„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.04.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, მარიამ ლაშხი, ირაკლი მეზურნიშვილი
ნომერი
#07-3/52/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-04-23
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 38-ე მუხლის ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის ყიდვის უფლება აქვს ელექტროენერგიის ნებისმიერ მიმწოდებელს ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად, ხოლო იმავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით ამ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი, რომლის მომსახურების არეალშიც მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური ან ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საბოლოო მომხმარებლის მიკროსიმძლავრის ან საბოლოო ელექტროსადგურით მომხმარებელთა სარგებლობის ჯგუფის მიერ მათ შორის, პირობებს, გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურსა და ანაზღაურების პირობებს ადგენს კომისია. კომისიის მიერ დადგენილი პირობები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და სამართლიანად ასახავდეს სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების ხარჯებს.“. 2. 1651 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2027 წლის 1 იანვრამდე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი პირობებით - უფლებამოსილია, მიერთების მომენტისათვის მოქმედი წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვისა და, შედეგად, სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებებისგან გათავისუფლებით ისარგებლოს 2033 წლის 1 იანვრამდე.“. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ მიაღწია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, კომისია უფლებამოსილია დაუშვას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთება 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე, შემდეგი პირობების დაცვით: ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს; და ბ) წარმოებული გაქვითვის ელექტროენერგიის ნაცვლად, მომხმარებელი მოხმარებულ გამანაწილებელ ელექტროენერგიასთან ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე აანაზღაურებს როგორც მიწოდების, აგრეთვე, სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების საფასურს, კომისიის მიერ დადგენილი წესით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირება ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის გზით, კერძოდ, „ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესების შესახებ“ ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2019 წლის 5 ივნისის 2019/944 დირექტივასთან, რომელიც ინკორპორირებული და ადაპტირებულია 2021 წლის 30 ნოემბრის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალის საბჭოს 2021/13/MC-EnC გადაწყვეტილებით და ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციების მოთხოვნებთან (იხ. ენერგეტიკული გაერთიანების (2024) „პოლიტიკის რეკომენდაციები საქართველოში თვითმოხმარების წახალისებისათვის“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://gnerc.org/files/neto/GE%201.3_Policy%20Recommendation.pdf). „ელექტროენერგიის შიდა ბაზრის შესახებ“ 2019/944 დირექტივის მე-15 მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, აქტიური მომხმარებელი უნდა ექვემდებარებოდეს ხარჯამსახველ ქსელის საფასურებს, რომლებიც ერიცხება ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიას. დირექტივის ადაპტირებული რედაქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ენერგეტიკული კანონმდებლობის გაერთიანების წევრ შესაბამისობაში ქვეყნებს მოყვანის აღნიშნულ ვადა 2026 ნორმასთან წლის 31 თავიანთი დეკემბრამდე განესაზღვრათ. დირექტივის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან თანხვედრაში არაა დღეს მოქმედი წახალისების სქემა, რომელიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებლებს დისკრიმინაციულ შეღავათებს სთავაზობს. კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 1651 გათავისუფლებულია მუხლის საფუძველზე, ელექტროენერგიის ასეთი სასისტემო საბოლოო მომხმარებელი მომსახურების საფასურის გადახდისგან როგორც ჭარბ, ასევე, გაქვითულ მოცულობაზე. ასეთი წახალისების სქემის ხარვეზს წარმოადგენს ის, რომ მასში ჩართული მომხმარებელი სარგებლობს სასისტემო მომსახურებით - იგი სხვადასხვა დროს აწარმოებს და მოიხმარს ელექტროენერგიას, გამანაწილებელ ქსელს მისი სადგურის მიერ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის „შესანახად“ იყენებს, თუმცა არ იხდის სასისტემო მომსახურების საფასურებს. შედეგად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლის მიერ მიღებული სარგებელი სხვა მომხმარებლების მიერ ჯვარედინად სუბსიდირდება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს სისტემის საერთო ხარჯების სამართლიანი და პროპორციული განაწილების პროცესში, რაც აღმოფხვრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლების მიერ მიღებული სარგებლის ჯვარედინი სუბსიდირების ტენდენციას სხვა საბოლოო მომხმარებლის მიერ, რომლებიც არ არიან ჩართულები ამ სქემაში. ამავდროულად, პროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სქემაში 2027 წლის 1 იანვრამდე ჩაერთნენ, რაც ემსახურება ინვესტიციის განსაზღვრულობასა და გონივრულ ვადაში უკუგებას. საამისოდ პროექტი ითვალისწინებს 2033 წლამდე პერიოდს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დეცენტრალიზებული გენერაციის წყაროების მდგრადი განვითარებისთვის უკუგების საშუალო ენერგეტიკისა და კლიმატის პერიოდს (5 ეროვნული „საქართველოს გეგმა“, გვ. 104. წელი) (იხ. ინტეგრირებული ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://www.economy.ge/uploads/files/2017/energy/2024/sakartvelos_sakhelmcifos_energetikuli_ politika_damtkicebuli_24/sakartvelos_energetikisa_da_klimatis_erovnuli_integrirebuli_gegma_da mtkicebuli_.pdf). შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ინვესტორისთვის ცნობილი იქნება, რომ ე.წ „ნეტო აღრიცხვის“ სქემითა და, შედეგად, სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებებისაგან გათავისუფლებით, შეუძლია ისარგებლოს 2033 წლამდე. აღნიშნული კი ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას, რომ თავისუფლად შეაფასოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სქემაში ჩართვის მომგებიანობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:  მიკროსიმძლავრის გამანაწილებელ ელექტროსადგურის ქსელში მიწოდებული საბოლოო და მომხმარებელთათვის ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიისთვის გადასახდელი საფასურის დადგენა კომისიის მიერ.  არსებული ანაზღაურების სქემის ჩანაცვლება და განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობა, უფრო სამართლიან მექანიზმზე ეტაპობრივი გადასვლის პროცესში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნით;   მომხმარებელთა მიმართ დისკრიმინაციული და არასამართლიანი მოპყრობის აღმოფხვრა; არსებულ სქემაში ჩართული საბოლოო მომხმარებლების მიერ ჩადებული ინვესტიციების გონივრულ ვადაში უკუგების ხელშეწყობა;  კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებთან სინქრონიზაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ცვლილებებს:  უქმდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების ანაზღაურებისგან გათავისუფლების შეღავათი და იგი ნაცვლდება კომისიის უფლებამოსილებით, დაადგინოს მიკროსიმძლავრის მიწოდებული ელექტროსადგურის ელექტროენერგიის, მიერ აგრეთვე გამანაწილებელ ქსელიდან ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობები. კომისიის მიერ დადგენილი პირობები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯამსახველი სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებებთან მიმართებით.  2027 წლის 1 იანვრამდე მიერთებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, 2033 წლის 1 იანვრამდე ისარგებლოს მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით, რაც მოიცავს წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და, შედეგად, სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებებისგან გათავისუფლებას.  კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე მიაღწევს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. ასეთ შემთხვევაში, 2027 წლის 1 იანვრამდე შესაძლებელი იქნება 100 კილოვატამდე მიკროსიმძლავრის მიერთება იმ პირობით, რომ ნაცვლად წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვისა, მომხმარებელი ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე აანაზღაურებს როგორც მიწოდების, აგრეთვე, სასისტემო მომსახურებების საფასურს, კომისიის მიერ დადგენილი წესით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან კანონის პროექტი ითვალისწინებს გარდამავალი პერიოდის მინიჭების შესაძლებლობას კომისიის მიერ გარკვეული ღონისძიებების განსახორციელებლად, მიზანშეწონილია კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მეორე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხოლო, პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა მოსალოდნელია იმის გამო, რომ იცვლება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან დაკავშირებული შეღავათები. შეღავათების ცვლილება გავლენას ახდენს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფლობის მომგებიანობაზე, რაც დამოკიდებულია მომავალში ელექტროენერგიის ფასზე, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟებასთან დაკავშირებულ კაპიტალურ დანახარჯებსა და მუდმივად ცვლად მაკრო და მიკრო ეკონომიკურ ფაქტორებზე. 2024 წლის განმავლობაში სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებისგან გათავისუფლებით მიღებულმა წლიურმა სარგებელმა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებისთვის შეადგინა ჯამში დაახლოებით 7,000,000 ლარი (ერთი მფლობელისთვის - საშუალოდ 5,000 ლარი). იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც 2027 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მფლობელობაში ექნებათ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და გაქვითულ (ქსელში მიწოდებულ და ქსელიდან მიღებულ) ელექტროენერგიაზე არ გადაიხდიან სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურებს, 2033 წლიდან უკვე მოუწევთ აღნიშნული საფასურების გადახდა. საფასურით გაიზრდება სისტემის ოპერატორების მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელი მომხმარებლებისგან მისაღები შემოსავალი. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ზრდის ტემპზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეული ფინანსური შედეგები დგება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საბოლოო მომხმარებლებისთვის, თუმცა პროექტით გათვალისწინებულია გონივრული ვადა ინვესტიციის უკუგებისთვის. კერძოდ, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც 2027 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მფლობელობაში ექნებათ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და გაქვითულ (ქსელში მიწოდებულ და ქსელიდან მიღებულ) ელექტროენერგიაზე არ გადაიხდიან სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურებს, 2033 წლიდან უკვე მოუწევთ აღნიშნული საფასურების გადახდა. 2025 თებერვლის მდგომარეობით გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულია სულ 1805 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც იმყოფება საცალო მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში - 465, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ – 1340). არსებულ მომხმარებლებზე, ასევე, სხვა მომხმარებლებზე, რომლებიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოქმედ სქემაში ჩაერთვებიან 2027 წლის 1 იანვრამდე, კანონპროექტს გავლენა ექნება მხოლოდ 2033 წლის 1 იანვრიდან, როცა მათ დაერიცხებათ სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურები. აღნიშნული საფასურები დღეის მდგომარეობით შეადგენს 1. გადაცემისთვის - 3.298 თეთრს; 2. განაწილებისთვის, ძაბვის საფასურის მიხედვით - 2.303 თეთრიდან 7.859 თეთრამდე - სს „თელასის“ ქსელში, ხოლო 2,35 თეთრიდან 11.962 თეთრამდე - სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში; 3. ბაზრის ოპერირებისთვის - 0.019 თეთრს. კანონპროექტის მიღების შედეგად ფინანსური შედეგები დგება ასევე იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებიც გამანაწილებელ ქსელზე მიაერთებენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს 2027 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ვინაიდან მოქმედი კანონისგან განსხვავებით, მათ უკვე მოუწევთ სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების ანაზღაურება ქსელიდან მიღებულ და გაქვითულ ელექტროენერგიაზე. ცვლილების შედეგად შემცირდება სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების ტარიფები, ვინაიდან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლები ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდიან დადგენილ საფასურებს, იმავე რაოდენობის ელექტროენერგიის ქსელში მიწოდების მიუხედავად. შესაბამისად, გაიზრდება სისტემის ოპერატორების მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელი მომხმარებლებისგან მისაღები შემოსავალი. კანონპროექტის მიღებით ჩნდება ასევე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ასეთი სადგურების დადგმული სიმძლავრე აღწევს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს, თუმცა შეზღუდული პირობებით, კერძოდ, სასისტემო და ბაზრის ოპერირების საფასურების ანაზღაურების პირობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებებზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპრექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის პირველი მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომლის თანახმად, თუ სხვაგვარად არ იქნება განსაზღვრული ოქმში, მიერთების თარიღისთვის, საქართველო ისარგებლებს ხელშემკვრელი მხარისათვის მოქმედი ყველა უფლებით და დაეკისრება ყველა ვალდებულება, რომელსაც ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარეებისთვის ხელშეკრულება და ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით მინისტერიალის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პროცედურული აქტები მისი ძალაში შესვლის დღიდან. ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალის საბჭოს 2021 წლის 30 ნოემბრის 2021/13/MC-EnC გადაწყვეტილებით (მე-2 მუხლის პირველი პუნქტი) მოხდა „ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესების შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2019 წლის 5 ივნისის 2019/944 დირექტივის ადაპტირება და მისი ინკორპორირება ენერგეტიკული გაერთიენების დამფუძნებელი ხელშეკრულების N1 დანათში, რითაც საქართველოს წარმოეშვა აღნიშნული დირექტივის იმპლემენტაციის ვალდებულება. მოცემული ცვლილება გამომდინარეობს ზემოხსენებული დირექტივის ადაპტირებული ვერსიის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტიდან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: „ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესების შესახებ“ ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2019 წლის 5 ივნისის 2019/944 დირექტივას, რომელიც ინკოპორირებული და ადაპტირებულია 2021 წლის 30 ნოემბრის ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალის საბჭოს 2021/13/MC-EnC გადაწყვეტილებით. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილია ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, მარიამ ლაშხი, ირაკლი მეზურნიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი კირცხალია, მარიამ ლაშხი, ირაკლი მეზურნიშვილი.