„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/28; 31/03/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-07
ბიუროს ნომერი 39
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 147-ე ნაწილი:
„147. „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინოვაციური
სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევებისა და განვითარების
მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე პირების საგადასახადო შეღავათები
განისაზღვრება „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
ყაველაშვილი
მიხეილ
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :
ა. ა. ა.) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი :
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რათა
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ იქნეს „ინოვაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით
განსაზღვრული ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის,
კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე პირების
საგადასახადო შეღავათების სამართლებრივი საფუძველი.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა :
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების განხორციელება აუცილებელია
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების იმპლემენტაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები :
კანონპროექტის მიღებით, ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო
კომპანიის, კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე
პირების საგადასახადო შეღავათების დადგენა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო
კომპანიის, კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე
პირების საგადასახადო შეღავათების „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს
კანონის
პროექტით
დადგენილი
ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევებისა და
განვითარების გამწევი კომპანიის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს კანონის პროექტი
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ითვალისწინებს შემდეგ ხელშემწყობ მექანიზმებს:
1) ინოვაციური სტარტაპი - პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის
მიერ გაცემული ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებას, მეოთხე
წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო და მოგების გადასახადის 5
პროცენტიანი განაკვეთს, ხოლო, მეშვიდე წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში
საშემოსავლო და მოგების გადასახადების 10 პროცენტიან განაკვეთს.
2) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია - უფლებამოსილია, სტატუსის მოპოვების
მომენტიდან სტატუსის მოქმედების განმავლობაში, მოგების განაწილების შემთხვევაში
კვლევისა და განვითარების ხარჯები, საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესის შესაბამისად, გამოიქვითოს დასაბეგრი მოგებიდან სამმაგი
ოდენობით.
3) კვლევებისა და განვითარების გამწევი კომპანია - სტატუსის მოქმედების პერიოდში,
აღნიშნულ სუბიექტში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალის 5
პროცენტით დაბეგვრის შესაძლებლობას და ასევე მოგების გადასახადის განაკვეთად
განსაზღვრავს 5%-ს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება :
კანონის ძალაში შესვლა დაკავშირებულია საქართველოს კანონის პროექტის - „ინოვაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ძირითადი დებულებების
ამოქმედების ვადასთან, კერძოდ, კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო :
მიღებასთან
საშუალოვადიან
პერიოდში
აუცილებელი
ხარჯების
დაკავშირებით
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო , ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე :
ზემოთ მოცემული სამივე სტატუსის გათვალისწინებით ბიუჯეტის საშემოსავლო მოცულობა
ყოველწლიურად დაექვემდებარება ცვლილებებს, რაც ასახულია „ინოვაციების შესახებ“
საქართველოს კანონის ცვლილების პროექტის განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ პუნქტში.
ბ.გ) კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო , ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე :
რესპუბლიკის
ზემოთ მოცემული სამივე სტატუსის გათვალისწინებით ბიუჯეტის ხარჯვითი მოცულობა
ყოველწლიურად დაექვემდებარება ცვლილებებს, რაც ასახულია „ინოვაციების შესახებ“
საქართველოს კანონის ცვლილების პროექტის განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ პუნქტში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით :
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
ასეთი გავლენა არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი :
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ²) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება :
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მდგომარეობაზე
მოსალოდნელი
კანონპროექტის
ზეგავლენა
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან :
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება , - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი :
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე
მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან :
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა)
სახელმწიფო ,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების ,
სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის
შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში :
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი :
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი :
საქართველოს მთავრობა.