საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიშთან (№1-2746/25; 04.04.2025) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-6650/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-27
ბიუროს ნომერი 50

📜 ტექსტი

წერილი
2-6650/25 20-05-2025 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 19 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიში (N1-2746/25; 04.04.2025). შესაბამისად გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების დასკვნები. კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-6646/25 20-05-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიშზე (N1-2746/25; 04.04.2025) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2025 წლის 19 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიში. კომიტეტმა ზემოაღნიშნული ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-6297/25 08-05-2025 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და კომისიასთან დამოუკიდებლად წყალმომარაგების არსებული მარეგულირებელ მომხმარებელთა ეროვნულ ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2025 წლის 8 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიში (№1-2746/25; 04.04.2025) სხდომაზე აღინიშნა: 1. ცნობად იქნას მიღებული წარმოდგენილი ანგარიში და მიზანშეწონილად ჩაითვალოს განსახილველად გაგზავნა მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და მერიებში; ასევე ანგარიშში წარმოდგენილ კერძო კომპანიებს. 2. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობა, სამწუხაროდ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეზონურ საძოვრებში სეზონური გამრიცხველიანება საერთოდ არ არის, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 3. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიშში მითითებულია, თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა რეგულარულად საჭიროებს გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას. პრობლემურ საკითხად რჩება ელექტროგადამცემი ქსელებისა და საყრდენი ბოძების ავარიული მდგომარეობა. ასევე აღნიშნულია, რომ მაცხოვრებლებისგან რეგულარულად შემოდის შეტყობინებები ავარიული ბოძების შესახებ. საკმაოდ ბევრია როგორც ავარიული ისე უფუნქციო ბოძები, რომელიც ითვლება შესაბამის კომპანიის საკუთრებად. არის მიტოვებული და მათი არსებობა როგორც მოსახლეობას უქმნის საფრთხეს და ასევე ხელს უშლის შესაბამისი ტერიტორიის გამოყენებას. ხშირად მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეც არის ეს გაუქმებული ან ავარიული ელექტროგადამცემი ბოძები განლაგებული, რომლის დემონტაჟი ან ადგილმდებარეობის შეცვლის მოთხოვნაც მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე, არის საკმაოდ დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და ასეთ შემთხვევაში კომპანია მოქალაქეს აკისრებს ამ თანხის გადახდას. კომიტეტს მიაჩნია, რომ საჭიროა ეს უფუნქციო ელექტრო გადამცემი ბოძები აღებული იქნეს შესაბამისი კომპანიის მიერ მათივე ხარჯით. 4. კომიტეტს მიაჩნია, რომ კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების დაზიანების შემთხვევაში, ვერ უწევს დროულ მომსახურეობას. ხშირია შემთხვევები, როცა კანალიზაციის ან წყლის მილი ზიანდება და სერვისის აღდგენა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, მხრიდან რამდენიმე დღის დაგვიანებით ხდება, რაც იწვევს როგორც საცხოვრებელი კორპუსების, ისე სახლების სარდაფების დატბორვას. შესაბამისად, ასეთ დროს ზარალის რაოდენობა ძალიან მაღალია. შენიშვნებისა და წინადადების გათვალისწინებით, კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი
დანართი
2-4894/25 11-04-2025 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ შოთა ბერეკაშვილს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ დამოუკიდებლად არსებულ ინტერესების წლის საზოგადოებრივი ანგარიშზე კომისიასთან მომხმარებელთა დამცველის მომხმარებელთა 2024 უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (№1-2746/25; 04.04.2025) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2024 წლის ანგარიში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომართეს მომხმარებლებმა როგორც ოფისებში (რეგიონალური ოფისების ჩათვლით) ვიზიტებით, ასევე ისარგებლეს სოციალური ქსელის, სატელეფონო კავშირისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებებით. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge 2024 წელს კორესპონდენციის დამცველის რიცხვი სამსახურში შეადგენს რეგისტრირებული მათ 1406-ს. შორის, 606 სრული არის ახალი განცხადება/საჩივარი (კოლექტიური მომართვები), სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 2250 მომხმარებელს. სოციალური ქსელითა და ტელეფონის საშუალებით დახმარება გაეწია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, - ჯამში 8000-ზე მეტ მომხმარებელს. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ენერგოკომპანიებში გააგზავნა 618 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე მომხმარებლებს დაუკორექტირდათ თანხა ჯამში 50 ათას ლარამდე. ენერგოომბუდსმენის ენერგეტიკისა და შუამდგომლობის წყალმომარაგების საფუძველზე მარეგულირებელმა საქართველოს ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 12 სადავო საქმეზე და მოქალაქეებს დაუკორექტირდათ თანხები ჯამში 125 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკორექტირდა ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა - ჯამში 175 ათას ლარამდე. ელექტროენერგეტიკის სექტორის მიმართულებით საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დარეგისტრირდა 279 განცხადება. კომპანიების მიხედვით განცხადებები გადანაწილდა შემდეგნაირად: სს „თელასი“ – 52; შპს „თელმიკო“ – 31; სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ – 174; სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ – 22. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე 2024 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის საკითხზე ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და ჩამოაწერა უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა - ჯამში 8439.44 ლარამდე, ხოლო დამცველის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, კომპანიების მხრიდან ჩამოიწერა დაახლოებით - 115 182.18 ლარამდე თანხა. ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო, ისე მომხმარებელთა რაოდენობის არასაყოფაცხოვრებო სექტორს. ზრდა ეხება როგორც 2024 წლის სურათი შემდეგნაირად გამოიყურება: სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, დედაქალაქს დაემატა 28 117 ახალი აბონენტი. მათ შორის: 25 796 - საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარს ელექტროენერგიას, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. ხოლო 2 321 აბონენტი თვითმმართველი წარმოადგენს ქალაქებისა და სხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაემატა - ჯამში 26 357 საყოფაცხოვრებო და 4480 არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი. რაც შეეხება საანგარიშო პერიოდის აქტუალურ საკითხებს, ასე გამოიყურება: ქსელზე მიერთება; მომსახურების ხარისხი (არასტაბილური მიწოდება/ხშირი წყვეტები, ძაბვის ცვალებადობა, ქსელის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა); უსაფუძვლო დარიცხვები (აღრიცხვიანობის დარღვევა, დეპოზიტი); ზიანის ანაზღაურება. 2024 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებზე საქმის წარმოება დაიწყო 244 განცხადების საფუძველზე. ლიცენზიანტ კომპანიებში გაიგზავნა 618 მიმართვა (რეკომენდაცია/შუამდგომლობა). კომპანიების მიხედვით განცხადებების რაოდენობა გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 143, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 92, შპს „ბათუმის წყალი“ – 9. მომხმარებლების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა აქტუალური საკითხები, რომელთა შორის უმრავლესობა შეეხება მომსახურების ხარისხს. მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელის დაზიანება, მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება დაბალი წნევით, ქსელზე მიერთების სამუშაოების დაგვიანებით შესრულება და სხვ. სადავო საკითხების ნაწილი განეკუთვნებოდა მომხმარებლების პრეტენზიებს ლიცენზიანტი კომპანიების მიერ უსაფუძვლო დარიცხვასთან დაკავშირებით, რაც, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენების შეცდომით აღებით, სულადობის არასწორი მონაცემების დაფიქსირებით, დაზიანებული მრიცხველით და სხვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2024 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით შემოვიდა მოქალაქეთა 84 განცხადება. მათ შორის არის კოლექტიური განცხადებებიც, რომელიც ეხება მომხმარებელთა ფართო წრეს. ესენია რეგიონებში მოსახლეობის, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (გაზიფიცირების) საკითხები, ტექნიკური და უსაფრთხოების საკითხები, საყოფაცხოვრებო ტარიფებით ანგარიშსწორება და სხვა საკითხები. დამცველის სამსახურში შემოსული განცხადებების რაოდენობა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტების (კომპანიების) მიხედვით: შპს „თბილისი ენერჯი“ - 44; შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - 22; სს „საქორგგაზი“ - 13; სს „თელავგაზი“ - 3; შპს „ვარკეთილაირი“ - 1; შპს „აკრიანი 2006“ – 1. 2024 წელს ბუნებრივი გაზის საკითხებზე ასობით მომხმარებელს გაეწია სამართლებრივი დახმარება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების (დადგენილებების გასაჩივრების), დარიცხვების, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. დამცველის შუამდგომლობის საფუძველზე 2024 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის საკითხებზე მიიღო - 7 დაუსწრებელი (ზეპირი მოსმენის გარეშე) გადაწყვეტილება, კომპანიებს გაეგზავნათ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 42 რეკომენდაცია და მიმართვა. რაც შეეხება საანგარიშო პერიოდის აქტუალურ საკითხებს, ასე გამოიყურება: უსაფრთხოება - ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მიწოდება და მოსახლეობის უსაფრთხოება. 2024 წლის სტატისტიკა და კონკრეტული შემთხვევების ანალიზი; პრევენციული ღონისძიებები. უსაფრთხოების დამატებითი საინფორმაციო ღონისძიებები და რეკომენდაციები. გეგმური შემოწმებები; ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთება - გაზიფიკაცია. მიერთების სტატისტიკა. რეგიონებში სოფლების და დასახლებების გაზიფიკაცია; გაზის თანამედროვე „ჭკვიანი“ მრიცხველების მოწყობა; მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მიერთება. მომხმარებლის შიდა ცხელი ქსელის წყლის ცენტრალური მოწყობა/რეკონსტრუქცია სისტემების და მოწყობა; ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყება; ბუნებრივი გაზის დავალიანებების ჩამოწერა, ან კორექტირება. დეპოზიტების დარიცხვის კანონიერების შემოწმება; ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამო განხორციელებული დარიცხვები. მათი საფუძვლიანობის და სისწორის შემოწმება. დარიცხული თანხების შეღავათიანი პირობებით გადანაწილება; ბუნებრივი გაზის ტარიფები. საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფების ცვლილებები. მომხმარებლის კატეგორიის განსაზღვრა/შეცვლა. მომხმარებლების საყოფაცხოვრებო ტარიფზე გადაყვანა; ბუნებრივი გაზის ხარისხი, ავარიები და მომსახურების ხშირი წყვეტები; ბუნებრივი გაზის სექტორის რეფორმა. ახალი წესების ამოქმედების გადადება; ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მიწოდება და მოსახლეობის უსაფრთხოება. კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში და დადებითად შეაფასა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი