საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-9027/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-07-01
კომიტეტის სხდომის ნომერი 23

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 6/30/25, 11:34 AM გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა თარიღი 01 ივლისი 2025 11:30 2025 წლის 1 ივლისი, 11:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულების განხილვა და დამტკიცება; მომხსენებელი: ვარლამ ლიპარტელიანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. https://www.parliament.ge/print/announcement/3428?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N23 ქ. თბილისი 2025 წლის 1 ივლისი სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვარლამ ლიპარტელიანი სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები: გიორგი ხახუბია, გოდერძი ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, გიორგი ჭყონია, ვლადიმერ ბოჟაძე. კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი მანანა მოსიძე – სხდომის მდივანი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხახუბიას, სალომე ჯინჯოლავას, გოდერძი ჩანქსელიანის, ვარლამ ლიპარტელიანის და ზაურ დარგალის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ - I მოსმენა; 2. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულების განხილვა და დამტკიცება. I საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხახუბიას, სალომე ჯინჯოლავას, გოდერძი ჩანქსელიანის, ვარლამ ლიპარტელიანის და ზაურ დარგალის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენა. მოისმინეს: გიორგი ხახუბიას ინფორმაცია კანონპროექტების თაობაზე. აღინიშნა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილება. დღეის მდგომარეობით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი უზრუნველყოფს როგორც დარგის პოლიტიკის ასევე, მის აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფუნქციების განხორციელებას. ეს ეხება საქმიანობათა ავტორიზაციას, ნებართვების, სერთიფიკატებისა თუ თანხმობის გაცემას. ამავე დროს, სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე ახორციელებს ამავე სფეროში სხვა მიმართულებებზე საქმიანობათა ავტორიზაციას. შესაბამისად, დღეს მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში ბიომრავალფეროვნების და ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ავტორიზაციას ახორციელებს როგორც სამინისტრო, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტო. ფუნქციათა ამგვარი გადანაწილება არაეფექტურია, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსების მართვის თვალსაზრისით. საქმიანობის განმახორციელებლისთვის პროცესი ხდება დროში მეტად გაწერილი და ნაკლებად მოქნილი - მათ უწევს ცალ-ცალკე კომუნიკაცია ორ უწყებასთან ერთი და იმავე დოკუმენტაციის მისაღებად. ამდენად, დარგის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციები თავმოყრილ იქნას ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ გარემოს დაცვის სააგენტოში. ასევე აღინიშნა, რომ აღნიშნული ფუნქციების სააგენტოში გადატანა მოითხოვს შესაბამის ცვლილებებს, როგორც საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. სწორედ ამ ცვლილებებს ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტები. ისინი ტექნიკური ხასიათისაა და ძირითადად შეეხება სამინისტროს დასახელების ჩანაცვლებას სააგენტოს დასახელებით. აღსანიშნავია, რომ საკითხის გადაჭრის მიზნით, 2025 წლის 2 მაისს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოცხადდა რეორგანიზაცია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მისი განხორციელების ვადაა მაქსიმუმ სამი თვე, რაც სრულდება 1 აგვისტოს. რეორგანიზაციის ფარგლებში, უნდა განხორციელდეს სამინისტროს დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ავტორიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციების გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანა. ჯამში, საუბარია 12 სხვადასხვა ტიპის ნებართვისა და ავტორიზაციის გაცემის ფუნქციის გადატანაზე. აღნიშნული ცვლილების შედეგად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ექნება შესაძლებლობა გასცეს 25-მდე სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი ნებართვა და ლიცენზია. იმდენად რამდენადაც, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეორგანიზაციის ვადა იწურება 2025 წლის 1 აგვისტოს, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება, რათა რეორგანიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. ამასთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში გააგრძელებს სისტემის ეფექტურობის შეფასებას. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა ერთხმად გადაწყვიტა: კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხახუბიას, სალომე ჯინჯოლავას, გოდერძი ჩანქსელიანის, ვარლამ ლიპარტელიანის და ზაურ დარგალის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვას. II საკითხი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულების განხილვა და დამტკიცება მოისმინეს: ვარლამ ლიპარტელიანის ინფორმაცია აღნიშნული საკითხის თაობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებების შედეგად, ცვლილებები განიცადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულებამაც და შესაბამისობაში მოვიდა ახალ რეგლამენტთან. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა დაამტკიცა კომიტეტის დებულება. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ვარლამ ლიპარტელიანი მანანა მოსიძე