„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“
- „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ (07-3/27/11; 19/02/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3552 მუხლი:
„მუხლი 3552. საქართველოს კანონის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“
დარღვევა
საქართველოს
კანონით
„უცხოური
აგენტების
რეგისტრაციის
აქტი“
გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტით
„უცხოური
აგენტების
რეგისტრაციის
აქტი“
შესაბამის
სუბიექტებს
გარკვეული
ვალდებულებები ეკისრებათ. აღნიშნული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების
უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის
ან არაჯეროვნად შესრულებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა დაწესდეს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
მოწესრიგდება
განმარტებითი
ბარათის
„ა.ა.ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
„უცხოური
თანახმად,
აგენტების
გათვალისწინებული
სისხლის
რეგისტრაციის
ვალდებულების
სამართლებრივი
აქტის
პასუხისმგებლობა
შესახებ“
საქართველოს
შეუსრულებლობისთვის
ან
წესდება
კანონით
არაჯეროვნად
შესრულებისთვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი „უცხოური
აგენტების
რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონპროექტი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება
სრულად, აუცილებელია, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის
შესახებ“
კანონპროექტიც
გამოქვეყნებიდან
მე-60
დღეს
ამოქმედდეს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
ხარჯების
გაღების
აუცილებლობის
შემთხვევაში,
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტი. აღნიშნული
ხარჯები დაიფარება შესაბამისი უწყების საქმიანობისთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის
თვალსაზრისით, რადგან წესდება ჯარიმა შესაბამისი დანაშაულის ჩადენისთვის.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ხარჯების გაღების აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ხარჯები სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
შესაბამისი
უწყების
საქმიანობისთვის
გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში დაიფარება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას ახდენს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,
რომლებიც შესაბამის დანაშაულს ჩაიდენენ. კერძოდ, მათ შესაბამისი ოდენობის ჯარიმის
გადახდა დაეკისრებათ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი აწესებს ჯარიმას შესაბამისი დანაშაულის ჩადენისთვის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორის
მოსაზრებით,
კანონპროექტი
არ
ახდენს
გავლენას
გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნება“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ქართული ოცნება“