საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.03.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-3428/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 19

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 3/16/25, 10:25 AM საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 17 მარტი 2025 11:00 2025 წლის 17 მარტი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, საკანონმდებლო გენრიეტა წიწავას, ინიციატივის ირაკლი წესით შატაკიშვილის, წარმოდგენილი გიორგი საქართველოს კახიანის მიერ პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენით განხილვა (07-3/38; 05.03. 2025); მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, სოზარ სუბარის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, რატი იონათამიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ლევან მაჭავარიანის, რამინა ბერაძის, ირაკლი კირცხალიას, გენრიეტა წიწავას, მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ცვლილების რეგლამენტის შეტანის პროექტის შესახებ“, „საქართველოს საქართველოს კანონის პარლამენტის რეგლამენტში პროექტების: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, https://parliament.ge/print/announcement/3187?local=true 1/2 საქართველოს პარლამენტი 3/16/25, 10:25 AM „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით განხილვა (07-3/32; 19.02.2025); მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დადგენილების დებულების ძალადაკარგულად დამტკიცების შესახებ“ გამოცხადების საქართველოს თაობაზე“ პარლამენტის (07-3/35; 05.03.2025) (1-1685/25; 06.03.2025) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 4. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 5. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. https://parliament.ge/print/announcement/3187?local=true 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 17 მარტი, 11.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N19 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, დათო კოდუა, ლიკა შარტავა, გენრიეტა წიწავა. სხდომაზე მოწვეულები: თამარ გვარამაძე - საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენით განხილვა (07-3/38; 05.03. 2025); მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, სოზარ სუბარის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, რატი იონათამიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ლევან მაჭავარიანის, რამინა ბერაძის, ირაკლი კირცხალიას, გენრიეტა წიწავას, მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტების: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით განხილვა (07-3/32; 19.02.2025); მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (№07-3/35; 05.03.2025) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 4. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-1685/25; 06.03.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 5. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი და მიმართა წინადადებით საკითხების განხილვის რიგითობის შეცვლის თაობაზე. კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (№07-3/35; 05.03.2025) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-1685/25; 06.03.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. 4. საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენით განხილვა (07-3/38; 05.03. 2025); მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 5. საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, სოზარ სუბარის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, რატი იონათამიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ლევან მაჭავარიანის, რამინა ბერაძის, ირაკლი კირცხალიას, გენრიეტა წიწავას, მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტების: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2 ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით განხილვა (07-3/32; 19.02.2025); მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (№07-3/35; 05.03.2025) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის მოხსენება, რომლის თანახმად „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 221-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და ასევე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულება დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 სექტემბრის №7200-Iს დადგენილებით. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რეგლამენტიდან ამოღებულ იქნა 221-ე მუხლი. ამასთანავე, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორცილებული ცვლილებების თანახმად, 2025 წლის 10 მარტიდან საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი, რომლის დებულებას დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 სექტემბრის №7200-Iს დადგენილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (№07-3/35; 05.03.2025) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): - საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (№07-3/35; 05.03.2025) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად; - პლენარულ სხდომაზე პროექტების განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-1685/25; 06.03.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; 3 მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ერი და სახელმწიფო“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს. პეტიცია შეეხება საქართველოს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან“ გამოსვლის მოთხოვნას. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერებს ამოწმებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარისათვის წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე პირის მხარდაჭერა დაფიქსირებული უნდა იყოს მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სულ წარმოდგენილი 623 პეტიციის მხარდამჭერიდან (44 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც არ შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად შეადგინა 26 ხელმოწერა. აღნიშნული ხელმოწერები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, ბათილად იქნა მიჩნეული, ვინაიდან შესრულებული იყო 203-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. თუმცა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (597 ხელმოწერა) აღემატება 300 ხელმოწერას და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დადებით დასკვნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ერი და სახელმწიფო“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებით დასკვნას საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-1685/25; 06.03.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის თაობაზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხის განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში გაიგზავნა პარლამენტის წევრის ორი კითხვა, რომელთაგან პასუხი გაცემულია ერთ კითხვაზე პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში პასუხი გაცემულია არაუფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. რაც შეეხება პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილ მეორე კითხვას, მასზე პასუხი საანგარიშო პერიოდში არ არის გაცემული. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან წერილობითი პასუხი წარუდგინოს 10 დღეში ან აღნიშნული 4 ვადა კითხვის ავტორისადმი კითხვის ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე გაგრძელდეს 10 დღით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ასევე, განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. შენიშვნა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე და მეხუთე საკითხების განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობდა ირაკლი შატაკიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენით განხილვა (07-3/38; 05.03. 2025); მოისმინეს: დავით მათიკაშვილის მოხსენება, რომლის თანახმად წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელს, 65 წლის ასაკის მიღწევისას, გარდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართელოს კანონის თანახმად განსაზღვრული კომპენსაციის (თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი) მიღების უფლებისა, ექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდება სამსახურიდან. აღნიშნული ცვლილება, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დამატებით სოციალურ პირობებს შექმნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის, რითაც მათ კიდევ ერთხელ დაუფასდებათ წლების განმავლობაში პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი წვლილი. შემდეგი საკანონმდებლო ცვლილება ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მარეგულირებელ ნორმებს. ცვლილება, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, განაპირობა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში გამოკვეთილმა რიგმა ხარვეზებმა. პირველ რიგში ეს გახლავთ კომისიის მიერ პირთა გამოკითხვის მოქნილი მექანიზმის არარსებობა, ვინაიდან პარლამენტში შემოდის მოქალაქეთა ასეულობით განცხადება, რომლებიც ითხოვენ, რომ ინფორმაცია თვითონ მიაწოდონ კომისიას შესასწავლ პერიოდში ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების შესახებ. ცვლილების თანახმად შესაძლებელი იქნება, რომ საგამოძიებო კომისიამ მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს დროებით საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ახსნა-განმარტება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად დაერთვება კომისიის მტკიცებულებებს. ამასთანავე, საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, განმცხადებელი შესაძლოა გამოიკითხოს კომისიის სხდომაზეც. ახსნა-განმარტების მასალების გაცნობის შემდგომ დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული პირი მიიწვიოს შემდგომი ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება დროებითი საგამოძიებო კომისიის მხოლოდ საბოლოო, შემაჯამებელი დასკვნა. წარმოდგენილი, შემდეგი ცვლილების თანახმად, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი 5 საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი. შემდეგი ცვლილება შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის წესს, კერძოდ დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების გამართვა, კომიტეტის სხდომების ანალოგიურად, პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში შეუძლებელია. ცვლილების თანახმად, როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებშიც, გარდა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას. აზრი გამოთქვეს: გურამ მაჭარაშვილმა გამოთქვა მოსაზრება და დააფიქსირა პოზიცია, რომ ძალიან საჭირო ცვლილებებია, ვინაიდან შემოსულია დროებითი საგამოძიებო კომისიის სახელზე ძალიან ბევრი განცხადება და მათი უმეტესობა მასშტაბურია. თითოეული განმცხადებლის გამოკითხვა კომისიის სხდომაზე, ბუნებრივია შეუძლებელია და წარმოდგენილი ცვლილება ხელს შეუწყობს დროებით-საგამოძიებო კომისიის ეფექტურ მუშაობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის შეფასება. დათო კოდუამ აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი იქნა ბევრი დანაშაული, როგორც ქონებრივი ისე სიცოცხლის მოსპობის, შესაბამისად რეგიონში ძალიან ბევრი მოქალაქე მოგვმართავს განცხადებებით და შესაძლებელი იქნება თუ არა ამ განცხადებების გადამისამართება მოხდეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე. ამასთანავე დათო კოდუა დაინტერესდა იქნება თუ არა ვადა განსაზღვრული აღნიშნულ განცხადებებზე რეაგირების კუთხით, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც მიმარტეს საგამოძიებო ორგანოებს და ეს გამოძიებები „უსასრულოდ“ გრძელდება? დავით მათიკაშვილი დაეთანხმა გურამ მაჭარაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ცვლილებებმა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა უნდა გახადოს მეტად მოქნილი, სრულყოფილი და შესაძლებლობა მიეცეს კომისიას, რომ დადგენილ ვადაში შეასრულოს ის ამოცანები, რაც რეგლამენტით აქვს განსაზღვრული. ირაკლი შატაკიშვილმა გამოთქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა, ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან, უმჯობესია დაზუსტდეს ნორმის ფორმულირება და „საპენსიო ასაკის მიღწევის“ ნაცვლად, მითითება გაკეთდეს „სახელმწიფო პენსიაზე უფლების მქონე“ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე, რაც შესაბამისად უნდა აისახოს ნორმის ფორმულირებაში. ცვლილების თანახმად, საგამოძიებო კომისიას შეუძლია მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელმაც თავად გამოთქვა სურვილი დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის მიეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს წევრი ახსნაგანმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებს შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნაგანმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი წევრი. ხელმოწერილი ოქმი ახსნა-განმარტების აუდიოჩანაწერთან ერთად გადაეცემა დროებით საგამოძიებო კომისიას. ირაკლი შატაკიშვილმა გამოთქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პირისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას დგება ოქმი და შესაბამისად, ოქმში აისახება პირისათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტება, ნორმის ფორმულირებაში ცალკე ახსნა-განმარტების ტექსტზე მითითების აუცილებლობა არ არსებობს და უმჯობესია, მოწვეული პირის ხელმოწერით დადასტურდეს ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილება, რომელიც ხელმოწერილ ოქმთან და ახსნა-განმარტების აუდიოჩანაწერთან ერთად გადაეცემა დროებით საგამოძიებო კომისიას, რაც შესაბამისად უნდა აისახოს ნორმის ფორმულირებაში ინიციატორი დაეთანხმა ირაკლი შატაკიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. 6 - - დათო კოდუას მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ თუ მოქალაქე განცხადებით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, მაშინ განცხადების განხილვა მოხდება იმ პროცესუალური ვადების შესაბამისად, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი. თუ მოქალაქე განცხადებით მომართავს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, წარმოდგენილი ცვლილების შემდეგ, კომისიის ერთ წევრს ექნება შესაძლებლობა, რომ ახსნა-განმარტება ჩამოართვას მოქალაქეს და ეს მასალები, როგორც ტექსტუალური, ისე ვიზუალური გადაეცემა კომისიას. თუ კომისია ჩათვლის რომ არსებულ მასალებში არის სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, კომისიის საბოლოო დასკვნამდე გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს, სადაც ვადები, დარჩება იგივე და სხვა ვადების განსაზღვრა, ბუნებრივია ვერ მოხდება. დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების მასშტაბი იყო ძალიან დიდი და მოიცვა სრულიად საქართველო, მათ შორის სამეგრელოც. სწორედ ამიტომ 2012 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა დაამარცხა წინა ხელისუფლება, საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა შესაბამისი პროფილის დეპარტამენტი, რომელიც განიხილავდა წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს, ქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტებს. აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი, წარსდგა ასევე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე ანგარიშით იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანის უფლება იქნა აღდგენილი, რომელიც დაირღვა წინა ხელისუფლების მიერ. თუმცა, როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, კიდევ რჩება ცალკეული საკითხები, დარღვეული უფლებები, რომელთა მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისად ყველა ეს საკითხი სამართლებრივი განხილვის საგანი ხდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირება, რომ მთლიანი სურათის გარდა, რაც ნაციონალური მოძრაობის სადისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს გულისხმობს, ყველა ცალკეულ უფლებადარღვევის საკითხზეც მოახდინოს რეაგირება. ამ მიზნით პირმა უნდა მიმართოს დროებით საგამოძიებო კომისიას განცხადებით. დღეისათვის წარმოდგენილი ცვლილება, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ადგენს იმ წესს, თუ როგორ მოხდება ამ ტიპის განცხადებების განხილვა, კერძოდ თუკი კომისია გამოავლენს შესაძლო დანაშაულის ჩადენის ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, სადაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდება საქმის გამოძიება, ბუნებრივია, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თვითონ ვერ შეითავსებს ვერც სასამართლოს და ვერც პროკურატურის ფუნქციებს, მაგრამ კომისიას აქვს ვალდებულება, რომ დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს. კომიტეტის წევრების მიერ სხვა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“(07-3/38; 05.03. 2025)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“(07-3/38; 05.03. 2025) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე პროექტების განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი. 7 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, სოზარ სუბარის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, რატი იონათამიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ლევან მაჭავარიანის, რამინა ბერაძის, ირაკლი კირცხალიას, გენრიეტა წიწავას, მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტების: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით განხილვა (07-3/32; 19.02.2025); მოისმინეს: დავით მათიკაშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, მომხსენებელმა საკანონმდებლო პაკეტში შემავალი თითოეული პროექტი წარმოადგინა მუხლების და პუნქტების მიხედვით.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტებში, რომლებიც შეეხება: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 206-ე მუხლის მე-2 პუნქტს, 207-ე მუხლის მე-4 და მე7 პუნქტებს , 2071 მუხლის მე-2 პუნქტს, 209-ე მუხლის მე-3 პუნქტს, 211 1 მუხლის მე-2 პუნქტს, ცვლილება არ განხორციელებულა. პირველი მუხლის მე-4 პუნქტში (რომელიც ეხება რეგლამენტის 208-ე მუხლს) განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. საქართველოს კანონის პროექტები:  „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს - ცვლილება არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: თამარ გვარამაძემ (საქართველს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე) მომხსენებელს მიმართა დაზუსტებისათვის და აღნიშნა, რომ ცვლილება შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს 2 წევრის შერჩევას ღია კონკურსის წესით. კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა ღია კონკურსის წესით შერჩევას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან. საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი ანალოგიური ცვლილებები 8 სხვა კანონპროექტებში ითვალისწინებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობას და ამ შემთხვევაში რატომ არ არის? ამგვარი წესის შემოღების წინაპირობა, როგორც თამარ გვარამაძემ აღნიშნა, გახლდათ იურიდიული სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებიდან გამოსვლა და დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბება. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამინდელი რედაქცია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ძალიან საფუძვლიანი მუშაობის შედეგია, აღნიშნა თამარ გვარამაძემ. დავით მათიკაშვილმა თამარ გვარამაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ არა მხოლოდ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, არამედ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ყველა კანონი არის არსებითი და საფუძვლიანი მუშაობის შედეგი, თუმცა საკანონმდებლო ინიცატივის მიზანი არის ცალსახად გაწერილი და ეს მიზანი არის, რომ საშუალება მიეცეს, არა მაღალი ალბათობით, სტატისტიკურად და უმეტეს შემთხვევაში უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მმართველობით სფეროში, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე მიიღონ აქტიური მონაწილეობა (რაც არ გამორიცხავს მათ ჩართულობას საკითხების განხილვის, შესწავლის, შემუშავების ეტაპზე), არამედ მოხდეს ქვეყნის შიგნით საგანმანათლებლო, აკადემიური რესურსის მეტად და მიზნობრივად გამოყენება. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა კომიტეტის წევრების მიერ სხვა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს ცვლილება არ განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.  „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 61 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს, ცვლილება არ განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 2016 მუხლის მე-5 პუნქტს, ცვლილება არ განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.  „საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 90-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებს, ცვლილება არ განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.  „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტს, ცვლილება არ განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.  „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 221 მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებს, ცვლილება არ განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. 9  „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 214 მუხლის მე-3 პუნქტს, ცვლილება არ განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.  „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; პირველი მუხლში, რომელიც შეეხება მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტს, ცვლილება არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: თამარ გვარამაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილება ასევე ეხება სახალხო დამცველის უფლებას დისკრიმანიციის საკითხებზე ამჟამად მოქმედი რეგულაციის თანახმად თანამშრომლობდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტისთვის. ამჟამად საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის 7 ფორმალური, 2 არაფორმალური საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მისი საკანონმდებლო დონეზე გამყარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინიციატორi დაეთანხმა გამოთქმულ მოსაზრებას, რომ გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.  „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება მე-19 განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. მუხლის მე-3 პუნქტს, ცვლილება არ საქართველოს ორგანული კანონის პროექტები:  „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 31 მუხლის მე-5 პუნქტს, 221 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებს, ცვლილება განხორციელდება: პირველი მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც ეხება 31 მუხლის მე-5 პუნქტს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ; პირველი მუხლის მე-4 პუნქტში, რომელიც ეხება 221 მუხლის მე-4 პუნქტს -საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობას, კერძოდ საკონკურსო კომიის შემადგენლობაში მიზანშეწონილია, ასევე შედიოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 861 მუხლის პირველი პუნქტს, განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. ცვლილება არ  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; პირველ მუხლში, რომელიც შეეხება 47-ე მუხლის მე-5 პუნქტს, ცვლილება არ განხორციელებულა. მე- 2 მუხლი - ცვლილება არ განხორციელებულა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. 10 - - კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, სოზარ სუბარის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, რატი იონათამიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ლევან მაჭავარიანის, რამინა ბერაძის, ირაკლი კირცხალიას, გენრიეტა წიწავას, მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტებს: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტებს: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/32; 19.02.2025)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, სოზარ სუბარის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, რატი იონათამიშვილის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ლევან მაჭავარიანის, რამინა ბერაძის, ირაკლი კირცხალიას, გენრიეტა წიწავას, მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა (07-3/32; 19.02.2025) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე პროექტების განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 11