კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-04-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 10
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი;
2. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3239?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
14 აპრილი 2025 12:30
2025 წლის 14 აპრილი, 12:30 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი,V სართული)
დღის წესრიგი
1. კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველი მოადგილე;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები:
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ალექსანდრე
დალაქიშვილისა
და
გიორგი
ჭყონიას
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/46; 26.03.2025) I მოსმენა;
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე.
4/14/2025, 2:47 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის სხდომის
ოქმი N10
ქ. თბილისი
2025 წლის 14 აპრილი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე მაია ბითაძე;
კომიტეტის წევრები: ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ჭყონია, გოდერძი ჩანქსელიანი, ზაურ
დარგალი, გიორგი ხახუბია, ალექსანდრე დალაქიშვილი.
კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: დენის სალუქვაძე - კომიტეტის აპარატის უფროსი,
ანა ბერიძე, ნათია შამათავა, ანი სისორდია, ხათუნა მუკბანიანი, მარიამ ბლიაძე და ელისო
შანავა - სხდომის მდივანი.
დღის წესრიგი
(პირველი საკითხის მოსმენა ჩატარდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად)
1.
კლიმატის
ცვლილების
სფეროში
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველი მოადგილე;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხი:
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ვლადიმერ ბოჟაძის, ალექსანდრე
დალაქიშვილისა და გიორგი ჭყონიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“ (07-3/46;
26.03.2025)
I
მოსმენა;
მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მან დაადასტურა სხდომის
უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო
სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი
წარმოდგენილი სახით.
I საკითხი
მაია ბითაძემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ნინო თანდილაშვილს - გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს;
მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - მისი თქმით, გაეროს „კლიმატის ცვლილების ჩარჩო
კონვენციის“ „პარიზის შეთანხმების“ მიხედვით, საქართველო ვალდებულია, 5 წელიწადში
ერთხელ განაახლოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი,
რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შერბილებისა და ადაპტაციის მიზნებს. 2021 წელს
მიღებული NDC-ის მიხედვით, საქართველომ შემდეგი ძირითადი მიზნები განსაზღვრა:
უპირობო მიზანი - ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური
მაჩვენებელი 35%-ით შეამციროს 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან
შედარებით 2030 წლამდე;
პირობიანი მიზანი - სათბურის აირების ემისიების 50-57%-ით შემცირება 2030
წლამდე, საერთაშორისო მხარდაჭერის არსებობის პირობებში;
საქართველოს საადაპტაციო საჭიროებების შესწავლა, შეფასება და საადაპტაციო
შესაძლებლობების განვითარება.
2025 წელს საქართველო განაახლებს თავის NDC-ის და სათბურის აირების ემისიების
შემცირების უპირობო მიზანს 35%-დან 47%-მდე გაზრდის.
NDC-ით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საქართველოს მთავრობამ მიიღო
კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და ორ წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს
შესაბამის სამოქმედო გეგმებს. ადაპტაციის ეროვნული გეგმა შემუშავების პროცესშია.
NDC სათბურის აირების ემისიების შემცირების ძირითადი მიზნის მისაღწევად ადგენს
კონკრეტულ მიზნებს შემდეგი 7 სექტორისთვის:
1. ენერგიის წარმოება და გადაცემა - 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების
15%-ით შეზღუდვა;
2. ტრანსპორტი - 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 15%-ით შემცირება;
3. შენობები - დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარება, მათ შორის, საჯარო და
ტურისტული დანიშნულების შენობების მიმართულებით კლიმატის მიზნებზე
მორგებული
ენერგოეფექტური
ტექნოლოგიებისა
და
მომსახურეობების
წახალისების გზით. ემისიების შემცირების რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებელები
კლიმატის ცვლილების სტრატეგიით არის განსაზღვრული;
4. მრეწველობა - დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარება, კლიმატის
მიზნებზე მორგებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების წახალისების
გზით, რათა შესაძლებელი იყოს ამ სექტორში ემისიების 5%-იანი შეზღუდვის
მიზანი;
5. სოფლის მეურნეობა - დაბალნახშირბადიანი განვითარების ხელშეწყობა
კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების
წახალისების გზით. ემისიების შემცირების რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებელები
კლიმატის ცვლილების სტრატეგიით არის განსაზღვრული.
6. ნარჩენების მართვა - დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარება კლიმატის
მიზნებზე მორგებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მომსახურების
წახალისების გზით და სეპარაციის პრაქტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის
პრინციპების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობით.
7. სატყეო სექტორი - 2030 წლისთვის სატყეო სექტორის ნახშირბადის შთანთქმის
უნარის 10%-ით გაზარდა 2015 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით.
„პარიზის შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან
დაკავშირებით საქართველო ყოველ 2 წელიწადში ამზადებს და კონვენციის სამდივნოს
წარუდგენს გამჭვირვალობის ორწლიან ანგარიშს. ასევე, 2 წელიწადში ერთხელ ამზადებს
სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაციის ანგარიშს.
საქართველომ 2023 წელს, პარიზის შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების
„მმართველობის რეგულაციის“ შესაბამისად, ასევე, მიიღო დაბალემისიიანი განვითარების
გრძელვადიანი კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, განსაზღვრულია
2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევის მიზანი. კონცეფციის მიხედვით,
მიზნის მისაღწევად საჭიროა ემისიების შემცირება და მათი შთანთქმის გაზრდა შემდეგ
სექტორებში: ენერგეტიკა, სამშენებლო სექტორი, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის
მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მიწათსარგებლობა და ტყის მართვა.
2024 წელს საქართველოს პარლამენტმა, ასევე, დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოს
ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის
ეროვნული, ინტეგრირებული გეგმა, რომლის მიღებაც განპირობებულია საქართველოს
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობიდან გამომდინარე. დოკუმენტებით
განსაზღვრულია 2030 წლისთვის მისაღწევი მიზნები, მათ შორის: სათბურის გაზების
ემისიის შემცირება, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გენერაციის ზრდა,
ენერგოეფექტურობის
წახალისება
და
ენერგეტიკული
სისტემების
ურთიერთდაკავშირების გაძლიერება.
მომხსენებლის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ასევე, დააინიცირა ცვლილებები
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიზანია ქვეყანაში შეიქმნას
სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV)
სისტემა. ცვლილებები განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის
პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის
შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ასევე, ენერგეტიკული
გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებიდან.
აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს კერძო სექტორიდან გაფრქვეული სათბურის
აირების ემისიების მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და
წარმოდგენილი ინფორმაციის დამოწმებას.
კითხვა დასვა: მაია ბითაძემ - რა მეთოდოლოგიის მიხედვით განისაზღვრა და როგორ
იმუშავეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად კლიმატის
ცვლილების შერბილების მიმართულებით კონკრეტული მიზნების შესამუშავებლად?
ასევე, გთხოვთ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ მონიტორინგის, ანგარიშგებისა და
დამოწმების სისტემასთან დაკავშირებით, რომლის დანერგვის ვალდებულებაც
საქართველომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობის
ფარგლებში აიღო.
უპასუხა: ნინო თანდილაშვილმა - კლიმატის ცვლილების მიმართულებით მიზნების
განსაზღვრის ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგია შემუშავდა პარიზის შეთანხმების
ფარგლებში მხარეთა მიერ. აღნიშნული მეთოდოლოგია განსაზღვრავს კონკრეტულ
მაჩვენებლებს, რომელთა საფუძველზე შემუშავდება სხვადასხვა სექტორისთვის სამიზნე
მაჩვენებლები. ამ პრინციპების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის
(NDC) განახლებული დოკუმენტის მომზადების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად შევიმუშავეთ 2030 და 2035
წლებისთვის განახლებული მიზნების პირველი ვერსია. სამინისტრო პასუხისმგებელია
ენერგეტიკის, მრეწველობისა და ტრანსპორტის სექტორებზე.
მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის ძირითადი მიზანია,
გაუმჯობესდეს საქართველოში მრეწველობის სექტორიდან სათბურის აირების
გაფრქვევების დაანგარიშების სისტემა და უფრო ზუსტი გახდეს მონაცემები. ამისთვის
საჭიროა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე კერძო სექტორის მზაობა, რომელმაც
უნდა დაიანგარიშოს და წარმოადგინოს ინფორმაცია გაფრქვეული სათბურის აირების
შესახებ. ეს სისტემა ხელს შეუწყობს საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევების
ანგარიშგების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და საქართველოს მიერ კლიმატის
ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო და
ენერგეტიკული
გაერთიანების წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული
სისტემის დანერგვის მიზნით, საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია
შესაბამისი კანონპროექტი და მიმდინარეობს განხილვები, რათა საბოლოოდ შევჯერდეთ,
თუ როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოში სათბურის
აირების გაფრქვევების ანგარიშგების, მონიტორინგისა და დამოწმების სისტემა.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
ცნობად იქნას მიღებული კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ
საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის
მოსმენა;
(ოქმს თან ერთვის პრეზენტაცია „კლიმატის ცვლილების პოლიტიკა და საერთაშორისო
ვალდებულებები“).
II საკითხი
მომხსენებელი: მაია ბითაძე - მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილებების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს კომპეტენცია ფართოვდება და მოიცავს სასარგებლო წიაღისეულის
(გარდა ნავთობისა და გაზისა) მართვისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო
კონტროლის განხორციელების უფლებამოსილებას. ცვლილებები განსაზღვრავს
სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურების — მათ შორის,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სხვა შესაბამისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების — უფლებამოსილებებს ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების, კონტროლისა და მონიტორინგის
სფეროში.
დეპარტამენტს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს შემოწმება და
დათვალიერება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და პირველადი
გადამუშავების პროცესზე, შეამოწმოს რესურსების კანონიერება და შესაბამისი
დოკუმენტაცია, აგრეთვე დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა
კანონმდებლობის
მოთხოვნათა
შესამოწმებლად.
ცვლილებები
ასევე
ითვალისწინებს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესებისა და
მოთხოვნების განსაზღვრას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჩარჩოს
შესაბამისად.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა:
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ვლადიმერ
ბოჟაძის, ალექსანდრე დალაქიშვილისა და გიორგი ჭყონიას მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გარემოს
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
სხდომის მდივანი
ელისო შანავა