საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 17 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 5
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
2/17/25, 12:10 PM
საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თარიღი
17 თებერვალი 2025 13:00
2025 წლის 17 თებერვალი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის
დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე (07-2/384; 24.04.2024) III მოსმენა;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - იური
ნოზაძე;
2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე;
3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2024 წლის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
https://parliament.ge/print/announcement/3134?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
სხდომის ოქმი N5
ქ. თბილისი
2025 წლის 17 თებერვალი, 13:00 სთ
სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე
კომიტეტის წევრები: გიორგი ხახუბია, გოდერძი ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი,
ზაურ დარგალი.
მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე - იური ნოზაძე;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსი - დენის
სალუქვაძე, კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი ნათია შამათავა - სხდომის მდივანი
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე (07-2/384;
24.04.2024)
III
მოსმენა;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე:
იური ნოზაძე
2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე - მაია ბითაძე;
3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2024 წლის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე - მაია ბითაძე.
I საკითხი
მოისმინეს: იური ნოზაძის ინფორმაცია: აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი იზრდება 2245 ჰა-თი, ამასთანავე დაცული
ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება სოფელ ტბათანსა და მიმდებარე ტერიტორიებს, რომელიც
მოექცევა დაცული ტერიტორიების V კატეგორიის შესაბამისი დაცვითი რეჟიმის ქვეშ.
ასევე აღინიშნა, რომ გაფართოებული ტერიტორიის განვითარება (აღდგენითი ან/და
განაშენიანების
ღონისძიებები)
განხორციელდება
ქალაქმშენებლობითი
გეგმების
შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და დაამტკიცებს ახმეტის მუნიციპალიტეტის
საკრებულო და შესაბამისობაში იქნება დაცული ლანდშაფტის კატეგორიის მიზნებთან.
ხოლო, რაც შეეხება განაშენიანების დეტალური გეგმას, ეს უკანასკნელი შემუშავდება
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილების შესაბამისად. კანონი
ამოქმედდება 2025 წლის 1 მარტიდან.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის,
ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ”
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
მესამე მოსმენით განხილვას.
საკითხი II
მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია - კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა რამდენიმე
ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორისაა გარემოს დაცვა, მწვანე
ეკონომიკა, დაბალემისიანი და კლიმატმედეგი ურბანული განვითარება და ცირკულარული
ეკონომიკა. ასევე, დამატებით ორი თანმდევი მიმართულებაა განსაზღვრული –
გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმები და გარემოსდაცვითი დემოკრატია.
გეგმის ფარგლებში, გარემოსდაცვითი მიმართულებით პრიორიტეტი მდგრადი განვითარების
მიზნების მიღწევას ენიჭება, რაც მოიცავს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას,
სუფთა წყლის ხელმისაწვდომობას, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ხელშეწყობას და
ეკოსისტემების დაცვას.
2025 წელს, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში, კომიტეტი გეგმავს
მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვას და მიღებას. მათ შორისაა სრულიად ახალი
კანონები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეა შემუშავებული. ასევე,
იგეგმება „კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც ხელს
შეუწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის სისტემურ გაძლიერებას.
კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“
კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველთა მოვლა-პატრონობის თანამედროვე და
ჰუმანური პრინციპების დანერგვას.
საქართველოს მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებიდან
აღსანიშნავია „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც შექმნის მყარ
სამართლებრივ საფუძვლებს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვისთვის. ასევე,
„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის
ნაწილს წარმოადგენს და სათბური გაზების ემისიების შემცირებაზეა ორიენტირებული.
კომიტეტი განიხილავს კანონპროექტებს, რომლებიც „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და
„ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“
ცვლილებების
შეტანას
ითვალისწინებს. წარმოდგენილი ცვლილებებით მკაცრდება სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა სახერხ საამქროში უკანონოდ მოჭრილი მრგვალი ხე-ტყის დასაწყობებაზე.
ასევე, კოდექსს ემატება ახალი მუხლი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით
არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის განთავსების თაობაზე. ასევე, იგეგმება „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსში“ ცვლილებების შეტანა, რაც კოდექსის პრაქტიკული გამოყენების
პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას და ცალკეული ნორმების დახვეწას ისახავს
მიზნად.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ნადირობის შესახებ“ ახალ კანონპროექტს, რომელიც
ბალანსირებულ მიდგომას უზრუნველყოფს სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო
გარემოს მდგრადი მართვის კუთხით. ასევე, 2025 წელს იგეგმება დაცული ტერიტორიების
გაფართოება, მათ შორის თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის
დაცული ლანდშაფტების შექმნა და რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიების გაზრდა.
კომიტეტი გეგმავს ორი ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელთაგან ერთი „გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან“
ითანამშრომლებს, ხოლო მეორე „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების
პრობლემებს
შეისწავლის“.
ამასთან,
კომიტეტის
საქმიანობის
გამჭვირვალობის
უზრუნველსაყოფად გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის
შესაბამის უწყებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორის
წარმომადგენლებთან.
საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, კომიტეტი მოისმენს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
ანგარიშებს
ასოცირების
ხელშეკრულებით
ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების შესახებ. ასევე, ყურადღება დაეთმობა კლიმატის
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს, მუნიციპალიტეტების
საქმიანობას მტვერით დაბინძურების საკითხებზე, ნარჩენების მართვის ეროვნულ
სტრატეგიას და სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანალიზს.
გარდა ამისა, 2025 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის ფარგლებში, კომიტეტის
თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების მიერ იგეგმება გასვლითი სამუშაო შეხვედრები
სხვადასხვა რეგიონებში, რათა უშუალოდ გაეცნონ გარემოსდაცვით გამოწვევებს და
უზრუნველყონ კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტური დანერგვა.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
კომიტეტმა, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცა გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა.
III საკითხი
მოისმინეს მაია ბითაძის ინფორმაცია: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ.
2024 წლის საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 11 სხდომა, მათ შორის 1 გასვლითი
სხდომა, კომიტეტი წამყვანი იყო 41 კანონის პროექტზე, კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის
მოსამზადებლად განიხილა 14 კანონის პროექტი და 7 საერთაშორისო ხელშეკრულება, ოთხი
სხდომა მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას, კომიტეტის წევრების
მიერ ინიცირებულ იქნა 7 კანონის პროექტი, კომიტეტში განსახილველად შემოვიდა 4
საკანონმდებლო წინადადება.
2024 წლის 29 აპრილს მიღებულ იქნა „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის
შესახებ“ საქართველო კანონი - ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე 15 310 ჰექტარ ფართობს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნა
ახალი დაცული ტერიტორია - გურიის ეროვნული პარკი, ასევე, 2024 წლის 27 ივნისს
ცვლილებები შევიდა ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში - გათვალისწინებულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური
მდგომარეობა და თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით/პონტონებით
ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილება დაშვებულ იქნა 2028 წლის 1
იანვრამდე.
საქართველოში 2023 წელს დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართობი 912 ათას ჰექტარზე
მეტს შეადგენდა. დღეის მდგომარეობით მთლიანი ფართობი წარმოადგენს 927 751 ჰექტარს,
რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.5% შეადგენს.
კომიტეტმა აქტიურად იმუშავა „კლიმატის კანონის პროექტზე“, კერძოდ საშემოდგომო სესიის
ფარგლებში, საჯარო კონსულტაციების შედეგად კომიტეტის მიერ მომზადებული კლიმატის
კანონის მწვანე და თეთრი წიგნების საფუძველზე დაიწყო კანონის პროექტის პირველადი
ვერსიის შემუშავება.
კომიტეტმა უზრუნველყო ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით და ფართო
საზოგადოებრივი მონაწილეობით „შინაური ბინადარი ცხოველების“ საკანონმდებლო
პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა. აღნიშნული წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და
კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებს და მიზნად ისახავს შინაური ბინადარი
ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე,
აპრობირებული და ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვას.
2024 წელს კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან კანონის პროექტებს,
კერძოდ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ კანონის პროექტს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის
დადგენილების
პროექტს
„ენერგოდამოუკიდებლობის
სახელმწიფო
კონცეფციის
დამტკიცების შესახებ. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ
,,საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკასა და მის დანართს - ენერგეტიკისა და
კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმას’’.
2024 წლის 16 სექტემბერს კომიტეტმა დადებითად შეაფასა თემატური მოკვლევის ანგარიში
„საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ და დაამტკიცა
რეკომენდაციები.
2024 წლის განმავლობაში კომიტეტში ფუნქციონირებდა ოთხი სამუშაო ჯგუფი, რომლებშიც
მონაწილეობდნენ
შესაბამისი
სამინისტროების,
არასამთავრობო
ორგანიზაციების,
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი
ექსპერტები. ეს ჯგუფებია:
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის
ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი’’;
,,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან
მომუშავე სამუშაო ჯგუფი“;
„ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“;
„სატყეო რეფორმის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“.
სრულად შესრულდა აქტივობათა 70% (46 აქტივობა), მეტწილად შესრულდა 17% (11
აქტივობა) და შესასრულებელი დარჩა აქტივობათა 13% (9 აქტივობა).
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
კომიტეტმა ცნობად მიიღო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2024
წლის საქმიანობის ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
სხდომის მდივანი
ნათია შამათავა