„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/57/11; 04/06/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის 132 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„132. საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან თავისუფლდებიან ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ქონების მართვის სააგენტო და
მისი კრედიტორები, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო
ქონების ეროვნული სააგენტო და მისი კრედიტორები.“.
2. 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. შემძენის საკუთრებაში ყადაღადადებული მოძრავი ქონების გადასვლის შედეგად უქმდება
მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები (გარდა
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33 მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევისა), თუ შემძენი არ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ამ ქონებასთან არსებული
ვალდებულებითი ურთიერთობის მხარე.“.
3. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის
უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში
რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული
საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-
მოვალეობები)
უცვლელი
რჩება.
თუ
იძულებით
აღსრულებას
ახორციელებს
იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება
(გარდა
საგადასახადო
გირავნობის/იპოთეკის
უფლებისა),
რომლებიც
ქონებაზე
რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის
შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან
საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური
მიზნობრივი ერთეული (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი
იპოთეკით/გირავნობით
უზრუნველყოფილ
მოთხოვნას
გადასცემს
საგადასახადო
გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები, საკუთრების
გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ
რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე
რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება,
აგრეთვე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებები და
შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები) ყველა შემთხვევაში
უცვლელი რჩება.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
46-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამავე კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო
ქონების ეროვნული სააგენტო (შემდეგში - სააგენტო), რომელიც მისთვის კანონით
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს წარმომადგენლობას ყველა
ინსტანციის სასამართლოში,
სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან,
სარგებლობაში
გადაცემასთან,
ქონების
სახელმწიფო
საკუთრებად
რეგისტრაციასთან/აღრიცხვასთან, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ზიანის
ანაზღაურებასთან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან ან/და
სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სამოქალაქო,
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე. ამჟამად, სააგენტოს მიერ
ხორციელდება საშუალოდ 3000-მდე დავაში წარმომადგენლობა და სააგენტოს
მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო დავების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.
აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის
მე-13 პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან
თავისუფლდებიან
სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკების/მუნიციპალიტეტების
ორგანოები, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას (გარდა ამ
მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და ამ ორგანოთა კრედიტორები.
ამავე მუხლის 131 პუნქტის თანახმად, საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისგან არ
თავისუფლდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს
ეროვნული ბანკისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დეპოზიტების დაზღვევის
სააგენტოსი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა −
საპენსიო სააგენტოსი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – შემოსავლების სამსახურისა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო კანონმდებლობით მიკუთვნებული ფუნქციამოვალეობების შესრულების პროცესში ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს
აღსრულების საფასურის გადახდა, რაც იწვევს საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი
ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯების გაზრდას. გარდა ამისა, 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს, შესაბამისად, სააგენტოს
უწევს აღსრულების საფასურის გადახდა მაშინაც, როდესაც სააღსრულებო წარმოება
ხორციელდება მისი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე.
გასათვალისწინებელია, რომ 38-ე მუხლის 132 მუხლის თანახმად, აღსრულების საფასურის
გადახდისა და დაკისრებისგან გათავისუფლებულები არიან, ასევე - ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ქონების მართვის სააგენტო და
მისი კრედიტორები. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − ქონების მართვის სააგენტო და სააგენტო შინაარსობრივად
ახორციელებენ მსგავსი ტიპის უფლება მოვალეობებს, ერთ შემთხვევაში, ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის, ხოლო მეორე შემთხვევაში, სახელმწიფო ქონებასთან მიმართებით.
შესაბამისად, ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების
მიზნით, როგორც სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების/მუნიციპალიტეტების
ორგანოები, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - ქონების მართვის სააგენტო და მისი კრედიტორები გათავისუფლებულნი არიან სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადასახდელი
სააღსრულებო საფასურის გადახდისგან, თუმცა კანონის მოქმედი რედაქციის პირობებში,
სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებასთან მიმართებით აღსასრულებელ
საქმეებზე მსგავსი შეღავათით ვერ სარგებლობს სააგენტო.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს 38-ე
მუხლში, ერთგვაროვანი შემთხვევების განსხვავებულად მოწესრიგების თავიდან არიდებისა
და არსებითად მსგავსი უფლებამოსილების განმახორციელებელი ორი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოსა და სააგენტოს მიმართ ანალოგიური
საკანონმდებლო მოწესრიგების გავრცელების მიზნით.
დამატებით, კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების საჭიროება
გამომდინარეობს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომლითაც გათვალისწინებულია, აღნიშნულ
კანონში ახალი დანაწესის გაჩენა, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ განკარგული
ქონების საპრივატიზებო პირობების სრულად შესრულებამდე „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იძულებითი აღსრულების წესით
რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ და ყოველ შემდეგ
მესაკუთრეზე სრულად გადავა ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი
საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებამოვალეობები, თუ ქონების რეალიზაციამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში
რეგისტრირებული იქნება საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი
ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭირო გახდა „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან (მასში
განსახორციელებელი ცვლილებების გათვალისწინებით), კერძოდ, იმ დებულებების
დაზუსტება, რომელიც შეეხება როგორც უძრავი, ასევე, მოძრავი ქონების ამავე კანონით
დადგენილი წესით რეალიზაციისას შესაბამის
ვალდებულებითი უფლებების გაუქმების საკითხს.
ქონებაზე
არსებული
სანივთო
და
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან აღსრულების საფასურის გადახდის წესს არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონი, აღიშნული საფასურისაგან შესაბამისი ადმინისტრაციული
ორგანოს და მისი კრედიტორების გათავისუფლების მიზნით, საჭიროა საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელება.
ამასთან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტით
შემოთავაზებულ
ცვლილებებთან
„სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ საპრივატიზებო პირობებით განკარგული
ქონების „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციისას, ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე
შესაბამისი საპრივატიზებო ვალდებულებების და შესაბამისი ხელშეკრულებიდან
გამომდინარე უფლება-მოვალეობების გადასვლის საკითხის ერთგვაროვნად მოწესრიგების
მიზნით, საჭიროა წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
სააგენტო
და
სააგენტოს
კრედიტორები
გათავისუფლდებიან აღსრულების საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან, რაც მას მისცემს
შესაძლებლობას დაზოგოს სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას გასაწევი
სოლიდური ხარჯები და ეფექტურად განახორციელოს თავისი ფუნქციები.
ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონსა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
გათვალისწინებული იქნება ურთიერთ შესატყვისი რეგულაციები სახელმწიფოს მიერ
საპრივატიზებო პირობებით განკარგული ქონების „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციისას, ახალ
და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო
ვალდებულებების და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების
გადასვლის საკითხთან დაკავშირებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის 132 პუნქტის ცვლილებას, რომლის თანახმად სსიპ -
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მისი კრედიტორები გათავისუფლდებიან
სააღსრულებო საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან.
დამატებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-9
პუნქტში, რომელიც ითვალისწინებს შემძენის საკუთრებაში ყადაღადადებული მოძრავი
ქონების გადასვლის შედეგად მასზე არსებული ყველა ყადაღის, სანივთო და
ვალდებულებითი უფლების გაუქმებას, ჩნდება საგამონაკლისო მითითება „სახელმწიფო
ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 33 მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს რეალიზებული ქონების
შემძენზე ამავე ქონებაზე რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებების და
შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების გადასვლას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტში,
რომელიც არეგულირებს იძულებითი აღსრულების წესით რეალიზებულ უძრავ ქონებაზე
არსებული სანივთო და ვალდებულებითი უფლებების გადასვლის საკითხს, ჩნდება
დამაზუსტებელი მითითებები, ახალ და ყოველ შემდეგ მესაკუთრეზე, უძრავ ქონებაზე
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საპრივატიზებო ვალდებულებებისა და შესაბამისი
ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების გადასვლასთან დაკავშირებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი (სსიპ - სახელმწიფო
ქონების ეროვნული სააგენტოსა და მისი კრედიტორების სააღსრულებო საფასურისაგან
გათავისუფლების ნაწილში) ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია
მისი დროული ამოქმედება. ვინაიდან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის
ამოქმედება გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს, შესაბამისად,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის ძალაში სრულად შესვლასთან ერთად, კანონპროექტის პირველი
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად, აღსრულების საფასურიდან მიღებული შემოსავალი (დამატებული ღირებულების
გადასახადის გამოკლებით) სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
შესაბამისად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების საფასურის სახით დააკლდება
საკუთარი შემოსავლები, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება ცალკეული შემთხვევების
რაოდენობაზე.
ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ
მობილიზებული,
საქართველოს
კანონმდებლობით
ნებადართული
(საკუთარი)
შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად,
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აღსრულების ეროვნულ ბიუროს
საკუთარი
შემოსავლების შემცირება პროპორციულ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე
გადახდილმა აღსრულების საფასურის მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 14 768 ლარი, 2023
წელს - 151 660 ლარი, ხოლო 2024 წელს 72 830 ლარი.
ამასთან, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე იმ კუთხით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზებული ქონების შემძენებს, ქონების
შეძენის შედეგად, სახელმწიფოს წინაშე წარმოეშობათ შესაბამისი საპრივატიზებო პირობების
შესრულების ვალდებულება, რომლის ფინანსური მოცულობა ყოველ შემთხვევაში
ინდივიდუალურია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას 2025-2028 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის აღსრულების საფასურის გადახდას ახორციელებს საკუთარი სახსრებით.
შესაბამისად, კანონპროექტი გავლენას იქონიებს სააგენტოს ბიუჯეტზე, რამდენადაც იგი
დაზოგავს დაზოგავს მისი მონაწილეობით მიმდინარე სააღსრულებო საქმისწარმოების
ფარგლებში გასაღებ სახსრებს. შესაბამისი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში
გადასახდელი აღსრულების საფასურის ოდენობა ინდივიდუალურია და განისაზღვრება
„კანონის“ 38-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე
გადახდილმა აღსრულების საფასურის მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 14 768 ლარი, 2023
წელს - 151 660 ლარი, ხოლო 2024 წელს 72 830 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს პირებზე, რომელთა მოვალესაც შესაძლოა
წარმოადგენდეს სააგენტო სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის პროცესში, ვინაიდან
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შესაბამისი კრედიტორები გათავისუფლდებიან
აღსრულების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, რომლის ოდენობა განისაზღვრება
ინდივიდუალურად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე
მუხლით გათვალისწინებული წესით.
ამასთან, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზებული
ქონების შემძენზე, თუკი შესაბამის ქონებაზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს წინაშე
ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულება. კერძოდ, ასეთ პირებს ქონების შეძენის შედეგად
წარმოეშობათ სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი საპრივატიზებო პირობების შესრულების
ვალდებულება, რომლის ფინანსური მოცულობა ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში
შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა