საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს X მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის ახალი ვადების (სამთვიანი) განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-2/299; 14/06/2023); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა ლომინაძის და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-3/465; 11/09/2024); გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-2/409; 05/07/2024).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (369 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (282 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (307 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (457 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (204 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (232 KB)
📄 წერილი (106 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 15
📜 ტექსტი
წერილი
2-975/25
29-01-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტმა
2024 წლის 13 დეკემბრის N177 დადგენილებით
მიზანშეწონილად მიიჩნია წინა მოწვევის საქართველოს პარლამენტში განსახილველად
წარმოდგენილი
ქვემოთ ჩამოთვლილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის
გაგრძელება:
1.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის
შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე‘‘, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-2/299, 14.06.23);
2. საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა ლომინაძისა და ვლადიმერ კახაძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
პროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/465, 11.09.24);
3.
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
საბჭოს
მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/409;
05.07.2024).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დასახელებული კანონპროექტების
განხილვის ვადად განგვისაზღვროთ 3 თვე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე