„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნოდარ ტურძელაძე, რატი იონათამიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გენრიეტა წიწავა, ლევან მაჭავარიანი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/33/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450130010.05.001.016970) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სამხატვრო ხელმძღვანელი ან დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი ბალეტმაისტერი, დამდგმელი დირიჟორი – პირი, რომელიც დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სამხატვრო ხელმძღვანელი ან მთავარი რეჟისორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას;“; გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) მთავარი დირიჟორი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო მუსიკალურ რეპერტუარს;“; დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) მთავარი ბალეტმაისტერი − პირი, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სადადგმო ქორეოგრაფიულ ნაწილს;“; ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) სარეჟისორო კოლეგია − პროფესიონალი რეჟისორებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც თეატრის დირექტორთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას;“; ვ) ამოღებულ იქნეს „ღ“ ქვეპუნქტი; ზ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) თეატრის დირექტორი – თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს თეატრის შემოქმედებით, საფინანსო, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას;“. 2. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროფესიული თეატრი შედგება: ა) თეატრის დასისგან; ბ) თეატრის დირექტორისგან; გ) სამხატვრო საბჭოსგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) სამხატვრო ხელმძღვანელისგან ან დამდგმელი რეჟისორისგან ან/და რეჟისორებისგან, დამდგმელი დირიჟორისგან; ე) მთავარი რეჟისორისგან ან სარეჟისორო კოლეგიისგან, მთავარი მხატვრისგან (დრამატულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის თეატრში და სხვ.); ვ) მთავარი რეჟისორისა და მთავარი დირიჟორისგან (მუსიკალურ თეატრში), თუ თეატრის დირექტორი პროფესიით არ არის შესაბამისად რეჟისორი ან/და დირიჟორი; ზ) მთავარი ბალეტმაისტერის, დამდგმელი ბალეტმაისტერისა და მთავარი ქორმაისტერისგან (მუსიკალურ თეატრში); თ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი: ა) არის თეატრის ხელმძღვანელი; ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვაზე; გ) განსაზღვრავს საშტატო ნუსხას და საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს კონკრეტული ვადით, რომლებიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად არ ჩაითვლება უვადო ხელშეკრულებებად; ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს კონკრეტული ვადით, რომლებიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად არ ჩაითვლება უვადო ხელშეკრულებებად; ვ) უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელს ან მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს, მთავარ მხატვარს; კ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; ლ) წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს; მ) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან); ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამინისტროს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თეატრის დირექტორს საკუთარი შეხედულებით ნიშნავს მინისტრი. მინისტრი ასევე უფლებამოსილია, თეატრის დირექტორი დანიშნოს კონკურსის საფუძველზე, ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით. ან/და უარი თქვას მათი წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.“. დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი საკუთარი შეხედულებით ნიშნავს თეატრის დირექტორს. შესაბამისი მინისტრი ასევე უფლებამოსილია, თეატრის დირექტორი დანიშნოს კონკურსის საფუძველზე, ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით ან/და უარი თქვას მათი წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.“. ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში თეატრის დირექტორს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი შეხედულებით. მუნიციპალიტეტის მერი ასევე უფლებამოსილია, თეატრის დირექტორი დანიშნოს კონკურსის საფუძველზე, ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს წარდგინებით ან/და უარი თქვას მათი წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.“. ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია: ა) დანიშნოს შესაბამის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი; ბ) დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული თეატრის დირექტორობის კანდიდატი; გ) თეატრის დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით.“; ზ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სარეკომენდაციო საბჭოს უფლებამოსილება (მათ შორის, სარეკომენდაციო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის წესი) და საქმიანობის წესი განისაზღვრება სარეკომენდაციო საბჭოს დებულებით. სამხატვრო საბჭოსთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კანდიდატურის წარდგენის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით.“; თ) მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. თეატრის დირექტორის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები მტკიცდება შესაბამისი მინისტრის ან მუნიციპალიტეტის მიერ.“; ი) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თეატრის დირექტორობის კანდიდატისათვის სავალდებულოა თეატრის განვითარების საკუთარი ხედვისა და კონცეფციის წარდგენა.“; კ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. თეატრის დირექტორს თანამდებობიდან: ა) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში − შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: ა.ა) სარეკომენდაციო საფუძველზე; საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის ა.ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; ა.გ) საკუთარი ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება ერთი თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ა.დ) საკუთარი ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და თეატრის დებულებით (წესდებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“; ლ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა.“. მ) ამოღებულ იქნეს მე-14 და მე-15 პუნქტები; ნ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. თეატრის დირექტორის ან/და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო. სამხატვრო საბჭო არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებით დაკომპლექტებული, თეატრის საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დებულებით (წესდებით).“. 3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები ჩაითვალონ შესაბამისი თეატრების დირექტორებად. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დირექტორები ამ კანონის ამოქმედებისთანავე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ისინი დაინიშნონ იმავე თეატრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში თუ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პირმა არ გამოხატა წერილობითი თანხმობა იმავე თეატრში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ან არ არსებობს იმავე თეატრში ვაკანტური თანამდებობა, გათავისუფლებულ პირს შესაბამისი თეატრის მიერ ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით. 3. საქართველოს კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა და სხვა შესაბამისმა უწყებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე სათანადო სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: თეატრებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობით გაცხადებული მიზნების ეფექტიანი და დროული იმპლემენტაციის მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურ მოწესრიგებას. მოქმედი კანონის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრავს მის შემოქმედებით მიმართულებას და პასუხს აგებს თეატრის ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს თეატრის დირექტორის თანამდებობას, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს თეატრის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას. თეატრის მართვის აღნიშნული ფორმა არ არის მოქნილი და ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას, შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული ორი თანამდებობის გაერთიანება და თეატრის ერთპიროვნულ ხელმძღვანელად თეატრის დირექტორის განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს თეატრის შემოქმედებით, საფინანსო, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობა თეატრის ხელმძღვანელის დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით შეიცავს იმპერატიულ ნორმებს, არ ითვალისწინებს კონკურსის წესით ხელმძღვანელის დანიშვნას, ასევე, სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე სათანადოდ არ აწესრიგებს თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს. ასევე, თეატრის სპეციფიკას არ არის მორგებული თეატრისა და შემოქმედებით კოლექტივის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები. გარდა აღნიშნულისა, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესმა გამოკვეთა გარკვეული ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხები, რომლებიც საჭიროებენ სრულყოფასა და ახლებულ მოწესრიგებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ვეღარ პასუხობს თეატრის სპეციფიკასა და არსებულ გამოწვევებს. თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის თანამდებობების ერთდროულად არსებობა იწვევს მათ შორის უფლებამოსილებების აღრევას, მართვის შეფერხებას, ანგარიშვალდებულების პრინციპის სათანადო რეალიზაციასა და ვერ უზრუნველყოფს თეატრის სათანადო ფუნქციონირებას. თეატრის ხელმძღვანელისთვის ვიწრო და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა ხელს უშლის შესაბამისი მენეჯერული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის მოძიებასა და დასაქმებას, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება თეატრების ფუნქციონირებაზე. მოქმედი კანონი ასევე ბუნდოვნად არეგულირებს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას თეატრსა და შემოქმედებით კოლექტივს, მოწვეულ სპეციალისტებს შორის, რაც იძლევა ნორმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. პროექტით ასევე განისაზღვრება კონკურსის წესით თეატრის დირექტორის დანიშვნის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ამ დარგში დასაქმებული პირების მოზიდვასა და დაინტერესებას. ამდენად, ზემოაღნიშნული საკითხების ახლებური მოწესრიგების საჭიროება განაპირობებს „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით ახლებურად ჩამოყალიბდება პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, ნათლად განისაზღვრება თეატრთან დაკავშირებული შრომით სამართლებრივი საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ახლებურად განისაზღვრა პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს თეატრის მართვის ორსაფეხურიანი მოდელის გაუქმებას, კერძოდ, თეატრს ერთპიროვნულად უხელმძღვანელებს თეატრის დირექტორი და გაუქმდება სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, დაკორექტირდა „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები. კანონპროექტის მიხედვით მოწესრიგდა თეატრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი და საფუძვლები, მათ შორის, განისაზღვრა კონკურსის საფუძველზე, დირექტორობის კანდიდატის შერჩევის შესაძლებლობა. თეატრის სპეციფიკისა და შემოქმედებითი ბუნების გათვალისწინებით, კანონპროექტით განისაზღვრა სპეციალური ნორმა თეატრთან დაკავშირებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით. თეატრის მართვის მოდელის ითვალისწინებს გარდამავალ ნორმებს. ცვლილებიდან გამომდინარე, კანონპროექტი ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების წყაროა შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ კომპენსაციების გაცემის შემთხვევაში გავლენა იქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საშემოსავლო გადასახადის სახით. გავლენის ოდენობა დამოკიდებულ იქნება შესაბამისად კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობასა და გასაცემი კომპენსაციის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით განისაზღვრება შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შემთხვევები. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გაზრდის მიმართულებით, მისი ოდენობა კი კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიხედვით ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დირექტორები ამ კანონის ამოქმედებისთანავე გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ისინი დაინიშნებიან იმავე თეატრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გამოხატავენ წერილობით თანხმობას იმავე თეატრში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ან არ იარსებებს იმავე თეატრში ვაკანტური თანამდებობა, გათავისუფლებულ პირს შესაბამისი თეატრის მიერ მიეცემა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით. ამდენად, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნულ პროფესიულ სახელმწიფო და პროფესიულ მუნიციპალური თეატრების დირექტორებზე ექნება გარკვეული ფინანსური გავლენა, რაც დამოკიდებულია მათ მიერ ნების გამოვლენასა და შესაბამის თეატრში არსებულ საშტატო ერთეულების არსებობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დაწესებას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს მდგომარეობაზე. არ აქვს მდგომარეობაზე მოსალოდნელი კანონპროექტის ზეგავლენა გენდერული მოსალოდნელი თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.