„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/57/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დაცულ ტერიტორიებზე (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა) და სახელმწიფო ტყეზე (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა, 291 მუხლისა და 36-ე მუხლის 11 პუნქტისა);“. 2. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა − სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, გაცვლა, ლიზინგის ფორმით გადაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ბ) „ზ-ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, პრივატიზებას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი; თ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება − სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება − სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“. 4. 31 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში, ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში, ქონების შემძენს უფლება აქვს, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი, თუკი საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულება, ვალდებულებ(ებ)ის შინაარსიდან გამომდინარე, არ საჭიროებს ინვესტიციის განხორციელებას/დანახარჯის გაწევას.“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 მუხლი: „მუხლი 33. სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაცია სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებამოვალეობები, თუ ქონების ამ მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“. 6. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ინფორმაცია აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“. 7. 51 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში მიმღები პირის/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.“. 8. მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თუ მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული არ უზრუნველყოფს ამ მოძრავი ქონების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ან/და ქონების მმართველის მიერ დადგენილ დამატებით ვადაში გატანას.“. ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 9. 63 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება შეიძლება განაწილდეს, მათ შორის, სოციალური მიზნებისთვის, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობის მუნიციპალიტეტებისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ან/და სახელმწიფოს 50%-იანი ან 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით.“. 10. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობებით (გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულებისა) პრივატიზებისას, საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“. 11. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი 1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის VI თავით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისთვის განაწილების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.“. 12. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 13. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება) განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით მიმართავს ქონების სააგენტოს და გადასცემს მოძრავ ქონებას. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ მოძრავი ქონება სარგებლობაში არ აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო.“; გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია: ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება; ბ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება: ბ.ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით; ბ.ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით პრივატიზება; გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება; დ) განაწილება; ე) განადგურება; ვ) ლიზინგის ფორმით გადაცემა.“. 14. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას დასადები ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. საქართველოს მთავრობის მიერ მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში, ხოლო მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას - ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში. ქონების მმართველის მიერ დადგენილი ხელშეკრულების გაფორმების ვადა აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევისა). ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.“. 15. 311 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 311. მოძრავი ქონების ქონების სააგენტოს მიერ განკარგვის წესი 1. ქონების სააგენტომ მოძრავი ქონების პრივატიზების ფორმა შეიძლება შეარჩიოს ამ ქონების სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე. 2. მოძრავი ქონება სამინისტროსთან შეთანხმებით ქონების სააგენტომ შეიძლება გაანაწილოს, ამ კანონის მე-63 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 3. თუ მოძრავი ქონების რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, იგი უნდა განადგურდეს.“. 16. 35-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გათვალისწინებულ შემთხვევაში, სარგებლობაში გადაცემის გაცემის თაობაზე, რომელიც, კანონმდებლობით შესაბამისი ორგანოსთვის სახელმწიფო ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს სახელმწიფო ქონების გადაცემაზე. ქონების მმართველის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით.“. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობაში მიღებული სახელმწიფო ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის ან მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში უქმდება ქონების მმართველსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზედაც სახელმწიფო გადაცემული.“. 17. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 18. 47-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ქონება სარგებლობაში იყო „მუხლი 47. სახელმწიფო ქონების პრივატიზების ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის განცხადებით მიმართვისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე დაწყებული პროცედურის დასრულებისათვის განცხადებით მიმართვის დროებითი წესი“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა)ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში სამინისტრო) სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან (შემდეგში - ქონების სააგენტო) შერწყმის შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილების ქონების სააგენტოსათვის გადაცემიდან გამომდინარე, 2020 წლის სექტემბრიდან ერთი ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობის ქვეშ მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - კანონი) მოქმედი რედაქცია განსხვავებულ მოწესრიგებას გვთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის ფორმებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, კანონის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია შესაძლებელია აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით (როგორც ერთ პირთან მოლაპარაკების, ასევე, სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით), მესამე პირის მეშვეობით, განაწილებით, განადგურებით და ლიზინგის ფორმით გადაცემით. ამასთან, მოძრავი ქონების განკარგვის აღნიშნული ფორმებიდან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადაცემა (ისევე, როგორც ლიზინგის ფორმით გადაცემა) არ ვრცელდება განსაკარგავად გადაცემულ მოძრავ ქონებაზე, რაც შეუძლებელს ხდის ამგვარი ქონება განიკარგოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. ასევე, იმ კატეგორიის მოძრავი ქონების პრივატიზება, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ან განსაკარგავად გადაცემულ მოძრავ ქონებას, კიდევ უფრო შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ან აუქციონის ფორმით. ხსენებული შერწყმის შემდგომ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებს შორის აღნიშნული განსხვავებები პრაქტიკაში სირთულეებს ქმნის და არ იძლევა შესაძლებლობას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განიკარგოს მიზანშეწონილი ფორმით. აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, აგრეთვე, სხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემით შეიძლება განაწილდეს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონება. თუმცა, საჭიროებებმა აჩვენა, რომ აუცილებელია გაჩნდეს იმ მოძრავი ქონების განაწილების სამართლებრივი საფუძველიც, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ან განსაკარგავად გადაცემულ მოძრავ ქონებას. გარდა ამისა, მიზანშეწონილია განაწილება განხორციელდეს მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გზით, რამდენადაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო უწყებებისათვის შესაძლებელია ამავე კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო, კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის - კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად. კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო ტყეზე. მათ შორის მითითებული არ არის, კანონით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემული, მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობების, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიების, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემა. კანონის მოქმედი პრივატიზებული რედაქციის უძრავი თანახმად, ნივთის სახელმწიფო იპოთეკით ქონების დატვირთვა შემძენის დასაშვებია მიერ მხოლოდ საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით. ამავდროულად, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ შესასრულებელია მხოლოდ იმგვარი საპრივატიზებო ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს რაიმე ქმედებისაგან თავის შეკავებას და არ მოითხოვს ინვესტიციის ან რაიმე სახის დანახარჯის განხორციელებას. როგორც წესი, ამგვარი საპრივატიზებო პირობები გრძელვადიან ან მუდმივად შესასრულებელ ვალდებულებებს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევებში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქონების იპოთეკით დატვირთვის საჭიროება ვერ საბუთდება, რის გამოც, მესაკუთრეს ეზღუდება შეძენილი ქონების უფლებრივად დატვირთვის გზით სარგებლის მიღების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ კანონით რეგულირებულია შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ განკარგული, იპოთეკის უფლებით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ხოლო, სახელმწიფოს ინტერესი იმ განკარგულ სახელმწიფო ქონებასთან მიმართებით, რომლის რეალიზაციაც ხორციელდება ანალოგიურად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, არ არის დაცული. კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მყიდველის მიერ საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებას, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. თუმცა, საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევებთან მიმართებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება კანონით არ არის დადგენილი. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის 21 მაისის №32/36 „სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშით“ განსაზღვრული რეკომენდაციით, სამინისტროს დაევალა საინვესტიციო ვალდებულების თანხობრივი გამოხატულების არარსებობის შემთხვევებთან მიმართებით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების განსაზღვრის თაობაზე. ამ თვალსაზრისით, კანონპროექტის მიღების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ქონების არარსებობის შემთხვევაშიც, თუკი პრივატიზებისას უძრავი ნივთის საინვესტიციო ვალდებულების პრივატიზება ხორციელდება საპრივატიზებო პირობებით (გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულებისა). ასეთ შემთხვევაში, წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ რიგი საპრივატიზებო პირობების შესრულების ვალდებულება შესაძლოა ათწლეულები გრძელდებოდეს (მაგ. პროფილის შენარჩუნება, დასაქმება და ა.შ.), ხოლო ამ ხანგრძლივობის საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების დადგენა მნიშვნელოვნად გაართულებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესს. ასევე, საჭიროა, კანონში ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელება, რაც განპირობებულია არარელევანტური მითითებითი/საგამონაკლისო ნორმების ამოღების და ტერმინოლოგიური შეუსაბამობების აღმოფხვრის (მათ შორის, ტერმინების კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის) აუცილებლობით. მაგალითად, კანონის მოქმედი რედაქციაში ტერმინი „რეალიზაცია“ გამოყენებულია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის მიმართ, ხოლო სხვა ნებისმიერი სახის მოძრავი ქონების განკარგვის მიმართ გამოყენებულია ტერმინი „პრივატიზება“. ტერმინების გამიჯვნის შინაარსობრივი საჭიროების არარსებობიდან ამ გამომდინარე, მიზანშეწონილია, კანონში გამოყენებული იქნეს ერთგვაროვანი ტერმინი „პრივატიზება“ ყველა სახის ქონების მიმართ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების შეცვლის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პროცესის ოპტიმიზაციისა და დღეს არსებული დიფერენცირებული მიდგომის აღმოფხვრის მიზნით, ყველა კატეგორიის მოძრავი ქონებისათვის საერთო განკარგვის ფორმების განსაზღვრა, რაც ასევე, გულისხმობს შესაბამის ტერმინოლოგიურ/სტრუქტურულ ცვლილებებს.  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილების ცნების ახლებურად ჩამოყალიბება, განაწილდეს ნებისმიერი რის საფუძველზეც კატეგორიის განისაზღვრება, რომ მოძრავი ქონება, შესაძლებელია ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე. ამასთან, ცვლილებების შედეგად საჭიროა განისაზღვროს, რომ მოძრავი ქონების განაწილება განხორციელდება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გზით, ვინაიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა კანონის 35-ე და 36-ე მუხლებით არის მოწესრიგებული. ასევე, აუცილებელია დაზუსტდეს მოძრავი ქონების განაწილების გზით მიმღებ პირთა წრე.  ტყეზე, იმ საგამონაკლისო შემთხვევებს შორის, როდესაც კანონის მოქმედება ვრცელდება მითითებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემული, მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობების, აგრეთვე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიების საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის შემთხვევაც. სამოციქულო  სამართლებრივი საფუძველის შექმნა, შეძენილი სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობის გაჩენის მიზნით, ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც სახელმწიფო ქონების შემძენს არ/აღარ აქვს შესასრულებელი არცერთი საპრივატიზებო ვალდებულება, რომელიც მოითხოვს ინვესტიციის განხორციელებას ან რაიმე სახის დანახარჯის გაწევას და შესასრულებელი აქვს მხოლოდ იმგვარი საპრივატიზებო ვალდებულება, რომლის შესასრულებლად ქონების იპოთეკით დატვირთვის საჭიროება ვერ საბუთდება (მაგ. რაიმე ქმედებისაგან თავის შეკავება).  სახელმწიფო ქონების იპოთეკარის მოთხოვნის საფუძველზე რეალიზაციის შემთხვევის ანალოგიურად, სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, სახელმწიფოს მიერ საპრივატიზებო ვალდებულებებით განკარგული ქონების იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციისას, ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გადასვლისათვის იმ შემთხვევაში თუ რეალიზაციამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, თუკი უძრავი ნივთის პრივატიზება ხორციელდება საპრივატიზებო პირობებით (გარდა საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობისა) ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების შემოღება, სახელმწიფო ქონების საინვესტიციო ვალდებულებით პრივატიზების შემთხვევის ანალოგიურად.  კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ტერმინების შესაბამისობაში მოყვანა, როგორც უშუალოდ კანონის მოქმედ რედაქციაში გამოყენებულ ტერმინებთან, ისე კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებთან, ტერმინების ცვლილების ან ამოღების, ასევე, არარელევანტური მითითებითი/საგამონაკლისო ნორმების ამოღების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის ფორმები და წესი იქნება ერთგვაროვანი და მოიცავს აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით (როგორც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე, სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით), მესამე პირის მეშვეობითა და განაწილების გზით საკუთრებაში გადაცემას, ასევე, განადგურებასა და ლიზინგის ფორმით გადაცემას. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების თავში (V თავი) მოცემული რეგულაციები ჩანაცვლდება მითითებით კანონის VI თავით გათვალისწინებულ იდენტური შინაარსის რეგულაციებზე, რომელიც მოძრავი ქონების განკარგვის საერთო წესებს გაითვალისწინებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქონების სააგენტოს საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას. ამასთან, ახლებურად ჩამოყალიბდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილების ცნება, რის შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნებისმიერი მოძრავი ქონების განაწილების (უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა) ერთგვაროვანი წესი იარსებებს. ასევე, ცვლილების შედეგად, განაწილება მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გზით. ხოლო აღნიშნული გზით ქონების მიმღებ პირთა წრე ახლებურად ჩამოყალიბდება. იმ საგამონაკლისო სახელმწიფო შემთხვევებს ტყეზე, შორის, დაზუსტდება, როდესაც რომ კანონის საგამონაკლისო მოქმედება ვრცელდება შემთხვევები, მოიცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემული, მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობების, აგრეთვე, ტერიტორიების საქართველოს საქართველოს ტყის კოდექსით სამოციქულო განსაზღვრული ავტოკეფალური მიჩენილი მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის შემთხვევასაც. სახელმწიფო ქონების შემძენს მიეცემა შესაძლებლობა, შეძენილი სახელმწიფო ქონება იპოთეკით დატვირთოს არამხოლოდ საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, არამედ ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც სახელმწიფო ქონების შემძენს არ/აღარ აქვს შესასრულებელი არცერთი საპრივატიზებო ვალდებულება, რომელიც მოითხოვს ინვესტიციის განხორციელებას ან რაიმე სახის დანახარჯის გაწევას და შესასრულებელი აქვს მხოლოდ იმგვარი საპრივატიზებო ვალდებულება, რომლის შესასრულებლად ქონების იპოთეკით დატვირთვის საჭიროება ვერ საბუთდება (მაგ. რაიმე ქმედებისაგან თავის შეკავება). ამასთან, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფოს მიერ საპრივატიზებო ვალდებულებებით განკარგული იმ ქონების იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციისას, ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების გადასვლისათვის, რომლის რეალიზაცია ხორციელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნით. აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მის მიერ პრივატიზებულ იმ ქონებასთან მიმართებით, რომელიც არ წარმოადგენს მყიდველის უპირობო საკუთრებას. ასევე, დადგინდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში ამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის/აუქციონის ფორმით პირობებით (გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულებისა) პრივატიზებისას საქართველოს მთავრობის სათანადო განკარგულების/აუქციონის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მყიდველი ვალდებული იქნება წარადგინოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც, ასევე, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. აღნიშნული ცვლილების შედეგად შესრულდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის 21 მაისის „სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშით“ განსაზღვრული რეკომენდაცია, რომლის თანახმად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საინვესტიციო ვალდებულების თანხობრივი გამოხატულების არარსებობის შემთხვევებთან მიმართებით, საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების განსაზღვრა. კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოვა როგორც კანონის მოქმედ რედაქციაში გამოყენებულ ტერმინებთან, ასევე კანონპროექტით არარელევანტური შემოთავაზებულ ცვლილებებთან. ამასთან, განხორციელდება მითითებითი/საგამონაკლისო ნორმების ამოღება და კანონის სტრუქტურულად გამართვა, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით კანონით გათვალისწინებული რეგულაციების თანმიმდევრულობას/სისტემატიზაციას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონში შემდეგი ცვლილებების განხორციელება: - კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, ტექნიკურად სწორდება მითითება კანონის სახელმწიფო ტყეზე გავრცელების საგამონაკლისო შემთხვევებზე და ზუსტდება, რომ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემული, მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობების, აგრეთვე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის შემთხვევაზეც. - კანონში ტერმინ „რეალიზაციაზე“ მითითებების ტერმინ „პრივატიზებით“ ჩანაცვლებიდან გამომდინარე, კორექტირდება მე-2 მუხლის „ბ“, „ზ“ ქვეპუნქტები, მე3 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლის სათაური, 51 მუხლის მე-8 პუნქტი, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, 47-ე მუხლის სათაური, ასევე, ხორციელდება მე2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის ამოღება. - კანონის მე-2 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მითითება განსაკარგავად გადაცემულ, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებაზე ჩანაცვლდება მითითებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება“. - კანონის 31 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ყალიბდება ახლებური რედაქციით, რომლებითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფო ქონების შემძენს შეძენილი სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება აქვს ქონების მმართველის თანხმობით, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნითა და ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ/აღარ აქვს შესასრულებელი არცერთი საპრივატიზებო ვალდებულება, რომელიც მოითხოვს ინვესტიციის განხორციელებას ან რაიმე სახის დანახარჯის გაწევას. - კანონს ემატება 33 მუხლი, რომლითაც დადგინდება რომ სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციისას, ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე სრულად გადავა ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი მოვალეობები, იმ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებათუ ქონების რეალიზაციამდე შესაბამის მარეგისტრირებელ რეგისტრირებული ორგანოში იქნება საპრივატიზებო ვალდებულებების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. - ამოღებულ იქნება კანონის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი, რამდენადაც, კანონის მე-3 თავი, რომელზეც აღნიშნული პუნქტი უთითებს, თავის მხრივ, ამოღებულია კანონიდან. - ამოღებულ იქნება კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი, რამდენადაც კანონის მე-6 მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით დადგენილი, საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული, რეგულაციები, საერთოა ყველა ტიპის ქონებისათვის და სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რეგულირებას არ საჭიროებს. - კანონის 63 მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნებისმიერი მოძრავი ქონების განაწილების შესაძლებლობა ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობის საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გზით. ასევე, დაკონკრეტდება პირთა წრე, რომელთაც ამ მუხლით გათვალისწინებული წესით შესაძლოა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოძრავი ქონება. - კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატება 11 პუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებით (გარდა საპრივატიზებო საფასურის გადახდის პირობისა) პრივატიზებისას, საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის უზრუნველსაყოფად წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა და ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. - კანონის 26-ე მუხლი ყალიბდება ახლებურად და განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვა, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა, დარეგულირდება კანონის მე-6 თავით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხორციელდება კანონის 27-ე მუხლის ამოღება, რადგან სათანადო რეგულაციები მოცემულია კანონის მე-6 თავში. ამასთან, კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის საგამონაკლისო წესი უცვლელად გადავა 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში. - კანონის 29-ე მუხლის თანმიმდევრული სტრუქტურის უზრუნველსაყოფად და ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად, ამავე მუხლის პირველ პუნქტში ინტეგრირდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტში არსებული შინაარსი, რაც გულისხმობს, რომ განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაბამისი უწყება მიმართავს ქონების სააგენტოს და გადასცემს მას განსაკარგავ ქონებას; აღნიშნულის შედეგად, ამოღებული იქნება მითითებული მუხლის მე-5 პუნქტი. - კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებული იქნება მოძრავი ქონების, რომელიც არ წარმოადგენს არც სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ და არც განსაკარგავად გადაცემულ მოძრავ ქონებას, განკარგვის შეზღუდულ ფორმებზე მითითება და განისაზღვრება, რომ ამგვარი ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო. რაც შეეხება ამ ტიპის ქონების განკარგვის ფორმებს, აღნიშნული დარეგულირდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტით. - კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი იქნება ყველა კატეგორიის მოძრავი ქონებისათვის საერთო განკარგვის ფორმები და განისაზღვრება, რომ მოძრავი ქონება განიკარგება აუქციონის/პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების (რომელიც თავის მხრივ მოიცავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირ მიყიდვას და სავაჭრო ობიექტის საშუალებით პირდაპირ მიყიდვას), მესამე პირის მეშვეობით პრივატიზების, განაწილების, განადგურებისა და ლიზინგის ფორმით გადაცემით; ამ კუთხით, სიახლეს წარმოადგენს, რომ ერთ პირთან მოლაპარაკება, როგორც პირდაპირი მიყიდვის ცალკეული ფორმა აღარ იქნება გამოყოფილი, შესაძლებელი გახდება განსაკარგავად გადაცემული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე პრივატიზება. ასევე, გაფართოვდება იმ მოძრავი ქონების, რომელიც არ წარმოადგენს არც სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ და არც განსაკარგავად გადაცემულ მოძრავ ქონებას, განკარგვის ფორმები (წარმოდგენილ ცვლილებამდე დასაშვები იყო მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი მიყიდვა და აუქციონის ფორმით პრივატიზება). - ვინაიდან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვა დარეგულირებული იქნება კანონის მე-6 თავით, კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტში გაერთიანდება ყველა კატეგორიის მოძრავი ქონების, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი მიყიდვისას და აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ხელშეკრულების გაფორმების ვადები. ამასთან, აღნიშნული ვადები იქნება კანონის არსებული რედაქციით განსაზღვრულის ანალოგიური. - ტერმინოლოგიური და ტექნიკური კუთხით, ახლებურად ჩამოყალიბდება სახელმწიფო ქონების განკარგვის წესის მარეგულირებელი 311 მუხლი, რომელიც კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, ნებისმიერი ტიპის მოძრავ ქონებაზე გავრცელდება. - კანონის 35-ე მუხლში არსებული მითითება უძრავ ქონებაზე ჩანაცვლდება მითითებით ზოგადად სახელმწიფო ქონებაზე, ხოლო მითითება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის თაობაზე, - მითითებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის თაობაზე, რათა გამოიკვეთოს, რომ ნორმა ეხება როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევებს. - ვინაიდან აღარ არსებობს საჭიროება, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აკრძალვის თაობაზე, შესაბამისად ამოღებული იქნება კანონის 37-ე მუხლი. კანონპროექტის მესამე მუხლით გათვალისწინებულია მისი ამოქმედების განსხვავებული თარიღები, რაც გამომდინარეობს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადების აუცილებლობიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება, ხოლო პირველი მუხლი ამოქმედდება მისი გამოქვეყნებიდან 46ე დღეს. ეს ვადა გამომდინარეობს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადების აუცილებლობიდან, რათა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეთ გონივრული ვადა, შეიმუშაონ და უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონში 33 მუხლის დამატება, გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ კუთხით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზებული ქონების შემძენებს, ქონების შეძენის შედეგად, სახელმწიფოს წინაშე წარმოეშობათ შესაბამისი საპრივატიზებო პირობების შესრულების ვალდებულება, რომლის ფინანსური მოცულობა ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონის 63 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილებასთან დაკავშირებულ რეგულაციის ახლებურად ჩამოყალიბების შედეგად, დაზუსტდა განაწილების გზით მოძრავი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა წრე. თუმცა, აღნიშნული მათ უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს, რამდენადაც კანონის თანახმად, მათ აქვს შესაძლებლობა მიიღონ ქონება ალტერნატიული ფორმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. აღნიშნული ცვლილება, ასევე, გავლენას არ იქონიებს იმ საჯარო დაწესებულებებზე, რომელთაც არ შეიძლება საკუთარი ქონება ჰქონდეთ (მაგ. სამინისტროები), რამდენადაც მათ სახელმწიფო საკუთრებაში აღსებული მოძრავი ქონება სარგებლობაში გადაეცემათ კანონის 35-ე მუხლის თანახმად. ასევე, ცვლილების შედეგად, შესაძლებელი იქნება განაწილდეს არამხოლოდ მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული, არამედ სხვა კატეგორიის მოძრავი ქონებაც, რაც ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომელთაც გაუჩნდებათ ამ კატეგორიის მოძრავი ქონების განაწილების გზით მიღების შესაძლებლობა. კანონის 31 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში განსახორციელებელი ცვლილება, სავარაუდოდ, დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ქონების შემძენებზე, რადგან მათ შესაძლებლობა გაუჩნდებათ, იპოთეკით დატვირთონ შეძენილი უძრავი ნივთი და ამ გზით, მიიღონ სარგებელი შეძენილი ქონებიდან, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნის გარეშეც, იმ შემთხვევაში, თუკი შესასრულებელი საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულება, ვალდებულებ(ებ)ის შინაარსიდან გამომდინარე, არ საჭიროებს ინვესტიციის განხორციელებას/დანახარჯის გაწევას. კანონში 33 მუხლის დამატება გავლენას იქონიებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზებული ქონების შემძენზე, თუკი შესაბამის ქონებაზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულება. კერძოდ, ასეთ პირებს ქონების შეძენის შედეგად წარმოეშობათ სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი საპრივატიზებო პირობების შესრულების ვალდებულება, რომლის ფინანსური მოცულობა ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურია საპრივატიზებო პირობის შინაარსიდან გამომდინარე. სახელმწიფო ქონების შემძენთა ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას იქონიებს კანონის მე-20 მუხლისათვის 11 პუნქტის დამატება, რომელიც ადგენს მყიდველის ვალდებულებას, საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არარსებობის შემთხვევაშიც, საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. აღნიშნული პირები ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობის და ვადის მქონე საბანკო გარანტიის წარდგენა სახელმწიფო ქონების შეძენამდე. ამასთან, კანონიდან 37-ე მუხლის ამოღება, რომელიც კრძალავს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გაცემას, სავარაუდოდ, არაპირდაპირ ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, სარგებლობის უფლებით მიიღონ, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრვ ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.