საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირაკლი ხელაძე, მოადგილე - ბეჟან წაქაძე) და დებულება

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.11.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-15221/24/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირაკლი ხელაძე, მოადგილე - ბეჟან წაქაძე) და დებულება

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-11-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 1

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 11/25/24, 9:06 PM საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა თარიღი 25 ნოემბერი 2024 15:30 2024 წლის 25 ნოემბერი, 15:30 საათი თბილისი, რუსთაველის გამზ. 8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი განსახილველი საკითხები: 1. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულების შემუშავება და დამტკიცება; 2. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. https://parliament.ge/print/announcement/3046?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საორგანიზაციო სხდომის ოქმი N1 ქ. თბილისი. 25 ნოემბერი, 2024 წელი. სხდომას თავმჯდომარეობდა: პაატა კვიჟინაძე (კომიტეტის თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ხელაძე ირაკლი, წაქაძე ბეჟანი, კოდუა დავითი, ობოლაშვილი ანტონი, ბერაძე რამინა(რიმა), ინჯია ილია. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: კომიტეტის აპარატი და საქართველოს პარლამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 7 წევრის დასწრებით (კვორუმი - 4). დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი: 1. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულების შემუშავება და დამტკიცება; /მომხსენებელი: პაატა კვიჟინაძე/ 2. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. /მომხსენებელი: პაატა კვიჟინაძე/ დღის წესრიგს დაემატა საკითხი: 3. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის შექმნა და დებულების შემუშავება. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ I საკითხთან დაკავშირებით: საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტის მიერ შემუშავებული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულების პროექტი. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: პაატა კვიჟინაძემ. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 7 წევრმა. კომიტეტის წევრებმა დებულების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი. დაადგინეს: მოწონებულ იქნეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულების პროექტი და დასამტკიცებლად წარედგინოს პარლამენტის ბიუროს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ II საკითხთან დაკავშირებით: საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომიტეტის წევრებს ასარჩევად წარუდგინა მოადგილეების კანდიდატურები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე პაატა კვიჟინაძემ დაასახელა ირაკლი ხელაძის კანდიდატურა. ჩატარდა კენჭისყრა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 7 წევრმა. წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ერთხმად. განიხილეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილი ბეჟან წაქაძის კანდიდატურა. ჩატარდა კენჭისყრა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 7 წევრმა. ბეჟან წაქაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ერთხმად. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნეს ირაკლი ხელაძე, თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნეს ბეჟან წაქაძე. აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს პარლამენტის ბიუროს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ III საკითხთან დაკავშირებით: პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის წევრებს შესთავაზა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის შექმნა შემდეგი შემადგენლობით: პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, ირაკლი ხელაძე და დავით კოდუა. ჯგუფის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა პაატა კვიჟინაძე. ასევე, წარუდგინა აუდიტის ჯგუფის დებულების პროექტი. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: 1) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს აუდიტის ჯგუფის წარმოდგენილ შემადგენლობას და ჯგუფის ხელმძღვანელად პაატა კვიჟინაძის კანდიდატურას; 2) მოწონებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის დებულების პროექტი და დასამტკიცებლად წარედგინოს პარლამენტის ბიუროს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 25.11.2024წ. სხდომის აუდიო ჩანაწერი ოქმს თან ერთვის. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი პაატა კვიჟინაძე ირინა ლომია