„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/414/10; 05/08/2024) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-09-02
ბიუროს ნომერი 378
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 2871 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2871. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა
1. სახერხ საამქროში მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების
დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2872 მუხლი:
„მუხლი 2872. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის)
განთავსება
1. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება
ასეთი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
1283 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან სახერხი საამქროს
ტერიტორიაზე ისეთი ოდენობის არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება,
რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით არამარკირებული მრგვალი ხეტყის
(მორის) განთავსება ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მრგვალი ხეტყის (მორის) ის ოდენობა, რომლის
უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3000 (სამი
ათას) ლარი ან მეტი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით
ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.“.
3. 303-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 303. მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან დიდი ოდენობით უკანონო დამზადება
1. მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის ხეტყის უკანონო დამზადება)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი
ნაწილით, 642 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2
ნაწილით
ან
1511 მუხლის
მე-2
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ან
მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის ხეტყის უკანონო დამზადება), რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი
მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა (მათ შორის ხეტყის უკანონო დამზადება) საქართველოს
ადმინისტრაციულ
გათვალისწინებული
სამართალდარღვევათა
კოდექსის
ადმინისტრაციული
641
მუხლის
სამართალდარღვევის
მე-2
ნაწილით
ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
5. სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით
უკანონო გაჩეხვა ( ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება) ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-5 ნაწილში დიდ ოდენობად ითვლება მერქნიანი მცენარის (ხეტყის) ის
ოდენობა, რომლის უკანონო დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა
შეადგინა 3000 (სამი ათასი) ლარი ან მეტი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით
ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
3. ამ თავის მიზნებისათვის, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის (მათ შორის ხეტყის
უკანონო დამზადების) შედეგად გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა
განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
4. 3041 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3041. მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით
დადგენილი წესის დარღვევით ტრანსპორტირება
1. მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით განსაზღვრულ
შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე
ტრანსპორტირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1282
მუხლის
მე-4,
მე-6
ან
მე-8
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს ხეტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული
პასუხისმგებლობის გამკაცრებას, აღნიშნულის საჭიროება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან,
რომ ხეტყის უკანონოდ სარგებლობის მიმართულებით სამინისტროს მიერ გამოვლენილი
ფაქტების რაოდენობა კვლავ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან
მოითხოვს შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების განხორციელების საჭიროებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ხეტყით უკანონოდ სარგებლობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ
ან
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობას,
შესაბამისად
ამ
მიმართულების პასუხისმგებლობის გასამკაცრებლად საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა
სისხლის სამართლის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება ხეტყით უკანონოდ სარგებლობის სფეროში
პასუხისმგებლობის გამკაცრება, რასაც ექნება შემაკავებელი ეფექტი, რამაც თავის მხრივ უნდა
განაპირობოს ხეტყის უკანონოდ სარგებლობის სფეროში მდგომარეობის გამოსწორება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად:
1. ცვლილება შედის სსკ 2871 მუხლში (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა
დარღვევა) და მკაცრდება სანქცია. აღსანიშნავია წინამდებარე მუხლის 2022-2023 წლების
სტატისტიკა:
დარღვევა
2022 წელი
2023 წელი
2024 წლის
აპრილის
მდგომარეობთ
გამოვლენილი
დაურეგისტირებელი
87
76
51
სახერხი
საამქროების
რაოდენობა
როგორც ზემოაღნიშნული ცხრილიდან ჩანს 2024 წლის პირველი ოთხი თვის სტატისტიკა
საგანგაშოდ მაღალია წინა წლების სტატისტიკასთან მიმართებაში, ამავე დროს
გასათვალისწინებელია, რომ შეუძლებელია ყველა უკანონო სახერხის 100 პროცენტიანი
გამოვლენა, რადგან არალეგალური სახერხი საამქროს მოწყობა არ არის დაკავშირებული დიდ
დანახარჯებთან და საკმაოდ მცირე დროში არის შესაძლებელი მისი მონტაჟიც და
დემონდაჟიც. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ უკანონო (დაურეგისტრირებელი)
სახერხი საამქროს მოწყობის ერთადერთი მიზანი არის უკანონოდ მოჭრილი ხეტყის
გადამუშავება. ერთ ასეთ უკანონო (დაურეგისტრირებელ) სახერხს საამქროში შესაძლებელია
დღეში საშუალოდ 18-20 კუბური მეტრი უკანონოდ მოჭრილი ხის გადამუშავება. შესაბამისად
შემაკავებელი ეფექტის მისაღწევად საჭიროა პასუხისმგებლობის გამკაცრება, როგორც სახერხ
საამქროებთან ასევე ხეტყის უკანონო დამზადებასთან მიმართებაში.
გამომდინარე აღნიშნულიდან, წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სახერხ საამქროში
მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის)
ან/და მოწყობილობის რეგისტრაციის გარეშე მონტაჟისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა და ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება
თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის
ჩადენისათვის კი ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
ცვლილება ასევე შედის მუხლის შენიშვნაში, რომლის თანახმადაც იურიდიული პირის
პასუხისმგებლობის ნაწილში იზრდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა და
ნაცვლად სამ წლამდე ვადისა განისაზღვრება 5 წლამდე ვადით„.
2. კოდექსს ემატება ახალი 2872 მუხლი - სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული
მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება. ცვლილება მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის
გამკაცრებას სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის)
განთავსებისთვის. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საკმაოდ მძიმე დარღვევას და მის
ერთადერთ მიზანს წამოადგენს უკანონოდ მოპოვებული ხეტყის ასევე უკანონოდ
გადამუშავება და შესაბამისად მორის გადამუშავების შედეგად მიღებული ხეტყის პირველადი
გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი, ძელი, ძელაკი) ბაზარზე უკანონოდ განთავსება. დღეს
მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ქმედებისათვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა, შემოთავაზებული ცვლილება კი ითვალისწინებს ასეთი ქმედების
განმეორებით (ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ) ჩადენისათვის ან სახერხი
საამქროს ტერიტორიაზე ისეთი ოდენობის არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის)
განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი
მიადგა
(მნიშვნელოვანი
ზიანი
არის
1000
ლარზე
მეტი),
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობის შემოღებას - ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით
ერთიდან სამ წლამდე. მუხლი ასევე ითვალისწინებს ცალკე პასუხისმგებლობას სახერხი
საამქროს ტეროტორიაზე დიდი ოდენობით არამარკირებული ხეტყის განთავსებისთვის,
ხოლო დიდ ოდენობად კი ჩაითვლება მრგვალი ხეტყის (მორის) ის ოდენობა, რომლის
უკანონო დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 (სამი ათას)
ლარს ან მეტს,
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ
წლამდე.
3. ცვლილება შედის 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა) მუხლში, კერძოდ:
ა) მუხლის სათაურში და რედაქციაში ნაცვლად ტერმინისა „ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა“,
რომელიც შინაარსობრივად საკმაოდ ვიწრო ცნებაა, ხდება ახალი ტერმინების „მერქნიანი
მცენარის უკანონო გაჩეხვა“ და „დიდი ოდენობით უკანონო დამზადება“ შემოტანა. ტერმინის
„ხეტყის დამზადება“ განმარტება მოცემულია საქართველოს ტყის კოდექსის მე-2 მუხლის ჰ1
ქვეპუნქტით და ნიშნავს − ზეზემდგომი ხეტყის მოჭრას ან/და ძირნაყარი ხეებიდან მერქნის
ამოღებას, მისს დახარისხებას და გაზიდვას (მათ შორის, საქმიან ეზომდე). შესაბამისად
სახელმწიფო ტყის და დაცული ტერიტორიების საზღვრებში განხორციელებული უკანონო
ჭრების შეთხვევაში, გამოყენებული იქნება აღნიშნული ტერმინი, რომელიც შინაარსობრივად
უფრო ფართო მცნებაა ვიდრე ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა.
ბ)
მე-2
ნაწილში
ხდება
პასუხისმგებლობის
გამკაცრება
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენისთვის და 4 წლიდან იზრდება სამიდან
ხუთ წლამდე ვადით.
სამინისტროს მიერ ხეტყის უკანონო დამზადების კუთხით განხორციელებული სახელმწიფო
კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა შემდეგია:
დარღვევა
ხეტყის
უკანონო
ხეტყის
2023 წელი
2855
2633
10 713,66
8 733,74
ჭრის
ფაქტები
უკანონოდ
2022 წელი
მოპოვებული
მოცულობა
კუბურ
მეტრებში
როგორც ცხრილიდან ჩანს გამოვლენის სტატისტიკა მცირედით უმჯობესდება, თუმცა
უკანონო ქმედებებისა და უკანონოდ მოპოვებული ხეტყის მოცულობა საკმაოდ მაღალია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სსკ 303-ე მუხლს ემატება ახალი მე-5 ნაწილი, რომლითაც
დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო
დამზადებისთვის, ხოლო ამავე მუხლის მიზნებისათვის, ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო
დამზადებაში იგულისხმება შემთხვევა, როდესაც ხეტყის უკანონო დამზადების შედეგად
გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 (სამი ათასი) ლარს ან მეტს.
გ) ამავე დროს სსკ 303-ე მუხლს შენიშვნის სახით ემატება იურიდიული პირის
პასუხისმგებლობა, კერძოდ - ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული
პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
შენიშვნით ასევე განიმარტება თუ რომელი ნორმატიული აქტი ადგენს ხის უკანონო
ჭრის/ხეტყის უკანონო დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი
ზიანის ოდენობა, კერძოდ ეს ოდენობა განსაზღვრულია - „ტექნიკური რეგლამენტის −
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის №368 დადგენილებით.
4. ცვლილება შედის 3041 მუხლში, რომლის შესაბამისადაც მრგვალი ხეტყის (მორის), ხემცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო
დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირებისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება ასეთი ქმედების განმეორებით
(ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ) ჩადენისათვის და არა განმეორების
მესამე შემთხვევის დადგომისას როგორც ეს გათვალისწინებულია მუხლის მოქმედი
რედაქციით. ამავე დროს მკაცრდება მუხლის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული
სანქციები, კერძოდ 3041 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის
ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა
ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენისათვის ნაცვლად
ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა - სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
სამინისტროს მიერ ხეტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის მიმართულებით
განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების
სტატისტიკა შემდეგია:
დარღვევა
2022 წელი
2023 წელი
ხეტყის
ტრანსპორტირების
წესების დარღვევის ფაქტები
1044
939
2996,4
1902,6
ხეტყის
ტრანსპორტირების
წესების
დარღვევისას
გამოვლენილი
ხეტყის
მოცულობა კუბურ მეტრებში
აღნიშნული ცხრილიდან ჩანს რომ გამოვლენის სტატისტიკა უმჯობესდება, თუმცა უკანონო
ქმედებებისა და ხეტყის მოცულობა საკმაოდ მაღალია და დამატებითი შემაკავებელი
ეფექტისათვის საჭიროა პასუხისმგებლობის გამკაცრება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რამდენადაც კანონპროექტი ამკაცრებს არსებულ პასუხისმგებლობას და ადგენს ახალ
პასუხისმგებლობას, მისი ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც გამოიხატება შემდეგში:
-კოდექსს ემატება ახალი 2872 მუხლი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას
(თავისუფლების აღკვეთასთან ერთად). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო თუ
სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით ჯარიმის
მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, 2872 მუხლის
პირველი ნაწილით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით
ერთიდან სამ წლამდე, შესაბამისად ჯარიმის მინიმალური ოდენობა იქნება 500 ლარი. ამავე
მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამიდან ხუთ წლამდე, შესაბამისად მეორე ნაწილისთვის ჯარიმის მინიმალური
ოდენობაა 2000 ლარი. ამდენად, აღნიშნული მუხლის ამოქმედება გავლენას იქონიებს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოიხატება სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ზრდაში, რაც დამოკიდებული იქნება ამ მუხლით სასჯელის სახით
შეფარდებულ ჯარიმების რაოდენობასა და ოდენობაზე.
- 303-ე მუხლის მე-5 ნაწილით დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხეტყის
დიდი ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, ხოლო ამავე მუხლის მიზნებისათვის, ხეტყის
დიდი ოდენობით უკანონო დამზადებაში იგულისხმება შემთხვევა, როდესაც ხეტყის უკანონო
დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 (სამი ათასი) ლარს ან
მეტს. მე-5 ნაწილის შემოღების შედეგად შესაძლოა უფრო მეტი სამართალდარღვევის
გამოვლენა მოხდეს, რაც დაჯარიმების შემთხვევაში გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსავლებს, რაც დამოკიდებული იქნება ამ მუხლით სასჯელის სახით შეფარდებულ
ჯარიმების რაოდენობასა და ოდენობაზე (ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი).
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც
გამოიხატება შემდეგში: 2871 და 2872 მუხლებით, 303-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და
3041 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ხდება პასუხისმგებლობის გამკაცრება და იზრდება
თავისუფლების აღკვეთის ვადები, რაც აისახება სახელმწიფოს მიერ პატიმრის შენახვის
ხარჯებზე. ამდენად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება პატიმრის
შენახვის ხარჯის თვალსაზრისით (ერთ პატიმრის შენახვის წლიური ხარჯი 21604 ლარი), რაც
დამოკიდებული იქნება ამ მუხლებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სახით
სასჯელის დანიშვნის შემთხვევების რაოდენობასა და თავისუფლების აღკვეთის ვადებზე.
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ვისზეც
გავრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ:
- კოდექსს ემატება ახალი 2872 მუხლი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას
(თავისუფლების აღკვეთასთან ერთად). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო თუ
სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით ჯარიმის
მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, 2872 მუხლის
პირველი ნაწილით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით
ერთიდან სამ წლამდე, შესაბამისად ჯარიმის მინიმალური ოდენობა იქნება 500 ლარი. ამავე
მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამიდან ხუთ წლამდე, შესაბამისად მეორე ნაწილისთვის ჯარიმის მინიმალური
ოდენობაა 2000 ლარი. ამდენად, აღნიშნული მუხლის ამოქმედებას მოსალოდნელია გავლენა
ჰქონდეს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდებათ ჯარიმა, რაც
დამოკიდებული იქნება შეფარდებული ჯარიმის ოდენობაზე.
- ვინაიდან, 303 მუხლს შენიშვნის სახით ემატება იურიდიული პირის პასუხისმგებლობა,
კერძოდ - ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე, აღნიშნულს
გავლენა ექნება იმ იურიდიულ პირზე ვის მიმართაც ეს სანქცია გავრცელდება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
(ფულადი შენატანის) შემოღებას, გარდა ქვემოთ მოცემული ჯარიმისა. კერძოდ, კოდექსს
ემატება ახალი 2872 მუხლი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის
მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო თუ სასჯელის სახით გათვალისწინებულია
თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს
500 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, 2872 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით
გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, შესაბამისად
ჯარიმის მინიმალური ოდენობა იქნება 500 ლარი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის
სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე,
შესაბამისად მეორე ნაწილისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართელოს მთავრობა.