„ამნისტიის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამნისტიის შესახებ“
- „ამნისტიის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ ალტერნატიული წინადადება ფრაქციის „ქართული ოცნება“ მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე (№2-11953/24; 02.09.2024) ალტერნატიული წინადადება
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-07-15
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ამნისტიის შესახებ
ჰუმანიზმის
პრინციპიდან
გამომდინარე,
ერთჯერადი,
დროებითი
და
განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის
გათვალისწინებით,
ამ
კანონის
საფუძველზე,
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი,
მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული
და მსჯავრდებული პირები, აგრეთვე დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ცალკეული
დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე პირობითი მსჯავრი
და გამოსაცდელი ვადა უმცირდებათ პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე
გათავისუფლებულ პირებს.
მუხლი 1
1.
გათავისუფლდეს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 122-ე მუხლით, 124-ე მუხლით, 152-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა), 197-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 1971 მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით, 2072 მუხლით,
210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2201 მუხლით,
236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 239-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით
(გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო
წარმოებისა), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული
ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა) ან მე-2 ნაწილით (გარდა
ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 2731 მუხლის
პირველი−მე-5 ნაწილებით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2871 მუხლის პირველი
ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3
ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაული.
2.
გათავისუფლდეს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა)
პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის
შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით
(გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან
„ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი
ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა იურიდიული
პირის მიერ ჩადენის შემთხვევისა), 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 2041 მუხლით, 208ე მუხლით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401
მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით, 277-ე მუხლის
პირველი ნაწილით ან 278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების
ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე
გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
მუხლი 2
1.
გაუნახევრდეს
დანიშნული
სასჯელი
განზრახი
დანაშაულისთვის
ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა,
აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების,
შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის გარდა), 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით
(გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 271-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილით, 2731 მუხლის მე-6 ნაწილით ან 362-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2.
გაუნახევრდეს
დანიშნული
სასჯელი
განზრახი
დანაშაულისთვის
ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის (გარდა
ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა)
პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-200 მუხლით, 2001 მუხლის პირველი
ნაწილით, 2051 მუხლით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 218-ე მუხლის პირველი ან მე-3
ნაწილით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ
თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან
სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს
ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახური
დანაშაულის შემთხვევაში, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი
დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით,
126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით
(გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან
„ლ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით
ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის
„ა“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული
დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს
წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით
გათვალისწინებული ამნისტია და თუ მსჯავრდებული თანახმაა, რომ პენიტენციური
დაწესებულების დატოვებისთანავე, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის
შეფასების გარეშე, გამოცემული იქნეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რა ვადითაც პირს
ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, თუმცა არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი
ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს
მოსამართლე.
4.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
261-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 271-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილით ან 2731 მუხლის მე-6 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, მის მიმართ ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით, ნასამართლობის
არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმავე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების,
ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ძლიერმოქმედი ნივთიერების,
მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა.
მუხლი 3
1.
ერთი
მეოთხედით
შეუმცირდეს
დანიშნული
სასჯელი
განზრახი
დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის
უკანონო წარმოებისა, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის გარდა),
261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან
მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 2731 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაული.
2.
ერთი
მეოთხედით
შეუმცირდეს
დანიშნული
სასჯელი
განზრახი
დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი
შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა), 188-ე მუხლის
მე-3 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა), 2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 218-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2401 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 243-ე მუხლის მე-2
ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია) ან 245-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)
გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის
აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას
განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული
ამნისტია.
3.
სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 261-ე
მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან
2731 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, მის
მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების
მიზნით, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული
დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმავე თავით
გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის,
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი
ანალოგის, ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო
გასაღებისა.
მუხლი 4
1.
ერთი მეექვსედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი - ვადიანი
თავისუფლების აღკვეთა პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3
მუხლების მოქმედება (მათ შორის, თუ პირზე ვერ გავრცელდა შესაბამისი მუხლით
გათვალისწინებული ამნისტია დაზარალებულის მიერ თანხმობის გაცხადებაზე
უარის თქმის გამო), გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
2.
ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახური
დანაშაულის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ამნისტია პირზე გავრცელდება თუ მსჯავრდებული თანახმაა, რომ პენიტენციური
დაწესებულების დატოვებისთანავე, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის
შეფასების გარეშე, გამოცემული იქნეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რა ვადითაც პირს
ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, თუმცა არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი
ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს
მოსამართლე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ოჯახური
დანაშაულის (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
ოჯახური დანაშაულებისა) შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ამნისტია პირზე გავრცელდება თუ თითოეული დაზარალებული
ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას
განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული
ამნისტია და თუ მსჯავრდებული თანახმაა, რომ პენიტენციური დაწესებულების
დატოვებისთანავე, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის
შეფასების გარეშე, გამოცემული იქნეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რა ვადითაც პირს
ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, თუმცა არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი
ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს
მოსამართლე.
შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისთვის ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი
წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე,
126-ე, 1261, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე,
253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
მუხლი 5
პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების მოქმედება და
2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით პირობით მსჯავრდებულია (გარდა ოჯახური
დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) ან პირობით ვადამდეა გათავისუფლებული
(გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 1 წლით შეუმცირდეს პირობითი
მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.
მუხლი 6
გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი
მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, ის პირი,
რომელმაც
ჩაიდინა
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
1
1
248 ან 359 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
მუხლი 7
1. ამ კანონის პირველი-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 115-ე
მუხლით, 116-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 1331 მუხლით, 1332 მუხლით, 1351 მუხლით,
137-ე−141-ე მუხლებით, 142-ე−1443 მუხლებით, 154-ე მუხლით, 157-ე-159-ე მუხლებით,
164-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილებით,
183-ე მუხლით, 222-ე-226-ე მუხლებით, 236-ე მუხლით (გარდა პირველი ნაწილისა),
237-ე მუხლით, 2381 მუხლით, 253-ე−2552 მუხლებით, 280-ე მუხლით, 344-ე-345-ე
მუხლებით, 353-ე მუხლით, 3531 მუხლით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 375-ე
მუხლით, 376-ე მუხლით, 378-ე−379-ე მუხლებით, 404-ე−413-ე მუხლებითა და XXXIII
(ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ძლიერმოქმედი
ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღების შემთხვევაში),
XXXVII, XXXVII1, XXXVIII ან XXXIX თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც „ოკუპირებულ
ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და
არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ
დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის −
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის
მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №339 დადგენილებით განსაზღვრულმა პირმა
ჩაიდინა.
3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირის
მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
მუხლი 8
1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით,
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება,
იმავე მუხლებში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ
კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის
ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ
დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული
ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული მუხლებით
გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.
2. ობიექტური ხელშემშლელი მიზეზის არსებობისას, მათ შორის, დაზარალებულის
ქვეყნის ფარგლების გარეთ ყოფნის შემთხვევაში, მისი თანხმობა შეიძლება
წარდგენილ იქნეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ფორმით.
3. თუ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებულია, ამ კანონის პირველი
მუხლის მე-2 პუნქტში, მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, ასევე მე-3 მუხლის მე-2
პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ
კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული იურიდიული პირის
სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო თუ
დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, აღნიშნული მუხლებით
გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.
მუხლი 9
1.
ამ
კანონის
პირველი-მე-5
მუხლებით
გათვალისწინებული
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება,
ასევე სასჯელის შემცირება, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის
მე-2- მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის შემცირების გარდა, ვრცელდება
ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით
მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და
ქონების ჩამორთმევისა.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
3. ამ კანონის მე-6 მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისაგან გათავისუფლება, ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის
სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე,
აგრეთვე სხვა სასჯელზე, მათ შორის, აღუსრულებელ ჯარიმაზე.
4. ამ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ
ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე,
რომელმაც
ჩაიდინა
ამ
კანონით
გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
5. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის
პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან
ერთად, ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის,
შენახვისა და ტარების უფლებისა).
6. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების
მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე
ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა
იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება პირს აღუდგება საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა
განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული პირი
წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-
ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის
ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.
მუხლი 10
1. ამ კანონის პირველი-მე-5 მუხლების მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც
დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული
2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა.
მუხლი 11
პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს
თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის
უფლებით.
მუხლი 12
1. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების
სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის
სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.
2. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის
სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი
სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია −
თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა
და მე-4 მუხლის მე-2- მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების
მიზნით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული
სასამართლო იღებს პირის მიერ მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე
თანხმობის მიცემის შემთხვევაში.
4. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი (გარდა
ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან არასაპატიმრო
სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის
ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. ამ კანონის მე-2
მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული
ამნისტიის აღსრულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი
მსჯავრდებულის პირად საქმესთან ერთად შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება
სასამართლოს აგრეთვე უგზავნის მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას მის
მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. ძებნილმა მსჯავრდებულმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის
საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო
სასამართლოში არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული
ამნისტიის აღსრულების მიზნით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში
უშუალოდ ან ადვოკატის მეშვეობით უნდა მიმართოს შესაბამის პროკურორს.
პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის
გავრცელების მიზნით, ამავე კანონით დადგენილი წესით, 3 კვირის ვადაში
მიმართავს
თავდაპირველი
განაჩენის
გამომტან
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოს.
6. პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის
მიმართ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ამნისტიას აღასრულებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც საქმეზე
სამართალწარმოება
დასრულებულია,
ამავე
კანონის
მე-6
მუხლით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, მსჯავრდებულის მიმართ
თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ კანონის
ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში:
ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას
უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს
პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის;
ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას
უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო
სასჯელი აქვს შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება;
გ) სააღსრულებო საქმის მასალებს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული
აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.
8. სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენი/განჩინება) მსჯავრდებულის მიმართ ამ
კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე უნდა შეიცავდეს აღნიშვნას
დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და ამ ორდერით გათვალისწინებული
ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებზე. მოსამართლე ამ კანონით
გათვალისწინებული
ამნისტიის
გავრცელების
თაობაზე
შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად თავადვე გამოსცემს დამცავ ორდერს ამ
კანონით გათვალისწინებული ვადით.
9. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობა
გამოიწვევს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი
განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 13
პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების
შესახებ
გადაწყვეტილება
გაასაჩივროს
ერთჯერადად,
აღნიშნული
გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო
საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის
წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს
ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 14
1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება, გარდა ამ კანონის
პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, მე-3 მუხლის
მე-2 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის,
აგრეთვე ამავე კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ძებნილი
მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულებისა, დასრულდეს ამ კანონის
ამოქმედებიდან 5 კვირის ვადაში.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით,
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
ამნისტიის აღსრულება დასრულდეს ამ ამნისტიის გავრცელების პირობების
შესრულებიდან 2 კვირის ვადაში. აღნიშნული ამნისტიის აღსასრულებლად მისი
გავრცელების პირობები, დაზარალებულად სახელმწიფოს ყოფნის შემთხვევაში,
უნდა შესრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო
დაზარალებულად ფიზიკური ან იურიდიული პირის ყოფნის შემთხვევაში - 6 თვის
ვადაში. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულება დასრულდეს, იმავე
პუნქტით პროკურატურისადმი მიმართვისთვის დადგენილი 1 თვიანი ვადის
ამოწურვიდან 5 კვირის ვადაში.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი
პენიტენციური დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
ვალდებულია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლების შესახებ.
მუხლი 15
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის
ჩადენისათვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის
ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში ამ კანონის პირველი მუხლის მე-2
პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით,მე-3 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-4
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების პირობების
შესრულების ვადის ათვლა დაიწყოს პირის ბრალდებულად ცნობის მომენტიდან.
მუხლი 16
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ამნისტიის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და ცალკეული
საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ასპექტების,
მათ
შორის,
გამოწვევების
გათვალისწინებით, პერიოდულად, იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც
მიმართულია მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა
და სასჯელისაგან მათი გათავისუფლების დამატებითი სამართლებრივი
მექანიზმების შექმნისაკენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და ეფექტიანი
მექანიზმია აქტი ამნისტიის თაობაზე.
დღეის მდგომარეობით, ამნისტიის გამოცემის საკითხზე მსჯელობის
აქტუალობას ძირითადად განაპირობებს ის გარემოება, რომ 100 000 მოსახლეზე
პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას
შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს. 1 საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022
წელს საქართველოში პატიმართა რიცხოვნობა შეადგენდა 9542 პირს. 2 2023 წელს
პატიმართა რიცხოვნობა კვლავ მატებას განაგრძობდა და 9 868 პირი შეადგინა. 3
ამჟამად, პატიმართა რიცხოვნობა 10 400 პირს შეადგენს.
საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში პატიმართა
უფრო მეტ რიცხოვნობასთან დაკავშირებული გამოწვევის დასაძლევად,
მიზანშეწონილია, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების
სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ხოლო
ცალკეულ შემთხვევებში - ასევე დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში
მიღებით, საამისოდ აუცილებელი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი
დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები გათავისუფლდნენ
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, აგრეთვე
დანიშნული სასჯელი შეუმცირდეთ ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის
მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა
1 იხ. ევროპის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისს გამოქვეყნებული პენიტენციური სტატისტიკის ყოველწლიური
ანგარიში.
ხელმისაწვდომია
ბმულზე:
https://infogram.com/incarceration-rates-across-europe-in-20231hxj48mmv881q2v?live
2 იხ. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika
3 იხ. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika
შეუმცირდეთ პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ
პირებს.
პატიმართა რაოდენობის საკითხზე ყურადღება აგრეთვე გამახვილებულია
საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში. სახალხო დამცველის
გასცემს რეკომენდაციას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ შეიმუშაოს
სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად დაისახავს პატიმრების რაოდენობის
შემცირებას და ამ პროცესში გაითვალისწინოს როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტის № R (99) 22 რეკომენდაციები ციხის გადატვირთულობისა და ციხის
მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით, ასევე ევროპის საბჭოს ადამიანის
უფლებებისა და კანონის უზენაესობის, გენერალური დირექტორის მიერ
მომზადებული PC-CP (2015) 6 rev 7 დოკუმენტი ციხის გადატვირთულობის შესახებ 4.
აქვე, ცალკე უნდა გამახვილდეს ყურადღება შემდეგ გარემოებაზე:
ქვეყანაში ახალი კორონავირუსისის (COVID 19) გავრცელების გამო მომდინარე
საფრთხეების პრევენციის მიზნით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის N5889-სს
კანონით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა იზოლაციის ან/და
კარანტინის წესის დარღვევისა (2481 მუხლი) და საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის (3591 მუხლით).
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის N924-VIმს-Xმპ
კანონით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან,
სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, გათავისუფლდა ის პირი,
რომელმაც 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული.
2023 წლის 4 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „COVID 19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად
გამოაცხადა.
დღეისათვის, როდესაც პანდემია უკვე დასრულებულია, იზოლაციისა და
კარანტინის წესების, აგრეთვე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის
დარღვევაზე მკაცრი რეაგირება აღარ არის აქტუალური, რაც ასევე უნდა იქნეს
გათვალისწინებული ამნისტიას დაქვემდებარებული ქმედებების განსაზღვრისას.
ა.ა.ბ) არსებული
აუცილებლობა
პრობლემის
გადასაჭრელად
კანონის
მიღების
კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია, ჰუმანიზმის პრინციპიდან
გამომდინარე, მსჯავრდებულთა გარკვეული კატეგორიის სამართლებრივი
4
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში - „საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.
მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა
და სასჯელისაგან გათავისუფლების დამატებითი ბერკეტების შემოღების
საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება პენიტენციურ
დაწესებულებებში განთავსებულ პატიმართა რაოდენობა, რასაც დადებითი ეფექტი
ექნება არამხოლოდ პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების
მიმართულებით, არამედ, აგრეთვე პენიტენციური სისტემის განტვირთვისა და
აღნიშნულიდან გამომდინარე პატიმრობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო
პირობების გაუმჯობესების და მათთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების
პროცესში ინდივიდუალური მიდგომის პრინციპის მეტად გათვალისწინების კუთხით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით:
• სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან
თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 122-ე, მუხლით, 124-ე მუხლით, 152-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა), 197-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 1971 მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით,
2072 მუხლით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 2201 მუხლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია),
239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე
მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის უკანონო წარმოებისა), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა
ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა), ან მე-2
ნაწილით (გარდა ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით,
2731 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2871
მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 388-ე
მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
• დაზარალებულის თანხმობით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა
და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის
ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური
დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“
ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა
სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით,
•
•
•
177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 180-ე
მუხლის პირველი ნაწილით ან 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით,
192-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა იურიდიული პირის მიერ ჩადენის
შემთხვევისა), 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 2041 მუხლით, 208-ე მუხლით, 219-ე
მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის
პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით, 277-ე მუხლის პირველი
ნაწილით ან 278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
დანიშნული სასჯელი უნახევრდება განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის
არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა, აგრეთვე
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის,
შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის გარდა), 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით
(გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 271-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილით, 2731 მუხლის მე-6 ნაწილით ან 362ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
დაზარალებულის თანხმობით, დანიშნული სასჯელი უნახევრდება განზრახი
დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით,
150-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი
ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური
დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან 188-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, მე-200 მუხლით, 2001 მუხლის პირველი ნაწილით, 2051
მუხლით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით
ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულის თანხმობით და
შესაბამისი რისკის დამზღვევი მექანიზმის (დამცავი ორდერის) გამოყენებით,
დანიშნული სასჯელი (მხოლოდ რეალური სახით დანიშნული ვადიანი
თავისუფლების
აღკვეთა)
უნახევრდება
განზრახი
დანაშაულისთვის
ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი
ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური
ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 150ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის
პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ა“ ან „დ“ ქვეპუნქტით ან 1261 მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. კანონის პროექტის
•
•
•
მიხედვით, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ამნისტიის
გავრცელებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მისი თანხმობა, რომ
პენიტენციური დაწესებულების დატოვებისთანავე, „ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიმართ
ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოცემული იქნეს დამცავი
ორდერი იმ ვადით, რა ვადითაც პირს ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი,
თუმცა არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი
შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე, რომელიც იმსჯელებს
პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების საკითხზე.
ერთი მეოთხედით უმცირდება დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულისთვის
ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო
წარმოებისა, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების,
წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის გარდა), 261-ე მუხლის
მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი
ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 2731 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაული.
დაზარალებულის თანხმობით, ერთი მეოთხედით უმცირდება დანიშნული
სასჯელი განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც
ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია),
133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა
წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა),
188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ
გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2401 მუხლის მე-2
ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა), 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ან 245-ე მუხლის
პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაული.
ერთი მეექვსედით უმცირდება დანიშნული სასჯელი - ვადიანი თავისუფლების
აღკვეთა პირს, რომელზეც არ ვრცელდება კანონის პირველი−მე-3 მუხლების
მოქმედება, გარდა კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
პროექტის თანახმად, დაზარალებულის თანხმობით გათვალისწინებულია
პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება, სასჯელის
განახევრება ან ერთი მეოთხედით შემცირება. იმავდროულად, პროექტი
განსაზღვრავს, რომ თუ პირი ვერ მოიპოვებს თანხმობას, მასზე მაინც
•
•
გავრცელდება დანიშნული სასჯელის შემცირება, თუმცა უფრო ნაკლები
ოდენობით, კერძოდ ერთი მეექვსედით. ერთი მეექვსედით სასჯელის შემცირების
წესი გამოიყენება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში.
გასათვალისწინებელია, რომ პროექტით გათვალისწინებულია დანაშაულთა
ამომწურავი ჩამონათვალი (მუხლი 7), რომელზეც არ გავრცელდება ამნისტიის
არცერთი მუხლის მოქმედება, მათ შორის, სასჯელის ერთი მეექვსედით
შემცირების წესი.
1 წლით უმცირდება პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა პირს, რომელზეც
არ ვრცელდება კანონის პირველი−მე-4 მუხლების მოქმედება და რომელიც 2024
წლის 1 ივლისის მდგომარეობით არის პირობით მსჯავრდებული ან პირობით
ვადამდე გათავისუფლებული (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის
შემთხვევისა). გასათვალისწინებელია, რომ პირის მიმართ აღნიშნული შეღავათის
გავრცელების პირობად მიჩნეულია არა მხოლოდ ის, რომ მას დანიშნული
ჰქონდეს პირობით მსჯავრი ან ის პირობით ვადამდე იყოს გათავისუფლებული,
არამედ იმავდროულად ისიც, რომ მის მიმართ არ იყოს გამოყენებული ამნისტია
კანონის პირველი-მე-4 მუხლების საფუძველზე და იმავდროულად, მის მიმართ
რეალურად იყოს დაწყებული სამართლებრივი აქტის აღსრულება პრობაციის
სააგენტოს მიერ. კანონპროექტის აღნიშნული ჩანაწერი მიზნად ისახავს, რომ
გამოირიცხოს ის შემთხვევები, როდესაც სასჯელის ნაწილის რეალურად, ხოლო
ნაწილის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, პირზე სხვადასხვა ნორმის
საფუძველზე
რამდენჯერმე
შეიძლება
გავრცელებულიყო
ამნისტიით
გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ოჯახური
დანაშაულების შემთხვევაში, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილად არის მიჩნეული, რომ პრობაციის რეჟიმში მყოფ
მსჯავრდებულებს არ შეუმცირდეთ პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და
მათ მიმართ სრული ვადის განმავლობაში განხორციელდეს შესაბამისი
კონტროლის ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული
დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან,
სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდება ის პირი,
რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
2481 ან 3591 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
პროექტით გათვალისწინებულია დანაშაულთა ამომწურავი ჩამონათვალი,
რომლებზეც არ ვრცელდება პირველი-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული
ამნისტია.
პროექტით, ცალკეულ შემთხვევებში ამნისტიის გავრცელების პირობას წარმოადგენს
განზრახი
დანაშაულისთვის
ნასამართლობის
არქონა.
ამავდროულად,
ნარკოტიკული დანაშაულების შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებულია
განსხვავებული წესი, კერძოდ აღნიშნულია, რომ XXXIII თავით გათვალისწინებული
დანაშაულისთვის ნასამართლობა (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული
ნივთიერების ან მისი ანალოგის, ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან
მარიხუანის უკანონო გასაღებისა) არ ჩაითვლება პროექტით მითითებულ
ნარკოტიკულ
დანაშაულებზე
ამნისტიის
გავრცელების
დამაბრკოლებელ
გარემოებად.
კანონპროექტის თანახმად, პირველი-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია
გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე
ჩაიდინეს. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 ან 3591
მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს, მათზე ამნისტია გავრცელდება 2021
წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩადენის შემთხვევაში.
კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისაგან გათავისუფლება, ოჯახური დანაშაულის გარდა, ვრცელდება
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრს
და გამოსაცდელ ვადაზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. რაც შეეხება
ოჯახურ დანაშაულებს, ამნისტიით გათვალისწინებულია მხოლოდ ვადიანი
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელის განახევრება ან
ერთი მეექვსედით შემცირდება.
კანონპროექტით
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
და
სასჯელისაგან
გათავისუფლების
საკითხთან
ერთად
დარეგულირებულია
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საკითხიც. შემოთავაზებული
ინიციატივის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომელზეც
ვრცელდება ინიციირებული ამნისტიის მოქმედება, სასჯელისაგან სრულად
გათავისუფლებასთან ერთად აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული ზოგიერთი
უფლება.
კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს ამნისტიის აღსრულებასთან დაკავშირებულ
საკითხებს, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულების მიმართ კანონის დებულებების
გავრცელების პროცედურებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში. კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის
მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცალკეული დანაშაულებისთვის
ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია ჰუმანურობის პრინციპით განპირობებული აქტის დროული
აღსრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კანონპროექტით გათვალისწინებულია
მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე.
რაც შეეხება კანონის უკუძალას, ამნისტიის აქტის თავისებურებას წარმოადგენს
ის ფაქტი, რომ მისი ნორმები მოქმედებას იწყებს ძალაში შესვლის შემდეგ, თუმცა
უშუალოდ რეგულირების სფეროს მიკუთვნებული დანაშაულები აუცილებლად
ჩადენილი უნდა იყოს დროის გარკვეულ მონაკვეთამდე, რაც ყოველთვის წინ
უსწრებს კანონის ამოქმედებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი
ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას. წარმოდგენილი
კანონპროექტი კი ითვალისწინებს ახალი კანონის მიღებას. შესაბამისად,
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების
წყაროა
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
საქართველოს
პროკურატურისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთო
სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. იმ პირთა საქმეების განხილვა და
გადაწყვეტილების მიღება, ვისაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს
კანონი, მოხდება საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსა და საერთო სასამართლოების არსებული ადამიანური და
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით 2021 წლის 23
ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში განაჩენი გამოტანილია 10
ფიზიკური პირის მიმართ, რომელსაც 2021 წლის ამნისტია არ შეხებია. ამასთან,
იურიდიული პირის მიმართ განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა. აღნიშნული 10
მსჯავრდებულიდან 8 პირს შეეფარდა პირობითი მსჯავრი, რომლის ფარგლებშიც 6
მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით,
ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს. შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული
პირები აღარ გადაიხდიან ჯარიმის თანხას, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიზოგება ის
სახსრები, რომელთა გაღებაც თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნას უკავშირდება. სპეციალური პენიტენციური
სამსახურის მონაცემებით 1 პატიმრისთვის განსაზღვრული საშუალო წლიური ხარჯი
შეადგენს 21 604 ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა
კაპიტალური ხარჯისა).
კანონპროექტი გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
შემცირებას. ამნისტიის აქტის შედეგად გარკვეული კატეგორიის პირები
გათავისუფლდებიან პენიტენციური დაწესებულებებიდან და ამდენად, სახელმწიფო
დაზოგავს აღნიშნული პირების სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებულ
ხარჯებს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ასევე გამოიწვევს
არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების კუთხით გასაწევი დანახარჯების დაზოგვა.
კანონპროექტის გავლენის მოცულობა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის
შემცირებაზე დამოკიდებულია ამნისტიას დაქვემდებარებული დანაშაულებისთვის
მსჯავრდებულ პირთა რიცხოვნობასა და მათთვის დანიშნული სასჯელის
აღუსრულებელ ნაწილზე, რაც თითოეული მსჯავრდებული პირის შემთხვევაში
შეიძლება განსხვავებული იყოს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
დაზოგვის კუთხით, ამნისტიის აქტის გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება
ცალკეულ
დანაშაულებზე
ბრალდებულ/მსჯავრდებულ
პირთათვის
დაზარალებულის მიერ თანხმობის მიცემაზე, ასევე მათ წარსულ ნასამართლობაზე.
კანონპროექტს გავლენა ექნება საგამოძიებო ორგანოების, პროკურატურისა და
სასამართლოს ხარჯებზე შემცირების კუთხით, რომლებსაც აღარ მოუწევთ
გამოძიებისა და სასამართლოს სტადიაზე შესაბამისი საპროცესო ხარჯის გაწევა.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებს
შესაძლოა მოემატოს განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც დაკავშირებული
იქნება გარკვეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ
კანონპროექტის აღსრულება არ გამოიწვევს დამატებითი საბიუჯეტო ხარჯებს,
რადგან მისი აღსრულება მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული
რესურსის გამოყენებით შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი
ფინანსური
ვალდებულებების
(საშინაო
ან
საგარეო
ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტით
ვალდებულებები.
არ
დგინდება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებსაც ამნისტიის
ამოქმედების შემდეგ აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები, მათ შორის
სხვადასხვა სფეროში საქმიანობის უფლება, რასაც ამ კატეგორიის პირებისთვის
შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ფინანსური შედეგი.
კანონპროექტის მიღება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ
მსჯავრდებულთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებსაც სისხლის სამართლის
კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაეკისრათ
ჯარიმის გადახდა, ვინაიდან ისინი გათავისუფლდებიან დაკისრებული ჯარიმის
აღუსრულებელი
ნაწილისგან.
არსებული
ინფორმაციით
ასეთია
ხუთი
მსჯავრდებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის
შეფასება
კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც
არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე შეიძლება გავრცელდეს
კანონის მოქმედება.
ბ2) გენდერული თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
გავლენას
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
არ
მდგომარეობაზე
ახდენს
მიმართება
კანონპროექტის
გენდერული
საერთაშორისო
თანასწორობის
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და
ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს გენერალურ
პროკურატურასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოსთან.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც
მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება“