„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, 240000000.05.001.020373)
შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 46-ე მუხლის :
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1. ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლის განხორციელების
მიზნით სამეწარმეო საზოგადოებას კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში შეიძლება ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო ამ მუხლის მე-7
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
სამეთვალყურეო
საბჭოს
შექმნა
სავალდებულოა.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4. იმ სამეწარმეო საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტს,
საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ
მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. სამეთვალყურეო
საბჭოში
სახელმწიფოს,
აფხაზეთის
ან
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ
საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი,
რომელიც
იმავდროულად
საჯარო
მოსამსახურეა,
მისთვის
დაკისრებულ
მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ
მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-7 პუნქტ ები:
„6. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის
ოპერატორის
დამოუკიდებლობისა
და
განცალკევების
მოთხოვნების
უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგეტიკისა
და ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ
1
საწარმოებში, სამეთვალყურეო საბჭო შეიძლება შეიქმნას სსიპ „სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტოს“ გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოსა
და
მის
წევრებთან
მიმართებით
დაცული
უნდა
იყოს
„ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია
იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას აღნიშნულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი
არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო
მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე
ასრულებს. მისი საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობად.“;
7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის
ოპერატორსა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციის
განმახორციელებელ საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა.
სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრებთან მიმართებით დაცული უნდა იყოს
„ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული მოთხოვნები. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს
წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას აღნიშნულ
საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი,
რომელიც
იმავდროულად
საჯარო
მოსამსახურეა,
მისთვის
დაკისრებულ
მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. მისი საქმიანობა არ
მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი
სისტემის ოპერატორების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ უნდა
იყოს საჯარო მოსამსახურე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს
საქართველოს პრეზიდენტი
ზურაბიშვილი
სალომე
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოფილ იქნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობა
„სახელმწიფო
ქონების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრულ
დებულებებთან. კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის
თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის
გადამცემი სისტემის ოპერატორებში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა ხდება სავალდებულო,
ხოლო
სახელმწიფო
ელექტროენერგეტიკისა
ქონების
და
ეროვნული
ბუნებრივი
გაზის
სააგენტოს
საკუთრებაში
არსებული
სექტორში
წარმოებისა
ვაჭრობის
და
განმახორციელებელ საწარმოებში, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა გადადის სსიპ „სახელმწიფო
ქონების
ეროვნული
სააგენტოს“
კომპეტენციაში.
ანალოგიური
სახის
ცვლილებები
ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს
შესაბამისი საკანონმდებლო დებულებების ურთიერთშესაბამისობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ;
ენერგეტიკულ გაერთიანებასთან კონსულტაციების შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული
ელექტროენერგიის/ბუნებრივი
გაზის
გადამცემი
სისტემის
ოპერატორის
განცალკევების უზრუნველყოფის საუკეთესო გზად, დაისახა საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროსა („სამინისტრო“) და სსიპ „სახელმწიფო ქონების
ეროვნულ სააგენტოს“ („ქონების სააგენტო“) შორის უფლებამოსილებების განაწილება იმგვარად,
რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში ერთდროულად არ აღმოჩნდეს ერთი მხრივ,
ენერგიის
გადაცემის/განაწილების
საქმიანობის
განმახორციელებელი
და
მეორე
მხრივ,
ენერგეტიკული
წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის
საწარმოები.
ამასთან
დაკავშრებით
მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში,
რომლის თანახმადაც, ქონების სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი
სისტემის
ოპერატორის
უზრუნველსაყოფად,
დამოუკიდებლობისა
აქციონერის/პარტნიორის
და
განცალკევების
უფლებამოსილებას
მოთხოვნების
განახორციელებს
დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შემდეგ
საწარმოებში:
ა) შპს „ენგურჰესი“;
ბ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“;
გ) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
ამასთან დაკავშირებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის რიგი
ცვლილებები, მათ შორის,ქონების სააგენტოს უჩნდება უფლებამოსილება, მის მართვაში მყოფ
ენერგეტიკულ
საწარმოებში
(შპს
„ენგურჰესი“,
სს
„ელექტროენერგეტიკული
სისტემის
კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“) შექმნას
სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონს შორის კოლიზიის თავიდან ასაცილებლად, ანალოგიური დათქმა ემატება
ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები
იმისათვის, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებული
ელექტროენერგეტიკისა
და
ბუნებრივი
გაზის
სექტორში
წარმოებისა
და
ვაჭრობის
განმახორციელებელ საწარმოებში, სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნას სსიპ „სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტოს“ გადაწყვეტილებით. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მართვის
უფლებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების საქმიანობის
ეფექტიან ზედამხედველობას; სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან სხვა სამართლებრივი
წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების დანიშვნასა და ასეთ საწარმოებში კენჭისყრის ან
აქციონერთა სხვა უფლებების განხორციელებას; შესაბამისი საწარმოების მიერ მოგებაზე
ორიენტირებული საქმიანობის განხორციელების მაქსიმალურ ხელშეწყობას. აღნიშნული
ცვლილებებით კი შესრულდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისა
და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების
მოთხოვნები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებული ელექტროენერგეტიკისა
და ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოებში,
სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა შესაძლებელი იქნება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს“ გადაწყვეტილებით.
ამასთან დაკავშირებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შედის რიგი ცვლილებები,
კერძოდ:
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის
სექტორში წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელ საწარმოებში სამეთვალყურეო
საბჭო შესაძლებელი იქნება შეიქმნას არა მთავრობის, არამედ სსიპ „სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტოს“ გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოსა და
მის წევრებთან მიმართებით დაცული უნდა იყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
მოთხოვნები.
საწარმოს
სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო
მოსამსახურე, თუ მას აღნიშნულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა,
მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. მისი
საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად;
კანონში ჩნდება იმპერატიული დათქმა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული
ელექტროენერგიისა
ოპერატორებში
აუცილებლად
და
უნდა
ბუნებრივი
იყოს
გაზის
შექმნილი
გადამცემი
სისტემის
სამეთვალყურეო
საბჭო.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა,
მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. მისი
საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის
გადამცემი სისტემის ოპერატორების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ
უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე.
საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს
საჯარო მოსამსახურე, თუ მას აღნიშნულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის
დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. მისი საქმიანობა არ
მიიჩნევა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცი რებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
ეს კანონი, ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში, რაც დაკავშირებულია „სახელმწიფო
ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი მუხლების ამოქმედების
ვადასთან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რაც დაკავშირებულია „სახელმწიფო
ქონების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვის
საშუალოვადიან
პერიოდში
საჭიროებასთან.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
სახელმწიფო საწარმო(ებ)ში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები
დაფინანსდება სახელმწიფო საწარმოს შემოსავლებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლის გავლენაც
საშემოსავლო გადასახადზე 31.8 ათასს შეადგენს. შესაბამისად, კანონპროექტი დადებით
გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
კანოპროექტის თანახმად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ შეიქმნება
სამეთვალყურეო საბჭო, სადაც ახალი თანამშრომლები დასაქმდებიან, რაც გამოიწვევს
დამატებითი ხარჯების დაფინანსებას სახელმწიფო საწარმოს მიერ: 2025 წელს 174 ათასი ლარის
ოდენობით (162 ათასი შრომის ანაზღაურება; 3240 დამსაქმებლის (გაზის ტრანსპორტირების
კომპანიის) საპენსიო შენატანი და 8800 სხვა ხარჯები), 2026 წელს 174.2 ათასი ლარის, ხოლო 2027
წელს 174.2 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, პროექტი დადებით გავლენას მოახდენს
ზემოაღნიშნულ საბჭოში დასაქმებული პირების შემოსავალზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
1
ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებებზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
ხელშეკრულების /შეთანხმების
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან ,
არსებობის
შემთხვევაში ,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე ,
ისეთი
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება , - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საკითხების
ეროვნულ
კანონმდებლობაში გადმოტანის ვალდებულება, განსაზღვრულია ენერგეტიკული გაერთიანების
დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების ოქმის მე-2 მუხლით.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში ,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა
და ევროპის
ატომური
ენერგიის
გაერთიანებას
და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის
შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო ,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან.
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების
სამუშაო
ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ენერგეტიკული გაერთიანების პოზიციაა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის გადამცემი
სისტემის ოპერატორის განცალკევების ფარგლებში ერთ-ერთ პუნქტად გათვალისწინებული
უნდა იქნეს წინამდებარე კანონპროექტით განსაზღვრული საკითხი.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების
მიმოხილვა , რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა
ე) კანონპროექტის ავტორი :
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ვასილ
ჩიგოგიძე, ისკო დასენი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ეკა სეფაშვილი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე, ვასილ
ჩიგოგიძე, ისკო დასენი.