საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-03-10
ბიუროს ნომერი 28
📜 ტექსტი
წერილი
2-2784/25
05-03-2025
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
გიგზავნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2024 წლის განმავლობაში
გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 16 (თექვსმეტ) ფურცლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ალექსანდრე ტაბატაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2024 წლის განმავლობაში გაწეული
საქმიანობის ანგარიში
1. შესავალი;
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის საქმიანობა ფოკუსირებული იყო ეროვნული
უსაფრთხოების მექანიზმების შემდგომ განმტკიცებაზე,
ამ მიზნით, უსაფრთხოების
სფეროში საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე და სხვა აქტივობებზე. კომიტეტის დღის
წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებას.
ამასთან, კომიტეტი, წლის განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას
აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამისი
უწყებებისგან
საქართველოს
უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ახდენდა აღნიშნულის შეფასებას.
კომიტეტი, ასევე, აქტიურად საქმიანობდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის
ფორმატების ეფექტიანი გამოყენება, ნატო-საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის
(ANP) პარლამენტის ნაწილის შედგენა და მისი იმპლემენტაციის შედეგების
მონიტორინგი,
საქართველოში
აკრედიტირებულ
დიპლომატიურ
მისიებთან,
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების
და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის
გაღრმავება.
2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობა მიზნად ისახავს საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებას. კომიტეტის საქმიანობის
ძირითადი
მიმართულებებია
საკანონმდებლო
საკითხების
უსაფრთხოების
სფეროსთან
დაკავშირებული
მომზადება,
პარლამენტის
გადაწყვეტილებათა
შესრულებისათვის ხელის შეწყობა და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლი.
თავდაცვისა
და
უშიშროების
კომიტეტი
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
საკონტროლო ფუნქციების განხორციელების მიზნით, აკონტროლებს საქართველოს
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების: საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების
სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს საქმიანობას.
1
კომიტეტი ასევე მონაწილეობას იღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან
დაკავშირებული კანონპროექტების და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და
დამუშავებაში. ასევე ახორციელებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან
დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას და შესაბამის უწყებებისადმი
წარდგენას.
ამასთანავე,
კომიტეტი
საქმიანობა
მოიცავს,
შესაბამის
უწყებებთან
თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებასთან
დაკავშირებული ინიციატივების მომზადებას და განხილვას. გარდა ამისა, კომიტეტი
თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ
დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებისა და
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შესაბამის სტრუქტურებთან.
კომიტეტის წევრები (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით):
1.
ალექსანდრე ტაბატაძე;
2.
3.
თენგიზ შარმანაშვილი;
გია ბენაშვილი;
4.
ვიქტორ ჯაფარიძე;
5.
დავით კაჭარავა;
6.
აკაკი ალადაშვილი;
7.
8.
გენრიეტა წიწავა;
ირაკლი ხელაძე;
9.
ზვიად შალამბერიძე
3. მთავარი მიღწევები და გამოწვევები;
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო თავდაცვისა
და
უსაფრთხოების
სფეროზე
მექანიზმების პრაქტიკაში
ზედამხედველობის
გაძლიერებას
და
არსებული
ეფექტიან გამოყენებას. აღნიშნული მოიცავდა, როგორც
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი ინსტიტუტების თემატურ მოსმენებს,
ასევე, ამ უწყებებში საზედამხედველო ვიზიტებს. 2024 წლის განმავლობაში თავდაცვისა
და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები პერიოდულად
ცხადდებოდნენ
კომიტეტის
წინაშე
სხვადასხვა
მნიშვნელოვან
და
რელევანტურ
საკითხებზე ანგარიშებით / მოხსენებებით.
საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა
და უსაფრთხოების
განმტკიცებისთვის
საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდის კუთხით, კომიტეტის მნიშვნელოვან მიღწევად
შეიძლება ჩაითვალოს საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების
საკანონმდებლო
ორგანოების
შესაბამის
ხელისუფლების
წარმომადგენლებთან,
კომიტეტებთან
ასევე
2
და
აღმასრულებელი
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავება. ამ კუთხით, შედგა მნიშვნელოვანი ვიზიტები
და გაიმართა შეხვედრები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებსა და
პარტნიორი ქვეყნების შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებისა და აღმასრულებელი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამასთანავე, კომიტეტის წევრები ჩართული იყვნენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო, 2024 წლის 21
თებერვალს, ქ. ბრიუსელში გამართული საქართველო - ნატო-ს პარლამენტთაშორისი
საბჭოს შეხვედრა, სადაც კომიტეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების
გამოწვევები, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყანაში
მიმდინარე პროცესები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
კანონშემოქმედებითი
მიმართულების
კუთხით,
აღსანიშნავია
საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონების პროექტის: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტის მიღებით დაზუსტდა სამოქალაქო იარაღის
ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებისთვის კანონით
გათვალისწინებული დოკუმენტაცია და განისაზღვრა უსაფრთხოებისთვის დამატებითი
მოთხოვნები.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება კომიტეტის
აპარატის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების საჭიროება.
4. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები;
თავდაცვისა
და
უშიშროების
კომიტეტის
2024
წლის
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების მაჩვენებლები:
1. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში კონცეპტუალური, საკანონმდებლო და
ინსტიტუციური
ჩარჩოს
გაძლიერების
მიმართულებით
განსაზღვრული
აქტივობები მეტწილად შესრულდა.
2. ეფექტიანი ზედამხედველობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები, როგორც
თემატური საკომიტეტო მოსმენების, ასევე საზედამხედველო ვიზიტების კუთხით
მეტწილად განხორციელდა;
3. ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის, თავდაცვის
ძალების პოპულარიზაციის; ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების
ცნობიერების
ამაღლებაში
ჩართულობის
მიმართულებით
განხორციელდა
არაერთი აქტივობა;
4. საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის
საერთაშორისო
მხარდაჭერის
გაზრდის,
საპარლამენტო
მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები მეტწილად შესრულდა.
3
დიპლომატიის
5. კანონშემოქმედებითი მიმართულება;
საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტად განისაზღვრა - 2
კანონპროექტთან მიმართებაში, ხოლო სავალდებულო კომიტეტად განისაზღვრა 24
კანონპროექტთან
დაკავშირებით,
საიდანაც
1
კანონის
პროექტი
საქართველოს
პარლამენტის წევრების ინიციატივას წარმოადგენდა, დანარჩენი კი საქართველოს
მთავრობის. გარდა ამისა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საქართველოს
პარლამენტის
საერთაშორისო
ბიუროს
გადაწყვეტილებით,
ხელშეკრულებასთან
წამყვან
და
2
კომიტეტად
საკანონმდებლო
განისაზღვრა
წინადადებასთან
დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 1 წარდგინება.
N
ინიციატორი
კანონპროექტი/საკანონმდებლო
წინადადება/საერთაშორისო ხელშეკრულება
1
საქართველოს მთავრობა
„სახელმწიფო
კომპენსაციისა
და
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
სახელმწიფო
საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო,
შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ
პირთა
და
მათი
ოჯახის
წევრთა
სოციალური
უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო
უსაფრთხოების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტები(07-2/347;
13.12.2023)
სავალდებულო
დასკვნა
2
საქართველოს მთავრობა
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“. წამყვანი კომიტეტი
3
საქართველოს მთავრობა
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, „განათლების ხარისხის
განვითარების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, „თავდაცვის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/374/10; 13-03-2024 ).
სავალდებულო დასკვნა.
4
2
საქართველოს
საქართველოს
კანონის
პროექტი
პარლამენტის
წევრების: განათლების
შესახებ“
გივი
მიქანაძე, ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-
„უმაღლესი
საქართველოს
კანონში
3/444; 22.05.2024). სავალდებულო დასკვნა.
ალექსანდრე ტაბატაძე,
თენგიზ შარმანაშვილი და
გიორგი სოსიაშვილი
4
საქართველოს მთავრობა
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ფსიქიკური
ჯანმრთელობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
„ლიცენზიებისა
და
შეტანის
ნებართვების
თაობაზე“,
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საჯარო
სამართლის
საქართველოს
იურიდიული
პირის
საქმეთა
სამინისტროს
შინაგან
მომსახურების
სააგენტოს
მიერ
−
გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სამოქალაქო
უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების
შესახებ“
ცვლილების
შეტანის
საქართველოს
თაობაზე“,
კანონში
„შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
5
შეტანის
თაობაზე“
(№07-2/411;
23.07.2024)
სავალდებულო დასკვნა.
5
საქართველოს მთავრობა
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა
და
დაცულობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 07-2/387; 01.05.2024).
სავალდებულო დასკვნა
საერთაშორისი ხელშეკრულებები
1
საქართველოს მთავრობა „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით
სფეროში
თანამშრომლობის
სააგენტოს
შორის
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“
შეთანხმება (№07-2/375; წამყვანი კომიტეტი.
2
საქართველოს მთავრობა „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს
მთავრობასა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების
უმაღლეს შტაბს შორის „კონტროლისა და შეტყობინების
ცენტრსა (CRC) (ერზრუმი, თურქეთი) და ავიაციისა და
საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების
ცენტრს (AOC) (თბილისი, საქართველო) შორის საჰაერო
ვითარების საიდუმლო მონაცემთა გაცვლის შესახებ“
ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU)“ (07-2/377;
29.03.2024). წამყვანი კომიტეტი.
საკანონმდებლო წინადადება
1
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველო“-ს
„უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის
- გაძლიერების შესახებ“ (№1-16708/23; 13.12.2023)
(ეკა
გიგაური)
2
მოქ.
ნიკოლაძე
ნიკოლოზ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი (N1-3423/24; 20.03.2024)
წარდგინება
1
საქართველოს
თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ.
მთავრობა
(07-2/421; 30.09.2024)
6. საზედამხედველო მიმართულება;
საკომიტეტო მოსმენები:
6
•
2025 წლის 5 თებერვალს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, იურიდიულ
საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, და
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან ერთად, ერთობლივ სხდომაზე,
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო
პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილეს. კომიტეტებმა
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს, იუსტიციის მინისტრობის
კანდიდატ რატი ბრეგაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო
მინისტრობის
კანდიდატ თეა
ახვლედიანს და
შინაგან
საქმეთა
მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
•
2024 წლის 12 ივნისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კომიტეტების
ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023
წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023
წლის საქმიანობის ანგარიში, სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ალექსი
ბატიაშვილმა წარადგინა. ანგარიში 2023 წლის განმავლობაში განვითარებული
უსაფრთხოების პროცესების მიმოხილვას და სამსახურის მიერ საფრთხეების და
გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს მოიცავდა. უსაფრთხოების
სამსახურის
უფროსის
პირველმა
მოადგილემ
ქვეყნის
წინაშე
არსებული
უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველოს
სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ
რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები
წარმოადგენდა. ალექსი ბატიაშვილმა, თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა
კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე, ე.წ. რბილი ძალისა
და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე, ტერორიზმის და
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უწყების ინსტიტუციურ განვითარებასა და
საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზე.
•
2024 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს მოუსმინა,
რომელმაც
კომიტეტის
სხდომაზე
თავდაცვის
ძალების
რაოდენობის
შესახებ
მთავრობის განკარგულება დასამტკიცებლად წარადგინა. აღნიშნული განკარგულების
თანახმად 2025 წლისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობა არა უმეტესს 37 ათასი
სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა.
•
2024 წლის 26 ნოემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, იურიდიულ
საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, და
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან ერთად, ერთობლივ სხდომაზე,
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო
პროგრამა განიხილეს. კომიტეტმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი
ჩიქოვანს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ ანრი ოხანაშვილს, შერიგებისა და
7
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა
ახვლედიანს და
შინაგან
საქმეთა
მინისტრობის
კანდიდატ ვახტანგ
გომელაურს მოუსმინეს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიში, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის
მიმოხილვა და 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა,
აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტის სამი სხდომა (2024 წლის 10 ივნისს, 12 სექტემბერს და
28 ნოემბერს) გაიმართა, სადაც, ასევე განხილულ იქნა, საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები და საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები „ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების“ შესახებ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტის განხილვის და დამტკიცების პროცესში.
საპარლამენტო
თანამშრომლობდა
საქართველოს
კონტროლის
განხორციელების
საქართველოს
პარლამენტის
სახელმწიფო
საბიუჯეტო
მიზნით,
კომიტეტი
აუდიტის
სამსახურთან,
ოფისთან
და
სხვადასხვა
აქტიურად
ასევე
სახელმწიფო
უწყებებთან.
კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა ანგარიშვალდებულ სახელმწიფო ორგანოების
საბიუჯეტო
ასიგნებების ხარჯვასთან დაკავშირებული
მოსალოდნელი ოპერაციების
წინასწარ გაცნობას და საპარლამენტო კონტროლს, აგრეთვე მათ მიერ განხორციელებულ
ან/და დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. 2024 წლის განმავლობაში
ანგარიშვალდებულმა
უწყებებმა,
მათ
მიერ
განსახორციელებელი
არასაიდუმლო
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია 14-ჯერ წარუდგინეს კომიტეტს.
კომიტეტის მიერ განხორციელებული საზედამხედველო ვიზიტები:
•
2024 წლის 3 ივნისს, კომიტეტის წევრებმა საზედამხედველო ვიზიტი განახორციელეს
ქ. გორში განთავსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ქვეითი ბრიგადის
სამხედრო ბაზაზე;
8
•
2024 წლის 18 ივლისს, კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე, პარლამენტის
თავმჯდომარესთან და პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად საზედამხედველო
ვიზიტით ესტუმრა ქ. გორში განთავსებულ ეროვნული თავდაცვის აკადემიას, სადაც
პარლამენტის წევრებმა მოინახულეს იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები,
დისტანციური სწავლების ცენტრი, ლაბორატორიები, სიმულაციის ცენტრი, აკადემიის
ბიბლიოთეკა და საგამოფენო სივრცეები. ასევე შეხვედრა გაიმართა ეროვნული
თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან.
7. წარმომადგენლობითი მიმართულება
საზოგადოებასთან ურთიერთობა
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
მიმართულებით
კომიტეტმა
განახორციელა
არაერთი აქტივობა, მათ შორის:
•
2024 წლის 11 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს პარლამენტში სტუმრად
მყოფ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა. თენგიზ შარმანაშვილმა
თავდაცვის ძალების ოფიცრებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითადი
მიმართულებები, კანონშემოქმედებითი პროცესი და საზედამხედველო ფუნქციები
გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კოლეჯის მსმენელებს
ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტის მიერ მიღებულ „თავდაცვის კოდექსზე“ და
ყურადღება იმ სიახლეებზე გაამახვილა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს;
•
20204 წლის 18 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემიაში “საპატიო სტუმრის
პროგრამის” ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც მან შეხვედრა გამართა იუნკერებთან და
ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოს ისტორიაზე, ძირითად საქმიანობაზე და არსებულ
გამოწვევებზე, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის ძირითად
მიმართულებებზე.
საერთაშორისო თანამშრომლობა
•
2024 წლის 11 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
9
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს საკითხები მიმოიხილეს
და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი.
•
2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩს რობინ დენიგანს შეხვდა. შეხვედრაზე
მხარეებმა
რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული
პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე და საქართველოს უსაფრთხოებისა და
თავდაცვის განმტკიცებაში აშშ-ს მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს.
•
2024 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო
დელეგაციის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. მათ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა
ადგილზე
დაათვალიერეს.
ევროპელი
კანონმდებლები
საქართველოში
ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების
საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში
ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა.
•
იმყოფებოდნენ,
რომელიც
2024 წლის 9 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ, ევროკავშირის სამხედრო
კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ რობერტ ბრიგერს შეხვდნენ. შეხვედრაზე
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს საკითხები მიმოიხილეს. აღნიშნულ
შეხვედრას, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში და
ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
•
2024 წლის 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
თავმჯდომარე
ალექსანდრე
ტაბატაძე
და
კომიტეტის
კომიტეტის
წევრები, საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული
ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, რომელსაც
კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა
საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის
მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო ურთიერთობების განმტკიცების
საკითხებზე
იმსჯელეს.
საკითხებზე
მსჯელობისას
ურთიერთობებზე
მხარეებმა
გაამახვილეს.
საპარლამენტთაშორისო
ყურადღება
კომიტეტებს
თანამშრომლობის
შორის
არსებულ
აღინიშნა, რომ საპარლამენტო დელეგაციების
10
ორმხრივი ვიზიტი და შეხვედრები თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო
უწყობს ხელს.
•
2024 წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და თურქეთის რესპუბლიკის დიდი
ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრები
სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. თურქეთის რესპუბლიკის
დელეგაციის წევრები რუსეთის მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის“ და
მცოცავი ოკუპაციის შედეგებს გაეცნენ. სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის
წარმომადგენლებისგან
საქართველოს
სამშვიდობო
პოლიტიკის
ძირითადი მიდგომების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული
თავდაცვის კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.
•
2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა
გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან.
მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების
მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ნატო-ს
სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, ჟოზეფინ ალბარაზი დაესწრო.
•
2024 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის
თავმჯდომარე ალექსანდრე
ტაბატაძე სლოვაკეთის
რესპუბლიკის
ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს
შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს
ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე
საკითხებზე.
მათ
შორის,
და თავდაცვის
სლოვაკეთის
სფეროში თანამშრომლობის
მხრიდან
საქართველოს
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ნატო-სთან
ურთიერთთავსებადობის
განმტკიცების კუთხით მხარდაჭერასა და ძალისხმევაზე. შეხვედრის დასასრულს
მხარეებმა
სამომავლო
თანამშრომლობის
მიმართულებებზე
და
ორი
ქვეყნის
პარლამენტის კომიტეტების წევრების სამუშაო ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე
ისაუბრეს.
•
2024 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის
თავმჯდომარე
ალექსანდრე
ტაბატაძე
საქართველოში
ლიეტუვის
რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს, დარიუს ვიტკაუსკასს შეხვდა. შეხვედრაზე
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული
თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და საქართველოს ოკუპირებულ
11
ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ალექსანდრე ტაბატაძემ დარიუს
ვიტკაუსკასს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიური მისიის
შესრულებაში წარმატება უსურვა. შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ
თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საერთაშორისო ვიზიტები
•
2024 წლის 21 თებერვალს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეის
ორგანიზებით, საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო
საბჭოს
მორიგი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მხრიდან, შეხვედრაში ნატოს
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
დელეგაციის
ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია და დელეგაციის წევრები გივი მიქანაძე, თინათინ
ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია მონაწილეობდნენ. ასამბლეის მხრიდან, შეხვედრას
ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი, ბიუროს წევრები და ალიანსის
წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული
უსაფრთხოების
გარემო,
საქართველოს
ოკუპირებულ
რეგიონებში
არსებული
ვითარება, საქართველოს უსაფრთხოებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის
ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გავლენა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური
ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის,
ევრო-ატლანტიკური
მხარდაჭერა.
ასევე
ინტეგრაციის
საქართველოს
უსაფრთხოებაში, ნატო-სა და
უსაფრთხოების
დღის
ინტეგრაციის
საკითხის
წვლილი
მოკავშირეების
წესრიგში
და
რეფორმების
პროცესის
ევრო-ატლანტიკური
სივრცის
უმაღლეს
საქართველოს
დეოკუპაციისა
პრიორიტეტულობის
საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა
და
პოლიტიკურ
და
და
ალიანსში
შენარჩუნების,
ასევე
უსაფრთხოების
განმტკიცებაში
მოკავშირეების მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა.
•
2024 წლის 22 თებერვალს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში,
პარლამენტის
თავდაცვისა
და
უშიშროების
კომიტეტის
თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის
გენერალური მდივნის სპეციალურ
წარმომადგენელს სამხრეთ
კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას შეხვდნენ. მხარეებმა რეგიონული
უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
პროცესი, ამ პროცესის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები, ინტეგრაციის გზაზე
ქვეყნის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ
ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე და მისიის სხვა
წარმომადგენლები.
12
•
2024 წლის 22 თებერვალს, ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
დელეგაციის
ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი
ბერაია და განათლების,
პარლამენტის
მეცნიერებისა
მუდმივმოქმედი
და
ახალგაზრდულ
საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს
გენერალური
მდივნის
თანაშემწის
მოადგილეს,
კარმენ
რომეროს
შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ
დოლიძე და მისიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მხარეებმა საქართველოს წინაშე
არსებული გამოწვევები, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატოსაქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს.
•
2024 წლის 22 თებერვალს, ქ. ბრიუსელში, (ბელგიის სამეფო) ნატო-ს შტაბბინაში,
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი
ბერაია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს
დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში სკოტ ბრეის შეხვდნენ. შეხვედრაზე
განსახილველ საკითხებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს
უსაფრთხოების გამოწვევები, დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა
და ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები
წარმოადგენდა.
•
2024 წლის 23 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ქ. ბრიუსელში, ნატო-ს სამხედრო
კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონული
უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი,
ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ალიანსის მხრიდან საქართველოს
პრაქტიკული მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
•
2024 წლის 4-5 მარტს, ქ. ბრიუგეში (ბელგიის სამეფო), თავდაცვის და უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ბელგიის ევროკავშირის
თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში - ევროკავშირის ერთიანი
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და
თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებზე.
•
2024 წლის 13-17 სექტემბერს, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის
ჟენევის ცენტრის ორგანიზებით (DCAF) და ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის
კონსორციუმის (PfPC) უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სამუშაო ჯგუფის
მხარდაჭერით, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე 13
„დემოკრატიული
ღირებულებების
დაცვა
-
უსაფრთხოების
სექტორის
მმართველობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის როლი“, სადაც მონაწილეობა
მიიღეს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - თეონა აქუბარდიამ, აპარატის
უფროსმა - სოფიო ბაბუნაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწემ - ანა
კირვალიძემ. აღნიშნულ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას იღებდნენ შეიარაღებულ
ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) და ნატო-ს
პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის (PfPC)
ექსპერტები, აღმოსავლეთ
ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების უმაღლესი
წარმომადგენლობითი
თანამშრომლები.
•
ორგანოების
წევრები
და
(პარლამენტის)
აპარატების
2024 წლის 16-17 სექტემბერს, ქ. ვარშავაში (პოლონეთი), ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 106-ე სემინარი გაიმართა,
რომელშიც
ნატო-ს
საპარლამენტოს
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედმა დელეგაციამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის ხატია
წილოსანის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა. სემინარის ფარგლებში
განხილული იყო ნატო-ს წევრების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მედეგობა და
ევროპული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო რუსეთ-უკრაინის ომს და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას ომის
დასრულებამდე. სემინარში ასევე მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე თეონა აქუბარდიამ.
მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 56 წერილი/განცხადება.
წერილობითი რეაგირების გარეშე დატოვებულია მხოლოდ იმ მოქალაქეთა განცხადებები,
რომლებთანაც
განხორციელდა
ზეპირი
გასაუბრება/კონსულტაცია,
ასევე,
ის
განცხადებები, რომლებიც ერთი და იგივე მოქალაქის მიერ იდენტური შინაარსით
არაერთხელ იქნა შემოტანილი და რომლებზეც კომიტეტმა
რამდენჯერმე მოახდინა
რეაგირება.
8.
ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება;
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის
აპარატის
შესაძლებლობების
თანამშრომლებმა
განვითარების
კვალიფიკაციის
ფარგლებში
სასწავლო/ტრენინგ პროგრამებში:
14
მონაწილოება
ამაღლებისა
მიიღეს
და
შემდეგ
•
2024 წლის 10-15 მარტს, კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა, ბაკურ უტარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარებულ კურსში
თემაზე - „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა", რომელიც ქ. ბუქარესტში
(რუმინეთი) გაიმართა;
•
2024 წლის 19-25 მაისს, კომიტეტის უფროსმა სპეციალისტმა, ნინო გრიგოლიამ გაიარა
ნატო-ს ორგანიზებით და მხარდაჭერით დაგეგმილი ,,სტაბილურობის პოლიტიკის
დაგეგმვის" კურსი, რომელიც ნატო-ს სკოლაში ქ. ვინჩენცაში (იტალიის რესპუბლიკა)
გაიმართა.
•
2024 წლის 6-18 ოქტომბერს, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწემ, ანა კირვალიძემ მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარებულ კურსში
თემაზე - ,,სტრატეგიული კომუნიკაციები", რომელიც ქ. კილკისში (საბერძნეთის
რესპუბლიკა) გაიმართა.
9.
სხვა საქმიანობა;
9.1 სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
სახელმწიფო
ინსტიტუტებთან
თანამშრომლობის
კუთხით
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა
სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართეს
თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების წარმომადგენლებთან.
ასევე, საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა
საზედამხედველო ვიზიტები განახორციელეს უსაფრთხოების სექტორში შემავალ
უწყებებში და სამხედრო/სასწავლო ბაზებზე.
9.2 სპეციფიკური საქმიანობა
ნდობის ჯგუფი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილია ნდობის ჯგუფი, რომელიც
ზედამხედველობას ახორციელებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი
უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე. ნდობის ჯგუფის
სამოქმედო გეგმა მტკიცდება ნდობის ჯგუფის სხდომაზე და საიდუმლო დოკუმენტს
წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში, გაიმართა ნდობის ჯგუფის 5 სხდომა (წლიური
15
მოხსენებები და თემატური მოსმენები). ნდობის ჯგუფის წევრების მიერ, თავდაცვისა და
უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში განხორციელდა 2 საზედამხედველო
ვიზიტი.
16