საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიშთან (№1-4129/24; 04.04.2024) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-6651/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-27
ბიუროს ნომერი 50

📜 ტექსტი

წერილი
2-6651/25 20-05-2025 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 19 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიში (№1-4129/24; 04.04.2024). შესაბამისად გეგზავნებათ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების დასკვნები. კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-6647/25 20-05-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიშზე (№1-4129/24; 04.04.2024) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, 2025 წლის 19 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიში. კომიტეტმა ზემოაღნიშნული ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-7773/24 31-05-2024 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად საზოგადოებრივი არსებული დამცველის მომხმარებელთა (ენერგოომბუდსმენი) მიერ ინტერესების წარმოდგენილ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიშზე (№1-4129/24; 04.04.2024). საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2024 წლის 31 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა (ენერგოომბუდსმენი) მიერ ინტერესების წარმოდგენილი საზოგადოებრივი საქართველოს დამცველის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიში (№1-4129/24; 04.04.2024). კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6576/24 01-05-2024 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით სონღულაშვილს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილ 2023 წლის ანგარიშზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (№1-4129/24; 04.04.2024) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 25 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და დამოუკიდებლად წყალმომარაგების არსებული მარეგულირებელ მომხმარებელთა დამცველის (ენერგოომბუდსმენი) საქართველოს ენერგეტიკისა და მიერ ეროვნულ ინტერესების წარმოდგენილი წყალმომარაგების 2023 სექტორში კომისიასთან საზოგადოებრივი წლის ანგარიში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართავდნენ მოქალაქეები როგორც უშუალოდ სამსახურის მისაღებში, აგრეთვე სოციალური ქსელის, სატელეფონო კავშირისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებებით. სოციალური ქსელითა და ტელეფონის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საშუალებით სამართლებრივი დახმარება და კონსულტაცია გაეწია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, რამაც ჯამში 10 ათასს მიაღწია. აგრეთვე, ენერგოომბუდსმენის სამსახურის მოქალაქეთა მისაღებში სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინეს 1 241 მოქალაქეს. სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რიცხვი შეადგენს 1 268. მათ შორის, 544 ახალი განცხადება/საჩივარი (მათ შორის, კოლექტიური მომართვები). ვინაიდან მოქალაქეთა ზოგიერთი განცხადება ერთიანად მოიცავდა განსხვავებულ თემებს (წყალმომარაგებას, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზს) და მიმართული იყო სხვადასხვა კომუნალური საწარმოს მიმართ, სადავო საკითხები გაიმიჯნა და ჯამში საქმისწარმოება დაიწყო 566 საკითხზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დამცველის ინიციატივით დაწყებული საქმისწარმოება დაიწყო 33 საოქმო ჩანაწერის საფუძველზე და ძირითადად მოიცავს შშმ პირებისა და გადაადგილების სირთულის მქონე ხანდაზმული ადამიანების პრეტენზიებს დამცველის სამსახურმა რომელთა საფუძველზე კომუნალური საწარმოების მიმართ. ანგარიშის მიხედვით, ენერგოკომპანიებში მომხმარებლებს გააგზავნა საზოგადოებრივი რეკომენდაცია, 623 დაუკორექტირდათ 177 ათას ლარამდე. ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 25 სადავო საქმეზე და მოქალაქეებს დაუკორექტირდათ თანხები ჯამში 40 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკორექტირდა ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა - ჯამში 217 ათას ლარამდე. ანგარიშში მითითებულია, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე განხორციელდა პროექტები, რომლებიც რამდენიმე ქალაქში მოიცავდა ინფრასტრუქტურის ნაწილის განახლებას. ეს განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მწყობრიდან არის გამოსული და მოძველებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელი. ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები პრიორიტეტულია, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს. ენერგოომბუდსმენის მოსაზრებით, მომხმარებლებისთვის აქტუალურ საკითხად რჩება კომპანიების ცხელი ხაზის გამართულად მუშაობა. დამცველის სამსახურში შემოსული პრეტენზიების ნაწილი სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. მაგალითად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ცხელ ხაზზე შესული ზარების შესახებ. მიღებული მონაცემებით: თბილისსა და მცხეთის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა 757 829 ზარი. პასუხი გაეცა 727 218 ზარს; 30 611 ზარი დარჩა უპასუხოდ. რუსთავის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა 65 224 ზარი. პასუხი გაეცა 62 919 ზარს; 2 305 ზარი დარჩა უპასუხოდ. რაც შეეხება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მონაცემებს, დაფიქსირდა 34 192 შეტყობინება როგორც ცხელი ხაზის, ასევე სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით (მაგ. სოციალური ქსელი). შესული მონაცემების რაოდენობის მიხედვით ლიდერობს ქუთაისის ფილიალი (9 265 შეტყობინება). ანგარიშში მიხედვით, უმნიშვნელოვანეს საკითხს წყალმომარაგების დარგში წარმოადგენს სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი არის გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, აგრეთვე, სურსათის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული მუშაობა. აქტუალურია აგრეთვე იმ მოქალაქეთა მდგომარეობა, რომლებიც არ წარმოადგენენ ლიცენზიატი კომპანიების აბონენტებს, თუმცა განიცდიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ენერგოომბუდსმენს მიაჩნია, რომ ლიცენზიის მქონე კომპანია დაინტერესებული უნდა იყოს არეალების გაფართოებით და ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მომხმარებელს უნდა ემსახურებოდეს. ანგარიშში ფუნქციონირების აღნიშნულია, საჭიროება რომ და გამანაწილებელი აუცილებლობა ქსელის გამართული უფრო აქტუალურია კიდევ ელექტროენერგიის მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის ფონზე. ელექტროენერგიის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ეხება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო სექტორს. 2023 წლის სურათი შემდეგნაირად გამოიყურება: სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, დედაქალაქს დაემატა 23 028 ახალი აბონენტი. მათ შორის: 20 817 საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარს ელექტროენერგიას, ხოლო 2 211 აბონენტის წარმოადგენს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. ამასთან, 2023 წელს ელექტროენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ტარიფებმა. კერძოდ, მოქმედ რეგულაციებში სემეკის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში განხორციელდა რეგიონებისთვის ცვლილება, რომლის ელექტროენერგიის თანახმად თბილისსა საყოფაცხოვრებო და და საქართველოს არასაყოფაცხოვრებო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. აღნიშნული ცვლილებები ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან და იმოქმედებს 3 წლის ვადით. მოცემული ცვლილებების განხორციელების მიზეზად სემეკში დასახელდა ის ფაქტორი, რომ გავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის მაჩვენებლებმა, შესყიდვის ასევე 2022-2023 მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2023 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით შევიდა მოქალაქეთა 128 განცხადება. მათ შორის არის კოლექტიური განცხადებებიც, რომელიც ეხება მომხმარებელთა ფართო წრეებს. მაგალითად: ახალაშენებული კორპუსების ქსელზე მიერთების (გაზიფიცირების) და სახელმწიფო ობიექტებში აბონენტებად რეგისტრაციის საკითხებზე, გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფებით ანგარიშსწორების და სხვა საკითხებზე. კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში და დადებითად შეაფასა საქართველოს ენერგეტიკისა და კომისიასთან დამოუკიდებლად წყალმომარაგების არსებული მარეგულირებელ მომხმარებელთა ეროვნულ ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი