„დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-16
ბიუროს ნომერი 41 (11:45)
📜 ტექსტი
ანგარიში
დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების
2024 წლის ანგარიში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო
2025 წ.
1
სარჩევი
შესავალი ................................................................................................................................................................. 3
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ...................................................................................................................... 3
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო................................................................................ 5
1. სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება ..................... 5
2. პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და დონორებთან კოორდინაცია ................................... 8
3. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება ...................................................... 11
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო................................. 21
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...................................................... 36
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო......................................... 36
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო................................................... 43
2
შესავალი
2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „დასაქმების
ხელშეწყობის შესახებ“ (შემდგომ - კანონი), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების
დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და
კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს
მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას.
კანონი აწესრიგებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საქმიანობას, განსაზღვრავს
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ
ინსტიტუტებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
კანონის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო) უზრუნველყოფს შრომის
ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის ნორმატიული ინსტრუმენტების შემუშავებას და
დამტკიცებას, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, აგრეთვე
სექტორული სტრატეგიებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული - სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გეგმებისა და პროგრამების შესრულების მონიტორინგს,
დასაქმების სფეროში შეთანხმებების მომზადებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით
პროექტების განხორციელებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას.
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წარმართავს თავის საქმიანობას ზემოაღნიშნული
კანონის შესაბამისად და მისი ძირითადი ფუნქცია არის შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის
განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
ახორციელებს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში სამინისტროს მიერ შემუშავებულ და
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ემსახურება ქვეყნის
მასშტაბით მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი სამუშაოს
მაძიებლების მხარდაჭერას და დასაქმების ხელშეწყობას.
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამავე
კანონით დადგენილი პრინციპებით, როგორიცაა:
დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების ინდივიდუალიზაცია;
საქმიანობის არჩევის თავისუფლება;
დისკრიმინაციის აკრძალვა;
მიუკერძოებლობა;
სამუშაოს მაძიებლის მოტივაცია;
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა;
დასაქმების ხელშეწყობის უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომი სახელმწიფო მომსახურებები;
ერთი ფანჯრის პრინციპი.
3
ერთი ფანჯრის პრინციპი
მომსახურებათა ეფექტური მიწოდების მიზნით, სამინისტრომ დაიწყო ყველა მის კომპეტენციაში შემავალ
მომსახურებათა ერთ ადგილზე მიწოდების ე.წ. „ერთი ფანჯრის პრინციპით“ განხორციელება. აღნიშნული
მიდგომა აერთიანებს სოციალურ, ჯანმრთელობის დაცვის და შრომა-დასაქმების მომსახურებებს, რათა
მოქალაქეებისათვის მისაწვდომი გახდეს ყველა საჭირო სახელმწიფო მომსახურება. მიმდინარე
პერიოდისათვის ერთიანი ოფისები გახსნილია თბილისში, ლენტეხში და უახლოეს პერიოდში იგეგმება ამ
მომსახურებების გაფართოება სხვა რეგიონებში.
ამასთან, „ერთი ფანჯრის პრინციპი“ გულისხმობს როგორც ერთიან ფიზიკურ სივრცეს, ისე ერთიან
ელექტრონულ სისტემას, რისთვისაც იქმნება და ინერგება ახალი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო
სისტემა, რომელიც დასაქმების მომსახურებათა უფრო ეფექტური მიწოდების შესაძლებლობას ქმნის.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განვითარება და მუდმივი გაუმჯობესება
კანონის 51-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება სსიპ - დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით, როგორც „დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამის“ შემუშავება/განვითარება, ისე მისი განხორციელების ზედამხედველობა და
შედეგებისა და ეფექტურობის შეფასება. ამ ფუნქციის გაძლიერების მიზნით, სამინისტრომ 2024 წლის
შემოდგომაზე დაიწყო პროგრამის შეფასების სისტემის შემუშავება, რომლის მიზანიც არის კვლევის
მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით პროგრამის განხორციელების შედეგისა და ზეგავლენის პერიოდული
შეფასება. აღნიშნულის ფართომასშტაბიანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი საკადრო
რესურსის მობილიზება.
უწყებათაშორისი კოორდინაცია და სოციალური პარტნიორობა
სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობს ყველა უწყებასთან, რომელიც დაკავშირებულია დასაქმების
მომსახურებათა განვითარებასთან, მათ შორისაა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. აღნიშნულ უწყებებთან ერთად სამინისტრო
შეიმუშავებს და განავითარებს პოლიტიკის დოკუმენტებს, სტრატეგიებს, წარმართავს კოორდინირებულ
ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო საქმიანობებს. მათ შორის,
მჭიდროდ თანამშრომლობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, რომელთან ერთად ჩართულია ეთნიკური უმცირესობებისთვის
გამართულ საინფორმაციო კამპანიებში. 2024 წელს ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ჩატარდა 18
შეხვედრა.
შეხვედრების
დროს
დარიგდა
აზერბაიჯანულ
და
სომხურ
ენაზე
მომზადებული საინფორმაციო ბროშურები.
ასევე 2024 წელს სამინისტროში ჩამოყალიბდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ)
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ
მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს ფარგლებში შეიქმნა დასაქმების
საკითხებზე მომუშავე კომიტეტი, რომელიც მოქმედებს სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და
შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით. აღნიშნული საბჭო მასში შემავალ
კომიტეტებთან ერთად წარმოადგენს სამინისტროს საკონსულტაციო, კოლეგიალურ ერთეულს და შედგება
და იმართება თავად შშმ თემის მიერ. 2024 წელს გაიმართა კომიტეტის 2 სხდომა, რომელზეც განხილული
იყო „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ და კონკრეტულად შშმ პირთა დასაქმებასთან
4
დაკავშირებული 2 კომპონენტი, რომელიც შეეხება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებასა და დაცულ
სამუშაოებს. კომიტეტის მიერ მომზადებული რეკომენდაციების გათვალისწინებით სამინისტრო
დააინიცირებს შესაბამის ცვლილებებს ხსენებული კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურებების
გაუმჯობესების მიზნით.
ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამა
2024 წლის აგვისტოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, სოციალურ პარტნიორებსა და სამინისტროს
შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ქვეყნის ღირსეული შრომის 2024 – 2025 წლების
პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს
დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას.
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
1. სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება
კანონის შესაბამისად, 2020 წელს შეიქმნა სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ
- დასაქმების სააგენტო), რომელმაც დაიწყო „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“
გათვალისწინებულ მომსახურებათა განხორციელება. 2022 წელს დასაქმების სააგენტომ შეიმუშავა
ინსტიტუციური განვითარების გეგმა. გეგმის შედგენას წინ უსწრებდა ევროკავშირის ტექნიკური
დახმარების ჯგუფის ექსპერტების მიერ ჩატარებული სპეციალური ჩაღრმავებული კვლევები. კვლევები
წარიმართა სამი მიმართულებით: სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა, დასაქმების სააგენტოს
მატერიალურ - ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა, ასევე ადმინისტრაციული პროცესები და
ადამიანური რესურსები. კვლევის დროს გამოვლენილი საჭიროებებისა და იდენტიფიცირებული
გამოწვევების გათვალისწინებით შემუშავდა დასაქმების სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გეგმა,
რომლის საფუძველზეც დასაქმების სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს მიმდინარე წლის სამოქმედო
გეგმას და ეტაპობრივად ახორციელებს დაგეგმილ აქტივობებს. პროცესში ასევე ჩართულები არიან
დონორი ორგანიზაციები.
გარდა ამისა, 2023 წელს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მიერ ჩატარებული კვლევების
საფუძველზე, შემუშავებულ ახალ სტრუქტურასთან შესაბამისობაში მოყვანისთვის, დასაქმების
სააგენტოში დაიწყო ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც გაგრძელდა 2024
წელს.
დასაქმების სააგენტოს ინსტიტუციური განვითარებისთვის კონკრეტული ღონისძიებები ასევე
გათვალისწინებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული სასესხო
შეთანხმებით გათვალისწინებული „ადამიანური კაპიტალის განვითარების“ პროგრამის (შემდგომ
ტექსტში - ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა) ფარგლებშიც. აღნიშნული პროგრამა სხვა
აქტივობებთან ერთად ითვალისწინებს ქ. თბილისსა და რეგიონებში სრულფასოვნად აღჭურვილი და
საჭირო სპეციალისტებით სრულად დაკომპლექტებული მომსახურების ცენტრების არსებობას.
2024 წელს გაგრძელდა დასაქმების სააგენტოს ოფისების სრულად დაკომპლექტება. ადამიანური
კაპიტალის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტით გაიხსნა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო
სვანეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრები.
დასაქმების სააგენტოს მიერ სასესხო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებისა და
თანამონაწილეობით, გენდერული აუდიტის კვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების
5
გათვალისწინებით, შემუშავდა დასაქმების სააგენტოს 2024 წლის სამოქმედო გეგმა. მომზადდა სამოქმედო
გეგმის მონიტორინგის ინსტრუმენტი.
დასაქმების მომსახურებათა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დასაქმების სააგენტო ყოველწლიურად
ატარებს კვლევას - „მომხმარებლების მხრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების
შეფასება“. კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით მუშავდება დასაქმების სააგენტოს
სამოქმედო გეგმა, რათა მომსახურებები და პროგრამები უფრო მეტად დაუახლოვდეს სამუშაოს
მაძიებელთა და დამსაქმებელთა საჭიროებებს.
2024 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (შემდგომ ტექსტში - GIZ)
მხარდაჭერით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების
ფარგლებში და დასაქმების სააგენტოს უშუალო ჩართულობით განხორციელდა 2023-2024 წლებში
დასაქმებულ შრომით მიგრანტთა კმაყოფილების კვლევა.
GIZ-ის მხარდაჭერით „განვითარებაზე ორიენტირებული მიგრაციის მხარდაჭერის“ გლობალური
პროგრამის ფარგლებში ჩატარდა დასაქმების სააგენტოს პროფესიული განვითარების საჭიროებების
კვლევა. კვლევის მიზანი იყო დასაქმების სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების
ხელშეწყობისთვის ინსტიტუციური და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი რეკომენდაციების
შემუშავება.
ასევე აღნიშნული პროექტის ფარგლებში GIZ-ის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა დასაქმების
სააგენტოს მომსახურებათა მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოს მიზანია,
დაზუსტდეს გაურკვეველი როლები და პასუხისმგებლობები, შეიქმნას დასაქმების ხელშეწყობის მართვის
სისტემის (EAMS) საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა მართვის პროცესების გამარტივებას.
2024 წელს გაგრძელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში „ქალთა ეკონომიკური
გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და
ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (ADC) კვლევა, რომლის ფარგლებშიც
გაანალიზდა დასაქმების სააგენტოს სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტაცია, ჩატარდა ჩაღრმავებული,
ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები და სემინარები და ასევე მომზადდა შესაბამისი
რეკომენდაციები,
რომლის
საფუძველზეც
ამჟამად
მიმდინარეობს
დასაქმების
სააგენტოს
ინდივიდუალური და კარიერული კონსულტირების მომსახურებათა მოდელის/მეთოდოლოგიის
გადახედვა.
2024 წელს სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად დაიწყო დასაქმების სააგენტოს
ოფიციალური ვებგვერდის შექმნის პროცესი. სატესტო ვებგვერდისთვის მომზადდა საინფორმაციო
მასალები თითოეული პროგრამისა და მომსახურების შესახებ.
1.1 საკადრო რესურსების განვითარება
დასაქმების სააგენტო მუდმივად მუშაობს ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით. 2021
წლიდან დასაქმების სააგენტო თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით, პარტნიორ
ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს. მათ შორის მნიშვნელოვანია
ევროკავშირის “skills4jobs” პროექტის ფარგლებში დასაქმების სააგენტოს ტექნიკური დახმარების ჯგუფის
მიერ ჩატარებული ტრენინგები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრენერთა მეთოდოლოგიური
სახელმძღვანელო და განხორციელდა ტრენერთა ტრენინგი (ToT) დასაქმების სააგენტოს მომსახურებების
მიმართულებით.
6
GIZ-ის „განვითარებაზე ორიენტირებული მიგრაციის მხარდაჭერის“ გლობალური პროგრამის ფარგლებში
შემუშავდა სახელმძღვანელო სამართლიანი და ეთიკური დასაქმების შესახებ შრომითი მიგრაციის
მიმართულებით.
GIZ (EPIC Programm) პროგრამის ფარგლებში ექსპერტის დახმარებით შემუშავდა მხარდაჭერითი
კონსულტირების პრაქტიკული სახელმძღვანელო (გზამკვლევი) და განხორციელდა ტრენერთა ტრენინგი.
ორგანიზაცია People in Need-ის პროექტის „დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის
ხელშეწყობის“ ფარგლებში, ექსპერტ-კონსულტანტთან ერთობლივი კოორდინაციით შემუშავდა
სახელმძღვანელო "NEET ახალგაზრდებთან მუშაობის ტექნიკები დასაქმების კონსულტანტებისთვის" და
კითხვარები.
ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ევროკავშირის
მხარდაჭერის პროექტთან ერთად შემუშავდა ციფრული პროფესიების გზამკვლევი და პროფესიების
კატალოგი.
საფრანგეთის საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს Expertise France-ს მხარდაჭერით
2024 წელს შემუშავდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები (SoP) სხვადასხვა სტრუქტურული
ერთეულებისთვის. ექსპერტის ჩართულობით მიმდინარეობს თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისა
და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადახედვა და ოპტიმიზაცია.
დასაქმების სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით 2024 წლის დასაწყისში
პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა სხვადასხვა ტიპის და თემატიკის
ტრენინგები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები. ტრენინგების ძირითადი სამიზნე ჯგუფი იყო სამუშაოს
მაძიებელთან და დამსაქმებელთან მომუშავე კონსულტანტები, ასევე მენეჯერული რგოლისა და
ცენტრალური ოფისის თანამშრომლები.
გარდა ტრენინგებისა, დასაქმების სააგენტოს თანამშრომლებს დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით,
მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას სასწავლო ვიზიტების
ფარგლებში.
2024 წელს სასწავლო ვიზიტები შედგა: გერმანიაში, ბელგიაში, შვედეთში და ავსტრიაში. ვიზიტების დროს
გაზიარებულ იქნა ინფორმაცია/გამოცდილება უნარებისა და დასაქმების შესაძლებლობის გაძლიერების,
ახალგაზრდების, შშმ პირების ჩართულობის გაზრდისა და სამართლიანი/ეთიკური დასაქმების
მიმართულებით.
1.2 დასაქმების სააგენტოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განვითარება
იმისთვის, რომ დასაქმების სააგენტო ფლობდეს აქტუალურ ინფორმაციას საქართველოს შრომის ბაზარზე
მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების შესახებ, იგი ყოველწლიურად ახორციელებს
ვაკანსიების მონიტორინგს და მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავებას. ვაკანსიების
კვლევა და მონიტორინგი ხორციელდება ორი მეთოდით:
დასაქმების სააგენტო ახორციელებს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში
დარეგისტრირებული ვაკანსიების ანალიზს და დამსაქმებლების გამოკითხვას, რა დროსაც იღებს
ინფორმაციას მიმდინარე და სამომავლო ვაკანტურ ადგილებზე მოთხოვნადი პროფესიებისა და
უნარების შესახებ;
დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დამსაქმებლების მიერ
შემოტანილი ვაკანტური ადგილების შესახებ მონაცემები შემუშავდა პროფესიების საერთაშორისო
7
სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO-08) ძირითადი ჯგუფებისა და ეკონომიკური საქმიანობის
სახეების (NACE-Rev_2) მიხედვით.
2024 წელს მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა დეფიციტური პოზიციები,
დარეგისტრირებული ვაკანსიების ფარგლებში მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაცია.
ასევე
განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების ანალიზი, შესწავლილ იქნა შრომის
ბაზრის საინფორმაციო სისტემაში შემავალი და სხვადასხვა ვებგვერდებზე წარმოდგენილი მონაცემები.
შედეგად:
1. დამტკიცდა მოთხოვნადი პროფესიები;
2. მომზადდა ვაკანსიების მონიტორინგის ანგარიში.
2. პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და დონორებთან კოორდინაცია
დასაქმების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან
უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის მექანიზმის განვითარება. ამ მიზნით დასაქმების სააგენტოს აქტიური
კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა დონორ, პარტნიორ ორგანიზაციასთან და ჩართულია პროექტების
განხორციელებაში.
ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის განხორციელების მიზნით, 2022 წელს საქართველოს
მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა სასესხო
შეთანხმებას. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ოთხი ძირითადი
მიმართულებით დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევას:
1. განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დანახარჯების ეფექტიანობის გაუმჯობესება
შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური მექანიზმების დამტკიცებისა და განხორციელების
მეშვეობით;
2. მომსახურებების მიმწოდებელ დაწესებულებებში არსებული მომსახურებებისთვის შესაბამისი
ხარისხის სტანდარტის დამტკიცება და განხორციელება;
3. სოციალური დაცვის სერვისებში ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების ჩართულობის ზრდა;
4. ციფრული მომსახურებების განვითარება განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სისტემების მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში დასაქმების სააგენტო პასუხისმგებელია 6 მიზნის განხორციელებაზე, რომლებიც
ხელს უწყობს როგორც დასაქმების სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას, ისე დასაქმების სააგენტოს
მომსახურებათა გაძლიერებას და გამრავალფეროვნებას, ასევე გეოგრაფიული მისაწვდომობის გაზრდას.
მიზნების ფარგლებში ხორციელდება შემდეგი საქმიანობები:
ESCO-ს შესაბამისი დეფიციტური უნარების (მათ შორის "მწვანე სამუშაოებისთვის" საჭირო
უნარების), პროფესიების იდენტიფიცირებისა და მოთხოვნადი უნარების პროგნოზირების
მეთოდოლოგიის შემუშავება;
დასაქმების სააგენტოს რეგიონული ოფისების გახსნა თანამშრომელთა საჭირო რაოდენობითა და
შესაბამისი ინფრასტრუქტურული, ტექნიკური აღჭურვილობით;
დასაქმების მხარდამჭერი მომსახურებების მიწოდება სოფლად მცხოვრები სამუშაოს
მაძიებლებისთვის;
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებებში ჩართული მოწყვლად უმუშევართა
რაოდენობის გაზრდა;
8
ახალი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება;
განახლებული შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში გამოქვეყნებული ვაკანსიების
რაოდენობის გაზრდა.
ინდიკატორების შესრულების ვადა 2028 წლის ბოლომდეა განსაზღვრული.
ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ინდიკატორების შესრულების უზრუნველსაყოფად
დამატებით ხორციელდება „ტექნიკური დახმარების, საქართველოს მთავრობისთვის ადამიანური
კაპიტალის განვითარების პროგრამის“ პროექტი, რომლის მხარდამჭერია ორგანიზაცია Expertise France.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს დასაქმების სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას,
გაძლიერებასა და მდგრადობის ხელშეწყობას.
დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია
2024 წელს დასაქმების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის
მხარდაჭერით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით,
გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც 15-მდე ორგანიზაციის 35-მდე წარმომადგენელი
დაესწრო. შეხვედრაზე დასაქმების სააგენტომ მონაწილეებს გააცნო, დასაქმების სააგენტოს
ინსტიტუციური განვითარებისა და 2024 წლის საგზაო რუკა, ასევე პარტნიორმა ორგანიზაციებმა
წარმოადგინეს მათი 2024 წლის გეგმები/ხედვები და შესაბამისად განისაზღვრა სამომავლო სამოქმედო
ნაბიჯები.
საანგარიშო პერიოდში დონორ ორგანიზაციებთან გაიმართა 20-ზე მეტი შეხვედრა. შედეგად შეიქმნა
დონორთა ბაზა და დონორებთან კომუნიკაციის შიდა საკოორდინაციო მექანიზმი დონორული ფონდების
მოძიების გასააქტიურებლად.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების მიზნით, დონორებთან
თანამშრომლობით და მხარდაჭერით, დასაქმების სააგენტომ განახორციელა სხვადასხვა აქტივობები.
დონორთა შორის იყო „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში გაეროს ქალთა
ორგანიზაცია „UN Women“, „დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების“
პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია „People In Need“, „განვითარებაზე ორიენტირებული მიგრაციის
მხარდაჭერის“ გლობალური პროგრამის და გლობალური ფონდის EPIC-ის პროგრამის (სამხრეთ
კავკასიაში მოწყვლადი გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის
ხელშეწყობა) ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს საერთაშორისო ქსელებსა და ორგანიზაციებთან დასაქმების სააგენტოს
თანამშრომლობა, კერძოდ:
2024 წელს დამყარდა კომუნიკაცია დასაქმების საჯარო მომსახურებების გლობალურ
ასოციაციასთან WAPES (World Asosiation of Public Employment Services), რომლის წევრებიც არიან
საჯარო დასაქმების სააგენტოები (PES) მთელ მსოფლიოში. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს
სწავლას, ცოდნის ჩამოყალიბებას, თანამშრომლობას წევრ სახელმწიფოებს შორის, სასარგებლო
ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას დასაქმების, მიგრაციისა და განათლების
სფეროებში;
დასაქმების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ლიეტუვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა
და შრომის სამინისტროს დასაქმების სამსახურთან (The Lithuanian Employment Service). 2024 წელს
ლიეტუვის და დასაქმების სააგენტოს შორის გაიცვალა მემორანდუმის პროექტი ორმხრივი
შეთანხმების გაფორმების მიზნით. აღნიშნული შეთანხმების მიზანია თანამშრომლობის
გაძლიერება და შრომის ბაზრის განვითარებაზე, დასაქმების პოლიტიკასა და მის
9
ინსტრუმენტებზე, საჯარო დასაქმების მომსახურებების მოდელებსა და სხვა რიგ საკითხებზე
ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება;
შედგა თანამშრომლობა ევროპის განათლების ფონდთან (ETF), რომელიც მხარს უჭერს მეზობელი
ქვეყნების განათლების, ტრენინგისა და შრომის ბაზრის სისტემების რეფორმას, უნარების
განვითარებას, უწყვეტი სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობას პარტნიორ ქვეყნებში.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ითარგმნა ESCO-ს (Skills, Competences, Qualifications, and
Occupations) კლასიფიკატორი, რომელიც განსაზღვრავს და კატეგორიებად ყოფს შრომის ბაზართან,
განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებულ უნარებს, კომპეტენციებს, კვალიფიკაციებსა და
პროფესიებს.
სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა
და ა(ა)იპ ,,საზოგადოება ბილიკთან“ ერთად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შშმ პირებისთვის.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შშმ პირთა მომსახურებებისა და პროგრამების პოპულარიზაცია,
გორის რეგიონში შშმ პირთა რეგისტრაცია და მათი დასაქმების პროგრამებში ჩართვა, ასევე სხვა
სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა შშმ თემთან
დაკავშირებულ საკითხებზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და ახალგაზრდული
ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი დასაქმების
შესაძლებლობების შესახებ.
ასევე დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯების
ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში 45-ზე მეტ პროფესიული
სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა სფეროში არსებული გამოწვევები, მათ
შორის დაფინანსებისა და მოთხოვნადი სასწავლო კურსების საკითხები.
დასკვნა
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასაქმების სააგენტო წლიდან წლამდე ეტაპობრივად ვითარდება
და აუმჯობესებს რესურსებსა და კომპეტენციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2024 წელს აქტიურად გაგრძელდა დასაქმების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამ
მიზნით რეგიონულ დონეზე შექმნილი მობილური ჯგუფები საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ
მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და საჭიროებისამებრ ადგილზე აწვდიდნენ
შესაბამის მომსახურებას. გარდა ამისა, დასაქმების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაინტერესებულ
ჯგუფებთან - დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა ასოციაციებთან, არასამთავრობო და დონორ
ორგანიზაციებთან, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი ინტერესი დასაქმების სააგენტოს საქმიანობის
მიმართ.
2025 წელს დასაქმების სააგენტო გააგრძელებს ინსტიტუციურ განვითარებას, რომლის ფარგლებში
გაძლიერდება დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლობა მუნიციპალურ დონეზე, დაიხვეწება და
გადაიხედება დასაქმების პროგრამები, გაძლიერდება დასაქმების სააგენტოს კვლევითი და ანალიტიკური
საქმიანობა. ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარება, თავის მხრივ, დადებითად აისახება დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდაზე და მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესებაზე.
10
3. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებით დამტკიცდა ,,დასაქმების
ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს 4 ქვეპროგრამას:
ა) ,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია ქვეყანაში
შრომის
ბაზრის
აქტიური
პოლიტიკისა
და
დასაქმების
ხელშეწყობის
მომსახურებათა
განვითარება/განხორციელება;
ბ) ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია
ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა
განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით
დასაქმების ხელშეწყობა;
გ) ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია,
სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მათი
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის/დახმარების
უზრუნველყოფის გზით;
დ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა“, რომლის მიზანია
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა.
2020- 2024 წლების საქმიანობის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები:
2020 - 2024 წლების ჯამური მაჩვენებელი
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში
დარეგისტრირდა 73 507 სამუშაოს მაძიებელი.
ინდივიდუალური კონსულტირება ქვეყნის
მასშტაბით, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე
გაეწია 116 919 სამუშაოს მაძიებელს.
86 151 სოციალურად დაუცველ სამუშაოს
მაძიებელს მუნიციპალურ დონეზე გაეწია
კონსულტირება საზოგადოებრივ სამუშაოებზე
დასაქმების მიზნით (აღნიშნული აქტივობის
განხორციელება დაიწყო 2022 წლიდან).
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების
ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე
დასაქმდა 32 804 პირი.
გარდა ამისა, 39 707 სოციალურად დაუცველ
სამუშაოს
მაძიებელს
მიეცა
შესაძლებლობა
დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე.
მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს
მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისთვის
მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 942
მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერითი
მომსახურება.
კარიერის დაგეგმვა და პროფესიული
კონსულტირება გაეწია 15 577 სამუშაოს
მაძიებელს, მათ შორის 163 პირს
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
11
2024 წლის მაჩვენებელი (მათ შორის)
დარეგისტრირდა 8 484 სამუშაოს მაძიებელი.
10 666 პირს გაეწია კონსულტირება, საიდანაც
დასაქმდა 1074 სამუშაოს მაძიებელი.
39 707 სოციალურად დაუცველ სამუშაოს
მაძიებელს გაეწია კონსულტირება
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების
მიზნით.
ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 9393 სამუშაოს
მაძიებელი სოციალურად დაუცველი პირი.
267 პირს მიეწოდა მხარდაჭერითი მომსახურება,
საიდანაც დასაქმდა 39 სამუშაოს მაძიებელი.
5 156 სამუშაოს მაძიებელს გაეწია კონსულტირება,
საიდანაც დასაქმდა 533 სამუშაოს მაძიებელი.
საშუამავლო მომსახურება მიეწოდა 13 777
სამუშაოს მაძიებელს.
ჩატარდა 43 დასაქმების ფორუმი, რომელშიც
მონაწილეობა მიიღო 1000- მდე დამსაქმებელმა და
6 000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებლებმა.
სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 111
დამსაქმებელი და 674 სამუშაოს მაძიებელი
(სტაჟიორი).
ხელფასის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 20
დამსაქმებელი და 31 სამუშაოს მაძიებელი.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადების მოკლევადიან პროგრამებში
ჩაერთო 12 642 სამუშაოს მაძიებელი.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ
დასაქმების მიზნით, გერმანიაში სეზონურ
სამუშაოებზე დასაქმებისთვის 4 028 პირზე გაიცა
სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ.
4 085 პირს მიეწოდა საშუამავლო მომსახურება,
საიდანაც დასაქმდა 1548 სამუშაოს მაძიებელი.
ჩატარდა 7 ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო
240 -ზე მეტმა დამსაქმებელმა და 1400-ზე მეტმა
სამუშაოს მაძიებელმა.
პროგრამაში ჩაერთო 20 დამსაქმებელი და 81
სამუშაოს მაძიებელი.
პროგრამაში ჩაერთო 1 დამსაქმებელი და 3
სამუშაოს მაძიებელი.
პროგრამაში ჩაერთო 3 692 პირი, დასაქმდა 2 898
სამუშაოს მაძიებელი.
1 696 პირზე გაიცა ნებართვა, ხოლო 20 პირი
დასაქმდა ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი
მოვლის დაწესებულებებში (ისრაელში
დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა
ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში).
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში (ALMPs – active labour market policies) დასაქმების
მაჩვენებელი წლების მიხედვით - დიაგრამა №1.
908
3812
3937
19648
4775
6216
2020
2021
2022
2023
2024
12
ჯამი წლების მიხედვით
სოციალურად დაუცველი პირების ღია შრომის ბაზარზე დასაქმების მაჩვენებელი წლების მიხედვით დიაგრამა №2
8708
11124
29225
9393
2022
2023
2024
ჯამი წლების მიხედვით
შემდგომ ქვეთავებში წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავს დეტალურ ანგარიშს დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების შინაარსზე, სამიზნე ჯგუფებსა და
მიღებულ შედეგებზე.
სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, პროფილირება და კონსულტირება
სამუშაოს მაძიებელთა ძირითადი რეგისტრაცია ხორციელდება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო
სისტემაში www.worknet.gov.ge.
2024 წელს სისტემაში რეგისტრაცია გაიარა 8 484 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის ქალი - 5 794,
ახალგაზრდა - 3 269.
რაც შეეხება რეგისტრირებულთა განაწილებას ქ. თბილისსა და რეგიონებში, ყველაზე მეტი რაოდენობის
რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელია ქ. თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და იმერეთში.
2024 წელს დასაქმების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 10
666-მა სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის ქალი - 7 653, ახალგაზრდა - 2 926, შშმ პირი -525, სოციალურად
დაუცველი სტატუსის მქონე პირი - 6 011, დევნილი - 1 021.
ინდივიდუალური კონსულტირების დროს ხორციელდება სამუშაოს მაძიებლის პროფილირება და მისი
დასაქმების შესაძლებლობების შეფასება. პროფილირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შეფასების
მეთოდოლოგია შემუშავებულია ევროკავშირის პროგრამის “skills4jobs” ფარგლებში არსებული ტექნიკური
დახმარების ჯგუფის ექსპერტების მიერ. მეთოდოლოგიის გადახედვა და განახლება ხდება
ყოველწლიურად, არსებულ საჭიროებებზე მისადაგების მიზნით.
შეფასების შედეგად სამუშაოს მაძიებლები იყოფა 2 ძირითად ჯგუფად:
1. დასაქმებულია და ეძებს უკეთეს სამსახურს;
13
2. უმუშევარია და ეძებს სამსახურს.
თავის მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა მეორე ჯგუფი იყოფა 3 ქვეჯგუფად, ესენია: A კატეგორია, რომელსაც
გააჩნია შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარები და დასაქმების სააგენტო უწევს საშუამავლო მომსახურებას
და ამისამართებს დამსაქმებელთან. B და C კატეგორიებს მიეკუთვნებიან ის სამუშაოს მაძიებლები,
რომლებსაც სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა და კვალიფიკაციის ამაღლება, რათა შეძლონ შრომის ბაზარზე
წარმატებული ინტეგრაცია.
პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების სააგენტო სთავაზობს საშუამავლო
მომსახურებას, რომლის ფარგლებში მათ ეგზავნებათ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით. ასევე
ეგზავნებათ მოსაწვევი მასობრივ გასაუბრებებსა და დასაქმების ფორუმებზე მოკლე ტექსტური
შეტყობინების სახით.
A კატეგორიის სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების სააგენტო სთავაზობს კონსულტირებას დასაქმების
მიმართულებით და ასევე საშუამავლო მომსახურებას.
B და C კატეგორიებს მიკუთვნებულ სამუშაო მაძიებლებს კონსულტანტები სთავაზობენ პროფესიული
ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტაციებს. ასევე პროფესიული განვითარების
ინდივიდუალური გეგმის შედგენას და გეგმის მიხედვით კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა
ღონისძიებებში ჩართვას.
გარდა ინდივიდუალური კონსულტირებისა, დასაქმების სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს
ჯგუფურ კონსულტირებას, რა დროსაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ადგილობრივ შრომის ბაზარზე
მიმდინარე ტენდენციების შესახებ.
ჯგუფური კონსულტირების ფარგლებში - 2024 წელს ჩატარდა 27 ჯგუფური კონსულტირება, რომელსაც
ჯამში 243 სამუშაოს მაძიებელი დაესწრო, მათ შორის 194 ქალი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოსბის სფეროში მოქმედი სსიპ - მსჯავრდებულთა
პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და დასაქმების სააგენტოს შორის გაფორმებული
თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2024 წელს გაგრძელდა „უვადო მსჯავრდებულთათვის
გათავისუფლების მოსამზადებელი პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა უწყების
მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრის
ძირითადი მიზანი იყო მსჯავრდებულებისთვის დასაქმების სააგენტოს მომსახურებებისა და დასაქმების
შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრა წარიმართა ონლაინ ფორმატში.
2024 წელს გაგრძელდა თანამშრომლობა დასაქმების სააგენტოსა და სსიპ - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის (შემდგომ - პრობაციის
სააგენტო). 2024 წლის 22 ივლისს, ქუთაისის რეგიონულ მომსახურების ცენტრში, პრობაციის სააგენტოს
ბენეფიციარებთან გაიმართა ჯგუფური კონსულტირება, მონაწილეობა მიიღო 4-მა ბენეფიციარმა,
რომლებიც ასევე დარეგისტრირდნენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში. დაიგეგმა
სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა მათი უნარების გამოკვეთისა და პროფესიული გაძლიერების
მიზნით.
დასაქმების სააგენტოს მობილური ჯგუფების მუშაობა - დასაქმების სააგენტოში 2023 წელს რეგიონულ
დონეზე შეიქმნა მობილური ჯგუფები და დამტკიცებული იქნა ,,მობილური ჯგუფის საქმიანობის წესი“.
2024 წელს Expertise France პროექტის „ტექნიკური დახმარება საქართველოს მთავრობისთვის ადამიანური
კაპიტალის განვითარების პროგრამის განხორციელების მხარდასაჭერად“ ფარგლებში, შემუშავდა
14
მობილური ჯგუფის სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მობილური ჯგუფების საქმიანობის
წესს.
მობილური ჯგუფების უმთავრესი ამოცანაა პროაქტიული მუშაობა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან,
მათთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და პროგრამებში ჩართვის
უზრუნველყოფა. მობილური ჯგუფების მუშაობის მიზანია გაიზარდოს სოფლად მცხოვრები სამუშაოს
მაძიებლების წვდომა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებსა და მომსახურებებზე.
მობილური ჯგუფების მიერ სულ ჩატარებულია 452 საინფორმაციო შეხვედრა, მათ შორის 183 შეხვედრა
2024 წელს. შეხვედრებს ჯამში დაესწრო 7 220 პირი, მათ შორის 2 899 სამუშაოს მაძიებელი დაესწრო 2024
წელს. მობილური ჯგუფის შეხვედრებზე დამსწრეთაგან 3 618 პირი დარეგისტრირებულია შრომის ბაზრის
მართვის საინფორმაციო სისტემაში სამუშაოს მაძიებლად, მათ შორის 2024 წელს 1 930 პირი. დასაქმების
სააგენტოს თანამშრომლები შეხვედრების დროს ადგილზე უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები
მოსახლეობის ჩართვას დასაქმების სააგენტოს მიერ შემუშავებულ სხვადასხვა პროგრამებში.
დასაქმების სააგენტოს
მოსახლეობასთან.
მობილური
ჯგუფები
აგრძელებენ
შეხვედრებს
სოფლად
მცხოვრებ
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება - სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის
ასამაღლებელ პროგრამებში ჩართვა ხორციელდება კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული
ორიენტაციის შედეგების გათვალისწინებით, რა დროსაც ფასდება სამუშაოს მაძიებლის პროფილი, მისი
დასაქმების შესაძლებლობები და დგება პროფესიული და კარიერული განვითარების ინდივიდუალური
გეგმა. აღნიშნულ გეგმაში კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის მიერ, სამუშაოს მაძიებელთან შეთანხმებით,
იწერება იმ მოკლევადიანი კურსების ჩამონათვალი, რომლებიც კონკრეტულ პირს ესაჭიროება
პროფესიული განვითარებისთვის, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის და საბოლოოდ
წარმატებულად დასაქმებისთვის.
სწორედ ამიტომ, სამუშაოს მაძიებელთა ჩართვას კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებში წინ
ყოველთვის უსწრებს კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის კონსულტაცია. შესაბამისი
სპეციალისტის მიერ 2024 წელს აღნიშნული კონსულტაცია ჩაუტარდა 5 156 სამუშაოს მაძიებელს, მათ
შორის 4 233 ქალს, 1 355 ახალგაზრდას, 133 შშმ პირს, 1 976 სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირს,
589 დევნილს.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
და ძირითადი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სამუშაოს მაძიებელი შეძლებს უმოკლე დროში
აიმაღლოს კვალიფიკაცია და გახდეს კონკურენტუნარიანი ღია შრომის ბაზარზე.
2024 წელს სასწავლო პროცესში 66 მოთხოვნად პროფესიაზე ჩაერთო 3 692 მოსარგებლე (ქ. თბილისი - 1
774, აჭარა - 68; გურია - 67, იმერეთი - 457, კახეთი - 83, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 974, ქვემო ქართლი 230, სამცხე-ჯავახეთი - 15, შიდა ქართლი -24), საიდანაც 3 034 ქალია. 3 692 სამუშაოს მაძიებლიდან 2024
წელს სწავლა დაასრულა - 1 172, ხოლო, 2 520 მოსარგებლე სწავლას დაასრულებს 2025 წლის პირველ
კვარტალში.
2023 წლის პროგრამის მონაწილეებიდან 2024 წელს დასაქმდა 309 პირი, 2024 წლის პროგრამის
მონაწილეებიდან დასაქმებულია 2 589 პირი. სულ პროგრამის ფარგლებში 2024 წელს დასაქმებულია 2 898
პირი. იმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, ვინც სწავლას 2025 წელს დაასრულებს, აისახება 2025 წლის
სტატისტიკაში.
15
სამუშაო მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კიდევ ერთი კომპონენტია სტაჟირება დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე
პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით.
2024 წელს, პროგრამის ფარგლებში, სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო 20 დამსაქმებელი (ქ. თბილისი - 2
და რეგიონები - 18) და 81 სტაჟიორი, მათ შორის, 70 ქალი, 34 ახალგაზრდა, 2 შშმ პირი (ქ. თბილისი - 5,
აჭარა - 6, იმერეთი - 33, კახეთი - 7, სამეგრელო- ზემო სვანეთი -19, შიდა ქართლი - 6, სამცხე ჯავახეთი - 5).
საშუამავლო მომსახურება და დამსაქმებელთან ურთიერთობა
საშუამავლო მომსახურების მიზანია დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან
დაკავშირება ან/და ასეთი დაკავშირების ხელშეწყობა.
2024 წელს 1 416 დამსაქმებელმა მიმართა დასაქმების სააგენტოს და მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით
მოწოდებულ იქნა 16 366 ვაკანტური სამუშაო ადგილი.
დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 16 366 ვაკანტურ სამუშაო ადგილზე, საშუამავლო მომსახურების
გაწევის/სამუშაოს მაძიებელთა შერჩევის მიზნით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ სისტემაში
რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა
4 085 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, ქალი - 2 314, ახალგაზრდა 237, შშმ პირი- 169.
დასაქმების ფორუმები - საშუამავლო მომსახურების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს დასაქმების
ფორუმები. დასაქმების ფორუმი არის სივრცე, სადაც, ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებლებს ეძლევათ
შესაძლებლობა ერთ სივრცეში, უშუალოდ დამსაქმებლისგან მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია
რამდენიმე ვაკანსიის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელს აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში
გაესაუბროს რამდენიმე კანდიდატს.
საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია 7 დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 245
დამსაქმებელმა და 1 400-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა.
საშუამავლო მომსახურების და დასაქმების ფორუმების შედეგად დასაქმებულია 1 631 სამუშაოს
მაძიებელი.1
დამსაქმებლებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მექანიზმების აწყობის მიზნით,
დასაქმების სააგენტო ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს მართავს ბიზნეს-ასოციაციებთან, რა დროსაც
ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება მიიღონ ინფორმაცია დასაქმების სააგენტოს
მომსახურებების შესახებ, ხოლო დასაქმების სააგენტომ მიიღოს ინფორმაცია ბიზნესის სამუშაო ძალის
მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ. შესაბამისად, ბიზნეს - სექტორთან მუშაობა
გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში.
2024 წელს რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დამსაქმებლებთან, მათ შორის:
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა იმერეთის მხარის ადგილობრივ თვითმმართველობასთან,
ბიზნეს ასოციაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ღონისძიება „პროფესიული უნარები რეგიონის
განვითარებისთვის“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ა(ა)იპ - პროფესიული
1
საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოწმდება მხოლოდ ფორუმის მონაწილეთა ის კატეგორია, რომელიც
რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში. ამ შემთხვევაში შემოწმდა 661
მონაწილე საიდანაც დასაქმებული იყო 83 პირი.
16
უნარების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით. ბიზნეს სექტორთან ერთად, შეხვედრას
ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები;
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დაბა ყაზბეგში ადგილობრივ ბიზნეს სექტორის 35-მდე
წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ დასაქმების
სააგენტოს საქმიანობის შესახებ.
წლის ბოლოს დასაქმების სააგენტოსა და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანამშრომლობითა და
ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის
ფარგლებში, საფინანსო სფეროს 25 წარმომადგენელთან ერთად, განხილული იქნა საფინანსო სექტორში
დასაქმების გამოწვევები, მათ შორის ადამიანური რესურსის დეფიციტი და კვალიფიკაციური კადრის
ნაკლებობა.
მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა
აქტივობის მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის
მომსახურებათა დანერგვა.
2024 წელს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 267 პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება,
მათ შორის: 155 ქალს, 69 ახალგაზრდას, 188 შშმ პირს და 79 დაბალკონკურენტუნარიანი სამუშაოს
მაძიებელს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დასაქმების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა
მომსახურებებში (მათ შორის: შრომის ანაზღაურების სუბსიდირებაში, სამუშაოს მაძიებელთა მომზადებაგადამზადების კომპონენტში, სტაჟირებაში და ა.შ).
შრომის ბაზრის აქტიური ღონისძიებების შედეგად 2024 წელს დასაქმდა ჯამში 181 შშმ პირი, მათ შორის:
მხარდაჭერითი მომსახურების ფარგლებში დასაქმდა - 30 შშმ პირი, მომზადება-გადამზადების პროგრამის
ფარგლებში - 40, საშუამავლო მომსახურების და დასაქმების ფორუმების შედეგად - 70, სტაჟირება - 1,
კონსულტირება მომსახურებების ფარგლებში კი - 40.
მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიზნით ხორციელდება შრომის ანაზღაურების სუბსიდირების
ქვეკომპონენტი, რომლის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი სოციალურად დაუცველი ან დევნილი
ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის თანახმად, დამსაქმებელსა და
დასაქმებულს შორის იდება 9 თვიანი ხელშეკრულება, საიდანაც პირველი 3 თვის განმავლობაში
დასაქმების სააგენტო აფინანსებს შრომის ანაზღაურებას 50 პროცენტის ოდენობით, არაუმეტეს თვეში 560
ლარისა.
2024 წელს სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 1 დამსაქმებელი და 3 ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებელი,
მათ შორის, 1 ქალი. ყველა ჩართული პირი დასაქმებულია აღნიშნულ დამსაქმებელთან.
შრომითი მიგრაცია
შრომითი მიგრაციის რეგულირება
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს
საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირება, რათა დაცული იყოს ემიგრანტთა და იმიგრანტთა
უფლებები დასაქმების ადგილზე. ასევე მოხდეს მიგრაციული ნაკადების სტატისტიკური აღრიცხვა,
ანალიზი და წარმატებით მართვა.
17
აღნიშნული საკითხების უკეთ რეგულირების მიზნით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, „შრომითი მიგრაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა და განვითარდა
შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ახალი ნორმები და მექანიზმები, რამაც გარკვეულწილად
გაამართლა. აღნიშნულზე მეტყველებს სამინისტროში არსებული ოფიციალური მონაცემები, მაგალითად,
2015 წლიდან („შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან) 2023 წლამდე (მასში
განხორციელებული ცვლილებების ამოქმედებამდე), 8 წლის განმავლობაში, ჯამში სამინისტროში
შემოსული იყო ინფორმაცია მხოლოდ 3 800 უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების თაობაზე. ხოლო 2023
წლის 1 სექტემბრიდან (განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლიდან) წელიწადნახევარში
სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 40 000-მდე
შრომითი იმიგრანტი (სისტემაში ყოველდღიურად ემატება საშუალოდ 50-დან 100-მდე საქართველოში
დასაქმებული უცხოელი).
მიუხედავად, იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილმა ახალმა მექანიზმებმა შექმნა
შესაძლებლობა უკეთ დაწყებულიყო საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება და
აღრიცხვა, არსებული ზოგადი საიმიგრაციო ტენდენციებისა და სტატისტიკის გათვალისწინებით,
შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკა სრულყოფილად არ
ასახავს საქართველოში დასაქმებული უცხოელების ზუსტ რაოდენობას.
ამ პრობლემაზე საუბარი შესაძლებელია ასევე სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებითაც. მაგალითად, მხოლოდ 2022-2023 წლებში, საზღვრის
კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც
საქართველოში დარჩა მინიმუმ 6 თვეს + 1 დღე (ეს არის ის მეთოდი რითაც სსიპ - საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვლის იმიგრანტებს). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ
მიგრაციის ძირითადი მიზანი და შემადგენელი ნაწილი დასაქმება და სოციალურ-ეკონომიკური
კეთილდღეობაა, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკა (დღეის
მდგომარეობით უკვე 37 853 შრომითი იმიგრანტი), ნამდვილად არ ასახავს საქართველოში დასაქმებული
შრომითი იმიგრანტების ზუსტ ციფრს.
ასევე უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლისა და დასაქმების
რეალური კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში დასაქმებაზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობა.
აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური მუშახელის შემოსვლას, რაც
საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე (ხშირ შემთხვევაში ეს
არაკვალიფიციური უცხოური სამუშაო ძალა უფრო იაფი უჯდება დამსაქმებელს ვიდრე ადგილობრივი),
ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც.
აღნიშნული გამოწვევებისა და საქართველოში დასაქმებული უცხოელების რეალური ციფრის
განსაზღვრის, ასევე არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით, პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან
მჭიდრო თანამშრომლობით გამოვლენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი და ძალზედ კრიტიკული საკითხი,
რომელიც საჭიროებს გადახედვას/დახვეწას. ესენია:
შრომითი იმიგრანტის საქართველოში დასაქმების უფლების მოპოვების მიზნით, ამ უცხოელის
შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციაზე, შესაბამისი
საფუძვლისა და საჭიროების არსებობის შემთხვევაში (მუშაობის უფლებაზე) უარის თქმის ან
რეგისტრაციის შეწყვეტის/გაუქმების მექანიზმის არარსებობა;
„შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრირებული შრომითი
იმიგრანტის მიერ შესაბამისი ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულების
არარსებობა.
18
საქართველოში საიმიგრაციო კუთხით მოქმედი კანონმდებლობა დაახლოებით 130 ქვეყანასთან, აქედან 97
ქვეყანასთან 1 წლის განმავლობაში, უცხოელთან მიმართებაში (საქართველოში შემოსული უცხოელების
80%-ზე მეტ შემთხვევაში სწორედ ამ ქვეყნებიდან არიან) არ ადგენს შრომითი იმიგრანტის მიერ
საქართველოში ვიზისა და ბინადრობის მოპოვების ვალდებულებას.
ასევე არ არსებობს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებაზე უარის თქმის ან
რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის გაუქმების არანაირი მექანიზმი, ხოლო შრომითი
მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია (დასაქმების უფლება) უცხო ქვეყნის
მოქალაქეს აძლევს ქვეყანაში შემოსვლის, დარჩენისა და მუშაობის უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომითი იმიგრაციის საკითხის რეალური რეგულირება და მართვა
იქცა ძალიან დიდ გამოწვევად.
საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული
გამოწვევების მოგვარების საუკეთესო ვარიანტი და საშუალება არის „შრომითი მიგრაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელება და „შრომითი ნებართვების სისტემის“ დანერგვა.
აღნიშნული მექანიზმის დანერგა აუცილებლად დადებითად აისახება როგორც ქვეყნის შრომის ბაზარზე,
ასევე კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადგილობრივი სამუშაო ძალის განვითარებას და მათ
კონკურენტუნარიანობას.
საერთაშორისო
შრომითი
მიგრაციის
სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა:
(ცირკულარული
შრომითი
მიგრაციის)
სფეროში
დასაქმების სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს დროებითი, ლეგალური
მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება.
ცირკულარული შრომითი მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების უმთავრესი მიზანია
არალეგალური შრომითი მიგრაციის საპირწონედ, საქართველო მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება მოკლე
ვადით, ლეგალურად და განმეორებით დასაქმდნენ საზღვარგარეთ და დაცული იყოს მათი
ფუნდამენტური უფლებები.
ცირკულარული
შრომითი
მიგრაციის
მიმართულებით
ხელშეკრულებები
და
შესაბამისი
საიმპლემენტაციო ოქმები გაფორმებულია 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: გერმანიის ფედერაციულ
რესპუბლიკასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან, საფრანგეთისა და ბულგარეთის რესპუბლიკებთან.
დასაქმების სააგენტო ამ ეტაპზე უშუალოდ მონაწილეობს ორ ქვეყანასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან და
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმებების განხორციელებაში.
„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების
შესახებ“- შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის 6 თებერვალს, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელება
დაიწყო 2021 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ
პლატფორმაზე workabroad.moh.gov.ge, ხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველი
საქართველოს მოქალაქეებისათვის.
სულ ბაზაში რეგისტრირებულია 100 259 პირი (2024 წელს დარეგისტრირდა 379 პირი). აქედან
სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ყველა პირთან, საიდანაც გასაუბრებაზე გამოცხადდა დაახლოებით 4
350-მდე პირი.
2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, გერმანელ დამსაქმებლებს მიეცათ საშუალება
საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიაში სეზონურ
სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნული კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და
19
უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება გაიოლებული პროცედურებით და შედარებით მოკლე დროში
ჩართულიყო პროგრამაში.
2024 წელს 1 296 საქართველოს მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და
ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე.
2020 წლის 30 სექტემბერს, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმებული
„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში
შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“
ორმხრივი ხელშეკრულების და 2020 წლის 1 ოქტომბერს სპეციალური განხორციელების ოქმის თანახმად,
საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ დასაქმდნენ ისრაელში, როგორც დამხმარე მუშაკები
ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში.
აღნიშნულ პოზიციაზე, ისრაელში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 2021 წლის 12
აპრილს სარეგისტრაციო პორტალზე workabroad.moh.gov.ge. სქემის განხორციელების პროცესში, ასევე
ისრაელის მხარესთან გაწეული კონსულტაციების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო შექმნილიყო
მოკლევადიანი, სპეციალური სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მსმენელს მისცემდა შესაძლებლობას
შეეძინა გერიატრიული ასისტენტის სპეციალისტებისთვის საჭირო მინიმალური კომპეტენცია.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე სსიპ - განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა 144 საათიანი სასერტიფიკატო
კურსი.
2024 წელს, ისრაელში ექთნის დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების მიზნით დარეგისტრირების
სურვილი გამოთქვა 40-მა პირმა, მათ შორის 4 დარეგისტრირდა წარმატებით. ამ ეტაპისთვის პროგრამის
განხორციელება შეჩერებულია ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.
„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური
სპეციალისტების
ბინადრობისა
და
ცირკულარული
მიგრაციის
შესახებ
შეთანხმების
იმპლემენტაციისათვის“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ამ ეტაპზე დასაქმების სააგენტო
მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონსულტაციებსა და ღონისძიებებში.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის მიზანია სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლებისა და
მათ მიერ მოწოდებული ვაკანსიების აღრიცხვა. ასევე სამუშაოს მაძიებელთა საკვალიფიკაციო მონაცემების
დამუშავება, ანალიზი და სისტემაში რეგისტრირებულ ვაკანსიებთან ავტომატური დაკავშირება ვაკანსიის
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან თავსებადობის შემთხვევაში.
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ფარგლებში
იქმნება სრულიად ახალი სისტემა უახლესი ტექნიკური სტანდარტების დაცვით, რომელიც შეაგროვებს
სტატისტიკურ ინფორმაციას და შეასრულებს საჭირო ანალიტიკურ ოპერაციებს. შრომის ბაზრის მართვის
ახალი საინფორმაციო სისტემის აშენებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო
ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ჯგუფის სპეციალისტები,
დასაქმების სააგენტოს, სამინისტროსა და სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს
წარმომდგენლები.
2024 წელს შეიქმნა სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის მოდულები. შემუშავდა სამუშაოს მაძიებლების
და დამსაქმებლის ავტომატურად დაკავშირების ფუნქციონალის ლოგიკა/მოთხოვნები.
20
მომზადდა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის პირველი ეტაპის დანერგვის გეგმა.
გრძელდება მუშაობა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სხვა მოდულებზე. ახალი სისტემის
დასრულება დაიგეგმა 2025 წლის ბოლოსთვის.
სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმება
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი
შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება საზოგადოებრივ
სამუშაოების ქვეპროგრამაში ჩართვის ხელშეწყობის გზით. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები
სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრები, რომლებიც არ არიან
დასაქმებული ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ
წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამა მოსარგებლეებს სთავაზობს სამ
ალტერნატივას იმისთვის, რომ ისარგებლონ 4 წლიანი ჯავშნის შესაძლებლობით. კერძოდ:
ა) საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმება;
ბ) ღია შრომის ბაზარზე დასაქმება;
გ) არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება.
თუ მოსარგებლე არ ისარგებლებს არცერთი ზემოაღნიშნული შეთავაზებით, მისი სოციალურეკონომიკური მდგომარეობა დაექვემდებარება ყოველწლიურ გადამოწმებას სსიპ - სოციალური
მომსახურების სააგენტოს მხრიდან. პროგრამა ხორციელდება 2022 წლის პირველი მარტიდან.
2024 წელს, პროგრამის ფარგლებში სულ დასაქმდა 31 192 სოციალურად დაუცველი. ასევე, 2024 წლის
მდგომარეობით პროგრამის დაწყებიდან ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 32 804 მოსარგებლე (მათ
შორის 2024 წელს დასაქმდა 9 393 პირი), ხოლო საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება
მოახდინა 2 761 პირმა, მათ შორის 2024 წელს - 801 პირმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მუნიციპალიტეტების დასაქმების ხელშეწყობის ინტერვენციები
კანონის 55-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს ორგანული კანონით
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ხელს
უწყობენ დასაქმების სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობას თავისი უფლებამოსილების
განხორციელებაში. ამასთან, დასაქმების ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა,
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4
პუნქტის გათვალისწინებით, დასაქმების სააგენტოს საქმიანობის ხელშეწყობის/მხარდაჭერის მიზნით
დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება.
ამ უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად ჩართულნი არიან
საზოგადოებრივი სამუშაოების განხორციელებაში, რომლის მიზანიც არის სოციალურად დაუცველი
პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება. აღნიშნულ საქმიანობას
მუნიციპალიტეტები წარმართავენ დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობით. ქვეპროგრამის
განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტი: საჭიროების ფარგლებში ქმნის შესაბამისი ვაკანტური
ადგილების რაოდენობას, არეგისტრირებს საზოგადოებრივ სამუშაოს ვაკანსიას დასაქმების
21
საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე), აკეთებენ მოსარგებლეთა შერჩევას, აფორმებს
დასაქმებულთან სოციალურ ხელშეკრულებას, აწარმოებენ სამუშაოს აღრიცხვასა და ზედამხედველობას.
ყოველწლიურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით მტკიცდება საზოგადოებრივი სამუშაოს სახეობები და
ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროებსა და ვაკანსიების ტიპებს. აღნიშნული ბრძანებით
ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტები დასაქმების შესაძლებლობების განსაზღვრისას, რომლებიც ქმნიან
საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას მათ მმართველობის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიულ პირთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირთან ან სხვა ნებისმიერი
ადმინისტრაციული ორგანოსთან. 2024 წელს ქვეპროგრამა განხორციელდა ,,საზოგადოებრივი სამუშაოს
სახეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 16 აპრილის MOH 1
24 00000104 ბრძანების შესაბამისად.
ქვემოთ წარმოდგენილია 44 მუნიციპალიტეტიდან მოწოდებული ინფორმაცია როგორც საზოგადოებრივ
სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამების, ისე მუნიციპალიტეტების მიერ მათი
უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული დასაქმების ხელშემწყობი სხვადასხვა საქმიანობების
შესახებ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლებში, თანამშრომლობს და ხელს უწყობს დასაქმების სააგენტოს რეგიონულ
წარმომადგენლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში.
გარდა ამისა, აქტიურადაა ჩართული სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის
განხორციელების პროცესში, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ
სამუშაოებზე დასაქმებას ითვალისწინებს.
ამავდროულად, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ადგილობრივი
(სოციალური, ეკონომიკური, კულტურის, განათლების და სხვა) პროგრამები თავის მხრივ შეიცავენ
გარკვეულ ღონისძიებებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების დასაქმების
ხელშეწყობას ემსახურება.
თელავის მუნიციპალიტეტი
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და მის
დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 155
სოციალურად დაუცველი პირი. მიმდინარე წელს სოციალური ხელშეკრულება გაუფორმდა 122
სოციალურად დაუცველ პირს და დამატებით იგეგმება 60 სოციალურად დაუცველი პირის დასაქმება
საზოგადოებრივ სამუშაოზე.
დმანისის მუნიციპალიტეტი
კანონისა და „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში,
დმანისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 2024 წლის განმავლობაში დასაქმდა 874
მოქალაქე.
ასევე გრძელდება საზოგადოებრივი მოთხოვნების შესაბამისი ვაკანსიების შექმნა და სამუშაოს
მაძიებელთა რეგისტრაცია.
22
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზნების განხორციელებასთან
დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერიოდულად მიმდინარეობს
ბენეფიციარებთან შეხვედრები და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ხორციელდება
დასაქმებულების მონიტორინგი და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს დასაქმების
სააგენტოს ამბროლაურის მომსახურების ცენტრთან. ხორციელდება დასაქმების მსურველი მოქალაქეების
ინფორმირება და გადამისამართება დასაქმების სააგენტოსთან. ასევე დასაქმების სააგენტო
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისთვის არსებულ ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე
დასაქმებული იყო 321 ბენეფიციარი. მიმწოდებლები არიან:
2024
წლის
მდგომარეობით
● შპს ,,გაზეთი ამბროლაურის მოამბე“, სადაც დასაქმებულია 5 ბენეფიციარი - ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ავრცელებენ ბეჭდურ გამოცემებს;
● ა(ა)იპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“, სადაც დასაქმებულია 248 ბენეფიციარი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი სამუშაოები, სუფთავდება ცენტრალური
გზები, სასაფლაოები, მემორიალები, მოსაცდელების მიმდებარე ტერიტორიები, ადმინისტრაციული
შენობები და სტადიონები, იწმინდება სანიაღვრე არხები და სხვა.
● ა(ა)იპ ,,მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა - შენახვის ცენტრი“, სადაც დასაქმებული იყო
56 ბენეფიციარი - 19 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში აწესრიგებენ წყალმომარაგების სისტემას;
● ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც დასაქმებული იყო 2 ბენეფიციარი - საარქივო
დოკუმენტაციის მოწესრიგების და შენობის დასუფთავების მიზნით;
● ა(ა)იპ ,,ამბროლაურის ტურისტული ცენტრი“, სადაც დასაქმებული იყო 9 ბენეფიციარი, რომლებიც
ყოველდღიურ
რეჟიმში
აწესრიგებდნენ
ტურისტულ
ბილიკებს;
● ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც დასაქმებული იყო 1 ბენეფიციარი,
ბაღის შენობის დასუფთავების მიზნით.
დღეის მდგომარეობით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამის
ფარგლებში კვლავ გრძელდება მუშაობა და დასაქმებულია 312 ბენეფიციარი.
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი
2024 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამით დასაქმდა 76 სოციალურად დაუცველი
პირი:
ა(ა)იპ ,,ბაგა-ბაღების გაერთიანება“ დასაქმებული იქნა 64 ბენეფიციარი, მათ შორის: დამლაგებელი26; მეეზოვე-7; მრეცხავი-20; მზარეულის დამხმარე-11;
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 8 ბენეფიციარი /დამლაგებელი;
23
შპს ,,ქართული ტრადიციები 2011“-4 ბენეფიციარი /სასაფლაოს დამლაგებელი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
2024 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამით დასაქმდა 167 სოციალურად
დაუცველი პირი. 2025 წლიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი გეგმავს დაასაქმოს 143 სოციალურად
დაუცველი პირი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით
მერია და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტის
მოსახლეობის დასაქმების პროცესში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ ხელი შეუწყო დასაქმების სააგენტოს რეგიონულ
წარმომადგენლობას და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის
ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ატვირთული ვაკანსიების მიხედვით,
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 873 სოციალურად დაუცველი პირი.
ბენეფიციარები ძირითადად დასაქმებული არიან ტერიტორიების კეთილმოწყობის, გამწვანებისა და
დასუფთავების, ასევე დამხმარე მუშის, მეეზოვის პოზიციებზე. 2025 წელს დაგეგმილია აღნიშნული
კუთხით მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, ახალი ვაკანსიების შექმნა და მობილიზება.
მარტვილის მუნიციპალიტეტი
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის
ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში და მარტვილის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირებში 2024 წელს დასაქმებული იყო სხვადასხვა პოზიციაზე 1 017
ბენეფიციარი.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი
2024 წლის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების
ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ
ორგანიზაციებში დასაქმდა 138 სოციალურად დაუცველი პირი, კერძოდ:
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ – 2;
შპს „სანდასუფთვება“ – 9;
ა(ა)იპ ,,ბათუმის სასაფლაოები“ - 1;
ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო“ - 19;
ა(ა)იპ ,,ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“ -5;
ა(ა)იპ ,,ბათუმის ბაღების გაერთიანება“ - 98;
ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ - 4.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, რომელთანაც
დასაქმების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების მომსახურებათა ხელმისაწვდომობის
გაზრდის მიზნით, აქტიურად ახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა პროგრამებს.
24
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის
ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და 1
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში 2024 წლის განმავლობაში დასაქმდა 37 მოქალაქე.
მიმდინარე პერიოდისათვის დასაქმებულია 34 მოსარგებლე, რომელთა სოციალური ხელშეკრულების
ვადა განისაზღვრა 2025 წლის იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოებებში 2024 წლის განმავლობაში დასაქმდა 211 ბენეფიციარი.
საანგარიშო პერიოდში ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებული ბენეფიციარები ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეულის 64 სოფელში, სამოქმედო ტერიტორიებზე
პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
კერძოდ: ასრულებენ პარკებისა და სკვერების დასუფთავებას, შიდა სასოფლო გზებზე სანიაღვრე არხების
გაწმენდას, ამავე გზის ნაპირების ბალახებისა და სარეველა მცენარეების გაცელვა - დასუფთავებას,
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების მიმდებარე
ტერიტორიების დასუფთავებას. ასევე ასრულებენ საბავშვო ბაღების ეზოს პერიმეტრის მოვლა პატრონობას, დასუფთავებას; კულტურის ცენტრის ფილიალებისა და კლუბების ეზოს პერიმეტრების
მოვლა-პატრონობას, დასუფთავებას და სხვა სამუშაოებს; სხვადასხვა წყალსადენებზე, სასმელი წყლის
მომვლელ დეზინფექტორებთან ერთად წყალსადენების ტერიტორიების, კაპტაჟების, რეზერვუარების,
სანიტარული ზონების დასუფთავებას; სამხედრო საფლავების, მემორიალის, მასობრივი საფლავების,
სასაფლაოების მოწესრიგების, დაკრძალვის ადგილების მოვლის, საერთო სარგებლობის სასაფლაოების
მოვლის, გაწმენდის, გასუფთავების სამუშაოებს; მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში არსებული
სპორტული დარბაზების, საოფისე ოთახების დალაგება/დასუფთავების სამუშაოების შესრულებას;
ნარგავების მოვლას, ეზოს დასუფთავებას.
2025 წლის იანვრიდან „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებებში - დასაქმებული იქნა 211 ბენეფიციარი.
მცხეთის მუნიციპალიტეტი
საანგარიშო პერიოდში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირების მიერ, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 261 სოციალურად დაუცველი პირი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის და მისი მმართველობის
სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ დასაქმდა 499 პირი.
2025 წლის 16 იანვრის მდგომარეობით უკვე დასაქმებულია 499 პირი და დაიგეგმა პროგრამით
მოსარგებლე 58 პირის დასაქმება.
25
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
2024 წლის მდგომარეობით საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული იყო 262 ბენეფიციარი.
ბენეფიციარები დასაქმდნენ მეეზოვეების პოზიციაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
ერთეულებში, მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით. 23 ბენეფიციარს სხვადასხვა მიზეზის გამო
შეუწყდა სოციალური ხელშეკრულება.
2025 წელს დასაქმებულია 239 ბენეფიციარი და შეიქმნა 22 ვაკანსია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
მერია კვლავ აქტიურად აგრძელებს დასაქმების ხელშეწყობას და ამ მიმართულებით გეგმავს დამატებითი
სამუშაო ადგილების შექმნას.
ონის მუნიციპალიტეტი
2024 წელს, ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში,
სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მიზნით, შეიქმნა 300 ვაკანსია და სოციალური
ხელშეკრულება გაუფორმდა 269 მოსარგებლეს.
2025 წელს ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი პირების
დასაქმების მიზნით, 257 სამუშაო ადგილზე გამოცხადდა ვაკანსია, ამ ეტაპზე დასაქმდა და სოციალური
ხელშეკრულება გაუფორმდა 245 მოსარგებლეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს დასაქმების მსურველ
პირთა ბაზას. კერძო სექტორში არსებულ ვაკანტურ ადგილებთან დაკავშირებით ინფორმაციის
მიღებისთანავე, მერია ახდენს დასაქმების მსურველ პირთა ინფორმირებას და დამსაქმებლებთან
დაკავშირებას.
პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის მიზნით მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მიწის
ნაკვეთი გადაეცა სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს.
მშენებლობის პროცესი უკვე დასრულების ფაზაშია. პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირება ხელს
შეუწყობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, როგორც პედაგოგთა დასაქმებას, ასევე პროფესიული
განათლებით ახალგაზრდების დაინტერესებას და პროფესიის დაუფლებას, რაც არის მათი დასაქმების
გარანტი.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან განხორციელდა ბენეფიციართა ინფორმირება
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნული პროგრამით მერიის
ა(ა)იპ-ებში ამ მომენტისთვის დასაქმებულია 52 ბენეფიციარი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს და ხელს უწყობს დასაქმების სააგენტოს რეგიონულ
წარმომადგენლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში.
26
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
2024 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას ,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“
ფარგლებში გამოქვეყნებული ჰქონდა 447 ვაკანსია სხვადასხვა პოზიციაზე. მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე დასაქმებული იყო 392 ბენეფიციარი. 2024 წლის განმავლობაში 18 ბენეფიციარს შეუწყდა
სოციალური ხელშეკრულება (შეწყვეტის მიზეზი გარდაცვალება, ბენეფიციარის პირადი განცხადება სხვა
სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით, არამოსარგებლის სტატუსი).
მ/წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას ,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“
ფარგლებში გამოქვეყნებული აქვს 453 ვაკანსია სხვადასხვა პოზიციაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
დასაქმებულია 339 ბენეფიციარი.
აბაშის მუნიციპალიტეტი
აბაშის მუნიციპალიტეტში 2024 წელს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში,
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული იყო 429 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი. კანონის
55-ე მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების შესაბამისად, აბაშის
მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს დასაქმების სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში და
მ/წელს საჭიროების მიხედვით მოხდება ვაკანსიების დამატება.
ხობის მუნიციპალიტეტი
კანონის 55-ე მუხლის გათვალისწინებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერია, დასაქმების სააგენტოს ხელს
უწყობს დასაქმების ღონისძიებების განხორციელებაში. მუნიციპალიტეტში გასულ წელს საზოგადოებრივ
სამუშაოებზე დასაქმებული იყო 322 სოციალურად დაუცველი პირი.
2025 წლისთვის სოციალური ხელშეკრულება გაუგრძელდა 309 პირს. შესაძლებლობის ფარგლებში
დაემატება დასაქმებულების რაოდენობა.
ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი
2024 წლის განმავლობაში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში დასაქმების ხელშეწყობის ფარგლებში:
ევროკავშირის პროექტის „ახალგაზრდობის გარანტია“ (Youth Guarantee) ფარგლებში 2024 წლის
სექტემბრამდე, ორგანიზაცია CPMA-ს (Central Project Management Agency) ექსპერტთან,
მუნიციპალიტეტში არსებულ კოლეჯ ,,ფაზისთან“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის
ფოთის ფილიალთან ერთად განხორციელდა სამიზნე ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრა და
ახალგაზრდების
საჭიროებების
კვლევა,
როგორც
განათლების,
ისე
დასაქმების
ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო APM ტერმინალსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო
აკადემიის ფოთის ფილიალის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში, სადაც მონაწილეობდა
50-მდე დამსაქმებელი.
2025 წელს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი კვლავ უზრუნველყოფს შეიმუშაოს დასაქმების ხელშეწყობის
მიზნით პროექტები და ამასთანავე, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა დასაქმების ფორუმში.
27
ქარელის მუნიციპალიტეტი
დასაქმების სააგენტოს და ქარელის მერიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის მე-4 მუხლის
4.2 პუნქტის თანახმად გაწერილი იყო მუნიციპალიტეტის ვალდებულებები:
,,4.2 მუნიციპალიტეტი ვალდებულია: თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ძალისხმევისა და
რესურსების გაერთიანებით ბენეფიციარების ჩართვა და რეფერირება დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო
სააგენტოში - დასაქმების გარემოს გაუმჯობესება და შრომის ბაზრის ეფექტური
ფუნქციონირების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მერიის მიერ ორგანიზებულ
დასაქმების ფორუმებში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობა“.
მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული სოციალურად დაუცველი სამუშაოს მაძიებელთა
ინფორმირებაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამუშაოს მაძიებლებისთვის საჭირო
ინფორმაციისა და კონსულტაციების მიწოდების კუთხით. მერის რწმუნებულები შესაბამის
ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად არიან ჩართული ზემოთ ხსენებულ საკითხებში,
ზედამხედველობას უწევენ შესრულებულ სამუშაოებს და ინფორმაციას აწვდიან ქარელის
მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ ,,ქარელის კეთილმოწყობის ცენტრს“ მომავალი წლის
გეგმასთან დაკავშირებით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით
მუნიციპალიტეტში
არაერთი
სოციალური,
ეკონომიური,
ინფრასტრუქტურული
პროექტი
განხორციელდა.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ტყიბულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრთან
თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ინფორმირება
სახელმწიფო პროგრამების შესახებ და მის მიერ სარგებლის მოტანის შედეგებზე.
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული
პროექტი: ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაიდგა სოლომონ მეორის ძეგლი, მოწამეთას სამონასტრო
კომპლექსებთან ვიზიტორთა ცენტრები. აღნიშნული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს
მოსახლეობის მიერ საოჯახო სასტუმროების განვითარებას და დასაქმების ხელშეწყობას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საჯარო დაწესებულებების, ბინათამხანაგობების
ჩართულობით სისტემატურად ეწყობა დასუფთავების აქციები, ასევე კეთილმოეწყო ათობით
დასასვენებელი პარკი, რომელიც ამავდროულად ხე-მცენარეების დარგვა-მოვლასა და პატრონობას
გულისხმობს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით საკრებულომ დაამტკიცა „მუნიციპალიტეტის
მერიაში სტაჟირების გავლის წესი“, წინამდებარე წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის
მერიაში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, რომლის მიზანია უზრუნველყოს თვითმმართველობის
ორგანოთა პოტენციური კადრების გამოვლენა, გადამზადება, და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების
გამომუშავება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო თუ
არასამთავრობო უწყებებთან მუნიციპალიტეტში საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად და ინვესტიციების
მოსაზიდად.
28
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების სააგენტოს იმერეთის
რეგიონში კოორდინატორთან, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის
მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ
პირებთან შეხვედრები, გაიმართა კონსულტაციები, განემარტათ საზოგადოებრივ სამუშაოებზე
დასაქმების მიზნები, პროგრამის განხორციელებაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების და
დასაქმებულების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 295 სოციალურად
დაუცველი პირი. ხორციელდება მოსარგებლეებთან შეხვედრების ორგანიზება, მათ საჭიროებებზე,
უფლებებსა და ვალდებულებებზე ინფორმაციის მიწოდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის, ასევე მუნიციპალიტეტის მერის
წარმომადგენლების (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში) მიერ აქტიურად მიმდინარეობს
დასაქმებულების მონიტორინგი, დაფიქსირებული შეუსაბამობების შემთხვევაში ხდება შესაბამისი
აქტების შედგენა, რეკომენდაციების გაცემა.
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურისტული ზონების, სკვერების, ბაღების დასუფთავების საკითხის
მოწესრიგება.
მესტიის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარებას და
ცდილობს სამეწარმეო საქმიანობისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნას, როგორც
ადგილობრივი, ასევე უცხოელი მეწარმეებისთვის, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ბიზნესის
მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებიც.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობის
მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურული (მათ
შორის ჰიდროელექტროსადგურებზე) პროექტების ფარგლებში, კომპანიებს რეკომენდაცია ეძლევათ
შესაბამისი ადგილობრივი კვალიფიციური კადრების დასაქმების შესახებ. ასევე მუნიციპალიტეტს აქვს
ტურიზმის, როგორც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორის განვითარების მაღალი პოტენციალი.
რეგიონში ეტაპობრივად ვითარდება სხვადასხვა სახის ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს
კერძო სექტორში ადგილობრივი კადრების დასაქმების და თვითდასაქმების საკითხს. მესტიის
მუნიციპალიტეტში 2024 წლიდან ამოქმედდა პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც
ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას და ჩამოსულ ვიზიტორებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს
ადგილობრივი კადრების დასაქმებას.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტში 2024
წლის მონაცემებით გამოცხადებული ვაკანსიების საფუძველზე 399 პირთან დაიდო სოციალური
ხელშეკრულება.
ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების უმაღლესი ან/და პროფესიული განათლების და
შემდგომში კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ახორციელებს
სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს. მათგან აღსანიშნავია მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ
პირველკურსელთა თანადაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თითოეულ სტუდენტზე
29
თანადაფინანსების თანხა შეადგენს 1 500 ლარს. 2022-2023 წლების მონაცემებით დაფინანსებულია 68
სტუდენტი 101 625 ლარი ოდენობით. 2023-2024 წლებში კი აღნიშნული პროგრამით დაფინანსდა 62
სტუდენტი 92 500 ლარის ოდენობით.
ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, მოქალაქეების მომართვიანობის
შემთხვევაში, დახმარებას უწევს სასურველი სამუშაოს მოძიების მიზნით რეზიუმეს (CV) შედგენასა და
დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციაში. ასევე დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას აწვდიან
მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიული სასწავლებლების მიერ გამოცხადებულ პროფესიული
სასწავლო კურსის შესახებ.
გარდა ამისა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ ,,მესტიის მუნიციპალიტეტის
ახალგაზრდული თვითმმართველობა“, რომლის მიზანია:
1. მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული
პოლიტიკის შემუშავება/ადვოკატირება;
2. მესტიის ახალგაზრდული სტრატეგიის განვითარება და აღსრულება;
3. მესტიის მუნიციპალიტეტში ჰარმონიული გარემოს და პოზიტიური სტიმულების შექმნა
ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერებისთვის;
4. მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ახალგაზრდებში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის,
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებისა და ღირებულებების გაძლიერება;
5. მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ახალგაზრდების დაინტერესება ადგილობრივ
განვითარებაში მონაწილეობით და მათი მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა;
6. მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც
უბიძგებს მათ გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი სრულად და გამოიყენონ ადგილობრივი
განვითარებისთვის;
7. მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზაცია, მათი აქტიურ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბება;
8. ახალგაზრდებში ნარკომანიის და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა;
9. ახალგაზრდებში ხარისხიანი ფორმალური, შემოქმედებითი და სამხატვრო განათლების მიღების
ხელშეწყობა;
10. ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდული სფეროს
განვითარებას და მუნიციპალიტეტში კულტურული გარემოს სტიმულირებას;
11. მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და
ინოვაციებზე ფოკუსირებით განვითარების შესაძლებლობების შექმნა;
12. მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მაღალი კვალიფიკაციის
მქონე ახალგაზრდების ჩამოყალიბების მხარდაჭერა;
13. მესტიის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტებზე
მუშაობა;
14. მესტიის მუნიციპალიტეტში მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობის, მეწარმეობის,
განათლების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების, ინოვაციების, მოწყვლადი ჯგუფების
მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით განვითარებაზე
ორიენტირებული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელება და მხარდაჭერა.
გორის მუნიციპალიტეტი
საზოგადოებრივ
სამუშაოებზე
დასაქმების
ქვეპროგრამის
ფარგლებში
ა(ა)იპ
,,გორის
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო“-ში 2024 წელს დასაქმებული იყო 31 პირი,
რომლებიც მიმდინარე წელსაც აგრძელებენ პროგრამით სარგებლობას.
30
ასევე ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში“ 2024 წელს დასაქმებული იყო 95
პირი, მიმდინარე წელს სოციალური ხელშეკრულება გაუფორმდა 86 პირს.
ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის
ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურში“ დასაქმებული იყო 51 პირი, მიმდინარე წელსაც 51
პირს გაუფორმდა სოციალური ხელშეკრულება.
ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში“ 2024 წელს
დასაქმებული იყო 2 პირი.
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ 6 ა(ა)იპ-ში 2024 წელს დასაქმებული იყო 248
სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი, 2025 წელს 239 ბენეფიციარს ავტომატურად გაუგრძელდათ
სოციალური ხელშეკრულება.
ქედის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
დასაქმების სააგენტოს ქედის განყოფილებასთან. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება წარმოადგენს
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროგრამული
ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში
ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა, მათი დასაქმება სატენდერო შესყიდვის ხელშეკრულებაში ერთერთ ოფიციალურ მოთხოვნად პირობას წარმოადგენს.
ანალოგიური პრინციპით გაგრძელდება დასაქმების პოლიტიკის განხორციელება მიმდინარე წელსაც.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
2024 წელს სოციალურად დაუცველი პირების „დასაქმების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დასაქმებული იყო 570 ბენეფიციარი. არასამხედრო,
ალტერნატიულ შრომით სამსახურში დასაქმებისთვის შეიქმნა 7 სამუშაო ადგილი.
თიანეთის მუნიციპალიტეტი
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 8
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე 403 ბენეფიციარს დაუსრულდა სოციალური ხელშეკრულება,
ხოლო 2025 წლის 22 იანვრის მდგომარეობით „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“
ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 8 არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირში 375 ბენეფიციარს გაუგრძელდა სოციალური ხელშეკრულება.
ხაშურის მუნიციპალიტეტი
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში
სოციალური ხელშეკრულებით დასაქმებული იყო სულ 78 ბენეფიციარი. აქედან ა(ა)იპ ,,ხაშურსერვისში“
დასაქმებული იყო 58 ბენეფიციარი, ხოლო ა(ა)იპ ,,წყლისა და გამწვანების კომპანიაში“ 20 ბენეფიციარი.
31
2025 წლიდან ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური ხელშეკრულება გაუფორმდა სულ 69
ბენეფიციარს. აქედან ა(ა)იპ ,,ხაშურსერვისში“ 51 ბენეფიციარს, ხოლო ა(ა)იპ ,,წყლისა და გამწვანების
კომპანიაში“ 18 ბენეფიციარს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4
პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების და კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, დასაქმების სააგენტოს
საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებს.
2024 წელს მუნიციპალიტეტში სოციალური შემწეობის მიმღები 286 შრომისუნარიანი პირი დასაქმდა
საზოგადოებრივ სამუშაოებზე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურადაა ჩართული სოციალურად დაუცველი პირების
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებაში და ხელს უწყობს სოციალურად
დაუცველი მოქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროცესს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
კანონის შესაბამისად, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე სამტრედიის
მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია კომისია, რომელიც ახორციელებს დამსაქმებელთან შეთანხმების
საფუძველზე სამსახურის მაძიებელ პირთა შერჩევას, მათი შესაძლებლობების, სურვილისა და
განათლების, ასევე ტერიტორიული ფაქტორის გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში სოციალურად
დაუცველ მოქალაქეთა დასაქმების პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა 2024 წლის
განმავლობაში შეადგენს 385 მოქალაქეს. აღნიშნულ ორგანიზაციებში დასაქმებული მოქალაქეები იკავებენ
სხვადასხვა პოზიციებს, როგორიცაა მეეზოვე, დამლაგებელი, დამხმარე მუშა, კარისკაცი, მზარეულის
არაკვალიფიციური დამხმარე, ბიბლიოთეკარი, დარაჯი და სხვა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კანონის განხორციელებას
და პროგრამის შესაბამისად კვლავ განაგრძობს უმუშევარ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა
საზოგადოებრივ ქვეპროგრამაში დასაქმების ხელშეწყობას.
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2024 წელს დასაქმებული იყო 500-მდე
ბენეფიციარი. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით დასაქმებულია 459 ბენეფიციარი.
ახალციხის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ 6 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირში
დასაქმებულია 92 სოციალურად დაუცველი პირი. ა(ა)იპ-ების მხრიდან, აღნიშნული კუთხით ვაკანტურ
პოზიციებზე ვაკანსიების გამოცხადება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს შესაბამის
ბენეფიციარებს დასაქმებაში.
32
აქვე გაცნობებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების
გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის N177
დადგენილების თანახმად, სტაჟირება გაიარა 6 სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა.
კასპის მუნიციპალიტეტი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წელს სოციალური ხელშეკრულება გაუფორმა და საზოგადოებრივ
სამუშაოზე დაასაქმა 42 პირი. აქედან ოთხი პირი დასაქმდა ა(ა)იპ „სოფლის წყალში“, 38 პირი კი ა(ა)იპ
„კასპის კეთილმოწყობაში“. კასპის მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში მიმდინარე
წელსაც გააგრძელებს დასაქმების ხელშეწყობის განვითარებისათვის აუცილებელ ღონისძიებებს.
წალკის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების სააგენტოსთან. 2024 წელს სოციალური
ხელშეკრულება გაუფორმა და საზოგადოებრივ სამუშაოზე დაასაქმა 159 პირი.
ასევე, 2025 წელს 158 პირს გაუფორმა სოციალური ხელშეკრულება, რომლებიც დასაქმდნენ სხვადასხვა
მიმართულებით საზოგადოებრივ სამუშაოზე.
საჩხერის მუნიციპალიტეტი
კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16
მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ თავისი უფლებამოსილების
ფარგლებში, გაატარა სათანადო ღონისძიებები. კერძოდ, კანონის შესაბამისად, 2024 წელს დაასაქმა 422
სოციალურად დაუცველი პირი.
დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 420 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარი. საჩხერის
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას სოციალურად დაუცველ
პირთათვის დასაქმების ხელშეწყობისთვის.
ყვარლის მუნიციპალიტეტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობას იღებს და აქტიურად პასუხობს კანონით
გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 2024 წელს ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების
ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის აქტიურად ითანამშრომლა
დასაქმების სააგენტოსთან და დასაქმდა 504 სოციალურად დაუცველი.
მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ათობით ახალგაზრდას მიეცა თვითდასაქმების საშუალება
,,ახალგაზრდული სტრატეგიის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც
სპეციალური კომისიის
გადაწყვეტილების შედეგად, ახალგაზრდებს უფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია, შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად იმოქმედებს მიმდინარე
წელსაც დასაქმების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მიმართულებით.
ხონის მუნიციპალიტეტი
ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული
ასოციაციის საქართველოს ფილიალის "თბილისის პროექტთა ბიუროს" (DVV INTERNATIONAL)
თანამშრომლობის საფუძველზე, ფუნქციონირებს ა(ა)იპ „ხონის სათემო განათლების ცენტრი“, რომელიც
ზრდასრულთა განათლებასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება. 2024 წლის განმავლობაში
33
აღნიშნულ ცენტრში მოკლევადიანი პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსები (საოფისე
კომპიუტერული პროგრამები, ინგლისური ენა, გიდის მომზადება, ბიზნეს იდეის წერა და მართვა,
ელექტრო შედუღება, ჭრა-კერვა) გაიარა 200 - მდე ზრდასრულმა. თითოეულ მათგანს გადაეცა
არაფორმალური განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც ბევრი მათგანი
წარმატებით დასაქმდა.
ბიზნეს იდეის წერისა და მართვის მოკლევადიანი პიროვნული განვითარების კურსის მსმენელთაგან 28
ბენეფიციარმა საპროექტო განაცხადი შეიტანა სსიპ- აწარმოე საქართველოში და სხვა ორგანიზაციების
მიერ გამოცხადებულ ბიზნეს-იდეის კონკურსებში. ნახევარზე მეტმა წარმატებით გადალახა კონკურსების
პირველი ეტაპი, ხოლო 12 მოქალაქემ მოიპოვა დაფინანსება და შექმნა საკუთარი მცირე ბიზნესი, ასევე
თავად გახდა დამსაქმებელიც.
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტი წარმატებულად თანამშრომლობს
ადგილობრივ ბიზნესთან - ხონში შეიქმნა ინვესტორთა საბჭო, რომლის ერთ - ერთი მთავარი ამოცანაა
ხელი შეუწყოს მდგრადი/სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას. საბჭო საქმიანობას 2025 წლიდან
შეუდგება და, სამოქმედო გეგმის მიხედვით, კონკრეტულ აქტივობებსაც განახორციელებს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტში „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ორი ორგანიზაცია (ა(ა)იპ ,,ჭიათურის დასუფთავებისა და
კეთილმოწყობის სერვისცენტრი“ და შპს ,,ჭიათურის წყალი“) ჩართულია სოციალურად დაუცველი
პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში
ორივე ორგანიზაციაში ჯამში დასაქმებულია 209 (ორას ცხრა) სოციალურად დაუცველი პირი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
2024 წელს ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში,
სიღნაღის მუნიციპალიტეტმა ნაყოფიერად ითანამშრომლა დასაქმების სააგენტოსთან. მუნიციპალიტეტის
მხრიდან არაერთი ღონისძიება ჩატარდა. საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა სამუშაო ადგილების
მოძიება,
გაიმართა
საინფორმაციო
კამპანია
სამუშაოს
მაძიებელთათვის.
აღნიშნული
ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმდა 440 მოქალაქე.
გარდა დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობისა, სიღნაღის მუნიციპალიტეტი ახორციელებს
დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებებს, კერძოდ:
კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის სფეროში თვითდასაქმებულთათვის ახორციელებს,
როგორც ფართო და მცირე მასშტაბიანი კურსების, ასევე მასტერკლასების ორგანიზებას, რაც მათი
უნარების გაძლიერებას ემსახურება;
სტაჟირების პროგრამით ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
სხვადასხვა ღონისძიებებით (სოციალურ ქსელის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, ასევე ,,ღია
კარის’’ დღეების ორგანიზება) დამსაქმებელს ხელს უწყობს შესაფერისი სამუშაო ძალის მოძიებაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი მომავალ წლებშიც აქტიურად გააგრძელებს დასაქმების ხელშეწყობის
მხარდამჭერ ღონისძიებებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც, ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს სოციალურად
დაუცველ პირთა სახელმწიფო დასაქმების პროგრამა. პროგრამას მუნიციპალიტეტში ახორციელებს
დასაქმების რამდენიმე მიმწოდებელი: სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ა(ა)იპ ,,მომსახურების
34
სერვისცენტრი“; ა(ა)იპ ,,სამუზეუმო გაერთიანება“; ა(ა)იპ ,,ოზურგეთის კულტურის ცენტრი“; ა(ა)იპ
,,ბაღების გაერთიანება“; ა(ა)იპ ,,საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრი“; სსიპ - საჯარო სკოლები.
2024 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაქმებული იყო 750-მდე სოციალურად დაუცველი პირი.
გარდა ამისა, გასული ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა სოციალური მიზნების
მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამა. მხარდაჭერილ იქნა სამი სოციალური საწარმო, დასაქმდა
36 პირი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა „ოჯახების სოციალურ
ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა“. გამოვლენილი იქნა 13 ბენეფიციარი, მათ შორის 9
ქალი. ისინი იღებენ 85 სამუშაო ადგილის შექმნის ვალდებულებას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურმა საკონსულტაციო მომსახურება
გაუწია 1000-მდე ბენეფიციარს. დაფინანსებულია 24 პროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია 100-მდე
სამუშაო ადგილის შექმნა.
ასევე ღია შრომის ბაზარზე მოქალაქეთა დასაქმების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინირებულად თანამშრომლობს ადგილობრივ ბიზნეს-ოპერატორებთან და დასაქმების სამსახურის
გურიის რეგიონულ ცენტრთან.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2024 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული იყო 847
სოციალურად დაუცველი პირი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით
დასაქმებული იყო 79 პირი;
გათვალისწინებული
სამუშაოების
შესრულებაში
დროებით
ქ. ჩხოროწყუს №1, კირცხის-სარაქონის, ზუმის, ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლების, ლესიჭინეს №3 და ქალაქ
ჩხოროწყუს №1 საბავშვო ბაღების მშენებლობაზე დასაქმებული იყო სულ 71 ადგილობრივი პირი;
ლეწურწუმეს საჯარო სკოლის, მუხურის №2 საბავშვო ბაღის და ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლის
სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში დროებით სამუშაოზე დასაქმდა სულ 58 ადგილობრივი
პირი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლაში ავტოტრანსპორტით მოსწავლეთა გადაყვანის
სამუშაოებზე დასაქმებულია 103 ადგილობრივი მძღოლი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე (გზების მოასფალტება,
ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სხვადასხვა შენობების შეკეთება-რეაბილიტაცია, გაბიონების
მოწყობა, სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა და სხვა) სულ დასაქმებული იყო 262 ადგილობრივი
მკვიდრი;
ქ. ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეში და მუხურში არსებული სამშენებლო ბლოკის საამქროებში მუდმივ
და დროებით სამუშაოზე დასაქმებული იყო 92 პირი.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 15 თხილის საამქროში დასაქმებულთა
რაოდენობამ შეადგინა 108 პირი;
35
აგრარულ სექტორში (ჩაის კრეფა-გადამუშავება, მოცვის პლანტაციების მოვლა და მოსავლის აღება,
სათბურების მომსახურება, თხილის, ხილის, დაფნის მოვლა-მოყვანა, მევენახეობა და სხვა) მუდმივ და
დროებით სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 550 პირს;
მეფუტკრეობის, მეცხოველეობის, წიწილების ინკუბატორის მომსახურების სფეროში დასაქმებულია სულ
32 ადგილობრივი მკვიდრი;
დასაქმების ხელშეწყობის კუთხით აუცილებლობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტში ფართო პროფილის
პროფესიული სასწავლებლის გახსნა, სადაც მომზადდებიან და გადამზადდებიან კონკურენტული და
მოთხოვნადი პროფესიების მქონე კვალიფიციური სპეციალისტები (საკითხი აღნიშნულის შესახებ
დაყენებულია სათანადო ორგანოების წინაშე და ამ დანიშნულებით გამოყოფილია მიწის ნაკვეთი).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2024 წელს განახორციელა
„მრეწველობის სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა“, რომლის მიზანს წარმოადგენს
მოთხოვნად უნარებზე საწარმოების საჭიროებების შესწავლა.
დამუშავდა კვლევის მონაცემები, მომზადდა ნარატიული ანგარიში და ფართო აუდიტორიისათვის მოეწყო
კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევის ანგარიში განთავსებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო
სისტემის ვებგვერდზე (www.lmis.gov.ge) და უზრუნველყოფილია მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
აღნიშნულ წელს საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ასევე მოამზადა
შრომის ბაზრის ყოველწლიური ანალიზის ანგარიში, სადაც გაანალიზებულია: დასაქმების სტრუქტურა,
დასაქმების სახელმწიფო და კერძო სააგენტოების ვაკანსიები, ქვეყანაში ბოლო პერიოდში შრომის ბაზრის
საკითხებზე განხორციელებული კვლევების მიგნებები. შრომის ბაზრის წლიური ანალიზის ანგარიში
ასევე განთავსებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (www.lmis.gov.ge).
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზანს დასაქმების ხელშეწყობა
წარმოადგენს. ქვემოთ წარმოდგენილია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც პროფესიული
განათლების ფარგლებში კომპლექსურად მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების
კურსდამთავრებულთა შრომის ბაზარზე ტრანზიციის ხელშეწყობის მიზნით:
პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა
კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებისა და შემდგომში მათი შრომის ბაზარზე ტრანზიციის კუთხით
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათ შორის, გეოგრაფიული ქსელის
გაფართოების გზით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, ბოლო წლების
განმავლობაში ფუნქციონირება დაიწყო არაერთმა კოლეჯმა ახალ ლოკაციებზე. საანგარიშო პერიოდში
36
გაგრძელდა სამი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა: ბორჯომში, ბოლნისსა
და გურჯაანში, ხოლო ხაშურსა და წყალტუბოში ახლად განვითარებულმა კოლეჯებმა ავტორიზაციის
პროცესისთვის დაიწყეს მზადება. ასევე გაგრძელდა ბათუმში კოლეჯის „ბლექსი“ ახალი შენობის
მშენებლობის პროცესი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში, გაიხსნა კოლეჯის
„სპექტრი“ ფილიალი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ პროფესიული
მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე. ასევე ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯის ორ ლოკაციაზე - სამტრედიასა და თეთრიწყაროში, როგორც საქართველოს რკინიგზის
განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს და საკვანძო რეგიონებში, ფუნქციონირება დაიწყო ინოვაციურმა
ჰიბრიდულმა სასწავლო ცენტრებმა თანამედროვე აღჭურვილობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა
და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პარტნიორობის ფარგლებში, გაგრძელდა
თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის
განვითარების პროცესი. მომზადებულია ცენტრის ბიზნეს მოდელი და გეგმა. 2024 წელს სამშენებლო
სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადდა ტენდერი და შეირჩა სამშენებლო კომპანია.
ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით,
ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, საანგარიშო
პერიოდში, გურჯაანში გაგრძელდა კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის განვითარების
პროცესი.
გარდა ამისა, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2024 წელს დაიწყო საკვანძო
მნიშვნელობის პროექტი, საპილოტე რეჟიმში, საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში დაინერგა
ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელშიც პილოტირების ეტაპზე 300ზე მეტი პირი ჩაერთო. შერჩეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პირველ ეტაპზე დაინერგა
6 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ინიციატივა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს
საშუალებას აძლევს, სკოლაშივე, სრულ ზოგად განათლებასთან ერთად დაეუფლონ პროფესიას. საჯარო
სკოლების მიერ პროფესიული განათლების დანერგვა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების
ხელმისაწვდომობის ზრდას, პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესებას, დამამთავრებელი
კლასის მოსწავლეების პროფესიულ განათლებაში შემოსვლასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების
შესაბამისად კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია საჯარო
სკოლების გაძლიერება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების
დანერგვის მიმართულებით. 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით პროფესიული
მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების
შედეგად, საქართველოს მასშტაბით შვიდ საჯარო სკოლაში დაიწყო აღნიშნული პროგრამების
განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, მათ შორის, ზრდასრული
პირებისათვის, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და დასაქმებას.
ხაზგასასმელია, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სისტემის მოქნილობის
უზრუნველყოფის მიზნით, „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესული
ცვლილებების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანებით დამტკიცდა პროფესიულ განათლებაში დისტანციური სწავლების განხორციელების წესი და
პირობები. აღნიშნული წესის საფუძველზე კოლეჯებსა და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული
გადამზადების პროვაიდერებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, პროფესიულ სტუდენტებსა და
მსმენელებს დისტანციურად შესთავაზონ პროფესიული პროგრამების კომპონენტები, ხოლო რიგ
შემთხვევაში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამები განახორციელონ
სრულად დისტანციურად.
37
კვალიფიკაციების შემუშავების და განვითარების ახალი მეთოდოლოგია
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის საჭიროებებთან მაქსიმალურად
დაახლოებისა და ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, ახალი მეთოდოლოგიის
შესაბამისად, კერძო სექტორის ჩართულობით, გაგრძელდა კვალიფიკაციების გადახედვის პროცესი,
რომელიც აქტიურად მიმდინარეობდა 2023 წლიდან. ამ მიზნით შემუშავებული ახალი მეთოდოლოგიის
შესაბამისად, კერძო სექტორის ჩართულობით, გაგრძელდა კვალიფიკაციების გადახედვა. საანგარიშო
პერიოდში, დარგის ექსპერტების, მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სპეციალისტების, დარგობრივი
ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
განმახორციელებელი დაწესებულებების აქტიური ჩართულობით, შემუშავდა/განვითარდა/განახლდა
სხვადასხვა სფეროს 56 პროფესიული კვალიფიკაცია. 2024 წლის მდგომარეობით ჯამში
შემუშავებულია/განახლებულია 89 პროფესიული კვალიფიკაცია, მათ შორის დამტკიცდა 33. აღსანიშნავია,
რომ 2025 წლის ბოლომდე პროფესიული კვალიფიკაციები ყველა ეკონომიკურ სექტორში იქნება
განახლებული.
პროფესიული განათლების მართვის თანამედროვე სისტემა
პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტია, ვინაიდან კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია
პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა შრომის ბაზარზე ტრანზიციისთვის.
პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის როლის გაძლიერების მიზნით,
განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, მომზადებულია ნიადაგი იმისათვის, რომ კერძო სექტორი
ჩაერთოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდებასა და მართვაში. აღსანიშნავია, რომ
ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა საჯარო-კერძო
პარტნიორობის შესახებ, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს პროფესიული განათლების პროვაიდერის
თანადაფუძნების/თანაინვესტირების, მართვაში ნაწილობრივ ან/და სრულად გადაცემის ან/და
ინფრასტრუქტურის პირობით სარგებლობაში გადაცემის მიმართულებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს
პროფესიული განათლების მიმწოდებლების დარგთან თანხვედრაში განვითარებას და პროფესიული
განათლების უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე.
თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრისა და წინადადებების განხილვის მიზნით საანგარიშო
პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციებთან. მათ
შორის, გაგრძელდა საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და
„ბიქეი ქონსთრაქშენის“ თანამშრომლობით, სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ2“ ფილიალის
დაფუძნებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქ. ვალეში. ასევე მიღწეულ
იქნა შეთანხმება დურგალთა ამქართან (საერთაშორისო პარტნიორობა ავსტრიასთან) ახალი პროექტის
განხორციელების მიზნით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის ბოლოს პროფესიული
უნარების სააგენტოსა და ავსტრიულ მხარეს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,
რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის
გზით. აღნიშნული თანამშრომლობის საბოლოო შედეგი, ავსტრიის მხარის ჩართულობით, ქვეყანაში
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადურგლო პროფილის კოლეჯის შექმნაა.
აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია და აქტიურ ფაზაშია
მოლაპარაკებები სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრისა და
მათი წინადადებების განხილვის მიზნით.
38
მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ზრდასრული მოსახლეობის პოტენციალის გააქტიურება და მათი კომპეტენციების
განახლება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად იზრდება
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების მიწოდების მასშტაბი. 2024
წლის მდგომარეობით სისტემაში ხელმისაწვდომია 596 პროფესიული მომზადებისა და პროფესიული
გადამზადების პროგრამა, რომლებსაც ახორციელებენ როგორც კერძო და საჯარო, ისე საგანმანათლებლო
და არასაგანმანათლებლო ტიპის დაწესებულებები. აღსანიშნავია, რომ 230 პროგრამა სწორედ 2024 წელს
დაემატა სისტემას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
ბიუჯეტითა და პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით, 2024 წელს დაფინანსდა 5800-მდე
პირის სწავლება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში.
2024 წელს ჯამში 9700-მდე პირი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამებში, რაც წინა წლის მაჩვენებელს
დაახლოებით 33%-ით აღემატება. ხაზგასასმელია, რომ ზრდასრულთა განათლების სისტემის
დანერგვიდან 2024 წლის მდგომარეობით, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების
პროგრამებზე ჩარიცხული მსმენელების ჯამური რაოდენობა 29 000-ზე მეტია.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს დამტკიცებული პროფესიულ განათლებაში დისტანციური სწავლების
განხორციელების წესისა და პირობების შესაბამისად, სრულად დისტანციური ფორმით პროფესიული
მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება მიენიჭა 10
პროგრამას საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
ამასთანავე, ვინაიდან სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არის პროფესიული განათლების შრომის
ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის, ხარისხისა და ეფექტიანობის გარანტია, სამუშაოზე დაფუძნებული
სწავლების ხელშეწყობის მიზნით, დაინერგა 2 ახალი დუალური პროგრამა. ჯამში დუალური პროგრამების
რაოდენობა 60-ს აღემატება. დუალურ სწავლებაში ჩართულ 13 კერძო კომპანიას მიენიჭა სასწავლო
საწარმოს სტატუსი, ხოლო დანარჩენი საწარმოები მომზადდნენ სტატუსის მისაღებად. ამასთან,
აღსანიშნავია, რომ სისტემაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში გაიზარდა
კოოპერაციული ფორმით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა, რომელიც ჯამში 100-ზე მეტია.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბი და
საანგარიშო პერიოდში სისტემას დაემატა 26 ინტეგრირებული პროგრამა. დღეისათვის სისტემაში არის 116
ინტეგრირებული პროგრამა. 2024 წელს 20 საჯარო სკოლაში დაინერგა 23 ინტეგრირებული პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამა. საგულისხმოა, რომ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლება
ხელმისაწვდომია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
დასაქმების ხელშემწყობი სერვისების განვითარება
ფორმალური განათლების სფეროში კარიერის მართვის ინკლუზიური პოლიტიკის განხორციელების
მიზნით,
პროფესიული
სტუდენტებისა
და
პოტენციური
სტუდენტების
კარიერული
(დასაქმება/თვითდასაქმება) და პიროვნული განვითარების ხელშესაწყობად, დამტკიცდა ფორმალურ
განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგია 20242030, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის მთელი
ცხოვრების განმავლობაში პროფესიულ ორიენტაციას, კონსულტირებასა და კარიერის დაგეგმვის
პროცესის მხარდაჭერას.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაში კარიერული განათლების კურსის
განხორციელების მიზნით, დამატებით გადამზადდა კარიერის მართვის 12 მენეჯერი პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. აგრეთვე, პროფესიული უნარების სააგენტომ დაიწყო პროექტ -
39
"Quality Assurance for Career Guidance Service through Continuous Professional Development (CPD) of Career
Guidance Specialists in TVET Ecosystems of Georgia/კარიერის მართვის სერვისების ხარისხის უზრუნველყოფა
კარიერის მართვის სპეციალისტების უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) მეშვეობით
საქართველოს TVET ეკოსისტემაში" განხორციელება. პროექტის მიზანია პროფესიული ორიენტაციის
სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბება, შესაბამისი სპეციალისტებისთვის
უწყვეტი პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავება და მათთვის in-service ტრენინგ პროგრამის
შექმნა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით საქართველო გახდა EuroGuidance-ის ქსელის წევრი,
რომელიც აერთიანებს ევროპული ქვეყნების კარიერული კონსულტირების სისტემებს.
2017 წლიდან პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში კარიერის მართვის სერვისის ერთ-ერთ
ქმედით ინსტრუმენტს წარმოადგენს საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების
ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა
პროფესიაში მოსინჯონ საკუთარი ძალები და მიიღონ გააზრებული და ინფორმირებული კარიერული
გადაწყვეტილება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს განხორციელდა 133 საორიენტაციო
კურსი. 19 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს მასშტაბით 107 საჯარო
სკოლაში, შესაძლებლობას ქმნის, VII-XI კლასის 1800-მდე მოსწავლისთვის, 45 მუნიციპალიტეტიდან,
სკოლებში სპეციალურად მოწყობილ მცირე პროფესიულ ლაბორატორიებში გაიაროს პროფესიული
საორიენტაციო კურსი, გაეცნოს და თავად მოსინჯოს პრაქტიკაში ერთდროულად რამდენიმე
პროფესიისათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი აქტივობა.
გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, პროფესიული უნარების საბაზო (სასერტიფიკატო)
26 კურსი, სადაც 500-მდე მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა პირველი ნაბიჯები გადაედგა პროფესიული
განათლების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პროფესიული უნარების
განვითარების პროგრამაში (საბაზო და საორიენტაციო) ჯამში ჩაერთო 27 300-ზე მეტი მოსწავლე.
სტუდენტური სერვისების განვითარება
დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება ვერ მიიღწევა მხოლოდ ფორმალური
საგანმანათლებლო
პროგრამებით,
აქედან
გამომდინარე,
პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში არაფორმალური განათლების დანერგვისა და სტუდენტური ცხოვრების
გამრავალფეროვნებისთვის
მიმდინარეობს
მუშაობა
დაწესებულებებში
ექსტრაკურიკულური
აქტივობების განვითარების მიმართულებით. 2024 წელს ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ
მესამედ გამოცხადდა ყოველწლიური კონკურსი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა/განვითარების მიზნით. კონკურსის ფარგლებში შემოსული
57 განაცხადიდან დაფინანსდა 27 პროექტი. პროექტები 11 რეგიონშია გადანაწილებული და ხორციელდება
25 საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. გარდა ამისა, 2024 წელს შემუშავდა კონკურსი საკვანძო
კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების
შექმნისა და დანერგვის შესახებ. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა 62 განაცხადი საქართველოს
ყველა რეგიონიდან, საიდანაც დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 არაფორმალური
კურსი, საქართველოს 10 რეგიონიდან.
კვლევითი კომპეტენციების გაძლიერება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი კომპეტენციების გაძლიერება
მნიშვნელოვანია, რათა დაწესებულებებმა შეძლონ, ერთი მხრივ, უკვე არსებული კვლევების ანალიზი და,
მეორე მხრივ, თავად განახორციელონ შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევა, რომლის საფუძველზეც
დანერგავენ პროფესიულ პროგრამებს.
40
აღსანიშნავია, რომ შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარების იდენტიფიცირებისა და ანალიზის
მიმართულებით, კოლეჯების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 2024 წლის 21-25 სექტემბერს
ბაკურიანში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, რომლებსაც 28 კოლეჯის 47 კარიერის მართვისა და ხარისხის
მართვის სპეციალისტი დაესწრო. სპეციალისტებთან გაზიარებულ იქნა ელექტრონული კითხვარი,
რომელიც განსაზღვრავდა შრომის ბაზრისა და კურსდამთავრებულთა კვლევის შესახებ მათი ცნობიერების
დონესა და უნარ-ჩვევებს.
მიღებული შედეგების საფუძველზე, ამავე სპეციალისტებისთვის დაიგეგმა შემდგომი სატრენინგო
მოდული, რომელიც ფოკუსირებული იყო შრომის ბაზრის სტატისტიკური ანალიზის საფუძვლების,
კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლების, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ინსტრუმენტების და
პრაქტიკული კვლევითი უნარების სწავლებასა და განვითარებაზე. ტრენინგი ჩატარდა 2024 წლის 3-6
დეკემბერს, 46 კარიერის მართვისა და ხარისხის მართვის სპეციალისტის მონაწილეობით.
პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სატრენინგო სესიები მიზნად ისახავდა
მონაწილეთა კვლევითი უნარების გაძლიერებას, განსაკუთრებით შრომის ბაზრის კვლევის
მოსამზადებლად დაგეგმილი ფოკუსჯგუფების ჩატარების მიმართულებით, რომლებიც განხორციელდა
უნარების სააგენტოს, კვლევითი კომპანია ACT-ისა და კოლეჯების წარმომადგენლების მჭიდრო
თანამშრომლობით. კვლევა ჩატარდა "კეთებით სწავლების" პრინციპზე დაყრდნობით. ფოკუსჯგუფები
ჩატარდა 17 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან.
ამ სტრატეგიულ თანამშრომლობაში ჩართული იყო 230-მდე დამსაქმებელი.
პროფესიული განათლების სისტემის ეფექტურობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი. ამ
მიზნით, რეგულარულად ტარდება კურსდამთავრებულთა კვლევა (ე.წ. Tracer Study). აღსანიშნავია, რომ
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, ბოლო
წლებში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2022 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წლის
კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა შეადგენდა - 60%, 2021 წლის კურსდამთავრებულთა
დასაქმების მაჩვენებელმა - 74%, 2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად (რომლის შედეგებიც
გამოქვეყნდა 2024 წელს) კი, 2022 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების საერთო მაჩვენებელი 81%-ია.
ამასთან, 2024 წელს ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით დაიწყო
კურსდამთავრებულთა კვლევა 2023 წლის კურსდამთავრებულთა კოჰორტისთვის, რომლის მონაცემებიც
ხელმისაწვდომი იქნება 2025 წელს.
ამასთანავე, 2024 წელს მიმდინარეობდა მუშაობა საშუალო საფეხურის ახალ კონცეფციაზე, რომელიც
ორიენტირებულია მოსწავლის თვითგამორკვევისა და მისი პოტენციალის რეალიზების მრავალმხრივ
მხარდაჭერაზე; განახლებული საშუალო საფეხურის კონცეფცია მიზნად ისახავს მოსწავლეს დაეხმაროს
გააზრებული არჩევანის გაკეთებაში, მოამზადოს უმაღლესი სასწავლებლისა და შრომითი ბაზრისთვის,
განუვითაროს აკადემიური და სასიცოცხლო უნარები.
გარდა ძირითადი, ყველასთვის სავალდებულო, პროგრამისა, საშუალო საფეხურზე მოსწავლის
ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის შეთავაზებული იქნება გაღრმავებული კურსები საგნების
მიმართულებით, ასევე არჩევითი საგნები მრავალფეროვნებისთვის და ინტეგრირებული პროფესიული
პროგრამები.
გარდა აღნიშნულისა, 2024-2025 სასწავლო წლიდან პროფესიული პროგრამების ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში ინტეგრირების მიზნით შეირჩა 20 საპილოტე სკოლა თბილისისა და სხვა რეგიონების
მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა დამამთავრებელი კლასის (XI-XII კლასების) მოსწავლეებს
საშუალებას აძლევს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას და
სკოლის დასრულების შემდეგ მიიღონ როგორც სრული ზოგადი განათლების ატესტატი, ასევე
პროფესიული პროგრამის დიპლომი და სურვილის მიხედვით სწავლა განაგრძონ უმაღლეს
41
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გავიდნენ შრომის ბაზარზე და ნებისმიერ დროს დაუბრუნდნენ
აკადემიური განათლების მიღებას.
2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში
და საბაზო განათლება 9-წლიანის ნაცვლად გახდა 10-წლიანი (საბაზო განათლება - 4 წელი − VII−X კლასები).
ცვლილება ამოქმედდება 2025 წლის 1 ივლისიდან და უკვე შეეხება 2024-2025 სასწავლო წელს ყველა IX
კლასელს). განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მოსწავლეები უფრო
მომზადებულები და ჩამოყალიბებულები იქნებიან იმისათვის, რომ მიიღონ მეტად გააზრებული
გადაწყვეტილება, განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ
სასწავლებელში. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის
(ერთი წლით დიდი, ვიდრე მანამდე მოქმედი რეგულაციით), ხოლო შეთავაზებული სოლიდური
ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის
გასვლას შრომის ბაზარზე.
ამასთანავე, უმაღლესი განათლების შრომის ბაზართან დაახლოება და ამ მხრივ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით
2023-2024 წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი
პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი –
საქართველო I2Q (IBRD)“ შექმნილია კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF), რომლის სტრატეგიულ
მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი
მოდერნიზაციისა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა. CIF-ის საგრანტო კონკურსის
მეშვეობით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლებლობა ეძლევათ, განავითარონ
კონკრეტული მიმართულებები ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების გზით. 2023 წელს
გამოცხადდა 2 საგრანტო კონკურსი ამ მიმართულებით. პირველი საგრანტო კონკურსის შედეგად
დაფინანსდა გამოვლენილი და დაფინანსებული იქნა 14 პროექტი.
CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ შემდეგი ფართო
სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;
განათლება;
ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.
კონკურსის თემატიკა შემდეგნაირად განისაზღვრა:
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის/დამსაქმებლის საჭიროებაზე
ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად, მათ შორის, საჯარო და კერძო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
პარტნიორობით,
შექმნა/განვითარება/განხორციელება (ერთობლივი სწავლება/სტაჟირება ან/და სხვა ინიციატივები
სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები);
უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ.
„ორმაგი ხარისხის“) მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით
საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
42
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობა, სსიპ – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციის
მინიჭების მიზნით;
მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 46 განაცხადი;
საგრანტო განაცხადები შეფასდა ღია ტენდერით შერჩეული საერთაშორისო საკონსულტაციო
კომპანიის მიერ. შედეგად, დაფინანსება მოიპოვა 14-მა საგრანტო განაცხადმა, საიდანაც 5
ინდივიდუალურად (1 უსდ-ის მიერ), ხოლო 9 - კონსორციუმის (2 ან მეტი უსდ-ის) მიერ იყო
წარმოდგენილი.
ჯამში მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში 10 საჯარო და 6 კერძო უსდ დაფინანსდა (იხ.:
http://iiq.gov.ge/ge/projects/?cat=second-grant-competition).
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილია
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მექანიზმის არსებობა. ასევე, უნივერსიტეტები
თავად აწყობენ, ან მონაწილეობენ დასაქმების სხვადასხვა ფორუმში.
განათლების ყველა საფეხურის მომცველი, ერთიანი სისტემისა და მიდგომის არსებობის
უზრუნველსაყოფად, შემუშავდა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრის 2024 წლის 27 აგვისტოს №139/ნ ბრძანებით დამტკიცდა ფორმალურ განათლებაში პროფესიული
ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის 2024-2030 წწ-ის სტრატეგია.
სტრატეგია უზრუნველყოფს ფორმალური განათლების სფეროში კარიერის მართვის ინკლუზიური
პოლიტიკის განხორციელებას, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ყველა პირის თანაბარ წვდომას კარიერული
მართვის სერვისებზე, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესაძლებლობების
რეალიზებას სწრაფად ცვალებად სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
2024 წლის განმავლობაში, დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრმა განახორციელა
შემდეგი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები:
პროფესიული გადამზადების პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ – 12 კვირიანი
პროგრამა წარმატებით დაასრულა 15-მა მსმენელმა (მათ შორის, 3 კურსდამთავრებული დასაქმდა
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში).
პროფესიული მომზადების პროგრამა „გარემოსდაცვითი მმართველი“ ჩატარდა ორ ნაკადად - 4კვირიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა 36-მა მსმენელმა. ცენტრის მიერ მაცივარაგენტზე
მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირება მიენიჭა მაცივარაგენტზე
მომუშავე მოწყობილობების 643 ტექნიკოსს და 326 იურიდიულ პირს.
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ასევე ახორციელებს ტრენინგებს
ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის აგრარული მიმართულებით. ფერმერთა
შესაძლებლობებისა და თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, 2024 წელს
43
გადამზადდა 509 პირი, მათგან დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნების გათვალისწინებით
განხორციელდა შემდეგი ტრენინგები:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საფუძვლები (სამართლებრივი რეგულირება,
ორგანიზაციული საკითხები და შიდა-საწარმოო ურთიერთობები) – 73 მონაწილე;
კარტოფილის წარმოების აგროტექნოლოგია - 35 მონაწილე;
აგრობიზნესის მართის ფინანსური ასპექტები - 87 მონაწილე;
მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიები და სამაცივრე მეურნეობების მართვა - 35 მონაწილე;
დაფნის წარმოების აგროტექნოლოგია - 21 მონაწილე;
ქარსაფარი ზოლების გაშენება-მართვა - 34 მონაწილე;
სოფლის მეურნეობა და სტანდარტები, ხარისხის ინფრასტრუქტურა, გამოწვევები ვაჭრობაში
(საერთაშორისო სტანდარტები) – 71 მონაწილე;
N5, N8, N10, N15 და N16 პენიტენციური დაწესებულების 70 მსჯავრდებული გადამზადდა
მარწყვის, ჟოლოს, ნივრისა და ქოთნის ყვავილების მოვლა-მოყვანის მეთოდოლოგიაზე;
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია - 83 მონაწილე.
ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტო“
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით, სოფლის მეურნეობის
პირველადი წარმოების გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და
შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო
ინსტიტუტებისგან იღებენ აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.
კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (15
ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო
განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას. უნდა აღინიშნოს, რომ აგროსექტორით
საბანკო/სალიზინგო სექტორის დაინტერესება პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც
სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მეწარმეებისა
და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
გაცემული სესხების რაოდენობა - 6,113;
უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობა - 5,339;
გაცემული სესხის ოდენობა - 967,999,381 ლარი;
სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 227,200,218 ლარი.
სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“
პროგრამის მიზანი:
პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით,
გააშენონ მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, კენკროვანი კულტურები და შექმნან სანერგე მეურნეობები.
პროგრამის განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლიანი
44
კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი
გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით
ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით
უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ამასთანავე, კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის მიზანია დაბალი აქტივობის
ცალკეულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მაღალია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების
ფრაგმენტაცია და ვერ ხდება მიწის ნაკვეთების გაერთიანება, საკარმიდამო კატეგორიის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთებზე კენკროვანი კულტურების ეფექტური წარმოება.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
სულ
პროგრამის ფარგლებში (ბაღების, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის,
ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის
კომპონენტები): 368 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 440 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით
განსაზღვრული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 42,743,152 ლარი, საიდანაც სააგენტოს
თანადაფინანსების წილი შეადგენს 20,423,515 ლარს, დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 2,642.2 ჰა-ს.
მათ შორის:
ბაღების კომპონენტის ფარგლებში, დაკონტრაქტებული ბაღების ფართობი შეადგენს 2,265.1 ჰა-ს.
323 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 358 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული
ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 36,711,310 ლარი, საიდანაც სააგენტოს
თანადაფინანსების წილი შეადგენს 18,978,667 ლარს, დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს
2,265.1 ჰა-ს.);
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის მიზნით დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს
82.7 ჰა-ს; 14 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 18 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით
განსაზღვრული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 4,092,338 ლარი, საიდანაც სააგენტოს
თანადაფინანსების წილი შეადგენს 503,532 ლარს, დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 82.7 ჰას);
ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის მიზნით დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს
197.0 ჰა-ს; 39 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 39 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით
განსაზღვრული ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 1,492,990 ლარი, საიდანაც სააგენტოს
თანადაფინანსების წილი შეადგენს 716,013 ლარს, დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 197.0 ჰას);
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 97.5 ჰას; 24 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 25 ხელშეკრულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული
ჯამური ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 446,514 ლარი, საიდანაც სააგენტოს
თანადაფინანსების წილი შეადგენს 225,303 ლარს, დაკონტრაქტებული ფართობი შეადგენს 97.5 ჰას).
45
აგროდაზღვევის პროგრამა
პროგრამის მიზანი:
აგროდაზღვევის პროგრამის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლოსამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის
შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. პროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან.
აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ მოსავალი სეტყვის,
წყალდიდობის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
გაცემული პოლისების რაოდენობა - 14,182;
დაზღვეული მოსავლის ღირებულება - 181,037,331 ლარი;
დაზღვეული მოსავლის ფართობი - 16,433 ჰა;
სააგენტოს სადაზღვევო პრემიის წილი (სააგენტოს თანადაფინანსება) - 13,837,835ლარი.
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ახალი გადამმუშავებელ და
შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მაღალმთიანი
დასახლებების შემთხვევაში თანადაფინანსების ოდენობა გაზრდილია 10%-ით.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
პროექტის ფარგლებში ახლად შექმნილი საწარმოების რაოდენობა - 48;
შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში
დამტკიცებული ახალი
პროექტების რაოდენობა - 14;
დამტკიცებული განაცხადების ჯამური ღირებულება - 18,534,480 ლარი;
სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა დამტკიცებულ პროექტებში - 5,659,521 ლარი.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“
პროგრამის მიზანი:
პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულია ჩაის
პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის
გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის
ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი
გაიზრდება.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;
სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 294.83 ჰა;
46
დამტკიცებულ პროექტებში პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1,094,229 ლარი;
დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 737,085 ლარი.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის მიზანი:
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე
(ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი; სასოფლოსამეურნეო ტრაქტორები; ტრაქტორის სასოფლო-სამეურნეო მისაბმელები (იმპლემენტი) და მოტობლოკი)
ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა - 128;
სააგენტოს თანადაფინანსება დამტკიცებულ პროექტებში - 8,117,324 ლარი;
ჯამური ინვესტიცია დამტკიცებულ პროექტებში - 28,796,847 ლარი;
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებულია 164 ტექნიკის შეძენა.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა (DIMMA)
პროგრამის მიზანი:
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად
ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის
დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის
მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
513 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 513 ხელშეკრულება;
ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 25,549,369 ლარი,
ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 17,570,997 ლარი.
კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები
პროგრამის მიზანი:
„მეფუტკრეობის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“
მიზანია სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ - ტექნიკური
ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და
რაოდენობის ზრდა.
„სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების
თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო - სამეურნეო კოოპერაციის
47
ხელშეწყობა
და
ა(ა)იპ
,,სოფლის
განვითარების
სააგენტოს“
მიერ
განხორციელებული
პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული
მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“:
იმ ბენეფიციარების რაოდენობა, ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულება - 1;
სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა დამტკიცებულ პროექტებში - 16,000 ლარი.
,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის
თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა":
კენკროვანი
კულტურების
შესანახი
მაცივრების
იმ ბენეფიციარების რაოდენობა, ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულება - 3;
სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა დამტკიცებულ პროექტებში - 750,000 ლარი.
პროექტების ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა
პროგრამის მიზანი:
სააგენტოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების ფარგლებში
დაფინანსებული/დასაფინანსებელი
პოტენციური ბენეფიციარების/ბენეფიციარების მხარდაჭერა
თანადაფინანსების ან/და საკონსულტაციო მომსახურების ან/და ტრენინგის ჩატარების გზით.
სააგენტოს
მიერ
განხორციელებული/განსახორციელებელი
პროექტებით/პროგრამებით
გათვალისწინებული დარგისა და მიმართულებების გაძლიერება და მხარდაჭერა.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
ბენეფიციარებთან გაფორმდა 80 ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 1,802,364 ლარი,
საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 941,829 ლარი. აქედან:
34 ხელშეკრულება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით;
1 ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის წარმოებული პროდუქციის საბოლოო
სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის მიმართულებით;
44 ხელშეკრულება ბრენდირების მიმართულებით;
1 ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდში 33 ბენეფიციარის მიერ დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო
სტანდარტი და 35 ბენეფიციარის მიერ ბრენდირებულია კომპანია/პროდუქცია.
48
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამის მიზანი:
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების
წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად. პროგრამის ამოცანაა ბიოწარმოების მსურველი პოტენციური
ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა.
პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას: 1.
ბიოწარმოების სერტიფიცირება; 2. საკონსულტაციო მომსახურება; 3. ორგანულ მეურნეობაში დაშვებული
ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი
ბიოპრეპარატების შეძენა; 4. ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა; 5. თაფლისა
და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება.
პროგრამის გავრცელების
თვითმმართველი ქალაქი.
გეოგრაფიული
არეალია
საქართველოს
ყველა
მუნიციპალიტეტი
და
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა - 15;
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 15;
სააგენტოს თანადაფინანსება დამტკიცებულ პროექტებში - 191,090 ლარი;
ჯამური ინვესტიცია დამტკიცებულ პროექტებში - 277,925 ლარი.
საპილოტე პროგრამა ქალებისთვის
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია
საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, მარნეულის, ლაგოდეხის, ვანის, ჩოხატაურის და ჩხოროწყუს
მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების
ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა - 63;
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 63;
სააგენტოს თანადაფინანსება დამტკიცებულ პროექტებში - 1,031,990 ლარი;
ჯამური ინვესტიცია დამტკიცებულ პროექტებში - 1,146,656 ლარი.
49
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივებისთვის
სახელმწიფო პროგრამა
სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკის
თანადაფინანსების
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და მათთვის სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკაზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდა.
პროგრამის
ამოცანაა
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივებისთვის, თანადაფინანსების გზით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
47 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა 54 ხელშეკრულება;
ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 4,546,691 ლარი;
ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 2,263,399 ლარი;
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებულია 168 ტექნიკის და იმპლიმენტის შეძენა.
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი
პროექტის მიზანი:
„ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი“ არეგულირებს ფერმათა/ფერმერთა ერთიანი რეესტრის
სისტემას, რითაც მოხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლოსამეურნეო საქმიანობისა და მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების
შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაცია. პროექტის მიზანია, საქართველოს
მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ყველა პირის აღრიცხვა (გარდა იმ პირებისა,
რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული
იურიდიული პირ(ებ)ის დაკვეთით ან/და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე), რაც
შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს ფლობდეს მათ შორის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც
გამოყენებული იქნება სამიზნე ჯგუფების სწორი შერჩევისთვის და მათთვის სხვადასხვა
მასტიმულირებელი პროექტების/პროგრამების საჭიროებისამებრ დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
2024 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
,,ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირდა
20,775 ფერმა/ფერმერი.
2025 წელს ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ დაგეგმილი აქტივობები და შესაბამისი სამიზნე
ინდიკატორები („ხედვა 2030“-ს სამოქმედო გეგმის შესაბამისად):
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი:
ბანკების მიერ 5,000 ბენეფიციარზე გაიცემა 6,000 შეღავათიანი სესხი/ლიზინგი;
განხორციელდება 32,000 შეღავათიანი სასოფლო-სამეურნეო სესხის/ლიზინგის საპროცენტო
განაკვეთის თანადაფინანსება.
50
სახელმწიფო პროგრამა დანერგე მომავალი:
პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას 330 ბენეფიციარი;
გაშენდება/დაკონტრაქტდება დამატებით 2 400 ჰა ახალი ბაღი.
აგროდაზღვევის პროგრამა:
პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას 7,000 ბენეფიციარი;
15,000 ჰა მიწის ფართობზე დაზღვეულ იქნება მოსავალი.
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი:
სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდება 40 გადამამუშავებელი საწარმოს ან/და შემნახველი
ინფრასტრუქტურის შექმნა.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“:
განხორციელდება 100 ჰა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა:
განხორციელდება 80 ბენეფიციარისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება.
კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა:
განხორციელდება
თანადაფინანსება
15
კოოპერატივისთვის
სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკის
შეძენის
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი:
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროგრამაში დარეგისტრირდება 8,000 ფერმერი/ფერმერული
მეურნეობა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა:
6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი აღიჭურვება ნედლეულის მიმღებ-გადამამუშავებელი
საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობებით.
ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა:
20 ბენეფიციარი მოახდენს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; 10
ბენეფიციარი მოახდენს კომპანიის/პროდუქციის ბრენდირებას.
51
ბიო წარმოების ხელშეწყობის პროგრამა:
80 ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას/გააფორმებს ხელშეკრულებას.
საპილოტე პროგრამა ქალებისთვის:
15 ქალ ბენეფიციართან გაფორმდება ხელშეკრულება.
სახელმწიფო პროგრამა „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“
ხელშეკრულება გაფორმდება 16 ბენეფიციართან.
მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა
ხელშეკრულება გაფორმდება 150 ბენეფიციართან.
52