„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, გოდერძი ჩანქსელიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზაურ დარგალი.
ნომერი
#07-3/81/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-30
ბიუროს ნომერი 65

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის და იგი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) წერილობითი თანხმობით (აღნიშნული თანხმობა შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს).“ 2. 24-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს სააგენტო.“ 3. 263 მუხლის : ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე დანერგვისთვის, ურთიერთობა აქვს კონვენციის სხვა მხარეებთან და კონვენციის სამდივნოსთან და საქართველოს სახელით უზრუნველყოფს კონვენციით გათვალისწინებულ დოკუმენტების გაცემას.“ ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიას (ამ თავში შემდგომ − ლიცენზია) და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვას (ამ თავში შემდგომ − ნებართვა) გასცემს სააგენტო.“ გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ თავით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“ 4. 264 მუხლის პირველი მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე. 2. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვისა და ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან/და რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე. 3. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე. 4. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.“ 5. 265 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტის ქვეყანა მოითხოვს იმპორტის ნებართვას − სააგენტოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.“ ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე. 4. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.“ 6. 266 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ლიცენზიის გამცემია სააგენტო.“ 7. 267 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის ან პოპულაციის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის III დანართში სხვა ქვეყნის ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.“ ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.„ 8. 2611 მუხლის : ა) პირველი პინქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;“ ბ) პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; გ) რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;“ გ) პირველი პინქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა).“ დ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.“ ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.“ ვ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება.“ ზ) მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.“ 9. 2615 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნებართვა რეტროსპექტულად გაიცემა იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ სააგენტო ყოველმხრივი მოკვლევისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს შემთხვევით შეცდომას და არა შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სახეობის ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს.“ 10. 2616 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტომ კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ სახელმწიფოდან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, იმპორტის და ამ სახელმწიფოში ექსპორტის ნებართვა ან რეექსპორტის სერტიფიკატი უნდა გასცეს მხოლოდ კონვენციის სამდივნოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.“ 11. 2619 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საჭიროების შემთხვევაში გაცემული ნებართვის ახალი ნებართვით ჩანაცვლება ხდება ნებართვისა და მისი ყველა ასლის სააგენტოსთვის ჩაბარების შემდეგ.“ 12. 2621 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.“ მუხლი 2. 1. ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო. 2. ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს. 3. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს შტატით გათვალისწინებული რიცხოვნობა შეიძლება აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ რიცხოვნობას. 4. ეს კანონი, ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: არსებული მდგომარეობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი უზრუნველყოფს როგორც დარგის პოლიტიკის განხორციელებასთან ასევე აღსრულებასთან (საქმინობების ავტორიზაციასთან) დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებას (ნებართვების, ცერტიფიკატების, თანხმობების გაცემა). ამავე დროს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში სხვა მიმართულებებზე ავტორიზაციას (ლიცენზიების, ნებართვების, თანხმობების გაცემა). დარგის მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციები (ლიცენზიების, ნებართვების, სერტიფიკატების, თანხმობების გაცემა) თავმოყრილი იქნას ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული ხელს შეუწყობს ავტორიზაციის ერთი სარკმლის პრინციპით განხორციელებას რაც საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არსებითად გაუმარტივებს საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტების (ლიცენზიების, ნებართვების, სერტიფიკატების, თანხმობების) მიღებას, რადგან მათ საქმე ექნებათ ერთ ადმინისტრაციულ ორგანოსთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ბიომრავალფეროვნების სფეროში ზემოაღნიშნული რიგი საკითხები მოწესრიგებულია „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად საჭიროა აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიების, ნებართვების და სერტიფიკატების, ისევე როგორც სხვა ავტორიზაციის დოკუმენტების, გაცემა თავმოყრილი იქნება ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, რაც უფრო ეფექტურს გახდის ავტორიზაციის სისტემას და საქმიანობის გაუმარტივებს მათთვის საჭირო ავტორიზაციის უფლების მოპოვებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად: განმახორციელებლებს - - ცვლილება შედის კანონის 22-ე, 24-ე, 264, 265, 266, 267, 2611, 2615, 2616, 2621 მუხლებში და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაცვლად, ხდება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მითითება; ასევე ცვლილება შედის კანონის 263 მუხლში სადაც კანონპროექტის მიზნებიდან გამომდინარე, ხდება არსებული რედაქციის კორექტირება; ამავე დროს, კანონპროექტის მე-2 მუხლით რეგულირდება სამინისტროს ფუნქციის სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული უფლებამონაცვლეობისა და გამოცემული აქტებისთვის ძალის შენარჩუნების ან ასეთი აქტების გაუქმების ან მათში ცვლილების შეტანის საკითხები. ასევე მუხლში მოყვანილია დათქმა, რომლის შესაბამისადაც - ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს შტატით გათვალისწინებული რიცხოვნობა შეიძლება აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ რიცხოვნობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების ვადად მითითებულია 2025 ლის 01 აგვისტო. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოცხადებულია რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის დასრულების კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური 3 თვიანი ვადა იწურება 2025 წლის 01 აგვისტოსთვის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება, რადგან მისი ამოქმედება უნდა მოხდეს 2025 წლის 01 აგვისტოდან. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოცხადებულია რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის დასრულების კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური 3 თვიანი ვადა იწურება 2025 წლის 01 აგვისტოსთვის, ხოლო კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების გარეშე რეორგანიზაციის მიზნები (ავტორიზაციის ფუნქციის სამინისტროდან სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანა) ვერ განხორციელდება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგანაც ფუნქციის სამინისტროდან სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანისთვის საჭირო ფინანსური რესურსები მოძიებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ აქვს პირდაპირი ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, გოდერძი ჩანქსელიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზაურ დარგალი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, გოდერძი ჩანქსელიანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზაურ დარგალი.