საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1685/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

წერილი
2-1685/25 11-02-2025 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად გიგზავნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 25 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში შინაარსი I. ზოგადი ინფორმაცია ....................................................................................................................... 3 II. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ................................................................................................. 4 1. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები .................. 4 2. „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები. 22 3. საერთაშორისო ხელშეკრულებები .......................................................................................... 23 III. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა.................................................. 23 IV. თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული საქმიანობა .......................................... 24 V. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა ............................................................................................................................ 24 2 I. ზოგადი ინფორმაცია 2024 წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის უფლებამოსილებებში შემავალი, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კომპეტენციები მოიცავს საკანონმდებლო და სხვა საკითხების წინასწარ მომზადებას, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას და პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის უზრუნველყოფას. ამ ფუნქციების შესასრულებლად კი 2024 წელს კომიტეტმა და კომიტეტის აპარატმა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდეგი მიმართულებებით განახორციელა:  კანონშემოქმედებითი საქმიანობა;  საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა;  თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული საქმიანობა;  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა;  დაინტერესებული პირების კორესპონდენციის დამუშავება, მასზე რეაგირება. განსაკუთრებით აღსანიშნავია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული ის საქმიანობა, რომელიც ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელდა, რაც მთელი რიგი კანონპროექტების ინიციირებასა და განხილვაში გამოიხატა. 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა 41 სხდომა და განიხილა:  37 საკანონმდებლო ინიციატივა (115 კანონპროექტი), კერძოდ:  წამყვანი კომიტეტის სტატუსით  34 საკანონმდებლო ინიციატივა (96 კანონპროექტი);  „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით  3 საკანონმდებლო ინიციატივა (19 კანონპროექტი);  საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული 2 საკითხი;  საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 4 საკითხი;  თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული 5 საკითხი. 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა მონაწილეობით პარლამენტს წარედგინა 36 საკანონმდებლო ინიციატივა. 3 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ 12 საქმეზე. 2024 წლის განმავლობაში კომიტეტს წარედგინა და კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის საქმიანობის ფარგლებში დამუშავდა 1101 კორესპონდენცია (წერილი, განცხადება). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხების დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის აპარატი. ამასთანავე, კომიტეტის აპარატში შექმნილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის ჯგუფი და ანალიტიკური ჯგუფი, რომლებმაც 2024 წელს თავიანთი საქმიანობის მიმართულებით ასევე შრომატევადი და აქტიური მუშაობა გასწიეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხილული საკითხების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ თავებში. II. კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტის საქმიანობიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ამ მხრივ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უფლებამოსილებებს განეკუთვნება კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და საჯარო სამართლის სხვა ცალკეულ სფეროებში შემავალი კანონპროექტების განხილვა და მათზე სათანადო დასკვნების მომზადება. 2024 წელს კომიტეტმა ამ სფეროების განვითარებასა და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა, რაც კომიტეტმა საქართველოს მთავრობასთან, სხვა უწყებებსა და დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. 1. წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტები: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (N07-3/432; 03.04.2024): ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის 4 საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, განათლებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები. აღნიშნული მექანიზმების კონსტიტუციური კანონის რანგში გაძლიერების საჭიროება კონსტიტუციური კანონების პროექტების საყოველთაოსახალხო განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რასაც მხარი დაუჭირა საყოველთაოსახალხო განხილვაში მონაწილე საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, რატი იონათამიშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/446; 04.06.2024): ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებით 5 განისაზღვრა ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის მისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის ამსახველი შინაარსის მქონე სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები. ამასთანავე, 17 მაისი კანონით დადგინდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. აღნიშნული მექანიზმების გაძლიერებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირების საჭიროება აშკარად წარმოაჩინა ანალოგიურ საკითხზე ინიციირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის (N07-3/432; 03.04.2024) საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესმაც, რა დროსაც გამოიკვეთა მოსაზრებები აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ნორმების იმპლემენტაციის ქმედითი მექანიზმების დანერგვის აუცილებლობის შესახებ. 3. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (N07-3/433; 03.04.2024): „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგდა შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამრიგად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა სათანადო საკითხებს, რაც შესაბამისი აღმატებული საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს. 4. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (N07-3/460; 10.07.2024): ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, დანაშაულის ხასიათისა და ბუნების გათვალისწინებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონით გამოცხადდა ამნისტია მთელ რიგ დანაშაულებთან მიმართებით. 6 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირაკლი შატაკიშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, გურამ მაჭარაშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/417; 21.02.2024): საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭათ უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიშები იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც მათ საქმიანობას უკავშირდება და მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ; საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა უფლებამოსილება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიებში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის ჩატარების გარეშე დანიშნოს; გაიზარდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკონკურსო კომისიების მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი კონკურსების ჩატარების ვადები; ახლებურად მოწესრიგდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ცალკეული საკითხები. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა ევროკომისიის რეკომენდაციით საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას და მიმართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი ხელშეწყობისა და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომი გაუმჯობესებისაკენ. 6. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირაკლი შატაკიშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მიხეილ სარჯველაძის, გურამ მაჭარაშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების 7 პროექტები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/418; 21.02.2024): საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებდა ძირითადად შემდეგ საკითხებს: განისაზღვრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია; დაზუსტდა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი; გაფართოვდა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი ბიუჯეტის განსაზღვრისა და საკუთარი ფინანსური სახსრების ხარჯვის თავისუფლების ფარგლები; დაზუსტდა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პერსონალური მონაცემებისა და ბავშვის უფლებების დაცვის ვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხი; დაზუსტდა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხები; დადგინდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის წესი; განისაზღვრა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პირებისთვის შეტყობინებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩაბარების ახლებური წესი; გაუმჯობესდა მამხილებლის დაცვის მექანიზმი; მოწესრიგდა პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათთვის ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ მითითების მიცემის საკითხი; პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით განისაზღვრა დამატებითი მექანიზმები; დაზუსტდა ტერმინების „აკრძალული შემოწირულების“, „აკრძალული საწევრო შენატანისა“ და „აკრძალული ხარჯის“ შინაარსი; მოწესრიგდა ე. წ. მიტოვებული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; გაუქმდა უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა ევროკომისიის რეკომენდაციით საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას და მიმართულია ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი ხელშეწყობისა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომი გაუმჯობესებისაკენ. 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, თენგიზ შარმანაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის 8 შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/356; 21.09.2023): საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებდა ძირითადად შემდეგ საკითხებს: რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაზუსტება; მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსის დაზუსტება, მივლინების მაქსიმალური ვადის შემცირება და მივლინების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების საკითხი; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის დროითი შეზღუდვა; მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობის გაზრდა საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე; ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის, კერძოდ, მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის, შინაარსის დაზუსტება; ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების ცალკეული საკითხების დაზუსტება. საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა ევროკომისიის რეკომენდაციით საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებასა და მართლმსაჯულების სფეროში შემდგომი ღონისძიებების გატარებას. 8. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გივი მიქანაძის, თენგიზ შარმანაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/351; 06.09.2023): საკანონმდებლო ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების არჩევის ცალკეული პროცედურული საკითხები; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტი ცესკოს 7 წევრს ირჩევს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, ხოლო თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს რომელიმე წევრი არ აირჩა, არაუადრეს მომდევნო კვირის დასაწყისისა თითოეულ დარჩენილ კანდიდატს ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს რომელიმე წევრი კვლავ არ აირჩა, არაუადრეს მომდევნო კვირის დასაწყისისა თითოეულ დარჩენილ კანდიდატს განმეორებით ეყრება კენჭი. განმეორებითი კენჭისყრისას არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. თუ განმეორებითი კენჭისყრის შედეგად 9 ცესკოს რომელიმე წევრი ისევ არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში ამ სიაში მყოფ პირთაგან დანიშნოს ცესკოს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, ცესკოს რამდენი წევრიც დარჩა საქართველოს პარლამენტს ასარჩევი. ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობაზე განწესდება ცესკოს წევრის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული წესით. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს აღნიშნულ წევრთა უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია 5 წლით. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან აირჩეოდა. საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ცესკოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას. 9. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის და ქეთევან ჩარკვიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/443; 02.05.2024): საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებდა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სოციალური დახმარების, სოციალური და სახელმწიფო გასაცემლებისა და სოციალური შეღავათების მიცემის, აგრეთვე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში მათი მონაწილეობის საკითხების შემდგომ მოწესრიგებას; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სოციალური დახმარების, სოციალური და სახელმწიფო გასაცემლების, სოციალური შეღავათების, აგრეთვე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში მათი მონაწილეობის შესაძლებლობის შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში მათ მონაწილეობას. საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა აგრეთვე ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკო ვერ იღებს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით მისაღებ გადაწყვეტილებას. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას. ამასთანავე, საკანონმდებლო 10 ცვლილებით გაუქმდა ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შესაძლებელი იყო დროებითი მიზნით შექმნილიყო. პრაქტიკულმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ასეთმა ჯგუფმა რეალურად თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ამრიგად, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება საარჩევნო კომისიების საქმიანობის ხელშეწყობასა და ცესკოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. 10. საქართველოს პარლამენტის წევრების: გივი მიქანაძის, რატი იონათამიშვილის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/428; 20.03.2024): ერთ-ერთ საკითხად საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიისთვის პარტიული სიის შედგენისას ოლქის დელეგატობის კანდიდატის განსაზღვრის უფლების მინიჭებას. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების შემდეგ საზოგადოებასა და ოლქების დელეგატებად განსაზღვრულ პარლამენტის წევრებს შორის გარკვეული ინფორმაციული კავშირის ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და პარლამენტის კონკრეტულ წევრს შორის კომუნიკაციას შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის საჭიროებებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებდა აგრეთვე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში დადგენილი 40%-იანი ბარიერის გაუქმების საკითხს; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო. ეს ცვლილება ასახავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ დემოკრატიის პრინციპს და მიზნად ისახავს საკრებულოს ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას. 11. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/429; 22.03.2024): საკანონმდებლო ცვლილებით გაუქმდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ან მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიის მიერ პარტიული სიის შედგენისას სქესთა შორის ბალანსის დაცვის მოთხოვნა. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით განახევრდა (კერძოდ, 60-დან 30-მდე შემცირდა) საქართველოს პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პარტიულ სიაში შესაყვან 11 კანდიდატთა აუცილებელი მინიმალური რაოდენობა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვის პარტიული სიების შედგენის საკითხში უფრო მეტი თავისუფლების ფარგლების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შიდაპარტიული დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. საკანონმდებლო ცვლილებები ასახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე4 პუნქტით განსაზღვრულ, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის თავისუფლების პრინციპს. 12. საქართველოს პარლამენტის წევრების: გივი მიქანაძის, ნიკა ელისაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ანზორ ბოლქვაძის, ზვიად შალამბერიძის, ვლადიმერ ბოჟაძის და ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/15; 04.12.2024): საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა მუნიციპალიტეტების საკრებულოების შემადგენლობა (პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების შედეგად ასარჩევი საკრებულოს წევრების რაოდენობა) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისთვის შესაბამისი საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის წესი. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა საარჩევნო ბარიერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების საკითხთან დაკავშირებით; კერძოდ, აღნიშნული საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 2.5%დან 4%-მდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში, ხოლო 3%-დან 4%-მდე − სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში თავიანთი წარმომადგენლების არჩევის საკითხს და საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი დემოკრატიის პრინციპის კიდევ უფრო განმტკიცებას შესაბამისი მიმართულებით. 13. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N072/358; 29.12.2023): საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების დასჯადობასთან დაკავშირებული საკითხი. საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862 12 („ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა“), 3221 („ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა“) და 362-ე („ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება“) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მექანიზმებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მიგრანტის უკანონოდ შემოსვლისა და ყოფნის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას. 14. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ტაბატაძის, ანრი ოხანაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, გია ბენაშვილის, რესან კონცელიძის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ლევან მაჭავარიანის და ქეთევან ჩარკვიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/459; 03.07.2024): საკანონმდებლო ცვლილება ეხება პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII („ტერორიზმი“) ან XXXVIII („დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ“) თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული ან მსჯავრდებული პირისთვის მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, პაემნისა და განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლებათა შეზღუდვის ცალკეულ საკითხებს. საკანონმდებლო ცვლილება მიმართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობისაკენ. 15. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/9; 04.12.2024): საკანონმდებლო ცვლილებით 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნის ვიდეოპაემნით შეცვლის უფლების ამოქმედების ვადა. 16. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, რატი იონათამიშვილის, გენრიეტა წიწავას, ანტონ ობოლაშვილის, ბაია კვიციანის, ვლადიმერ კახაძის, ქეთევან ჩარკვიანის, მერაბ ქვარაიას, სალომე ჯინჯოლავას, გიორგი ცაგარეიშვილის, ლევან ქარუმიძის, სოზარ სუბარის, კახა კახიშვილის, მარიამ ლაშხის და ზაზა ლომინაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/383; 08.11.2023): საკანონმდებლო 13 ცვლილებებით გაუქმდა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მოწმის, გამოსაკითხი პირის, ახსნა-განმარტების მიმცემი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებებით კანონს დაემატა ნორმები, რომელთა თანახმადაც, მოწმის ჩვენების/გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შესაბამის პირთა მიმართ სათანადო უფლებრივი სტანდარტის გაუმჯობესებას. 17. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/407; 05.07.2024): „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლები და პირობები. აღნიშნული კანონპროექტის მიზანია გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიებისა და გახსნის, აგრეთვე დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების ხელშეწყობა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეფუძნება, მათ შორის, მოცემულ სფეროში მოქმედი სათანადო საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების გამოცდილების ანალიზს. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიმართულია „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების ხელშეწყობისაკენ.1 1 „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა შესაბამისი პირობების გათვალისწინებით გაატარონ სათანადო ღონისძიებები იმავე 14 18. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ნინო წილოსანის, ალუდა ღუდუშაურის, ირაკლი შატაკიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N073/16; 04.12.2024): საკანონმდებლო ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასა და რეალიზაციასთან, პიროტექნიკული ნაწარმის შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევასთან, ვანდალიზმის ჩადენასთან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარებასთან, აღნიშნული ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის ტარებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. 19. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/345; 06.12.2023): საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკანონმდებლო ცვლილებით მიენიჭა სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა და მონიტორინგის ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით განხორციელების) უფლებამოსილება. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა კონვენციით განსაზღვრულ დანაშაულთა ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა ვინაობასა და გენეტიკურ პროფილთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და შენახვის უზრუნველსაყოფად. 15 და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისათვის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის, საგზაო მოძრაობის პირობების, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და გარემოს დაცვის სათანადო საკითხების გაუმჯობესებას. 20. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/380; 11.04.2024): საკანონმდებლო ცვლილებებით მოწესრიგდა გზისპირა ზონებში M2, M3, N1, N2, N3, O3 და O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების საგზაო ინსპექტირების სხვადასხვა საკითხი და შესაბამისი წესების დარღვევისთვის დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია M2, M3, N1, N2, N3, O3 და O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ ტვირთის გადაზიდვასთან, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან, შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვასა და სხვა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წესების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის წესებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას. 21. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/12; 04.12.2024): საკანონმდებლო ცვლილებით ცალკე საფასურები დადგინდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ისეთი მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით, როგორებიც არის: საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღნიშნული სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსება ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და 16 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა. საკანონმდებლო ცვლილება მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის ხელშეწყობისა და მის მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესების სათანადოდ გათვალისწინებასა და ამ ინტერესებზე ორიენტირებული შესაბამისი მომსახურების დროულად და შეუფერხებლად მიწოდებას. 22. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/7; 27.11.2024): საკანონმდებლო ცვლილებით 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა იმ სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ამოქმედების ვადა, რომლის ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება. 23. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/355; 27.12.2023): საკანონმდებლო ცვლილებებით მოწესრიგდა თევზმიმზიდ ელექტროშოკურ მოწყობილობასა და თევზჭერის ელექტროიარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული სათანადო საკითხები, მათ შორის, დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობისა და თევზჭერის ელექტროიარაღის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული ქმედებების ჩადენისათვის. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც თევზჭერისთვის გამოსადეგი იარაღების სამოქალაქო ბრუნვის სათანადო საკითხების მოწესრიგებას ემსახურება, მიზნად ისახავდა ამ სფეროში შესაბამისი წესების განსაზღვრას და ამ წესების 17 დარღვევისთვის ჯეროვანი შემაკავებელი ეფექტის მქონე პასუხისმგებლობის დადგენას, რაც, თავის მხრივ, მიმართულია აღნიშნულ სფეროში გარემოს დაცვის ხელშეწყობისა და გაუმჯობესებისაკენ. 24. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/344; 06.12.2023): გემისა და ნავსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებისა და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა გემისა და ნავსადგურის უსაფრთხოებასა და ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა საკითხი. საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა გემის მოძრაობის წესების დარღვევასთან, ნავსადგურში დატვირთვისა და გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობისა და შენახვის წესების დარღვევასთან, საზღვაო უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემადგენლობა და მათი ჩადენისთვის გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სახდელები. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნავსადგურისა და საზღვაო უსაფრთხოების სხვადასხვა წესის დარღვევისა და ამ სფეროში მთელი რიგი ქმედებების ჩადენისათვის. საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავდა აღნიშნულ სფეროში გარკვეულ ქმედებათა ჩადენისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრას, არსებული პასუხისმგებლობის ღონისძიებების დიფერენცირებას, ჯეროვანი შემაკავებელი ეფექტის მქონე სანქციების დადგენასა და ცალკეული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილება მიმართულია ამ სფეროში მოქმედი ევროკავშირის სამართლებრივი ნორმებითა და „გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოების შესახებ“ საერთაშორისო კოდექსით დადგენილი სტანდარტების უზრუნველყოფის ხელშეწყობისაკენ. 25. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/439; 17.04.2024): საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე განისაზღვრებოდა 10%-ით, საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა 20%-მდე. საკანონმდებლო ცვლილებებით მოწესრიგდა აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებასთან დაკავშირებული სხვა ცალკეული საკითხები. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანია საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემდგომი მოწესრიგება და 18 გაუმჯობესება, კიდევ უფრო წაახალისებს საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლას და ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულებაში უფრო მეტი სტაჟიორის მიღებას. 26. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დავით მათიკაშვილის და ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/17; 04.12.2024): საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად მოწესრიგდა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასთან, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის სტატუსსა და პროფესიული საჯარო მოხელის შეფასებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულების უკეთესი ინსტიტუციური მოწყობის უზრუნველყოფას, საჯარო დაწესებულების მართვის ეფექტიანობის გაზრდასა და მისი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას. 27. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/5; 26.11.2024): საკანონმდებლო ცვლილებით 2025 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის გარდამავალ პერიოდში მომწესრიგებელი ნორმების მოქმედების ვადა, რაც მიზნად ისახავს შესაბამისი საგამონაკლისო წესების გარდამავალ პერიოდში შენარჩუნებასა და სათანადო სამართლებრივი ურთიერთობების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობას. 28. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, რატი იონათამიშვილის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/424; 28.02.2024): საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ თუ მის ამოქმედებამდე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტსა და საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 19 აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებამდე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტშია მითითებული. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია სახელმწიფოს მიერ წლების მანძილზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ზემოხსენებული დოკუმენტების ვალიდურობის მიმართ მათი მფლობელების კანონიერი ნდობის უზრუნველყოფა და ამ პირთა კანონიერი ინტერესების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა. 29. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/8; 04.12.2024): საკანონმდებლო ცვლილებით 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა იმ პირთა მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით მიმართვის უფლების მოქმედების ვადა, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. საკანონმდებლო ცვლილებით იმავე ვადით გახანგრძლივდა აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმების მოქმედების ვადა, რომლებიც შესაბამისი პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენას და საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს ითვალისწინებს. 30. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/391; 22.05.2024): საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცალკეული საკითხების შემდგომ დახვეწასა და დაზუსტებას. საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავდა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი ექსპერტთა კომიტეტისა (MONEYVAL) და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესრულებას. 31. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი შატაკიშვილის, დავით მათიკაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/423; 28.02.2024): ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის მიმართ საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან 20 საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე 1 წლის განმავლობაში დანიშვნის აკრძალვიდან გამონაკლისი. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის ხელშეწყობა. 32. საქართველოს პარლამენტის წევრების: თენგიზ შარმანაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/13; 04.12.2024): საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისთვის პერსონალური დაცვის დანიშვნისა და შენარჩუნების ერთ-ერთი პირობა; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აღნიშნულ პირს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა არ დაენიშნება/არ შეუნარჩუნდება, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად დაადასტურა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ მას უფლებამოსილება შეუწყდება მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად. 33. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, გენრიეტა წიწავას და ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N073/457; 19.06.2024): „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონს საკანონმდებლო ცვლილებით დაემატა ნორმა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონია იმართება მის მიერ თანამდებობის დაკავების წინ, მისი არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში; საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიის საპროტოკოლო ნაწილს განსაზღვრავს, აგრეთვე ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; აღნიშნული ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები ფინანსდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიის გამართვის ადგილი და სხვა შესაბამისი საკითხები, რაც საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ღონისძიებასთან დაკავშირებით კარგი პრაქტიკის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. 34. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის და გენრიეტა წიწავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის 21 პროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/436; 10.04.2024): საკანონმდებლო ცვლილებით 2024 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 ივნისამდე გახანგრძლივდა საჯარო დაწესებულებების მიერ შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ხელახლა დამტკიცების ვალდებულების შესრულების ვადა. 2. „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სავალდებულო სტატუსით განიხილა შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: კომიტეტის“ 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/383; 24.04.2024); 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ 22 სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/404; 18.06.2024). 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი − „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2025-2028 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება − „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (N07-2/421; 30.09.2024). 3. საერთაშორისო ხელშეკრულებები 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით განიხილა შემდეგი საკითხები: 1. რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის შეთანხმება (N07-2/375; 18.03.2024); 2. რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს და ბელგიის სამეფოს შორის შეთანხმება (N07-2/398; 07.06.2024). III. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტმა 2024 წელს განიხილა: 1. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა − ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის (N07-2/364; 02.02.2024); 2. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა 2025-2028 − მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ (N07N2/2; 25.11.2024); 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 და 2023 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშები (N1-2542/23; 17.02.2023) (N12498/24; 29.02.2024; 23 4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-4619/24; 15.04.2024). IV. თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული საქმიანობა 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ცალკეულ თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული საკითხები და კომიტეტის საჯარო სხდომებზე მოუსმინა შესაბამის კანდიდატებს; კერძოდ, 2024 წელს კომიტეტმა განიხილა: 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატის არჩევის საკითხი (N1-6244/24; 31.05.2024); 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 1 კანდიდატის არჩევის საკითხი (N1-8532/24; 02.08.2024); 3. საპროკურორო საბჭოს წევრობის 2 კანდიდატის არჩევის საკითხი; 4. საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის არჩევის საკითხი (N17730/24; 11.07.2024); 5. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკოს წევრობის 3 კანდიდატის არჩევის საკითხი (N2-5435/24; 11.04.2024). V. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ შემდეგ საქმეებზე: 1. N1362 − ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. N1801 − „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3. N1792 − ნიკოლოზ თომასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ; 4. N1753 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 5. N1532 − გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 6. N1474 − გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 7. N1630 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 8. N1664 − მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 24 9. N1717 − ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 10. N1678, 1679 − საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 11. N1693, 1700 − ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 12. N1828, 1829, 1834, 1837 − საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ საქართველოს პარლამენტის 38 წევრი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო დემოკრატიული სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ. 25