„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი გაბუნია; ნოდარ ტურძელაძე
ნომერი
#07-3/24/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.11.2023, სარეგისტრაციო კოდი: 210020100.05.001.021106) მე6 მუხლის მე-14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ1 ქვეპუნქტი: „ბ1) კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზია - 2000 ლარი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განპირობებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით. კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები) მე-14 პუნქტს, ემატება ბ1 ქვეპუნქტი (კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური), რაც განმახორციელებელ ადმინსიტრაციული ორგანოსათვის ადგენს სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს ცვლილების მიღებას. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის სალიცენზიო მოსაკრებლის განსაზღვრა, რასაც „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ კანონში საჭირო გახდა სათანადო ცვლილების განხორციელება. ა.ბ.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება ა.ა.ა. ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. კერძოდ, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ადმინისტრაციულ ორგანოსათვის შესაბამისი ლიცენზიის საფასური განისაზღვრება - 2000 ლარის ოდენობით. ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები) მე-14 პუნქტს, ემატება ბ1 ქვეპუნქტი (კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასური), რაც კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ადმინსიტრაციული ორგანოსათვის ადგენს ლიცენზიის განაკვეთს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების ამოქმედება მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, რადგან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესამუშავებლად განესაზღვრა 30 დღე. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელებას, ამისათვის მოუწევს 2000 ლარის გადახდა შესაბამისი ლიცენზიისათვის, რომელიც გაიცემა 10 წლის ვადით. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტული საბიუჯეტო წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ორგანოების რაოდენობაზე, რომლებსაც მიენიჭება კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელების შესაძლებლობა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტს კულტრულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელებას, მას მოუწევს სალიცენზიო მოსაკრებლის, აგრეთვე სხვა საჭირო ხარჯების (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამშრომლები და ა.შ) დაფარვა მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. კულტურულშემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემას და მოსაკრებლის ადმინისტრირებას განახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზეც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტი, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლისათვის გამოიწვევს შესაბამისი ხარჯების გაწევას, კერძოდ, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის საფასურის გადახდას 2000 ლარის ოდენობით. ბ.ვ)კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონის პროექტით დგინდება სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთი. კერძოდ, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული ოდენობის განსაზღვრის პრინციპია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობისა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ოდენობები, რომლებიც ასევე 2000 ლარით განისაზღვრება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ მდგომარეობაზე. აქვს მდგომარეობაზე მოსალოდნელი კანონპროექტის ზეგავლენა გენდერული მოსალოდნელი თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან. ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა.)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი რამ არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: გიორგი გაბუნი, ნოდარ ტურძელაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: გიორგი გაბუნია, ნოდარ ტურძელაძე.