საქართველოში „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ „კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული „სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით შექმნილი საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.008.157
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №89
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოში „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ „კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული „სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით შექმნილი საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №172 „საქართველოში „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ „კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული „სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ“ დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოში „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ „კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული „სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით შექმნილი საბჭოს“ თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოში „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის” „კიოტოს ოქმით” გათვალისწინებული „სუფთა განვითარების მექანიზმის” განხორციელების კოორდინაციის მიზნით შექმნილი საბჭოს
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „სუფთა განვითარების მექანიზმის“ (სგმ) ეროვნული საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №172 დადგენილებით „საქართველოში „კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ „კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული “სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ“. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებითა და დადგენილებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან დაინტერესებულ სამინისტროთა და უწყებათა წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 2. საბჭოს ამოცანები
საბჭოს ამოცანებია:
ა) სგმ პროექტებისათვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, განსაზღვროს, რამდენად უწყობს ხელს წარდგენილი სგმ პროექტი ქვეყნის მდგრად განვითარებას, შესაბამისობაშია თუ არა სგმ პროექტი ეროვნულ და/ან სექტორულ პოლიტიკასთან, საქართველოს მთავრობის წინაშე წარდგეს რეკომენდაციით სგმ პროექტის განხორციელებაზე ოფიციალური თანხმობის გაცემის თაობაზე;
ბ) განსაზღვროს სახელმწიფოს წილი სგმ პროექტით გამომუშავებული “სერტიფიცირებული ემისიის შემცირების“ განაწილებაში.
მუხლი 3. საბჭოს მიზანი
საბჭოს ძირითადი მიზანია ეფექტური გახადოს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებულ სუფთა განვითარების მექანიზმის ფუნქციონირება და ამით ხელი შეუწყოს გარემოსადაცვითი პროექტების განხორციელებისათვის ახალი ტიპის ინვესტიციების მოზიდვას.
მუხლი 4. საბჭოს სამუშაო პროცედურა
1. საბჭო სხდომებს მართავს საჭიროებისამებრ, წელიწადში ორჯერ მაინც. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით.
2. საბჭო თავის სხდომებზე პერიოდულად ისმენს ინფორმაციას სგმ პროექტების მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 5. საბჭოს სამდივნო
საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახური.