„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/28; 31/03/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონ ი
„ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.07.2016, სარეგისტრაციო კოდი: 440000000.05.001.018203) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის :
ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტ ები ამოღებულ იქნეს ;
ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“-„ნ“ ქვეპუნქტ ები:
„ი) ტექნოლოგიური პარკი - ინფრასტრუქტურული სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებს
აწვდის ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებას;
კ) აქსელერაცია - ინოვაციების ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს კონკურსის
წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტისთვის სამუშაო სივრცის, მისი ბიზნესიდეის და
მოდელის განვითარებისა და დახვეწის უზრუნველყოფას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი
კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტირების განხორციელებას;
ლ) ტექნოლოგიების გადაცემა - ტექნოლოგიის/ინოვაციის გადაცემის მექანიზმი, რომელიც
გულისხმობს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
მოთხოვნების
დაცვით
ინტელექტუალური საკუთრების განსაკუთრებული უფლების მფლობელისაგან სხვა პირზე
მთლიანად ან ნაწილობრივ
ტექნოლოგიის/ინოვაციის გამოყენებისა და დანერგვის უფლების
გადაცემას, მისგან კომერციული სარგებლის მიღების მიზნით;
მ) ინოვაციების ინფრასტრუქტურა - ადმინისტრაციული ორგანოს ან კერძო პირების მიერ
შექმნილი ინოვაციების ხელშემწყობი მექანიზმების ერთობლიობა, რაც მოიცავს ტექნოლოგიურ
პარკებს, აქსელერატორებსა და ტექნოლოგიების გადაცემას;
ნ) ინოვაციების რეესტრი - მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ინოვაციური
სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევებისა და განვითარების მომსახურების
გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტების შესახებ ინფორმაციას, ასევე საინვესტიციო
ფონდების, ანგელოზ ინვესტორთა ქსელებისა და აქსელერატორების შესახებ ინფორმაციას.“.
2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 5 1. ინოვაციების ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასურები
სააგენტოს ინოვაციების ინფრასტრუქტურის საფასურებს, მათ შორის, ტექნოლოგიური პარკის
მომსახურების სახეები და საფასურები, ასევე ტექნოლოგიების გადაცემის წესი და მომსახურების
საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„თავი II
ინოვაციების რეესტრი “.
4. მე-6-მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 6. ინოვაციების რეესტრი
1. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი;
ბ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი;
გ) კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე
სუბიექტები;
დ) საინვესტიციო ფონდი;
ე) ანგელოზ ინვესტორთა ქსელი;
ვ) აქსელერატორი.
2. ამ კანონის მოთხოვნებთან დაინტერესებული პირის შესაბამისობის შემთხვევაში ინოვაციების
რეესტრში მის რეგისტრაციას, ასევე ინოვაციების რეესტრის წარმოებას ახორციელებს სააგენტო.
3. ინოვაციების რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია
გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
შემთხვევებისა.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ინოვაციების რეესტრის რეგისტრაციის წესი და ინოვაციების
რეესტრის წარმოების ინსტრუქცია მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტით –
ბრძანებით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის
საფასურს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 7. აქსელერატორი
ამ კანონის მიზნებისთვის, მომართვის საფუძველზე, ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას
ექვემდებარება
აქსელერატორი,
რომელიც
წარმოადგენს
იურიდიულ
პირს,
ახორციელებს
სილაბუსზე დაფუძნებულ არანაკლებ 3-თვიან და არაუმეტეს 12-თვიან აქსელერაციის პროგრამას,
უზრუნველყოფილია ფიზიკური სამუშაო სივრცითა და კვალიფიციური მენტორებით.
მუხლი 8. ანგელოზ ინვესტორ თა ქსელი
ამ კანონის მიზნებისთვის, მომართვის საფუძველზე, ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას
ექვემდებარება ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს, აერთიანებს
არანაკლებ 10 ინვესტორ წევრს, ქსელის მეშვეობით ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული
ჯამური ინვესტიცია შეადგენს არანაკლებ 300 000 ლარს, არანაკლებ 5 კომპანიაში, თითოეულ
კომპანიაში არაუმეტეს 20% წილის სანაცვლოდ.
მუხლი 9. საინვესტიციო ფონდი
1. ამ კანონის მიზნებისთვის საინვესტიციო ფონდი არის, მათ შორის, „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი, რომლის საინვესტიციო
სტრატეგია, ითვალისწინებს ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებას.
2. ამ კანონის მიზნებისთვის, მომართვის საფუძველზე, ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას
ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც
ბოლო
3
წლის
განმავლობაში
ინოვაციურ/ტექნოლოგიურ
სტარტაპებში
ჯამურად
განხორციელებული აქვს არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია, რის სანაცვლოდაც თითოეულ
დაფინანსებულ ასეთ კომპანიაში ფლობს წილების არაუმეტეს 20%-ს.“.
5. მე-10-მე-15 მუხლები ამოღებულ იქნეს .
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი II 1:
„თავი II 1
ინოვაციური სტარტაპი , ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია , კვლევ ებისა და
განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია
მუხლი 15 1. ინოვაციური სტარტაპი
1. ინოვაციური სტარტაპი არის ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი, „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც
აკმაყოფილებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსისთვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ
მოთხოვნებს:
ა) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას;
ბ) მოპოვებული აქვს საინვესტიციო ფონდის, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის
წევრის ან/და აქსელერატორის ინვესტიცია არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით, ან/და მიღებული
აქვს საგრანტო დაფინანსება; ამ პუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად ასევე მიიჩნევა სხვა ქვეყანაში
დაფუძნებული მშობელ ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები,
რომელსაც თავის მხრივ, აღნიშნული სახსრები მიღებული აქვს საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ
ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრის ან/და აქსელერატორისგან;
გ) სტატუსის მოპოვების მიზნებისათვის ახორციელებს ამ მუხლის ამ პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
მოპოვებიდან,
მექანიზმებით
სტატუსის
დაფინანსებულ
მოქმედების
პერიოდში
საქმიანობას.
ამასთანავე,
შემოსავალი
და
დაფინანსების
ხარჯები
არსებითად
დაკავშირებულია აღნიშნულ საქმიანობასთან;
დ) სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისა და სტატუსის მინიჭების
მომენტისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა
რეესტრში, არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ იმყოფება ლიკვიდაციის
პროცესი.
მუხლი 15 2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ს მოქმედების ვადა
1. პირს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით.
2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო 1 წლის
ვადით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3. ინოვაციური სტარტაპის სტატუსით პირმა შეიძლება ისარგებლოს საერთო ჯამში არაუმეტეს
10 წლის ვადით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით, ინოვაციური სტარტაპის
სტატუსის მქონე პირი:
ა) სტატუსის პირველად მინიჭებიდან შემდგომი ორი წლის განმავლობაში ინოვაციური
სტარტაპის სტატუსის ორჯერ გაგრძელებას შეძლებს თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის 151 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) ამ მუხლის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ
მომდევნო 3 წლის განმავლობაში სტატუსის სამჯერ გაგრძელებას შეძლებს თუ ის აკმაყოფილებს ამ
კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და
ამასთანავე, მოპოვებული აქვს არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის არანაკლებ 30%-ს
შეადგენს საინვესტიციო ფონდის, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრის ან/და
აქსელერატორის ინვესტიციას; ამ პუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად აგრეთვე მიიჩნევა სხვა
ქვეყანაში დაფუძნებული მშობელ ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები,
რომელსაც თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30% მიღებული აქვს საინვესტიციო
ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან;
გ) ამ მუხლის ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სტატუსის გაგრძელებას ოთხჯერ შეძლებს, თუ ის აკმაყოფილებს
ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს
და ამასთანავე, მოპოვებული აქვს არანაკლებ 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის არანაკლებ
30%-ს შეადგენს საინვესტიციო ფონდის, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრის
ან/და აქსელერატორის ინვესტიცია; ამ პუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად აგრეთვე მიიჩნევა სხვა
ქვეყანაში დაფუძნებული მშობელ ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები,
რომელსაც თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30% მიღებული აქვს საინვესტიციო
ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან.
მუხლი 15 3. ინოვაციური სტარტაპის ხელშემწყობი მექანიზმები
1. ინოვაციური სტარტაპის ხელშემწყობი მექანიზმებია:
ა) სტატუსის მინიჭებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ
გაცემული ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით
საქართველოს
მთავრობის
მიერ
განსაზღვრული
ოდენობის
ფარგლებში,
თავისუფლდება
საშემოსავლო გადასახადისაგან;
ბ) სტატუსის მინიჭების მეოთხე წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური
სტარტაპის
მიერ
გაცემული
ხელფასი,
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში,
იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით; ხოლო, ამავე პერიოდში
ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი;
გ) ინოვაციურ სტარტაპში, სტატუსის მინიჭების მეშვიდე წლიდან მომდევნო 4 წლის
განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი, საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
ოდენობის ფარგლებში, იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 10-პროცენტიანი განაკვეთით; ხოლო,
ამავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 10 პროცენტი.
2.
ინოვაციური
სტარტაპის
სტატუსთან
ერთად
დაუშვებელია
პირი
სარგებლობდეს
საერთაშორისო კომპანიის სტატუსით ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსით. თუ ინოვაციური
სტარტაპის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც სარგებლობს საერთაშორისო კომპანიის სტატუსით
ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსით, პირს უუქმდება შესაბამისი სტატუსი, კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
მუხლი 15 4. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია
1. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ინოვაციური
საქმიანობის განმახორციელებელ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფინანსური წლისათვის გაწეული კვლევებისა და განვითარების ხარჯების მოცულობა
წარმოადგენს იმავე ფინანსური წლისათვის კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების მოცულობის
მინიმუმ 5%-ს, არანაკლებ 100 000 ლარისა და აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც:
ა.ა) კომპანიას გააჩნია პატენტი ან რეგისტრირებული პროგრამული უზრუნველყოფა და
კვლევებისა და განვითარების ხარჯები მიმართულია აღნიშნული პატენტის ან/და პროგრამული
უზრუნველყოფის ფარგლებში შემუშავებული პროდუქტის ან/და პროცესის ან/და სერვისის
განვითარებაზე;
ა.ბ) კომპანიის მიერ კვლევებისა და განვითარების ხარჯები გაწეულია სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებისგან ან კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის
მქონე სუბიექტისგან მომსახურების შესასყიდად;
ა.გ)
კომპანიის
განვითარებისათვის
მიერ
ინოვაციური
გაწეული
კვლევებისა
პროდუქტის
და
ან/და
განვითარების
სერვისის
ან/და
დანახარჯები
პროცესის
აღრიცხულია
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული კვლევებისა და განვითარების ხარჯების
სახელმძღვანელოს შესაბამისად;
ბ) სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისა და სტატუსის მინიჭების
მომენტისთვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა
რეესტრში, არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ იმყოფება ლიკვიდაციის
პროცესში;
გ)
წარმოადგენს
„ბუღალტრული
აღრიცხვის,
ანგარიშგებისა
და
აუდიტის
შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს.
2. პირს ამ მუხლით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება ერთჯერადად, უვადოდ.
მუხლი 15 5. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემ წყობი მექანიზმები
1. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია უფლებამოსილია, სტატუსის მინიჭების
მომენტიდან სტატუსის მოქმედების განმავლობაში დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, მოგების
გადასახადით დასაბეგრი თანხა, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, შეიმციროს მის
მიერ გაწეული კვლევისა და განვითარების ხარჯების სამმაგი ოდენობით.
2. ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი უფლებამოსილია,
მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, ისარგებლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული მხარდამჭერი მექანიზმით.
მუხლი 15 6. კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია
1. კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს
პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო
საზოგადოება;
ბ) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს
ეროვნული კლასიფიკატორის“ 72-ე კოდით გათვალისწინებული საბუნებისმეტყველო და საინჟინრო
საქმიანობები და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ან/და ამ საქმიანობის ნაწილში გაწეული
ხარჯი აღემატება შესაბამისად ჯამური შემოსავლების ან/და მთლიანი ხარჯების 80%-ს;
გ) სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისა და სტატუსის მინიჭების
მომენტისთვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა
რეესტრში, არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ იმყოფება ლიკვიდაციის
პროცესში.
2. პირს ამ მუხლით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება ერთჯერადად, უვადოდ.
მუხლი 15 7. კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის ხელშემწყობი
მექანიზმები
1. სტატუსის მოქმედების პერიოდში კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი
კომპანიის
მიერ
გაცემული
ხელფასი,
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში,
იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთი.
2. კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მოგების გადასახადის
განაკვეთია 5 პროცენტი.
მუხლი 15 8. სტატუსი ს მოპოვებისა და სარგებლობის პირობები
1. ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მაძიებელი პირი სტატუსის მინიჭების
შესახებ განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესით, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, განაცხადს უგზავნის საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
2. ამ კანონით განსაზღვრულ სტატუსებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
3.
პირი
შესაბამისი
სტატუსის
მქონედ
ითვლება
სტატუსის
მინიჭების
თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
4. ამ კანონით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი წლის
1 ივნისისა, ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან წინა კალენდარული წლის შესაბამისობის
დამადასტურებელი ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ამოწმებს ამ კანონის
მოთხოვნებთან სუბიექტის შესაბამისობას და ახორციელებდეს შემდეგ ქმედებებს:
ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის კანონთან შესაბამისობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს
გადაწყვეტილებას მომდევნო ერთი წლით ვადით სტატუსის მოქმედების გაგრძელების შესახებ,
სტატუსისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადის ფარგლებში, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში,
სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ
წარუდგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს მთავრობის
სხდომაზე განხილვის მიზნით;
ბ) მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო
სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ
წარუდგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს მთავრობის
სხდომაზე განხილვის მიზნით;
გ) კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის კანონთან
შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად
შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
5. პირისათვის ამ კანონით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების და გაუქმების წესს, ასევე, ამ
კანონით
გათვალისწინებულ
სტატუსთან
დაკავშირებულ
სხვა
მხარდამჭერ
მექანიზმებს
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
6. თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე პირს მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის
სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი გაუქმებულად
ითვლება პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის
სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან.“.
მუხლი 2.
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში:
ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული
კანონის 51 მუხლით, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით, 154, 15 3 155, 15 7 და 158 მუხლებით განსაზღვრული
დადგენილებების მიღება;
ბ) სსიპ - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს ამ
კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-6 მუხლით განსაზღვრული ბრძანების გამოცემა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
2016 წლის 22 ივნისს მიღებულ იქნა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც
დეკლარირებულ იქნა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი
ეროვნული
ინოვაციების
ეკოსისტემის
შექმნისა
დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის მიზანი.
და
ქვეყანაში
ცოდნასა
და
ინოვაციებზე
კანონის ამოქმედებიდან სახელმწიფოს მიერ
გადაიდგა კომპლექსური ნაბიჯები, რომელთა შედეგად საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემა
მნიშვნელოვნად განვითარდა. დღეს საქართველო წარმოადგენს რეგიონში მოწინავე ინოვაციების
ეკოსისტემას.
ინოვაციების
გამორჩეული
ინოვაციების დაფინანსების მექანიზმები,
ინფრასტრუქტურა,
წარმატებული
სტარტაპები,
გლობალურად კონკურენტუნარიანი საინფორმაციო
ტექნოლოგიების სპეციალისტები და ანტრეპრენერები, საერთაშორისო IT კომპანიებისათვის
შექმნილი საგადასახადო რეჟიმი ზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო დონეზე და
ხელს უწყობს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერებას. ქვეყანაში ინოვაციების
სტიმულირებას ახდენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტო. სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს ინოვაციების ინფრასტრუქტურის
ქსელის განვითარებას, რის შედეგადაც, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 9 ტექნოლოგიური პარკი
(ქ. თბილისი, ქ. თელავი, ქ. გურჯაანი, ქ. ახმეტა, ქ. კასპი, ქ. ზუგდიდი, ქ. ოზურგეთი, ქ. ბათუმი, ქ.
სენაკი). გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით სააგენტოს საგრანტო
პროგრამების ფარგლებში 43.5 მილიონი ლარის თანხით დაფინანსებულია 270-მდე სტარტაპი,
რომლებმაც, თავის მხრივ, შეძლეს 0.5 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის კერძო ფინანსური
სარგებლის გენერირება და შექმნეს 4,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. 2020 წელს, სააგენტოს
აქტიური მუშაობის შედეგად, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ აქსელერატორი 500
Global-ი, რომელიც საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამას.
სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 წლის განმავლობაში აქსელერაციას
გაივლის 120-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სტარტაპი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, „500
გლობალის“ მიერ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამონაწილეობით,
შეიქმნა პირველი კერძო ვენჩურული ფონდი 20 მილიონ აშშ დოლარიანი კაპიტალიზაციით, რაც
ზრდის ეროვნული ინოვაციურ ეკოსისტემის საერთაშორისო საინვესტიციო პოტენციალს.
ამავდროულად, ინოვაციების ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ელემენტებია სტარტაპ გარემო და კერძო
სექტორში კვლევები და განვითარება (R&D).
ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებისთვის ხელსაყრელი
გარემო, მნიშვნელოვან პროგრესს განიცდიან ეკონომიკური კუთხით. OECD-ის კვლევის თანახმად,
გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებობს პოზიტიური და მჭიდრო კავშირი ინოვაციურობას, R&D
აქტივობებსა და პროდუქტიულობას შორის, რომელიც აისახება როგორც ცალკეული კომპანიების,
ასევე, ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ ზრდაზე (OECD, „The Innovation Productivity Paradox, 2021).
გარდა ამისა, ინოვაციურობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის
ერთ-ერთი
განმაპირობებელი
ფაქტორია,
ხოლო
R&D
აქტივობებში
ინვესტირებასა
და
ინოვაციურობის ზრდას ქვეყანა გადაჰყავს განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე (United Nations
University and Maastricht University, „Innovation Policy Effectiveness in Emerging Countries: Lessons from
Impact Evaluation Studies“ 2023).
აღსანიშნავია, რომ გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის ინდექსის მიხედვით (შეფასებისთვის
გამოიყენება შემდეგი სამი კრიტერიუმი: რაოდენობრივი, ხარისხობრივი, სტარტაპ ბიზნეს გარემო),
საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 70-ე ადგილს იკავებს, მაშინ როცა ესტონეთის რესუბლიკა - მე12, დანიის სამეფო - მე-18, იტალიის რესპუბლიკა - 28, თურქეთის რესპუბლიკა - მე-40, ლატვიის
რესპუბლიკა კი 47-ე ადგილზეა (Global Startup Ecosystem Index 2024).
დღეის მდგომარეობით საქართველო
კვლევებისა და განვითარების (R&D) დანახარჯებით
მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს. სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს კვლევისა და განვითარების
დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც სტატისტას მონაცემების
მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი ისრაელის სახელმწიფოს შემთხვევაში 2022 წლისთვის 6.02%-ია,
ხოლო ევროსტატის 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შვედეთის სამეფოსთვის - 3.57%, ბელგიის
სამეფოსთვის - 3.32%, ავსტრიის რესპუბლიკისთვის - 3.29%, ევროკავშირის ქვეყნებისთვის კი
საშუალოდ 2.22%-ია.
ასევე, გლობალური ინოვაციურობის ინდექსის 2024 წელს გამოცემული ანგარიშის ფარგლებში, R&D
ხარჯები მშპ-ში 25 პუნქტით ჩამორჩება საქართველოს საერთო ინოვაციურობის ინდექსს და 82-ე
ადგილს იკავებს. აღნიშნული მიუთითებს R&D მიმართულებით მხარდამჭერი ინიციატივების
საჭიროებაზე.
ცხრილი 1: გლობალური ინოვაციურობის ინდექსი (2024)
ქვეყნები
საერთო ინოვაციურობის
ინდექსი
საერთო ინოვაციურობის
ინდექსი (Input)
ინოვაციურობის ინდექსი R&D
მიმართულებით
მკვლევართა (სგდ) რაოდენობა 1
მლნ. ადამიანზე
დიდი
ბრიტანე თი
ნიდერ ლანდები
ესტონე თი
საფრან გთი
ისრაელი
იტალია
ლატვია
ბულგა რეთი
თურქეთ
ი
საქარ თველო
5
8
16
12
15
26
42
38
37
57
10
11
14
17
22
34
38
50
51
48
5
10
42
13
8
24
55
57
32
72
24
10
27
18
n/a
32
40
33
37
41
R&D ხარჯები , % მშპ-ში
11
15
20
16
1
32
48
46
33
82
2023 წლის მდგომარეობით, OECD-ის 38 ქვეყნიდან 33 ქვეყანას, ხოლო ევროკავშირის 23 ქვეყანას, აქვს
R&D დანახარჯებზე სხვადასხვა ტიპის შეღავათები. აღნიშნული სახელმწიფო შეღავათების
მოცულობა OECD-ის ქვეყნებში 2000 წლიდან 2021 წლამდე 50%-ით (მშპ-ს 0.14%-დან 0.21%-მდე
გაიზარდა), ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში 100%-ით (მშპ-ს 0.10%-დან 0.19%-მდე) გაიზარდა. 2021
წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მთავრობების მიერ R&D დანახარჯების საგადასახადო საშეღავათო
რეჟიმები მთლიანი მხარდამჭერი მექანიზმების 55%-ს შეადგენდა (OECD, „R&D Tax Incentives
Database: Highlights from the April 2024 Update“, 2024).
ამდენად, განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მაგალითებზე დაფუძნებით, კერძო სექტორის მიერ
კვლევისა და განვითარების მიმართულებით დანახარჯების გასაზრდელად აუცილებელია
წამახალისებელი მექანიზმების დანერგვა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული ეროვნული
ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერებისათვის, ერთის მხრივ, ქვეყნის R&D დანახარჯების სიმცირე,
რომელიც კორელაციურია ინოვაციურობის განვითარებასა და პროდუქტიულობის ზრდასთან,
მეორე მხრივ კი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის პოზიციონირება მსოფლიო რუკაზე, ნათლად
გამოკვეთს აღნიშნული მიმართულებებით ახალი ინიციატივების დანერგვის საჭიროებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის
ფარგლებში, ისეთი სტარტაპ გარემოს ფორმირების საჭიროებით, რომელიც, ერთი მხრივ ხელს
შეუწყობს საქართველოში ახალი სტარტაპების დაფუძნებას, საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას,
სტარტაპებში ინვესტიციების შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო, მეორე
მხრივ, წაახალისებს საქართველოში უკვე დაფუძნებულ სტარტაპებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების აუცილებლობას განაპირობებს, საქართველოში კვლევებისა და
განვითარების (R&D) დანახარჯების მაჩვენებლის ზრდის საჭიროება, რაც ერთი მხრივ, გაზრდის
კერძო სექტორის პროდუქტიულობასა და საქართველოში შექმნილი პროდუქტების დამატებით
ღირებულებას, და მეორე მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და სწრაფ
ეკონომიკურ ზრდაზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ინოვაციურ სტარტაპებზე, ინოვაციურ მცირე და საშუალო
კომპანიებზე, ასევე კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევ სუბიექტებზე, რომელთაც
შეუმცირდებათ, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის განაკვეთი და შესაბამისად,
გადასახდელი გადასახადის აბსოლუტური მოცულობა, რაც სტატუსით მოსარგებლე პირთათვის,
გააუმჯობესებს ფულადი სახსრების მოძრაობას და საშუალებას მისცემს ფინანსური რესურსი
საკუთარი პროდუქტის ან/და სერვისის ან/და პროცესის განვითარებისაკენ მიმართონ.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგი :
ინოვაციური სტარტაპის სტატუსი გულისხმობს სტარტაპ გარემოს გაძლიერების მიზნით შემდეგი
ხელშემწყობი მექანიზმების შემოღებას:
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებიდან:
- პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი,
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, თავისუფლდება საშემოსავლო
გადასახადისაგან.
- მეოთხე წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული
ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით; ხოლო, ამავე პერიოდში ინოვაციური
სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი.
- მეშვიდე წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული
ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 10 პროცენტიანი განაკვეთით; ხოლო, ამავე პერიოდში ინოვაციური
სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 10 პროცენტი.
აღნიშნული მექანიზმის მოსალოდნელი შედეგი, სააგენტოს ბენეფიციარებზე დაკვირვებით,
გამოიხატება შემდეგნაირად: სტარტაპის მიერ გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის
საშეღავათო რეჟიმით სარგებლობის შემთხვევაში, დაიზოგება სტარტაპების ჯამური ბიუჯეტის 12%,
რაც მათ მისცემს შესაძლებლობას
გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი გამოიყენონ
ინოვაციური პროდუქტის ან/და სერვისის ან/და პროცესის განსავითარებლად. აღნიშნული,
დადებითად უნდა აისახოს ინოვაციური საქმიანობის პროდუქტიულობაზე და გაზრდის
საქართველოს სტარტაპ გარემოს მიმართ საერთაშორისო სტარტაპების ინტერესს.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შესაფასებლად, განხორციელდება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის
ბენეფიციარებზე დაკვირვება, რის შედეგად, გამოვლინდა რომ საშუალოდ სტარტაპების საბიუჯეტო
დანახარჯების 60% დასაქმებულთა ანაზღაურებაზე მოდის. გარდა ამისა, სსიპ - შემოსავლების
სამსახურის 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, სტარტაპების მიერ გადახდილი საშემოსავლო
გადასახადი მთლიანი შემოსავლების 6%-ს უტოლდება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხელშემწყობი
მექანიზმი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტარტაპების ფულადი სახსრების მოძრაობას და
საშუალებას მისცემს ფინანსური რესურსი საკუთარი პროდუქტის ან/და სერვისის ან/და პროცესის
განვითარებისკენ მიმართონ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებისათვის სტარტაპ გარემოს შეფასების ერთ-ერთი საზომი ინდიკატორია
სტარტაპების რაოდენობა 1 მლნ. მოსახლეობასთან მიმართებაში. 2022 წლის მდგომარეობით,
აღნიშნული მაჩვენებლით გამოირჩევა ესტონეთის რესპუბლიკა, სადაც 1 მლნ მოსახლეზე 1,090
სტარტაპი მოდის, ისლანდია - 952, ირლანდიის რესპუბლიკა - 887, ფინეთის რესპუბლიკა - 685,
დანიის სამეფო - 635, ნიდერლანდების სამეფო - 600, ხოლო ევროპის საშუალო მაჩვენებელი 269-ია,
რომელიც 2020 წლის მონაცემზე დაყრდნობით 190-ს შეადგენდა („The state of European Tech 2022“ „The
state of European Tech 2020“). დღეის მდგომარეობით, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის
ძირითადი მონაწილეები წარმოადგენენ სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს საგრანტო პროგრამების ბენეფიციარებს. სააგენტოს საგრანტო ბენეფიციართა რაოდენობა
2024 წლის მდგომარეობით 264 უნიკალურ სტარტაპს (პროექტს) შეადგენს. შესაბამისად 1 მლნ.
მოსახლეზე აღნიშნული მაჩვენებელი 71.5 სტარტაპს უტოლდება, რითაც 15-ჯერ ჩამორჩება
ესტონეთის, 13-ჯერ ისლანდიის, ხოლო 3.8-ჯერ ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც
მიუთითებს სტარტაპ გარემოს მიმართ ისეთი მხარდამჭერი მექანიზმის საჭიროებაზე, რომელიც
წაახალისებს ქვეყანაში ახალი სტარტაპების დაფუძნებასა და უცხოური სტარტაპების შემოდინებას.
სტარტაპების ხელშემწყობი მექანიზმის შემოღება არის არსებითი წინაპირობა წამყვან ქვეყანათა
შორის საქართველოს მყარად პოზიციონირებისათვის. წარმოდგენილი მექანიზმის შემოღება
შესაძლებელს გახდის, რომ სტარტაპების რაოდენობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაიზარდოს
მინიმუმ 700-დან სამიზნე 2,000 სტარტაპამდე, რა შემთხვევაშიც, სტარტაპების რაოდენობა
საქართველოს 1 მლნ. მოსახლეზე მიაღწევს 189-დან - 541-მდე მაჩვენებელს. გარდა ამისა,
საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების მონაცემებზე დაკვირვებით, იკვეთება, რომ ბუნებრივი
ზრდის ტემპის შენარჩუნებისა და სტარტაპების სამიზნე მაჩვენებლამდე ზრდის პირობებში,
მომდევნო 5 წელში მოზიდული კერძო კაპიტალის მოცულობა კუმულატიურად 11 მლრდ. ლარს
უნდა გაუტოლდეს, წლიურად მიღებული შემოსავლის მოცულობა 1.5 მლრდ. ლარს, ხოლო შექმნილი
ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 26,000-მდე გაიზრდება.
ამდენად, წარმოდგენილი ხელშემწყობი მექანიზმი არსებით გავლენას მოახდენს როგორც,
საქართველოში რეგისტრირებული გლობალური სტარტაპებისა და სტარტაპებში დასაქმებულ
ადამიანთა რაოდენობის ზრდაზე, ასევე ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების, ქვეყნის
შიგნით მიღებული შემოსავლებისა და ქვეყანაში განაწილებული მოგების მოცულობების ზრდაზე.
ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგი
აღნიშნული კანონპროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ინოვაციურობისა და
პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა, ასევე ქვეყნის მასშტაბით საერთო R&D დანახარჯების
მოცულობის ზრდა, შემდეგი ხელშემწყობი მექანიზმის შემოღებით:
-
სტატუსის მინიჭების მომენტიდან სტატუსის მოქმედების განმავლობაში დივიდენდის
განაწილების შემთხვევაში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილი წესით, შემცირდეს მის მიერ გაწეული კვლევისა და
განვითარების ხარჯების სამმაგი ოდენობით.
კვლევებით დასტურდება, რომ R&D-ში ინვესტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია
პროდუქტიულობის ზრდისთვის, ახალი პროდუქტის ან/და სერვისის განსავითარებლად და
მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად („Understanding the Drivers of Innovation and
Productivity Across Firms, Regions and Industries in the UK“, National Institute of Economic and Social
Research, 2021).
სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მცირე და საშუალო საწარმოსთვის
განსაზღვრულია წლიურად მიღებული შემოსავლის მაქსიმალური მოცულობა, რომელიც 60 მლნ.
ლარს შეადგენს.
ასევე, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსის მისაღებად
განსაზღვრული R&D დანახარჯების მინიმალური მოცულობის გათვალისწინებით, თითოეული
კომპანიისათვის განისაზღვრა საორიენტაციო წლიური შემოსავლების დიაპაზონი, 1 მლნ. ლარიდან
60 მლნ. ლარამდე. სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ
დამუშავდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის
სამსახურის (შემდგომში, „სარასი“) 2022 წლის ბაზებში არსებული ყველა კომპანიის ფინანსური
ანგარიშგებები. დაიდენტიფიცირდა 8,300-ზე მეტი კომპანია, რომელთა შემოსავლების მოცულობა
განსაზღვრულია სულ მცირე 1 მლნ. ლარითა და არაუმეტეს 60 მლნ. ლარით. იმ შემთხვევაში, თუ
კომპანიების დანახარჯების სტრუქტურა, სტატუსის შემოღების მომენტისათვის, დარჩება უცვლელი,
პოტენციურად ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსით მოსარგებლე კომპანიათა
რაოდენობა 900-სს გაუტოლდება.
წარმოდგენილი ხელშემწყობი მექანიზმი გამოკვეთს, რომ R&D-ში განხორციელებულ ყოველი
ერთეულ ინვესტიციაზე სუპერ დედუქციის შედეგად საგადასახადო დაზოგილი ნამეტი თანხის
მოცულობა 0.45 ერთეულს შეადგენს. გარდა ამისა, სტატუსით მოსარგებლე კომპანიების
პროდუქტიულობა საშუალოდ 20%-ით გაიზრდება. აღნიშნული ქმნის დასაბუთებულ მოლოდინს,
რომ სტატუსის მაძიებელი ყველა კომპანია განახორციელებს აღნიშნული ტიპის ინვესტიციას
სტატუსის მისაღებად.
კვლევისა და განვითარების
მოსალოდნელი შედეგი
მომსახურების
გამწევი
კომპანიების
სტატუსის
შემთხვევაში
კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი გულისხმობს შემდეგ
ხელშემწყობ მექანიზმს:
- სტატუსის მოქმედების პერიოდში კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი
კომპანიის მიერ გაცემული ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის
ფარგლებში, იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთი.
- კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მოგების გადასახადის
განაკვეთია 5 პროცენტი.
წარმოდგენილი მექანიზმის მოსალოდნელი შედეგია:
გაიზრდება კვლევებისა და განვითარების მომსახურების კომპანიებისგან მომსახურების
შესყიდვაზე მოთხოვნა. აღნიშნული განპირობებული იქნება, ინოვაციური მცირე და საშუალო
კომპანიების სტატუსიდან გამომდინარე, R&D-ში ინვესტირების წახალისებით.
კვლევებისა და განვითარების სექტორში დანერგილი შეღავათები კომპანიებს უბიძგებს დაიწყონ
ან/და ჩამოყალიბდნენ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის აქტორებად, რაც გაზრდის კვლევისა
და განვითარების მომსახურების გამწევი აქტიური კომპანიების რაოდენობას, შემოსავალს და
შექმნის სამუშაო ადგილებს მკვლევართათვის.
სარასის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავების შედეგად, დაიდენტიფიცირდა 50-მდე
კომპანია, რომელთა მთავარ საქმიანობას წარმოადგენს „კვლევები და ექსპერიმენტული
დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში“ (NACE Rev 2 - 72.1). აღნიშნული
კომპანიების ჯამური ამონაგები 21 მლნ ლარს შეადგენს, რომლის 50% დაქირავებულ პირთა
გასამრჯელოს ხარჯს წარმოადგენს, შესაბამისად კომპანიების მხრიდან სტატუსით სარგებლობის
შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის შემცირებით, შემოსავლების 8% გამოთავისუფლდება და
კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ ფინანსური რესურსები უფრო ეფექტურად განკარგონ. გარდა
ამისა მოსალოდნელია, რომ ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსით მოსარგებლე
კომპანიების მხრიდან აღნიშნული სექტორის აქტორებისგან მომსახურების შესყიდვაზე მოთხოვნა
მკვეთრად გაიზრდება, რაც იძლევა იმის დაშვების საფუძველს, რომ აღიშნული სექტორის ბრუნვა
მინიმუმ 7-ჯერ გაიზრდება და წლიურად მიღებული შემოსავლის მოცულობა 150 მლნ. ლარს
გაუტოლდება.
საერთო ჯამში, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის მხრიდან R&D გაწეული ხარჯი, ხოლო
მეორეს მხრივ, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის ფინანსური
რესურსის გამოთავისუფლება, გაზრდის ქვეყანაში R&D დანახარჯების მოცულობას და სავარაუდოა,
რომ R&D დანახარჯების მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში მომდევნო 5 წელში 1.5%-მდე გაიზრდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ეხება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სამართლებრივი
სტატუსების განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება ზემოაღნიშნული ხელშემწყობის
მექანიზმებით სარგებლობასთან. კანონი განსაზღვრავს შემდეგ 3 სტატუსს:
1) ინოვაციური სტარტაპი
ინოვაციური სტარტაპის საკანონმდებლო დეფინიციას „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს. აღნიშნული პრაქტიკაში ქმნიდა სტარტაპის სხვადასხვაგვარი
ინტერპრეტაციის საფუძველს. სწორედ ამიტომ, კანონპროექტს შემოაქვს ინოვაციური სტარტაპის
განმარტება, რომლის მიხედვითაც, ინოვაციური სტარტაპი არის ინოვაციური საქმიანობის
განმახორციელებელი,
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
რეგისტრირებული
კომერციული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსისთვის
კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
სტარტაპის დეფინიციის შედარებითი კვლევის მიხედვით სტარტაპის ცნების ერთ-ერთი
აუცილებელი ელემენტია სტატუსის ვადა. სტარტაპის სტატუსის ვადა სხვადასხვა ქვეყნებში
განსხვავებულია და მერყეობს 5-10 წლამდე. იმ ქვეყნებში, სადაც სტარტაპის ცნება არ არის
განსაზღვრული საკანონმდებლო დონეზე, სტარტაპის სტატუსის ვადა დამკვიდრებული პრაქტიკით
შეადგენს 10 წელს. სტარტაპის სტატუსის ვადის განსაზღვრა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორზე,
როგორიცაა ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების დონე და სტარტაპ გარემოს საჭიროებები.
კანონპროექტის მიხედვით, პირს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით. კანონით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ყოველწლიური დადასტურების შემთხვევაში,
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო 1 წლის ვადით.
საერთო ჯამში, ინოვაციური სტარტაპის სტატუსით პირმა შეიძლება ისარგებლოს არაუმეტეს 10 წლის
ვადით.
ყოველწლიურად ინოვაციური სტარტაპის მიერ, უნდა მოხდეს მოთხოვნის შესაბამისობის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც ძირითად შემთხვევაში მოიცავს აუდიტის
მიერ ჩატარებულ კვლევასა და ანგარიშს, რომლითაც დასტურდება მისი ძირითადი საქმიანობის
შესაბამისობა იმ საქმიანობასთან, რომლის ფარგლებშიც მოზიდული ჰქონდა/აქვს ინვესტიცია.
აღნიშნული აუდიტის ხარჯები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სტარტაპის ეკონომიკური
საქმიანობის კომპლექსურობაზე, აუდიტორულ ფირმასა და სხვა მსგავსი ხასიათის პუნქტებზე.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი პირისადმი კანონპროექტით განსაზღვრულია
შემდეგი მოთხოვნები:
ა) ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას.
ბ) მოპოვებული აქვს საინვესტიციო ფონდის, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის
წევრის ან/და აქსელერატორის ინვესტიცია არანაკლებ 100,000 ლარის ოდენობით, ან/და
მიღებული აქვს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო
დაფინანსება; ამ პუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად ასევე მიიჩნევა სხვა ქვეყანაში
დაფუძნებული მშობელ ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური სახსრები,
რომელსაც თავის მხრივ, აღნიშნული სახსრები მიღებული აქვს საინვესტიციო ფონდისგან,
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრის ან/და აქსელერატორისგან.
გ) სტატუსის მოპოვების მიზნებისათვის ახორციელებს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მექანიზმებით დაფინანსებულ საქმიანობას. ამასთან, დაფინანსების
მოპოვებიდან, სტატუსის მოქმედების პერიოდში შემოსავალი და ხარჯები არსებითად
დაკავშირებულია აღნიშნულ საქმიანობასთან;
დ) სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისა და სტატუსის მინიჭების
მომენტისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა
რეესტრში, არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და არ იმყოფება
ლიკვიდაციის პროცესი.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე პირი:
სტატუსის პირველად მინიჭებიდან შემდგომი ორი წლის განმავლობაში ინოვაციური
სტარტაპის სტატუსის ორჯერ გაგრძელებას შეძლებს თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის მე- 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
- ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ
მომდევნო სამი წლის განმავლობაში სტატუსის სამჯერ გაგრძელებას შეძლებს თუ ის
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, მოპოვებული აქვს არანაკლებ 5 მილიონი
ლარის ინვესტიცია, რომლის არანაკლებ 30%-ს შეადგენს საინვესტიციო ფონდის,
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრის
ან/და აქსელერატორის
ინვესტიციას; ამ პუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად ასევე მიიჩნევა სხვა ქვეყანაში
დაფუძნებული მშობელ ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური
სახსრები, რომელსაც თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30% მიღებული აქვს
-
საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრისგან
ან/და აქსელერატორისგან;
ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სტატუსის გაგრძელებას ოთხჯერ შეძლებს თუ ის
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, მოპოვებული აქვს არანაკლებ 15 მილიონი
ლარის ინვესტიცია, რომლის არანაკლებ 30%-ს შეადგენს საინვესტიციო ფონდის,
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრის
ან/და აქსელერატორის
ინვესტიცია; ამ პუნქტით განსაზღვრულ ინვესტიციად ასევე მიიჩნევა სხვა ქვეყანაში
დაფუძნებული მშობელ ან/და შვილობილი კომპანიისგან მიღებული ფინანსური
სახსრები, რომელსაც თავის მხრივ, აღნიშნული სახსრების არანაკლებ 30% მიღებული აქვს
საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ან ასეთი ქსელის წევრისგან
ან/და აქსელერატორისგან.
იქედან გამომდინარე, რომ სტარტაპის სტატუსი ითვალისწინებს საინვესტიციო დაფინანსების
კრიტერიუმებს, არსებობს აუცილებლობა განისაზღვროს თუ რა ტიპის ინვესტიცია უნდა იყოს
სახეზე. სწორედ ამიტომ, კანონი განსაზღვრავს ინოვაციების რეესტრს, რომელშიც, ერთი მხრივ,
რეგისტრირდება კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა სტატუსის მქონე სუბიექტი
(ინოვაციური სტარტაპი, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია, კვლევებისა და განვითარების
მქონე კომპანია), და მეორე მხრივ, ის სუბიექტები, რომელთა მიერ გაცემული ინვესტიცია, სტატუსის
მიზნებისათვის, მიიჩნევა დასაშვებად. აღნიშნულ საინვესტიციო სუბიექტებს წარმოადგენენ: ა)
აქსელერატორი, ბ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, გ) საინვესტიციო ფონდი.
კანონპროექტის მიხედვით, ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება აქსელერატორი,
რომელიც ახორციელებს სილაბუსზე დაფუძნებულ არანაკლებ 3 თვიან და არაუმეტეს 12 თვიან
აქსელერაციის პროგრამას, უზრუნველყოფილია ფიზიკური სამუშაო სივრცითა და კვალიფიციური
მენტორებით. აღნიშნული განსაზღვრება შემუშავებულ იქნა შედარებითი კვლევის საფუძველზე და
შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, როგორც ეს წამყვანი აქსელერატორი კომპანიების
შემთხვევაშია.
რაც შეეხება ანგელოზ ინვესტორთა ქსელს, ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება
ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს, აერთიანებს არანაკლებ 10
წევრს, ქსელის მეშვეობით ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია
შეადგენს არანაკლებ 300 000 ლარს, არანაკლებ 5 კომპანიაში, თითოეულ კომპანიაში არაუმეტეს 20%
წილის სანაცვლოდ. აღნიშნული დეფინიცია ასევე შემუშავებულია შედარებითი კვლევის
საფუძველზე და შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას.
როგორც აღინიშნა, ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას ასევე ექვემდებარება საინვესტიციო
ფონდიც. იქედან გამომდინარე, რომ საინვესტიციო ფონდები შეიძლება სხვადასხვა სფეროებში
ახორციელებდნენ საინვესტიციო საქმიანობას, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიზნებისთვის,
ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას დაექვემდებარება „საინვესტიციო ფონდების“ შესახებ
საქართველოს კანონით განსაზღვრული ის საინვესტიციო ფონდი, რომლის საინვესტიციო
სტრატეგია, ითვალისწინებს მხოლოდ ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებას და
რომელსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯამურად განხორციელებული აქვს არანაკლებ 1 მილიონი
ლარის ინვესტიცია, რის სანაცვლოდაც თითოეულ დაფინანსებულ კომპანიაში ფლობს წილების
არაუმეტეს 20%-ს. აღნიშნული კრიტერიუმი ასევე ეფუძნება შედარებითი კვლევის ფარგლებში
გამოვლენილ საერთაშორისო პრაქტიკას.
2. ინოვაციურ მცირე და საშუალო კომპანია
კანონპროექტის მიხედვით, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია წარმოადგენს ინოვაციური
საქმიანობის განმახორციელებელ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფინანსური წლისათვის გაწეული კვლევებისა და განვითარების ხარჯების მოცულობა
წარმოადგენს იმავე ფინანსური წლისათვის კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების
მოცულობის მინიმუმ 5%-ს, არანაკლებ 100,000 ლარისა და აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან
ერთ-ერთს მაინც:
ა.ა) კომპანიას გააჩნია პატენტი ან რეგისტრირებული პროგრამული უზრუნველყოფა და
კვლევებისა და განვითარების ხარჯები მიმართულია აღნიშნული პატენტის ან/და პროგრამული
უზრუნველყოფის ფარგლებში შემუშავებული პროდუქტის ან/და პროცესის ან/და სერვისის
განვითარებაზე;
ა.ბ) კომპანიის მიერ კვლევებისა და განვითარების ხარჯები გაწეულია სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულებისგან ან კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის
მქონე სუბიექტისგან მომსახურების შესასყიდად;
ა.გ) კომპანიის მიერ ინოვაციური პროდუქტის ან/და სერვისის ან/და პროცესის
განვითარებისათვის გაწეული კვლევებისა და განვითარების დანახარჯები აღრიცხულია
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კვლევებისა და განვითარების ხარჯების
სახელმძღვანელოს შესაბამისად;
ბ) სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისა და სტატუსის მინიჭების მომენტისთვის
არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და არ
იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
გ) წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრულ მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს.
აღნიშნული სტატუსი პირს ენიჭება ერთჯერადად და უვადოდ.
ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების სახით, ინოვაციური მცირე
და საშუალო კომპანია უფლებამოსილია, სტატუსის მოპოვების მომენტიდან სტატუსის მოქმედების
განმავლობაში, მოგების განაწილების შემთხვევაში კვლევისა და განვითარების ხარჯები,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გამოიქვითოს
დასაბეგრი მოგებიდან სამმაგი ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ხელშემწყობი მექანიზმების ნაცვლად, მოგების რეინვესტირების
შემთხვევაში, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი
უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა
მხარდამჭერი მექანიზმით. კერძოდ, სააგენტოსგან მიიღოს კვლევისა და განვითარების
მიმართულებით გაწეული ხარჯების 30%-იანი ოდენობის გრანტი, არაუმეტეს საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული თანხის ოდენობისა.
3. კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია
კანონპროექტის სიახლეს წარმოადგენს კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი
კომპანიის სტატუსის შემოღება, რომლის მიზანიცაა კვლევებისა და განვითარების მომსახურების
სტიმულირება და კერძო სექტორში მასზე წვდომის გაზრდა.
აღნიშნული სტატუსი შეიძლება
ერთჯერადად და უვადოდ მიენიჭოს პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო
საზოგადოება;
ბ) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს
ეროვნული კლასიფიკატორის“ 72-ე კოდით გათვალისწინებული საბუნებისმეტყველო და
საინჟინრო საქმიანობები და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ან/და ამ საქმიანობის
ნაწილში გაწეული ხარჯი აღემატება შესაბამისად ჯამური შემოსავლების ან/და მთლიანი
ხარჯების 80%-ს;
გ) სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენისა და სტატუსის მინიჭების მომენტისთვის
არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და არ
იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
კვლევებისა და განვითარების გამწევი კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმის სახით კანონპროექტი
ითვალისწინებს სტატუსის მოქმედების პერიოდში, აღნიშნულ სუბიექტში დაქირავებით მუშაობის
შედეგად მიღებული შემოსავალის 5 პროცენტით დაბეგვრის შესაძლებლობას და ასევე მოგების
გადასახადის განაკვეთად განსაზღვრავს 5%-ს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე სუბიექტები, სტატუსის
მოპოვების მომენტიდან, ინოვაციების რეესტრში ავტომატურად რეგისტრირდებიან. რაც შეეხება
ინოვაციური სტარტაპზე დაფინანსების გამცემ ზემოაღნიშნულ სუბიექტებს, ისინი რეესტრის
მწარმოებელი უწყებისთვის მიმართვის საფუძველზე ექვემდებარებიან რეესტრში რეგისტრაციას.
აღსანიშნავია, რომ ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტების
ჩამონათვალი არ წარმოადგენს ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმებს. კანონპროექტით არ
იცვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომერციული იურიდიული პირების
ორგანიზაციული ფორმები და მათი რეგისტრაციის წესი. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ა-გ
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - „ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი“,
„ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანია“, „კვლევებისა და
განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი მქონე სუბიექტი“ არიან „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უკვე რეგისტრირებული კომერციული იურიდიული
პირები, რომელთაც შეიძლება მიენიჭოს კანონპროექტით გათვალისწინებული სტატუსები, რათა
ისარგებლონ შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმებით. ამავე მუხლის დ-ვ ქვეპუნქტებით დადგენილი
სუბიექტების განსაზღვრა ხდება მათი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, რომლებიც ასევე უკვე
არიან რეგისტრირებული იურიდიული პირები და მათი რეგისტრაციის საჭიროება გამომდინარეობს
იმ გარემოებიდან, რომ ამ საქმიანობის განმახორციელებელი პირებისგან ინვესტიციის მიღება
სტარტაპის სტატუსის მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა. შესაბამისად, საჭიროა ამ სუბიექტების
რეესტრის წარმოებაც. ამდენად, იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა უცვლელია, კანონპროექტით გათვალისწინებული
ინოვაციების რეესტრი ამ პროცედურასთან არ იკვეთება.
ინოვაციების რეესტრის მწარმოებელ უწყებას წარმოადგენს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტო. რეგისტრაციის წესსა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციას
ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე ნორმატიული შინაარსის ბრძანებით. ხოლო რეგისტრაციის
საფასურს, გარდა ინოვაციური სტარტაპის რეგისტრაციისა, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
კანონპროექტის მიხედვით, რეგისტრაციის საფასურის გადახდას არ ექვემდებარება ინოვაციური
სტარტაპი.
კანონპროექტით გათვალისწინებულ სტატუსებს სუბიექტებს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.
სტატუსის მაძიებელი პირი სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართავს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომელიც საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული წესით, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, განაცხადს უგზავნის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მთავრობისთვის
წარსადგენად.
კანონპროექტით განსაზღვრული სტატუსის შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სტატუსის
მქონე პირი ვალდებულია ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 ივნისისა, სააგენტოს წარუდგინოს
კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
კანონპროექტით გათვალისწინებული სტატუსების მინიჭებისა და გაუქმების წესებს, ასევე სხვა
მხარდამჭერ მექანიზმებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აღსანიშნავია, რომ ინოვაციური
სტარტაპის სტატუსთან ერთად დაუშვებელია პირი სარგებლობდეს საერთაშორისო კომპანიის
სტატუსით ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსით. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის
მოპოვების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული სტატუსების მოქმედება, ხოლო საერთაშორისო
კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში უქმდება
ინოვაციური სტარტაპის სტატუსი.
კანონპროექტით ხდება „ინოვაციების შესახებ“ კანონის მე-2 თავით გათვალისწინებული
ბლანკეტური ხასიათის ნორმების ცვლილება და ნაწილის ამოღება. კერძოდ: მე-7, მე-8 და მე-9
მუხლების
ნაცვლად
გათვალისწინებული
საინფორმაციო
ტექნოლოგიური
პარკის,
ბიზნესინკუბატორის და ბიზნესამაჩქარებლის ნაცვლად კანონპროექტით გათვალისწინებულია
რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტები: აქსელერატორი, ანგელოზ ინვესტორთა
ქსელი და საინვესტიციო ფონდი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ცვლილების ეს ნაწილი გავლენას არ
ახდენს ტექნოლოგიური პარკის საქმიანობაზე. კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული
ტექნოლოგიური პარკის მარეგულირებელი ნორმა ასახულია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებაში. რაც შეეხება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ
ბიზნეს ინკუბატორს, საკანონმდებლო დეფინიციის საჭიროება არ არსებობს, შესაბამისად,
აღნიშნული ჩანაწერის გადატანა კანონპროექტის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
ცვლილების ნაწილში არ მოხდა.
ასევე, კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული
ბიზნესამაჩქარებელი არსობრივად იგივეა, რაც ბიზნეს აქსელერატორი. შესაბამისად, ამ ხასიათის
ნორმაზე დაყრდნობით,
კანონპროექტის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
ცვლილების ნაწილში აისახა მეტად სწორი ტერმინი „აქსელერაცია“.
კანონპროექტით ხდება მე-10-13 მუხლებით გათვალისწინებული დეფინიციური ნორმების ამოღება,
რომლებიც თავის მხრივ, განმარტავდნენ ინოვაციების კონკრეტულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა
ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ინოვაციების
ლაბორატორია და ინოვაციების ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ეს სუბიექტები არ წარმოადგენენ
დამოუკიდებულ სუბიექტებს. ამასთან ტექნოლოგიების გადაცემას მიმართულებას „ცენტრის“
(ერთგვარი სუბიექტის) ფორმა არ აქვს. ამ მიმართულებით სსიპ - საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს პროგრამას სახელწოდებით „ტექნოლოგიების გადაცემის
პროგრამა“, რომელიც დეტალურად რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამასთან, როგორც აღინიშნა, ეს მუხლი არის მხოლოდ დეფინიციური ხასიათის და შესაბამისად,
მოხდა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებებით
კანონის ტერმინთა განმარტებაში ასახვა.
რაც შეეხება ინოვაციების ლაბორატორიას. სააგენტოს მიერ ინოვაციების ინფრასტრუქტურის
განვითარება ხორციელდება 2016 წლიდან (ინოვაციების კანონის მიღების შემდეგ). პრაქტიკამ
ცხადყო, რომ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები შეიძლება იყოს ტექნოლოგიური პარკების
შემადგენელი ნაწილი და მათი ცალკე ფუნქციონირება შეუძლებელია, რაც ფაქტობრივ რეალობასაც
შეესაბამება, რადგან თითოეული ასეთი ლაბორატორია ფუნქციონირებს მხოლოდ ტექნოლოგიურ
პარკებში. შესაბამისად, მათი ცალკე გამოყოფის მათ შორის, დეფინიციურ დონეზე, საჭიროება არ
არსებობს. ამდენად, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებში არსებული საქმიანობა ცვლილების
შედეგად არ წყდება, აღნიშნული ინფრასტრუქტურა, ჩვეულებრივად აგრძელებს ფუნქციონირებას
ტექნოლოგიური
პარკების
ბაზაზე.
ინფრასტრუქტურის
ჩამონათვალის
ცვლილება
უფლებამონაცვლეობის საკითხს არ წარმოშობს რაც შეეხება კანონის მე-13 მუხლით
გათვალისწინებულ ინოვაციების ლაბორატორიას, აღნიშნული ინფრასტრუქტურა სააგენტოს არ
გააჩნია, შესაბამისად, მისი განმარტების საჭიროებაც არ არის, რის გამოც ამოღებულია მეორე
თავიდან და არ მოხდა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ცვლილებების ნაწილში ასახვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
კანონპროექტი დაკავშირებულია
2025-2028 სამთავრობო პროგრამის 2.3.2 „ინოვაციების და
ტექნოლოგიების განვითარება“ მიმართულებასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება :
კანონი გარდა პირველი მუხლისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო, კანონპროექტით
გათვალისწინებული რეგულაციების დანერგვისა და კანონქვემდებარე ნორმებში აღნიშნულის
იმპლემენტაციისათვის, რათა შეიქმნეს რეგულაციების მართვის ჩარჩო, მიზანშეწონილია
კანონპროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევიდეს
გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო :
წინამდებარე კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპსაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიებს შემდეგ გავლენას:
ინოვაციური სტარტაპ სტატუსის შემთხვევაში :
ფინანსური ანალიზის ჩატარების მიზნით, განხორციელდა დაკვირვება სსიპ - საქართველოს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბენეფიციარ 224 სტარტაპზე. მათ მიერ, 2023 წლის
განმავლობაში წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ჯამური მოცულობა 3 მლნ ლარს
შეადგენდა. შესაბამისად, სტარტაპების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ბუნებრივი
ზრდის გათვალისწინებით, მომდევნო 5 წელიწადში სტარტაპების მიერ გადასახდელი საშემოსავლო
გადასახადის კუმულატიური მოცულობა 73 მლნ ლარს გაუტოლდებოდა. შესაბამისად, სახელმწიფო
ბიუჯეტი 5 წელიწადში პოტენციურად შემცირდება კუმულატიურად 58 მლნ. ლარით. ამასთან,
არსებული საგადასახადო მოდელით, კომპანიების მოგების გადასახადი არამატერიალურია, ამიტომ
ამ ნაწილში კანონპროექტით გათვალისწინებული მექანიზმი, არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო
ბიუჯეტზე. პარალელურად, წარმოდგენილი ხელშემწყობი მექანიზმები, როგორც ზემოთ აღინიშნა,
გაზრდის ქვეყანაში სტარტაპების რაოდენობას, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული შემოსავლების
მოცულობა მომდევნო 5 წელიწადში სავარაუდოა, რომ 1.5 მლრდ. ლარს მიაღწევს, შესაბამისად,
მომდევნო 5 წელიწადში (გასათვალისწინებელია, რომ სტატუსით სარგებლობის პირველი წლიდან
მე-3 წლის ჩათვლით საშემოსავლო გადასახადი 0%-ია, ხოლო სტატუსით სარგებლობის მეოთხე
წლიდან 2 წლის განმავლობაში 5%) მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი 32 მლნ. ლარს
გაუტოლდება (მხოლოდ 2 წელიწადში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით
შემთხვევაში), რაც პოზიტიურად დააბალანსებს ზემოაღნიშნულ შემცირებას.
დაბეგვრის
ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი :
როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებული მონაცემებით განისაზღვრა პოტენციურად სტატუსით
მოსარგებლე კომპანიათა რაოდენობა - დაახლოებით 900-მდე კომპანია. აღნიშნული კომპანიების
მიერ R&D ხარჯის სუპერ გამოქვითვის შედეგად სტატუსის მატარებელი პირების მიერ მოგების
გადასახადი დაიზოგება წლიურად დაახლოებით 64 მლნ. ლარით, შესაბამისად ბიუჯეტის
შემოსავალი შემცირდება აღნიშნული მოცულობით. პარალელურად გაიზრდება იმ ინოვაციური
პროდუქტების ღირებულება, რომელთა განვითარების მიზნითაც მოხდა სტატუსის მოთხოვნებით
გათვალისწინებული კვლევებისა და განვითარების ხარჯების გაწევა. კანონპროექტით
გათვალისწინებული მხარდამჭერი მექანიზმი შექმნის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიების
საქართველოში მოზიდვის შესაძლებლობას, შესაბამისად, პოზიტიურად აისახება ასეთ კომპანიაში
დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, რითაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ გაძლიერებას.
კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი :
სარასის ფინანსური ანგარიშგებების მონაცემებზე დაყრდნობით დაიდენტიფიცირდა კომპანიები,
რომელთა მთავარ საოპერაციო საქმიანობას წარმოადგენს, საქართველოს ეროვნული
კლასიფიკატორის NACE Rev 72.1 ქვეშ არსებული „კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები
საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში“ ეკონომიკური საქმიანობა. 2022 წლის
მდგომარეობით გამოიკვეთა 50-მდე კომპანია. აღნიშნული კომპანიების მიერ, მიღებული ჯამური
შემოსავალი 21 მლნ. ლარს აღემატება, დაქირავებულ პირთათვის გაწეული გასამრჯელოს ხარჯი 10
მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელი მოგების გადასახადის მოცულობა 5 ათასი ლარია.
შედეგად გამოთვლილ იქნა სავარაუდოდ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა - 2 მლნ
ლარი. წარმოდგენილი ხელშემწყობი მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში
შემოსავლების მოცულობა შემცირდება, ერთის მხრივ, 1.5 მლნ ლარით, მეორეს მხრივ კი. 3.3 ათასი
ლარით, შესაბამისად საშემოსავლო და მოგების გადასახადის ხარჯების შემცირების ფონზე.
პარალელურად, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის შემოღება
გაზრდის სექტორში მიღებული შემოსავლის მოცულობას 150 მლნ. ლარამდე, რის შედეგადაც
ყოველწლიურად გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა საშუალოდ 3.75 მლნ.
ლარამდე გაიზრდება. საერთო ჯამში, კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი
კომპანიის სტატუსს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითი ზეგავლენა ექნება.
ზემოთ მოცემული სამივე სტატუსის გათვალისწინებით ბიუჯეტის საშემოსავლო მოცულობა 5 წლიან
ჭრილში, ყოველწლიურად, საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთის ცვლილების
შესაბამისად 70 მლნ. ლარით შემცირდება.
ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სუბიექტთა რეგისტრაცია მოიცავს
რეესტრში რეგისტრაციის საფასურს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
აღნიშნული სარეგისტრაციო საფასური დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
მიერ ინოვაციების რეესტრის წარმოებას და სტატუსის მინიჭების პროცედურის წარმართვას,
შემდგომ სტატუსის მფლობელი პირის კანონის მოთხოვნებთან ყოველწლიური შესაბამისობის
შემოწმების უზრუნველყოფას. აღნიშნული პროცესების ადმინისტრირების ხარჯები გავლენას
იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ინოვაციების რეესტრის წარმოებისა და სტატუსის მინიჭების პროცედურებთან დაკავშირებული
ადმინისტრირების ხარჯები გამოიყოფა სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
სააგენტოს ყოველწლიური ბიუჯეტიდან და მოიცავს, როგორც აღნიშნული მიმართულებით
დეპარტამენტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საოპერაციო ხარჯებს (დასაქმებულთა /
კონსულტანტთა შრომითი ანაზღაურება, საოფისე ინვენტარი, საოფისე მასალა), რაც წლიურად 320
ათას ლარს შეადგენს, ასევე, პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სამართავი პორტალის
შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, პორტალის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები
უკვე გამოყოფილია სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტიდან და შეადგენს არაუმეტეს 200 ათას ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო, ასევე
კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევ სუბიექტებზე, რომელთაც შეუმცირდებათ,
როგორც საშემოსავლო, ასვე მოგების გადასახადის განაკვეთი და შესაბამისად გადასახდელი
გადასახადის აბსოლუტური მოცულობა.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შემთხვევაში მოსალოდნელი ფინანსური სარგებელი
სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
ბენეფიციარ სტარტაპებზე დაკვირვებით (რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში მოღვაწე
სტარტაპების აბსოლუტურ უმრავლესობას) სტარტაპის მიერ გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო
გადასახადის საშეღავათო რეჟიმით სარგებლობის შემთხვევაში, დაიზოგება სტარტაპების ჯამური
ბიუჯეტის 12%. აღნიშნული დანაზოგი 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჯამურად 3 მლნ. ლარს
შეადგენს.
ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსის შემთხვევაში
ფინანსური სარგებელი
მოსალოდნელი
სტატუსით მოსარგებლე კომპანიათა საპროგნოზო რაოდენობაზე დაყრდნობით, R&D დანახარჯებზე
სუპერგამოქვითვის შედეგად, სტატუსის მატარებელი პირები შეძლებენ შეიმცირონ გადასახდელი
მოგების გადასახადი დამატებით 64 მლნ. ლარით. ასევე, კომპანიების მიერ R&D-ში
განხორციელებული ინვესტიციის უკუგების გათვალისწინებით, მათი პროდუქტიულობა 20%-ით
გაიზრდება.
კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიების სტატუსის შემთხვევაში
მოსალოდნელი ფინანსური სარგებელი
ინოვაციური SME - სექტორის მხრიდან R&D -ში განსახორციელებელი ინვესტიციის ჯამური
მოცულობის ზრდა გამოიწვევს მოცემულ ეკონომიკურ სექტორზე („კვლევები და ექსპერიმენტული
დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში“) მოთხოვნის ზრდას და
აღნიშნული სექტორის ბრუნვა 7-ჯერ გაიზრდება. ამასთან აღნიშნული სექტორი შეძლებს დაზოგოს
შემოსავლების 8%, რაც დაახლოებით 11 მლნ. ლარს გაუტოლდება.
აღნიშნულის გარდა, ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე,
როგორიცაა აქსელერატორი, საინვესტიციო ფონდი და ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რეგისტრაციის
საფასურის გადახდის სახით გამოხატული იქნება ფინანსური გავლენა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტით გათვალისწინებულია გადასახადების შემდეგი ოდენობები:
ინოვაციური სტარტაპის შემთხვევაში
ა) სტატუსის მინიჭებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ
გაცემული ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან
შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში,
თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.
ბ) სტატუსის მინიჭების მეოთხე წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის
მიერ გაცემული ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან
შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით; ხოლო, ამავე პერიოდში ინოვაციური
სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი.
გ) ინოვაციურ სტარტაპში, სტატუსის მინიჭების მეშვიდე წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში
ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
ოდენობის ფარგლებში, იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 10 პროცენტიანი განაკვეთით; ხოლო,
ამავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 10 პროცენტი.
კვლევებისა და მომსახურების გამწევი კომპანიის შემთხვევაში
სტატუსის მოქმედების პერიოდში კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის
მიერ გაცემული ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან
შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთი
კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5
პროცენტი.
ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის შემთხვევაში
განსაზღვრულია მხოლოდ დასაბეგრი თანხის გამოთვლის წესი, შემდეგნაირად: „სტატუსის
მინიჭების მომენტიდან სტატუსის მოქმედების განმავლობაში
დივიდენდის განაწილების
შემთხვევაში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
წესით, შეიმციროს მის მიერ გაწეული კვლევისა და განვითარების ხარჯების სამმაგი ოდენობით.“
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ²) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება :
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი ,
სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის
არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის ,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში ,
იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში :
კანონპროექტის მომზადებისას გამოყენებულ იქნა იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც
საკანონმდებლო დონეზე აქვთ განსაზღვრული სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო
კომპანიისა, ასევე ექსკლუზიურად კვლევებისა და განვითარების კომპანიის სტატუსები და
შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმები.
ინოვაციური სტარტაპის კრიტერიუმების შესამუშავებლად შესწავლილ იქნა
რესპუბლიკისა და ლატვიის რესპუბლიკის კანონმდებლობა სტარტაპების შესახებ.
იტალიის
იტალიის რესპუბლიკის შემთხვევაში, რეგულაციები დადგენილია ე.წ. სტარტაპ აქტით, (Startup Act),
რომლის მიხედვითაც სტარტაპი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ფუნქციონირებს არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში;
სათაო ოფისი აქვს იტალიაში ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ საწარმო
მდებარეობს იტალიაში;
აქვს წლიური 5 მლნ. ევრომდე ბრუნვა;
არ ანაწილებს მოგებას;
არ არის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი;
ინოვაციურობის თვალსაზრისით შემდეგი სამი კრიტერიუმიდან აკმაყოფილებს მინიმუმ ერთ
კრიტერიუმს:
კომპანიის დანახარჯების სულ მცირე 15% მოდის R&D აქტივობებზე;
სამუშაო ძალის სულ მცირე 1/3 უნდა იყოს დოქტორანტურის სტუდენტი,
დოქტორის ხარისხის მფლობელი ან მკვლევარი. ალტერნატიულად 2/3-ს უნდა
ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი.
კომპანია უნდა ფლობდეს პატენტს ან რეგისტრირებულ პროგრამულ
უზრუნველყოფას.
ლატვიის რესპუბლიკის მაგალითზე შესწავლილ იქნა - Law on Aid for the Activities of Start-up
Companies, რომელიც განსაზღვრავს სტარტაპ კომპანიის კრიტერიუმებს:
უშუალოდ სტარტაპს ან მის მშობელთან შვილობილ კომპანიას უნდა ჰქონდეს მოზიდული
ინვესტიცია კვალიფიციური ვენჩურული კაპიტალის ინვესტორისგან, ბოლო 24 თვის
განმავლობაში სულ მცირე 30 ათასი ევროს მოცულობით.
(სტარტაპის მშობელ ან შვილობილი კომპანიისთვის ვრცელდება დამატებითი მოთხოვნები:
ფუნქციონირებენ სრულად ან ნაწილობრივ იმავე ან დაკავშირებულ ეკონომიკურ სექტორში;
დავალიანება არ აღემატება 150 ევროს; კომპანია არ არის გამოცხადებული
გადახდისუუნაროდ).
საგადასახდო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს 150 ევროს;
სტარტაპი არ არის გამოცხადებული გადახდისუუნაროდ.
აღნიშნული აქტი ასევე განსაზღვრავს კვალიფიციური სარისკო კაპიტალის ინვესტორს (რაც ასევე
გამოყენებულ იქნა საინვესტიციო ფონდისა და ანგელოზ ინვესტორთა ქსელის კრიტერიუმების
შესამუშავებლად), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
1) პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც რეგისტრირებულია საინვესტიციო ფონდების შესახებ
კანონის შესაბამისად. ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს ადრეული
ეტაპის ინვესტიცია არანაკლებ სამ კაპიტალის კომპანიაში და თითოეულში არანაკლებ 30,000
ევროს ოდენობით და ფლობითი სააქციო კაპიტალის მოცულობა არ აღემატება 30 პროცენტს;
2) იურიდიული პირი, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს
არანაკლებ სამი მოკლევადიანი (არაუმეტეს 12 თვისა) აქტივობა და სარისკო კაპიტალის
ინვესტიცია არანაკლებ 10 კაპიტალის კომპანიაში და თითოეულში არანაკლებ 15 000 ევროს
მოცულობით, ფლობს სააქციო კაპიტალის არაუმეტეს 15 პროცენტს;
3) ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს კომერციული საქმიანობის გამოცდილება და ბოლო ხუთი
წლის განმავლობაში თავისი ფინანსური აქტივებიდან განხორციელებული აქვს სარისკო
კაპიტალის ადრეული ეტაპის ინვესტიცია მინიმუმ ორ კაპიტალის კომპანიაში არანაკლებ 15
000 ევროს ოდენობით თითოეულში, მაგრამ არანაკლებ ჯამური 60 000 ევროს მოცულობით.
ფლობს კომპანიის სააქციო კაპიტალის არაუმეტეს 30 პროცენტს.
4) იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის 50 პროცენტზე მეტს ფლობენ პირები, რომელთაგან
თითოეულს ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს ადრეული სარისკო
კაპიტალის ინვესტიცია არანაკლებ ორ კაპიტალის კომპანიაში თითოეულში მინიმუმ 15 000
ევროს ოდენობით ჯამურად არანაკლებ 60 000 ევროს ოდენობით და ფლობს სააქციო
კაპიტალის არანაკლებ 30 პროცენტს.
ინოვაციური მცირე და საშუალო ზომის საწარმოს სტატუსის მქონე პირთათვის კრიტერიუმების
ასევე შესამუშავებლად გამოყენებულ იქნება იტალიის მიერ შემუშავებული კანონმდებლობა სტარტაპ აქტი, რომელიც ინოვაციური SME-სათვის შემდეგი სახის კრიტერიუმებს აყალიბებს:
უნდა აკმაყოფილებდეს ევროპული კომისიის მიერ SMEs-თვის განსაზღვრულ
სტანდარტებს: დასაქმებულია 250 თანამშრომელზე ნაკლები, დაგენერირებული
შემოსავლის მოცულობა არ აღემატება 50 მლნ. ევროს, ხოლო აქტივების მოცულობა 43 მლნ.
ევროს არ აღემატება.
რეგისტრირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად;
სათაო ოფისი რეგისტრირებული აქვს იტალიაში ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში, საწარმო
მდებარეობს იტალიაში;
ბოლო წლის ფინანსური ანგარიშგება გაწერილია რეგისტრირებული აუდიტორული
ფირმის მიერ;
კომპანიის წილები არ ივაჭრება, სავაჭრო ბირჟაზე;
აკმაყოფილებს შემდეგი ორი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც:
ბოლო წლის ფინანსური ანგარიშგების შესაბამისად, შემოსავლებსა და ხარჯებს
შორის უდიდესის მინიმუმ 3%-ს წარმოადგენს R&D დანახარჯები;
სამუშაო ძალის სულ მცირე 1/5 არის სადოქტორო ხარისხის მფლობელი,
სტუდენტი ან მკვლევარი ან 1/3 არის მაგისტრის ხარისხის მფლობელი;
კომპანია ფლობს პატენტს ან რეგისტრირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
SME-ების მხარდამჭერი მექანიზმის შემუშავებისათვის, შესწავლილ იქნა რამდენიმე ქვეყნის
მაგალითი, რომლებიც იყენებენ R&D დანახარჯებზე სუპერ გამოქვითვის მექანიზმს, ესენია:
ჩეხეთის რესპუბლიკა (200%), უნგრეთი (200%), ლიეტუვის რესპუბლიკა (300%), ნიდერლანდების
სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა (200%), რუმინეთი (150%), იტალიის რესპუბლიკა (210%),
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (230%) და სხვა
ქვეყნები. აღნიშნული შესწავლა განხორციელდა EY-ის მიერ მომზადებული „Worldwide R&D
Incentives Reference Guide 2023“-ის მიხედვით.
R&D კომპანიების სტატუსის კრიტერიუმების ჩამოსაყალიბებლად შესწავლილ იქნა რუმინეთისა
და პოლონეთის რესპუბლიკის მაგალითები, რომელთაც განსაზღვრული აქვს R&D კომპანიის
კრიტერიუმები.
პოლონეთის რესპუბლიკის შემთხვევაში, მეწარმეს, რომელიც ატარებს კვლევით ან
დეველოპერულ სამუშაოებს, შეუძლია მიიღოს კვლევისა და განვითარების ცენტრის სტატუსი
თუ:
1. წმინდა შემოსავლების მოცულობა წინა ფინანსური წლისათვის განისაზღვრება:
5,000,000 PLN (3.3 მლნ ლარი) - დან და კვლევისა და განვითარების სერვისების
გაყიდვიდან მიღებული წმინდა შემოსავლის პროცენტული წილი შეადგენს მინიმუმ
20%-ს.
2,500,000 PLN (1.7 მლნ ლარი) - დან 5,000,000 PLN (3.3 მლნ ლარი) - მდე და რომლის
კვლევისა და განვითარების სერვისების რეალიზაციიდან მიღებული წმინდა
შემოსავლის პროცენტული წილი აღემატება ჯამური წმინდა შემოსავლების 70%-ს;
რომელსაც არ აქვს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ.
კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები შეფასებული და დამოწმებული უნდა იყოს
კანონიერი აუდიტორის მიერ.
რუმინეთის შემთხვევაში, R&D ხარჯებისთვის შეღავათებით სარგებლობს გადასახადის გადამხდელი
თუ:
ახორციელებს NACE კოდის კლასიფიკაციის მიხედვით R&D საქმიანობას
(მთავარი/მეორადი), რომელიც სავაჭრო რეესტრის ეროვნული სამსახურის მიერ არის
დამოწმებული.
ხარჯები უნდა იყოს კვლევითი და განვითარების ან/და ტექნოლოგიური
განვითარების საქმიანობის კატეგორიებად კლასიფიცირებული, თითოეული R&D
პროექტისათვის ცალ-ცალკე.
ტერიტორია სადაც მიმდინარეობს R&D სამუშაოები უნდა მოიცავდეს რუმინეთს ან
ევროკავშირის სხვა ტერიტორიას.
შესაბამისად, ინოვაციური სტარტაპს, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და
განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიების სტატუსების შემუშავებისათვის, კრიტერიუმების
ან/და მხარდამჭერი მექანიზმების შერჩევისთვის, მოცულობითი და სიღრმისეული კვლევები
ჩატარდა აღნიშნული მიმართულებებით უკვე კარგად პოზიციონირებად ან/და სწრაფად
განვითარებად ქვეყნებზე დაკვირვებით.
ე) კანონპროექტის ავტორი :
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი :
საქართველოს მთავრობა.