„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.08.2024
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/414/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 641 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების ფარგლებში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება).“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაცული ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“. იარაღის 2. 642 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 3. 66-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“; საგნის ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“; გ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“. 4. 1282 მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.“; გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 1283 მუხლის მე-3 - მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხეტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დარღვევა (მათ შორის არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსება) გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით გარდა არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის და სახერხი დანადგარებისა და მოწყობილობების კონფისკაციით.“. 6. 222-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 583 , 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი - მე-2 ნაწილებით, 663 და 696 მუხლებით, 76-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევის ნაწილში), 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 821 და 823 მუხლებით, 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 841 და 854 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 862 , 872 , 873 , 893 , 1192, 1282 და 1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს და მასში ასახულია ის ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისობაში მოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად: 1. ცვლილება შედის 641 მუხლში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე, სიტყვებს „მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება ფრჩხილებში ემატება სიტყვებით „მათ შორის ხეტყის უკანონო დამზადება“. ანალოგიური ცვლილება შედის ამ მუხლის პირველ ნაწილშიც. 2. ცვლილება შედის 642 მუხლის მე-3 ნაწილში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველ ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე, სიტყვები „ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა“ შეიცვალა სიტყვებით „მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა“. 3. სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის რედაქციიდან გამომდინარე, ცვლილება შედის სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი იყოფა ორ ნაწილად: პირველ ნაწილში დარჩება პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის უკანონო დამზადებისთვის, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დადგება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით. 66-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს პასუხიმგებლობას სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გარეშე მოწყობისათვის.. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით და ადგენს პასუხისმგებლობას 66-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის. 4. ცვლილება შედის 1282 მუხლში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3041 მუხლში განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება ხდება ხეტყის ან ხე-მცენარის ტრანსპორტირების წესების დარღვევის განმეორებითი ქმედებისათვის (მე-5 ნაწილის ამოღება ხდება), რადგან აღნიშნული ქმედება სსკ 3041 მუხლის შესაბამისად ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ასევე მე-6 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. 5. ცვლილება შედის 1283 მუხლის მე-3 - მე-5 ნაწილებში. ცვლილების შეტანა განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2872 მუხლის დამატებით, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ისეთი მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება, რომელიც არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ. გამომდინარე აღნიშნულიდან საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს 1283 მუხლში, კერძოდ მე-3 და მე-4 ნაწილებს ემატება სიტყვები „მათ შორის არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხ საამქროს ტერიტორიაზე განთავსება“, ხოლო მე-5 ნაწილიდან ამოდის სიტყვები „უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის მიღებასთან, შენახვასთან, გადამუშავებასთან ანდა“. 6. ცვლილება შედის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილში და ემატება დათქმა 66-ე მუხლის 11 ნაწილზე, ვინაიდან, პროექტის თანახმად, 66-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომლითაც ცალკე გამოიყოფა პასუხისმგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რამდენადაც კანონპროექტი წარმოადგენს თანმდევ კანონპროექტს, მისი ძალაში შესვლა გათვალისწინებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, კერძოდ, გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან, ხდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ: - 641 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებით, მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციას ემატება ხეტყის უკანონო დამზადების მაკვალიფიცირებელი შემადგენლობა, რაც გულისხმობს ზეზემდგომი ხეტყის მოჭრას ან/და ძირნაყარი ხეებიდან მერქნის ამოღებას, მისი დახარისხებას და გაზიდვას (მათ შორის, საქმიან ეზომდე). შესაბამისად, სახეზეა 641 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის გაფართოვება, რის გამოც მოსალოდნელია აღნიშნულ შემადგენლობაში მოექცეს მეტი ქმედება. ამდენად, ამ თვალსაზრისით აღნიშნული მუხლის ცვლილებას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი (ჯარიმა არის 2 500 ლარი), რაც დამოკიდებული იქნება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის რაოდენობაზე. - 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, უქმდება შესაბამისი დოკუმენტების გარეშე განმეორებით სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის დამზადებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რადგან ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ შევა შემოსავალი 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ჯარიმის სახით (იხ. სატატისტიკა). - 1282 მუხლიდან ხდება მე-5 ნაწილის ამოღება (ხეტყის ან ხე-მცენარის ტრანსპორტირების წესების დარღვევის განმეორებითი ქმედება), რადგან აღნიშნული ქმედება სსკ 3041 მუხლის შესაბამისად ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ შევა შემოსავალი აღნიშნული სამართალდარღვევის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ჯარიმის სახით (იხ. სტატისტიკა). - 1283 მუხლის ცვლილების შეტანიდან გამომდინარე, კერძოდ, არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსების განმეორებით ჩადენის შემთხვევისთვის უქმდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რადგან აღნიშნული ქმედება სსკ 2872 მუხლის შესაბამისად ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ შევა შემოსავალი აღნიშნული სამართალდარღვევის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ჯარიმის სახით (იხ. სტატისტიკა). 2022 - 2023 წლების სტატისტიკა 2022 წელი ასკ 2023 წელი ფაქტების რაოდენობა ჯარიმა ლარი ზიანი ლარი ფაქტების რაოდენობა ჯარიმა ლარი ზიანი ლარი 82 97,000 19,845 52 71,000 9,848 50 71,000 15,177 23 40,000 6,529 172 166,000 32,057 134 93,000 8,274 334,000 67,080 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი 1282-ე მუხლის მე-5 ნაწილი 1283-ე მუხლის მე-3 ნაწილი სულ კანონპროექტის 304 მიღება გავლენას არ 209 204,000 24,651 მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას იმ პირებზე რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ: - 641 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებით, მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციას ემატება ხეტყის უკანონო დამზადების მაკვალიფიცირებელი შემადგენლობა, რაც გულისხმობს ზეზემდგომი ხეტყის მოჭრას ან/და ძირნაყარი ხეებიდან მერქნის ამოღებას, მისი დახარისხებას და გაზიდვას. შესაბამისად, სახეზეა 641 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის გაფართოვება, რის გამოც მოსალოდნელია აღნიშნულ შემადგენლობაში მოექცეს მეტი ქმედება და სამართალდარღვევა გავრცელდეს უფრო მეტ პირზე. ამდენად, ამ თვალსაზრისით აღნიშნული მუხლის ცვლილებას გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც განახორციელებენ დაცული ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიანი მცენარის უკანონო დამზადებას (ჯარიმა არის 2 500 ლარ). - 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, უქმდება შესაბამისი დოკუმენტების გარეშე განმეორებით სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის დამზადებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რადგან ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. შესაბამისად, პირები, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტების გარეშე განმეორებით განახორციელებენ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის დამზადებას არ დაექვემდებარებიან 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ფინანსურ სანქციას და მათზე გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია. - 1282 მუხლიდან ამოდის მე-5 ნაწილი (ხეტყის ან ხე-მცენარის ტრანსპორტირების წესების დარღვევის განმეორება), რადგან აღნიშნული ქმედება სსკ 3041 მუხლის შესაბამისად ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. შესაბამისად, პირები, რომლებიც აღნიშნულ ქმედებას განახორციელებენ არ დაექვემდებარებიან 1282 მუხლის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ ფინანსურ სანქციას (ჯარიმა 2000 ლარი), თუმცა მათზე გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული შესაბამის სანქცია. - 1283 მუხლის ცვლილების შეტანიდან გამომდინარე, კერძოდ, არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსების განმეორებით ჩადენის შემთხვევისთვის უქმდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რადგან ასეთი ქმედება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. შესაბამისად, პირები, რომლებიც აღნიშნულ ქმედებას განახორციელებენ არ დაექვემდებარებიან 1283 მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ ფინანსურ სანქციას (ჯარიმა 4000 ლარი) და მათზე გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამის სანქცია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს კანონპროექტით განსაზღვრული შესაბამისი სამართალდარღვევებისთვის (მოქმედი ჯარიმების ოდენობები არ იცვლება). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.