საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა სალიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📦 საკანონმდებლო პაკეტი

- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა სალიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (ეს პროექტი) დასკვნა
- „პაატა სალიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 24
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
4/9/25, 8:19 PM
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
11 აპრილი 2025 15:00
2025 წლის 11 აპრილი, 15:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, გიორგი
ვოლსკის, თეა წულუკიანის, გიორგი კახიანის, ნინო წილოსანის, შოთა ბერეკაშვილის, მაია
ბითაძის, გიორგი გაბუნიას, არჩილ გორდულაძის, ირაკლი ზარქუას, რატი იონათამიშვილის,
პაატა კვიჟინაძის, ზაზა ლომინაძის, დავით მათიკაშვილის, ლევან მახაშვილის, გივი
მიქანაძის, გელა სამხარაულის, ნიკოლოზ სამხარაძის, ვიქტორ სანიკიძის, ალექსანდრე
ტაბატაძის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, მარიამ ლაშხის, დიმიტრი
სამხარაძის, რამინა ბერიძის, ირმა ზავრადაშვილის, ეკა ჭიჭინაძის, სალომე ჯინჯოლავას,
დათო კოდუას, არჩილ ბერიძის, გრიგოლ აბესაძის, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე
დალაქიშვილის, სავალან მირზოევის, ისკო დასენის, დავით შერაზადიშვილისს, აკაკი
ალადაშვილის,
ზაალ
დუგლაძის,
ზაურ
დარგალის,
თორნიკე
ჭეიშვილის,
ლევან
მაჭავარიანის, გიორგი გუგუჩიას, ნოდარ ტურძელაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ვლადიმერ
კახაძის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, ირაკლი ჭეიშვილის, გიორგი სოსიაშვილის, ლაშა
ტალახაძის, ანტონ ობოლაშვილის, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ რურუას, გრეტა წიწავას,
ანზორ ბოლქვაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, ლიკა შარტავას, გიორგი ბარვენაშვილის, შოთა
ხაბარელის, ირაკლი ხელაძის, თენგიზ შარმანაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, იმედა
ნიკურაძის, ბეჟან წაქაძის, ვახტანგ თურნავას, ზვიად შალამბერიძის, გივი ჭიჭინაძის, ირაკლი
კირცხალიას, ალუდა ღუდუშაურის, გოდერძი ჩანქსელიანის, გენო პეტრიაშვილის, გიორგი
ხახუბიას, გოჩა ენუქიძის, ედიშერ თოლორაიას, გია ბენაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გიორგი
ჭყონიასა და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
https://parliament.ge/print/announcement/3230?local=true
პროექტის
„საქართველოს
პარლამენტის
1/2
საქართველოს პარლამენტი
4/9/25, 8:19 PM
რეგლამენტი“,
საქართველოს
კანონის
პროექტების:
შესყიდვების
„საჯარო
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
ცვლილების
შეტანის
„ეროვნული
ბანკის
„ოფიციალური
სტატისტიკის
შესახებ“
საქართველოს
თაობაზე“
საქართველოს
ორგანული
კანონის
შესახებ“
და
საქართველოს
ორგანულ
კანონში
კანონში
პროექტების:
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (07-3/49; 02.04.2025) პირველი მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი;
2. ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის
შესახებ (1-2702/25; 03.04.2025) საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
3. საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადების „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (1-2848/25; 07.04.2025)
განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/3230?local=true
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2025 წლის 11 აპრილი 15.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომის ოქმი
N24
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, დათო
კოდუა, ლიკა შარტავა, გენრიეტა წიწავა.
სხდომაზე მოწვეულები: შალვა პაპუაშვილი (მომხსენებელი) - საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე - საქართველოს პარლამენტის
აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის თანამშრომლები და
მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის,
გიორგი ვოლსკის, თეა წულუკიანის, გიორგი კახიანის, ნინო წილოსანის, შოთა
ბერეკაშვილის, მაია ბითაძის, გიორგი გაბუნიას, არჩილ გორდულაძის, ირაკლი
ზარქუას, რატი იონათამიშვილის, პაატა კვიჟინაძის, ზაზა ლომინაძის, დავით
მათიკაშვილის, ლევან მახაშვილის, გივი მიქანაძის, გელა სამხარაულის, ნიკოლოზ
სამხარაძის, ვიქტორ სანიკიძის, ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი ქადაგიშვილის,
ირაკლი მეზურნიშვილის, მარიამ ლაშხის, დიმიტრი სამხარაძის, რამინა ბერიძის, ირმა
ზავრადაშვილის, ეკა ჭიჭინაძის, სალომე ჯინჯოლავას, დათო კოდუას, არჩილ ბერიძის,
გრიგოლ აბესაძის, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, სავალან
მირზოევის, ისკო დასენის, დავით შერაზადიშვილის, აკაკი ალადაშვილის, ზაალ
დუგლაძის, ზაურ დარგალის, თორნიკე ჭეიშვილის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი
გუგუჩიას, ნოდარ ტურძელაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ვლადიმერ კახაძის, ვლადიმერ
ხინჩეგაშვილის, ირაკლი ჭეიშვილის, გიორგი სოსიაშვილის, ლაშა ტალახაძის, ანტონ
ობოლაშვილის, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ რურუას, გენრიეტა წიწავას, ანზორ
ბოლქვაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, ლიკა შარტავას, გიორგი ბარვენაშვილის, შოთა
ხაბარელის, ირაკლი ხელაძის, თენგიზ შარმანაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, იმედა
ნიკურაძის, ბეჟან წაქაძის, ვახტანგ თურნავას, ზვიად შალამბერიძის, გივი ჭიჭინაძის,
ირაკლი კირცხალიას, ალუდა ღუდუშაურის, გოდერძი ჩანქსელიანის, გენო
პეტრიაშვილის, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძის, ედიშერ თოლორაიას, გია
ბენაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გიორგი ჭყონიასა და სამველ მანუკიანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“, საქართველოს
კანონების პროექტების: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული
კანონების პროექტების: „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/49; 02.04.2025) პირველი მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი
2. ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის
შესახებ (N1-2702/25; 03.04.2025) საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
3. საქართველოს
მოქალაქე
ავთანდილ
კახნიაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტთან დაკავშირებით (N1-2848 /25; 07.04.2025) განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, დავით მათიკაშვილმა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,
კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი
საკითხის დამატების თაობაზე: „საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა სალიასათვის
საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
საკითხის განხილვა“.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა აგრეთვე წინადადებით
საკითხების განხილვის რიგითობის შეცვლის თაობაზე.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის
წესრიგი.
დღის წესრიგი:
1. ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის
შესახებ (N1-2702/25; 03.04.2025) საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს
მოქალაქე
ავთანდილ
კახნიაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტთან დაკავშირებით (N1-2848 /25; 07.04.2025) განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა სალიასათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის,
გიორგი ვოლსკის, თეა წულუკიანის, გიორგი კახიანის, ნინო წილოსანის, შოთა
ბერეკაშვილის, მაია ბითაძის, გიორგი გაბუნიას, არჩილ გორდულაძის, ირაკლი
ზარქუას, რატი იონათამიშვილის, პაატა კვიჟინაძის, ზაზა ლომინაძის, დავით
მათიკაშვილის, ლევან მახაშვილის, გივი მიქანაძის, გელა სამხარაულის, ნიკოლოზ
2
სამხარაძის, ვიქტორ სანიკიძის, ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი ქადაგიშვილის,
ირაკლი მეზურნიშვილის, მარიამ ლაშხის, დიმიტრი სამხარაძის, რამინა ბერიძის, ირმა
ზავრადაშვილის, ეკა ჭიჭინაძის, სალომე ჯინჯოლავას, დათო კოდუას, არჩილ ბერიძის,
გრიგოლ აბესაძის, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, სავალან
მირზოევის, ისკო დასენის, დავით შერაზადიშვილის, აკაკი ალადაშვილის, ზაალ
დუგლაძის, ზაურ დარგალის, თორნიკე ჭეიშვილის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი
გუგუჩიას, ნოდარ ტურძელაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ვლადიმერ კახაძის, ვლადიმერ
ხინჩეგაშვილის, ირაკლი ჭეიშვილის, გიორგი სოსიაშვილის, ლაშა ტალახაძის, ანტონ
ობოლაშვილის, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ რურუას, გენრიეტა წიწავას, ანზორ
ბოლქვაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, ლიკა შარტავას, გიორგი ბარვენაშვილის, შოთა
ხაბარელის, ირაკლი ხელაძის, თენგიზ შარმანაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, იმედა
ნიკურაძის, ბეჟან წაქაძის, ვახტანგ თურნავას, ზვიად შალამბერიძის, გივი ჭიჭინაძის,
ირაკლი კირცხალიას, ალუდა ღუდუშაურის, გოდერძი ჩანქსელიანის, გენო
პეტრიაშვილის, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძის, ედიშერ თოლორაიას, გია
ბენაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გიორგი ჭყონიასა და სამველ მანუკიანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“, საქართველოს
კანონების პროექტების: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული
კანონების პროექტების: „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/49; 02.04.2025) პირველი მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი
დავით მათიკაშვილმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან
დაკავშირებით, განმარტა, რომ დღესათვის მოქმედი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი მიღებული იყო 2018 წელს და მას შემდეგ, რეალურ ცხოვრებაში
რეგლამენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით დაგროვებული ემპირიული
გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავებული იქნა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის ახალი პროექტი, რომელზეც 2 წლის განმავლობაში ინტენსიურად
მუშაობდა სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ შალვა
პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
აქტიურად იყო ჩართული ჯგუფის მუშაობაში.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის
შესახებ (N1-2702/25; 03.04.2025) საკითხის განხილვა;
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 4
3
აპრილის N36/3 გადაწყვეტილების თანახმად, შეისწავლა „უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ლობისტად
რეგისტრირებული ზაალ სარაჯიშვილის განცხადება ლობისტად რეგისტრაციის
სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ.
დავით მათიკაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმად, „ლობისტური
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა ხდება მისი
დაკარგვის ან ჩამორთმევის გზით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
მიხედვით, ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკარგვის საფუძველია
დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიულ
აქტებზე) ან ნორმატიული აქტის პროექტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების
პროექტებზე) წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ლობისტ ზაალ სარაჯიშვილის მიერ წარმოდგენილი
იქნა განცხადება ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან (07-3/223; 09.06.2022) დაკავშირებით.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა ზემოაღნიშნული საკითხი
და მიაჩნია, რომ „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით
რეგისტრირებულ ლობისტ ზაალ სარაჯიშვილს შეუწყდეს ლობისტის სამართლებრივი
მდგომარეობა.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს
„უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულეებისა
და
დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა და
განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ლობისტად რეგისტრირებული ზაალ
სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა ლობისტ ზალ სარაჯიშვილის
ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ გაეგზავნოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს
მოქალაქე
ავთანდილ
კახნიაშვილის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადების
„საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტთან დაკავშირებით (N1-2848 /25; 07.04.2025) განხილვა
4
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებას
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ (N1-2848/25; 07.04.2025)
საკანონმდებლო წინადადება, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ითვალისწინებს
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
208-ე
მუხლში
ცვლილების
განხორციელებას, რომელიც შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრების არჩევის წესს. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ნორმის
ფორმულირებით უნდა განისაზღვროს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
ბრძანებით ცხადდება.
დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2025
წლის 2 აპრილს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ახალი რედაქციით
ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლი, რომლის
პირველი პუნქტის მიხედვით, პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს,
ნაცვლად კონკურსის წესისა, აირჩევს ფრაქციის ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა
არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის წარდგინებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება კი ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის
შესარჩევი კონკურსის გამოცხადების წესთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ვინაიდან,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა პარლამენტის მიერ
კონკურსის საფუძველზე აღარ ხდება, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული
ცვლილებები შეუსაბამოა არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებასთან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად უნდა იქნეს ცნობილი.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დასკვნას მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების უარყოფის თაობაზე?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - მოქალაქე ავთანდილ
კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების უარყოფის თაობაზე
წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა სალიასათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკითხის განხილვა;
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა
სალიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს,
მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის
გამო.
5
დადასტურდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 4 აპრილის N81
ბრძანებით, პაატა სალია დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის
თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე
კომიტეტს
მიაჩნია,
რომ
საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტის წევრს პაატა სალიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა სალიასათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის
წევრის პაატა სალიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე
განსახილველად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის,
გიორგი ვოლსკის, თეა წულუკიანის, გიორგი კახიანის, ნინო წილოსანის, შოთა
ბერეკაშვილის, მაია ბითაძის, გიორგი გაბუნიას, არჩილ გორდულაძის, ირაკლი
ზარქუას, რატი იონათამიშვილის, პაატა კვიჟინაძის, ზაზა ლომინაძის, დავით
მათიკაშვილის, ლევან მახაშვილის, გივი მიქანაძის, გელა სამხარაულის, ნიკოლოზ
სამხარაძის, ვიქტორ სანიკიძის, ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი ქადაგიშვილის,
ირაკლი მეზურნიშვილის, მარიამ ლაშხის, დიმიტრი სამხარაძის, რამინა ბერიძის, ირმა
ზავრადაშვილის, ეკა ჭიჭინაძის, სალომე ჯინჯოლავას, დათო კოდუას, არჩილ ბერიძის,
გრიგოლ აბესაძის, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, სავალან
მირზოევის, ისკო დასენის, დავით შერაზადიშვილის, აკაკი ალადაშვილის, ზაალ
დუგლაძის, ზაურ დარგალის, თორნიკე ჭეიშვილის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი
გუგუჩიას, ნოდარ ტურძელაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ვლადიმერ კახაძის, ვლადიმერ
ხინჩეგაშვილის, ირაკლი ჭეიშვილის, გიორგი სოსიაშვილის, ლაშა ტალახაძის, ანტონ
ობოლაშვილის, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ რურუას, გენრიეტა წიწავას, ანზორ
ბოლქვაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, ლიკა შარტავას, გიორგი ბარვენაშვილის, შოთა
ხაბარელის, ირაკლი ხელაძის, თენგიზ შარმანაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, იმედა
ნიკურაძის, ბეჟან წაქაძის, ვახტანგ თურნავას, ზვიად შალამბერიძის, გივი ჭიჭინაძის,
ირაკლი კირცხალიას, ალუდა ღუდუშაურის, გოდერძი ჩანქსელიანის, გენო
პეტრიაშვილის, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძის, ედიშერ თოლორაიას, გია
ბენაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გიორგი ჭყონიასა და სამველ მანუკიანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
6
რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“, საქართველოს
კანონების პროექტების: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული
კანონების პროექტების: „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/49; 02.04.2025) პირველი მოსმენით
განხილვა;
მოისმინეს: შალვა პაპუაშვილის მოხსენება.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დღეისათვის მოქმედი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი 2018 წელს იქნა მიღებული და მასში იყო მრავალი სიახლე, კერძოდ,
დამატებული იყო სხვადასხვა საპარლამენტო ინსტრუმენტები. წლების განმავლობაში
მოხდა საპარლამენტო საქმიანობის პრაქტიკის დაგროვება, რომლის ანალიზზე
დაყრდნობით შემუშავებული იქნა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახალი რეგლამენტის პროექტზე ინტენსიური
მუშაობა მიმდინარეობდა ორი წლის განმავლობაში, საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად.
სამუშაო პროცესში, დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, დეტალურად
მოხდა განხილვა, თუ სად იყო სტრუქტურული დახვეწის, სად ბუნდოვანებებისა და
ნაკლოვანებების აღმოფხვრის და სად პროცედურების განსაზღვრის საჭიროება.
პირველ რიგში - დაიხვეწა რეგლამენტის სტრუქტურა, იმ მიზნით, რომ ერთად
ყოფილიყო ის პროცედურული ინსტრუმენტები, რომლებიც პარლამენტს გააჩნია
კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა მიმართულებებით, მოხდა მათი
დაჯგუფება, რაც უფრო ადვილს გახდის რეგლამენტის აღქმას და მოხმარებას.
სტრუქტურასთან დაკავშირებით, გამოირიცხა აგრეთვე დუბლირებები, რომლებიც
არსებობდა მოქმედ რეგლამენტში.
ცვლილებები განხორციელდა პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებებთან
დაკავშირებით, კერძოდ მაქსიმალურად დეტალურად გაიწერა უფლებამოსილებები და
მოხდა აგრეთვე რიგი უფლებამოსილებების გადმონაცვლება პარლამენტის ბიუროს
უფლებამოსილებებიდან. მაგალითისათვის: პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა
უფლებამოსილებებთან ერთად, ენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს პარლამენტის
წევრის მოწმობისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშები და აღწერილობები, აგრეთვე
ბრძანებით შექმნას ინტერფრაქციული
ჯგუფი. დაიხვეწა პენიტენციალურ
დაწესებულებაში
შესვლასთან
დაკავშირებული
პროცედურები,
მოიხსნა
ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, რისი სამწუხარო გამოცდილებაც არსებობდა
საპარლამენტო პრაქტიკაში (ნაციონალური მოძრაობის მიერ ყოფილი პრეზიდენტის,
ამჟამად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურ რეჟიმში მონახულებისა და
პოლიტიკური მიზნებისათვს აღნიშნული უფლების გამოყენების, აგრეთვე ამ უფლების
სხვაგვარად ინტერპრეტაციის მაგალითები). ახალი რეგლამენტის მიხედვით მკაფიოდ
ჩამოყალიბდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე
მოქმედ პენიტენციურ
7
დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვს პარლამენტის
თავმჯდომარეს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია პარლამენტის
წევრს მიანიჭოს ერთჯერადად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ
დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია აგრეთვე ცვლილებები,
რომლებიც განხორციელდება საქართველოს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების
პროცედურებთან დაკავშირებით. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ჯერ საკითხი
გადიოდა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე სექტორების მიხედვით,
ფრაქციების სხდომებზე და ბოლოს პლენარულ სხდომაზე, რაც გარკვეულწილად არ
შეესაბამებოდა საპარლამენტო ცხოვრების პრაქტიკას. ცვლილების თანახმად, როგორც
შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი გავა
პირდაპირ პლენარულ სხდომაზე და პლენარული სხდომა იქნება ის ადგილი, სადაც
გაიმართება დებატები, აზრთა ჭიდილი, განხილვა მთავრობის შემადგენლობასთან
დაკავშირებით. პრობლემური და ერთგვარად პარადოქსული იყო არსებული
პროცედურა, რადგან პრაქტიკულად პლენარულ სხდომაზე ხდებოდა გამეორება
პლენარულ სხდომამდე გავლილი პროცედურების და პლენარული სხდომა, რაც არის
განხილვის ძირითადი ფორუმი, გარკვეულწილად დაცლილი იყო შინაარსისგან,
კითხვების არარსებობის გამო. ალოგიკური იყო ფრაქციებში განხილვაც, რადგან ერთი
მხრივ, უმრავლესობამ თავად დაასახელა პრემიერ მინისტრობის კანდიდატურა, მეორე
მხრივ, ოპოზიციურ ფრაქციებში საკითხის განხილვა არის პოლიტიკური დებატი,
რომლის მთავარი ადგილიც პარლამენტის პლენარული სხდომაა და თავიდანვე ცხადია,
რომ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს წარდგენილ კანდიდატურას და შემდგომ მთავრობის
შემადგენლობას.
ცვლილება შეეხება აგრეთვე წესრიგის დაცვას საპარლამენტო ღონისძიებების
მიმდინარეობის დროს. დღეს მოქმედი რეგულაციით წესრიგის დაცვა ეხებოდა მხოლოდ
პარლამენტისა და კომიტეტების სხდომებს. ცვლილების მიხედვით ყველა
საპარლამენტო ღონისძიების დროს (ბიუროს სხდომა, კომისიის სხდომები და ა. შ)
იმოქმედებს წესრიგის დაცვის ერთიანი წესი;
ახლებურად ჩამოყალიბდა ზოგიერთი კომიტეტის სახელწოდება, კერძოდ: აგრარულ
საკითხთა კომიტეტს ეწოდება სოფლის მეურნეობის კომიტეტი, იმისათვის რომ იყოს
თანხვედრა
აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამის
სამინისტროსთან;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და
უსაფრთხოების კომიტეტი, ვინაიდან ტერმინოლოგიური დაზუსტება უკვე დიდი ხანია
განხორციელდა
ქართულ
კანონმდებლობაში
და
„უშიშროება“
ჩანაცვლდა
„უსაფრთხოებით“; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს − დიასპორის
კომიტეტი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული
პოლიტიკის კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს საპროცედურო
საკითხთა კომიტეტი
კომიტეტებთან დაკავშირებით:
განისაზღვრა, რომ კომიტეტის მიერ სავალდებულო იქნება სასესიო პერიოდში თვეში
არანაკლებ ერთი სხდომის გამართვა, ნაცვლად 2 სხდომისა, რომელსაც
ითვალისწინებდა მოქმედი რეგულაცია, და ზოგიერთ შემთხვევაში არ არსებობდა მეორე
სხდომის გამართვის საჭიროება;
შეიცვალა კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის
გამოქვეყნებასთან დაკავშირებული რეგულაცია, კერძოდ, სხდომა შეიძლება გაიმართოს
კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნების დღიდან
8
არაუადრეს მე-2 კალენდარული დღისა. მაგალითისათვის, თუ ორშაბათს
გამოქვეყნდება, ოთხშაბათს შესაძლებელი იქნება სხდომის გამართვა, ანალოგიურად,
თუ ბიურო კომიტეტს ორშაბათს გადასცემს კანონპროექტს ოთხშაბათს შესაძლებელი
იქნება განხილვა. კომიტეტის სხდომის გამართვა დასაშვები იქნება მორიგი სასესიო
კვირის იმ დღეებში, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა არ იმართება.
შემცირდება კანონპროექტის დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განხილვისათვის
არსებული შუალედი, კერძოდ, დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განხილვის
დაწყება შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს.
დაზუსტდა აგრეთვე ის საკითხები, რომელთა გატანაც კომიტეტის სხდომაზე
მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების ანალოგიურად, აღარ იქნება საჭირო, კერძოდ ეს
საკითხებია: პარლამენტის თანამდებობის პირის არჩევის, დროებითი საგამოძიებო და
სხვა დროებითი კომისიების შექმნის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის,
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებისა და
რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
კომიტეტების საქმიანობას ეხება აგრეთვე სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც 2018
წელს იქნა შემოღებული. როგორც საპარლამენტო საქმიანობაზე დაკვირვებამ აჩვენა
გეგმის შემუშავება და შემდგომ ერთი წლის განმავლობაში ამ გეგმის მიხედვით
მოქმედება, არის საპარლამენტო ცხოვრებასთან შეუთავსებელი, ვინაიდან, როგორც
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო საქმიანობა არის პოლიტიკური პროცესი,
რომელიც პირველ რიგში განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობის საარჩევნო
პროგრამით, რომელსაც ის ახორციელებს 4 წლის განმავლობაში, ასევე უმრავლესობისა
და ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგით, რისი დაყვანაც ადმინისტრაციული თუ
კერძო კომპანიის მიდგომებზე, როდესაც შესაძლებელია ერთწლიანი გეგმა გაიწეროს და
ამის მიხედვით იმუშაოს ამ კომპანიამ, აცდენილია თავად თავისუფალი მანდატის
პრინციპთან, საპარლამენტო ცხოვრების პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენის,
განსაზღვრის თუ მოდიფიკაციის პრინციპებთან, ამიტომ შეუძლებელია საპარლამენტო
კომიტეტი მოვაქციოთ ამ ტიპის მარწუხებში, დავუსახოთ გეგმა, თუ როგორ უნდა
იმუშაოს და შემდგომ, პერიოდულად მოვნიშნოთ ხოლმე ამ გეგმის შესრულების
მაჩვენებლები.
ცვლილების თანახმად - კომიტეტები აღარ იქნებიან ვალდებული შეიმუშაონ
ყოველწლიურად სამოქმედო გეგმა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, უცხოური გამოცდილების შესწავლამ აჩვენა, რომ
ანგარიშების წარდგენის ვალდებულება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე
კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ არ არსებობს არცერთ პარლამენტში, თუმცა,
ვინაიდან, საქართველოს პარლამენტში არსებობს ამგვარი პრაქტიკა, რაც კარგია
ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ახალ რეგლამენტშიც ეს
ინსტიტუტი შენარჩუნებული იქნება, მაგრამ იმ მიზნით რომ არ იყოს წინა წლების
მსგავსად დუბლირება (კომიტეტების ანგარიშები, რომელიც ქვეყნდებოდა,
მეორდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშში), საკითხი მოწესრიგდება
შემდეგნაირად: კომიტეტების თავმჯდომარეები ვალდებული იქნებიან ყოველი წლის
იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინონ
კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები, როგორც შიდა დოკუმენტი,
რომელთა საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარე შეადგენს პარლამენტის
საქმიანობის ერთიან წლიურ ანგარიშს, რაც უზრუნველყოფს ერთგვაროვანი
სტრუქტურის, სისტემის არსებობას ანგარიშთან დაკავშირებით და გაადვილებს
აგრეთვე დოკუმენტის წაკითხვა-გაცნობის პროცესს მათთვის, ვინც დაინტერესებულია
საპარლამენტო
საქმიანობით.
პარლამენტის
თავმჯდომარეს,
კომიტეტის
9
თავმჯდომარის ანალოგიურად, აღარ ექნება ანგარიშთან ერთად სამოქმედო გეგმის
წარდგენის ვალდებულება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იყო ხოლმე ერთგვერდიანი,
ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარეს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს, რომ
ერთწლიანი გეგმა დაუსახოს მთლიან პარლამენტს, როგორც მრავალფეროვან
სტრუქტურას.
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის საქმიანობა
წარიმართება სრულად პოლიტიკური დღის წესრიგით, უმრავლესობის საარჩევნო
პროგრამის მიხედვით, რაც არის მისი გეგმაც, მიზნებიც და კონცეფციაც.
შემდეგი ცვლილება ეხება თემატურ მომხსენებელს, რომელიც შემოღებული იქნა,
როგორც ახალი ინსტიტუტი 2018 წელს და როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ძალიან
„მორიდებულად“ დაინერგა პარლამენტში. ყველა კომიტეტს ჰქონდა ვალდებულება,
რომ წლიური სამოქმედო გეგმის შედგენისას განესაზღვრა თემატური მომხსენებლები
სფეროებისა თუ კანონების მიხედვით. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ეს იყო ერთგვარი
მექანიკური პროცედურა, ვალდებულება, რომელიც რეალურ შედეგებს არ იძლეოდა.
რეგლამენტის ახალი რედაქციით, ეს ვალდებულება უქმდება და თემატური
მომხსენებლის განსაზღვრა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ანუ
თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი რჩება და კომიტეტს ექნება შესაძლებლობა
დაასახელოს თემატური მომხსენებელი, რომელიც მისი ინტერესის, კომპეტენციის
შესაბამისად, კონკრეტულ სფეროს ჩაიბარებს, როგორც ამ თემის კურატორი და შემდგომ
უკვე კომიტეტს მოახსენებს ხოლმე ცალკეულ საკითხებს აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით;
შემდეგი ცვლილება ეხება სამუშაო ჯგუფებს, რომლის შექმნის შესაძლებლობა და
პრაქტიკაც ქართულ საპარლამენტო ცხოვრების პრაქტიკაში ყოველთვის არსებობდა,
როდესაც საჭირო იყო ცალკეული საკითხების განხილვა სამუშაო ფორმატში,
ექსპერტებთან, დაინტერესებულ პირებთან ერთად, რაც, ბუნებრივია სცდება
კომიტეტის სხდომის ფორმატს და საჭიროებს უფრო არაფორმალურ, სამუშაო რეჟიმს.
რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, როგორც შალვა პაპუაშვილმა
აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის გამჭვირვალეობის მიზნით, შემოღებული იქნა
მთელი რიგი ვალდებულებები (შემადგენლობის გამოქვეყნება, სხდომების ოქმების
შედგენა, გამოქვეყნება და ა.შ.), რომელთა შედეგად სამუშაო ჯგუფის ფორმატი თითქმის
კომიტეტის სხდომის ფორმატს გაუთანაბრდა და სამუშაო ჯგუფმა დაკარგა მისი
მთავარი დანიშნულება, ხასიათი - სამუშაო ფორმატი.
როგორც საპარლამენტო
საქმიანობის პრაქტიკამ აჩვენა, ამ ცვლილებების შემდგომ, ბოლო პერიოდში არც ერთი
სამუშაო ჯგუფი არ შექმნილა.
ახალი რეგლამენტის პროექტით, სამუშაო ჯგუფს უბრუნდება ძველი ფორმა, რაც
შეესაბამება მის ტერმინოლოგიურ განმარტებასაც, რომ ეს არის კონკრეტული საკითხით,
თემით დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც სამუშაო რეჟიმში, მათ შორის
დახურულ ფორმატშიც შეუძლიათ საკითხების განხილვა, რაც, თავის მხრივ ხელს
უწყობს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პროდუქტიულობას და შედეგებზე
ორიენტირებულობას.
ზუსტდება თავისუფალი ტრიბუნის მოთხოვნასთან (რომელიც გახლავთ საპარლამენტო
ფრაქციების ინსტრუმენტი) დაკავშირებული ფორმალური პროცედურები, რადგან
არსებობდა არაერთგვაროვანი პრაქტიკა. ცვლილების თანახმად აღნიშნული საკითხის
დასმა ფრაქციას შეეძლება პლენარული სხდომის მსვლელობისას სხდომის
თავმჯდომარისადმი ზეპირად მიმართვით, რაც გაფორმდება პლენარული სხდომის
საოქმო ჩანაწერით.
10
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ნაწილში,
შენარჩუნდება ყველა ის ცვლილება, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა
რეგლამენტში და ცვლილება შეეხება მხოლოდ საგამოძიებო კომისიის თანამდებობის
პირებს, კერძოდ კომისიის თანამდებობის პირად, ნაცვლად კომისიის მდივნისა
(რომლის ფუნქციაც გახლდათ ოქმების წარმოება, სხდომების ორგანიზება და სხვა
ორგანიზაციული საკითხები), განისაზღვრა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,
რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, შეასრულებს მის
უფლებამოსილებებს.
მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება სხვა დროებით კომისიებს, კერძოდ, სხვა დროებითი
კომისია, დროებით საგამოძიებო კომისიასთან ერთად არის საქართველოს
კონსტიტუციით განსაზღვრული საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც პრაქტიკაში თითქმის არ ხდებოდა. როგორც
მომხსენებელმა აღნიშნა, მხოლოდ 2008 წელს აგვისტოს ომთან დაკავშირებით შექმნილი
იყო დროებითი კომისია, პაატა დავითაიას თავმჯდომარეობით, რომელსაც საგამოძიებო
ფუნქციები არ ჰქონდა. ნაცვლად საპარლამენტო ზედამხედველობის კონსტიტუციური
მექანიზმის გამოყენებისა, რომლის შექმნის მიზანიც ხდება კონკრეტული საკითხი,
რომელიც გასაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საპარლამენტო დონეზე ან არსებობს
საკითხი, რომელიც მიმდინარე მოწვევისათვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი,
2018 წლიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული
ცვლილების შედეგად არსებობდა ისეთი სუროგატი მექანიზმები, როგორებიცაა:
თემატური მოკვლევის ჯგუფი, საბჭოები და ა.შ. ამასთანავე, სხვა დროებითი კომისიის
დაკომპლექტების კონსტიტუციით განსაზღვრული ფორმატი (ნახევარი უნდა იყოს
უმრავლესობა და ნახევარი ოპოზიცია) უბიძგებს კომისიას, რომ კონსენსუსზე,
კონსტრუქციულ საქმიანობაზე იყოს ორიენტირებული
კონკრეტული შედეგების
მიღწევის მიზნით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მიზეზი სხვა დროებითი კომისიების
მექანიზმის გამოუყენებლობის იყო ისიც, რომ მისი შექმნის და საქმიანობის
მარეგულირებელი ნორმები იყო რთული, ჩახლართული, და ბუნდოვანი. უმეტეს
შემთხვევაში
სხვა
დროებით
კომისიებთან
დაკავშირებული
საკითხების
მარეგულირებელ ნორმებში იყო მითითება დროებითი საგამოძიებო კომისიის
ნორმებზე. ახალი რეგლამენტის კონცეფცია, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, არის
მივიწყებული, არგამოყენებული კონსტიტუციური ინსტრუმენტის გაცოცხლება. ამ
მიზნით ცალკე თავებად ჩამოყალიბდა დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი
კომისიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი
ნორმები, დეტალურად განისაზღვრება სხვა დროებითი კომისიის შექმნის წესი, აგრეთვე
მისი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ
დროებითი კომისიის ფორმატი გამოყენებულ იქნეს, როგორც კონკრეტულ თემაზე
მოკვლევის ჩასატარებლად, ისე ცალკეული თემების კოლეგიური წესით
დამუშავებისთვის.
ცვლილებები შეეხება აგრეთვე პარლამენტის სათათბირო ორგანოებს. მიუხედავად
იმისა, რომ წლების განმავლობაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები
საკონსულტაციო ფორმატით ფუნქციონირებდნენ, ისინი ფაქტობრივად იყვნენ კვაზი
კომიტეტები, რაც არ შეესაბამებოდა მათ სამართლებრივ სტატუსს. აქედან გამომდინარე,
გაუქმდება ღია მმართველობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოები. ამის საპირწონედ, სხვა
დროებით კომისიასთან
დაკავშირებული ნორმების ახლებურად განსაზღვრა, შესაძლებელს გახდის, რომ ეს
საბჭოები ჩანაცვლდეს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული დროებითი
11
კომისიის ინსტრუმენტის გამოყენებით ან სამუშაო ჯგუფებით, იმ მიზნით, რომ
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები კოლეგიურად იქნეს შესწავლილი.
ხაზინადართა საბჭო და მასთან დაკავშირებული რეგულაციები გადაინაცვლებს ცალკე,
პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებების თავში. აგრეთვე დაზუსტდება, რომ
ხაზინადართა საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე, ან მისი
დავალებით - ხაზინადართა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რაც მოქმედ რეგლამენტში
გარკვეულ ხარვეზს წარმოადგენდა.
უცვლელი დარჩება ეთიკის საბჭო, რომელიც უკავშირდება ქცევის წესებს და
ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შექმნილია პარლამენტისა და
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების
საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით.
რეგლამენტის პროექტის თანახმად, დაზუსტდება და საქართველოს კონსტიტუციის
შესაბამისად მოწესრიგდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის
გამართვასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მუდმივად ხდებოდა, მათ
შორის, განსაკუთრებულად მიმდინარე მოწვევის პარლამენტში, სპეკულაციის საგანი.
კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის
არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა,
რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთანავე, განიმარტა, რომ, იმ
შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ განსაზღვრა პირველი სხდომის
გამართვის თარიღი, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე იკრიბება
პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს,
როგორც წესი, დღის 12 საათზე. ასევე დაზუსტდება, რომ ახალარჩეული პარლამენტის
პირველ სხდომას ხსნის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე
დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი.
დაზუსტდება აგრეთვე პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვის საათები.
მოქმედი რეგულაციის მიხედვით, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის
მორიგი პლენარული სხდომები, იმართებოდა 12 საათიდან 19 საათამდე. 15 საათიდან 16
საათამდე ცხადდებოდა შესვენება. სხდომა შეიძლება გაგრძელდებულიყო მხოლოდ 21
საათამდე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 21 საათის შემდეგ საკითხის ამოწურვამდეამდე,
სხდომა შეიძლება გაგრძელებულიყო მთელი რიგი ისეთი საკითხების განხილვისას,
როგორიცაა: საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს
პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის,
მინისტრის საათის, საქართველოს მთავრობის ნდობის საკითხის განხილვის,
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ანგარიშის, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის, საქართველოს გენერალური
პროკურორის ანგარიშის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის ანგარიშის განხილვის დროს. სხვა საკითხების განხილვა 21 საათზე უნდა
შეჩერებულიყო, რასაც, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, არ ჰქონდა არავითარი
ლოგიკა, რადგან თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გააგრძელოს სხდომა,
ამის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.
ახალი რედაქციის თანახმად, პარლამენტის სხდომის გამართვის საათები იქნება
12:00−21:00. ამასთანავე, პარლამენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება
პლენარული სხდომის 21:00 საათის შემდეგ გაგრძელება განსახილველი საკითხის
ამოწურვის მიზნით.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ცვლილების განსაკუთრებულ მნიშვნელობას,
რომელიც უკავშირდება ბოიკოტს. არსებული გამოცდილების მიხედვით, არსებობდა
12
ზოგადი შინაარსის განცხადებების საფუძველზე ბოიკოტის გამოცხადების პრაქტიკა,
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში არსებობს
განმარტება იმის თაობაზე, რომ ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ
კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ბოიკოტი - როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,
არ გვხვდება არცერთი, მათ მიერ შესწავლილი ევროკავშირის ქვეყნების საპარლამენტო
საქმიანობაში.
ბოიკოტი, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მისი აზრით, ერთი მხრივ არის
პოლიტიკური განაცხადი, რომ პარლამენტის წევრი მონაწილეობას არ იღებს
რომელიღაც კონკრეტული საკითხის განხილვაში და მეორე მხრივ, ბოიკოტი არის
ერთგვარი სოციალური დაცვა, ვინაიდან თუ პარლამენტის წევრს გამოცხადებული აქვს
ბოიკოტი, მას ხელფასიდან 10% არ ექვითება გაცდენის გამო. ახალ რეგლამენტში
განისაზღვრება, რომ ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული
სხდომის, არამედ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული
საკითხის მიმართ.
შემდგომი ცვლილება ეხება
პოლიტიკურ დებატებს, კერძოდ მოწესრიგდა და
დეტალურად განისაზღვრა პოლიტიკური დებატების პროცესში პარლამენტის წევრთა
სიტყვით გამოსვლის თანამიმდევრობა, რისი მოწესრიგების პრაქტიკაც არსებობდა წინა
მოწვევის პარლამენტში და მოხდა მისი ასახვა ახალ რეგლამენტში. ახალი რეგულაციის
მიხედვით, თავდაპირველად სიტყვით გამოვლენ უფრაქციო პარლამენტის წევრები.
უფრაქციო პარლამენტის წევრების გამოსვლის შემდეგ ერთმანეთის მონაცვლეობით
გამოვლენ საპარლამენტო ოპოზიციაში და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი
ფრაქციების წარმომადგენლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელთა
სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი. ფრაქციათა მონაცვლეობის ეს პრინციპი
გავრცელდება ყველა იმ დებატზე, რომელიც იმართება პარლამენტში.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ცვლილებაზე, რომელიც შეეხება
საკანონმდებლო წინადადებას, ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს
საპარლამენტო პროცესში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობას ანიჭებს. ბოლო 2
მოწვევის პარლამენტის მონაცემების გაანალიზების შედეგად, პარლამენტში შემოსულია
700 საკანონმდებლო წინადადება და აქედან მხოლოდ 9 საკანონმდებლო წინადადება
(1%) იქცა კანონად. ეს საკანონმდებლო წინადადებები პარლამენტში წარმოდგენილია
ერთიდაიმავე 5- 6 სუბიექტის მიერ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ
საკანონმდებლო წინადადებებს კანონად ქცევის ძალიან დაბალი შანსი აქვთ, ვინაიდან
მათი წარდგენა ხდება კომიტეტებში და პარლამენტის ყველა წევრამდე არ მიდის.
სწორედ პარლამენტში შემოსული საკანონმდებლო წინადადების პარლამენტის ყველა
წევრამდე მისვლისა და პარლამენტის საქმიანობის რაციონალიზაციის მიზნით,
ცვლილების თანახმად, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ყველა წევრს
გადაეცემა. მათ საკანონმდებლო წინადადების მიღებიდან 1 თვის ვადაში შესაძლებლობა
ექნებათ, მასზე დაყრდნობით პარლამენტს წარუდგინონ საკანონმდებლო ინიციატივა,
რომლის ავტორადაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიეთითება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, იმ კომიტეტებს, რომელთაც ამ რეგლამენტის
ამოქმედების მომენტისათვის პარლამენტის ბიუროს მიერ გადაცემული აქვთ
საკანონმდებლო წინადადებები და ჯერ არ განუხილავთ ისინი, ეძლევათ 1 თვიანი ვადა
საკანონმდებლო წინადადების მათთვის გადაცემის დროს მოქმედი შესაბამისი
ნორმების მიხედვით რეაგირებისათვის. აღნიშნული 1 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ
საკანონმდებლო წინადადება აღარ ჩაითვლება კომიტეტის მიერ განსახილველ
საკითხად.
13
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო აგრეთვე ინტერპელაციასთან, როგორც
საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტთან დაკავშირებული
ცვლილება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ანგარიშვალდებულებისა და
საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის მნიშვნელოვანი გაძლიერება ხდება, რაც
განსაკუთრებულად საინტერესოა ოპოზიციისათვის.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ინტერპელაცია არის საპარლამენტო კონტროლის
მექანიზმი, რომლის დროს პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს,
ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს
მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს.
ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს
პლენარულ სხდომას. ინტერპელაციის პროცედურების დასრულების შემდეგ იმართება
დებატები. ჯერ კიდევ 2 წლის წინ, რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად, გაიზარდა ინტერპელაციების რაოდენობა, ამჯერად წარმოდგენილი ახალი
რეგლამენტის პროექტი კი ითვალისწინებს ინტერპელაციების რაოდენობის
მაქსიმალურ გაზრდას, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ინტერპელაცია გაიმართება
მორიგი სესიის პლენარული სხდომების ყოველ კვირაში, რაც პარლამენტის წევრებს
შესაძლებლობას მისცემს, პლენარული სხდომების ყოველ კვირაში ჰქონდეთ საშუალება,
კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები მოისმინონ საქართველოს მთავრობის ნებისმიერი
წევრისგან, აგრეთვე სხვა ანგარიშვალდებული სუბიექტებისგან. მორიგი სესიის ყოველი
პლენარული სხდომების კვირაში ინტერპელაციის დღეს, შეკითხვის ავტორთან და
ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე, დაადგენს პარლამენტის ბიურო
პლენარული სხდომების დღის წესრიგის ფარგლებში, რადგან ინტერპელაციის დღედ
„როგორც წესი პარასკევის“ განსაზღვრა, საპარლამენტო გამოცდილებამ გვიჩვენა რომ არ
იყო მოქნილი, მოხერხებული და ეფექტური - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ინტერპელაციის რაოდენობის ზრდა საშუალებას მისცემს პარლამენტის წევრებს რომ
ნებისმიერ მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე მოუსმინონ მინისტრებს,
გამართონ დებატები, შესაბამისად მინისტრის საათი, რომელიც არ არის საქართველოს
კონსტიტუციით გათვალისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტი, აზრს კარგავს
და წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით უქმდება, მითუმეტეს პრაქტიკამ აჩვენა,
რომ მინისტრის საათი საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო.
ამასთანავე, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არსებობდა გარკვეული სახის
პარალელიზმი პრემიერ მინისტრის ანგარიშთან, ვინაიდან პრემიერ მინისტრიც
ბუნებრივია საუბრობს მთავრობის წევრების, სამინისტროების მიერ გაწეული
საქმიანობის შესახებ.
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე თემატური მოკვლევის
ინსტიტუტის გაუქმებას (რომელიც შემოღებული იქნა 2018 წელს), ვინაიდან, როგორც
მომხსენებელმა აღნიშნა, თემატური მოკვლევა ფორმალური ხასიათის იყო და სხვა
საპარლამენტო საზედამხედველო ინსტრუმენტების არსებობის ფონზე, არაეფექტიან
მექანიზმად გვევლინებოდა. თემატური მოკვლევის ინსტრუმენტის ფუნქციების
შეთავსებას
უზრუნველყოფს
წარმოდგენილი
რეგლამენტის
პროექტით
გათვალისწინებული სხვა დროებითი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის ფორმატები.
კონცეპტუალურად საინტერესოა აგრეთვე ცვლილება, რომელიც შეეხება საქართველოს
პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევას, რომელთაც პარლამენტს
წარუდგენს პრემიერ მინისტრი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
14
საბჭოს წევრი. დღეისათვის არსებული რეგულაციების თანახმად კანდიდატების
შერჩევა ხდება პრემიერ მინისტრის მიერ და მას უკვე აქვს, ბუნებრივია თავისი
ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა პარლამენტში ორი კანდიდატის წარმოდგენის
ვალდებულება ქმნიდა არჩევანის ერთგვარ ილუზიას, რაც არასწორი იყო. ახალი
რეგულაციის თანახმად მოხდება მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოდგენა.
რაც შეეხება ქცევის წესებს და პასუხისმგებლობის ზომებს, როგორც შალვა პაპუაშვილმა
აღნიშნა, იქნება ერთგვაროვანი ყველა საპარლამენტო ღონისძიების დროს, პარლამენტის
პლენარული სხდომა იქნება ეს, ბიუროს სხდომა, კომიტეტის სხდომა თუ კომისიის.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი დანრჩენი 8
საქართველოს კანონის პროექტი და 2 საქართველოს ორგანული კანონის პროექტი არის
რეგლამენტის პროექტიდან გამომდინარე.
საქართველოს კანონის პროექტები:
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“;
„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“;
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ .
საქართველოს ორგანული კანონის პროექტები:
„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ ;
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
აზრი გამოთქვეს:
გენრიეტა წიწავამ მომხსენებელს მიმართა დაზუსტებისათვის, საზოგადოების
ინტერესიდან გამომდინარე, როგორი იქნება სხვა დროებითი კომისიისა და დროებითი
საგამოძიებო კომისიის ვადები?
გიორგი კახიანმა მადლობა გადაუხადა შალვა პაპუაშვილს ახალი რეგლამენტის
პროექტის კონცეფციის სრულად წარმოდგენისათვის და კომპლექსური ცვლილებების
განხორციელებისათვის, რაც უფრო მოქნილს, ეფექტიანს და სრულყოფილს გახდის
საპარლამენტო საქმიანობას.
შალვა პაპუაშვილმა გენრიეტა წიწავას მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით
განმარტა, რომ მოქმედი რეგლამენტის თანახმად სხვა დროებით კომისიაზე
ვრცელდებოდა ის შეზღუდვა, რომელიც არსებობს დროებით საგამოძიებო კომისიასთან
დაკავშირებით, კერძოდ - 3 თვის ვადით შექმნა და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ 3
თვით ვადის გაგრძელება, მაქსიმუმ 6 თვე. რაც ასევე გახლდათ მიზეზი იმის, რომ სხვა
დროებითი კომისიები არ იქმნებოდა.
ცვლილების თანახმად, ეს შეზღუდვა მოიხსნა და სხვა დროებითი კომისია შეიძლება
შეიქმნას არაუმეტეს პარლამენტის მოწვევის ვადით ანუ დროებითი კომისიის
15
უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის მიმდინარე მოწვევის
ვადას. მიმდინარე მოწვევის ვადაზე ნაკლები ვადით შექმნილი დროებითი კომისიის
უფლებამოსილების ვადა, პარლამენტის მიერ, შეიძლება გაგრძელდეს კომისიის
დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა გიორგი კახიანს ახალი რეგლამენტის
პროექტის შეფასების, ასევე მის შექმნაში მონაწილეობისათვის.
შალვა პაპუაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს დავით მათიკაშვილს და ყოფილ თავმჯდომარეს
ირაკლი ქადაგიშვილს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატს, მისი
ცოდნითა და დაგროვებული გამოცდილებით ახალი რეგლამენტის პროექტის შექმნაში
აქტიური ჩართულობისათვის, ასევე საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ
დეპარტამენტს.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია ახალი რეგლამენტის პროექტის
ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან და საშემოდგომო სესიას პარლამენტი დაიწყებს
ახალი რეგლამენტით.
დავით მათიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს და აპარატს,
პერსონალურად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსს
მაკა წულაიას.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, მამუკა
მდინარაძის, გიორგი ვოლსკის, თეა წულუკიანის, გიორგი კახიანის, ნინო წილოსანის,
შოთა ბერეკაშვილის, მაია ბითაძის, გიორგი გაბუნიას, არჩილ გორდულაძის, ირაკლი
ზარქუას, რატი იონათამიშვილის, პაატა კვიჟინაძის, ზაზა ლომინაძის, დავით
მათიკაშვილის, ლევან მახაშვილის, გივი მიქანაძის, გელა სამხარაულის, ნიკოლოზ
სამხარაძის, ვიქტორ სანიკიძის, ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი ქადაგიშვილის,
ირაკლი მეზურნიშვილის, მარიამ ლაშხის, დიმიტრი სამხარაძის, რამინა ბერიძის, ირმა
ზავრადაშვილის, ეკა ჭიჭინაძის, სალომე ჯინჯოლავას, დათო კოდუას, არჩილ ბერიძის,
გრიგოლ აბესაძის, ირაკლი შატაკიშვილის, ალექსანდრე დალაქიშვილის, სავალან
მირზოევის, ისკო დასენის, დავით შერაზადიშვილის, აკაკი ალადაშვილის, ზაალ
დუგლაძის, ზაურ დარგალის, თორნიკე ჭეიშვილის, ლევან მაჭავარიანის, გიორგი
გუგუჩიას, ნოდარ ტურძელაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ვლადიმერ კახაძის, ვლადიმერ
ხინჩეგაშვილის, ირაკლი ჭეიშვილის, გიორგი სოსიაშვილის, ლაშა ტალახაძის, ანტონ
ობოლაშვილის, სუმბატ კიურეღიანის, ზურაბ რურუას, გენრიეტა წიწავას, ანზორ
ბოლქვაძის, გიორგი ჩაკვეტაძის, ლიკა შარტავას, გიორგი ბარვენაშვილის, შოთა
ხაბარელის, ირაკლი ხელაძის, თენგიზ შარმანაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, იმედა
ნიკურაძის, ბეჟან წაქაძის, ვახტანგ თურნავას, ზვიად შალამბერიძის, გივი ჭიჭინაძის,
ირაკლი კირცხალიას, ალუდა ღუდუშაურის, გოდერძი ჩანქსელიანის, გენო
პეტრიაშვილის, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძის, ედიშერ თოლორაიას, გია
ბენაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გიორგი ჭყონიასა და სამველ მანუკიანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“, საქართველოს
კანონების პროექტების: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
16
საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბავშვის უფლებათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული
კანონების პროექტების: „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/49; 02.04.2025) I მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი.
გადაწყვიტეს (ერთხმად):
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი“ და მისგან გამომდინარე პროექტები, მომზადებულად ჩაითვალოს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის;
- პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად
დაინიშნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით
მათიკაშვილი.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
17