„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა (1)
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა (1)
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
II მოსმენა (2)
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (5)
III მოსმენა (2)
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:
„ც) შუალედური მომსახურების მიწოდება - „ელექტრონული კომერციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შუალედური
მომსახურების მოწოდება.“.
2. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ)
შუალედური მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან, ამ კანონის 601 მუხლით
განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა.“.
3. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:
„9. საავტორო უფლებების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა
ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს შუალედური მომსახურების მიმწოდებლისაგან
წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მოითხოვოს იმ კონტრაფაქციული ასლების
დაუყოვნებლივი წაშლა ან მასზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც არღვევს მის საავტორო ან/და
მომიჯნავე უფლებას, ან/და უფლებას მონაცემთა ბაზაზე.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლების მფლობელის წერილობითი
შეტყობინება უნდა მოიცავდეს:
ა) უფლების დარღვევის ობიექტის აღწერას და იმ ფაქტების მითითებას, რომელიც
წარმოადგენს დასაბუთებულ საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა საავტორო, მომიჯნავე ან/და
მონაცემთა ბაზაზე უფლების მფლობელის უფლებების დარღვევას;
ბ)
მონაცემებს,
იდენტიფიცირება;
რომლითაც
შესაძლებელი
იქნება
კონტრაფაქციული
ასლების
გ) უფლების მფლობელის სახელს (დასახელებას), საიდენტიფიკაციო ან პირად ნომერს,
მის ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის
მისამართს.“.
4. მე-60 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი:
„მუხლი
601.
შუალედური
მომსახურების
მიმწოდებლის
ვალდებულებები
და
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები
1. შუალედური მომსახურების მიმწოდებელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა
საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევისთვის,
თუ უფლების მფლობელის მხრიდან ამ კანონის 59-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული
წესით შედგენილი წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს
შეტყობინების მიღებიდან 24 საათში, უზრუნველყოფს სავარაუდო კონტრაფაქციული
ასლ(ებ)ის წაშლას, ან მასზე წვდომის შეზღუდვას, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება აღნიშნული
უფლებების სავარაუდო დამრღვევს.
2. შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინების
მიღებიდან
24
საათის
განმავლობაში
წერილობით
აცნობოს
უფლების
მფლობელს
გატარებული ზომებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
3. თუ უფლებების სავარაუდო დამრღვევი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ქმედება მის მიმართ განხორციელდა არამართლზომიერად, იგი
უფლებამოსილია მიმართოს შუალედური მომსახურების მიმწოდებელს განცხადებით და
მისგან მოითხოვოს სადავო მასალაზე აღნიშნული ქმედების განხორციელებამდე არსებული
წვდომის აღდგენა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებების სავარაუდო
დამრღვევის მიერ წარდგენილი განცხადება უნდა მოიცავდეს:
ა) მითითებას წაშლილი ან წვდომაშეზღუდული მასალის თაობაზე;
ბ) წაშლილი ან წვდომაშეზღუდული მასალის განთავსების ქსელის მისამართს;
გ) დასაბუთებას, თუ რის საფუძველზე მიიჩნევს უფლებების სავარაუდო დამრღვევი, რომ
წაშლილი ან წვდომაშეზღუდული მასალა არ არღვევს შეტყობინებაში მითითებული
უფლების მფლობელის უფლებას;
დ) უფლებების სავარაუდო დამრღვევის სახელს (დასახელებას), საიდენტიფიკაციო ან
პირად ნომერს, მის ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს და
ელექტრონულ ფოსტას.
5. შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში
მითითებული განცხადება მიღებიდან 24 საათში გადაუგზავნოს უფლების მფლობელს, ხოლო
უფლების მფლობელი ვალდებულია აღნიშნული განცხადების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში
წარმოადგინოს სადავო მასალის წაშლის ან მასზე წვდომის შეზღუდვის თაობაზე
სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
6. იმ შემთხვევაში, თუ უფლების მფლობელი ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-5
პუნქტში მითითებული სასამართლო განჩინების წარმოდგენას, შუალედური მომსახურების
მიმწოდებელი აღადგენს მის მიერ წაშლილ მასალას ან მასზე წვდომას. ამ შემთხვევაში,
შუალედური მომსახურების მიმწოდებელს არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა
საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევისათვის.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული პირები პასუხს აგებენ მათი არამართლზომიერი
ქმედების შედეგად მიყენებული ზიანისთვის. ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის 59ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
პროექტი ეხება შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობის საკითხის
განსაზღვრას საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების
დამრღვევი ქმედებებისათვის და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.
წინამდებარე პროექტი მიზნად ისახავს ინტერნეტსივრცეში საავტორო და მომიჯნავე
უფლებების
აღსრულებასთან
დაკავშირებით
ევროკავშირის
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
თანამედროვე
სტანდარტებისა
და
მიდგომების
ქართულ
კანონმდებლობაში დანერგვას. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები არ
გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების ვალდებულებიდან,
კანონპროექტის მომზადებისას გამოყენებულ იქნა 2000 წლის 8 ივნისის ევროპარლამენტისა
და საბჭოს 2000/31/EC დირექტივა „შიდა ბაზარზე ინფორმაციული საზოგადოების
სერვისების, კერძოდ, ელექტრონული კომერციის გარკვეული სამართლებრივი ასპექტების
შესახებ (დირექტივა ელექტრონული კომერციის შესახებ)“. 1 აღნიშნული საკითხი
მნიშვნელოვანია
ინტერნეტსივრცეში
აღსრულებისათვის,
რაც
ბევრად
საავტორო
ეფექტურს
გახდის
და
მომიჯნავე
უფლებების
უფლებების
მფლობელთათვის
აღსრულების პროცედურას.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების სათანადო დონეზე დაცვა უმნიშვნელოვანეს როლს
ასრულებს ავტორთა შემოქმედებითი საქმიანობის სტიმულირების, ხელშეწყობისა და
ზოგადად, სახელმწიფოს კულტურული და ეკონომიკური განვითარების საქმეში.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ვითარდება
შემოქმედებითობა და ინოვაცია. უნდა დაბალანსდეს ერთი მხრივ, იმ ადამიანების
ინტერესები, რომლებიც ქმნიან ახალ ნაწარმოებებს და მეორე მხრივ, საჯარო ინტერესი, რათა,
1
ევროკავშირის აღნიშნული სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის
ვალდებულება არც „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ და არც ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან არ გამომდინარეობს.
მაღალი იყოს ამ ნაწარმოებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა.
ბოლო დროს ამ
მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, დაინერგა კოლექტიური
მართვის
ორგანიზაციის
აკრედიტაციის,
მისი
საქმიანობის
გამჭვირვალობის
უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი,
ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რამაც ხელი
შეუწყო საავტორო და მომიჯნავე უფლებათა
განხორციელებას
ქონებრივ
უფლებათა
მფლობელების უფლებათა ეფექტიან
კოლექტიური
მართვის
სფეროში.
შეიქმნა
სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის,
რათა მათთვის მოპოვებადი ყოფილიყო მისაწვდომ ფორმატში ადაპტირებული ნაწარმოებები.
საავტორო
უფლებების
დაცვა
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
შემოქმედებითი
ინდუსტრიისთვის, რადგან ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების შემქმნელთა
შემოქმედებითობა, უნარები და ნიჭი წარმოადგენს მათ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს
კეთილდღეობისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ამ მხრივ, საავტორო
უფლებები, როგორც ავტორთა ძალისხმევისა და მათი შემოქმედების დაფასებისა და
შესაბამისი ანაზღაურების მიღების მექანიზმი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს,
იმისთვის, რომ ავტორმა აქტიურად გააგრძელოს თავისი საქმიანობა და კვლავ შექმნას ახალი
ნაწარმოებები, ხოლო საზოგადოებამ გააცნობიეროს ამ სფეროს მნიშვნელობა.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ახალი მექანიზმი საავტორო
უფლებისა თუ მომიჯნავე უფლების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებს
მისცემს შესაძლებლობას, შუალედური მომსახურების მიმწოდებლისაგან (ISP), დადგენილი
წესით, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მოითხოვოს იმ კონტრაფაქციულ ასლებზე
წვდომის შეზღუდვა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მათი შემდგომი
წაშლა, რომელიც არღვევს მის საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებას. კანონპროექტი ასევე
ადგენს
შუალედური
მომსახურების
მიმწოდებლების
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების საფუძვლებს.
მართალია „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონმა დაარეგულირა
შუალედური მომსახურების მიმწოდებლისთვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების
დაწესების საკითხი და განსაზღვრა მათი უფლება-მოვალეობები, აგრეთვე დაარეგულირა
ინტერნეტსივრცეში არსებული უკანონო ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით მიმართვის
სისტემა, ამოღების ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ამ ვალდებულებისგან
გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს
საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტსივრცეში. შემუშავებული
ცვლილებების პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კერძოსამართლებრივი გზით
უფლებების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შემოღებას. ახალი მექანიზმი სრულად
შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ეს არის მარტივი პროცედურები, რომელიც
საკმაოდ ეფექტურად მუშაობს პრაქტიკაში როგორც ევროპის ქვეყნებში, მაგალითად:
უნგრეთის საავტორო უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ასევე, აშშ-ში -
ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობა.
წარმოდგენილი ცვლილება მოქნილია და მინიმალური დანახარჯებით და მინიმალურ დროში
ქმნის დარღვეული უფლებების აღდგენის და დაცვის შესაძლებლობას. კანონში
განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გაზრდის საავტორო უფლებების დაცვის
დონეს ქვეყანაში და უფლების მფლობელებს მიეცემათ შესაძლებლობა
სწრაფად და
ეფექტურად დაიცვან საკუთარი უფლებები ინტერნეტსივრცეში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა განპირობებულია ინტერნეტსივრცეში საავტორო
და მომიჯნავე უფლებების აღსრულების კუთხით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით,
ასევე იმ
უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, რასაც ინტერნეტმეკობრეობა ახდენს
შემოქმედებით
ინდუსტრიაზე
და
ქვეყნის
ეკონომიკაზე.
აღნიშნული
საკითხის
მოსაწესრიგებლად აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციელება „საავტორო და
მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დარეგულირდება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა
ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევისთვის, შუალედური მომსახურების
მიმწოდებლების პასუხისმგებლობის საკითხი და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
საფუძვლები. ამით შეიქმნება ინტერნეტსივრცეში უფლებების აღსრულების ეფექტური
სამოქალაქო-სამართლებრივი
მექანიზმი,
რაც
საავტორო
და
მომიჯნავე
უფლებების
მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებს მისცემს შესაძლებლობას დროის მოკლე
პერიოდში მოახდინონ რეაგირება და აღკვეთონ მათი უფლებების დარღვევა. მეორეს მხრივ,
ეს
ხელს
შეუწყობს
შუალედური
მომსახურების
მიმწოდებლებისათვის
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მკაფიო პირობებისა და მექანიზმების განსაზღვრას,
რაც მათ სრულად აარიდებთ სამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკებს. ცვლილებები
ასევე,
ხელს
შეუწყობს
ინტერნეტსივრცეში
ლეგალური
ბაზრის
განვითარებას
და
ნაწარმოებების ხელმისაწვდომობას, ასევე შემცირდება ის უარყოფითი გავლენა, რასაც
ინტერნეტმეკობრეობა ახდენს შემოქმედებით ინდუსტრიაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ტერმინთა განმარტებაში ემატება „ც“ ქვეპუნქტი,
რომლითაც „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე
განისაზღვრება ტერმინი „შუალედური მომსახურების მიწოდება“.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტს ემატება
„ზ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის
დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება - შუალედური მომსახურების
მიმწოდებლის
მხრიდან,
კანონის
601
მუხლით
განსაზღვრული
ვალდებულებების
შეუსრულებლობა.
კანონის მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს საავტორო უფლების,
მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვის საკითხებს
სავარაუდო დამრღვევის მიმართ, ემატება ახალი მე-9 და მე-10 პუნქტები, რომლებიც ადგენენ
ე.წ. „შეტყობინება-აღების“ (Notice-and-Takedown) მექანიზმს. საავტორო უფლების მფლობელს,
მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს ენიჭება უფლება
შუალედური მომსახურების მიმწოდებლისაგან, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე,
მოითხოვოს იმ კონტრაფაქციული ასლების დაუყოვნებლივი წაშლა ან მასზე წვდომის
შეზღუდვა, რომელიც არღვევს მის საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებას, ან/და უფლებას
მონაცემთა ბაზაზე.
კანონს ასევე ემატება 601 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება შუალედური მომსახურების
მიმწოდებლის
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების
პირობები.
შუალედური
მომსახურების მიმწოდებელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ უფლების მფლობელის
მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეტყობინების
მიღებიდან 24 საათში, უზრუნველყოფს სავარაუდო კონტრაფაქციული ასლ(ებ)ის წაშლას, ან
მასზე წვდომის შეზღუდვას, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება აღნიშნული უფლებების
სავარაუდო დამრღვევს.
წარმოდგენილი პროექტი რეგულაციის მიღმა არ ტოვებს „სავარაუდო დამრღვევის“ უფლების
რეალიზაციის საკითხს. აღნიშნულ პირს კანონი მისცემს შესაძლებლობას თუ კი ის მიიჩნევს,
რომ აღნიშნული ქმედება მის მიმართ განხორციელდა არამართლზომიერად, მოითხოვოს
სადავო მასალაზე აღნიშნული ქმედების განხორცილებამდე არსებული წვდომის აღდგენა.
განცხადებას შუალედური მომსახურების მიმწოდებელი მიღებიდან 24 საათში გადაუგზავნის
უფლების მფლობელს, ხოლო უფლების მფლობელი ვალდებული იქნება განცხადების
ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოადგინოს სადავო მასალის წაშლის ან მასზე წვდომის
შეზღუდვის თაობაზე სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სარჩელის უზრუნველყოფის
შესახებ განჩინება. იმ შემთხვევაში, თუ უფლების მფლობელი ვერ უზრუნველყოფს
აღნიშნულს, შუალედური მომსახურების მიმწოდებელი აღადგენს მის მიერ წაშლილ მასალას
ან მასზე წვდომას. ამ შემთხვევაშიც, შუალედური მომსახურების მიმწოდებელს არ
დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის
დამამზადებლის უფლებების დარღვევისათვის.
ამ მუხლით გათვალისწინებული პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების შედეგად
მიყენებული ზიანის შემთხვევაში, განისაზღვრება მათი პასუხისმგებლობის საკითხი
ანალოგიურად, როგორც ეს დარეგულირებულია დამრღვევის მიერ კანონის მოქმედი
რედაქციის 59-ე მუხლით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან, კანონპროექტით რეგულირდება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა
ბაზის
დამამზადებლის
უფლებების
დამრღვევი
ქმედებებისათვის
შუალედური
მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთან, კანონის 58-ე მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და
მონაცემთა
ბაზის
დამამზადებლის
უფლებების
დარღვევა
იწვევს
სამოქალაქო,
ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა
იყოს, მათ შორის ჯარიმა. შესაბამისად, ჯარიმის შემთხვევაში გავლენა იქნება შესაბამისი
დონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ამასთან, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების
დარღვევის არსი, განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, უფლების
მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო
შემოსავალი,
რომელსაც
მიიღებდა
უფლების
მფლობელი
ნაწარმოების,
მომიჯნავე
უფლებების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენებით. ხოლო,
ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა
იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის
განზრახვა
ან/და
ნებისმიერი
სხვა
გარემოება,
რომელიც
კომპენსაციის
ოდენობის
განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.
შესაბამისად, გავლენის ზომა დამოკიდებულია საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის
დამამზადებლის უფლების დარღვევის მასშტაბზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონის პროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, კერძოდ,
კანონპროექტს
ექნება ფინანსური გავლენა, როგორც საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის
დამამზადებლის უფლების მფლობელებზე, ასევე, უფლებათა სავარაუდო დამრღვევზე და
შუალედური მომსახურების მიმწოდებელზე.
კანონპროექტის მიხედვით, საავტორო უფლებების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების
მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს შუალედური მომსახურების
მიმწოდებლისაგან
წერილობითი
შეტყობინების
საფუძველზე,
მოითხოვოს
იმ
კონტრაფაქციული ასლების დაუყოვნებლივი წაშლა ან მასზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც
არღვევს მის საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებას, ან/და უფლებას მონაცემთა ბაზაზე.
შესაბამისად, უფლების მფლობელის მიერ სასამართლოსთვის მიმართვამდე შეიზღუდება
წვდომა სავარაუდო კონტრაფაქციულ ასლებზე, აღნიშნული რეგულირება შეამცირებს ან
მინიმუმამდე დაიყვანს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს, საავტორო უფლებების და
მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს შესაძლოა მიადგეს.
კანონპროექტს გარკვეულწილად ფინანსური გავლენა შეიძლება ჰქონდეს უფლებათა
სავარაუდო დამრღვევზე, იმ შემთხვევაში, თუ უფლების მფლობელის მიერ უფლების
სავარაუდო დამრღვევის განცხადების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში არ იქნება წარდგენილი
სადავო მასალის წაშლის ან მასზე წვდომის შეზღუდვის თაობაზე სასამართლოს მიერ
დაკმაყოფილებული
სარჩელის
უზრუნველყოფის
შესახებ
განჩინება,
სავარაუდო
კონტრაფაქციული ასლები აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იქნება წაშლილი ან
წვდომაშეზღუდული, რაც შეამცირებს მის მიერ მისაღებ შემოსავალს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. პირიქით იგი ეხმიანება 2000
წლის 8 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/31/EC დირექტივას „შიდა ბაზარზე
ინფორმაციული საზოგადოების სერვისების, კერძოდ, ელექტრონული კომერციის გარკვეული
სამართლებრივი ასპექტების შესახებ (დირექტივა ელექტრონული კომერციის შესახებ)“.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი
მომზადებულია
ინტელექტუალური
ევროკავშირის
საკუთრების
უწყებისა
მიერ
დაფინანსებული,
(EUIPO)
და
სსიპ
ევროკავშირის
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ ერთობლივი
პროექტის - EUGIPP-ის ფარგლებში და მის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის
ექსპერტებმა.
ასევე, სხვადასხვა დროს კანონპროექტზე მუშაობის პროცესში USAIDS-ის პროგრამების, აშშ
მთავრობის, აშშ-ს სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და აშშ-ს
პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO), ასევე, TAIEX-ის პროგრამის
ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და განხილვა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.