საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/3, 25/11/2024). (წერილი №2-1081/25; 31/01/2025)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/3, 25/11/2024). (წერილი №2-1081/25; 31/01/2025) (ეს პროექტი) დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
კომიტეტების სხდომებზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-01-31
📜 ტექსტი
წერილი
2-1081/25
31-01-2025
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად:
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნებს:
-
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტზე, დოკუმენტზე - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის
მოხსენებაზე
„საქართველოს
2024
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/421; 30.09.2024).
-
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/3, 25.11.2024).
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის
დასკვნებს
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
წარმოდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო
შესრულების 9 თვის მიმოხილვაზე" (№1-10977; 31.10.2024).
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
პატივისცემით,
კომიტეტის აპარატის უფროსი
ირინა ლომია
მიერ
ბიუჯეტის
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-15557/24
04-12-2024
დასკვნა
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2024 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/3, 25.11.2024).
წარმოდგენილი
მაღალი
ცვლილება
ეკონომიკური
მაკროეკონომიკური
და
განპირობებულია
ზრდის
შედეგების
ფისკალური
მიმდინარე
წლის
გათვალისწინებით
მაჩვენებლების
დაზუსტების
საჭიროებით. კერძოდ, ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული რესურსები
ხმარდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულყოფილად
დაფინანსებისა და ქვეყნის როგორც სოციალური, ისე თავდაცვისა და
უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური
განვითარების
მიმართულებებს,
მათ
შორის
სხვადასხვა
მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო
სამუშაოების დაფინანსებას.
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები
დაზუსტებულია
კორექტირებული
მაკროეკონომიკური
პარამეტრების
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
შესაბამისად. კერძოდ, კანონპროექტით 2024 წელს მშპ-ს რეალური ზრდის
ტემპი
განსაზღვრულია
9%-ით,
ნაცვლად
მოქმედი
გეგმით
გათვალისწინებული 5.2%-ისა, ხოლო ნომინალური მშპ განსაზღვრულია
90,895.2 მლნ ლარით, ნაცვლად 85,980.9 მლნ ლარისა.
ინვესტიციების ოდენობა იზრდება 21,622.8 მლნ ლარიდან 24,131.9
მლნ ლარამდე ანუ იზრდება 2,509.1 მლნ ლარით.
წარმოდგენილი
პროექტით
2024
წლის
ერთიანი
ბიუჯეტის
დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 2.4%-ით ნაცვლად გეგმით
გათვალისწინებული
2.5%-ისა
(საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული ზედა ზღვარი 3%-ია). არ იცვლება 2024 წლის ნაერთი
ბიუჯეტის მიხედვით განსაზღვრული მოდიფიცირებული დეფიციტის (სსფის პროგრამით) მაჩვენებელი და შენარჩუნებულია 2.5%-ის დონეზე.
მცირდება მშპ-ის მიმართ მთავრობის ვალის მაჩვენებელი და ნაცვლად
38.0%-ისა იგეგმება 36.8%-ის დონეზე.
მნიშვნელოვანია, რომ საშუალო პერიოდის ინფლაციის საპროგნოზო
მაჩვენებელი 2.8%-დან მცირდება 1.0%-მდე.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა დაგეგმილთან
შედარებით იზრდება 1,126.5 მლნ ლარით და ნაცვლად 24,569.5 მლნ ლარისა
განისაზღვრება 25,696.0 მლნ ლარით. აღნიშნული ზრდა განპირობებულია
გადასახადებიდან
და
არაფინანსური
(პრივატიზაციიდან)
მისაღები
აქტივების
შემოსავლების
ზრდით.
კლებიდან
კერძოდ,
გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები იზრდება 1,075.0 მლნ ლარით და
განისაზღვრება 20,190.0 მლნ ლარით. ზრდა იგეგმება ყველა გადასახადის
მიხედვით, იმპორტის გადასახადის გარდა. არაფინანსური აქტივების
კლებიდან (პრივატიზაციიდან) მისაღები შემოსავლების ზრდა იგეგმება
100.0 მლნ ლარის ოდენობით და ხდება 300.0 მლნ ლარი.
წარმოდგენილი
ცვლილებით
ბიუჯეტის გადასახდელების
მოქმედ
ოდენობა
გეგმასთან
შედარებით
იზრდება 900.0 მლნ ლარით და
მიაღწევს 25,930.4 მლნ ლარს. დამატებით მობილიზებული რესურსები
ხმარდება
სხვადასხვა
მხარჯავი
დაწესებულებების
მიერ
განსახორციელებელ ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ, ეკონომიკურ და
ინფრასტრუქტურულ
მუნიციპალიტეტებში
სალიკვიდაციო
პროგრამებს,
შორის
სხვადასხვა
სტიქიური
მოვლენების
შედეგების
დაფინანსებას.
კერძოდ,
დამატებითი
მომხდარი
სამუშაოების
მათ
რესურსების განაწილება ხდება შემდეგი უწყებებისა და პროგრამების
მიხედვით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
ასიგნებები
იზრდება 240.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 8,069.2 მლნ ლარით.
მომატებული
თანხის
ძირითადი
ნაწილი
გათვალისწინებულია
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების
დახმარებების და პენსიებისა და კომპენსაციების დასაფინანსებლად და ა.შ.
(პენსიებისა და კომპენსაციების დაფინანსების ზრდა განპირობებულია წლის
განმავლობაში პენსიის ბენეფიციართა რაოდენობის მატებით);
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს დაფინანსება იზრდება 37.0 მლნ ლარით და შეადგენს 2,545.0
მლნ ლარს. დამატებული თანხით გათვალისწინებულია საჯარო სკოლების
დაფინანსდება;
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება
იზრდება 34.5 მლნ ლარით და განისაზღვრება 506.5 მლნ ლარით.
მომატებული თანხა ძირითადად მოხმარდება საერთაშორისო ტურნირებში
მიღწეული წარმატებების შესაბამისად სპორტსმენებისათვის ჯილდოების
ანაზღაურებას, ასევე სხვადასხვა ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო
ტურნირებში მონაწილეობის ხარჯების დაფინანსებას;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ასიგნებები იზრდება 347.0 მლნ ლარით და განისაზღვრება
3,747.7 მლნ ლარით. სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება
პროექტებს შორის თანხების გადანაწილებაც, ხოლო დამატებული თანხები
ძირითადად მიიმართება წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის
დაფინანსებაზე,
ასევე
იზრდება
საგზაო
მუნიციპალური
ინფრასტრუქტურის
ინფრასტრუქტურისა
გაუმჯობესების
და
ასიგნებების
დაფინანსება;
საქართველოს
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს ასიგნებები იზრდება 50.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 738.0
მლნ ლარის ოდენობით. დამატებითი თანხები მიიმართება რთველის
პერიოდში გაზრდილი მოსავლის შესაბამისად დამატებითი ხარჯების, ასევე
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაზრდილი სესხების
შესაბამისი საპროცენტო ხარჯების სუბსიდირებისთვის;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება
20.0 მლნ ლარით შრომის ანაზღაურების შეუფერხებელი დაფინანსების
მიზნით და შეადგენს 1,280.0 მლნ ლარს;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 210.0
მლნ ლარით, რომელიც განკუთვნილია თავდაცვის შესაძლებლობების
გაუმჯობესების,
ინფრასტრუქტურული
პროექტების,
შრომის
ანაზღაურებისათვის და სხვა მიმდინარე და ლოჯისტიკური ხარჯებისთვის.
სამინისტროს მთლიანი ასიგნებები განსაზღვრულია 1,590.0 მლნ ლარით და
ა.შ.;
საერთო-სახელმწიფოებრივი
ფარგლებში:
მნიშვნელობის
გადასახდელების
- სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის
გამოყოფილი
ასიგნებები,
არსებული
ეკონომიის
გათვალისწინებით
მცირდება 175.0 მლნ ლარის ოდენობით;
- რიგი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში არსებული დეფიციტების
დასაფინანსებლად გამოიყოფა 15.0 მლნ ლარი;
-
საქართველოს
რეგიონებში
განსახორციელებელი
პროექტების
ფონდის მოცულობა იზრდება 160.0 მლნ ლარით და ხდება 740.0 მლნ ლარი.
აღნიშნული
მატება
მოხმარდება
როგორც
დაწყებული
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს,
ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიური მოვლენების
სალიკვიდაციო სამუშაოებს;
- დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები
მცირდება 31.0 მლნ ლარით, რაც დაკავშირებულია რიგი პროექტების
ფარგლებში თანხების ჩამორიცხვის ვადების ცვლილებასთან.
წარმოდგენილი
მაკროეკონომიკური
პროექტით
მაჩვენებელი.
გაუმჯობესებულია
კერძოდ,
ყველა
მნიშვნელოვნად
არის
გაზრდილი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპი და მშპ-ის მოცულობა,
ინვესტიციების ოდენობა, შემცირებულია ინფლაციის დონე, მთავრობის
ვალის მშპ-სთან პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებელი. აღნიშნულ
პირობებში
მნიშვნელოვნად
არის
პარამეტრებიც.
შემცირებულია
განსაზღვრული
დეფიციტის
გაუმჯობესებული
ერთიანი
მშპ-სთან
ფისკალური
ბიუჯეტის
პროცენტული
მიხედვით
თანაფარდობის
მაჩვენებელი, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ასევე, ბიუჯეტის როგორც
შემოსულობები ისე გადასახდელები. კერძოდ, 2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1,126.5 მლნ ლარით, რომლის 95.4%
(1,075.0 მლნ ლარი) გადასახადებიდან მიღებული შემოსავალია, რაც მაღალი
ეკონომიკური
ზრდის
შედეგია.
ბიუჯეტის
ხარჯვითი
ნაწილი
ანუ
გადასახდელების ოდენობა იზრდება 900 მლნ ლარით. ამასთან, ნაშთის
გამოყენება გეგმით გათვალისწინებული 460.9 მლნ ლარის
ნაცვლად
მოხდება 234.4 მლნ ლარის ოდენობით.
ყოველივე
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე