საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-01-27
ბიუროს ნომერი 14
📜 ტექსტი
წერილი
2-625/25
23-01-2025
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველი და მე-3
პუნქტების შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2024 წელს
გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს.
დანართი: - ანგარიში „26“ ფურცელზე
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის
საქმიანობის 2024 წლის
ანგარიში
სარჩევი
1.
შესავალი .................................................................................................................................................. 2
2.
ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე ........................................................................................................ 2
2.1.
კომიტეტის მისია ........................................................................................................................... 2
2.2.
კომიტეტის წევრები ....................................................................................................................... 2
3.
მთავარი მიღწევები და გამოწვევები .................................................................................................... 3
4.
სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები .................................................................................... 4
5.
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა .................................................................................. 6
6.
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა....................................................................................... 10
7.
კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა ............................................................................... 14
7.1.
7.1.1.
მოქალაქეთა წერილები/მომართვები .................................................................................... 15
7.1.2.
სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ............................................................. 16
7.2.
8.
საზოგადოებასთან ურთიერთობა............................................................................................. 14
საერთაშორისო თანამშრომლობა ............................................................................................ 18
კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება ......................................................................................... 21
9. კომიტეტის სხვა საქმიანობა ................................................................................................................... 22
9.1. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა........................................................................ 22
9.2. შიდა ინსტიტუციური თანამშრომლობა......................................................................................... 25
9.3. კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა ........................................................ 25
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
1
1. შესავალი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პარლამენტის ბიუროს N277/5
გადაწყვეტილების და კომიტეტის დებულების შესაბამისად. დოკუმენტში წარმოდგენილია
კომიტეტის მიერ, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საქმიანობის
ანგარიში.
ანგარიშის მიზანია, წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის გამგებლობას
მიკუთვნებულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების, კანონმდებლობის
შემუშავების და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებებით კომიტეტის მიერ გაწეული
საქმიანობის, მათ შორის, კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
საქმიანობის მონიტორინგის შედეგები.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენდა
კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, საზოგადოებასთან და
საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და კომიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე
ზრუნვა. ანგარიშის შესაბამის თავებში წარმოდგენილია ინფორმაცია ხსენებული
საქმიანობების შესახებ.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე
2.1.
კომიტეტის მისია
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის მისიას წარმოადგენს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა შესახებ
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, კანონმდებლობის განვითარება და
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის
საქმიანობის კონტროლი.
კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს
კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის, საქართველოს კანონებისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად.
2.2.
კომიტეტის წევრები
საანგარიშო პერიოდის დასასრულს (31.12.2024), კომიტეტი წარმოდგენილია 6 დეპუტატით,
რომლებიც წარმოადგენენ საპარლამენტო უმრავლესობას.
კომიტეტის შემადგენლობა 2024 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით:
1. რატი იონათამიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
2. ალუდა ღუდუშაური (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული
ოცნება“),
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
2
3. სავალან მირზოევი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
4. სუმბატ კიურეღიან (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
5. ირაკლი ჭეიშვილი (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“),
6. სალომე ჯინჯოლავა (კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“).
3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები
2024 წელს, კომიტეტის ფარგლებში მომზადებული და ინიციირებული საკანონმდებლო
აქტები მიმართული იყო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული რეფორმების
განხორციელებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისკენ. ამასთანავე, კომიტეტი
კრიტიკულად აანალიზებდა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებს ადამიანის
უფლებების ჭრილში, განსაზღვრავდა მათ სამომავლო ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე
და აფასებდა შემოთავაზებული ცვლილებების ეფექტიანობას ამ მიმართულებით არსებული
გამოწვევების დასაძლევად. აღნიშნულს გარდა, კომიტეტის შეფასების საგანი იყო
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების თავსებადობა ადამიანის უფლებების
შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებითა და საერთაშორისოდ ნაკისრ
ვალდებულებებთან. ამასთან, კომიტეტი, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული
ამოცანებისა და აქტივობების პარალელურად, მუშაობდა როგორც საკუთარ, ასევე
საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სხვა ახალ ინიციატივებზე.
საანგარიშო პერიოდში (2024 წლის იანვარი-დეკემბერი) კომიტეტმა ჩაატარა 24 სხდომა.
აღნიშნულ სხდომებზე კომიტეტის მიერ განხილულ იქნა:
• 17 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოიცავს 91 კანონპროექტს. მათ შორის: 11
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს 85 კანონპროექტს და 6 ცალკეული
კანონპროექტი. მათგან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 1 საკანონმდებლო
ინიციატივა, ხოლო სავალდებულო დასკვნისთვის განხილულია 16 საკანონმდებლო
ინიციატივა, რომელიც მოიცავს 90 კანონპროექტს;
•
2 საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის 1 წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
•
13 ანგარიში, მათ შორის 2 წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
•
4 საკანონმდებლო წინადადება წამყვანი კომიტეტის სტატუსით;
•
2 საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი;
•
4 საორგანიზაციო საკითხი;
•
2 სხვა საკითხი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კომიტეტის ფარგლებში
შემუშავებული კანონი ამნისტიის შესახებ. პროექტი მომზადდა ფრაქცია „ქართულ
ოცნებასთან“ ერთად და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით. შედეგად,
ამნისტია შეეხო 5,000-ზე მეტ პატიმარს, რომელთაგან დაახლოებით 1000 პატიმარმა დატოვა
პენიტენციური დაწესებულება, ხოლო დანარჩენების მიმართ, რომლებსაც სხვადასხვა
ოდენობით შეუმცირდებათ სასჯელი, ამნისტიას ექნება დროში გახანგრძლივებული
მოქმედება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
3
ამნისტია ასევე შეეხო დაახლოებით 13,000 პირობით მსჯავრდებულს, რომელთაგან 6,000მდე პრობაციონერს სრულად მოეხსნა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.
კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო ცვლილებები „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში, რომლის
აუცილებლობაც განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული პროფესიონალ სოციალურ
მუშაკთა მწვავე დეფიციტით. ცვლილებების შედეგადაც გაგრძელდა სოციალურ მუშაკად
საქმიანობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, განისაზღვრა მისთვის განკუთვნილი
გარდამავალი პერიოდი და რეგულირების პირობები.
კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა და პარლამენტის მიერ
მხარდაჭერილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი
„უსინათლო,
მხედველობადაქვეითებული
ან
ბეჭდური
ნაწარმოების
გაცნობის
შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე
მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ
კომიტეტი
აქტიურად
უჭერდა
მხარს
საქართველოს
შეერთებას
მარაკეშის
ხელშეკრულებასთან და ამ მიზნით, გასულ წელს პარლამენტმა მიიღო კომიტეტის მიერ
მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელმაც წინმსწრებად
უზრუნველყო
ეროვნული
კანონმდებლობის
მომზადება
ხელშეკრულებასთან
შეერთებისთვის.
საანგარიშო პერიოდში წარმატებულ საქმიანობასთან ერთად იყო გამოწვევებიც. კვლავაც
გამოჩნდა, რომ სამოქმედო გეგმის შედგენისას რთულია მომდევნო წლის აქტივობების
სრულყოფილად დაგეგმვა. დღის წესრიგში კვლავ აქტუალური იყო საკითხები, რაც
სამოქმედო გეგმით გაწერილი არ ყოფილა. სამუშაო პროცესში, პერიოდულად
გამოიკვეთებოდა საჭიროებები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვდა.
იმავდროულად, გამოწვევა იყო წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და
აქტივობების სრულად შესრულება.1
მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის აპარატის შესაძლებლობების
გაძლიერების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა,
სასურველია ამ მიმართულებით უფრო ფართო შესაძლებლობა არსებობდეს, რაც
საბოლოოდ, კომიტეტის აპარატის მიერ შექმნილი პროდუქტის ხარისხზე დადებითად
აისახება.
4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები
კომიტეტმა, 2024 წლის გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა სფეროში
იდენტიფიცირებული იმ საკითხებით, რომლებიც დამატებით შესწავლასა და გადაჭრას
საჭიროებდა. ხსენებულ საკითხთა წყაროებს უპირატესად წარმოადგენდა სამიზნე
ჯგუფებთან შეხვედრების შედეგად იდენტიფიცირებული საკითხები, მოქალაქეთა
მომართვები, შიდა საკომიტეტო კვლევები და დაკვირვებები, სახალხო დამცველის,
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები და ა.შ. დამატებით უნდა
აღინიშნოს, რომ კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას, სამუშაო საკითხთა
1
სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის თაობაზე ინფორმაცია მოცემულია ანგარიშის მე-4
თავში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
4
იდენტიფიცირების მიზნით არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ჯგუფთან, მათ შორის,
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან, ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან, ადამიანის უფლებათა
დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს წევრებთან.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლის სამოქმედო გეგმაში არ აისახა სამთავრობო
სამოქმედო გეგმით წარმოდგენილი ინიციატივები. 2024 წლის სამოქმედო გეგმის
აქტივობებად კომიტეტმა საკუთარი ინიციატივები განსაზღვრა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ
საანგარიშო პერიოდში აგრეთვე იმუშავებდა კომიტეტის კომპეტენციად განსაზღვრულ
სამთავრობო ინიციატივებზე.
კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის პრიორიტეტებად
2024 წლის გეგმისთვის განისაზღვრა: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის
მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მდგომარეობის
გაუმჯობესება, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, პიროვნების თავისუფალი
განვითარების უფლების რეალიზების ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება, ბავშვთა უფლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალთა უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესება,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის და დაზარალების უფლებების დაცვის მდგომარეობის
გაუმჯობესება, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის
კონტროლი და სპეციალური ანგარიშების განხილვა, საერთაშორისო შეთანხმებებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება,
ეფექტური
წარმომადგენლობითი
საქმიანობის
განხორციელება,
ინსტიტუციური
გაძლიერება, შიდა ინსტიტუციური და მულტისექტორული თანამშრომლობის განვითარება.
სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განისაზღვრა აქტივობები და
მათზე პასუხისმგებელი პირები. წლის გეგმით, განსაზღვრული იყო 64 აქტივობა. მათგან
შესრულდა 30, ნაწილობრივ შესრულდა 4, ხოლო შეუსრულებელი დარჩა 30 აქტივობა.
შესრულდა
ნაწილობრივ შესრულდა
არ შესრულდა
აქტივობების შეუსრულებლობის მიზეზებს შორისაა: გეგმით გაუთვალისწინებელი
საკითხების დღის წესრიგში ასახვა, მათი პრიორიტეტულობა და რესურსის მათკენ მიმართვა,
აგრეთვე, წამყვანი (სხვა) კომიტეტის მიერ პროექტის განხილვის დაყოვნება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
5
აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების რევიზია და დღის წესრიგის ცვლილება საკითხთა
აქტუალობიდან, კომიტეტის სხვა ვალდებულებებიდან და განსაკუთრებული მნიშვნელობის
საკითხთა პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.
5. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
ანგარიშის ამ თავში წარმოდგენილია კომიტეტის მიერ, საანგარიშო პერიოდში
შემუშავებული, ინიციირებული და განხილული მნიშვნელოვანი კანონპროექტები. მათი
ნაწილი წამყვანი კომიტეტის სტატუსით იქნა განხილული, ხოლო სხვა კანონპროექტები,
რომლებიც კომიტეტმა სავალდებულო წესით განიხილა, მისი მხრიდან მნიშვნელოვანი
კონტრიბუციის შედეგად არსებითად დაიხვეწა.
#შშმ პირთა უფლებები
საანგარიშო პერიოდში, პარლამენტმა მიიღო კომიტეტის ფარგლებში მომზადებული
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გაუქმდა
ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მოწმის, გამოსაკითხი პირის, ახსნა-განმარტების
მიმცემი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავდა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე იმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან,
დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და
მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის
მიღების შედეგად, ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევის მქონე შშმ პირებს მიეცემათ
ზემოაღნიშნული სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობა, რაც აღარ იქნება
ბლანკეტურად
შეზღუდული
(აქედან
გამომდინარე
დისკრიმინაციულად
დარეგულირებული). აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებებით
საქართველომ აღასრულა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
კომიტეტის (CRPD) რეკომენდაცია ეროვნულ დონეზე ყველა იმ სამართლებრივი ნორმის
გაუქმებაზე, რომელიც გაუმართლებლად ზღუდავდა შშმ პირთა მონაწილეობას
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
#შშმ პირთა უფლებები
კომიტეტის ფარგლებში შემუშავდა და პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ცვლილებები
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში“, და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“.
მიღებული ცვლილებებით, ამოქმედდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ საქართველოს
მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების სრულფასოვნად შესრულების უზრუნველსაყოფად
საჭირო ეფექტიანი ეროვნული მექანიზმი. ახლად გამოვლენილ/აღმოჩენილ გარემოებათა
გამო
სისხლის
სამართლის
განაჩენი/ადმინისტრაციული
გადაწყვეტილება
გადაისინჯება/გასაჩივრდება იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
6
დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და
გადასასინჯი განაჩენი/გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
#შშმ პირთა უფლებები
საანგარიშო წელს, წამყვანი კომიტეტის სტატუსით კომიტეტმა განიხილა და პარლამენტის
მიერ მხარდაჭერილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი
„უსინათლო,
მხედველობადაქვეითებული
ან
ბეჭდური
ნაწარმოების
გაცნობის
შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე
მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება. მარაკეშის
ხელშეკრულება ითვალისწინებს კონკრეტულ საშუალებებს და ადგენს გამონაკლისებს
საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან ექსკლუზიურად კითხვის უნარის დარღვევის მქონე
ადამიანებისათვის, ხელს უწყობს ადაპტირებული მასალების შექმნას და მათ
საერთაშორისო მიმოქცევას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტი აქტიურად ადვოკატირებდა საქართველოს შეერთებას
მარაკეშის ხელშეკრულებასთან და ამ მიზნით, კომიტეტის აქტიური ჩართულობით,
საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონსა და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში მარაკეშის
ხელშეკრულებასთან თავსებადი ცვლილებების განხორციელების გზით, წინმსწრებად,
უზრუნველყო ეროვნული კანონმდებლობის მომზადება.
#შშმ პირთა უფლებები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში გააქტიურდა მუშაობა შშმ პირებისთვის ვებგვერდებისა
და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. კერძოდ, ჩატარებული სამუშაოს ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს განვითარების
პროგრამის (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის
მხარდაჭერით მომზადებულია კვლევები - „ვებ მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის საქართველოში: არსებული მდგომარეობა და საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკა“; „ვებ მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისთვის საქართველოში: რეკომენდაციები“. ამავე დროს, საკანონმდებლო
ცვლილებების მომზადებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და პროცესში შშმ პირთა
ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით გაიმართა შეხვედრები უსინათლოთა თემთან,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, საჯარო
სექტორთან, მათ შორის, საქართველოს მთავრობასთან და სსიპ ციფრული მმართველობის
სააგენტოსთან, პროგრამული უზრუნველყოფის წარმომადგენლებთან, ასევე, ამერიკის
შეერთებული შტატების მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან - საჩინ დევ
პავიტრანთან. ზემოხსენებული სამუშაოს საფუძველზე, საანგარიშო წელს მომზადდა
საკანონმდებლო ცვლილებების პირველადი სამუშაო ვერსია.
#ბავშვთა უფლებები
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ საკანონმდებლო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
7
ცვლილებებთან ერთად. ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური
ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით
საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად
აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან
განსხვავებული
სქესისთვის
მიკუთვნების
მიზნით
სამედიცინო
მანიპულაციის
გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან,
განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის
ჩატარებასთან,
შრომითი
ურთიერთობის
ფარგლებში
ბიოლოგიური
სქესის
უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
#ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და ფრაქცია
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული იქნა საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის
შესახებ“, რომელიც 2024 წლის 10 ივლისს ინიციირებულ იქნა საპარლამენტო ფრაქცია
„ქართული ოცნების“ მიერ (№073/460; 10.07.2024).
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების აქტუალობას
ძირითადად განაპირობებდა ის გარემოება, რომ 100 000 მოსახლეზე პატიმართა
რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან
მეორე ადგილზე იმყოფებოდა. კანონის პროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ
ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური
პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო 2024 წლის
17 სექტემბერს. კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, რაც განხორციელდა 2024 წლის 27
სექტემბერს.
კანონმა გაითვალისწინა ამნისტიის სხვადასხვა ფორმები (სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან სრული გათავისუფლება; სასჯელის განახევრება;
სასჯელის ¼-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; პირობითი მსჯავრისა და
გამოსაცდელი ვადის შემცირება). კანონით დადგენილი იქნა გონივრული ბალანსი
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესსა და ჰუმანიზმის პრინციპს შორის.
კანონით მთელ რიგ დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელების წინაპირობას წარმოადგენს
დაზარალებულის თანხმობის არსებობა ან/და წინარე ნასამართლობის არქონა. კანონით
მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის რისკები და მასში
გათვალისწინებულია შესაბამისი პრევენციული მექანიზმები.
შედეგად, ამნისტია შეეხო 5,000-ზე მეტ პატიმარს, რომელთაგან დაახლოებით 1000
პატიმარმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება, ხოლო დანარჩენების მიმართ,
რომლებსაც სხვადასხვა ოდენობით შეუმცირდებათ სასჯელი, ამნისტიას ექნება დროში
გახანგრძლივებული მოქმედება.
ამნისტია ასევე შეეხო პრობაციის რეჟიმში მყოფ პირებს (პირობით მსჯავრდებულებს და
პირობით ვადამდე გათავისუფლებულებს) რომლებსაც ჩადენილი აქვთ ამნისტიას
დაქვემდებარებული დანაშაულები, სულ მცირე 1 წლით შეუმცირდათ პირობითი მსჯავრი და
გამოსაცდელი ვადა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
8
შედეგად, ამნისტია შეეხო დაახლოებით 13,000 პირობით მსჯავრდებულს, რომელთაგან
6,000-მდე პრობაციონერს სრულად მოეხსნა პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.
#სოციალური უფლებები
ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებული სოციალური მუშაკების
მცირე რაოდენობით გამოწვეული მწვავე კრიზისის დასაძლევად კომიტეტის ფარგლებში
მომზადდა და საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური
მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რაც კომიტეტმა
განიხილა სამი მოსმენით წამყვანი კომიტეტის სტატუსით.
აღნიშნული საკანონმდებლო ინციატივის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ
მიღებულ იქნა კანონი, რის შედეგადაც გაგრძელდა სოციალურ მუშაკად საქმიანობის
მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი, რის
განმავლობაშიც სოციალურ მუშაკად დასაქმების შესაძლებლობა მიეცა იმ პირსაც, რომლის
უნარები და კომპეტენცია მაქსიმალურად მიახლოებულია კვალიფიციური სოციალური
მუშაკის შესაძლებლობებთან და ამ გარდამავალ, კრიზისულ პერიოდში შეუძლია გარკვეული
ფუნქციების შესრულება სოციალური მუშაობის მიმართულებით შესაბამისი დაწესებულების
საქმიანობის უზრუნველსაყოფად. კანონის იმპლემენტაციის შედეგად უზრუნველყოფილ
იქნება ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაობის შეუფერხებელი წარმართვა,
იმავდროულად ხელი შეეწყობა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციის
შესრულებას სოციალური მუშაობის სფეროში უფრო მეტი სოციალური მუშაკის ჩაბმის
საჭიროებასთან დაკავშირებით.
# დანაშაულის მსხვერპლთა უფლებები
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
- „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევ ცვლილებებთან ერთად.
კანონის პროექტი განსაზღვრავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების
საფუძვლებსა და პირობებს. კანონის პროექტით წესრიგდება ბიოლოგიური ნიმუშის
პროფილირებას დაქვემდებარებულ პირებთან, ბიოლოგიური ნიმუშის აღებასთან,
ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღებასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზის დამუშავების
ძირითად წესებთან, ბიოლოგიური ნიმუშისა და გენეტიკური პროფილის შენახვისა და
განადგურების წესთან დაკავშირებული საკითხები.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საკანონმდებლო ინიციატივა და აღნიშნა, რომ დნმ
მონაცემთა ბაზების შექმნა და გამოყენება ხელს შეუწყობს სამართალდამცავ უწყებებს
დანაშაულის სწრაფად გახსნასა და სამართალდამრღვევთა გამოვლენაში, რაც
მნიშვნელოვანი წინაპირობაა დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების აღდგენისა და დაცვის
მიმართულებით. კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ დანაშაულის გახსნის უკეთესი
შესაძლებლობების შექმნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომხდარი დანაშაულების
გამოვლენისა და შესაბამის პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის კუთხით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
9
არამედ იმ მხრივაც, რომ პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პრინციპის პრაქტიკული
განხორციელების შედეგად, გაიზრდება კანონმდებლობის პრევენციული ეფექტიც.
#სამოქალაქო უფლებები
კომიტეტმა სანგარიშო პერიოდში განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტის
მიხედვით
ადმინისტრაციული
სახდელისგან
−
ჯარიმისგან
გათავისუფლდნენ
პირები,
რომლებმაც
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 („იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა“) ან
4211 („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინეს.
კანონპროექტით თანახმად, შესაბამისი კატეგორიის პირების მიმართ ადმინისტრაციული
სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლების ღონისძიებები უნდა აღსრულდეს 2025 წლის 1
იანვრამდე.
6. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
#შშმ პირთა უფლებები
#სამოქმედო გეგმის აღსრულება
კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის
ღონისძიებების 2023 წლის შესრულების ანგარიში“.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ განხორციელებული
საქმიანობა მიემართებოდა - ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, საერთაშორისო
პრაქტიკის შესწავლას, შესაბამისი გზამკვლევების შემუშავებას, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის საკითხებს, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და
მისაწვდომობის უზრუნველყოფას, სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას, დასაქმების
ხელშეწყობის საკითხებს, განათლების უფლების მისაწვდომობასა და მონაწილეობას
კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. მთლიანობაში
კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი ანგარიში და, ამავდროულად, 2020 წლის „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების
საქმეში მეტი პროგრესის უზრუნველყოფისათვის აღმასრულებელი უწყებების მიმართ გასცა
რიგი რეკომენდაციები.
ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის
დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით
განსახორციელებელი ღონისძიებების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
10
მდგომარეობაზე, ისევე როგორც 2025 წლის პირველი იანვრიდან პერსონალური ასისტენტის
სერვისის მიწოდებისათვის მუნიციპალიტეტების პრაქტიკული მზაობის ხარისხზე და გაიცა
შესაბამისი რეკომენდაციები.
#შშმ პირთა უფლებები
საანგარიშო წელს კომიტეტმა, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, შშმ
პირთა თემისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების
ჩართულობით, მოისმინა ინფორმაცია შშმ პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების
მიმდინარეობისა და საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების
შესახებ. საკომიტეტო მოსმენებისას მოხდა იმ საკითხთა იდენტიფიცირება, რომლებიც
მოითხოვს შესაბამის საკანონმდებლო მოწესრიგებას/ცვლილებებს. საკომიტეტო
განხილვების მონაწილეთა მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებზე გამოითქვა შემდგომი
თანამშრომლობის მზაობა. ამავე დროს, კომიტეტში შესაბამისი აქტორების ჩართულობით
გაიმართა სამუშაო შეხვედრა შშმ პირებისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მინიჭების მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცვლილების
საჭიროების თაობაზე. შეთანხმების შედეგად, ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან
საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივ
ბრძანებაში რომლის თანახმადაც, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა
კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისათვის ყრუ და სმენადაქვეითებულ
პირებს აღარ ექნებათ დამაბრკოლებელი გარემოება.
#შშმ პირთა უფლებები
#მხარდამჭერი პროგრამები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომაზე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი პროგრამების შესრულების
მიმდინარეობის
შესახებ
ინფორმაცია
მოისმინა.
ინფორმაცია
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
მოადგილემ ირინა წაქაძემ წარმოადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მუდმივად მიმდინარეობდეს
მსჯელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისების
მიწოდებასა და ხარისხზე, რადგან დროთა განმავლობაში მოცემულობები იცვლება.
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე
მუშაობას, რათა მასში ადეკვატურად აისახოს შშმ პირებთან მიმართებით ასიგნებები.
სხდომაზე აღინიშნა, რომ 2012 წლისთვის ამ პროგრამებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი იყო დაახლოებით, 17 მლნ. ლარი და დღეს არის 77მლნ. ლარი.
#პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, საზედამხედველო
საქმიანობის ფარგლებში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის
იმპლემენტაციისათვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ინფორმაცია დეპუტატებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
11
ჯანაშვილმა გააცნო. მან ასევე ისაუბრა კანონის გარდამავალი
განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
დებულებებით
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, პერსონალური დაცვის სამსახურმა უზარმაზარი
მუშაობა გასწია კანონის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ეს იყო ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც აიღო საქართველომ
ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით.
თუმცა მხოლოდ კანონის მიღებით არ ვკმაყოფილდებით და გვაქვს ამბიცია, რომ
ხარისხობრივი თვალსაზრისით უნდა იყოს გამართული ყველა პროცესი, რომ ამ
კანონმდებლობის მიღების შედეგად საზოგადოებაც გრძნობდეს იმ გაუმჯობესებას,
რომელიც ევროპული სტანდარტების ქვეყანაში შემოტანას შეიძლება თან ახლდეს.
#მეწარმეთა შესახებ კანონი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ
უმასპინძლეს სამუშაო შეხვედრას, სადაც მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს „მეწარმეთა
შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ მისი ცალკეული დებულებების დანერგვის
პრაქტიკასა და ანალიზზე.
შეხვედრაში, სახელწოდებით „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ცალკეული
დებულებების რეტროსპექტული შეფასება“, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის,
ინვესტორთა საბჭოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბიზნეს ასოციაციების,
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის, USAID-ის ეკონომიკური
მმართველობის პროგრამის წარმომადგენლები და დარგის ექპერტები.
შეხვედრაზე განიხილეს კანონში დისპოზიციური და იმპერატიული ბუნების საკითხები
ცალკეულ მუხლებში და საწარმოს რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა
აქტუალური საკითხი.
შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
#პარლამენტის წევრის კითხვა
კომიტეტის ხუთმა წევრმა ისარგებლა პარლამენტის წევრის კითხვის უფლებამოსილებით და
სხვადასხვა ადრესატთან ჯამურად 89 კითხვა გაგზავნა.
#მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება
კომიტეტმა 2024 წლის 5 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში
ნდობის
გამოსაცხადებლად
წარმოდგენილი
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და თანდართული სამთავრობო
პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
12
წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ქმნის მყარ საფუძვლებს მომდევნო წლებში ქვეყნის
სწრაფი განვითარებისთვის, როგორც ეროვნული, ასევე, რეგიონული და გლობალური
მასშტაბით, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან და ემსახურება
თითოეული მოქალაქის მდგომარეობის გაუმჯობესებას საზოგადოებრივი ცხოვრების
მრავალ სფეროში.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების
ხედვები სამთავრობო პროგრამის შესაბამისად მათი პრიორიტეტების, სამომავლო
გეგმებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
#მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება
კომიტეტმა
2024
წლის
26
ნოემბრის
სხდომაზე
განიხილა
საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში
ნდობის
გამოსაცხადებლად
წარმოდგენილი
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და თანდართული სამთავრობო
პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“.
წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა შედგენილია საქართველოს წინაშე არსებული
გამოწვევებისა და ქვეყნის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე და მისი მიზანია
ქართული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერება და ქართველი ხალხის ინტერესების
რეალიზება.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
კომიტეტმა
მხარი
დაუჭირა
საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში
ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და
სამთავრობო პროგრამას.
#2025 წლის ბიუჯეტის პროექტი
#2024 წლის ბიუჯეტის შესრულება
კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი, დოკუმენტი − „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება −
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
კანონის პროექტის განხილვის დროს აქცენტი გაკეთდა კანონპროექტით წარმოდგენილ იმ
სახელმწიფო პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, რომლებიც თავისი დანიშნულებით
ემსახურებიან ადამიანის, მათ შორის, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების უფლებების რეალიზაციასა და დაცვას, სოციალური მუშაობის შესახებ კანონის
იმპლემენტაციას, ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციას. კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა,
ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები გაეზარდოს იმ საბიუჯეტო
ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე
არიან ძირითადი პასუხისმგებლები. კომიტეტის რეკომენდაციები სრულად იქნა
გათვალისწინებული კანონში „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
13
#პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი
2024 წლის განმავლობაში კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოების ქვემოთ ჩამოთვლილი ანგარიშები. თითოეული ანგარიშის საფუძველზე
მომზადებულ დასკვნაში კომიტეტმა ასახა რეკომენდაციები ადრესატი უწყებების მიმართ.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი
დამცველის
სამსახურის
საქმიანობის 2023 წლის ანგარიში;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა
უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის
ანგარიში;
სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ანგარიში;
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის
ანგარიში;
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2023 წლის
წლიური ანგარიში;
სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2023 წლის
საქმიანობის ანგარიში;
სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2023 წლის
ანგარიში;
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის
ანგარიში;
„2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების
რეალიზაციის,
მათ
შორის,
სოციალურ
უფლებათა
უზრუნველყოფის ღონისძიებების 2023 წლის შესრულების ანგარიში;
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ ანგარიში.
7. კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობა
7.1.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
14
7.1.1. მოქალაქეთა წერილები/მომართვები
კომიტეტისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას
წარმოადგენს მოქალაქეთა საჭიროებების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და
პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობა. კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და
რეაგირებას ახდენს მოქალაქეთა მომართვებზე. რეაგირების ფორმები განსხვავებულია
საკითხის სპეციფიკის თუ სისტემური ხასიათის გათვალისწინებით. სხვადასხვა სახელმწიფო
დაწესებულებასთან შუამდგომლობის გარდა, კომიტეტისთვის მოქალაქეთა მომართვები
წარმოადგენს საკითხის შემდგომი დაკვირვების, შესწავლის და საჭიროებიდან გამომდინარე,
საკანონმდებლო ცვლილებების გატარების ერთ-ერთ წყაროს.
2024 წელს კომიტეტი კვლავაც განიხილავდა და რეაგირებას ახდენდა მოქალაქეთა
მომართვებზე. საჭიროების შემთხვევაში კომიტეტი წერილობით სამართლებრივ
განმარტებას აძლევს მოქალაქეს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლებლობების
შესახებ.
საანგარიშო პერიოდში სულ შემოვიდა მოქალაქეთა 1638 განცხადება. კომიტეტმა შეისწავლა
და რეაგირება მოახდინა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა განცხადებაზე.
შემოსული განცხადებების შინაარსობრივი კლასიფიკაცია შემდეგია:
გამოძიება - 304
მართლმსაჯულება -246
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება - 15
სასჯელაღსრულება - 163
მსუბუქი სასჯელით შეცვლა - 38
ამნისტია - 193
სოციალური საკითხები - 102
იურიდიული დახმარება - 192
დევნილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები - 8
ინფრასტრუქტურა - 41
ჯანმრთელობის დაცვა - 23
შშმ პირთა უფლებები - 12
ბავშვთა უფლებები - 20
ქონებრივი დავა - 11
შრომითი უფლებები - 25
სხვადასხვა - 245
იხ. დიაგრამა:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
15
ბავშვები
1%
შშმ პირები
1%
ჯანდაცვა
1%
შრომა
2%
ქონება
1%
ინფრასტ.
3%
დევნილები
1%
გამოძიება
19%
იურიდ. დახმ.
12%
მართლმსაჯულება
15%
სოციალური
6%
ამნისტია
12%
სასამ. გადაწყ. აღსრ.
1%
სხვადასხვა
15%
სასჯელაღსრულება
10%
სასჯ. შეცვლა
2%
გამოძიება
სასჯ. შეცვლა
იურიდ. დახმ.
შშმ პირები
მართლმსაჯულება
სხვადასხვა
დევნილები
ბავშვები
სასამ. გადაწყ. აღსრ.
ამნისტია
ინფრასტ.
ქონება
სასჯელაღსრულება
სოციალური
ჯანდაცვა
შრომა
7.1.2. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა
2024 წლის სამოქმედო გეგმის შედგენისას, კომიტეტმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა
სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და
მიღებული ინფორმაცია გაითვალისწინა წლის ამოცანებისა და აქტივობების განსაზღვრისას.
კომიტეტის თავმჯდომარე და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბავშვის უფლებებზე მომუშავე
ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში გაიმართა და
მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეებისთვის კომიტეტის წლის თემატური
პრიორიტეტებისა
და
მოსაზრებების
გაცნობას,
ასევე
შემდგომი
თანამშრომლობის პერსპექტივებს.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს
პარლამენტის წევრები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას
შეხვდნენ. მდინარე ენგურის ხიდთან და სოფელ რუხში, ასევე სოფელ ტყვიავში
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
16
გაეცნენ ადგილობრივი მოსახლეობის
საჭიროებების შესახებ ინფორმაციას.
უფლებრივ
მდგომარეობას
და
შეხვედრის ორგანიზება განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის
ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ
მცხოვრები მოსახლეობის საჭიროების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში
მათზე რეაგირება.
შეხვედრები სამეგრელოში და შიდა ქართლის რეგიონში გაიმართა სახელმწიფო
რწმუნებულების და შესაბამის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერითა და
მონაწილეობით.
კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე
საქართველოს პარლამენტის სხვა წევრები რუსთავში, სხვადასხვა ეთნიკური
უმცირესობის ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში. კომიტეტის
თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული პრიორიტეტები და მოისმინა მათგან საჭიროებების შესახებ
ინფორმაცია სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების მიზნით.
შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და რუსთავის
მერის მხარდაჭერით და მონაწილეობით.
კომიტეტის თავმჯდომარე
საზოგადოების
ფორუმის
წარმომადგენლებს შეხვდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო
საქართველოს
ეროვნული
პლატფორმის
შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლებისთვის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის
გაცნობა
და
მათი
მოსაზრებების
მიღება
წლის
განმავლობაში
განსახორციელებელ აქტივობებთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები თანამშრომლობის პერსპექტივებზე და
სამოქმედო გეგმის იმ მიმართულებებზე, რაც კომიტეტსა და პლატფორმაში
წარმოდგენილ ორგანიზაციებს აერთიანებთ.
კომიტეტის თავმჯდომარე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის
მაგისტრატურისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული
კლინიკის სტუდენტებს შეხვდნენ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს ახალი პენიტენციური კოდექსი გააცნო,
რომელიც აწესებს პატიმართა უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის მნიშვნელობას, მათ შორის
პენიტენციური სისტემის მიმართულებით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
17
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლები აუტისტური სპექტრის
მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, 18 წლის
ასაკის მიღწევის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი პროგრამების
განხორციელებაში პარლამენტის მხარდაჭერა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა
საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების შესახებ
იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურად ადამიანის უფლებების დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, რატი
იონათამიშვილმა, პირველი კომიტეტის სხდომა 21 მარტს გამართა, როცა
მსოფლიო ამ მნიშვნელოვან დღეს აღნიშნავს. ამით კომიტეტის თავმჯდომარემ
ხაზი გაუსვა, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების და ინტერესების
დაცვის მნიშვნელობას“.
კომიტეტის სხდომაზე მოხსენებები წარადგინეს დაუნის სინდრომის მქონე
ახალგაზრდებმა. სხდომაზე გამოიკვეთა გამოწვევები განათლების, დასაქმების,
ადვოკატირების,
ჯანმრთელობის
სერვისების
ხელმისაწვდომობის
მიმართულებით. კომიტეტზე აღნიშნა, რომ მოსმენილი ინფორმაციებიდან
გამოკვეთილი საჭიროებების შესწავლის მიზნით, კომიტეტში გაგრძელდება
შემდგომი მუშაობა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს
თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღეს პოზიტიური მშობლობის შესახებ
პროგრამის გახსნით ღონისძიებაში, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტში გაიმართა.
პოზიტიური მშობლობის პროგრამის მიზანია ოჯახების გაძლიერება და
მშობელთა მხარდაჭერა ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად.
სიტყვით მიმართვისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ბავშვის უფლებათა
დაცვის პროგრამებისა და სერვისების მრავალფეროვნებისა და მისაწვდომობის
მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა სახელმწიფოს როლს და პოზიტიურ
ვალდებულებას, შექმნას და მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით
მომსახურებების გაძლიერებას. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება
გაამახვილა უკანასკნელ წლებში, ბავშვის უფლებათა დაცვისკენ მიმართული
კანონმდებლობის, ისევე როგორც სახელმწიფო პროგრამების განვითარებაზე და
პროგრესის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
7.2.
საერთაშორისო თანამშრომლობა
კომიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა
და ერთობლივი ღონისძიება როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან,
ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
18
კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რობინ დანიგანთან გაცნობითი შეხვედრა
გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კომიტეტისა და საელჩოს შორის თანამშრომლობის
კარგ გამოცდილებაზე და მის ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ პროდუქტებზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა უკანასკნელ პერიოდში ადამიანის
უფლებების
დაცვის
მიმართულებით
განხორციელებული მნიშვნელოვანი
რეფორმები. საუბარი შეეხო საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში
ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, რობინ დანიგანმა კომიტეტის თავმჯდომარეს
მიულოცა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის
მიღება და გამოხატა თანადგომა შემდგომი რეფორმების გატარების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის
გაგრძელებისა და განვითარებისთვის საჭირო ორმხრივი მზაობა.
კომიტეტის თავმჯდომარე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის
უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვს და ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს საქართველოში
ბესარიონ ბოხაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კომიტეტისა და გაეროს ადამიანის უფლებათა
უმაღლესი კომისარიატის
თანამშრომლობის კარგ გამოცდილებაზე და მის
ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ პროდუქტებზე. განხილული იქნა აგრეთვე
სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა
დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებისა და განვითარებისთვის
საჭირო ორმხრივი მზაობა და სურვილი.
კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის
„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების
გაძლიერება“ გახსნის კონფერენციაში.
ღონისძიება, სახელწოდებით „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების
აღსრულებაზე
საპარლამენტო
ზედამხედველობა
საქართველოში“ თბილისში გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა
საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობის
გამოცდილებასა და იმ პერსპექტივებზე, რაც სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილებების
ეროვნულ
დონეზე
აღსრულების
ზედამხედველობას
განამტკიცებს.
ასევე
ხაზი
გაესვა
საპარლამენტო
ზედამხედველობის
რეგლამენტირებული ინსტრუმენტების და დამკვიდრებული პრაქტიკის, ისევე
როგორც აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობის გაძლიერების განსაკუთრებულ
მნიშვნელობას.
აღნიშნულს გარდა, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარეები ინდივიდუალურად
და დელეგაციის ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთ ორგანიზებულ
სხვადასხვა შეხვედრაში და ღონისძიებაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო სამართლის უზენაესობის გლობალური
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
19
კომისიის წევრთა რიგით მესამე შეხვედრაში, რომელიც პორტუგალიის ქალაქ
კასკაისში გაიმართა.
შეხვედრაზე კომისიის წევრებმა ევროპაში სამართლის უზენაესობის კონცეფციისა და
მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც გაეროს
გენერალური ასამბლეის მეექვსე კომიტეტს წარედგინება.
კომისია შექმნილია ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ინიციატივით
და მისი ამოცანაა გლობალური სამართლის უზენაესობის ყოვლისმომცველი ხედვის
და ღირებულებების განვითარება ერთაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ისევე
როგორც საკუთარი ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით.
კომიტეტის თავმჯდომარემ და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს
თავმჯდომარემ, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, გაეროს ბავშვის უფლებათა
კომიტეტში გამართულ საქართველოს ანგარიშის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.
ეროვნული ანგარიშის განხილვა მოიცავდა ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი
დამატებითი ოქმების შესრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოს მე-5 და მე6 გაერთიანებულ ანგარიშებს.
საქართველოს დელეგაციამ კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში,
კონვენციის დებულებების შესრულებისა და ბავშვის უფლებათა დაცვის განმტკიცების
მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
პარლამენტის წევრებმა ისაუბრეს ბავშვის უფლებათა დაცვის მარეგულირებელი
ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს, განხორციელებული და მიმდინარე
რეფორმების შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარემ 11-13 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის
მონაწილე ქვეყნების მე-17 ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ნიუ
იორკის ოფისში გაიმართა. მე-17 ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებს კომიტეტის
თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ შშმ
პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა.
გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 17-ე ასამბლეის დასკვნით დღეს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარე
აშშ-ს
მისაწვდომობის
საბჭოს
აღმასრულებელ დირექტორს - საჩინ დევ პავითრანს, ტექნოლოგიების და
ინფორმაციის მისაწვდომობის დირექტორს - ელისონ ლევის და სახელმწიფო
დეპარტამენტის შეზღუდული შესაძლებლობის მართლმსაჯულების ოფიცერს ესლან ელისონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს შშმ პირთათვის კომუნიკაციისა და ვებმისაწვდომობის
სტანდარტებზე,
კარგ
საერთაშორისო
პრაქტიკასა
და
საკანონმდებლო ჩარჩოებზე. საუბრის დროს, დადებითად იქნა შეფასებული
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული “მისაწვდომობის ეროვნული
სტანდარტები”, რომელიც უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება. ასევე,
მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გზებსა და
აუცილებლობაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
20
კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა
საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა.
შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სარა მინკარას საქართველოში შშმ პირთა
უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პროგრესი და გამოწვევები გააცნო.
მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ორმხრივი ვიზიტების
შესაძლებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მე-17 ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
2024 წელს კომიტეტი აგრძელებდა თანამშრომლობას ევროპის საბჭოს ოფისთან შემდეგი
პროექტების ფარგლებში: ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების
იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში, სოციალური და ეკონომიკური უფლებების
დაცვის
მდგომარეობის
გაძლიერება
საქართველოში,
ბავშვზე
მორგებული
მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში, ბავშვთა დაცვა და პრევენცია
ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში, ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად
ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება
საქართველოში.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის საბჭოს ოფისთან
საქართველოში. თანამშრომლობის ფარგლებში, რელევანტური სახელმწიფო უწყების
მონაწილეობით, შეიქმნა უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტირების
ფორმატი. კონსულტაციების ფარგლებში განიხილება წინადადებები ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების პროცესში
ჩართულ ეროვნულ აქტორებს შორის არსებული კოორდინაციისა და თანამშრომლობის
მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდის თაობაზე.
8.
კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს
სხვადასხვა თემატურ საკითხზე გამართულ ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებში,
სემინარებში და კონფერენციებში. მათ შორის: ევროსაბჭოს ოფისის მიერ მხარდაჭერილი და
თანაორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ევროპისა და ხმელთაშუაზღვის
ქვეყნების მიდგომები ინფორმაციის მისაწვდომობაზე (რაბათი, მაროკო); გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის (აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ფონდი საჯარო მმართველობის რეფორმებისთვის)
ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია „კარგი მმართველობის განვითარება,
როგორც საჯარო მმართველობის რეფორმების ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნებში“ (ბრიუსელი, ბელგია); ტრენინგი თემაზე - ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და
ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით; ტრენინგი რეგულირების ზეგავლენის
შეფასებაზე; ტრენინგი თემაზე - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სამსახურში;
აღნიშნული კურსების ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო: პარლამენტის სასწავლო
ცენტრი, ევროპის საბჭო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება,
გაეროს განვითარების პროგრამა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
21
9. კომიტეტის სხვა საქმიანობა
9.1. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტი ხშირად მიმართავდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის
ფორმატს მიმდინარე პროექტებზე მუშაობისას და საპარლამენტო კონტროლის
მექანიზმების გამოყენებისას. ამას გარდა, კომიტეტი ჩართულია სხვადასხვა
უწყებათაშორისი/მულტისექტორული ჯგუფების მუშაობაში. 2024 წელს კომიტეტი
წარმოდგენილი იყო სხვადასხვა უწყებათაშორისი კომისიის, საბჭოს, სამუშაო ჯგუფის და
დელეგაციის შემადგენლობასა და მუშაობაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კომიტეტის
2024 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, კომიტეტის
აპარატის და სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სახალხო
დამცველის მოადგილე.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის
პროექტით გათვალისწინებული ამოცანები და აქტივობები, გაცვალეს უწყებებს
შორის თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები და იმსჯელეს პროექტით
შემოთავაზებული აქტივობების მოდიფიცირების/ახალი აქტივობების დამატების
შესახებ. სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი
კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს და პრემიერ-მინისტრის
მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქმიანობის ის პრიორიტეტები და ღონისძიებები, რომელთა
განხორციელებაც კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმით იყო განსაზღვრული.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო თანამშრომლობის პრიორიტეტების და
ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესახებ კომიტეტის ხედვა. თავის
მხრივ, ლევან იოსელიანმა და ნიკო თათულაშვილმა კომიტეტთან თანამშრომლობის
გაუმჯობესების პერსპექტივებზე მოსაზრებები წარმოადგინეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის
უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
შეხვედრის თემა იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს
შორის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და მათი გათვალისწინება
შემდგომ საქმიანობაში.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები
გაცვალეს და თანამშრომლობის საერთო ფორმატზე შეთანხმდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
22
კომიტეტის თავმჯდომარემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ
ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის
საზედამხედველო ორგანოების 22-ე კონფერენციში (CEEDPA) მიიღო მონაწილეობა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის
მონაწილეებს, სადაც ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას
თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების ფონზე. ასევე ისაუბრა, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ევროკავშირში მოქმედი საერთაშორისო
სამართლებრივ აქტებთან, კერძოდ, მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და ე.წ.
LED დირექტივასთან.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
მიერ ორგანიზებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნა და
საზოგადოებას სამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით
ინფორმაცია მიაწოდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებმა „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს,
რომელიც ამ სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.
ასევე აღინიშნა, რომ კანონის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკაში
სრულფასოვნად აღსრულება და ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურს უწევს მნიშვნელოვანი როლის შესრულება. თავის მხრივ, პარლამენტიც
აქტიურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ საზედამხედველო ინსტრუმენტებს და
გააგრძელებს სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობას.
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთობლივი
პრეზენტაცია გაიმართა თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი
კანონი და მნიშვნელოვანი სიახლეები.
პრეზენტაციაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის უფროსმა აღინიშნეს, რომ ახალი კანონით ქვეყანაში პერსონალურ
მონაცემებთან
დაკავშირებული
საკითხები
დარეგულირდა
ევროპული
სტანდარტებით.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ევროპის
მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის გენერალურმა მდივანმა ლეონარდო სერვერა
ნავასმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია
ვუტოვამ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები,
ასევე,
დიპლომატიური
კორპუსის,
საერთაშორისო
და
არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
23
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა, საქართველოს სახალხო დამცველის
სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე სამუშაო ფორმატში მოისმინეს სახალხო დამცველის სპეციალური
ანგარიში, რომელიც სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის
პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის
შედეგებს შეეხება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და
სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველი და მისი ოფისის
წარმომადგენლები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური იურიდიული დახმარების
სამსახურის დირექტორს, დავით სიმონიას შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამსახურის გაძლიერებასა და იურიდიული სერვისებით
სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, განხილულ იქნა კონკრეტული
მექანიზმები და ნაბიჯები, რათა იმ მოქალაქეებს, ვისაც იურიდიული დახმარება
სჭირდებათ, მათთვის ეს სერვისი მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად იყოს
ხელმისაწვდომი. სამსახურის გაძლიერების მიზნით, გამოითქვა სამომავლო
თანამშრომლობის მზაობა.
„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობის
პროცესში, კომიტეტში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა პარტნიორი
უწყებებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
მხარეებმა სოციალური მუშაობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათ
საკანონმდებლო მოწესრიგებაზე იმსჯელეს, განიხილეს სოციალური მუშაობის
სფეროში პროფესიონალ სოციალურ მუშაკთა დეფიციტით შექმნილი გამოწვევები და
იმსჯელეს გარდამავალ პერიოდში საკანონმდებლო რეგულირების პერსპექტივებზე.
შეხვედრებში,
კომიტეტის
თავმჯდომარესთან
ერთად,
მონაწილეობდნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და
სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სოციალურ მუშაკთა
ასოციაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების დაცვის კუთხით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გამართულ
კონფერენციაზე, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
ორგანიზებით გაიმართა.
სიტყვის გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარემ
ყურადღება გაამახვილა
პარლამენტის მეირ მიღებულ ორ მნიშვნელოვან კანონზე, რამაც გააუმჯობესა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა და
დადგინდა მათი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
24
9.2. შიდა ინსტიტუციური თანამშრომლობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ინტენსიურად თანამშრომლობდა პარლამენტის
სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან. აღსანიშნავია თანამშრომლობა სასწავლო
ცენტრთან, გენდერული თანასწორობის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და ღია მმართველობის
მუდმივმოქმედ საბჭოებთან. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა
პარლამენტის კვლევით ცენტრთან, რომელიც კომიტეტის მოთხოვნისამებრ, ამზადებდა
ანალიტიკურ დოკუმენტებს, რაც ხელს უწყობდა კომიტეტს მტკიცებულებებზე დაფუძნებული
კანონშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაში.
9.3. კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა
კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2023 წელს
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
მოისმინა და განიხილა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე.
ანგარიში ასახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა
და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პროგრესს და
შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის
უფლებრივი მდგომარეობა; სიცოცხლის უფლება; წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური
ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენცია; თავისუფლებისა და
უსაფრთხოების უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლება; თანასწორობის უფლება; რწმენისა და რელიგიის თავისუფლება;
გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
საკუთრების უფლება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება; გარემოს დაცვის
უფლება; შრომის უფლება; ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; განათლების უფლება; ბავშვთა და
ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა; ეროვნული უმცირესობების დაცვა;
სამოქალაქო ინტეგრაცია და სხვა.
ანგარიშის ანალიზმა გამოკვეთა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ
გადადგმული ნაბიჯები, ასევე გარკვეული გამოწვევები.
კომიტეტმა გაიზიარა და პარლამენტის დადგენილებაში რელევანტური უწყებების მიმართ
გაცემული დავალებების სახით ასახა ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების 90%. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ გაზიარებული რეკომენდაციების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად,
გამოწვევად რჩება საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული დავალებების
შესრულების მაჩვენებელი, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტი აგრძელებს მუშაობას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2024
25