„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი გაბუნია; ნოდარ ტურძელაძე
ნომერი
#07-3/24/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი მაუწყებლობა, არც სათემო მაუწყებლობა, არც საუნივერსიტეტო მაუწყებლობა და არც კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა;“; ბ) „ჰ24“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ25“ ქვეპუნქტი: „ჰ25) კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა - ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება.“. 2. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა“ ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო და კულტურულშემოქმედებითი დაწესებულებებისა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ“ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, გარდა კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებებისა.“. 3. 38-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა, საუნივერსიტეტო მაუწყებლობა, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება პროგრამების თემატიკა/თემატიკები. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.“. 4. 381-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოში ავტორიზებულმა/ლიცენზირებულმა კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განმახორციელებელმა რადიომაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“. 5. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი.“. 6. 451-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სათემო მაუწყებლობის, კერძო მაუწყებლობის, საუნივერსიტეტო მაუწყებლობის, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.“. 7. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82-ე პუნქტი: „82. აკრძალულია კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი რადიომაუწყებლის მიერ ტელეშოპინგის განთავსება.“. 8. 661-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 -ე პუნქტი: „41. კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყბელის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა ფინანსდება საკუთარი სახსრებით.“. 9. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო, სათემო მაუწყებლობის ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კერძო, სათემო მაუწყებლობის ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიით.“. მუხლი 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
1 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ - შემოქმედებითი თემატიკით დატვირთული რადიომაუწყებლობის ფუნქციონირების აუცილებლობით. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების მიუხედავად, როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, ვიზუალური და პირდაპირი რადიომაუწყებლობა დღესაც კომუნიკაციის, საზოგადოების კულტურის ამაღლებისა და ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ანგარიშგასაწევ საშუალებად რჩება. საქართველო როგორც დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ქვეყანა, მდიდარია მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლებით. ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ქართველმა ხალხმა კაცობრიობას შესძინა ხელოვნებისა და კულტურის უნიკალური მემკვიდრეობა, რაც სამეცნიერო კვლევებითა და სხვადასხვა სახის არაერთი საერთაშორისო აღიარებით დასტურდება. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რომ 2001 წელს, იუნესკომ ქართული მრავალხმიანობა, ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელი ნაწილი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელი შედევრების ნუსხაში შეიტანა. კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების მსგავსი სამართლებრივი რეგულირება და პრაქტიკა არსებობს განვითარებად ქვეყნებში. ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტად აღებული იყო იუნესკოს მიერ შემუშავებული კონვენციები, კერძოდ, პარიზის 2003 წლის 17 ოქტომბრის კონვენცია „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“. გლობალიზაციისა და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესები დეგრადაციის, გაქრობისა და რღვევის სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, განსაკუთრებით მისი დაცვის საშუალებების სიმწირის გამო - აღნიშნულია იუნესკოს პარიზის 2003 წლის 17 ოქტომბრის დეკლარაციაში. მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობის დახვეწა, გაუმჯობესება, საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და დაცვის ახალი მექანიზმების შემუშავება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია. კულტურულ-საგანმანათლებლო რადიომაუწყებლობის ფუნქციონირება 2 ხელს შეუწყობს თაობათა შორის ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, დეცენტრალიზაციის პროცესის დაჩქარებას, ახალი კულტურულ-შემოქმედებითი იდეების დაბადებას, განვითარებას, ხორცშესხმასა და ჩვენი ქვეყნის კულტურულ სივრცეში აკუმულირებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სათანადო ცვლილებების შეტანას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, აღნიშნული მიზნების მისაღწევად, საჭირო გახდა ზემოხსენებულ კანონში ცვლილებების განხორციელება. ა.ბ.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება ა.ა.ა. ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს კულტურულშემოქმედებითი რადიომაუწყებლობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: - კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ფუნქციონირების ხელშეწყობა; მაუწყებლობის სახეობებს დაემატება კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა; რადიომაუწყებელი პროგრამებს განათავსებს სახელმწიფო ენაზე; ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება ლიცენზიის გაცემის წესი; ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება ავტორიზაციის ერთიანი წესი; კულტურულ-შემოქმედებით რადიომაუწყებლობაში აიკრძალება ტელეშოპინგი; განისაზღვრება კულტურულ-შემოქმედებითი რადიო მაუწყებლობის დაფინასების წესი; რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს განესაზღვრება სამაუწყებლო სიხშირეებით სარგებლობის წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). 3 ა.ე.)კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება. კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, გარდა კანონპროექტის პირველი მუხლისა, რომლისთვისაც დადგენილია ამოქმედების განსხვავებული ვადა. კერძოდ, კანონის ამოქმედებიდან 30-ე დღე, რადგან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განესაზღვრა 30 დღე, კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესამუშავებლად. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ.) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზი და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას) აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიზნებიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელს და შემდგომი 3 წელი); ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყარო შესაძლებელია იყოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტი. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ექნება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო - ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს) განახორციელოს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება. კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული სალიცენზიო მოსაკრებელი სრულად გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 4 აგრეთვე, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელებას და ამისათვის დამატებით აიყვანს თანამშრომლებს, სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაირიცხება თანამშრომლების ხელფასებიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება თანამშრომლებისა და მათი ხელფასების რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტს კულტრულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელებას, მას მოუწევს სალიცენზიო მოსაკრებლის, აგრეთვე სხვა საჭირო ხარჯების (მატერიალურტექნიკური ბაზა, თანამშრომლები და ა.შ) დაფარვა მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილება მიენიჭება განახორციელოს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა იმ შემთხვევაში, თუ ის დააკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირობებს და კონკურსის შედეგად გამოცხადდება გამარჯვებულად, რომელსაც ატარებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პროექტი კულტურულშემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლისათვის გამოიწვევს შესაბამისი ხარჯების გაწევას, კერძოდ, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასურს - 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავისი ბიუჯეტიდან მოახდენს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებას ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნითა და კონკურსის ჩატარებას 5 ადმინისიტრაციული ორგანოსათვის კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის უფლებამოსილების განხორციელების მინიჭების მიზნით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: უშუალოდ ეს კანონპროექტი არ აწესებს რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ფულადი შენატანის ვალდებულებას ბიუჯეტში (თუმცა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დგინდება სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთი. კერძოდ, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გადაირიცხება სახელმწიფო ბიჯეტში). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან. 6 ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა.)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთი არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთის მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: გიორგი გაბუნია, ნოდარ ტურძელაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: გიორგი გაბუნია, ნოდარ ტურძელაძე.