„საქართველოს პარლამენტის 2025 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა“

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.01.2025
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/17/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 15

📜 ტექსტი

გეგმა
საქართველოს პარლამენტის 2025 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა N კანონპროექტის დასახელება კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება და კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის არსი, ანალიზი და მისი გადაჭრის გზა). წარმოდგენის სავარაუდო თარიღი. ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ თუ კანონპროექტი გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან და ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, მითითება აღნიშნულის შესახებ 1 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 1 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი); (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესის, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესის შემუშავებისთვის; კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს პირი ვალდებული აღარ იქნება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, იმ შეთხვევაში თუ მისი ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში; განისაზღვრება, რომ ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში; დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან; შეიცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:  იმ პირებს, რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული 2  2 3 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა; იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით, მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა; რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა უფლება, განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საჯარო სკოლებში. ასევე, რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა შეთავსებადი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება სამინისტროს სისტემაში. ტერმინი ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება” ჩამოყალიბდება ახლებური რედაქციით, რითაც ხაზგასმით გამოიკვეთება უნივერსიტეტების სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა. შესაბამისი ცვლილება აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საქმიანობის ნაწილში; კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვები იქნება მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებისათვის. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩაითვლება ავტორიზებულად ან საგანმანათლებლო პროგრამა - აკრედიტებულად, მიუხედავად ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემთხვევისა. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივების 3 (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) წესი და პირობები დამატებით დადგენილი იქნება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით. 4 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 4 5 6 „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „ნადირობის შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონპროექტის მიღება განპირობებულია რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესაძლებლობის კვლევის შედეგებით. 2024 წელს განხორციელდა რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიის მდგრადი მართვის შესაძლო მექანიზმების ანალიზი. დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ ტერიტორიის მართვის ოპტიმალურ მექანიზმად მიჩნეულ იქნა სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება, კერძოდ, რაჭის ეროვნული პარკის გაფართოება და ამბროლაურის დაცული ლანდშაფტისა და ბუნების ძეგლების დაარსება. რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოების საკითხი შეთანხმებულ იქნა დაინტერესებულ უწყებებთან, ასევე რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონულ ხელისუფლებასთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას (ადმინისტრაციული ხარჯები) არ გამომდინარეობს კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე დაგროვილმა გამოცდილებამ და კოდექსის დებულებების პრაქტიკაში განხორციელებამ ეტაპობრივად გამოავლინა არაერთი საკითხი, რაც საჭიროებს გადახედვას, დაზუსტებას, გამარტივებას და შესაბამისად, კოდექსში ცვლილების შეტანას. კანონპროექტის მიზანია, კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა სახის ხარვეზების აღმოფხვრა და ცალკეული ნორმების დახვეწა. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით აღმოიფხვრება კოდექსის ცალკეული ნორმების არასწორი განმარტებისა და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს საქართველოში ბოლო წლებში გახშირებულმა უკონტროლო ნადირობამ და გამოვლენილმა კანონმდებლობის ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ნორმები ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ამ სფეროს ახლებურად მოწესრიგების საჭიროება. მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას (ადმინისტრაციული ხარჯები) არ გამომდინარეობს „ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: 5 7 „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ● ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესების თანაბარი გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა; ● საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კერძოდ, ფაუნის ცალკეულ სახეობათა რიცხოვნობის ზრდა მათი აღრიცხვის, მონიტორინგისა და აღწარმოების ღონისძიებების გამოყენებით; ● ნადირობის ტრადიციის შენარჩუნება და სოციალური თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სანადირო სისტემის შექმნა; ● სანადირო სექტორის ეკონომიკური პოტენციალის ხელშეწყობა. კანონპროექტის მიზანია „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ვადის გახანგრძლივება, კერძოდ, ინვენტარიზაციის ვადის დასრულება ნაცვლად 2025 წლის პირველი მარტისა, განხორციელდება 2027 წლის პირველ იანვრამდე. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას (ადმინისტრაციული ხარჯები) არ გამომდინარეობს 6 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 8 „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 9 კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის შემდგომი განვითარების მიზნით. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს კანონპროექტის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობა განპირობებულია საერთაშორისო ვალდებულებებით, ევროკავშირთან „ასოცირების შეთანხმების“ გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებით, ისევე როგორც დირექტივაში შესული ცვლილებებით, კერძოდ, „განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის 11 დეკემბრის (EU) 2018/2001 დირექტივის შესაბამისად, რომელიც მიღებული იქნა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მიერ D/2021/14/MC-EnC გადაწყვეტილებით. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებითა“ და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების ოქმით გათვალისწინებულია დაახლოების ვალდებულება დირექტივასთან N2009/28/EC განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შევიდა და მოგვიანებით გაუქმდა დირექტივა N2001/77/ EC და დირექტივა N2003/30/ EC, რომელიც გააუქმა „განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის 11 დეკემბრის (EU) 2018/2001 დირექტივამ. 2022 წელს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ადაპტირებული ელექტროენერგიის ინტეგრაციის ახალი პაკეტის - „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“ (ე.წ. „მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი“) ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა მეოთხე ენერგეტიკული პაკეტით ნაკისრ ახალ ვალდებულებებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაციის მიზნით. (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო საერთაშორისო პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წელს შეიმუშავა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან განსახილველად გადაგზავნა მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის ანალიზი, რომელზე დაყრდნობითაც, 2024 წელს 7 ცვლილებებთან ერთად) ევროკავშირის მხარდაჭერის (EU4Energy) ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებების პირველადი პროექტი. შემუშავებულ იქნა ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტი (EIP) ფოკუსირებულია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ელექტროენერგიის ბაზრების შემდგომ ინტეგრირებაზე ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზარზე. ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურად ეფექტურ მწვანე გარდაქმნას და უზრუნველყოს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ელექტროენერგია მოქალაქეებისთვის. 10 „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 11 „ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების კანონპროექტი გამომდინარეობს 2019 წლის 5 ივნისის 2019/943 (EU) ელექტროენერგიის შიდა ბაზრის შესახებ რეგულაციიდან და 2019 წლის 5 ივნისის 2019/944 (EU) ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ დირექტივიდან. კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნებით, კერძოდ, ისეთი სტარტაპ გარემოს ფორმირებისთვის, რომელიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს:  საქართველოში ახალი სტარტაპების დაფუძნებას;  საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას;  სტარტაპებში ინვესტიციების შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიღების აუცილებლობას განაპირობებს, საქართველოში კვლევებისა და განვითარების (R&D) დანახარჯების სიმცირე და შესაბამისად, მისი ზრდის საჭიროება, რაც თავის მხრივ, გაზრდის კერძო სექტორის პროდუქტიულობასა და საქართველოში შექმნილი პროდუქტების დამატებით ღირებულებას, ასევე დადებით ეფექტს იქონიებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. კანონპროექტი განსაზღვრავს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს, სტატუსის მოპოვებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს და სტატუსთან დაკავშირებულ მხარდამჭერ მექანიზმებს. გარდა ამისა, უშუალოდ R&D მიმართულების წახალისების მიზნით, კანონპროექტი განსაზღვრავს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსებს, აღნიშნული სტატუსების მოპოვებისათვის აუცილებელ მოთხოვნებსა და მხარდამჭერ მექანიზმებს. კანონპროექტის მიზანია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე მიწოდების უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნება ასეთი პროდუქტების ბაზრისათვის კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან გამომდინარეობს 8 მინიმალური ოდენობის შენახვის ვალდებულების შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 12 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 13 „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში უწყვეტი მიწოდების გზით. კანონი დაადგენს ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მინიმალური ოდენობის სავალდებულოდ შენახვის წესსა და პირობებს, ბაზარზე მათი მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხებით შექმნილი პრობლემების გადაჭრის ზომებს, ეკონომიკური ოპერატორებისა და ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოვალეობებს და დააწესებს პასუხისმგებლობებს ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXV დანართიდან და მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას 2009 წლის 14 სექტემრის საბჭოს 2009/119/EC დირექტივასთან, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, შეინახონ გადაუმუშავებელი ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მინიმალური მარაგები. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ 2023 წლის 28 ივნისის საქართველოს კანონის შესაბამისად, დარეგულირდა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი. კანონის მიღების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. საქართველოს კანონში ზემოაღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ (2025 წლის 2 იანვრიდან), რომლის საფუძველზეც შემუშავდება და დამტკიცდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები, მნიშვნელოვანია აღნიშნული წესების დარღვევის პრევენცია, რათა სათანადოდ აღსრულდეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და დებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომელიც შეეხება შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული წესების დარღვევების შემთხევაში პასუხისმგებლობის ზომების დაწესებას. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სანქცირებასთან დაკავშირებით გაიზრდება დადგენილი ჯარიმების ოდენობები. ცვლილება ასევე განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტის დამატებითი ხარჯების გამოყოფას კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს 9 ცვლილების შეტანის შესახებ“ საჯარიმო სანქციების ოდენობის დარეგულირების მიზნით, მიზანშეწონილია დიფერენცირებული საჯარიმო თანხის ერთიანი საჯარიმო თანხით შეცვლა. (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ასევე, ხდება აირსავსები და აირგასამართი სადგურების, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ამოღება შესაბამისი მუხლებიდან, რადგანაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში მოქმედი რედაქციით და არსებული რეგულაციით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს განეკუთვნება ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურის) და მათი ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე დაგროვილმა გამოცდილებამ და კოდექსის დებულებების პრაქტიკაში განხორციელებამ ეტაპობრივად გამოავლინა არაერთი საკითხი, რაც საჭიროებს გადახედვას, დაზუსტებას, შესაბამისად, გასწორდება კოდექსში არსებული ტექნიკური ხარვეზები. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ეროვნულ კანონმდებლობაში მოხდება ბაზარზე ზედამხედველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის ასახვა, რაც უზრუნველყოფს არასასურსათო პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებას. 14 „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ III-B დანართიდან და მიზნად ისახავს ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის (EU) No. 2019/1020 რეგულაციასთან, რომელიც ადგენს ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის შესაბამისობის ძირითად მოთხოვნებს და ამ ნაწილში აუქმებს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 9 ივლისის (EC) No. 765/2008 რეგულაციის მოთხოვნებს. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში აქტუალობა შეიძინა და ვითარდება ნახშირწყალბადების ალტერნატიული ნედლეულის მოპოვება და გამოყენება. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს არ გამომდინარეობს 10 კანონში ცვლილების შეტანის თაბაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი წყალბადის მოპოვება. ეს მიმართულება დღეისათვის საქართველოში არ არის სათანადოდ შესწავლილი და შესაბამისად არ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით საქართველოში არც ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირება არსებობს, რაც ხელს უშლის ინვესტორებს საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები ბუნებრივი წყალბადის მოპოვების კუთხით. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რაც აგრეთვე მოიცავს დარგში დასაქმებული სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვისა და არსებული რეალობის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას. უმნიშვნელოვანესი საკითხია, ეფექტურად განხორციელდეს ბუნებრივი წყალბადის მოპოვების სახელმწიფო რეგულირება, რაც ხელს შეუწყობს და დაარეგულირებს ნავთობის მრეწველობის განვითარებას საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად და შესაძლებელს გახდის მეტი თანამედროვე საწარმოს გახსნას და ადგილობრივი კადრების დასაქმებას. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში ინვესტორები გამოთქვამენ სურვილს ნავთობისა და გაზის მოპოვების პარალელურად დაიწყონ ბუნებრივი წყალბადის მოპოვება და კომერციალიზაცია. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა შესაძლებელს გახდის ბუნებრივი წყალბადის მოპოვებას. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, ნავთობისა და გაზის რესურსები არის სახელმწიფო საკუთრება და ნავთობისა და გაზის მოპოვება შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს სახელმწიფომ, თუმცა არაა ზუსტად აღწერილი ის მექანიზმი, თუ როგორ ხორციელდება სახელმწიფოს მიერ ამ ექსკლუზიური უფლების გამოყენება. წარმოდგენილი ცვლილების პროექტი შემუშავებულია იმ მიზნით, რომ საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფოს მიეცეს საშუალება თავად აწარმოოს ნავთობის, გაზის და ბუნებრივი წყალბადის მოპოვება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას აღნიშნული სიახლეების „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დანერგვის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის, მწვანე და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების გამოყენების მიმართ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და მიდგომები. კანონპროექტის მიღების შედეგად, ცალკე განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის სახელმწიფოს სახელით ნავთობის, გაზის და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლებების მინიჭების პროცედურული საკითხები იმ სალიცენზიო ფართობზე, რომელზეც არც ერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული 11 15 16 17 „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლება. არსებული პრაქტიკა და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები დადებითად აისახება ნავთობის მრეწველობის დარგის განვითარებაში. 2018 წლის 20 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი. მიმდინარე რეფორმებიდან გამომდინარე, საჭიროა აღნიშნულ კანონში გარკვეული ცვლილების შეტანა, კოდექსის რევიზია/გადამუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მის ეფექტურ იმპლემენტაციას. როგორც განვლილმა პრაქტიკამ აჩვენა, დღეს არსებული მდგომარეობით, რიგი ნაკლოვანებები და ხარვეზები ფიქსირდება მოქმედ საკანონმდებლო ბაზაში, შესაბამისად, გამოიკვეთა მოქმედი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაანალიზებისა და გადამუშავების საჭიროება. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ იწყება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის შემუშავება, რაც თავის მხრივ ამ ეტაპზევე საჭიროებს ზემოაღნიშნული მიმართულებით მოსამზადებელი და ძირითადი სამუშაოების ჩატარებას, კანონმდებლობის დახვეწას. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ამ შემთხვევების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობისა და სერიოზული ტრავმების შემცირება სიჩქარის მენეჯმენტისა (Speed Management) და საგზაო მოძრაობაში ჩართული პირების მიმართ უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლების გზით. ამასთან, პროექტის მიზანია საგზაო უსაფრთხოების ამაღლება, მისი დაცვა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის სათანადო რეგულირებით და საგზაო მოძრაობაში ჩართული პირების მიმართ უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლების გზით. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს საპენსიო სააგენტო 2025 წლიდან ახალი მმართველობითი ფუნქციით აგრძელებს მუშაობას. მმართველობითი ფუნქციის დახვეწის მიზნით, საჭიროა კანონში შესაბამისი ტექნიკური ცვლილების განხორციელება/დაზუსტება. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ 12 18 19 საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) საფინანსო სექტორის განვითარებისა და ბაზარზე მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაჩენისათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარება. აღნიშნული მიმართულებით, პროექტი ითვალისწინებს ასეთი ტიპის ფონდების რეგულირებას და შესაბამისი სტიმულირების ჩარჩოს. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს საქართველოში დინამიურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი. საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი დაუცველი - ბავშვები, მოხუცები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად სამუდამო ტრამვებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით სრულდება არამარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა; ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლისა და ჯანდაცვის სისტემისთვის. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით. ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც საგზაოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს 13 ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატული საშუალების ეფექტიანი ფუნქციონირება. 20 „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC დირექტივა, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და მოცემულ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში ამ ვალდებულების შესრულებას. კანონპროექტის მიზანია საქართველოში საფინანსო სექტორში და აგრეთვე დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებით ქონების გადაცემის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს პროექტის მიხედვით კანონში ის მინიმალური დათქმები გაჩნდება და შესაბამისობაში მოვა ჰააგის კონვენციასთან - „1985 წლის 1 ივლისის კონვენცია ტრასტების და მათი ცნობის მიმართ გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“. აღნიშნულ კონვენციასთან მიერთებით, საქართველოში შესაძლებელი იქნება სატრასტო ინსტრუმენტის გამოყენება, იმ ქვეყნის სამართლის შესაბამისად, სადაც სატრასტო ინსტრუმენტები სამართლებრივად გამართული და მოწესრიგებულია. შესაბამისად, გამოსაყენებელი სამართლის მიმართულებით, საჭირო იქნება რიგი დაზუსტებების შემოტანა აღნიშნულ კანონში. 14 21 22 „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 23 „ფოსტის შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) წილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის და აგრეთვე ადრეულ კაპიტალზე წვდომისათვის მნიშვნელოვანია ბაზარზე არსებობდეს ე.წ. სახალხო დაფინანსების ინსტრუმენტების მარეგულირებელი ჩარჩო. დღეს აღნიშნული საქმიანობა აკრძალულია და განიხილება, როგორც საჯარო შეთავაზება, შესაბამისად ადრეულ კაპიტალზე წვდომის უზრუნველსაყოფად და გარკვეული შეზღუდვებით გამონაკლისების დადგენით პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სახალხო დაფინანსების გზით ადრეული კაპიტალის მოზიდვა. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ინვესტიციებისა და ბიზნეს კლიმატის თვალსაზრისით მრავალი დაბრკოლება მოიხსნა. თუმცა, საინვესტიციო კლიმატის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, ინვესტიციების ხელშემწყობი ინსტიტუტებისა და შიდა პოლიტიკის განვითარების გარდა, აუცილებელი გახდა უფრო მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ზემოხსენებულ მიზანს ემსახურება „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ჩაანაცვლებს საქართველოს კანონებს „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის და გარანტიების“ და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“. კანონპროექტი, თავის მხრივ, მიმართულია საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებისთვის ახალი გარემოს შექმნაზე, ინვესტორისა და ინვესტიციის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფასა და ზოგადად, ქვეყნის მდგრადი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობაზე. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, კანონპროექტს შემოაქვს ახალი ტერმინთა განმარტებები. სხვადასხვა მოქმედი სუბიექტების არსებობის მიუხედავად, მათ აერთიანებთ ერთი მიზანი - საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელება. კანონპროექტის მომზადების საფუძველია გაეროს სპეციალიზებული საერთაშორისო ორგანიზაციის - მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) წევრობით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) საქართველოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, 15 (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 24 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ფოსტის სფეროში ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და დირექტივებთან (1997 წლის 15 დეკემბრის N97/67/EC დირექტივა ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ“; „2002 წლის 10 ივნისის N2002/39/EC დირექტივა, რომლითაც ცვლილებები შევიდა N97/67/EC დირექტივაში, რომელიც ეხება ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შემდგომ გახსნას კონკურენციისთვის“, „2008 წლის 20 თებერვლის ევროპის პარლამენტის და საბჭოს N2008/6/EC დირექტივა, რომლითაც ცვლილებები შევიდა N97/67/EC დირექტივაში, რომელიც ეხება ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის სრულ ხელმისაწვდომობას“, 2018 წლის 18 აპრილის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2018/644 რეგულაცია, რომელიც ეხება ტრანსასაზღვრო საამანათო მომსახურებას და 2018 წლის 20 სექტემბრის კომისიის განმახორციელებელი 2018/1263 რეგულაცია, რომელიც ეხება საამანათო მომსახურების ოპერატორების მიერ ინფორმაციის წარდგენის ფორმების დადგენას ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018/644 რეგულაციის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. „ფოსტის შესახებ“ კანონი დაადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს; მომხმარებელთა უფლებების დაცვას; უნივერსალური საფოსტო მომსახურების ეფექტური და მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფას, მისი საყოველთაოობის, საიმედოობის, თანაბარი წვდომის, არადისკრიმინაციულობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სხვა. კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ● საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - მომსახურების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმის შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილების ქონების სააგენტოსათვის გადაცემიდან გამომდინარე, 2020 წლის 9 სექტემბრიდან ერთი ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობის ქვეშ მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება. ხსენებული შერწყმის შემდგომ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებს შორის არსებული განსხვავებები პრაქტიკაში სირთულეებს ქმნის და არ იძლევა დამატებითი ხარჯების გამოყოფას კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 16 შესაძლებლობას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განიკარგოს მიზანშეწონილი ფორმით. ● „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით რეგულირებულია შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ განკარგული, იპოთეკის უფლებით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ხოლო, სახელმწიფოს ინტერესი იმ განკარგულ სახელმწიფო ქონებასთან მიმართებით, რომლის რეალიზაციაც ხორციელდება ანალოგიურად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, არ არის დაცული. ● საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევებთან მიმართებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით არ არის დადგენილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის 21 მაისის №32/36 „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშით“ განსაზღვრული რეკომენდაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საინვესტიციო ვალდებულების თანხობრივი გამოხატულების არარსებობის შემთხვევებთან მიმართებით, საკანონმდებლო ცვლილების ინიციირება საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების თაობაზე და გარანტიის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიის შემუშავება. კანონპროექტით ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, აღნიშნული ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის ერთიანი წესის განსაზღვრა, რაც მოიცავს აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით (როგორც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე, სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით), მესამე პირის მეშვეობითა და განაწილების 17 გზით საკუთრებაში გადაცემას, ასევე, განადგურებასა და ლიზინგის ფორმით გადაცემას. ამასთან, პროექტის მიხედვით, ხორციელდება სახელმწიფოს მიერ საპრივატიზებო ვალდებულებებით განკარგული ქონების იძულებითი აღსრულების წესით არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ რეალიზაციისას ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გადასვლისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა. აღსანიშნავია, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კანონმდებლობით მიკუთვნებული ფუნქცია - მოვალეობების შესრულების პროცესში ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდა, რაც მძიმე ფინანსური ტვირთია საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის. გარდა ამისა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს, შესაბამისად, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უწევს აღსრულების საფასურის გადახდა მაშინაც, როდესაც სააღსრულებო წარმოება ხორციელდება მისი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მისი კრედიტორები გათავისუფლდებიან აღსრულების საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას გასაწევი სოლიდური ხარჯები და ეფექტიანად განახორციელოს თავისი ფუნქციები. 25 „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გარდა აღნიშნულისა, პროექტით ხორციელდება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ტერმინების დაზუსტება, არარელევანტური მითითებითი/საგამონაკლისო ნორმების კანონის მოქმედ რედაქციაში გამოყენებულ ტერმინებთან, ასევე კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. კანონის პროექტი შეეხება ტურისტული გიდის, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირებასთან, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სავალდებულო დაზღვევასთან და ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამომდინარეობს 18 (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) დამატებითი ხარჯების გამოყოფას 19 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 26 27 „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) პროექტი მიზნად ისახავს თავდაცვის სფეროს ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვას; თავდაცვის ძალების ორგანიზების/ფუნქციამოვალეობების/შემადგენლობის დაზუსტებას; სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფას; სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკითხების დახვეწას; თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხის დაზუსტებას. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიენიჭება უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, თავდაცვის ატაშე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირები, როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნოს 2 წლამდე ვადით. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 20 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 28 „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის თაობაზე მიმართვიანობის გაზრდით. მითითებულ საკითხებზე განცხადებების სიმრავლის გათვალისწინებით, აგრეთვე მათი სრულყოფილი შესწავლისა და საქმისწარმოების ეფექტურობის ამაღლების საჭიროებით. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო აქტების მიმართულებით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული განცხადებების განხილვის ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის ვადები – სამუშაო დღეებით. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო აქტში ცვლილებების შეტანისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე განცხადებების ერთდროულად ჩაბარების შემთხვევაში, დოკუმენტის გაცემისა და სამოქალაქო აქტში ცვლილებების შეტანის თარიღები არ ემთხვევა ერთმანეთს, რის გამოც სააგენტოს უწევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საქმისწარმოების ვადის გაგრძელება. მომსახურების კალენდარული დღეებით გამოთვლა პრობლემურია ზედიზედ რამდენიმე უქმე/დასვენების დღის შემთხვევაში და იმ შემთხვევაშიც, როცა მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღე დასვენებისა და უქმე დღეებს ემთხვევა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სააგენტოს სამუშაო პროცესს. კანონპროექტის მიხედვით, როგორც პირის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ისე შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ვადად, ნაცვლად კალენდარული დღისა, განისაზღვრება სამუშაო დღე ისე, რომ მომსახურების ვადა, პრაქტიკულად, არ შეიცვლება. 29 „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და მის ტერიტორიულ ორგანოს არ გააჩნია სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის მიღების უფლება სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის (რითაც იურიდიულ პირს აეკრძალა რაიმე საქმიანობის განხორციელების უფლება) კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან იურიდიული პირის მიერ მატერიალური სარგებლის მიღების თაობაზე. აღნიშნულის შედეგად ფერხდება სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესი. 21 ცვლილებებთან ერთად) ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან მიიღებენ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულებისათვის საჭირო ინფორმაციას, კერძოდ, სააგენტო მიეთითება იმ პირთა წრის ჩამონათვალში, რომლებსაც საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გადაეცემა. 22 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 30 „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 31 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, გაეროს სიებში განხორციელებული ცვლილება სავალდებულო წესით უნდა აისახოს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანდართულ სიებშიც. გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გადაიხედა 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების თანდართული სიები. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება უნდა შევიდეს ზემოაღნიშნულ სიებში, ხოლო შემდეგ, კომიტეტის ოფიციალური წერილის საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, გაეროს სიებში განხორციელებული ცვლილება სავალდებულო წესით უნდა აისახოს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანდართულ სიებში (ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად). დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც. კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან (Regulation (EC) N 1223/2009), რომელიც კანონის პროექტისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იქნა გამოყენებული. „ტექნიკური რეგლამენტი - კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ“ ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის სხეულში იმპლანტაციისათვის. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის, მწარმოებლის, კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 23 32 „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული „პასუხისმგებელი პირის“. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არ არსებობს სამედიცინო მოწყობილობების მარეგულირებელი ჩარჩო: წარმოების, იმპორტის, დისტრიბუციის, აღრიცხვისა და მიკვლევადობის, ხარისხზე ზედამხედველობის, მომსახურებისა და ექსპლუატაციის კუთხით. აღნიშნული კანონი დაარეგულირებს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო მოწყობილობების, მათ შორის, ინ ვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების და აქსესუარების ბაზარზე განთავსებასთან, ბაზარზე ხელმისაწვდომობასა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონით განსაზღვრული იქნება ეკონომიკური ოპერატორების როლები და ვალდებულებები, მათ შორის, მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის ვალდებულებები; ამავე კანონით დაწესდება მოწყობილობების შესაბამისობის CE მარკირება; შესაძლებელი გახდება სამედიცინო მოწყობილობების იდენტიფიკაცია მიწოდების ჯაჭვში, რეგისტრაცია, უსაფრთხოებისა და კლინიკური ეფექტურობის უზრუნველყოფის რეგულირება; კანონი ასევე დაადგენს სამედიცინო მოწყობილობების კლასიფიკაციას, დაარეგულირებს მოწყობილობების ბაზარზე განთავსების შემდგომი მეთვალყურეობის პროცესს, ასევე სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და ინციდენტების ანგარიშების აღრიცხვასა და მაკორექტირებელი ზომების გატარების წესებს. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამომდინარეობს ,,სამედიცინო მოწყობილობების შესახებ‘‘ კანონის შემუშავება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება სამედიცინო მოწყობილობების სფეროში ეროვნული საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოვდეს (თავი 15, მუხლი 357, დანართი III-A). ასოცირების შეთანხმების თანახმად, აუცილებელია შემდეგი რეგულაციების ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება საქართველოს კანონმდებლობაში მათი ასახვის მიზნით: 1. 2017 წლის 5 აპრილის ევროპარლამენტის და საბჭოს 2017/745/EU რეგულაცია სამედიცინო მოწყობილობების შესახებ, რომელსაც ცვლილება შეაქვს 2001/83/EC 24 დირექტივაში, 178/2002/EC რეგულაციასა და 1223/2009/EC რეგულაციაში და აუქმებს საბჭოს 90/385/EEC და 93/42/EEC დირექტივებს. 2. 2017 წლის 5 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2017/746/EU რეგულაცია ინ ვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების შესახებ, რომელიც აუქმებს 98/79/EC დირექტივას და 2010/227/EU კომისიის გადაწყვეტილებას. 25 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 33 34 „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია დეცენტრალიზაციის სტარტეგიიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ქონების მართვის საკითხების შესაბამისი ფორმით მოწესრიგების საჭიროებასთან. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მომზადება განპირობებულია კოდექსით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერიის/შესაბამისი სუბიექტის მიერ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ფუნქციის შესრულების ფარგლებში მისაღები სამართლებრივი აქტის სახეობის (დასახელების) ცვლილების აუცილებლობით, ვინაიდან, ამავე კოდექსის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამოსცემს დადგენილებას, რისი გამოცემის კომპეტენციაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, მისდამი დაქვემდებარებულ სუბიექტს არ გააჩნია. აღნიშნული კი, თავის მხრივ ქმნის შეფერხებას, როგორც შესაბამისი ორგანოს უშუალო საქმიანობის პროცესში (გადაწყვეტილების მიღებისას), ისე, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 26 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 35 „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ ამჟამად მოქმედი კანონი პარლამენტმა მიიღო 2011 წლის 24 ნოემბერს და ძალაშია 2012 წლის 1 მარტიდან. ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა როგორც კანონში არსებული ხარვეზები, ასევე, ის მიმართულებები, რომელიც მოითხოვს გარკვეულ ცვლილებებს, გაუმჯობესებას და ახალი დებულებების დამატებას. არსებული კანონი ჩამორჩება მიგრაციული პროცესების განვითარების სწრაფ დინამიკას და ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას. ამასთან, მასში საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, სათანადოდ არ არის ასახული ქართული პრაქტიკაც, რომელიც კანონის მოქმედების პროცესში ჩამოყალიბდა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქმედ კანონში არის არაერთი ტერმინოლოგიური უზუსტობა და ხარვეზი, რომელიც სწორ განმარტებას და სრულყოფას საჭიროებს. დიასპორასთან ურთიერთობის ახალი ტენდენციების გათვალისწინებით, კანონში ცვლილებით შემოდის რამდენიმე ტერმინი, რომელიც ახალია ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში და არსებითია მათი არსის ზუსტად განსაზღვრა, რათა არ დარჩეს ადგილი სხვაგვარი ინტერპრეტირებისთვის. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ახლებურად იქნას გააზრებული როგორც სახელმწიფოს მიდგომა დიასპორასთან მიმართებაში, ასევე, დიასპორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონში ცვლილების პროცესის დაწყებამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდა არაერთი კვლევა. აგრეთვე, ჩატარდა არაერთი შეხვედრა ამ დარგის საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტებთან, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან მოქმედ კანონში შესატანი ცვლილების იმ ნაწილის განხილვის მიზნით, რომელიც ეხება ისტორიულ, ენობრივ და ეროვნულ საკითხებს. კანონში შესატანი ცვლილებით გაიზრდება როგორც დიასპორის წარმომადგენელთა, ასევე, თანამემამულის სტატუსის მფლობელთა უფლებები, ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის ფორმები, დიასპორული ორგანიზაციების როლი და ზოგადად, უფრო განმტკიცდება და მაღალ ნიშნულზე ავა დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთკავშირი. 27 საქართველოს სპორტის სამინისტრო 36 „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 37 „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) კანონპროექტის მომზადება განპირობებულია, ერთი მხრივ, საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან ეფექტიანი თანამშრომლობისათვის შესაბამისი რეგულაციების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის, ხოლო, მეორე მხრივ, სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) უფლებამოსილების სპეციალური ვადის დადგენის საჭიროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღების შედეგად, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება საქართველოს სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება ეროვნული სპორტული ორგანიზაციების აღიარების შესახებ; შესაბამისად, ასევე საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება იმ სამართლებრივი აქტების დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომლებითაც სპორტის სამინისტრო ხელმძღვანელობს სპორტული ორგანიზაციის აღიარებისა და აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისას. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის საფუძველზე სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2025 წლის 9-16 თებერვალს საქართველოში ტარდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება - ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (XVII ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი − „ბაკურიანი 2025“). ფესტივალის ერთ-ერთ სახეობად განსაზღვრულია ბიათლონი, რომლის ახალგაზრდა მონაწილეებს ესაჭიროებათ კუთვნილი სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი დამატებითი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა, ქვეყნის შიგნით გადატანა და იარაღისა და მისი დამატებითი ძირითადი ელემენტების საქართველოდან გატანა. მოქმედი კანონმდებლობით, სპორტული იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვები გაიცემა 18 წელს მიღწეულ პირებზე, ამასთან, საჭირო გახდა ფესტივალის საორგანიზაციო თავისებურების მხედველობაში მიღება (კერძოდ, მონაწილეთა ნუსხა ზუსტდება უშუალოდ ფესტივალის დაწყების კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 28 წინ), აგრეთვე სპორტული ღონისძიების მასშტაბი, მონაწილეთა (მათ შორის, ბიათლონის სახეობაში) რაოდენობა და ჩატარების თარიღები. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოიქმნა გადაუდებელი საჭიროება, რომ ღონისძიების მონაწილეები გათავისუფლდნენ შესაბამისი ნებართვების აღების ვალდებულებისაგან და ამასთან, არასრულწლოვან პირებს მიეცეთ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული, ზემოთ მითითებული ქმედებების განხორციელების უფლება. შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მომზადდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე. 29 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 38 „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღებით დარეგულირდება იმ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის საკითხები, რომლებიც ასაკისა თუ სხვა გარემოებების გამო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიღმა არიან დარჩენილნი. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებათა მიღების მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად აღმოფხვრის მოქმედი კანონმდებლობის აღსრულებისას გამოვლენილ ხარვეზებს, ასევე, უზრუნველყოფს რეგულაციების გამკაცრებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემითა და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გაძევებასთან დაკავშირებული რეგულაციებით. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს (ახალი კანონპროექტი) 39 (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (ახალი კანონპროექტი) (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) გარდა ამისა, კანონით განსაზღვრული ცალკეული ტერმინები და ცნებები შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის დირექტივებთან (2011/95/EU (ევროკავშირის მაკვალიფიცირებელი დირექტივა) და 2013/32/EU დირექტივები (საერთაშორისო დაცვის მინიჭებისა და მოხსნის ერთიანი პროცედურების შესახებ (განახლება), ასევე, „წევრ სახელმწიფოში კანონიერ საფუძვლის გარეშე მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაბრუნების სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ“ ევროსაბჭოს 2008/115/EC დირექტივა). 30 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 40 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში. საჯარო სამსახურის სისტემის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწება კანონმდებლობა და მკაფიოდ დადგინდება საჯარო სამსახურის ფარგლები. მსგავსი ცვლილებები მოითხოვს მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადება, მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობა. შესაბამისად, რეფორმის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, მიზანშეწონილია, პროცესი უშუალოდ წარმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამომდინარეობს 31