საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემდგომი მსვლელობისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განკარგულებები: ა) საქართველოს მთავრობის 2024 წლის 11 ნოემბრის №1619 განკარგულება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2023 წლის) ანგარიშის" საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის თაობაზე“; ბ) საქართველოს მთავრობის 2024 წლის 11 ნოემბრის №1620 განკარგულება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2023 წლის) ანგარიშის" საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“.

განკარგულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.11.2024
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-11161/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-11-26
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
*GOV02400030915* GOV 0 24 00030915 11/11/2024 საქართველოს პარლამენტს შემდგომი მსვლელობისთვის, გიგზავნით საქართველოს მთავრობის 2024 წლის 11 ნოემბრის N1619 განკარგულებას "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2023 წლის) ანგარიშის" საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებლად ნ.თათულაშვილის დანიშვნის შესახებ" და საქართველოს მთავრობის 2024 წლის 11 ნოემბრის N1620 განკარგულებას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2023 წლის) ანგარიშის" საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებლად ნ.თათულაშვილის დანიშვნის შესახებ". პატივისცემით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი
ანგარიში
2024 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2023 წლის) ანგარიში სარჩევი მოკლე შეჯამება............................................................................................................................................................................................................................2 შესავალი ........................................................................................................................................................................................................................................4 ზოგადი პროგრესი.......................................................................................................................................................................................................................5 დეტალური პროგრესი ............................................................................................................................................................................................................7 ამოცანა 1.1. - ქალთა კარიერული ზრდის პოლიტიკის განვითარება ..........................................................................................................................7 ამოცანა 1.2. სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობისა და ეფექტიანი მონაწილეობის ზრდა.............................................11 ამოცანა 1.3. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და ახლაგაზრდების განვითარებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების/განახლების/განხორციელების პროცესში ინტეგრაციის გზით. ................................13 ამოცანა 1.4. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალების საჭიროებების, პრიორიტეტების და რეკომენდაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გათვალისწინების უზრუნველყოფა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა ............................................................17 ამოცანა 2.1. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების ცნობიერების ამაღლება ძალადობისა და „ადამიანის უსაფრთხოების“ საკითხებზე ..............................................................................................................................................................................................19 ამოცანა 2.2. კონფლიქტისა და მის შემდგომ სიტუაციებში სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორის პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა............................................22 ამოცანა 3.1. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ (მათ შორის დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოებისთვის ჯანმრთელობის, იურიდიულ და სამოქალაქო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა ............28 ამოცანა 3.2. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და სამეწარმეო პროგრამებში ჩართულობის გაზრდა ................................................................................................................................................................................30 გამოწვევები და რეკომენდაციები.......................................................................................................................................................................................... 35 1 მოკლე შეჯამება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული გეგმა (შემდგომში - სამოქმედო გეგმა), წარმოადგენს სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ მცხოვრები, დევნილი ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვას. წინამდებარე ანგარიში მოიცავს სამოქმედო გეგმის ამოცანებისა და აქტივობების, 2022 წლის 26 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, განხორციელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ანგარიშის პროექტი განხილულ და შეთანხმებულ იქნა დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან. სამოქმედო გეგმის ამოცანების შედეგის ინდიკატორების განხორციელების ანალიზის მიხედვით, მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალების საჭიროებების, პრიორიტეტების და რეკომენდაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გათვალისწინების უზრუნველყოფისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი მონაწილეობის გაზრდის, ჯანმრთელობის, იურიდიულ და სამოქალაქო სერვისებზე წვდომის ხელშეწყობის კუთხით. ასევე, კონფლიქტისა და მის შემდგომ სიტუაციებში სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორის პერსონალის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, განხორციელებულია სამოქმედო გეგმის აქტივობათა - 70%. აგრეთვე, მეტწილად განხორციელდა აქტივობების - 4%, ხოლო ნაწილობრივ განხორციელებულია - 10%. აქტივობების განხორციელების პროგრესმა შეადგინა - 84 %, არ დაწყებულა 2 %. 2 საანგარიშო პერიოდში შესრულდა გეგმის აქტივობების 70 % 2% 4% 10% 84% მეტწილად შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა განხორციელებაში პროგრესი არ დაწყებულა Ⴑაანგარიშო პერიოდში, განხორციელებულ აქტივობებს შორის აღსანიშნავია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სამედიცინო ამბულატორიების მოწყობა/აღჭურვა, სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო საშუალებების უზრუნველყოფით. კერძოდ, დასრულდა განმუხურის, ანაკლიის, კოკის, შამგონას, დარჩელის, დიდსის, ერგნეთის, კოდისწყაროს, ფლავის სოფლის ამბულატორიების მშენებლობა, ხოლო მერეთსა და ტირძნისში ამბულატორიების რეაბილიტაცია. ყველა მათგანი აღიჭურვა აპარატურით. ხელშესახები პროგრესი დაფიქსირდა დევნილი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსების მიმართულებით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წელს, სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლა დაუფინანსდა 224 სტუდენტს. 2023-2024 სასწავლო წელს კი 230 პირს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა დაუფინანსდა 1871 სტუდენტს. ასევე, აღსანიშნავია, რომ დაბრუნებული დევნილი მიგრანტი ქალებისათვის შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, 2023 წელს, დაფინანსდა 227 დაბრუნებული მიგრანტი, მათ შორის 127 ქალია (55,9 % ქალი). დაბოლოს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში/ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში მონაწილე ქალების პროცენტული მაჩვენებლის ზრდის ტენდეციის კუთხით 2022 წელთან შედარებით 2023 წელს დაფიქსირდა პროგრესი. საგულისხმოა, რომ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერეციის სრულმასშტაბიანი ომით გამოწვეული რეგიონში შექმნილი მწვავე ვითარებიდან 3 გამომდინარე ჩატარდა მხოლოდ ერთი, 56-ე რაუნდი. ხოლო 2023 წლის განმავლობაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება. აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ სამოქმედო გეგმაში ამოცანებისა და აქტივობების განხორციელებისათვის ვადები 2024 წლამდე არის განსაზღვრული. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების მიერ რიგი აქტივობების განხორციელება კვლავ მიმდინარეობს. აღნიშნული კი, როგორც ამოცანების, ისე აქტივობების დონეზე განხორციელების პროგრესის კუთხით საერთო სურათზე ახდენს გავლენას. შესავალი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022 – 2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული გეგმა წარმოადგენს სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ქალთა ეფექტიანი და მნიშვნელოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფას, მათთვის სათანადო სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. აღნიშნული მიზნის შესაბამისად, სამოქმედო გეგმა აერთიანებს რვა ამოცანას, რომლის მისაღწევად განსაზღვრულია 50 აქტივობა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თითოეული აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელია შემდეგი უწყება: 11 აქტივობაზე პასუხისმგებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; 8 აქტივობაზე პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; 7 აქტივობაზე პასუხისმგებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; 9 აქტივობაზე პასუხისმგებელია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში სახელმწიფო მინისტრის აპარატი); 3 აქტივობაზე პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; 10 აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 3 აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელია სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური; 3 აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 1 აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს გენერალური პროკურატურა; 1 აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია პასუხისმგებელია - 1 აქტივობის განხორციელებაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2 აქტივობაზე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1 აქტივობაზე; აა(ი)პ „პროფესიული უნარების განვითარების სააგენტო“ პასუხისმგებელია - 1 აქტივობის განხორციელებაზე; საქართველოს კულტურისა და 4 სპორტის სამინისტრო - 1 აქტივობაზე; ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია პასუხისმგებელია - 1 აქტივობის განხორციელებაზე. წინამდებარე მონიტორინგის ანგარიში მოიცავს სამოქმედო გეგმის ამოცანებისა და აქტივობების განხორციელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას 2022 წლის 26 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. მონიტორინგის ანგარიში შემუშავდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის კოორდინირებითა და დარგობრივი სახელმწიფო უწყებებისგან მიღებული განხორციელების ანგარიშების საფუძველზე. ანგარიში შესაბამისობაშია „პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით განსაზღვრულ წლიური ანგარიშის შემუშავების მეთოდოლოგიასთან. ზოგადი პროგრესი როგორც აღინიშნა, სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის გაძლიერებას, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვას, ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციას, პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე მათი საჭიროებების გათვალისწინებასა და მშვიდობის მშენებლობის პროცესსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათი როლის გამოკვეთას. მოქმედების სფერო I: ქალთა მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების პროცესებში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზანი 1 გულისხმობს, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების პროცესებში ქალთა (მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე), წარმომადგენლობისა და ეფექტიანი მონაწილეობის ამაღლებას. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ამოცანებს: 1.1; 1.2; 1.3 და 1.4. აღნიშნული მიზნის ქვეშ არსებული ამოცანა 1.1, 1.2, 1.3. და 1.4-დან მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება 1.1. და 1.4 ამოცანების ფარგლებში არსებული აქტივობების განხორციელების კუთხით. კერძოდ, ქალთა კარიერული ზრდის პოლიტიკის განვითარებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალების საჭიროებების, პრიორიტეტების და რეკომენდაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გათვალისწინების უზრუნველყოფისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად დაგეგმილი აქტივობების განხორციელების კუთხით. მოქმედების სფერო II: ძალადობის აღმოფხვრა, პრევენცია 5 სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზანი 2 გულისხმობს, ქალებზე და გოგოებზე ძალადობის ყველა ფორმის (მათ შორის სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და „ადამიანის უსაფრთხოებასთან“ დაკავშირებული რისკების) აღმოფხვრისა და პრევენციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ამოცანა 2.1.-სა და 2.2-ს. აღნიშნული მიზნის ქვეშ არსებული 2.1. და 2.2 ამოცანების განხორციელების მიმართულებით, აღინიშნება პროგრესი. 2.1 ამოცანით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში, კონფლიქტისა და მის შემდგომ სიტუაციებში სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირების, ასევე, რეპროდუქციის საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ და ცოდნა გაუღრმავდათ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქალებსა და გოგონებს. ხოლო, შერჩეულ საჯარო სკოლებში დაიწყო საგნის „სამხედრო საქმე“ და „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლება. 2.2 ამოცანით გათვალისწინებული აქტივობების უმეტესობა განხორციელდა სრულად. ხაზგასასმელია, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი“-ს დამტკიცება, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლეთა დაგენდერული მრჩევლების გადამზადების ინტენსივობა. მოქმედების სფერო III: ქალთა გაძლიერება და დაცვა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზანი 3 გულისხმობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალების და გოგოების საჯარო სერვისებზე მისაწვდომობის გაზრდას და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებას. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ამოცანა 3.1-სა და 3.2ს. აღნიშნული მიზნის ქვეშ არსებული ამოცანა 3.1. და 3.2-დან პროგრესი ფიქსირდება. 3.1 ამოცანით გნასაზღვრული აქტივოებების განხორციელების მაჩვენებლით, ამოცანის განხორციელებაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც გამოხატულია, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის სამოქალაქო სერვისებზე წდომის გაუმჯობესებაში. 3.2. ამოცანის ფარგლებში არსებული აქტივობების განხორციელების კუთხით. კერძოდ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და სამეწარმეო პროგრამებში ჩართულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი აქტივობების განხორციელების კუთხით. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 50 აქტივობიდან, სრულად განხორციელდა 35 აქტივობა, რაც შეადგენს აქტივობათა 70%. -ს აგრეთვე, მეტწილად განხორციელდა აქტივობების 4%, ხოლო ნაწილობრივ განხორციელდა - 10%. აქტივობების განხორციელების პროგრესმა შეადგინა - 84 % ჯერ არ დაწყებულა - 2% . 6 დეტალური პროგრესი ამოცანა 1.1. - ქალთა კარიერული ზრდის პოლიტიკის განვითარება; ამოცანა 1.1. ქალთა კარიერული ზრდის პოლიტიკის განვითარება ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1.1 გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფ ქალთა პროცენტული მაჩვენებლი კაცებთან თანაფარდობით გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფ ქალთა პროცენტული მაჩვენებლი კაცებთან თანაფარდობით საბაზისო - 2021 წელი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 33%; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 17.3%; სამიზნე - 2024 წელი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: 40%; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაზრდილია მინიმუმ 2%-ით დადასტურების წყარო საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშები პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე საანგარიშო პერიოდში, 1.1.1. ამოცანის შესრულების დონე შესაძლებელია შეფასდეს 85%-ით. რაც დასტურდება უსაფრთხოების სექტორში, ქალთა კარიერული ზრდის პოლიტიკის საკითხებზე შემუშავებული დოკუმენტების რაოდენობით, აღნიშნული პოლიტიკის იმპლემენტაციის მაჩვენებლითა და დასაქმებულ ქალთა სტატისტიკის გაუმჯობესებით. იმისთვის, რომ სრულად შესრულედეს სამოქმედო გეგმის 1.1.1. ამოცანა, საჭიროა გეგმის ვადის ამოწურვამდე, განხორციელდეს აქტივობა 1.1.5 და გაიზარდოს უსაფრთხოების სფეროში ხელმძღანელ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდება. პროგრესი - აქტივობის განხორციელების დონე და აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები ამოცანის ფარგლებში დაგეგმილი 5 აქტივობიდან, 1.1.1, 1.12, 1.1.3, 1.1.4 აქტივობები შესრულდა სრულად. 1.1.5 აქტივობის განხორციელება კი არ დაწყებულა, რადგან ვადად განსაზღვრულია 2024 წლის IV კვარტალი. 7 სრულად განხორციელებული აქტივობები უკავშირდება სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების წარმოებასა და ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება/განახლებას. ამოცანის აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აქტივობა 1.1.1. სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების წარმოება სახელმწიფო მინისტრის აპარატში ხელმისაწვდომია შემდეგი მონაცემები: პოლიტიკური თანამდებობის პირები - სულ 4, მათ შორის 2 ქალი (50%). პირველი რანგის მოხელეები - სულ 5, მათ შორის 4 ქალი (80%); მეორე რანგის მოხელეები: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე - სულ 5, მათ შორის 5 ქალი (80%); მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სულ 5, მათ შორის 3 ქალი (60%). მესამე რანგის მოხელეები: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - სულ 5, მათ შორის 3 ქალი (60%); მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - სულ 11, მათ შორის 9 ქალი (81.80%). ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები - სულ 3, მათ შორის 1 ქალი (33%). სულ : დასაქმებული - 38, მათ შორის 26 ქალი (68%) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემა შექმნილია. 2022-2023 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა და გარე მოხმარებისთვის განხორციელდა მონაცემების დამუშავება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების პროცენტული რაოდენობები წოდებებისა და სქესის ნიშნით; სამოქალაქო ოფისში დასაქმებული პროფესიულ საჯარო მოხელეთა სქესისა და პოზიციის (მენეჯერული, არამენეჯერული) ნიშნით. შემუშავებულია სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების წარმოების სახელმძღვანელოს პირველადი ვერსია. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა სეგრეგირებული სტატისტიკა შემდეგნაირია: სულ ქალი - 341, სულ კაცი - 330; საერთო რაოდენობიდან დიპლომატიურ თანამდებობაზე 258 ქალი , 265 კაცი; არადიპლომატიურ თაბამნდებობას იკავებდა 78 ქალი, 64 კაცი. ; იერარქიული რანგების მიხედვით ქალი და კაცი გადანაწილეობული შემდეგი მოცემულობით: I რანგი (ქალი 19, კაცი 65), II რანგი (ქალი 55, კაცი 48), III რანგი (ქალი 241, კაცი 195), IV რანგი (ქალი 20, კაცი 17); დიპლომატიური რანგი (დიპლომატიური თანამდებობებისთვის): უმაღლესი (ქალი 18, კაცი 74 ), უფროსი (ქალი 145, კაცი 115), უმცროსი (ქალი 63, კაცი 35), პირველადი (ქალი 11, კაცი 6); კლასი (არადიპლომატიური თანამდებობებისთვის): I კლასი (ქალი 22, კაცი 33), II კლასი (ქალი 40, კაცი 12), III კლასი (4 ქალი, 0 კაცი), VI კლასი (ქალი 1, კაცი 1), VIII კლასი (ქალი 1, კაცი 0), IX კლასი ( ქალი 0, კაცი 1), X კლასი(0 ქალი, 1 კაცი), XI კლასი(0 ქალი, 1 კაცი). 8 აქტივობა 1.1.2. ქალებისა და კაცების რეკრუტირების, კარიერული განვითარებისა და შენარჩუნების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება/განახლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოქმედი გენდერული თანასწორობის კონცეფციის საფუძველზე, 2022 წელს შემუშავდა კონცეფციის სამოქმედო გეგმა. 2023 წელს, თავდაცვის კოდექსის ორი თავის გენდერული ზეგავლენის შეფასება განხორციელდა, კერძოდ: თავი V „სამხედრო სამსახური“ და თავი VIII „პროფესიული სამხედრო სამსახური“. 2023 წელს, წარმატებით დასრულდა დიდი ბრიტანეთის, DCAF-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი „ქალები თავდაცვაში: მომავალი ქალი ლიდერების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“, რომელიც მოიცავდა აქტივობებს/სემინარებს ქალთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს კარიერის მართვის ცენტრალიზებული სისტემის ამოქმედებას, რაც ნიშნავს უფრო მეტად გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის დანერგვას პროფესიული განვითარების კუთხით. ამ მიზნით, 2023 წელს, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში შეიქმნა „სამხედრო პერსონალის კარიერის მართვის სამმართველო“ და გადამზადდნენ კარიერის მენეჯერები. დამტკიცებულია ოფიცერთა და სერჟანტთა პროფესიული და კარიერული განვითარების კონცეფციები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წელს შეიმუშავა გენდერული თანასწორობის 2022-2025 წლების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს სამინისტროს სისტემაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებას და ინტეგრირების ხელშეწყობას, ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნას. ასევე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციას და აღმოფხვრას, გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №1/545 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის 2024-2027 წლების სტრატეგია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის 2024 - 2025 წლების სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს გენდერულ ჭრილში მნიშვნელოვან სიტუაციურ ანალიზს, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ აღებულ ვალდებულებებსა და მათი ეტაპობრივი განხორციელებისკენ მიმართულ სტრატეგიულ მიზნებს. აქტივობა 1.1.3 უსაფრთხოების სექტორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანამშრომლების კარიერული განვითარების პროგრამებში (ტრენინგები, გაცვლითი ვიზიტები და სხვა) სეგრეგირებული მონაცემების წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სააღრიცხვო ერთიან საინფორმაციო ბაზაში შესაბამისი მონაცემების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სისტემატიურად მიმდინარეობს საქართველოში გავლილი პროგრამების კურსდამთავრებულთა (სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი) სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების დამუშავება. საქართველოს თავდაცვის 9 სამინისტროში სისტემატიურად მიმდინარეობს საზღვარგარეთ გავლილი პროგრამების კურსდამთავრებულთა (სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი) სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების დამუშავება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში გავლილი პროგრამების კურსდამთავრებულთა შორის 3 ქალია, 1 კაცი. ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გავლილი პროგრამების კურსდამთავრებულებიდან 89 ქალია და 27 კაცი. საქართველოს ფარგლებს გარეთ გავლილი პროგრამების კურსდამთავრებულთა სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემები წარმოებს. 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე ორგანიზებულ არაერთ ტრენინგსა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. ზემოაღნიშნულ პერიოდში, საქართველოში ორგანიზებულ საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 74.87% მამრობითი სქესის და 25.13% მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა, ხოლო ამავე წელს, საქართველოს ფარგლებს გარეთ გავლილი პროგრამების კურსდამთავრებულთა სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: მამრობითი სქესის წარმომადგენელი - 82.98% და მდედრობითი სქესის წარმომადგენელი - 17.02%. აქტივობა 1.1.4. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შიდა დოკუმენტების შემუშავება/ განახლება/დამტკიცება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №1/545 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის 2024-2027 წლების სტრატეგია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის 2024 - 2025 წლების სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს გენდერულ ჭრილში მნიშვნელოვან სიტუაციურ ანალიზს, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ აღებულ ვალდებულებებსა და მათი ეტაპობრივი განხორციელებისკენ მიმართულ სტრატეგიულ მიზნებს. აქტივობა 1.1.5. სამხედრო ატაშეობისთვის ქალების მომზადება/გადამზადება. აღნიშნული აქტივობის განხორციელება არ დაწყებულა საანგარიშო პერიოდში, რადგან განხორციელების ვადად მითითებულია 2024 წელი. შემდგომი ნაბიჯები: 10 2024 წელს გაგრძელდება როგორც 1.1.1-1.1.4 აქტივობებით დაგეგმილი ღონისძიებების გატარება, ისე განხორციელდება აქტივობა 1.1.5, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაიწყება სამხედრო ატაშეობისთვის ქალების მომზადება/გადამზადების პროცესი. ამოცანა 1.2. სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობისა და ეფექტიანი მონაწილეობის ზრდა; ამოცანა 1.2. სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობისა და ეფექტიანი მონაწილეობის ზრდა ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.2.1. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში /ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში მონაწილე ქალების პროცენტული მაჩვენებელი საბაზისო 2021 წელი სამიზნე 2024 წელი დადასტურების წყარო 18% 30% საქართველოს საგარეო სამინისტროს ანგარიშები; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიშები პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე საანგარიშო პერიოდში, 1.2. ამოცანის შესრულების დონე შესაძლებელია შეფასდეს 25%-ით, რაც გამოიხატა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში/ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში მონაწილე ქალების პროცენტული მაჩვენებლის ზრდის ტენდეციაში. საგულისხმოა, რომ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომით გამოწვეული რეგიონში შექმნილი მწვავე ვითარებიდან გამომდინარე ჩატარდა მხოლოდ ერთი, 56-ე რაუნდი. ხოლო 2023 წლის განმავლობაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი უმჯობესდება წინა წლებთან შედარებით. პროგრესი - აქტივობის განხორციელების დონე და აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები: 11 ამოცანა 1.2-ის ფარგლებში დაგეგმილი 3 აქტივობიდან აქტივობა 1.2.1. და 1.2.2. მეტწილად განხორციელდა, 1.2.3 აქტივობის შესრულება არ დაწყებულა. აქტივობებების განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს საგარეო სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილ მონაწილეთა შორის ქალთა წილმა 20% შეადგინა აქტივობა 1.2.1. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გენდერულად დაბალანსებული მონაწილეობის განსაზღვრა 2023 წელს ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციაში ქალთა ჩართულობა წარმოდგენილი იყო შემდეგნაირად: 4-5 აპრილი, 57-ე რაუნდი - დელეგაციის 11 წევრს შორის 3 იყო ქალი (ორი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი), რაც შეადგენს 27%-ს; 11-12 ივლისი, 58-ე რაუნდი - დელეგაციის 10 წევრს შორის 1 იყო ქალი (საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი), რაც შეადგენს 10%-ს; 5-6 დეკემბერი, 59-ე რაუნდი - დელეგაციის 11 წევრს შორის 3 იყო ქალი (ორი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი), რაც შეადგენს, 27%-ს. გასათვალისწინებელია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა განისაზღვრება თემატურად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების კონკრეტული სტრუქტურული ერთეულების კურატორი ან/და ხელმძღვანელი პირებით. შესაბამისად, უწყებათშორის დელეგაციაში მონაწილე ქალების რაოდენობა უშუალოდაა დამოკიდებული კონკრეტული რაუნდისას აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების თუ კაცების რაოდენობაზე. აქტივობა 1.2.2. ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ტრენინგების ჩატარება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით. მათ შორის, 9-10 მარტს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფოლკე ბერნადოტის ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა „დიალოგსა და მედიაციაში ტრენერთა ტრენინგი“ (Training of Trainers in Dialogue and Mediation). 12 აქტივობა 1.2.3. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში გენდერულად დაბალანსებული მონაწილეობის განსაზღვრა. აღნიშნული აქტივობის შესრულების ვადად მითითებულია 2024 წელი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილ მონაწილეთა შორის ქალთა წილმა 20% შეადგინა. ამოცანა 1.3. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და ახლაგაზრდების განვითარებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების/განახლების/განხორციელების პროცესში ინტეგრაციის გზით. პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე ამოცანა 1.3 - ის შესრულების მიმართულებით არსებული პროგრესი შეიძლება შეფასდეს 30%-ით, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზარდების უფლებების დაცვის საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტებსა და მიზნობრივ პროგრამებში სპეციფიკური ჯგუფების მიერ დასმული პრიორიტეტული საკითხების ასახვის პროცენტული მაჩვენებელს გამოხატავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმებზე იმუშავებს 2024 წლის მანძილზე. ამოცანა 1.3. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და ახლაგაზრდების განვითარებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების/განახლების/განხორციელების პროცესში ინტეგრაციის გზით კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და საბაზისო 2021 წელი სამიზნე 2024 წელი დადასტურების წყარო 13 ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.3.1. ახალგაზარდების უფლებების დაცვის საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტებსა და მიზნობრივ პროგრამებში სპეციფიკური ჯგუფების მიერ დასმული პრიორიტეტული საკითხების ასახვის პროცენტული მაჩვენებელი 0% მინიმუმ 40% შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანგარიშები პროგრესი - აქტივობის განხორციელების დონე და აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები ამოცანა 1.3-ის დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, სრულად განხორციელდა 1.3.2 და 1.3.3 აქტივობები. 1.3.1. აქტივობა შეჩერებულია. რაც შეეხება, 1.3.4-ს, აქტივობის განხორციელება კი არ დაწყებულა. ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აქტივობა 1.3.1. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან დიალოგი "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში. დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, სტრატეგიის შემუშავების პირველ ეტაპზე, გაიმართა არაერთი შეხვედრა, მათ შორის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან, რათა მათი საჭიროებები და პრიორიტეტები სტრატეგიაში მაქსიმალურად ინტეგრირებული ყოფილიყო. ზემოხსენებული ინტენსიური დისკუსიების შემდგომ, შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, 2022 წლის პირველ ნახევარში შემუშავდა სტრატეგიის პირველადი სამუშაო ვერსია. თუმცა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად რეგიონში შექმნილმა მწვავე უსაფრთხოების გარემომ და შეცვლილმა რეალობამ დღის წესრიგში დააყენა დოკუმენტის გადახედვისა და მასზე მუშაობის ვადის გახანგრძლივების საჭიროება, რათა დოკუმენტში ადეკვატურად ყოფილიყო ასახული ცვალებადი კონტექსტი, როგორც ახალი გამოწვევების, ასევე შესაძლებლობების 14 თვალსაზრისით. შესაბამისად, სტრატეგიაზე მუშაობის გაგრძელებასთან ერთად, განახლდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრები. აქტივობა 1.3.2 კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან დიალოგი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან, მათ შორის ქალებთან, რეგულარული დიალოგის ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტად ასევე რჩებოდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის და მინისტრის აპარატის წარმომადგენლების გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის გზით. 2023 წელს, შეხვედრები გამყოფ ხაზთან მდებარე 24 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებულ ღონისძიებებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერების ხელშეწყობას. ახალგაზრდებთან სისტემატურად იმართებოდა შეხვედრები და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული სხვადასხვა სახის აქტივობები. კერძოდ: • გაიმართა შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში; • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო-სალექციო ხასიათის შეხვედრა; • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გაიმართა ღონისძიება თემაზე - “სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით განხორციელდა; • თელავსა და წყალტუბოში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით და UNDP-ის მხარდაჭერით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარები. - მშვიდობის მშენებლობის პროცესში, სამშვიდობო იდეების მქონე მეტი ახალგაზრდის ჩართვისა და წახალისების, ასევე ამ თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლებისა და დაინტერესების მიზნით, 2023 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კიდევ უფრო გააფართოვა 2021 წელს დაარსებული ინიციატივა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ახალი თემატური ნომინაციები - „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“, „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ და „საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი“. 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ, მაღალი დონის ყოველწლიურ ღონისძიებაზე - „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ - თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს (3 ქალი, 1 კაცი) გადაეცა ფულადი პრემია 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, სამივე ნომინაციაში გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში, რომელიც მშვიდობის თემას ეძღვნებოდა. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) უზრუნველყო „საუკეთესო სამშვიდობო იდეის“ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის 15 დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს დისტანციურად მიმართეს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებზე მიროსლავ იენჩამ და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური ბიუროს დირექტორმა ივანა ჟივკოვიჩმა, რაც ინიციატივის მიმართ მაღალი დონის მხარდაჭერისა და სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმას წარმოადგენდა. აქტივობა 1.3.3 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრების ჩატარება მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, შესწავლის და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიაზე განხილვის მიზნით. სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის და მინისტრის აპარატის წარმომადგენლების გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის გზით. 2023 წელს შეხვედრები გამყოფ ხაზთან მდებარე 24 სოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. აქტივობა 1.3.4. დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიების სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში, დევნილ ქალებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრის ჩატარება და მათ მიერ წამოყენებულ პრიორიტეტულ საკითხთა გათვალისწინება. აღნიშნული აქტივობის განხორციელების ვადად განსაზღვრულია 2024 წელი. შემდგომი ნაბიჯები ამოცანა 1.3 - ის სრულად განხორციელების მიზნით სტრატეგიაზე მუშაობის გაგრძელების პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განახლდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრები. ასევე, დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიების სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში, ჩატარდება შეხვედრები დევნილ ქალებსა და ახალგაზრდებთან. 16 ამოცანა 1.4. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალების საჭიროებების, პრიორიტეტების და რეკომენდაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გათვალისწინების უზრუნველყოფა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე ამოცანა 1.4-ის ფარგლებში სრულად განხორციელდა ოთხივე აქტივობა. შესაბამისად, ქალებისა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებული საჭიროებების სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში განსახილველ საკითხთა შორის ასახვის კუთხით მიღწეულმა პროგრესმა შეადგინა 30%. ამოცანა 1.4. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალების საჭიროებების, პრიორიტეტების და რეკომენდაციების სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გათვალისწინების უზრუნველყოფა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.4.1. ქალებისა და ახალგაზრდების იდენტიფიცირებული საჭიროებები ასახულია სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში განსახილველ საკითხთა შორის საბაზისო - 2021 წელი სამიზნე 2024 წელი დადასტურების წყარო საბაზისო მონაცემი'არ არსებობს. მინიმუმ '30% საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში პროგრესი - აქტივობის განხორციელების დონე და აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები ამოცანა 1.4-ს დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი. სრულად განხორციელდა ოთხივე, 1.4.1. 1.4.2. 1.4.3. და 1.4.4 აქტივობა. ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 17 აქტივობა 1.4.1. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების, მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის შეხვედრების ჩატარება საანგარიშო პერიოდში, გრძელდებოდა დევნილ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებთან და მათ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრები. ამ კონტექსტში, 2023 წლის 18 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, უმასპინძლა შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთან, მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინსიტროში შედგა არაერთი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების უფლებებზე მუშაობენ. აქტივობა 1.4.2. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ) მონაწილეების საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქალთა უფლებადამცველებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან 2023 წლის 18 მაისს, ქ. ზუგდიდში, ხოლო 14 ნოემბერს ქ. თბილისში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ერთი მხრივ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ქალთა უფლებების დამცველებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის, რომლის დროსაც განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. აქტივობა 1.4.3. სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის მიზნით დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების ჩატარება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგულარულ შეხვედრებს ატარებდა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, მათ შორის სამშვიდობო/ნდობის მშენებლობის ინიციატივებში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით. შედეგად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხმობის შესაბამისად განხორციელებულ ახალ სამშვიდობო პროექტებსა და ინიციატივებს შორის 41% მოიცავდა ქალთა საკითხებს ან წარდგენილი იყო ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. 18 აქტივობა 1.4.4. "ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ ფარგლებში შეხვედრების ჩატარება ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით,ასევე, სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, გრძელდებოდა რეგულარული კონსულტაციები და შეხვედრები სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, 2023 წლის 30 იანვარს, გაიმართა სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, ხოლო 29 ივნისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ერთობლივი შეხვედრა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებთან. მაღალი რანგის უცხოელი პარტნიორების მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებში მეტად სასარგებლოდ და საინტერესოდ იქნა შეფასებული. შეხვედრებზე გამართული განხილვები ძირითადად შეეხებოდა პრიორიტეტულ საკითხებზე გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარების საკითხებს. სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა ქალთა საინფორმაციო პლატფორმის წევრებთან ასევე გაიმართა 2022 წლის 15 ნოემბერს და 2023 წლის 28 ნოემბერს. შემდგომი ნაბიჯები იგეგმება რეგულარული შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქალთა უფლებების დამცველებთან ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების მოლაპარაკებებში გათვალისწინების მიზნით. ამოცანა 2.1. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების ცნობიერების ამაღლება ძალადობისა და „ადამიანის უსაფრთხოების“ საკითხებზე ამოცანა 2.1. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების ცნობიერების ამაღლება ძალადობისა და "ადამიანის უსაფრთხოების" საკითხებზე 19 ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.1.1. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოების ინფორმირების დონე "ადამიანის უსაფრთხოების" საკითხებზე საბაზისო 2021 წელი სამიზნე 2024 წელი დადასტურების წყარო 0% 40% გაეროს ქალთა ორგანიზაციის კველვა "ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი საქართველო"; სახალხო დამცველის ანგარიშები პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე ამოცანა 2.1-ის შესრულების მიმართულებით დაფიქსირებული პროგრესი შესაძლებელია შეფასდეს 35 %-ით. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დევნილი ქალებისა და გოგოების საჭიროებების კვლევა, მათ შორის ძალადობის საკითხებზე ცნობიერების შესახებ 2024 წლის ბოლოს იგეგმება. პროგრესი - აქტივობის განხორციელების დონე და აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები ამოცანა 2.1-ის დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში 2.1.1 და 2.1.4 აქტივობები სრულად განხორციელდა, 2.1.2. აქტივობა მიმდინარეა, 2.1.3 აქტივობის განხორციელება არ დაწყებულა, იქიდან გამომდინარე, რომ განხორციელების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის მე-4 კვარტალი. აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. აქტივობა 2.1.1. საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, გოგოებთან და მათი ოჯახის წევრებთან. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, გამართა საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, გოგოებთან და მათი ოჯახის წევრებთან გამყოფი ხაზის შემდეგ სოფლებში: ნიქოზი (გორის მუნიციპალიტეტი), თვაურები (კასპის მუნიციპალიტეტი), პერევი (საჩხერის მუნიციპალიტეტი), ახალაბასთუმანი და კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ზემოაღნიშნული შეხვედრები ეხებოდა ქალთა მიმართ და 20 ოჯახში ძალადობის, ასევე, არასრულწოვანთა მიმართ/მიერ ჩადენილ ძალადობის საკითხებს. ასევე, სახელმწიფო სერვისებსა და უფასო იურიდიულ დახმარებას. შეხვედრებში სულ მონაწილეობა მიიღო 101 -მა ქალმა, 9 გოგონამ და 36-მა კაცმა. აქტივობა 2.1.2. საკონსულტაციო/საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, რეგიონების შესაბამისად მცხოვრებ დევნილებთან და დევნილთა ჩასახლებებში იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ რეგულარულად ტარდება საკონსულტაციო/საინფორმაციო შეხვედრები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, რეგიონების შესაბამისად მცხოვრებ დევნილებთან და დევნილთა ჩასახლებებში. აქტივობა 2.1.3. დევნილი ქალებისა და გოგოების საჭიროებების კვლევა, მათ შორის ძალადობის საკითხებზე ცნობიერების შესახებ კვლევის ჩატარება იგეგმება 2024 წელს. აქტივობა 2.1.4. ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაიმართა ონლაინ შეხვედრა 3 ნოემბერს წეროვანში ჩასახლებულ დევნილ ქალებთან რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. აქტივობა 2.1.5. სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პრინციპების ინტეგრირება ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო და საშუალო საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებების ფარგლებში ისწავლება საგანი „მოქალაქეობა“, რომლის სტანდარტში ინტეგრირებულია სამოქალაქო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325 პრინციპები. 2022-2023 სასწავლი წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მაღალმთიან რეგიონში მდებარე 56 საჯარო სკოლაში დაიწყო საგნის "სამხედრო საქმე" და "თავდაცვა და უსაფრთხოება" სწავლება, რომლის მიზანია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გააცნოს სამხედრო საქმის საფუძვლები; მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ; მოსწავლეს გამოუმუშავოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები. საგნის მასწავლებლებად შერჩეულნი არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გადამზადდნენ თავდაცვის სამინისტროს მიერ. შემდგომი ნაბიჯები 21 2024 წელს იგეგმება დევნილი ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა ძალადობის საკითხებზე ცნობიერების შესახებ კვლევის ჩატარება.ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის ეროვნული სასწავლო გეგმაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პრინციპების ასახვა იგეგმება 2024 წელს. ამოცანა 2.2. კონფლიქტისა და მის შემდგომ სიტუაციებში სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორის პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა ამოცანა 2.2. კონფლიქტისა და მის შემდგომ სიტუაციებში სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორის პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.2.1. სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირების საკითხებზე გადამზადებული უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორის პერსონალის პროცენტული მაჩვენებელი ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.2.2. გადამზადებული გენდერული მრჩევლებისა და სამხედროების (მათ შორის სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო პერსონალის) პროცენტული მაჩვენებელი საბაზისო - 2021 წელი სამიზნე - 2024 წელი დადასტურების წყარო 20% 60% შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშები; საქართველოს პროკურატურის ანგარიშები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშები. საბაზისო - 2021 წელი სამიზნე - 2024 წელი დადასტურების წყარო 20% 60% საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშები პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე ამოცანა 2.2-ის შედეგის ინდიკატორების შესრულების მიმართულებით აღინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც 55%-ს აღწევს. 22 პროგრესი - აქტივობის განხორციელების დონე და აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები 2.2 ამოცანის ფარგლებში არსებული 12 აქტივობიდან სრულად განხორციელდა 9 აქტივობა. აქტივობა 2.2.11-ის განხორციელება იგეგმება 2024 წლის ბოლომდე, ხოლო აქტივობები 2.2.8 და 2.2.12 მიმდინარე აქტივობებს წარმოადგენს. ამოცანის აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს გენერალური პროკურატურა, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აქტივობა 2.2.1. უსაფრთხოების სექტორში სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობის, სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციასა და მათზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა ან/და გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროში ფუნქციონირებს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტი, რომელიც, კომპეტენციის ფარგლებში, ავლენს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებს და ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობის, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირებას. იგეგმება გენერალური ინსპექციის შესაბამისი თანამშრომლების გადამზადება სექსუალური შევიწროვების მსხვერპლზე ორიენტირებული პროცესის წარმოების მიზნით. 2023 წლის 23 ოქტომბერს დამტკიცდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი“. 2022 წლის ივნისი- 2023 წლის თებერვლის პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 6-მა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის (DCAF), გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად შემუშავებული 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ხელშეწყობისა და უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიზნით ჩატარებულ, პროფესიული განვითარების სესიების ციკლში. 2023 წლის 6-10 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 6-მა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ორგანიზებით გამართულ მეათე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „ქალები პოლიციაში“. 2023 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით გამართული „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამის“ მოდულში „გენდერი უსაფრთხოების სექტორში“. 23 აქტივობა 2.2.2. ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პრინციპების შესახებ სატრენინგო მოდულის დანერგვა / განახლება უსაფრთხოების სექტორის თანამშრომელთათვის 2023 წლის მეორე ნახევარში, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრისა (DCAF) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, დაინერგა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაეროს 1325 რეზოლუციის შესახებ სასწავლო მოდული. 2023 წლის, 6-8 დეკემბერს გაიმართა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაეროს 1325 რეზოლუციის შესახებ ტრენერთა ტრენინგი. ტრენინგს დაესწრო სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 5 და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი. გენდერული თანასწორობის და ქალებზე, მშვიდობასა და უსფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325 და შემდგომი რეზოლუციები, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სწავლებები ინტეგრირებულია ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო სწავლების კურიკულუმებში და მათი სწავლება მიმდინარეობს მუდმივად. აქტივობა 2.2.3. სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლის წინა სავალდებულო ტრენინგების ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ მოდულის განახლება და დამტკიცება გენდერული თანასწორობის და ქალებზე, მშვიდობასა და უსფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325 და შემდგომი რეზოლუციები, ინტეგრირებულია სამშვიდობო ოპერაციების გადასროლის წინა მომზადების პროგრამებში. აქტივობა 2.2.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების ორივე საფეხურის სასწავლო გეგმაში სამშვიდობო განათლებისა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პრინციპების ინსტიტუციონალიზაცია სწავლება ინტეგრირებულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე. აქტივობა 2.2.5. სამოქალაქო პირებისა და სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების პროგრამებში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პრინციპების ინტეგრირება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ინტეგრირებულია პროგრამაში: „ქალები თავდაცვაში: მომავალი ქალი ლიდერების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“. 2022-2023 წლის მანძილზე, პროექტის ფარგლებში ონლაინ და პირისპირ ფორმატში გადამზადდნენ ქალი სამხედრო და სამოქალაქო პირები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: გაეროს 24 უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე; ეფექტური კომუნიკაცია; მოლაპარაკება და დარწმუნება; გადაწყვეტილების მიღება და ანგარიშვალდებულება; პიროვნული პასუხისმგებლობა და მედეგობა. პროექტი სამ წლიანი იყო, დასრულდა 2023 წელს და მის ფარგლებში 2022 და 2023 წელს განხორციელდა 2 მაღალი დონის სემინარი თემაზე- ქალები თავდაცვაში. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის სექტემბერში 30 ქალი სამხედრო მოსამსახურისთვის ჩატარდა მენტორინგის ტრენინგი. მოდული „გენდერი და უსაფრთხოება“ ინტეგრირებულია „თავდაცვის საორიენტაციო კურსში“, რომელიც ყოველწიურად ხორციელდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, გენდერული თანასწორობის და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სწავლებები აგრეთვე ინტეგრირებულია „მოხელის მენეჯერული უნარების“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების პროგრამაში“, რომლებიც ასევე რეგულარულად ხორციელდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. აქტივობა 2.2.6. სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობის, ოჯახში ძალადობის საკითხების ინტეგრირება გადასროლის წინა/შემდგომი მომზადებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამაში საერთაშორისო სამშვიდობო რეაბილიტაციის პროგრამა. მისიებში მონაწილე სამხედრო სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობის, გადასროლისწინა მომზადების სასწავლო პროგრამაში. მოსამსახურეებისთვის შექმნილია/დანერგილია ოჯახში საკითხების ძალადობის სწავლება ფსიქოლოგიური ინტეგრირებულია აქტივობა 2.2.7. გენდერული მრჩევლების გადამზადება განახლებული სამუშაო აღწერილობის მიხედვით 2023 წელს დიდი ბრიტანეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის (DCAF) ორგანიზებით, ქ. თბილისში, გაიმართა გენდერული მრჩევლების ტრენინგი. ჯამში გადამზადდა 40 სამხედრო და სამოქალაქო პირი. აქტივობა 2.2.8. მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხებზე 25 2023 წლის მეორე ნახევარში, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრისა (DCAF) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, დაინერგა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაეროს #1325 რეზოლუციის შესახებ სასწავლო მოდული. 2023 წლის, 6-8 დეკემბერს გაიმართა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაეროს #1325 რეზოლუციის შესახებ ტრენერთა ტრენინგი. ტრენინგს დაესწრო სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 5 და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი. უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრი (DCAF ) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) მხარდაჭერით შემუშავებული სატრენინგო მოდულის მიხედვით 2024 წლის განმავლობაში იგეგმება მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის. ტრენინგ მოდული ეხება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პრინციპებს და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხებს. ასევე, 2023 წლის ნოემბერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მიზნით ტრენინგი ჩაატარეს, სწავლება მიზნად ისახავდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების და ამ მიმართულებით, უწყების კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების ეფექტიანად შესრულების ანგარიშგებას. აქტივობა 2.2.9. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ქალებისა და გოგოებისთვის პოლიციასა და სპეციალურ ქვედანაყოფებთან შეხვედრების ჩატარება 2022 წლის 28 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ტყაიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან, ქალთა მიმართ და ოჯხში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხებზე გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში. 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ თვაურებში, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ნიქოზში და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ პერევში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ახალაბასთუმანში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ კოკში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში, რომლებიც ეხებოდა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხებს. 26 აქტივობა 2.2.10. საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საკითხებში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საკითხები ინტეგრირებულია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსში. 2023 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სპეციალიზაციის კურსის ფარგლებში გადამზადდა პროკურატურის 22 თანამშრომელი (21 პროკურორი, 1 გამომძიებელი), ხოლო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ევროპის საბჭოს HELP-ის სასწავლო კურსის ფარგლებში გადამზადდა 21 პროკურორი. ამასთან, ანალოგიურ საკითხებზე საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მენტორინგის პროგრამა „ქალთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე“, რომელშიც მონაწილეობდა 10 პროკურორი. აქტივობა 2.2.11. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საკითხებში აღნიშნული აქტივობის განხორციელება იგეგმება 2024 წელს. აქტივობა 2.2.12. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლების გადამზადება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საკითხებში მიმდინარეობს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლების გადამზადება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საკითხებში. შემდგომი ნაბიჯები: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, მათივე თანამშრომელთათვის, ჩატარდება წელიწადში მინიმუმ ერთი ტრენინგი. 27 ამოცანა 3.1. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ (მათ შორის დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოებისთვის ჯანმრთელობის, იურიდიულ და სამოქალაქო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა ამოცანა 3.1. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ (მათ შორის დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოებისთვის ჯანმრთელობის, იურიდიულ და სამოქალაქო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.1.1. სახელმწიფო უფასო იურიდიული მომსახურებით მოსარგებლე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია საბაზისო - 2021 წელი სამიზნე 2024 წელი ქალი 5.9%; ქალი 11.8%; დადასტურების წყარო წინამდებარე გეგმის შესრულების ანგარიშები ის სექტორის პერსონალის შესაძლებლობების გაზ პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე ამოცანა 3.1-ის შედეგის ინდიკატორის შესრულების მიმართულებით არსებული პროგრესი შესაძლებელია შეფასდეს 9%-ით. რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო უფასო იურიდიული მომსახურებით მოსარგებლე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია. პროგრესი - აქტივობის განხორციელების დონე და აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები ამოცანა 3.1-ის ფარგლებში არსებული აქტივობებიდან, აქტივობა 3.1.1. წარმოადგენს მიმდინარე აქტივობას;აქტივობა 3.1.2 -ის განხორციელება არ დაწყებულა, გამომდინარე იქიდან, რომ იგეგემება 2024 წელს. აქტივობები: 3.1.3, 3.14, 3.1.5 და 3.1.6 განხორციელდა. ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 28 აქტივობა 3.1.1. სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება საქართველოს მასშტაბით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოებისათვის, მათ შორის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარეობს სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება საქართველოს მასშტაბით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოებისათვის, მათ შორის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქტივობა 3.1.2. ლოკალიზაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროებების განხილვისა და გადაწყვეტისათვის შეხვედრების ჩატარება 2022 წლის დეკემბერში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან, რომელთაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან წარედგინათ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები. შეხვედრა პრეზენტაციებთან ერთად მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიას, სადაც დამსწრეებმა განიხილეს თემატური საკითხები. აქტივობა 3.1.3. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტის განხორციელება 2023 წლის ივნისიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სსიპ - იუსტიციის სახლი, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში არსებული მობილური იუსტიციის სახლის 3 ავტომობილის მეშვეობით, მომსახურებას უწევდა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს (გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს): ლია, ქვემო ჭალა, წაღვლი, დვანი, ტახტისძირი, წეროვანი, შინდისი და პერევი. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა განსაზღვრულ დღეებში სრულფასოვანი მომსახურება მიეღო იუსტიციის სახლებში ხელმისაწვდომ 470-მდე სერვისზე. აქტივობა 3.1.4. დევნილთა ჩასახლებებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში პანდემიის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის განთვსება ვებ. გვერდზე; 29 პანდემიის პრევენციული ზომებისა და სახელმწიფო სერვისების მიღების შესახებ ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს მთავრობის ვებ გვერდზე - stopcov.ge აქტივობა 3.1.5. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სამედიცინო ამბულატორიების მოწყობა/აღჭურვა, სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო საშუალებების უზრუნველყოფით დასრულდა განმუხურის, ანაკლიის, კოკის, შამგონას, დარჩელის, დიდსის, ერგნეთის, კოდისწყაროს, ფლავის სოფლის ამბულატორიების მშენებლობა, ხოლო მერეთსა და ტირცნისში ამბულატორიების რეაბილიტაცია. ყველა მათგანი აღიჭურვა აპარატურით. აქტივობა 3.1.6. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უზრუნველყოფილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდება. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. შემდგომი ნაბიჯები სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაგრძელდება უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება საქართველოს მასშტაბით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოებისათვის, მათ შორის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2024 წლის ბოლომდე იგეგმება მობილური იუსტიციის სახლის ავტომობილის დამატება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იუსტიციის სახლის სერვისებზე ხელმისაწვდომობას უფრო მეტად გაზრდის. ამოცანა 3.2. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და სამეწარმეო პროგრამებში ჩართულობის გაზრდა 30 ამოცანა 3.2 კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) მცხოვრები ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და სამეწარმეო პროგრამებში ჩართულობის გაზრდა ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.2.1 პროფესიული განათლების, სახელოვნებო, მეწარმეობის განვითარების პროგრამებით მოსარგებლე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების მაჩვენებელი ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.2.2 ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.2.3 ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.2.4 ეკონომიკურ/ სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამებში და სამეწარმეო უნარჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებში ჩართული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და ახალგაზრდების პროცენტული მაჩვენებელი კულტურული და სპორტული პროგრამებით მოსარგებლე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გაზრდილი პროცენტული მაჩვენებელი გარემოს დაცვის საკითხების განხილვის პროცესში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ჩართულობის პროცენტული მაჩვენებლის ზრდა საბაზისო - 2021 წელი სამიზნე -2024 წელი დადასტურების წყარო პროგრამებით მოსარგებლე ქალი პროგრამებით მოსარგებლე ქალი წინამდებარე გეგმის შესრულების ანგარიშები 42% 50% საბაზისო - 2021 წელი სამიზნე - 2024 წელი დადასტურების წყარო 45% 50% წინამდებარე გეგმის შესრულების ანგარიშები საბაზისო - 2021 წელი სამიზნე - 2024 წელი დადასტურების წყარო 0% 50% საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიშები საბაზისო - 2021 წელი სამიზნე - 2024 წელი დადასტურების წყარო არ არსებობს მინიმუმ 30% წინამდებარე გეგმის შესრულების ანგარიშები რდა 31 პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე ამოცანა 3.2-ის შესრულების პროგრესი აღწევს 85 %-ს, რაც გულისხმობს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) მცხოვრები ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და სამეწარმეო პროგრამებში მათი ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზრდა. პროგრესი - აქტივობის განხორციელების დონე და აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები ამოცანა 3.2-ს ფარგლებში არსებული აქტივობებიდან, სრულად განხორციელდა 9 აქტივობა. ნაწილობრივ განხორციელდა აქტივობა 3.2.8 ხოლო 3.2.9 აქტივობის განხორციელება იგეგმება 2024 წელს. აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; აა(ი)პ „პროფესიული უნარების სააგენტო“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. აქტივობა 3.2.1. დევნილი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება 1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წელს, სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლა დაუფინანსდა 224 სტუდენტს. 2023-2024 სასწავლო წელს - 230 პირს. 2. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს სწავლა დაუფინანსდა 1871 სტუდენტს. 2023-2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სწავლა დაუფინანსდა 1506 სტუდენტს. 3. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლა დაუფინანსდა 50 სტუდენტს და 2023-2024 სასწავლო წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭა 50 სტუდენტს. 32 აქტივობა 3.2.2. სახელმწიფო საგანმანათლებლო ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა დაწესებულებებში ჩარიცხული დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების 2023 წელს, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფილი იქნა 180 პირი, მათ შორის 87 ქალი (48,3 % ქალი). აქტივობა 3.2.3. დაბრუნებული დევნილი მიგრანტი ქალების დაფინანსება შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით 2023 წელს, დაფინანსდა 227 დაბრუნებული მიგრანტი, მათ შორის 127 ქალია (55,9 % ქალი). აქტივობა 3.2.4. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების შეღავათიან აგრო და მცირე ბიზნეს გრანტებზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეხვედრების ჩატარება 01.01.2023 - 31.12.2023-ს პერიოდში, სოფლის განვითარების სააგენტოს საექსტენციო-საკონსულაციო ცენტრების მიერ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელდა 23 გასვლითი შეხვედრა, რომლებსაც დაესწრო 118 ქალი. აქტივობა 3.2.5 სამეწარმეო და ბიზნეს უნარ-ჩვევებში საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ჩატარება დევნილი ქალებისთვის. 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში დატრენინგებულია 2,454 ქალი მეწარმე, მათ შორის: 170 დევნილი, 71 შშმ პირი, 276 სოციალურად დაუცველი. აღნიშნული ტრეინინგები მოიცავდა ზოგადი მეწარმეობისა და გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს. აქტივობა 3.2.6. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისთვის მცირე ბიზნეს-პროექტების დაფინანსება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი ფინანსური მექანიზმებით სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის წახალისება და ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი ფინანსური მექანიზმის - მშვიდობის ფონდის მეშვეობით. 2023 წელს ფონდის მიერ გამოცხადებული, რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სადაც ოკუპირებული რეგიონებიდან 129 ბიზნეს განაცხადი შემოვიდა, დაფინანსებულ ბენეფიციართა 43%-ს ქალები შეადგენენ. 33 აქტივობა 3.2.7 .ტექნიკურ სფეროებში უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისათვის ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და გადამზადება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2023 წლის ივლისში ჩაატარა სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“. კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს და განუვითაროს ბიზნესის დაწყების უნარები, ასვე, შეასწავლოს ბიზნეს მოდელის შემუშავება. აქტივობა 3.2.8. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, დევნილი) ქალებისა და ახალგაზრდებისათვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სტიპენდიის შემუშავების პროცესში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: შერჩეულ საპილოტე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (პსდ) საინფორმაციო შეხვედრები და ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების მოკვლევა; განხორციელდა პსდ-ს სტუდენტთა საჭიროებების მოკვლევა და დამუშავდა შეგროვებული მონაცემები. აქტივობა 3.2.9. გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხების პოპულარიზაცია, მათ შორის კლიმატის ცვლილებების შერბილებასთან დაკავშირებით, შეხვედრების ჩატარება. აქტივობის განხორციელება იგეგმება 2024 წელს. აქტივობა 3.2.10. კულტურის/შემოქმედებითი პროექტების/ღონისძიებების ჩატარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის და/ან მათი მონაწილეობით პროექტის „ქალაქური მრავალხმიანობა რეგიონებში“ ფარგლებში, სოფ. ნიქოზსა და მეჯვრისხევში გაიმართა ჯგუფების/ანსამბლების „შვიდკაცა“, „ალილო“, „ქართული ხმები“, „თეატრალური კვარტეტი“, „ფორტე“ - კონცერტები; თბილისის სახელმწიფო სამხატრო აკადემიის პროექტის „უსაზღვრო სახელოვნებო სივრცეები“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში - დიცი, ფლავისმანი, მერეთი და ქვეში, შედგა თემატური შეხვედრები ახალგაზრდებთან მხატვრობასა და ხელოვნებაზე. 34 აქტივობა 3.2.11. მიზნობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის დასავლეთ საქართველოს რეგიონულ თამაშებში მონაწილეობდა - სოფ. რუხის საჯარო სკოლა ( მინი ფეხბურთი ვაჟები, გეზრბენი ვაჟები, ფრენბურთი ვაჟები, მხიარული სტარტები გოგონები, ვაჟები), სოფ. შამგონის საჯარო სკოლა (გეზრბენი გოგონები), სოფ. რიყის საჯარო სკოლა (ბადმინტონი ვაჟები, გოგონები). სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ თამაშებში მონაწილეობდა აძვის საჯარო სკოლა (მაგიდის ჩოგბურთი ვაჟები), ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა (მაგიდის ჩოგბურთი გოგონები). სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშებში მონაწილეობდა სოფ. რუხის საჯარო სკოლის მინი ფეხბურთის გუნდის ვაჟები, მძლეოსნური გეზრბენის გუნდის ვაჟები, სოფელ შამგონის საჯარო სკოლის მძლეოსნური გეზრბენის გუნდის გოგონები. ასევე დევნილი ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის თამაშები სენაკში. შემდგომი ნაბიჯები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს: გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, მათ შორის კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებით, დევნილთა ჩასახლებებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით წელიწადში მინიმუმ ერთი შეხვედრის ჩატარებას. გამოწვევები და რეკომენდაციები ეროვნული სამოქმედო გეგმის 2023 წლის შესრულების წლიური ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, ჩართული უწყებების პასუხისმგებლიანი მიდგომა და აღებული ვალდებულებების ვადებში შესრულების ტენდენცია. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საჭიროა კომპლექსური და გრძელვადიანი პოლიტიკის განხორციელების გაგრძელება. მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების პროცესებში ქალთა (მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე), წარმომადგენლობისა და ეფექტიანი მონაწილეობის ამაღლების მიზნით, ინერგება და ძლიერდება ინსტიტუციური მექანიზმები. თუმცა, ქალთა გაზრდილი 35 წარმომომადგენლობისა და ეფექტიანი მონაწილეობის მდგრადობისთვის საჭიროა გეგმის ამოცანებით განსაზღვრული ღონისძიებების პერმანენტულად განხორციელება. საოკუპაციო რეჟიმის გამო, გამოწვევას წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით თავისუფლად სარგებლობა. მიუხედავად აღნიშნული დაბრკოლებისა, დარგობრივი უწყებები, ცდილობენ გამონახონ გზები, რაც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას საჭირო სახელმწიფო სერვისებში. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სერვისების მისაწვდომობის გაზრდისთვის, მიმდინარეობს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სამედიცინო ამბულატორიების მოწყობა/აღჭურვა, სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, დევნილი) ქალებისა და ახალგაზრდებისათვის პროფესიული განათლების მიღების საკითხი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, სოციალური სტიპენდიის მექანიზმის შესამუშავებლად ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევების (ძირითადი ტენდენციების) შესწავლა და ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მხარდაჭერის/სერვისების განსაზღვრა. ამჟამად მიმდინარეობს სტიპენდიის პაკეტის პილოტირების მოსამზადებელი სამუშაოები. 36
ანგარიში
2024 „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2023 წლის) ანგარიში სარჩევი მოკლე შეჯამება .......................................................................................................................................................................................................... 2 შესავალი ...................................................................................................................................................................................................................... 5 ზოგადი პროგრესი ..................................................................................................................................................................................................... 8 დეტალური პროგრესი ............................................................................................................................................................................................ 11 ამოცანა 1.1 - ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მსხვერპლის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებებზე საზოგადოების ინფორმირების გაზრდა და ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია. ..................................................................................................................... 11 ამოცანა 2.1 - მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა/გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით. ........................................................................................................................................ 16 ამოცანა 2.2 - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებების გაზრდის ხელშეწყობა ........................................................................................................................................................................................................... 20 ამოცანა 2.3 - მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ტრენინგებისა და მომზადება/გადამზადების გზით. .................................................................................................................................................................... 23 ამოცანა 3.1 - რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაზრდა ტრენინგებისა და სამუშაო ინსტრუმენტების გაუმჯობესების გზით......................................................................................................................................................... 26 ამოცანა 4.1 - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის/აღმოფხვრის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. 34 ამოცანა 4.2 - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა. .............................................................................................................................................................................................. 37 გამოწვევები და რეკომენდაციები ......................................................................................................................................................................... 42 1 მოკლე შეჯამება წინამდებარე დოკუმენტი, წარმოადგენს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022 – 2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის №509 დადგენილებით დამტკიცებული გეგმის (შემდგომში სამოქმედო გეგმა) განხორციელების მონიტორინგის წლიურ ანგარიშს. სამოქმედო გეგმა სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს, შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების გაუმჯობესებას ემსახურება. ანგარიში მოიცავს სამოქმედო გეგმის აქტივობების განხორციელების შესახებ ინფორმაციას 2022 წლის 26 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ანგარიშის პროექტი განხილულ და შეთანხმებულ იქნა დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან. 2023 წლის ანგარიშის საფუძველზე, ნათლად ჩანს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უმრავლესობა განხორციელება ან მეტწილად განხორციელდა პასუხისმგებელი უწყებების მიერ. საანგარიშო პერიოდში, ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მსხვერპლის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებებზე საზოგადოების ინფორმირების გაზრდის და ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის მიმართულებით არაერთი ღონისძიება იქნა დაგეგმილი და განხორციელებული. მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ეროვნულ კანონმდებლობაში. გაიზარდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული უნარები და შესაძლებლობები. ტრენინგებისა და სამუშაო ინსტრუმენტების გაუმჯობესების გზით, პასუხისმგებელ უწყებებში, გაიზარდა რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელი გადამზადებული პირების რაოდენობა. 2 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განხორციელდა სამოქმედო გეგმის აქტივობების 54%, მიმდინარე/ნაწილობრივ განხორციელდა 35%, მეტწილად განხორციელდა 5% და არ დაწყებულა 6% აქტივობების განხორციელება. სამოქმედო გეგმის განხორციელების მაჩვენებელი 3% 38% 54% 5% განხორციელდა მიმდინარე-მეტწილად განხორციელდა მიმდინარე-ნაწილობრივ განხორციელდა არ დაწყებულა 3 საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს შორის აღსანიშნავია, რომ 2023 წელს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიციატივაზე. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან, როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ აღნიშნული გეგმის შემუშავების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა/გაუმჯობესების კუთხით ფიქსირდება ხელშესახები პროგრესი. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, „სტამბოლის კონვენციის“(ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“) 30‐ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, შემუშავდა და დამტკიცდა კომპენსაციის გაცემის წესი. აღსანიშნავია, რომ საქართველომ „სტამბოლის კონვენციის“ რატიფიკაციისას გააკეთა ერთადერთი დათქმა აღნიშნულ წესთან დაკავშირებით. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის 30-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის მიმართ საქართველოს მიერ გაკეთებულმა დათქმამ შეწყვიტა თავისი მოქმედება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 ნოემბერის №523 დადგენილებით. გარდა ამისა, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე განხორციელებული ძალადობისას სოციალური მუშაკის რეაგირების სამუშაო ინსტრუმენტი“. აღნიშნული ინსტრუმენტი ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ, გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე, რაც მოიცავს ძალადობის იდენტიფიცირებას და შემთხვევის მართვას. ასევე, 2023 წელს, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში მოქმედებს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლი“, რომელიც განსაზღვრავს სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ბავშვების შემთხვევის მართვის თავისებურებებსა და საჭიროებებს, შემთხვევებზე მომუშავე მულტიდისციპლინური გუნდის დებულებას, მომსახურებების ტრაექტორიას. 4 შესავალი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022 – 2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის №509 დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს, შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების გაუმჯობესებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის სფეროების, მიზნების და ამოცანების ფორმულირებისას, მხედველობაში იქნა მიღებული „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპები. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 20222024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმას (შემდგომში სამოქმედო გეგმა), აერთიანებს მოქმედების 4 სფეროს: პირველი სფერო მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებს; მე-2 სფერო ეხება ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერისათვის აუცილებელ ღონისძიებებს; მე-3 სფეროში გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ზომები; ხოლო მე-4 სფერო ინტეგრირებული პოლიტიკის და მონაცემების შეგროვების საკითხებს ფარავს. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები არიან: გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური, სსიპ - საქართველოს ადვოკატთა 5 ასოციაცია, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - პეციალური პენიტენციური სამსახური, აა(ი)პ „პროფესიული უნარების სააგენტო“. აღნიშნული სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებელნი არიან შემდეგი ამოცანების განხორციელებაზე:  ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მსხვერპლის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებებზე საზოგადოების ინფორმირების გაზრდა და ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია;  მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა/გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით;  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებების გაზრდის ხელშეწყობა;  მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ტრენინგებისა და მომზადება/გადამზადების გზით;  რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაზრდა ტრენინგებისა და სამუშაო ინსტრუმენტების გაუმჯოებესების გზით;  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის/აღმოფხვრის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა. სამოქმედო გეგმა შესაბამისობაშია „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების სტანდარტებთან. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს სექტორულ პრიორიტეტებს, კონკრეტულ საქმიანობებს, რაც აუცილებელია მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, მათი შედეგების ინდიკატორებს, პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებათა წრეს, განხორციელების ვადებს, ბიუჯეტსა და დაფინანსების წყაროს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გეგმის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია, სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება წარმოადგენს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში 6 ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის1 (შემდგომში - კომისია) ამოცანებს. კომისია, თავისი მანდატიდან გამომდინარე, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საკოორდინაციო მექანიზმს წარმოადგენს და უზრუნველყოფს მულტიდისციპლინურ მუშობას. კომისია თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან და ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული კონვენციებით დაფარული რიგი საკითხების განხორციელებას. კომისიის მუშაობის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი. ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობას, იმპლემენტაციის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში, გეგმაში ცვლილებების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას და კომისიისთვის წარდგენას, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების ასახვის მიზნით. წინამდებარე წლიური ანგარიში შემუშავდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის კოორდინირებით, სახელმწიფო უწყებებისთვის გაგზავნილი ანგარიშის წარმოდგენისათვის საჭირო ფორმაში უწყებების მიერ ასახული 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და დარგობრივი სახელმწიფო უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური ანგარიში შესაბამისობაშია „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით განსაზღვრულ წლიური ანგარიშის შემუშავების მეთოდოლოგიასთან და ასახავს სამოქმედო გეგმის 1 „ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 12 ივნისის მთავრობის დადგენილება №286 7 ამოცანებისა და აქტივობების განხორციელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას 2022 წლის 26 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. ზოგადი პროგრესი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 20222024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს, შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების გაუმჯობესებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის სფეროების, მიზნების და ამოცანების ფორმულირებისას, მხედველობაში იქნა მიღებული „სტამბოლის კონვენციის“(ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“) ძირითადი პრინციპები. მოქმედების სფერო I: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია: მიზანი 1 გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოებაში არსებული ტოლერანტობის აღმოფხვრას და ძალადობის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესებას. აღნიშნულის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ამოცანა 1.1-ს - „ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მსხვერპლის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებებზე საზოგადოების ინფორმირების გაზრდა და ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია“. მითითებულ ამოცანას განსაზღვრული აქვს შედეგის ოთხი ინდიკატორი. ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1.1- პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ვისთვისაც ცნობილია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს 8 კანონის თაობაზე. სამოქმედო გეგმის მიხედვით სამიზნე მაჩვენებელი 2024 წლისთვის არის განსაზღვრული და შეადგენს ქალი მინიმუმ 80%, კაცი - მინიმუმ 80%. ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1.2 - პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ვისთვისაც ცნობილია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების არსებობის შესახებ. სამოქმედო გეგმის მიხედვით სამიზნე მაჩვენებელი 2024 წლისათვის არის განსაზღვრული და შეადგენს ქალი - მინიმუმ 75%, კაცი - მინიმუმ 75%. ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1.3 - პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ვისთვისაც ცნობილია ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების არსებობის შესახებ. სამოქმედო გეგმის მიხედვით სამიზნე მაჩვენებელი 2024 წლისთვის არის განსაზღვრული და შეადგენს ქალი - მინიმუმ 50%, კაცი - მინიმუმ 50%. ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1.4 - პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ვისთვისაც ცნობილია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზის (116 006) შესახებ. სამოქმედო გეგმის მიხედვით სამიზნე მაჩვენებელი 2024 წლისთვის არის განსაზღვრული და შეადგენს ქალი - მინიმუმ 85%, კაცი - მინიმუმ 85%. 2023 წელს აღნიშნული ამოცანის განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმით ამოცანის განხორციელების, ამოცანის შედეგის ინდიკატორით განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის ვადად განსაზღვრულია 2024 წელი. მოქმედების სფერო II - ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მხარდაჭერა მიზანი 2 გულისხმობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის (დაზარალებულებისთვის) ხარისხიან მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმა აერთიანებს 2.1, 2.2 და 2.3 ამოცანებს, რომლის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება. ამოცანა 2.1-ის შედეგის ინდიკატორია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (შემდგომში „გრევიო“) მიერ საქართველოსათვის მიცემული რეკომენდაციების (პირველი ანგარიშის შესაბამისად) განხორციელების პროცენტული წილი. სამოქმედო გეგმის მიხედვით სამიზნე მაჩვენებელი 2024 წლისათვის არის განსაზღვრული და შეადგენს სულ მცირე 60%-ს. აღნიშნული მიმართულებით პროგრესი უკვე დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ამოცანა ნაწილობრივ განხორციელდა. 9 ამოცანა 2.2-ის შედეგის ინდიკატორია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი თავშესაფრების რაოდენობა, რომელმაც 2024 წლისათვის უნდა შეადგინოს 6. აღნიშნული ამოცანა განხორციელდა სრულად. ამოცანა 2.3-ის შედეგის ინდიკატორია აქტივობებზე პასუხისმგებელი უწყებების პროცენტული წილი, რომელიც სთავაზობს დასაქმებულებს სწავლებას (საგანმანათლებლო ტრენინგებს) პროფესიული უნარ‐ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, რაც გულისხმობს მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას ტრენინგებისა და მომზადება/გადამზადების გზით. სამოქმედო გეგმის მიხედვით სამიზნე მაჩვენებელი 2024 წლისათვის არის განსაზღვრული და გულისხმობს მაჩვენებლის შენარჩუნებას ‐ სახელმწიფო უწყებების 100%. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამავე ამოცანის ინდიკატორი, საანგარიშო წელიწადში განხორციელდა სრულად. რაც გულისხმობს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ, პროფესიონალთათვის სწავლების და შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების ორგანიზებას. მოქმედების სფერო III: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთა მიზანი 3 გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ამოცანა 3.1 -ს. ამოცანა 3.1-ის შედეგის ინდიკატორია შესაბამის რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელ უწყებებში მომზადებულ/გადამზადებულ პროფესიონალთა წილი. სამოქმედო გეგმის მიხედვით სამიზნე მაჩვენებელი 2024 წლისათვის არის განსაზღვრული და შეადგენს 60%-ს. საანგარიშო პერიოდში მოცემული ამოცანის ინდიკატორის შესრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება, რაც გამოხატულია მომზადებული/გადამზადებული პროფესიონალების პროცენტულ მაჩვენებელში. საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით, გადამზადებულთა რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში, გაზრდილია მინიმუმ 5%-ით. მოქმედების სფერო IV: ინტეგრირებული პოლიტიკა და მონაცემების შეგროვება მიზანი 4 გულისხმობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის/პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობის გაზრდას ინტეგრირებული და კოორდინირებული მიდგომების 10 გაძლიერებით, რომელიც თავის თავში აერთიანებს ამოცანა 4.1 და ამოცანა 4.2-ს, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება. კერძოდ, გაღრმავდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის/აღმოფხვრის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა და გაუმჯობესდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ამოცანა 4.1-ის შედეგის ინდიკატორია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მექანიზმის არსებობა. აღნიშნული ამოცანის საბაზისო მონაცემით, თანამშრომლობის მექანიზმი არ არსებობდა. ყურადსაღებია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ადგილობრივი თვითმართველობის ეროვნულ ასოციაციას (ათეა) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აღნიშნული ამოცანის ინდიკატორი შესრულდა. დაგეგმილია ამ ფორმატის შენარჩუნება და გაგრძელება წინამდებარე გეგმის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამოცანა 4.2-ის შედეგის ინდიკატორია სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება. ამოცანის ინდიკატორით განსაზღვრული სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტის დოკუმენტი არ შემუშავებულა, თუმცა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამოცანის შესრულების პროგრესს ასახავს პასუხისმგებელი უწყებების მიერ, მანდატის ფარგლებში, სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება და ხელმისაწვდომობა. აღნიშნული ამოცანის შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. დეტალური პროგრესი ამოცანა 1.1 - ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მსხვერპლის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებებზე საზოგადოების ინფორმირების გაზრდა და ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია. ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აა(ი)პ „პროფესიული უნარების სააგენტო“, სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის 11 ეროვნული სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური. პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ამოცანის შესრულების ვადა 2024 წელს იწურება, ამოცანის შესრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა 2023 წლის განმავლობაში. ცნობიერების ამაღლების მიზნით, პასუხისმგებელი უწყებების მიერ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, რამაც განაპირობა რომ აღნიშნული ამოცანა ნაწილობრივ იქნა განხორციელებული . ამოცანა 1.1. ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მსხვერპლის მხარდაჭერის მომსახურებებზე საზოგადოების ინფორმირებულობა და ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), წელი ვისთვისაც ცნობილია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ამოცანის ძალადობის შედეგის აღკვეთის, ინდიკატორი ძალადობის 1.1.1 მსხვერპლთა მაჩვენებელი დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე საბაზისო სამიზნე 2021 2023 დადასტურების წყარო არ არსებობს კი, არსებობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ოქმები 12 საბაზისო პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ამოცანის ვისთვისაც შედეგის ცნობილია ინდიკატორი ძალადობის 1.1.2 მსხვერპლთა თავშესაფრების არსებობის შესახებ პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ვისთვისაც ცნობილია ამოცანის ძალადობის შედეგის მსხვერპლთა ინდიკატორი კრიზისული 1.1.3 ცენტრების არსებობის შესახებ ამოცანის შედეგის პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), სამიზნე დადასტურების წყარო წელი მაჩვენებელი 2017 2024 ქალი (%) - 67.4; კაცი (%) - 73.5 (წყარო: ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017) ქალი - 77.4%, კაცი 83.5 % (ზრდა 10%) საბაზისო სამიზნე ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდი. დადასტურების წყარო წელი მაჩვენებელი წელი 2017 ქალი (%) - 61.7; კაცი (%) - 48.8 (წყარო: ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017) საბაზისო 2017 2024 ქალი -71.7%, კაცი 58.8% (ზრდა 10%) ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდი. სამიზნე დადასტურების წყარო 2024 13 ინდიკატორი ვისთვისაც 1.1.4 ცნობილია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზის (116 006) შესახებ რისკი: მაჩვენებელი ქალი (%) - 38.0; კაცი (%) - 31.6 (წყარო: ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017) ქალი - 48%; კაცი 41.6% (ზრდა 10%) ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდი. საჭირო დაფინანსების ნაკლებობა, ადამიანური რესურსის ნაკლებობა აქტივობა 1.1.1 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება 2023 წელს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმართულებით. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან, როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები აღნიშნული გეგმის შემუშავების მიმართულებით. საანგარიშო წლის განმავლობაში შემუშავდა გეგმის პირველადი ვერსია. შესაბამისად, აღნიშნული აქტივობა 2023 წელს, ნაწილობრივ განხორციელდა. გეგმის შემუშავება გრძელდება 2024 წელს. აქტივობა 1.1.2. ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებით პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლება; საანგარიშო პერიოდში, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებით, პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ავტორიზებული საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 88% (23 საჯარო კოლეჯი) ახორციელებდა სხვადასხვა სახის აქტივობას (საინფორმაციო შეხვედრა, დისკუსია, სემინარი, ტრენინგი და სხვა) . 14 აქტივობა 1.1.3. მოძალადე მსჯავრდებულებისთვის მოქმედი ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამების გადახედვა, შემდგომი დახვეწა და დანერგვა პრობაციისა და პენიტენციურ სისტემებში ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამის გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლიდან მიმდინარეობს შესაბამისი აქტივობები, კერძოდ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:     იდენტიფიცირდა ქცევის კორექციის პროგრამაზე მორგებული კითხვარები; ფასილიტატორებისთვის შეიქმნა პროგრამის ლოგიკური ჩარჩო; გამოწვევების გადასაჭრელად ჩატარდა სამუშაო შეხვედრები სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან; ქცევის კორექციის პროგრამის ახალი ფასილიტატორებისთვის ჩატარდა 5-დღიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა; პროგრამის გადახედვის და დახვეწის მიზნით შედგა სამუშაო შეხვედრები ორგანიზაცია European Network for the Work with Perpetrators of Domestic Violence (WWP EN)-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოამზადეს რეგიონული სახელმძღვანელო უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, ბელარუსის რესპუბლიკაში, სომხეთის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოში, მოძალადეებთან მუშაობისა და ადრეული პრევენციის შესახებ. აღნიშნული სახელმძღვანელო მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოსთვის, მოძალადეებთან მუშაობის გასაუმჯობესებლად. 2023 წლის 31 ივნისიდან 2023 წლის 31 დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, ქცევის კორექციის პროგრამა პრობაციის სისტემის ფარგლებში დაასრულა 80-მა პირობით მსჯავრდებულმა, პროგრამა დაიწყო და შეწყვიტა 16-მა პირობით მსჯავრდებულმა და ამჟამად პროგრამაში ჩართულია 135 პირობით მსჯავრდებული. რაც შეეხება პენიტენციურ სისტემას, საანგარიშო პერიოდში ქცევის კორექციის პროგრამა დაასრულა 34 -მა მსჯავრდებულმა. ამასთან, ქცევის კორექციის პროგრამის ხელმისაწვდომობის დადგენის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, პენიტენციურ სისტემაში მუშავდება „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის (PRIA)“ ხელმისაწვდომობის ინდიკატორის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, რომლის მიზანია ქცევის კორექციის პროგრამის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხელმისაწვდომობის შეფასების ინდიკატორის დანერგვა და პროცესის მართვა, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აქტივობა მეტწილად იქნა განხორციელებული. აქტივობა 1.1.4. ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამ(ებ)ის მოდიფიცირება და საგანგებო სიტუაციებისას , მათ შორის, პანდემიის პირობებში, მოძალადე პირებისთვის მიწოდება 15 ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამ(ებ)ის მოდიფიცირების და საგანგებო სიტუაციებისას მათ შორის, პანდემიის პირობებში,მოძალადე პირებისთვის მიწოდების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებებს ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. აღნიშნული სამუშაოები გრძელდება 2024 წლის განმავლობაშიც. შემდგომი ნაბიჯები: 2024 წელს დასრულდება 1.1.1-1.1.4 აქტივობებით დაგეგმილი ღონისძიებების გატარება, კერძოდ მოხდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; განხორციელდება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებით პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლება; ამასთანავე, მოხდება ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამ(ებ)ის მოდიფიცირება იმგვარად, რომ მათ შორის, საგანგებო სიტუაციებისას, (პანდემიის ჩათვლით), შესაძლებელი იყოს მოძალადე პირებისთვის პროგრამის შეუფერხებლად მიწოდება. ამოცანა 2.1 - მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა/გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით. ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა სამდივნო. პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე 2.1 ამოცანის ინდიკატორის შესრულების მიზნით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებები, რაც გამომდინარეობდა, მათ შორის GREVIO რეკომენდაციებიდან. შესაბამისად, ამოცანის შესრულების მნიშვნელოვანი პროცენტი შესრულდა საანგარიშო პერიოდში. ამოცანა 2.1. მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა/გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით 16 ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.1.1 რისკი: GREVIO-ს მიერ საქართველოსთვი ს მიცემული წელი რეკომენდაციების (პირველი ანგარიშის შესაბამისად) განხორციელების მაჩვენებელი პროცენტული წილი საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო 2021 0% 2024 მინიმუმ 60% წინამდებარე სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური ანგარიში საჭირო დაფინანსების ნაკლებობა, ადამიანური რესურსის ნაკლებობა პროგრესი - აქტივობის შესრულების დონე აქტივობა 2.1.1. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, სტამბოლის კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავება. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 9 ნოემბერის №523 დადგენილება. ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან, თუ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი მოძალადის მიერ არ ანაზღაურდა. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით. მის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. 2023 წელს ფემიციდის შემთხვევაზე 2 არასრულწლოვან შვილზე გაიცა კომპენსაცია - 10 000 ლარის ოდენობით. 17 აქტივობა 2.1.2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების (ეროვნული რეფერალური მექანიზმი) პროექტის დამტკიცება. 2023 წელს, მულტისექტორული მიდგომით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების პროექტი შემუშავდა. აქტივობა 2.1.3 „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №183/ნ ბრძანებაში ცვლილებების მომზადება და დამტკიცება. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების აღსრულების მიზნით შესაბამისი აქტივობები დაიგეგმა 2022 წელს და 2023 წლის 11 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №50/ნ ბრძანებით დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები“, რომლითაც განისაზღვრა თავშესაფრის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ხარისხიანი მომსახურებების მიწოდების გზით მომსახურების მიმღებ პირთა გაძლიერების მხარდაჭერა და ძალადობის შედეგების დაძლევაში დახმარება, ბენეფიციართათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სხვა. აღნიშნული ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №183 ბრძანება. ასევე ცვლილებები შევიდა „კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ნოემბრის №01-64/ნ ბრძანებაში“. შესაბამისად, აქტივობა განხორციელდა სრულად. აქტივობა 2.1.4 შესაბამისი დოკუმენტის (წესი/ბრძანება/მითითება) შემუშავება და მიღება, რაც უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის მართვისას, მსხვერპლის უფლებების ეფექტიანი დაცვის მიზნით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ჩართულობის უზრუნველყოფას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური 2019 წელს ამოქმედდა. 2021 წელს ძალაში შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს მიენიჭა უფლებამოსილება, საქმის სასამართლოში წარმართვამდე, კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს საკუთარი გადაწყვეტილებით. „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისა და 18 გამომძიებლის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ რეკომენდაცია შემუშავებულია , რომლის დამტკიცებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. აქტივობა 2.1.5 სოციალური მუშაკებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მუშაობისთვის სპეციალური სახელმძღვანელო წესების შემუშავება და დანერგვა 2022 წელს, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის № 1000318 0 23 00000086 ბრძანებით 2023 წლის 12 ივნისს დამტკიცდა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლის და საინფორმაციო დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს : 1. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებისათვის, 2. საინფორმაციო მასალას სოციალური მუშაკებისთვის: ბავშვის სექსუალური განვითარების თავისებურებები; 3. საინფორმაციო მასალას სოციალური მუშაკებისათვის: კომუნიკაცია; სექსუალური ძალადობის მსხვერპლ/რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან 4. ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამოცნობა, ნიშნები და საფრთხის სიგნალები გარდა ამისა, 2023 წელს, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე განხორციელებული ძალადობისას სოციალური მუშაკის რეაგირების სამუშაო ინსტრუმენტი“. აღნიშნული ინსტრუმენტი ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე, რაც მოიცავს ძალადობის იდენტიფიცირებას და შემთხვევის მართვას. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში მოქმედებს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლი“, რომელიც განსაზღვრავს სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ბავშვების შემთხვევის მართვის თავისებურებებსა და საჭიროებებს. შემდგომი ნაბიჯები: გაგრძელდება მუშაობა 2.1.5 აქტივობაზე. 19 ამოცანა 2.2 - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებების გაზრდის ხელშეწყობა ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე 2.2. ამოცანის ინდიკატორი (6 თავშესაფარი) სრულად შესრულებულია 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ამოცანა 2.2. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებების გაზრდის ხელშეწყობა ქალთა მიმართ წელი ან/და ოჯახში ამოცანის ძალადობის შედეგის მსხვერპლთათვის ინდიკატორი განკუთვნილი 2.2.1. მაჩვენებელი თავშესაფრების რაოდენობა რისკი: საბაზისო სამიზნე 2021 2024 დადასტურების წყარო 5 სახელმწიფო თავშესაფარი 6 თავშესაფარი სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ანგარიშები საჭირო დაფინანსების ნაკლებობა, ადამიანური რესურსის ნაკლებობა პროგრესი - აქტივობის შესრულების დონე აქტივობა 2.2.1. სახელმწიფო თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მიერ ძალადობის მსხვერპლებისთვის მომსახურებების მიწოდება. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში 20 2022 წელს, ქვეყანაში ფუნქციონირებდა ხუთი თავშესაფარი: თბილისი, ბათუმი, გორი, ქუთაისი, სიღნაღი და შვიდი კრიზისული ცენტრი: თბილისი, ქუთაისი, გორი, მარნეული, ოზურგეთი, თელავი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კრიზისული ცენტრი არის დაკომპლექტების პროცესში. საქართველოს კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად განხორციელდა ცვლილებები სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების - თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების წესდებებში, საქმიანობაში გამოსაყენებელ ფორმებში და ა.შ. ცვლილებები ძირითადად შეეხო მომსახურებების მიღების მიზნებისთვის მსხვერპლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს; კერძოდ, თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიღების მსურველ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლის მიმართ ძალადობის რისკების შეფასების, მათი საჭიროებებისა და მისაწოდებელი მომსახურებების დადგენის მიზნით, დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ძალადობის რისკების შეფასების, მათი საჭიროებებისა და მისაწოდებელი მომსახურებების დასადგენი სტანდარტიზებული კითხვარი“ და განისაზღვრა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიღების შესაძლებლობა აღნიშნული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ივსება თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში. 2023 წელს, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს 6 თავშესაფარი და 7 კრიზისული ცენტრი (მე-7 კრიზისული ცენტრი ამოქმედდება უახლოეს პერიოდში). აქტივობა 2.2.2 ახალი თავშესაფრის გახსნა 2022 წელს დაიწყო და 2023 წელს, ქ. თბილისში გაიხსნა ძალადობის მსხვერპლთა ახალი თავშესაფარი და ამჟამად ფუნქციონირებს 2 თავშესაფარი; ასევე, ქ. თელავში 2023 წელს გაიხსნა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი და ქ. ზუგდიდის კრიზისული ცენტრი ამოქმედდება უახლოეს პერიოდში. აქტივობა 2.2.3. თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში ფსიქოლოგიური დახმარება-რეაბილიტაციის მიზნებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოს გადახედვა და განახლება. 2022 წელს, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრებისთვის არსებული სახელმძღვანელო გადაიხედა და განახლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მეთოდოლოგიური მითითებები მიეცათ ფსიქოლოგებს და ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი. 21 2023 წელს, თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში ფსიქოლოგიური დახმარება-რეაბილიტაციის მიზნებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო გადაიხედა, შეფასდა არსებული პრაქტიკა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები. ასევე, აღსანიშნავია, რომ თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ფსიქოლოგებმა გაიარეს ტრენინგი განახლებულ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით. აქტივობა 2.2.4. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მათ უნარებსა და შესაძლებლობებზე მორგებული ღონისძიებების/პროგრამების შემუშავება სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს შორის 2021 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სააგენტომ 2023 წელს 2 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარში. გარდა ამისა, 2023 წელს სააგენტომ გააგრძელა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან (FES), დემოკრატიის განვითარების სააგენტოსთან (DDA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ESCape - დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, რომლის მიზანია თბილისსა და ქუთაისში „რთულად დასასაქმებელი“ სამუშაოს მაძიებლებისთვის სპეციალური, მათ საჭიროებებზე მორგებული, ინტენსიური მხარდაჭერითი მომსახურების შეთავაზება და დასაქმებაში ხელშეწყობა. „რთულად დასასაქმებელ“ კატეგორიას მიკუთვნებული სამუშაოს მაძიებელთა რეფერირება ხდება პარტნიორი ორგანიზაციების სერვის ცენტრებში, სადაც მათ 4-დან 6 თვემდე პერიოდში ინტენსიურად მიეწოდებათ მხარდაჭერის მომსახურება. აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფია მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული პირები, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რეფერირებული იქნა 3 ბენეფიციარი. „პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამაში თანაბარი პირობების არსებობისას, ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს. აქტივობა 2.2.5. სექსუალური ინსტრუმენტის შემუშავება. ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდებისთვის 2023 წელს, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში მოქმედებს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლი“, რომელიც განსაზღვრავს სექსუალური ძალადობის გამოცდილების მქონე ბავშვების შემთხვევის მართვის თავისებურებებსა და საჭიროებებს, შემთხვევებზე მომუშავე მულტიდისციპლინური გუნდის დებულებას, მომსახურებების ტრაექტორიას. მითითებული პროტოკოლით იმართება მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც ბავშვთა ინტეგრირებული ცენტრში 22 არ ხვდება (ბავშვთა ინტეგრირებული ცენტრის ბენეფიციართა შემთხვევების მართვა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად) აქტივობა 2.2.6. საგანგებო სიტუაციებში, მათ შორის, პანდემიის პერიოდში, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების გამართული, უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება. საანგარიშო პერიოდში, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა 2020 წლის 13 მარტს გამოსცა № 07-36/ო ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლის საფუძველზეც სპეციალიზებული დაწესებულებებს მიეცა რეკომენდაცია უზრუნველეყოთ ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვა. შემდგომი ნაბიჯები: იმისათვის, რომ სრულად შესრულდეს ამოცანა 2.2, 2024 წელს დასრულდება აქტივობა 2.2.4, აქტივობა 2.2.5 და აქტივობა 2.2.6- ის განხორციელება. ამოცანა 2.3 - მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ტრენინგებისა და მომზადება/გადამზადების გზით. ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური და სსიპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე საანგარიშო პერიოდში, 2.3. ამოცანა უმეტესწილად შესრულებულია სრულად. აქტივობებზე პასუხისმგებელი ყველა უწყება უზრუნველყოფს დასაქმებულების სწავლებას (საგანმანათლებლო ტრენინგებს) პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით. 23 ამოცანა 2.3. მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ტრენინგებისა და მომზადება/გადამზადების გზით აქტივობებზე საბაზისო სამიზნე პასუხისმგებელი დადასტურების წყარო უწყებების წელი 2021 2024 პროცენტული წილი, რომელიც სთავაზობს ამოცანის დასაქმებულებს მაჩვენებლის შედეგის სწავლებას შენარჩუნება ინდიკატორი სახელმწიფო (საგანმანათლებლო წინამდებარე სამოქმედო გეგმის 2.3.1 მაჩვენებელი უწყებების ტრენინგებს) სახელმწიფო შესრულების ყოველწლიური ანგარიში 100% პროფესიული უწყებების უნარ-ჩვევების 100% გაუმჯობესების მიზნით რისკი: საჭირო დაფინანსების ნაკლებობა, ადამიანური რესურსის ნაკლებობა პროგრესი - აქტივობის შესრულების დონე აქტივობა 2.3.1. ცხელი ხაზის (116006) ოპერატორებისთვის ტრენინგების ჩატარება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, კოორდინირებული უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ეფექტიანი მუშაობისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის. 24 თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში 2023 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, დაწესებულების ცენტრების მენეჯერებს, იურისტებს და ცხელი ხაზის (116 006 და 111) ოპერატორებს, სოციალურ მუშაკებსა და სპეციალისტებს (ჯამში 18 საშტატო ერთეული) ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით და ამასთანავე, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ჩაუტარდათ ტრენინგი მოწვეული ექსპერტის მიერ; 2023 წლის ნოემბრის თვეში, გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის მიერ ჩატარდა ტრენინგი ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზის ოპერატორების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით და მონაწილეობას იღებდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები; 2023 წლის დეკემბერში MAC GEORGIA გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა ცხელის ხაზის მისაწვდომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის“ და ესწრებოდა ცხელი ხაზის 11 ოპერატორი. აქტივობა 2.3.2. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიზნებისთვის თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომელთა პროფესიული უნარების განვითარებისთვის ტრენინგების ჩატარება. 2023 წლის ივნისში, ზრუნვის სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი საგრანტო პროექტის „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სისტემის გაუმჯობესება“ (,,Improving the System against Gender-Based Violence“) ფარგლებში გაიმართა ტრენინგი „კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის პრაქტიკული უნარ-ჩვევები“. მონაწილეობდა - სააგენტოს 29 თანამშრომელი. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში 2023 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, დაწესებულების ცენტრების მენეჯერებს, იურისტებს და ცხელი ხაზის (116 006 და 111) ოპერატორებს, სოციალურ მუშაკებსა და სპეციალისტებს ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით და ამასთანავე, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ჩაუტარდათ ტრენინგი მოწვეული ექსპერტის მიერ; სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სისტემის გაუმჯობესება“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, 2023 წლის 24-25 ივლისს ჩატარდა ტრენინგი „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე/საკანონმდებლო ცვლილებებზე“. 2023 წლის ნოემბრის თვეში, გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის მიერ ჩატარდა ტრენინგი ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზის ოპერატორების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით და მონაწილეობას იღებდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები, მენეჯერები, იურისტები და სპეციალისტი; 2023 წლის დეკემბერში, ქალაქ თბილისში ჩატარდა ტრენინგი ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებები", რომელსაც ესწრებოდა სააგენტოს ცენტრალური აპარატის, გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების თანამშრომლები და ასევე ცხელი ხაზის (116 006 და 111) 11 ოპერატორი. 2023 წლის დეკემბერში MAC GEORGIA გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა ცხელის ხაზის მისაწვდომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის“, რომელსაც ესწრებოდა ცხელი ხაზის 11 ოპერატორი, 2 მენეჯერი, 2 იურისტი, 1 სპეციალისტი და ზრუნვის სააგენტოს ცენტრალური აპარატის 2 თანამშრომელი. 25 აქტივობა 2.3.3 ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების სფეროში) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე აკრედიტებული ელექტრონული სასწავლო მოდულის დანერგვა გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადდა ელექტრონული სასწავლო პლატფორმა, სადაც ერთ-ერთია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე აკრედიტებული ელექტრონული სასწავლო მოდული. აღნიშნული ონლაინ კურსის გავლა ნებაყოფლობითია სამედიცინო პერსონალისთვის. 2022 წელს გადამზადება გაიარა 54 ექიმმა. UNFPA-ს მიერ მომზადდა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ გვერდზეა განთავსებული ელექტრონული მოდული, რომელიც მოიცავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს. კურსის გავლა უფასოა. 2023 წლის მე-4 კვარტალში სწავლება გაიარა 12-მა ექიმმა. აქტივობა 2.3.4. ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სასწავლო ღონისძიებების ჩატარება. 2022 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე საზოგადოებრივმა ადვოკატმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. წლის ბოლომდე დაგეგმილია ინტენსიური ტრენინგ კურსის ჩატარება აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. 2023 წლის 6-7 დეკემბერსა და 8-9 დეკემბერს, (2 ტრენინგი) ჩატარდა ტრენინგი „ძალადობა და დისკრიმინაცია გენდერისა და სექსუალობის ნიშნით. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის. 2023 წლის 2-3 დეკემბერსა და 13-14 დეკემბერს, (2 ტრენინგი) „სექსუალობის საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებები“. ამოცანა 3.1 - რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაზრდა ტრენინგებისა და სამუშაო ინსტრუმენტების გაუმჯობესების გზით. ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა, სსიპ ‐ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო , სსიპ ‐ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, აა(ი)პ „პროფესიული უნარების სააგენტო“ და სსიპ ‐ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 26 პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით, ტრენინგებისა და სამუშაო ინსტრუმენტების გაუმჯობესების გზით. ჩატარდა ტრენინგები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართალდამცავთა და პროკურორთა პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით. დაიწყო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგად ხარვეზების გამოვლენის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციების/ინტრუქციების შემუშავება და განახლება. ასევე, მიმდინარეობს შემაკავებელი ორდერის ოქმის გადახედვა და ცვლილების შეტანა. განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სსიპ - 112-ში შემოსული შეტყობინებების ანალიზი. მიზანი 3. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარები ს მიზნებთან (SDGs) კავშირი: მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება; მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვი ს, მართლმსაჯულები ს ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებუ ლი და ინკლუზიური 27 ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე. გავლენის ინდიკატორ ი 3.1. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფატების შესახებ შეტყობინებებზე/განცხადებებზე რეაგირების მაჩვენებელი საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო წელი 2021 100% 2024 100% მაჩვენებელ ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშები და სტატისტიკა (ვებ. გვერდი www.polic.ge) ამოცანა 3.1. რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაზრდა ტრენინგებისა და სამუშაო ინსტრუმენტების გაუმჯობესების გზით საბაზისო სამიზნე წელი 2021 2024 მაჩვენებელ ი 50% მინიმუმ 60% ამოცანის შედეგის ინდიკატორ ი 3.1.1. შესაბამის რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელ უწყებებში მომზადებულ/გადამზადებულ პროფესიონალთა წილი რისკი: საჭირო დაფინანსების ნაკლებობა, ადამიანური რესურსის ნაკლებობა დადასტურების წყარო წინამდებარე გეგმის ანგარიშები 28 პროგრესი - აქტივობის შესრულების დონე: ამოცანა 3.1-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა არის შესრულებული. აქტივობა 3.1.1. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართალდამცავთა პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით ტრენინგების ჩატარება. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს „ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“ საგნის სწავლება, 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მომზადდა: პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 34 ჯგუფი; 734 მსმენელი. 2023 წლის სექტემბრიდან სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხორციელდება გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. 2023 წელს აღნიშნული კურსის ფარგლებში გადამზადდა: 4 ჯგუფი; 76 მსმენელი. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი - „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობა“. ტრენინგს დაესწრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 93 თანამშრომელი 2023 წლის სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი - „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები“. ტრენინგს დაესწრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 94 თანამშრომელი. 2023 წლის დეკემბერში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ტრენინგს/სამუშაო შეხვედრას დაესწრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 მენეჯერი. აქტივობა 3.1.2. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგად ხარვეზების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციების/ინსტრუქციების შემუშავება ან განახლება. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მონიტორინგი გაუწია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, 29 და ოჯახური დანაშაულის მუხლებით დაწყებულ 5800-მდე სისხლის სამართლის საქმეს. მონიტორინგის პროცესისა და სამართალწარმოებაზე დაკვირვების შედეგად, მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს „ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულთა ეფექტიან გამოძიებაზე“, „დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ“ და „სექსუალური შევიწროების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ“ რეკომენდაციების განახლება. ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი. 2023 წელს აღნიშნულ დეპარტამენტებში შესწავლილია ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და „ფემიციდის“ შემთხვევების, ასევე ოჯახში ძალადობის 2000-მდე სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, იდენტიფიცირდა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და საჭიროებები, რაც აისახა შესაბამისი ანალიზის დოკუმენტში. აღნიშნულის საფუძველზე მომზადდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 1 და 1261 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ სახელმძღვანელო მითითების განახლებული ვერსია. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების ტენდენციები და გაანალიზდა სასამართლოს გადაწყვეტილებები. მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის, მომზადდა სახელმძღვანელო მითითება „ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“. ამავე აქტივობის შესრულების მიზნით, 2024 წელს (იანვარი-ივნისის პერიოდი) მონაცემებით, საქართველოს პროკურატურაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ჩატარდა 4 სასწავლო აქტივობა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 56 თანამშრომელი (ამათგან, 55 პროკურორი, 1 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი). აღნიშნული სასწავლო აქტივობები მოიცავდა პროკურორებისა და მენეჯერებისთვის განხორციელებულ ტრენინგს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდი) ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის შესახებ და ოჯახში ძალადობის თემაზე მულტიდისციპლინარული ჯგუფის სასწავლო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ევროპის საბჭოს HELP-ის სასწავლო კურსს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ანალოგიურ საკითხებზე 30 საანგარიშო პერიოდში მიმდინარეა მენტორინგის 1 წლიანი პროგრამა „ქალთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე“, რომელშიც მონაწილეობს 10 პროკურორი. მენტორინგის პროგრამის ფარგლებში პროკურორები, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გადიან ევროპის საბჭოს HELP-ის სასწავლო კურსს - „ქალთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე“. აქტივობა 3.1.3. შემაკავებელი ორდერის ოქმის გადახედვა და ცვლილების შეტანა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც 2023 წლის პირველ მაისს შევიდა ძალაში, შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი განახლებული ფორმით ამოქმედდა. ცვლილებების პროცესს წინ უძღვოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია - „Global Rights for Women“ ექსპერტების მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასების მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება, ასევე, სამუშაო შეხვედრები როგორც საპოლიციო დანაყოფების, ისე, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან. საქართველოს ყველა რეგიონის საპოლიციო დანაყოფში პოლიციის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია ინსტრუმენტში განხორციელებულ ცვლილებებთან და ელექტრონულ ზედამხედველობასთან დაკავშირებით. ჩატარებულია 40-მდე სამუშაო შეხვედრა, გადამზადებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი. აქტივობა 3.1.4. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სსიპ - 112-ში შემოსული შეტყობინებების ანალიზი. 2022-2023 წლებში, მომზადდა 24 ყოველთვიური დოკუმენტი, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების ანალიზის შესახებ. აქტივობა 3.1.5. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პროკურორთა პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით ტრენინგების ჩატარება. 2023 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ჩატარდა 20 სასწავლო აქტივობა, რომელშიც მონაწილეობა 204-მა თანამშრომელმა მიიღო (კერძოდ, 177 პროკურორი (მათ შორის 20 მენეჯერი), 5 პროკურატურის გამომძიებელი, 21 მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი, 1 მრჩეველი). აღნიშნული სასწავლო აქტივობები მოიცავდა პროკურორებისა და მენეჯერებისთვის განხორციელებულ ტრენინგს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდი) ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის შესახებ; საქართველოს პროკურატურაში ქალთა 31 მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თემაზე განხორციელებულ რვათვიანი მენტორინგის პროგრამას; სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივ ერთკვირიან ტრენინგს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ; უწყვეტი განათლების კონცეფციის ფარგლებში Help-ის 2 კურსს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე მართლმსაჯულებაზე ქალების ხელმისაწვდომობის შესახებ; დამატებით, სპეციალიზაციის კურსებს: პროკურორებისთვის, გამომძიებლებისა და მოწმის და დაზარებულების კოორდინატორებისთვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ და ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. ასევე, სასწავლო ვიზიტებს აშშ-ში, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, ადევნების, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საკითხებზე ფართომასშტაბიან საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად; ბელგიაში FBI აკადემიის კურსდამთავრებულების გადამზადების კურსს სქესობრივი დანაშაულების თემაზე. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები მოიცვა სამართალდამცავი ქალების მე-10 საერთაშორისო კონფერენციამაც, რომელშიც საქართველოსა და სხვა ქვეყნების 100-მდე სამართალდამცავ ქალთან ერთად მონაწილეობა საქართველოს პროკურატურის ქალმა პროკურორებმაც მიიღეს. ასევე, პროკურორებმა მონაწილეობა მიიღეს ოჯახში ძალადობის თემაზე ჩატარებულ ევროპულ კონფერენციაში. აქტივობა 3.1.6. მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მიზნით, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა გამოკითხვის/დაკითხვის სპეციალური სახელმძღვანელო წესების გადახედვა, განახლება საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობს „ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულთა ეფექტიან გამოძიებაზე“, „დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ“ და „სექსუალური შევიწროების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ“ რეკომენდაციების განახლება. აქტივობა 3.1.7 - პროფესიული უნარების განვითარება/გაძლიერება საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლის გამოვლენის, ძალადობაზე რეაგირების და შესაბამისი რეფერალის საკითხებზე საანგარიშო პერიოდში, ორი ჰაბი კოლეჯების „პრესტიჟი“ და „იბერია“, 16 მასწავლებლისა და მმართველი რგოლის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია გენდერული სამართლიანობისა და სასწავლო პროცესის გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით დაგეგმვისა და წარმართვის შესახებ. პერსონალის გადამზადება განხორციელდა ინტერაქტიული ტრენინგების გზით, რომელიც წარიმართა სპეციალურად შემუშავებული ახალი ტრენინგ მოდულის შესაბამისად. აქტივობა აზიის 32 განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავებული, გენდერის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერების პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ჩატარდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ამასთან, ჰაბ კოლეჯებში „პრესტიჟი“ და „იბერია“ მიმდინარეობს სექსუალური შევიწროვების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შემუშავება, რაც მიზნად ისახავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო, სექსუალური ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. პროცესი ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი მოიაზრებს მექანიზმის გამართვას ორგანიზაციული სტრუქტურისა და სტრატეგიული ხედვების გათვალიწინებით, ხოლო მეორე ეტაპი - სექსუალური შევიწროვების შესახებ პერსონალისა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლებასა და მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ ინფორმირებას. აქტივობა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. კოლეჯ იბერიაში სექსუალური შევიწროების მექანიზმი დამტკიცებულია, ხოლო პრესტიჟში მიმდინარეობს დოკუმენტის დახვეწა. ამასთანავე, 2023 წელს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით თბილისის, ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონების 208 (10 ტრენინგი) მანდატურმა, სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის შექმნილიტრენინგ-პროგრამით, განათლებაში გენდერული მეინსტრიმინგის თემაზე გადამზადება გაიარა. ტრენინგებზე ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, 2023 წელს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მენეჯერული რგოლისთვის და თბილისისა და რეგიონების ცენტრების უფროსებისა და კოორდინატორებისთვის გაიმართა ორი ტრენინგი. ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული როლები, ნორმები და სტერეოტიპები; ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები; ბავშვზე ოჯახში ძალადობის ფორმები, რისკ-ფაქტორები და შედეგები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და შემსწრე ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებები და რეაქციები; ბაზისური წარმოდგენები ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ; სექსუალური ძალადობის გავლენა ბავშვზე და მისი გამოვლენის სიძნელეები; მსხვერპლის იდენტიფიცირება - საფრთხის სიგნალები; ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები; ამასთანავე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მანდატურებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებულ, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებში. 2022 წელს, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 120 თანამშრომელი (უმეტესად სოციალური მუშაკები) გადამზადდა „გენდერული ძალადობის იდენტიფიცირებისა და მის 33 წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები“-ს საკითხებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სააგენტოს ერთობლივი საგრანტო პროექტის „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სისტემის გაუმჯობესება“ ფარგლებში. 2023 წლის 19-21 ივნისს, ამავე პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი „კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის პრაქტიკული უნარ-ჩვევები“: მონაწილეობდა 12 ფსიქოლოგი თავშესაფრებიდან, კრიზისული ცენტრებიდან და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრიდან; ხოლო 15 ფსიქოლოგი - სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებიდან; აქტივობა 3.1.8 - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების გაუმჯობესების მიზნით. ტრენინგმოდულით „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“, რომელიც განსაზღვრულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ყველა საგნის მასწავლებლისთვის 2022-2023 წელს გადამზადდა 1231 მასწავლებელი. ტრენინგმოდული მოიცავს გენდერის საკითხებს: ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას, დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, ხელფასის ჭრილში და სხვ. გოგონათა დისკრიმინაციის შესახებ თანამედროვე მეცნიერთა კვლევებს, სტერეოტიპების, სტიგმებისა და წინასწარ შექმნილი შეხედულებების ზეგავლენის „ქეისებს“ სათანადო განხილვებით, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრაქტიკის განხილვას, სალონური „ბულინგის“ მახასიათებლების გაცნობას, მემკვიდრეობაზე დისკრიმინაციას, არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევების განხილვას, 18 წლამდე ბავშვთა ქორწინებას, ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი), ფემიციდს, ქალთა მიმართ საერთაშორისო ინსტრუმენტების გაცნობას, საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტრუმენტების გაცნობას. ამოცანა 4.1 - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის/აღმოფხვრის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი 34 პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე პროგრესი შეინიშნება ამოცანის განხორციელებასთან მიმართებით, რაც უკავშირდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მექანიზმის (მემორანდუმის) ფარგლებში ღონისძიებების ჩატარებას არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით. ამოცანა 4.1. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის/აღმოფხვრის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო წელი ამოცანის შედეგის ინდიკატორი 4.1.1. რისკი: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მაჩვენებელი მექანიზმის არსებობა 2021 არ არსებობს 2024 გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში მუნიციპალიტეტებთან ძალადობის თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე მექანიზმი უწყებათაშორისი კომისიის ოქმები; წინამდებარე გეგმის წლიური ანგარიშები საჭირო დაფინანსების ნაკლებობა, ადამიანური რესურსის ნაკლებობა 35 პროგრესი - აქტივობის შესრულების დონე: აქტივობა 4.1.1. ზოგადი განათლების სისტემაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, რეაგირების მიზნით თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა ან/და გაუმჯობესება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2022 წელს შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, მათ შორის, მანდატურის სამსახურის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. საანგარიშო პერიოდში ჩატარა პლატფორმის ორი სამუშაო შეხვედრა. აქტივობა 4.1.2. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მექანიზმის (მემორანდუმის) ფარგლებში ღონისძიებების ჩატარება არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით. აქტივობის განხორციელების მიზნით, აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმართველობის ეროვნულ ასოციაციასთან. 2022 წლის დეკემბერში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან, რომელთაც მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან წარედგინათ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მერები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წარომადგენლები და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები. 2023 წლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე იმყოფებოდა მარნეულში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის და გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და დაცვის მექანიზმების განხილვის მიზნით. შემდგომი ნაბიჯები: 2024 წლის განმავლობაში, აქტიურად გრძელდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მექანიზმის (მემორანდუმის) ფარგლებში ღონისძიებების ჩატარება. 36 ამოცანა 4.2 - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა. ამოცანის განხორციელებაზე პასუხისმგებელია: გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო) და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური. პროგრესი - ამოცანის შესრულების დონე პროგრესი ფიქსირდება ამოცანა 4.2-ის შესრულების ფარგლებში. სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტის დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამოცანის შესრულების პროგრესი დაკავშირებულია პასუხისმგებელი უწყებების მიერ, მანდატის ფარგლებში, სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოებასა და ხელმისაწვდომობასთან. ამოცანა 4.2. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა საბაზისო შემუშავებულია ამოცანის სტატისტიკის შედეგის წარმოების ინდიკატორი ერთიანი 4.2.1. სტანდარტი რისკი: სამიზნე დადასტურების წყარო წელი მაჩვენებელი 2021 2024 არ არსებობს შემუშავებულია ერთიანი ერთიანი სტანდარტი სტანდარტი წინამდებარე სამოქმედო გეგმის შესრულების 2024 წლის ანგარიში საჭირო დაფინანსების ნაკლებობა, ადამიანური რესურსის ნაკლებობა 37 პროგრესი - აქტივობის შესრულების დონე ამოცანა 4.2-ის ფარგლებში არსებული 7 აქტივობიდან, სრულად განხორციელდა 5 აქტივობა, 1 აქტივობა არის მიმდინარე და მეტწილად განხორციელდა, ხოლო 1 აქტივობა განხორციელება ნაწილობრივ. აქტივობა 4.2.1 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება-შეგროვების გაუმჯობესების მიზნით, კონცეფციის შემუშავება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ კონცეფციის შემუშავებისთვის 2023 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. აქტივობა 4.2.2. სამართალდამცავი ორგანოების მიერ სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მონაცემები ქვეყნდება კვარტალურად და წლიურად. შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით მონაცემები მუშავდება და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. სტატისტიკური მონაცემები მუშავდება შემდეგი პარამეტრების მიხედვით: 1. მსხვერპლის და მოძალადის სქესი; 2. მსხვერპლის და მოძალადის ასაკი; 3. ძალადობის ფორმა; 4. გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო სტატისტიკურ მონაცემებს ამუშავებს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ოჯახურ დანაშაულზე, ხოლო გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი სტატისტიკურ მონაცემებს აღრიცხავს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ფემიციდის საქმეებზე. სტატისტიკური მონაცემები აღირიცხება გრევიოს სტანდარტის „THE BIG FIVE” მიხედვით - ბრალდებულის და მსხვერპლის სქესი, ასაკი, ბრალდებულის სოციალური კავშირი მსხვერპლთან, ძალადობის ფორმა, ტერიტორიული განფენილობა. 38 აქტივობა 4.2.3. ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის, სს კოდექსის 11' და 126' მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება მათ შორის, სქესის მიხედვით, 65-80 და 80 და ზევით ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება. საქართველოს გენერალური პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს მიერ საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციას ამუშავებს ასაკობრივ ჭრილში და სქესის მიხედვით, მათ შორის 65-80 და 80 და ზევით ასაკის დაზარალებულების შესახებ. ხანდაზმულ დაზარალებულთა მონაცემები დამუშავებადია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერ მუხლზე. აქტივობა 4.2.4. ხანდაზმულ პირთა დასაცავად გამოცემული შემაკავებელი ორდერების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება. შსს-ს საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებს სტატისტიკას სქესის და ასაკის გრადაციის მიხედვით. შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით პირთა სტატისტიკური მონაცემები მუშავდება შემდეგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 1. 13; 2. 14-17; 3. 18-24; 4. 25-44; 5. 45-60; 6. 61 . შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები განთავსებულია შსს საჯარო ინფორმაციის საინფორმაციო პორტალზე. აქტივობა 4.2.5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების წარმოება. 39 სამართლის საქმეთა ანალიზს, რომელიც შეიცავს შშმ პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სტატისტიკურ მონაცემს. 2023 წელს პროკურატურის ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი შშმ პირების საქმეთა ანალიზის შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე:    შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ანალიზი 2022 წელი; შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ანალიზი 2023 წლის 9 თვე; შშმ არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი. სამოქმედო გეგმის 4.2.5 აქტივობის შესრულების მიზნით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს უწევდა და ყოველწლიურად აქვეყნებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზებს, რომლებიც შეიცავს შშმ პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სტატისტიკურ მონაცემებს. 2022 წელს პროკურატურის ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდა შშმ პირთა მიმართ ჩადენილი საქმეების ანალიზის შედეგები2, ქართულ და ინგლისურ ენებზე; 2023 წელს პროკურატურის ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი3 შშმ პირების საქმეთა ანალიზის შედეგები4, ქართულ და ინგლისურ ენებზე: აქტივობა 4.2.6. თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში მომსახურებით მოსარგებლე პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება. 2 https://pog.gov.ge/uploads/0de57c62-shshm-pirTa-analizi-05-12-2022.pdf https://pog.gov.ge/uploads/aeefaabf-PWD-study-eng-PDF.pdf 3 https://pog.gov.ge/uploads/6d17b487-PWD-children-Geo-2022.pdf; https://pog.gov.ge/uploads/01898d63-PWD-children-eng-2022 4 file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/08a9a498-e30d-42cb-adfa-a57a29696318.htm https://pog.gov.ge/uploads/d72e7c0c-shshm-pirTa-mimarT-chadenili-danashaulis-analizi- 2022-GEO.pdf 40 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, 2022 წლიდან სტატისტიკა მუშავდება მსხვერპლებისა და მოძალადეების სქესის, ასაკის, ძალადობის ფორმისა და მსხვერპლისა და მოძალადის ურთიერთობის კრიტერიუმის მიხედვით. აქტივობა 4.2.7. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესახებ სტატისტიკის წარმოება. 2021 წლის აგვისტოდან, დღემდე პარტნიორი უწყებების მხარდაჭერით მიმდინარეობს იურიდიული საქმის წარმოების მართვის საინფორმაციო პროგრამის რეფორმა. სისტემა იძლევა შესაძლებლობას, სტატისტიკური ინფორმაცია დამუშავდეს ორი დამოუკიდებელი საშუალებით: 1. დეტალიზებული ძებნის პარამეტრები; 2. გრაფიკული სტატისტიკა - რეპორტები. თითოეულ საშუალებას გააჩნია ძებნის მეთოდები, რომელიც იმართება სისტემის მომხმარებლის (ადმინისტრატორი) მიერ. დეტალიზებული ძებნის პარამეტრები - სისტემას დაემატა დეტალიზებული ძებნის პარამეტრები, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სტატისტიკური ინფორმაცია დამუშავდეს სხვადასხვა პარამეტრებით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინაციურად; ძებნის პარამეტრების გამოყენება შესაძლებელია როგორც განაცხადებისა და საქმეების, ასევე, კონსულტაციების მოდულითაც. ამ ეტაპზე სტატისტიკის დამუშავებისათვის მონაცემთა "დიდი ხუთეული" არსებობს სამი პარამეტრი: 1.მსხვერპლისა და მოძალადის სქესი, 2.მსხვერპლისა და მოძალადის ასაკი, 3. გეოგრაფიული არეალი. 2023 წელს, დეველოპერთან მიმდინარე ტექნიკური დავალების ფარგლებში, სისტემა, სამომავლოდ უზრუნველყოფს მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობისა და ძალადობის ფორმების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული მონაცემები დამუშავებადია ინდივიდუალურად - „ქეისებსა“ და კონსულტაციებში შეტანილ მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო ტექნიკური დავალების შესრულების შემდეგ სისტემა სტატისტიკური ანალიზის (რეპორტი) მეშვეობით უზრუნველყოფს მონაცემების ავტომატურ დამუშავებას. შემდგომი ნაბიჯები: 41 იმისათვის, რომ სრულად განხორციელდეს ამოცანა 4.2, 2023 წელს დასრულდება აქტივობა 4.2.1-ის განხორციელება, კერძოდ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება-შეგროვების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდება კონცეფცია. გამოწვევები და რეკომენდაციები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2023 წლის5 განხორციელების წლიური ანგარიშის ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გაუმჯობესდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების მიმართულებით. გასათვალისწინებელია, რომ სამოქმედო გეგმა მოიცავს პერიოდს 2022-2024 წლებისთვის. გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მნიშვნელოვანი წილი განხორციელდა ან/და მეტწილად განხორციელდა ან არის მიმდინარე. გეგმით გათვალისწინებული ამოცანების და აქტივობების განხორციელებაზე გამოწვევები და სირთულეები არ დაფიქსირებულა. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ უწყებებს აქტივობების შესასრულებლად ვადა განსაზღვრული აქვთ 2024 წლის IV -კვარტალის ჩათვლით. 5 შენიშვნა: მოიცავს 2022 წლის 26 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. 42 2024 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს უკვე დაწყებული აქტივობების განხორციელება, მათ შორის მნიშვნელოვანია დაიწყოს ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამ(ებ)ის მოდიფიცირება, რათა საქართველომ კიდევ უფრო მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვის მიმართულებით, რაც განპირობებულია მულტისექტორული მიდგომითა და მიზანმიმართული, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებული პოლიტიკის განხორციელებით. ასევე, მნიშვნელოვანია, 2024 წელს ინტენსიური მუშაობა წარიმართოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება-შეგროვების გაუმჯობესებისათვის კონცეფციის შემუშავების მიზნით. 43