა და
Governance Program
ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ
ცვლილებასთან დაკავშირებით