„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/62/11; 30/06/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-09-01
ბიუროს ნომერი 69
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 564 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის
სამართლებრივი შედეგები“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. იმ შემთხვევაში, თუ საავტორიზაციო განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრში წარდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებით გათვალისწინებული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების
დაცვით და გამოცემულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფების შექმნის
თაობაზე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამ კანონის 562 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი დაწესებულება ჩაითვლება
ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180
კალენდარული დღის ვადით.“.
2.
66-ე მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. იმ შემთხვევაში, თუ სააკრედიტაციო განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნულ ცენტრში წარდგენილია აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული
სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და გამოცემულია განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, აკრედიტაციის საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-2
პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ან ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში
შესვლამდე, აკრედიტაციის მაძიებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
წარმოდგენილი
საგანმანათლებლო
პროგრამა
ჩაითვლება
აკრედიტებულ
საგანმანათლებლო პროგრამად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის
ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის
პირველი პუნქტი განსაზღვრავს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) ვალდებულებას განახორციელოს საგანმანათლებლო
დაწესებულების ავტორიზაცია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
პროგრამების აკრედიტაცია. აღნიშნული საკითხი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და პროგრამების ნაწილში განსაზღვრულია აგრეთვე ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, კერძოდ, 561 და 63-ე მუხლებით.
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციისა
და
საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადებსა და
პროცედურებს განსაზღვრავს როგორც „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონი, ასევე „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება და „უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება. „განათლების ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 22-ე მუხლები განსაზღვრავს
ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების მიერ მისაღები გადაწვეტილების სახეებსა და
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ თავისებურებებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11
მუხლის
მე-4
პუნქტის
და
22-ე
მუხლის
მე-10
პუნქტის
მიხედვით,
ავტორიზაციის/აკრედიტაციის
შესახებ
გადაწყვეტილება
ან
ავტორიზაციაზე/აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის
ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
აკრედიტაციის
საბჭოს
მიერ
გადაწყვეტილების მიღების საკითხი განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონითაც. კერძოდ, 562-564 მუხლები აწესრიგებს ავტორიზაციის თაობაზე
გადაწყვეტილების, ავტორიზაციაზე უარის თქმის ან გაუქმების სამართლებრივ შედეგებს.
ამავე კანონის 66-ე მუხლი არეგულირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
საგანმანათლებლო
პროგრამების
აკრედიტაციის
თაობაზე
გადაწყვეტილების
სამართლებრივ შედეგებს.
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების უწყვეტი
ფუნქციონირების, პროფესიული სტუდენტების/სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა
და საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო გახდა
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მე-16 და 24-ე მუხლებში შესაბამისი
ცვლილებების განხორციელება. ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, საჭიროა ასევე,
შესაბამისი ცვლილებები შევიდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების
აკრედიტაციის პროცედურების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომელსაც „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 564 და 66-ე მუხლები განსაზღვრავს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც წარმოიქმნება
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში ვადების დაუცველობის გამო. მოქმედი
კანონმდებლობის მიხედვით, ავტორიზაციის ან აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება
უნდა მიიღოს შესაბამისმა ორგანომ განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 180 დღის ვადაში.
თუმცა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო ამ ვადის
დაცვა ვერ ხერხდება. შედეგად, შესაძლოა, დაწესებულებას გაუვიდეს ავტორიზაციის ან
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა, რაც მნიშვნელოვან სირთულეებს
უქმნის როგორც დაწესებულებას, ასევე სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და სხვა
დაინტერესებულ მხარეებს.
ამგვარი შეფერხებები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მაგალითად,
პროცესის გაჭიანურების განმაპირობებელი გარემოება შეიძლება იყოს საერთაშორისო
ექსპერტების მოძიებისა და მათი წარმოების პროცესში ჩართულობის სირთულეები.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში, გარდა რიგი გამონაკლისებისა,
მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ექსპერტები, რომელთა პროცესში მონაწილეობაც
გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, რიგ შემთხვევებში,
სირთულეს წარმოადგენს საერთაშორისო ექსპერტის მოძიება, განსაკუთრებით
სპეციფიკური დარგობრივი მიმართულებით. ასევე, შესაძლოა საერთაშორისო ექსპერტმა
უარი თქვას უკვე დაგეგმილ ვიზიტში მონაწილეობაზე, რა შემთხვევაშიც, განსხვავებით
ადგილობრივი ექსპერტებისგან, საერთაშორისო ექსპერტის ჩანაცვლება დიდ დროსა და
ძალისხმევას საჭიროებს.
შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევებში შესაძლებელია შეფერხდეს დაწესებულების
ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე
შესაბამისი საბჭოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების მიღება, რაც
მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს თავად საგანმანათლებლო ინსტიტუციას, იქ
დასაქმებულ პირებს, პროფესიულ სტუდენტებსა და სტუდენტებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რათა
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ უწყვეტი ფუნქციონირება მაშინ, როდესაც
მათი ავტორიზაციის ან აკრედიტაციის ვადა იწურება, ხოლო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება
ავტორიზაციის/აკრედიტაციის თაობაზე ჯერ არ არის მიღებული.
კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ საავტორიზაციო ან სააკრედიტაციო წარმოების
პერიოდში, სანამ შესაბამისი საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული,
საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუწყდეთ ფუნქციონირება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო
დაწესებულებების/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტი ფუნქციონირება და
დაცული იქნება სტუდენტების/პროფესიული სტუდენტებისა და დაწესებულების
ინტერესები, იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების პროცესი ჭიანურდება და
აკრედიტაციის/ავტორიზაციის ვადა იწურება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ აკრედიტაციის ან ავტორიზაციის
ვადის ამოწურვის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც
სააკრედიტაციო
განაცხადი
ავტორიზაციისა
და
აკრედიტაციის
დებულებით
გათვალისწინებული ვადების დაცვით წარადგინეს ცენტრში და გამოცემულია ცენტრის
დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფების
შექმნის/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის
თაობაზე,
მიეცემათ
ავტორიზებულ/აკრედიტებულ
რეჟიმში
ფუნქციონირების
გაგრძელების შესაძლებლობა მანამ, სანამ საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება
მიღებული. ზემოაღნიშნული ჩანაწერი განისაზღვრება 564 მუხლის მე-5 და 66-ე მუხლის მე11 პუნქტებით. ამასთან, ცვლილებით განსაზღვრულია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ავტორიზებულად და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა
აკრედიტებულად ჩაითვლება ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180
კალენდარული დღის ვადით. ვადის განსაზღვრა მიზანშეწონილია, რათა ერთი მხრივ, არ
მოხდეს ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გაგრძელება არაგონივრულად ხანგრძლივი
ვადით, მეორე მხრივ, შესაძლებელი იყო საწყის ეტაპზევე ვადის განსაზღვრა, რასთანაც
დაკავშირებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობა. თავის მხრივ,
ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებით განისაზღვრება ცენტრის ვალდებულება
ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლამდე განსაზღვრული დროით ადრე
შეატყობინოს
სსიპ
განათლების
მართვის
საინფორმაციო
სისტემას
დაწესებულების/საგანმანათლებლო
პროგრამის
ავტორიზებულად/აკრედიტებულად
ჩათვლისა და შესაბამისი ვადის განსაზღვრის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გარდა, აღსანიშნავია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 564 მუხლი განსაზღვრავს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან
ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებსა და მათ
სამართლებრივ შედეგებს. გამომდინარე იქედან, რომ ამ მუხლის სათაურში არ არის
განსაზღვრული ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები, ხოლო
წარმოდგენილი ცვლილება ასევე შეეხება ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლის
საკითხს, მნიშვნელოვანია, 564 მუხლის სათაურს დაემატოს ავტორიზაციის ვადის გასვლის
სამართლებრივი შედეგები და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტის მიღების შემდეგ
უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების/უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტი ფუნქციონირება. შესაბამისად, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ იმ შემოსავალს სწავლის საფასურის,
პროგრამული და მიზნობრივი დაფინანსების, სასწავლო გრანტების და სხვა შემოსავლების
სახით,
რომელსაც
ავტორიზაციის/აკრედიტაციის
ვადის
გასვლისა
და
ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის წყვეტის პერიოდში დაკარგავდნენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კანონპროექტი უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ახდენს დადებით გავლენას, ასევე
მოახდენს დადებით გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან
დაწესებულება ბიუჯეტში გადაიხდის შემოსავლებიდან მიღებულ გადასახადს.
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ცენტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რამდენადაც
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის
ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასური გათვალისწინებულია ერთჯერადად და
წარმოების დასრულებამდე ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაშიც
დაწესებულებებს არ მოუწევთ ხელახლა ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასურის
გადახდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან/და
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იქიდან
გამომდინარე, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის/აკრედიტაციის
ვადის გასვლის შემთხვევაში, სტუდენტს აქვს უფლება ისარგებლოს მობილობით და
გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად სტუდენტს
სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, მობილობით სარგებლობისას
დაფინანსება გადაყვება მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ასევე, კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ცენტრის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში
მოხდება პროცესის დასრულება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების წარმოშობას.
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ
პირის, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირის სახით არსებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტის
მიღების
შემდეგ
უზრუნველყოფილი
იქნება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტი ფუნქციონირება და
შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებენ იმ შემოსავალს
სწავლის საფასურის, პროგრამული და მიზნობრივი დაფინანსების, სასწავლო გრანტების და
სხვა შემოსავლების სახით, რომელსაც ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლისა და
ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის წყვეტის პერიოდში დაკარგავდნენ.
ამასთანავე, კანონის მიღების შემდგომ დაცული იქნება სტუდენტების ინტერესები, იმ
შემთხვევაში, როდესაც წარმოების პროცესი ჭიანურდება და აკრედიტაციის/ავტორიზაციის
ვადა იწურება, რამდენადაც არ მოუწევთ მათ სხვა დაწესებულებაში მობილობით გადასვლა.
კანონის მიღება აგრეთვე დადებით გავლენას იქონიებს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე, რამდენადაც მათ შეუნარჩუნდებათ სამუშაო
ადგილი და შემოსავალი, რომელსაც ისინი დაწესებულების ავტორიზაციის/აკრედიტაციის
ვადის გასვლის შემთხვევაში დაკარგავდნენ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
ზეგავლენას
არ
ახდენს
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.