საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
📜 ტექსტი
წერილი
2-1734/25
12-02-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის
ანგარიშს.
დანართი: 23 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში
1
სარჩევი
შესავალი ................................................................................................................. 2
თავი I: საკანონმდებლო საქმიანობა ..................................................................... 4
საერთაშორისო შეთანხმებები: .............................................................................. 4
დადგენილებები: .................................................................................................... 7
თავი II: საზედამხედველო საქმიანობა ................................................................ 8
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციების ანგარიშების მოსმენები: ......................................................................... 9
თავი III: საპარლამენტო დიპლომატია .............................................................. 11
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები:................ 11
საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრები: ................................................. 18
თავი IV: სხვა ღონისძიებები ............................................................................... 22
თავი V: კომიტეტის აპარატის საქმიანობა და ინსტიტუციური გაძლიერება
................................................................................................Error! Bookmark not defined.
2
შესავალი
ჩვენი სახელმწიფოს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს წარმოადგენს
საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
მშვიდობიანი გზით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს სტრატეგიულ
პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში
თანამშრომლობის გაძლიერება, საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში
საქართველოს აქტიური ჩართულობა, ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური
პოლიტიკის განხორციელება, ტრანსნაციონალურ პროექტებში ქვეყნის ჩართულობა,
ეკონომიკური დიპლომატია, დიასპორებთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ მყოფი
საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების
განსაზღვრა საქართველოს პარლამენტს ეკისრება. შესაბამისად საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტი თავისი პროფილიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე აქტიურად არის
ჩართული ამ პროცესში.
2024 წელი განსაკუთრებით დატვირთული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა ჩვენი
ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად. შიდა თუ გარე ძალების
აქტიური და ორკესტრირებული ჩარევების და დეზინფორმაციული კამპანიების
მიუხედავად, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სტაბილური და მდგრადი
განვითარების გარემოს შესარყევად, ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა
ამ საფრთხეების პრევენცია. კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული ამოცანების
მიღწევის პროცესში და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა.
კომიტეტის მიერ განხილული იქნა კანონპროექტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები,
კონვენციები, შეთანხმებები. ჩატარდა საკომიტეტო მოსმენები, მომზადდა და პარლამენტს
განსახილველად
დელეგაციებისა
გადაეცა
და
დადგენილებები
საპარლამენტო
მუდმივმოქმედი
მეგობრობის
ჯგუფების
საპარლამენტო
შემადგენლობებში
ცვლილებების შესახებ. გაიმართა 150-მდე შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან,
უცხო
ქვეყნების
საკანონმდებლო
და
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლებთან, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციებს
წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და მკვლევარებთან.
3
თავი I: საკანონმდებლო საქმიანობა
საანგარიშო
პერიოდში
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტმა
განიხილა
შემდეგი
საერთაშორისო შეთანხმებები/კონვენციები/დადგენილებები:
საერთაშორისო შეთანხმებები:
1)
წერილ-შეთანხმება
„2022
წლის
30
მარტის
„საქართველოსა
და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო
შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ №1
ცვლილების“. (07-2/362; 29.12.2023)
მომხსენებელი: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი
2) წერილ-შეთანხმება „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის
განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები)
(ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ №4 ცვლილების“ (07-2/337; 17.11.2023)
მომხსენებელი: რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი
3) წერილ-შეთანხმება „2017 წლის 17 ივნისის „საქართველოსა და აზიის
ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების
(ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ №1 ცვლილების“(07-2/343; 30.11.2023)
მომხსენებელი: რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი
4) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას
შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“. (07-2/356; 28.12.2023)
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი
5) წერილ-შეთანხმება „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის
განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეცილური ოპერაციები)
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)"
№5 ცვლილების“ (07-2/368; 01.03.2024)
მომხსენებელი: რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე, მზია გიორგობიანი
6) წერილ-შეთანხმება „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის
განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები)
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“
და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
4
სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების
გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ №5 ცვლილების“ (07-2/369;
01.03.2024)
მომხსენებელი: რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე, მზია გიორგობიანი
7) სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკს შორის (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ (072/366; 29.02.2024)
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე
8) შეთანხმება „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
ბანკს
შორის
სასესხო
შეთანხმება
(ენგურის
ჰიდროელექტროსადგურის
რეაბილიტაციის
პროექტი
კლიმატური
პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ №2 ცვლილების“ (07-2/367; 29.02.2024)
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე
9) საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი
ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება (07-2/365; 19.02.2024)
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,
გენადი არველაძე
10) შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში
თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის
შესახებ" (07-2/375; 18.03.2024)
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ
ბაჩიაშვილი
11) შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას
შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური
თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნებისა
და საქმიანობის შესახებ 2014 წლის 13 მაისის შეთანხმებაში, ხელმოწერილი
თბილისში, ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/388; 13.05.2024)
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე
12) სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა)“ (072/389; 16.05.2024)
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე
13) სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკს შორის (თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები
სისტემის პროექტი)“ (07-2/402; 17.06.2024)
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე
5
14) სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის
ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი
(საქართველოს მწვანე მიმართულებაზე გადასვლა) ფაზა I)“ (07-2/403; 18.06.2024)
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე
15) სასესხო ხელშეკრულება „2015 წლის 12 მაისის „საქართველოსა და ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ქვემო ქართლის მყარი
ნარჩენების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ (07-2/400; 13.06.2024).
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ეკატერინე გუნცაძე და
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე,
მზია გიორგობიანი
16) შეთანხმება „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით
სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (07-2/398; 07.06;2024)
მომხსენებელი: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე
დარახველიძე
17) მარაკეშის ხელშეკრულება „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან
ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის
მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების
შესახებ“ (07-2/415; 13.08.2024)
მომხსენებელი: დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე
18) სასესხო შეთანხმება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის
ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს
მიერ
(„მსესხებელი“),
შორის;
(მდგრადი
ურბანული
განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში) (07-2/410; 09.07.2024)
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე
19) სასესხო შეთანხმება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების
საერთაშორისო ბანკს შორის (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება
ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის
მეშვეობით - მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა) (07-2/405; 01
07.2024
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე
20) წერილ-შეთანხმება „2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის
საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის
წყალარინება) №3 ცვლილების (07-2/406; 01.07.2024)
მომხსენებელი: რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი
6
21) საკრედიტო შეთანხმება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი)
და საქართველოს (მსესხებელი) შორის (ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემის
მომსახურების გაუმჯობესება)“ (07-2/419; 09.09.2024);
მომხსენებლები: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი;
22) შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების
(ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის
განვითარება)“ (07-2/425; 18.11.2024)
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი
კაკაურიძე
23) წერილ-შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის
ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II“ N2
ცვლილების“ (07-2/424; 18.10.2024)
მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი
24) ოქმი „2007 წლის 7 თებერვლის „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის" ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის
რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე
(კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის,
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების
შესახებ" შეთანხმების ცვლილებების“ (07-2/390; 16.05.2024)
მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,
გურამ გურამიშვილი
კონვენციები:
1) უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების
შესახებ“ გლობალური კონვენცია. (07-2/361; 29.12.2023)
მომხსენებელი: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი
2) კონვენცია „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ 1980 წლის 9
მაისის კონვენციის (კოტიფი) (1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის
თანახმად)“ 2015 წლის AG 12/NOT/Add.1 და 2018 წლის NOT-18001-Ad.1
ცვლილებები“ (07-2/423; 03.10.2024);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მიადგილე, გურამ გურამიშვილი;
7
დადგენილებები:
1) „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/412; 14.02.2024)
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე
2) „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/413; 14.02.2024)
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე
3) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-3/427; 20.03.2024)
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე
4)
„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/431; 26.03.2024)
მომხსენებელი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე
5) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ (07-03/1; 26.11.2024)
მომხსენებელი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე
მემორანდუმი:
1) ურთიერთგაგების მემორანდუმი
თურქეთის
რესპუბლიკის
მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების
უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების ცენტრსა (CRC)
(ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის
საჰაერო ოპერაციების ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის
საჰაერო ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“ ს (MOU) (072/377; 29.03.2024)
მომხსენებელი: თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე
8
თავი II: საზედამხედველო საქმიანობა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების
ანგარიშების მოსმენები:
1) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2023 წლის
საქმიანობის ანგარიში
მომხსენებელი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე
2) საპარლამენტთაშორისო
კავშირში
(IPU)
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში (2-2166/24; 19.02.2024)
მომხსენებელი:
საპარლამენტთაშორისო
კავშირში
(IPU)
საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი
3) ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში (2-2167/24; 19.02.2024)
მომხსენებელი:
ASEAN-ის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში
(AIPA)
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი
4) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (Interparliamentary
Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2023 წლის ანგარიში (2-2035/24; 06.02.2024)
მომხსენებელი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში
(Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ქადაგიშვილი
5) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამის
საპარლამენტო
ასამბლეაში
(GUAM
PA)
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში (2-1683/24; 12.02.2024)
მომხსენებელი: დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის,
სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით მათიკაშვილი
6) ფრანკოფონიის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში (2-2286/24; 20.02.2024)
მომხსენებელი:
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი,
დავით
სონღულაშვილი
9
7) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში (22218/24; 20.02.2024)
მომხსენებელი:
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი,
ირაკლი
მეზურნიშვილი
8) ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის ანგარიში (2-2024/24; 16.02.2024)
მომხსენებელი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე
9)
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში (2-2001/24;
15.02.2024)
მომხსენებელი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე
10) აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (EuroNest Parliamentary
Assembly) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2023 წლის
ანგარიში (2-2199/24; 09.02.2024)
მომხსენებელი: დელეგაციის ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი
11) ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (EU-Georgia
Association Commitee) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
2023 წლის ანგარიში (2-2200/24; 19.02.2024)
მომხსენებელი: დელეგაციის ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი
მთავრობის და სხვა უწყებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები:
1) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/392; 31.05.2024)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენება „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (1-5809/23; 21.05.2024) და ინფორმაცია
ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/394; 31.05.2024);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი
კაკაურიძე
2) საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩის, რობინ ლ. დანიგანის მოსმენა თემაზე: „საქართველო-ამერიკის
სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა“
10
3) საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ
საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო
პროგრამა. (07-2/364; 02.02.24)
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ილია დარჩიაშვილი
4) საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ
საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო
პროგრამა „2025 –2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით
ევროპისკენ“ (07-2/2; 25.11.2024) თაობაზე
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, მაკა ბოჭორიშვილი
თავი III: საპარლამენტო დიპლომატია
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები:
1) 2024 წლის 13-20 იანვარს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური
ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე.
ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები პეკინსა და შანხაიში გაიმართა.
დელეგაცია შეხვდა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის
ხელმძღვანელს - მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს - სუნ ხაიანს და
სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს ჭანგ ლაიმინგს. დელეგაციის წევრები, ასევე, ჩინეთის ეროვნული სახალხო
კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს- სიაო ძიეს შეხვდნენ.
2) 2024 წლის 5-8 თებერვალს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით
აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
ნიკოლოზ
სამხარაძე
ეუთო-ს
საპარლამენტო
ასამბლეის
საარჩევნო
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში
ჩატარებულ
ვადამდელ
საპრეზიდენტო
არჩევნებში
საერთაშორისო
დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა.
11
3) 2024 წლის 22-23 თებერვალს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ
და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ
სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის
სხდომაში, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიების ფარგლებში გამართულ
დებატებში და ასევე სიტყვით გამოვიდა სამი კომიტეტის გაერთიანებულ
სხდომაზე.
4) 2024 წლის 10-13 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური
ვიზიტით იმყოფებოდა რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს,
რუმინეთის სენატის თავმჯდომარეს. შეხვედრები ასევე გაიმართა რუმინეთის
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან; თავდაცვის,
საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის
თავმჯდომარესთან და კომიტეტების წევრებთან. დელეგაციის წევრები შეხვდნენ
რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-სპიკერს.
გამართული შეხვედრების მთავარი განსახილველი თემები იყო ორ ქვეყანას შორის
არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, აღმასრულებელ და
საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები,
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და
საქართველოს ევროპული მისწრაფებები.
რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთის დიპლომატიის ინსტიტუტში
საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა შავი ზღვის
რეგიონში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე“.
5) 2024 წლის 14-17 მარტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის დელეგაცია,
კომიტეტის
თავმჯდომარის,
ნიკოლოზ
სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქ
პარიზში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პარიზის
თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმში. ნიკოლოზ სამხარაძემ მომხსენებლის
რანგში მონაწილეობა მიიღო პანელში - „ევროპის ახალი საზღვრები“, სადაც მან
რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე
ისაუბრა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საფრანგეთის სენატისა და
ეროვნული ასამბლეის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების
12
თავმჯდომარეებსა და წევრებს, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა
ინსტიტუტის (IFRI) დამფუძნებელ პრეზიდენტს შეხვდნენ.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარიზის პოლიტიკური კვლევების
ინსტიტუტში (SciencesPO) საჯარო ლექცია წაიკითხა.
6) 2024 წლის 23-27 მარტს შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, გაიმართა საპარლამენტთაშორისო
კავშირის (IPU) რიგით 148-ე ასამბლეა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო
ნიკოლოზ
სამხარაძემ.
საქართველოს
საპარლამენტო
დელეგაციას
ხელმძღვანელობდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი
ვოლსკი.
7) 2024 წლის 28-31 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ტაჯიკეთის
რესპუბლიკაში, ქ. დუშანბეში.
საპარლამენტო დელეგაციის პირველი, ისტორიული ვიზიტი ტაჯიკეთში ორ
ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს
მიეძღვნა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტაჯიკეთის პარლამენტის პირველ
ვიცე-სპიკერთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და
საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. დელეგაციის წევრები ასევე
შეხვდნენ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს და
პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს.
ნიკოლოზ სამხარაძემ, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური
პრიორიტეტების შესახებ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებს
ლექცია წაუკითხა.
8) 2024 წლის 9-12 აპრილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია,
კომიტეტის
თავმჯდომარის
ნიკოლოზ
სამხარაძის
ხელმძღვანელობით,
ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრები ესპანეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტს; სენატის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებს
შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის დეპუტატთა პალატის (კონგრესის) ევროკავშირის
შერეული კომიტეტის სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
დელეგაციის წევრებს და დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ სამხარაძეს
მოუსმინეს.
13
საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაცია, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ამ მხრივ მიღწეული
პროგრესი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ და
დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის უნივერსიტეტში
გამართულ კონფერენციაში თემაზე: „ნატო-ს 75-ე წლისთავი, გაფართოება რუსეთის
საფრთხის ქვეშ“.
9) 2024 წლის 21-28 აპრილს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის და მექსიკასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ეწვია მექსიკის
შეერთებულ შტატებს.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები მექსიკის
სენატის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტებთან, საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარესთან.
მექსიკის
პარლამენტში
გაიმართა
საქართველოსადმი მიძღვნილი მოსმენა. ქართული დელეგაცია შეხვდა აგრეთვე
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და განიხილა საერთაშორისო
ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხი. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ
სამხარაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მატიას
რომეროს დიპლომატიურ ინსტიტუტში, თემაზე „შავი ზღვის უსაფრთხოების
საკითხები“
10) 2024 წლის 28 აპრილი - 4 მაისს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის და აშშ-სთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის,
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის
შეერთებულ შტატებს, ქ. ვაშინგტონს.
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ის
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, ევროპის ქვეკომიტეტის
თავმჯდომარეს, სენატორ ჯინ შაჰინს და სენატორ პიტ რიკეტსს შეხვდნენ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-ის მიერ საქართველოს
მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში აშშ-ის
ჩართულობის გაზრდაზე.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკელ კონგრესმენებთან,
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, აშშის
წარმომადგენელთა
პალატის
საქართველოს
მეგობართა
ჯგუფის
თანათავმჯდომარეებთან.
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები ევროპისა და
ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ობრაიენს;
14
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის
მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა
ბიუროს კავკასიის განყოფილების დირექტორს, მარკ ქემერონს შეხვდნენ.
დელეგაციის წევრები, ასევე შეხვდნენ აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის
(NED) პრეზიდენტს და ფონდის თავმჯდომარეს, საერთაშორისო რესპუბლიკური
ინსტიტუტის (IRI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) -ს წარმომადგენლებს.
შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული
პარტნიორობის კონკრეტული მიმართულებების გამოკვეთას და აგრეთვე
გამჭვირვალობის კანონს.
11) 2024 წლის 4-9 მაისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ
სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქ.
სკოპიეში, სადაც ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ მაკედონიის საპარლამენტო
არჩევნებზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ოდირ-ის ევროპარლამენტისა და
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიას.
12) 2024 წლის 20-24 მაისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პორტუგალიაში, ქ.
ლისაბონში.
ნიკოლოზ სამხარაძემ, ვიზიტის ფარგლებში,
მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის ლისაბონის კონფერენციაში და გამართა მაღალი დონის
შეხვედრები.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები პორტუგალიის
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს; ევროპულ
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და სოციალისტური პარტიის ფრაქციის
ლიდერებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემები იყო ორ ქვეყანას შორის არსებული
ურთიერთობები და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები,
საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და
გადადგმული ნაბიჯები.
13) 2024 წლის 2-5 ივნისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის,
ნიკოლოზ სამხარაძის
ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის
დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მალაიზიაში.
მალაიზიაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ
და
მალაიზიის
პარლამენტთან
მეგობრობის
ჯგუფის
15
ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები
გამართა მალაიზიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის
კომიტეტის და მალაიზიის პარლამენტის უსაფრთხოების საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარეებთან.
შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებულ საპარლამენტო ურთიერთობებზე და
სავაჭრო, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების
მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ აგრეთვე მალაიზიის პარლამენტის ვიცე სპიკერს
და მალაიზიის პარლამენტში ევროპის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს
შეხვდნენ.
14) 2024 წლის 6-8 ივნისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის,
ნიკოლოზ სამხარაძის
ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის
დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სინგაპურში.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სინგაპურის პარლამენტის საგარეო
საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელებთან და საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილესთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული
ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკურ,
დიგიტალიზაციის, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობაზე.
15) 2024 წლის 28 ივნისი - 3 ივლისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის
ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ბუქარესტში მიმდინარე ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა.
ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის
პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს.
თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების
გარემოზე და გამოწვევებზე.
16) 2024 წლის 1-3 სექტემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტით სომხეთის
დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდნენ.
ერევანში საქართველო-სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტების ყოველწლიური ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელშიც
ნიკოლოზ სამხარაძე, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა
მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, სარგის ხანდანიანი და კომიტეტების
წევრები მონაწილეობდნენ.
16
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის,
დელეგაციის წევრები შეხვდნენ სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს,
ალენ სიმონიანს და ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს; სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ
მირზოიანს.
შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ
ურთიერთობებზე,
სტრატეგიული
პარტნიორობის
მნიშვნელობასა
და
ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. მხარეებმა
განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და სამომავლო ნაბიჯები,
რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მდგრადი და მშვიდობიანი გარემოს შექმნას.
17) 2024 წლის 27-30 სექტემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ხორვატიაში, ქ.
ზაგრებში, სადაც მონაწილეობა მიიღო “ღია ევროპული დიალოგის“ რიგით მე-9
ყოველწლიურ ღონისძიებაში.
18) 2024 წლის 1-2 ოქტომბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზით იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც
ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც ახალი ევროკომისიის
არსებულ შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევებს დაეთმო.
თავის გამოსვლაში, კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის
მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოებაში, ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური
ფაქტორების გამოკვეთაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების
ოკუპაციაზე, ევროკავშირის და ნატო-ს გაფართოების მნიშვნელობასა და უკრაინაში
მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე.
19) 2024 წლის 3-4 ოქტომბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი,
ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ირლანდიაში, ქალაქ
დუბლინში, სადაც მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის
შემოდგომის სხდომაში.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას
შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში
არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპაციის გამოწვევები. საუბარი შეეხო 26
ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.
20) 2024 წლის 1-8 ნოემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი
17
ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ
შტატებში, სადაც ეუთოს ეგიდით დაგეგმილ აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო
არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა.
21) 2024 წლის 2-5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარის,
ნიკოლოზ
სამხარაძის
ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
თურქეთის
რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში, სადაც საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის
საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი
შეხვედრა გაიმართა.
სიტყვით
გამოსვლისას,
ნიკოლოზ
სამხარაძემ
საქართველო-თურქეთიაზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებული საერთო პრიორიტეტები, რეგიონში
მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევები, სამმხრივი თანამშრომლობის ახალი
შესაძლებლობები, საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინაციის მნიშვნელობა
და სამ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში
თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა.
საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრები:
1) 11/01/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის
პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ბიორნ სოდერთან და შვედეთის
პარლამენტის 8 წევრთან. განხილვის მთავარი თემები იყო ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეის მნიშვნელოვანი როლი და ასამბლეასთან საქართველოსა და შვედეთის
თანამშრომლობა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე
ვითარება, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 9 ნაბიჯის შესრულებასთან
დაკავშირებული სამომავლო გეგმები და შიდაპოლიტიკური ვითარება.
2) 30/01/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,
ანა ლიბერგს შეხვდა, სადაც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და
საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები,
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკომისიის მიერ
წარმოდგენილი 9 ნაბიჯის შესრულების პროცესი, რეგიონული უსაფრთხოების
საკითხები, სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება,
აგრეთვე წინასაარჩევნო გარემო.
18
3) 14/02/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. მხარეებმა
განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის
რეგიონში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს,
ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას და რუსეთის ფედერაციის
უკანონო ქმედებებს.
4) 05/03/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკის,
ევროპის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების დელეგაციასთან. შეხვედრაზე
განიხილეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების
გამოწვევები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაცია. მხარეებმა
ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მომავალ ენერგოუსაფრთხოებასა და ევროპასა და
აზიას შორის დაკავშირებადობაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
5) 07/03/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე რუმინეთის სენატის თავმჯდომარის მრჩეველს, იულიან კიფუს შეხვდა,
სადაც მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის
მიმართულებები. მხარებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები,
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაცია, უკრაინაში მიმდინარე
რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე,
ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები.
6) 19/04/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს პარლამენტში საქართველოსთან
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, გუდრუნ ბრუნეგარდთან. მხარეებმა
განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის
დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა სფეროები.
7) 05/07/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა
ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის
არსებულ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის
არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
19
8) 19/07/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე ავსტრიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს შეხვდა. კოლეგებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და
საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები,
რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
არსებული რთული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები,
შიდაპოლიტიკური გარემო და დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები
9) 19/08/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, ჯუ ჰო იონგს
შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და
თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს, ხაზი გაესვა
ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, კულტურული და
საგანმანათლებლო სფეროების დაახლოების პერსპექტივებს.
10) 04/09/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს, დატუკ ნურ
ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედს შეხვდა. საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა:
საქართველოსა და მალაიზიას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივ და
მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა, საპარლამენტო ურთიერთობები,
სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა.
11) 06/09/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა
კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერებთან. მხარეებმა განიხილეს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, შიდაპოლიტიკური ვითარება, წინასაარჩევნო
გარემო. ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია
12) 06/09/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრალიის ელჩთან, მაილს
რობერტ არმიტიჯთან. ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და
ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე
თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
13) 09/09/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე საქართველოში ლიეტუვის ელჩს, დარიუს ვიტკაუსკასს შეხვდა.
შეხვედრაზე ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი
20
ურთიერთობები და მისი სამომავლო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
საუბრის თემებს წარმოადგენდა: რეგიონული უსაფრთხოების საკითხები,
უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა ევროპის
უსაფრთხოებაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე,
ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და წინასაარჩევნო პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია
14) 17/09/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ შეხვედრა გამართა კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან
მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და
კატარს
შორის
არსებული
ურთიერთობები
და
მისი
განვითარების
შესაძლებლობები.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა ქვეყნის საგარეო
პრიორიტეტებზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე.
15) 25/09/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების
საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის
დეპარტამენტის დირექტორს, ქრის ალანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი
საკითხები იყო: საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული
თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების
პერსპექტივები, რეგიონული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.
ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიტანელ სტუმარს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე,
ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
არსებულ ვითარებაზე, შიდა პოლიტიკასა და წინასაარჩევნო პროცესებზე მიაწოდა
ინფორმაცია.
16) 08/10/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის ელჩთან, მასიმილიანო
დ’ანტუონოსთან. ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ საპარლამენტო
ურთიერთობებზე და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ სხვა
მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო
არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე.
17) 15/11/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ
სამხარაძე ბრაზილიის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელს, კლაუდიო კაჟადოსს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს
საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული თანამშრომლობა, სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და თავისუფალი
ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობები.
21
18) 20/12/2024. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ
სამხარაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრალიის ელჩთან, მაილს
რობერტ არმიტიჯთან (რეზიდენციით ქ. ანკარაში).
მხარეებმა
განიხილეს
არჩევნების შემდგომ არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება, მიმოიხილეს
რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში
არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
19) 24/12/2024 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ნიკოლოზ
სამხარაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში კუბის ელჩთან, კარლოს ვალდესთან
(რეზიდენციით ქ. ბაქოში). მხარეებმა განიხილეს არჩევნების შემდგომ არსებული
შიდაპოლიტიკური ვითარება, მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების
საკითხები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა
გადაუხადა კუბურ მხარეს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და
სთხოვა გადახედვა საუთარი პოზიციისა გაერო-ში საქართველოს მიერ
ყოველ;წლიურად ინიცირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. კუბელმა
დიპლომატმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციასთან კუბის
მეგობრული ურთიერთობისა, კუბა რჩება საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის პრინციპის ერთგული და მიაჩნია რომ აფხაზეთი და ცხინვალის
რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
თავი IV: სხვა ღონისძიებები
1) 02/04/2024. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე
ნიკოლოზ
სამხარაძე
ჯონს
ჰოპკინსის
უნივერსიტეტის
მაგისტრატურის სტუდენტებს შეხვდა.
კითხვა-პასუხის
რეჟიმში
გამართული
შეხვედრისას
ნიკოლოზ
სამხარაძემ
ამერიკელ და ევროპელ სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ
პრიორიტეტებზე,
ევროპულ
და
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში
ინტეგრაციაზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და ქვეყნის წინაშე არსებული
გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გამაახვილა
უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.
22
სტუდენტები სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემოთი და
რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს როლით
დაინტერესდნენ.
2) 24/09/2024.
პარლამენტის
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „მომავალ ლიდერთა აკადემიის" სტუდენტებს
შეხვდა.
კომიტეტის
თავმჯდომარემ
სტუდენტებთან
რეგიონული
უსაფრთხოების
გარემოზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთულ
ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა.
“შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც ნიკოლოზ სამხარაძემ
სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ
და
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში
ინტეგრაციაზე,
საპარლამენტო
დიპლომატიასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
23