„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“
- „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ (07-3/27/11; 19/02/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“
§ 611. ტერმინთა განმარტება აღნიშნული ქვეთავის მიზნებისთვის:
ა) ,,პირი“ - მოიცავს ფიზიკურ პირს, საპარტნიორო გაერთიანებას, ასოციაციას,
კორპორაციას, ორგანიზაციას ან პირთა სხვა სახის გაერთიანებას.
ბ) ,,უცხოური პრინციპალი“ - გულისხმობს:
1) უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და უცხოურ პოლიტიკურ პარტიას;
2) იმ პირს, რომელიც იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებს ფარგლებს გარეთ,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პირი არის ფიზიკური პირი და
ამავდროულად არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს
ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ან ისეთ პირს, რომელიც არ არის
ფიზიკური პირი, მაგრამ დაფუძნებულია ან ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული
შტატების ან რომელიმე შტატის კანონის შესაბამისად, ან სხვა ისეთ ადგილას, რომელიც
ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქციას ექვემდებარება და თავისი საქმიანობის
ძირითადი ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებში აქვს; და
3) საპარტნიორო გაერთიანება, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა სხვა
სახის გაერთიანება, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით, ან
რომელსაც საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყანაში აქვს.
გ) გარდა ამ მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ტერმინი
„უცხოური პრინციპალის აგენტი“ ნიშნავს:
1) ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს, როგორც აგენტი, წარმომადგენელი,
დასაქმებული, მოსამსახურე, ან ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური
პრინციპალის უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად;
ასევე, პირს, რომლის ნებისმიერი საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად არის უცხოური
პრინციპალის ზედამხედველობის ქვეშ, არის მის მიერ მართული, კონტროლირებული,
დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად და, რომელიც პირდაპირ
ან სხვა პირის მეშვეობით:
i) მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ აქტივობებში უცხოური
პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე;
ii) უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე,
მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის
მრჩეველი, საზოგადოებრივი აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან
პოლიტიკური მრჩეველი;
iii) უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე,
მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ
ნივთებს ამერიკის შეერთებულ შტატებში; ან
iv) ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს უცხოური პრინციპალის ინტერესებს
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ნებისმიერი სააგენტოს ან
ოფიციალური პირის წინაშე; და
2) ნებისმიერი პირს, რომელიც ეთანხმება, ვარაუდობს ან ამტკიცებს, რომ იმოქმედებს ან
იქნება, ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე, უცხოური პრინციპალის აგენტი,
ამავე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.
დ) ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ ვრცელდება იმ ტიპის ახალი
ამბების მაუწყებლებზე, პრეს-საშუალებებზე, ან ასოციაციებზე, რომლებიც მოქმედებენ
ამერიკის შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის კანონის საფუძველზე ან სხვა ისეთ
ადგილას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქციას ექვემდებარება, ან
ნებისმიერ გაზეთზე, ჟურნალზე, პერიოდულ გამოცემაზე ან სხვა სახის პუბლიკაციაზე,
რომელთა შესახებაც ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურში
ინახება, 39-ე მუხლის 36112 დებულების შესაბამისად, იმ ტიპის კეთილსინდისიერ ახალი
ამბების მაუწყებლებსა და ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებლებზე,
რომლებიც მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის
შემოსავალს, და რომელთა სულ მცირე 80%-ის მფლობელი და მისი მმართველი
მენეჯერები და ხელმძღვანელობა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან
და ასეთი ახალი ამბების საინფორმაციო საშუალებები და პრეს ცენტრები ან ასოციაციები,
გაზეთები, ჟურნალები, პერიოდული ან სხვა გამომცემლობები, არ არიან „უცხოური
პრინციპალის
აგენტის“
მფლობელობაში,
არ
არიან
მის
მიერ
მართული,
კონტროლირებული, სუბსიდირებული ან დაფინანსებული, ასევე, მათი არც ერთი
პოლიტიკა არ განისაზღვრება „უცხოური პრინციპალის“ მიერ, რომლის მნიშვნელობაც
განმარტებულია ამავე მუხლის „ბ“ პუნქტში, ან „უცხოური პრინციპალის აგენტის“ მიერ,
რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია დარეგისტრირდეს რეესტრში ამავე კანონის
საფუძველზე.
ე) „უცხო ქვეყნის ხელისუფლება“ გულისხმობს ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს,
რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაზე, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ან ქვეყნის
გარკვეულ ნაწილზე, სუვერენულ დე ფაქტო ან დე იურე პოლიტიკურ იურისდიქციას
ახორციელებენ. ტერმინი, ასევე, მოიცავს იმ ტიპის ჯგუფებს, ქვეჯგუფებს ან სააგენტოებს,
რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად დელეგირებული აქვთ ეს სუვერენული დე ფაქტო ან დე
იურე ძალაუფლება ან ფუნქციები. ამ ტერმინმა უნდა მოიცვას ნებისმიერი სახის ფრაქცია
ან ამბოხებულთა დაჯგუფება ქვეყნის შიგნით, რომლებსაც სურთ სახელისუფლებო
ძალაუფლების განხორციელება, იმის მიუხედავად, აღიარებს თუ არა აღნიშნულ ფრაქციას
ან ამბოხებულთა დაჯგუფებას ამერიკის შეერთებული შტატები.
ვ) „უცხოური პოლიტიკური პარტია“ გულისხმობს ნებისმიერი ტიპის
ორგანიზაციას ან პირთა სხვა სახის გაერთიანებას, ერთეულს ან ფილიალს ნებისმიერ
ქვეყანაში, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომლებიც, თავის მხრივ, მიზნად
ისახავენ ან ეწევიან იმ ტიპის საქმიანობას, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ მოიცავს
უცხო ქვეყნის ხელისუფლებაზე ან მის ტერიტორიულ ერთეულზე ადმინისტრირებისა და
კონტროლის ან ადმინისტრირებისა და კონტროლის მოპოვების მცდელობას, ან იმ ტიპის
საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყანაში ან მის ტერიტორიულ ერთეულში პოლიტიკურ ან
საჯარო ინტერესებზე, სახელმწიფო პოლიტიკასა ან სახელისუფლებო ორგანოების
ურთიერთობებზე ზეგავლენას გააძლიერებს.
ზ) ტერმინი „მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში“
გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეწევა იმ ტიპის საქმიანობას,
რომელიც მოიცავს ინფორმირებას, რჩევების გაცემას, ან უცხოური პრინციპალის
ინტერესების ნებისმიერი სახით გამოხატვას საზოგადოებრივი ურთიერთობების
ნებისმიერ საკითხში, რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებულია ამ პრინციპალის
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინტერესებთან, პოლიტიკასთან ან ურთიერთობების
ფორმირებასთან.
თ) ტერმინი „სარეკლამო აგენტი“ გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც
პირდაპირ ან ირიბადაა ჩართული ზეპირი, ვიზუალური, გრაფიკული, წერილობითი ან
ილუსტრირებული ინფორმაციის ან რაიმე სხვა სახის პუბლიკაციის გამოცემასა ან
გავრცელებაში, მათ შორის, რეკლამირებით, წიგნების, პერიოდული გამოცემების,
გაზეთების, ლექციების, მაუწყებლობის, კინოკადრების ან სხვა გზების გამოყენებით.
ი) ტერმინი „საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი“ გულისხმობს ნებისმიერ
პირს, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური, ინდუსტრიული, ეკონომიკური,
სოციალური, კულტურული ან სხვა სახის სარგებლის, ფაქტების ან პირობების შესახებ
ანგარიშების, აღწერილობების, ინფორმაციისა ან მონაცემების შეგროვებით, გავრცელებით
ან გამოქვეყნებით ნებისმიერი ქვეყნის შესახებ, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა,
ან რომელიმე უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ან
საპარტნიორო გაერთიანების, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან პირთა სხვა
გაერთიანების ინტერესების შესაბამისად, რომელიც ფუნქციონირებს უცხოური ქვეყნის
კანონის საფუძველზე ან საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხოურ ქვეყანაში აქვს.
კ) ამოღებულია
ლ) ტერმინი „რეგისტრაციის განცხადება“ გულისხმობს სარეგისტრაციო
განცხადებას, რომელიც უნდა წარედგინოს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს
612-ე მუხლის (ა) პუნქტის შესაბამისად. იგი, ასევე, გულისხმობს 612-ე მუხლის (ბ) პუნქტის
შესაბამისად, ნებისმიერი საჭირო დამატებითი დოკუმენტების წარდგენას და მოიცავს
როგორც ყველა სავალდებულო დოკუმენტსა და საბუთებს, ისე დამატებითი ხასიათის
დოკუმენტებს ან მათში ინკორპორირებულ სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციას,
რომელიც თან ერთვის ძირითად დოკუმენტებს ან მათში ინკორპორირებულია მითითების
სახით.
მ) ტერმინი „ამერიკის რესპუბლიკა“ გულისხმობს ნებისმიერ შტატს, რომელმაც
1940 წლის 30 ივლისს, ჰავანაში, კუბაზე, ხელი მოაწერა ამერიკის რესპუბლიკების საგარეო
საქმეთა მინისტრების მეორე შეხვედრაზე მიღწეულ საბოლოო აქტს.
ნ) ტერმინი „შეერთებული შტატები“ - როდესაც ტერმინი გამოიყენება
გეოგრაფიული გაგებით, იგი გულისხმობს რამდენიმე შტატს, კოლუმბიის ოლქს,
ტერიტორიებს, არხის ზონას, კუნძულოვან საკუთრებასა და ყველა სხვა ადგილს, რომელიც
ახლა ან შემდგომში, ექვემდებარება (დაექვემდებარება)
სამოქალაქო ან სამხედრო იურისდიქციას;
შეერთებული
შტატების
ო) ტერმინი „ნაბეჭდი მასალა“ მოიცავს გაზეთებს, პერიოდულ გამოცემებს, წიგნებს,
ბროშურებს, პარტიტურას, სავიზიტო ბარათებს, სამისამართო ბარათებს, ბეჭდვით
მტკიცებულებებს, გრავიურებს, ფოტოებს, სურათებს, ნახატებს, გეგმებს, რუკებს,
ამოსაჭრელ ნიმუშებს, კატალოგებს, პოსტერებს, რეკლამებს, ასევე, სხვადასხვა სახის
დაბეჭდილ, გრავირებულ, ლითოგრაფიულ, ან ავტოგრაფიულ შენიშვნებს და, ზოგადად,
ქაღალდზე ან სხვა სახის მასალაზე, პერგამენტზე ან მუყაოზე, ბეჭდვის, გრავიურის,
ლითოგრაფიის, ავტოგრაფიის ან ქაღალდზე ასათვისებელ მასალაზე მიღებულ ყველა
ანაბეჭდს. წინამდებარე ტერმინი არ მოიცავს გასამრავლებელ ქაღალდს, მოძრავ ან უძრავი
ტიპის საფოსტო მარკებსა და საბეჭდ ნიშნებს.
პ) ტერმინი „პოლიტიკური საქმიანობა“ გულისხმობს ნებისმიერ საქმიანობას,
რომლის განხორციელებასაც პირი გეგმავს ან სჯერა რომ განახორციელებს, რომელიც,
თავის მხრივ, რაიმე სახის გავლენას იქონიებს ამერიკის შეერთებული შტატების
ხელისუფლებაზე ან მის ოფიციალურ სააგენტოებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ფენაზე
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიმართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების
შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, მიღებასა ან შეცვლაზე, ან რომელიც
გამომდინარეობს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის
პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, პოლიტიკური მიმართულებებისა ან
ურთიერთობებიდან.
ჟ) ტერმინი „პოლიტიკური მრჩეველი“ ნებისმიერი პირი, რომელიც ინფორმაციას
აწვდის ან რჩევებს აძლევს ნებისმიერ სხვა პირს ამერიკის შეერთებული შტატების შიდა ან
საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ან უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინტერესებთან, პოლიტიკურ მიმართულებებსა და
ურთიერთობებთან დაკავშირებით.
რ) ამოღებულია
§ 612. სარეგისტრაციო განცხადება
(ა) წარდგენა; შინაარსი
არც ერთმა პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა,
თუ მან იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს არ წარუდგინა ავთენტური და
სრულად შევსებული სარეგისტრაციო განცხადება და ის დამატებითი დოკუმენტები,
რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, ან თუ ის, ამ კანონით,
არ არის გათავისუფლებული რეგისტრაციისგან. გარდა შემდგომში გათვალისწინებული
შემთხვევებისა, ყოველმა პირმა, რომელიც ხდება უცხოური პრინციპალის აგენტი, ათი
დღის განმავლობაში, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს უნდა წარუდგინოს
სარეგისტრაციო განცხადების ასლი ფიცის ქვეშ, იუსტიციის დეპარტამენტის
ხელმძღვანელის მიერ დადგენილი ფორმით. უცხოური პრინციპალის აგენტის
ვალდებულება, შეავსოს სარეგისტრაციო განაცხადი, აგენტად გახდომიდან 10 დღის
გასვლის შემდგომაც გრძელდება და მონაცემები ხშირად უნდა განახლდეს. ასეთი ტიპის
სტატუსის შეწყვეტა არ ათავისუფლებს აგენტს მისი ვალდებულებისგან, შეავსოს
სარეგისტრაციო განაცხადი იმ პერიოდისთვის, როდესაც იგი წარმოადგენდა უცხოური
პრინციპალის აგენტს. სარეგისტრაციო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს,
რომლებიც ამ პუნქტის მიზნებისთვის სადოკუმენტაციო მასალად უნდა ჩაითვალოს:
1) განმცხადებლის სახელი, პრინციპალის ბიზნეს მისამართი და მასთან
დაკავშირებული ყველა სხვა ბიზნეს მისამართი ამერიკის შეერთებული შტატების
ტერიტორიაზე, ან სხვაგან და, ასევე, ყველა საცხოვრებელი მისამართი, არსებობის
შემთხვევაში.
2) განმცხადებლის სტატუსი; ფიზიკური პირის შემთხვევაში, ეროვნება. საპარტნიორო
გაერთიანების შემთხვევაში, სახელი, საცხოვრებელი მისამართი, თითოეული პარტნიორის
ეროვნება და თანაპარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების ნამდვილი და სრული
ასლები. ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციისა ან სხვა ნებისმიერი სახის პირთა
გაერთიანების
შემთხვევაში,
სახელი,
საცხოვრებელი
მისამართი,
მმართველი
მენეჯერებისა და დირექტორების, ან მათი ფუნქცია-მოვალეობების განმახორციელებელ
პირთა ეროვნება, სრული წესდების ასლი, შერწყმის, ასოციაციის, კონსტიტუციის,
კანონქვემდებარე აქტებისა და დამატებების მუხლები; ნებისმიერი სხვა ტიპის
ინსტრუმენტისა ან დოკუმენტის ასლი და ყველა იმ ზეპირსიტყვიერი შეთანხმების წესების
და პირობების წერილობითი აღწერა, რომელიც ეხება მის ორგანიზაციას,
უფლებამოსილებებს და მიზნებს; და წერილობითი აღწერა მისი მფლობელობისა და
კონტროლის შესახებ;
3) ყოვლისმომცველი განცხადება განმცხადებლის საქმიანობის არსის შესახებ,
ორგანიზაციაში მომუშავე თანამშრომლების სრული სია და თითოეული მათგანის
სამუშაოს სპეციფიკის განსაზღვრება; სახელი და მისამართი ყველა იმ უცხოური
პრინციპალისა, ვისთვისაც განმცხადებელი ახორციელებს, ვარაუდობს რომ ახორციელებს
ან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს საქმიანობას; ყველა ასეთი უცხოური
პრინციპალის საქმიანობისა ან სხვა სახის აქტივობების სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია და
იმ შემთხვევაში, თუ უცხოური პრინციპალი არ არის ფიზიკური პირი: განცხადება
იურიდიული პირის მფლობელისა და თითოეული მაკონტროლებლის შესახებ. ასევე,
ასეთის არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია, ყველა იმ უცხოური პრინციპალის შესახებ,
რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად მეთვალყურეობის ქვეშ არიან, კონტროლდებიან,
იმართებიან, მფლობელობაში არიან, ფინანსდებიან, ან სუბსიდირდებიან უცხო ქვეყნის
ხელისუფლებისა ან/და უცხოური ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ან/და სხვა უცხოური
პრინციპალის მიერ.
4) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლი და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების
პირობების ასლი, მათ შორის, მსგავს შეთანხმებებში შეტანილი ცვლილებები, ან
ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, სრული ინფორმაცია იმ გარემოებების
შესახებ, რომელთა გამოც რეგისტრანტი უცხოური პრინციპალის აგენტს წარმოადგენს.
თითოეული მსგავსი ხელშეკრულების არსისა და საქმიანობის მეთოდების სრულყოფილი
აღწერა, ისეთი აქტივობების დეტალური აღწერა, რომლებიც განხორციელდა ან
განხორციელდება მომავალში და, რომლებიც შეიძლება დახასიათდეს, როგორც
პოლიტიკური საქმიანობა.
5) იმ შემოსავლების, შემოწირულებების, ფულის ან ღირებული ნივთების
წარმომავლობა
და
მათი ოდენობა,
რომლებიც განმცხადებელმა უცხოური
პრინციპალისგან მიიღო უკანასკნელი 60 დღის განმავლობაში კომპენსაციის ან
დანახარჯების ან ნებისმიერი სხვა სახით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მითითებული
უნდა იყოს, თუ რა ფორმით, როდის და ვისგან მიიღო განმცხადებელმა აღნიშნული
გადახდა.
6) დეტალური განცხადება ყველა იმ აქტივობის შესახებ, მათ შორის, პოლიტიკური
საქმიანობის შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს, მიიჩნევს რომ
ახორციელებს ან თანხმდება მათ განხორციელებას საკუთარი ან სხვა პირის
მიზნების,გარდა უცხოური პრინციპალის მიზნებისა, შესასრულებლად. რომელიც
ავალდებულებს მას, დარეგისტრირდეს წინამდებარე კანონის მოთხოვნების მიხედვით,
7) ნებისმიერი იმ პირის სახელი, საქმიანობის და რეგისტრაციის მისამართი, ხოლო
ფიზიკური პირის შემთხვევაში კი - ეროვნება გარდა უცხოური პრინციპალისა, რომლის
ინტერესების შესაბამისადაც
განმცხადებელი
ახორციელებს ან მიიჩნევს რომ
ახორციელებს, ან თანხმდება, რომ ახორციელებს საქმიანობას, რომელიც, წინამდებარე
წესების მიხედვით, მის რეგისტრაციას საჭიროებს. რამდენად არის ეს პიროვნება უცხოური
ქვეყნის მთავრობის, უცხოური პოლიტიკური პარტიისა ან სხვა ნებისმიერი ტიპის
უცხოური პრინციპალის სრული ან ნაწილობრივი ზედამხედველობის, მფლობელობის,
კონტროლის, სუბსიდირებისა და
დაფინანსების ქვეშ; არსებობის შემთხვევაში,
შემოსავლის, თანხის, ან სხვა ღირებული ნივთის სახით მიღებული კონტრიბუციის ტიპი
და ოდენობა, რომელიც პირმა გასული 60 დღის განმავლობაში მიიღო ამავე მუხლის „მე-6“
პუნქტის მიხედვით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებლისგან. ასევე,
მითითებული უნდა იყოს თუ რა ფორმით, როდის და ვისგან მიიღო აღნიშნული გადახდა.
8) დეტალური განცხადება რეგისტრანტის მიერ უკანასკნელი 60 დღის განმავლობაში
დახარჯული და განკარგული ფულადი თუ სხვა ღირებული ნივთის შესახებ, რომელიც
კავშირშია მის იმგვარ საქმიანობასთან, რომელიც მის რეგისტრაციას საჭიროებს მოცემული
კანონით და მან განახორციელა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა საკუთარი ან/და
სხვა პირის მიზნებისთვის, ან სხვა პირის მიზნებისთვის რომელიც კავშირშია ისეთ
საქმიანობასთან, რაც მისი უცხოური პრინციპალის აგენტად გახდომის საფუძველს ქმნის.
ასევე, დეტალური განცხადება მის მიერ გასული 60 დღის განმავლობაში
განხორციელებული ფულადი შენატანისა ან/და სხვა ღირებული ნივთის შესახებ, (გარდა
იმ კონტრიბუციისა, რომელთა განხორციელებაც აკრძალულია 613-ე დებულების მე-18
მუხლის თანახმად), რომელიც უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის
პირის არჩევნებს ან პოლიტიკური თანამდებობის კანდიდატების შესარჩევად გამართულ
პრაიმერიზს, კონფერენციას ან ყრილობას.
9) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლი და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების
პირობების ასლი, მათ შორის, მსგავს შეთანხმებებში შეტანილი ცვლილებები, ან
ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, სრული ინფორმაცია ყველა იმ გარემოების
შესახებ, რომელთა გამოც რეგისტრანტი ახორციელებს, მიაჩნია, რომ ახორციელებს ან
დათანხმდა, განახორციელოს ნებისმიერი აქტივობა, საკუთარ, უცხოური პრინციპალის ან
მის გარდა სხვა პირის ინტერესებში, რომელიც ავალდებულებს მას განაცხადის წარდგენას.
10) ყველა ასეთი სახის განაცხადები, ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია, რომლებიც
დაკავშირებულია მიმდინარე მუხლის მიზნებთან, შესაძლოა პერიოდულად მოითხოვოს
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეროვნული უსაფრთხოებისა და
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
11) იმ ტიპის განაცხადები, დოკუმენტთა ასლები და დამატებითი ხასიათის
დოკუმენტაცია, რომლებიც საჭიროა რეგისტრაციის განაცხადისა და თანდართულ
დოკუმენტებში მოყვანილი განცხადებების ჭეშმარიტების სადემონსტრაციოდ.
ბ) დამატებები; წარდგენის ვადა
უცხოური პრინციპალის ყველა აგენტი, რომელმაც შეავსო სარეგისტრაციო განაცხადი
„ა“ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია ყოველი 6 თვის გასვლის შემდგომ,
30 დღის ვადაში, ფიცის ქვეშ, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მის მიერ
განსაზღვრული ფორმით, დამატებითი ინფორმაცია წარუდგინოს, რომელიც იუსტიციის
დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი
ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიაჩნია, რათა ინფორმაცია იყოს ზუსტი,
სრულყოფილი და განახლებული იმ პერიოდთან დაკავშირებით, რომელსაც იგი აღწერს. ამ
მუხლის „ა“ პუნქტის 3,4,6 და 9 ქვეპუნქტების საფუძველზე, რეგისტრანტმა იუსტიციის
დეპარტამენტის ხელმძღვანელს უნდა აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ 10 დღის
ვადაში. თუ იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეროვნული უსაფრთხოებისა და
საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე, საჭიროდ ჩათვლის, აღნიშნული პუნქტის
მიზნების განხორციელებისათვის, მას შეუძლია, მოითხოვოს სარეგისტრაციო განაცხადის
დამატებითი დოკუმენტების ყველა თუ კონკრეტული საკითხების თაობაზე ინფორმაციის
უფრო დიდი სიხშირით შევსება.
გ) განცხადების შევსება ფიცის ქვეშ
სარეგისტრაციო განაცხადისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს
ფიცის ქვეშ შემდეგნაირად:
ფიზიკური პირის შემთხვევაში, იგი თავად ავსებს დოკუმენტაციას; თუ განმცხადებელი
საპარტნიორო გაერთიანებაა, დოკუმენტაციას ავსებს მისი წევრების უმრავლესობა; თუ
პირი არ წარმოადგენს არც ფიზიკურ პირს და არც საპარტნიორო გაერთიანებას,
დოკუმენტაციას ავსებენ მისი მმართველი მენეჯერების ან მათი ფუნქცია-მოვალეობების
შემსრულებელი პირების უმრავლესობა ან მმართველი მენეჯერების ან დირექტორთა
საბჭოს ან მათი ფუნქცია-მოვალეობების შემსრულებელი პირების უმრავლესობა, ასეთის
არსებობის შემთხვევაში.
დ) განცხადების წარდგენა არ მიიჩნევა სრულ შესაბამისობად და არ წარმოადგენს
სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების საფუძველს
ის ფაქტი, რომ სარეგისტრაციო განაცხადი ან დამატებითი დოკუმენტები, შევსებული
და წარდგენილია, არ ნიშნავს განმცხადებლის მიერ აუცილებელ და სრულ შესაბამისობას
აღნიშნულ ქვეთავსა და რეგულაციებთან. ასევე, ეს არ უნდა აღიქმებოდეს ისე, რომ
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ მოსთხოვს დამატებითი სახის
დოკუმენტაციას, ასევე, სარეგისტრაციო განაცხადის შევსება არ გამორიცხავს სისხლის
სამართლებრივ დევნას, ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ კანონის სარეგისტრაციო
განცხადების ან დამატებითი დოკუმენტაციის შესაბამის ვადებში განზრახ წარუმატებლად
შევსების გამო ან არსებითი ფაქტების განზრახ გაყალბების გამო ან ისეთი ფაქტების
გამოტოვების გამო, რომლებიც მითითებული უნდა იყოს განაცხადში ან ისეთი
მატერიალური მტკიცებულების განზრახ გამოტოვების გამო ან ისეთი მატერიალური
დოკუმენტაციის ასლის გამოტოვების გამო, რომლებიც აუცილებელია წარმოდგენილ
იქნას სარეგისტრაციო დოკუმენტში.
ე) წინა განცხადებათა ინკორპორაციის წესი მითითების გამოყენებით
თუ უცხოური პრინციპალის რომელიმე აგენტი, რომელიც ვალდებულია
დარეგისტრირდეს მოცემული ქვეთავის მიხედვით, მანამდე უკვე დარეგისტრირდა
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2386-ე დებულების მე-18 მუხლის
საფუძველზე, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ძველ და
ახალ რეგისტრაციებს შორის შეუსაბამობის ან მათი დუბლირების პრევენციის მიზნით,
დაუშვას ახლადწარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადსა და დამატებით დოკუმენტებში
მანამდე წარდგენილი ინფორმაციისა ან დოკუმენტების ინკორპორირება მითითებით.
ვ) იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამონაკლისის დაშვება
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეუძლია კანონის თანახმად, დაუშვას
შემდეგი გამონაკლისები:
1. გაათავისუფლოს რეგისტრაციისგან ან კანონით გათვალისწინებული სხვა სახის
ინფორმაციის წარდგენისგან ნებისმიერი პირი, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტის
მიერ, ამ ქვეთავის შესაბამისად, შევსებულ სარეგისტრაციო განაცხადში მოხსენიებულია,
როგორც პარტნიორი, მენეჯერი, დირექტორი ან თანამშრომელი, და
2. გაათავისუფლოს ნებისმიერი უცხოური პრინციპალის აგენტი ამ თავში მოთხოვნილი
ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან.
როდესაც ასეთი პირის ფუნქციებიდან ან საქმიანობის ტიპიდან გამომდინარე,
ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით,
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გადაწყვეტს, რომ ასეთ შემთხვევაში,
რეგისტრაცია ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა არ იყოს აუცილებელი ამ
ქვეპუნქტის მიზნების განსახორციელებლად.
ზ) რეგისტრაციის განცხადებებისა და დამატებითი დოკუმენტების ელექტრონულად
წარდგენა
ამ მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის განცხადება ან/და დამატებითი დოკუმენტაცია
უნდა იქნეს წარდგენილი ელექტრონული ფორმით, იმ დამატებით ფორმატებთან ერთად,
რომლებიც შესაძლოა მოითხოვოს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
§ 613. გამონაკლისები:
612-ე მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნები არ გავრცელდეს უცხოური პრინციპალის
შემდგომ აგენტებზე:
ა) დიპლომატიური ან საკონსულო მოხელეები
შესაბამისი წესის დაცვით აკრედიტებულ, უცხო ქვეყნის ხელისუფლების,
დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, რომლებიც
აღიარებულნი არიან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ; მაშინ, როდესაც აღნიშნული
მოხელეები ექსკლუზიურად არიან ჩართულები ისეთ აქტივობებში, რომლებიც
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აღიარებულია როგორც ამ პირების ფუნქციური
უფლებამოსილება.
ბ) უცხო ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირები
უცხო ქვეყნის ხელისუფლების ნებისმიერი თანამდებობის პირზე, თუ ეს
ხელისუფლება აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებს მიერ და, რომელიც
ამავდროულად
არ
არის
საზოგადოებასთან
ურთიერთობების
მრჩეველი,
საზოგადოებრივი აგენტი, საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი ან ამერიკის
შეერთებული შტატებს მოქალაქე, რომლის სახელი, სტატუსი და საქმიანობის ხასიათი
დარეგულირებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და რომელიც ეწევა იმ ტიპის
ექსკლუზიურ საქმიანობას, რომელიც აღიარებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და
შედის თანამდებობის პირის მიერ განსახორციელებელი ფუნქციების ფარგლებში.
გ) დიპლომატიური ან საკონსულო მოხელეების პერსონალი
სამუშაო პერსონალის ნებისმიერი წევრზე ან ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც
დასაქმებულია უცხოური ქვეყნის ხელისუფლების სათანადოდ აკრედიტებულ
დიპლომატიურ ან საკონსულო სამსახურში, რომელიც, ეწევა იმ ტიპის ექსკლუზიურ
საქმიანობას, რომელიც აღიარებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და შედის
თანამდებობის პირის მიერ განსახორციელებელი ფუნქციების ფარგლებში, გარდა,
საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩევლის, სარეკლამო აგენტის ან საინფორმაციო
სამსახურის თანამშრომლისა, რომლის სახელი, სტატუსი და საქმიანობის ხასიათი
სახელმწიფო დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციაა და რომელიც ეწევა იმ ტიპის
ექსკლუზიურ საქმიანობას, რომელიც აღიარებულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და
შედის თანამდებობის პირის მიერ განსახორციელებელი ფუნქციების ფარგლებში.
დ) კერძო და არაპოლიტიკური საქმიანობა; სახსრების მოზიდვა
ნებისმიერზე პირზე, რომელიც ეწევა ან თანხმობას გამოთქვამს ჩაერთოს მხოლოდ
1) კერძო და არაპოლიტიკურ აქტივობებში, უცხოურ პრინციპალთან კეთილსინდისიერი
ვაჭრობის განვითარებისთვის, ან 2) ისეთი ტიპის სხვა საქმიანობაში, რომელიც
უპირატესად არ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს; ან 3) იმ ტიპის საქმიანობას,
რომელიც შეერთებულ შტატებში გულისხმობს ფინანსური რესურსებისა და სხვა სახის
კონტრიბუციის შეგროვებას, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ სამედიცინო ან
ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ტანსაცმლისა და საჭმლის შეგროვების მიზნით,
ადამიანების ტანჯვის შემსუბუქების მოტივით. თუ ეს საქმიანობა გამომდინარეობს და არ
ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, იგი უნდა გამომდინარეობდეს ამ
პუნქტის მიერ ჩამოყალიბებული წესებისა და პროცედურების თანახმად.
ე) რელიგიური, სასწავლო ან სამეცნიერო საქმიანობა
ნებისმიერ პირზე, რომელიც თანხმდება განხორციელებას ან ახორციელებს
მხოლოდ იმ ტიპის კეთილსინდისიერ საქმიანობას, როგორიცაა რელიგიური,
საქველმოქმედო, აკადემიურ, სამეცნიერო ან სახელოვნებო საქმიანობა.
ვ) შეერთებული შტატების თავდაცვის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი უცხო ქვეყნის
მთავრობის დაცვა
ნებისმიერ პირზე ან თანამშრომელზე, რომლის უცხოური პრინციპალი არის უცხო
ქვეყნის ხელისუფლება, რომლის დაცვასაც შტატების პრეზიდენტი სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეერთებული შტატების თავდაცვისთვის; 1) ასეთი პირი უნდა
ეწეოდეს მხოლოდ იმ ტიპის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს ამერიკის შეერთებული
შტატების და ამ მთავრობის პოლიტიკას, საჯარო ინტერესს ან ეროვნულ თავდაცვას და
ამავე დროს, იგი, ასევე, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების
საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას; 2) ამ პირის მიერ განხორციელებული ყოველი
კომუნიკაცია ან გამონათქვამი, რომელსაც იგი აპირებს რომ გამოაქვეყნოს, გაავრცელოს ან
ცირკულირება მოახდინოს საზოგადოებაში ან მის ნაწილში ამერიკის შეერთებულ
შტატებში, ან არსებობს გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია
გახდება საჯარო, ამგვარი აქტივობების ნაწილია, ამ პირის მიერ მოაზრებულია როგორც
კეთილსინდისიერი და სწორი და გამოიწვევს ამ პირის იდენტობის გამჟღავნებას, როგორც
უცხოური პრინციპალის აგენტი; 3) თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლება, სახელმწიფო
დეპარტამენტის მდივანს სთხოვს პირის გადაცემას და შესაბამისად, ამ მუხლით
გათვალისწინებული
გამონაკლისის
შეჩერებას,
იუსტიციის
დეპარტამენტის
ხელმძღვანელს შეუძლია მოითხოვოს ასეთი პირის ან დასაქმებულის ვინაობასთან,
საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა სახის ინფორმაცია. ამ პირისა ან
დასაქმებულისადმი ან იმ უცხო სახელმწიფოსადმი მიღებული შეტყობინებისთანავე,
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით,
საზოგადოებრივი ინტერესის და ეროვნული თავდაცვის ინტერესის სათანადოდ
გათვალისწინებით, შეუძლია ამ პირს ან დასაქმებულს სრულად ან ნაწილობრივ
შეუწყვიტოს აღნიშნული გამონაკლისით სარგებლობის უფლება.
ზ) საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელი პირები
ნებისმიერ
პირზე,
რომელიც
კვალიფიცირდება,
როგორც
უცხოური
პრინციპალისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე ან ნებისმიერი
სააგენტოს წინაშე საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, იმ პირობით, რომ
ამ პუნქტის მიზნებისთვის სამართლებრივი წარმომადგენლობა არ მოიცავს აშშ-ის
სააგენტოზე გავლენის მოხდენის ან მათი პერსონალის ან ოფიციალური პირების
დარწმუნებას, გარდა მართლმსაჯულების წარმოების, სისხლის ან სამოქალაქო პროცესის
აღსრულების, გამოძიების მსვლელობის და სამართალწარმოების პერიოდისა, რა დროსაც
სტატუტით
ან
რეგულაციით
სავალდებულოა
მათი
განხორციელება
წერილობითი/დადასტურებული ფორმით.
თ) უცხოური პრინციპალის აგენტები
611-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი პირის ან
იმავე სტატუსის მქონე 611-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრული
სუბიექტის ნებისმიერი აგენტი, თუ ეს აგენტი ჩართულია ლობისტურ საქმიანობაში და
დარეგისტრირებულია 1995 წლის „ლობიზმის გამჟღავნების აქტში“ ამ პირის ან სუბიექტის
წარმომადგენლად.
§ 614. პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება და კატეგორიზაცია
ა) ასლების გადაცემა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის; განცხადება
გადაცემის ადგილების, დროისა და მოცულობის შესახებ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა იმ პირმა, რომელიც არის უცხოური
პრინციპალის აგენტი და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ ქვეთავის შესაბამისად,
უცხოური
პრინციპალის
ინტერესის
მიხედვით,
ფოსტის
საშუალებით
ან
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის ინსტრუმენტების ან სხვა
რაიმე სახის ინსტრუმენტების გამოყენებით, საინფორმაციო მასალა (i) ბეჭდური სახით ან
(ii) ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც გავრცელდება ან, გონივრულ ფარგლებში,
ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან მეტ ადამიანს შორის, ამ მასალის ორი ეგზემპლარი
უნდა წარუდგინოს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინფორმაციის
გავრცელების დაწყებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.
ბ) საიდენტიფიკაციო განცხადება
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი პირის მიერ, რომელიც უცხოური
პრინციპალის აგენტს წარმოადგენს და, ამ ქვეთავის საფუძველზე, ვალდებულია
დარეგისტრირდეს, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად, ამერიკის
შეერთებული
შტატების
ფოსტით,
ან
სხვა
ნებისმიერი
საშუალებით,
სახელმწიფოთაშორისი ან საგარეო ვაჭრობის ინსტრუმენტების გამოყენებით, ნებისმიერი
სახის საინფორმაციო მასალის უცხოური პრინციპალისთვის გადაცემა ან მისი
გამოქვეყნება უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად, იუსტიციის
დეპარტამენტში თვალსაჩინო განცხადების წარდგენის გარეშე, რომლის თანახმადაც,
მასალები გავრცელებულია აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით, ხოლო
დამატებითი ინფორმაცია დაცულია იუსტიციის დეპარტამენტში, ვაშინგტონში,
კოლუმბიის ოლქში, ჩაითვლება უკანონოდ. იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
უფლებამოსილია, განსაზღვროს ტერმინი „თვალსაჩინო“ აღნიშნული ქვეთავის
მიზნებისთვის.
გ) საჯარო მონიტორინგი
ამ ქვეთავით მოთხოვნილი საინფორმაციო მასალების ასლები, რომლებიც უნდა
წარედგინოს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, აგრეთვე, ხელმისაწვდომი უნდა
იყოს საჯარო მონიტორინგისთვის, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის
დადგენილი წესის შესაბამისად.
დ) კონგრესის ბიბლიოთეკა
კონგრესის ბიბლიოთეკის მიზნებისათვის, გარდა საჯარო გავრცელებისა, ხაზინის
მდივანი და ფოსტის გენერალური დირექტორი უფლებამოსილნი არიან, კონგრესის
ბიბლიოთეკარის მოთხოვნით, კონგრესის ბიბლიოთეკას გადაუგზავნონ იმ ტიპის
უცხოური პრინტების ორმოცდაათი ეგზემპლარი, ან იმდენი, რამდენიც ხელმისაწვდომია,
რომელთა გაცნობაც აკრძალულია 1305-ე დებულების მე-19 მუხლის თანახმად და ყველა
იმ უცხოური პრინტის ასლი, რომელიც განცალკევებულია საფოსტო გზავნილებისაგან
1717-ე დებულების მე-18 მუხლის შესაბამისად.
1305-ე დებულების მე-19 მუხლის და 1717-ე დებულების მე-18 მუხლის
აკრძალვების მიუხედავად, ხაზინის მდივანი უფლებამოსილია, დაუშვას წვდომა, ხოლო
ფოსტის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, დაუშვას იმ უცხოური ბეჭდური
მასალების გადაცემა, რომლებიც იმპორტირებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ
სამთავრობო მიზნებისთვის, შეერთებული შტატების ან კონგრესის ბიბლიოთეკის
გამოყენებისთვის.
ე) შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტოსთვის ან ოფიციალური პირისთვის
მიწოდებული ინფორმაცია
უკანონო იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ნებისმიერი პირისათვის,
რომელიც არის უცხო ქვეყნის პრინციპალის აგენტი და, რომელსაც წინამდებარე ქვეთავის
შესაბამისად, აქვს რეგისტრაციის ვალდებულება, გადასცეს ან მიაწოდოს ნებისმიერი
ფორმით რომელიმე სამთავრობო სააგენტოს ან ოფიციალურ პირს (მათ შორის, კონგრესის
ნებისმიერი პალატის წევრს ან კომიტეტს) ასეთი უცხო ქვეყნის პრინციპალის ინტერესებში
არსებული პოლიტიკური პროპაგანდა, ან მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ან რჩევა
აღნიშნული სამთავრობო სააგენტოსგან ან ოფიციალური პირისგან ნებისმიერ საკითხზე,
რომელიც პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ინტერესებს, პოლიტიკას ან უცხო ქვეყნის ან
პოლიტიკური პარტიის ურთიერთობებს ეხება, ასევე, უკავშირდება შეერთებული
შტატების საგარეო ან შიდა პოლიტიკას. აღნიშნული უკანონოდ ითვლება, თუ
პროპაგანდას ან მოთხოვნას არ აქვს თანდართული ან წინ წამძღვარებული ჭეშმარიტი და
ზუსტი განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის
პრინციპალის აგენტად, წინამდებარე კანონის შესაბამისად.
ვ) კონგრესის კომიტეტების წინაშე გამოსვლები
თუკი უცხოური პრინციპალის ნებისმიერი აგენტი, რომელიც ამ ქვეთავის
შესაბამისად, ვალდებულია დარეგისტრირდეს, ჩვენებით კონგრესის კომიტეტის წინაშე
გამოდის, უცხოური პრინციპალის ინტერესების სასარგებლოდ, მან კომიტეტს უნდა
წარუდგინოს მისი უახლესი სარეგისტრაციო განცხადება, რომელიც მან, როგორც
უცხოური პრინციპალის აგენტმა, წარადგინა იუსტიციის დეპარტამენტში. აღნიშნული კი,
თავის მხრივ, უნდა დაფიქსირდეს კომიტეტის ჩანაწერებში, როგორც უცხოური
პრინციპალის აგენტის ჩვენების ნაწილი.
§ 615. დოკუმენტაცია და ჩანაწერები
ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული უცხოური პრინციპალის თითოეული
აგენტი, აგენტობის პერიოდში ვალდებულია, შეინახოს მის საქმიანობასთან
დაკავშირებული ყველა ის ფინანსური ანგარიში და სხვა ჩანაწერები, რომელთა წარდგენაც
სავალდებულოა ამ კანონის თანახმად. უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის
შეწყვეტიდან სამი წლის განმავლობაში იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
უფლებამოსილია, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ინტერესებიდან
გამომდინარე,
საჭიროებისამებრ,
აღნიშნული
ქვეთავის
აღსრულებისთვის,
რეგულაციებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის წესი. მანამ, სანამ
აღნიშნული რეგულაციები ძალაში შევა, უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია,
აწარმოოს, ამავე კანონით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტაცია და შეინახოს მის
საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა წერილობითი ჩანაწერი. ამ ტიპის ჩანაწერები
ნებისმიერ გონივრულ დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ ქვეთავის აღსრულებაზე
პასუხისმგებელი
ინსპექციის
წარმომადგენლისთვის.
წინამდებარე
კანონით
გათვალისწინებული
შესანახი
დოკუმენტაციის
მიზანმიმართული
დამალვა,
განადგურება, წაშლა, მნიშვნელოვნად დაზიანება ან გაყალბება, ან ზემოთ ჩამოთვლილი
აქტების ჩადენის მცდელობა, უკანონოდ ითვლება.
§ 616. ოფიციალური ჩანაწერების საჯარო მონიტორინგი;
ინფორმაციის გადაცემა
ჩანაწერებისა და
(ა) განცხადების მუდმივი ასლი; შემოწმება; უკან გამოთხოვა
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მუდმივად უნდა შეინახოს ამ კანონის
თანახმად მოწოდებული უცხოური პრინციპალის აგენტის ყველა სარეგისტრაციო
განაცხადის ერთი ეგზემპლარი. იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო შემოწმებისა და
მონიტორინგისთვის ისეთ გონივრულ საათებში და ისეთი რეგულაციების ფარგლებში,
როგორსაც იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განსაზღვრავს. აღნიშნული
დოკუმენტაციის ასლები უნდა გადაეცეს ყველა აპლიკანტს იმ გონივრული საფასურის
გადახდის შემდგომ, რომელსაც აწესებს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ამავე კანონის თანახმად, შეუძლია საჯარო
ინსპექტირებიდან ამოიღოს იმ უცხოური პრინციპალის აგენტის სარეგისტრაციო
განაცხადი და სხვა სახის დოკუმენტები, რომელსაც შეუწყდა სარეგისტრაციო განცხადების
წარდგენის ვალდებულება.
(ბ) სახელმწიფო მდივანი
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სარეგისტრაციო განაცხადის
მიღებისთანავე და შემდგომში ყოველი განაცხადისა თუ დამატებითი დოკუმენტაციის
მიღებისთანავე, მათი ასლები უნდა გადაუგზავნოს სახელმწიფო მდივანს ისეთი
გამოყენებისთვის თუ კომენტარების გაკეთების მიზნით, რომლებსაც სახელმწიფო
მდივანი მიიჩნევს საჭიროდ აშშ-ის საგარეო ურთიერთობებიდან გამომდინარე.
წინამდებარე კანონის საფუძველზე, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ
ასეთი ასლების სახელმწიფო მდივნისთვის არ/ვერ გადაცემა, არ უნდა გახდეს სისხლის
სამართლებრივი დევნის შემზღუდველი ფაქტორი.
(გ) აღმასრულებელი დეპარტამენტები და სააგენტოები; კონგრესის კომიტეტები
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მიაწოდოს აშშ-ის
აღმასრულებელი ხელისუფლების დეპარტამენტებს, სააგენტოებსა და კონგრესის
კომიტეტებს, აღნიშნული კანონის ადმინისტრირებისას მის მიერ მიღებული ინფორმაცია,
მათ შორის, რეგისტრირებულ პირთა სახელები, სარეგისტრაციო განცხადებების ასლები,
მათი ნაწილები ან სხვა სახის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც განისაზღვრება
ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე.
(დ) სარეგისტრაციო განცხადებებისა და განახლებების საჯარო მონაცემთა ბაზა
1. ზოგადი დებულება
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალდებულია, უზრუნველყოს
საზოგადოებისთვის ინტერნეტით ხელმისაწვდომი, მოძებნადი, დახარისხებადი და
გადმოწერის ფუნქციის მქონე, არსებული ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში
გამართული, უფასო ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც:
(ა) შეიცავს ამ კანონის შესაბამისად წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებებისა და
განახლებების შესახებ ინფორმაციას; და
(ბ) არის მოძებნადი, დალაგებადი და დახარისხებადი სულ მცირე იმ კატეგორიების
მიხედვით, რომლებიც აღწერილია 612-ე მუხლის (ა) პუნქტში.
2. ანგარიშვალდებულება
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ
ელექტრონულ ფორმატში წარდგენილი რეგისტრაციის თითოეული განცხადება და
განახლება, რომლებიც წარდგენილია 612-ე მუხლის (ზ) პუნქტის შესაბამისად, იყოს
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინტერნეტში ტექნიკურად შესაძლებელ უმოკლეს ვადაში
სარეგისტრაციო განცხადების ან განახლების წარდგენის შემდეგ.
§ 617. უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებულ პირთა პასუხისმგებლობა
უცხოური პრინციპალის აგენტის თითოეული მენეჯერი ან დირექტორი, ან ის პირი,
რომელიც ახორციელებს მენეჯერისა ან დირექტორის ფუნქციებს და მათ შორის ის პირი,
რომელიც არ არის ფიზიკური პირი, ვალდებულია, რომ წარმოადგინოს უცხოური
პრინციპალის აგენტის იმ ტიპის განაცხადი და დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც
გათვალისწინებულია ამავე კანონის 612-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად და იგი
ასევე,
ვალდებულია,
განახორციელოს
ის
ვალდებულებები,
რომლებიც
გათვალისწინებულია ამავე კანონის 614-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 615-ე მუხლის „ბ“
პუნქტის თანახმად. თავის მხრივ, ორგანიზაციის დაშლა, რომელიც მოქმედებს, როგორც
უცხოური პრინციპალის აგენტი, არ გამოიწვევს მენეჯერის, დირექტორის ან იმ პირის,
რომელიც ახორციელებს მენეჯერისა და დირექტორის ფუნქცია-მოვალეობებს, იმ
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომელიც გულისხმობს წინამდებარე კანონის
თანახმად გათვალისწინებული დოკუმენტაციის შევსებას. იმ შემთხვევაში, თუ უცხოური
პრინციპალის აგენტი, ან ნებისმიერი მენეჯერი, დირექტორი, თუ მენეჯერისა ან
დირექტორის ფუნქცია-მოვალეობების შემსრულებელი პირი, არ შეასრულებს
წინამდებარე კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაძლოა გახდეს სისხლის
სამართლებრივი დევნის ობიექტი.
§ 618. აღსრულება და ჯარიმები
ა) დარღვევები; ცრუ განცხადებები და განზრახ გამოტოვებები
ნებისმიერი პირი, რომელიც:
1) განზრახ არღვევს აღნიშნული კანონის რომელიმე მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს, ან
2) ნებისმიერ სარეგისტრაციო განცხადებაში, დამატებით დოკუმენტაციასა ან
ნებისმიერ სხვა სახის დოკუმენტში, რომელიც წარდგენილია ან მიწოდებულია იუსტიციის
დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის წინამდებარე კანონის შესაბამისად და მასში
განზრახ არის არსებითი ფაქტის შესახებ მცდარი ინფორმაცია ჩაწერილი ან განზრახ არის
გამოტოვებული ნებისმიერი ფაქტი, ან არ არის წარდგენილი იმ დოკუმენტთა ასლები,
რომელიც უნდა იყოს მითითებული მასში, ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 აშშ
დოლარის ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს ხუთი წლის ვადით, ან
შესაძლოა ორივე ერთად. აღნიშნული კანონის 614-ე მუხლის „ბ“, „ე“ ან „ვ“ პუნქტებით
განსაზღვრული რეგულაციების დარღვევისას, ან ამ მუხლის „ზ“ ან „თ“ პუნქტის
დარღვევისას, სასჯელი განისაზღვრება ჯარიმით, რომლის ოდენობა არაუმეტეს 5000 აშშ
დოლარს შეადგენს, ან თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს ექვსი თვის ვადით, ან
შესაძლოა ორივეს ერთად.
ბ) უცხო ქვეყნის პრინციპალის იდენტიფიკაციის მტკიცებულება
ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცედურისას, როდესაც პირი
წარმოადგენს უცხოური პრინციპალის აგენტს, რომელიც შეერთებული შტატების
ფარგლებს
გარეთაა,
მისი
მხრიდან
უცხოური
პრინციპალის
პირადობის
დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ნებადართულია, მაგრამ არა აუცილებელი.
გ) გაძევება
ნებისმიერი უცხოელი, რომელიც მსჯავრდებული იქნება წინამდებარე კანონის
რომელიმე პუნქტის დარღვევისთვის, ან გამოაშკარავებული იქნება მისი მცდელობა,
დაარღვიოს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული რეგულაციები, დაექვემდებარება
გაძევებას „იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ“ II კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად.
დ) ამოღებულია
ე) განგრძობადი დანაშაული
ნებისმიერი სარეგისტრაციო განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების
წარუდგენლობა, როგორც ამას მოითხოვს 612-ე მუხლის „ა“ პუნქტი ან 612-ე მუხლის „ბ“
პუნქტი, განიხილება განგრძობით დანაშაულად მანამ, სანამ ასეთი დანაშაული იარსებებს,
ხანდაზმულობის გარეშე და არსებულ სხვა კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონის
მიუხედავად.
ვ) შეზღუდვის უზრუნველყოფის საშუალება; საოლქო სასამართლოს იურისდიქცია
როდესაც იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის განსჯით, ნებისმიერი
პირი არის ჩართული ან აპირებს ჩაერთოს ნებისმიერ ქმედებაში, რომელიც წარმოადგენს
წინამდებარე კანონის რომელიმე პუნქტის, ან მის საფუძველზე გამოცემული
რეგულაციების დარღვევას, ან როდესაც უცხოური პრინციპალის რომელიმე აგენტი არ
ასრულებს რომელიმე კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას, იუსტიციის
დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეუძლია მიმართოს შეერთებული შტატების შესაბამის
რაიონულ სასამართლოს ბრძანებისთვის, რომლის მიხედვითაც, სასამართლო
დაავალდებულებს ასეთ პირს, განაგრძოს უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის ქვეშ
მოქმედება, ან წინამდებარე კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვა.
რაიონულ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, გამოსცეს დროებითი ან მუდმივი
ბრძანება, შემაკავებელი ორდერი ან სხვა ბრძანება, რომელსაც ის სათანადოდ ჩათვლის.
ზ) არასრულყოფილი რეგისტრაციის განცხადება
თუ იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაადგენს, რომ სარეგისტრაციო
განცხადება არ შეესაბამება ქვეთავით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან მის მიერ დაწესებულ
რეგულაციებს, იგი ამის შესახებ წერილობით აცნობებს რეგისტრანტს და მიუთითებს იმის
შესახებ, თუ რა მხრივაა განცხადება არასრულყოფილი. ნებისმიერი პირის მიერ უცხოური
პრინციპალის აგენტად მოქმედება ჩაითვლება არაკანონიერად, ასეთი შეტყობინების
მიღებიდან ათი ან მეტი დღის შემდეგ, შესწორებული სარეგისტრაციო განცხადების ამ
ქვეთავის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში წარდგენისა და რეგულაციების დაცვის
გარეშე.
თ) პირობითი ანაზღაურების შეთანხმება
არაკანონიერი იქნება უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოურ
პრინციპალთან გაფორმებული იმ სახის ნებისმიერი ხელშეკრულება, ან შეთანხმების
მხარედ დაფიქსირება, ღიად გამოხატული ან ნაგულისხმევი ფორმით, რომლის
თანახმადაც, უცხოური პრინციპალის აგენტის ანაზღაურების, ხელფასისა ან სხვა სახის
მატერიალური სიკეთის ოდენობა, ან მიღება დამოკიდებული იქნება სრულად ან
ნაწილობრივ მის მიერ განხორციელებული პოლიტიკური აქტივობის წარმატებაზე.
§ 619. ქვეთავის ტერიტორიული გამოყენებადობა
წინამდებარე კანონი გამოიყენება აშშ-ის რამდენიმე შტატში, კოლუმბიის ოლქში,
აშშ-ის სხვა ტერიტორიებზე, არხის ზონაში, კუნძულოვან საკუთრებაში და ყველა სხვა
ადგილას, რომელიც ახლა ან შემდგომში, ექვემდებარება (დაექვემდებარება) შეერთებული
შტატების სამოქალაქო ან სამხედრო იურისდიქციას.
§ 620. წესები და რეგულაციები
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს,
შესწორება შეიტანოს, შეადგინოს, შეცვალოს და გააუქმოს ის წესები და რეგულაციები,
რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის წინამდებარე კანონის განსახორციელებლად.
§ 621. ანგარიშვალდებულება კონგრესის წინაშე
იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყოველ ექვს თვეში ერთხელ
წარუდგენს
კონგრესს
ანგარიშს
წინამდებარე
კანონის
ადმინისტრირებასთან
დაკავშირებით, მათ შორის, უცხოური პრინციპალის აგენტების მიერ გავლილი
რეგისტრაციის რეგულაციებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაციას და გავრცელებული
პოლიტიკური პროპაგანდის ხასიათის, წყაროებისა თუ შინაარსის შესახებ ანგარიშს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სათანადოდ ვერ
უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მიზანსა და შესაბამის პრევენციულ ფუნქციას.
აღნიშნულის ნათელი მაგალითია საქართველოში არსებული რეალობა. კერძოდ, იმ
არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენ
უცხოური ძალისგან დაფინანსებას, უარს ამბობს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში
რეგისტრაციაზე და ამჯობინებს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სანქცია.
შესაბამისად, დღეს მოქმედი კანონით ვერ ხერხდება კანონმდებლის ნების ეფექტიანი
აღსრულება.
აქედან გამომდინარე, საჭიროა ისეთი კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს
კანონმდებლის ნების სათანადო რეალიზებას. მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული
კანონპროექტი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოური აგენტების
რეგისტრაციის აქტის (Foreign Agents Registration Act (FARA) ზუსტი ანალოგი.
მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის, ამერიკის
შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განცხადებები ადასტურებს საგარეო
დახმარებების არაჯეროვნად გამოყენების ფაქტების არსებობას. აღნიშნული, ხშირ
შემთხვევაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში,
დესტაბილიზაციის, დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობასა და რევოლუციური
სცენარის მხარდაჭერას ემსახურება.
ღნიშნული მხილებები გახდა რელევანტური მიზეზი იმისა, რომ გადაიხედოს
საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ საქართველოს კანონი და მიღებულ იქნეს ამერიკული მოდელის ზუსტი ანალოგი,
რათა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ძალების ჩარევის შეზღუდვა
ეფექტიანად განხორციელდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის სახელმწიფო მოწყობა არის მაღალი დემოკრატიული
სტანდარტის მატარებელი და ამერიკის შეერთებული შტატები ცნობილია, როგორც
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ გარე ჩარევებთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი,
ამერიკული კანონის ანალოგის ქართულ კანონმდებლობაში დანერგვა იქნება საუკეთესო
საშუალება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები:
- უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
- სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო
დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური
საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის
გაუქმების საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ
მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან
კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, რადგან,
კანონპროექტის
ნორმათა
შინაარსიდან
გამომდინარე,
საჭიროა
გარკვეული
მოსამზადებელი პერიოდის არსებობა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
ხარჯების
გაღების
აუცილებლობის
შემთხვევაში,
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტი. აღნიშნული
ხარჯები
დაიფარება შესაბამისი უწყების საქმიანობისთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის
თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა
შეუსრულებლობისას ჯარიმის დაკისრების საკითხს. ამ ჯარიმათა ოდენობა
დამოკიდებული იქნება აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტების
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის აღსრულებასთან დაკავშირებული, ხარჯების ოდენობა დამოკიდებული
იქნება შესაბამის საქმეთა წარმოების ფაქტების რაოდენობაზე და დაიფარება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან, შესაბამისი უწყების საქმიანობისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის
არიდებისას
ან
კანონპროექტით
განსაზღვრულ
შესაბამის
მოთხოვნათა
შეუსრულებლობისას ჯარიმის დაკისრების საკითხს. ამ ჯარიმათა ოდენობა
დამოკიდებული იქნება აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტების
რაოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის
არიდებისას
ან
კანონპროექტით
განსაზღვრულ
შესაბამის
მოთხოვნათა
შეუსრულებლობისას ჯარიმის დაკისრების საკითხს. ამ ჯარიმათა ოდენობის
განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საკითხი იმის შესახებ, რომ მათ ჰქონდეთ
პრევენციული ეფექტი შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენასთან
მიმართებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ინიციატორის მოსაზრებით კანონპროექტს
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების მსგავსი
სამართლებრივი მოწესრიგება და პრაქტიკა არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის,
მაგალითად, აშშ, ავსტრალია, ისრაელი; კერძოდ, აშშ-ში მოქმედებს უცხოური გავლენის
აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA)); 2018 წელს
ავსტრალიამ აშშ-ის კანონის ნიმუშის მიხედვით მიიღო უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის სისტემის შესახებ აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act
(FITSA)); ისრაელის ქნესეთმა 2016 წელს ანალოგიური ცვლილება შეიტანა 2011 წლის
კანონში უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილ სუბიექტთა გამოვლენის
ვალდებულების შესახებ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ქართული ოცნება“