სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ წარმოდგენილი: ა) საპენსიო სააგენტოს 2024 წლის ანგარიში; ბ) IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები 2024 წლისათვის

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.05.2025
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საპენსიო ფონდი
ნომერი
#1-5065/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

ანგარიში
2024 წლის ანგარიში 2024 წლის ანგარიში სარჩევი 01 საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვა 02 საოპერაციო საქმიანობა 03 რისკების კონტროლის დეპარტამენტი 04 შიდა აუდიტი 05 საინფორმაციო ტექნოლოგიები 06 საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება 07 2024 წლის ბიუჯეტი 08 საზოგადოებასთან ურთიერთობა 09 საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტები 10 2024 წლის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები 2 2024 წლის ანგარიში წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2024 წლის (შემდგომში - საანგარიშო პერიოდი) საპენსიო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს, ასევე, მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის (შემდგომში საპენსიო სქემა) მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს. მოგეხსენებათ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში კანონი) მთელი რიგი ცვლილებები ამოქმედდა 2025 წლის 1 მაისიდან, მათ შორის სსიპ საპენსიო სააგენტოს დასახელება განისაზღვრა - სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე ანგარიში ასახავს კანონში ცვლილებების ამოქმედებამდე პერიოდს, შესაბამისი მითითებები და ტერმინები მოცემულია საანგარიშო პერიოდში არსებული მდგომარეობით. 01 1.1. საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვა საინვესტიციო საბჭოს, საინვესტიციო მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა სამსახურისა და საინვესტიციო რისკის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული იყო 4 წევრით: ოლივიერ რუსსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი (თავმჯდომარის მოადგილე), მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა. აღსანიშნავია, კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიმართა საინვესტიიცო საბჭოს - 10 სხდომა, რომელთაგან ორი გაიმართა თბილისში, ორი გაიმართა კოპენჰაგენში (დანია), ხოლო ექვსი სხდომა გამოყენებით. 2024 წლის ჩატარდა ივლისში დისტანციურად, (საკანონმდებლო ელექტრონული მაცნე, კომუნიკაციის გამოქვეყნების საშუალებების თარიღი 12.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.102317) მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში. სხვა ცვლილებებთან ერთად შეიცვალა საპენსიო სააგენტოს სახელწოდება სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდით და საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა,. ხოლო აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 01 მაისი. კანონში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, საპენსიო სააგენტოს უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის შესაბამისად ზედამხედველობა. დანიშნვნის შემდეგ, მმართველობითმა საბჭომ საქმიანობა 2025 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყო. კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საპენსიო ფონდში განისაზღვრა სამი სპეციალური ფუნქცია: საინვესტიციო ფუნქცია, რისკის მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტის ფუნქცია. კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მმართველობითი საბჭო ვალდებულია 3 2024 წლის ანგარიში სპეციალური ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით შექმნას საინვესტიციო, რისკის და აუდიტის კომიტეტები, ასევე იგი უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ შექმნას დამატებითი კომიტეტები. გარდა ზემოთაღნიშნული ცვლილებებისა, ცვლილებები შეეხო საინვესტიციოდ დასაშვებ აქტივებსა და ლიმიტებს. კერძოდ, “სხვა ტიპის აქტივებში” ინვესტირების დაშვებული ლიმიტი კონსერვატიული პორტფელისთვის 15%-ად, დაბალანსებულისთვის 20%-ად და დინამიკური პორტფელისთვის 25%-ად განისაზღვრა. 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ცვლილება საპენსიო აქტივების მართვაში გარე აქტივების მმართველი კომპანიების მონაწილეების მიერ არჩევის შესაძლებლობის გაუქმება იყო. ცვლილებების შედეგად სქემის მონაწილეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ აქტივების მმართველი კომპანიები. ამასთან, კანონით განისაზღვრა, რომ 2026 წლის 01 იანვრიდან საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია საპენსიო აქტივები მხოლოდ სხვა ტიპის აქტივებში საინვესტიციოდ გადაცემა. 1.2. 2024 წლის აქტივების განთავსების სტრატეგია 2024 წელს საინვესტიციო საბჭომ მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიის წლიური გადახედვა, რომელიც ეფუძნებოდა 2023 წლის ნოემბერში განხორციელებულ და 2024 წელში ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად განახლებულ საინვესტიციო ლიმიტებს. აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიაზე, განსაკუთრებით დაბალანსებული და დინამიკური პორტფელებისთვის. კერძოდ, გაიზარდა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების მაქსიმალური დასაშვები ლიმიტები, შესაბამისად 80% და 60%-მდე, რამაც გაზარდა მოქნილობა და შესაბამისად, შესაძლებელი გახადა რისკით შესწორებული შემოსავლიანობის გაუმჯობესება. გარდა ამისა, გაფართოვდა დასაშვები აქტივის კლასები, თუმცა, მათი შეზღუდული ხელმისაწვდომობისა და ბენჩმარკ აქტივის კლასის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ისინი არ იყო გამოყენებული მიმდინარე SAA-ს ანალიზში. მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საპენსიო სააგენტოს ინტეგრაცია მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამაში (RAMP), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სააგენტოს SAA ჩარჩოს გაუმჯობესებაში. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს საშუალება აქვს მიიღოს ტექნიკური მხარდაჭერა მსოფლიო ბანკის ხაზინის დეპარტამენტიდან ინვესტიციების მართვის საკითხებში, მათ შორის მმართველობით, პორტფელის და რისკის მართვის, აქტივების განთავსების სტრატეგიისა და საინვესტიციო საოპერაციო მიმართულებით. გარდა ამისა, საინვესტიციო სამსახურს მიეცა წვდომა მსოფლიო ბანკის საკუთრებაში არსებულ ანალიტიკურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც მხოლოდ პროგრამის წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი. 4 2024 წლის ანგარიში 2024 წელს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო RAMP-ის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოახდინეს საპენსიო სააგენტოს აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩოს საფუძვლიანი შესწავლა და შეფასება. მისია მიზნად ისახავდა სააგენტოს მეთოდოლოგიის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, რისკის მოდელირების მიდგომების და კაპიტალის ბაზრის დაშვებების დახვეწასა და ოპტიმიზაციის ტექნიკის გაუმჯობესებას. SAA-ს მეთოდოლოგიის დახვეწასთან ერთად, მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სააგენტოს არსებული პრაქტიკის სიმტკიცეს. აღსანიშნავია, რომ RAMP-ის წევრობის მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო აქტივების განთავსების სტრატეგიის ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე (Workbench) წვდომა, რომელიც SAA-ს ანალიზისა და ოპტიმიზაციის ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება სხვადასხვა აქტივის კლასების, მათ შორის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების, წილობრივი ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ინსტრუმენტების მოდელირებისთვის, რაც იძლევა რისკის, შემოსავლისა და კორელაციის დინამიკის რაოდენობრივი შეფასების შესაძლებლობას. 2024 წლის SAA-ს პროცესმა კიდევ უფრო გააძლიერა პორტფელის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგია და ხელი შეუწყო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. 2024 წლის SAA-ს ფარგლებში უცვლელი დარჩა საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ბენჩმარკ ინდექსები, ხოლო გლობალური აქციების ბენჩმარკ ინდექსი დაკორექტირდა. კერძოდ, აშშ-ის წილი 40%-მდე გაიზარდა, ხოლო დარჩენილი სამი რეგიონი - ევროპა, განვითარებული აზია და განვითარებადი ბაზრები თანაბარი 20% წილით იქნა წარმოდგენილი. 2024 წლის SAA-ის ფარგლებში ბენჩმარკ პორტფელების მდგრადობის შესაფასებლად მოხდა სტრეს ტესტისა და სცენარების ანალიზი. საბაზისო სცენარში რისკისა და შემოსავლის პროგნოზების პარალელურად, შეფასდა პორტფელების მოსალოდნელი შედეგები სხვადასხვა ეკონომიკური სცენარისთვის, რაც მოიცავდა "ძლიერი ეკონომიკისა" და "მაღალი ინფლაციის" სცენარებს. სცენარების ანალიზი და სტრეს ტესტი საშუალებას იძლევა შეფასდეს პორტფელის პოტენციური რისკები და მოწყვლადობა სხვადასხვა მაკროეკონომიკური ცვლადების მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აქტივების განთავსების სტრატეგიის წლიური გადახედვის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ბენჩმარკ პორტფელებში აქტივების მიზნობრივი მაჩვენებლების წონები, განსაკუთრებით დაბალანსებული და დინამიკური პორტფელებისთვის. ეს ცვლილებები ძირითადად აიხსნება გაზრდილი საკანონმდებლო მოქნილობით. კერძოდ, საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი დაბალანსებულ პორტფელში 20%-დან 5%-მდე შემცირდა, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატების წილი 45%-დან 60%-მდე გაიზარდა. ანალოგიურად, დინამიკურ პორტფელში საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი 5 2024 წლის ანგარიში 20%-დან 5%-მდე შემცირდა, ხოლო საბანკო დეპოზიტებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების წილი 25%-დან 40%-მდე გაიზარდა. 2024 წლის მეორე ნახევარში მიმდინარეობს ინვესტიციების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროექტი. აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე შესაბამისი მომწოდებლის (ვენდორის) შერჩევა და დაკონტრაქტება 2024 წლის პირველ ნახევარში დასრულდა. ამჟამად ვენდორის მიერ დასრულებულია მონაცემების მიგრაცია, ხოლო საინვესტიციო სამსახურის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაცემების სისწორის გადამოწმება. Live რეჟიმში გაშვების წინაპირობას წარმოადგენს ვენდორის მიერ მოწოდებული სისტემის სრულფასოვანი ტესტირება, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით მინიმუმ ორ ტესტირების რაუნდს მოიაზრებს. წარმატებული ტესტირების შემთხვევაში, არსებული პროექტის გეგმის მიხედვით, პროგრამული უზრუნველყოფის live რეჟიმში გაშვება იგეგმება 2025 წლის მე2 კვარტალში. 1.3. სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანების შესაბამისად, უპირატესმა კანდიდატმა დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების საბოლოო პროექტი კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკთან გააგზავნა და წერილობითი დასტური მიიღო 2024 წლის 2 თებერვალს. 2024 წლის 14 თებერვალს, საინვესტიციო საბჭომ N52 ოქმით დაამტკიცა ხელშეკრულების საბოლოო პროექტი და სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად სს საქართველოს ბანკი გამოაცხადა. 2024 წლის 15 თებერვალს ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას, ისე მის შემდეგაც, უწყვეტად და შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპენსიო სააგენტოსათვის სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების გაწევა, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. ასევე, ინვესტიციების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროექტის ფარგლებში, სპეციალიზებულ დეპოზიტართან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები როგორც საოპერაციო საკითხების დაზუსტებაზე, ასევე აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციაზე. 1.4. საინვესტიციო გადაწყვეტილებები 2024 წლის ბოლოს საინვესტიციო სამსახურის მიერ საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი წმინდა აქტივების ღირებულება 6,064 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის ბოლოსთან 6 2024 წლის ანგარიში შედარებით 1,706 მილიონიანი ლარის ზრდაა. აღნიშნული ზრდა მოიცავს 1,141 მილიონი ლარის კონტრიბუციებსა და ინვესტიციებიდან მიღებულ 564.7 მილიონი ლარის წმინდა ამონაგებს (სააგენტოს დაფინასების ხარჯის გათვალისწინებით). 2024 წლის ნომინალურმა წლიურმა ამონაგებმა 11.6% შეადგინა. დაბალი ინფლაციის ფონზე ასევე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა 2024 წლის რეალური ამონაგებიც და 9.5%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს წლიურმა ნომინალურმა და რეალურმა შემოსავლიანობამ ბოლო 6 წლის განმავლობაში (დაარსების დღიდან 2024 წლის ბოლომდე) 9.9% და 3.9% შეადგინა, შესაბამისად. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, კონსერვატიული პორტფელი მთლიანი აქტივების 98.9% (5,997.5 მილიონი ლარი) წარმოადგენდა, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები 0.6% (33.5 მილიონი ლარი) და 0.5%-ს (33.1 მილიონი ლარი) შეადგენდნენ, შესაბამისად. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს აქტივების რეალოკაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა და კონსერვატიული პორტფელიდან დინამიკურ პორტფელში 6.7 მილიონი ლარის რეალოკაცია მოხდა, რაც მონაწილეთა ასაკის გათვალისწინებით დადებითი დინამიკაა, თუმცა, პორტფელებს შორის რეალოკაციის მასშტაბი მაინც დაბალი რჩება. საპენსიო აქტივების დინამიკა ₾6.1 მლრდ წმინდა შენატანები ამონაგები 31 დეკემბერი 2024 ივლ-24 იან-24 ივლ-23 იან-23 ივლ-22 იან-22 ივლ-21 იან-21 ივლ-20 იან-20 ივლ-19 იან-19 + ₾1.44 მლრდ წყარო: საპენსიო სააგენტო *საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 2024 წლის 31 დეკემბრის დახურვის ფასებით. წლების განმავლობაში, საპენსიო სააგენტოს აქტივების შემადგენლობა დივერსიფიკაციის საშუალებით უფრო კომპლექსური გახდა. 2023 წელს, საკანონმდებლო ჩარჩოში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე საპენსიო აქტივებში ფულადი სახსრების აკუმულაცია მოხდა და წლის ბოლოს მისმა წილმა მთლიან პორტფელში 15.4% შეადგინა. 2024 წელს კი მეტი სიცხადის ფონზე სააგენტომ მნიშვნელოვნად შეამცირა ფულადი ნაკადების წილი, 2.1%-მდე. 2024 წელს საინვესტიციო სამსახურმა განახორციელა ინვესტირება საქართველოს სხვადასხვა 7 2024 წლის ანგარიში კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში და შედეგად დეპოზიტების წილი ჯამურ აქტივებში 45.1%-დან 58.9%-მდე გაიზარდა. 2024 წლის მნიშნელოვანი მოვლენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციებში ინვესტირება იყო. ეს იყო ერთ ტრანზაქციად განხორციელებული მსხვილი ინვესტიცია უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მქონე ინსტრუმენტში (AAA). ინვესტიციის ჯამური მოცულობა 150 მილიონი ლარი იყო, ხოლო ვადიანობა 5 წლით განისაზღვრა. აღნიშნულმა ტრანზაქციამ კონსერვატიული პორტფელის ხარისხი გააუმჯობესა და EBRD-თან გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი. 2024 წელს საინვესტიციო სამსახურმა შესაძლებლობის ფარგლებში განაგრძო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობა და მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ბაზარზე განთავსებულ რამდენიმე კორპორაციულ ობლიგაციაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველი ემიტენტების დეტალური ანალიზი იყო. მიუხედავად ამისა, ჯამურ აქტივებში ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების წილი კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება (70 მლნ ლარი ან აქტივების 1.2%). 2024 წლის ბოლოსთვის ჯამურ აქტივებში უცხოური აქციების წილმა 16.5% შეადგინა. გარდა ამისა, გლობალური ბაზრების არასტაბილურობისა და რეცესიის საშიშროების ფონზე, 2024 წლის აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ ამერიკულ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დაიწყო. 2024 წლის 31 დეკემბრის მდომარეობით, აღნიშნული ფასიანი ქაღალდები მთლიანი აქტივების 1.2%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში საინვესტიციო სამსახური ადგილობრივი სავალუტო და უცხოური კაპიტალის ბაზრების აქტიურ მონიტორინგს ახორციელებდა. საპენსიო აქტივების განაწილება წლების მიხედვით, მილიონი ლარი 507 ₾ 1 163 ₾ 21,2% 1 980 ₾ 32,6% 2 947 ₾ 1,0% 10,6% 7,4% 16,2% 1,9% 4 358 ₾ 1,6% 6 064 ₾ 19,2% 16,5% 18,7% 17,2% 4,1% 1,2% 2,1% 15,4% 100,0% 78,8% 67,3% 62,9% 58,9% გლობალური აქციები სახაზინო ობლიგაციები მიმდინარე ანგარიშები სადეპოზიტო სერთიფიკატები 45,1% 2019 2020 2021 სადეპოზიტო სერთიფიკატები / ვადიანი ანაბრები საქართველოს სახაზინო ობლიგაციები ამერიკის სახაზინო ობლიგაციები 2022 2023 მიმდინარე ანგარიშები გლობალური აქციები სხვა 2024 წყარო: საპენსიო სააგენტო 8 2024 წლის ანგარიში 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო სამსახურის მიერ ფლობილი საპენსიო აქტივების 81.6% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 18.4% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. რაც შეეხება აქტივების განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 58.9% განთავსებული იყო 10 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერთიფიკატებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 2.1% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 16.5%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 17.2%-ს შეადგენდა. აქტივების 0.4% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 2.5% საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ობლიგაციებში, 1.2 % ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში, 1.2% კი ამერიკის სახაზინო ობლიგაციებში. საკრედიტო ხარისხის მიხედვით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივების 88.8% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებსა და ფასიან ქაღალდებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საინვესტიციო სამსახური თანხების ინვესტირებას ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში. არ საინვესტიციო სამსახურის მიერ ფლობილი საპენსიო აქტივების განაწილება, 31 დეკემბერი 2024 წყარო: საპენსიო სააგენტო 2024 წელს ინფლაცია საქართველოში კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 1.1% შეადგინა, რაც სებ-ის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი აღმოჩნდა. 2024 წელს არსებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ ეროვნულ ბანკს განაკვეთის შერბილების საშუალება მისცა და წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით (მთლიანად წლის პირველ ნახევარში), 8.0%9 2024 წლის ანგარიში მდე შემცირდა. შემცირებულმა ინფლაციამ დადებითი გავლენა იქონია საინვესტიციო პორტფელის რეალურ ამონაგებზე. კანონის შესაბამისად საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანი საინვესტიციო პორტფელებიდან რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდაა. ინფლაციისგან ჰეჯირების საშუალებას უცხოურ, შედარებით სტაბილურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირება წარმოადგენს, რასაც საინვესტიციო სამსახური 2024 წელს აქტიურად ახორციელებდა. საინვესტიციო ამონაგები და ინფლაცია ამონაგები ინფლაცია 76,5% 40,3% 6,1% 7,0% 2019 12,9% 13,9% 9,5% 2,4% 7,3% 9,8% 12,3% 11,6% 0,4% 2020 2021 2022 2023 1,9% 2024 დაარსეიდან წყარო: საპენსიო სააგენტო 2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის საკმაოდ კარგი წელი გამოდგა. გაზრდილი არასტაბილურობის მიუხედავად სამივე პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია. დინამიკურმა პორტფელმა გასული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა და წლიურმა ამონაგებმა 13.6% შეადგინა, რაც პორტფელში გლობალური აქციების მაღალი პროპორციით იყო გამოწვეულია. დაბალანსებული პორტფელი ამავე პერიოდში 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ, სადაც გლობალური აქციების წილი ყველაზე დაბალია, 11.6% შეადგინა, რაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგია. აღსანიშნავია, მიმართვებით 4.4%-იანმა რომ პორტფელების გაუფასურებამ კიდევ შემოსავლიანობა უფრო გაზარდა, ლარის უცხოურ დოლართან ვალუტაში დენომინირებული აქტივების ღირებულების ზრდის გამო. 2024 წელს ასევე საკმაოდ მაღალი იყო რეალური ამონაგებიც, ვინაიდან ინფლაცია წლის განმავლობაში დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა. შედეგად, კონსერვატიული პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 9.5%, დაბალანსებულის 10.7%, ხოლო დინამიკურის 11.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელის მაღალ მომგებიანობაზე დადებითი გავლენა იქონია საერთაშორისო აქციების პორტფელის მომგებიანობამ, ვინაიდან დინამიკურ პორტფელში აქციების წილი ყველაზე მაღალია. კერძოდ, საერთაშორისო აქციები საპენსიო სააგენტოს პორტფელში 2024 წელს 10 2024 წლის ანგარიში ყველაზე მომგებიანი ძირითადი აქტივის კლასი იყო. აქციების პორტფელის შემოსავლიანობამ აშშ დოლარში 9.9%, ლარში კი 14.6% შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში დაგენერირებულმა ამონაგებმა 125.9 მილიონი ლარი. ამონაგები პორტფელის გაშვებიდან დღემდე ნომინალური 17,0% 12,8% კონსერვატიული რეალური 18,5% 19,6% 15,3% 14,3% დაბალანსებული დინამიკური 17,4% 13,2% ჯამური წყარო: საპენსიო სააგენტო * ამონაგები საპენსიო აქტივების პორტფელ(ებ)ში თავდაპირველი განაწილებიდან დღემდე, 2023 წლის 7 აგვისტოდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ამონაგები პორტფელ(ებ)ში განაწილებიდან დღემდე წყარო: საპენსიო სააგენტო 11 2024 წლის ანგარიში 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების განაწილება კონსერვატიული პორტფელებისთვის აკმაყოფილებდა კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის წილობრივ ფასიან ქაღალდებსა და უცხოურ ვალუტაში აქტივების განთავსების ლიმიტს. დინამიკური და დაბალანსებული პორტფელებისთვის დაცული იყო კანონით განსაზღვრულ ლიმიტები, ხოლო საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრული ლიმიტების შემთხვევაში გრძელდებოდა აქტივების განაწილების შესაბამისობაში მოყვანა. საინვესტიციო პორტფელების აქტივების განაწილება კონსერვატიული 2,1% დაბალანსებული 1,2% 1,2% 3,5% 0,4% 2,7% 2,5% 16,2% დინამიკური 2,3% 2,3% 1,2% 0,4% 5,7% 25,8% 45,8% 59,1% 0,4% 29,9% 17,3% 50,8% 13,9% 15,4% სადეპოზიტო სერთიფიკატები/ვადიანი ანაბრები საქართველოს სახაზინო ობლიგაციები გლობალური აქციები სფი-ის ობლიგაციები მიმდინარე ანგარიშები აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები ევროობლიგაციები წყარო: საპენსიო სააგენტო 12 2024 წლის ანგარიში 02 საოპერაციო საქმიანობა 2.1. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკა კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი, ხოლო ქალს − 55 წელი. კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ (შემდგომში - 002 ინსტრუქცია) თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) დარეგისტრირდა 11 906 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანებულ იქნა 104 033 დასაქმებული. შედეგად, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო სქემაში, დაარსებიდან დღემდე, გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,582 ათასი. ამავე პერიოდში სქემიდან გავიდა 173 ათასი მონაწილე, პენსია/საპენსიო აქტივები დაენიშნა/გაიცა 15 ათას მონაწილეზე/გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეზე და 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომაროებით საპენსიო სქემაში დარჩა 1,395 ათასი მონაწილე. ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობაა ჯამში 120 ათასი. დამსაქმებლის რაოდენობა 2024 119 966 2023 108 047 2022 94 994 2021 82 801 2020 71 600 2019 61 173 - 20 000 40 000 60 000 80 000 100 000 120 000 140 000 წყარო: საპენსიო სააგენტო 13 2024 წლის ანგარიში უნიკალურ მონაწილეთა რაოდენობა წლების მიხედვით 2024 1 581 832 2023 1 478 720 2022 1 359 035 2021 1 234 732 2020 1 105 041 2019 958 226 - 200 000 400 000 600 000 800 000 1 000 000 1 200 000 1 400 000 1 600 000 1 800 000 წყარო: საპენსიო სააგენტო საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო შენატანების საერთო ოდენობამ (მაკორექტირებელი დეკლარაციების გარეშე) შეადგინა 4,772,977,838.49 ლარი, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 1,185,955,486.29 ლარი. საპენსიო შენატანები წლების მიხედვით (ათასი ლარი) და 934 960 1 000 000 900 000 808 576 800 000 643 629 700 000 600 000 500 000 418 185 449 545 521 946 400 000 300 000 200 000 კატეგორიების 130 145 124 586 137 727 157 507 195 175 250 996 100 000 2019 2020 2021 კერძო სექტორი 2022 2023 2024 საჯარო სექტორი 14 2024 წლის ანგარიში წყარო: საპენსიო სააგენტო საპენსიო სქემიდან კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად გასვლის, არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის ან/და საპენსიო აქტივების გაცემის და მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო აქტივების ჯამური მოცულობიდან 2019 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გამოტანილ იქნა 141,072,466.93 ლარი, ხოლო მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში 44,773,930.21 ლარი. აქედან 7 მონაწილეზე პენსია დაინიშნა პროგრამული გატანით, ფონდიდან გამოვიდა 32,449.30 ლარი. საპენსიო ფონდიდან გამოტანილი თანხები წლების მიხედვით (ათასი ლარი) 70 000 60 000 58 437 50 000 44 774 40 000 30 000 22 875 20 000 10 000 4 728 3 318 2020 2021 6 941 2019 2022 2023 2024 წყარო: საპენსიო სააგენტო 2.2. საოპერაციო საქმიანობის ძირითადი მონაცემები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 002 ინსტრუქციის შესაბამისად: ელექტრონულ სისტემაში, დამსაქმებლების სამუშაო გვერდზე დამატებული საბალანსო თანხის დაბრუნების ფუნქციონალის საფუძველზე 2024 წლის მანძილზე დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოთხოვნილ იქნა 840,244.76 ლარის ოდენობის ჯამური თანხა, 207 დავალების საფუძველზე. აქედან დაკმაყოფილდა 150 მოთხოვნა ჯამური თანხით 641,374.17 ლარი, უარყოფილია 57 მოთხოვნა - 198,870.59 ლარი. შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის, მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით სულ შემოვიდა 150 მოთხოვნა. 15 2024 წლის ანგარიში მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველზე, დაკმაყოფილდა 130 მოთხოვნა, ჯამური თანხით - 82,801.4 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მაკორექტირებელი დეკლარაციების შედეგად თანხა დაუკორექტირდა 48,996 დასაქმებულს, ჯამური თანხით 4,664,408.31 ლარი. უარყოფილი იქნა 893 მაკორექტირებელი დეკლარაცია, თანხით 498,587.78 ლარი. 2024 წლის განმავლობაში საპენსიო სააგენტო განაგრძობდა თანამშრომლობას სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების საპენსიო სააგენტოსთვის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას. 2024 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დამსაქმებლების მიერ საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში წარდგენილი ინფორმაციების სისტემატიური შედარება და შეუსაბამობების გამოვლენა. გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ეცნობათ შესაბამის დამსაქმებლებს და დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულებს. საანგარიშო პერიოდში, საპენსიო სააგენტომ განაახლა მომსახურების ხელშეკრულება სსიპ იუსტიციის სახლთან, რომლის შედეგადაც იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ერთეულებში საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება კვლავ არის შესაძლებელი. თანამშრომლობის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს ფარავს და იუსტიციის სახლის 123 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებშია წარმოდგენილი, რაც ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი იყოს. საანგარიშო პერიოდში , სსიპ საპენსიო სააგენტოსთვის მიმართვიანობის მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება: საპენსიო სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ სივრცეში მომსახურებული პირების რაოდენობა: 4 070 საპენსიო სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობა: 24 585 ზარი საპენსიო სერვისებთან დაკავშირებით, სსიპ იუსტიციის სახლის მიერ მომსახურებული პირების რაოდენობა: 3 971 საპენსიო სააგენტოს სერვისების მაღალი ხარისხის მიწოდების მიზნით, საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა მომსახურების ტრენინგები/საინფორმაციო განყოფილების უფროსის მიერ პერიოდულად ტარდება შეხვედრები სსიპ იუსტიციის სახლის შესაბამის წარმომადგენლებთან. საანგარიშო პერიოდში, სსიპ იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით, დაორგანიზდა და ჩატარდა მსგავსი ხასიათის 6 ტრენინგი. 16 2024 წლის ანგარიში მონაწილეთა მომსახურების სივრცისა და ცხელი ხაზის ოპერატორების სამუშაო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის: მონაწილეთა მომსახურების მონიტორინგის ჩარჩო, ოპერატორების შეფასების ცხრილი, ყოველდღიური/ყოველთვიური ანგარიშგების ფორმა, ზარების შინაარსობრივი მონიტორინგის ფორმა და სხვა. ამგვარი ქმედითი ინსტრუმენტების არსებობა, ხელს უწყობს მონაწილეთა მომსახურების თანამშრომლების ყოველდღიური სამუშაო პროცესის შეფასებას, მათ შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის შესაბამისი პროგრამული და მეთოდური საჭიროებების განსაზღვრას. საანგარიშო პერიოდში, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა მომსახურების განყოფილების თანამშრომლებმა გაიარეს ორდღიანი ტრენინგი „სახელმწიფო სერვისების შექმნის (დიზაინი) საკითხებზე“. ტრენინგი მომზადდა „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025წწ. სტრატეგიის“ ფარგლებში შემუშავებული სახელმწიფო სერვისების შექმნის (დიზაინის) მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შესაბამისად. 2.3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებით დამტკიცებული „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის“ (შემდგომში - წესი), თანახმად, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს საპენსიო სქემიდან, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპენსიო სქემაში, სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 727 დასაქმებულმა (რომელთა ჯამური საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენდა 422,229.93 ლარს) ისარგებლა საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით (აღნიშნული არ მოიცავს შეცდომით გაწევრიანებულ მონაწილეთა სტატუსის გაუქმებით გაცემულ თანხებს). საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 760 დასაქმებული. 17 2024 წლის ანგარიში საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულების რაოდენობა 180 000 164 198 160 000 140 000 120 000 100 000 80 000 60 000 40 000 20 000 3 098 1 605 1 218 1 165 727 2020 2021 2022 2023 2024 2019 წყარო: საპენსიო სააგენტო 2019 წლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებისათვის საპენსიო ფონდიდან გამოტანილმა აქტივებმა შეადგინა 59,723,898.97 ლარი. საპენსიო საქმიდან გამოსული დასაქმებულებისათვის ფონდიდან გამოტანილი აქტივები 60 000 57 038 50 000 40 000 30 000 20 000 10 000 2019 913 403 368 580 422 2020 2021 2022 2023 2024 წყარო: საპენსიო სააგენტო 18 2024 წლის ანგარიში 2.4. პენსიების და საპენსიო აქტივების გაცემა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 8,363 პირზე დანიშნულმა/გაცემულმა პენსიამ/საპენსიო აქტივმა შეადგინა 39,531,556.85 ლარი (ასაკის საფუძვლით დანიშნული პენსია, შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით დანიშნული პენსია, ქვეყნის სამუდამოდ დატოვების საფუძვლით და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის გაცემული საპენსიო აქტივები ), ხოლო ჯამურად, 2019-2024 წლებში 15,458 პირზე გაცემულმა თანხამ შეადგინა 61,089,101.71 ლარი. 12 639,83 აქტივების დანიშვნა 14 000,00 2020 2022 537,50 208,03 234,96 103,13 2019 413,34 608,24 40,51 24,29 0,31 14,16 2 000,00 28,13 1 535,12 1 579,29 1 868,29 16,28 1 898,62 2021 4 000,00 3 230,30 - 6 000,00 2 256,18 8 000,00 86,84 10 000,00 3 836,94 7 833,83 12 000,00 ასაკი შშმპ ქვეყნის სამუდამოდ დატოვება 2023 2024 გარდაცვლილი მონაწილე წყარო: საპენსიო სააგენტო 19 2024 წლის ანგარიში 03 რისკების კონტროლის დეპარტამენტი რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის განმავლობაში დასახული ამოცანები და დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული მუშაობის ეფექტურობის მაჩვენებლების კომპონენტები სრულად იქნა შესრულებული. კანონის შესაბამისად მომზადდა საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების ანგარიშები. ანგარიშები, რისკის მთავარი ოფიცრის ხელმძღვანელობით, მომზადებულია რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ. იგი დეტალურად აღწერს სააგენტოში იდენტიფიცირებული საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების წყაროებს, მოვლენებსა და მათ ზეგავლენას სააგენტოს სტრატეგიულ მიზნებზე, ასევე, ანგარიშებში მოცემულია აღნიშნული რისკების რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზომვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც შემდგომ მოხდა რისკების პრიორიტეტულობის განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. რისკების კონტროლის დეპარტამენტი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა სააგენტოს აგრეგირებული რისკის ანგარიშის მომზადებაზე, რომლის სამუშაო ვერსიაც მომზადდა და გაიგზავნა შესაბამისი დანიშნულებით, მისი შემდგომი დამტკიცებისა და ფორმალიზებისათვის. აგრეგირებული რისკის ანგარიში მოიცავს, როგორც საინვესტიციო, ისე არასაინვესტიციო რისკებს და წარმოაჩენს სააგენტოს წინაშე მდგარ აგრეგირებული რისკის პროფილს. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა რისკების უფრო ეფექტიანად და ავტომატიზებულად კონტროლისთვის შეისყიდა და დანერგა სამი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა: მობილური მოწყობილობების მართვის სისტემის - MDM; მონაცემთა კლასიფიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის - Data Classi�cation Tool; დაშიფრული ინფორმაციის მატარებლები - Encrypted USB; აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვის მიზანია თანამშრომლების მიერ შექმნილი სხვადასხვა სამუშაო დოკუმენტების კლასიფიცირებისა და მარკირების პროცესის ავტომატიზაცია და მონაცემების გაჟონვის პრევენციის გაუმჯობესება; ასევე, მონაცემთა კონფიდენციალურობის მატარებლებით ხარისხის უსაფრთხოდ გაუმჯობესება გადატანა, და ამასთან ინფორმაციის პორტატიული მობილური მოწყობილობის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა. საპენსიო სააგენტოში რისკების კონტროლის, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების, ბიზნეს უწყვეტობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით შემუშავებული დოკუმენტაციის გაცნობის მიზნით, რისკების კონტროლის დეპარტამენტი სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის სისტემატიურად განაგრძობს 20 2024 წლის ანგარიში ცნობიერების ამაღლების ტრეინინგებსა და ტესტირებებს, რომელიც 2024 წელს წარმატებით განხორციელდა. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა 2024 წელს სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით განახორციელა შემდეგი სამუშაოები: 2024 წლის განმავლობაში რისკების კონტროლის დეპარტამენტის ინიცირებით ჩატარდა საპენსიო სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების კომიტეტის ორი სხდომა. აღნიშნული სხდომების ფარგლებში გადაიხედა და საჭიროებებიდან გამომდინარე განახლდა ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 30-მდე დოკუმენტი. ამასთან, უფროსი ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის მიერ გადამოწმდა საპენსიო სააგენტოში არსებულ ელექტრონულ სისტემაში მომხმარებელთა წვდომები და უფლებები. ასევე, კომიტეტის ფარგლებში მოხდა რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსების განხილვა და ახალი რეკომენდაციების შესრულების ვადების განსაზღვრა. რისკების კონტროლის დეპარტამენტის ინიცირებით შპს „ბიდიო კონსალტინგის“- (BDO) მიერ 2024 წლის მარტი-აპრილის განმავლობაში შეფასდა ISMS პროცესები, მათ შორის წინა წელს გაცემული რეკომენდაციების მიხედვით შესრულებული სამუშაოები, არსებული დოკუმენტაცია და რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული პროცესიც წარმატებით განხორციელდა და სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები არსებული და პოტენციური რისკების რეალიზების ალბათობისა და რეალიზების შემთხვევაში შესაძლო ზიანის შემცირების მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის საკონტროლო შემოწმება, რომელიც 2024 წლის მაისში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო აუდიტის ფარგლებში არ დაფიქსირებულა ISO 27001 სტანდარტთან არცერთი ძირითადი ან/და მცირე შეუსაბამობა. 2024 წლის ივნისიდან რისკების კონტროლის დეპარტამენტმა დაიწყო მზადება 2025 წელს ჩასატარებელი ISO / IEC 27002 სასერტიფიკატო შემოწმებისთვის. კერძოდ, იგეგმება ISO 270012013 წლის სტანდარტიდან ISO/IEC 27002-2022 წლის სტანდარტზე გადასვლა. ამისთვის მოხდა შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მოძიება და დაიწყო მასთან სააგენტოს შიდა პროცედურების შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვა. 2025 წელს საპენსიო სააგენტო გახდება ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია საქართველოში, 21 2024 წლის ანგარიში რომელიც გაივლის უახლესი 2022 წლის ISO 27002 სტანდარტით შემოწმებას და სერტიფიცირებას. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა 2024 წელს სააგენტოს ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით განახორციელა შემდეგი სამუშაოები: 2024 წლის ივლისში რისკების კონტროლის დეპარტამენტმა განახორციელა ტესტირება/სიმულაცია, რომელიც წარიმართა ბიზნეს უწყვეტობის მართვის პროცედურის N3 და ნაწილობრივ N4 სცენარების შესაბამისად. აღნიშნული სიმულაციის ერთ-ერთ მიზანს, ბიზნესუწყვეტობის სცენარი N3 და ნაწილობრივ N4 ტესტირებასთან ერთად, წარმოადგენდა თანამშრომლებში ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების დონისა და ინციდენტის სიმძიმის დადგენის ვადის განსაზღვრა, კოორდინაციისა და ორგანიზებულობის, ოპერატიული რეაგირების შემოწმება, მონაცემთა და სერვისის აღდგენის სისწრაფის და იმის შემოწმება, თუ რა პერიოდულობის მონაცემების აღდგენა არის შესაძლებელი დღევანდელი მოცემულობით. 2024 წლის მეოთხე კვარტალში რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოხდა სატრენინგო ინფორმაციის დაგზავნა სააგენტოს ყველა თანამშრომლისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, რომელშიც განხილული იყო მავნე პროგრამული უზრუნველყოფები, მათი შემჩნევის, მათგან პრევენციის გზები და ინფორმაცია, თუ სად უნდა მიემართა თანამშრომელს ინციდენტის შემთხვევაში. აღნიშნული მოიცავდა როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების, ისე BCP ნაწილს. 2024 წელს რისკების კონტროლის დეპარტამენტის ინიცირებით განახლდა: საპენსიო სააგენტოს ბიზნეს უწყვეტობის გეგმის მართვის პროცედურა; საპენსიო სააგენტოს ბიზნეს უწყვეტობის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა; საპენსიო სააგენტოს ბიზნეს უწყვეტობის მართვის კომიტეტის შემადგენლობა; 2024 წლის განმავლობაში სსიპ საპენსიო სააგენტოში ადგილი ჰქონდა ბიზნეს უწყვეტობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ინციდენტს, რომლებიც დარეგისტრირებულ იქნა სააგენტოს შესაბამის პროგრამაში, სადაც დეტალურად არის აღწერილი თითოეული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინციდენტებს არ მოჰყოლია რაიმე სახის მატერიალური, ფინანსური ანდა რეპუტაციული ზიანი, თუმცა შემდგომში მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკის შესამცირებლად, რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები საჭირო კონტროლის მექანიზმების დანერგვისთვის, რაც გაზიარებულ იქნა ბიზნეს უწყვეტობის კომიტეტის წევრებთან. 22 2024 წლის ანგარიში 04 შიდა აუდიტი შიდა აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა 2025-2027 წლის რისკზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა, რის მიხედვით განისაზღვრა 2025 წლის განმავლობაში სააგენტოში შესასწავლი პროცესები. შიდა აუდიტის სამსახურმა 2024 წელს, გეგმის მიხედვით, განახორციელა საინვესტიციო აქტივების შეფასების, მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემის მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების (მოწვეული თანამშრომლების მოტივაციის, ISO-ს სერტიფიცირებული კონსულტანტის მიერ), კანონში ცვლილებების დანერგვისა და მმართველობის პროცესები. ასევე განახორციელა არაგეგმიური, მონაწილეთა მომსახურების პროცესის აუდიტი. სააგენტოს დირექტორს და სამეთვალყურეო საბჭოს წარედგინა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელშიც ასახულია შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული მატერიალური მნიშვნელობის მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები. ჩატარებული აუდიტის ფარგლებში მოხდა კანონმდებლობასთან, საუკეთესო პრაქტიკასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმება. შემოწმების შედეგად მოპოვებული, გაანალიზებული და შეფასებული ინფორმაციის საფუძველზე გაიცა შესაბამისი დასკვნები. 2024 წელს გაიცა 48 რეკომენდაცია. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების გამოსწორების მიმართულებით. კონკრეტული აქტივობების განხორციელებით მოხდა პროცესების ოპტიმიზაცია და დიჯიტალიზაცია, შემუშავდა მნიშვნელოვანი პოლიტიკები და სააგენტოს სტრატეგიული დოკუმენტი და სხვ. ასევე, შიდა აუდიტის სამსახური აქტიურად მონაწილეობდა კანონში ცვლილებების შემუშავებაში. შიდა აუდიტის სამსახური აგრძელებს ურთიერთობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის/ჰარმონიზაციის ცენტრთან, რომელთა მხარდაჭერით და ორგანიზებით აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიმდინარეობდა პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. 2024 წელს, ჰარმონიზაციის ცენტრის კოორდინირებით, PEMPAL-ის მიერ ორგანიზებული იქნა ვებინარი შიდა აუდიტორთა ახალი გლობალური სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით. ასევე 2024 წლის მაისში, იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტომ ჩაატარა "ინფორმაციული უსაფრთხოების შიდა აუდიტორის" ტრენინგი. აღნიშნული ტრენინგი ეფუძნება ISO 27001, ISO 27002, ISO 31000, ISO 19011 სტანდარტებს და საქართველოს კანონს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“. 2024 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და OECD/SIGMA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სექტორში პირველად დაიწყო შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს. 23 2024 წლის ანგარიში განვლილ პერიოდში, შიდა აუდიტის სამსახური აქტიურ მონაწილეობას იღებდა საჯარო ორგანიზაციების ერთიანი შეფასების სისტემის (The Common Assessment Framework - CAF) დანერგვაში საპენსიო სააგენტოში. 05 საინფორმაციო ტექნოლოგიები სსიპ საპენსიო სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2020 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განმეორებით განხორცილდა განახლებული საშემოსავლო დეკლარაციების მონაცემების მიღება და არსებულის ახლით ჩანაცვლება. განახლდა ყოველთვიურ რეჟიმში ინტერესის გამოხატვისა და საშემოსავლო დეკლარაციების საპენსიო დეკლარაციებთან შედარების ლოგიკა. ცვლილებები განხორციელდა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაშიც დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე (agency.pensions.ge). კერძოდ, განახლდა საშემოსავლო დეკლარაციასთან შედარების შეუსაბამობის მიზეზის/თანხის/კომენტარის შედეგების მითითების, წარმოდგენის ფაილის სტრუქტურა, ატვირთვისა და ა.შ. ფუნქციონალი. სააგენტოს რებრენდინგის შესაბამისად განხორციელდა ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემებისა და/ან სისტემების მიერ ავტომატურად გენერირებული დოკუმენტების განახლება სააგენტოს ვებგვერდი - pensions.ge მონაწილის პირადი გვერდი - my.pensions.ge დამსაქმებლის გვერდი - agency.pensions.ge საანგარიშო პერიოდში შემუშავდა და შესაბამის სისტემაში (noti�cations.pensions.ge) იმპლემენტირებულ იქნა შეტყობინებების ჯგუფური დაგზავნის ფუნქციონალი. ასევე, ელექტრონული სისტემის (my.pensions.ge, agency.pensions.ge) ფარგლებში იმპლემენტირებულ იქნა ფუნქციონალი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის სესიის შექმნასა და გარკვეული დროის შემდეგ ავტომატური ლოგაუთს. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა პენსიის დანიშვნის არსებული ფუნქციონალის მოდიფიცირება და მასში მონიტორინგის წესით გათვალისწინებული ცვლილებების ინტეგრაცია, რომელიც ითვალისწინებს პენსიის დანიშვნის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებამდე RSსთან შედარებას და შედარების შედეგების შესაბამისად გასაცემი თანხების ადმინისტრირებას. ასევე, განხორციელდა გარდაცვლილი მონაწილის აქტივების მემკვიდრ(ეებ)ისთვის გაცემის ფუნქციონალის შემუშავება და მისი საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში (FBO) ინტეგრაცია. 24 2024 წლის ანგარიში გარდა ზემოაღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში დაინერგა ახალი ტიპის, წლიური მაკორექტირებელი განახორციელებენ დეკლარაციები, RS-სთან რომელთა შედარების შედეგად გამოყენებითაც დამსაქმებლები გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირებას. ასევე, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ელექტრონულ სისტემაში (agency.pensions.ge) არსებული მოდულის მოდიფიცირება, რომელშიც წარმოდგენილია საშემოსავლო დეკლარაციებთან შედარების შედეგები. მოდიფიცირება ითვალისწინებს სქემიდან გასული სუბიექტების შემთხვევაში, შედარების შედეგების ხელმისაწვდომობასა და წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების დამსაქმებლების მიერ ინიცირების შესაძლებლობას. მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურთან (RS) ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საჭირო აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ითვალისწინებს საშემოსავლო დეკლარაციის შევსების/წარდგენის ფარგლებში საპენსიო შენატანების განხორციელების შესაძლებლობას. საანგარიშო პერიოდში ქსელური ინფრასტრუქტურის კუთხით განხორციელდა ოფისში დეპარტამენტების მიხედვით ქსელური სეგმენტაცია, რაც უზრუნველყოფს ტრაფიკის იზოლაციას დეპარტამენტებს კიბერუსაფრთხოების რისკებს და ტრაფიკის ოპტიმიზაციას. შორის, ამცირებს განახლდა WAF და Firewall უსაფრთხოების სისტემების ვერსიები, რითაც გაიზარდა ქსელის დაცულობა თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ. ასევე, განახლდა Cisco ISE PIC სისტემა, რაც ხელს უწყობს ქსელის უსაფრთხო წვდომისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებას. ქსელური მოწყობილობებიდან SIEM სისტემაზე ლოგების გაგზავნის მიზნით, აეწყო Cisco Streamer-ი, რაც უზრუნველყოფს ქსელური აქტივობების უფრო ეფექტურ მონიტორინგს. სარეზერვო ასლებისთვის შეიქმნა იზოლირებული ქსელი, რაც აძლიერებს სარეზერვო მონაცემების დაცვას კიბერშეტევებისგან. დაინერგა ახალი სარეზერვო ასლების წარმოების სისტემა, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სარეზერვო ასლების უფრო უსაფრთხო და ეფექტურ მართვას. გადაიგეგმა და გადაეწყო ყველა ძირითადი ქსელური კავშირი, რამაც გააუმჯობესა როგორც მონაცემთა გადაცემის სისწრაფე, ასევე ტექნიკური პროცესების ეფექტურობა. ამ ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელური ინციდენტების წარმოქმნის რისკი, რაც უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და უსაფრთხო საკომუნიკაციო გარემოს. შემუშავდა და დამტკიცდა განახლებების მართვის პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარულ, უსაფრთხო და სტაბილურ განახლებას. 25 2024 წლის ანგარიში შემუშავდა და დამტკიცდა მოწყვლადობების მართვის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს მოწყვლადობების დროულად იდენტიფიცირებას, შეფასებას და მათზე რეაგირებას, რაც ზრდის ორგანიზაციის უსაფრთხოების დონეს. ანტივირუსის, ლოგების მართვის, IT ცვლილებების, ქსელის უსაფრთხოების, დისტანციური მუშაობის და სარეზერვო ასლების პოლიტიკებში განხორციელდა რედაქციული ცვლილებები, რაც უკეთესად ასახავს უსაფრთხოების მოთხოვნებსა და საოპერაციო საქმიანობის პროცესებს. შემუშავებულია SSDLC პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში უსაფრთხოების ელემენტების ინტეგრაციას, რაც ამცირებს პოტენციურ საფრთხეებს განვითარების თითოეულ ეტაპზე. განხორციელდა ელექტრონული ფოსტის სერვისის მიგრაცია Exchange On Prem-იდან Exchange Online-ზე, რაც ზრდის სერვისის ხელმისაწვდომობას და სარეზერვო შესაძლებლობებს. ასევე ამით გამონთავისუფლდა არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილი და დადებით შედეგად მივიღეთ გაზრდილი მეილბოქსი ყველა მომხმარებლისთვის. მოძიებული იქნა DR დატა ცენტრის მოწყობის სხვადასხვა გადაწყვეტილება. აირჩა DR-ის ჩართვის პირველადი სქემა. აირჩა DR-ის ჩართვის კლასიკური გადაწყვეტილება, რომელზე მიგრაციაც იგეგმება სამომავლოდ, რისთვისაც აპარატურა შერჩეულია იმგვარად, რომ არატექნიკური დეტალების მოგვარების შემდეგ, კლასიკური ჩართვისთვის ვიქნებით მზად. მიმდინარეობს სარეზერვო დატაცენტრის ლოკაციის შერჩევის პროცესი. მოხდა ახალი შემნახავი დისკების მასივის (Aletra MP) ინტეგრაცია vCenter-თან, რაც უზრუნველყოფს სრულად სისტემის მეტ სტაბილურობას და სიჩქარეს VPN კავშირებისთვის დაინერგა ორფაქტორიანი აუთენტიფიკაცია (2FA), რაც ზრდის მომხმარებელთა წვდომის უსაფრთხოებას და ამცირებს არალეგიტიმური წვდომის რისკს. აღნიშნულ პერიოდში ასევე მოხდა ლოკალური Active Directory-ს მიგრაცია AzureAD-ში, რამაც გააუმჯობესა მომხმარებლების მართვის კონტროლები და სააგენტოში არსებული სხვადასხვა სისტემებთან სტაბილური კავშირის მექანიზმები. ასევე, განხორციელდა: Jira-სისტემის იმპლემენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს პროექტების და დავალებების მართვის ავტომატიზაციას, რაც ხელს შეუწყობს პროცესების უკეთ ორგანიზებას და მოთხოვნებზე რეგისტრაციის და რეაგირების პროცესის დახვეწას. Code Security Tool-ის დანერგვა, რომელიც უზრუნვეყლოფს კოდის უსაფრთხოების ავტომატიზებულ შემოწმებას და კოდში პოტენციური მოწყვლადობების იდენტიფიცირებას. ასევე, ბეტა ტესტირების რეჟიმში მოხდა პირველადი სკანირება. 26 2024 წლის ანგარიში EDR-XDR გადაწყვეტილების კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს გაფართოებული საფრთხეების აღმოჩენის და რეაგირების მექანიზმების დანერგვას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებას. მოწყვლადობების ინფრასტრუქტურის სკანირების სკანირების ხელსაწყოს კვლევა, ინსტრუმენტის რომელიც შესყიდვას, რაც მიზნად ხელს ისახავს შეუწყობს მოწყვლადობების დროულ აღმოჩენას, რეაგირებას და უსაფრთხოების მონიტორინგის გამარტივებას. 06 საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის შპს დელიოტი და ტუში მიერ 2025 წლის 28 მაისს დასრულებულ იქნა სააგენტოსა და საპენსიო ფონდის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადდა აუდიტის დასკვნები. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IPSAS შესაბამისად, ხოლო საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IFRS-ის შესაბამისად. აღნიშნული აუდიტის დასკვნები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 07 2024 წლის ბიუჯეტი კანონის მე-18 მუხლისა და 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის სექტემბრიდან საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა მონაწილეთა საპენსიო აქტივები, საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენს 14,700 მლნ ლარს, რომელიც ფინანსდება საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის 56% განკუთვნილია სააგენტოს მმართველობით და ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, ხოლო 44% საინვესტიციო საქმიანობისთვის. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 99.5%-ს. 2024 წლის სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოს დარიცხულმა ხარჯმა შეადგინა 1,383,932 ლარი, ხოლო სპეცდეპოზიტარისთის ამ პერიოდში გადახდილმა თანხამ შეადგინა 1,358,615 ლარი. საპენსიო სააგენტოს მიერ 2024 ფინანსური წლის განმავლობაში პერსონალისთვის (98 თანამშრომელზე) გადახდილმა ფიქსირებულმა ანაზღაურებამ შეადგინა 7,654,036 ლარი. 27 2024 წლის ანგარიში ანაზღაურება გაიცემა ყოველთვირად ფიქსირებული ანაზღაურების სახით და სარგებლის დაანგარიშება ხდება დარიცხვის მეთოდით. სააგენტოს და ფონდის აუდირებული ანგარიშგებები, შეგიძლიათ იხილოთ, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერზე. IFRS-ით მომზდებული საპენსიო სქემის ფინანსური მდგომარეობის, საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგებები. იხილეთ დანართში. დანართი 1. IPSAS-ით მომზადებული სააგენტოს ფინანსური შედეგების, წმინდა აქტივების ცვლილებების და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებები იხილეთ დანართში. დანართი 2. 08 საზოგადოებასთან ურთიერთობა საზოგადოებასთან ურთიერთობა საპენსიო სააგენტოსთვის, სქემაში ჩართული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მაქსიმალური გამჭვირვალობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 1078 სატელევიზიო, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მასალა. ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა საპენსიო სააგენტოს სოციალური ქსელების, ვებ გვერდის და ბლოგის დახმარებით. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 5 წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, ჩატარდა შეხვედრები ბიზნეს ასოციაციასთან და ბუღალტერთა კავშირებთან, ასევე FINEDU-ს კამპანიის ფარგლებში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ „ალტე“ უნივერსიტეტის სტუდენტებს. განხორციელდა ვებგვერდის ადაპტირება შშმ პირებზე და განახლებული ბრენდბუქის შესაბამისად განხორციელდა ცვლილება, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ყველა იმ რესურსზე სადაც დატანილი იყო საპენსიო სააგენტოს ლოგოტიპი. ასევე, 2024 წლის მანძილზე ფეისბუქით მოგვმართა 14,049-მა ხოლო ელ.ფოსტაზე 2,105-მა მოქალაქემ. მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელებში საინვესტიციო შედეგების ყოველთვიური ანგარიშის გამოქვეყნება. ასევე, პროაქტიულად ქვეყნდებოდა ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემები. 09 საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით) დამტკიცებულ იქნა „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების 28 2024 წლის ანგარიში დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელეექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი“ (საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 31 მაისის N014 ბრძანება), რომლითაც კანონის შესაბამისად სხვა საკითხებთან ერთად დარეგულირდა გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის ჩატარების, შესამოწმებელი დამსაქმებლების გაფრთხილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესრულების შესახებ ოქმის შედგენის, დაჯარიმების და ძირითადი ვალდებულების გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურები., კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხების გათვალისწინებით საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 11 ნოემბრის №015 ბრძანებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 31 მაისის №014 ბრძანება „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ და ამავე ბრძანებით დამტკიცდა „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზე დმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გა ფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმი ს დაკისრების და აღსრულების წესი, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად დარეგულირდა პენსიის დანიშვნისას მონიტორინგის წესი“. საანგარიშო პერიოდში შეტანილ იქნა ცვლილებები „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის № 002 ბრძანებაში (საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 1 მაისის N013 ბრძანება). აღნიშნული ცვლილებებით განისაზღვრა დასაქმებულის /პენსიის მიმღები უფლებამოსილება საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ავტორიზაცია გაიაროს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათის) ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით ან ელექტრონულ სისტემაში არსებული სხვა საშუალებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ასევე, განისაზღვრა საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილება მონაწილეები/პენსიის მიმღებების ინფორმირების ან/და დასაქმებულის საპენსიო გვერდზე წვდომის ალტერნატიული უზრუნველსაყოფად, შესაბამისი მომსახურების მიღების ხელშეკრულება/შეთანხმება/მემორანდუმი გააფორმოს მესამე პირ(ებ)თან. საშუალებების მიზნით საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, 2024 წლის 11 ნოებერს, საპენსიო სააგენტოს დირექტორის N16 ბრძანებით, შეტანილ იქნა ცვლილებები „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის 29 2024 წლის ანგარიში შესახებ“ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 25 დეკემბრის №011 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. აღნიშნული ცვლილებები, სხვა ცვლილებებთან ერთად მოიცავს პენსიის დანიშვნისას მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული წესებს, საპენსიო აქტივების პროგრამული გატანით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში გასაცემი პენსიის გამოანგარიშების წესს, შეუსაბამობის გამოვლენის წესს და პროცედურებს. 2024 წლის 30 დეკემბერს, საპენსიო სააგენტოს დირექტორის №017 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 4 აგვისტოს №008 ბრძანება და ამავე ბრძანებით დამტკიცდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ დადგენილ საპენსიო აქტივების მართვისა და ინვესტირების ჩარჩო, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 30 2024 წლის ანგარიში 10 ძირითადი სტატისტიკური მონაცემები 2024 წლის მდგომარეობით სულ უნიკალური მონაწილე (2019 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 1,581,832 რეგისტრირებული) კერძო სექტორი 1,406,126 საჯარო სექტორი 382,177 სულ უნიკალური გასული 180,549 კერძო სექტორი 129,729 საჯარო სექტორი 50,820 დანიშნული პენსიები 15,458 ასაკით 9,189 შშმპ 3,498 ქვეყნის დატოვება 24 გარდაცვლილი მონაწილე / მემკვიდრე 1,770/ 2,747 მლნ ლარი 6,191 სულ საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება სულ უნიკალური მონაწილე (2024 წლის 11,114 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 104,033 რეგისტრირებული) კერძო სექტორი 89,726 საჯარო სექტორი 14,307 სულ უნიკალური გასული 757 კერძო სექტორი 578 საჯარო სექტორი 179 დანიშნული პენსიები 8,363 ასაკით 6,090 შშმპ 1,327 ქვეყნის დატოვება 17 გარდაცვლილი მონაწილე / მემკვიდრე 589/929 31 2024 წლის ანგარიში დანართი 1 IFRS-ის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება ’000 ლარი შენიშვნები 31 დეკემბერი 2024 31 დეკემბერი 2023 საპენსიო აქტივები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები 5 254,154 797,620 ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში 6 3,569,410 1,966,242 ინვესტიციები სავაჭრო ფასიან ქაღალდებში 7 2,367,776 1,720,758 6,191,340 4,484,620 6,060,268 4,357,160 6,442 5,719 124,630 121,741 6,191,340 4,484,620 სულ საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა საპენსიო აქტივები საპენსიო ვალდებულებები ვალდებულებები სქემის მონაწილეთა მიმართ 8 დაგროვილი თანხა, მომლოდინე რომ გახდეს სქემის მონაწილეთა მიმართ ვალდებულებები გაუნაწილებელი თანხები სულ საპენსიო ვალდებულებები 9 32 2024 წლის ანგარიში IFRS-ის საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება ’000 ლარი შენიშვნები 2024 2023 კერძო დამსაქმებლები და მათი დასაქმებულები 692,043 587,066 საჯარო დამსაქმებლები და მათი დასაქმებულები საქართველოს სახელმწიფოს საპენსიო შენატანი 175,799 137,625 311,384 272,171 წმინდა აქტივების ზრდა: საპენსიო სქემის მონაწილეთა შენატანები: - სულ სქემის მონაწილეთა შენატანი 8 1,179,226 996,862 გაუნაწილებელი თანხები 9 2,889 45,087 საპროცენტო შემოსავალი 5, 6 356,201 254,614 სავაჭრო ფასიანი ქაღალდების ფლობით მიღებული წმინდა მოგება 7 197,986 168,430 25,485 18,598 1,761,787 1,483,591 (40,110) (15,014) (40,110) (15,014) - - (257) (1,329) სსიპ საპენსიო სააგენტოს დაფინანსება (14,700) (9,836) წმინდა აქტივების ჯამური შემცირება (55,067) (26,179) საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების წმინდა ზრდა 1,706,720 1,457,412 საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივები 1 იანვარს 4,484,620 3,027,208 საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივები 31 დეკემბერს 6,191,340 4,484,620 დივიდენდის შემოსავალი წმინდა აქტივების ჯამური ზრდა წმინდა აქტივების შემცირება: გაცემული პენსია /საპენსიო აქტივები, მათ შორის, საპენსიო სქემიდან 10 გასვლის გამო საპენსიო სქემის მონაწილეზე ჯამურად გაცემული პენსია სავაჭრო ფასიანი ქაღალდების ფლობით მიღებული წმინდა ზარალი საკურსო სხვაობის წმინდა ზარალი ფულად სახსრებზე და ეკვივალენტებზე 7 მათი 33
დანართი
სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ (ყოფილი სსიპ საპენსიო სააგენტო) დაგროვებითი საპენსიო სქემის ფინანსური ანგარიშგება 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა სარჩევი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის ანგარიში 2024 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და დამტკიცებაზე 1 დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა 2-4 ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 5 საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება 6 ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 7-30 შპს დელოიტი და ტუში ს/კ: 204422240 სითი თაუერის ბიზნეს ცენტრი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #70, მე-16 სართული, თბილისი, 0186, საქართველო ტელ: +995 (32) 224 45 66 ფაქსი: +995 (32) 224 45 69 deloitte.ge დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოსა და მენეჯმენტს მოსაზრება ჩვენ ჩავატარეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული და სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის („ფონდი“) მიერ ადმინისტრირებული საპენსიო სქემის („საპენსიო სქემა“) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგებას ამავე თარიღით დასრულებული წლისათვის და ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებს, ბუღალტრული აღრიცხვის არსებითი პოლიტიკების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. ჩვენი აზრით, თანდართული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს საპენსიო სქემის ფინანსურ მდგომარეობას 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და საპენსიო სქემის საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებებს ამავე თარიღით დასრულებული წლისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 26 - საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება - შესაბამისად. მოსაზრების საფუძველი აუდიტს წარვმართავდით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად. ამ სტანდარტებით განსაზღვრული ჩვენი პასუხისმგებლობა დეტალურად აღწერილია ჩვენი დასკვნის ნაწილში „აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე“. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ საპენსიო სქემისგან ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული პროფესიონალ ბუღალტერთა საერთაშორისო ეთიკის კოდექსის (დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ჩათვლით) (IESBA კოდექსი) შესაბამისად და ჩვენ შევასრულეთ IESBA კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები. გვჯერა, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია ჩვენი მოსაზრების გამოთქმისათვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად. დელოიტი გულისხმობს ერთ ან რამდენიმე დელოიტ ტუშ ტომაცუ ლიმიტედის კომპანიას ("DTTL"), მისი წევრი კომპანიების გლობალურ ქსელს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს (ერთობლივად „ორგანიზაცია დელოიტი“). DTTL (რომელიც ასევე მოიხსენება როგორც გლობალური ქსელი „დელოიტი“) და მისი ყოველი წევრი წარმოადგენს იურიდიულად დამოუკიდებელ ცალკე პირს, რომელთაც არ აქვთ უფლება აიღონ ერთმანეთის ვალდებულებები მესამე პირთან მიმართებაში. DTTL და მისი ყოველი წევრი კომპანია და მასთან დაკავშირებული ორგანიზაცია პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ და არა ერთმანეთის ქმედებებსა და უმოქმედობებზე. DTTL კლიენტებს არ უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებით. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.deloitte.com/about. © 2025. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ დელოიტის გლობალურ ქსელს. ხელმძღვანელობისა და მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებასთან მიმართებით ხელმძღვანელობა ვალდებულია მოამზადოს და სამართლიანად წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 26 - საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება - შესაბამისად, და უზრუნველყოს იმგვარი შიდა კონტროლის სისტემის არსებობა, რომელიც, მისი აზრით, აუცილებელია ისეთი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან თაღლითობით გამოწვეულ არსებით უზუსტობებს. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, ხელმძღვანელობა ვალდებულია, შეაფასოს საპენსიო სქემის მხრიდან საქმიანობის გაგრძელების უნარი, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, განმარტოს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნული პრინციპი გამოიყენოს ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლად გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელმძღვანელობა ან მიზნად ისახავს საპენსიო სქემის ლიკვიდაციას ან საქმიანობის შეწყვეტას, ან არ გააჩნია ამისგან განსხვავებული ქმედების რეალისტური ალტერნატივა. მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებლები არიან საპენსიო სქემის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესის ზედამხედველობაზე აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე ჩვენი ამოცანაა, მოვიპოვოთ გონივრული რწმუნება იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში არ შეიცავს შეცდომით ან თაღლითობით გამოწვეულ არსებით უზუსტობებს და გავცეთ აუდიტორული დასკვნა, რომელიც ჩვენი მოსაზრების გამომხატველი იქნება. გონივრული რწმუნება მაღალი ხარისხის რწმუნებას წარმოადგენს, მაგრამ, ამავდროულად, არ არის იმის გარანტია, რომ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული აუდიტი ყოველთვის გამოავლენს არსებითი ხასიათის უზუსტობას ასეთის არსებობის შემთხვევაში. უზუსტობები შეიძლება წარმოიშვას როგორც თაღლითობის, აგრეთვე შეცდომის შედეგად და არსებითად ითვლება მაშინ, როდესაც, დამოუკიდებლად ან ერთობლივად, შეიძლება პოტენციურად ზეგავლენას ახდენდეს ამ ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მის მომხმარებელთა მიერ მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული აუდიტის მთელი პროცესის განმავლობაში ვიყენებთ პროფესიულ განსჯას და ვინარჩუნებთ პროფესიულ სკეპტიციზმს. გარდა ამისა: • • • • ჩვენ ვახდენთ ფინანსურ ანგარიშგებაში თაღლითობითა თუ შეცდომით გამოწვეული არსებითი უზუსტობის რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას; ვგეგმავთ და ვატარებთ აუდიტის პროცედურებს ამ რისკებზე რეაგირებისათვის და მოვიპოვებთ ისეთ აუდიტორულ მტკიცებულებას, რომელიც საკმარისი და შესაფერისი საფუძველი იქნება ჩვენი მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად. თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობის ვერშემჩნევის რისკი შეცდომის შედეგად არსებითი უზუსტობის ვერშემჩნევის რისკს აღემატება, რადგან თაღლითობა შეიძლება ხდებოდეს საიდუმლო გარიგების, გაყალბების, ინფორმაციის წინასწარგანზრახული გამოტოვების, ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის ან შიდა კონტროლის გვერდის ავლით; ვახდენთ აუდიტისთვის შესაფერისი შიდა კონტროლის საშუალებების შესწავლას, რათა დავგეგმოთ კონკრეტული გარემოებების შესაფერისი აუდიტორული პროცედურები და არა იმ მიზნით, რომ მოსაზრება გამოვთქვათ საპენსიო სქემის შიდა კონტროლის ეფექტიანობაზე. ვაფასებთ სააღრიცხვო პოლიტიკებისა და ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული სააღრიცხვო დაშვებებისა და მათთან დაკავშირებული განმარტებების მართებულობას; ვაკეთებთ დასკვნას ხელმძღვანელობის მხრიდან ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპით აღრიცხვის წარმოების თაობაზე და, მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებების საფუძველზე, ვაფასებთ, არსებობს თუ არა არსებითი ხასიათის განუსაზღვრელობა ისეთ პირობებთან თუ მოვლენებთან მიმართებაში, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს საპენსიო 3 • სქემის უნარი, გააგრძელოს საქმიანობა, როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ. თუ დავასკვნით, რომ არსებობს არსებითი განუსაზღვრელობა, გვევალება ჩვენს აუდიტორის დასკვნაში ყურადღების გამახვილება ფინანსური ანგარიშგების შესაბამის შენიშვნებზე, ან, თუ ამგვარი განმარტებითი შენიშვნები ადეკვატური არ არის - ჩვენი მოსაზრების მოდიფიცირება. ჩვენი დასკვნები ეფუძნება აუდიტორის ანგარიშის მომზადების თარიღისთვის მოპოვებულ აუდიტორულ მტკიცებულებას.თუმცა, მომავალში დამდგარმა მოვლენებმა თუ გარემოებებმა შეიძლება საპენსიო სქემა აიძულოს, შეწყვიტოს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპით მოქმედება. ვაფასებთ ფინანსური ანგარიშგების მთლიან წარმოდგენის ფორმას, სტრუქტურასა და შინაარსს, მათ შორის, განმარტებით შენიშვნებს და ასევე იმას, თუ რამდენად სამართლიანადაა ასახული ფინანსური ანგარიშგების მიერ შესაბამისი ტრანზაქციები და მოვლენები. სხვა საკითხებთან ერთად, მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირებს, ინფორმაციას ვაწვდით აუდიტის დაგეგმილი მასშტაბისა და ვადების, ასევე აუდიტის პროცესში წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის, შიდა კონტროლის სისტემაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების შესახებ. შოთა ნანიტაშვილი შპს „დელოიტი და ტუშის“ სახელით 2025 წლის 28 მაისი თბილისი, საქართველო 4 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის ’000 ლარი შენიშვნები 2024 2023 წმინდა აქტივების ზრდა: საპენსიო სქემის მონაწილეთა შენატანები: - კერძო დამსაქმებლები და მათი დასაქმებულები 692,043 587,066 - საჯარო დამსაქმებლები და მათი დასაქმებულები 175,799 137,625 311,384 272,171 საქართველოს სახელმწიფოს საპენსიო შენატანი სულ სქემის მონაწილეთა შენატანი 8 1,179,226 996,862 გაუნაწილებელი თანხები 9 2,889 45,087 საპროცენტო შემოსავალი 5, 6 356,201 254,614 სავაჭრო ფასიანი ქაღალდების ფლობით მიღებული წმინდა მოგება 7 197,986 168,430 25,485 18,598 1,761,787 1,483,591 (40,110) (15,014) (40,110) (15,014) (257) (1,329) სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის დაფინანსება (14,700) (9,836) წმინდა აქტივების ჯამური შემცირება (55,067) (26,179) საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების წმინდა ზრდა 1,706,720 1,457,412 საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივები 1 იანვარს 4,484,620 3,027,208 საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივები 31 დეკემბერს 6,191,340 4,484,620 დივიდენდის შემოსავალი წმინდა აქტივების ჯამური ზრდა წმინდა აქტივების შემცირება: გაცემული პენსია /საპენსიო აქტივები, მათ შორის, საპენსიო სქემიდან გასვლის გამო საპენსიო სქემის მონაწილეზე ჯამურად გაცემული პენსია საკურსო სხვაობის წმინდა ზარალი ფულად სახსრებზე და მათი ეკვივალენტებზე 10 6 საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება წაკითხული უნდა იქნეს შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენს. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 1. ზოგადი ინფორმაცია საპენსიო სქემის აღწერილობა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია დაგროვებითი საპენსიო სქემისთვის, რომელიც განსაზღვრულია 2018 წლის 6 აგვისტოს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში „კანონი“). კანონი არეგულირებს სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდის" მიერ (შემდგომში „ფონდი") დაგროვებითი საპენსიო სქემის (შემდგომში "საპენსიო სქემა") მართვის და ადმინისტრირების ძირითად პირობებს. სსიპ საპენსიო სააგენტოს იურიდიული სახელი 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვალა და გახდა სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი. ფონდმა უნდა მართოს და ადმინისტრირება გაუწიოს საპენსიო სქემას მის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფონდის ფინანსური ანგარიშგება მზადდება წინამდებარე ფინანსური ანგარიშგებისგან განცალკევებით და საჯარო გამოყენებისთვის არის ხელმისაწვდომი. ფონდი დაფუძნდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზემოთხსენებული კანონისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს N421 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად. ფონდი არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირების მიზნით, რომლის ფარგლებშიც ფონდი მართავს საპენსიო სქემის მონაწილეთა საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებს (როგორც განმარტებულია კანონით). საპენსიო აქტივები ერთობლივად წარმოადგენენ საპენსიო სქემას. ფონდის მმართველობის ორგანოები არიან: დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭო, საინვესტიციო საბჭო და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. დირექტორის პასუხისმგებლობაა ფონდის უწყვეტი საქმიანობა (გარდა ფონდის საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ოპერაციებისა), რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, საპენსიო სქემის მონაწილეთაგან საპენსიო შენატანების შეგროვების პროცესს, ასევე პენსიების/საპენსიო აქტივების დანიშვნასა და გადახდაზე/გადარიცხვაზე კანონითა და ფონდის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად. საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული წევრებისგან, ძირითადად პასუხისმგებელია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებასა და საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების მონიტორინგზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, რომელსაც ახორციელებენ ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური. 2023 წლის 20 ნოემბერს კანონში შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც შეიქმნა საინვესტიციო რისკების უფროსის თანამდებობა და საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახური. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი აკონტროლებს საინვესტიციო რისკებს საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით. სამეთვალყურეო საბჭო ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა, რომელიც რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის ("სებ") მიერ. კანონის თანახმად ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და ფონდის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. 2024 წლის 27 ივნისს კანონში შევიდა ცვლილებები („ცვლილებები“), რომლებიც ითვალისწინებს ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებით ცვლილებებს. ცვლილებებით გათვალისწინებული ცვლილებების უმეტესობა ძალაში შევა და ამოქმედდება 2025 წლის 1 მაისს. ცვლილებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შენიშვნა 15 (საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები). 7 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) საპენსიო სქემა განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემაა. საპენსიო ფონდი მოიცავს დამსაქმებელთა (როგორც ეს განმარტებულია კანონით), დასაქმებულთა (როგორც ეს განმარტებულია კანონით) და საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, აგრეთვე საპენსიო აქტივებზე დარიცხულ ნებისმიერ საინვესტიციო უკუგებას, სარგებელს და/ან ზარალს. საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული საქართველოს მოქალაქისთვის, აგრეთვე, იმ დასაქმებულებისათვის, რომელთაც აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა: კანონის მიღების მომენტისთვის (2018 წლის 6 აგვისტო) 60 წლის ან მეტი ასაკის მქონე მამაკაცი დასაქმებულებისა, ან კანონის მიღების მომენტისთვის, 55 წლის ან მეტი ასაკის ქალი დასაქმებულებისა. გარდა ამისა, კანონის მიღების მომენტისთვის 40 წლის ან მეტი ასაკის დასაქმებულებს უფლება აქვთ უარი თქვან საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ხელახალი გაწევრიანების უფლებით, კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. ამასთანავე, ყველა სხვა ფიზკურ პირი და თვითდასაქმებული ფიზიკური პირი (როგორც ეს განმარტებულია კანონით) უფლებამოსილნი არიან ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ საპენსიო სქემაში. ცვლილების თანახმად, 2025 წლის 1 მაისიდან ყველა დასაქმებულმა და თვითდასაქმებულმა პირმა, რომელსაც სურს საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩართვა, უნდა მიმართოს საპენსიო ფონდს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს თვითდასაქმებულის განმარტების შეცვლას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შენიშვნა 15 (საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები). საპენსიო შენატანები, რომლებიც საპენსიო სქემის მონაწილეების სახელით და/ან მათ სასარგებლოდ ხორციელდება, აგრეთვე საპენსიო აქტივზე დარიცხული ნებისმიერი და ყველა სარგებელი/საინვესტიციო შემოსავლები და/ან ზარალები აისახება და ინახება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, რომლებიც გახსნილია და იმართება ფონდის მიერ. დამსაქმებლების მეშვეობით, ყველა წევრს ეძლევა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც საჭიროა რეგისტრაციისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე წვდომისათვის. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების ნახვა შესაძლებელია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის (შემდგომში “ელექტრონული სისტემა“) საშუალებით ფონდის ოფიციალური ვებგვერდიდან. ფონდის ძირითადი საქმიანობაა საპენსიო სქემის განხორციელება, მართვა და ადმინისტრირება. ფონდის ძირითადი ოპერაციები აღწერილია მე-3 შენიშვნაში. საპენსიო სქემა კანონის შესაბამისად ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სქემაში მონაწილეობდა 1,395 ათასი მონაწილე (2023: 1,299 ათასი). საპენსიო ფონდი აღრიცხავს ყველა მისი მონაწილის დანაზოგს „ერთეულების სისტემის“ გამოყენებით. ერთეულები არის საპენსიო სქემის მონაწილეების მიერ, შენატანების განხორციელების დროს შეძენილი და საკუთრებაში მყოფი აქტივები. საპენსიო სქემის მონაწილეთა საკუთრებაში არსებული ერთეულების რაოდენობა აისახება მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. ნებისმიერ დროს, საპენსიო აქტივის ერთეულს აქვს ფასი, რომელიც დენომინირებულია ლარში და ნებისმიერ დროს, როდესაც საპენსიო ფონდში მოხდება საპენსიო შენატანის განხორციელება, მოხდება ერთეულების შეძენა და ასახვა მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. ერთი ერთეულის საწყისი ფასი განისაზღვრა 10 ლარად, რაც ნიშნავს რომ საპენსიო სქემაში ჩართულმა პირველმა მონაწილეებმა ფუნქციონირების პირველ დღეს თითოეული ერთეული შეიძინეს 10 ლარად. ამ დღიდან, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ერთეულის ფასი გადაანგარიშდება შემდეგნაირად: აქტივების წმინდა ღირებულება/ერთეულების მთლიანი რაოდენობა (საპენსიო სქემის ყველა მონაწილის საკუთრებაში არსებული). 8 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) ერთეულების შეძენა (ახალი საპენსიო შენატანები) არ ახდენს გავლენას ერთეულის ფასზე, რადგან ისინი პროპორციულად ცვლიან მრიცხველის და მნიშვნელის მნიშვნელობას ზემოთ მოცემულ ფორმულაში. მხოლოდ წმინდა აქტივის ღირებულების ის ცვლილებები ახდენენ გავლენას ერთეულის ფასზე, რომლებიც არ არის გამოწვეული ახალი საპენსიო შენატანებით (ან გადახდებით). ეს არის პორტფელის გადაფასება, რომელიც იწვევს მოგებას (ან ზარალს) შესაბამისი ერთეულის ბაზის ცვლილების გარეშე. მონაწილის საპენსიო აქტივები ყოველთვის ტოლია მათი „ერთეულის ნაშთისა“, რომელიც გამრავლებულია „ერთეულის მიმდინარე ფასზე“. ფონდის იურიდიული მისამართია ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 14, თბილისი, საქართველო. 2. მომზადების საფუძველი (ა) შესაბამისობა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს“): ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 26 - საპენსიო პროგრამების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება შესაბამისად. (ბ) შეფასების საფუძველი ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ისტორიული ღირებულების საფუძველზე, გარდა ფინანსური აქტივებისა, რომლებიც გადაფასებულია სამართლიანი ღირებულებით სარგებლის გასაცემად არსებული წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგების საშუალებით. წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, გარდა სხვაგვარად მითითებული შემთხვევებისა. საპენსიო სქემა დადგენილი შენატანების პროგრამაა. აქტუარიული შეფასება არ არის საჭირო, რადგან საპენსიო ვალდებულება უტოლდება საპენსიო სარგებლისთვის განკუთვნილ წმინდა აქტივებს. (გ) სამუშაო და წარდგენის ვალუტა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ქართულ ლარში (შემდგომში „ლარი“), რომელიც ასევე წარმოადგენს საპენსიო სქემის ფუნქციურ ვალუტას, რადგან როგორც საქართველოს ეროვნული ვალუტა, ის ასახავს შესაბამისი მოვლენებისა და ვითარებების უმეტესობის ეკონომიკურ არსს. ყველა რიცხვი დამრგვალებულია უახლოეს ათასამდე, გარდა სხვაგვარად მითითებული შემთხვევებისა. 3. ძირითადი საქმიანობა და სააღრიცხვო პოლიტიკის შეჯამება (ა) საპენსიო შენატანების განხორციელება და საპენსიო აქტივების ინვესტირება (i) საპენსიო აქტივების ინვესტირება საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების, შეზღუდვებისა და ლიმიტების შესაბამისად, შემდეგი კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით: (ა) გრძელვადიან პერსპექტივაში, რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია გათვალისწინებით), საპენსიო აქტივების შესაბამისი ინვესტირების გზით; (ინფლაციის (ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია; 9 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) (გ) საპენსიო აქტივების უსაფრთხოება გრძელვადიანი საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში; (დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება. კანონის შესაბამისად, კანონის მიღებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდა მხოლოდ კონსერვატიულ (ნაკლებად) რისკიან საინვესტიციო პორტფელები. ზემოთ აღნიშნული 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2023 წლის 7 აგვისტოს, საპენსიო აქტივები გადანაწილდა შემდეგ სამ საინვესტიციო პორტფელზე - კონსერვატიული (დაბალი) რისკის, დაბალანსებული (საშუალო) რისკის და დინამიური (მაღალი) რისკის პორტფელებზე - კანონის შესაბამისად. კერძოდ: (ა) მონაწილეთა საპენსიო აქტივები, რომელთა ასაკი საპენსიო სქემაში ჩარიცხვის დროს იყო 40 წლის ქვევით, გადანაწილდა მაღალი რისკის საინვესტიციო პორტფელზე; ბ) მონაწილეთა საპენსიო აქტივები, რომლებიც საპენსიო სქემაში ჩარიცხვის დროს იყვნენ 40-დან 50 წლამდე ასაკის, გადანაწილდა საშუალო რისკის საინვესტიციო პორტფელში; (გ) მონაწილეთა საპენსიო აქტივები, რომლებიც საპენსიო სქემაში ჩარიცხვის დროს იყვნენ 50 წელზე მეტი ასაკის, გადანაწილდა დაბალი რისკის საინვესტიციო პორტფელში. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცათ 30დღიანი ვადა, რათა გაეკეთებინათ არჩევანი და შეერჩიათ საინვესტიციო პორტფელი მათი საპენსიო აქტივებისთვის - ასეთ შემთხვევებში არ მოქმედებდა ზემოაღნიშნული ნაგულისხმევი გადანაწილება. 2023 წლის ნოემბერს ცვლილებები შევიდა კანონში („ცვლილებები“), რომელმაც შეცვალა ნაგულისხმევი განაწილების წესი, რითაც გაუქმდა 2023 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, ასეთი ცვლილების მიხედვით, თუ მონაწილე სხვაგვარად არ აირჩევს, 2028 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი საპენსიო აქტივები გადანაწილდება კონსერვატიულ (დაბალ) რისკის პორტფელზე, ხოლო 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ დაგროვილი საპენსიო აქტივები გადანაწილდება შემდეგნაირად: ა) 40 წლამდე მონაწილეთა საპენსიო აქტივები - დინამიურ საინვესტიციო პორტფელში; ბ) 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილეთა საპენსიო აქტივები - დაბალანსებულ საინვესტიციო პორტფელში; გ) 50 წელზე მეტი ასაკის მონაწილეთა საპენსიო აქტივები – კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში. აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილეს აქვს თავისუფლება, შეცვალოს სასურველი პორტფელი ყოველ 12 თვეში ერთხელ. ეს ცვლილება 2024 წლის 3 იანვარს შევიდა ძალაში. ფონდმა აქტივების გადანაწილება განახორციელა და შედეგად, 2024 წლის 4 იანვრისთვის, კონსერვატიული პორტფელი საპენსიო აქტივების მთლიანი 99%-ს შეადგენდა. (ii) საპენსიო შენატანები კანონისა და ფონდის მიერ მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით (ძალაში შევიდა 2023 წლის ნოემბერში), საპენსიო შენატანებს საპენსიო სქემის მონაწილეები ახორციელებენ ხელფასის გადახდისთანავე, შემდეგი ფორმით: • ხელფასის გადახდიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დამსაქმებელი იხდის საპენსიო შენატანს მისი დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით და ამავე დროს წარადგენს საპენსიო დეკლარაციას ფონდის ელექტრონული სისტემის საშუალებით, რაც ფონდს საშუალებას აძლევს, ასახოს ასეთი საპენსიო შენატანები შესაბამისი დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. • ხელფასის გადახდიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დამსაქმებელი იხდის საპენსიო შენატანს მისი დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით, აღნიშნული დასაქმებულის სახელით და მისი ხარჯით, და ასახავს მას ზემოთ ხსენებულ საპენსიო დეკლარაციაში, შესაბამისი დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანის განაწილების / ასახვის მიზნით. • დასაქმებული, რომლის ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი არ აკლდება, ვალდებულია განახორციელოს საპენსიო შენატანები დასაბეგრი ხელფასის 4%-ის ოდენობით და წარადგინოს 10 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია ასეთი შენატანების მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განთავსების მიზნით. ასეთი დასაქმებულის დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გადახდისას დასაქმებულს აუნაზღაუროს ხელფასიდან დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულის ან დამსაქმებლის მიერ ამ ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის საფუძველს. • საქართველოს სახელმწიფო იხდის საპენსიო შენატანის ქვემოთმოცემულ ოდენობას დასაქმებულების და თვითდასაქმებული მონაწილეების სასარგებლოდ, წარდგენილი საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე, დაუყოვნებლივ, მსგავსი დეკლარაციების წარდგენისთანავე: − დასაბეგრი ხელფასის ან/და მონაწილე თვითდასაქმებულთა შემოსავლის 2% - თუ წლიური ხელფასი ან / და შემოსავალი არ აღემატება 24,000 ლარს კონკრეტული წლისთვის. − დასაქმებულის ან/და მონაწილე თვითდასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან / და შემოსავლის 1% - თუ წლის განმავლობაში მიღებული ხელფასი ან / და შემოსავალი აღემატება 24,000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 60,000 ლარს. 2024 წლის 1 ივნისიდან, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისთვის ჯარიმების დაკისრებაზე პასუხისმგებელი სსიპ „საქართველოს შემოსავლების სამსახურის“ ნაცვლად არის საქართველოს საპენსიო ფონდი. ფონდი ადარებს ელექტრონულ სისტემაში დაგროვილ მონაცემებს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ მოწოდებულ მონაცემებს და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, ახორციელებს ჯარიმების დაკისრებას იმ დამსაქმებლებისთვის ან დასაქმებულებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ საპენსიო შენატანები. გარდა ამისა, ფონდს უფლება აქვს გასცეს აღსრულების ორდერი ასეთი ჯარიმებისა და გადაუხდელი საპენსიო შენატანების დასაკისრებლად. ფონდი პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის კანონისა და ფონდის საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელებაზე. საჯარო დამსაქმებლებისა და დასაქმებულიების საპენსიო სქემაში შენატანებს ფონდი იღებს საქართველოს სახელმწიფო ხაზინიდან. ხოლო სხვა შენატანები კლასიფიცირდება როგორც კერძო დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მიერ განხორიციელებულ შენატანად. საპენსიო სქემის მონაწილეების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების აღრიცხვა ხდება დარიცხვის მეთოდით. განხორციელებული შენატანების აღრიცხვა ხდება დამსაქმებლის მიერ ფონდისათვის შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის წარდგენისას. (ბ) პენსიის გაცემა და ანაზღაურება სქემის დატოვების შემთხვევაში საპენსიო სქემის მონაწილეებს უფლება აქვთ მოითხოვონ პენსიის დანიშვნა ან საპენსიო აქტივების გადაცემა შემდეგ შემთხვევებში: − საპენსიო სქემის მონაწილემ მიაღწია საპენსიო ასაკს, მონაწილეებისთვის და 60 წელი - ქალი მონაწილეებისთვის; რაც არის 65 წელი მამაკაცი − საპენსიო სქემის მონაწილე მუდმივად ტოვებს საქართველოს და წარადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ მისი საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილია ან ის კარგავს მუდმივი ბინადრობის ნებართვას. თუ მონაწილე, რომელმაც დატოვა საპენსიო სქემა ზემოთ მითითებული საფუძვლით, მოგვიანებით მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას ან მუდმივი ბინადრობის ნებართვას, იგი სავალდებულო წესით ხელახლა ჩაირიცხება საპენსიო სქემაში. აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დატოვებს საპენსიო სქემას საქართველოდან 11 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) მუდმივად წასვლის საფუძველზე, მონაწილეს უფლება აქვს მიიღოს თავისი საპენსიო აქტივები სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების გამოკლებით, ხოლო ცვლილებების თანახმად, მონაწილეებს უფლება აქვთ მიიღონ მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე დაგროვილი ყველა საპენსიო აქტივი. − საპენსიო სქემის მონაწილე იძენს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ცვლილებების მიხედვით, მონაწილეს, რომელმაც დატოვა საპენსიო სქემა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძველზე, უფლება აქვს ხელახლა ჩაირიცხოს ნებაყოფლობით საფუძველზე. ამასთანავე, საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეებს უფლება აქვთ მოითხოვონ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების გადაცემა. კანონის მიღების მომენტისთვის 40 წლის ან მეტი ასაკის მქონე დასაქმებულებს უფლება აქვთ, უარი თქვან საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ხელახალი გაწევრიანების უფლებით. მონაწილეს შეუძლია უარი თქვას სქემაში მონაწილეობაზე, საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2-თვიანი პერიოდის განმავლობაში, ფონდში შესაბამისი განაცხადის წარდგენის გზით. თუ მონაწილე უარს იტყვის საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, ფონდი უბრუნებს შესაბამის დამსაქმებელს, დასაქმებულს და საქართველოს სახელმწიფოს მათ მიერ განხორიელებულ საპენსიო შენატანებს და მსგავს შენატანებზე დარიცხულ უკლებლივ ყველა სარგებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფონდის შესაბამისი ნორმატიული აქტის მიერ განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესაბამისად. საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის პენსიები შეხედულებისამებრ, რომელიმე შემდეგი ფორმით: შეიძლება გადახდილ იქნას, მონაწილის − ერთიანი გადახდა, როდესაც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული ყველა საპენსიო აქტივი მონაწილეს გადაეცემა ერთჯერადი გადახდის გზით. მონაწილეს ამ ფორმის არჩევა შეუძლია მხოლოდ კანონითა და ფონდის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში; − პროგრამული გატანით, როდესაც საპენსიო აქტივების მონაწილისათვის გადახდა ხდება ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ და გამოითვლება ფონდის შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად. ეს ფორმა არ ვრცელდება საპენსიო სქემის გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეებზე; − პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შესყიდვით. ეს ფორმა არ გამოიყენება საქართველოს სამუდამოდ დატოვების შემთხვევაში. − საპენსიო აქტივების გადატანა გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის პენსიის / საპენსიო აქტივების გაცემის და/ან გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეებზე საპენსიო აქტივების გადაცემის აღრიცხვა ხდება იმ პერიოდში, როდესაც ხდება შესაბამისი ერთეულების გამოსყიდვა. საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის უარის თქმის პროცედურების დროს დაბრუნებული საპენსიო შენატანები აღირიცხება იმ პერიოდში, როდესაც შესაბამისი თანხა გამოიქვითება საპენსიო სქემიდან. (გ) საინვესტიციო საქმიანობები ფონდი პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობის კანონისა და ფონდის საინვესტიციო საბჭოს მიერ მიღებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელებაზე. 2024 წლის 12 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) განმავლობაში, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდა სადეპოზიტო სერტიფიკატებში (”CD”) , ვადიან ანაბრებში (“TDs”) და საბაზრო ფასიან ქაღალდებში- იხ. შენიშვნა 6 და შენიშვნა 7 (დ) საპროცენტო შემოსავალი საპროცენტო შემოსავალი მოიცავს საპროცენტო შემოსავალს ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებზე და ინვესტიციებზე საბანკო დეპოზიტებში და აღიარებულია ეფექტური პროცენტის მეთოდის გამოყენებით. „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ არის განაკვეთი, რომელიც ზუსტად ადისკონტირებს სავარაუდო სამომავლო ფულად გადახდებს ან შემოსულობებს ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი მოხმარების ვადის მიხედვით ფინანსური აქტივის მთლიან საბალანსო ღირებულებაზე. (ე) ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები მოიცავს საბანკო ნაშთებს, რომელთა დაფარვის ვადა არის სამი თვე ან ნაკლები შეძენის თარიღიდან. მათი სამართლიანი ღირებულების ცვლილების რისკი არაარსებითია. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები სამართლიანი ღირებულებით აღირიცხება. (ვ) ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში მოიცავს სადეპოზიტო სერთიფიკატებს და ვადიან ანაბრებს 3 თვიდან 5 წლამდე პირვანდელი დაფარვის ვადით. ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში აღირიცხება სამართლიანი ღირებულებით. (ზ) ინვესტიციები სავაჭრო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში მოიცავს ქართულ სახაზინო ობლიგაციებს, ქართულ სახაზინო ვალდებულებებს, ქართულ კორპორატიულ ბონდებს, ევრობონდებს, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს და გლობალურ კორპორატიულ აქციებს. ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში აღირიცხება სამართლიანი ღირებულებით. (თ) ფონდის დაფინანსების წყაროები კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში ფონდის და მისი საქმიანობის დაფინანსების ერთადერთი წყარო იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ზემოაღნიშნული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა საპენსიო ფონდიდან მისაღები მომსახურების საფასური. 3-წლიანი ვადის დასრულების შემდგომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ფონდის მომსახურების საფასური შეიძლება შეადგენდეს საპენსიო აქტივების 0,5% -ს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, ასეთი პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება 0,25%-მდე. 2024 წლის განმავლობაში ფონდმა საპენსიო ფონდიდან მიიღო დაფინანსება 14.7 მლნ ლარის ოდენობით (2023: 9.836 მლნ ლარი). ცვლილებების თანახმად, საპენსიო ფონდის მიერ მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან ფონდის საქმიანობის დაფინანსების მიზნით მიღებული მომსახურების საფასური არ შეიძლება დაგირავდეს ან დაიტვირთოს, გადაეცეს მესამე პირს ან სხვაგვარად გასხვისდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საპენსიო ფონდის მიმართ. ასეთი მოსაკრებელი არ ექვემდებარება აღსრულებას და არ შედის საპენსიო ფონდის გაკოტრების აქტივებში. ცვლილება ითვალისწინებს მომსახურების საფასურის აღსრულებასთან დაკავშირებით განსხვავებულ რეგულირებას. ცვლილების თანახმად, მომსახურებასთან დაკავშირებული აღსრულების პროცედურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ამ კანონით განსაზღვრულ საპენსიო ფონდის საქმიანობას. ფონდის დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებული დამატებითი ცვლილებებისთვის იხილეთ შენიშვნა 15. 13 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) (ი) გაუნაწილებელი თანხები გაუნაწილებელი თანხები არ წარმოადგენს საპენსიო ფონდის ნაწილს და არ გამოიყენება ინვესტირებისთვის. იგი აღირიცხება ამგვარად და აისახება შესაბამისი დამსაქმებლების ანგარიშების ნაშთებში. გაუნაწილებელი თანხებისთვის საპენსიო დეკლარაციების წარდგენისას, მსგავსი ოდენობები გარდაიქმნება ვალდებულებებად მონაწილეების მიმართ. 2025 წლის 1 მაისიდან ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, გაუნაწილებელი თანხები ხდება მიმდინარე მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი თანხის მიღებიდან 10 წლის გასვლის დღეს. ამის შემდეგ, პირს, რომელმაც გადარიცხა ეს თანხა, არ ექნება უფლება მოითხოვოს მისი დაბრუნება და/ან შეიტანოს რაიმე სახის მოთხოვნა საპენსიო ფონდში, მათ შორის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს გაუნაწილებელ თანხებზე პროცენტის დარიცხვა. პროცენტი ხდება მიმდინარე მონაწილეების/პენსიის მიმღებების საპენსიო აქტივების ნაწილი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით და სიხშირით. 4. შეფასებებისა და მსჯელობების გამოყენება ფინანსური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისგან მოითხოვს მსჯელობებს, შეფასებებსა და დაშვებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სააღრიცხვო პოლიტიკების გამოყენებაზე და წარმოდგენილი აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების ოდენობაზე. ფაქტობრივი შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს აღნიშნული შეფასებებისგან. სააღრიცხვო შეფასებების და ძირითადი დაშვებების გადახედვა მუდმივად ხორციელდება. სააღრიცხვო შეფასებების გადახედვის შედეგად გამოწვეული ცვლილებები აღიარდება იმ პერიოდში, როდესაც მოხდა მათი გადახედვა და ნებისმიერ შემდგომ პერიოდში, რომელზედაც მათ ექნებათ გავლენა. სამართლიანი ღირებულებების შეფასება მე-3 შენიშვნაში განხილული რიგი სააღრიცხვო პოლიტიკები და განმარტებითი შენიშვნები მოითხოვენ სამართლიანი ღირებულებების შეფასებას. სამართლიანი ღირებულება არის ფასი, რომელიც მიიღება აქტივის გაყიდვიდან ან გადახდილი იქნება ვალდებულების გადასაცემად ბაზრის მონაწილეებს შორის მოწესრიგებული ტრანზაქციის დროს შეფასების თარიღისთვის. სამართლიანი ღირებულების საუკეთესო მტკიცებულება არის ფასი აქტიურ ბაზარზე. აქტიური ბაზარი არის ბაზარი, რომელშიც აქტივებთან ან ვალდებულებებთან დაკავშირებული ტრანზაქციები ხდება საკმარისი სიხშირით და მოცულობით, რათა უზრუნველყოს ფასების შესახებ ინფორმაცია მუდმივ საფუძველზე. აქტივის ან ვალდებულების სამართლიანი ღირებულების შეფასებისას, მენეჯმენტი შეძლებისდაგვარად იყენებს ბაზრის დაკვირვებად მონაცემებს. სამართლიანი ღირებულება ჯგუფდება სხვადასხვა დონეების მიხედვით სამართლიანი ღირებულების იერარქიაში, შეფასების მეთოდოლოგიებში გამოყენებული ინფორმაციის საფუძველზე: – დონე 1: კოტირებული საბაზრო ფასი (დაუკორექტირებელი) აქტიურ ბაზარზე მსგავსი აქტივებისა და ვალდებულებებისთვის. – დონე 2: შემავალი მონაცემები გარდა იმისა, რაც შესულია პირველ დონეში და რომლებიც ხელმისაწვდომია აქტივისა და ვალდებულებისთვის, როგორც პირდაპირ (მაგ. ფასები), ასევე ირიბად (მაგ. ფასებისგან წარმოებული). 14 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) – დონე 3: მონაცემები აქტივისა და ვალდებულებისთვის, რომლებიც არ ეფუძნება დაკვირვებად საბაზრო მონაცემებს (არადაკვირვებადი მონაცემები). იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივისა ან ვალდებულების სამართლიანი ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული მონაცემების დაჯგუფება შესაძლებელია სამართლიანი ღირებულების სხვადასხვა დონეებში, მაშინ სამართლიანი ღირებულების შეფასების დაჯგუფება ხდება მთლიანობაში, სამართლიანი ღირებულების იერარქიის იმავე დონეში, რომელშიც ყველაზე დაბალი დონის მონაცემებია, რაც მნიშვნელოვანია მთლიანი შეფასებისთვის. ფონდი ახდენს სამართლიანი ღირებულების იერარქიის დონეებს შორის გადასვლის აღიარებას საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, რომლის განმავლობაშიც ადგილი ჰქონდა ცვლილებას. 5. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები %-ის 31 დეკემბერი 31 დეკემბერი ’000 ლარი განაკვეთი 2024 2023 ქართულ კომერციულ ბანკებში განთავსებული სახსრები: -საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი 8.10%-8.55% 126,290 662,879 სახსრები (ლარში) -საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი 593 8,292 სახსრები (აშშ დოლარში) -არასაინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი 105,346 93,967 სახსრები (ლარში) თანხები ეროვნულ სახაზინო ანგარიშზე (ლარში) 21,925 32,482 254,154 797,620 კომერციულ ბანკებში განთავსებულ ფულადი სახსრები, რომლებიც არაა ფლობილი საინვესტიციო საქმიანობისთის და ასევე, ფონდის სახაზინო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები, არ გამოიყენება ინვესტიციებისთვის. მათი ინვესტირება ხდება მხოლოდ გაუნაწილებელი თანხებისთვის საპენსიო დეკლარაციების წარდგენისას (შენიშვნა 9). 2024 და 2023 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები მოიცავს ფინანსურ აქტივებს, რომლებიც განთავსებულია საქართველოს კომერციულ ბანკებსა და ფონდის სახაზინო ანგარიშზე (რეიტინგები მოცემულია შენიშვნაში 13 (ა)). ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ რომელიმე კონტრაჰენტი ვერ შეძლებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაკმაყოფილებას. საანგარიშგებო თარიღისთვის, ფონდს ჰქონდა განთავსებული ორ ანგარიშზე ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობისთვის ორ კომერციულ ბანკში, რაც ინდივიდუალურად აჭარბებდა ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების 5% -ს, და საერთო ჯამში 123,285 ათას ლარს შეადგენს. საანგარიშგებო თარიღისთვის, ფონდს არ ჰქონდა განთავსებული ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობისთვის კომერციულ ბანკში, რაც აღემატება სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5% -ს. 15 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფონდს ორ კომერციულ ბანკში ჰქონდა ორი ფულადი სახსრების ნაშთებიი საინვესტიციო მიზნებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურად აღემატებოდა ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების 5%-ს. ასეთი ანგარიშების საერთო მოცულობამ 601,216 ათასი ლარი შეადგინა. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფონდს ჰქონდა განთავსებული ერთ ანგარიშზე ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობისთვის ერთ კომერციულ ბანკში, რომელიც ინდივიდუალურად აღემატებოდა სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5% -ს. საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები ქართულ კომერციულ ბანკებში პორტფელების მიხედვით: ’000 ლარი კონსერვატიული (დაბალრისკიანი) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) დინამიური (მაღალრისკიანი) ნაშთი 31 დეკემბერს 2024 124,086 912 1,885 126,883 2023 23,744 130,655 516,772 671,171 საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილ ფულად ნაშთებზე დარიცხული პროცენტით საპენსიო აქტივები გაიზარდა 24,920 ათასი ლარით 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის განმავლობაში (2023 წელი: 34,365 ათასი ლარი), რაც ასახავს საინვესტიციო მიზნებისთვის შენახულ ნაღდი ფულის ნაშთებზე დარიცხულ პროცენტს. საპროცენტო შემოსავალი საპენსიო სქემის მონაწილეებს შორის პროპორციულად განაწილდა. 6. ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში ’000 ლარი ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში: სადეპოზიტო სერტიფიკატები ვადიანი ანაბრები ნაშთი 31 დეკემბერს საპროცენტო განაკვეთი 9.30%-12.56% - 2024 2023 3,569,410 3,569,410 1,953,848 12,394 1,966,242 2024 და 2023 წლის 31 დეკემბრისთვის, ინვესტიციები განხორციელდა საქართველოს კარგი რეპუტაციის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან ანაბრებში, კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. 2024 წლის 31 დეკემბრისთვის, 2,955,807 ათასი ლარის ოდენობით (2023: 1,568,050 ათასი) საპენსიო აქტივები იქნა ინვესტირებული საქართველოს 10 კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში და 0 ლარი (2023: 10,000 ათასი) ვადიან ანაბრებში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საპენსიო აქტივები 331,023 ათასი ლარით და 258 ათასი ლარით გაიზარდა (2023: 217,329 ათასი და 2,920 ათასი), შესაბამისად, რაც წარმოადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატებზე და ვადიან ანაბრებზე 2024 და 2023 წლების განმავლობაში დარიცხულ საპროცენტო შემოსავალს. საპენსიო სქემის მონაწილეებს შორის საპროცენტო შემოსავალი პროპორციულად განაწილდა. 16 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 2024 წლის 31 დეკემბრისთვის, ამ ინსტრუმენტების საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 11.37%-ს (2023: 11.90%), ხოლო დარჩენილი ვადა 5 წლამდე დიაპაზონშია (2023: 4 წლამდე დიაპაზონი). საანგარიშგებო თარიღისათვის, ორ კომერციულ ბანკში იყო განთავსებული ორი სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომლებმაც ჯამში 470,000 ათასი ლარი შეადგინა და ინდივიდუალურად აღემატებოდა საბანკო დეპოზიტებში მთლიანი ინვესტიციების 5%-ს, 1 წლიდან 5 წლამდე ვადით. არ არსებობდა არცერთი სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომელიც ინდივიდუალურად აღემატებოდა სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5%-ს. ყველა სადეპოზიტო სერტიფიკატს აქვს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. 2023 წლის 31 დეკემბრისთვის, ორ კომერციულ ბანკში იყო განთავსებული ორი სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომლებმაც ჯამში 670,000 ათასი ლარი შეადგინა და ინდივიდუალურად აღემატებოდა საბანკო დეპოზიტებში მთლიანი ინვესტიციების 5%-ს. აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატების დაფარვის ვადა 1 წლიდან 5 წლამდე მერყეობდა. ორივე სადეპოზიტო სერტიფიკატი 470,000 ათასი ლარი ჯამში, ინდივიდუალურად აჭარბებდა სარგებლისთვის განკუთვნილი წმინდა აქტივების 5%-ს. ყველა სადეპოზიტო სერტიფიკატი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია. ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში პორტფელების მიხედვით: ’000 ლარი კონსერვატიული (დაბალრისკიანი) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) დინამიური (მაღალრისკიანი) ნაშთი 31 დეკემბერს 2024 3,545,525 15,330 8,555 3,569,410 2023 304,179 275,278 1,386,785 1,966,242 2024 წლის 31 დეკემბერი 2023 წლის 31 დეკემბერი BB / BB AAA / AAA AAA / AAA BB- / BBBB / BB BB / BB BB / BB 1,045,017 152,350 74,113 48,201 26,478 22,321 1,368,480 794,810 32,423 25,279 10,995 19,832 883,339 N/A 999,296 837,419 999,296 837,419 2,367,776 1,720,758 7. ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში ’000 ლარი საკრედიტო რეიტინგი (2024 /2023) ინვესტიციები სასესხო ვალდებულებებში ქართული სახაზინო ობლიგაციები EBRD (IFI ობლიგაცია) ამერიკული სახაზინო ვალდებულებები ქართული კორპორატიული ბონდები ევრობონდები ქართული კორპორატიული ბონდები ქართული სახაზინო ვალდებულებები ჯამური ინვესტიციები სასესხო ვალდებულებებში ინვესტიციები წილობრივ ფასიან ქაღალდებში გლობალური აქციები ჯამური ინვესტიციები წილობრივ ფასიან ქაღალდებში ჯამური ინვესტიციები საბაზრო ფასიანი ქაღალდებში 17 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) გლობალური აქციების ინვესტიციები ხორციელდება საფონდო ბირჟაზე ვაჭრობადი ფონდების (ETF) მეშვეობით. საჯაროდ ვაჭრობადი აქციების სამართლიანი ღირებულება ეფუძნება კოტირებულ საბაზრო ფასებს. ფონდს ზოგადად არ აქვს განზრახული გაყიდოს აღნიშნული ინსტრუმენტები მათი დაფარვის ვადის დადგომამდე. ქვემოთ წარმოდგენილია ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებზე მოგება/(ზარალი) აქტივების კლასების მიხედვით: ’000 ლარი მოგება/(ზარალი) სასესხო ვალდებულებებში განთავსებულ ინვესტიციებზე ქართული სახაზინო ობლიგაციები EBRD (IFI ობლიგაცია) ამერიკული სახაზინო ვალდებულებები ევრობონდები ქართული სახაზინო ვალდებულებები ქართული კორპორატიული ბონდები ნეტო მოგება/(ზარალი) სასესხო ვალდებულებებში განთავსებულ ინვესტიციებზე მოგება/(ზარალი) წილობრივ ფასიან ქაღალდებში განთავსებულ ინვესტიციებზე გლობალური აქციები ნეტო მოგება/(ზარალი) წილობრივ ფასიან ქაღალდებში განთავსებულ ინვესტიციებზე ნეტო მოგება/(ზარალი) საბაზრო ფასიან ქაღალდებში 2024 2023 82,459 2,349 3,416 1,941 168 7,029 55,708 (8,784) 1,414 898 2,515 97,362 51,751 100,624 116,679 100,624 197,986 116,679 168,430 2024 2,327,856 17,242 22,678 2,367,776 2023 177,059 257,275 1,286,424 1,720,758 ინვესტიციები საბაზრო ფასიან ქაღალდებში პორტფელების მიხედვით: ’000 ლარი კონსერვატიული (დაბალრისკიანი) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) დინამიური (მაღალრისკიანი) ნაშთი 31 დეკემბერს 8. ვალდებულებები სქემის მონაწილეთა მიმართ საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ მთლიანი ვალდებულებები შეადგენს საპენსიო აქტივების მთლიან ღირებულებას, რაც აისახება მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შენიშვნა 3 (ა). იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო სქემის მონაწილეთა მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები აისახება/ნაწილდება შესაბამის მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და ხდება ამ მონაწილეთა საკუთრება მხოლოდ შესაბამისი საპენსიო დეკლარაციის წარდგენისას, სქემის მონაწილეების მიმართ ვალდებულებები არ მოიცავს იმ თანხებს, რომელთათვისაც საპენსიო დეკლარაციები არ ყოფილა წარდგენილი (შეტანილია "გაუნაწილებელ თანხებში", შენიშვნა 9). 18 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) ’000 ლარი ნაშთი 1 იანვარს სქემის მონაწილეთა შენატანები საპროცენტო შემოსავალი დივიდენდის შემოსავალი საბაზრო ფასიანი ქაღალდების ფლობით მიღებული ნეტო შემოსავალი საკურსო სხვაობის წმინდა ზარალი ფულად სახსრებზე და მათი ეკვივალენტებზე სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის დაფინანსება დაგროვილი თანხების ზრდა, მომლოდინე რომ გახდეს სქემის მონაწილეთა მიმართ ვალდებულებები ანაზღაურება/სქემის დატოვება (შენიშვნა 10) ნაშთი 31 დეკემბერს 2024 4,357,160 1,179,226 356,201 25,485 2023 2,947,151 996,862 254,614 18,598 197,986 168,430 (257) (14,700) (1,329) (9,836) (723) (40,110) 6,060,268 (2,316) (15,014) 4,357,160 2024 5,993,747 33,447 33,074 6,060,268 2023 504,773 663,053 3,189,334 4,357,160 ვალდებულებები სქემის მონაწილეთა მიმართ პორტფელების მიხედვით: ’000 ლარი კონსერვატიული (დაბალრისკიანი) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) დინამიური (მაღალრისკიანი) ნაშთი 31 დეკემბერს 9. გაუნაწილებელი თანხები 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გაუნაწილებელი თანხების ნაშთმა შეადგინა 124,630 ათასი ლარი (2023: 121,741 ათასი ლარი). ეს თანხები არ წამოადგენენ საპენსიო ფონდის ნაწილს დეკლარაციების წარდგენამდე და შესაბამისად, არ გამოიყენება ინვესტირებისთვის. გაუნაწილებელი თანხები გაყოფილია საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები და თანხები ეროვნულ სახაზინო ანგარიშის ბალანსებზე. 10. პენსიის გაცემა და ანაზღაურება სქემის დატოვების შემთხვევაში 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის, 842-მა მონაწილემ ისარგებლა სქემიდან გასვლის უფლებით (2023: 1,564 მონაწილე), ხოლო დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის დაბრუნებულმა საპენსიო შენატანებმა ჯამში შეადგინა 556 ათასი ლარი (2023: 993 ათასი ლარი). 2024 წლის განმავლობაში, ფონდმა, 8,363 მონაწილეზე (2023: 3,747 მონაწილე) 39,554 ათასი ლარის ოდენობით (2023: 14,021 ათასი ლარი) პენსიების ერთჯერადი გადახდა განახორციელა. 19 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 11. პირობითი ვალდებულებები სასამართლო დავები ბიზნესის ჩვეულებრივი მიმდინარეობისას, ფონდი წარმოადგენს სამართალწარმოების, სასამართლო პროცესებისა და დავების მხარეს. ხელმძღვანელობას სჯერა, რომ აღნიშნული სამართალწარმოებიდან ან საჩივრებიდან წარმოშობილ საბოლოო ვალდებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ ექნება არსებითი მატერიალური ნეგატიური გავლენა მომავალი ოპერაციების შედეგებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე. შეუსაბამობა კანონებთან და რეგულაციებთან საპენსიო სქემისათვის პრიორიტეტულია, რომ სრულ შესაბამისობაში იყოს ყველა იმ კანონთან და რეგულაციასთან, რომლებიც მის ოპერაციებს არეგულირებენ. საპენსიო სქემის საინვესტიციო საქმიანობა ძირითადად რეგულირდება კანონით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით (სპდ), რომელიც ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შემუშავებულია საინვესტიციო საბჭოს მიერ და დამტკიცებულია ფონდის მხრიდან. კანონი და სპდ განსაზღვრავს სპეციფიკური ლიმიტებს და შეზღუდვებს საპენსიო სქემის ინვესტიციებზე. 2024 წლის 31 დეკემბრისათვის, კონსერვატიული პორტფელი სრულ შესაბამისობაში იყო კანონით და სპდ-ით განსაზღვრულ ყველა ლიმიტთან. თუმცა, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, კანონის და სპდ-ის ყველა ლიმიტთან არ იყო თანხვედრაში, შეცვლილი სპდ რომელიც შემოღებული იქნა 2024 წლის 30 დეკემბერს, განაახლა პორტფელის ნიშნულები აქტივების სახეობებისთვის, რამაც გამოიწვია ცვლილებები სადეპოზიტო სერთიფიკატების და ქართული სახაზინო ობლიგაციების მიზნობრივ განაწილებაში დაბალანსებულ და დინამიურ პორტფელებში. შედეგად ეს პორტფელები 2024 წლის ბოლოსთივს შეუსაბამობაში არიან სპდ-ს ლიმიტებთან. ეს შეუსაბამობები შემდგომ პერიოდში გამოსწორდა. იდენტიფიცირებული შეუსაბამობების შესახებ მოხდა ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირება. ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ ზემოთ განხილული შეუსაბამობები უარყოფითად იმოქმედებს საპენსიო სქემის ფინანსურ მდგომარეობზე ან მის ფინანსურ შედეგებზე. 12. ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან ფონდის ხელმძღვანელობა მონაწილეობს საპენსიო სქემის მართვაში. ფონდის წამყვან ხელმძღვანელობად ითვლება: სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საინვესტიციო საბჭოს წევრები, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი საინვესტიციო რისკის ოფიცერი, მთავარი რისკების ოფიცერი და გენერალური დირექტორი (გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი). 2024 წელს, ფონდის მიერ წამყვანი ხელმძღვანელობისთვის გადახდილი ანაზღაურება იყო 1,542 ათასი ლარი (2023 წელი: 1,142 ათასი ლარი), რომელიც წარმოდგენილია ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც მომზადებულია წინამდებარე ფინანსური ანგარიშგებისგან განცალკევებით და ხელმისაწვდომია საჯარო გამოყენებისთვის. 13. ფინანსური რისკის მართვა საპენსიო სქემის მონაწილეების მიმართ ვალდებულებები ყოველთვის ტოლია მონაწილეთა საპენსიო აქტივების ღირებულებისა, ანუ არ არსებობს დაფინანსების სხვაობა მომავალი სარგებლის თანხასთან. ამიტომაც არ ხორციელდება აქტუარიული შეფასებები. ქვემოთ წარმოდგენილია სტანდარტული რისკები, რომელთაც საპენსიო სქემის ფინანსური ინსტრუმენტები უშუალოდ ექვემდებარებოდა საანგარიშგებო თარიღისთვის: • საკრედიტო რისკი (ა); 20 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) • ლიკვიდურობის რისკი (ბ); • საბაზრო რისკი (გ). (ა) საკრედიტო რისკი საკრედიტო რისკი წარმოადგენს საპენსიო სქემის ფინანსური ზარალის რისკს, თუ ფინანსური ინსტრუმენტის კონტრაჰენტი ვერ შეასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებებს. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები ’000 ლარი BB B+ B BB+ BBრეიტინგის გარეშე ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში ’000 ლარი BB B+ B BB+ B- ინვესტიციები სასესხო ვალდებულებებში ’000 ლარი BB AAA BB- 31 დეკემბერი 2024 226,346 25,569 1,951 200 88 254,154 31 დეკემბერი 2023 712,362 62,196 4,872 11,622 6,568 797,620 31 დეკემბერი 2024 2,920,129 406,938 129,185 97,227 15,931 3,569,410 31 დეკემბერი 2023 1,695,851 236,745 33,646 1,966,242 31 დეკემბერი 2024 1,093,816 226,463 48,201 1,368,480 31 დეკემბერი 2023 850,916 32,423 883,339 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 57.65% განთავსებული იყო სადეპოზიტო სერტიფიკატებში (CDs) საქართველოს 10 კომერციულ ბანკში. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 38.24% განთავსებული იყო საბაზრო ფასიან ქაღალდებში. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 4.11% განთავსებული იყო მიმდინარე ანგარიშებზე, საქართველოს 10 კომერციულ ბანკში და საქართველოს ეროვნული ხაზინის ანგარიშებზე. ყველა საინვესტიციო საქმიანობისთვის ფლობილი ფულადი სახსრები განთავსებული იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 43.84% იყო ინვესტირებული სადეპოზიტო სერტიფიკატებში (CDs) და ვადიან ანაბრებში (TDs) საქართველოს 7 კომერციულ ბანკში. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 38.37% განთავსებული იყო საბაზრო ფასიან ქაღალდებში. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მთლიანი ნაშთის 17.79% განთავსებული იყო მიმდინარე ანგარიშებზე საქართველოს 9 კომერციულ ბანკში და საქართველოს 21 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) ეროვნული ხაზინის ანგარიშებზე. 2024 წლის დეკემბრისა და 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო საქმიანობისთვის ფლობილი ყველა ინვესტიცია საბანკო დეპოზიტებში, ნაღდ ფულსა და ნაღდი ფულის ეკვივალენტებში ინახებოდა საქართველოს კომერციულ ბანკებში, რომლებსაც Fitch-ის, S&P Global-ის Moody’s-ის ან Scope-ის რეიტინგი აქვთ. ინვესტიციების რეიტინგების მიხედვით განაწილების შესახებ დეტალური ინფორმაცია ზემოთ არის მოცემული. (ბ) ლიკვიდურობის რისკი ლიკვიდურობის რისკი არის ისეთი რისკი, რომელიც გულისხმობს საკმარისი ნაღდი ფულის ან მისი ეკვივალენტის დროულად და ეკონომიურად გენერირების შეუძლებლობას პენსიებისა და შეღავათების გადახდების, ასევე საინვესტიციო ვალდებულებების დაფარვის მიზნით. გონივრული ლიკვიდურობის რისკის მართვა გულისხმობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფულადი ნაკადების რეგულარულ მონიტორინგს. ანგარიშგების თარიღის მდგომარეობით, ფონდის ფულადი ნაკადი დადებითია, რადგან ყოველდღიური შენატანები მნიშვნელოვნად აღემატება გატანილ თანხებს. 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის საშუალო ყოველთვიური შემოსული შენატანები შეადგენდა 98,269 ათას ლარს (2023: 83,072 ათასი ლარი), რაც მნიშვნელოვნად აღემატება ყოველთვიურ გატანებს. 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის, საპენსიო სქემიდან საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება პენსიების გადახდის ან საპენსიო სქემიდან გასვლის ფარგლებში საპენსიო შენატანების დაბრუნების შედეგად 3,343 ათას ლარს შეადგენდა (2023: 1,251 ათასი ლარი). გარდა ამისა, ანგარიშგების თარიღის მდგომარეობით, მონაწილეთა უმრავლესობა 45 წელზე ნაკლები ასაკისაა, რაც ამცირებს ლიკვიდურობის საჭიროებებს საშუალოვადიან პერსპექტივაში. (გ) საბაზრო რისკები საბაზრო რისკი (მათ შორის აქციების რისკი, საპროცენტო განაკვეთის რისკი და ვალუტის რისკი) არის რისკი, რომ ინვესტიციის სამართლიანი ღირებულება მერყეობს საბაზრო ფასებისა და განაკვეთების ცვლილებების გამო. აქციების ფასის რისკი აქციების ფასის რისკი არის რისკი, რომ ფინანსური ინსტრუმენტების სამართლიანი ღირებულება ან მომავალი ფულადი ნაკადები მერყეობს აქციების ფასების ცვლილებების გამო. ფონდი ექვემდებარება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ჩამოთვლილი აქციების ფასის ცვლილებებს, რადგან ანგარიშგების თარიღისთვის საპენსიო აქტივების 16.15% ინვესტირებული იყო გლობალურ აქციებში. აქციების ფასის რისკი იმართება აქტივების კლასებსა და გეოგრაფიულ არეალებს შორის დივერსიფიკაციის გზით. ინვესტიციები სააქციო ფასიან ქაღალდებში (გლობალური აქციები): ’000 GEL SPDR S&P500 ETF (ticker SPY) Vanguard FTSE Pacific ETF (ticker VPL) Vanguard FTSE Europe ETF (ticker VGK) Vanguard FTSE Emerging Markets ETF (ticker VWO) 2024 448,062 175,072 168,640 121,034 2023 348,406 154,719 146,752 102,123 22 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) iShares Latin America 40 ETF (ticker ILF) iShares Core S&P 500 ETF (ticker IVV) Franklin FTSE Canada ETF (ticker FLCA) ნაშთი 31 დეკემბერს 66,498 19,990 999,296 69,736 15,683 837,419 საპროცენტო განაკვეთის რისკი საპროცენტო განაკვეთის რისკი არის რისკი, რომ ფინანსური ინსტრუმენტის სამართლიანი ღირებულება ან მომავალი ფულადი ნაკადები შეიცვლება საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების გამო. საპენსიო ფონდი საპროცენტო განაკვეთის რისკის ქვეშაა, ძირითადად, სასესხო ფასიანი ქაღალდების, ძირითადად საქართველოს სახაზინო ობლიგაციების, ფლობის გამო. საპროცენტო განაკვეთების რყევებს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ამ ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების მუშაობაზე. პროცენტიანი ინსტრუმენტების საპროცენტო განაკვეთების დიაპაზონი წარმოდგენილია ქვემოთ: ’000 ლარი ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები (ლარში) საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები (აშშ დოლარში) არასაინვესტიციო მიზნებისთვის ფლობილი ფულადი სახსრები ეროვნული სახაზინო ანგარიში ინვესტიციები საბანკო დეპოზიტებში სადეპოზიტო სერტიფიკატები ვადიანი ანაბარი საპროცენტო განაკვეთი 2024 2023 8.10% -8.55% 126,290 662,879 - 593 8,292 - 105,346 21,925 254,154 93,967 32,482 797,620 9.30%-12.56% 0% 3,569,410 3,569,410 1,953,848 12,394 1,966,242 სავალუტო რისკი სავალუტო რისკი არის რისკი იმისა, რომ ექსპოზიციის რეალური ღირებულება ან მომავალი ფულადი ნაკადები შეიცვლება უცხოური ვალუტის კურსის ცვლილების გამო. საპენსიო სქემის ექსპოზიცია უცხოური ვალუტის კურსების ცვლილების რისკის მიმართ, პირველ რიგში, დაკავშირებულია საბაზრო ფასიან ქაღალდებში ინვესტიციებთან. ’000 ლარი საპენსიო აქტივები საპენსიო ვალდებულებები 2024 ლარი დოლარი 5,074,302 1,117,038 6,191,340 - 2023 ლარი დოლარი 3,597,763 886,857 4,484,620 - აშშ დოლარის ლართან მიმართებაში 10%-ით გამყარება/გაუფასურება 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გაზრდის/შეამცირებს საპენსიო აქტივებს 111,704 ათასი ლარით (2023 წელი: 88,686 ათასი ლარი). 23 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 14. სპეციალიზებული დეპოზიტარი კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს ირჩევს კონკურენტული და გამჭვირვალე კონკურენციის საფუძველზე. საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს სპეციალიზებული სადეპოზიტო მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სათანადოდ არის ლიცენზირებული/აღიარებული და ავტორიზებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. კანონის თანახმად, სპეციალიზებული დეპოზიტარი არის იურიდიული პირი ნდობის ვალდებულებით, რომელიც ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც მოიცავს საპენსიო აქტივებს, აწარმოებს ჩანაწერებს საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა ტრანზაქციის შესახებ, აწარმოებს ყველა საპენსიო აქტივის რეესტრს, უზრუნველყოფს წმინდა აქტივების ღირებულების კალკულაციის განხორციელებას კანონისა და მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად, აკონტროლებს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობას კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან, უზრუნველყოფს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მომსახურებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სს „საქართველოს ბანკი“ იყო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარი 2024 წლის 15 თებერვლის სპეციალიზებული სადეპოზიტო ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მოქმედების ბოლო ვადაა 2029 წლის 15 თებერვალი. ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 15. საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები ცვლილებები კანონში: ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა: − მმართველობითი საბჭო ნაცვლად წინა, ორი საბჭოს (საინვესტიციო საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო) ორგანიზაციული სტრუქტურის, ფონდს ჰყავს ერთი საბჭო - მმართველობითი საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისგან, რომელთაგან ერთი წევრი არის თანამდებობრივი წევრი, ხოლო დანარჩენი 8 წევრი არის პროფესიონალი წევრები. მმართველი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერმინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე. მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, მათი შერჩევისა და დანიშვნის წესი და პროცედურა, მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები და მათი უფლებამოსილების სხვა მოთხოვნები, ასევე მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი პირების მიერ დანიშვნის პროცედურა და მათი ანაზღაურების პოლიტიკა და ზღვრული ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 ნოემბრის №396 დადგენილებით. პროფესიონალი წევრები შეირჩევიან და წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესარჩევი კომისიის მიერ დასანიშნად 5 წლის ვადით, თუმცა პირველი შემადგენლობის შემთხვევაში ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს. შესარჩევი კომისია შედგება 8 წევრისგან და მისი წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და 2 დამოუკიდებელი წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც სულ მცირე აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და 24 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. გარდა ამისა, მმართველი საბჭოს წევრთა უმრავლესობა უნდა იყოს პროფესიონალი წევრები, რომლებსაც აქვთ ფინანსურ სექტორში მინიმუმ 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მომსახურების სფეროში, ან ფინანსურ სექტორში დირექტორად მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროებიდან რომელიმეში. მმართველობითი საბჭოს ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: (i) სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების და ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და დამტკიცება; (ii) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შერჩევა და ეროვნულ ბანკთან (სებ) შეთანხმებით დანიშვნა (iii) კომიტეტების შექმნა ამ კანონის შესაბამისად; (iv) სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების, მათ შორის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, განხილვა და დამტკიცება; (v) საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საშტატო სიის განხილვა და დამტკიცება (vi) კანონის 281-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დადგენა. (vii) გარე აუდიტორული ფირმის დანიშვნა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებები. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების სრული რაოდენობის უმრავლესობით, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს - დადგენილებებს და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს - დადგენილებებს, მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე. მმართველობითი საბჭოს წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევ კონკურსში. ამ შემთხვევაში, შესაბამისი წევრი არ მონაწილეობს მმართველობითი საბჭოს მიერ აღმასრულებელი დირექტორის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს აღმასრულებელი დირექტორების მიმართ, რომლებიც ასევე არიან მმართველი საბჭოს წევრები, როგორიცაა: (i) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ მმართველი საბჭოს წევრების ნახევარს ან ნახევარზე მეტს (ii) აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა აირჩეოდნენ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ. იგივე შეზღუდვა ვრცელდება მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივ წევრზეც. − სპეციალური ფუნქციები და კომიტეტები საპენსიო ფონდს აქვს შემდეგი სამი სპეციალური ფუნქცია, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შესრულდეს: (i) საინვესტიციო ფუნქცია, რომელიც გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას მათი რეალური შემოსავლის მაქსიმიზაციის მიზნით (ინფლაციის გათვალისწინებით) ინვესტიციის ჰორიზონტზე, მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და კარგი ინვესტირების პრინციპების დაცვით. (ii) რისკების მართვის ფუნქცია, რომელიც ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს ინტეგრირებული საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში და (iii) შიდა აუდიტის ფუნქცია, რომელიც არის მიუკერძოებელი, რწმუნების საქმიანობა, დამოუკიდებელი საპენსიო ფონდის სხვა საქმიანობისგან, რომელიც აფასებს და აუმჯობესებს საპენსიო ფონდის მართვის პროცესის ეფექტურობას მეთოდური, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომის მეშვეობით. თავისი სპეციალური ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად, მმართველობითი საბჭო ქმნის საინვესტიციო კომიტეტს, რისკების კომიტეტს და აუდიტის კომიტეტს თავისი პროფესიონალი 25 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) წევრებით. კომიტეტები ანგარიშვალდებულნი არიან მმართველი საბჭოს წინაშე და კომიტეტის შექმნისა და ფუნქციონირების წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო ფონდის წესდებით. კომიტეტი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 წევრისგან და კომიტეტის წევრთა უმრავლესობა, რომლებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება, უნდა იყოს მმართველი საბჭოს წევრები. კომიტეტის წევრი ასევე შეიძლება იყოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მისი თანამშრომელი ან მოწვეული პირი. აღმასრულებელი დირექტორები არ შეიძლება შეადგენდნენ კომიტეტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აუდიტის კომიტეტზე. კომიტეტის სხდომას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტი. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით. კომიტეტი ადგენს თავის წესდებას, რომელიც განსაზღვრავს ამ კომიტეტის მანდატს, მისი საქმიანობის მიმართულებას და პროცედურებს, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას კომიტეტის მიერ მმართველი საბჭოსთვის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების და კომიტეტის წევრების ფუნქციების შესახებ. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას სხვა კომიტეტები და მათი შექმნისა და საქმიანობის პროცედურა განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით. − აღმასრულებელი დირექტორები საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები წარმოადგენენ საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შედგება გენერალური დირექტორის, საინვესტიციო დირექტორის, რისკების დირექტორის და შიდა აუდიტის უფროსისგან. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს სხვა სფეროების აღმასრულებელი დირექტორებიც. მმართველობითი საბჭო ღია კონკურსის წესით შეარჩევს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს და ნიშნავს მათ თანამდებობებზე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ასევე ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორებს თანამდებობიდან ეროვნული ბანკისთვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია კანონის შესაბამისად დანიშნოს თავისი პროფესიონალი წევრი ან სხვა პირი საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი შეიძლება იმავდროულად იყოს საპენსიო ფონდის კომიტეტის წევრი. მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი უფლებამოსილების მქონე პირი არ შეიძლება იყოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან კომიტეტის წევრი. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობა ანაზღაურებადია. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნისთვის საჭირო განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმებს, ასევე მათი უფლებამოსილების სხვა მოთხოვნებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები ანგარიშვალდებულნი არიან მმართველი საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტების წინაშე. გენერალური დირექტორის ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: (i) საპენსიო ფონდის წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში და საპენსიო ფონდისთვის ამ კანონითა და საპენსიო ფონდის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის, ხელშეკრულებების დადება და საპენსიო ფონდის სახელით ტრანზაქციების წარმოება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; (ii) საპენსიო ფონდის თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება; (iii) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება; (iv) საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის მომზადება; (v) საპენსიო ფონდის საქმიანობის მართვა ამ 26 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) კანონითა და საპენსიო ფონდის წესდების შესაბამისად; (vi) საპენსიო შენატანის ვალდებულების დამრღვევი პირისთვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების, ჯარიმისა და სასჯელის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ძალაში მყოფი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა (vii) საპენსიო ფონდის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის. გენერალური დირექტორი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს - ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკას ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია მიიღოს, განმარტოს და შეასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ასევე წარმოადგინოს საპენსიო ფონდი მესამე მხარეებთან ურთიერთობაში და დადოს შესაბამისი კონტრაქტები საპენსიო ფონდის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს მთავარ საინვესტიციო ოფიცერს საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო კომიტეტთან შეთანხმების წესებსა და პროცედურას. მთავარი რისკის ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის რისკების მართვაზე და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ამ კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და რისკების კომიტეტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესაბამისად. მთავრი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია წვდომა ჰქონდეს საპენსიო ფონდისთვის ხელმისაწვდომ ნებისმიერ ინფორმაციაზე რისკების მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად. მთავარი რისკის ოფიცერი ასევე უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია საპენსიო ფონდის სახელით დადებული კონტრაქტების შესახებ აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტებისგან. შიდა აუდიტის უფროსი შიდა აუდიტის საქმიანობას აუდიტის კომიტეტთან ერთად მართავს ამ კანონის, აუდიტის კომიტეტის დებულებისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად. ეს საქმიანობა ხორციელდება ყველა სხვა საქმიანობისგან დამოუკიდებლად. ყველა დოკუმენტი და ჩანაწერი, მათ შორის საპენსიო ფონდის თანამშრომლებისა და აღმასრულებელი დირექტორების, ასევე მმართველი საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს შიდა აუდიტის უფროსისათვის. − ნდობითი ვალდებულების მქონე პირი ცვლილებების თანახმად, ნდობითი ვალდებულების მქონე პირების განმარტება გადაიხედება და კანონის მიზნებისათვის, ნდობითი ვალდებულების მქონე პირები არიან: (i) მმართველობითი საბჭოს წევრები; (ii) აღმასრულებელი დირექტორები; (iii) სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით; (iv) ამ კანონის 281 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით; (v) საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეთა წინაშე პასუხისმგებელი პირი, რომელიც საპენსიო ფონდს საინვესტიციო რჩევას აძლევს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე; (vi) საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც აქვს დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით. ზემოთ მოცემული (iii) და (iv) პუნქტების მიზნებისათვის, სპეციალიზებული დეპოზიტარის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ დასაქმებული პირი, რომელსაც აქვს უფლება პირდაპირ მიიღოს გადაწყვეტილება დაკავშირებული მომსახურების შესახებ და/ან მის ფარგლებში. 27 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) − აუთსორსინგის მომსახურება ცვლილებების თანახმად, საპენსიო ფონდის ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის სპეციალური ფუნქციები, შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადაეცეს შესაბამისი აუთსორსინგის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც მოქმედებენ მათი სახელით ამ კონკრეტული საქმიანობის/ფუნქციის განხორციელებისას. საინვესტიციო ფუნქციის გადაცემა უნდა განხორციელდეს კანონის 281-ე მუხლის შესაბამისად. საქმიანობის ან სპეციალური ფუნქციების აუთსორსინგი არ უნდა იწვევდეს: (ა) საპენსიო ფონდის მართვის სისტემის ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას; (ბ)საოპერაციო რისკების გაუმართლებელ ზრდას; (გ) ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის განხორციელების შეფერხებას; (დ) მონაწილეებისთვის მომსახურების მიწოდების გაუარესებას. სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობის აუთსორსინგში გადაცემის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკისგან წინასწარ თანხმობას მიიღებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. სხვა საქმიანობის აუთსორსინგში გადაცემის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ ეროვნულ ბანკს. − საპენსიო ფონდის დაფინანსების წყარო საპენსიო ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყაროა მონაწილეთა საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც გამოისახება საპენსიო აქტივების პროცენტულ მაჩვენებელში, რაც უნდა განისაზღვროს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტში. მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებული თანხა არ შეიძლება დაგირავდეს ან დაიტვირთოს, მისი საკუთრების უფლება არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ან სხვაგვარად არ გასხვისდეს საპენსიო ფონდის მიმართ ნებისმიერი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად, საპენსიო ფონდის საქმიანობის დასაფინანსებლად. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მართვის საკომისიოსთან დაკავშირებული აღსრულების პროცედურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ისე, რომ არ შეფერხდეს ამ კანონით განსაზღვრული საპენსიო ფონდის საქმიანობა. − საპენსიო ფონდის ზედამხედველობა ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საზედამხედველო უფლებამოსილება ვრცელდება საპენსიო ფონდის ყველა საქმიანობაზე. ეროვნული ბანკი არეგულირებს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, წინასწარი განჭვრეტისა და რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს: (ა) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის (IPD) ამ კანონით და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; (ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიის მომზადების მეთოდოლოგიის, საინვესტიციო გადაწყვეტილებების და კანონის 281-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ შერჩევის პროცედურის შესაბამისობის შემოწმება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან; (გ) საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის IPD-ით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენა; (დ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენა; (ე) საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წესების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა წესების დადგენა. (ვ) ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო აქტივების გადატანის წესების დადგენა; (ზ) საპენსიო აქტივების ღირებულების, პორტფელის ერთეულის ღირებულების, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებული შენახვის 28 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) პრინციპებისა და სტანდარტების გაანგარიშების მეთოდოლოგიების განსაზღვრა; (თ) მონაწილეთა უფლებების დაცვის მოთხოვნების დადგენა, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე განხორციელებული საპენსიო შენატანების, გადახდებისა და საკომისიოს და პენსიების პროგრამირებული ამოღების აღრიცხვა; (ი) პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნების დადგენა; (კ) რისკების მართვის ჩარჩოს კოორდინაცია და რისკების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დადგენა. − ცვლილება ითვალისწინებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ: (ა) სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის დამატებითი მარეგულირებელი წესების დადგენა; (ბ) საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საინვესტიციო საქმიანობასთან და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული შენახვის, ანგარიშსწორების, ადმინისტრაციული და საინფორმაციო სისტემების შესაბამისობის შემოწმება ამ კანონითა და ეროვნული ბანკით დადგენილ მოთხოვნებთან; (გ) თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება საჭიროება და/ან დარღვევა, საპენსიო ფონდისთვის და/ან აქტივების მმართველი კომპანიისთვის სავალდებულო მითითების და/ან საჯარო რეკომენდაციის მიცემა არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ და მათი აღმოფხვრისთვის გონივრული ვადის დადგენა; (დ) მონაწილეთა ინტერესების დაცვისა და საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების სრულად ან ნაწილობრივ შესრულება მათ მიერ დადგენილი წესით, საპენსიო ფონდთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; (ე) საპენსიო ფონდისთვის განსაზღვროს პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის ისეთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დადგინდება გამოსყიდული პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების ლიმიტი მათი გამოსყიდვის თითოეული პერიოდისთვის და ისეთი მექანიზმი აქტივების წმინდა ღირებულების მიხედვით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრისთვის, რომელიც დააბალანსებს ახალი პორტფელის ერთეულების გაყიდვის ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის გავლენას აქტივების წმინდა ღირებულებაზე; (ვ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური საინვესტიციო ინსტრუმენტების მინიმალური საკრედიტო რეიტინგი, რომლებშიც საპენსიო აქტივები შეიძლება ინვესტირდეს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; (ზ) შეაფასოს საპენსიო ფონდის მართვის სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებული ხარისხობრივი მახასიათებლები; (თ) შეაფასოს საპენსიო ფონდისთვის არსებული და პოტენციური რისკები, საპენსიო ფონდის შესაძლებლობები რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და მართვის შესახებ და შეაფასოს საპენსიო ფონდის წესდება და კომიტეტების წესდებები; (ი) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დარღვევის პროპორციული სანქციების გამოყენება, მათ შორის მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორისთვის ხელმოწერის უფლებამოსილების შეჩერების ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით. (კ) საპენსიო ფონდისგან საჭირო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების/დამტკიცების მოთხოვნა. − დამოუკიდებელი აქტივების მმართველები მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია, კანონისა და მმართველობითი საბჭოს საკუთარი რეგულაციების შესაბამისად, საპენსიო აქტივები გადასცეს გარე აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ „სხვა ტიპის აქტივებით“. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, კანონიდან ამოღებულია კანონის 28-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მონაწილეებს უფლება ჰქონდათ აერჩიათ აქტივების მენეჯერები მათი საპენსიო აქტივებისთვის. − დასაშვები აქტივების კლასები და ლიმიტები ცვლილებების თანახმად, ცვლილებები შევიდა დასაშვებ აქტივების კლასებსა და მათ ლიმიტებში. კერძოდ, კონსერვატიულ (დაბალი რისკის) საინვესტიციო პორტფელს უფლება მიეცა, თავისი 29 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრული საპენსიო სქემა 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) აქტივების 15%-მდე გამოეყო კანონით განსაზღვრული „სხვა ტიპის აქტივებისთვის“. ანალოგიურად, „სხვა ტიპის აქტივების“ განაწილების ლიმიტები გაიზარდა 15%-დან 20%-მდე დაბალანსებული (საშუალო რისკის) პორტფელისთვის და 20%-დან 25%-მდე დინამიური (მაღალი რისკის) პორტფელისთვის. − ცვლილებების გარდამავალი დებულებები კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, საპენსიო ფონდისა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავდება/დამტკიცდება რიგი ახალი რეგულაციები, წესები, პოლიტიკა და პროცედურები, ასევე არსებული რეგულაციების/წესების/პოლიტიკის/პროცედურების ცვლილებები. სებ-ი ვალდებული იყო, შეემუშავებინა და დაემტკიცებინა ცვლილებაში მითითებული წესები/დებულებები/პროცედურები არაუგვიანეს 2025 წლის 1 მარტისა, ძალაში შესვლით 2025 წლის 1 მაისიდან; ამ მოთხოვნის შესაბამისად, 2025 წლის 28 თებერვალს, სებ-მა გამოსცა ბრძანება N51/04 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა რიგ წესებსა და პროცედურებს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობებზე კანდიდატების სათანადო გულმოდგინების მოთხოვნებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა განხილულ იყო საპენსიო ფონდის მიერ. მმართველმა საბჭომ შეიმუშავა და დაამტკიცა საპენსიო ფონდის დებულება და უზრუნველყო მისი ამოქმედება 2025 წლის 1 მაისიდან; ფონდის მიერ 2025 წლის 1 მაისამდე გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი ძალაში რჩება მანამ, სანამ მმართველი საბჭო არ გააუქმებს ამ აქტებს; 2025 წლის 1 მაისამდე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული დირექტორი ავტომატურად დაიკავებს გენერალური დირექტორის თანამდებობას, ხოლო მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე; აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ფონდის დირექტორის მოვალეობას ფონდის დირექტორის მოადგილე ასრულებდა. საინვესტიციო დირექტორის, რისკების დირექტორის და საინვესტიციო რისკების დირექტორის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ მანამ, სანამ მმართველი საბჭო არ დანიშნავს აღმასრულებელ დირექტორებს საპენსიო ფონდის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული სია არ არის ამომწურავი და კანონი საჯაროდ ხელმისაწვდომია საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე https://www.matsne.gov.ge/document/view/4280127?publication=11 და ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.pensions.ge/ka/legislation/georgian-law-about-cumulative-pensions. 30
დანართი
სსიპ “საქართველოს საპენსიო ფონდი“ (ყოფილი სსიპ „საპენსიო სააგენტო“) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისთვის სარჩევი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის ანგარიში 2024 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და დამტკიცებაზე 1 დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა 2-4 ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 5 ფინანსური შედეგების ანგარიშგება 6 წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება 7 ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება 8 ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება 9 ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 10-25 შპს დელოიტი და ტუში ს/კ: 204422240 სითი თაუერის ბიზნეს ცენტრი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #70, მე-16 სართული, თბილისი, 0186, საქართველო ტელ: +995 (32) 224 45 66 ფაქსი: +995 (32) 224 45 69 deloitte.ge დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოსა და მენეჯმენტს მოსაზრება ჩვენ ჩავატარეთ სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის („ფონდი“) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსური შედეგების ანგარიშგებას, წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას და ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებას ამავე თარიღით დასრულებული წლისათვის, და ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებს, ბუღალტრული აღრიცხვის არსებითი პოლიტიკების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. ჩვენი აზრით, თანდართული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს ფონდის ფინანსურ მდგომარეობას 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ფონდის ფინანსურ შედეგებს, წმინდა აქტივების ცვლილებებს, ფულადი სახსრების მოძრაობასა და ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარებას ამავე თარიღით დასრულებული წლისათვის საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს) შესაბამისად. მოსაზრების საფუძველი აუდიტს წარვმართავდით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად. ამ სტანდარტებით განსაზღვრული ჩვენი პასუხისმგებლობა დეტალურად აღწერილია ჩვენი დასკვნის ნაწილში „აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე“. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ფონდისგან ბუღალტერთა ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული პროფესიონალ ბუღალტერთა საერთაშორისო ეთიკის კოდექსის (დამოუკიდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ჩათვლით) (IESBA კოდექსი) შესაბამისად და ჩვენ შევასრულეთ IESBA კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები. გვჯერა, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია ჩვენი მოსაზრების გამოთქმისათვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად. ხელმძღვანელობისა და მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებები ფინანსურ ანგარიშგებასთან მიმართებით ხელმძღვანელობა ვალდებულია მოამზადოს და სამართლიანად წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს) შესაბამისად, და უზრუნველყოს იმგვარი შიდა კონტროლის სისტემის არსებობა, რომელიც, მისი აზრით, აუცილებელია ისეთი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან თაღლითობით გამოწვეულ არსებით უზუსტობებს. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, ხელმძღვანელობა ვალდებულია, შეაფასოს ფონდის მხრიდან საქმიანობის გაგრძელების უნარი, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, განმარტოს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნული პრინციპი გამოიყენოს ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლად გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელმძღვანელობა ან მიზნად ისახავს ფონდის ლიკვიდაციას ან საქმიანობის შეწყვეტას, ან არ გააჩნია ამისგან განსხვავებული ქმედების რეალისტური ალტერნატივა. მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებლები არიან ფონდის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესის ზედამხედველობაზე აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე ჩვენი ამოცანაა, მოვიპოვოთ გონივრული რწმუნება იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში არ შეიცავს შეცდომით ან თაღლითობით გამოწვეულ არსებით უზუსტობებს და გავცეთ აუდიტორული დასკვნა, რომელიც ჩვენი მოსაზრების გამომხატველი იქნება. გონივრული რწმუნება მაღალი ხარისხის რწმუნებას წარმოადგენს, მაგრამ, ამავდროულად, არ არის იმის გარანტია, რომ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული აუდიტი ყოველთვის გამოავლენს არსებითი ხასიათის უზუსტობას ასეთის არსებობის შემთხვევაში. უზუსტობები შეიძლება წარმოიშვას როგორც თაღლითობის, აგრეთვე შეცდომის შედეგად და არსებითად ითვლება მაშინ, როდესაც, დამოუკიდებლად ან ერთობლივად, შეიძლება პოტენციურად ზეგავლენას ახდენდეს ამ ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მის მომხმარებელთა მიერ მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული აუდიტის მთელი პროცესის განმავლობაში ვიყენებთ პროფესიულ განსჯას და ვინარჩუნებთ პროფესიულ სკეპტიციზმს. გარდა ამისა: • • • • ჩვენ ვახდენთ ფინანსურ ანგარიშგებაში თაღლითობითა თუ შეცდომით გამოწვეული არსებითი უზუსტობის რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას; ვგეგმავთ და ვატარებთ აუდიტის პროცედურებს ამ რისკებზე რეაგირებისათვის და მოვიპოვებთ ისეთ აუდიტორულ მტკიცებულებას, რომელიც საკმარისი და შესაფერისი საფუძველი იქნება ჩვენი მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად. თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობის ვერშემჩნევის რისკი შეცდომის შედეგად არსებითი უზუსტობის ვერშემჩნევის რისკს აღემატება, რადგან თაღლითობა შეიძლება ხდებოდეს საიდუმლო გარიგების, გაყალბების, ინფორმაციის წინასწარგანზრახული გამოტოვების, ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის ან შიდა კონტროლის გვერდის ავლით; ვახდენთ აუდიტისთვის შესაფერისი შიდა კონტროლის საშუალებების შესწავლას, რათა დავგეგმოთ კონკრეტული გარემოებების შესაფერისი აუდიტორული პროცედურები და არა იმ მიზნით, რომ მოსაზრება გამოვთქვათ ფონდის შიდა კონტროლის ეფექტიანობაზე. ვაფასებთ სააღრიცხვო პოლიტიკებისა და ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული სააღრიცხვო დაშვებებისა და მათთან დაკავშირებული განმარტებების მართებულობას; ვაკეთებთ დასკვნას ხელმძღვანელობის მხრიდან ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპით აღრიცხვის წარმოების თაობაზე და, მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებების საფუძველზე, ვაფასებთ, არსებობს თუ არა არსებითი ხასიათის განუსაზღვრელობა ისეთ პირობებთან თუ მოვლენებთან მიმართებაში, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ფონდის უნარი, გააგრძელოს საქმიანობა, როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ. თუ დავასკვნით, რომ არსებობს არსებითი განუსაზღვრელობა, გვევალება ჩვენს აუდიტორის დასკვნაში ყურადღების გამახვილება ფინანსური ანგარიშგების შესაბამის შენიშვნებზე, ან, თუ ამგვარი განმარტებითი შენიშვნები ადეკვატური არ 3 • არის - ჩვენი მოსაზრების მოდიფიცირება. ჩვენი დასკვნები ეფუძნება აუდიტორის ანგარიშის მომზადების თარიღისთვის მოპოვებულ აუდიტორულ მტკიცებულებას. თუმცა, მომავალში დამდგარმა მოვლენებმა თუ გარემოებებმა შეიძლება ფონდი აიძულოს, შეწყვიტოს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპით მოქმედება. ვაფასებთ ფინანსური ანგარიშგების მთლიან წარმოდგენის ფორმას, სტრუქტურასა და შინაარსს, მათ შორის, განმარტებით შენიშვნებს და ასევე იმას, თუ რამდენად სამართლიანადაა ასახული ფინანსური ანგარიშგების მიერ შესაბამისი ტრანზაქციები და მოვლენები. სხვა საკითხებთან ერთად, მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელ პირებს, ინფორმაციას ვაწვდით აუდიტის დაგეგმილი მასშტაბისა და ვადების, ასევე აუდიტის პროცესში წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის, შიდა კონტროლის სისტემაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების შესახებ. შოთა ნანიტაშვილი შპს „დელოიტი და ტუშის“ სახელით 2025 წლის 28 მაისი თბილისი, საქართველო 4 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ ფინანსური შედეგების ანგარიშგება 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის თანხები მოცემულია ლარში შენიშვნა შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან: სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის დაფინანსება სულ შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან სანქციები, ჯარიმები და საურავები სხვა შემოსავალი სულ შემოსავალი ადმინისტრაციული ხარჯები თანამშრომლებზე გაწეული ხარჯები ცვეთა და ამორტიზაცია სულ ხარჯები პერიოდის ნამეტი 9 10 4,5 2024 2023 14,653,724 10,626,099 14,653,724 10,626,099 2,676 - 710 319 14,656,400 10,627,128 (5,296,314) (7,654,178) (734,858) (13,685,350) (3,339,262) (5,780,220) (408,654) (9,528,136) 971,050 1,098,992 ფინანსური ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნას 10-25 გვერდებზე მოცემულ განმარტებით შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენენ. 6 სსიპ „ საქართველოს საპენსიო ფონდი“ წმინდა აქტივების ცვლილებების ანგარიშგება 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის თანხები მოცემულია ლარში წმინდა აქტივები 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 2,126,611 პერიოდის ნამეტი 1,098,992 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3,225,603 პერიოდის ნამეტი 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 971,050 4,196,653 წმინდა აქტივების ცვლილების ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნას 10-25 გვერდებზე მოცემულ განმარტებით შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენენ. 7 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის თანხები მოცემულია ლარში 2024 2023 971,050 1,098,992 ცვეთა და ამორტიზაცია ძირითადი საშუალებების გადაცემა (შენიშვნა 12) 734,858 - 408,654 586 ცვლილება მარაგებში ცვლილება ავანსების მომსახურებისა და მოკლევადიანი აქტივების შეძენისთვის და სავაჭრო და სხვა მოთხოვნებში ცვლილება სავაჭრო და სხვა ვალდებულებებში ცვლილება გადავადებული შემოსავლის (13,017) (4,642) (575,073) 38,031 24,990 45,565 9,444 (789,458) 1,188,373 761,607 (1,140,131) (1,550,357) (1,140,131) (1,550,357) მატება/(კლება) ფულად სახსრებსა და მათ ეკვივალენტებში 48,242 (788,750) ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, პერიოდის დასაწყისში ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, პერიოდის ბოლოს 710 48,952 789,460 710 ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობებიდან პერიოდის ნამეტი კორექტირებები საოპერაციო საქმინაობიდან მიღებული წმინდა ფულადი სახსრები ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობებიდან ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების შესყიდვა საინვესტიციო საქმიანობაში გამოყენებული წმინდა ფულადი სახსრები ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნას 10-25 გვერდებზე მოცემულ განმარტებით შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენენ. 8 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის საბოლოო დამტკიცებული ბიუჯეტი ფაქტობრივი ფულადი ნაკადები ხაზინის ანგარიშიდან და საქართველოს საპენსიო ფონდიდან განსხვავებები ბიუჯეტსა და ფაქტობრივ ფულად ნაკადებს შორის დარიცხვა ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში განსხვავებები ფაქტობრივ დარიცხვასა და ფაქტობრივ ფულად ნაკადებს შორის 14,700,000 (13,559,869) 14,699,290 (13,485,960) 0.00% 0.55% 14,653,724 (13,685,350) (45,566) (199,390) სახელფასო ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა (7,654,780) (1,140,131) (7,654,036) (1,140,131) 0.01% 0.00% (7,654,178) n/a (142) n/a 2023 შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან ხარჯები 10,626,100 (9,075,743) 9,837,438 (9,075,742) 7.42% 0.00% 10,626,099 (9,528,136) 788,661 (452,394) (5,779,169) (1,550,357) (5,779,167) (1,550,357) 0.00% 0.00% (5,780,220) n/a (1,053) n/a თანხები მოცემულია ლარში 2024 შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან ხარჯები რომელშიც შედის: რომელშიც შედის: სახელფასო ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება წაკითხულ უნდა იქნას 10-25 გვერდებზე მოცემულ განმარტებით შენიშვნებთან ერთად, რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენენ. 9 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები 1. ანგარიშგების წარმდგენი საწარმო სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ (შემდგომში, „ფონდი“) დაფუძნდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 2018 წლის 6 აგვისტოთი დათარიღებული საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (შემდგომში, "კანონი") და 2018 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილება №421-ის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თანახმად. ფონდი არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ საპენსიო სააგენტოს იურიდიული სახელი 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვალა და გახდა სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი. წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია მხოლოდ ფონდისთვის, რომელიც დაარსებულია დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისთვის და ადმინისტრირებისთვის (შემდგომში "საპენსიო სქემა"). საპენსიო სქემის ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც შედის საპენსიო სქემის მონაწილეთა საპენსიო აქტივები (კანონით განსაზღვრული) და რომელსაც მართავს ფონდი, მზადდება წინამდებარე ანგარიშგებისგან განცალკევებით. ფონდის მმართველობის ორგანოები არიან: დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭო, საინვესტიციო საბჭო და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. დირექტორის პასუხისმგებლობაა ფონდის უწყვეტი საქმიანობა (გარდა ფონდის საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ოპერაციებისა), რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საპენსიო სქემის მონაწილეთაგან საპენსიო შენატანების შეგროვების პროცესის მართვით. საინვესტიციო საბჭოს, რომლის წევრებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი, ძირითადი პასუხისმგებლობაა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და ამ დოკუმენტთან უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და ფონდის საინვესტიციო სამსახურის მიერ განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი. 2023 წლის 20 ნოემბერს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად შეიქმნა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის და საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის პოზიციები. რისკების მთავარი ოფიცერი საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით აკონტროლებს საინვესტიციო რისკებს. სამეთვალყურეო საბჭო ზედამხედველობას უწევს ფინდის საქმიანობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა, რომელიც რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის ("სებ") მიერ. კანონის თანახმად ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და ფონდის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. ფონდის მთავარი საქმიანობაა სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელება, მართვა და ადმინისტრირება. სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემა ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვარს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ფონდის იურიდიული მისამართია ა.პოლიტკოვსკაიას ქ. №14, თბილისი, საქართველო. 2. მომზადების საფუძველი (ა) შესაბამისობა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია „საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების“ (შემდგომში, „სსბასს“) მიხედვით. 10 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) (ბ) შეფასების საფუძველი წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, ისტორიული ღირებულების კონვენციის შესაბამისად. (გ) სამუშაო და წარდგენის ვალუტა წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ქართულ ლარში (შემდგომში „ლარი“). ლარი ასევე წარმოადგენს ფონდის-ს სამუშაო ვალუტას, რადგან როგორც საქართველოს ეროვნული ვალუტა, ის ასახავს შესაბამისი მოვლენებისა და ვითარებების უმეტესობის ეკონომიკურ არსს. ყველა ოდენობა წარმოდგენილია ლარში, გარდა სხვაგვარად მითითებული შემთხვევებისა. 3. სააღრიცხვო პოლიტიკების შეჯამება (ა) შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან მოიცავს საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის. ფონდი აღიარებს შემოსავალს არაგაცვლითი ოპერიაციებიდან გრძელვადიანი აქტივებისთვის (ძირითადი საშუალებების და არამეტერიალური აქტივებისთვის), როდესაც შედგება ოპერაცია და შესაბამისი აქტივის აღიარების კრიტერიუმები შესრულედება. შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან, გრძელვადიანი აქტივებისთვის აღიარდება როდესაც მოსალოდნელია მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის, რომელიც დაკავშირებულია აქტივის ფონდში შემოსვლასთან და შესაძლებელია მისი სამართლიანი ღირებულების განსაზღვრა საიმედოდ. საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალიდან მომსახურებისა და მიმდინარე საქმიანობისთვის აღიარდება (i) ყოველდღიური მომსახურების დაფინანსებისთვის (ხელფასი, დროებითი შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ხარჯები, იჯარის ხარჯები და ა.შ.), რაც აღიარებულია როგორც ხარჯი იმავე პერიოდში; (ii) ისეთი ტიპის მომსახურების დაფინანსებისთვის, რომელიც აკმაყოფილებს აქტივის განმარტებას, მაგრამ მათი გამოყენება ხდება დაუყოვნებლივ და შესაბამისი ღირებულების გარიგება აღიარებულია, როგორც ხარჯი, რათა ასახავდეს მსგავსი მომსახურების გამოყენებას. ფონდი საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებულ შემოსავალს აღიარებს ყოველდღიურად წელიწადში არსებული კალენდარული დღეების პროპორციულად, რომელიც კორექტირდება წლის ბოლოს აუთვისებელი ნაშთით. არაგაცვლითი ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლის შეფასება ხდება ფონდის მიერ აღიარებული წმინდა აქტივების ზრდის ოდენობით. (ბ) ძირითადი საშუალებები ძირითადი საშუალებები აღრიცხულია თვითღირებულებით, გარდა ყოველდღიური მომსახურების ხარჯებისა, რასაც აკლდება აკუმულირებული ცვეთა და ნებისმიერი აკუმულირებული გაუფასურება. 11 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების გადახედვა ხდება გადაფასებასთან მიმართებაში, როდესაც მოვლენები ან გარემოებათა ცვლილებები იმაზე მიანიშნებს, რომ საბალანსო ღირებულების აღდგენა შესაძლოა ვერ მოხერხდეს. ძირითად საშუალებებზე ცვეთა გამოითვლება წრფივი მეთოდის გამოყენებით, რათა მოხდეს თვითღირებულების ნარჩენ ღირებულებამდე განაწილება სავარაუდო სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში: სატრანსპორტო საშუალებები 7 წელი; კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნიკა 2 - 10 წელი; ავეჯი და საოფისე ტექნიკა 7 - 20 წელი; შეკეთება-განახლებასთან დაკავშირებული ხარჯები დაირიცხება მათი გაწევისთანავე და მათი აღიარება ხდება ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში, თუ არ არსებობს მათი კაპიტალიზაციის საფუძველი. (გ) არამატერიალური აქტივები შეძენილი არამატერიალური აქტივები თავდაპირველი აღიარებისას ფასდება თვითღირებულებით. თავდაპირველი აღიარების შემდეგ, არამატერიალური აქტივები ფასდება თვითღირებულებით, რასაც აკლდება ნებისმიერი აკუმულირებული ამორტიზაცია და ნებისმიერი გაუფასურებით გამოწვეული აკუმულირებული ზარალი. არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია ხდება ეკონომიკური მომსახურების სასარგებლო მომსახურების ვადა 2-10 წლიან ვადაზე და მათი გაუფასურების შეფასება ხდება არამატერიალური აქტივის გაუფასურების ნიშნების არსებობის აღმოჩენისთანავე. (დ) იჯარები იჯარები, რომელთა საფუძველზეც აქტივის საკუთრებასთან დაკავშირებული რისკებისა და ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელოვანი წილის შენარჩუნება ხდება მეიჯარის მიერ კლასიფიცირდება საოპერაციო იჯარად. საოპერაციო იჯარის ფარგლებში განხორციელებული გადახდების (ნებისმიერი, მეიჯარისგან მიღებული სტიმულირების გარეშე) ხარჯად აღიარება ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში ხდება წრფივი მეთოდით იჯარის ვადის მანძილზე. (ე) ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები წარმოადგენს მაღალ ლიკვიდურ აქტივებს, რომლებიც ექვემდებარება ღირებულების ცვლილების უმნიშვნელო რისკს. (ვ) მარაგები მარაგები ფასდება თვითღირებულებასა და წმინდა სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესით. მარაგის თვითღირებულება გამოიანგარიშება საშუალო შეწონილი ხარჯის პრინციპის საფუძველზე და მოიცავს დანახარჯებს მარაგების შეძენაზე, წარმოებასა და გადამუშავებაზე და პირდაპირ დაკავშირებულ დანახარჯებს, რომლებიც აუცილებელია მარაგების მოცემულ ადგილსა და მოცემულ მდგომარებაში მოსაყვანად. 12 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) საქმიანობის ჩვეულებრივად მიმდინარეობის პირობებში, წმინდა სარეალიზაციო ღირებულება წარმოადგენს მოსალოდნელ სარეალიზაციო ღირებულებას, გამოკლებული სავარაუდო დასრულების და გაყიდვის ხარჯები. (ზ) დაბეგვრა ფონდი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ასრულებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ფონდის საქმიანობა თავისუფლდება მოგების, ქონებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან. (თ) ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ ფონდის წლიური ბიუჯეტი მზადდება აღრიცხვის საკასო მეთოდით და მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ, მას შემდეგ რაც მას ფონდის სამეთვალყურეო საბჭო დაამტკიცებს, რაც შემდეგ აისახება "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში (რომელიც საბოლოო დამტკიცებულ ბიუჯეტში შეზღუდული რაოდენობით კორექტირებებს ექვემდებარება და შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან) დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ვინაიდან ფინანსური ანგარიშგებისა და ფონდის წლიური ბიუჯეტის მომზადების საფუძველი სხვადასხვაა, მათ შორის წარდგენის თვალსაზრისით გარკვეული განსხვავებები არსებობს, რაც მოითხოვს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებასა და ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში ასახული თანხების ერთმანეთთან შედარებას. წარდგენის თვალსაზრისით განსხვავებები გულისხმობს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებისა და ფინანსური შედეგების ანგარიშგების ფორმატსა და კლასიფიკაციის სქემებს შორის არსებულ განსხვავებებს. იხილეთ შენიშვნა 8. (ი) საპენსიო სქემის დაფინანსება კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში ფონდის და მისი საქმიანობის დაფინანსების ერთადერთი წყარო იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ზემოაღნიშნული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყარო გახდა საპენსიო სქემიდან მისაღები მომსახურების საფასური. 3 წლიანი ვადის ამოწურვიდან 10 წლის განმავლობაში ფონდის მომსახურების საფასურმა არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების 0,5% -ს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება 0,25% -მდე. 13 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 4. ძირითადი საშუალებები სატრანსპორტო საშუალებები კომპიუტერები და საკომუნიკაციო მოწყობილობები თვითღირებულება 2023 წლის 1 იანვარს შესყიდვები გასვლები 2023 წლის 31 დეკემბერს შესყიდვები 2024 წლის 31 დეკემბერს 41,850 41,850 41,850 958,887 1,289,712 2,248,599 218,963 2,467,562 111,199 47,890 (1,175) 157,914 73,005 230,919 48,326 (48,326) - 1,118,412 1,379,452 (49,501) 2,448,363 291,968 2,740,331 დაგროვილი ცვეთა 2023 წლის 1 იანვარს ცვეთის დარიცხვა გასვლები 2023 წლის 31 დეკემბერს ცვეთის დარიცხვა 2024 წლის 31 დეკემბერს (3,488) (3,488) (5,979) (9,467) (549,687) (138,717) (688,404) (374,834) (1,063,238) (46,646) (12,965) 589 (59,022) (17,096) (76,118) (48,326) 48,326 - (644,659) (155,170) 48,915 (750,914) (397,909) (1,148,823) წმინდა საბალანსო ღირებულება 2023 წლის 31 დეკემბერს 38,362 1,560,195 98,892 - 1,697,449 2024 წლის 31 დეკემბერს 32,383 1,404,324 154,801 - 1,591,508 თანხები მოცემულია ლარში ავეჯი და საოფისე ტექნიკა საიჯარო კეთილმოწყობა სულ ფონდმა 2024 წელს განახორციელა 28,610 ლარის წინასწარი გადახდები ძირითადი საშუალებების შესაძენად, რომელიც მიღებულ იქნა 2025 წელს. 14 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 5. არამატერიალური აქტივები ლიცენზიები პროგრამული უზრინველყოფა სულ თვითღირებულება 2023 წლის 1 იანვარს შესყიდვები 2023 წლის 31 დეკემბერს 514,415 11,846 526,261 673,605 339,046 1,012,651 1,188,020 350,892 1,538,912 შესყიდვები 2024 წლის 31 დეკემბერს 243,634 769,895 189,276 1,201,927 432,910 1,971,822 დაგროვილი ამორტიზაცია 2023 წლის 1 იანვარს ამორტიზაციის დარიცხვა 2023 წლის 31 დეკემბერს (78,853) (107,921) (186,774) (155,377) (145,563) (300,940) (234,230) (253,484) (487,714) ამორტიზაციის დარიცხვა 2024 წლის 31 დეკემბერს (124,963) (311,737) (211,986) (512,926) (336,949) (824,663) წმინდა საბალანსო ღირებულება 2023 წლის 31 დეკემბერს 339,487 711,711 1,051,198 2024 წლის 31 დეკემბერს 458,158 689,001 1,147,159 თანხები მოცემულია ლარში 2024 წელს ფონდმა ლიცენზიებისა და პროგრამული უზრუნველყოფისთვის განახორციელა 386,643 ლარის ავანსის გადახდა რომელიც მიღებულ იქნება 2025 წელს. 6. ავანსები აქტივებისა და მომსახურების შესაძენად თანხები მოცემულია ლარში 31 დეკემბერი 2024 31 დეკემბერი 2023 928,698 327,259 386,643 - 109,804 28,610 17,608 3,870 1,475,233 132,487 24,711 450 484,907 ავანსები საინვესტიციო აქტივების მართვისთვის ავანსები ლიცენზიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ავანსები საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურებისთვის ავანსები ავეჯის შესაძენად ავანსები სადაზღვევო მომსახურებისთვის სხვა ავანსები 7. ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები საქართველოს საპენსიო ფონდს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე და კომერციულ ბანკში გახსნილი აქვს ანგარიში. 2024 წელს აქტივების წლიური მომსახურების ჯამური საფასური და წინა პერიოდიდან დარჩენილი ფულადი სახსრები თითქმის სრულად იქნა ათვისებული. 2024 წელს საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების ჯამური საფასურიდან დარჩენილი თანხა და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ჯამურად შეადგენს 48 952 ლარს, გამოყენებულ იქნება შემდეგი წლის დაფინანსებისთვის. 15 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 2023 წელს სააგენტომ სრულად გამოიყენა საპენსიო სქემიდან მიღებული 2023 წლის წლიური მომსახურების საფასური და წინა პერიოდიდან დარჩენილი ფულადი სახსრები. სააგენტოს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტის ნაშთმა 2023 წლის ბოლოს 710 ლარი შეადგინა, რაც წარმოადგენს პერიოდის განმავლობაში მიღებულ საურავებს. 8. ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება ბიუჯეტთან შესადარის საფუძველზე ქვემოთ მოცემულია ფონდის ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებაში წარმოდგენილი ფაქტობრივი ფულადი ნაკადების (შესადარის საფუძველზე) და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში წარმოდგენილი ფაქტობრივი თანხების შეჯერება: თანხები მოცემულია ლარში 2024 შემოსავალი ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში ფაქტობრივად მიღებული (გამოყენებული) თანხები თანხები მოცემულია ლარში 2023 შემოსავალი ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში ფაქტობრივად მიღებული (გამოყენებული) თანხები საოპერაციო საქმინაობიდან მიღებული (საოპერაციო საქმიანობაში გამოყენებული) წმინდა ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობაში გამოყენებული წმინდა ფულადი სახსრები 14,701,966 (13,513,593) - (1,140,131) 1,188,373 (1,140,131) საოპერაციო საქმინაობიდან მიღებული (საოპერაციო საქმიანობაში გამოყენებული) წმინდა ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობაში გამოყენებული წმინდა ფულადი სახსრები 9,837,349 (9,075,742) - (1,550,357) 761,607 (1,550,357) 16 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 9. ადმინისტრაციული ხარჯები თანხები მოცემულია ლარში სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხარჯი (ა) ხარჯები, გაწეული დროებითი შრომით ხელშეკრულებების თანახმად 2024 2023 1,383,932 360,691 906,440 512,127 საიჯარო ხარჯები 603,297 563,295 სატრენინგო ხარჯი (ბ) 573,513 13,642 სავაჭრო პლატფორმის წევრობის საკომისიო 405,025 233,867 276,726 291,588 132,069 128,164 დაზღვევის ხარჯი 110,714 174,214 აქტივების (მარაგების) მოხმარება 76,535 50,515 იუსტიცის სახლის მომსახურების საფასური 61,920 51,600 კომუნალური ხარჯები 53,876 42,913 წარმომადგენლობითი ხარჯები 36,365 33,120 კომუნიკაციის ხარჯები 31,415 47,739 საბროკერო ხარჯები (გ) 31,162 502,264 სარემონტო ხარჯები 20,530 14,561 მარკეტინგის ხარჯები 13,031 23,679 ტრანსპორტის მოვლა/შენახვის ხარჯი 4,772 8,023 566 1,519 574,426 285,741 5,296,314 3,339,262 საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურების საფასური პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ღირებულება საბანკო-საკომისიო ხარჯი სხვა (ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხარჯის ზრდა გამოიწვია 2024 წლის თებერვალში ხელშეკრულების განახლებამ, რომლის ფარგლებში მომსახურების განაკვეთი გაიზარდა. (ბ) სატრენინგო ხარჯის ზრდა გამოიწვია 2024 წლის მარტში მსოფლიო ბანკის „რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის (RAMP)“ პროგრამაში ჩართვამ. (ბ) საბროკერო ხარჯების შემცირება გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე ფონდის მხრიდან დაბალმა აქტივობამ. 2024 წლის 31 დეკემბრისთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტორული) ფირმის მიერ ჩატარებული აუდიტის ხარჯმა შეადგინა 122,130 ლარი (122,130 ლარი). 17 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 10. თანამშრომლებზე გაწეული ხარჯები თანხები მოცემულია ლარში ხელფასი და სოციალური დაზღვევის შენატანები 2024 2023 7,654,178 5,780,220 2024 წლის განმავლობაში, ფონდს საშუალოდ ჰყავდა 98 თანამშრომელი (2023: 79 თანამშრომელი). 11. პირობითი ვალდებულებები სასამართლო დავა ბიზნესის ჩვეულებრივი მიმდინარეობისას, სააგენტო დაქვემდებარებულია სარჩელებსა და საჩივრებს. ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მოცემული სარჩელებიდან და საჩივრებიდან წარმოშობილ საბოლოო ვალდებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ ექნება არსებითი უარყოფითი გავლენა ფონდის მომავალი ოპერაციების შედეგებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე. ფონდს მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დავა ჰქონდა 2024 წელს და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. მომჩივანი ითხოვს : ა) გააუქმოს საინვესტიციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2020 წლის 11 სექტემბრის №10 ოქმით; ბ) სავარაუდო ზიანის/ზარალის ანაზღაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც მოსარჩელის მიერ 2024 წლის 5 მარტს გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში. ფონდის ადვოკატის აზრით შესაძლებელია, მაგრამ არასავარაუდოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, ფინანსურ ანგარიშგებაში არცერთი პრეტენზიის რეზერვი არ არის გაკეთებული. შესაძლო გადინება, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ სასამათლო პროცესს, პროცესის მიმდინარე სტატუსზე დაყრდნობით, 2024 წელს შეფასებულია 1,020,462 ლარის ოდენობით (2023: 1,023,054 ლარი), ხოლო გადინების დრო გაურკვეველია. 12.დაკავშირებული მხარეები ფონდი დაკავშირებულ მხარედ განიხილავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც შეუძლია ცალკე ან ერთობლივად განახორციელოს კონტროლი ან იქონიოს მნიშვნელოვანი გავლენა ფონდზე. 2024 და 2023 წლის განმავლობაში, სააგენტომ მიიღო დაფინანსება აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით. დეტალური ინფორმაცია დაფინანსების და მისი გამოყენების შესახებ მოცემულია ბიუჯეტისა და მიღებული ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება. ფონდის წამყვან ხელმძღვანელებად ითვლება: სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საინვესტიციო საბჭოს წევრები, ფონდის (მოქმედი გენერალური) დირექტორი, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, რისკის მთავარი ოფიცერი და საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი. 2024 წელს საქართველოს ფონდის მიერ წამყვანი ხელმძღვანელობისთვის გადახდილი ანაზღაურება შეადგენდა 1,542 ათას ლარს (2023 წელი: 1,142 ათასი ლარი), რომელიც შეტანილ იქნა 2024 და 2023 წლებში გაწეულ ხარჯებში (ზემოაღნიშნული ხარჯები). ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ იღებენ ანაზღაურებას. 2023 წელს სსიპ საქართველოს ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ ფონდის 586 ლარის (ნარჩენი ღირებულებით) საოფისე ტექნიკა. 18 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) 13. საანგარიშგებო პერიოდის შემდგომი მოვლენები ცვლილებები კანონში: ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა: - მმართველობითი საბჭო ნაცვლად წინა, ორი საბჭოს (საინვესტიციო საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო) ორგანიზაციული სტრუქტურის, ფონდს ჰყავს ერთი საბჭო - მმართველობითი საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისგან, რომელთაგან ერთი წევრი არის თანამდებობრივი წევრი, ხოლო დანარჩენი 8 წევრი არის პროფესიონალი წევრები. მმართველი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე. მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, მათი შერჩევისა და დანიშვნის წესი და პროცედურა, მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები და მათი უფლებამოსილების სხვა მოთხოვნები, ასევე მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი პირების მიერ დანიშვნის პროცედურა და მათი ანაზღაურების პოლიტიკა და ზღვრული ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 ნოემბრის №396 დადგენილებით. პროფესიონალი წევრები შეირჩევიან და წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესარჩევი კომისიის მიერ დასანიშნად 5 წლის ვადით, თუმცა პირველი შემადგენლობის შემთხვევაში ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს. შესარჩევი კომისია შედგება 8 წევრისგან და მისი წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და 2 დამოუკიდებელი წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც სულ მცირე აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. გარდა ამისა, მმართველი საბჭოს წევრთა უმრავლესობა უნდა იყოს პროფესიონალი წევრები, რომლებსაც აქვთ ფინანსურ სექტორში მინიმუმ 10 წლიანი პროფესიული გამოცდილება ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მომსახურების სფეროში, ან ფინანსურ სექტორში დირექტორად მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროებიდან რომელიმეში. მმართველობითი საბჭოს ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: (i) სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების და ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და დამტკიცება; (ii) ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შერჩევა და ეროვნულ ბანკთან (სებ) შეთანხმებით დანიშვნა (iii) კომიტეტების შექმნა ამ კანონის შესაბამისად; (iv) სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების, მათ შორის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, განხილვა და დამტკიცება; (v) ფონდის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საშტატო სიის განხილვა და დამტკიცება (vi) კანონის 281-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დადგენა. (vii) გარე აუდიტორული ფირმის დანიშვნა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ცვლილებები. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების სრული რაოდენობის უმრავლესობით, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გამოსცემს ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს - დადგენილებებს და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს დადგენილებებს, მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე. 19 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) მმართველობითი საბჭოს წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევ კონკურსში. ამ შემთხვევაში, შესაბამისი წევრი არ მონაწილეობს მმართველობითი საბჭოს მიერ აღმასრულებელი დირექტორის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს აღმასრულებელი დირექტორების მიმართ, რომლებიც ასევე არიან მმართველი საბჭოს წევრები, როგორიცაა: (i) ფონდის აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა შეადგენდნენ მმართველი საბჭოს წევრების ნახევარს ან ნახევარზე მეტს (ii) აღმასრულებელი დირექტორები არ უნდა აირჩეოდნენ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ. იგივე შეზღუდვა ვრცელდება მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივ წევრზეც. - სპეციალური ფუნქციები და კომიტეტები ფონდს აქვს შემდეგი სამი სპეციალური ფუნქცია, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შესრულდეს: (i) საინვესტიციო ფუნქცია, რომელიც გულისხმობს აქტივების ინვესტირებას მათი რეალური შემოსავლის მაქსიმიზაციის მიზნით (ინფლაციის გათვალისწინებით) ინვესტიციის ჰორიზონტზე, მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და კარგი ინვესტირების პრინციპების დაცვით. (ii) რისკების მართვის ფუნქცია, რომელიც ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს ინტეგრირებული ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში და (iii) შიდა აუდიტის ფუნქცია, რომელიც არის მიუკერძოებელი, რწმუნების საქმიანობა, დამოუკიდებელი ფონდის სხვა საქმიანობისგან, რომელიც აფასებს და აუმჯობესებს ფონდის მართვის პროცესის ეფექტურობას მეთოდური, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომის მეშვეობით. თავისი სპეციალური ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად, მმართველობითი საბჭო ქმნის საინვესტიციო კომიტეტს, რისკების კომიტეტს და აუდიტის კომიტეტს თავისი პროფესიონალი წევრებით. კომიტეტები ანგარიშვალდებულნი არიან მმართველი საბჭოს წინაშე და კომიტეტის შექმნისა და ფუნქციონირების წესები და პროცედურები განისაზღვრება ფონდის წესდებით. კომიტეტი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 წევრისგან და კომიტეტის წევრთა უმრავლესობა, რომლებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება, უნდა იყოს მმართველი საბჭოს წევრები. კომიტეტის წევრი ასევე შეიძლება იყოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მისი თანამშრომელი ან მოწვეული პირი. აღმასრულებელი დირექტორები არ შეიძლება შეადგენდნენ კომიტეტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აუდიტის კომიტეტზე. კომიტეტის სხდომას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომიტეტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტი. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით. კომიტეტი ადგენს თავის წესდებას, რომელიც განსაზღვრავს ამ კომიტეტის მანდატს, მისი საქმიანობის მიმართულებას და პროცედურებს, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას კომიტეტის მიერ მმართველი საბჭოსთვის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების და კომიტეტის წევრების ფუნქციების შესახებ. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას სხვა კომიტეტები და მათი შექმნისა და საქმიანობის პროცედურა განისაზღვრება ფონდის დებულებით. - აღმასრულებელი დირექტორები ფონდის აღმასრულებელი დირექტორები წარმოადგენენ ფონდის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შედგება გენერალური დირექტორის, საინვესტიციო დირექტორის, რისკების დირექტორის და შიდა აუდიტის უფროსისგან. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს სხვა სფეროების აღმასრულებელი დირექტორებიც. მმართველობითი საბჭო ღია კონკურსის წესით შეარჩევს ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს და ნიშნავს მათ თანამდებობებზე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ასევე ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორებს თანამდებობიდან ეროვნული ბანკისთვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია კანონის შესაბამისად დანიშნოს თავისი 20 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) პროფესიონალი წევრი ან სხვა პირი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. მმართველობითი საბჭოს მიერ დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი შეიძლება იმავდროულად იყოს ფონდის კომიტეტის წევრი. მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი უფლებამოსილების მქონე პირი არ შეიძლება იყოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან კომიტეტის წევრი. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობა ანაზღაურებადია. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნისთვის საჭირო განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმებს, ასევე მათი უფლებამოსილების სხვა მოთხოვნებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. ფონდის აღმასრულებელი დირექტორები ანგარიშვალდებულნი არიან მმართველი საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტების წინაშე. გენერალური დირექტორის ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: (i) ფონდის წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში და ფონდისთვის ამ კანონითა და ფონდის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის, ხელშეკრულებების დადება და ფონდის სახელით ტრანზაქციების წარმოება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; (ii) ფონდის თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება; (iii) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება; (iv) ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის მომზადება; (v) ფონდის საქმიანობის მართვა ამ კანონითა და ფონდის წესდების შესაბამისად; (vi) საპენსიო შენატანის ვალდებულების დამრღვევი პირისთვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების, ჯარიმისა და სასჯელის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ძალაში მყოფი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა (vii) ფონდის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის. გენერალური დირექტორი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს - ამ კანონითა და ფონდის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკას ამ კანონის, ფონდის დებულებითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია მიიღოს, განმარტოს და შეასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ასევე წარმოადგინოს ფონდი მესამე მხარეებთან ურთიერთობაში და დადოს შესაბამისი კონტრაქტები ფონდის დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს მთავარ საინვესტიციო ოფიცერს საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო კომიტეტთან შეთანხმების წესებსა და პროცედურას. მთავარი რისკის ოფიცერი პასუხისმგებელია ფონდის რისკების მართვაზე და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ამ კანონის, ფონდის დებულებისა და რისკების კომიტეტის მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესაბამისად. მთავრი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია წვდომა ჰქონდეს ფონდისთვის ხელმისაწვდომ ნებისმიერ ინფორმაციაზე რისკების მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად. მთავარი რისკის ოფიცერი ასევე უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია ფონდის სახელით დადებული კონტრაქტების შესახებ აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან ფონდისთვის სხვა მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტებისგან. 21 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) შიდა აუდიტის უფროსი შიდა აუდიტის საქმიანობას აუდიტის კომიტეტთან ერთად მართავს ამ კანონის, აუდიტის კომიტეტის დებულებისა და ფონდის დებულების შესაბამისად. ეს საქმიანობა ხორციელდება ყველა სხვა საქმიანობისგან დამოუკიდებლად. ყველა დოკუმენტი და ჩანაწერი, მათ შორის ფონდის თანამშრომლებისა და აღმასრულებელი დირექტორების, ასევე მმართველი საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს შიდა აუდიტის უფროსისათვის. - ნდობითი ვალდებულების მქონე პირი ცვლილებების თანახმად, ნდობითი ვალდებულების მქონე პირების განმარტება გადაიხედება და კანონის მიზნებისათვის, ნდობითი ვალდებულების მქონე პირები არიან: (i) მმართველობითი საბჭოს წევრები; (ii) აღმასრულებელი დირექტორები; (iii) სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით; (iv) ამ კანონის 281 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც აქვთ დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით; (v) საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეთა წინაშე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ფონდს საინვესტიციო რჩევას აძლევს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე; (vi) ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელსაც აქვს დისკრეციული უფლებამოსილება საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით. ზემოთ მოცემული (iii) და (iv) პუნქტების მიზნებისათვის, სპეციალიზებული დეპოზიტარის/აქტივ ების მმართველი კომპანიის მიერ დასაქმებული პირი, რომელსაც აქვს უფლება პირ დაპირ მიიღოს გადაწყვეტილება დაკავშირებული მომსახურების შესახებ და/ან მის ფარგლებში. - აუთსორსინგის მომსახურება ცვლილებების თანახმად, საპენსიო ფონდის ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის სპეციალური ფუნქციები, შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადაეცეს შესაბამისი აუთსორსინგის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც მოქმედებენ მათი სახელით ამ კონკრეტული საქმიანობის/ფუნქციის განხორციელებისას. საინვესტიციო ფუნქციის გადაცემა უნდა განხორციელდეს კანონის 281-ე მუხლის შესაბამისად. საქმიანობის ან სპეციალური ფუნქციების აუთსორსინგი არ უნდა იწვევდეს: (ა) საპენსიო ფონდის მართვის სისტემის ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას; (ბ)საოპერაციო რისკების გაუმართლებელ ზრდას; (გ) ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის განხორციელების შეფერხებას; (დ) მონაწილეებისთვის მომსახურების მიწოდების გაუარესებას. სპეციალურ ფუნქციებთან დაკავშირებული საქმიანობის აუთსორსინგში გადაცემის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკისგან წინასწარ თანხმობას მიიღებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. სხვა საქმიანობის აუთსორსინგში გადაცემის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ ეროვნულ ბანკს. - საპენსიო ფონდის დაფინანსების წყარო საპენსიო ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყაროა მონაწილეთა საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც გამოისახება საპენსიო აქტივების 22 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) პროცენტულ მაჩვენებელში, რაც უნდა განისაზღვროს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტში. მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით მიღებული თანხა არ შეიძლება დაგირავდეს ან დაიტვირთოს, მისი საკუთრების უფლება არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ან სხვაგვარად არ გასხვისდეს საპენსიო ფონდის მიმართ ნებისმიერი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად, საპენსიო ფონდის საქმიანობის დასაფინანსებლად. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მართვის საკომისიოსთან დაკავშირებული აღსრულების პროცედურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ისე, რომ არ შეფერხდეს ამ კანონით განსაზღვრული საპენსიო ფონდის საქმიანობა. - საპენსიო ფონდის ზედამხედველობა ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საზედამხედველო უფლებამოსილება ვრცელდება საპენსიო ფონდის ყველა საქმიანობაზე. ეროვნული ბანკი არეგულირებს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, წინასწარი განჭვრეტისა და რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს: (ა) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის (IPD) ამ კანონით და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; (ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიის მომზადების მეთოდოლოგიის, საინვესტიციო გადაწყვეტილებების და კანონის 281-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ შერჩევის პროცედურის შესაბამისობის შემოწმება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან; (გ) საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის IPD-ით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენა; (დ) საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენა; (ე) საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წესების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა წესების დადგენა. (ვ) ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო აქტივების გადატანის წესების დადგენა; (ზ) საპენსიო აქტივების ღირებულების, პორტფელის ერთეულის ღირებულების, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებული შენახვის პრინციპებისა და სტანდარტების გაანგარიშების მეთოდოლოგიების განსაზღვრა; (თ) მონაწილეთა უფლებების დაცვის მოთხოვნების დადგენა, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე განხორციელებული საპენსიო შენატანების, გადახდებისა და საკომისიოს და პენსიების პროგრამირებული ამოღების აღრიცხვა; (ი) პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნების დადგენა; (კ) რისკების მართვის ჩარჩოს კოორდინაცია და რისკების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დადგენა. - ცვლილება ითვალისწინებს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ: (ა) სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის დამატებითი მარეგულირებელი წესების დადგენა; (ბ) საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საინვესტიციო საქმიანობასთან და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული შენახვის, ანგარიშსწორების, ადმინისტრაციული და საინფორმაციო სისტემების შესაბამისობის შემოწმება ამ კანონითა და ეროვნული ბანკით დადგენილ მოთხოვნებთან; (გ) თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება საჭიროება და/ან დარღვევა, საპენსიო ფონდისთვის და/ან აქტივების მმართველი კომპანიისთვის სავალდებულო მითითების და/ან საჯარო რეკომენდაციის მიცემა არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ და მათი აღმოფხვრისთვის გონივრული ვადის 23 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) დადგენა; (დ) მონაწილეთა ინტერესების დაცვისა და საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების სრულად ან ნაწილობრივ შესრულება მათ მიერ დადგენილი წესით, საპენსიო ფონდთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; (ე) საპენსიო ფონდისთვის განსაზღვროს პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის ისეთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დადგინდება გამოსყიდული პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების ლიმიტი მათი გამოსყიდვის თითოეული პერიოდისთვის და ისეთი მექანიზმი აქტივების წმინდა ღირებულების მიხედვით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრისთვის, რომელიც დააბალანსებს ახალი პორტფელის ერთეულების გაყიდვის ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის გავლენას აქტივების წმინდა ღირებულებაზე; (ვ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური საინვესტიციო ინსტრუმენტების მინიმალური საკრედიტო რეიტინგი, რომლებშიც საპენსიო აქტივები შეიძლება ინვესტირდეს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; (ზ) შეაფასოს საპენსიო ფონდის მართვის სისტემასთან/სტრუქტურასთან დაკავშირებული ხარისხობრივი მახასიათებლები; (თ) შეაფასოს საპენსიო ფონდისთვის არსებული და პოტენციური რისკები, საპენსიო ფონდის შესაძლებლობები რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და მართვის შესახებ და შეაფასოს საპენსიო ფონდის წესდება და კომიტეტების წესდებები; (ი) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დარღვევის პროპორციული სანქციების გამოყენება, მათ შორის მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორისთვის ხელმოწერის უფლებამოსილების შეჩერების ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით. (კ) საპენსიო ფონდისგან საჭირო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების/დამტკიცების მოთხოვნა. - დამოუკიდებელი აქტივების მმართველები მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია, კანონისა და მმართველობითი საბჭოს საკუთარი რეგულაციების შესაბამისად, საპენსიო აქტივები გადასცეს გარე აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ „სხვა ტიპის აქტივებით“. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, კანონიდან ამოღებულია კანონის 28-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მონაწილეებს უფლება ჰქონდათ აერჩიათ აქტივების მენეჯერები მათი საპენსიო აქტივებისთვის. - დასაშვები აქტივების კლასები და ლიმიტები ცვლილებების თანახმად, ცვლილებები შევიდა დასაშვებ აქტივების კლასებსა და მათ ლიმიტებში. კერძოდ, კონსერვატიულ (დაბალი რისკის) საინვესტიციო პორტფელს უფლება მიეცა, თავისი აქტივების 15%-მდე გამოეყო კანონით განსაზღვრული „სხვა ტიპის აქტივებისთვის“. ანალოგიურად, „სხვა ტიპის აქტივების“ განაწილების ლიმიტები გაიზარდა 15%-დან 20%-მდე დაბალანსებული (საშუალო რისკის) პორტფელისთვის და 20%-დან 25%-მდე დინამიური (მაღალი რისკის) პორტფელისთვის. - ცვლილებების გარდამავალი დებულებები კანონში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, საპენსიო ფონდისა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავდება/დამტკიცდება რიგი ახალი რეგულაციები, წესები, პოლიტიკა და პროცედურები, ასევე არსებული რეგულაციების/წესების/პოლიტიკის/პროცედურების ცვლილებები. 24 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდი“ 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები (გაგრძელება) სებ-ი ვალდებული იყო, შეემუშავებინა და დაემტკიცებინა ცვლილებაში მითითებული წესები/დებულებები/პროცედურები არაუგვიანეს 2025 წლის 1 მარტისა, ძალაში შესვლით 2025 წლის 1 მაისიდან; ამ მოთხოვნის შესაბამისად, 2025 წლის 28 თებერვალს, სებ-მა გამოსცა ბრძანება N51/04 სსიპ „საქართველოს საპენსიო ფონდის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა რიგ წესებსა და პროცედურებს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების თანამდებობებზე კანდიდატების სათანადო გულმოდგინების მოთხოვნებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა განხილულ იყო საპენსიო ფონდის მიერ. მმართველმა საბჭომ შეიმუშავა და დაამტკიცა საპენსიო ფონდის დებულება და უზრუნველყო მისი ამოქმედება 2025 წლის 1 მაისიდან; ფონდის მიერ 2025 წლის 1 მაისამდე გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი ძალაში რჩება მანამ, სანამ მმართველი საბჭო არ გააუქმებს ამ აქტებს; 2025 წლის 1 მაისამდე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული დირექტორი ავტომატურად დაიკავებს გენერალური დირექტორის თანამდებობას, ხოლო მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე; აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ფონდის დირექტორის მოვალეობას ფონდის დირექტორის მოადგილე ასრულებდა. საინვესტიციო დირექტორის, რისკების დირექტორის და საინვესტიციო რისკების დირექტორის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ მანამ, სანამ მმართველი საბჭო არ დანიშნავს აღმასრულებელ დირექტორებს საპენსიო ფონდის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომია ზემოაღნიშნული სია არ საკანონმდებლო არის ამომწურავი და კანონი მაცნეს ვებ-გვერდზე https://www.matsne.gov.ge/document/view/4280127?publication=11 და ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.pensions.ge/ka/legislation/georgian-law-about-cumulative-pensions. 25