„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-09
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) 175 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2028 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე “ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპრო ექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც მშენებლებმა დაიწყეს და შემდეგ ობიექტური
თუ სუბიექტური მიზეზების გამო აღარ დაასრულეს, სამწუხაროდ თბილისში მრავლად იყო. ამ
პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული,
განხორცილდა საჭირო ცვლილებები როგორც საკანონმდებლო ასევე კანონქვემდებარე
ნორმატიულ აქტებში, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ
შესაძლებელი
გახდა
დაუმთავრებელი
მშენებლობების
დასრულების
მიზნით
განხორციელებულიყო შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები.
ერთ-ერთი ასეთი ცვლილება 2020 წელს განხორციელდა „ადგილობრივი მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში და კანონს დაემატა 175 მუხლი. ამ მუხლის მიხედვით
დაუმთავრებელი მშენებლობები გათავისუფლდნენ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების
გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან, თუმცა იმ დათქმით, რომ ეს ობიექტი შემდეგ 2025
წლის 1 იანვრამდე უნდა იყოს მიღებული ექსპლუატაციაში, კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
აქვე ამავე მუხლით, საქართველოს მთავრობას დაევალა განესაზღვრა ობიექტები,
რომლების ჩაითვლებოდნენ დაუმთავრებელ მშენებლობებად. აღნიშნულის საფუძველზე
საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 10 ივლისს მიღებულ იქნა #428 დადგენილება
„ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ“.
აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებით, შესაბამისი დაუმთავრებელი ობიექტები
დღემდე სარგებლობენ ამ შეღავათით.
თუმცა, დღეის მდგომარებით, ზოგიერთი ეს ობიექტი 2025 წლის 1 იანვრამდე ვერ
ახერხებს ობიექტის დასრულებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას. აღნიშნულის მიზეზად, მათ
შორის, აღსანიშნავია პანდემიის ხანგრძლივი პერიოდი.
ამდენად, იმის გათვალისწინებით რომ ეს მშენებლობები არის დაუმთავრებელი, რომლის
დასრულებასაც ელოდება უამრავი დაზარალებული პირი, შესაბამისად ამ ობიექტების მიმართ
არსებობს მაღალი საჯარო ინტერსი, მიზანშეწონილი რომ „ადგილობრივი მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება და კანონის 175 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის ვადა (ობიექტის ექსპლუატაციაში
მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის 2025 წლის 1 იანვრამდე გამოცემა) 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად
გადაიწიოს 2028 წლის 1 იანვრამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
„ადგილობრივი
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 20 ივნისის #3214 კანონის მე-2 მუხლის
მიხედვით, „ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმებისთვის
გადაიხდება ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი მოსაკრებელი.“.
შესაბამისად, იმისათვის რომ დაუმთავრებელი მშენებლობები გათავისუფლდეს
სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან,
აუცილებელი იყო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება და ახლაც,
იმისათვის რომ ეს საკანონმდებლო შეღავათის მოქმედების ვადა გაგრძელდეს, საჭიროა კანონში
განხორციელდეს ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
კანონპროექტის მიღებით მოხდება დაუმთავრებელი მშენებლობების .ხელშეწყობა
კერძოდ, იმ ობიექტის მშენებლებს, რომლებიც ჩართული არიან ამ ტიპის მშენებლობების
დასრულების პროცესში, და დღეის მდგომარეობით ვერ ასწრებენ ობიექტების ექსპლუატაციაში
მიღებას, მათ არ მოუწევთ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის
გადახდა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. კანონპროექტის პირველი მუხლის მიხედვით, ცვლილება შედის „ადგილობრივი
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 175 მუხლის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში
და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით
უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2028 წლის 1
იანვრამდე გამოსცემს.“ ანუ ხდება მხოლოდ ვადის გადაწევა და იმისათვის რომ ობიექტი
გათავისუფლდეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის
გადახდისაგან, ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, უნდა
მოხდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.
2. კანონპროექტის მე-2 მუხლის მიხედვით ეს კანონი უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 1
იანვრამდე. ეს ვადა აღებულია იმიტომ რომ დადგენილი შეღავათის მოქმედების ვადა იწურება
სწორედ ამ დროს. შესაბამისად საჭიროა უწყვეტობის დაცვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული
ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება :
კანონპროექტი ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვრიდან. ეს ვადა აღებულია იმიტომ რომ
დადგენილი შეღავათის მოქმედების ვადა იწურება სწორედ ამ დროს. შესაბამისად საჭიროა
უწყვეტობის დაცვა შეღავათის მოქმედებასთან მიმართებაში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო :
კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხების დაფინანსების წყაროა მუნიციპალური
ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო ,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
წარმოდგენილი კანონპროექტი იქონიებს გავლენას ადგილობრივი ბიუჯეტების
საშემოსავლო ნაწილზე. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი
წარმოადგენდა ადგილობრივ მოსაკრებელს, რომელიც სრულად ირიცხებოდა ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. შესაბამისად, ამ მოსაკრებლისაგან გათავისუფლება,
გამოიწვევს ბიუჯეტში შემოსასვლელი თანხების შემცირებას. შემოსავალი შემცირდება იმ
ოდენობით, რა ოდენობაც უნდა შემოსულიყო სპეციალური (ზონალური) შეთანხმების
გაცემისათვის დაკისრებული მოსაკრებლის გადახდით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე :
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
დღეის მდგომარეობით, დაუმთავრებელი მშენებლობებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების
გამოყენებისათვის საკითხის შესწავლა ისედაც ხდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის შესაბამის
სტრუქტურებში, შესაბამისად, რაიმე დამატებითი ადამიანური ან მატერიალური რესურსის
გამოყოფა საჭირო არ არის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც
მოექცევიან
კანონპროექტის
რეგულირების
სფეროში,
კერძოდ,
კანონპროექტით
გათვალისწინებული
პირობების
დაკმაყოფილების
შემთხვევაში
ისინი
სრულად
გათავისუფლდებიან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი
მოსაკრებლის გადახდისაგან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს და ან სხვა
გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას
ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება :
ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა)
სახელმწიფო ,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის
შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების ,
სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის
შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი : მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი
ხელაძე, ნიკა ელისაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი : მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, აკაკი ალადაშვილი,
ირაკლი ხელაძე, ნიკა ელისაშვილი.