საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/33/11; 19/02/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-3/33/11; 19/02/2025) გამომდინარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-24
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 010190020.04.001.016032) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„4. სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ და
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
სტანდარტიზაციის,
მათი
ინსტიტუციონალური გაძლიერებისა და ეფექტური და უწყვეტი ფუნქციონირების
უზრუნველსაყოფად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით იცვლება საჯარო
სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის
თანამდებობაზე დანიშვნის არსებული მოდელი.
შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომ-სწავლების ცენტრი)
ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის წესის
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობის
დანიშვნის წესთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
გათვალისწინებული სწავლების ცენტრის
ხელმძღვანელის დანიშვნის წესი საჭიროებს ცვლილებას და „საჯარო სამართლის
იურიდიული პირების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის
ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და მისი ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის
მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებებით იცვლება სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის
თანამდებობაზე დანიშვნის წესი და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობაზე
2
დაინიშნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
3
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ინიციატორების მოსაზრებით, კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
4
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება ,
ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან
მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე
ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
დავით
მათიკაშვილი,
გურამ
მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ
ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან
მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე
ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.
5